შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონური ფრთები (თავი 2,3)


20-03-2019, 11:58
ავტორი GabriellGrey
ნანახია 1 024

თავი 2
ქალაქის ერთერთ მიყრუებულ უბანში, ელეინი თავის პატარა ოთახში იჯდა და ფიქრობდა. მანაც დაინახა რაღაც, რაღაც განსაკუთრებული ამ ბიჭებში. ეს ნამდვილად არ იყო ნოელის გარეგნობა. არა ის ნამდვილად უჩვეულო იყო, მაგრამ ელეინი რაღაც სხვას ხედავდა ამ ორში. თითქოს მათ რაღაც უხილავი ძალის გამო შეხვდა. ნანობდა, რომ უფრო დიდხანს არ დარჩა მათთან. მაგრამ იცოდა, რომ მათ კიდევ ნახავდა.
წყვდიადში კაშკაშა თეთრი ფრთები მოჩანდა. მისი სინათლე უკუმეთ სიბნელეს ანათებდა. სინათლე პირდაპირ ელეინისკენ მიდიოდა, იმდენად ახლოს იყო, რომ გოგო მას უკვე გარკვევით ხედავდა. მაშინვე იცნო ნოელის თეთრი თმა და ყვითელი თვალები. ნოელმა მხარზე დაადო ხელი და ელეინის სხეული მაშინვე წყვდიადმა მოიცვა. სწორედ ასე წარმოედგინა სიკვდილი.
გამთენიისას გამოეღვიძა. ელეინი ოფლად იღვრებოდა. ვერც ხვდებოდა როგორ ჩაეძინა ისე რომ ტანსაცმელიც არ გამოიცვალა. წამოდგა და მაშინვე საშხაპეში შევიდა. ოფლისგან სველი მაისური სხეულზე ეკრობოდა, ტანსაცმელი გაიხადა და უღონოდ ჩაესვენა აბაზანაში.
თავადაც ვერ მიხვდა როგორ აღმოჩნდა სკოლის კართან, დერეფანში მიაბიჯებდა. მოსწავლეები აქეთ-იქით დარბოდნენ, კედლებზე საღებავი გახუნებულიყო ისევე როგორც კარადებზე. ცდილობდა ბავშვებით გაჭედილ დერეფანში გზა გაეკვლია. სწორედ ამ დროს დაინახა დერეფნის ბოლოს ისინი. ნოელს შავი შარვალი და მისი თმასავით თეთრი მაისური ეცვა მხარზე კი შავი ტყავის ქურთუკი ჰქონდა მოგდებული. ნამდვილად იბყრობდა ხალხის ყურადღებას. ელეინი ვერ ამჩნევდა, მაგრამ თითქმის ყველა გოგო ნოელს აშტერდებოდა. კაილი კი თითქოს მისი ჩრდილი იყო, მაგრამ ნოელზე არანაკლებ სიმპათიური. მასაც ნოელის მსგავსად შავი შარვალი ეცვა. მოლურჯო მაისური და ჯინსის ქურთუკი. მართალია ყველა ნოელით იყო მოხიბლული, მაგრამ ელეინს რატომღაც კაილი უფრო აინტერესებდა. ამ ბიჭში რაღაც უფრო უჩვეულო იყო. შეამჩნია, რომ ნოელს რაღაცას ჩუმად ეუბნებოდა.
-მაინც ვერ ხვდები მე რატომ ვარ აქ. -კაილის ხმაში ოდნავი იმედგაცრუება იგრძნობოდა. ასევე ისიც რომ ძალიან არ უნდოდა ახლა ამ სიტუაციაში ყოფნა.
-იმიტომ კაილ, რომ შენ ჩემი საუკეთესო მეგობარიხარ. ასეთ დროს არშეგიძლია მიმატოვო. -ნოელმა ზუსტად იცოდა როგორ უნდა მოეხდინა კაილის მანიპულაცია.
ნოელმა უეცრად ელეინს მიაბყრო მზერა. მაშინვე მისკენ გაემართა. ელეინი აღელდა, მაგრამ ნოელთან საუბარი ნამდვილად უნდოდა. განსაკუთრებით იმ უცნაური სიზმრის შემდეგ, უნდოდა დარწმუნებულიყო რომ ნოელი ჩვეულებრივი ადამიანი იყო.
-გამარჯობა გახსოვარ?
-რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანის დავიწყება ძნელია. -მის ხმაში ოდნავი თავდაჯერებულობაც არ იყო ნოელი კი პირიქით მას შადრევანივით აფრქვევდა.
-შეგიძლია დაგვეხმარო? აქ პირველად ვართ და არაფერი ვიცით. სად შეიძლება გაკვეთილებზე დავრეგისტრირდეთ.
-შემიძლია გაგაცილოთ.
-მადლობელი ვიქნები.
ნოელმა კაილს ანიშნა, რომ უნდა წასულიყვნენ, ისკი ვიღაცასთან საუბრით იყო გართული, მაგრამ მაინც ნოელთან და ელეინთან წასვლა არჩია. რამდენიმე გრძელი დერეფანი გაიარეს და როგორც იქნა მიაღწიეს საჭირო ოთახს.
-საორდინატორო აქ არის, მე უნდა წავიდე იმედია კიდევ შევხვდებით.
-აუცილებლად შევხვდებით. გმადლობ, რომ დაგვეხმარე. -ამჯერად კაილიც ზედმეტად თავდაჯერებული ჩანდა. ამის ფონზე კი ელეინს თავი იდიოტი ეგონა.
კაილი და ნოელი ოთახში შევიდნენ, ელეინი კი კლასისკენ გაიქცა, რომ როგორმე ამ აურას გასცლოდა. ეს კაბინეტი არც ისეთი ლამაზი იყო. მაგრამ სკოლას ნამდვილად შეეფერებოდა. გახუნებული კედლები, დაობებული იატაკი. თითქოს აქაურობა არავის ადარდებდა. დახლთან ერთი მოჟამული მოხუცი ქალი იჯდა. რომელიც მდგომარეობით ოთახზე უკეთესი ნამდვილად არ იყო. ბიჭებს საბუთები გამოართვა და გაკვეთილების ცრილი გაუწოდა. ნოელს და კაილს ერთი სული ჰქონდათ აქედან გასულიყვნენ. ოთახში რაღაც საშინელ სუნს გრძნობდნენ, სავარაუდოდ დაობებული იატაკისგან უნდა ყოფილიყო. ნოელი ოთახიდან თითქმის სირბილით გაიქცა. კაილი მოხუცს დაემშვიდობა და ისე გავიდა, რომ არაფერი შეემჩნია, მაგრამ გულში იმ მომენტს წყევლიდა როდესაც ნოელს აქ წამოყოლაზე დათანხმდა.
-ჯანდაბა ეს ადგილი საშინელია -ნოელი ნამდვილად იმედგაცრუებული იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ კაილს გათანაბრებოდა.
-შენი ბრალია ამ გაუგებრობაში, რომ აღმოვჩნდით -მის ხმაში ოდნავი ბრაზი იგრძნობოდა, მაგრამ ამ ყველაფერზე მაინც ეცინებოდა.
-სამაგიეროდ ახლა მის გაცნობას შევძლებთ. აღიარე, რომ შენც ჩემსავით გაინტერესებს რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული.
-პასუხი ხომ თავადაც იცი.


3 თავი
ნოელი დერეფნებში ელეინს თვალებით ეძებდა, კაილი ხვდებოდა, რომ მას უკვე მეტი არაფერი აინტერესებდა. მაგრამ ვერ შეეწინააღმდეგებოდა რადგან თავადაც ასეთ მდგომარეობაში იყო. ეს გოგო თითქოს მათ ცხოვრებაში შემოიჭრა. ბიჭებმა ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნეს, კაილი შემობრუნდა და მაღალი შავთმიანი, ბიჭი დაინახა. საკმაოდ სიმპათიური იყო. თვალებიც ისეთივე შავი ჰქონდა როგორიც თმა შეიძლება უფრო შავიც. ეს ცოტა უცნაური იყო, კაილი და ნოელი მისგან დიდ ძალას გრძნობდნენ. ბიჭი მათ მიუახლოვდა და ეს გრძნობაც უფრო გამძაფრდა. ვიწრო ჯინსი და შავი მაისური ეცვა.
-მე სტიუარტი ვარ. მთხოვეს რომ სკოლა გაჩვენოთ. -ეტყობოდა, რომ აქ ყოფნა თავადაც დიდად არ უნდოდა.
-გმადლობ მაგრამ არაა საჭირო -მოკლედ მოუჭრა ნოელმა და მაშინმე ფეხში კაილის დარტყმა იგრძნო. თითქოს ეუბნებოდა „რას აკეთებ იდიოტო“
-ერთი წამით გვაცადე -უთხრა კაილმა თავაზიანად და ნოელთან ერთად ცოტა მოშორებით გავიდა. -იდიოტო ვერ გრძნობ მის აურას? უნდა გავიგოთ ვინაა.
-ამის გარეშეც გავიგებთ, ექსკურსიამძღოლი არმჭირდება.
-შეგიძლია ერთხელ მაინც მე დამიჯერო? -კაილის ნათქვამი ვედრებას უფრო ჰგავდა.
-კარგი ასე იყოს.
უკან დაბრუნდნენ და ის შეგრძნებაც დაბრუნდა. სტიუარტი ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი. თითქმის ისეთივე აურა ჰქონდა როგორც კაილს, მაგრამ ნეფილიმი ვერ იქნებოდა. ამას მაშინვე იგრძნობდნენ განსაკუთრებით კაილი. კაილს ახლა ის ელეინზე მეტადაც კი აინტერესებდა. იცოდა, რომ ის კარგად უნდა შეესწავლა და გაეგო ვინ იყო სინამდვილეში.
-კარგი გვაჩვენე აქაურობა. -კაილი ამ დროს ძალიან თავდაჯერებული ჩანდა
-კარგი -სტიუარტმა მათ ცხრილს ჩახედა. -ახლა ისტორიის ოთახში არ უნდა იყოთ?
-სწორედ იქ მივდიოდით. -ნოელი ნამდვილად კარგად იტყუებოდა, მაგრამ...
-ისტორიის კლასი მეორე მხარესაა.
კაილმა ჩუმად გაიცინა და მაშინვე ნოელის დარტყმა იგრძნო.
-კარგი ეს არაფერია ჯერ სკოლას დაგათვალიერებინებთ
ბიჭები გრძელ დერეფნებში დაეხეტებოდნენ, სტიუარტი კი ეუბნებოდათ სად რა იყო. ნოელს ეს დიდად არ აინტერესებდა, კაილს, რომ არ ეთხოვა ახლა ისევ ელეინის ძებნაში იქნებოდა. სწორედ ამ დროს გაუელვა თავში აზრმა, რომ შეიძლება ამ ბიჭს სცოდნოდა რაიმე მის შესახებ. მაგრამ როგორ უნდა ეკითხა მისთვის ისე, რომ საეჭვო არყოფილიყო. თუმცა რატომ ფიქრობდა ამაზე. ეს ხომ უბრალოდ ინტერესისთვის იყო და მეტი არაფერი. ელეინის გაცნობაც ხომ მხოლოდ ამიტომ უნდოდა. რამდენიმე კვირაში აქედან წავიდოდა და ალბათ მის სახელსაც დაივიწყებდა. ნოელი ფიქრებში იყო გართული, ამიტომ ვერაფერს ამჩნევდა, მაგრამ კაილმა შეამჩნია, რომ აქაურობა საეჭვოდ ცარიელი იყო. ჩაბნელებულ დერეფანს მიუყვებოდნენ და კაილი ცდილობდა ყველაფრისთვის მზად ყოფილიყო. თუმცა სანერვიულო არაფერი ჰქონდა. სხვა თუ არაფერი ნოელიც მასთან ერთად იყო. მაგრამ ამ ბიჭისგან რაღაც ძალიან უცნაურს და ძლიერს გრძნობდა, რაც შიშს ჰგვრიდა.
-შეგიძლია მითხრა სადმივდივართ? -ამან ნოელიც გამოაფხიზლა და მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. სტიუარტს პასუხი არ გაუცია უბრალოდ გზას აგრძელებდა. კაილი და ნოელი გაჩერდნენ. სტიუარტიც შემობრუნდა და თავისი კუპრივით შავი თვალები მიაბყრო მათ. ბიჭები ვერ ხვდებოდნენ რას ფიქრობდა ის, მაგრამ ორივე მიხვდა, რომ მას უბრალოდ მათი შემოტყუება უნდოდა. ნოელმა თავისი კაშკაშა თეთრი ფრთები გაშალა. კაილის თვალები ცეცხლივით აენთო, ქურთუკი გაიხადა. ნაჭრის გახევის ხმა გაისმა და კაილის ზურგსუკან, ღია ყავისფერი ფრთები მთელი დერეფნის სიგანეზე გაიშალა.
სტიუარტმა ოდნავ გაიღიმა, მისი თვალები მთლიანად გაშავდა. დემონური იერი ჰქონდა რასაც კაილი და ნოელი თითქმის ყოველდღე ხედავდნენ. მაგრამ ის განსხვავებული იყო. ნოელმა მის კუდს მოჰკრა თვალი. შემდეგ კი ისეთი რამ მოხვდა რასაც არცერთი არ ელოდა. სტიუარტის წყვდიადივით შავმა ფრთებმა თითქოს ყველაფერი სიბნელეში გაახვია.

ნოელი და კაილი გაოცებულები უყურებდნენ იმას რაც აქამდე არასდროს ენახათ. დემონი ანგელოზის ფრთებით. ნოელი და კაილი მაშინვე მისკენ წავიდნენ.
-ეი ეი მშვიდად. -სტიუარტი ძირს დაეშვა და პირვანდელ ფორმას დაუბრუნდა -ხომ არ გინდათ მთელი სკოლა დავანგრიოთ. თანაც მე უბრალოდ მინდოდა გამეგო. მართლაც ისინი იყავით, ვინც მე მეგონეთ თუ არა. თქვენთან ბრძოლის ინტერესი ნამდვილად არმაქვს.
-ჯობს გვითხრა ვინ ხარ. -ნოელი და კაილიც ჩვეულ ფორმას დაუბრუნდნე და დახეული მაისურები ქურთუკებით დამალეს.
-რა არსება ხარ -კაილი გაოცებას ვერ მალავდა.
-ნეფილიმი ისევე როგორც შენ. მაგრამ ცოტა განსხვავებული -სტიუარტი ძალიან თავდაჯერებული იყო. -ასეთია დემონის და ანგელოზის შვილი.



№1 სტუმარი ჰც

საინტერესოა მაგრამ ძალიან აგვიანებ...
იმედია ამ ეილენს სამივე არ დაერევა.. ვერ ვიტამ სასიყვარულო სამკუთხედ-მრავალკუთხედებს -_-
სიუჟეტი ძალიან მომწონს მალე დადე... და ტავებიც გაზარდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent