შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი შოკოლადი. (თავი 3)


17-03-2019, 18:23
ავტორი BvBArMy
ნანახია 1 658

საღამოს ეზოში კოცონი დავანთეთ. მიუხედავად ზაფხულისა მთაში, მაინც ციოდა, ამიტომ თბილად ჩავიცვით და სიმინდების შეწვა გადავწყვიტეთ. ვახომ გიტარა გამოიტანა და სიმღერა დააიწყო. ნორმალური ხმა ქონდა. ცოტა გავხალისდით.
-ბერდია, მიდი მე რომ მიყვარს ის სიმღერა იმღერე რაააა.-ორი თითი ყელზე მოიჭირა ნატუკამ ხვეწნის ნიშნად და არაბულს გადახედა. გავოგნდი. 2 დღეში ზედმეტად ბევრი სიახლე იყო ბერდიას მხრიდან. საშინლად მესიამოვნა ის ფაქტი, რომ მღეროდა. ალბათ კიდევ უამრავი ნიჭი იმალება მასში და მე საშინელი სურვილი გამიჩნდა მათი გამოაშკარავებისა.
-სხვადროს იყოს რა, ნატუკა. -სიტუაციიდან თავის დაძვრენა სცადა ბერდიამ.
-მიდი რააა, გთხოოვ. -ისევ შეეხვეწა ჩემი მოუსვენარი დაქალი. არაბულმა ერთი ამოიხვნეშა და ვახოს მიწოდებული გიტარა გამოართვა. შემომხედა.გავუღიმე. გიტარის სიმებს ჩამოკრა და სასიამოვნო ჰანგები აამღერა. სიმღერა დაიწყო და ღმერთო, რაღაც საოცარი ხმა ქონდა. ოდნავ ხრიწიანი და სასიამოვნო. ადგილს მივეყინე. ეკლებმა დამაყარა. ვერ ვხვდებოდი ამხელა გავლენას რატომ ახდენდა ჩემზე.
-Oh tonight you killed me with your smile.
So beautiful and wild, so beautiful
Oh tonight you killed me with your smile
So beautiful and wild, so beautiful. მღეროდა არაბული და მე მიყურებდა. იმ მომენტში დრო გაიყინა, გარშემო ყველა და ყველაფერი გაქრა და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით. თვალებში მიყურებდა და ვუყურებდი, თითქოს ერთმანეთს ველაპარაკებოდით. ეს იყო ყველაზე სასიამოვნო გრძნობა რაც კი ოდესმე განმიცდია. სიმღერა დაასრულა. მე ისევ გახევებული ვიჯექი. ამჯერად ცეცხლისთვის გამეშტერებინა თვალი და ვფიქრობდი.არ უნდა დამეშვა, რომ შემყვარებოდა.მეშინოდა ეს გრძნობა უპასუხოდ არ. დარჩენილიყო. ვიცოდი არაბულიც არ იყო გულგრილი ჩემს მიმართ,მაგრამ ეს სიყვარული არ იყო. მე კი მიუხედავად წინააღმდეგობისა ვხვდებოდი, რომ ნელ-ნელა მიყვარდებოდა. ფიქრებიდან გიტარის ხმამ გამომიყვანა. ისევ არაბულს ეჭირა.ამდენს ჩემი გული ვეღარ გაუძლებდა. უნდა წავსულიყავი, მაგრამ მისმა ხმამ ადგილზე მიმყინა. ისევ მე მიყურებდა. თვალებში მიყურებდა, რაღაც ამოუცნობი მზერით და მე არ შემეძლო ამომეკითხა მისი შინაარსი. გული ამიჩქარდა და სუნთქვა გამიხშირდა.
-I can't read your mind though I'm trying all the time
There's something I don't know, I can see it in your eyes
As the night descends, it's always slow again
I am left in awe of the woman I adore, oh
ისევ თვალებში მიყურებდა. ან უბრალოდ მოლანდებები დამეწყო. სასწრაფოდ უნდა გავცლოდი აქაურობას. ნატუკას გადავუჩურჩულე დავიღალე, თან შემცივდა და დავწვები თქო. ძალიან კარგად ვიცი რატოც მიდიხარ და ხვალ დილით მოგივლიო მიპასუხა. სანამ სიმღერა დასრულდებოდა ბავშვებს დავემშვიდობე და ჩემს ოთახში ავედი. დავიღუპე. სახეზე ფერი არ მედო. ტანსაცმლიანად შევწექი საწოლში. მინდოდა ყველა ფიქრი თავიდან ამომეგდო. აღარ მინდოდა ბერდიას ამხელა ზეგავლენა მოეხდინა ჩემზე. საბანში გავეხვიე. სულ ვცახცახებდი, მაგრამ სიცივისგან არა. კარის ხმა გავიგე. ვიფიქრე ნატუკამ ვეღარ მოითმინა და დღეს უნდა დამელაპარაკოს მეთქი. თავი წამოვწიე და გავშეშდი კართან ბერდია, რომ დავინახე. კარი შიგნიდან ჩაკეტა და ჩემკენ წამოვიდა.
-რას აკეთებ?-შეშინებულმა ვიკითხე და საწოლის თავს ავეკარი.
-ვიძინებ.-ძალიან მშვიდი იყო ბერდია. ფეხსაცმელი გაიხადა და საწოლში შემოწვა.
-შენს ოთახში დაიძინე, ბერდია.-ჩემთან ძალიან ახლოს იყო არაბული. ბუსუსებმა დამაყარა და ავცახცახდი. თავისი ხელით კომფორტულად მომათავსა საწოლში, ხელი გადამხვია, თავი ჩემს კისერში ჩადო და თვალები დახუჭა. მისი სუნთქვა კისერზე მეფრქვეოდა და ჟრუანტელს მგვრიდა.
-ბერდია, ადექი. რას გავს შენი საქციელი? -ხმა წარმთეულმა, აკანკალებულმა ვუთხარი. ბორგვა დავიწყე და ვეცადე არაბულისგან თავი დამეღწია. პირიქით, უფრო ახლოს მიმწია და თავის სხეულზე ამაკრა. ცხვირით მის ლოყას ვეხებოდი.
-ირინა, გაჩერდი. ახლა შენთან, რომ არ ვიყი შეიძლება მოვკვდე. -ჩუმად ამოილაპარაკა. მერე თავი გაწია , ისე რომ თვალებში კარგად ჩაეხედა. -ვერავის ვხედავ შენს გარდა.
ათასგვარი კითხვების ფონზე
ჩემივე თავთან,
რას უნდა ნიშნავდეს ეს?
დაუსრულებელი დუმილი.
რა უნდა იყოს ბედნიერება?
შენი მარადიული არსებობა
ჩემს ხელებში.-მონოლოგი დაასრულა და ჩემს ტუჩებს დაწვდა. იმ წამს რა ვიგრძენი, ვერ აღვწერ. ჩემს მუცელში პეპლები კი არა ცეცხლი იყო დანთებული. ბიჭისთვის ერთხელ მქონდა ნაკოცნი, მაგრამ 1 პროცენტითაც არ გავდა იმ შეგრძნებას, რასაც ახლა ვგრძნობდი. მკოცნიდა და სახეზე მეფერებოდა. მინდოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო ეს წუთი. მერე ისევ თვითონ მომშორდა, მაგრად მიმიხუტა და დაიძინა. მე თვალი არ მომიხუჭავს. მის სიტყვებზე დიდხანს ვფიქრობდი.


ერთმა კვირამ ძალიან სწრაფად გაიარა. მე და ბერდია ძალიან დავახლოვდით. მთელ დღეებს ერთად ვატარებდით. არც მეგობრები ვიყავით და არც შეყვარებულები, რაღაც შუაში. სამზარეულოში ვიყავი და ყავას ვიკეთებდი. დილის შვიდი საათი იყო და ყველას ეძინა. უკნიდან არაბული მომეხვია და ყელში სველი კოცნა დამიტოვა.
-მეც გამიკეთე რა ყავა, ირინა. -თავზე ხელი გადაისვა და მაგიდასთან დაჯდა. უცბად ტელეფონმა დაურეკა ნომერს დახედა და ფერი შეეცვალა. გარეთ გავიდა სალაპარაკოთ. დაახლოებით 5 წუთი ილაპარაკა. მერე სამზარეულოში შემოვიდა ისევ.
-თბილისში უნდა წავიდე ახლა. საღამოს ან ხვალ ჩამოვალ. უთხარი ბავშვებს.-აშკარად რაღაცაზე იყო ძალიან გაბრაზებული. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. დავიძაბე.
-ყველაფერი კარგად არის? -გაუბედავად ვკითხე და პასუხს დაველოდე.
-კი.-მოკლედ მომიჭრა და სახლიდან გავიდა. ძალიან ავნერვიულდი. ყველაფერ ცუდზე ვფიქრობდი და ჭკუიდან ვიშლებოდი. მერე ბავშვებიც ამოვიდნენ. სამზარეულოს მაგიდასთან, სკამზე ვიჯექი და ყავას ნერვიულად ვსვამდი. გიორგიმ გარემო მოათვალიერა და ბერდია, რომ ვერ დაინახა მკითხა.
-არაბული სად არის?
-ტელეფონზე დაურეკეს და თბილისში გავარდა. -სწრაფად ვუთხარი, იქნებ იცოდნენ რამე მეთქი. ბიჭებს სახეზე ფერი ეცვალათ. ირაკლიმ ეგრევე ტელეფონი ამოიღო და სავარაუდოდ ბერდიას დაურეკე. მალევე მიაგდო ტელეფონი მაგიდაზე. არაბულმა არ აიღო.
-რამე მოხდა? -კითხვის ნიშნის მზერით შეხედა ნატუკამ ბიჭებს.
-არაფერი.არ იდარდოთ. ჩამოვა მალე.-თავის თავის უფრო დაიმშვიდა ვახომ, ვიდრე ჩვენ. ყველა მოუსვენრად იყო მთელი დღე. ჭამაც არავის გახსენებია. უკვე მოსაღამოვებული იყო და ბერდია არ ჩანდა. ბიჭები ბოლთას სცემდნენ და შიგადაშიგ იგინებოდნენ. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ათი საათი იყო ბერდიამ, რომ კარი შემოაღო. ჩემთვის არც შემოუხედავს. ბიჭებმა ეგრევე სხვა ოთახში წაათრიეს.
-რა მოხდა ნეტა? -ნატუკას ინტერესი კლავდა.-ბიჭებიც, როგორ ნერვიულობდნენ.
-არ ვიცი.-ცეცხლს მივშტერებოდი და დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი. მერე ბიეები ოთახიდან გამოვიდნენ და ტელევიზორის ყურება დაიწყეს. არაბული ხმას არ მცემდა. ერთხელაც არ შემოუხედავს. ასეთი ტრანსფორმაცია რატო განიცადა, არ ვიცოდი და ჭკუიდან ვიშლებოდი. მერე უკლებლივ ყველა დასაძინებლად წავიდა. მე არ მეძინებოდა. ბუხარში შეშა შევყარე და ფილმის ყურება დავიწყე. ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. კიბეებზე არაბული ჩამოდიოდა, რომ დამინახა უკან გაბრუნება გადაწყვიტა. საშინლად მეტკინა გული.
-რა იყო? უკვე აღარ შეგიძლია ჩემი ატანა?-ურეაქციოდ ვუთხარი და მზერა ტელევიზორისკენ გადავიტანე. ღრმად ამოისუნთქა და ჩემკენ წამოვიდა.
-მისმინე, ირინა. მე შენთვის ზედმეტად ცუდი ვარ. ჩემთან შენ მშვიდად ვერ იქნები გესმის? შენ არც კი იცი, როგორი ვცხოვრებით ვცხოვრობ. დაგტანჯავ, გაგაუბედურებ, სულ საფრთხეში იქნები და ეს ყველაფერი თავიდან უნდა აგარიდო. არ ვარ კარგი ადამიანი, ირინა და ჯობს სანამ ღრმად შევტოპავთ მანამ დავასრულოთ, ისევ შენი კეთილდღეობისთვის, თორემ ჩემი სიცოცხლე სულ ფეხებზე .-ვერ მივხვდი საერთოდ რაზე ლაპარაკობდა, აზრზე ვერ მოვდიოდი, რისგან უნდოდა ჩემი დაცვა, ან რატომ ფიქრობდა, რომ ცუდი ადამიანი იყო.
-არაფერი არ მოხდება. შიშის გამო გინდა, რომ მოვრჩეთ? მე არ მეშინია. -თავდაჯერებულად ჩავილაპარაკე და თვალებში შევხედე. დაშლილი იყო. მხრები უღონოდ ჩამოეყარა და სევდიანი მიყურებდა. მერე თითქოს გაბრაზდაო წარბები შეკრა.
-მე არ მინდა გესმის? არ მინდა შენს. გვერდით ყოფნა. იოტისოდენა ადამიანობაც აღარ შემრჩენია. არ მინდა შეგიყვარდე.
-გვიანია. უკვე მიყვარხარ. -თავბრუ დამეხვა. გაუაზრებლად ნათქვამი სიტყვები იყო და რომ გავიაზრე, რაც ვთქვი შემეშინდა. მივხვდი, რომ თავს ვეღარ ვუშველიდი, მაგრამ უფრო გავძლიერდი. - მე მიყვარს ჩემი სახლი. მე შენ გაქციე ჩემს სახლად, მერე რა, რომ შენ არ გინდა შემომიშვა. მე მაინც შენში დავიდე ბინა. მელანქოლიურია ეს ღამე. მელანქოლიური ვარ მეც. მელანქოლიურია ჩვენი სიყვარული, უფრო სწორად ჩემი სიყვარული. ხვალ მივდივართ ვეღარ მნახავ. ალბათ მერე მაინც იქნები მშვიდად.-ყველანაირად ვეცადე არ მეტირა. გვერდი ავუარე გახევებულს და ოთახში შევედი. კარი შიგნიდან ჩავკეტე. ტირილი დავიწყე.




ციტატები გამოყენებულია ლაშა მარგიანის ჩანახატებიდან.



№1  offline წევრი Rania

Zalian amagelvebelibiyoooo. Yochagg
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი მერი

ძალიან მომწონს

 


№3  offline წევრი izabella

ბერდიას საქციელს გამართლება არ აქვს. ჯერ თავბრუ დაახვია ირინას, მერე ხელი ჰკრა.

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან დამაინტერესა და მომეწონა,კარგია,გელოდებით.

 


№5  offline წევრი Takk.22

ახალს როდის დადებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent