შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

love me till the end თავი 3


17-03-2019, 18:48
ავტორი mabby
ნანახია 1 373

გარეთ გამოვედი, მთელი სხეული მიკანკალებდა, სიო სახეში მიბერავდა და თითქოს ისედაც არეულ ფიქრებს უარესად მირევდა. მე ვცადე, რომ ისე მეცხოვრა , როგორც ნორმალურ ადამიანს, ვცადე , რომ ყველაფერი დამევიწყებინა და რეალობას გავქცეოდი.
არ გამომივიდა..
ხელის კანკლით გავაჩერე ტაქსი და შიგ ჩავჯექი, თავი დაორთლილ მინას მივადე და ფიქრებში ჩავიძირე. ერთადერთი , რაც ახლა მინდოდა, სასმელში ჩახრჩობა და დიდხანს სიზმრების გარეშე ძილი იყო. აღარავის ნახვა არ მინდოდა, აღარც გიგასი, და აღარც იმ ‘’სიზმრის ბიჭის’’, რომლის ყოველი გახსენება გულში საშინლად მჩხვლეტდა.
-მოვედით გოგონა -მომესმა ბოხი, ჩახლეჩილი ხმა
-მადლობა-თვითონაც ვერ გავიგე ისე ამოვიჩურჩულე, ფული გავუწოდე და ლასლასით გადმოვედი ტაქსიდან. სახლის კარი გავაღე, შიგნით შევედი და იქვე კუთხეში ჩავიკეცე.
ვტიროდი.. თითქოს გიგას ყოველი შეხება ამ წუთას მტკიოდა, მისი ნაკოცნი ადგილები მეწვოდა. ვტიროდი, იმიტომ რომ უბედური ვიყავი
*
-ანუ დაშორდით- ინტერესიანი თვალებით მიყურებდა ტასია
-არ ვიცი, მის მერე არ გვილაპარაკია, თუმცა აღარ მინდა მასთან ყოფნა, აღარ მინდა თავის მოტყუება.
-აბა ვისთან გინდა ყოფნა-მომიახლოვდა თვალებში შემომხედა
მის მწველ მზერას თვალი ავარიდე, როგორ მეთქვა, რომ იმ ადამიანთან ყოფნაზე ვვოცნებობდი, რომელიც არც კი ვიცი ვინ არის, ან საერთოდ არსებობს კი?
-არავისთან, არავისთან ყოფნა აღარ მინდა
-მია შენზე ვნერვიულობ, მოდი დღეს ჩემთან დარჩი ფილმებს ვუყუროთ და გავერთოთ. მარტოც აღარ იქნები დ მომხდარზეც აღარ იფიქრებ.
კარგი აზრია-გავუღიმე და თავი დავუქნიე.
კარზე კაკუნის ხმა გავიგე, უფროსწორად ბრახუნის, ვიღაც მგონი კარის შემონგრევას ცდილობდა
-გიგა? აქ რას აკეთებ
უკვე ძალიან დამღალე მია .. გუშინდელის შემდეგ შენს ზარს ველოდე, მეგონა ბოდიშს მომიხდიდი ან რამე მსგავსი, თუმცა შენ არაფერი გაგიკეთებია-ვხედავდი , როგორ ეჭიმებოდა ძარღვები კისერზე და ეს ცოტას მაშინებდა კიდეც
იცი რა ? შენ გიჟიხარ მია, ფსიქოლოგი გჭირდება, ვიღაც გამოგონილი პირივნება გიყვარს და უკვე ამ ყველაფერმა დამღალა- შემზარავი იყო მისი ხმა,
-წადი გიგა- ამივოხრიალე და ხმა გამიწყდა-წადი გთხოვ
-წავალ მია, წავალ და შენთან აღარასოდეს დავბრუნდები, შემეხვეწები, რომ დავბრუნდე მაგრამ არა, არ დავბრუნდები -ისე მშვიდად გამიღიმა, ეჭვიც შემეპარა, რომ ეს ადამიანი ორი წუთის წინ ბოლო ხმაზე ყვიროდა. მუხლები მომეკვეთა და იქვე ჩავიკეცე.
-მას ნუ მოუსმენ, შენ გიჟი არ ხარ, მე შენთან ვარ და ძალიან მიყვარხარ- ჩემს მისუსტებულ მხრებზე ტასიას რბილ შეხებას ვგრძნობდი, თვალები მეხუჭებოდა, თითქოს სადღაც შორს მივფრინავდი, თბილი სიო ქროდა და ახლადაყვავებული ტყემლის ყვავილის სუნი იდგა ირგვლივ.
*
პაციენტი არ გადაღალოთ, საღამოსთვის გავწერთ
-რამე სერიოზულია? -ერთხმად შემოეხვია ექიმს რამდენიმე გოგო
-საგანგაშო არაფერია, სტრესის და გადაღლილობის ბრალია, ეცადოს დაისვენოს და მაქსიმალურად ერიდოს სტრესს. მე უნდა წავიდე მალე ჩვენი პრაქტიკანტი მოვა და თუ რამე დაგჭირდებათ მას უთხარით
-კარგი, მადლობა ექიმო
*
თვალს ვახელ და იქაურობას ვაკვირდები ყურში რაღაც გამაყრუებელი ხმა ჩამესმის, ოთახში რამდენიმე ადამიანია, თუმცა მათ სახეებს ვერ ვარჩევ.
მია- რა კარგია რომ თვალი გაახილე-ტასიას ხმას ვცნობ
-ცოტა ხანი გარეთ დაელოდეთ, გავსინჯავ და მერე შეგიძლიათ შემოხვიდეთ-ხმაურში ძლივს ვარჩევ ბოხ ხმას
თეთრხალათიანი ჩემი საწოლისკენ მოიწევს, ჩემს წინ სკამზე ჯდება, ღმერთო ჩემო, ნუთუ მოვკვდი და სამოთხეში ვარ? ან საბოლოოდ გავგიჟდი. შეუძლებელია, თუმცა ჩემს წინ ‘’სიზმრის ბიჭია’’. სხეულში უცნაური სითბო მეღვრება და მის თვალებს დაჟინებით ვუყურებ.
ისიც არ მაცილებს თვალს, მაშინვე მისი ხელების სითბო მახსენდება და მეღიმება. ხელს ზევით ვწევ.
-კვლავ ჩემს სახეზე ხელების ფათურს აპირებთ? -ფართოდ იღიმის და თვალები კიდევ უფრო მეტად ეჭუტება.
-მე.. არა - დამნაშვესავით უკავ ვწევ ხელს და თვალებს ვარიდებ
—ლოყები გაგიწითლდათ, სიცხე ხომ არ გაქვთ? - ჯერ ჩემს ლოყებს ეხება, შემდეგ შუბლს და სასწაულ სითბოს მიტოვებს სხეულზე.
-კარგად ვარ, ძალიან კარგად-ვიღიმი და იმ წუთას ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ.
ჩემს მაჯას ხელს ჰკიდებს და პულსის გასინჯვას იწყებს, გული ალბათ ორჯერ, ან სამჯერ ძლიერად მიცემს მაგრამ საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობ
-როგორც ვხედავ კარგად ხარ, გადასხმის სითხე ჩამოიცალოს და გაგიშვებთ.-კვლავ მიღიმის და მისი ხმა მათბობს-ლამაზი თმა გაქვს-თავზე ხელს მისვამს და პალატიდან გადის.

ესეც მესამე თავი :) აბა, შემიფასეთ რა გამომივიდა. ყველას აზრი მაინტერესებს.



№1  offline წევრი mariam m.k

Ar meyo es tavi sashinlad ar meyo
Gazarde tavebi, xoom rac shexeba
Am tavs nu rogori kritika mqonda wina ta ebze isetia exav tbili tkbili
Erti sityvit kargia ra.

 


№2  offline წევრი mabby

mariam m.k
Ar meyo es tavi sashinlad ar meyo
Gazarde tavebi, xoom rac shexeba
Am tavs nu rogori kritika mqonda wina ta ebze isetia exav tbili tkbili
Erti sityvit kargia ra.

მადლობა დიდი :)

 


№3  offline წევრი izabella

გიგა როგორი ამპარტავანი ყოფილა? ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა და მერე შემეხვეწებიო, კი როგორ არა, ელოდოს.
,,სიზმრია ბიჭიც" გამოჩნდა და იმედია აღარც გაქრება.

 


№4 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან საინტერესოა, მომწონს,წარმატებებს გისურვებ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent