გული გონიერი {სრულად}
არვიცი ვინ ვარ ან საერთოდ რატომ გავჩნდი არც ის ვიცი ზოგადად აქ ადამიანებთან რა მინდა, მე ხომ ადამიანიც კი არ ვარ. არვიცი რას გულისხმობდა მამაჩემი ხუთი წლიდან ამ სიტყვებს რომ მეუბნებოდა არც ის ვიცი რატომ ვძულდი, რატომ არასდროს მიმღეროდა ძილისწინ როგორც ამას ჩემს დებთან აკეთებდა , არვიცი რატომ არ მოჰქონდა ჩემს დაბადებისდღეზე ტორტი, არცისვიცი ახალწელს უსაჩუქროდ რატომ ვრჩებოდი მარტო მე, არვიცი რატომ არასდროს მივლია ბაღში ან სკოლაში, არვიცი რატომ არასდროს მყოლია მეგობრები , არვიცი რატომ ვიყავი სახლში კონკიასავით მამაჩემი კი ბოროტი დედინაცვალივით. დაბადებიდან ყველა ისე მექცეოდა თითქოს რაღაც დანაშაული ჩავიდინე და ახლა ამ დანაშაულისთვის ვისჯებოდი. საკუთარ ოჯახში ვიყავი დაბალი ღობესავით რომელსაც ყველა ახტებოდა მაშინ როცა მოუნდებოდათ, მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის იცით ბოლომდე დავიჯერე რომ მართლა რაღაც დავაშავე და ამ დანაშაულს ვერაფრით გამოვისყიდდი ამას ისიც ემატებოდა რომ ჩემდამი ასეთ დამოკიდებულებას ვერაფრით ვხსნიდი სიმართლის გარკვევას კი ვერ ვბედავდი. ადრე ამ ყველაფერს ვიტანდი რადგან ადრე გონება არ მქონდა გამოჭედილი სხვადასხვა აზრებით ახლა კი ყველაფერი შეიცვალა ვფიქრობ და ვერ ვხვდები რატომ მექცევიან საკუთარი ოჯახის წევრები ისე როგორც მონას, ნაშვილები ვარ? სხვისი შვილი ვარ ? მამაჩემს ჩემი დაბადება არუნდოდა? შეცდომად მთვლიდა? არვიცი მაგრა პირველ ვარიანტს უფრო ვემხრობოდი. მე ანა გვარამია ვარ , 18 წლის . დღემდე მიკვირს ჩემი დების მსგავსი უცნაური სახელი რატომ არ მქვია მაგრამ ამას ვერ ვხსნი. აფხაზი ვარ მაგრამ როგორც ბევრი სხვა ოჯახი ჩვენც 2008-წლის ომის შემდეგ აფხაზეთიდან წამოვედით და პანკისის ერთ- ერთ სოფელში დავსახლდით. პანკისში გადმოსვლიდან მეორე თვეს მახსოვს ჩემს ეზოსთან ჩანთით ბავშვებმა როგორ ჩაიარეს პირველად მაშინ მომინდა სკოლაში სწავლა და პირველად მაშინ ვუთხარი მამას ამის შესახებ მაგრამ ისე მცემა მას შემდეგ აღარაფერი მიკითხავს. მახსოვს ყოველ ღამე ღმერთს ვთხოვდი რომ მამას სკოლაში გავეშვი , მამას შევყვარებოდი, მაგრამ ამაოდ არაფერი იცვლებოდა. ყოველ ახალ წელს სურვილს ვიფიქრებდი რომ მამაჩემი შეცვლილიყო , თოვლის ბაბუას საჩუქარს ვერ ვთხოვდი რადგან წერა არ ვიცოდი ხოლო ჩემს დებზე თხოვნას აზრი არ ქონდა. ალბად მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი გოგონივართ არა ? მაგრამ ასე არ არის . მე ვარ ადამიანი რომელსაც აღარ აქვს ოცნებები რომ დაემსხვრას, აღარ აქვს იმედები არც მიზნები , არავის ენდობა და არც არავინ უყვარს რომ გული ატკინონ შესაბამისად უბედურიც ვერ ვიქნები. არასდროს არ გამომითქვამს პროტესტი. არც არაფერზე მითქვამს უარი , ოჯახისწევრების ყველა გადაწყვეტილებას ურეაქციოდ ვიღებდი დღემდე ასე გრძელდება და მომავალში არვიცი რაიქნება მაგრამ არც მომავლის იმედი მაქვს დიდად. -ჰეი შენ სადაა დედა-მეკითხება სახლში ახლახანს დაბრუნებული უფროსი და ლილუ -მეზობელთან -კარგი ჩემი კაბა გარეცხე? -ლილუ -კი და შენს ოთახშია -მე საყიდლებზე მივდივარ რადგან დედა აქ არარის მომიწევს შენ წაგიყვანო ამიტომ გამოიცვალე და სწრაფად წამოდი-მითხრა და ოთახში გაუჩინარდა . ძალიან გამიხარდა არასდროს ვყოფილვარ ქალაქში მითუმეტეს თბილისში ჩემი და კიდევ იქ ცხოვრობს რადგან უნივერსიტეტში სწავლობს და ასე უფრო უადვილდება. სწრაფად შევედი ჩემს ოთახში ასევე სწრაფა გამოვიცვალე და გარეთ გავედი. -მე მზად ვარ -კარგი წამოდი ისედაც მაგვიანდებ-ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩავდივართ თბილისში, თვალებ გაფართოებული ვათვალიერებ არემარეს მინდა ყველაფერი დავიმახსოვრო რადგან მეორედ ამის ნახვის საშუალება არამგონია მომეცეს. მოკლედ ჩემმა დამ უამრავი ტანსაცმლის მაღაზია მოიარა უამრავი რამ იყიდა რისი ტარებაც რაქმაუნდა მე მიწევდა ბოლოს კი კაფეში მივიდა სადაც გოგონები ელოდებოდნენ -როგორციქნა მოხვედი- საუბარი წამოიწყო ქერა გოგომ -ბოდიშით რაღაცეებს ვყიდულობდ და შემაგვიანდა-ლილუ -არაუშავს მოდი დაჯექი და დანარჩენებიც მოვლენ მალე -ახლა წითურის ჯერი დადგა -აუ ქეთუს ხომიცი რომ არცერთი მაინტერესებს დემეს გარდა -ლილუ, აღმოჩნდა რომ წითურს ქეთუსი ქვია -ხომიცი რომ დემეტრეს არ მოსწონხარ-ქერა -ნინ ნუ ახურებ რა რაიცი რომ არ მოსწონს -ქეთუსი -კარგით რა როგორ არ გბეზრდებათ -ნინი -ეს გოგო ვინ არის -როგორც იქნა მეც მომაქციეს ყურადღება-ან რატომ დგას ამდენი პარკით ხელში -ეს .... ეს ჩემი დამლაგებელია ვთხოვე და საყიდლებზე გამომყვა-თქვა მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მეხი დამეცა გული მეტკინა, ამდენი ხნის ნაგროვებმა ბრაზმა ამოხეთქა და ერთიანად მოიცვა მთელი ორგანიზმი -მე შენი დამლაგებელი არ ვარ და არც არასდროს ვიქნები დაიკო-ვუთხარი პარკები ძირს დავყარე და მთელი სისწრაფით გავიქეცი კაფედან , არინდოდა ჩემი ცრემლბი ვინმეს ენახა , არვიცოდი სად გავრბოდი მაგრამ ვიცოდი რომ იმ კაფეს უნდა მოვშორებოდი. არვიცი რას ვაკეთებდი გონს მაშინ მოვედი როდესაც ჩემს ფეხებთან გაჩერებული მანქანა დავინახე მაგრამ წონასწორობის დაცვა ვერ მოვახერხე და მაინც დავეცი ასფალტზე -გოგონა ცოცხალი ხართ-მანქანიდან მოხუცი მამაკაცი გადმოდის -დიახ კარგად ვარ არაფერია-ვპაუხობ ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფი -საავადმყოფოში წაგიყვანთ -მიყურებს მზრუნველი გამომეტყველებით და ვფიქრობ რა მოხდებოდა ეს კაცი რომ ყოფილიყო მამაჩემი -არაა საჭირო მართლა არაფერი მჭირს კარგად ვარ - სისხლი მოგდით-ამბობს და ახლაღა ვამჩნევ გაკაწრულ მუხლს -არაფერია უბრალო ნაკაწრია თვითონ მივხედავ-ვამბობ და მიკვირს ტკივილი რატომ ვერ ვიგრძენი -არა საავადმყოფოში უნდა გამომყვეთ თქვენთვისვე აჯობებს არ შემეწინააღმდეგოთ-მეუბნება წამოდგომაში მეხმარება და მანქანის კარებს მიღებს -მართლა არაფერია დამიჯერეთ -სჯობია ეს ექიმმა მითხრას -ამბობს და მანქანას ადგილიდან წყვეტს მე კიდევ თვალებზე ცრემლი მადგება მახსენდება პირველად რომ გავიჭარი ხელი, ერთადერთი რაც მშობლებისგან გავიგე ესიყო ფრაზა "გაიზრდები და დაგავიწყდებაო" არც ექიმი უხსენებიათ მიუხედავად იმისა რომ საშინლად მტკიოდა ხელი. საავადმყოფოში მალევე მივედით-ექთანო მათეს დაუძახეთ -ახლავე ბატონო გიორგი-ეუბნება გოგონა და მაშინვე მიდის -მართლა კარგად ვარ არაა საჭირო ექიმის შეწუხეა ალბად უამრავი პაციენტი ელოდება -დამშვიდდი აი ისიც მოდის უკვე -აბა მამაჩემო დღეს რომელ შენს საყვარელს სჭირდება ჩემი დახმარება -მესმის ბოხი ბარიტონი და მეც ჩემდაუნებურად მისკენ ვიხედები პირველი რასაც აღვიქვამ ეს მისი შავი თვალებია შემდეგ კი მის მიერ ნათქვამი სითყვები და საშინლად ვბრაზდები წარბებს ვკრავ მინდება ამ ყეყეჩს სახეში ვუთავაზო მაგრამ თავს ვიკავებ -ჯობია დამშვიდდე და მიხედო დაშავდა -ბატონი გიორგი -არა შვილისტოლა გოგონებიც თუ მოგწონდათ რას ვიფიქრებდი -აგრძელებს თავისას -უკაცრავად მე დაგტოვებთ თქვენ კი გააგრძელეთ -ვეუბნები და წასვლას ვაპირებ -კიმაგრამ ფეხი -ბატონი გიორგი -უკვე გითხარით უბრალო ნაკაწრია როგორმე თვითონ მივხედავ არღირს ამის გამო ექიმის შეწუხება ისედაც უამრავი პაცენტი ელოდება ალბათ ვისაც ნამდვილად სჭირდება მისი დახმარება -მართალია -ამბობს ექიმი -მათე საკმარისია, შეგიძლია ამ გოგოს ფეხს მიხედო -სხვა რა გზა მაქვს, გამომყევი -მეუბნება და კაბინეტისკენ მიდის. მეც მას მივყვები და ვცდილობ თავი შევიკავო დღეს ისედაც ზედმეტი მომივიდა -აქ დაჯექი ახლავე მოვიტან წამლების ყუთს -ამბობს და უჯრას აღებს -არაა საჭირო ჩემით მივხედავ -ეს აქ მოსვლამდე უნდა გაგეკეთებინა-მპასუხობს უხეშად -უკაცრავად -ბოდიში მამიკოს მორიგ გასართობს ეს როგორ გაკადრე -ამბობს ირონიულად და ჩემსკენ მოდის -მემგონი ცდებით -რა არმითხრა რომ მამაჩემი გიყვარს და მასთან ფულის გამო არ ხარ -ესუკვე შეურაწმყოფაა -ახლა ალბათ სილასაც გამაწნი და ამით დასრულდება სპეკტაკლი-ამბობს და ფეხზე ხელს მკიდებს -არმინდა გამიშვი -ვამბობ და ის ხელს ვიშორებ -დამავიწყდა ახლავე დავუძახებ შენს ბატომ გიორგის და ის დაგიმუშავებს ფეხს -ამბობს და ზიზღნარევი თვაებით მიყურებს თითქოს უფრო გაუმუქდა ისედაც შავი თვალები. -საკმარისია!! დავიღალე შენი ბაშვური საქციელით , თუ არმოგწონს მამაშენს საყვარლები რომ ყავს ეს მასთან გაარკვიე, მე ეს არმეხება რადგან მისი საყვარელი არვარ, ათიწუთია მამაზე გაბრაზებული ყეყეჩი ბავშვის ნაბოდვარს ვისმენ, თუ არშეგიძლიათ კომპეტენტური ექიმივით მოიქცეთ საერთოდ რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? იმისნაცვლად რომ ჩემს ჭრილობაზე კონცენტრირდეთ მამათქვენის საყვარლების ლანძღვით ხართ დაკავებული. არფიქრობთ რომ მამათქვენი ზრდასრული ადამიანი და მის ცხოვრებაში არუნდა ერეოდეთ. ჯანდაბა -ვამბობ და კაბინეტიდან გავდივარ სადაც გაოცებულ ექიმს ვტოვებ -კარგი ბოდიში წამოდი ფეხს დაგიმუშავებ-მეწევა ხელს მკიდებს და მაჩერებს -მადლობა ღმერთს ექიმმა გაიღვიძა თქვენში -არაა საჭირო ირონია და მეორედ არასოდეს გაბედო ჩემთან ხმამაღალი ტონით საუბარი -ბოდიშით როგორ გაკადრეთ -მამას საიდან იცნობ-მეკითხება უკვე კაბინეტში მყოფს -კინაღამ დამეჯახაა -კინაღამ?-მეუბნება და წარბებს სწევს -ისეთი არაფერია მხოლოდ ოდნავ დამიზიანდა მუხლი -კიდევკარგი მამაჩემმა მაინც იცის ნორმალურად მანქანის მართვა თორემ შენ არამგონია სიარული იცოდე -ჯერკიდევ ვსწავლობ-ვპასუხობ ირონიით -ცუდი მასწავლებელი გყავთ -ყველას არუმართლებს -ფეხი დაგიმუშავე, ყველაფეი რიგზეა უბრალო ნაკაწრია არ მოკვდები -ვიცოდი , აბა კარგად-არვიცი ამ კაცთარ რა მემართება სულ სხვანაირად ვჭიკჭიკებ თითქოს ჩემში სხვა ანა იღვიძებს -ნახვამდის -სიარულს აუცილებლად ვისწავლი რომ აგარ შეგაწუხოთ -კარგი იქნება ვიღაც ღვთისნიერ ადამიანს ციხისგან გადაარჩენ -ყეყეჩი-ვამბობ და ვცდილობ საავადმყოფოდან ისე გავიდე რომ ბატონ გიორგის არ გადავეყარო არვიცი რა დამემართა არვიცი საიდან ამტენი სიმამაცე. არვიცი სად წავიდე ამიტომ ისევ კაფეში ვბრუნდები სადაც როგორც აღმოჩნდა გულიანად ერთობოდნენ ჩემი და და მისი სამეგობრო უკვე სრული შემადგენლობით -რაო გადაგიარა გაბრაზებამ -ლილუ -ჩიტო რატო გაბრაზდი -ქეთუსი -ჩიტო არა ანა მქვია და ეს შენი საქმე არაა -ნახე ტო ეს რა უკარება გაიჩითა-ნინი -ფეხზე რა დაგემართა-ლილუ -ბოდიში იმედი უნდა გაგიცრუო სასიკვდილო არაფერი მჭირს -ვამბობ და ვიღიმი -კარგით გოგოებო უკვე ძალიან გვიანია ჩვენ წავალთ ხვალ ისევ გნახავთ -მოულოდნელად აცხადებს ჩემი და და სახლისკენ მივდივართ -ასე მალე რატო მივდივართ -საკმარისია რაგჭირს ზედმეტის უფლებას ხომარაძლევ საკუთარ თავს -დაიკო დავიღალე მეძინება და მალე მივალთ შენს ბინაში -ჩემი ბინა დასალაგებელია და მიხედე -უკაცრავად შეგიძლია აწიო ერთი ადგილი და თვითონ მიხედო -ვეუბნები უკვე ბინაში მყოფი და დივანზე ვწვები მალევე მეძინება კიდეც სიზმარში კი ჩემს სიმპატიურ ექიმს ვხედავ მოიცა ჩემი როდის გახდა. როგორც ჩანს ყველაფრისგან გადაღლილს დილამდე მშვიდად მეძინა დილას კი მშვიდი ძილი ჩემმა უსაყვარლესმა დაიკომ დამირღვია -მე უნივერსიტეტში მივდივარ დიდად არ მიხარია მაგრამ ჩემთან დარჩები სანამ ჩვენები არიქნებიან -კარგად -გუშინ რამოხდა რა დაგემართა -თვალი ამეხილა -ვპასუხობ მოკლედ და სააბაზანოში შევდივარ . იქედან გამოსული კი სამზარეულოში გავდივარ ჩაის ვსვამ და ტელევიზორის საყურებლად გავდივარ მაგიდაზე ჩემი დის ფაილს ვხედავ და მახსენდება მისი ერთკვირიანი დაურულებელი წუწუნი იმის თაობაზე რომ თუ ამ თემას არ დაწერს ქულას ვერ აიღებს . ფაილს ვიღებ გარეთ გავდივარ ტაქსის ვაჩერებ და მალევე უნივერსიტეტშიც მივდივარ აუდიტორიაში იწორედ იმ დროს შევდივარ როცა ჩემ დის რიგი დგება თემის წარსადგენად -რახდება-მესმის ნახნობი ბარიტონი და მალევე ნაცნობ ექიმსაც ვხედავ -მე... მე უბრალოდ მინდა ჩემს დას ფაილი გადავცე-ვამბობ და აუდიტორიაში შევდივარ -მე შემოსვლის უფლება არ მომიცია-მეუბნება მკაცრად -არც მითხოვია-ვამბობ და ვგრძნობ რომ ყველას მზერა ჩემკენაა მომართული -ანა შენ -მესმის ჩემი დის ხმა -მე ფაილი მოგიტანე სახლში დაგრჩა -ამჯერად თვითონ მოახერხე მოსვლა თუ ისევ მამაჩემი შეაწუხე-ისევ იგივე ტონი - თვითონ მოვახერხე -ფეხი როგორ გაქვს?-მეკითხება და მერე სტუდენტებისკენ ბრუნდება- ბავშვებო შეგიძლიათ გახვიდეთ ლექცია დასრულდა -ამბობს და მაშინვე ყველა გადის -საოპერაციოა ექიმო ძალიან მტკივა -დღეს ჩემთან ჩაგწერთ კონსულტაციაზე და მივხედავ თქვენს ფეხს -ფეხი არა ექიმო ჩემი გულია საოპერაციო -რამოუვიდა? -თქვენი ირონიის გამო მოკვდა და ხომ გააცოცხლებთ -აი ისევ რაღაც სისულელეს ვამბობ რამემართება ეს კაცი ჩემზე ასე რატომ მოქმედებს -გულს არაფერი ეშველება -ანუ მოვკვდები -ასეა -წავალ კუბოს ავარჩევ-ვამბობ და გასასვლელიკენ მივდივარ -მუხა აარჩიე ამბობენ მიწის ქვეშ დიდხანს ძლებსო -მადლობა, თქვენ კარგი ადვოკატიც გეცოდინებათ ანდერძი უნდა დავწერო -ხო? მეც მაინტერესებს ვის უტოვებ მამაჩემის ფულს-მეუბნება და სისხლი მეყინება იმას ვაკეთებ რაც აქადეც უნდა გამეკეტებინა მასთან მივდივარ და სახეში ვარტყამ -გაიგე ერთხელ და სამუდამოდ მე და მამაშენი საყვარლები არ ვართ და რომც ვიყოთ შენ რა გაბრაზებს მაინ არვიცი -მიტყდება 18 წლის პოტენციური დედინაცვლის ყოლა -ისევ თუ იტყვი მსგავს სისულელეს ტავიც გაგიტყდებათ ბატონო მათე -მემუქრებით? -არა მომავალს გიწინასწარმეტყველებთ -და ჩემს მომავალში თქვენი შემოჭრით ჩაშლილი ლექციის გაგრძელება არ ჩანს? -ერთი წუთით გაჩუმდი აბა -ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ -აბა რადაინახე -გაგრძელება იქნება მაგრამ ხვალე -ვამბობ და ლექციაც სრულდება -ვანგა ხარ ნამდვილი -ჰმ საავადმყოფოში ბავშვივით იქცევი უნივერსიტეტში თინეიჯრივით საინტერესოა ნორმალური ადამიანივით სად იქცევი -მაგდენს ვერ გეტყვი უბრალოდ ჩემი სახე მეტ დარტყმას ვეღარ გადაიტანს -აბა კარად ლოყაზე ცივი ტილო დაიდე გიშველის -ექიმი ვარ -დამავიწყდა აბა ექიმო კარგად ბრძანდებოდეთ-ვეუბნები და აუდიტორიიდან გავდივარ -საიდან იცნობ ლექტორს-მეკითხება ლილუ -ექიმია ფეხი დამიმუშავა -და ასე კარგად გესაუბრა-ლილუ -შენ ამას კარგს ეძახი -შენსადგილას სხვას ისე გალანძღავდა მეორედ ლექციაზე შემოჭრას ვეღარ გაბედავდა შენკიდევ ლექცია ჩაუშალე და არაფერი გითხრა რას მიმალავ-ლილუ -არაფერს სხვა ლექცია არ გაქვს წადი თორემ დაგაგვიანდება-ვეუბნები და სახლში ვბრუნდები ავტობუსის გაჩერებაზე ვდგავარ და ავტობუსს ველოდები , ვიხსენებ რამოდენიმე წამისწინ მომხდარს და ჩემდაუნებურად მეღიმება. თავს უცნაურად ვგრძნობდი თითქოს თავიდან დავიბადეო , ადრე ასეთი გრძნობა არასდროს გამჩენია, ადრე არასდროს გავდიოდი სახლიდან ამის უფლებას არავინ მაძლევდა, შინა პატიმრობა მქონდა მოსჯილი. ავტობუსიტ სახლამდე მშვიდად მივედი. ჩემი დის ბინა მართლაც საშინელ მდგომარეობაში იყო მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე დამელაგებინა რომ ასეთ არეულობაში ვერ გავჩერებოდი. სახლი დავალაგე საჭმელი გავაკეთე და ჩემი დის ტანისამოსი მოვირგე რადგან ჩემი არაფერი წამომიღია სახლიდან. საღამოს ჩემი დაც დაბრუნდა და დაიწყო ჩემი დაკითხვა რის შედეგადაც მხოლოდ ის გაიგო რაც საჭიროდ ჩავთვალე რომ მეთქვა . გადავწყვიტე ეს რამოდენიმე დღე მშვიდად გამეტარებინა თბილისში, გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის ბენიერების შანსი მიმეცა, გადავწყვიტე შევცვლილიყავი , დავიღალე ჩემი უსუსურობა მე თვითონ ამომივიდა ყელში, ალბათ ყველაზე სუსტი და სულელი გოგო ვარ ეს აქამდე რომ არ გავაკეთე. დილით ჩემი და უნივერსიტეტში წავიდა ისევ მარტო დავრჩი. მშობლებმა დარეკეს და განაცხადეს რომ კიდევ ორი კვირა ვერ დაბრუნდებოდნენ რაც იმას ნიშნავდა რო ორი კვირა ნორმალური ადამიანივით ვიცხოვრებდი მემგონი ჩემთვის საუკეთესო ახალი წელი იქნება ფერადი სატამაშოებით ნათურებითა და ფეიევერკებით. სახლში არაფერი გამიკეთებია მთელი დღე ტელევიზორს ვუყურებდი. გარეთ გასვლა ვერ გავბედე შემეშინდა არ დავკარგულიყავი. მათეზე ფიქრი ამეკვიატა და გონებიდან ვერაფრით ვიშორებდი ესღა მაკლდა. ცემი და უნივერსიტეტიდან დაბრუნდა და მათან ერთად კაფეში წავედი სადაც ქეთუსა და ნინი გველოდნენ. ისევ ვიღაც დემეზე გააბეს საუბარი და ნახევარი საათის შემდეგ თვით ბატონი დემეც გამოჩნდა. მართლაც სიმპათიური ბიჭი ყოფილა ახლა გასაგებია ჩემი და რა გააგიჟა. -მოიცათ ჩვენს ლექტორს აქ რაუნდა -ამბობს ლილუ და მეც შემოსასვლელისკენ ვიყურები -ნახე თან შენი დემეტრეს ერთდაა -ქეთუსი -ალბად უნდა ახაროს რომ გამოცდაში ჩაიჭრა-ნინი -კარგი რა მერე კაფეში რატო ეტყოდა ქერა კიხარ მაგრამ მთლად სულელიც თუ იქნებოდი არ მეგონა-ლილუ -ანა შენ რასფიქრობ-ქეთუსი -ვფიქრობ სახლში წასვლის დროა -ვამბობ და ყველა იცინის რავტქვი კი მაგრამ სასაცილი -კარგი რა ანა ჩვენ რაზე ვსაუბრობთ და შენ რაზე -ქეთუსი -ისე მემგონი მეგობრები არიან -ნინი -კარგი რა იცი ლექტორი რამდენი წლისაა რადუნდა 20 წლის მეგობრები -ქეთუსი სანამ სამეგობრო იმის გარკვევით იყო დაკავებული რასაკეთებდა მათე აქ კარგად დავინახე როგორ ეჩხუბებოდა დემეტრეს მაგრამ რატომ არვიცი მერე კი გაბრაზებული გავარდა გარეთ -გოგოებო ერთი წუთით გავალ -ვთქვი და მათეს უკან გავყევი მალე დავწიე კიდეც -სიარულთან ერთად სირბილიც გისწავლია -მეუბნება და ისე მოულოდნელად ტრიალდება რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებ -ჯანდაბა არიცი რომ ასე მოულოდნელად გაჩერება არ შეიძლება -ვამბობ გაბრაზებული -რატომ არ მოგწონს ჩემს მკლავებში ყოფნა ? სულ დამავიწყდა შენ ხომ მამაჩემის მკლავებში უფრო მოწონს ნებივრიბა -ამბობს და ზემოდან დამყურებს -შეგიძლია გამიშვა -როგორც გინდა -მეუბნება და ხელებს მაშორებს მე კიდევ ძირს ვეცემი -იდიოტო მეტკინა -შენ მთხოვე -არა რა ნამდვილი სულელი ვარ რა მინდოდა რატომ გამოგყევი -მეც ეგ მაინტერესებს რატომ გამომყევი მე მაშინ როცა ბატონ გიორგიზე დევნით უნდა იყო დაკავებული-მეუბება ცივი ხმით და ასე მგინია მთელი სხეული მეყინება -მნიშვნელობა აღარ აქვს -ვამბობ ვდგები -მარტო მამის ქონებამ არ დაგაკმაყოფილა და ახლა შვილს მიადექი შენდა სამწუხაროდ არაფერი გამოგივაა ******************************** 31 დეკემბერი ახალი წლის შესანიშნავი დილა გათენდა. არვიცი რატომ მაგრამ სულაც არ მიხარია ახალი წლის დადგომა, არცერთი ახალი წელი არყოფილა ჩემთვის ბედნიერი და ალბათ ამიტომ. წელს ცოტა განსხვავებულ გარემოში ვხვდები ახალ წელს და იმედია რამე მაინც შეიცვლება. ყოველთვის მიყვარდა ახალი წლის დილას ფანჯარასთან დგომა და მოფარფატე ფიფქების ყურება. დღეს დილიდანაც იგივეს ვაკეთებ ოღონდ ერთი განსხვავებით ფიფქები არსად ჩანს და ისევ მათეზე ვფიქრობ. არვიცი რატომ, მაგრამ მინდა დამიჯეროს, მინდა გაიგოს რომ მე და მამამისი საყვარლები არ ვართ. მისმა ორი დღის წინანდელმა საქციელმა გული მატკინა, საკუთარ ოჯახისწევრებსაც კი არ შეუძლიათ გული მატკინონ და ვიღაც ყეყეჩი ექიმი ვინ გახდა ასეთი, ან რატომ ვფიქრობ დილიდან მასზე? ჯანდაბა ორი დღეა არ მინახია და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაც მაკლია. თითქოს ცარიელი ვარ, ამ დღეს მაინც დამანებოს თავი რამოხდება. -ანა რაზე ფიქრობ ? -მეკითხება ლილუ , მინდა ავღნიშნო რომ მე და ჩემს დას საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა , მგონია რომ ლილუს ვუყვარვარ უბრალოდ იძულებულია ისე მომოქცეს, როგორც დანარჩენები, რადგან მამაჩვენის ეშინია, შეიძლება ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, მაგრამ გამიხარდება სიმართლე რომ აღმოჩნდეს . -შენს პროფესორზე-ვთქვი და მერე გავაცნობიერე რა გავაკეთე. რატომ ვერასდროს ვაჭერ ენას კბილს? ასე არ შეიძლება -რააააა? მოიცა ჩემს პროფესორზე ? ბატონ მათეზე?-შეიცხადა ლილუმ -ხო რამოხდა-მივხვდი რომ უარყოფას აზრი არ ქონდა თან არც მომეშვებოდა ჩემი და -ვიცოდი რომ რაღაც მოხდა თქვენს შორის,აი ვიცოდი! -არაფერი უბრალოდ ჭრილობა დამიმუშავა -მოდი ყავას ავადუღებ და ვისაუბროთ კარგი?-მეუბნება და ყავის მოსატანად მიდის ხუთი წუთის შემდეგ კი ყავის ფინჯნებით ბრუნდება ჩემს გვერდით ჯდება ფანჯარასთან და მიდი დაიწყე გამომეტყველებით მიყურებს -დაიწყებ მოყოლას თუ დაგსვა ელექტროსკამზე -კარგი ხო მოგიყვები -მოკლედ ჩემს დას ყველაფერს ვუყვები ის კიდევ გაფართოებული თვალებით მიყურებს -ანუ გონია რომ მამამისის საყვარელი ხარ? -კი -როგორც უნდა ისე იფიქროს დაიკიდე მისი აზრი -საქმეც ისაა რომ არშემიძლია მისი აზრის დაკიდება -ანუ -ანუ არმინდა ეგონოს რომ მამამისის საყვარელი ვარ -მიცა რაგამოდის მათე მოგწონს ? -კარგი რა რა სისულელეა-შევიცხადე მე -იცი რომ ცოლი ყავს ? -მართლა? -ვეკითხები და მემგონი მოვკვდი კიდეც პასუხის მოლოდინში -არა არყავს მოგატყუე, შენი რეაქცია მაინტერესებდა , მოკლედ დაო მათიკო რომ მოგწონს მაგას წყალი არ გაუვა აი მათიკოს რომ არ მოსწონხარ არც მაგას გაუვა წყალი -როგორ დამამშვიდა შენმა სიტყვებმა ვერც კი წარმოიდგენ -არაა საჭირო ირონია , გინდა დაგეხმარო ? -როგორ -მითხარი გინდა თუ არა შენი მათიკოს ნახვა დანარჩენზე არ იდარდო -მინდა -და მერე იტყვის არმომწონსო არც კი უყოყმანია ისე დამთანხმდა , ღმერთო დაეხმარე ჩემს უტვინო დას, მიდი ჩაიცვი და წამოდი ნაძვისხე ვიყიდოთ მოკლედ არვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა ჩემ დას რომ მოვუყევი ყველაფერი მაგრამ ვიმედოვნებ სანანებელი არ გამიხდება. ისეთი შეგრძნება დამრჩა თითქოს გულიდან ლოდი მომშორდა. ლილუმ ნაძვის ხე ვერ აარჩია ბოლოს გადაწყვიტა ძველს მოვრთავ ისევო, სახლში წასვლამდე კი კაფეშიც შეიარა ორივემ შესანიშნავი ნამცხვარი დავაგემოვნეთ, გზაში ცუდად გავხდი ვეღარ ვსუნთქავდი, ეს კი ალერგიის ბრალი იყო რადგან ჩემმა გენიოსმა დამ მიწისთხილიანი ნამცხვარი მაჭამა მე კი მიწისთხილზე ალერგია მაქვს. ძალიან ცუდად გავხდი უკვე სუნთქვაც აღარ შემეძლო ძლივს მოვახერხე ორი სიტყვის თქმა. ბოლო რაც მახსოვს ისიყო თუ როგორ დამაწვინეს საკაცეზე შემდეგ კი გონება დავკარგე. არვიცი რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ მაგრამ თვალი რომ გავახილე უკვე პალატაში ვიყავი, ჩემი და იყო ჩემს გვერდით და აშკარად ცუდად გაოიყურებოდა -ანა გაიღვიძე როგორ ხარ? -კარგად ვარ დამშვიდდი -მაპატიე რა ძალიან გთხოვ, მე ....მე არმინდოდა ასე გამოსულიყო . ჩემი ბრალია ახლა აქ რომ ხარ მე რომ უფრო დაკვირვებული ვყოფილიყავი ან ნამცხვრის ჭამა არ ამომეჩემებინა არაფერი მოხდებოდა. კინაღამ შენი სიცოცხლე შევიწირე. ღმერთო რომ ვერ მომესწრო და დროულად ვერ მომეყვანე საავადმყოფოში ეარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდებოდა, მადლობა ღმერთს კარგად ხარ. მაპატიე გთხოვ - მეუბნება და ტირილს იწყებს. გავშრი რადგან ჩემი დის თვალებზე ცრემლი არასდროს მინახავს ის კი ახლა ჩემსგამო ტირის. -დამშვიდდი არაფერია ახლა კარგად ვარ -ძლივს ვახერხებ წინადადების თქმას რადგან ყელი მტკოვა -ვწუხვარ ვიცი საშინელი და ვარ, ჩემი ბრალია ხომ შემეძლო შემემოწმებინა რა იყო ნამცხვარში , ღერთო რა სულელი ვარ -დამშვიდდი ლილუ კარგად ვარ უბრალოდ ცოტა წყალი მინდა და ყელი მტკივა, ნურაფერში ადანაშაულებ საკუთრ თავს, შენ არაფერ შეუაში ხარ , ალბათ ასე მეწერა , ახალ წელს საავადმყოფოში შევხვდები იმედია საჩუქრებს აინც დაარიგებენ -უკაცრავად შეგიძლიათ გარეთ დაიცადოთ პაციენტი უნდა გავსინჯო -პალატაში შემოდის ექიმი -მე... დიახ რათქმაუნდა -ამბობს და პალატიდან გადის -აბა როგორ ხართ რამე ხომარ გაწუხებთ? -ახალ წელს საავადმყოფოში რომ ვხვდები ამაზე მეტად არაფერი ისე კი ცოტა ყელი მტკივა სხვა არაფერი მაწუხებს -ეს მოსალოდნელი იყო წამალს გაგიკეთებ და მალევე გაგივლის, სამწუხაროდ დღეს აქ მოგიწევთ დარჩენა , ახალ წელს საავადმყოფოში შეხვდებით. ვერაფრით დაგეხმარებით -ზაზა შეგიძლია ნიცას შენ დახვდე აეროპორტში , მე მორიგე ვარ და ვერ ვახერხებ საავადმყოფოდან გასვლას-მესმის ნაცნობი ბარტონი და მალე თვით ამ ხმის მფლობელსაც ვხედავ -კარგი არაა პრობლრმა ამ პაციენტსაც შევამოწმებ და მერე წავალ-ამბობს ექიმი და ანკეტაში რაღაცეებს წერს - შეგიძლიათ მითხრათ რა გქვიათ -ანა -კარგი მაშინ მე წავალ-ამბობს მათე და ისე გადის ალბად ვერც მამჩნევს -გვარი? -გვარამია -ასაკი -18 -ანა სასიცოცხლო მაჩვენებლები წესრიგში გაქვთ, შეგიძლიათ დაისვენოთ მე დაგტოვებთ-მეუბნება წამალს მალევნებს და პალატიდან გადის მეკიდევ კომფორტულად ვწვები საწოლში და დაძინებას ვცდილობ მალევე რომ იღება პალატის კარი და ვიღაც შემოდის -ლილუ თუ ისევ იმის სათქმელად მოხვედი რომ გაპატიო იცოდე გავბრაზდები -ვამბობ და თვალებს ვახელ -შენი და არ ვარ, რამოგივიდა?-მეკითხება ანერვიულებული ხმით -არაფერი -ვინმემ ხომ არ დაგიშავა რამე ?-ხმაში ბრაზი ეპარება მათეს -ვიმეში საკუთარ თავს ხომარ გულისხმობ ? -არა, აქ რასაკეთებ ? -იმდენად მომენატრე რომ მიწისთხილიანი ნამცხვარი ვჭამე, მიწისთხილზე ალერგია მაქვს და აქ მომიყვანეს. შენს გამო ლამის მოვკვდი -ხუმრობის ხასიათზე ხარრ?-მეუბნება გაბრაზებული საოცარია რა სიმართლე ვუთხარი და არ დაიჯერა მართლა მომენატრა, მოიცა ეს ახლა მე ვთქვი , ოღონდ ეს არა -უბრალოდ ალერგია და მეტი არაფერი -ამის დედაც უბრალოდ ალერგია კინაღამ მოკვდი , საკუთარ სიცოცხლეს რატომ არუფრთხილდები გგონია უკვდავი ხარ -ყვირის ხმამღლა -შენ რაში გაინტერესებს მოვკვდები თუ არა შენი რა საქმეა-ხმას ვუწევ მეც -მართალი ხარ არ მაინტერესებს უბრალოდ არმინდა რამე დაგემართოს -რატომ -მე.......მე არმინდა მამაჩემს გული ეტკინოს თანაც არმინდა მისი ახალი საყვარლის გაცნობა -მხოლოდ ესაა მიზეზი? შეგიძლია გახვიდე ჩემი პალატიდან დასვენება მჭირდება -შენ რა გეგონა? -არაფერი,. წადი უნდა დავისვენო მათე მიდის მე კიდევ თავს საშინლად ვგრძნობ ვაცნობიერებ რომ მათეს არმოვწონვარ და არაფერის გაკეთებას არააქვს აზრი , გადავწყვიტე რომ მასზე არ მეფიქრა მაგრა როგორც გულს თურმე გონებასაც ვერ უბრძანებ ვისზე იფიქროს და ვისზე არა. რატომ არ სჯერა რომ მამამისის საყვარელი არ ვარ, რატომ ცდილობს გამაბრაზოს? რის მიღწევას ცდილობს? ფიქრში დაღლილს არვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ თავალი რომ გავახილე უკვე თორმეტის ნახევარი იყო საათი, ახალი წელი შემოაღებდა კარებს მალე, ძალიან მინდოდა ფეიევერკის ყურება მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩემი პალატის ფანჯრიდან ეს შეუძლებლი იყო ხეები ფარავდნენ ჩემი ინტერესის ობიექტს . პალატიდან საბანი ავიღე და საავადმყოფოს სახურავზე ავედი სახურავის კიდეზე ჩამოვჯექი საბანი მოვიხურე და დაველოდე როდის დაიწყებოდა სანახაობა ლოდინში მთელი 20 წუთი გავიდა მე კი ისევ ისეთი შემართებით ველოდი დაწყებას. - შენ სულ გადაირიე-მესმის მათეს ხმა და მისკენ ვბრუნდები -რამოხდა ?-ვეკითხები გაოცებული მართლა მაინტერესებს ახლა რადავაშავე -მეკითხები კიდეც ყველა შენ გეძებს მთელი საავადმყოფო ფეხზეა შენ კიდევ აქ ზიხარ იმისდამიუხედავად რომ ძალიან ცივა -შეგიძლია დღევანდელი დღე მაინც არ გამიფუჭო მალე ახლი წელია ფეიევერკის ყურება მინდოდა და აქ ამოვედი , თუ გინდა შენც უყურე თუ არადა შეგიძლია მიბრძანდე რაც შეეხება სიცივეს არ მაწუხებს -ვეუბნები და საბანზე ვანიშნებ -გამაგიჟებ მალე, შეგიძლია კიდეს მაინც მოშორდე შეიძლება გადავარდე -დარწმუნებული ვარ ძალიან გაგიხარდება, რადგან შენი დედინაცვალი აღარ ვიქნები -ჩემი დედინაცვლის სტატუსი არასდროს გექნება ამას არ დავუშვებ , -ეს შენი გაადასაწყვეტი არ არის რადგან ეს მამაშენის ცხოვრება შენ შენს ცხოვრებასა და მომავალზე იზრუნე -ჩემს მომავალზე რომ ვზრუნავ იმიტომ ვერგახდები ჩემი დედინაცვალი, ახლა კი პალატაში დაბრუნდი -აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი მანამ სანამ ფეიევერკს არ ვუყურებ აბა კარგად-ხელს ვუქნევ და ვტრიალდები -მომიწევს ძალა გამოვიყენო -ამბობს და ჩემკენ მოდის -იცოდე ვიკივლებ არც კი გაბედო არ მომეკარო შავი ქამარი მაქვს, ძმები მყავს მოჭიდავეები -როგორ შემაშინე -მეუბნება და მხარზე მიკიდებს -გადაირიე, ახლავე დამსვი , დამსვიმეთქი არგესმის , ყველაფერთან ერთად ყრუც ხარ, დამსვი ვიცი სიარული ჩემით წაოვალ. -დარწმუნებული ხარ რომ სიარული იცი? -დამსვი, საკმარისია , გავიგე რომ ძლიერი ხარ, დამსვი , ნუ იქცევი გორილასავით , ბოლოსდაბოლოს დედინაცვალს როგორ ექცევი -შენ ჩემი დედინაცვალი ვერასდროს იქნები შეიგნე ეს ერთხელ და სამუდამოდ ვერასდროს -მეუბნება და ძირს მსვამს -ასეთი რთულია ამის გაგება -არც ვაპირებ შენი დედინაცვალი ვიყო, ვაპირებ შენგან შორს სადმე მშვიდად ვიცხოვრო მეყოლება მზრუნეველი ქმარი და ორი შვილი -აბა შენიცი წარმატებები რაც შეეხება შვილებს ორი ცოტაა ოთხი იყოს -აუ მათე ნახე დაიწყო ფეიევერკი ახალი წელი დადგა გთხოვ ცოტახანი ვუყურებ და მერე ჩემით დავბრუნბედი პალატაში -ასეთი თვალებით ნუ მიყურებ -გთხოვ -ნუმიყურებ ასეთი თვალებით -როგორი ? - უბრალოდ ასე ნუ მიყურებ ფეიევერკს უყურო ჯობია თორემ დამთავრდება მალე სანახაობამ საოცარ განწყობაზე დამაყენა იმდენად ლამაზი იყო დაუსრულებლად რომ მეყურებინა არ მომბეზრდებოდა, ახალი წელი, ახალი იმედები,ახალი ადამიანები, ახალი სურვილები, ახალი სიყვარული , ყველაფერი კარგი იყო მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა , თბილი ოჯახი , გაშლილი სუთრა , ბუხარი და მეგობრები. შეიძლება ეს ყველაფერი მაკლდა მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი რადგან მათე ჩემს გვერდით იყო, ვიცი არმოვწონვარ , ისიც ვიცი რომ ვერმიტანს , მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ რომ ვხედავ. -ახლა შეიძლება წავიდეთ?-მეკითხება მათე და რეალობაში მაბრუნებს -გილოცავ-ვეუბნები მისკენ მივდივარ და ხელებს ვხვევ სახეს კი მის ყელში ვმალავ ახალი წლის საუკეთესო დასაწყისი გამოვიდა. არვიცი ეს რატომ გავაკეთე მაგრამ ასე რომ არ მოვქცეულიყავი გავგიჟდებოდი, მისი სურნელით რომ არ ამევსო ფილტვები ვერ გადავიტანდი. მისი ხელების შეხება რომ არ მეგრძნო მოვკვდებოდი. -მეც გილოცავ-მეუბნება და ხელებს მხვევს, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჭიანჭველები დაცოცავდნენ ჩემს სხეულზე -ხო და კიდევ თუ არ ისუნთქებ გაიგუდები -ასე უნდა მიულოცო ახალი წელი დედინაცვალს -ანნა საკმარისია ვიცი რომ მამაჩემის საყვარელი არ ხარ , მინდოდა გამებრაზებინე და ამას იმიტომ გეუბნებოდი -რააა, არაფრისგამო მიშლიდი ნერვებს , იდიოტო , ნამდვილი ყეყეჩი ხარ-ვეუბნები და მუშტენს ვარტყამ გუკმკერდზე -საკმარისია გამიშავდება, მერე რავუთხრა ნიცას რა მომივიდატქო -უთხარი ვიღაც მანიაკი შემხვდაო -მანიაკზე უარესი ხარ, საბრალო ის ვისაც შეუყვარდები -წავედი მე გავიყინე -ვეუბნები და პალატაში ვბრუნდები ნეტა ვინაა ნიცა? მისი და? დედამისი? ბიძაშვილი ? მეგობარი? შეყვარებული ? იქნებ საცოლე? ჯანდაბა რამინდოდა რატომ დავიწყე ამაზე ფიქრი , არმახსოვს როდის ჩამეძინა. ისე მშვიდად მეძინა სიზმრებსაც კი არ შევუწუხებივარ. დილით ჩემი და მოვიდა გაწერის პროცედურრები მოაგვარა და სახლში დავბრუნდით. სახლი დავალაგეთ ნაძვისხე მოვრთეთ საჭმლები გავაკეთეთ და დაღლილ-დაქანცულები ერთად დავსხედით დივანზე. უამრავ საახალწლო ფილმს ვუყურეთ ერთად შემდეგ ვიცეკვეთ კიდეც მოკლედ იმხელა ხმაზე ვუსმენდით მუსიკას რომ მეზობლებიც კი შევაწუხეთ საბოლოოთ კი ყველაფერი იმით დასრულდა რომ პირველი იანვრის ღამეს საახალწლო ნაძვისხესთან წავედით გასართობად. იქაც ვიხალისეთ ციტა დავლიეთ კიდეც. ჩემი და მეობრებს შეხვდა და მათთან ერთად გაუჩინარდა მე კი ფეხით გავუყევი სახისკენ მიმავალ გზას. ლამაზია თბილისის ქუჩები , ღამით კი უბრალოდ საოცრება, მივუყვები ქუჩის ტროტუარს და ვფიქრობ რა კარგი იქნებოდა სხვა დროს , სხვა ადგილას, და სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავი, ალბად ძალიან გამიმართლებდა ან პირიქით, ცუდია ოჯახის წევრებს ჩვენ რომ არ ვირჩევთ , მაგრამ ასეთია ალბათ ჩვენი ბედი. სახლში გვიან დავბრუნდი ჩემი და მოსული არ დამხვდა არლბათ ისევ ერთობიან, ნეტავ ჩემი მშობლები სად წავიდნენ ან რა წამოუარათ მე რომ ლილუსთან ერთად დარჩენის უფლება მომცეს. რაც არის არის უნდა ავღნიშო რომ მათი ასეთი გადაწყვეტილბით პირველად ვარ ბედნიერი. ლილუს დაბრუნებამდე არ დამიძინია,როგორც კი დაბრუნდა მაშინვე მის ოთახში შევიდა და მეც გამიყოლა. ბარგის ჩალაგება რომ დაიწყო ძალიან გამიკვირდა რომ მითხრა ჩემთან ერთად მოდიხარ გუდაურშიო გაოცებისაგან ლამის ყბა ჩამომივარდა. როგორც აღმოჩნდა ქეთუსი დასასვენებლად იქ მიდიოდა მარტო სახლში რაუნდა ვაკეთოო და გოგონებიც დაუპატიჟებია, ასე და ამგვარად აღმოვჩნდი მეც მათთან ერთად. გამიხარდა თანაც ძალიან, ბარგი ისე სწრაფად ჩავალაგე რა ჩავაწყე არც კი დავკვირვებულვარ. დილით ქეთუსის მანქანით გავემართეთ ყველა გუდაურისკენ. საახალწლო საჩუქარიც მივიღე და ცხოვრებაში პირველად ვიტირე სიხარულისაგან ჩემმა და ტელეფონი მაჩუქა , როგორც კი დავინახე შენ გამახსენდიო. არვიცი რა ვთქვა ახალი წელი მართლაც რომ შესანიშნავად დაიწყო ჩემთვის. გუდაურში ჩასვლამდე მეძინა. თვალი რომ გავახილე და თოვლი დავინახე ლამის მანქანიდან გადავხტი ისე გამიხარდა. სახლში მალევე მივედით ყველა ცალცალკე ოთახებში გადავნაწილდით . როგორც კი ნივთების დალაგებას მოვრჩი მაშინვე გარეთ გავედი სასეირნოდ. მიყვარს თოვლი და მისი სითეთრე, თითქოს ბავშვობაში მაბრუნებს, საათობით შემიძლია ვისეირნო მანამ სანამ სიცივისაგან ძვლები არ გამეყინება. ულამაზესი ხედი იშლება ჩემს თვალწინ თოვლით დაფარული არემარე. დედამიწის თეთრი საბანი. სასეირნოდ მიმავალს გზად უამრავი ადამიანი შემხვდა ალბათ სეირნობით დაღლილი ყველა სახლში ბრუნდებოდა არვიცი. თოვლი საკმაოდ დიდი იყო ამიტომ მანქანის სავალ ნაწილზე მიხდებოდა სიარული . სახლში დაბრუნებას ვაპირებდი ჩემი ყურადღება ერთმა მანქანამ რომ მიიქცია , გავოცდი მასში მსხდომი ადამიანები რომ დავინახე , მერე გავბრაზდი , მერე ორივეს დახრჩობა მომინდა, მერე ციხის შემეშინდა და გადავიფიქრე... ************************** სეირნობისგან დაღლილი სახლში დაბრუნებას ვაპირებდი, ჩემი ყურადღება ერთმა მანქანამ რო მიიქცია. გავოცდი მასში მსხდომი ადამიანებ რომ დავინახე, მერე გავბრაზდი, მერე ორივეს დახრჩობა მომინდა, მაგრამ ციხის შემეშინდა და გადავიფიქრე... შუა გზაზე ვაგრძელებ სიარულს და დაგასვლას სულაც არ ვაპირებ, იდიოტი გუშინ მე მეხუტებოდა დღეს კი ვიღაც გოგოს ერთად გუდაურშია , ჯანდაბა -არა რა მართლა იდიოტი ვარ მგონი, რას ვიშლი ნერვბს, რატომ არშემიძლია გულგრილად შევხედო ამ ფაქტს, ვიფიქრე ნორმალურად დავისვენებდი მაგრამ დამაცადა ვინმემ. -გოგონა შეგიძლიათ გზიდან გადახვიდეთ?-მესმის მათეს ხმა და მემგონი ჩემში მკვლელი იღვიძებს -უკაცრავად როგორც კი საკუთარი თავის ლანძღვას დავასრულებ მაშინვე -ვამბობ და გზას ვაგრძელებ -შეგიძლია გზიდან გადახვიდე და იქ გააგრძელო -ხმა უმკაცრდება და ვხვდები რომ დროა გავჩერდე მაგრამ როგორც ყოველთვის ენა მისწრებს -თქვენც შეგიძლიათ გზიდან გადახვიდეთ და გადაიჩეხოთ-უპს ეს არუნდა მეთქვა -უკაცრავად -მესმის ქალის ნაზი ხმა -ბოდიში ისევ საკუთარ თავს ვლანძღავდი , ახლავე გადავალ-ვამბობ და გზიდან გადავდივარ მანქანა მიდის და მას მიყვება ჩემი გულიც მგონი სახლში ვბრუნდები, გოგონებს ყველაფერი დაულაგებიათ, სახლიც მოურთავთ, საჭმელიც მოუმზადებიათ, მოიცა ამდენი რამე თუ მოასწრეს რაგამოდის მთელი დღე ვსეირნობდი -დაო რა მოხდა რატომ ჩამოგტირის სახე-ლილუ -არაფერია დამშვიდდი -მოიცა ისევ მათეს გამო ხარ ეგრე -არა არაფერია, წავალ დავისვენებ დავიღალე -ვეუბნები და ოთახში ავდივარ საწოლზე ვწვები მობილურს ვიღებ და თამაშს ვიწყებ -არა ასე ნამდვილად დავიზიანებ წელს პირველ სართულზე მაინც დაბინავებულიყავი-აივნიდან მესმის მათეს ხმა და ისე სწრაფად ვდგები ლამის კისერი მოვიტეხო -შენ აქ რასაკეთებ ?-თან მიხარია და გაბრაზებულიც ვარ -გადავწყვიტე მეზობელი გამეცნო-ამბობს და თვალს მიკრავს -შეგეძლო კარიდან შემოსულიყავი -მორჩი ხუთი წლის ბავშვივით მოქცევას და ჩამეხუტე -მაინცდამაინც ფანჯრიდან უნდა შემოსულიყავი რომ...... მოიცა.... ახლა რა თქვი ? -ორჯერ არ ვიმეორებ -მეუბნება და თვითონ მხვევს ხელებს-რატომ არ მიჯერებ ასე არ ჯობია? -............-ვერაფერი ვუპასუხე შოკში ვიყავი მისი საქციელით -ისუნთქე-მეუბნება და ახლაღა ვაცნობიერებ რომ არ ვსუნთქავდი -ხელს თუ გამიშვებ მადლობელი დაგრჩები, ან საერთოდ რა უფლებით მხვევ ხელებს -მომინდა ჩაგხუტებოდი ამისთვის არანაირი უფლება არ მჭირდება - შენ მე ვინ გგონივარ? -ნუ ფართხალებ თევზივით აზრი არაქვს -მათე გამიშვი , ახლა აქ არუნდა იყო-ვეუბები და მის ხელებს ვიშორებ -გინდა რომ წავიდე? - დიახაც მინდა - სინამდვილეში მინდა რომ დარჩეს კიდევ ცოტახანს ვუყურო მაგრამ ნიცას ხომ ვერ ალოდინებს ბიჭი -კარგი -ამბობს და მიდის ოთახში გაჩერებას აზრი არ ქონდა ამიტომ ისევ გოგონებთან ჩავედი -ანა შემოგვიერთი სიმართლე თუ მოქმედებას ვთამაშობთ -კარგი -ვეუბნები და მათ ვუერთდები -ქეთუსი დაატრიალე მიდი-ნინი - აბა ნინიკო სიმართლე თუ მოქმედება ?-ქეთი -სიმართლე იყოს-ნინი -ნიკას ისევ ხვდები ?-ქეთი -არა ღმერთმა დამიფაროს -ნინი-ახლა მე დავატრიალებ, ანა სიმართლე თუ მოქმედება -ჯანდაბას იყოს მოქმედება -ჩვენს გვერდით სახლს ხომ ხედავ-ნინი -ვხედავ-ვამბობ და სასიკვდილო განაჩენის მოლოდინში ვარ -წეღან შევნიშნე ბევრ ბიჭი ცხოვრბს წახვალ და მათგან რომელიმეს ეჭვიანობის სცენას მოუწყობ -ნინი -გაგიჟდი ამას ვერ გავაკეთებ -მაშინ ამ ღამეს გარეთ გაათენებ საჭმლის და თბილი მოსასხამის გარეშე-ქეთი -დაო შენმაინც მიშველე -თუ თმაშობ უნდა შეასრულო ყველაფერი ბოდიში ვერ დაგეხმარები-ლილუ სხვა გზა არ მქონდა მოსასხამი ავიღე და გარეთ გავედი, სწორედ ახლა მინდა დამეცეს მეხი და ჩამიტანოს ქვესკნელში. სახლთან მისვლამდე მანძილს ისე ვწელავდი ვინმეს რომ დავენახე შევეცოდებოდი მაგრამ ეს უგულო ხალხი სად ვნახე. სახლთან მივედი და კარზე ზარი დავრეკე. კარი მალევე გამიღო ბატონმა დემეტრემ და თვალები გაოცებისაგან შუბლზე ამივიდა -გისმენთ, რამ შეგაწუხათ? -შეგიძლიათ დამეხმაროთ სიკვდილ სიცოცხლის საქმეა -მაშინ შემოდი -მეუბნება და სახლში მიშვებს-ბოდიში ხალხმრავლობაა , მეგობრებო სტუმარი გვყავს ჩვენი დახმარება სჭირდება -მე ანა ვარ თქვენს მეზობლად ვცხოვრობ, საქმე ისაა რომ .... -მე მოგენატრე-მესმის მათეს ხმა და ადგილს ვეყინები -ცდებით ბატონო მათე, მოკლედ საქმე ისაა რომ სამ გადარეულთან ერთად სიმართლე და მოქმედება ვითამაშე -ხოდა რაიმე სისულელის გაკეთება დაგავალეს-მათე -ასეა ერთერთი თქვენგანისთვის ეჭვიანობის სცენა უნდა მომეწყო -ესუკვე გააკეთე-მათე -რძალო კარგ დროს მოხვედი-ოთახში შემოდის გოგონა რომელიც დღეს დილით დავინახე მათესთან ერთად. რძალოო? მოიცა ანუ ეს გოგო მათეს საცოლეა? და რაგამოდის მე მეთამაშებოდა? აბა ჩახუტება რას ნიშნავდა? ჯანდაბა უნდა წავიდე -ნიცა გაიცანი ეს ანაა-მათე -საყვარელო ეს გოგო არ შეგვხვდა დღეს -კი მევიყავი უკაცრავად უნდა წავიდე -ვამბობ და კარისკენ მივდივარ -ეჭვიანობის სცენა -ერთ ღამეს როგორმე გავათენებ ღია ცისქვეშ, ნახვამდის-ვეუბნები და გარეთ გავდივარ სახლში მისული გოგონებს ვეუბნები რომ არაფერი გამოვიდა და მაშინვე ოთახში ავდივარ კარებს ვკეტავ და ცრემლებს გასაქანს ვაძლევ. რა მეგონა , მათეს მე მოვეწონებოდი , კარგი რა . ნიცა ანგელოზს გავდა მასთა შედარებით მე არავინ ვარ , ჯერ რძალო ,მერე საყვარელო, ჯანდაბა აი ჩემი ბედნიერი ახალიწელი. რამინდოდა საერთოდ რატომ გამოვყევი ჩემს დას თბილისში , დავტეულიყავი სახლში ხომ ვერ გავიცნობდი მათეს , არც მომეწონებოდა და გულიც არ მეტკინებოდა ახლა . თუ საცოლე ყავდა ჩემთან რატომ მოვიდა ? რატომ მითხრა ჩამეხუტეო და მერე თვითონ რატომ ჩამეხუტა? მეთამაშება ? არვიცი როგორ მოვახერხე მაგრამ მაინც ჩამეძინა. დილით საშინელმა თავისტკივილმა გამომაფხიზლა ძალიან მციოდა და წელიც მტკიოდა ეს ყველაფერი კი იმის ბრალიაო რომ გუშინ კარებთან ჩაკეცილს ჩამეძინა. სამზარეუოში ჩავედი ცხელი ჩაი დავლიე მაგრამ თავის ტკივილს ვერაფრით ვუშველე. სახლში არავინ დამხვდა ყველა წასული იყო, უჩემოდ რატომ წავიდნენ რა გავაკეთო მე სახლში.ოთახშ ავედი შხაპი მივიღე თბილად ჩავიცვი და გარეთ გავედი გადავწყვიტე გოგონები მომეძებნა. მაგრამ მხოლო რამოდენიმე მეტრის გავლა მოვახერხე შემდეგ კი გავითიშე გონს რომ მოვედი და არემარეს თვალი მოვავლე მივხვდი რომ არც თოვლიან გზაზე ვიწექი და აქც ჩემს ოთახში ვიყავი -გამარჯობა მიხარია რომ გამოფხიზლდით-მესმის უცნობი მამაკაცის ხმა -უკაცრავად რამოხდა-ვკრთები მე -უგონოდ იწექით თოვლში გიპოვეთ და სახლში წამოგიყვანეთ თავს კარგად გრძნობთ -დიახ რომელი საათია -უკვე საკმაოდ გვიანია აქედან ხვალამდდე ვერ წახვალთ -კიმაგრამ ჩემი და ინერვიულებს მობილურც არ წამომიღია -შემიძლია დაგარეკინოთ -სამწუხაროდ ნომრებს ზეპირად ვერ ვიმახსოვრებ -აქ მოგიწევთ დარჩენა , მაპატიეთ არ გაგეცანით მე ილია ტვილდიანი ვარ -ანა გვარამია , იმადგილიდან შორს ვართ სადაც მიპოვეთ? -საკმაოდ -ჯანდაბა -უკვე გვიანია დაისვენეთ გამოძინება გჭირდებათ თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში სამზარეულო მარცხნივაა საპირფარეშო დერეფნის ბოლოში აბა ტკბილი ძილი -მეუბნება და ოთახში უჩინარდება ღმერთო ჩემო რა სულელი ვარ მადლობაც კი არ მითქვამს დახმარებისთვის კარგი სხვალისთვის გადავდებ. რომ გითხრათ არ დამეძინათქო მოგატყუებთ . ისე მშვიდად მეზიძა დილით მზის სხივებს რომ არ შევეწუხებინე არამგონია საწოლიდან თავი წამომეწია. საწოლიდან წამოვდექი და სამზარეულოში გავედი ილია უკვე გაღვიძებული დამხვდა და საჭმელიც გაემზადებინა -ისაუზმეთ და წავიდეთ-მეუბება და გაშლილ მაგიდაზე მიმითითებს -მე მინდოდა მადლობა გადამეხადა დახმარებისთვის , თქვენ რომ არა ალბად გავიყინებოდი -ხო საშინელი სიკვდილია დამიჯერე -მჯერა -აქაური არართ ხომასეა -დიახ აქ დასასვენებლად ვარ -მეგობრები არა ? -ჩემი დის მეგობრები მე ვერ შევეწყვე -ყველას ერთნაირი ხასიათი არ აქვს -მინდა გითხრა რომ საჭმელი უგემრიელესია ასეთი მეც კი არ ამომდის -მადლობა -დავასრულე ახლა შეგვიძლია წავიდეთ -ასე ძალიან გეჩქარება -უბრალოდ ჩემი და ინერვიულებდა -კარგი გასაღებს ავირებ და წავიდეთ -მოიცა მანქანა თუ გყავს წუხელაც ხომ შეიძლებოდა სახლში დაგებრუნებინე? -შემეძლო მაგრამ არ შეიძლებოდა შენთვის -კარგი ხო მაინც მადლობა მოკლედ სახლამდე ისე მივედით არაფერზე გვისაუბრია. სახლს რომ მივუახლოვდი აი მაშნ შემეშინდა ყველაზე მეტად , სახლში სასამართლო მელის იმედია სასიკვდილო განაჩენს არ გამომიტანენ. მანქანიდან გადმოვედი და სახლისკენ ნელი ნაბიჯებით წავედი -ასე თუ გეშინოდა გეთქვა და გამოგყვებოდი -არაა საჭირო ისედაც ძალიან შეგაწუხეთ მადლობას აუცილებლად გადაგიხდი -წამოდი წამოდი -მეუბნება ხელს მკიდებს და სახლში შევყავარ -ილო შენ აქ საიდან ... ანააა!! ღმერთო ჩემო ცოცხალი ხარ კარგად ხარ?-ქეთი -კარგად ვარ -თქვენ ერთად საიდან-ქეთი -ანა დაო კარგად ხარ? იცი როგორ ვინერვიულე -ლილუ -ბოდიში -რამოხდა აღარ იტყვით-ნინი -მოკლედ ანა ქუჩაში ვიპოვე გათიშული იყო და ჩემთან წავიყვანე , აღმოჩნდა რომ მაღალი სიცხე ქონდა დავეხმარე და უკან დავაბრუნე-მოკლედ უხსნის ილია -კარგი ახლა ხომ ყველაფერი რიგზეა ? ილო შენც აქ ხარ მომენატრე ბავშვო -ქეთი -ჩემზე ერთი დღით ხარ მარტო უფროსი-წარბებს კრავს ილია -კარგი ხო ნუ გასვანდები მაშინვე -ქეთი -ტელეფონი სახლში დასატოვებლად არ მიჩუქებია შენთვის დაო -ლილუ -ვიცი მაგრამ წაღება დამავიწყდა თან ისედაც თქვენთან მოვდიოდი -კარგი ლილუ საკმარისია ხომ ხედავ ყველაფერი ჰეფი ენდით დასრულდა -კარგი ხო , მეორედ მარტო არ გახვალ სახლიდან-ლილუ -ლილუ კარგი რა-ნინი -კარგით რადგან ყველაფერი გაირკვა მე წავალ -ილია -გაგაცილებ -ვეუბნები და მანქანამდე მივყვები -არიყო საჭირო -ჩათვალი მადლობა გადაგიხადე -მადლობის გადახდა გინდა ? -კი -ხვალ ჩეთნე ერთად წამოდი თხილამურებით სრიალში შევეჯიბროთ -არშემიძლია მე ... -გასაგებია თხილამურებით სრიალი არიცი არაუშავს გასწავლი , იცოდე უარი არ მიიღება -კარგი მაშინ თანახმავარ -ვეუბენბი და ვიცინი -კარგი ხვალე გამოგივლი ახლა კი წავალ ნახვამდის -შეხვედრამდე -ვეუბნები ისიც მანქანაში ჯდება და მიდის მე კი სახლში ვბრუნდები მოკლედ სასამართლოს მაინც ვერ გადავურჩი. უამრავი საყვედური გაფრთხილება და მუქარაც კი მივიღე. ერთი არ დავუსჯივარ თორემ ყველაფერი გააკეთეს დანარჩენი, მაგრამ ბოლოს მაინც მოულბათ გული საღამომდე შესანიშნავად გავერთეთ, ათასი სისულელე გავაკეთეთ, ეგკიარა პოლიციც კი მოვიდა ძაიან ხმაურობთო როგორც ჩანს ვირაც ვიღაცეები შევაწუხეთ. მოკლედ ხმაური რომ აღარ გაგვივიდა მერე ფილმების ყურება დავიწყეთ, ბოლოს კი გუნდაობით დავასრულეთ , ოღონდ ერთი განსხვავებით რადგანაც მე გაციებული ვიყავი მე ვერ ვიგუნდავე. გული დამწყდა. სხალ დიდი დღეა თხილამურებიით სრიალი უნდა ვისწავლო ოთახში ავედი და კარები გავიხურე. საბაზანოში ვაპირებდი შესვლას ვიღაცამ ხელი რომ დამავლო და კედელზე ამაკრა. მინდოდა მეყვირა მაგრამ პირზე ხელი ამაფარა -შენზე მეტად მემინდა ახლა ვიყვირო მაგრამ თავს ვიკავებ და არიცი ეს რის ფასად მიჯდება-მესმის ნაცნობი ხმა და ვმშვიდდები -მმმმ..მმმმმმ.,.....-ვბლუკუნებ ჩემთვის -ძალიან შემაშინე, შენი და რომ მოვიდა და მითხრა ანას ვერ ვპოულობთო არიცი რა დამემართა-მეუბნება და ხელს მიშვებს -ალბათ გეწყინა გასართობი რომ დაკარგე -თავიდან იწყებ -არაფერსც არვიწყებ, ხედავ კარგად ვარ შეგიძლია მიბრძანდე -ანნა საკმარისია ვინ იყო ის ბიჭი გუშინ მასთნ იყავი? -ძალიან კარგი ბიჭია ილო ძალიან დამეხმარა -ვამბობ და ძალით ვიცინი -კარგი ბიჭია ? თანაც უკვე ილო? -ხო -გინდა მოთმინება დამაკარგვინო -მე გეკიტხები ვინაა ნიცა ? ვერევი შენს ცხოვრებაში ? არა. ამიტომ შენც დამდე პატივი და ჩემს ცხოვრებაში ქექვას თავი დაანებე -ამის დედაც -ამბობს და მუშტს არტყამს კედელს -გაგიჟდი რასაკეთებ, შენი ხელი , დაგავიწყდა რომ ექიმი ხარ -დამავიწყდა კი -წამლების ყუთს მოვიტან -არაა საჭირო მივდივარ -კარგად -დაიმახსოვრე იმ ბიჭთნ ერთად კიდევ ერთხელ თუ დაგინახავ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ -ვიღაცა მიდიოდა -მე გაგაფრთხილე -მეუბნება ჩემთან მოდის შებლზე მკოცნის და ისე სწრაფად უჩინერდება გონზე მოსვლასაც ვერ ვასწრებ არვიცი მათეს საქციელს რა ქვია , არვიცი ამას რა დავარქვა რატომ მეთამშება. რის მიღწევას ცდილობს , ან საერთოდ რას გავს მისი საქციელი, საცოლე თუ ყავს ისე რატო იქცევა თითქოს ჩემზე ძალიან ნერვიულობდეს, იქნებ დაუცველი ბავშვი ვგონივარ არვიცი ღმერთო ტვინი ათასი სისულელით მაქვს სავსე , მესაჭიროება ტვინის გამორეცხვა. გადავწყვიტე ყველაფერი ლილუსთვის მომეყოლა რჩევა მჭირდება თორემ შეიძლება გავგიჟდე. ფიქრისაგან ლამის ტვინი გადამეწვა ვერაფერი მოვიფიქრე ბოლოს კი ჩამეძინა. დილით ჩემმა დამ გამაღვიძა ილია გელოდებაო მეც სხვა რაგზა მქონდა ავდექი მოვემზადე და სასრიალოდ წავედით. დღემ გადასარევად ჩაიარა. მინდა აღვნიშნო რომ სულაც არ ყოფილა რთული თხილამურებზე დგომა , აი თხილამურებით სრიალი კი მართლა რთული აღმოჩნდა, ორჯერ ისე წავიქეცი ვიფიქრე ესაადა ფეხი მოვიტეხეთქო . ძალიან ბევრი ვიხალისე ილია იუმორის გრძნობით ყოფილა დაჯილდოვებული. აღმოჩნდა რომ თხილამურები სულაც არყოფილა ჩემი მოწოდება -დღეს კარგი დღე იყო არა-ილო -მე ვიტყოდი შესანიშნავი -წამოდი რამე ვჭამოთ -კარგი იდეაა დავიღალე თან დავისვენებ ცოტას -მოგეწონა თხილამურებით სრიალი - არაუშავდა ვფიქრობ აღარასოდეს გავიმეორებ იმას რაც დღეს გავაკეთე -ძალიან მოგწონებია-მეუბნება და რესტორნის კარებს მიღებს-ძალიან მომშივდა ისე მშია ყველა საჭმელად მეჩვენება -კაი დამშვიდიდი არგინდა ცოტაც მოითმინე და მოიტანენ რამეს-ვეუბნები და მაგიდასთან ვსხდებით -მიმტანო რამე გემრიელობა მოგვიტანეთ თუ შეიძლება ქვენს არჩევანს ვენდობით-ეუბნება ილო და ისევ ჩემთან აგრძელებს საუბარს-რამდენ ხანს რჩებით -არვიცი ეს ჩემი დის გადასაწყვეტია -იმედია დიდხანს დარჩებით და ხშირად ვნახავთ ერთმანეთს -მეც მაგის იმედი მაქვს -ვამბობ და რესტორანში შემოსულ გაბრაზებულ მათეს რომ ვამჩნევ მინდა დედამიწიდან გავქრე მენიუს ვშლი და სახეზე ვიფარებ -ანა რასაკეთებ-მეკითხება ილო -მენიუს ვკითხულობ მაინტერესებს რა კერძები აქვთ -კარგი-მენიუს მაგიდაზე ვაბრუნებ ირგვლივ ვიხედები და მათეს რომ ვერ ვხედავ შვებას ვგრძნობ. მიმტანს შეკვეთა მოაქვს , უნდა ავღნიშნო რომ უგემრიელესი ქათმის სალათი მივირთვით, არადა არეტყობოდა მიმტანს ქათმის სალათი თუ უყვარდა თორემ ჩემით შევუკვეთავდი რამეს. -კიდევ რამეს ხომ არ შეუკვეთავ-ილო -არუნდა, ჩემთან ერთად მოდის-ზურგსუკან მესმის მათეს ხმა და ვშეშდები. ოღონდ ეს არა -იქნებ მისთვის გეკითხათ-არ ნებდება ილოც -ანნა წავედით -მეუბნება და ხელს მკიდებს -ილო დაგირეკავ ბოდიში -ვეუბნები და მათეს მივყვები რადგან არმინდა რესტორანი რინგად გადაიქცეს და ეს ორი დაერივნონ ერთმანეთს. რესტორნიდან გამოსული მათეს მანქანაშ აღმოვჩნდი -მე რა გაგაფრთხილე- ცდილობს მოთმინება არ დაკარგოს -ახლა არგად მომისმინეთ ბატომო მათე , რადგან გამოგყევი ეს იმას არ ნიშნავს რომ მომავალშიც ასე მოვიქცევი, უბრალოდ არ მინდოდა რესტორანში ჩხუბი გაგემართათ -დაასრულე ? -არა და მთავარი , ერთხელ უკვე გითხარი რომ ჩემს ცხოვრებაში ხელების ფათურს შეეშვა მეორედაც გეუბნები და იმედია მესამედ ამის გამეორება არ დამჭირდება . - ვერ შევეშვები რადგან შენი ცხოვრება ჩემი გახდა პირველად რომ დაგინახე იმ წამიდან-დავმუნჯდი რა მეთქვა არ ვიცოდი არა ვიცოდი -ნიცასაც ასე ესაუბრები არა ყოჩაღ-ვეუბნები და ტაშს ვუკრავ -შენი ეჭვიანობა უკვე საშიშ ფაზაში შევიდა , ნიცა ჩემი ბიძაშვილია და ჩემი მეგობრის საცოლე -ანუ ამდენი ფიქრისაგან ტყუილად ავიტკივე თავი -შეგეძლო უბრალოდ გეკითხა , მაგრამ რასვიზამთ ქალურმა სიამაყემ დაგღუპა - შეგიძლია სახლშ მიმიყვანო ძალიან დავიღალე -იმ მოსიარულე არსებას არ დაურეკავ -უკაცრავად ეს ჩემი გადასაწყვეტია შეგიძლიათ თქვენს საქმეებს მიხედოთ -ანნა !! -რა ანა ვიცი რომ ძალიან ლამაზი სახელი მქვია არაა საჭირო ყოველ ათ წუთში ერთხელ იმეორო. თუ ასე მოგწონს შეგიძლია შვილი რომ გეყოლება იმას დაარქვა , ან საკითხავია საერთოდ გეყოლება თუ არა ასეთ უჟმურს არავინ გამოგყვება - ლამაზი სახელი ნამდვილად გქვია , ხოლო შვილი რომ მეყოლება სახელი ერთად შევურჩიოთ კინაღამ დამავიწყდა ცოლის მოყვანას არ ვაპირებ სანამ ერთი კუდიანი ალქაჯი არ დამთანხმდება -მოიცა მე რატომ უნდა დავარქვა შენს შვილს სახელი ? -შენიც იქნება და იმიტომ -ამბობს და ანთებული თვალებით მიყურებს . ჯანდაბა როგორ ახერხებს ეს კაცი ჩემს დამუნჯებას -მოიცა მემგონი სმენასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა აშკარად რაღაცეები ჩამესმის -იმედია შეგრძნებებთან დაკავშირებითაც არ გაქვს პრობლემები -მეუბნება და ტუჩებში მკოცნის, აი ისევ გამაჩუმა ოღონდ ამჯერად არაფერი უთქვამს. რა ვიგრძენი ? ფეიევერკი პეპლები და მოკლდ ყველაფერი , ხელზეც კი ვიჩხვლიტე ეს ყველაფერი ხომ არ მესიზმრებათქო. გავოცდი რეალობა ყოფილა. -არმითხრა რომ ვერაფერი იგრძენი -მომიწევს გითხრა რადგან ასეა -ვამბობ და თავს ვხრი ვცდილობ აწითლებული ლოყები დავმალო -ვერც ახლა გრძნობ -მეუბნება და მეხუტება თავი მის გულმერდზე მაქვს დადებული და მესმის თუ როგორ ძლიერად უცემს გული , და ჩემი გულიც ბანს აძლევს მის გულისცემას ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ამოხტება საგულედან მალე ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩვენი გულები ჩვენგან დამოუკიდებლად საუბრობენ და ერთმანეთს ერთგულებას ჰპირდებიან -მათე მე..... მე -ჩშშშ!-არაფერი თქვა გთხოვ - მივხვდი რომ არის წუთები როდესაც სიტყვები ზედმეტია, იქ სადაც გული საუბრობს გონება უნდა გაითიშოს , რადგან შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს , გონებამ უნდა მისცეს გულს საშუალება მიიღოს გადაწყვეტილება და გახდეს გონიერი , გული გონიერი. არაფერი შეედრება ამ წუთებს ამ წამებს ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი დღე რომლის ყველა საათში წუთში და წამშიც კი მათეა. უკვე ჩემშიც მათეა და წუთში სამოცჯერ ან უფრო მეტჯერ ფეთქავს. ეს ის შემთხვევაა როცა არვიცი რა ვთქვა? ან რამის თქმა საჭიროა ? ყველაფერი ზედმეტად ნათელიცკია. -მემგონი ის დროა აღიარო რომ ჩემზე გიჟდები -სიჩუმე მათემ დაარღვია ვიცი რატომ წამოიწყო ამაზე საუბარი არუნდოდა თავი უხერხულად მეგრძნო -ცდები უკვე სახლში წასვლის დროა , ისედაც დავაგვიანე -კარგი, წაგიყვან მაგრამ არც კი გაბედო იმ არსებასთან დარეკვა -მათე მან მე გადამარჩინა -ეგრე მეც გადაგარჩინე მაგრამ ჩემთანერთად სასრიალოდ არ წამოსულხარ მითუმეტეს არც დაგირეკავს -ეგ როდისიყო - შეგიხორცდა მუხლზე ჭრილობა და აღარ გახსოვს ხომ -უი ეგ სასიკვდილო ჭრილობა იყო -დიახაც, შენი მობილური მომეცი-მეუბნება და მობილურს მართმევს -ილო და გულის სმაილები რატო გიწერია გულის სმაილები მის ნომერზე თუ მეგობარია -მათე არგინდა კაი -მის ნომერზე გულის სამილები უწერია ჩემი ნომერი კი საერთოდ არ აქვს -ამბობს და მის ნომერს წერს ჩემს ტელეფონში და თვითონაც აფიქსირებს ჩემსას -მოიცა რა დააწერე -თვითონ ნახე მეუბნება და ჩემს ნომერზე რეკავს -მეფე ? კაი რა . თუ მეფე ხართ სადაა თქვენი სამფლობელო? -მარცხენა მხარეს შენს მკერდ ქვეშ-ამბობს და ისევ მაჩუმებს არვიცი რა ვუთხრა -ჩემს ნომერზე რა დააწერე -ამას არგეტყვი ტყუილად ცდილობ -მეუბნება და ტელეფონს შარვლის ჯიბეში იდებს მერე კი მაქანას ქოქავს და სახლამდე მივყავარ მანქანიდან გადასული მადლობას ვუხდი სახლში მოყვანისთვის და სახლში შევდივარ . მაშინვე ჩემს ოთახში შევდივარ შხაპს ვიღებ და პირსახოცს ვიფარებ სხეულზე , ისეთი ბედნიერი ვარ ტანისამოსის შეტანა დამავიწყდა სააბახანოდან გამოსულს ნაცნობი მკლავები რომ მეხება ჟრუანტელი მივლის -აქ რასაკეთებ -ეს რომ არ გავაკეთო ვერ დავიძინებ-მეუბნება და შუბლზ მკოცნის-დროა აქედან წავიდე თორემ შეიძლება თავი ვერ შევიკავო -ამბობს და უჩინარდება . მე კი სულელივით ვდავარ შუა ოთახში პირსახოც შემოხვეული და ვიცინი. ღრუბლებიდან დედამიწაზე რომ ვბრუნდები საღამურებს ვიცვამ საცოლში ვწვები და ტკბილად ვიძინებ. *********************** დილით ადრე მეღვიძება გადავწყვიტე ილიასთვის დამერეკა და გუშინდელის გამო ბოდიში მომეხადა. მერე კი სააბაზანოში შევედი შხაპი მივიღე ტანნისამოსი გამოვიცვალე და გარეთ გამოვედი -თმების გაშრობას არ აპირებთ -მათე შემაშინე -მიდი თმები გაიშრე -მემგონი მომიწევს ფანჯარა დავკეტო ხოლმე -ჩემი მოკვლა გინდა -ამბობს და საწყალ გამომეტყველებას იღებს -კარგი ხო ვიხუმრე -აბა დღეს რა გეგმები გაქვს -მეუბნება და ჩემთან მოდის -დღეს არანაირი -ანუ მთელი დღე ჩემი ხარ , შესანიშნავია-ამბობს და ყელში მკოცნის -მათე ვინმე შემოვა -მერე შემოვიდეს-ამბობს და ახლო ლოყაზე მკოცნის -მათე... -დროა გაგაჩუმო-მეუბნება და ახლა ტუჩებში მკოცნის , გამოგიტყდებით და მომწონს გაჩუმების ეს ხერხი -ანა საუზმე.... ბოდიში არაფერი დამინახავს-ოთახში შემოდის ჩემი და მერე კი ისევე სწრაფად გადის როგორც შემოვიდა -ხომ გეუბნებოდი ახლა რა ვუთხრა ჩემს დას-ვამბობ და აქეთ იქით სიარულს ვიწყებ -სიმართლე წამოდი ერთად ვუთხრათ, თან ჩემი სიცოცხლისთვისაც კარგი იქნებოდა-მეუბნება და ფანჯრისაკენ მანიშნებს -არა არა მირჩევნია მარტო ვუთხრა -თმები გაიშრე და ერთ საათში გამოგივლი -მეუბნება და ისევ ფანჯრიდან იპარება მეკიდევ თმებს ვიშრობ და ქვევით ჩავდივარ სადაც მელოდებიან უკვე დეტექტივები. მშვიდად ვისაუზმე გამიკვირდა ვიფიქრე არაფერს მკითხავდნენ მაგრამ საუზმე რომ დავასრულე მერე მივხვდი რომ ვცდებოდი -აბა შენით დაიწყებ თუ...-ლილუ -ჩემით დავიწყებ -ვინიყო ის კაცი შენს ოთახში-მეკითხება ლილუ და მიხარია რომ მისი სახე ვერ დაინახა -არავინ -ვპასუხობ მოკლედ -ვაიმე ანა მე კი დავინახე რომ ბატონ მათეს კოცნიდი, რაღა ბატონი სიძე უკვე ,მაგრამ მაინც მინდა დამიდასტურო იქნებ და მომეჩვენა -მართალია მოგეჩვენა -ანუ მართალი ვარ მათე იყო-ამბობს და გოგონებს უყურებს -ხო მათე იყო -და როდის აპირებდი ჩვენთვის თქმას-ლილუ -უახლოეს მომავალში არა მაგრამ ყველაფერი ისე არხდება როგორც ჩვენ გვინდა -ნინი კარი გააღე , რასაკეთებდა შენს ოთახში მათე -ლილუ -ჩემი სახელი გავიგე და თავს უფლება მივეცი შემოვსულიყავი -მოდის მათეც -გამარჯობა ბატონო ლექტორო-ერთხმაში ესალმება ყველა მე კი მეცინება -გაგიმარჯოთ, პრობლემა ხომარიქნება ანა რომ წავიყვანო-მათე -არა არანაირი-ამბობს ლილუ -წავალ ქურქს ჩავიცვამ-ვამბობ და ოთახში ავდივარ ლილუც უკან მომყვება -თუ გგონია გადარჩი ძალიან ცდები საღამოს ხომ დაბრუნდები დანარჩენს მერე გავარკვევთ -მაპატიე დაო მათე მელოდება უნდა წავიდე-ვეუნბები ქურქს ვიცვამ და ქვევით ჩავდივარ -ნახვამდის-ზრდილობიანად ემშვიდობება მათე ყველას და სახლიდან გავდივართ -მადლობა რომ გადამარჩინე -არაფრის -სად მივდივართ ვეუბნები როგორც კი მანქანაში ვჯდებით -ვიღაცეები უნდა გაგაცნო -მეუბენება და მანქანას ადგილიდან წყვეტს -მათე ნელა იარე-ვეუბნები და ღვედს ხელს ვუჭერ -ნუ გეშინია ერთი რამ დაიმახსოვრე ჩემი შემიძლია დავიკიდო მაგრამ შენს სიცოცხლეს საფრთხეს არასდროს შევუქმნი ამიტომ დამშვიდდი - მეუბნება და სიჩქარეს უკლებს -მადლობა-ვეუბნები და ჩემივე ინიციატივით ლოყაზე ვკოცნი -ანნა ასე ნამდვილად გადავიჩეხებით -ამბობს და იცინის -ხო და კიდევ ლოყაზე მეგობრები მკოცნიან შენკიდევ ჩემი მეგობარი არ ხარ -გასაგეებია-ვეუბნები და თავს ვხრი არმინდა აფორაჯებული ლოყები დაინახოს -გიხდება სიწითლე -მეუბნება და თავს მაღლა მაწევინებს -მათე გზას უყურე -კარგი ხო-ამბობს და ისევ იცინის -ნუ დამცინი მართლა მეშინია -ვეუბნები და მეც მეცინება საოცარი სიცილი აქვს -აი ისიც მოვედით -ამბობს და მანქანას რესტორანთან აჩერებს -კი მაგრამ აქ რას ვაკეთებთ -გილოცავ ჩემს დაბადებისდღეს-ამბობს და ტუჩებში მკოცნის -მათე ხალხია, და გილოცავ დაბადებისდღეს, რამდენის გახდი? -მაგას ვერ გეტყვი გაიქცევი -მათე კარგი რა-ვეუბნები და წარბებს მაღლა ვწევ -უკვე ოფიციალურად 30-ის ვარ-ამბობს და ხელს მკიდებს რესტორანში ერთად შევდივართ -აი ისიც ჩემი აწუკვე ოფოციალურად მოხუცების რიგში მყოფი ძმა -ამბობს დემეტრე და თვალები მიფართოვდება. ძმა ?-გილოცავ ძმაოე -მადლობა მადლობა -ძმაო მოიცა ეს გოგო ლილუს და არ არის -დემეტრე -კი ის არის. ხო და კიდევ ეს ის ქალია ვისთან ერთადაც დარჩენილი სიცოცხლის წლები მინდა გავატარო -ანუ ... ძმაო გილოცავ როგორც იქნა რძალი გავიცანით -ამბობს დემეტრე და ხელს მკიდებს-სიმართლე გითხრა არმეგონა ეს ბებერი თუ ვინმეს თუ გაგვაცნობდა უკვე ეჭვიცკი გამიჩნდა გეი ხომარიყო -მესმის -ამბობს მათე და დემეტრეს ართმევს ჩემს თავს -ამას არ მოუსმინო - გაიცანი ეს ნიცაა , ეს გუგა მისი საქმრო , ეს ორი კიდებ ნიკა და რეზოა დემეტრეს ძმაკაცები -ნახე ტო მოგვტეხა დემეტრეს ძმაკაცებიო-რეზო -დემეტრეს ძმაკაცები და ოკუპანტები რომლებიც სანაძლეოს წაგების გამო სახლში შემომისახლდნენ და ყველაფერს აკეთებენ ტანსაცმელებსაც კი მირეცხავენ მოკლედ ორი ძიძა მყავს -ამბობს და იცინის მოკლედ რომ ვთქვა დრო შესანიშნავად გავატარე ყველაფერი კარგი იყო ბიჭები ისე დათვრნენ რასამბობდნენ არცკი იცოდნენ. მათეს არ დაულევია რადგან მანქაანით იყო -რძალო შენს დას ვინმე ყავს-მეკითხება დემეტრე და თვალები მიფართოვდება -რას გულისხმობ -მეგობარ ბიჭს , შეყვარებულს რა -მემგონი ერთი ბიჭი მოსწონს უფროსწორად უყვარს -გადაუყვარდება-ამბობს მტკიცედ და სმას აგრძელებს სახლში გვიან დავბრუნდი ყველას ეძინა , რესტორანში კარგი დრო გავატარე ნიცა გადასარევი ქალი აღმოჩნდა ერთმანეთს გავუგეთ . შხაპი მივიღე საღამურები ჩავიცვი და გარეთ გავედი -ეს რომ არ გამეკეთებინა ისე ვერ წავიდოდი -მითხრა ტუჩებში მაკოცა და ისე სწრაფად გაუჩინარდა ვიფიქრე მომეჩვენამეთქი. რომ გავაცნობიერე არაფერი დამსიზმრებია აივანზე გავედი მაგრამ უკვე გვიანი იყო მათე წასული დამხვდა მობილური ავიღე და შეტყობინება გავუგზავნე -<<ტკბილი ძილი >> -<<აივანზე ნუ დგახარ ესეთ ფორმაში გაცივდები>> -<< შეგეძლო შენც იგივე გესურვებინა>> -<<ტკბილი ძილი იმედია დაგესიზმრები ახლა კი ოთახში დაბრუნდიდ და დაიძინე>>-ოთახში შევდივარ აივნის კარს ვკეტავ და მშვიდად ვიძინებ. -ანა ადექი მივდივართ-მესმის ჩემი დის ანერვიულებული ხმა და მაშინვე თვალებს ვახელ -რამოხდა ლილუ -დედა და მამა -ამბობს და ტირილს იწყებს -რამოუვიდათ -ვამბობ და მარცხენა მხარეს მკერდქვეშ ტკივილს ვგრძნობ -ავარიაში მოხვდნენ -ლილუ მითხარი რომ არაფერი სჭირთ და კარგად არიან , ლილუ მითხარი გთხოვ -ვამბობ და ვხვდები რომ სასოწარკვეთა მიპყრობს -არშემიძლია, ადექი უნდა წავიდეთ-მეუბნება და ოთახიდან გადის. არვიცი რა მჭირს, რატომ მტკივა მათი ცუდად ყოფნა ასე ძალიან, ხომ ვამბობდი რომ არმიყვარდა ისინი, რატომ მიჭირს მათგარეშე სიცოცხლის წარმოდგენა. რაცარუნდა ცუდი ადამიანები იყვნენ მაინც არმინდა მათი ცუდად ყოფნა. საწოლიდან წამოვდექი სწრაფად მოვემზადე და ქვევით ჩავედი სადაც ქეთო უკვე გველოდებოდა -ჩაჯექით წაგიყვანთ-ქეთი -არმინდა არდადეგები ჩაგიმწაროთ რამეს გავყვებით-ლილუ -ახლავე ჩაჯექით თორემ ორივეს ხევში გადაგაგდებთ -ამბობს და მანქანის კარებს აღებს ჩვენც ვჯდებით რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ თბილისში ჩავდივართ . საავადმყოფოში მისულებს საშინელი ამბავი დაგვხვდა. არმეგონა ოდესმე ამ სიტყებს თუ მოვისმენდი -სამწუხაროდ მამათქვენი საავადმყოფოში მოყვანამდე გარდაიცვალა-ჩავიკეცე ვერაფერი ვერ ვთქვი. რეალობის აღქმის უნარი დავკარგე. არვიცი რამდენი ხანი ვიყავი ამ მდგომარეობაში -ანა დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება -მამშვიდებს ლილუ და ვიცი ის ჩემზე უარეს მდგომარეობაშია -ლილუ მამამ მიგვატოვა? ეს ხომ სიმართლე არ არის? ექიმი გვატყუებს ხო? მამა არ დაგვტოვებდა შენც ხომ იცი რომ ასე არმოიქცეოდა, გახსოვს რას ამბობდა სანამ შვილიშვილს არ დავიჭერ ხელში იქამდე სიკვდილზე ფიქრსაც არ ვაპირებო, ჯერ არ მოკვებოდა შეუძლებელია -ანა დამშვიდდი გთხოვ -დედაც რომ მოკვდეს, მანაც რომ დაგვტოვოს, მერე როგორ უნდა ვიცხოვროთ? -დედა კარგად არის ვერ გაიგე ექიმმა რაც თქვა -მაშინ რატომ ტოვებენ ისევ რეანიმაციში, რატომ არ გადმოჰყავთ პალატაში -კომაშია და დაკვირვება სჭირდება -გონს რომ ვერ მოვიდეს -მოდი ცუდზე ნუ ვიფიქრებთ -როგორ შეიძლება ცუდზე არ ვიფიქრო, რა მომხდარა ჩემს ცხოვრებაში კარგი რომ ახლაც კარგი მოხდეს , რატომ ვარ ასე ლილუ , რატომ ხდება ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ცუდი, რატომ ვკარგავ საყვარელ ადამიანებს, თეონა გახსოვს როგორ მოკლეს, ახლა მამაც აღარ არის, ლილუ მამა -ვამბობ და თავიდან ვიწყებ ტირილს არვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავი, მაგრამ საავადმყოფოში გაჩერება აღარ შემეძლო , არმინდოდა დავლოდებოდი როდის გამოვიდოდა ექიმი და გვამცნობდა რომ მამასთან ერთად დედაც აღარ მყავს . არმინდა ამის მოსმენა, არშემწევს ძალა. საავადმყოფოდან დიდი ხნის წინ ვიყავი გამოსული შუაღამეა და ქუჩაში ისევ ხალხი ირევა , ახალი წელია და ალბათ ამიტომ. მიკვირს და ცოტა მეშინია კიდეც ჩემი მობილური რომ რეკვს , მაგრამ ვმშვიდდები რადგან ჩემო დის ნაცვლად ილია რეკავს -გისმენ ილო- ვცდილობ რაც შეიძლება მშვიდად ვუპასუხო -ანა ხმაზე რა გჭირს -არაფერი -იმ არაკაცმა დაგიშავა რამე? -მათე არაფერ შუაშია -რატომ მგონია რომ მატყუებ -არვიცი -ანა რახდება მითხარი -ილო მამა -რა დაემართა-ძალიან ცუდად რომ არ ვყოფილიყავი გამიკვირდებოდა ილოს ზიზღნარევი ხმა მაგრამ ახლა ამის აღქმის უნარი არ მქონდა -აღარ არის, წავიდა, დამტოვა-ვამბობ და ისევ ვიკეცები , -ასე არუნდა მომხდარიყო, ანა შენ როგორ ხარ -მეკითხება შეშფოთებული - არვიცი , ასე მგონია გული ამომაცალეს -ასე არუნდა იყო არიმსახურებს -ილო რასამბობ -შენ არიმსაურებ ასე ყოფნას -ცვლის უცებ -როგორც ჩანს ვიმსახურებ -დამშვიდდი მოვდივარ -ამბობს და მობილურს თიშავს , სხვა დროს დავრეკავდი და ამის საშუალებას არ მივცემდი მაგრამ ახლა არაფერის სურვილი არ მაქვს. უამრავი გამოტოვებული ზარი ვნახე მათესგან, არმინდოდა ჩემგამო შვებულება ჩაშხამებოდა მივწერე რომ კარგად ვიყავი მეგობარი ჩამოვიდა და მასთან შესახვედრად წავედიმეთქი, ერთადერთი სიტყვა მომწერა მხოლოდ "გასაგებია" ვერმივხვდი რასნიშნავდა მისი ეს შეტყობინება. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო გეტყვით რომ მამა დავკრძალეთ სანათესაო ძალიან დაგვეხმარა ყველაფერი მოაგვარეს, დედა ისევ უგონოდ იყო მე პანკისში დავბრუნდი რადან ყველაფრისთვის მე უნდა მიმეხედა. ხო ილო მართლა ჩამოვიდა მთელი ერთი კვირა ჩემს გვერდით იყო ყველაფერიში მეხმარებოდა. ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანად იქცა . როგორც კი მამას დაკრძალვასთან დაკავშრებული პროცედურები დავასრულეთ მაშინვე თბილისში წავედით , ხო ისევ ილომ წამიყვანა. საავადმყოფოშიც ერთად შევედით და იქ მათე რომ დავინახე ძალიან გამიკვირდა, მათეს კი უფრო გაოცებული სახე ქონდა რადგან ჩემ გვრდით ილო დაინახა. არაფერი უთქვამს უბრალოდ წავიდა ისე ჩამიარა გვერდით თითქოს არაფერი , თითქოს ერთანეთისთვის უცნობები ვიყავით. -ეს ის კაცი არაა რესტორნიდან რომ წაგიყვანა-მეკითხება ილო -კი ისარის -შიძლება გკითხო ვიცი ჩემი საქმე არ არის მაგრამ მაინც -კი ერთად ვართ-ვეუბნები წინასწარ სანამ მკითხავდა. მეტი არაფერი უკითხავს -ანა როგორ ხარ -ლილუ -ყველაფერი რიგზეა კარგად ვარ -მათე ნახე -დედა როგორ არის -ისევ ისე , მათე ნახე -ვნახე -იცი დედას ოპერაცია რომ მან გაუკეთა აქ იყო მთელი ამ დროის განმავლობაში -მეუბნება ლილუ და ახლა ვხვდები რას ნიშნავდა მისი რეაქცია როცა დამინახა, ახლა ვხვდები რას ნიშნავდა მისი შეტყობინება -მაშინ სხვა ექიმი რატომ გვესაუბრა -იმიტომ რომ ის მეორე ოპერაციაზე შევიდა, - ამბობს და ვხვდები რომ ძალიან გაბრაზებული იქნება ილოს ხელს ვუშვებ და მისი კაბინეტისაკენ მივდივარ, კარებზე არც კი ვაკაკუნებ ისე ვაღებ და შევდივარ -მათე მე ... ბოდიში არვიცოდი პაციენტი თუ გყავდა -ვამბობ და გასვლას ვაპირებ -გოგონა მოიცადე მე მივდივარ , რაც შეგეხება შენ მათიკო იფიქრე იმაზე რაც გითხარი არაა ცუდი გოგო ლიზა , შენც დაოჯახდები და ბიზნესსაც გააფართოვებს მამაშენი-ამბობს და გადის -ეს ქალი -კი დედაჩემი იყო -მათე მე... -მოდი ახლა არგვინდა კარგი -კი მაგრამ... - საკმარისია ანნა რაუნდა მითხრა ისეთი რაც არვიცი-ცდილობს მშვიდად მესაუბროს მაგრამ მე ხომ ვიცი რომ გაბრაზებულია -მაპატიე -კარგი-მეუბნება და საბუთებს უბრუნდება -ახლა ასე აპირებ ჩემთან საუბარს ვიცი უნდა მეპასუხა შენთვის ვიცი არუნდა მომეტყუებინე მაგრამ არმინდოდა შენთვის შვებულება ჩამეშხამებინა -კარგი -კარგი? ხო რათქმაუნდა ახლა ლიზა გყავს ანნა ვის რაში სჭირდება -ვამბობ და კაბინეტიდან გავდივარ თვალებიდან ცრემლები მომდის ვიცი რომ დავაშავე მაგრა პატიება ხომ ვთხოვე -ანნა მოიცადე -რატომ ისევ უხეშად და ცივად რომ მესაუბრო -არა-მეუბნება ჩემთან მოდის და მეხუტება-უბრალოდ გავბრაზდი შენს გვედით ილია რომ დავინახე, გავბრაზდი აქედან ერთად რომ წახვედით , გავბრაზდი იმის ღირსადაც რომ არ ჩამთვალე ყველაფერი მოგეყოლა, იმისდა მიუხედავად რომ ვიცოდი რაც მოხდა, გავბრაზდი ტყუილის მიუხედავად ჩემს ზარებს რომ არ პასუხობდი და ჩემს მოტყუებას აგრძელებდი. გავბრაზდი შენი დამშვიდება რომ არ შემეძლო -მაპატიე მათე -ასე აღარასოდეს მოიქცე თორემ მართლა დავფიქრდები ლიზაზე -აბა გაბედე-ვეუბნები და მუშტს ვარტყამ მკერდზე -კარგი არ მომკლა -მათე გამიშვი ყველა ჩვენ გვიყურებს -გვიყურომ ჩვენზე ლამაზ წყვილს სად ნახავენ -მათე სერიოზულად -რას გამორბოდი ნეტა ჩემი კაბინეტიდან -ამბობს და ხელს მიშვებს -ვიღაცა მარტო კარგის გაიძახოდა და იმიტომ -ეს ვიღაცა თქვენზე უზომოდ შეყვარებული ექიმი ხომარარის -არ ცდებით ისაა.. ახლა რათქვი -ვთქვი რომ შენზე უზომოდ ვარ შეყვარებული -ბატონო მათე ოპერაციზე უნდა შეხვიდეთ-მოდის ექთანი -მადლობა მაგდა მოვდივარ -ამბობს და მას მიყვება მე კიდევ ლილუსთან ვბრუნდები -რაო რომეომ-ლილუ -არაფერი -რაც იმას ნიშნავს რომ ყველაფერი უთხრა მაგრამ ჩვენ არაფერს მოგვიყვება-განმარტავს ლილუ ჩემს სიტყვებს -ილო სად არის -დედასთან პალატაში დღეს კიდევ ვიღაც ქალი მოვიდა მის სანახავად არვიცი ვინ არის ხშირად მინახავს ჩვენი სახლის წინ მდგარი-ლილუ -ალბათ მისი ბავშვობის მეგობარია -არა ეს ილოს დედაა ქალბატონი დინა-ამბობს ქეთი -კი მაგრამ ილო ხომ სვანეთში ცხოვრობს დედამისთან ერთად -ლილუ -ალბათ ვიღაცაში აგერია , ალბად ქალბატონ დინას ძალიან გავს ის ქალი -ხო შეიძლება -ჩუმათ აი ისინიც მოდიან-ქეთი -გამარჯობათ შვილებო ვიზიარებ თქვენს მწუხარებას -ამბობს ქალბატონი დინა და მე მიყურებს მერე კი ილიას რაღაცას ეუბნება ჩუმად ისიც თავს უქნევს-ანა თქვენ ხართ ხომ ასეა-მეკითხება და თბილად მიღიმის -დიახ ასეა -ძალიან ლამაზი ხართ ალბათ დედას გავხართ, ილია ბევრს მიყვება თქვენს შესახებ -იმედია ცუდი არაფერი უთქვას -არა შვილო, მიხარია შენი ნახვა, უნდა წავიდე, გამოჯამრთელებას ვუსურვებ დედათქვენს-გვეუბნება და მიდის ილოც უკან მიყვება -ნეტა რაუნდოდა ამ ქალს აქ -ლილუ -არვიცი და ვერც ილოს ვკითხავთ ჯობია დავივიწყოთ-ქეთი ბევრი რომ არ გავაგრძელო უკვე ორი კვირა გავიდა და დედა ისევ კომაშია, ლილუს სწავლა დაეწყო ამიტომ ხშირად არიყო საავადმყოფოში, ხშირად ვეღარც მათეს ვხედავდი მაგრამ რომ მოდიოდა იმ საათებს და დღეებს ავსებდა როცა ჩემს გვერდით არიყო. ილია ჩემს გვერდით იყო საჭმელი და ათასი რამ მოქონდა ჩემთვის. უნდა ვთქვა რომ მათე და ილია ერთმანეთს დასანახად ვერიტანდნენ. ერთად თუ იყვნენ ისეთი დაძაბულები იყვნენ ორივე რომ შეიძლება ერთმანეთიც კი ეცემათ. -ანა არფიქრობ რომ მათე შენი შესაფერისი არ არის-მეუბნება ილია -არ არ ვფიქრობ, რატომ მეკითხები -არა, არმინდა იფიქრო რომ შენთვის ცუდი მინდა უბრალოდ მგონია რომ მათე შენთან ერთობა , თანაც თქვენი ასაკი. -ილო მიხარია რომ ჩემზე ზრუნავ, მადლობა რომ ჩემი ბედი გაღელვებს მაგრამ როგორმე ჩემს ცხოვრებას მე თვითონ მივხედავ, მე არმგონია რომ მათე მეთანაშება და ასაკს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს-ვამბობ და ხმაში ბრაზი მეპარება -ტყუილად მიბრაზდები მე უბრალოდ ჩემი ვარაუდი გითხარი -ნუ ვარაუდო ილო თორემ გცემ -მემუქრებით, მაინც როგორ აპირებ ჩემს ჩემას ნეტა -გოგოებს ვთხოვ და ისინი დამეხმარებიან -უსამართლობაა -რასვიზამთ-ვეუნები და ვიცინი -სულელო-მეუბენება და თმებს მიჩეჩავს -ეგრე ნუ აკეთებ თავი ხუთი წლისა მგონია -ხარ კიდეც, შეგიძლია დამეხმარო -რახდება -ბეჭედი ვიყიდე ნახე-მეუბნბა და ბეჭედს იღებს -აი ისიც როგორია -მოიცა შენ რა -ხო ვაპირებ ერთ გოგოს ხელი ვთხოვო -ამბობს და იცინის -გილოცავ ილიკო-ვეუბნები და ვეხუტები -ნახე აბა როგორია მოეწონება -კარგია მოეწონება -ვეუბნები ბეჭედს ვიღებ და თითზე ვირგებ-აუ ილო ეს ბეჭედი მე უფრო მიხდება და არგინდა იმგოგოს სხვა უყიდო -ვეუბნები და ვიცინი -არა , მოიხსენი -მეუბნება თითქოსდა მკაცრი ხმით -ნეტა ვინაა ის უბედური ვინც შენნაირ სვანს მიყვება ცოლად -ეს მე მაკადრე -კაი ნუ გასვანდები ახლა -მემგონი შენი ბოიფრენდი აპირებს გასვანებას ისეთი თვალებით უყურება -ილია მიშველე -ვეუბნები და მის ზურგსუკან ვდგები -მემგონი პირიქით შენუნდა მიშველო -ამბობს და თვითონ დგება ჩემს ზურგს უკან -მათე რომ არ მოდიოდეს და ასეთი გაბრაზებული რომ არიყოს გავიცინებდი თანაც გულიანად -აბა მოგილოცოთ-ამბობს მათე -მე არა საყვარელო ილოს მიულოცე -ილოს -ხო ცოლი მოყავს, რამოხდა შენ რა გეგონა -აახლაც მგონია -ამდენი ხანია გეუბნები რომ ილო მხოლოდ ჩემი მეგობარია და აი მტკიცებულებაც-ვეუბნები და ბეჭედს ვაჩვენებ -ანნა ეს რას ნიშნავს -მოკლედ ილო შესანიშნავი ბეჭედია მომეწონა ალბად იმ გოგოსაც მოეწონება-ვეუბნები და ბეჭედს ვიხსნი-საყვარელო სანამ ილოს მოკლავ გეტყვი რომ ჩემთვის არუთხოვია ხელი და ეს ის არარის რასაც შენ ფიქრობ -მომეშვა , გილოცავ ბატონო ილია, მთელი გულით მინდა ის გოგო დაგთანხმდეს-მათე -დარწმუნებული ვარ ჩემზე გახარებულიც კი იქნები-ილია -ეგ არვიცი მაგრამ ნამდვილად გამიხარდება-ამბობს და ნაძალადევად იღიმის -ანნა წამოდი -ხელს მკიდებს და მის კაბინეტში შევყავარ -ახლა რა დავაშავე -არაფერი უბრალოდ მომენატრე -აღიარე რომ გაბრაზდი -ხო გავბრაზდი ერთადერთი ბეჭედი რომელიც შენს არათითს დაამშვენბს ჩემსმიერ ნაჩუქარი საქორწინო ბეჭედი იქნება -ახლაც გაბრაზებული ხარ -კი -და ნეტა როგორ უნდა გავაქროთ შენი გაბრაზება -ვეუბნები და ახლოს მივდივარ -არვიცი - მე ვიცი-ვეუბნები და ტუჩებზე ენას ვისვამ -ანნა ამას ნუ აკეთებ -რატო-ვამბობ და ახლა ქვედა ტუჩს ვიქცევ კბილებს შორის -ანნა ბოლოჯერ გეუბნები - დროა გაგაჩუმო-ვეუბნები მასთან მივდივარ და ვკოცნი -მემგონი ძალიან გამითამამდი-მეუბნება და წელზე მხვევს ხელს -ხო და კიდევ კოცნა არიცი -კარგი მასწავლებელი არ მყავს -დროა გამოვასწოროთ შეცდომა -კი მაგრამ სხვა დროს უნდა წავიდე -ვეუბნები და ვიღიმი -ისევ გაბრაზებული ვარ -გაბრაზებულიც ძალიან სექსუალური ხარ-ვეუბნები ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ და თვალს ვუკრავ -ამისთვის დაისჯები -სიამოვნებით მივიღებ სასჯელს -ვამბობ და გარეთ გავდვარ რამოდენიმე საათის შემდეგ ლილუ მოდის მე კი სახლში მივდივარ დასაძინებლად ზალიან დავიღალე ერთი კვირის საავადმყოფოში გატარება ძალიან რთულია. ბინაში მისული ტანისამოსს ვიცვლი და მკვდარივით მეძინება. ძილს მობილურის ხმა მიფრთხობს -მმმმმ-ვპასუხობ მძინარე -როგორ მინდა შენ გვედით ვიყო და შენი სახე დავინახო -რახდება მათე -დედაშენი -რამოუვიდა -გონს მოვიდა -მართლა, მათე ხომ არ მატყუებ, მართლა გონს მოვიდა , -კი მართლა გონს მოვიდა როგორ მინდა შენს გაბრწყინებულ სახეს ვხედავდე -მოვალ მალე და დაინახავ მიყვარხარ -მეც ძალიან მიყვარხარ მაგრამ მოსვლას აზრი არ აქვს გამოკვლევებს უტარებენ და საღამომდე ვერ ნახავ ამიტომ საღამოს მოდი -არა ახლა უნდა მოვიდე -მითქვამს რომ საშინელი რომანტიკოსი ხარ -ბოდიში მაგრამ ახლა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ ამიტომ რამე სისულელე თუ ვთქვი დაივიწყე -არა ამის დავიწყება არ შეიძლება-მეუბნება და მობილურს თიშავს მე კი ტანისამოსს ვიცვლი და საავადმყოფოში მივდივარ... ****************************** ელვის სისწრაფით მივედი საავადმყოფოში, მათე მართალი აღმოჩნდა საღამომდე მასთან არავინ შემიშვა, მაგრამ ისეთი გახარებული ვიყავი დედას გონზე მოსვლით დაუსრულებლად შემოძლო მისი პალატის კართან ლოდინი. საღამოს ლილუც მოვიდა ისიც არანაკლებ იყო გახარებული, ექიმი გამოვიდა გვახარა რომ დედას ყველაფერი ნორმაში ქონდა, მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და მისი ნახვის უფლება მოგვცა. ორივემ ერთად მოვინახულეთ დედა. -ჩემი გოგონები შემოდით-ამბობს სუსტი ხმით -დე ხომ კარგად ხარ -ლილუ -კი კარგად ვარ, თქვენ როგორ ხართ, მამა სადაა-აი კითხვა რომელზეც პასუხი არ გვქონდა -დე მამა წავიდა დაგვტოვა -რას ნიშნავს წავიდა ეგ იდიოტი ერთი ამ საწოლიდან ავდგე ჩემი ხელით მოვკლავ -დედა მამა გარდაიცვალა , საავადმყოფოში მოსვლამდე მოკვდა. გვითხრეს რომ ასაკის გამო მისმა გულმა ვეღარ გაუძლო.-ვამბობ და თვალებიდან ცრემლები მომდის -ანა ხუმრობის ხასიათზე რომ არ ვარ ალბად იცი, შეუძლებელი იყო მამაშენი მომკვდარიყო, შეუძლებელია , პალატის კარებთან დგას და შემოსვლა რცხვენია ხომ ასეა, ზაზა შემოდი არ ვარ გაბრაზებული-ამბობს დედა და უფრო ცუდად ვხვდები. ვაცნობიერებ რომ დედას იმ რეალობის წარმოდგენა არუნდა სადაც მამას გარეშე მოუწევს ცხოვრება. -დედა მამა მართლა გარდაიცვალა-ამბობს ლილუ -რას ამბობ გოგო ზაზა ცოცხალია, ვერ მოკვდებოდა, მე ვერ დამტოვებდა მარტოს გესმით, უთხარით იმ ვაჟბატონს რომ მისი ნახა მინდა და ნუ იმალება-მეტის ატანა აღარ შემეძლო პალატიდან გავედი და იქვე კართან ჩავიკეცე ვტიროდი და თითქოს შვებას ვგრძნობდი -ანნა რახდება , რა დაგემართა-მოდის მათე მეც მაშინვე ვდგები და მას ვეხუტები -მათე დედა, არსჯერა რომ მამა გარდაიცვალა, ისეთებს ამბობდა პალატაში ვეღარ გავჩერდი და გამოვიქეცი-ვამბობ და ხელებს ძლიერად ვუჭერ -დმშვიდდი ყვლაფერი კარგად იქნება ანნა არ იტირო გთხოვ , არმინდა შენს თვალებზე ცრემლებს ვხედავდე. -მეუბნება და ცრემლებს მწმენდს -მამას ნაცვლად მე რომ წავეყვანე ღმერთს რა კარგი იქნებოდა, ამ ყველაფერს ვერ დავინახავდიი , და მამაც ცოცხალი იქნებოდა -ეგ მეორედ არ თქვა სულელო, რაც მოსახდენია აუცილებლად მოხდება შენ რეალობას ვერ შეცვლი შეიძლება ახლა რასაც ვიტყვი იმ სიტყვებმა გული გატკინოს მაგრამ მამაშენს სიკვდილი ეწერა და ასეცმოხდა , სიკვდილი მეორედ არ ახსენო -მამას გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროთ არ ვიცი -დამშვიდდი, გაიღიმე და ყველაფერი თავისით მოგვარდება, დრო გვაიძულებს მწარე რეალობას შევეჩვიოთ , რაცუფრო ბევრი დრო გადის მითუფრო ვეჩვევით ტკივილს და ისე აღარ გვტკივა როგორც თავიდან -ანუ მეცუნდა შევეჩვიო? -ვიცი არგინდა მაგრამ მოგიწევს , ეს თავისთავად მოხდება -არმგონია დედა ამას შეეგუოს -გაუჭირდება, ძნელია გააცნობიერო რომ კაცი რომელიც გიყვარს და კაცი ,რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება გინდოდა გარდაიცვალა, მას ახლა თქვენი თანადგომა დასჭირდება , ამიტომ ცრემლები შეიმშრალე და მას ამოუდექი გვედით. -რატომ ხარ ასეთი კარგი, მესმის დედას მეც არ წარმომიდგენია აცერთი წამი შენს გარეშე, ამიტომ გაფრთხილებ ფრთხილად იარე და საკუთარ სიცოცხლეს გაუფრთხილდი. -საკუთარ თავზე ზრუნავს ისევ -დიახაც შენ თუ კარგად იქნები მეც კარგად ვიქნები -იცი მეც იგივეს თქმა მინდოდა. -ანა-შორიდან მესმის ილოს ხმა -ეს კაცი შემომაკვდება-ჩაიილაპარაკა მათემ -ანა მართალია? დედაშენი მართლა გონს მოვიდა-უკვე ჩვენთან მოსული მეკითხება ილია -კი ილო , ახლახანს ვნახეთ ლილუ ისევ მასთანაა -როგორც იქნა რაღაც კარგი მოხდა -ილო -შენი გამოჩენით კი ყველაფერი გააფუჭე-ეუბნება მათე და მუშტებს კრავს -რა პრობლემა გაქვს ჩემთან-ილო -არ მომწონხარ, არმინდა ანნას გვედით გხედავდე , ეს საკმარისად დიდი პრობლემაა -ბიჭებო დამშვიდდით , აქ სცენების გამართვა არ არის საჭირო -მე წავალ თორემ ეს მოსიარულე არსება შემომაკვდება-მათე -არავინ შეაშინო-ეუბნება ილია, მაგრამ მათე პასუხსაც არ სცემს ისე გვტოვებს-რაუნდა ამ ტიპს -ილო საკმარისია-ვამბობ მობეზრებული -კარგი რა ამ მოძალადესთან რა გინდა, დღემდე არ მჯერა რომ ერთად ხართ. რა ცუდია წარსულის შეცვლა რომ არ შეიძლება -მართლია ცუდია , იმ დღეს სახლიდან გარეთ არ გამოვიდოდი არ გავითიშებოდი და ვეღარც შენ გაგიცნობდი-ვამბობ გაბრაზებული და პალატაში შევდივარ -ანა რა სახე გაქვს რამოხდა-ლილუ -ცოტა ჩუმად დედას ჩაეძინა -დავიღალე ილოს უაზრო ჭკუის სწავლებით -რასგულისხმობ - ყველა შეხვედრაზე მეუბნება რომ მათე ჩემი შესაფერისი არ არის , უკვე ზედმეტი მოსდის, თავი ვინ გონია, მამაჩემი თუ ჩემი უფროსი ძმა , კიდევკარგი არცერთი არ არის -მეც ვფიქრობ რომ ილია მართალია, -კარგი რა დაო შენც დაიწყე, თუ ამას იმიტომ ამბობ რომ მათე და დემეტრე ძმები არიან? -რაა ძმები? ან ეს საერთოდ რა შუაშია -არვიცი, შეიძლება გავგიჟდე ერთი კვირა გავიდა ამ ამბიდან დედა საავადმყოფოდან გამოწერეს სახლში დაბრუნება არ ისურვა , ამიტომ ყველანი ერთად თბილისში გადმოვედით. ადრე მამა გვარჩენდა ყველას ახლა კი საკუთარი თავის რჩენა თვითონ მოგვიწევს. სამსახური ვიშოვე ერთ-ერთ კომპანიაში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა , ესეც რომ ვიპოვე ძალიან გამიკვირდა. ერთი კვირაა მათე არ მინახავს არც მობილურზე მპასუხობს როგორც ჩემი და ამბობს არც უნივერსიტეტში გამოჩენილა და მის ლექციებსაც სხვა ლექტორი ატარებს. არვიცი რა სჭირს მაგრამ იმედია კარგად არის. ილია ძალიან მეხმარება ჩემს გვერდით არის კი ხანდახან ნერვებს მიშლის მაგრამ რასვიზამთ ასეთია. გავიცანი გოგონა რომელმაც მისი გული დაიპყო , აწუკვე ოფიციალურად მისი საცოლი ლიკა . ძალიან კარგი გოგო აღმოჩნდა ვერ გეტყვით რომ საუკეთესო მეგობრები გავხდით უბრალოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. სამსახური და ვასრულე და სახლში დაბრუნებას ვაპირებდი , ტანისამოსი გამოვიცვალე ჩანთა ავიღე და ლიფტში შევედი, ძალიან გამიკვირდა ლიფტში ჩემთან ერთად ბატონი გიორგიც რომ შემოვიდა. თავი ისე დავიჭირე თითქოს არ ვიცნობდი. ბატონი გიორგი მობილურზე საუბრობდა და დიდად არ მოუქცევია ჩემთვის ყურადღება. -მათე! როგორ არ გესმის , ლიზას თუ არ მოიყვან ცოლად ჩავიძირებით , გავკოტრდებით, მთლი ოჯახი ქუჩაში აღმოვჩნდებით - საუბრობს გაცხარებული , მისი სიტყვებიდან გამომდინარე ვხვდები რომ მათე ეწინააღმდეგება-არ მაინტერესებს, რას ქვია ცოლი არ მყავს და მე მოვიყვანო ცოლად, გაგიჟდი ხომ ? საერთოდ გამოგირეცხეს ტვინი მაგ სვანეთში -ამბობს და მობილურს თიშავს-ბოდიში გოგონა უბრალოდ თავი ვერ შევიკავე -არაუშავს-ვამბობ და ქუდს ვიფარებს თავზე -სადღაც მინახავხარ , ხომ ასეა-მეკითხება და მაკვირდება -არა ნამდვილად გეშლებათ-ვამბობ და ჩემდა სასიხარულოდ ლიფტის კარიც მაშინვე იღება. სულაც არ მინდოდა გაბრაებულ კაცთან საუბარი. შენობიდან გამოვედი და ავტობუსის გაჩერებაზე მივედი, როგორც ყოველთვის ისევ აგვიანებენ. -გოგონა გაგიყვანთ-მესმის ისევ იგივე ბარიტონი -არმინდა მადლობა-ვამბობ მობეზრებული -დამიჯერე არ ინანებ-ეუბნება და თვალს მიკრავს, ამ მოხუც დონჟუანს დამიხედეთ რა -არმინდა, გაუგებრად ვსაუბრობ თუ ასაკის მატებასთან ერთად ყურთასმენა დაკარგეთ და არ გესმით-თავს ვეღარ ვაკონტროლებ -არადა რა კარგათ გავერთობოდით, არიცი რა შანსი დაკარგე , პატარა კახპა-ამბობს და მანქანას წყვეტს ადგილადან მე კი მტოვებს გაბრაზებულს. როგორ მინდა მივახრჩო არადა თავიდან კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა. ავტობუსი მოვიდა როგორც ყოელთვის ხალხით იყო გადაჭედილი. ძლივს ავედი. სახლში გაბრაზებული მივედი არავისთვის არაფერი მითქვამს. ოთახში შევედი ტანისამოსი გამოვიცვალე შხაპი მივიღე პიჟამო მივირგე და მათესთან დავრეკე. გაგიკვირდებათ და მიპასუხა -გისმენთ-მესმის ვიღაც გოგოს ხმა -უკაცრავად შეგიძლიათ მათეს გადასცეთ მობილური-ვამბობ და ვცდილობ ცუდი არაფერი წარმოვიდგინო -შეუძლებელია აბაზანაშია-ამბობს და სიცილის ხმაც მესმის-თუ მნიშვნელოვანი საქმე გაქვს მითხარით და გადავცემ -არა არაფერი, გადაეცი შეუძლია სამუდამოდ დარჩეს სვანეთში , მობილური კიდევ საერთოდ გაიქნიოს მაინც არაფერში სჭირდება -გქონიათ სათქმელი და აბა არაფერიო ? კარგით გადავცემ ნახვამდის -ნახვამდის-ვამბობ და მობილურს ვთიშავ. ისეთი გაბრაზებული ვარ ვინმემ რამე რომ მითხრას ავფეთქდები. არა ასე როგორ შეიძლება, მე აქ თავს ვიკლავ ნერვიულობით რამე ხომ არ დაემართა სად არის, ის კი თურმე სვანეთში დაგულაობს ვიღაც გოგოსთან ერთად. ჯანდაბა აუცილებლად მოვკლავ. არვიცოდი რა გაეკეთებინა როგორმე სხვა რამეზე უნდა მეფიქრა, ჩემს დას ლეპტოპი გამოვართვი და ინტერნეტს ვეწვიე. დავგუგლე ლიზა ბერიძე და ულამაზესი ქალი ვიპოვე. ეს ქალი მე რომ მეტენებოდეს სიყვარულს რას დავეძებ, გავიგე რომ მათეს ძმასთან ერთად ულამაზესი და ყოლია, რომელიც სვანეთში ყოფილა გათხოვილი. უამრავი რამ გავარკვიე მაგრამ ეს არაფერში დამეხმარა. არვიცი როგორ მოვახერხე მაგრამ მაინც მოვახერხე დაძინება. დილა ჩვეული რიტმით დაიწყო. საწოლიდან წამოვდექი , დაილოცოს მაღვიძარა თორემ როდისიყო მე რვაზე ვიღვიძებდი, დილის პროცედურები მალევე მოვითავე და სამსახურში წავედი, ავტობუსში ვიყავი ჩემი მობილური რომ აწკრიალდა, მაშინვე ამოვიცანი მათე რეკავდა მაგრამ მეც იმ ადამიანთა რიგებს მივეკუთვნები ვისაც ავტობუსში საუბარი არ უყვარს ამიტომ გავუთიშე. სამსახურში ლამის დავიგვიანე. დილიდან თვდაუზოგავად ვმუშაობდი. საღამოს ისევ გამოვიცვალე ტანისამოსი და სახლისაკენ მიმავალ გზას ფეხით დავადექი რადგან როგორც აღმოჩნდა ავტობუსზე დამიგვიანებია. -ჩემს ზარებს რატომ არ პასუხობ-მესმის გაბრაზებული მათეს ხმა და ადგილს ვეყინები, წინ გადადგმული ფეხი ჰაერში მიშეშდება -უკაცრავად ვაპირებდი მეც იგივე მეკითხა მაგრამ გუშინ ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღე-ვამბობ და გზას ვაგრძელებ -მოგეწონა ჩემი და -ამბობს და იცინის -მოიცა მე შენს დას ვესაუბრე-ვამბობ და ახლაღა მახსენდება გუშინ წაკითხული სტატია -კი, სვანეთში არ ვაპირებ სამუდამოდ დარჩენას მხოლოდ იმ პირობით შენ თუ გამომყვები და რაც შეეხება მობილურის გადაგდებას ამას მოვიფიქრებ -რატომ არ პასუხობდი ჩემს ზარებს -მობილური გადავაგდე და რანაირად, შენ რატომ არ პასუხბდი -გაბრაზებული ვიყავი-ვამბობ ხელებს ვაჯვარედინებ -ახლაც აბრაზებული ხარ-მეკითხება ჩემთან მოდის და მთელი ძალით მეხუტება -ცოტა-ვეუბნები და ხელებს ვხვევ -ახლა-ამბობს და ტუჩებში მკოცნის -აღარ-ვეუბნები და ვიცინი -აი თურმე რამაკლდა მთელი ამ დროის განმავლობაში, არ გინდა ცოლად გამომყვე-მეკითხება მოულოდნელად -მათე -კაი რამოხდა არგინდა ჩემი ცოლობა -სადაა ბეჭედი? ან მუხლებზე რატომ არ დგახარ? ვერც ცოტა რომანტიკას ვამჩნევ, ამიტომ უარს ვამბობ-ხელებს ვაშვებინებ და მივდივარ -ყოველთვის რატო გარბიხარ ? -იქნებ შენ არ მთხოვ დარჩენას და იმიტომ -გჭირდება? -შეიძლება -მაშინ ახლა გთხოვ , ჩაჯდე მანქანაში მე მიგიყვან სახლამდე -იდიოტო -შენ რა გეგონა დარჩენას გთხოვდი -ჰმ -დარჩენა თუ გინდა თვითონ დარჩები, ჩემი თხოვნით არაფერი შეიცვება. -სადაა მანქანა სახლში მეჩქარება-მანქანაში ვსხდებით და მივდივართ -ანნა ვიცი გაბრაზდები მაგრამ -იწყებს მათე საბარს და ამდროს წკრიალებს ჩემი მობილური მეც ვპასუხობ -გისმენ ილო -ანა სად ხარ -სახლში მივდივარ რახდება -შენი ნახვა მინდა -დღეს ჩვენთან მოდი -კარგი მოვალ -ნახვამდის -ვეუბნები და ვთიშავ -ჯანდაბა-ამბობს მათე და მანქანას ამუხრუჭებს -ახლა რაღა მოხდა -არმომწონს ეგ შენი ილო, არმინდა შენს გვერდით ვხედავდე, არმინდა გესაუბრებოდეს, არმინდა უღიმოდე, არმინდა საერთოდ ერთი ჰაერით სუნთქავდეთ , იმაზეც ნერვები მეშლება ერთ ქალაქში რომ ცხოვრობთ -ამბობს და საჭეს ხელს არტყამს -იცი რომ თინეიჯერი ბიჭივით იქცევი -არმაინტერესებს -ილო ჩემი მეგობარია, სხვათაშორის შენს აქ არყოფნაში მისი საცოლე გავიცანი -ანუ დათანხმდა ის გოგო კარგია მაგრამ მაინც არ მომწონს -მათე უკვე აჭარბებ -კარგი ხო -ამბობს და მანქანას წყვეტს ადგილიდან. სახლამდე მივყავარ და მანქანას კორპუსთან აჩერებს-ასე მგონია რომ გირეკავდა უკვე შენი კორპუსის წინ იდგა-ამბობს მათე როგორც კი ილოს ამჩნევს -კარგი რა. აბა კარგად მე წავედი . ტკბილი დზილი სახლში რომ მიხვალ დამირეკე, და კიდევ იმედია დაგესიზმრები -გადადი სანამ გადავიფიქრე შენი იმ ტიპთან გაშვება -აბა კარგად-ვუბნები ლოყაზე ვკოვნი და მანქანიდან გადავდივარ ილოს მანქანასთან მივდივარ სადაც ის და დედამისი სხედან -ანა მოხვედი შენთან დალაპარაკება მინდა-ილო -არა აჯობებს ყველაფერი ქალბატონი მზიას თანდასწრებით ვთქვათ-ამბობს ქალბატონი დიდნა და მანქანიდან გადმოდის-სახლში ხომ შეგვიპატიჟებ შვილო -რათქმაუნდა წამობრძანდით-სახლში შევედი და დედას დავუძახე სახლში დამხვდა -რახდება ანა რა გაყვირებს-გამოდის ოთახიდან დედა -დე სტუმრები გვყავს , გაიცანი ეს ილოა ეს კი დედამისი ქალბატონი დინა-ვამბობ და დედაჩემის გაფითრებულ სახეს ვუყურებ -ეს ..... მე... შენ აქ რასაკეთებ ? -ამბობს დედა და მერე გონებას კარგავს -დედა რა დაგემართა დე, სასწრაფოში დარეკეთ ვინმემ-ყვირის ლილუ -არაა საჭირო ექიმი ვარ მიმიშვით დივანზე დავაწვინოთ მერე კი ნიშადური მომიტანეთ-გვეუბნება ქალბატონი დინა ჩვენც დაუყოვნებლივ ვასრულებთ მის მითითებას , რამოდენიმე წუთში დედა გონს მოდის -თქვენ ერთმანეთს იცნობთ-ვსვამ საჭირო კითხვას -იმდენად კარგად რომ მეტი არ შეიძლება ის ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარია-ამბობს ქალბატონი დინა და თვალები მიფართოვდება -კიმაგრამ რატომ არ მახსოვხართ -ამას მზიაა მოგიყვება. -დედა ეს რას ნიშნავს რა უნდა მომიყვე-ვეკითხები დედას -დინა რატომ მაინცდამაინც ახლა-ეკითხება დედა -შენი ქმარი გარდაიცვალა , ის ვეღარ შემიშლის ხელს , ვეღარ შემაშინებს ათასნაირი მუქარით -მოდი ახლა არგვინდა -ბოლოსდაბოლოს ვინმე აგვიხსნის რაზე საუბრობთ-ხმას უწევს ლილუ და ჩემს სათქმელსაც ამბობს -მე და და დედაშენი ერთ სოფელში ვცხოვრობდით , ერთად ვიზრდებოდით , სკოლაც ერთად დავასრულეთ გაგიკვირდებათ და ერთად გავიჩინეთ შეყვარებულები . ისო მოხდა რომ მე მომიტაცეს ადრე შევქმენი ოჯახი და ილია გამიჩნდა მაგრამ ჩემი ქმარი მალევე გარდაიცვალა და იძულებული გავხდი მშობლებთან დავბრუნებულიყავი. უკან რომ დავბრუნდი მზია გათხოვლი დამხვდა და იცით ვისი ცოლი იყო ჩემი შეყვარებულის ანუ მამათქვენის. -დინა არ გინდა ახლა არგინდა -ამბობს დედა და ტირილს იწყებს -ხო მამათქვენის. რომ ვკითხე ეს რატომ გააკეთეთ მეთქი ერთმანეთი ძალია გვიყვარდაო ასე მიპასუხა ორივემ. ვერაფერი ვთქვი დედაშენი ლილუზე იყო ორსულად ან რაუნდა მეთქვა. მერე გავიგე რომ ზაზამ მზია მხოლოდ იმის გამო მოიყვანა ცოლად რომ ის ბავშვს ელოდებოდა მისგან. -დინა საკმარისია , აღარ შემიძლია , დავიღალე, ისედაც თავს დამნაშავედ ვგრძნობდი ამ ყველაფრის გამო-დედა -მერე რა მოხდა-ლილუ -მერე არაფერი მე და ილია ჩემი მშობლების სახლში დავსახლდით. დედაშენმა შენზე იმშობიარა, ყველაფერი კარგად მიდიოდა. ამ ამბიდან ორი წელი გავიდა. მზია მეორე ბავშვზე იყო ორსულად. ახალი წლის დღეები იყო , ჩემი მშობლები სახლში არიყვნენ ყველა წავიდა და ილიაც წაიყვანეს. საღამოს კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა , სოფელში ვცხოვრობდი და ცუდს ვერაფერს ვიფიქრებდი ამიტომ კარი უყოყმანოდ გავაღე. ვიღაც კაცები იყვნენ მთვრალები, ვთხოვე, ვეხვეწე ვემუდარე არაფერი დაეშავებინათ ჩემთვის მაგრამ უშედეგოდ. ის დღე შავ ლაქად დააჩნდა ჩემს ცხოვრებას. მერა რამოხდა არ მახსოვს გონს რომ მოვედი საავადმყოფოში ვიყავი. ექიმი შემოვიდა პალატაში და მახარა რომ ორსულად ვიყავი. ეს ამბავი მე ზალიან გამიხარდა მაგრმ ჩემმა მშობლებმა ვერ გადაიტანე და გულის შეტევით გარდაიცვალა ორივე. -კი მაგრამ ეს ამბავი დედასთან რა შუაშია-ვეკითხები მე -მე და მზიას ერთად უნდა გვემშობიარა. ერთ საავადმყოფოში მოგვათავსეს კიდეც. მშობიარობა დამეწყო, ძალიან მძიმე მშობიარობა მქონდა, ექიმებმა ძლივს გადამარჩინეს. მითხრეს რომ გოგონა შემეძინა რომელიც სამწუხაროდ მკვდარი დაიბადა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგან მისი ტირილის ხმა გავიგე სანამ გავითიშებოდი. მზიამაც იმშობიარა , გოგონა ეყოლა ანა დააქვეს, ძალიან გახარებულები იყვნენ. მე კი მარტოდ მარტო დავრჩი ყველაფრის წინააღმდეგ. არმჯეროდა რომ ჩემი გოგონა გარდაიცვალა. არმჯეროდა ეს ყოველივე. ამ ამბის შემდეგ არც ზაზა მინახავს და არც მზია , ისინი აფხაზეთში გადავიდნენ. ზაზა აფხაზი იყო და ეს არ გასჭირვებია. ხუთ წელი ვცდილობდი სიმართლის გარკვევას ხუთი წელი, მაგრამ უშედეგოდ არაფერი გამომდიოდა. ბოლოს საავადმყოფოში მივედი და დავემუქრე რომ თუ სიმართლეს არ მეტყოდნენ პოლიციაში დავრეკავდი და ისინი გამოიძიებდნე ყველაფერს. შეეშინდათ მითხრეს რომ ჩემი გოგონა არ მომკვდარა, მითხრეს რომ საღ-სალამათი დაიბადა. უბრალოდ ბავშვი შემიცვალეს, ისიც გავარკვიე რომ ეს ყველაფერი ზაზამ და მისმა ოჯახმა გააკეთა. აღმოჩნდა რომ მზიას ბავშვი მკვდარი დაიბადა მაგრამ ამას ვერავინ ეტყოდა იმდენად ემოციური იყო იცოდნენ რომ ამ ამბავს ვერ გადაიტანდა, ამიტომ მ ბავშვი წამართვეს ისე რომ არაფერი არ მკითხეს, მე ხომ მარტოსული ვიყავი არავინ მყავდა და ამბის გარკვევასაც არავინ დაიწყებდა.-ამბობს და ცრელმებს იმშრალებს, შოკირებული ვარ ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას ვერა -კი მაგრამ რა გამოდის რომ ანა ჩემი და არ არის-ამბობს შოკირებული ლილუ -ასეა , როგორც კი ეს ამბავი გავიგე მაშინვე დავიწყე თქვნი ძებმა , აფხაზეთშიც კი ვიყავი , მითხრეს რომ პანკისში გადასახლდით იქაც ვიყავი რამოდენიმეჯერ, მაგრამ ვერაფერი მოვახერხე , ვერ დავიბრუნე საკუთარი შვილი, ზაზა ემუქრებოდა , ამბობდა რომ მომკლავდა , ჩემს სიცოცხლეს არაფრად ჩავაგდებდი , ილოს სიცოცხლის ხელყოფითაც იმუქრებოდა. ვერაფერი შევძელი ვერაფერი ვთქვი, მას შემდეგ ყველ წელს სექტემბრის 29 რიცხვში, ჩამოვდიოდი და შორიდან ვუყურებდი გოგონას, რომელიც წამართვეს , გოგონა რომელიც 29 სექტემბერს დაიბადა და ამდღესვე წამართვეს, ვუყურებდი როგორ ირდებოდა , როგორ მშვენდებოდა, ვუყურებდი როგორ ტკიოდა, ვუყურებდი როგორ შრომობდა დღედაღამ დაუღალავად ვუყურებდი როგორ საშინლად ექცეოდა ზაზა, გული მიკვდებოდა მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. ვერ გეტყვით რომ გამიხარდა ზაზას სიკვდილი მაგრამ არც მწყენია -დედა შენ ეს ამბავი იცოდი?-ვეკითხები დედაჩემს -მე... არაფერი ვიცოდი .... კი მაგრამ ეს როგორ-დედაჩემიც ჩვენს მსგავსად გაოცებულია. ვერაფერი გავიგე, უფრო სწორად იმდენი რამ მოვისმინე , რომ ეს ყველაფერი თუ არ გადავხარშე გავგიჟდები -ილო შენ იცოდი ყველაფერი -ვეკითხები მე -კი -მაშინაც იცოდი გუდაურში რომ მიპოვე გათიშული -კი ვიცოდი -რაგამოდის, მე.... -მე შენი ძმა ვარ ანა დინა კი დედაჩვენია-ჩემს სათქმელს ამბობს ილო -ძალიან რთულია, არცკი ვიცი რა გითხრათ, ყველაფერი უნდა გადავარშო თორემ შეიძლება გავგიჟდე-ვამბობ და გარეთ გავდივარ. რამოდენიმე წუთში მთელი ჩემი ცხოვრება თავზე ჩამომექცა. ახლა გაასაგებია რატომ ვეზიზღებოდი მამაჩეს რატომ მექცეოდა ასე ცუდად, ის ხომ ჩემი ბიოლოგიური მამა არიყო. არც ლილუ ყოფილა ჩემი და და არც მზია დედაჩემი, ჯანდაბა ახლა როგორ უნდა მოვიქცე რა უნდა გავაკეთო. ახლა როგორ მოვიქე , რა ვუთხრა ქალს რომმელიც დედაჩემი აღმოჩნდა და რომლის მიმართაც არაფერს ვგრძნობ. ან ილოს როგორ უნდა დავუძახო ძმა. მამა ყველაფერი შენი ბრალია, რა მარტივია არა მკვდარს გადავაბრალოთ ყველაფერი , ის ხომ თავს ვერ დაიცავს. უაზროდ დავიარები ღამის თბილისში და არცკი ვიცი სად მივდივარ, უბრალოდ ახლა რეალობაში დაბრუნება არმინდა , რადგან ის ძალიან არეულია. რთულია ამ ყველაფრის გაცნობიერება. ქუჩაში მივდიოდი უკან მომავალი ორი ტიპი რომ შევნიშნე აშკარად მე მომყვებოდნენ და აშკარად ნასვამები იყვენენ ან უარესი ნარკოტიკით გაჟღენთილები. ნაბიჯს ავუჩქარე , არ მინდოდა შემშინებოდა მაგრამ არ გამომივიდა ძალინ შემეშინდა , გავიქეცი ისინიც გამომყვნენ , საშინელება იყო იმის წარმოდგენაც კი არ მინდა რა მოხდებოდა ილო რომ არ გამოჩენილიყო. -ილო შენ! მადლობა ღმერთს-ვამბობ და შეშინებული მას ვეხუტები -დამშვიდდი ყველაფერი კარგად არის-მეუბნება და თავზე მკოცნის ხო რათქმაუნდა ის ხომ ჩემზე ორი თავით მაღალია -ძალიან შემეშინდა -კარგი , წამოდი სახლში წაგიყვან -მეუბნება და მანქანაში მსვამს-ვიცი ახლა ამის დრო არ არის მაგრამ... -ილო ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე, ყველაფრის გასაცნობიერებლად და გადასახარშად დრო მჭირდება , ახლა მხოლოდ ის ვიცი რომ ვიღაცის სიმთვრალის შედეგი ვარ, ვიღაც არაკაცის ჟინის დაკმაყოფილების შედეგი, ის ვიცი რომ მამას ვეძახდი კაცს რომელმაც დედა და შესანიშნავი ძმა წამართვა. ხოლო დედა საერთოდ არ ყოფილა დედაჩემი. არშემიძლია ეს რეალობა ასე მარტივად მივიღო რთულია ილო. რთულია დედად მივიღო ქალი რომელიც არასდროს მინახავს. რომლის შესახებაც არაფერი ვიცი. მაპატიე ილო შენც ვერ დაგიძახებ ასე მარტივად ძმას ეს უნდა დაიმსახურო. ერთი პლიუსი კი აქვს ამ ამბავს -მათე გადაირევა ხომ -ამბობს ილია და თვითონ იცინის -ძალიან, ისე მართლა რატომ არმოგწონს მათე -რომელს ნორმალურ ადამიანს მოეწონება კაცი რომელიც მისი დის წართმევას უპირებს -ყოველთვის მინდოდა უფროსი ძმა მყოლოდა, რას ვიფიქრებდი ეს სურვილი თუ ამიხდებოდა-ვამბობ და სიცილში ვყვები -იცი როგორ გავხარ დედას, პირველად რომ დაგინახე, ასე მეგონა ახალგაზრდა დედაჩესმს ვხედავდი, მისი ღიმილი მისი თვალები, საუბრის მანერა, იმედია ხასიათით დედას არ დაემსგავსე და ხანდახან გასვანებაც შეგიძლია-ამბობს და თმებს მიჩეჩავს -ბატონო ილია გზას თუ არ შეხედავთ... -კარგი ვუყურებ-ამბობს და იცინის სახლში მალევე მივყავარ. ბინაში შესულს კი ჩემი ოთახის კართან მდგონი ლილუ რომ მხვედა ძალიამ მიკვირს. გაბრაზებულია და მოგკლავო აწერია სახეზე -რამე დავაშავე-ვეკითხები და ორივე ხელს მაღლა ვწევ -ახლა კარგად მომისმინე, არ გეგონოს რომ რაც იმ ქალმა ისაუბრა იმის შემდეგ შენ ჩემი და აღარ იქნები, სამუდამოდ ჩემს დად დარჩები , გასაგებია კარგად დაიმახსოვრე ხშირად იმეორე რომ არ დაგავიწყდეს -მეუბნება და მეხუტება- ძალიან მიყვარხარ საიმისოდ რომ ვიღაცას დავუთმო შენი თავი -ვიცი ლილუ , ასე მარტივად ვერ მმიშორებ თავიდა, დედა როგორ არის -დამამშვიდებლები დავალევინე, ახლა უკეთაა ძლივს ჩაეძინა, ისიც შოკშია -კარგი რას ელოდები შენც დაიძინე ხვალ ლექცია გაქვს დილით -კარგი, ისე ისეთი სიმპათიური ძმა გყავს დემეტრე რომ არა იფიქრებდა ქალი მასზე -ამბობს და ოთახში შედის მეც შევდივარ ცემს ოთხში შხაპს ვიღებ და გაგიკვირდებათ მაგრამ ამდენი ამბის შემდეგ მშვიდად ვიძინებ. მეორე დილით ისევ იგივე საწოლიდან ვდგები დილის პროოცედურებს მალევე ვასრულებ და სამსახურში მივდივარ. მთელი დღე ვცდილობდი ბატონი გიორგისთვის თავი ამერიდებინა მაგრამ როგორც კი მის კაბინეტში დამიბარა მივხვდი რომ ეს მცდელობები უშედეგო იყო -რამდენი გინდა?-მეკითხება კაბინეტში შესვლის თანავე -უკაცრავად -რამდენი გინდა? -ვერ გავიგე? -ასი ? -ეს რამე ხუმრობაა -ათასი ? ათი ათასი , ამაზე მეტს ვერ მიიღებ მეტი მაინც არ ღირხარ -იქნებ ნორმალურად ამიხსნათ რას გულისხმობთ -რამდენი უნდა გადაგიხადო შენთან ერთი ღამე რომ გავატარო, რამდენი ღირხარ-მეკითხება და ტვინში სისხლი მექცევა, ჯანდაბა ამ კაცს უნდა რომ მანამ შემომაკვდეს სანამ მისი დრო მოვა -თქვენ მე ვინ გგონივართ, მე.... -კარგი რა თავს ნუ იფასებ -ახლა კარგად მომისმინეთ, მე თქვენნაირი არ ვარ, არც იმ ქალებისნაირი ვისთანაც ყოველღამე ერთობით, რადგან ფული გაქვთ გგონიათ რომ ყველაფრის ყიდვა შეგიძლიათ? მე ჩემს პატიოსნებას ფულზე არ ვყიდი, ასერომ სჯობია თავი დამანებოთ და ისევ თქვენს კახპებს მიხედოთ,-ვეუბნები და გაბრაზებული გავდივარ გარეთ ფურცელს ვიღებ განცხადებას ვწერ და ისევ კაბინეტში შევდივარ -ვიცოდი რომ გადაიფიქრბდი ჩიტო -ეს განცხადებაა სამსახურიდან წასვლის თაობაზე გთხოვთ ხელი მოაწეროთ -ვეუბნები და კაბინეტიდან გავდივარ , ტანისამოსს ვიცვლი და საერთოდ ვშორდები კომპანიას. სახლში მისვლა არმინდოდა ამიტომ მათესთა წავედი საავადმყოფოში. იქ მისულმა როგორც ყოველთვი დაუკაკუნებლად შევაღე კაბინეტის კარი. თვალები გამიფართოვდა მაგიდაზე მჯდომი ლიზა ბერიძე რომ დავინახე -მათე ვინ არის ეს თავხედი გოგო, დაუკაკუნებლად რომ შემოდის ასეთი ხალიხი უნდა გააგდო სამსახურიდან-ამბობს თავისი წრიპინა ხმით -საყვარელო ამ ქალს არ გამაცნობ-ვეუბნები და კაბინეტის კარებს ვხურავ -გაიცანი ეს ლიზაა -საყვარელო? მათე ვინარის ეს თავხედი გოგო -ქალი რომელიც მიყვარს და ვინც ნამდვილად ატარებს ჩემი ცოლის სტატუსს-ამბობს მათე და ჩემთან მოდის-ხომ კარგი წყვილივართ შეგიძლია მოგვილოცო -რააა? თქვენ ერთად..... კიმაგრამ... ჯანდაბა... -ამბობს და ისე სწრაფად გადის კაბინეტიდან გეგონება მოჩვენება დაენახოსო -მათე კარგი რა ასე პირდაპირ არუნდა გეთქვა ახლა ამან თავს რომ რამე აუტეხოს პოლიციაში სიარულის ნერვები სად მაქვს-ვამბობ და ვეხუტები -აბა აქ რასაკეთებ ხომ უნდა მუშაობდე -მომენატრე და შემოგიარე , როგორც ჩანს არ გაგიხარდა ჩემი დანახვა , მე წავალ-ვამბობ და ვიბუტები -ეს არ მითქვამს. მაგრამ იმდენად ლამაზი ხარ გაბუტულიც რომ კიდევ გავიმეორებდი -იდიოტო -მეც მიყვარხარ -ხო იმის სათქმელად მოვედი რომ დღეს ილოსთან ერთად ვვახშმობ დედამისი უნდა გავიცნო-ვეუბნები და მის შეკრულ წარბებზე მეცინება -ანნა არმინდა იმ მოსიარულე არსებასთან ერთად ივახშმო -რასვიზამთ უკვე შევუთანხმდი, შენ შეგიძლია ლიზასთან ერთად ივახშმო -კარგი მე ლიზასთან ერთად ვივახშმებ მაშინ, მოიცა დავურეკო , სადღაც მქონდა მისი ნომერი -ამბობს და მობილურს იღებს ჯიბიდან -აბა გაბედე და მასთან ერთად ივახშმე , მერე რაც მოხდება მე არ დამაბრალო, რად გინდა ლიზას ნომერი , რატომ გაქვს საერთოდ ტელეფონში? -ვეკითხები და მობილურს ვართმევ , კონტაქტებს ვათვალიერებ და ლიზას ვერსად ვპოულობ -ეჭვიანობაც როგორ გიხდება-ამბობს და იღიმის -ყეყეჩი იდიოტი-ვეუბნები ტელეფონს ვუბრუნებ და კაბინეტიდან გავდივარ , შეტყობინება მომდის მობილურზე -<<ყეყეჩ იდიოტს ძალიან უყვარხარ>> -<<მეც ძალიან მიყვარს ყეყეჩი იდიოტი>> -<<ვისურვებდი ეგ სიტყვები პირადად გეთქვა>> -<<კიდევ რა გინდათ?>> -ცოლად რომ გამომყვე-მესმის მათეს ხმა ზურგსუკან და სხეულში ჟრუანტელი მივლის -მათე ეს რომანტიკული არ არის -ოცდაათი წლის კაცს რომ რომანტუკულობას მთხოვ ეს ნორმალურია ? -მაშინ ის მოიყვანე ცოლად ვინს რომანტიკულობას არ გთხოვს -მართლა , ლიზას გაუხარდება ძალინ -მოგკლავ,-ვეუბნები და მივდივარ ისევ შეტყობინება მომდის და ვიცი რომ მათეა -<<ყვავილები არ მიყვარს ამიტომ ჩემს საფლავთან რომ მოხვალ ორი ბოთლი ლუდი წამოიღე >> -<<შენ დალიე ცეცხლი ნავთი და რაცგინდა ის კიდევ, სადაც ჩახეთქე იქ წაეთრიე, ასეთი ცოლი გინდა შენ თორემ ნამდვილ ლოთად იქცევი ეს ექიმი კაცი >>-ვწერ და მეცინება -<<არა მადლობა ეგეთი იმედია ილია შეხვდება>>-არაფერს ვწერ ვიცი რომ ისევ რამე ცუდს იტყვის მე კი ვერავიტან ძმას თუ გამილანძღავს. სახლში ადრე დავბრუნდი დედა დამხვდა მარტო, ისეთი ჩამუქებული სახე ქონდა, რომ გული მეტკინა , მისი სახის შემხედვარე მომინდა რომ ქალბატონი დინა არასდროს გამოჩენილიყო. -დედა კარგად ხარ-ვეკითხები და მის გვერდით ვჯდები -ჩემი ხომ გჯერა? ანა მიპასუხე ? ხომ გჯერა რომ მე არაფერი ვიცოდი -ამბოს და ტირილს იწყებს -მჯერა დე გეფიცები მჯერა , არიტირო რა, -ზაზას ცოლად იმიტომ გავყევი რომ მითხრა ძალიან მიყვარხარო თავს არ მანებებდა, რასვიფიქრებდი ეს დინაზე შურის საძიებლად თუ გააკეთა, მე ... მე ..მართლა მიყვარდა ზაზა, ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ რამეს თუ გააკეთებდა-ამბობს და ჩემს ხელებს მისსაში იქცევს -ცუდად გახდები დე , არიტირო გთხოვ-ვეუბნები და მეც ცრემლები მომდის -ხომ არ წახვალ ჩვენგან, ხომისევ ჩვენი ანა იქნები, -კი დედა დედაჩემი შენ ხარ და ასე იქნება ყოველთვის-ვეუბნები და ვეხუტები. ცოტა მშვიდდება , ცრემლებს ვწმენდ და სახეს ვუკოცნი-დე დღეს რამე ჭამე , დარწმუნებული ვარ არა მოდი ჩემი საყვარელი ბლინები გავაკეთოთ, თან ლილუსაც უყვარს-ვცდილობ ხასიათზე მოვიყვანო -კარგი გავაკეთოთ-ამბობს და წინსაფარს ირგებს. მოკლედ ორმა ქალმა სამზარეულო გადავატრიალეთ , უგემრიელესი ბლინები დავაცხვეთ , მალე ლილუც მოვიდა -ეე დედა შვილმა მე რატომ მომტეხეთ-ამბობს და ისიც გვიერთდება -რაღაც მინდა მოგიყვე მერე -მეუბნება ჩუმად ლილუ და ქურასთან დგება მოკლედ შესანიშნავად გავატარე დღე ბლინები მივირთვით ვიცინეთ კიდეც დედამ დავიღალე უნდა დავწვეო და თავის ოთახში წავიდა მე და ლილუ კი მართო დავრცით. -რა უნდა გეთქვა?-ვეკითხები ლილუს -დემეტრეს შენ უთხარი რომ შეყვარებული მყავდა-მეუბნება და წარბებს წევს -მთლად ეგრე არ მითქვამს ვუთხარი რომ ვიღაც გიყვარდა, აბა რამეთქვა ლილუს შენ უყვარხარმეთქი -არა, კარგად გითქმია -ამბობს და ეშმაკურად იცინის -რამოხდა აბა მოყევი -მე გეკითხები მათესთან რახდებატქო -ლილუ -კაი ხო დღეს მოვიდა და იცი რამითხრა -ნუ მომკალი გოგო ცნობისმოყვარეობით -თუ ვინმე გიყვარს ჯობია გადაიყვარო , რადგან დღეიდან მარტო ჩემი შეყვარების უფლებას გაძლევო-ამბობს და იცინის -ეგეც გასვანდა , მაგრად უთქვამს , მერე შენ რა უთხარი -ვუთხარი შეუძლებელია ვერ გადავიყვარებ მეთქი და მე შენი ქვეშემრდობი არ ვარ რამე რომ მიბრძანომეთქი , გაბრაზდა კედელს მუშტი დაარტყა და წავიდა -არა რა ეს ძმები როგორ გვანან ერთმანეთს -გამახსენდა მათემაც როგორ დაარტყა კედელს ხელი როცა ვუთხარი რაუფებით იქცეოდა ასე -მოიცა მათეც ეგრე მოიქცა -თითქმის -ვეუბნები და ორივე გულიანად ვიცინით -ძმებო დადეშქელიანებო ცუდათაა თქვენი საქმე , რადგან დებ გვარამიებს თავი შეაყვარეთ-ამბობს ლილუ და იცინის -ჩუმად გოგო დედას გააღვიძებ-ვეუბნები და მკვლავზე ვარტყამ -აქედანვე გაფრთხილებ დედამთილს შენთან წაიყვან საცხოვრებლად-ლილუ -ხო დედამთილ-მამამთილი აშკარად არ მოგვეწონება , უფრო სწორად ჩვენ არ მოვეწონებით მათ -ასეა ეს დიდი პრობლემაა. -კარგი მე უნდა წავიდე ილოს და ქალბატონ დინას უნდა შევხვდე, დედამ რომ მიკითხოს უთხარი სძინავსო, არმინდა გული ეტკინოს -ვეუბნები ტანისამოსს ვიცლი ჩანთას ვიღებ და მივდივარ... **************** ტაქსი გავაჩერე და რესტორნის მისამართი ვუთხარი, მისვლამდე ვცდილობდი აზრები დამელაგებინა მაგრამ არაფერი გამომივიდა, არვიცოდი რაუნდა მეთქვა ქალბატონი დინასთვის, ხო შეიძლება ის ჩემი ბიოლოგიური დედაა შეიძლება მას ჩემი თავი წაართვეს , მაგრამ ეს ჩემს გრძნბებს არ ცვლის, არშემიძლია დედა დავუძახო მხოლოდ იმიტომ რომ გამაჩინა, არვიცი ჩემს ადგილას ვინ როგორ მოიქცეოდა მაგრამ იმედია გამიგებთ. -ანა მიხარია რომ მოხვედი-მეუბნება ილო რესტორანში შესვლისთანავე და ლოყაზე მკოცნის -არვიცი ბოლომდე გახარებული იქნები თუ არა-ვპასუხობ მოკლედ -წამოდი დედა გველოდება-ამბობს ილო და ცოტა არიყს მეხამუშება მისი სიტყვები. მაგიდასთან მივდივარ და ჩემს ადგილს ვიკავებ. -ანა შვილო, ვიცი აქ რის სათქმელადაც მოხვედი, მაგრამ სანამ რამეს იტყვი იქნებ იქამდე მე მომისმინო -იწყებს საუბარს ქალბატონი დინა -რა თქმა უნდა -ვიცი რომ რთულია დედად მიიღო ქალი რომელიც მოულოდნელად არსაიდან გამოჩნდა.ვიცი რომ რთულია მისთვის მითუმეტეს დედის დაძახება, ვიცი შენგან ამას არცუნდა ველოდო, მაგრამ ხომიცი იმედი ყველაზე ბოლოს კვდება, იმედი მაქვს დადგება დღე და შენი ბაგეებიდან წარმოთქმულ ამ სიტყვას გავიგებ. ვიცი რომ დედობა მხოლოდ ბავშვის გაჩენას არ ნიშნავს, შენს შესახებ ბევრი რამე არ ვიცი ამიტომ მინდა ერთი შანსი მომცე, მინდა კარგად გაგიცნო, მინდა შენსცხოვრებაში მეც ვიყო , მინდა რომ თუ დედაშვილური ურთიერთობა არა , მეგობრული მაინც ჩამოგვიყალიბდეს, უბრალოდ გთხოვ , ერთი ხელის მოსმით ნუ ამომშლი შენი ცხოვრებიდან, ნუ წამართმევ შენი ყურების ბედნიერებას, -არვიცი რა გითხრათ, მართლაც ძნელია ჩემთვის ჯერ ამყველაფრის გაანალიზება მერე კი შეგუება, ცხოვრება ერთ წამში თავდაყირა დამიდგა, თურმე ამდენი ხანი ტყუილში ვცხოვრობდი, დავკარგე მამა, რომელიც საშინლად მოგექცათ, რომლის საქციელის პატიბაც შეუძლებელია, მაგრამ ის აქ აღარ არის და თავს ვერ გაიმართლებს. ლამის დედაც მომიკვდა , ხო დედა, შეიძლება გული გატკინოთ ჩემმა სიტყვებმა მაგრამ რაცარუნდა მოხდეს მზია ყოველთვის დედაჩემი იქნება, ზაზა რაცარუნდა ცუდად მომქცეოდა მაინც ძალიან მიყვარს და ყოველთვის მამაჩემი იქნება, ძალიან მიჭირს არვიცი როგორ მოვიქცე, არმინდა იმ რეალობის მიღება რომელსაც თქვენ მთავაზობთ, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არ არის დამოკიდებული, ვერ დაგპირდებით რომ დედას დაგიძახებთ და მასსავით შეგიყვარებთ , ვერდაგპირდებით რომ თქვენთვის სამაგალითო შვილი ვიქნები. უბრალოდ გპირდებით რომ ჩემი ცხოვრებიდან წასვლის უფლებას არ მოგცემთ. -ანა ... -ილო ვიცი ჩემი სიტყვები არ მოგწონს მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, არშემილია სახეზე ნიღაბი ავიკრა და ბედნიერი შვილის როლი ვითამაშო, რომელსაც ძალიან გაუხარდა ბიოლოგიური დედის გამოჩენა. მაგრამ შენი არსებობა ძალიან ახარებს. ყოველთვის მინდოდა უფროსი ძმა მყოლოდა ეს ჩემი ოცნება იყო, მიხარია რომ შენი სახით ეს ოცნება უკვე ამიხდა . ხო და კიდევ არმინდა მკაცრი და ჩხუბისთავი ძმა მყავსდეს -კარგით შვილებო მე წავალ და ტქვენ გააგრძელეთ ხელს აღარ შეგიშლით-ამბობს ქალბატონი დინა და გასასვლელისკენ მიდის -ერთი წუთით -ვამბობბ და მასთან მივდივარ-თქვენვე მთხოვეთ და მეც დაგპირდით რომ ჩემი ცხოვრებიდან წასვის საშუალებას არ მოგცემთ. ვიცი ჩემი სიტყვები გეტკინათ მაგრამ სხვააირად არ შემეძლო. მინდა კარგად გაგიცნოთ, მინდა თქვენს შესახებ ყველაფერი გავიგო, მინდა სურვილი გამიჩნდეს რომ ერთის ნაცვლად ორი დედა მყავდეს , ახლა თუ წახვალთ, ახლა თუ გაიქცევით და არ მომცეთ ამის საშუალებას მომავალში ძალიან გაგვიჭირდება, მე და ილო აქ ვართ მედია თქვენც ჩვენთან იქნებით -მე მართლა ძალიან ვწუხვარ ყველაფრის გამო, მაპატიე, უჩემოდ გატარებული ყველა დღე მაპატიე, ყველა დაღვრილი ცრემლი, დამსხვრეული ოცნება მაპატიე, მაპატიე რომ არმომეცა საშუალება შენთვის დედობა გამეწია, მაპატიე რომ ახალდაბადებული ხელშიც კი ვერ აგიყვანე, მაპტიე რომ ისე წამართვეს შენითვი შენი სურნელიც კი ვერ შევიგრძენი, მაპატიე რომ ერთხელაც ვერ მოვახერე შენთვის შვილი დამეძახა, მაპატიე რომ შენთვის სახელის შერჩევის ბედნიერება წამართვეს, მაპატიე რომ ვერ ვნახე როგორ აიდგი ფეხი, ვერ ვნახე როგორ დაეცი პირველად, როგორ თქვი პირველი სიტყვები, მაპატიე რომ ამდენი ხანი დედას სხვა ქალს ეძახდი, მაპატიე რომ ვერ შევძელი დედობა დამემსახურებინა, მაპატიე რომ ერთხელაც ვერ მოვახერხე შენთვის ძილისწინ შუბლზე მეკოცნა და ტკბილი ძილი მესურვებინა-ამ სიტყვება შემძრა, ჩემს წინ იდგა დედა ნიღბის გარეშე, რეალური გრძნობებით, დედა რომელიც მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებდა , დედა რომელსაც იმედიც დაკარგვოდა და ერთადერთ დარჩენილ ხავსს ჩასჭიდებოდა. გავიყინე , აზრების დალაგება მიჭირდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გრძნობების ქარიშხალში მოვყევი, გაახსენდა ბავშვობა და ის ტკივილი რაც მას ახლდა თან, გამახსენდა დამსხვრეული ოცნებები და მისგან დარჩენილი სიცარიელე, ეს ყოველივე კი თითქოს ხელს მიშლიდა ახალი რეალობის მიღებაში. -არ შემიძლია. ვერ გაპატიებთ, რადგან ბრალი არ მიგიძღვით ჩემს წინაშე. ვერ გაპატიებთ რადგა დედები შვილებს პატიებას არუნდათხოვდნენ. ვერ გაპატიებთ რადგან საპატიებელი არაფერი გაქვთ-ვეუბნები და თვალებდან ცრემლებს ვწმმენდ -შეიძლება ჩაგეხუტოთ-საუბარში ერევა ილო -მოდი-ვამბობთ ორივე ერთად იოც მაშინვე გვიქცევს ორივეს მის მკლავებში რესტორნიდან მალევე დავბრუნდი სახლამდე ილომ მომაცილა სახლში მისულმა კი უბრალოდ დავიძინე , არაფერის თავი არ მქონდა , ემოციებისაგან საკმარისად დავიცალე მემგონი ზედმეტიც მომივიდა. დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. ძლის ავდექი საწოლიდან და წამლბის ყუთს დავუწყე ძებნა, მალევე ვიპოვე გმაყუჩებელი დავლიე და დაველოდე როდის იოქმედებდა. მერე კი შხაპი მივიღე და გარეთ გავედი ლილუ უკვე მზად იყო ჩაის სვამდა და წასვლას აპირებდა -გუშინ რა მოხდა?-ლილუ -არაფერი გადავწყვიტეთ ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო და მერე მიგვეღო საბოლოო გადაწყვეტილება -კარგია, -რაღაც უნდა გთხოვო -რახდება? -შეგიძლია ილოს სთხოვო დღეს უნივერსიტეტში მომაკითხოს-ლილუ -კარგი რა მათეს ისედაც არ მოსწონს ილო ახლა გინდა დემეტრეც გადაკიდო -აზრადაც არ გამივლია უბრალობ...... მე . -ხო რა უბრალოდ შენ? -კარგი ხო , მერე რა იეჭვიანს ცოტა არაფერი დაშავდება -მე მაგას არ გირჩევდი, ზოადად მამაკაცების გაბრაებაა კარგი არააა, და შენ რომ გიცნობ გაბრაზებას არ დაჯერდები -ვეცდები სხვა ფაზაში არ გადავიდეს -ხო აბა ეჭვიც არ მეპარება -კარგი დაურეკე და რასიტყვის გამაგებინე ახლა უნდა წავიდე , ხო მართლა დილით დედა სოფლში გაემგზავრა მამათქვენის საფლავი მინდა ვნახოო -კიმარამ მარტო რატომ გაუშვი? -არმოისურვა ჩვენი წაყვანა , მარტო უნდა ვესაუბროო -კარგი რა -ვაიმე მე რა გამეკეთებინა -კარგი ხო წადი თორემ დაგაგვიანდება ლილუ მიდიდ მე კიდევ ილიასთან ვრეკავ და ლილუს გეგმაზე ვეუბნები ვერ გეტყვით მაშინვე დამთანხმდა თქო მაგრამ უარიც არუთქვამს -შენ რა გინდა მთელი დადეშქელიანების საგვარეულო გადამკიდოთ-ილო -კარგი რა მხოლოდ უნდა მიაკითხო და სახლში წამოიყვანო, საკუთარი დის წამოყვანა დანაშაულია?-არ ვნებდები მე -და მისმა ჯერჯერობით პოტენციურმა პრინცმა თუ იცის მისი ძმა რომ ვარ ?-ილო -არა -მეც მაგას ვამბობ თანაც არმინდა ტყუილად შემომელახოს ჩემის დის მაზლი -თუ გეშინია რომ იქით შემოელახები შენი დის მაზლს -ნუ ცდილობ მანიპულირებას -კარი რა ჩემი ხათრით -ჯანდაბას მაგრამ ამერთხელ -თუ გადარჩი ლილუს გამოყევი რაიმე ტკბილეულობაც გამოაყოლე -კიდევ რას ინებებთ -მოვიფიქრებ და დაგირეკავ, აბა კარგად - ვეუბნები და მობილურს ვთიშავ. დედას წასვლამ ძალიან დამამწუხრა , ვფიქრობ რომ მარტო არუნდა წასულიყო, ჯერ კიდევ არ გამოჯამრთელებული, მეშინია რაე არ აუტეოს საკუთარ თავს. რატო მოინდომა მამას საფლავზე წასვლა? არვიცი ნამდვილდ არვიცი. ბოლოს ფიქრისაგა თავბრუ რომ დამესხა მერე ავიღე მობილური და მათესთან დავრეკე. სამწუხაროდ აბონენტს დროებით ვერ დავუკავშირდი რადგან ან ოპერაციაზე იმყოფებოდა ანკიდევ ლექციაზე ანაც გასული იყო მომსახურების ზონიდან ანუ სვანეთში. რადგან საქმე არაფერი მქონდა დამათეც მობილურს არ პასუხობდა გადავწყვიტე ნამცხვარი გამომეცხო "მადამ ბოვარი" გაგიგიათ ალბათ უგერიელესი გამომივიდა უნდა ვაღიარო რომ ბევრიც ვიწვალე. მალე ჩემი და და ილო დაბრუნდნე მათი სიცილი სადარბაზოდანაც კი ისმოდა -დაინახე რასახე ქონდა -ლილუ -ვიფიქრე სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ვითვლიდი-ამბობს ილო და ორივე გულიანად იცინს -არა რა ნამდვილი მსახიობი ვარ თეატრის სცენაზე უნდა ვიდგე-ლილუ -ხო აბა ისე ჩამეხუტე თავი ბრაზილიურ სერიალში მეგონა, ისეთი შერძნება მქონდა მალე მეტყოდი ილო მე დედაშენი ვარ-ამბობს და ამაზე მეც გულიანად მეცინება -აბა ვინმე ნორმალურად მოყვება რა მოხდა-ვეუბნები და ნამცხვრით ხელში გავდივარ სამზარეულოდან -კინაღამ ბომბი აფეტქდა უნივერსიტეტის ეზოში-ილო -მთლად ეგრეც არიყო ნუ აზვიადებ-ლილუ -მოიცა სიბრაზისგან ისე გაწითლდა ვიფიქრეეე ერიჰა დროა თავსვუშველოთქო-ილო -კარგი რა -ნახეთ მალე სახლში დამადგება და დამიწყებს საქმის გარჩევას-ილო -იწინასწარმეტყველა დიდმა ვანგამ თვით ილია ტვილდიანმა -ლილუ -ნუ დამცინი , უბრალოდ რაციქნება იმას ვამბობ, და კიდევ ილუშას თუ მეორედ დამიძახებ წავალ და დემეტრეს ყველაფერს მოვუყვები -რა ილუშა? - უნივერსიტეტის კარებიდან რომ დამინახა და ყვავის ხმით დაიწყო ამ სახელის ჩხავილი მეორედ ნამდვილად არმინდა ვიმემ დამიძახოს შეიძლება ჩემმა სათუთმა სმენის ორგანოებმა ანუ ყურებმა ვერ ადაიტანონ , ანუ დაფის აპკი გასკდეს -მაგით რისი თქმა გინდა-ლილუ -ანუ არ დავყრუვდეთქო , სამედიცინო ენით გიხსნი მეგონა უკეთ გაიგებდი-ილო -თუ ჩემს ხმას დასცინოდი -ერთი გასროლით ორი კურდღელი მოვკალი ბოდიში სამი დემეტრე დამავიწყდა-ამბობს და იცინის მკლედ მთელი დღე იმაზე სიცილში გავატარეთ თუ რა სახე ქონდა დემეტრეს , როგორი კარგი მსახიობი იყო ჩვენი ლილუ და როგორ ჩავაგდეთ ორმა ქალმა სათუთუ ყურთასმენის მქონე ჯენტლმენის სიცოცხლე საფრთხეში. საღამოს დედას დავურეკეთ, გვითხრა რომ კარად იყო და არაფერზე გვენერვიულა. მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობდი. მარტო იყო წასული და კაცმა არიცის ამამბების შემდეგ რა უტრიალებს გონებაში, არმინდა ცუდად გახდეს არმინდა რამე დაემართოს . ისედაც ბევრი ცუდი რა მოხდა დროა ჩემს ცხოვრებაშიც გამოიდაროს. დაძინება ვერ შევძელი მათე ისევ არ პასუხობდა მობილურს დემეტრესთან ვცადე დაკავშირება მაგრამ უშედეგოდ. ვნერვიულობდი , მისი ხმის გაგომენა მინდოდა მხოლოდ ესეც მეყოფოდა დასამშვიდებლად და ტკბილად დაძინებასაც შევძლებდი. როგორც ჩანს ლილუც ჩემს დღეში იყო, ჩემს ოთახში შემოვიდა და გვერდით მომიწვა ბევრ რამეზე ვიისაუბრეთ, თითქოს ეს ღამის საუბრები ერთგვარ ტრადიციად გვექცა -შენიაზრით დღეს ზედმეტი მომივიდა?-მეკითხება შეფიქრიანებული -არვიცი მაგრამ ერთს გეტყვი, დემეტრე ცეცხლს გავს , რომელიც გათბობს მარამ თუ გამძვინვარდა ირგვლივ ყველას და ყველაფერს გაანადგურებს არმინდა შენი საქციელის გამო ამ ცეცხლში დაიწვა -მიყვარს ცეცხლთან თამაში -არასოდეს შეეიცვლები არა? -არა -ხოდა ძალიანაც კარგი , მე არ მაწუხებს შენი ხასიათი დემეტრემ იჩივლოს მთელი სიცოცხლე მოუწევს შენი ატანა -ხო მართლა შეგიძლია მათეს დაურეკო და დემეტრეს შესახებ კითხო მობილურს არ პასუხობს და ვნერვიულობ -შეუძლებელია არც მათე პასუხობს -საიტერესოა რა საქმე გამოუჩნდა ორივეს ერთდროულად -არვიცი -ყველაფერზე ერთი პასუხი რატომ გაქვს -არვიცი -გაჩუმდი თორემ ვიჩხუბებთ -კარგი -ნეტა სადარიან?-ორივეს ამ ფიქრებში ჩაგვეძინა დილით ლილუ უნივერსიტეტში წავიდა მე კი საავადმყოფოში. იქ მისულს დაუკაკუნებლად კაბინეტში შესვლა არ მინდოდა იქნებ პაციენტი ყოლოდა . ამიტომ ექთანს ვთხოვე ეცნობებინა რომ მოვედი. რამოდენიმე წუთში უკან დაბრუნნებულმა ექთანმა კი მითხრა რომ მათეს ჩემი ნახვა არ უნდოდა , ეს რამე ახალია. ექთნისთვის არაფერი მითქვამს ისე შევაჭერი კაბინეში -რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რას ნიშნავს ჩემი ნახვა არ გინდა?-ვცდილობ ხმა ვაკონტროლო და ყვირილი არ დავიწყო -იმას რასაც ზოგადად ეს სიტყვები გულისხმობს -ამბობს ძალიან მშვიდად -და მაინც ვერამიხსნი რა დავაშავე -ხმაში სასოწაკვეთა მიკრთება -დაფიქრდით ქალბატონო ანა იქნებ რამე გაგახსენდეთ-ჩემსკენ არც კი იხედება ეს კი მაშინებს -კიმაგრამ რადავაშავე -რაღაც დამიმალე, ყველაფერს მიმალავ, არაფერს მიყვები შენი ცხოვრების შესახებ. მაინტერესებს შენს ცხოვრებაში რა ადგილი მიჭირავს?-მეკითხება და ახლაღა მიყურებს -მათე მე.. -შეგიძლია კითხვაზე მიპასუხო? რა ადგილი მიჭირავს შენ ცხოვრებაში? ვინ ვარ მე შენთვის?-ამბობს და სავარძლიდან დგება ხელებით კი მაგიდას ეყდრნობა -მათე ხომიცი რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, ხო ძალიან მნიშვნელოვანიც კი, შენი არსებობა სძენს ჩემს არსებობას აზრს, შენხარ ნათელი სხივი ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ყველა ამოსუნთქვა ხარ, ჩემი წარსულიც შენ ხარ აწმყოც და მომავალიც, ჩემი ცხოვრება ხარ. მიყვარხარ მათე-ვამბობ და თვალებიდან ცრემლები იწყებს დენას მათეს ურეაქციოს სახეს შევცქერი მის გაიყინულ მზერას და ვერ ვხვდები რა მოხდა -მე კი ვფიქრობ რომ შენთვის უბრალოდ კარგი ნაცნობი ვარ-ამბობს დიდი ხნის დუმილის შემდეგ -ასე გგონია მაშინ ყველაზე სულელი ადამიანი ხარ ვისაც კი შევხვედრივარ -ვეუბნებუ გულმოსული -ანუ გინდა თქვა რომ არაფერს მიმალავ? -არა-ვეუბნები და თავს ვხრი ვერ ვეტყოდი რომ ილო ჩემი ძმა იყო ამით ლილუ დაზარალდებოდა თანაც არამგონია ესყოფილიყო მიზეზი -კარგი მაშინ არაფერი მაქვს სათქმელი შეგიძლია წახვიდე-ამბობს და თავს ხრის -კიმაგრამ მათე -გადი ჩემი კაბინეტიდან-ბრაზი ერევა ხმაში -მე.. -ნუ მაიძულებ ძალით გაგიყვანო -ის მაინც მითხარი რადავაშავე? ასეთი რატომ გახდი? ასე ცივად რატომ მიყურებ? -ამის დედაც გადი ჩემი კაბინეტიდან-უცებ ჭექა-ქუხილივით გაისმა მათეს ხმა. არაფერი მითქვამს , უსიტყვოდ დავტოვე კაბინეტი. არვიცი რა მოხდა. არვიცი მათე ასე ძალიან რამ გააბრაზა. ნუთუ მიზეზი ილიააა. ნუთუ მხოლოდ იმის გამო ქონდა ასეთი მძაფრი რეაქცია რომ ეს ამბავი დავუმალე არ ვუთხარი რომ ილია ჩემი ძმა იყო. გული საშინლად მეტკინა მივაბიჯებდი საავადმყოფოს დერეფანში და ვცდილობდი არ მეტირა რაც შეუძლებელი აღმოჩნდა , ცრემლები ჩემს დაუკითხავად იკვლევდნენ გზას. ძნელია შეეგუო ასეთ მწარე რალობას მაგრამ გიწევს რადგან აცნობიერებ რომ იმ რეალობაში რომელშიც შენ გინდა ყოფნა არავის სჭირდები. ჩემს შემთხვევაშიც ასე აღმოჩნდა. საავადმყოფოდან გავედი და სახლში დავბრუნდი, ოთახში ჩავიკეტე და საღამომდე არ გამოვსულვარ, მახსენდებოდა მათეს ცივი გამოხედვა და დული მეყინებოდა , ნუთუ მართლა ისე ვიქცეოდი რომ მათე ჩემს გრძნობებს ვერ ხედავდა. ვიცოდი რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა , უნდა დამეჯერებინა ილოს სიტყვები. იცით არ ვნანობ, არ ვნანობ რომ მათე შემიყვარდა, რადგან მისით გავიგე რა იყო სიყვარული, მასთან ერთად ბედნიერი ვიყავი. ალბათ ასე იყო საჭირო ვამბობ და ილოს ვურეკავ -გისმენ დაო -ილო სვანეთში როდის მიდიხართ-ვეკითხები მე -ხვალ დილით -შეგიძლიათ მეც გამომიაროთ მეც მინდა წამოსვლა -რათქმაუნდა, ძალიან მიხარია რომ მოდიხარ-ამბობს აჟიტირებული-დილით გამოგივლი მზადიყავი -მეუბნება და მობილურს თიშავს. ბარგი მალევე ჩავალაგე ისე მინდოდა აქაურობას მოვშორებოდი როგორც არასდროს, თითქოს აქ უკვე სული მეხუთებოდა. არ მიძინია მთელი ღამე თეთრად გავათენე დილით კი ილოს გავყევი სვანეთში. სვანეთში ერთი თვე გავატარე, მიუხედავად იმისა რო გული ძალიან მტკიოდა და მათე საშინლად მენატრებოდა ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის. კარგად გავიცანი ქალბატონი დინა რომელმაც ჩემს გულში დაიდო ბინა, ილო კი უფრო შემიყვარდა მას უკვე ძმასაც ვეძახდი. ლილუ მენატრებოდა მინდოდა ისიც და დედაც ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ მაგრამ ვიცი ეს შეუძლებელია. ერთი თვე სვანეთში უამრავიი რამ ვნახე, მათშორის უშგული, სიყვარულის კოშკი, ლამარია. ცხენზეც პირველად დავჯექი, საბაგიროზეც მოკლედ ძალიან კარგი დრო გავატარე. ერთის თვის შემდეგ კი დავუბრუნდი რეალობას ანუ თბილისს. თბილისში დაბრუნების მეორე დღეს გავიგე რომ მათეს ლიზა მოყავდა ცოლად ქორწილი კი ერთ კვირაში შედგებოდა. ასევე გავიგე რომ როგორც იქნა ლილუ და დემეტრე ერთად არიან. დედა თბილისში დაბრუნდა ისევ არადა მეგონა ვერ შეელეოდა მის სოფელს, მაგრამ შვცდი. მოკლედ გული სიხარულითაც მევსებოდა და ტკივილითაც. -ანა სად დაფრინავ-მესმის ლილუს ხმა -ლილუ , არაფერი რაღაცაზე ვფიქობდი-ვამბობ და სავარძლიდან ვდები -შენ რატო ჩამოგტირის სახე -დემეტრეს ვუთხარი რომ ილია შენი ძმა იყო მერე გაბრაზდა და მოკლედ დაიკიდე-ამბობს და ხელს იქნევს -კარგი რა მერე შემოირიგე მაგისგამო ხომარუნდა დაშორდეთ -არა რათქმაუნდა გადაუვლის გაბრაზება და დამირეკავს, -იმედია ეგრე იქნება. -ანა რა მოხდა შენსა და მათეს შორის, რატომ არაფერს მიყვები -მეც არ ვიცი და რა მოგიყვე , არვიცი რა მოუვუდა მათეს , მარტო ის მითხრა რომ არაფერს ვეუბნებოდო რომ არ ვენდობოდი და ჩემთვის უბრალოდ კარგი ნაცნობი იყო -და შენიაზრით მათე იმდენად იდიოტია რომ შენსმიერ ჩამოთვლილი მიზეზების გამო დაგშორებოდა და ლიზას ცოლად მოყვანას ადაწყვეტდა -არვიცი, ეს თუ არა მაშინ რა უნდა იყოს მიზეზი -მე უნდა გავარკვიო? შენსადგილას მათეს სადმე შორს წავიყვანდი და ყველაფერზე დაველაპარაკებოდი სანამ გვიან არ არის ლილუს ნათქვამი მართლაც დამიჯდა ჭკუაში, შეიძლება ცუდად ვიქცევი მაგრამ სხვა გზა არ არის რამე უნდა მოვიფიქრო, მაგრამ ჩემს ნაოჭებიან ტვინს მეტი არ შეუძლია ... ***************** ორდღიანი ფიქრის შედეგად მოვიფიქრე ის რასაც ჩემი ძალებით მოვახერხებდი ... მობილური ავიღე მათეს ნომერი ავკრიფე და მასთან დავრეკე... ეს პროცედურა 15-ჯერ მაინც გავიმეორე, მეთექვსმეტედ კი გამიმართლა. -რახდება -მესმის მათეს გაბზარული ხმა და ტანში ჟრუანტელი მივლის, ღმერთო როგორ მომნატრებია, რამოდენიმე წუთი ჩუმად ვიყავი მის სუნთქვას ვუსმენდი და გული მეყინებოდა- არიტყვი რამოხდა? -მე შენთან საუბარი მინდა -ვამბობ და ახლაღა ვამჩნევ რომ ხმა მიკანკალებს -ახლა ძალიან დაგვიანებულია -გვიანი არასდროსააა, ეს შენგანვე გამიგონია -და რაუნდა მითხრა -უბრალოდ შემხვდი ბოლოჯერ , უკანასკნელად მომისმინე და მერე რაც გინდა ის გააკეთე თუგინდა წადი -მე არვიცი, -გთხოვ -კარგი... -მისამართს მოგწერ -მეუბნება და ყურმილს კიდებს ვემზადები და იმ მისამართზე ივდივარ რომელიც გამომიგზავნა აღმოჩნდა რომ ქალაქ გარეთ იყო პატარა ქოხი მთლიანად ტყეში ჩაფლული.. იქ მისულს მათე უკვე იქ დამხვდა. მდენი ხნის შემდე პირველად დავინახე მონატრებაამ ერთიანად იფეთქა ჩემში იმდენად მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი რომ მეონა მოვკვდებოდი, მაგრამ ეს მაინც ვერ გავაკეთე, ვხედავდი , ჩემთან ალიან ახლოს იყო და თან ძალიან შორის , ახლოსიყო მესმოდა მისი სუნთქვა მაგრამ ვერ ვეხებოდი მისი სურნელით ვერ ვივსებდი ფილტვებს რადგას ის ჩემი აღარიყო მასუკვე სხვისი კაცი ერქვა... -რატომ დამიბარე-მეკითხება გაბზარული ხმიტ და ვხვდები რომ ისიც ზუსტად იგივეს განიცდის რასაც მე , მასაც ისფიქრები არასვენებს რაც მე - მინდა გავიგო რამხდა რატომ ამომშალე შენი ცოვრებიდან -შენ მამაჩემის საყვარელი იყავი -ღმერთო ჩემო ეს ასე არაა ხომ შ გავარკვიერთ ესამბავი არა -მაშინ მამაჩემის კომპანიაში რატომ მუშაობდი , რატომ გირიცხავდა ანგარიშზე სოლიდურ თანხას, დღემდე მის კომპანიაში მუშაობ -რააა ,, ღმერთო ჩემო სამსახური რომ დავიწყე სულ არვიცოდი მამაშენის კომპანია რომ იყო , რომ გავიგე მაშინვე დავწერე წამოსვლის განცხადება და მას შემდეგ კომპანიაში არც კი მივსულვარ -საბუთები ?, მეც დაგინახე მამაჩემის კომპანიასთან მარამ ამას ვერ ვიფიქრებდი -მათე შენ რომ ჩამოხვედი სწორედ მაგ დღეს წამოვედი სამსახურიდან, მამაშენმა შემომთავაზა მისი საყვარელი ვყოფილიყავი მაგრამ მე უარი ვუთხარი .... არაფერი დამიმალავს შენთვის ... მხოლოდ ის დაგიმალე რომ ილია ჩემი ძმა იყო , მაგრამ გფიცები ამის თქმას ვაპირებდი ... მინდოდა მეთქვა შენთვის მამაშენის საქციელი მარამ ვერ გავბედე არმინდოდა უთანხმოება ჩამოვარდნილიყო თქვენს შორის, არმინდოადა ისედაც აფუწებული ურთიერთობა საერთოდ გამეფუჭებინა, სხვა განძრახვა არ მქონია, ვიცი გრძნობების გამოხატვა არ შემიძლია , ვიცი აქამდეც ცუდად ვიქცეოდი მარრამ მე ძალიან მიყვარხარ... შენი დაკარვა არ მინდა-ვეუბნები მასთან მივდივარ და ვეხუტები თავს მის ყელში ვრგავ და ფილტვებს მისი სურნელით ვივსებ -ანნა.... -არშემიძლია გესმის, შენი ჩახუტების გარეშე ვერ გავძლებ, შენი სუნთქვა რომ მესმის ვმშვიდდები, შენი სურნელი ჩემთვის დამამშვიდებელივით მოქმედებს, შენს მკლავებში თავი დაუმარცხებელი მგონია, მგონია მთელს სამყაროს დავამარცხებ... შენი სიყვარულის გარეშე არავინ ვარ გესმის, შენს გარეშე ცარიელი სხეული ვარ გულის გარეშე, გული დიდი ხნის ძინ შენ მოგიძღვენი , შენსარეშე გატარებული ყოველი დღე ჩემთვის სასჯელზე უარესი იყო, ძალიამ მტკიოდა , მარტო გული არა სული მტკიოდა, გთხოვ დამიჯერე , მამაშენის საყვარელი არასდროს ვყოფილვარ, არც არასდროს ვიქნები, მხოლოდ შენ მიყვარხარ, არმინდა უშენოდ ვიცხოვრო , ასეთი რეალობისთვის ნუ გამიმეტებ-ვტირი მთელი გულით , თვალებიდან ცრემლებ ღაპა-ღუპით მომდის მაგრამ ვერ ვჩერდები , ისეთი შერძნება მაქვს გული ამომივარდება-მაპატი გთხოვ ყველა ჩემი სულელური საქციელი. ისე გავიზარდე არავისთვის მიმიცია ჩემი გულის კარის გაღების უფლება, ეს მხოლოდ შენ მოახერხე , ჩემზე არიყო დამოკიდებული , გულმა შენ აგირჩია და მე წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, სიმართლე გითხრა არც მინდოდა წინააღმდეგობის გაწწევა, ცხოვრებაში პირველად გულს მოვუსმინე, გულს დავუჯერე ნუ გამიხდი ამას სანანებელს - აშკარად გონიერი გული გქონია-ამბობს და აქამდე უმოძრაოდ გაჩერებულ ხელებს მთელი ძალით მხვევს -რა თქვი ? - შენი გული გონიერიამეთქი, არასოდეს ცდება -ანუ -მიყვარხარ , საკუთარ თავზე მეტად , ყველაზე და ყველაფერე მეტად, ჩემი ყოველი ამოსუნთქვა ხარ, ჩემი გული ხარ წუთში 60-ჯერ ამ მეტჯერ რომ ფეთქავს, ჩემი სულის ნაწილი ხარ, აქამდე სადიყავი ,,, აქამდე რატომ არ მომიყევი ეს ყველაფერი. ამდენ დროს არ დავკარგავდით, შენთან გატარებული ყოველი წამი მნიშვნელოვანია ჩემთვის, გპირდები ყველაფერს გავაკეთებ დაკარგული დროის ასანაზღაურებლად, გპირდები შენს პატარა პლანეტას პატარა სამყაროს გავაფერადებ.. მიყვარხარ -სამუდამოდ -გონიერ გულში ხოო ? -ნუ დამცინი -არ დაგცინი -მაშინ მეც მიყვარხარ -ვიცოდი -ყეყეჩი -მომენატრე , ძალიან მაკლდა შენი ბავშვური ხასიათი შენი გამოხტომები შენი გაბრაზებაც კი. -იდიოტო , ყველაფერი მაშინვე გეთქვა და არაფერიც არმოხდებოდა, მაგრამ რომ გასვანდები მერე არაფერი გშველის -მადლობა -ახლა რა იქნება -გაგრძელება იქედან სადაც გავჩერდით -უსასრულობამდე -უსასრულობამდე. ********************************* არვიცი როგორი გამომივიდ ... იმედია მოგეწონებათ.... ბოდიში შეცდომებისათვი და მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს :):) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.