შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო /თავი 4/


20-03-2019, 15:59
ავტორი black qveen18
ნანახია 993

მართალია ვთქვი,რომ მის მისამართს გავიგებდი,მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა ამას ეს როგორ უნდა გამეკეთებინა.
პირველი რაც თავში მომივიდა მისი facebook-ის შემოწმება იყო.პოსტები და ვიდეობი კალათბურთის შესახებ.საკონტაქო ინფორმაციაში რატომღაც საფოსტო კოდი ეწერა,რაც ნორმალური არაა,თუმცა ჩემთვის კარგი.საფოსტო კოდის მიხედვით საკმაოდ ადვილია მისამართის გაგება და ზუსტად ორ წუთში მისი მისამართიც ვიცოდი.ცოტა უჩვეულოდ მეჩვენა,რომ საფოსტო კოდი ეწერა საკონტაქტო ინფორმაციაში,თუმცა ეს ხომ ამერიკაა და ყველაფერი მოსულა.
დილით სამ საათზე გადავწყვიტე წასვლა,მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა.სან- ფრანცისკოდან ლოს-ანჯელესამდე დიდი მანძილია და არ ვიცოდი გამომივიდოდა თუ არა, მაგრამ გადავწყვიტე მეცადა.
წასვლის დრო დადგა.ტელეფონი და ცოტაოდენი ფული ავიღე იმ შემთხვევისთვის,თუ იქიდან ჩემით ვეღარ დავბრუნდებოდი.მაქსიმალურად წარმოვიდგინე ნიკის სახლის მიმდებარე ტერიტორია,თითი დავატკაცუნე და სულ რაღაც ორ წამში მისი სახლის ეზოში გავჩნდი.თავბრუ დამეხვა.ჩვეულებივ ასე არ მომდის ხოლმე,თუმცა შორ მანძილზე ჩვეულებრივი იყო.
მართალია მისი სახლის ეზოში ვიყავი,თუმცა არ ვიცოდი რომელი იყო მისი ოთახი. პირველად მისაღებ ოთახს ვესტუმრე.საკმაოდ კომფორტული სახლი იყო.ძირითადად ღია ფერებში გადაწყვეტილი.ტყავის ავეჯით და მინის დაბალი მაგიდა ოთახის ცენტრში. მეორე საერთულზე ავედი და იმ ოთახისკენ წავედი,რომელიც ბაღს უყურებდა,იმიტომ,რომ თინეიჯერ კალათბურთელ ბიჭს სწორედ ასეთი ოთახი მოუნდებოდა,თან მის ძალასაც თუ გავითვალისწინებთ.ბინგო!ზუსტად ეს ოთახი იყო.
ოთახს მთვარის შუქი ანათებდა და ყველაფერი ბუნტად ჩანდა.კედლებზე flesh-ისა და quicksilver-ის პლაკატები იყო,რამაც სარას ნათქვამში უფრო დამარწმუნა,რაც ძალიან გამიხარდა.მხოლოდ საწოლის ზემოთ ეკიდა ჯორდანის პლაკატი.ნიკს მშვიდად ეძინა. რატომღაც მისი საწოლის პირდაპირ ჩამოვჯექი და მას მივაშტერდი.ვიცოდი,რომ ვინმეს ოთახში შემოსვლის შანსი საკმაოდ ცოტა იყო და თუ მაინც შემოვიდოდა მაშინვე სხვა ოთახში გავჩნდებოდი.მშვიდად სუნთქავდა.მან ხომ არ იცოდა,რომ მე იქ ვიყავი.
-ესე იგი ასე არა ბატონო ნიკ?-მის მძინარე სახეს ვუყურებდი-შენც ჩემნაირი ყოფილხარ.იცი როდესაც სარამ მითხრა,რომ რაღაც ძალას ფლობდი დავმშვიდი,რადგან დავრწმუნდი,რომ ამ სამყაროში მარტო არ ვარ.როგორ მინდა,რომ იცოდე ჩემს შესახებ.ვიცი,რომ არაა ადვილი განსხვავებული იყო.პირველად როდესაც ჩემი ძალები შევამჩნიე,უი არ მითქვამს,მე ტელეფორტაცია შემიძლია.მემგონი იცი ეს რასაც ნიშნავს და აღარ გავწელავ.მოკლედ პირველად ეს,რომ შევამჩნიე თერთმეტი წლის ვიყავი.საწოლიდან ადგომა მეზარებოდა,მაგრამ წყალი ძალიან მინდოდა.წარმოვიდგინე სამზარეულო სადაც ონკანისკენ მივდიოდი და უცბად,ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობების გარეშე იქ გავჩნდი.ვერც კი წარმოიდგენ ისე შემეშინდა.სახლში მარტო ვიყავი და ვერავის ვერ ვუთხარი.ბავშვი ვიყავი და მეგონა,რომ როდესაც ამას გაიგებდნენ გიჟს დამიძახებდნენ და ამიტომ გაჩუმება ვარჩიე.ჩემს ძალას მაშინ ვიყენებდი,როდესაც მარტო ვიყავი,ან როდესაც ძალიან მიჭირდა.ახლა კი ვხვდები,რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
წინადადება,რომ დავამთავრე შვებით ამოვისუნთქე.მთელი ექვსი წელი მინდოდა ასე ვინმესთან მელაპარაკა,ყოველგვარი შიშის გარეშე.თუ ნიკს ჩემი ესმოდა,ეს მაინც ვერაფერს შეცვლიდა,რადგან მან ჩემი არც სახელი,არც გვარი იცოდა და ტელეფონის ნომერზე და მისამართზე ხომ არაფერს ვამბობ.თუ მოინდომებდა ჩემს პოვნას შეძლებდა,მაგრამ ეს გამორიცხული იყო.
-მოკლედ ჩემი თავი გაგაცანი ახლა კი დროა შენზეც გავიგო რამე-ფეხზე წამოვდექი-მხოლოდ ერთი პოსტერი კალათბურთზე?სერიოზულად ნიკ?მე კალათბურთის ფანი მეგონე,იმედები გამიცრუე. კოლეგების პლაკატებიც გქონია.
საწერი მაგიდის ზემოთ წიგნების თარო იყო.ძირითადად უცხოელი მწერლები იყვნენ,თუმცა ყველაზე ხშირად მაინც დოსტოევსკი შემხვდა.
-როგორც ვხედავ ფილოსოფია გყვარებია.სხვათაშორის დოსტოევსკი ჩემი საყვარელი მწერალია და თუ ოდესმე მასზე ლაპარაკი მოგინდება შეგიძლია ნებისმიერ დროს დამირეკო.
შემდეგ გარდერობშიც შევიხედე.ძირითადად სპორტული ტანსაცმელი იყო და ჯინსი არ შემხვედრია.ალბათ სწრაფად მოძრაობისას ხელს უშლიდა.
მხოლოდ მისი ოთახით შემოვიფარგლე და სხვა ოთახში არ გავედი.შემეხათრა,რადგან არა მგონია სწორი ყოფილიყო.ნუ არც მის ოთახში იყო შესვლა სწორი,მაგრამ რას ვიზავთ, ცნობისმოყვარეობამ მაჯობა.
-ასეა თუ ისე,ახლა უნდა დაგემშვიდობო.დედაჩემი ოთახში,რომ ვერ მნახავს ინერვიულებს. გამიხარდა შენი ნახვა და იმედია კიდევ შევხვდებით,ოღონდ სხვა სიტუაციაში.
ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი და ამ ჯერად მარტივად,ყოველგვარი თავბრუსხვევის გარეშე. დედაჩემის ოთახი შევამოწმე და ეძინა.დავწექი,თუმცა ვერ დავიძინე.მთელი ღამე ნიკზე და ჩემზე ვფიქრობდი.რატომღაც მიმინდა კიდეც ჩემზე სიმართლის ყველასთვის მოყოლა,თუმცა ისევ თავის შეკავება ვარჩიე,რადგან არ ვიცოდი ამას რა შედეგი მოჰყვებოდა. ნიკის ამბავი ყველამ იცოდა და მას გიჟად თვლიდნენ,მე კი არ მინდოდა ვინმეს ჩემთვის გიჟი დაეძახა.დაახლოებით ასეთ ფიქრებში გავატარე ღამე და ადგომის დროს დადგა.
-კრის გაიღივიძე,ადგომის დროა უკვე!-დამიძახა დედაჩემმა,მან ხომ არ იცოდა,რომ მთელი ღამე არ მეძინა.
-მღვიძავს უკვე და მალე გამოვალ.
-საუზმე მზადაა უკვე!
-მაშინ უფრო მალე გამოვალ.
დაახლოებით ნახევარ საათში გავემზადე და პირდაპირ სამზარეულოსკენ წავედი.
-საშინლად გამოიყურები,წუხელ არ გეძინა?
-დაახლოებით.
-დაახლოებით ანუ?!
-ანუ პირველი ნახევარი მეძინა,მეორე არა.
-დილით მიკიმ დარეკა და მითხრა,რომ დღეს ის წაგიყვანს სკოლაში და ავტობუსს არ გაყვესო.
-მიკი?სკოლაში?მე?!რით დავიმსახურე ეს პატივი?
-ასე თქვა ამ ბოლო დროს არეულია და დაწყნარება სჭირდებაო.
ამ დროს სიგნალის ხმა გაისმა და მივხვდი,რომ მიკი უკვე მოვიდა.ჩანთა ავიღე და კარისკენ წავედი.
-დღეს ტორონტოში მივფრინავ ერთი კვირით საქმეზე და იმედია სახლი მთელი დამხვდება.
სულ დამავიწყდა იმის თქმა,რომ დედაჩემი გაქირავების აგენტი იყო.ხშირად დაფრინავდა ერთი ქალაქიდან მეორეში და ხშირად ვიყავი ხოლმე მარტო.
-მთელი კი და რამდენად სუფთა ვერგეტყვი.
-თუ გინდა სარა დარჩეს ჩვენთან მარტო,რომ არ იყო.
-ჰოომ,ვეტყვი და ვნახოთ.
-კარგად კრის.
გარეთ,რომ გავედი მიკი მანქანიდან გადმოსულიყო და ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა. როდესაც დამინახა,რომ სახლიდან გამოვედი დაემშვიდობა და გაუშვა.
-ვხედავ დროს უქმად არ კარგავ!-შორიდანვე მივესალმე.
-კალათბურთელები ყველას უყვარს,ამის დედაც,ეს ხომ ამერიკაა!
-სახლში მოკითხვა რით დავიმსახურე?
-უბრალოდ ყურადღება.
-ეგ უბრალოდ ყურადღება გუშინ სახლში წავიდა.
-მაშინ ჩავთვალოთ,რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
-ოქეი.
მანქანაში ჩავჯექი და აუქსი ჩემს ტელეფონს მივუერთე.
-ვინც დაასწრებს იმისაა,ხომ იცი?-ვუთხარი მიკს,როდესაც მანქანაში ჩაჯდა.
-ნორმალური მუსიკა ჩართე,თორემ გამოვრთავ.
-როგორც ყოველთვის.
მშვიდად მივდიოდით და ვმღეროდით ამ დროს კი შეტყობინება მომივიდა.
-,,რაღაც მიზეზის გამო სან-ფრანცისკოში დავბრუნდი და დოსტოევსკის შესახებ ხომ არ გვესაუბრა?“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent