შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი (თავი 7)


21-03-2019, 03:13
ავტორი -Unknown-
ნანახია 900

ამასობაში 87 ნომერიც მოვიდა და ავტობუსში ავედი,სანამ კარი დაიხურებოდა მომაძახა
-ჭკუით იყავი პატარავ! ისევ ეს ღიმილი!! თითქოს ჩემი რუტინა იყო ეს ადამიანი! უნიში მისვლისას ეს ყველაფერი დეას მოვუყევი და აღრფოვანდა და აღშფოთდა
-მე შენ პატიოსანი გოგო მეგონე, ღამის თორმეტზე, რო ორი დღის გაცნობილი ბიჭი სახლში გყავს, ნწ ნწ ნწ
-შემომივარდა და რაგავაკეთო
-და არ გინდოდა ხო?
-არა! თუმცა ამ პასუხში ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული
...
დღეს , 18 მაისია, პარასკევი.. საკმაოდ დიდი დრო გავიდა და შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ თუ რა მოხდა ამ დროის განმავლობაში.. დეას გამოუტყდა ლაშა, როგორციქნა დაადგათ საშველი და ახლა ოფიციალურად შეყვარებულები არიან.. რაც შეეხება დემეს და ლილეს ახლოვდებოდა მათი ქორწილის დღე. მე, რა თქმა უნდა, ლილეს მეჯვარე ვიყავი, დემეტრეს მეჯვარე კი ნიკა იყო, მისი ძმაკაცი..
ალექსანდრეს რაც შეეხება,ისევ ჩემი მეზობელია და ისევ გამუდმებით ვკბენთ ერთმანეთს. ჩვენ ასეთ არასტაბილურ ურთიერთობას უკვე შეჩვეული ვიყავი..ხანდახან ლამის ხელით ვეხებით ერთმანეთს და ხანაც ადამიანური ურთიერთობა გვაქვს, მეგობრული. ზოგჯერ ზედმეტად საყვარელიცაა, თუმცა მეორე წუთას მინდა, რომ გავგლიჯო და თმები ღერა-ღერა დავაპუტო. თითქმის ყოვდღე ვხედავ მას, ნუ გასაკვირი არარის ჩემი კარის მეზობელია, თუმცა მაინც.. დეა და ლილე მეუბნება, რომ მოვწონვარ, თუმცა არამგონია ან არმინდა,რომ დავიჯერო..მე კი თავს ვაიძულებ და ვარწმუნებ,რომ არანაირი არაფერი ხდება ჩვენს შორის და უბრალოდ ვმეგობრობთ და ვმეზობლობთ.. როდესაც ამაზე ვფიქრობ, გამუდმებით მახსენდებოდა ელენეს და ლევანის ღალატი! პანიკური შიში მქონდა, რომ ისევ მიღალატებდნენ და მომატყუებდნენ. ფიქრებში გადაკარგული ძლივს გამოვერკვიე და ტელეფონი ავიღე
-ბარბარიკუნა, როგორ ხარ? (დემეტრე)
-კარგად დემე,შეენ?
-რავი ნორმალურად.. მისმინე მაგარი იდეა მაქვს, ეს შაბათ-კვირა ძაან მაგარი ამინდებია და წავიდთ სადმე, განვიტვირთოთ და მოვშორდეთ ამ ხმაურიან თბილისს, ორი დღე მაინც ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი.
-აუუ ძალიან კარგი აზრია, თორე მომბეზრდა ეს ერთფეროვნება
-ხოდაა, წავიდეთ. მოვალთ დღეს შენთან საღამოს და გადავწყვიტოთ
-ხო კაი გელოდებით მაშინ, გავიქეცი ახლა თორე უნიში დამაგვიანდება
სწრაფად მოვემზადე, ვისაუზმე და გავედი, ლიფტი გამოვიძახე და ველოდებოდი, როდესაც სანდროს კარი გაიღო
-დამელოდე, მეც მოვდივარ
-ოჰჰ დილიდან მაქვს შენი ხილვის ბედნიერება
-ნამდვილად
მისი სიახლოვე სულს მიხუთავდა და ამავდროულად მსიამოვნებდა. განსხვავებული და ჩემთვის სრულიად უცხო განცდა მეუფლებოდა მასთან ყოფნისას. ჩემს თავს კითხვას ვუსვამდი, რატომ? მოგწონს??? არა, არა, რა სისულელეა..
-გინდა გაგიყვანო უნიში?
-არა
-რატომ ასე მკაცრი უარი
-ჩემითაც წავალ, არ შეწუხდე
-არ შემაწუხებ,მაქეთკენ მივდივარ, გზად უნდა გავიარო და დაგტოვებდი
-ნუ კარგი თუარ იშლი..იმედია არ დამლეწავ
-ვინმე შენნაირი თუარ გადმომიხტება
-ოჰ, თვალებში გამოიხედე და დაინახავ დასანახს
-რომ არ დამენახა ახლა არცერთი ვისხდებოდით აქ
-ხო კიდევ კარგი
-მოიცა შენ ახლა არ მეწინააღმდეგები?? თუ მეჩვენება??
-არ გეჩვენება
-ვაახ, სასწაულებიც ხდება თურმე
-არგჯერა სასწაულების ??
-უკვე კი. ამ დროს სანდროს ტელეფონი აწკრიალდა, აიღო და ხმამაღალზე ჩართო, დემეტრე იყო
-რას შვები ბრაატ? როგორ ხარ? ხოხარ ჯიგრულად?
-საჭესთან ვარ, ბარბარიკა მიმყავს უნივერსიტეტში, შენსკენ?
-ჩვენი ბარბარიკა?
მოიცა, ჩვენი რასბიშნავს დემესი და სანდროსი? თუ?
-ხო,ხო
-ვაუ, სად შეგვიძლია. მოკლედ მისმინე, ამ შაბათ-კვირას გვინდა სადმე წასვლა და შენც წამო, ხოგცალია?
-კი კი მცალია, როარმეცალოს,როგორმე მოვიცლიდი, აბა ამის გამოტოვება როგორ შეიძლება.. მე გამომხედა და ჩაიღიმა
-წინ იყურე (მე)
-თვალს ვერ გწყვეტ
-უკაცრავად?
-რაღაც ზედმეტად ვგრძნობ თავს. ტელეფონიდან მოგვესმა დემეს ხმა
-მოკეტე რაა
-კაი წავედი ბარბარიკა, ხელს აღარ შეგიშლით.. და ტელეფონი სწრაფად გათიშა
-აი მოვედით
რა კარგ დროს მოვედით, რა უხერხულ საუბარს გადავურჩი, ისეთი ბედნიერი ვიყავი,რომ რავიცი.. მადლობა დაგავუხადე და მანქანიდან გამოვფრინდი,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.. ახლა ვიგრძენი,რომ მომეშვა და საკმაოდ დაძაბული ვიყავი მასთან. გული საგულედან ამმომვარდნოდა და ბაგაბუგი გაუდიოდა..რა ჯანდაბა მემართება?? შეგიყვარდა შე შტერო!! ჩემი მეორე მე მეუბნებოდა,რომელსაც სადღაც გამუდმებით ვკუჭავდი..
უნივერსიტეტის ეზოში შევედი, უკან გავიხედე და სანდრო ისევ იქ იდგა და ვხედავდი მის მომღიმარ სახეს.. როგორ მიყვარდა მისი ღიმლი, როგორ საოცრად უხდებოდა, მისი შემხედვარე მეც კარგ გუნება-განწყობაზე ვდგებოდი. დეა ეზოში ვერ შევამჩნიე, ისე ავუარე გვერდი, თუმცა იმდენი მეძახა გავიგე
-რაგჭირს? დაბრმავდი? ვინ მოგიყვანა? სანდროს მანქანა არაა ეგ? რახდება? ერთად ხართ? გითხრა ხო რომ მოწონხარ? აი ხო გეუბნებოდით
-მგონი მიყვარს
არმჯერა, ეს რომ ვთქვი, თუმცა იმდენად ვიყავი დაბნეული,რომ ეს უნებურად წამომცდა. ჩემი ფიქრები,რომელსაც ბნელ კუნჭულში ვკუჭავდი წამომცდა და ეს ხმამაღლა ვაღიარე
-რაა??
-ვიხუმრე
-არამგონია
-კაი რა, აბა მე და სიყვარული?
-ერთხელ ყველას უყვარდება!
-ოო კაი რა
-ნუ კარგი, რაო რახება მომოყევი აბა?
-არაფერი რაუნდახდებოდეს, გამოვედი სახლიდან ესეც მაგ დროს,ხოდაა მაგ გზაზე მივდივარო,ხოდა წაგიყვანო ბარემო და წამოვყევი
-გზაში რახდებოდა მერე რაზე ილაპარაკეთ??
-არაფერზე ისეთზე, ვკინკლაობდით როგორც ყოველთვის, მერე დემემ დარეკა, წასვლასთან დაკავშირებით
-სადმე მივდივართ და არვიცი?
-ხო დემემ, შაბათ-კვირას სადმე წავიდეთო,ბუნებაშიო, მოკლედ რაა, მაგას ჩემთან გავარკვევთ, საღამოს
-ვაა ძაან კაი აზრია, კაი მერე მერე რაო ბატონმა ალექსანდემ?
-მერე რაო და როგორ არ წამოვალო, ამას როგორ გამოვტოვებო და მე გამომხედა.. ნეტა რაუნდოდა, მე რას მიყურებდა, ჭირი მაგას.. ხოოდაა მე ვუთხარი წინ იყურეთქო და იმან თვალს ვერ გწყვწტო. ან მომესმა არვიცი, შეილება ცუდად გავიგე
-ოჰოო,მერე მერეეე
-მერე რა, არაფერი, იდიოტმა დემეტრემ ხელს არ შეგიშლითო და გათიშა... და მეთქი დაგერხა ბარბარე, დაა კიდევ კარგი, რომ მოვედით და გადმოვხტი მანქანიდან იი ვსოო
-აუუ, არადა მუღამში შევედი რა! აუ როგორი საყვარელიაა.. გვეღირსა და აღიარე რომ მოგწონს, თუ გოყვარს!
-არაფერიც
ლექციებმა როგორ ჩაიარა ვერ გეტყვით, რადგან საერთოდ არ ვფიქრობდი, არაფერი მესმოდა. მთელი ჩემი გონება ალექსანდეს ეკავა და იმ ორ დღეს რომელსაც მასთან ერთად გავატარებდი და წინასწარ მეშინოდა, თუმცა რისი არვიცი ან ვიცი და ამას არვაღიარებ!ან იქნებ უკვე ვაღიარე, მოკლედ გონებაში სრული არეულობა მქონდა, ეგ დანამდვილებით ვიცოდი! უნივერსიტეტიდან კარფურში გავიარე, პროდუქტის და სასუსნავების საყიდლად.. ცეზარის, პიცის და პერაშკების გაკეთება გადავწყვიტე, ამიტომ საჭირო პროდუქტი ვიყიდე და დახუნძლული გავემართე სახლისკენ.. სანამ მოვიდნენ ყველაფერი მოვასწარი, ჩემი მარჯვე ხელებით და კარზე ზარიც გაისმა
ლილე და დემეტრე იყვნენ
-ოჰოო რა სუნები ტრიალებს, რა გააკეთე ჩემო სიყვარულო? (ლილე)
-ცეზარი, პიცა და პერაშკები, თუმცა მოგვიანებით შევწვავ მაგათ
-უფფ კარგია შენი გემრიელობები, მოგეხარწბი სუფრის გაწყობაში. დეა როდის მოვა? ან ალექსანდე?
-დეა მალე მოვა, ლაშასთან ერთად და ალექსანდრე არვიცი, აზრზე არვარ..
-რატო მერწ უნდა იცოდე
-რატო უნდა ვიცოდე
-მიტო! დღეს მითხრა დემემ, როგორ საყვარლად ჭუქჭუკებდით
-ხო ძაან
-შენ რაუთხარი?
-რასატან დაკავშირებით?
-არიცი ხო?
-არაფერი, მივედით უნიში და გადმოვედი მანქანიდან
-კაი რაა
-კაი მოვრჩეთ ეხლა
სუფრა გავაწყვეთ..დეა, ლაშა და ალექსანდეც მალე შემოგვიერთდნენ
-კარგი აბა რა იდეები გაქვთ, სად წავიდეთ? (მე)
-დაშბაში? (დეა)
-არა, ეგ ზაფხულშია კარგი(ლილე)
-კახეთში? (ლაშა)
-აუ არა მანდ იმდენჯერ ვარ ნამყოფი, არმინდა (მე)
-სამარგალო? (დემე)
-აუ არც მანდ (მე)
-გონა? (ალექსანდრე)
-ეგ სადაა? (დეა)
-რაჭაში, ძალიან ლამაზი ადგილია (ალექსანდრე)
-მიდი დაგუგლე რაა(დეა)
სოფელი გონა- ულა­მა­ზე­სი სოფელი, რო­მე­ლიც პა­ტა­რა შვე­ი­ცა­რი­ას შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის მხა­რე­ში, ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს.
სო­ფე­ლი გონა ღე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლია. ის ღებ­ზე მაღ­ლაა და და­თოვ­ლი­ლი მთე­ბი­თაა შე­მო­ზღუ­დუ­ლი. მდე­ბა­რე­ობს კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი წყალ­გამ­ყო­ფი ქე­დის სამ­ხრეთ კალ­თა­ზე, მდი­ნა­რე ჩვე­შუ­რის (რი­ო­ნის მარ­ცხე­ნა შე­ნა­კა­დი) ნა­პი­რას. ზღვის დო­ნი­დან 1680 მეტრზე, ქა­ლაქ ონი­დან და­შო­რე­ბუ­ლია 39 კი­ლო­მეტ­რით.
მართლაც საოცარი ადგილი იყო,თანაც რაჭაში კიდევ უამრავი ლამაზი ადგილია მოსანახულებლად: შაორის ტბა, უწერა, ღები..
მოკლედ კარგი ვარიანტი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ რაჭაში წავსულიყავით.
-ერთად რომ წავიდეთ აქედან არგინდათ? ჩემთან დარჩით
-კარგი აზრია (დეა)
-ხო მაგრამ სახლებში უნდა წავიდეთ, ხომ უნდა მოვემზადოთ(დემეტრე)
-ხოდა ჯერ 8 საათიც არაა და წადით წამოიღეთ რაცგინდათ, მერე რომ მოხვალთ კარფურში გავიდეთ ვიყიდოთ ხვალისთვის რაღაცეები, კიდევ დრო რომ არ დავკარგოთ დილას.. ასე აჯობებს, აბა ხვალ სანამ გავიღვიძებთ შევიკრიბებით და ამბები, მოკლედ რა! დროის კარგვაა
-უდავო ხარ! (ლილე)
-მიდით გაეყარენით
-რატო გვყრი?? ერთი სული გაქ ხო როდის დარჩებით მარტო შენ და სანდრო? ჩამჩურჩულა დეამ
-მოგკლავ
როგორც იქნა სახლიდან გაეტიენ, ამინდი ვნახე და კარგი ამინდები იყო, ღამეს ცოტა სიგრილე..
-ასე უნდა იყო ახლა? შენ არ უნდა ჩალაგდე?
-მაგას მერეც მოვასწრებ
-ხოდა მიდი
-შენ დაგეხმარები
წასვლას ნამდვილად არ აპირებდა და სიმართლე,რომ გითხრათ არც მინდიდა. ჩემს ოთახში შევედი, ზურგჩანთა ავიღე და კარადას მივადექი, ჯინსის შარვალი, ორი მოკლემკალვიანი მაისური, ჯინსის კურტკა ავიღე. პლედი მოვიძებნე და ჩანთაში ჩავდე..
-საღამოს შეგცივდება, რამე თბილი ჩადე
-მაქვს ჯინსის კურტკა
-ეგ თხელია, შეგცივდება დამიჯერე
-არ შემცივდება
-ჩადე
-არა
-ღმერთოჩემო რა ჯიუტი ხარ!
ენა გამოვუყავი
-მაგ ენას ამოგაცლი
-ფეხებსაც ვერ მომჭამ
-ვცადოთ
ჩემსკენ წამოვიდა, მე კი ნაბიჯი უკან გადავდი,ისევ წამოვიდა და ისევ გადავდგი და ვაგრძელებდით ასე სინქრონში სანამ კედელს არ შევასკდი. კმაყოფილი სახით მიმიმწყვდია კუთხეში და მივხვდი, რომ სერიოზულ შარში ვიყავი, ვეღარ ვინძრეოდი და ვეღარსად მივდიოდი.. ჯანდაბა! ბარბარე, რა სულელი ხარ! მისი სიახლოვე სულს მიხუთავდა და სულს მიწიოკებდა.. ასე ახლოს არასდროს ყოფილა ჩემთან, იმდენად ახლოს იყო, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი.. რა საოცარია, როგორი ლამაზი ნაკვთები აქვს, როგორი ლამაზი შავი ბრიალა თვალ-წარბი, ცხვირი და საოცარი ტუჩები. მისი თითოეული ნაკვთი შევისწავლე, ვხვდებოდი, რომ აღარ შემეძლო ასე ყოფნა, ვეღარ ვუძლებდი ამ მდგომარეობას.. აუცილებლად რაღაც უნდა მომემოქმედებინა, მაგრამ არვიცი რა? გაშეშებული ვიყავი..
-საოცრება ხარ!
როგორ მინდოდა მეც იგივე მეპასუხა, მაგრამ ვდუმდი!
მოულოდნელად ჩემი დაუმორჩილებელი კულული გადამიწია ყურს უკან და თან თვალს არ მაშორებდა, იღიმოდა.. ალბათ გული გამიჩერდა, ჩვენი მანძილი ნელ-ნელა მცირდებოდა.. გული ამიჩქარდა, საგულედან ამომმავდნოდა ლამის! რას აკეთებ ბარბარე! ეს არ გააკეთო! არ გაბედო! არც კი გაიფიქრო! არა უკვე ფიქრობ, არ გაბედო!!! ინანებ! იცოდე ინანებ! არ ვინანებ!! ინანებ ბარბარე! არ ვინანებ!! ინანებ! ეს ორივეს გვინდა, მოკეტე!!!
ჩვენს შორის მანძილი გაქრა.. ჩვენი ბაგეები შეერთდა.. სუნთქვა შემეკრა..მძაფრი და ხშირი.. გულისცემა, გამისამმაგდა, გამიასმაგდა... გულისცემას საფეთქელბში გვრძნობდი..! როგორი ლამაზი და ფერადი იყო გარშემო ყველაფერი.. ეს ენით აღუწერელი სიამოვნებაა და არამარტო სიამოვნება.. მე მას ვგრძნობდი მთლიად!! მის გულწრფელობას გრძნობდი!!მესმის, როგორ უცემს გული და ვყვები მის რიტმს.. ეს საოცარი შეგრძნებაა. პირველი კოცნა!! საოცრებაა.. მუცელში პეპლები და ყველაფერი ერთად დაფრინავდა და თითქოს მეც დავფინავდი.. ჟრუანტელი მივლიდა..
გონებაში, გულში,სულში არვიცი რახდებოდა, სრული ქაოსი იყო..
რას ვაკეთებდი?! რას აკეთებ ბარბარე! ეს რა გააკეთე ბარბარე!!
-გაჩერდი!
სწრაფად მოვშორდი მას.. არ ვიყურებდი, ვერ ვუყურებდი.. სად წავსულიყავი არვიცოდი.. ჯანდაბა! ეს რა გავაკეთე!! საოცრება იყო!! საოცრება იყო ეს ადამიანი!! არ მინდოდა გამეჩერებინა, მაგრამ.. მეშინოდა.. ახლა რა უნდა გააკეთო? რას ეტყვი? რას გეტყვის? ღმერთო ჩემო!! ორი დღე მასთან უნდა გაატარო!! როგორ შევხედო თვალებში..

P.S ვიცი ძაალიაან დავიგვიანე, მაგრამ ვერანაირად მოვახერხე.. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.. იმედია არ დაგავიწყდათ ჩემი ისტორია.. ვეცადე დიდი თავი გამომსვლოდა, მაგრამ რავიცი.. მოკლედ მოუთმენლდ ველი თქვენს შეფასებებს.. როგორ მოგეწონათ მოვლენების განვითარება?? ძალიან გთხოვთ დამიკომენტარეთ.. ისეთი დიდი სტიმულია ჩემთვის, თითოეულის კომენტარი თქვენ ხომ არიცით!!
ძალიან მოყვარხართ და უღრმესი მდლობა ჩემს ისტორიას, რომ კითხულობთ..



№1  offline წევრი american boy-:d :d

ვგიჟდები ალექსანდრეზეეეეეეეეე

მაგარია ძალიან და ველოდები ახალს ისე ემოციურად წავიკითხე რომ მეც კი გამიკვირდა მოკლედ კარგია და გელოდები

 


№2  offline წევრი -Unknown-

უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️
american boy-:d :d
ვგიჟდები ალექსანდრეზეეეეეეეეე

მაგარია ძალიან და ველოდები ახალს ისე ემოციურად წავიკითხე რომ მეც კი გამიკვირდა მოკლედ კარგია და გელოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent