არ დამივიწყო /თავი3/
-ნახე შენი ბიჭი!-ნიკისკენ მიმანიშნა სარამ. -როდიდან გახდა ჩემი ბიჭი? -შეიძლება გოგოებისთვის სასაცილოა,მაგრამ მე საერთოდ არ გამეცინა!-თქვა მიკიმ. -მეც გოგო ვარ,მაგრამ არ გამეცინა სარა! -ვიხუმრე რა მოხდა!-ნაწყენი ხმით თქვა. -იცით რა მაინტერესებს?-ლუის შევხედე-რატომ არ გევასებათ ეს ტიპი?!ჩვეულებრივი ბიჭია და მემგონი არაფერი დაუშავებია.როდესაც მასზე ლაპარაკობთ სახე გეცვლებათ და მგონია, რომ... -აღარ გააგრძელო,-საუბარში მიკი ჩამეჭრა-ყველაფერს ვხვდები,შენ ის უკვე მოგწონს და ჩვენს საუბარს აზრი არ აქვს,ხომ ასეა?! -მე ეგ არ მითქვია. -არა კრის,ზუსტად ეგ თქვი. -შენ მას არ იცნობ კრის,ის ისეთი არაა როგორიც ჩანს!-თქვა ლუიმ. -იმასაც კი ამბობდნენ მუტანტიაო.-როდესაც სარამ ეს თქვა წვენს ვსვადი და კინაღამ გავიგუდე. -რა მოხდა?-გაკვირვებულმა მკითხა. -რა მუტანტი თქვენ ხომ კარგად ხართ? -ზუსტად ეგ თქვეს.ყველაფერს იმაზე სწრაფად აკეთებს ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. დაახლოებით ისე,როგორც „quicksilver“-ი იქს-ადამიანებში. -ვიცოდი,რომ არანორმალური იყო,თუმცა ასეთიც თუ იქნებოდა არ მეგონა.-გაკვირვებით წარმოთქვა ლუიმ ეს სიტყვები. -მაგაში უცნაური რა არის?-რატომღაც მესიამოვნა,რომ ისიც ჩემნაირი იყო. -სულ გაგადებილა იმ ტიპმა თუ რა გჭირს,-გაკვირვებით მკითხა მიკიმ-ტიპი მუტანტია! -მერე?ეგ რამეს ცვლის?ისიც ჩვეულებრივი ადამიანია. -გაჩუმდი კრის,უკვე ვეღარ გცნობ. -საპირფარეშოში გავალ და მალე დავბრუნდები.-სასწრაფოდ ავდექი. -წამოვიდე?-სარაც წამოდგა. -იყოს მარტო წავალ. როდესაც საპირფარეშოში შევედი კარები გავკეტე.სახეზე წყალი შევისხი და რაღაც დროის მანძილზე სარკეში ჩემს ანარეკლს მივაშტერდი. ახლა მივხვდი,რომ ჩემი ძალების დამალვა მათგან სწორი გადაწყვეტილება იყო.მათთვის მიუღებელი იყო ყოველგვარი განსხვავებული.ადამიანს რომელი სწრაფად აკეთებს ყველაფერს გიჟს უწოდებენ და წარმოდგენაც არ მინდა რას უწოდებდნენ ადამიანს რომელიც ერთი ადგილიდან მეორეში წამებში მიდის მანძილისდა მიუხედავად. არ მინდოდა იმის წარმოდგენა,თუ რა რეაქცია შეიძლება ჰქონოდათ,როდესაც ჩემს შესახებ გაიგებდნენ.ისევ მოუნდებოდათ ჩემთან მეგობრობა?იქნებ ნიკის ეს ქედმაღლური დამოკიდებულება იმის ბრალი იყო,რომ უბრალოდ თავის დაცვა უნდოდა იმ ხალხისგან,რომლებიც მას გიჟს უწოდებდნენ. ამ ფიქრებში გართულს კი ერთი „დიდებული“ აზრი მომივიდა:გამეგო ნიკის მისამართი და მასთან სტუმრად მივსულიყავი.სტუმრად მისვლაში მის სახლში ჩუმად შეხვლა და ჩუმად გამოსვლა ვიგულისხმე რათქმაუნდა,რაც ჩემი ძალის პატრონს არ გამიჭირდებოდა. მისამართის გაგება საღამოსთვის გადავდე.სახე შევიმშრალე და კარები გავაღე.გარეთ,რომ გავედი პირდაპირ ნიკს შევეჩეხე. -დღეს უკვე მერამდენედ შემხვდი,მითვალთვალებ?-თავისი ამაყი ტონით მკითხა. -სხვათაშორის ახლა გოგოების საპირფარეშოში ხარ და ეგ მე უნდა გკითხო. -ანუ ეს ბიჭების არაა? -მაგას სერიოზულად მეკითხები?თუ გოგოებისაა,შესაბამისად ბიჭებისა არა! -აბა ბიჭების რომელია? -მარცხნივ. -ამმ,მადლობა! -შენ ისევ სან-ფრანცისკოში რატომ ხარ? -დღეს საღამოს ვბრუნდები სახლში.რა მოხდა არ გინდა ჩემი წასვლა? -გახსოვს ნაგვის სუნზე რა ვთქვი? -ჰოომ!-ჩაეცინა . ყოველგვარი ზედმეტი სიტყვების გარეშე გამოვედი იქიდან და ნიკი გოგოების საპირფარეშოში დავტოვე.ვერ მივხვდი ეს სპეციალურად გააკეთა თუ მართლა შეეშალა კარები.ასეა,თუ ისე დღეს ღამით მისი სტუმარი უნდა ვყოფილიყავი იმისდა მიუხედავად უნდოდა თუ არა ეს. როდესაც მაგიდასთან მივედი ვეცადე,რომ ჩვეულებრივად მოვქცეულიყავი.შეკვეთა უკვე მოსული იყო,თუმცა მე მელოდებოდნენ. -რატომ არ ჭამთ?-გაკვირვებულმა ვკითხე. -უშენოდ არ დავიწყეთ.-თბილი ღიმილით მიპასუხა სარამ. -სანამ ჭამას დავიწყებთ:პირველი-არ ვლაპარაკობთ ნიკზე და მის სუპერ-ძალებზე.მეორე- თუ ვინმემ მაინც დაიწყო ლაპარაკი,ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.-მკაცრი ტონით წარმოთქვა მიკიმ ეს სიტყვები. -ძალიან კარგიი! საუბარი შვეულებრივ თემებზე დავიწყეთ:გოგოებზე,ბიჭებზე და კალათბურთზე.როდესაც კალათბურთზე ვლაპარაკობდით,ლუიმ ლაპარაკი სანიზე დაიწყო.აქამდრე არ მითქვამს,რომ სანის მოვწონდი.როგორც ლუ და მიკი ამბობდნენ ის ჩემზე გიჟდებოდა.ვერ იტადა როდესაც მათთან ერთად ვიყავი,რადგან მათ არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ. -შენ და სანი რას შვრებით?-ცინიზმით მკითხა. -სერიოზულად?! -მართლა საყვარელი წყვილი იქნებით.წარმომიდგენია,როგორ სეირნობთ ერთად პარკში ხელჩაკიდებულები,იცინიხართ,ერთობით და უცბად ვიღაც ბიჭს ცემას დაუწყებს მხოლოდ იმის გამო,რომ ნაგავი ურნაში არ ჩააგდო.-წინადადება,რომ დაამთავრა ყველამ სიცილი დავიწყეთ. -მართლა კარგი ბიჭია,სიმპატიური,დაკუნთული და საყვარელიც,თუმცა მომენტებში ჭედავ ხოლმე. -მომენტებში?-გაკვირვებით მკითხა-პატარა რამის გამოც კი შეიძლება ჩხუბი დაიწყოს. ერთხელ ვარჯიშზე ბიჭი მხოლოდ იმიტომ სცემა,რომ ბურთი ააცდინა. -დავუშვათ მასეთი გიჟია,მაშინ მწვრთნელი რატომ არ უშვებს გუნდიდან? -არ გინახია როგორ თამაშობს?ტიპი ფარიდან ფარში დაფრინავს. -თამაშებზე მოედანზე არაა ხოლმე და ისე ვარჯიშებზე არ მოვდივარ,ხო იცი. -სხვათაშორის ამ ბოლო დროს გამოსწორების გზაზეა. -მაინც რა მხრივ,ბიჭებს აღარ სცემს? -მაგ მხრივ არა,ჩვენს მხრივ.ჩემთან და მიკთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს. მიხვდა,რომ შენთან არაფერი გამოუვა ჩვენს გარეშე. -არც თქვენს გარეშე და არც თქვენთან ერთად არაფერი გამოუვა. -ცდა ბედის მონახევრეაო კრის არ გაგიგია? -ნამიკოებს მირტყავ თუ მეჩვენება? -არ ვიცი,არ ვიცი. -გირჩევნია წყნარად იყო ლუ,ჩემთან ხუმრობა არ შეიძლება. -დაწყნარდით ორივე.ვერ მიხვდე ეხლა,რომ გეღადავება.-საუბარში მიკი ჩაერია. -არ მომწონს მე ესეთი ღადავი. ჭამას მალევე მოვრჩით და პარკში გავისეირნეთ.ძალიან ცხელოდა,ამიტომაც სახლში მალევე წავედით. სახლში მისვლისას რაც პირველი გავაკეთე ძილი იყო.საღამოთი გვიან გამეღვიძა და პირდაპირ საქმეს შევუდექი.დრო იყო ნიკის მისამართი გამეგო და მასთან სტუმრადმივსულიყავი.მაინტერესებდა როგორ ცხოვრობს ადამიანი,რომელიც მის ძალებს არ მალავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.