შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლის ორდენი ( თავი1. აღსასრული )


18-03-2019, 03:37
ავტორი melanqoliki
ნანახია 1 097

,, სჯობს მოკვდე მაშინ, როცა ცხოვრება გინდა, ვიდრე მაშინ, როცა სიკვდილი სანატრელი გახდება. ,,

_ ელის !!! _ მესმის განწირული ხმა, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობრის, ენ ბლექის, ნახევრად უგონო სხეულიდან ამოდის.
სახეზე ჩვეული სიმხურვალის მაგივრად საშინელ სიცივეს ვგრძნობ, რომელიც ნელ ნელა მთელს სხეულს იცავს და თითქოს მაფხიზლებს, არსებულ რეალობაში მაბრუნებს.
_ შეჩერდი !!! _ კვლავ ჩამესმის ხმა და მარჯვენა მხარზე უხეშ შეხებას ვგრძნობ, ვიღაც მთელი ძალით ცდილობს ჩემს მობრუნებას.
,, ჩვენი სამყარო ერთადერთი არაა. არსებობს უამრავი პარალელური სამყაროები, რომლებიც ჩვენთან ერთად, მაგრამ ამავდროულად სრულიად დამოუკიდებლად ვითარდებიან.,,
გონებაში დოქტორი ლიზბეტის სიტყვები ცოცხლდებიან, რომლებიც თავიდანვე მოსვენებას მიკარგავდნენ, ახლა კი ყველაფრის ამოსავალ წერტილად მევლინებიან. ინსტინქტურად მივიწევ უფსკრულისკენ და გაუცნობიერებლად ვცდილობ შევერწყა იმ შეუცნობ, აუხსნელ ძალებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება ვიკვლევთ. მთელ ჩემს არსებას უნდება გაქრობა, გაუჩინარება და უბრალოდ აორთქლება. მიზანი ხომ ასეთი მარტივია _ გაქცევა რეალობისგან, რომელიც მეტისმეტად მტკივნეული და გაუსაძლისია. განა მაშინაც ასე არ იყო? იმ განსხვავებით, რომ გაქცევა არსად შემეძლო, ვერსად დავემალებოდი იმ დიდ განსაცდელს და სიცარიელეს, რომელსაც სიკვდილი ჰქვია. არ ვიცოდი, ვერ ვიცოდი, ვიჯექი და ვფიქრობდი, იმაზე თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. გონებაში უამრავი სავარაუდო ვარიანტი მიტრიალებდა და მოსვენებას არ მაძლევდა იმაზე ფიქრი, რომ რაიმეს შეცვლა შემეძლო.

_ ელის, ელის, ელა _ სასოწარკვეთილი ამოძახილი, ცხოვრებაში ყველაზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას მაიძულებს და მომხდარს მახსენებს.
კლდის პირას მდგარი განრისხებული, არანორმალური სახით ვუყურებ გარემოს და გონება უარესად მებინდება, სადღაც ალისტერის სხეულს ვლანდავ, იქვე ნახევრად უგონოდ გდია და აღსასრულის მოლოდინში მუდამ მოცინარი, სარკაზმით აღსავსე სახე, ქვასავით გაჰყინვია.
_ დაასრულე, დაამთავრე, ბოლო მოუღე !!! _ გამძვინვარებული ღრიალებს ჩემს გვერდით აღმართული პოლი და ცდილობს უკან, აწმყოში დამაბრუნოს, დამეხმაროს გადაწყვეტილების მიღებაში და დამასრულებინოს საშინელი სცენა.
სიცივის შეგრძნება უფრო მძაფრი და აუტანელი ხდება, წინ, დანიშნულების ადგილისკენ მივიწევ და შიშველ ფეხებზე ვიყურები. იქნებ ისევ სიზმარში ვარ? მაშინ, როგორღა ვგრძნობ ამ საშინელ ადგილზე არსებული ყოველი ქვის, თუ ხის ნაფლეთის შეხებას შიშველ ტერფებზე? იქნებ, ისევ დამკარგვია რეალობის აღქმის უნარი. არა, შეუძლებელია, ვფიქრობ და გზას განვაგრძობ. შეუძლებელია ენი სიცოცხლისთვის ასე გამალებით იბრძოდეს, მას შემდეგ რაც თავდაყირა დაკიდული იცლებოდა სისხლისგან. წარმოუდგენელია სიზმრისეული ასეთი სიცხადე, სადაც ალისტერიც კი დამარცხებული და დაცემულია დასასრულის მოლოდინში. სად არაინ დანარჩენები?_ ვეკითხები საკუთარ თავს და მისი სხეულის გვერდით ორდენის რომელიმე წევრის დანახვას მაინც ველოდები, მაგრამ უშედეგოდ. რაც უფრო ვუახლოვდები, მით უფრო მეტად მიპყრობს პანიკის შეტევა, განა ასე უნდა იყოს? ნუთუ ეს მე არ ვარ, უძლეველი და ყოვლისშემძლე? რამდენიმე სიტყვა და მისი არსებობა წარსულს ჩაბარდება, აღარაფერი დარჩება. ამის გააზრება კიდევ უფრო მაშფოთებს, სასოწარკვეთილებაში მაგდებს და განრისხებას განდევნის ჩემი სხეულიდან. გონებას ახსოვს მისი მოყენებული ყველა ტკივილი, მისი ყოველი ცოდვა და მას შეწურული უამრავი ადამიანის საარსებო ენერგია, წესით გამარჯვებით უნდა ვზეიმობდე და ვტკბებოდე, მაგრამ...
_ ელ...ელის _ როგორც იქნა ამოთქვა ჩემი სახელი და თვალებში მომაჩერდა. მის სხეულთან მდგარს სევდის შეგრძნება მეუფლება, მაგრამ თავს სიმხდალის საშუალებას არ ვაძლევ.
_ ელისი? _ ამჯერად, მის მაგივრად მე ვიცინი ირონიულად და ემოციებს ვმალავ. წარსულიდან გამოყოლილ ფიქრებს შორს ვტოვებ და მის წინ უცნაური შეგრძნებებით სავსე თავს კიდევ უფრო მაღლა ვწევ.
_ გთხოვ, გაიხსენო, გაიხსენო _ კიდევ უნდა რაღაც თქვას, მაგრამ ყელიდან ამომავალი სისხლის ნაკადული ამის საშუალებას არ აძლევს და საუბარი ხრიალში გადასდის .
_ საჭირო არაა ალიტერ, ნუ დაიხარჯები _ წარბაწეული, გამარჯვებულის მზერით დავყურებ ზემოდან და შეუმჩნევლად ვიკრებ ძალას, რომ წამოწყებული ბოლომდე მივიყვანო. გონებაში გულმოდგინეთ, მთელი მონდომებითა და შურისძიების წყურვილით გაზეპირებულ სიტყვებს ვეძებ. განა ამას არ ველოდი? ასე არ წარმომედგინა მისი აღსასრული? ვუყურებ და ვერ ვიჯერებ რომ ასე უმოქმედოდ და უსუსურად გდია მისი ნახევრად დაფლეთილი სხეული. არ ვიცი, გრძნობს თუ არა ტკივილს, ან საერთოდ რაიმეს მაგრამ მის თავლებში სიბრალულს ვხედავ. სიბრალულს, რომელიც საკუთარი არსებობით არის გამოწვეული.
_ ელა _ უკანასკნელ ძალებს იკრებს და ნამდვილი სახელით მომმართავს. მის ქანდაკებასავით თეთრ, გაყინულ სახეზე მუქი ფერის სითხე გზას იკვალავს და შავი ფერის გრძელ თმაში იკარგება.
უკვე დროა, ყველაფერი მზად მაქვს, სიტყვებიც მომართულია აღსასრული მოახლოვებულა, მე კი ისევ ის აუხსნელი შეგრძნება მიპყრობს, როგორც მაშინ მისი პირველად გამოჩენის დღეს და ვუყურებ როგორ იგლეჯს ყელიდან უცნაურ მატერიაზე დაკიდულ ზურმუხტისფერ კრისტალს, რომელსაც დემონსტრაციულად მაჩვენებს და ელოდება, რომ ჩემი მხრიდან სასურველი რეაქცია მოჰყვება.
გაოცებული, თვალებგაფართოვებული შევყურებ მაღლა ამართულ უცნაური მოყვანილობის კრისტალს და სხეული მეყინება. საკუთარი გულისცემა იმხელაზე მესმის, რომ მეჩვენება სადაცაა მისი ხმა კლდეს დაანგრევს. სუნთქვა მეკვრება, ყურები მიგუბდება და დეჟა ვუს შეგრძნებით გაბრუებული, ადგილზე ვქვავდები. მახსენდება ის დრო, საიდანაც ჩემს ცხოვრებაში უცნაური მოვლენების სწრაფი სვლა დაიწყო. იმ დღეს ხომ ბებია აღარ იყო.


იმ დღეს,ზუსტად ისეთი ამინდი იყო, როგორიც ბებიას უყვარდა. წინა საღამოდან მოყოლებული შეუჩერებლად წვიმდა, ქუჩები თითქმის დატბორილიყო. წვიმისაგან დამძიმებულ მიწაზე, ფეხის ყოველი დადგმისას ორმოები კეთდებოდა, რომლებიც წყლით ივსებოდა, შემდეგ კი ბუშტებიანი ნაკადი მთავარ, ქუჩის დინებას უერთდებოდა. სიცივის მიუხედავად, ავტომანქანის მინა ნახევრად ჩამოწეული მქონდა. მართალია ნელა მივდიოდით, მაგრამ წვიმა მაინც ძლიერად ასხამდა უკანა სავარძელზე, ჩემ მხარეს და თითქმის მთელი სახე მისველდებოდა. წვეთებიან მინას ჩაფიქრებული შევყურებდი, როცა გვერდით ვიღაც შეირხა და მხოლოდ მაშინღა გამახსენდა პოლი. მისი ტკივილის გააზრებისას, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მისკენ გახედვის შემეშინდა. რამოდენიმე წამით, ცერად გავაპარე თვალები. განერვიულებული იჯდა, მერე კი, როცა ჩემი მზერა დაიჭირა, ნელა გადმოიხარა და უსიტყვოდ ასწია მანქანის მინა. ასეთ დროს ჩემზე ფიქრსაც ახერხებდა, ან ვისზე უნდა ეფიქრა? ვინღა დაგვრჩენოდა ერთმანეთის მეტი? ხელთათმანით მოვიწმინდე შუბლზე შემორჩენილი წვიმის წვეთები და ისევ ფანჯარაში გავიხედე. უკვე ქალაქის ბოლოში გავსულიყავით, სახლებიც აღარსად ჩანდა და ფანჯრებიდან სევდიანად მომზირალი ხალხიც გამქრალიყო.
მანქანამ გეზი მარჯვნივ აიღო და იმ ერთადერთ გზას გაუყვა, რომელიც სასაფლაოზე მიდიოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შემდგომში ამ გზის გავლა არამხოლოდ ბიცოლა ანასა და ბიძია სკოტის - პოლის მშობლების, არამედ ბებიას სანახავადაც მომიწევდა. გულში ვოცნებობდი, რომ სულ ცოტაც და გამომეღვიძებოდა, მერე კი ირგვლივ მიმოვიხედავდი და დამფრთხალი, ჩემს საშინელ კოშმარს ბებიას ვუამბობდი.
_ ელის _ ახლაღა მომმართა პოლმა და გაჩერებული მანქანის კარი გამიღო. საშინლად არ მინდოდა გადმოსვლა, მზარავდა გარდაცვლილი, გაყინული ბებია რუთის წარმოდგენა და ის, რომ უკანასკნელ გზაზე უნდა გამეცილებინა. მანქანიდან ძალით გადმოვიზლაზნე, პოლის მკლავს ძლიერად მოვეჭიდე და შავებით შემოსილი ხალხიც დაიძრა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი დანიშნულების ადგილს, მით უფრო მიკანკალებდა ფეხები და ვცდილობდი უკან არ გამეხედა, საიდანაც სასახლეს მოაბრძანებდნენ.
სიკვდილი, უეცრად გატყდება თავს. მისი აჩრდილი მოდის, ცივ, დაუნდობელ ხელებს გხვევს და ერთიანად გეუფლება. გართმევს შენთვის უძვირფასესს და თავს გახსენებს. მას შეუძლია შეგანჯღრიოს, გამოგაფხიზლოს, გონს მოგიყვანოს და რეალური ცხოვრების სიმძაფრე ბოლომდე შეგაგრძნობინოს. ჩვენი ყოველი წუთი ხომ დათვლილია. ხოლო, როცა ამ ყოველივე კარგად მივიწყებულს მთელი სიმძაფრით შეიგრძნობ, სწორედ მაშინ ხვდები - რაოდენ უსუსური ხარ და უმწეო. წვიმას თითქმის გადაეღო, მაგრამ ჩვენს წინ მიმავალი ქალბატონები, სველ ტანსაცმელსა და გატალახიანებულ ფეხსაცმელებზე წუწუნებდნენ საზიზღარი ხმით. დროდადრო თავჩაქინდრულ, დანაღვლიანებულ პოლს გავხედავდი და ძალის მოკრებვას ვცდილობდი, რათა მისთვის რაიმე სანუგეშო მეთქვა, მაგრამ ამაოდ. სულ რამდენიმე წამი და ჩემს უძვირფასეს ადამიანს მესაფლავეები მიწას მიაყრიდნენ, როგორც მორიგ მიცვალებულს, საფლავის ქვაზე წარწერით - რუთ უიტმენი.
პროცესიამ ბუნდოვნად ჩაიარა, ისევე როგორც წინა ღამით ნანახმა სიზმარმა, რომლის გახსენებასაც უშედეგოდ ცდილობ. მარჯვენა ხელი საშინლად მტკიოდა დაჭიმულობისგან, ალბათ ძლიერად ვეჭიდებოდი პოლს. უკვე შინ ვბრუნდებოდით და საქარე მინა ისევ ჩამოწეული მქონდა. ამჯერად იქიდან მხოლოდ ცივი, ჰაერის ტალღები შემოდიოდა და გრილად მეცემოდა სახეზე. პოლს მისი აწევა არ უცდია, მარჯვნივ ოდნავ გადახრილი იყურებოდა ფანჯარაში და ხელები ნაცრისფერი პალტოს ჯიბეებში ჩაეწყო. მართალია მშობლები მასაც შორეულ ბავშვობაში დაეღუპა და ისინი კარგად არ ახსოვდა, მაგრამ მათი ხსენებისას ყოველთვის განერვიულებული ტოვებდა ოთახს, ან სევდანარევი, ვითომდა მხიარული ხმით ცდილობდა საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა. ახლა კი, ორივე დიდი ტრაგედიის წინაშე ვიდექით დამუნჯებულნი და ერთმანეთში მხოლოდ თანაგრძნობიანი გამოხედვის გაცვლა შეგვეძლო. სახლში შესვლა, სასაფლაოზე წასვლაზე მძიმე აღმოჩნდა. გაუნძრევლად ვიდექით და ისევ მდუმარედ გავყურებდით სახლისკენ მიმავალ უცნობთა სილუეტებს. ბოლოს კი, როცა ეზო დაცარიელდა ნელა გადმოვედით მანქანიდან და ფერი გვეცვალა, წარმოვიდგინეთ ის გზა, რომელიც ოთახამდე მისასვლელად უნდა გაგვევლო. პოლმა წამით გამომხედა , მძიმედ ამოისუნთქა და შეტრიალებულმა დინჯად შეაბიჯა სახლის ზღურბლზე. მინდოდა, რაც შეიძლებოდა სწრაფად შევსულიყავი ოთახში და დამეძინა. საშინელი, მძიმე ფიქრებისგან ცოტა ხნით მაინც დამესვენა, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძროდი. იქვე შორიახლოს ჩემი კლასელებიც იდგნენ . ბებიას გარდაცვალების დღიდან მოდიოდნენ ჩემს სანახავად, თითქმის მთელი სკოლიდან. მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა არასდროს მქონია, არც დიდი პოპულარულობით გამოვირჩეოდი. უცნაურია, როგორ ხდის სიკვდილი ადამიანს ვალდებულს. თავს ძალა დავატანე და შესასვლელში შესულმა სწრაფად გავიხადე წითელი, ბებიას ნაყიდი პალტო, რომელიც მისი თქმით საოცრად უხდებოდა ჩემს ჟღალ თმას. ის იყო ფეხსაცმელების გახდას ვასრულებდი რომ გაურკვეველი ზუზუნიდან ორი, ან სამი ადამიანის ლაპარაკის ხმა მომესმა. ჩემი სახელი გავიგონე და ამიტომაც ცნობისმოყვარედ დავუგდე ყური. ერთ-ერთი მათგანი მოგუდული ხმით საუბრობდა, თითქოს პირში რაღაც ჩასჩარესო, აჩქარებით, მაგრამ მაინც განაგრძობდა.
_ ხო, ელისა, თუ ალისა, ისეთი მშვიდი სახით იდგა, არც კი განძრეულა, წარმოგიდგენიათ? ცრემლიც კი არ გადმოუგდია _ წინადადება დაასრულა და ჩაიხროტინა.
_ თქვენ, წესიერად ჩემი სახელიც კი არ იცით _ გაუცნობიერებლად, ფეხშიშველი წამში აღმოვჩნდი მისაღებში და მხოლოდ მაშინღა ავათვალიერე ვულგარული გარეგნობის მსუქანი, შუახნის ქალი, რომელიც დაბნეული და გაოცებული სახით მიყურებდა დანარჩენებთან ერთად.
_ ელის, ჯობს დაისვენო და ჩანთა ჩაალაგო, წინ დიდი გზა გაქვს _ მომმართა მეორე სართულის მოაჯირზე დაყრდნობილმა დეიდა ემამ და თავაზიანი ღიმილით შეეცადა სიტუაციის განმუხტვას. დეიდას სიტყვების შემდეგ, არც იმ ქალისთვის და მითუმეტეს სხვებისთვის არაფერი მითქვამს. რომ არა, მისდამი პატივისცემა სათქმელს ბოლომდე ვიტყოდი, იმ დროს კი უბრალოდ გაჩუმება და ოთახამდე მშვიდობიანად ასვლა ვამჯობინე. თავში უამრავი შეკითხვა მიტრიალებდა, ამ ყველაფერს კი დიდი, შავი ფონი დასდევდა, სიცარიელისა და მარტოობის ფონი. ამიტომაც მაღიზიანებდა მათი ასეთი საქციელი და სად იყვნენ აქამდე? ნუთუ ბებია, მე ან პოლი ასე ვძულდით? ნუთუ, სიკვდილი ერთადერთი ნაძალადევი მიზეზი იყო, მიზეზი რასაც ამ ხალხის, რომლებსაც ჩემი ნათესაობა ერქვა ერთად შეკრება შეეძლო?
_ ბებია _ მძიმედ ამოვისუნთქე და ყელში მობჯენილმა ბურთმა, უფრო მეტად შემაწუხა. თითქოს, ირგვლივ არავინ იყო ისეთი, ვისაც რეალურად ესმოდა და იაზრებდა. განა რამდენ ხანს იგლოვებდნენ ბებიას? რამდენს იტირებდნენ მის გამო? რამდენჯერ გაიხსენებდნენ, ან პატივს მიაგებდნენ მის ხსოვნას? ისევ ახალი დღე გათენდებოდა და ყველა თავის საქმეს გააგრძელებდა. განა, ეს ყველაფერი ცუდი იყო? ამ ხალხისთვის, ბებიაჩემის სიკვდილი სიცოცხლის დასასრულს ნამდვილად არ ნიშნავდა. მხოლოდ მე ვიყავი ასე, მაგრამ...
იცვლებოდა რამე? სამყარო და ყველაფერი ირგვლივ, ისევ ისე განაგრძობდა არსებობას. მზე ისევ ამოვიდოდა, დღეს ისევ შეენაცვლებოდა ღემე. ცაზე ვარსკვლავები განაგრძობდნენ კიაფს და ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ იწვიმებდა. რამდენჯერ იქნებოდა ისეთი ამინდი, როგორიც ბებია რუთს უყვარდა. მინდოდა იმ დღეს რაც შეიძლებოდა სწრაფად ჩაევლო და მათი სახეები ჩემი გონებიდან გამქრალიყო. დერეფანში გასულს საშინელი შეგრძნება დამეუფლა, წამითაც აღარ გავრჩერდებოდი იმ სახლში, სადაც მის ხმას ვეღარ გავიგონებდი. რომ სცოდნოდათ, როგორ მინდოდა ტირილი, მაგრამ სიცარიელის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. ეს სიცარიელე კი შინაგანად მღრღნიდა და მფიტავდა, ყველა და ყველაფერი მძულდა, მაღიზიანებდა ოთახები , სახლი, ნივთები და ყველაზე მეტად საკუთარი უსუსურობა, ის რომ ტირილიც კი არ შემეძლო. მთელს სახლს ბებიას სუნი მოსდებოდა. არ ვიცი, შეიძლება მეჩვენებოდა კიდევაც. ან, იქნებ მისი ოთახიდან გამოდიოდა ოდნავ მოტკბო, ყვევილების სურნელი. ეს ყველაფეი ხომ სწორედ იმ წუთებს მახსენებდა, როცა თავისუფლად შემეძლო ჩავხუტებოდი, შემეგრძნო მისი სხეულის სითბო და სუნი.
ფიქრებში გართულმა მის ოთახს ჩავუარე. კარი ოდნავ ღია დაეტოვებინათ, წამით დავაპირე შიგნით შესვლა, მაგრამ როგორც კი სახელური ჩამოვწიე, მაშინათვე უკან დავიხიე. იქ, ბებია აღარასდროს იქნებოდა. სწრაფი ნაბიჯით წავედი ჩემი ოთახისკენ და საშინელ ფიქრებს თავი ოთახში შევაფარე. ჩემს ლოგინზე ჩამომჯდარი, თავჩაღუნული პოლი ახალი სკოლის ბროშურებს ათვალიერებდა, თვალები შეშუპებოდა, ალბათ ტიროდა.
_ ბებიას უნდოდა, რომ...
_ ვიცი, _ გაღიმება ვცადე, ლოგინზე ჩამოვჯექი და სკოლის ბროშურა გამოვართვი._ მინდა, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე. ყველაფერი თავიდან დავიწტოთ, შევეცადოთ.
_ არ შემიძლია, ახლა, ახლა არა..
იმ დროს პოლის სიტყვებს მართლა ვერ ვიაზრებდი, არ მესმოდა რას შეეძლო მისი დაკავება იმ ადგილას, რომელსაც უკვე აღარ ერქვა სახლი.
ჩვენი სიჩუმე მზარავდა, აღარ მახსოვს რამდენ ხანს ვისხედით გაუნძრევლად. ერთხანს, ისისც კი მეგონა, რომ კარი გაიღებოდა და ბებია რუთი ოდნავ განაწყენებული, ჩვეული ხმით სასადილოდ გვიხმობდა. მალე კარი მართლაც გაიღო, მაგრამ იქიდან ბებიას მაგივრად დეიდა ემა შემოვიდა. მის დანახვაზე ავნერვიულდი, ეტყობა ისიც ღელავდა. სახეზე აშკარა უხერხულობა გამოხატვოდა და ჩვენთვის სათქმელ შესაფერის სიტყვებს ეძებდა. დეიდა ემა სულ ორჯერ მყავდა ნანახი. პირველად, როცა ბებიას ჩვენზე მეურვეობას ეცილებოდა, ხოლო მეორედ მის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent