შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამიზნული შხამი #11 (+18)


19-03-2019, 19:56
ავტორი Moonlight17
ნანახია 3 160

ეიფორიისგან ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. რა როგორ მოხდა, როგორ ჩავჯექი თავჩახრილი და გაბრუებული სასწრაფოს მანქანაში ზურისთან ერთად. ერთი განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ჩემი ძმა საკაცეზე იწვა. ვერაფერზე ვფიქრობდი, ხელები ერთიანად მიკანკალებდა. მის მდგომარეობას არ მეუბნებოდნენ მაგრამ რადგან სასწრაფო და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ნამდვილად არ იყო ყველაფერი კარგად. ახლა ვერ ვფიქრობდი სად იყო ნიკუშა. ან ნატალია. ან რაფო.

საავადმყოფოში ელვისსისწრაფით შეაქანეს ზური და შესულს მაშინვე რაღაც საბუთები გადმომაწოდეს კალამთან ერთად. ხელის კანკალით გამოვართვი. ახლა რა ეწერა ზედ იმასაც ვერ ვარჩევდი ასერომ იქვე დახლზე დავდე. ამას მერე მივხედავდი. მთავარი ექიმის ძებნას შევუდექი და როგორც იქნა მოვახერხე.

- რურუას ძმა ვარ, უფროსი.. როგორ არის? რა სჭირს?

- დაზუსტებით ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ნაკერებს ადებენ, როგორც ჩანს შინაგანი სისხლდენა აქვს.

- შეიძლება ვნახო?

კარისკენ გავიწიე სადაც ჩემი პატარა ძმა მეგულებოდა მაგრამ ხელის მკერდზე დადებით ექიმმა შემაჩერა.

- გონზე არ არის. გვერდში, ნეკნებთან არის დაჭრილი. ალბათ პოლიციაც მალე მოვა და რომ გამოფხიზლდება დაკითხავენ.

სხეულზე ტაომ დამაყარა და დამაჟრიალა. იმის წარმოდგენაზე თუ როგორი შიში ჭამა ზურიკელამ. თვალები ღრმად დავხუჭე და ვეცადე ყველაფერი ზრდასრული ადამიანივით გადამეხარშა. ვის რაში უნდა დასჭირვებოდა ზურის დაჭრა?! ეს რომ გაირკვეოდა იმ ნაბი·ვარს ჩემი ხელით ვასწავლიდი ჭკუას!

თვალები რომ გავახილე ექიმი უკვე გამქრალიყო. იქვე ბარბაცით ჩამოვჯექი და სახე მოვისრისე. ტელეფონი ამიბზუილდა, ეკრანზე დიდი ასოებით დაიწერა მამაჩემის სახელი და გვარი. დღემდე არ მქონდა პასუხი იმაზე, თუ რატომ მეწერა საკუთარი მამა ასე ოფიცილურად.

- უფროს რურუას ვუსმენ.- ცინიზმით ვუპასუხე. მიუხედავად იმისა, რომ ზურის ამბავზე მირეკავდა ვიცოდი. მამაჩემზე მაინც ვბრაზობდი. მაინც და მაინც ან მე ან ჩემს პატარა ძმას რაიმე უნდა დამართვნოდა რომ მოვეკითხე?!

- ერთადერთხელ განდე შენი ძმა და რა დამართე?!- დამიღრიალა მობილურში. თვალები გადავატრიალე. კისერზე ერთიანად დამეჭიმა ძარღვები და საკუთარ გულის ცემას უკვე ყელში მობჯენილს ვგრძნობდი.

- მოდი ლაშა და აქ ვილაპარაკოთ. შენ ხარ ზურას პატრონი. მე მის საბუთებზე ხელს არ უნდა ვაწერდე.

რაც შემეძლო წყნარად ვუპასუხე და ტელეფონი გავთიშე. რათქმაუნდა სისულელე ვუთხარი. უბრალოდ წარსულის ბრაზმა ერთიანად მოიყარა თავი ჩემში და თავი ვერ შევიკავე.

ხელებში მქონდა თავი ჩარგული და აქეთ იქეთ ვირხეოდი. ჩემი ბრალი იყო, არ უნდა დამეტოვწბინა მარტო. თუმცა რაღა მარტო, დარბაზში ალბათ ორას კაცამფე იქნებოდა.. ეს როგორ დაიმართე პატარა რურუა! როგორ!

-დამიანე..- ანგელოზივით ჩამესმა ხმა ყურში. თავი ოდნავ შევარხიე და ზემოთ ავიხედე. ნატალია თვალებაცრემლებული დამყურებდა და ხელის კანკალით მეფერებოდა მხარზე. მის უკან, მიმღებთან ნიკუშაც დავლანდე. როგორც ვხვდებოდი პოლიციის საქმეს აგვარებდა, რადგან მთავარ ექიმს საპატრულო სანიშნე აჩვენა.

-შენც კარგად იშარავ თავს..

ხელი ავუქნიე ნიკუშას, როგორცვე გვერდით ჩამომიჯდა და მზერით მანუგეშა. ნატალიამ მარტო დაგვტოვა და მთავარი ექიმისკენ გადაინაცვლა.

-რა გაშარვა დამიანე? რეებს ლაპარაკობ?! როგორაა ზური?

-იმაზე გეუბნები, რომ კაიფში ხარ და შენს სანიშნეს ისე ატრიალებ აქეთ-იქეთ თითქოს ალალი მართალმსაჯული იყო.

თვალები ააბრიალა. მიხვდა, რომ თემის შეცვლას ვცდილობდი. იქამდე მაინც არ მინდოდა ზურიზე საუბარი სანამ მის კონკრეტულ მდგომარეობას დაზუსტებით არ მეტყოდნენ.

-ნუ ლანზღანდარაობ ერთი. უნიჭო ხარ მაგაში. გამოვიძიებთ.. შენ არ იდარდო, მე დიდად არ მიმიწვდება ხელი მაგრამ ყველანაირად ვიზრუნებ მალე გაარკვიონ.

-გონზე მოვიდა!

წამოიყვირა ნატალიამ და მოგვიახლოვდა.მაშინვე ფეხზე წამოვვარდი. თვალებში იმედის ნაპერწკლები გამიკრთა. ექიმმა თავით მანიშნა რომ შემეძლო მას გავყოლოდი. მაგრამ ვინ მაცადა! ლაშა რურუა ახლაც, როგორც წლების წინ განწირული ღრიალებდა ჩემს სახელს. ალბათ მთელს საავადმყოფოს თუ არა, მეორე სართულს მაინც გააგონა მისი ხმა.

-დამიანე!

მის უკან აცრემლებული, თვალებ დასიებული სოფო დავინახე. როგორი სიყვარულით სავსე თვალებით მიმზერდა მიუხედავად დიდი ტკივილისა. მამაჩემის მკაცრი მზერა დავაიგნორე და მთელი ყურადღება დედაჩემზე გადავიტანე. დავინახე, როგორ გაიყვანა ნიკუშამ ნატალია გარეთ.

-დედა..- აღმომხდა მისი ტკივილის შემყურეს და გადავეხვიე. მთელი ძალით მომხვია ხელები და ჩამებღაუჭა.

-ზური გონზეა, ახლა ვაპირებდი მასთან შესვლას. მამა, საბუთები შეავსე.

-დამიანე! შემომხედე!

თვალების ცეცება დავიწყე აქეთ-იქეთ. მგონი, პატარა თინეიჯერ ბავშვს ვემსგავსებოდი. რომელმაც მიქარა და ახლა მშობელს თვალს ვერ უსწორებს.

-შემომხედე მეთქი!

- ვიცი, დამნაშავე ვარ! ამის მოსმენა გინდა მაინც და მაინც?!

დავუყვირე. სოფომ უფრო მძლავრად მომხვია ხელი მკლავზე.

-გთხოვთ, ნუ იჩხუბებთ.ახლა მაინც… როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენი უაზრო კინკლაობა!

-ეგ ლაშას უთხარი.

ცივად გავეცი ორივეს მიმართულებით პასუხი და ზურისთან პალატაში შევედი. ვგრძნობდი როგორ შემომყვა დედაჩემი. ცრემლების ნაკადი ხელახლა მოაწვა და უმცროს შვილს ცხოველივით დაეტაკა. მკლავებში მოიქცია და ალბათ მთელი სახე დაუკოცნა.

ვაკვირდებოდი ზურის სახვევს, რომლიდანაც სქელი ფენის მიუხედავად წითელი ფერი მაინც ჩანდა.

-რა დაგემართა ზურიკო?

იქვე ჩამოუჯდა დედა და შუბლზე ხელი გადაუსვა. ზურიმ ისეთი თვალებით გადმომხედა, მაშინვე მივხვდი, რასაც ახლა იტყოდა სიმართლისგან ძალიან შორს იქნებოდა…



ელიზაბეტი*;


გული გამალებით მიცემდა დამიანეს შემყურე. ბრინჯივით დაიბნა, როგორცვე სასწრაფოს მანქანას მივუახლოვდით. ზედ არცერთისთვის არ შემოუხედავს, ისე დაგვტოვა მე და ნიკუშა ჰოლში და შიგნით ავარდა. სწრაფად მიხურეს კარებები და მანქანაც გამაბრუებელი წუილით მოსწყდა ადგილს.

-ძმაკაცს დავურეკავ, წაგვიყვანს. არამგონია ასე რომელიმემ საჭის მართვა ვცადოთ…

ბუნდოვნად გავიგონე, რას მეუბმებოდა აბესაძე. თვალი ოც მეტრში მდგარ რაფაელზე გამიშტერდა რომელიც გამომწვევად მიღიმოდა. გული ყელში მომებჯინა.

-რა..რაზე ამბობ?

თვალი მოვწყვიტე იმ ურჩხულს და რურუას დავუბრუნდი.

-კაიფში ვართ ნატალია!- რამის დაიყვირა. ასეთ აბესაძეს პირველად ვხედავდი. თურმე, ყველაზე ხუმარა ადამიანების ბრაზდებიან ხანხადან..

-რათქმაუნდა თუ გინდა შენც წასმოვლა..

-რეებს მელაპარაკები ნიკუშ? მიყვარს დამიანე. რათქმაუნდა მოვდივარ!

ვერც გავიაზრე, ისე გამოვუტყდი აბესაძეს ჩემს გრძნობებში. ანუ.. დამიანე მიყვარდა?!.. შეიძლება ასეც იყო, უფრო სწორად, სხვა შემთხვევაში სულაც არ ვიღელვებდი მასზე და არც მოვუწ•ოვდი… თვალები ავაბრიალე საკუთარ ფოქრებზე. ნიკუშა მართალი იყო, ნამდვილად კაიფში ვიყავი.

-სანამ შენ მოაგვარებ, საპირფარეშოში შევალ, ცოტას გამოვფხიზლდები.

მხარზე ხელი მეგობრულად დავადე ნიკუშას, თავი დამიქნია და მოვშორდი. როგორცვე თვალი მომაშორა, გეზი რაფაელისკენ ავიღე. შამპანიურის ჭიქა, რომელიც ნახევრად სავსე ეჭირა, სწრაფად გამოვტაცე ხელიდან და ღია იისფერ პერანგზე შევასხე.

-ნაბო•ზარ…

-ხმა არ ამოიღო!

საჩვენებელი თითი ავუწიე, ხელი დავავლე და გვერდით გავათრიე. გარშემო ხუთიოდე ადამიანი განცვიფრწბულ თვალებს არ გვაშორებდა. ასერომ, ასე ჯობდა.

-შენ იყავი ხო?! რა დაგიშავა იმ ბავშვმა?! სულ გააფრინე ხო?

თავის კონტროლი მიჭირდა, ცრემლები ერთიანად მომაწვა თვალებზე და სადაც იყო ცვენას დაიწყებდნენ.

-რა გაღრიალებს, შენ სულელი ხო არ ხარ?!

- მე ვარ სულელი? ხელი მაჩვენე!

ხელები ჯიბეებიდან ამოვაწყობინე და მის მუშტზე ლაქების ძებნა დავიწყე. არაფერი იყო, არანაირი ცემის კვალი. ერთიანად დამაცია. დავიჯერო არასწორად გამოვიტანე დასკვნები?!

-ხელები არ დავისვარე..- ჯიბიდან ძალიან ნელა პატარა დასაკეცი დანა დამანახა, რომელსაც შემხმარი სისხლის წვეთები ალაგ-ალაგ ემჩნეოდა. ასე მეგონა, იმ წამს გული საგულედან ამოხტებოდა და თავისით ჩამოეცმეოდა ამ საზიზღარ მეტალს.

-შენ..

სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე. ჩემსკენ გადმოიწია და მხრებზე შემეხო.

-ყველაფერი შენს გამოა, არ ინერვიულო ‘ნატალია’.. სასიკვდილოდ არ დამიჭრია. ცოტა ვანერვიულოთ დამიანე, დღეს ზედმეტი მოუვიდა სიამოვნება

ჩაიცინა და თვალი ჩამიკრა. ღმერთო, როგორ არსებობენ ასეთი ადამიანები?! ასე უღმერთოდ როგორ ყალიბდებიან?!

გაშეშებული ვიდექი. ცრემლები ღაპა ღუპით მომდიოდა და საკუთარ თავს ვერაფრის ვაწყნარებდი. შიგადაშიგ სუნთქვაც მიწყდებოდა, რასაც სლუკუნი მოყვებოდა..

-შენი კახპობის ბრალია.. მხოლოდ შენი ბრალია!-განაგრძნობდა, თან ტონში ზუზღს არ იშურებდა. მინდოდა მიწა გამსკარიყო და შიგნით რაფაელი ჩაეტანა, სამუდამოდ!- იმ ლაქიასთან ერთად დამიანეს ვეძებდი, და რა?! საპირფარეშოდან გამოსული შენი კვნესის ხმები მთელ დერეფანში ექოდ ისმოდა!

ბოლო სიტყვებზე დაიღრიალა და კვლავ მკლავებში წამეტანა. ძალაუნებურად ტირილს უფრო ვუმატე და თავი დავხარე.

-არ გამომცადო, ელიზაბეტ! ახლა იცი, რა მოხდება როდესაც გადაწყვეტ ჩემი კუთვნილი სიამოვნება სხვამ მოგანიჭოს.

-შენგან სიამოვნება არასდროს მიმიღია. არაკაცი ხარ… ხელი გამიშვი..

ხმადაბლა ამოვისლუკუნე, იმის ძალაც არ შემწევდა რომ მეყვირა და მეღრიალა. ძვლებში მცრიდა, რაღაც არაბუნებრივი გრძნობა.- ახლავე ვეტყვი ყველაფერს აბესაძეს..

მოვშორდი, ისე რომ მისთვის არ შემიხედავს. უხეშად დამიჭირა. ზურგიდან, ყურთან ახლოს მომიტანა სახე. იმდენად ახლოს რომ მის ამაზრზენ სუნთქვას კანზე ვგრძნობდი.

-მიდი, არ შეგაჩერებ. მაგრამ იცოდე, სანამ განყოფილებამდე მიიტანს მაგ ამბავს, ეგ შენი აბესაძე იქამდე აღარ იარსებებს. თუ ძალიან გავბრაზდი დამიანესაც მივაყოლებ..

ხელი შემიშვა და იმდენად სწრაფად ამიარა გვერდი, რომ ჰაერის გრილი ნაკადი სხეულზე საუცხოოდ მომელამურა.

თავი ხელში ავიყვანე, ცრემლები მოვიწმინდე და ნიკუშას მოსაძებნად გავედი.



დამიანე:*

როგორც იქნა მარტო დავრჩი ჩემს ძმასთან. კარები საგულდაგულოდ მივხურე და ზური გულში ჩავიკარი. კეფა ხელით დავუჭირე და ტუჩები შუბლზე მივაბჯინე.

-არ ვაცოცხლებ, მითხარი ვინ იყო.
-არ ვიცი.
-როგორ თუ, არ იცი?!

-რას მებღვირები, არ ვიცითქო. უკნიდან მომეპარნენ ფოიეში, მერე ოდნავ გონს რომ მოვედი ცივ მეტლახზე ვიყავი. არც მახსოვს იქამდე როგორ მივედი.

- ან შეგათრიეს…- საულვაშე ადგილები მოვისრისე და თავი ჩავხარე.- ნიკუშა საუკეთესო გამომძიებელს მოიყვანს, ყველაფერი გაირკვევა.

-კარგი რა დამიან, შეეშვი.. რა აზრი აქვს?! ჭკუა ვისწავლე, აწი გოგო თუ ინიციატივას არ გამოიჩენს არაფერს ვიზამ. ალბათ რომელიმეს შეყვარებული ყავდა და აი შედეგიც!

ხელი სახვევებისკენ გაიშვირა.

-გაიზარდე ზური რა.. ნუ ხარ ეგეთი მიამიტი. ორი წლის ბავშვიც არ დაიჯერებს იმას რომ ჭრილობა შეყვარებულობანას გამო მოგაყენეს.

-აბა რა დავიჯერო? სხვა ვარიანტს ხედავ?!

- ეგეთ ამბებს ჩემ დროს მუშტებით აგვარებდნენ. შენ კიდევ, მაგაში ვერ მოგერევიან, ნანახი მაქვს შენი კუნთები.

გავუცინე ძმას, ოდნავ მასაც გაეღიმა.

-მამაც აქ არის?

-აქ არის..

-მერე? როგორ შეგხვდა?

-შენი აზრით?

ორივეს ერთდროულად გაგვეცინა, მაგრამ მალევე დავსერიოზულდით.

-რომ გაგწერენ, სახლიდან ფეხი არ გამოადგა, რაღაც დრო მაინც. სანამ მე და ნიკუშა…

-პატარა ბავშვივით არ მომექცე! ხომ მითხარი გაიზარდეო!-სიტყვა გამაწყვეტინა და მოყვითალო თვალები დამიბრიალა.- კი ჩაგაშხამე გამოსაშვები..

-უნივერსიტეტის დედაც..

ჩავიცინე და ძმას კულულა თმები ავუქექე. ბევრი ყბედობის შემდეგ პალატა დავტოვე და ფოიეში გავედი. შორიდანვე დავინახე, ნატალია და სოფო როგორ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. დამინახეს თუარა, ნატალია დაიბნა და თვალები ამიციმციმა. მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, რომ სახე დასიებული ჰქონდა ტირილისგან, თვალები გაწითლებული.

-დედა..- თავი დავუკარი უხერხულად დედაჩემს- სადარის ლაშა?

-ზურის ამბებს აგვარებს, ასე მითხრა დავთვერი და მაგიდას დავეციო. ესე რა შეერჭო, ჩემი ბიჭი..

ცრემლების ხელახალი ნაკადი მოადგა თვალებზე სოფოს.

-ნუ ნერვიულობთ, ძლიერი ბიჭია ზური, ხომ ნახეთ, უკვე კარგადაა.- გაუღიმა ნატალიამ და მკლავზე ხელი ნუგეშის მიზნით მოხვია. გაოცებისგან ყბა მომეღრიცა. როგორც ჩანს, საკმაოდ ნაახლოებიან ერთმანეთს ის და დედაჩემი ჩემი არ ყოფნის დროს. სოფოს გავუღიმე და ნატალიას სიტყვებს დავემოწმე.

დედამ ცრემლები შეიმშრალა.

-შენი კურსელი გავიცანი- მანიშნა ნატალიაზე- ნიკუშა სადღაც გაიქცა. მოუსვენარი, როგორ ყოველთვის..

-სიმართლე გითხრა დედა.. ნატალია მხოლოდ კურსელი არ არის.

დასჯილი ბავშვივით დედას ქვემოდან ავხედე. თვალები მოჭუტა და ორივე აგვათვარიელა. ნატალიას ლოყები გაუვარდისფრდა და თვალებით მეუბნებოდა “დამიან, ეს რა გააკეთე..”

ჩამეცინა და ხმა ამოვიღე:

-ერთად ვართ. უკვე რამდენიმე თვეა.

საკუთარ ნათქვამს მეც ჩავუღრმავდი. რა სწრაფად გადიოდა დრო..

-ძალიან მიხარია დამიან! შენ როგორ არ მითხარი..-შეუტრიალდა ნატალიას- ალბათ მოგერიდა.

- შერცხვა, ვერ ხედავ როგორ გაშეშებული დგას?- გავუცინე დედაჩემს და ნატალია მივიხუტე. ვიგრძენი როგორ განაბა თვალები და მსუბუქად მომეყრდნო. დედაჩემის თვალებში ბედნიერების ნაპერწკები დაურბოდნენ.

-უკვე დიპლომიანი ხარ. მალე ცოლზეც იფიქრე.

დედაჩემის ნათქვამზე მე და ნატალია ერთდროულად შევცბით. ამას არც ერთი არ ველოდი.

პასუხის დაბრუნებას ვაპირებდი რომ ლაშა მოგვიახლოვდა.

მე და ნატალიას წარბაწეულმა შემოგვხედა. შემდეგ, თითქოს დაგვაიგნორაო და მზერა დედაზე გადაიტანა.

- ყველაფერი მოგვარებულია. ზეგ გამოწერენ, მანამდე მნახველებიც შეზღუდული.

- ნახე უკვე?- წარბებ შეკრულმა ვიკითხე. თავი დინჯად დამიქნია და ნატალია კიდევ ერთხელ აათვალიერა. ფაქტი იყო,რომ კითხვის ნიშნებით აევსო თავი.

- ჩვენს უფროს ბიჭს უკვე პარტნიორი ჰყავს. - თვალები აუთამაშდა სიხარულით სოფოს და ნატალიას ხელი დაავლო, ოდნავ წინ გასწია, რომ მამაჩემს კარგად შეეთვალიერებინა. ვხვდებოდი, საშინელ სიტიუაში აღმოვვჩნდით მეც და ნატალიაც და ახლა აქედან ალბათ სპეცრაზმიც ვერ გაგვაქცუნებდა. ლაშამ დაკოპილი სახე ნელ-ნელა გახსნა და წარბებიც ერთმანეთს დააშორა. რამდენჯერმე შეათვალიერა და მსუბუქად გაუღიმა. შემდეგ მზერა ჩემსკენ გადმოიტანა და ტუჩები შუაზე გააპო. ვოცნებობდი, ახლა რაიმე საშინელება არ ეთქვა.

ბოლო-ბოლო მე ხომ ცხოვრებაში პირველად ვიყავი შეყვარებული.. თუმცა ეს მათ ნაკლებად ეცოდინებოდათ. სულაც არ მაღელვებდა ის ფაქტი, რამდენად აღფრთოვანდებოდნენ ჩემები ნატალიათი. ისედაც ვიცოდი, რომ ჩემი გოგო ყველასგან გამორჩეული იყო. ამას ახლაც კი ვხედავდი. მღელვარებას მშვენივრად მალავდა. უცხო თვალი ვერც ვერაფერს შეამჩნევდა.

- ამ ღამ უკვე აღარავის შეუშვებენ ზურისთან.- მხერა ნატალიასგან გაურკვეველ ადგილზე გადაიტანა მამაჩემმა და ჩაახველა. შემდეგ მე მომიბრუნდა. - ნიკას დაურეკე, პირდაპირ ჩვენთან მოვიდეს წყნეთში, ეს ამბავი კარგად უნდა გავარკვიოთ. თქვენც ჩვენთან ერთად მოდიხართ.

ხმა ჩამივარდა. ყველა გრძნობამ ერთდროულად დამიარა სხეულში. ნატალიას გავხედე, რომელსაც გული ალბათ ამოვარდნაზე ჰქონდა.

-მადლობთ მაგრამ.. მე ვერ წამოვალ.

-რას ამბობ?! წამოხვალ, წამოხვალ. როგორც ვხვდები დამიანესთვის ახლო ხარ.

მსუბუქად გაუღიმა ლაშამ. მის სიტყვებს არ ვუჯერებდი. გაოცებისგან და გაოგნებისგან ფეხზე დგომა მიჭირდა. სანამ გონზე მოვედი, რა ხდებოდა, ფოიეში მხოლოდ მე და ყინულისთვალება დავრჩით.

- დამიან..

- წამო რა.

- უხერხულია, არ ფიქრობ?

შეიშმუშნა და ხელები გადააჯვარედინა.

- შენი იქ ყოფნა ბევრ არასასურველ დიალოგს ამარიდებს თავს. ჩემსგამო, გთხოვ. თან მამაჩემი რომც არ დაგეხატოს გულზე, უკვე ვხვდები სოფოსთან კარგად ხარ.

გაბუღიმე და ხელი მოვხვიე.

- არვიცი, მე არასდროს..

- არასდროს გაგიცვნია შეყვარებულის მშობლები?- სიტყვა გავაწყვეტინე სიცილით და გასასვლელისკენ ვუბიძგე. თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.

- მინდა რომ ჩემს გვერდით იყო.

ხმადაბოხებულმა ვუპასუხე და აბესაძეს გადავურეკე. უკანა სავარძელზე მოვთავსდით. საჭესთან ლაშა იჯდა. ხმას არავინ იღებდა. შიგადაშინ დედაჩემის სევდანარევი ოხვრა თუ დაარღვევდა დუმილს.

წყნეთში, მის მერე არ ვყოფილვარ რაც ზური მშობლებს უკან დავუბრუნე. უცნაური იყო ჩემი აქ ყოფნა. თითქოს სახლი სახლი აღარ იყო.. არ ვიცი, ეს სიტყვებით არ აიხსნება. მანქანიდან გადავედი თუ არა, ეზოშივე ვიგრძენი დამძიმებული ჰაერი და ჩემი აქედან გამოქცევის კადრებმა თვალწინ ჩამირბინეს.

- დამიან, რას გაშეშებულხარ. ნუ აგრძნობინებ გოგოს თავს უცხოდ!

შენიშვნით მომმართა დედაჩემმა და ლაშას სახლში შეჰყვა. თვალი კარზე მქონდა გაშტერებული. ღია დატოვეს, რომ ჩვენც მალევე შევსულიყავით. თავი ჩავხარე და ღრმად ამოვისუნთქე.

- არც კი ვიცი, როგორ გაგრძნობინო თავი შინაურად როცა მეთვითონ ვარ უცხოდ.

- შენთან ვარ, დამიანე. დამშვიდდი.

გამიღიმა. საკუთარი ხელებით ჩემი სახე მოიქცია და ნაზად წამეტანა ბაგეებზე. ამ კოცნამ თითქოს ყველანაირი დარდი და ღელვა გამიქრო.

- ასეთი საოცრება როგორ მყავხარ?

- გთხოვ ნუ აზედმეტებ.

ჩაიცინა და ხელი ჩამკიდა. ვხვდებოდი დრო იყო შენობაში შევსულიყავი, რომელსაც სახლი ერქვა.

ყველაფერი უჩვეულოდ ჩამოღამებული იყო. მისაღებში წრიულად ვისხედით და სიჩუმეს არცეღტი ვარღვევდით. ნატალია დაბნეული აცეცებდა თავის ლურჯ სფეროებს და ცდილობდა ამ ყველაფრისგან ვეხსენი. ხვდებოდა, როგორც მიჭირდა აქ ყოფნა. უსიტყვოდ ხდებოდა.

ნიკუშას მოლოდინში, ოდნავ გავშინაურდი. ფეხზე წამოვდექი, იქვე მდგარი სერვანდიდან ვისკი და ორი ჭიქა გადმოვიღე. სანახევრად გავავსე ორივე. ერთი მამაჩემს გავუწოდე და მეორეც ჩემთვის დავუტოვე.

ლაშა გაკვირვებული ადევნებდა თვალს ჩემს ყოველ ქმედებას და ცდილობდა შესაფერისი სიტყვებისთვის მოეყარა თავი.

- სვავ?!- ბოლოს მხოლოდ ეს მითხრა და რამდენიმე ყლუპი მოსვა. ჩამეცინა და მწველი სითხე პირში რამდენიმე წამით ჩავიგუბე. ასე, როდესაც ალკოჰოლი ღრძილებში კარგად ჯდებოდა, უფრო მალე მეკიდებოდა. მე კი ამ 'ოჯახურ' სიტუაციას, პლიუს დამატებული ზურის ამბავს ფხიზელი ნამდვილად ვერ შევხვდებოდი. მოსაწევმა თავისი დრო უკვე წაიღო. ზურის ამბავმა სრულიად გამომაფხიზლა.

- გავიზარდე, ლაშა.

ამსობაში კარი ნიკუშამ შემოაღო და დაბნეული სახით შეხედა სიტუაციას. შემდეგ მამაჩემს მიუახლოვდა და ჩვენს შორის ჩამოჯდა.

- რა გაარკვიე ნიკა, მითხარი ერთი თორე გავთავდი ქალი..- ანერვიულდა სოფო. ნატალია მისკენ მიიწია და მხარზე ხელი ნუგეშის მიზნით მოხვია. ღმერთო, მართლაც როგორი ზედმეტად ოჯახური სიტუაცია იყო.

- დამშვიდდი სოფი, ზური კარგადაა მთავარია. ბიჭებს ველაპრაკე, გადაჩხრეკენ იქაურობას, მაგრამ რომ გითხრა მარტივი საქმეათქო... მოგატყუებ.

თვალები მოისრისა აბესაძემ. ვისკის ჭიქა გამომართვა და დარჩენილი სითხე თვითონ გადაუშვა მუცელში. როგორც ჩანს, მხოლოდ მე არ ვიყავი ვინც ამ სიტუაციას ვერ იტანდა.

-რას გულისხმობ? პოლიციას ასეთი საქმეები ოხვრად გაქვთ. რაღა მაინდამაინც ჩემი შვილის საქმე არის რთულად?!

- რავქნა ლაშა.. იმ რესტორანში ხუთასი კაცი გადიგამოდის. ანაბეჭდების აღება აფსურდი იქნება.

- ხოდა აიღეთ იმ ხუთასი კაცის ანაბეჭდები. არ მაინტერესებს! ჩემი შვილის მტერი ჰაერზე არ უნდა დაიარებოდეს.

- ჰაერი ციხეშიც არის, მამა.

თვალები ავატრიალე. ლაშამ ისეთი მზერა მაგემა, უსიტყვოდ მეუბნებოდა ხმა აღარ ამოიღოვო. მაგრამ ზუსტად ვიცოდი, ყველაზე მეტად აქ მყოფებიდან მე მადარდებდა ზურის ამბავი.

- ჩემი ბრალია, ეგეთი სახით ნუ მიყურებ. ყველაფერს მოვაგვარებთ მე და ნიკუშა. ზემდეტი კითხვების გარეშე ზური რამდენიმე დღით სახლში ამყოფეთ...

ხმადაბლა ამოვილაპარაკე. აღარ მინდოდა მეტი ამაზე საუბარი. ზედმეტად დავიძაბე ყველაფრისგან ერთდროულად. ნიკუშამ თავი მსუბუქად დამიქნია.

- შენც დარჩი. დღეს სადღა წახვალ.- უხმოდ გაიმეორა იგივე ჟესტი და სოფოს გაუღიმა. მამაჩემი კვლავ კოპებ შეკრული მიყურებდა. სულაც არ მორიდებია იმის რომ მარტო მე და ის არ ვიყავით პირისპირ. ისე მომიახლოვდა და ისე ჩამსისინა ყურში.

- როგორც ვატყობ ბრძანებების გაცემა კარგად გეხერხება. ერთი ვნახოთ, გიყურებ სიტყვას როგორ შეასრულებ.

გულწრფელად ჩამეცინა. მაგრამ ამით მის ეჭვებს უფრო დავცინოდი, ვიდრე საკუთარ თავს. ჩემდა გასაკვირად ნატალიას სულაც არ უკვირდა, რომ ოჯახთან ასეთი ურთუერთობა მქონდა. ალბათ იმის ბრალი იყო რომ ისიც ოჯახისგან შორს ცხოვრობდა.

- ლოგინი ცალ-ცალკე გაგიშალოთ?

ხმადაბლა იკითხა სოფომ და მე და ნატალიას გადმოგვვხედა. მისი ერთი შეკითხვა უამრავ ქვეკითხვას მოიცავდა რამაც გული მომგვარა.

- კი, მადლობა..- დამასწრო ნატალიამ მაგრამ მაშინვე გადავაკეთე მისი სიტყვები.

- ეს ისევ მორცხვობს დედა. ერთად გაშალე.

თვალი ჩავუკარი დედაჩემს და ნატალიას ღიმილით გადავხედე.სახე სრულიად გასწითლებოდა და თვალებით მჭამდა, მლანძღავდა, მცემდა. ეს ის ყველაფერი იყო რაც მასში მაგიჟებდა.

დედაჩემს ზემოთ სართულზე აჰყვა დასახმარებლად. მე და ნიკუშა დავრჩით. ვისკით კიდევ ერთხელ გავავსე ჭიქები და ამჯერად ძმაკაცს გადავაწოდე.

- მოვკლავ იმ ნაბი*ვარს ნიკუშა! გეფიცები მოვკლავ.
თვალები მოვისრისე და სითხე მუცელში გადავუშვი.

- სიამოვნებით მოგეხმარებოდი. შენი აზრით ვინ იყო?!

- წარმოდგენა არ მაქვს ნიკუშ, წარმოდგენა არ მაქვს...



ოთახში ბარბაცით ავედით. ქუჩის ლამპიონები ოთახს ასეთუისე ანათებდა. ნატალია ფანჯრის რაფაზე წამომჯდარიყო და სიგარეტს აუჩქარებლად ეწეოდა. მინდოდა გავბრაზებოდი, და ახლაც ისევე დამეტუქსა სიგარეტზე როგორც ადრე, მაგრამ ამის ძალაც არ შემწევდა. მივუახლოვდი და სიგარეტი ხელიდან გამომართვი. არ გამიძალიანდა. ღრმა ნაპასი ფილტვებში ჩავიგუბე და თვალებში შევხედე.

- გიჟური დღე იყო...
ამოიხვნეშა და ქუჩას გახედა.

- ჩემს ძმას რომ რამე მოსვლოდა, თავს არ ვაპატიებდი.
თვალები მოვისრისე და ფანჯრიდან სიგარეტი მოვისროლე.
ორივე წამოვიშალეთ და საწოში შევწექით. სახით ერთმანეთისკენ.

- საკუთარ თავს ნუ ადანაშაულებ, გეხვეწები!- შემევედრა და თვალები დაახამხამა. ცალი ხელით ლოყაზე შემეხო და ოდნავ მომეფერა. - ერთადერთი ხარ, ვისაც ამ ყველაფერთან კავშირი არ აქვს. - ხმაში კანკალი გაუკრთა. საშინლად ღელავდა. მართლაც ემოციური დღე და საღამო იყო. ღრმად ამოვიხვნეშე და ზურგზე გადავბრუნდი. თვალი ჭერს გავუსწორე. ხელით ნატალია ჩემსკენ ახლოს მივიზიდე და ისიც მაშინვე მოთავსდა ჩემს მკერდზე.

- ყველაფერს გაარკვევენ..

- ოდესმე ყველაფერს გაიგებ დამიანე.

დაიჩურჩულა ნაწყენი ხმით და გაიტრუნა. მეტი აღარ გვისაუბრია. თვალები მივნაბე, დაძაბულმა დღემ და დაღლილობამ თავისი გაიტანა და მალევე ჩამეძინა.



გელით!
რამდენიმე კვირით ტექნიკისგან შორს ვირიყები ჩემდაუნებურად. ვეცდები უფრო არ დავაგვიანო ხოლმე დადება, როგორცვე მოვხვდები კომპიუტერთან მაშინვე გაგახარებთ მოსუქებული თავებით!



№1  offline წევრი elene2619

როგორ ველოდებოდი ახალ თავს და როგორ მომეწონა ნატეა იცოდე heart_eyes
ერთადერთი გმირი რომელსაც ვერ ვიტან რაფაელია თავისი დამპლური ქცევებით მაღიზიანებს rage
რაც შეეხება დამიანეს და ნატალიას ერთად სასწაულები არიან პირადად ჩემთვის heart_eyes
ნატალია უგრძნობი "შუშისთვალება" გოგო კი რატომღაც აღარ მგონია... პირიქით შეყვარებულ ქალს დაესმზგავსა თითქოსდა heart_eyes ( რაღადაგიმალო და ეს ამბავი ძალიან მომწონს ) მაგრამ მოვლენებს არ გავუსწრებ და დაველოდები შემდეგ თავებს უკეთესი დასკვნების გამოსატანად heart_eyes
აი რაც შეეხება ნიკოლოზს და დამიანეს მეგობრობის ნამდვილი შედევრები არიან heart_eyes ისე უდგანან მხარში ერთმანეთს რომ სამაგალითოები არიან ნამდვილად ( მერე რა რომ ერთმანეთის პროფესია არ ხიბლავთ და საერთოდაც ნიკოლოზი უნდა იჭერდეს დამიანეს joy joy )
მოკლედ მოუთმენლად გელი ახალი თავით heart_eyes

 


№2  offline წევრი ვიპნი

აი სულ შიშით ვკითხულობ,ველოდები როდის ეტკინება დამიანეს,საყვარელი ადამიანისგან იმედგაცრუება და ღალატი ყველაზე საშინელი გრძნობაა,მეცოდება ყველა ,დამიანეც კი

 


№3  offline მოდერი Moonlight17

რაფაელი ამ ისტორიაში არამგინი ვისმეს მოსწონდეს საერთოდ:D მახარებს, რომ მიუხედავად ყველაფრის, მაინც ცდილობ ყველა პეესონაჟში დადებითის დანახვას <3
elene2619
როგორ ველოდებოდი ახალ თავს და როგორ მომეწონა ნატეა იცოდე heart_eyes
ერთადერთი გმირი რომელსაც ვერ ვიტან რაფაელია თავისი დამპლური ქცევებით მაღიზიანებს rage
რაც შეეხება დამიანეს და ნატალიას ერთად სასწაულები არიან პირადად ჩემთვის heart_eyes
ნატალია უგრძნობი "შუშისთვალება" გოგო კი რატომღაც აღარ მგონია... პირიქით შეყვარებულ ქალს დაესმზგავსა თითქოსდა heart_eyes ( რაღადაგიმალო და ეს ამბავი ძალიან მომწონს ) მაგრამ მოვლენებს არ გავუსწრებ და დაველოდები შემდეგ თავებს უკეთესი დასკვნების გამოსატანად heart_eyes
აი რაც შეეხება ნიკოლოზს და დამიანეს მეგობრობის ნამდვილი შედევრები არიან heart_eyes ისე უდგანან მხარში ერთმანეთს რომ სამაგალითოები არიან ნამდვილად ( მერე რა რომ ერთმანეთის პროფესია არ ხიბლავთ და საერთოდაც ნიკოლოზი უნდა იჭერდეს დამიანეს joy joy )
მოკლედ მოუთმენლად გელი ახალი თავით heart_eyes


რაფაელი ამ ისტორიაში არამგინი ვისმეს მოსწონდეს საერთოდ:D მახარებს, რომ მიუხედავად ყველაფრის, მაინც ცდილობ ყველა პეესონაჟში დადებითის დანახვას<3
elene2619
როგორ ველოდებოდი ახალ თავს და როგორ მომეწონა ნატეა იცოდე heart_eyes
ერთადერთი გმირი რომელსაც ვერ ვიტან რაფაელია თავისი დამპლური ქცევებით მაღიზიანებს rage
რაც შეეხება დამიანეს და ნატალიას ერთად სასწაულები არიან პირადად ჩემთვის heart_eyes
ნატალია უგრძნობი "შუშისთვალება" გოგო კი რატომღაც აღარ მგონია... პირიქით შეყვარებულ ქალს დაესმზგავსა თითქოსდა heart_eyes ( რაღადაგიმალო და ეს ამბავი ძალიან მომწონს ) მაგრამ მოვლენებს არ გავუსწრებ და დაველოდები შემდეგ თავებს უკეთესი დასკვნების გამოსატანად heart_eyes
აი რაც შეეხება ნიკოლოზს და დამიანეს მეგობრობის ნამდვილი შედევრები არიან heart_eyes ისე უდგანან მხარში ერთმანეთს რომ სამაგალითოები არიან ნამდვილად ( მერე რა რომ ერთმანეთის პროფესია არ ხიბლავთ და საერთოდაც ნიკოლოზი უნდა იჭერდეს დამიანეს joy joy )
მოკლედ მოუთმენლად გელი ახალი თავით heart_eyes


რა როგორ იქნება სპოილერისგან თავს შევიკავებ <3
შენი შიშის კი ძალიან კარგად მესმის მეც კი თვითონ ავტორი ზოგჯერ შიშით გადავიკითხვ ხოლმე :დდ
ვიპნი
აი სულ შიშით ვკითხულობ,ველოდები როდის ეტკინება დამიანეს,საყვარელი ადამიანისგან იმედგაცრუება და ღალატი ყველაზე საშინელი გრძნობაა,მეცოდება ყველა ,დამიანეც კი

 


№4 სტუმარი ნათია41

დამიანეზე მეტად ელიზაბეტი მეცოდება იმ ცხოველის ატანა რომ უწევს და ასეთ შარშია. დამიანე გადაიტანს. მაგრამ მას უდამიანობა შეშლის.
ახლა იმაზე ვიხეთქავ გულს როდის დადებ ახალს არადა სანამ ბოლო თავი არ დაიდება არ წავიკითხავთქო და მაინც ძალად გავყავი შარში თავი. ნუ კაი სასიამოვნო შარში...

 


№5  offline მოდერი Moonlight17

პირველ რიგში მოგესალმები <3 ახალ ახალი მკითხველის შეძენა ყოველთვის გასახარია.
ახლა რაც შეეხება ისტორიას, მეც შარში მაქვს გაყოფილი თავი.. ასე ვამბობდი ბოლომდე დავწერ და მერე ავტვირთავ, მალ მალეთქო, მაგრამ გულმა ვერ გამიძლო და ახლა მიწევს შეგვიანებით დადება ხოლმე :დ
ნათია41
დამიანეზე მეტად ელიზაბეტი მეცოდება იმ ცხოველის ატანა რომ უწევს და ასეთ შარშია. დამიანე გადაიტანს. მაგრამ მას უდამიანობა შეშლის.
ახლა იმაზე ვიხეთქავ გულს როდის დადებ ახალს არადა სანამ ბოლო თავი არ დაიდება არ წავიკითხავთქო და მაინც ძალად გავყავი შარში თავი. ნუ კაი სასიამოვნო შარში...

 


№6 სტუმარი ნათია41

უი არც ისე ახალი;დდ. მთვარის წითელი სონატის ორივე ნაწილის ერთგული მკითხველი ვარ❤

 


№7  offline მოდერი Moonlight17

უიჰ, მაშინ უფრო ხალისით უნდა მიგიღო ამ ისტორიაში :დ <3 მთვარის წითელი სონატის ხსენებისას, მეც კი დღემდე მაკანკალებს. არ მეგონა მის მერე საერთოდ რამეს თუ მოვკიდებდი ხელს და დავწერდი, მაგრამ აი მეც აქ ვარ.. და ეს ყველაფერი ჩემი მკითხველის დამსახურებით <3
ნათია41
უი არც ისე ახალი;დდ. მთვარის წითელი სონატის ორივე ნაწილის ერთგული მკითხველი ვარ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent