დემონური ფრთები (პროლოგი, თავი 1)
პროლოგი ყველაფერი წყვდიადმა შთანთქა, სამყარო თითქოს უკუმეთ სიბნელეში გაეხვია. არავინ იცოდა ეს რას ნიშნავდა, მაგრამ ყველას შიშის ზარს სცემდა. ხალხი სალიდან სახლიდან გამოსვლას ვერ ბედავდა, მაგრამ ისინი უსაფრთხოდ არსად იყვნენ. ალბათ ასეც უნდა იყოს, როდესაც ჯოჯოხეთის კარიბჭე იღება და დემონები ადამიანთა წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას. არავის შესწევდა იმის ძალა, რომ ეს ყველაფერი შეეჩერებინა. დემონური წარმონაქმნები დედამიწას ანადგურებდნენ. ადამიანები კი აშკარა უმცირესობას წარმოადგენდნენ. უმეტესობამ დამალვა არჩია, ნაწილმა დამორჩილება და მონობა. ყველადანარჩენი კი სასიკვდილოდ იყო განწირული. ადამიანთა რასას გადაშენების საბრთხე ემუქრებოდა. მათი გადარჩენა კი არავის შეეძლო. მონობაში მყოფნი ღმერთს ევედრებოდნენ შველას. მათ რატომღაც სჯეროდათ, რომ ის გადაარჩენდათ. ყოველღამე ლოცულობდნენ, მაგრამ მხსნელი არსად ჩანდა. -მთავარია რწმენა არ დავკარგოთ -მონად ქცეული ქურუმი ხალხს ლოცვისკენ მოუწოდებდა. -ამ საშინელებისგან რწმენა ვერ გვიხსნის.- ბრბოს გაბრაზებული ახალგაზრდა ბიჭი გამოერია. ქერა თმა და მომწვანო ფერის თვალები ჰქონდა. ქურუმს მრისხანე მზერით შესცქეროდა თვალებში. -ღმერთი არს ჩვენთან. -ამას ამბობდა, მაგრამ ეტყობოდა რომ თავადაც არ სჯეროდა ამის. -სწორედ იმ საშინელი არსებების გამო ვართ აქ რომელსაც ანგელოზებს ეძახით და თუ გგონია, რომ ღმერთი ის აქედან გაგვიყვანს, მაშინ იმ დემონებზე იდიოტი ყოფილხარ. - მისი საუბარი ყვირილში გადაიზარდა. -იცით ის მართალს ამბობს -ტაძრის ჩამონგრეულ კედელზე ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, წელს ზემოთ შიშველი იყო, მისი შავი ფრთები საზარლად გამოიყურებოდა, მაგრამ უჩვეულოდ ნათელი თეთრი თმა და ყვითელი თვალები ჰქონდა. -მინდა გითხრათ, რომ ღმერთმა დიდიხანია თქვენზე ხელი აიღო. მართლა ხომ არ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ქურუმო შეგიძლია უთხრა ხალხს, თუ რა მოიმოქმედა ღმერთმა როდესაც, ადამიანების საქციელი ვეღარ მოითმინა? -წარღვნა. -სწორია, ეს ყველაფერი კი თქვენი სასჯელია. -სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა. -აქ ჩვენს დასაცინად ხარ? -ქერა ბიჭი რომელიც ქურუმს ეკამათებოდა ახლა ანგელოზს მიუბრუნდა და თავისი მრისხანე მზერა სტყორცნა. ანგელოზის თვალები შეიცვალა, ფრთები დაიქნია და თვალის დახამხამებაში ბიჭის წინ დაეშვა. ბიჭი წაბორძიკდა, მაგრამ როგორღაც შეძლო წონასწორობის შენარჩუნება. მათი მზერა ერთმანეთს გაუსწორდა. -დიდი ხანია ერთმანეთს არ შევხვედრივართ კაილ. მეგონა რომელიმე დემონი უკვე მოგკლავდა. -მის ხმაში ზიზხი და მრისხანება იგრძნობოდა. -ხომ იცი, ჩემი მოკვლა ადვილი არაა. -მასაც ეტყობოდა, რომ ამ ორს შორის წარსულში დიდი უსიამოვნება იყო. -მართალია, ნეფილიმები ჯიუტი არსებები ხართ. კარგია რომ მხოლოდ შენ დარჩი. -მის მზერაში იყო რაღაც ძალიან იდუმალი და საშიში. -ჯობდა ჩემს მხარეს ყოფილიყავი კაილ, შენ ვერცკიწარმოიდგენ ახლა რა ძალას ვფლობ. -დემონური სისხლი შენში, ეს გაძლიერებს მაგრამ ღირს იმად ეს ძალა, რომ ყველასგან გარიყული იყო? -მე გარიყული არ ვარ, ეს სამყარო განადგურდება და მე მას თავიდან შევქმნი. უკეთეს სამყაროს შევქმნი. 1 თავი შემოდგომის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საღამო იყო. გარეთ საკმაოდ ციოდა, ქალაქის ცენტრში ერთი არაფრით გამორჩეული კაფე იყო. არც ამ კაფის სტუმტრები გამოირჩეოდნენ რამით, თუმცა არა, ამ ადგილას ნამდვილად იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. კაფეში მყუდრო ატმოსფერო იყო. სასიამოვნო მუსიკა, ოდნავ ბნელი განათება, მოწითალო კედლები და ლამაზი იატაკი. ბარის მაგიდასთან ორი ბიჭი იჯდა, ერთი სავსებით ჩვეულებრივი ჩანდა. საშუალო სიმაღლის, ქერა თმა და მომწვანო მოცისფრო თვალები. მაგრამ მეორე, მაღალი, უჩვეულო თეთრი თმა და ყვითელი თვალები. არაადამიანურ შესახედაობას აძლევდა მას. -კაილ ამის დრო არ გვაქვს, ხომ იცი ეს. -თეთრ თმიანი ბიჭის სიტყვები ძალიან დამაჯერებლად ჟღერდა და ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს აქედან წასასვლელად ყველაფრერზე იყო წამსვლელი. -კარგი რა ნოელ. ცოტა დასვენება არავის მოკლავს. -კაილი ცოტა უდარდელად გამოიყურებოდა, მაგრამ შინაგანად მანაც იცოდა, რომ აქ ყოფნა მათთვის, დროის ფუჩი კარგვა იყო. -შენ ეს ნამდვილად გჭირდება, ბოლო დროს სულ საქმეზე ხარ გადართული. -მე კარგად ვარ -ამას ამბობდა მაგრამ დაღლილობა აშკარად ეტყობოდა. ამ დროს კარზე მიმაგრებულმა ზარმა დარეკა, ოთახში სიცივისგან გაფითრებული გოგო შემოვიდა. საშუალო სიმაღლის, მოყავისფრო თმა და ამავე ფერის თვალები ჰქონდა. თითქოს ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გოგო იყო. მაგრამ ნოელის ყურადღება მაშინვე მიიქცია, ისევე როგორც კაილის. თავადაც არ იცოდნენ რა, მაგრამ ამ გოგოში იყო რაღაც, რაც მათ იზიდავდა. ბარის მაგიდასთან მათგან ოდნავ მოშორებით ჩამოჯდა და ყავა შეუკვეთა. ამინდის მიუხედავად მხოლოდ ერთი ზედა და ჯინსის შარვალი ეცვა. ნოელი გამჭოლი მზერით უმზერდა, თავისი ყვითელი თვალებით, ისე უყურებდა თითქოს მის სულში ჩახედვას ცდილობდა. კაილი კი შედარებით მორცხვად, მაგრამ ჩუმად მაინც აპარებდა მისკენ თვალს. ვერცერთი ხვდებოდა რა იყო მასში ასეთი განსაკუთრებული, მაგრამ ახლა მთელს სხეულში მისი გაცნობის დაუოკებელ სურვილს გრძნობდნენ. გოგონა გრძნობდა ნოელის დაჟინებულ მზერას, თავი ძალიან უხერხულად იგრძნო, მაგრამ როდესაც ნოელს შეხედა გაქვავდა. მისი არაადამიანური მზერა ნებისმიერს შეაშფოთებდა, მაგრამ ეს გოგო მოხიბლული უფრო იყო ამით ვიდრე შეშინებული. -ასე რატომ მიყურებ? -გოგოს გაკვირვებული თვალები პირდაპირ ნოელის კაშკაშა ყვითელ თვალებს უსწორდებოდა. -ვიფიქრე, სასმელზე დაგპატიჟებდი. -მადლობ, მაგრამ არ არის საჭირო. -გოგო მართლა უხერხულად გრძნობდა თავს, ნოელმაც შეამჩნია ეს. -მაპატიე, უხერხულად გაგრძნობინებ თავს? -უბრალოდ არვარ ასეთ რაღაცეებს მიჩვეული.-ოდნავ გაიღიმა. -კარგი, იქნებ შენი სახელი მაინც მითხრა. -ნოელი ისევ იმ გამჭოლი მზერით უყურებდა გოგოს. -ელეინი მქვია -მე ნოელი, ეს კი კაილია. ელეინმა კაილს შეხედა, კაილმა ოდნავ გაუღიმა მას, მაგრამ ეს თითქმის შეუმჩნეველი იყო. ელეინი წამოდგა. -სასიამოვნო იყო შენთან საუბარი ნოელ, მაგრამ უნდა წავიდე. ალბათ კიდევ შევხვდებით. -კარისკენ წავიდა და გარესამყაროს წყვდიადში დაიკარგა. ნოელმა მაშინვე კაილს გადახედა. ბიჭი ვისკის ჭიქას ათამაშებდა ხელში. კაილი არ იყო ისეთი ბიჭი გოგოსთან საუბარს, რომ ვერ ბედავენ, მაგრამ ამ გოგოში იყო რაღაც ისეთი რასაც ვერ ხსნიდა. -რაგჭირს მეგობარო. ასეთი არ ხარ ხოლმე -ნოელის ხმაში ცოტა გაკვირვება ჩანდა. -არვიცი უბრალოდ... შენ არმოგეჩვენა ის უცნაურად? -კი და ვფიქრობ, ამ ქალაქში დარჩენის მიზეზი გვაქვს. -ნოელს თავდაჯერებული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. -ხომ იცი, რომ დიდიხნით ერთადგილას გაჩერება არ შეგვიძლია. -კარგი რა, არაფერი მოხვდება -მოგვაკითხავენ -კაილს ხმაში შიში შეეპარა, მაგრამ ცდილობდა ნოელს ეს არ შეემჩნია. -კარგი რა ვერავინ გაიგებს, თანაც ვის შეუძლია ნეფილიმის და ანგელოზის დამარცხება. -ალბათ მართალიხარ. იმ ღამეს პატარა მოტელში დაბინავდნენ, არცისე კარგი იყო, მაგრამ ცოტახნით გამოდგებოდა. მათი ოთახი კი ალბათ ყველაზე საშინელი იყო, საშინელ ოთახებს შორის. გახუნებული საღებავი, რამდენიმე ადგილას აყრილი იატაკი და არცთუისე სუფთა ფანჯრები. მაგრამ არცისე დიდი არჩევანი ქონდათ. -ასეთ საშინელებას არველოდი.-ნოელი მართლა იმედგაცრუებული ჩანდა ისევე როგოდც კაილი, მაგრამ ახლა ვეღარაფერს იზამდნენ. -ხვალამდე გავუძლებთ. მაინც როგორ აპირებ იმ გოგოსთან დაახლოებას? -სკოლაში დავიწყებ სიარულს. -ხუმრობ? -მე არასდროს ვხუმრობ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.