შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

love me till the end თავი 4


19-03-2019, 19:05
ავტორი mabby
ნანახია 1 376

პალატიდან გადის და უაზროდ გაღიმებულს მტოვებს
-გიპოვე სიზმრის ბიჭო, გიპოვე ჩემო ექიმო-წამოვიყვირე და ხელები ავიქნიე, უსიამოვნო ჩხვლეტა ვიგრძენი ხელში და მივხვდი, რომ გადასხმის ჩამოცლამდე ჩემი ენოციები უნდა შემეკავებინა. ღმერთო ჩემო ვიპოვე, როგორი ნამდვილი და საყვარელია, ხელებიც მუდამ თბილი აქვს და თმა...
ჩემი თმა, გიჟივით წამოვიყვირე და იმ ადგილს შევეხე, სადაც რამდენიმე წუთის წინ მისი ხელი იყო. ‘’ლამაზი თმა გაქვს’’ გამახსენდა მისი სიტყვები და მუცელში საოცარმა სითბომ დამიარა.
-იქნებ ჩვენც გვითხრა რა გაცინებს -რეალობაში გოგოების გაკვირვებულმა ხმამ დამაბრუნა.
-არაფერი, უბრალოდ ძალიან კარგად ვარ-ისე ჩავილაპარაკე, სახიდან ღიმილი არ მომცილებია.
-დაცემისას თავი ხომ არ დაარტყი-შეშინებულმა ტასიამ თმაზე ხელის სმა დამიწყო
-ამ ადგილს ნუ ეხები-ჩემი თმიდან ხელი გავაწევინე
-ღმერთო ჩემო, დარეხვილი რომ იყავი კი ვიცოდი, მაგრამ ახლა რა გეტაკა.
-ცხოვრება მიხარია
-ამ გადასხმის პაკეტში შემთხვევით წამალი, ხომ არ აერიათ-ტასია ახლა გადასხმის პაკეტს ეცა და დიდი მცოდნესავით დაუწყო თვალიერება.
მის საქციელზე სიცილი ვერ შევიკავე.
-მარი თავი მტკივა, შეგიძლია გახვიდე და ვინმეს უთხრა წამალი დამალევინონ? -გავხედე ჩემი საწოლის კიდეზე ჩამომჯდარ გოგონას
-კი ახლავე,
ათ წუთში მარი უკან ბრუნდება, ახლავე მოვიტანო.
-მადლობა-გავუღიმე და საწოლზე კომფორტულად მოვთავსდი
ცოტა ხანში კარი იღება და ვშეშდები..
‘’სიმზრის ბიჭის ‘’ მაგივრად ვიღაც ქუსლებზე შესკუპული, წითელტუჩსაცხიანი, ქერა ქალბატონი გამომეცხადა
-აბა თავს როგორ გრძნობს პაციენტი
-კარგად-ნირწამხდარმა ჩავიბურტყუნე
-რამდენად გტკივათ თავი, ძლიერი გამაყუჩებელიც მაქვს და შედარებით სუსტიც
-საერთოდ არ მტკივა-გავუღიმე და თავი გავაქნიე
წითელტუჩსაცხიანმა ერთი უცნაურად შემომხედა და ცალი წარბი აწია.
-მე მითხრეს, რომ თავი გტკიოდა
-ხო მაგრამ გადამიარა და კარგად ვარ
-კარგი მაშინ გავალ-ნაძალადევი ღიმილით დატოვა ოთახი
-იქ ვიყავი და თავი არ დაგირტყამს, ნამდვილად რაღაც წამალი აერიათ-შეშინებული ტასია უკვე მეათედ კითხულობდა გადასხმის პაკეტზე დაბეჭდილ არაფრისმომცემ წარწერებს.
*
-ხომ ხედავ ჩამოიცალა ეს გადასხმა, წავიდეთ, აქ დაძინებას ხომ არ აპირებ
-კარგი კი იქნებოდა-ჩავიჩურჩულე ჩემთვის
-მია მართლა აღარაფერია ამ პაკეტში და დავუძახებ ექიმს მოგხსნას და წავიდეთ -მუდარასავით ჩამესმა ტასიას ხმა
-როდიდან გიჟდები ერთი გადასხმებზე-გაოცებული მიყურებს მარი
-გადასხმებზე არა -წარბები ეშმაკურად ავათამაშე-კარგი მიდი დაუძახე ექიმს
-‘’სიზმრის ბიჭი’’ პალატაში შემოდის
-ექიმი წასულია, მე პრაქტიკანტი ვარ და მოგხედავ-ღიმილით მეუბნება
-მაგაზე კარგს რას იზამ-გაუაზრებლად წამოვიყვირე-ჩემს ნათქვამზე ფართოდ ეღიმება და თავს აქნევს-ანუ , ხელი ძალიან მეტკინა და კარგი იქნება თუ მომხსნით-მეთქი -საკუთარი თავი ფიქრებში გავამათრახე ამ დაუფიქრებელი რეპლიკისთვის
სახიდან ღიმილი ერთბაშად მოშორდა, და სწრაფად მომიახლოვდა
-ახლავე მოგხსნი-ნემსი ფრთხილად გამოაძრო-დაგლურჯებია-თითი რამდენჯერმე აატარ-ჩამოატარა ნანემსარ ადგილას
-არაუშავს, არ მტკივა
ჩემს სიტყვებზე ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალებში შემომხედა. მის მწველ მზერას ვერ გავუძელი და თვალი ავარიდე.
შუბლზე ხელი დამადო, იქიდან ლოყაზე ჩამოუსვა. როგორ მინდოდა უბრალოდ ჩავხუტებოდი და მისი გულის ცემისთვის დამეგდო ყური, ყოველი მისი შეხება ჩემში ემოციების აფეთქებას იწვევდა.
-შეგიძლიათ წახვიდეთ -ისე მითხრა, ჩემთვის არც შემოუხედავს.
-მადლობა
-ეცადეთ სტრერსს თავი აარიდოთ და არ გადაიღალოთ
თავი უხმოდ დავუქნიე
წამოდგა და პალატიდან გავიდა
*
ტაქსი გამოიძახე? -მესამედ ვეკითხები უკვე ტასიას
-კი მია, მალე მოვა. თუ დაიღალე აქ ჩამოჯექი-საავადმყოფოს გარეთ დადგმულ სკამზე მიმითითა
-არ მინდა კარგად ვარ
-ჯერ კიდევ არ წასულხართ? -მომესმა ნაცნობი ხმა, მისი სახისთვის შეხედვაც არ დამჭირვებია ისე მივხვდი ვის ეკუთვნოდა იგი
-ტაქსს ველოდებით მალე მოვა
-შემიძლია მე წაგიყვანოთ. ჩემი ცვლა უკვე დამთავრდა და ისედაც სახლში მივდივარ
-არ არის საჭირო არ შეგაწუხებთ-გავუღიმე
-არ შემაწუხებ? -ტუჩის კუთხე ჩატეხა და მოჭუტული მწვანე თვალები შემომანათა-მერე და ვინ გითხრა რომ ვწუხდები. მანქანაში დაჯექით ახლავე მოვალ-მიგვითითა იქვე მდგარი მანქანისკენ
-მია დღეს ჩვენც შენთან წამოვალთ მარტო ვერ დაგტოვებთ და უარი არ მიიღება-მკაცრი მშობელივით მითხრა მარიმ
-თანხმობის ნიშნად მხოლოდ მხრები ავიჩეჩე
-ისე ეს ექიმი რა საყვარელია,
-ხო ძალიან, ახლა ვფიქრობ როგორ გავხდე ცუდად-ჩაიხითხითა ტასიამ
-კარგით გეყოფათ-შევუბღვირე მეგობრებს
-ამას რა სჭირს-ცალი წარბი ასწია გაკვირვებულმა შემომხედა მარიმ
-გეუბნები იმ საავადმყოფოში რაღაცა უქნეს-სიცილი არც შეუწყვეტია ისე ჩაილაპარაკა ტასიამ.
მთელი გზა ისე მივდიოდით ხმა არ ამოუღია. მხოლოდ ერთხელ, მისამართი გვკითხა. უხერხული სიჩუმის დარღვევას არც მე არ ვაპირებდი. თავი მანქანის მინას მივადე და ფიქრებში ჩავიძირე
უცნაური ადამიანი იყო, ზოგჯერ საოცრად თბილი, ზოგჯერ კი ყინულივით ცივი ჩანდა, ირონიულიც იყო და მზრუნველიც. მანცვიფრებდა მისი თითქოს ამოუცნობი პიროვნება, ჩვენი შემთხვევითი შეხვედრები და მისი თვალები.
მოვედით -სიჩუმე კვლავ მისმა ხმამ დაარღვია
მადლობა-ერთდროულად წამოვიძახეთ მე და გოგონებმა-რაზეც უბრალოდ თავი დაგვიქნია. გოგოები მანქანიდან გადავიდნენ, მეც უკანა კარი ფრთხილად გავაღე და გადასვლა დავაპირე.
-თავს გაუფრთხილდი -ისეთი თბილი და სასიამოვნო იყო მისი ხმა კინაღამ იქვე ჩავიკეცე. მუცელში კვლავ საოცარი სითბო ჩამეღვარა და ლოყები ამიხურდა.
-თქვენც, თქვენც გაუფრთხილდით თავს -ენის ბორძიკით ვუთხარი და მის მზერას თვალი ავარიდე

მოკლედ, მეოთხე თავიც დავწერე და ველი თქვენს შეფასებებს. :)



№1  offline წევრი izabella

ეს რა ტკბილი თავი იყო, ძალიან მომეწონა❤❤❤

 


№2  offline წევრი mabby

izabella
ეს რა ტკბილი თავი იყო, ძალიან მომეწონა❤❤❤

მადლობაა blush heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent