ადამიანური ცდუნებანი (თავი 2)
უეცრად ლაშას ტელეფონი რეკავს; ისიც პასუხობს, სახეზე მღელვარება და უკმაყოფილება მალევე ეხატება. როცა თიშავს, ჯერ უხმოდ მაკვირდება, შემდეგ კი უიმედოდ ამბობს : -საოპერაციოდან დამირეკეს, ძალიან მძიმე პაციენტი მიუღიათ. უნდა გავიქცე. -რა გაეწყობა - თითქოს დანანებით ვამბობ და ვემშვიდობები. გოგოებთან მივდივარ. ნორას თვალებით ვსაყვედურობ, თუმცა როგორც მჩვევია, წყენა მალევე მავიწყდება. ვსვამთ. ზოგჯერ ესეც სასიამოვნოა. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ალკოჰოლურის გემო მომწონს, მაგრამ მხოლოდ ეს უკანასკნელი როდია სიამოვნების მომგვრელი.. მიზიდავს ის განცდა, რას მის მერე მეუფლება. ახლაც ამავეს ვგრძნობ. ნორას ბავშვობის მეგობარი ლინდა თავისი უიღბლო სიყვარულის ისტორიას ყვება. დიდად არ ვუსმენ, უფრო სწორედ, ვერ, რადგან მახსენდება არც ისე დიდი ხნის წინ უიღბლოდ დამთავრებული ურთიერთობა, რომელმაც ბედნიერება დამიტოვა თუ არა, ისიც კი არ ვიცი. მართალია, არ უნდა ვესწრაფოთ მის მწვერვალებს, თუმცა ხშირად ვერ გამიგია სევდა ჯაბნის სიხარულს, თუ პირიქით. დღემდე მჯერა, რომ ვერასდროს დავივიწყებთ ადამიანებს, ვერ წავშლით სასიამოვნო თუ უსიამოვნო მომენტებს ჩვენი ცხოვრებიდან, განცდებსა და გრძნობებსაც კი ვერ გავაქრობთ უკვალოდ. ყველაფერი რჩება ცოცხალ ისტორიად, გულთა კუნჭულებში მიმალული. -უბრალოდ მიმატოვა. არც ვუყვარდი, არც არასდროს ვყვარებივარ.. - ანერვიულებული კიდევ ცოტაა ლინდას მდგომარეობის ასაღწერად - ჩემთან სექსი უნდოდა, სხვა არაფერი, მერე კი უბრალოდ გამოყენებული ხელსახოცივით მომისროლა. ნაცნობი და ძალიან ბანალური რამ შემთხვევია გოგონას, როგორც ჩანს. უბრალოდ ზერელედ ვუსმენ. ფიქრებით სხვაგან ვარ. ჯერ სანდროზე მეფიქრება, მერე ლაშაზეც. ის ბიჭიც მახსენდება დღეს ჩემს გვერდით რომ ფილოსოფოსობდა. ვინაიდან ხშირად მიზიდავს ფსიქოლოგობა, ახლაც ვცდილობ გამოვიცნო ბევრი ზოგი რამ შესახებ. ვფიქრობ, რომ მატერიალურად საკმაოდ უნდა უჭირდეს. იმდენადაც კი, რომ საყვარელ გოგოს ღამით დამშვიდობებისას მარშრუტკაზეც ვერ დაპატიჟებს. ვერ ვხვდები, რატომ ვამახვილებ მსგავს რამეებზე ყურადღებას, მაგრამ არაცნობიერს ეს სულ არ ადარდებს. ალბათ მხოლოდ მას შეუძლია იცნობდეს რეალურ მეს, ჩაწვდეს შინაგან სამყაროს ცნობიერების ამაღლებით. -არა, რა ყველა კაცი ერთნაირია, ჰო ვამბობდი - ნორა სიჩუმეს არღვევს. -ჰო, შენ ამის გასაგებად დაქალებს უგზავნი რაინდებს - მეცინება. ეს პირველი წინადადებაა, რომელსაც ამ საუბრის დროს ვამბობ. ფრაზა „ყველა კაცი ერთნაირია“ იმდენად ლოგიკურია, რამდენადაც უაზრო, განა ვინ ყოფილა ყველა კაცთან ? თუმცა ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა, მსგავს პირობითობებსაც კი ვიღებთ. -გიყვარდა ? - ვეკითხები სპონტანურად ლინდას, რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობ. ზოგჯერ ვხვდები ხოლმე ნორასთან ერთად, ერთად ვუყურებთ ფილმს, ვჭამთ ან მუსიკას ვუსმენთ, რაც ადამიანის ახლოდან გაცნობისთვის საკმარისი არაა. -ძალიან. -რამდენად ? - არც კი ვიცი, ამ კითხვას რატომ ვსვამ. იქნებ ჩემი მტკივნეული წარსულის გამოძახილია. -იმდენად, რომ მის ნებისმიერ სურვილს შემეძლო დავყოლოდი. -ნებისმიერ ? -რას ეძიები ? - ერთვება ნორა. -შეუძლია არ მიპასუხოს, კი არ ვაძალებ ?! - ლინდასკენ ვიხედები და ვცდილობ, გავიგო რას ფიქრობს. -ჰო, ნებისმიერს. -ორალურზე რას იტყვი ? - საუბარში ბიჭის უცნობი ხმა ერთვება. -ესეც გვისმენს ? გვეყო ახლა, დაკითხვას ნუ ვუწობთ - ნორა საბოლოდ ხურავს თემას. *** შუადღეს მეღვიძება. ვგრძნობ, ჯერ კიდევ გაბრუებული ვარ. საწოლთან ალბათ ნორას მიგდებულ წიგნს ვიღებ. სათაურით ვინტერესდები, ზედაპირულად ვათვალიერებ, ერთ საინტერესო ფრაზას კი ხმამაღლაც კი ვკითხულობ : "ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და ამიტომ ვერასოდეს შევძლებთ იმის გაგებას, ჩვენი რომელი გადაწყვეტილება იყო სწორი და რომელი არა. მოცემულ სიტუაციაში მხოლოდ ერთი გადაწყვეტილების მიღება შეგვეძლო და არ გვაქვს მეორე, მესამე და მეოთხე ცხოვრება, რომ სხვადასხვა გადაწყვეტილება ერთმანეთს შევადაროთ". -ნორა, მაგარი ფრაზაა, არა ? - ვაღვიძებ დაქალს. -შეგიძლია, წაიღო და წაიკითხო. -შენ ? -დავამთავრე უკვე, წაიღე საშენოა, თანაც ბევრი საინტერესო რამაა ქალ - ვაჟურ ურთიერთობებზე. როგორ შეიძლება ადამიანს მთელი არსებით უყვარდეს ერთი, მაგრამ პოლიგამურობით იყოს დაავადებულიი; როგორ შეუძლიათ ადამიანებს ღალატი, ძაღლს კი, თითქოს უსულო არსებას, სიკვდილამდე ერთგულება. როგორი კონტრასტული სახეებია, არა ? -ჰო. -ისე ლაშა არ მოგეწონა ? კარგი ტიპია, რა. -შენთვის გყავდეს, თუ მოგწონს - ვაპროტესტებ - იმედია, ჩემი ნომერი არ მიგიცია. -რავი, გააჩნია - ეცინება ნორას და საწოლიდან დგება - ნაბეღლავი გინდა. -ჰო, რა. ყავაც და წავედი. -სად გეჩქარება ? -ამანათები ჩამომდის, უნდა დავხვდე. -კაი, ჰო.. - მოძრაობებს აჩქარებს, მე კი „ფეისბუქში“ შევდივარ. იმედი მაქვს, სანდოს მონაწერი დამხვდება, მაგრამ ამაოდ. უკვე ლამის 24 საათია არ ყოფილა შემოსული. „ეტყობა, ბევრი საქმე ჰქონდა“ - თავს ვიმშვიდებ და ვფიქრობ ჩემს ცოტა ხნის წინ დაბადებულ იდეაზე. ბიზნესი უნდა გავაფართოვო მიტანის სერვისის დამატებით, თან ვინმეს დავეხმარები. დღეს ხომ სამსახურის პოვნა საკმაოდ რთულია, ჰიპერმარკეტებში და არა მხოლოდ ახალგაზრდებს საათში ლარს და რაღაც კაპიკებს უხდიან, რაც არა მხოლოდ ცალკეული პიროვნებების, არამედ მთელი ერის დეგრადაციის საფუძველია. იმის მაგივრად რომ განვითარდნენ, ისწავლონ და ნახონ წესიერი სამსახურები, ლუკმა პურის გამო უწევთ დროის, ნიჭისა და ენერგიის დახურდავება. იმასაც კი ვფიქრობ, სანდრო ხომ არ დავიქირაო კურიერად - მეთქი, თუმცა არ ვიცი დამთანხმდება თუ არა, თანაც ის მაშინებს, რომ მომიწევს მომვლელის ხელფასზე მეტი თუ არა, მაგდენი მაინც გადავუხადო. შესაძლოა, ბევრს ეს ფიქრები ეუცნაუროს კიდეც, თუმცა ასეა. ყოველგვარ სიმპათიაზე მაღლა, ზოგჯერ სიყვარულზეც კი, საკუთარი შრომის ნაყოფი დგას. როცა მთელ არსებას დებ რაღაც საქმეში და იღებ შემოსავალს, იწყებ ფულის ყადრის შეცნობას და მის გაფრთხილებას. აი, მაგალითად, ადრე ჩვეულებრივი კევის შეკვრის ყიდვისას არც კი ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ესეც კი შეიცვალა. -ყავა მზადაა - ფიქრებიდან ნორას ხმას გამოვყავარ. -გამოვალ - ტელეფონს ვიღებ და სამზარეულოში გავდივარ. -რა საყვარლად აწეწილხარ - ეცინება და ყავის ფინჯანს წინ მიდგამს. -აუ - ვიჭყანები. -რა მოხდა ? -რამდენი ხანია ჩემი დაქალი ხარ და რით ვერ დაიმახსოვრე, რომ ტკბილი ყავა არ მიყვარს ? -კაი, არ მცემო - ყავას ასხამს ნიჟარაში და ახლის გაკეთებას იწყებს. -ისე, არ გიფიქრია, რა მაგარია მშობლები რომ გყავს ? -როცა რაღაც გაქვს, გყავს, არ ფიქრობ ამაზე.. ჰო ხვდები ? რამდენიმე წუთის გამოსული ვარ, როცა კინაღამ ძაღლს ვეჯახები. ალბათ ეს შინაგანი ბედისწერაა, რომელიც ხშირად ბნელეთისკენ აბრუნებს ისრებს. -ჯანდაბაა ! - მანქანიდან გადავდივარ და ვიხედები. კიდევ კარგი არ დავეჯახე. ცხოველები ხომ ძალიან მიყვარს, მით უმეტეს ძაღლები. -ისევ შენ - მესმის მეორე მხრიდან ახალგაზრდის ხმა. დაბნეული ვიხედები. -ჰეი - ვცნობ ბიჭს, რომელიც იმ დღეს ჩემს გვერდით ფილოსოფოსობდა. -როგორ ხარ ? -დაბლა ჰო არ ჩადიხარ ? - კითხვაზე კითხვითვე ვპასუხობ. -ჰო. -წამო, ჩაგიყვან. გზაში ვსაუბროთ. თავისზე მიყვება. „ორ ნაბიჯში“ ვმუშაობდი, დაპირისპირება მომივიდა მენეჯერთან და წამოსვლა მომიწიაო. ახლა თურმე სამსახურს ეძებს. იდეა მებადება და კურიერობას ვთავაზობ. -მერე მოპედი ? - მადლობების შემდეგ ლოგიკურ კითხვას სვამს. -ჩემს მეგობარს აქვს რამდენიმე და ერთს მათხოვებს. -შესანიშნავია - სახე უნათდება და ხელფასზე კითხვა სულ ავიწყდება. -რაღაც მომშივდა. თუ არ გეჩქარება, მარტო ჭამა მეზარება და გამომყევი, თან ჩემს საყვარელ კაფეს გაგაცნობ - ვთავაზობ დაფიქრების გარეშე. -სიამოვნებით. ისე შენი სახელი ? მე გელა მქვია - თავისივე ნათქვამზე ეცინება. -ლილითი, თუმცა სახელი არაა მთავარი. *** გვიან ძლივს ვაღწევ საწოლს, გაუხდელად ვწვები და ნორას მოცემული წიგნის კითხვას ვიწყებ. რამდენიმე გვერდის შემდეგ გათიშულს მეძინება. საშინელ კოშმარს ვხედავ. ვხედავ, როგორ მომდევს სიკვდილი დაუნდობელი კლანჭებით, გავრბივარ, მაგრამ მაინც მიმწყვდევს. მაყურებინებს საყვარელი ადამიანების წამებასა და შემდეგ აღსარულს. ყვრილით მეღვიძება. კედლებს ვაშტერდები, შემდეგ გარემოს ვზვერავ და ვრწმუნდები, რომ რეალობა ბევრად უკეთესია. ვიწყებ ფიქრს იმაზე, რაც ასე შემაშინა. ვგრძნობ, რომ ემოციები იმდენად მძაფრი და ცხოვრებისთვის შეუსაბამოა, ვერ აღვიქვამ. ვცდილობ, ძილი შევიბრუნო, მაგრამ არც ეს გამომდის. ვწრიალებ საწოლში, ხან მუცელზე ვწვები, ხან ზურგზე, ხანაც მარჯვნივ, ან მარცხნივ. თითქოს ცუდი წინათგრძნობა მაქვს, ან იქნებ ვცდები.. საათს ვუყურებ; 5 ხდება, ანუ ჯერ კიდევ ადრეა გათენებამდე. ცოტა ხანში ზარის ხმაც ისმის. უცხო ნომერია. რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ, ვპასუხობ; გულის სიღრმეში მეშინია და მგონია, რამე ცუდს შემატყობინებენ. -ლილით, მაპატიე ასე გვიან რომ გირეკავ. სანდრო ვარ ! ჩემი ტელეფონი განადგურდა. -რა მოხდა ? - აკანკალებული ხმით ვეკითხები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.