შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეულის დღიური 14 (დასასრული)

21-03-2019, 12:59
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 928

ორივე ქორწილმა მშვიდობიანად ჩაიარა. პირველ ქორწილში დაისი გაისმა, შემდეგ აჭარული და ცხელ-ცხელი ქართული კერძების აქეთ-იქით ფრიალიც არ დაჰკლებია ქართულ მამა-პაპაურ ქორწილს. თურქეთში ქუჩებში მუსიკის ფონზე ვიცეკვეთ და ელენემ და ალიმ ტრადიციული იენი ჰარმანდალი იცეკვეს, რომლის სწავლა ელენემ სამ დღეში მოასწრო.
საქართველოში ოცდასამ სექტემბერს დავბრუნდი. ელენე იზმირში დარჩა ახალ ოჯახთან ერთად. ზოგადად მარტო გადასვლას გეგმავდნენ და ბინაც შერჩეული ჰქონდათ იმ მომენტში, თუმცა რემონტსა და ახალი ავეჯით შევსებას ამჯობინებდნენ.
იმ წელს უნივერსიტეტს ვამთავრებდი. გამიმართლა და ქუდების ფრიალი და მოლოცვები სექტემბერში გადაიტანეს, ამიტომ მეც გამიმართლა და ოთხ დღეში გამოსაშვებ საღამოზე დიდი ენთუზიაზმით წავიდოდი.
ალბათ გახსოვთ ჩალურჯებული თვალის ამბავი, რომელიც დღემდე არ ვიცი სად და როგორ მოხდა, თუმცა იმ პერიოდში ყველაზე ნაკლებად მადარდებდა საკუთარი ემოციები, გრძნობები და თავგადასავლები. სრულიად მარტო დავრჩი ბოროტებითა და ხაფანგებით სავსე ქალაქში და არავინ მყავდა, ვისაც პირისპირ დაველაპარაკებოდი. ხომ ვთქვი, ელენე ჩემი ექიმი იყოთქო, ამაში მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რადგან მისი არ ყოფნა ისე განვიცადე, როგორც თავის დროზე ვატოს წასვლა, თუმცა თავს ვიტყუებ. ელენეს ვწერდი და ველაპარაკებოდი მაინც, ვატოს ასავალ-დასავალი კი არ ვიცოდი.
მხოლოდ ფურცლის ნაგლეჯი შემრჩა ვატოს დიდი და ძლიერი სიყვარულიდან. ის ოცნებები და ფიქრები, რაც ვატოსთან მაკავშირებდა პაწაწინა ქაღალდმა და სულ ორმა წინადადებამ მტვრად აქცია. ეჭვი და ინტერესი მკლავდა. მაინტერესებდა სად და ვისთან ერთად იყო ვატო. რომელ ქალაქში ცხოვრობდა, სად მუშაობდა. იქნებ არც გამოუცვლია სამუშაო ადგილი და უბრალოდ სხვა უბანში გადავიდა საცხოვრებლად.
***
სამსახურის ძებნა იმ დღესვე დავიწყე, როდესაც სწავლა დავამთავრე. თუმცა ვერაფერი ვიპოვე და სწორედ ამან განაპირობა ჩემი ღვეზელების ცხობის ბიზნესის გადაწყვეტილება.
დაილიცოს ინტერნეტი და სოციალური სივრცე. ყველაფრის გაკეთება და წარმოება უფრო გიადვილდება. მეც მალევე მოვიპოვე სახელი და მუდვმივი კლიენტებიც კი გავიჩინე. ასე დაიწყო ყველაფერი, სანამ ჩემი სახელი და გვარი ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეულის ყურამდე არ მივიდა.
ოთხშაბათი დღე იყო. დღის სამის ნახევარი იქნებოდა. საღამოსთვის ალუბლის ტარტების შეკვეთა უნდა ჩამებარებინა და მთელი სამზარეულო ფქვილში იყო ამოვლებული, როდესაც ტელეფონმა დამირეკა. ჩემი სახელი და გვარი იკითხა და მეც თანხმობა განვუცხადე. გასაუბრებაზე მეპატიჟებოდა „იასამნის ბაღში“. (რესტორანის სახელია, რაიმე ყვავილნარი არ წარმოიდგინოთ). გასაუბრებაზე სამი ადამიანი დამხვდა. აქედან ერთი ქალი, ორი კი კაცი. ჩემს თავზე მოყოლა მთხოვეს. მეც ბევრი არაფერი მქონდა სათქმელი და წუთნახევარში ყველაფერი ჩამორაკრაკებული მქონდა. შემდეგ კი მთხოვეს რაიმე კერძი მომემზადებინა მათთვის. უფრო სწორად რაიმე გამომეცხო. შემიყვანეს უზარმაზარ სამზარეულოში, სადაც ყველაფერი იყო, რაც კი შეიძლება მზარეულმა ინატროს. ჩემი ცნობილი სოკოს ღვეზელის მომზადება გადავწყვიტე და დაახლოებით ოც წუთში თეფშზე ამაყად იწონებდა თავს ჩემი ღვეზელი. სამივე ერთობლივად მიუსხდა მაგიდას და ჯერ გარედან დათვალიერება დაიწყეს, შემდეგ შუაზე გაჭრეს და შიგნით იყურებოდნენ, თუმცა არცერთი არ ფიქრობდა მის დაგემოვნებას. ცოტათი დავიძაბე და ეს არც მათ გამორჩენიათ.
-თავიდან, როდესაც კერძი მაგიდაზე მივა ჭამის სურვილი უნდა აღუძრას ადამიანს. ვიზუალი, სუნი, ფერთა შეხამება, ეს ყველაფერი აუცილებელია კულინარიაში. თუკი თეფშზე ულამაზოდ დადებულ კერძს დაგიდებენ, თქვენ მისი ჭამის სურვილი არ გაგიჩნდებათ, ამიტომ პირველი ეფექტი ვიზუალიზაციაა და ჩვენც ამიტომ ვინტერესდებით ასე განსაკუთრებით შენი ღვეზელით - ამიხსნა ერთ-ერთმა.
ჩემმა ღვეზელმა დიდი თუ არა, კარგი შთაბეჭილება მაინც დატოვა გამოსაცდელი ვადით ცომეულის ხაზი ჩამაბარეს.
***
ჩემმა კარიერამ პირადი ცხოვრება ლამის დამავიწყდა. აღარც ლევანზე და აღარც ვატოზე აღარ ვფიქრობდი. ორივე ჩემი წარსული იყო, ამიტომ ორივეს პატივს ვცემდი ამის გამო, თუმცა ცხოვრებაში ახალ სიყვარულს მოუთმენლად ველოდი. მენატრებოდა მუცელში პეპლები და პირველი კოცნის დროს სახეზე ალმური, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, უარი ვთქვი რამოდენიმე პაემანზე. თითქოს არცერთი იყო ისეთი, როგორსაც მე ველოდი ან იქნებ მე ისევ ვატოსნაირ მამაკაცს ველოდი, თუმცა ეს ნამდვილად არ ვიცი. იმ პერიოდში საფიქრად დრო საერთოდ არ მრჩებოდა. ჩემი მთავარი საზრუნავიც და ფიქრის ობიექტიც ცომი იყო. რბილი, ზოგი ფხვიერი, ზოგიც უფრო მაგარი და მძიმე.
-შენი ადგილი სამზარეულოშია - ეს იყო მთავარი შეფის შეფასება, როდესაც გამოსაცდელი ვადა დასრულდა - აყვანილი ხარ მანამ, სანამ ხალხს მოსწონს შენი გამომცხვარი კერძები.
აი, ეს იყო ჩემი ორწლიანი და ათწლიანი გამოცდილებაც. Facebook-ში აწყობილი კარიერა, რომელმაც დიდ რესტორნამდე მიმიყვანა, ყოველგვარი პატარ-პატარა კაფეების გამოვლის გარეშე, სადაც შენს შრომასა და ამბიციებს მთლიანად თელავენ.
***
დასვენების დღის სახლში გატარება გადავწყვიტე. დილით მაღაზიაში ჩავედი, პური გამთავებოდა. ეზოში ჩასვლისას კი რაღაც ისე არ იყო, როგორც მანამდე. ვერ მივხვდი და გონების ამოუცნობ შრეებს მივწვდი გასახსენებლად. ვატოს მანქანა აღარ იდგა. თვალებში დამიბნელდა, გული სასტიკად ამიჩქარდა და კედელი, რომ არა ალბათ წავიქცეოდი კიდეც.
ეზოში მზის ბოლო თბილ სხივებზე თბებოდა ჩემი მეზობელი ნაზი, რომლისთვისაც არ არსებობდა ჭორი, რომელიც მან არ იცოდა. ნაზისთვის არ არსებობდა საიდუმლო. მან იცოდა ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენს ეზოსა და მის შემოგარენში ხდებოდა, ამიტომ პირდაპირ მისკენ ავიღე გეზი.
-დილამშვიდობის, ნაზი დეიდა - წინ ავეტუზე და ღიმილიანი სახით მოვიკითხე
-მშვიდობიანი დილა მოგცეს უფალმა - გამიღიმა, თითქოს ხვდებოდა რაღაცის კითხვას, რომ ვაპირებდი.
-რაღაც მაინტერესებს და იქნებ იცოდეთ - ვეცადე კეთილგანწყობა მომეპოვებინა და გვერდით მივუჯექი - აქ რომ ვატოს მანქანა ეყენა, ვინ წაიყვანა? ვატო იყო მოსული? - მთელს ტანში სიცივე ვიგრძენი, თითქოს ცივმა ოფლმა დამასხაო, ისე გამიცვდა ყველა კიდური.
-არა - თითქოს მეწყინა და ამავე დროს ამოვისუნთქე - ვიღაც გოგო იყო მოსული და მან წაიყვანა. უხ, კარგი გოგო კი იყო, მაღალი, ქერა, ჩამოსხმული ტანი ჰქონდა. გამოველაპარაკე და მითხრა ვატომ ეს მანქანა მე მაჩუქა, თვითონ აღარ სჭირდება, დიდი ხანია საზღვარგარეთაა და ჩამოსვლას აღარც აპირებსო.
„გოგო? მას არც და და არც ბიძაშვილ-დეიდაშვილი გოგო არ ჰყავს. ესეიგი სხვა პრივილეგიით სარგებლობს მის ცხოვებაში. ნუთუ ასე მალე შეძლო ჩემი დავიწყება. მე ხომ ვერცერთ მამაკაცთან შევძელი ნორმალურად გასაუბრებაც კი. მართა, რა გჭირს, ნუთუ ასე დაეცი და გადაჰყევი მის სიყვარულს? შენ არ ამბობდი ძლიერი ვარო? მაშინ რატო ეჭვიანობ? შენი აღარ არის ვატო და ახალი შეყვარებულიც ეყოლება, ცოლიც და შვილებიც.“
ტირილი ამივარდა. ჩვენ იმდენჯერ გვისაუბრია ჩვენს შვილებზე, დაგეგმილიც კი გვქონდა რა უნდა დაგვექვა მათთვის, თუმცა მისი შვილების დედა მე ვეღარასოდეს გავხდებოდი. ტირილ-ტირილში და საკუთარ თავთან კითხვების დასმით ისე აღმოვჩნდი სახლში, რომ პური სულ დამავიწყდა.
ჩემი მოთქმიდან ნახევარ საათში კი კარზე კაკუნი გაისმა. „ვატო“ ჩემმა გონებამ ერთიანად შეჰყვირა და ფეხზე წამომახტუნა. კარი გამოვაღე და ალი და ელენეს საიდუმლო ვიზიტის შესახებ მაშინღა გავიგე.
-ჩემო ძვირფასო მეგობარო - გადავეხვიეთ ერთმანეთს და რამდენიმე წუთი სადარბაზოდან ფეხი არ მოგვიცვლია - აქ რა ქარმა გადმოგაგდოთ? გაგახსენდა მშობლიური მიწა და ჰაერი?
-მე სულ მახსოვს ჩემი სამშობლო და ისე მომნატრებია, ლამის ვიტირე საზღვარზე, რომ გადმოვედი. ალი ისეთი გაოცებული მომჩერებოდა, თითქოს სამშობლოში კი არა ომში დავბრუნებულიყავი - ქოთქოთი მაშინვე დაიწყო ელენემ და ჩემი მოსაწყენი და ერთფეროვანი დღე უკვე გახალისებული ჰქონდა - ახალ წელს აქეთ გვინდა შევხვდეთ. შენ რამე განსაკუთრებულს ხომ არ გეგმავ?
-მე და განსაკუთრებულობა? - გულიანად გამეცინა და წამში დავსერიოზულდი - არა, ახალი წლის ღამეს ვმუშაობ და ალბათ სამზარეულოში ცომში გასვრილი ხელებით მომიწევს ახალ წელს შევხვდე, თუმცა მშვენიერი იქნება.
-შენს რესტორანში ხომ არ მოვიდეთ და ერთად აღვნიშნოთ? ბოლო-ბოლო ათი წამით ხომ მაინც გამოხვალ და ჩვენთან ერთად მიეგებები ახალ წელს.
***
და აი ასე დადგა 31 დეკემბერიც. დღე, რომელსაც ელოდება ყველა, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ბედნიერი თუ უბედური. ყველას სჯერა სასწაულის, რომელიც ამ ღამით დადგება და ყველა აუხდენელ ოცნებას ფიფქებად დააყრის ადამიანს.
ახალი წელი სიმბოლოა ძველის გადაგდების და ახალი, უჩვეულო და კარგი შეგრძნებების შეძენის. თითქოს ამ დღეს ყველა ბედნიერია, თუმცა ასე არ არის. ზოგის გული ახალ წელსაც მკვდარია და შობასაც, უბრალოდ მაინც ვიკეთებთ ნიღბებს და ძალით ვწევთ ტუჩებს განზე, რადგან სხვას მაინც ვაცადოთ ბედნიერად ტკბობა.
ახალი წლის ღამეს ყველა ჭიქას იღებს ხელში და ძველ წელს სიხარულით აცილებს, ახალს კი მეტ სიკეთეს, მეტ ფულსა და ბედნიერებას სთხოვს.
ჩემთვის კი განვლილი წელი ბევრ ტკივილთან ასოცირდებოდა. ყველანი კარგ მოგონებებს იხსენებდნენ სუფრასთან შემომსხდრები, თუმცა მე სწორედ ამ კარგმა მოგონებებმა მატკინეს და სხეული თუ სული დამისახიჩრეს.
ცუდი მოგონებები დავიწყებას მიეცემიან, ამიტომ საერთოდ აღარ მტკენდა ლევანთან განვლილი დღეები, აღარც მოტაცების ამბავი მიხსენებდა იარებს, თუმცა კარგი და ბედნიერი მოგონებები, რომლებიც ვატოსთან ერთად გავატარე ყოველ წამს მირტყამდნენ დანას შუა გულში და მუცლამდე ჩამომსერავდნენ.
ახალი წელი იყო, ბედნიერი დღე და ჩემი მეგობრებიც ჩემ გვერდით იყვნენ, თუმცა ის მაკლდა, სიყვარული ანუ ვატო.
-რომ დაბრუნდეს აპატიებ? - საკუთარ თავს ხშირად ვუსვამდი ამ კითხვას, თუმცა პასუხს ვერასოდეს ვიღებდი. იქნებ მეპატიებინა კიდეც, ანდაც პირიქით, ამჯერად მე მექცია ზურგი მისთვის და ისევე დამეტოვებინა, როგორც მან დამტოვა თვეების წინ.
რა გასხვავება და მსგავსებაა ლევანსა და ვატოს შორის?
ლევანმაც და ვატომაც აუტანელი ტკივილი მომაყენეს, ორივემ ეკლიან ბუჩქებში უმოწყალოდ ჩამაგდეს, თუმცა ლევანთან ყველაფერი გაცილებით ადვილად იყო. მიღალატა, მეწყინა, გავბრაზდი, ვიყვირე, ვუყვირე და ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა. სიყვარული სიბრაზემ და სიძულვილმა შეცვალა. სიყვარულით სავსე თვალებში კი მის მიმართ ზიზღი ჩადგა. ვატო კი არ მძულდა, არ მძულდა მისი არცერთი მანერა, არც სახის დანახვისას ვიოცნებებდი მის გაქრობაზე. ვატომ ძლიერად მატკინა გული, თუმცა ჩემი სიყვარული მისდამი თითქმის არ შეცვლილა და არ გაუფერულებულა.
***
ახალ წლამდე ათი წუთი რჩებოდა. რესტორანში ბევრი ხალხი არ იყო, ესეიგი არც შეკვეთებით ვიყავი გადატვირთული. ხალხის უმრავლესობა სახლში ხვდებოდა ახალ წელს, ზოგი მათგანი და უფრო თინეიჯერები კი კონცერტს ესწრებოდნენ ღია ცის ქვეშ.
ვატო რომ ჩემთან ყოფილიყო ალბათ სადმე წავიდოდით. ბაკურიანში და გუდაურში არა, სადმე ისეთ ადგილას, არავის რომ არ მოაფიქრდებოდა იქ ახალი წლის შეხვედრა.
-ეს შენი საჩუქარია - ელენემ ალის პატარა ყუთი გადასცა და თვალი ჩამიკრა - გახსენი - აჩქარებდა ელენე და ერთ ადგილას ცმუკავდა.
-რა არის? - სხვათაშორის იკითხა ალიმ, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ ელენე წინასწარ არ ეტყოდა რა იდო ლამაზად შეფუთულ ყუთში - სერიოზულად? -ფერი დაკარგა ალიმ და წყლის მიწოდებაც კი დაგვჭირდა.
-ხო, ეს მართალია - წამოიყვირა ელენემ და ალის მოეხვია.
ცნობისმოყვარედ ჩავიხედე ალის ყუთში, რომელიც მაგიდაზე მოისროლა და ბავშვის პაწაწინა სათამაშო დავინახე. ელენე ფეხმძიმედ იყო.
ჟრიამულმა და ემოციებმა ახალი წლის დადგომა კინაღამ გადაფარეს. ორი წუთიღა რჩებოდა და ახალი წელი ჩვენს ფანჯრებში ფეიერვერკებად შემოაბიჯებდა.
-გამარჯობა - მომესმა ნაცნობი ხმა. მოჩუხჩუხე სისხლი ყინულად იქცა. უეცრად შევტრიალდი და ვატო დავინახე.
-მართა, ახალი წელი დგება, მოდი ოთხივემ ერთად ჩავიფიქროთ სურვილი - მითხრა ელენემ და მივხვდი, რომ ეს მისი მოწყობილი იყო. მან ზუსტად იცოდა, რომ ვატო დაბრუნებულიყო.
ათი, ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი
გ-ი-ლ-ო-ც-ა-ვ-თ დასჭექა ხალხმა და ყველა ერთმანეთს გადაეხვია.
ვატო ჩემთან მოვიდა და ძლიერად ჩამიხუტა გულში. რეტი დამეხვა, თვალთ დამიბნელდა და ჩემი ხელები ჩემსავე შარვალს მიეყინა.
-ახალ წელს გილოცავ, მართა - ჩამჩურჩულა მან და კიდევ უფრო მომხვია ხელები - სურვილი ჩაიფიქრე? - მკითხა და წამში მოვიშორე.
სურვილი არ ჩამეფიქრებინა.
„ღმერთო, დამაყენე სწორ გზაზე და მირჩიე როგორ მოვიქცე“.
დასასრული.
>>> გამიზიარეთ თქვენი აზრი და დამოკიდებულება მოთხრობისა და ფინალის მიმართ. თქვენი აზრით შეურიგდება მართა ვატოს? <<<<

№1  offline წევრი Rania

მართალია არ დამაკმაყოფილა დასასრულმა. რაგაც ნაჩქარევიბიყო. მთლიანონაში ზალიან მომეწონა. ასე გააგრძელე. ვფიქრობ რომბშეურიგდება. უბრალოდ რატომ წავიდა? ამის ცოდნის მიზეზი გვქონდააა
--------------------
Q.qimucadze

№2  offline წევრი გაზაფხული

Rania
მართალია არ დამაკმაყოფილა დასასრულმა. რაგაც ნაჩქარევიბიყო. მთლიანონაში ზალიან მომეწონა. ასე გააგრძელე. ვფიქრობ რომბშეურიგდება. უბრალოდ რატომ წავიდა? ამის ცოდნის მიზეზი გვქონდააა

სწორედ ეგ იყო ჩემი, როგორ მწერლის მიზანი, რომ დასკვნები თქვენ გამოგეტანათ. მადლობა, რომ კითხულობდი ჩემს მოთხრობას

№3  offline წევრი LI_BE

ესე იგი, ქალბატონო გაზაფხულო blush

პირველი დღიდან მოგვყვები, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მზარეულებზე ფილები და სერიალები, სულ ინტერესით ვუყურებ ხოლმე. ხოდა, შენც გამოგყევი. მინდა გითხრა, რომ ძალიან სასიამოვნო წერის სტილი გაქვს, ლაღი, მსუბუქი, იუმორიც გაქვს და თვითირონიაც, რაც ძალიან მომწონს. ჩემი მოკრძალებული აზრით, ახალბედას პირობაზე ძალიან კარგიც იყო. იმედია, წერას არ შეწყვეტ, გააგრძელებ, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად განვითარდები და გაიზრდები. ეს ჩემი სურვილი უფროა, ვიდრე აზრი და იმედია, არ მიწყენ. ამიტომ წარმატებებს გისურვებ. გისურვებ, რომ შენი ლიტერატურული ფანტაზიები, ისევე უსაზღვრო იყოს, როგორც მართას კულინარული ფანტაზიები. და შედეგიც ისეთივე გემრიელი იქნება, როგორც მართას კერძები.

რათქმა უნდა, შენიშვნაც ბევრი მაქვს, გრამატიკულიც, ორთოგრაფიულიც, ლიტერატურული, სტილისტური, მაგრამ ესენი მუშაობის და შრომის შედეგად თანდათნ გამოსწორებადია. მთავარია შენ არ შეწყვიტო შრომა და საკუთარ თავზე მუშაობა.

დასასრულს უფრო ემოციურს კი ველოდი და შეიძლება უფრო მეტიც მინდოდა. მაგრამ არა უშავს. სანამ ბოლომდე ჩავიდოდი, უკვე ეჭვი მეპარებოდა, რომ ვატო გამოჩნდებოდა. და რახან კი გამოჩნდა, დანარჩენს აღარ ვდარდობ.

იმედია, ჩემს კომენტარს კრიტიკად არა და რჩევად კი მიიღებ. ზოგადად, რაც უფრო კარგად იწყებ წერას, კრიტიკა მერე უფრო მეტი მოდის. bowtie

წარმატებები შენ blush blush

№4  offline წევრი გაზაფხული

LI_BE

სალამი, ეს ნამდვილად არაა ჩემი პირველი მოთხრობა, უბრალოდ აქ პირველად გადავწყვიტე გამოქვეყნება. მადლობა შეფასებისთვის და ნამდვილად არ ვიღებ ამ ყველაფერს ცუდ ტონად. სწორედ ახლა ვზივარ და თავიდან ვკითხულობ ამავე მოთხრობას, რადგან სწორედ ეგ შეცდომები გავასწორო და დასრულებული სახით დავტოვო ჩემს დესკტოპზე. მადლობა ყველა სიტყვისთვის და ვეცდები მალე დავბრუნდე ახალი მოთხრობით.

№5  offline წევრი DI ANA

ვერაფრით მოვიცალე რომ გამოტოვებული ნაწილები წამეკითხა და ძლივს დავაყენე საშველი. ნამდვილად კარგი მოთხრობა იყო, იმაზე კარგი ვიდრე თავიდან მეგონა.

რას ვიზამდი მართას ადგილას? რთული კითხვააა, მე არც მსგავს სიტუაციაში ჩავვარდნილვარ და არც ვინმე მყვარებია ოდესმე, მართას გულში კი სიყვარული არ განელებულა, არც გაუფერებულა და ალბათ ეს განაპირობებს შემდგომში მათ შერიგებას.

შენ კი ძალიან მაგარი გოგო ხარ❤ კარგად წერ და დარწმუნებული ვარ რომ უმაგრესი მზარეულიც ბრძანდები❤ ველოდები ახალ მოთხრობას გაზაფხულისგან❤

№6  offline წევრი გაზაფხული

DI ANA

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ახალი მოთხრობის პირველი ნაწილი კი დღეს დაიდება :O

№7  offline წევრი izabella

მართას პერსონაჟი ძალიან მომეწონა, სიძნელეების მიუხედავად მაინც არ ნებდებოდა და ცდილობდა ცხოვრება გაეგრძელებინა. სამწუხაროდ მის ცხოვრებაში არსებული ორი მამაკაციდან არცერთი არ აღმოჩნდა ღირსეული. არანაირი განსხვავება არ ჰქონდა ვატოც ლევანივით ქალთან უღალატებდა თუ ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი რამდენიმე სიტყვით მიატოვებდა და წავიდოდა. მთავარია, რომ ლევანზე მეტად ატკინა. ვატო არც კი დაინტერესებულა მართას მდგომარეობით, მთელი იმ დროის განმავლობაში რაც წასული იყო. მოულოდნელად დაბრუნდა და არც ახსნა განმარტება, არც სხვა რამ და მართას უნდა მიეღო? ადვილია ვითომ?
,, სურვილი ჩაიფიქრე? - მკითხა და წამში მოვიშორე" ამ მონაკვეთით მე ჩავთვალე, რომ არ აპატია და ეს ასეც უნდა იყოს. მართა იმაზე უკეთეს ადამიანს იმსახურებს ვიდრე ლევანი და ვატოა, სამწუხაროა, რომ არცერთში არ გაუმართლა.
მეც დამრჩა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ბოლოს, მაგრამ ალბათ საჭირო იყო დასრულებულიყო ისე, როგორც დასრულდა.
მთლიანობაში ძალიან მომეწონა, საინტერესო სიჟიუტის მატარებელი ისტორია იყო.

№8  offline წევრი გაზაფხული

izabella

ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო შეფასებისთვის <3

№9  offline წევრი ვიპნი

რა კარგი გოგო ხარ :* გაზქურა შემიკეთეს გუშინ და გავაგრძელებ ისევ ფუსფუსს სამზარეულოში. ისე მაგარი ანტიდეპრესანტია სამზარეულოში ფუსფუსი გულნატკენი ქალებისთვის :)

№10  offline წევრი გაზაფხული

ვიპნი
რა კარგი გოგო ხარ :* გაზქურა შემიკეთეს გუშინ და გავაგრძელებ ისევ ფუსფუსს სამზარეულოში. ისე მაგარი ანტიდეპრესანტია სამზარეულოში ფუსფუსი გულნატკენი ქალებისთვის :)

ნამდვილად ასეა <3 მადლობა შეფასებისთვის kissing_heart kissing_heart

№11 სტუმარი სტუმარი ელისო

მამაკაცმა ორჯერ მიიღო უარი,ყველაზე სერიოზულ შეთავაზებაზე...მართალი იყო,უცნაური დინება ქონდა მართას...წარსულსის კომპლექსებით და მომავლის შიშით,ხანდახან ეს ორი ერთად გამოცდილებას ნიშნავს და ჭკვიანურია,ხანდახან კი ზედმეტია.მიზეზი ვატოს ქონდა წასვლის,მართასაც გაბრაზების თუმცა ვერც ვატოსთვის იქნებოდა მარტივი დაბრუნება და ვერც მართასთვის იოლი პატიება.

№12  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი ელისო
მამაკაცმა ორჯერ მიიღო უარი,ყველაზე სერიოზულ შეთავაზებაზე...მართალი იყო,უცნაური დინება ქონდა მართას...წარსულსის კომპლექსებით და მომავლის შიშით,ხანდახან ეს ორი ერთად გამოცდილებას ნიშნავს და ჭკვიანურია,ხანდახან კი ზედმეტია.მიზეზი ვატოს ქონდა წასვლის,მართასაც გაბრაზების თუმცა ვერც ვატოსთვის იქნებოდა მარტივი დაბრუნება და ვერც მართასთვის იოლი პატიება.

ჩემთვის, როგორც ავტორისთვის ზუსტი შეფასებაა თქვენი კომენტარი, რადგან სწორედ ეგ იდო ამ მოთხრობაში

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent