შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე დღემდე მჯერა ის ჩემთან მოვა


16-02-2019, 21:29
ნანახია 1 913

ჩემი წარსული მე გულით დამაქვს,
მუდამ მახსენებს სევდას და ტკივილს,
მე მომავალი ნამდვილად არ მაქვს,
ახლაც კი ვუსმენ განწირულ კივილს.

არ მინდა სხვა, ვიღაცის დაცდა,
მე ჩემი მინდა სიცოცხლე ძველი,
მუდამ რომ ახლდა ტკივილი განცდა,
ისევ ის მინდა ცხოვრება ძნელი.

ისევ ის მინდა მისით რომ გავთბე,
ვწუხვარ ვერ გავცვლი მას მე იმ სხვაში,
ალბათ გგონიათ, რომ მე ის დავთმე,
რადგან ვერ გავბედე შეცურვა ზღვაში.

მე დღემდე მჯერა ის ჩემთან მოვა,
ახლა ავდგები ზღვის პირას გავალ,
ღრუბლები ტირიან შეწყვიტეს თოვა,
ფიქრებით ისევ კვლავ მასთან წავალ.

ის რომ დავკარგე იმ ადგილს გავჩერდი,
თვალი შევავლე მის ძველ ნაკვალებს,
მე მაშინ შევცდი მას რომ დავჯერდი,
ამაზე ფიქრი მღრღნის და მაწვალებს.

ჩვენთვის ვისხედით მშვიდად იმ სკამზე,
რომელზეც ფიქრი დავიწყე მარტომ,
მდუმარედ გავყურებდით თოლიებს პლაჟზე,
გული ცუდს გრძნობდა არ ვიცი რატომ.

მაშინ ჩამეხუტა, გულში ჩამიკრა,
ყურში ჩამჩურჩულა შენზე ვგიჟდები,
ყველა ტკივილი იმ დროს გამიქრა,
როცა შიშით თქვა, მე შენ მჭირდები.

ტალღებთან ერთად ჩვენც უხმოდ ვმღეროდით,
ზღვის ჰორიზონტზე კვლავ ნაზად წვიმდა,
ისეთი რამ მოხდა რასაც არ ველოდით,
უკან მდგომ დიდ ხეს ფოთლები გასცვივდა.

უცებ მივხედე, ეს რას შევესწარი,
შესჯახებია ამ დიდ ხეს მანქანა,
ტოტების მტვრევას ძლივს გავასწარი,
სისხლში ცურავდნენ, დავეხმარე, მიველ ან განა.

უეცრად თავში ხის ტოტი მომხვდა,
გონება დავკარგე, დავეცი ძირს,
ეს ყველაფერი წამებში მოხდა,
ამად სიცოცხლე ნატა თუ ღირს.

რომ გავიღვიძე ვიწექი ლოგინში,
მაშინვე ვიკითხე, სად არის გოგონა?
ექიმმა მითხრა ვწუხვარ, ბოდიში,
გადავარჩენდი, მე ასე მეგონა.

ასე შემოვრჩი მომავალს მარტო,
არ მსურს არავინ ჩემს ცხოვრებაში,
ყველასთვის მქონდა ეს გული ფართო,
ახლა კვლავ ვრჩები ძველ ოცნებაში




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent