შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა (სრულად)


21-03-2019, 15:03
ავტორი mariia
ნანახია 45 809

არის წუთები, როდესაც ფიქრობ ყველამ დაგტოვა, არის წუთები, როცა ფიქრობ ვერ შეელევი, მაგრამ ცხოვრება, არის, ალბათ, ბევრის დათმობა, და უსასრულო მოლოდინი ბედნიერების!!!

~1~
დამამთავრებელ კლასში ბევრ რამეზე ფიქრობ. სახავ მომავლის გეგმებს. შენ თავს სხვადასხვა პროფესიას უხამებ და ფიქრობ, რომელი უფრო შეგეფერება. სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებ. კიდევ ერთხელ სერიოზულად ეკიდები ამ საკითხს.ნუცას კი დიდიხნის წინ გადაეწყვიტა. პროფესია,რომელშიც პატარაობიდან საკუთარ თავს ხედავდა და მთელი სულით უნდოდა. თუმცა დღესდღეობით მისი მისწრაფებები ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ბევრი შენატროდა მის ადგილას ყოფნას,თუმცა სინამდვილეში არავინ იცოდა რა ხდებოდა სინამდვილეში მასთან.
სკოლის დერეფანში მიაბიჯებდა მის მეგობათან ერთად და არ იმჩნევდა ყურადღების ცენტრში ყოფნას.გრძელი თმა ზურგზე ჩამოყროდა მარჯვნივ თმა გაეყო და ყურზე ჰქონდა გადაწეული. ტანზე როგორც ყოველთვის ჯინსის შარვალი მოერგო და მაისურის კიდე ოდნავ ჩაეტანიებინა წინ შარვლის სათავეში. ფეხზე კეტები მოერგო.იქ მყოფთა უმეტესი ნაწილის ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი.გოგოები შურით შესცქეროდნენ,რადგან ბიჭების უმრავლესობა მისით იხიბლებოდა,ბიჭები კი აღტაცებული პირდაღებული სახით შეჰყურებდნენ.
- შეხედე ყველა შენ გიყურებს - მხარზე ხელი მიკრა მეგობარმა სანამ საკლასო ოთახში შეიკარგებოდნენ.
- ხომ იცი,რომ არ მაინტერესებს ლაწირაკი ბავშვები ჯერ ტუჩზე რძე რომ არ შეშრობიათ და ჩემი დანახვისას დუჟი მოდით პირიდან.- ბიჭების ქცევებით მობეზრებულმა ჩაამთავრა სათქმელი და გზა განაგრძო.
- მოიცა...დამელოდე - წინ წასულს გაუსწორდა ისევ.- ნუ გასაგებია დიმას გარდა ვერავის ხედავ.- ნუცა შეჩერდა და მისკენ მობრუნდა.
- ნინი გეყოფა.მილიონჯერ გითხარი ჩვენ შორის არაფერია და გაფუჭებული კასეტასავით ნუ იმეორებ,რომ მიყვარს.- სახეზე ბრაზმოკიდებულმა ჩაამთავრა და ოთახში შევიდა.
- მას კი უყვარხარ - ჩაიდუდღუნა ნინიმ და უკან მიჰყვა ისიც.
*****
სახლისკენ მიმავალი ყურებში გარჭობილი ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა მაღალ ხმაზე. მიდიოდა და თავისით შემოიჭრა ფიქრები მის გონებაში. იმაზე თუ როგორია სხვებთან და რა ხდება სინამდვილეში მის თავს.
ვერც კი მიხვდა როდის აღმოჩნდა შუა გზაზე მოახლოებული მოპიპინე მანქანის წინ.გაშეშდა.გაქვავადა. ერთ ადგილს მიეყინა და მანქანის მოციმციმე ნათურებს გაქვავებული შეჰყურებდა. თვალები დახუჭა.ცოტაც და მანქანის დარტყმას შეიგრძნობდა. უცებ ხელში ვიღაცამ სწრაფად ჩაავლო და გვერდით მაგრად მოქაჩა.მანქანამ გვერდით გამაყრუებელი სიგნალით ჩაუარა და ალბათ ერთი კარგადაც შეაკურთხა.
- შენ რა სულ გაგიჟდი??-გადამრჩენელს მკლავებში ხელი ჩაევლო და ანჯღრევდა მის წინ თვალებ დახუჭულ გოგონას.ნუცამ თვალები გაახილა და წინ მდგომს შეხედა.
- დიმა...? მე უბრალოდ ყურსასმენები მეკეთა და ვერ მივხვდი როგორ... - დააბნია მისმა სიბრაზემ.
-კარგად ხარ?-სიბრაზე შეშფოთებულმა გამოსახულებამ შეცვალა და მთლიანად ჩაათვალიერა.
- მოიცა რატომ მიყვირიხარ?-უხეშად მოიხსნა ხელები.-ვინ ხარ? და ამის უფლებას თავს როგორ აძლევ? სატვირთოც,რომ მეჯახებოდეს არ მომიახლოვდე-ბიჭის გაშტერებულ თვალებს სიბრაზით ჩაწითლებული მზერა ესროლა. არაფრის თქმა აღარ აცალა და გზა განაგრძო.
- სიკვდილი გინდა?-მიაყვირა და ჩაიქნია ხელი.- ცოტაც და დაეჯახებოდა- ჩაილაპარაკა თავისთვის და ახლა სახეზე ჩამოისვა ხელი ნერვიულად.
  ნუცამ კი ისევე აუღელვებლად განაგრძო გზა  სახლისკენ თითქოს წამის წინ სიკვდილისთვის თვალებში არ ჩაეხედა.
სახლის კარები შეაღო.
- დე მოვედი- შესვლისას როგორც ყოველთვის მოსვლა ამცნო.გასაღები იქვე შესასვლელში ჩამოკიდა.
- სამზარეულოში ვარ- იყო დედის პასუხიც.სამზარეულოში შევიდა. დედას უკნიდან მიეხუტა და თავი ზურგზე მიადო. - ცუდი დღე გქონდა საყვარელო? -ქალის ხმაში ღიმილი იგრძნობა. შვილისკენ შემობრუნდა. ჩახრილ თავზე აკოცა და ისევ მიიხუტა.
- ლიზა მოვიდა?- დედაზე მიკრულმა ჩაილაპარაკა.
- ჯერ არაა. მუსიკაზე უნდა წასულიყო. მოდი სუფრას გაგიმზადებ და ჭამე რამე- კიდევ ერთხელ აკოცა თავზე და გვერდით გასწია.
- კარგი გამოვიცვლი და მოვალ- ნუცამ სწრაფად გამოიცვალა, შემდეგ ხელები გადაიბანა და ისევ სამზარეულოში დაბრუნდა. გაშლილ მაგიდასთან დაჯდა. დედაც გვერდით მიუჯდა. წინ დადებულ საჭმელს ჩანგლით აქეთ იქეთ სწევდა.
- ეტყობა მადა არ გაქვს- გვერდით მჯომმა ქალმა გადაულაპარაკა შვილს.
- ისევე როგორც შენ -ჩანგალი თეფზე დადო და მზერა მისკენ გადაიტანა. დიდიხანი უყურა მის სახეს. თვალთან პატარა სილურჯეზე ცერა თითი გადაუსვა.დედამ ხელი ჩაავლო და ლოყაზე მიიკრაა.თვალებში ორივეს ცრემლები ჩაუდგა თუმცა არცერთი ტიროდა ხმამაღლა.- დედა მოდი წავიდეთ- გააჟღერა უცებ ნუცამ ხმამაღლა მისი ფიქრები.- ყველა და ყველაფერი მივატოვოთ და წავიდეთ. შენ,მე და ლიზა.მხოლოდ ჩვენ სამნი.გავეცალოთ ამ სახლს,ამ ქალაქს და ამ კაცს- ბოლო სიტყვა ზიზღით გამოსცრა კბილებიდან.
- ნუცა ის მამაშენია-მშვიდად წარმოთქვა ქალმა სიტყვები.
- არ მჭირდება მისნაირი ადამიანი. წავიდეთ დედა გთხოვ - მუდარის მზერით შეჰყურებდა მის წინ მჯდომ ქალს.
- სად წავიდეთ? მე არავინ მყავს. არც წასასვლელი მაქვს.
- ჩვენ გყავართ! დედა... ჩვენ!მე და ლიზა.მისგან ძალიან შორს წავიდეთ.ვიმუშავებ და ყველაფერი გვექნება. თავიდან გაგვიჭირდება,მაგრამ აუცილებლად გვექნება ყველაფერი.რაც მთავარია მშვიდი ღამეები გვექნება.
- სწორედ იმიტომ, რომ მხოლოდ თქვენ მყავხართ ვერ წავალ ვერსად. არც გაგვიშვებს.- ენთუზიაზმი წამში ჩაკლა ნუცაში.მაგიდიდან ადგა და თეფშები გვერდით გადადგა.
- გავიპაროთ- იმედს ისევ ეპოტინებოდა გოგონა.
- ნუცა გეყოფა ამაზე ლაპარაკი.-დაღლილად ჩაილაპარაკა ქალმა. გოგონამ მხოლოდ სიბრაზის დიდი გორგალი გადაყლაპა და თავის ოთახში გავიდა. საწოლზე პირქვე დაემხო.ბალიშში თავი ჩარგო და კივილი ჩაახშო.
  თვით გვემამ ისე დაღალა როგორ ჩაეძინა ვერც კი მიხვდა. თვალების ფშვნეტით წამოდგა ლოგინიდან.ფანჯარაში გაიხედა. უკვე ბნელოდა.საათს დახედა ცხრა ხდებოდა.ოთახიდან გავიდა.სამზარეულოდან მამამისის ხმა ისმოდა. მაგიდასთან იჯდა და ვახშამს მიირთმევდა.თან რაღაცაზე თავის უარყოფით დამოკიდებულებას გამოთქვამდა.მისი ხმის გაგებისას ისევ წამოეჭრა სხეულში სიბრაზე და ზიზღი.მისაღებ ოთახში შევიდა ლიზა ტელევიზორის წინ მოთავსებულიყო და უცხოურ არხზე რაღაც გადაცემას უყურებდა. ნუცა მასთან მივიდა და  ლოყებზე აკოცა. ამ სახლში ერთადერთი არსება იყო ვისაც არაფერი ესმოდა და ვერაფერს ხედავდა. რადგან მის ოჯახის სამივე წევს თავისებურად უყვარდა.
- მოგწონს ეს გადაცემა? -დას გვერდით მიუჯდა. მანაც სწრაფად დაუქნია თავი გადაცემაში თავით შევარდნილმა ლიზამ.- კარგი უყურე და რო დამთავრდება მათემატიკის  მეცადინეობაში დაგეხმარები - ისევ აკოცა დას და სამზარეულოსკენ წავიდა. მამამისს მისი შესვლა არ გამოპარვია და მწარე კომენტარების გაკეთება დაიწყო.
- პრინცესას გაუღვიძია. - ნუცამ მისი დაიგნორება განაგრძო და წყალი ჭიქაში ჩამოისხა- გგონია ასე რამეს მიაღწევ? თუ ძილში გახდები ნასწავლი.
- ხომ იცი,რომ ისე არ წავა იმეცადინებს.- ქალი გამოექომაგა შვილს. კაცმაა მარცხენა ხელი მაგიდას დაკრა და მარჯვენაში შერჩენილი ჭიქა მის ფეხებთან გაისროლა. გატეხვის ხმაზე ქალი დაფრთხა.ნუცას კი წარბიც არ შეხრია.ხელში შერჩენილ ჭიქას ხელს უჭერდა და პირდაპირ თვალებში შესცქეროდა მისთვის ყველაზე საძულველ ადამიანს.
-შენ ხმას ნუ იღებ.ესეც შენნაირი არაფრის მაქნისი გამოვა. -ფეხზე წამოდგა და ორივეს ამაზრზენი მზერა ესროლა.- ვახშამსაც არავინ გაჭმევს წესიერად ამ სახლში.- მისაღები ოთახისკენ გაემართა ბურდღუნით. ნუცამ მისკენ გაიწია. თვალები სიბრაზისგან ანთებოდა. რომ არა წინ გადამდგარი დედამისი ალბათ ხელში შერჩენილ ჭიქას თავზე დააფშვნიდა.ქალი თავს უარყოფის ნიშნად უქნევდა.
- რო გეუბნები გადართე ეს დედა აფეთქებული ტელევიზორი- კაცის ყვირილი და ლიზას ტირილი ერთი იყო. სამზარეულოში ტირილით შემოვვარდა და დედას აეკრა.- მორჩი ტირილს ნერვებს უფრო მიშლი- გამოყვირა მტირალა ლიზას ოთახიდან. სახლის უფროსი ლიზას ნაკლებად ერჩოდა და უყვიროდა ხოლმე თუმცა ამ ბოლო დროს უკვე ისიც აითვალწუნა.
-კარგი დამშვიდდი ხომ იცი ასე ყვირის ხოლმე- დედამ თმაზე ხელი ჩამოუსვა.
- არაფრის უფლებას არ გვაძლევს- წაიდუდღუნა გოგონამ დედის მკერდზე.და სლუკუნი განაგრძო.
-  ლიზას ოთახში გაყევი.- ნუცას მზერა ისევ გაყინული იყო იმ მიმართულებით საიდანაც ხმა ისმოდა.-ნუცა ლიზა შეიყვანე ოთახში - ქალმა კიდევ ერთხელ გაიმეორა.მანაც მიაქცია ყურადღება მათ ჯერ დედას გაბრაზებული სახე ესროლა,რადგან ვერ ხვდებოდა რატომ იტანდა ამდენს ამ კაცისგან.შემდეგ ლიზას დაავლო ხელი და ოთახში გაიყვანა.
  ლიზას დაწყნარებას და მეცადინეობას მოანდომა დიდი დრო შემდეგ თავის გაკვეთილებს ჩაუჯდა. ყურსასმენები ისევ ყურებში ეკეთა,რომ მის საზიზღარ ხმას ყურამდე აღარ მოეღწია.
****
ყველაზე ცუდი ის იყო,რომ ეს არც ერთხელ მომხდარა და არც რამდენჯერმე. მათ სახლში ეს უკვე ბუნებრივ მოვლენად იქცა. განსაკუთრებით, მაშინ როცა მთვრალი სახლის კარებს შეაღებდა. მაშინვე მიზეზს ეძებდა საჩხუბრად.
  რამდენიმე დღე გავიდა იმ ღამიდან.მას შემდეგ მხოლოდ ერთადერთი საღამო ქონდათ მშვიდი. ახლა სკოლის საპირფარეშო ოთახში იჯდა და თავი ჩაეხარა. რამდენიმე გოგო შემოვიდა გაცხარებული საუბრით. რომ არა სხენებული მისი სახელი ყურადღებას არც მიაქცევდა.
- ვერ ვიტან ამ მეტიჩარა ნუცას- მის ყურებს მისწვდა.
-ვერც მე. ისე იქცევა თითქოს ყველაზე უკეთესი იყოს. ისე იქცევა ყველას ყურადღებას იპყრობს და მერე ვითომც არაფერი.
- იმიტომ ვერ იტანთ,რომ მისი გშურთ-მესამეს სიტყვებმა მარტო წინა ორის გაოცება კი არა მოახერხა არამედ თვით ნუცაც გააოცა."რატომ უნდა შურდეს ჩემი ვინმეს?!"კოპები შეკრა.
- რა აქვს შესაშური?-ბრაზით გამოცრეს გოგოებმა.მესამემ კი ისევ განაგრძო.
- ლამაზია,კარგად სწავლობ. ბევრ ბიჭს მოსწონს. შესაბამისად ალბათ კარგი ოჯახიც აქვს- მწარედ ჩაეცინა მის ნათქვამზე ნუცას. სკამიდან ადგა და ოთახიდან გამოვიდა. მის დანახვაზე შეცბუნდნენ.მათ გვერდით ისე დადგა ვითომც არც გაუგონია ის სიტყვები. ხელები გადაიბანა და გასასვლელისკენ წავიდა.
- დიდი სიამოვნებით გაგიცვლიდით რომ შემეძლოს. შურისგან და ბოღმისგან აღარ გასკდებოდით.- ბოლოს ცინიკურად შეღიმა და იქაურობა დატოვა.
გასული პირდაპირ დიმას შეეჯახა.
- უკაცრავად ვერ შეგამჩნიეთ - არც შეუხედავს ისე მოუხადა ბოდიში.
- ვერასდროს მამჩნევ ეგ არაფერი -ხმაში ღიმილი იგრძნობოდა.ახლაღა ახედა მას.ვერ ხვდებოდა რატომ აიგნორებდა. ერთ დროს ხომ მასაც ძალიან მოწონდა. თუმცა ეს დაიგნორებაც მისდა უნებურად მოდიოდა.
- ამას სპეციალურად არ ვაკეთებ - დამნაშავე ღიმილი აიკრაა სახეზე. თითქოს ყინული ლღვებოდა,როცა წუთის წინ მისი დამოკიდებულება გაახსენდა დიმასადმი.
- თუ გინდა გაპატიო ჩემი მეწყვილე იყავი ხვალ.- ცალი წარბი აუწია ბიჭმა.და მის პასუხს სულმოუთქმენლად ელოდა.ნუცა პასუხის გაცემას წელავდა.რატომღაც უარის თქმა არ უნდოდა.- კარგი რა ნუცა ხვალ სკოლაში ყოფნის ბოლო დღეა.- სახეზე კნუტის გამომეტყველება აიკრა.
- კარგი - პასუხით გახარებულმა შუა დერეფანში გოგონას ლოყას ეცა და აკოცა.
- გამოგივლი- წაიჩურჩულა. ღიმილიც მოაყოლა და სწრაფად გაეცალა. ნუცასაც ჩაეცინა მის საქციელზე. უკან მიბრუნებულს ნინი დახვდა გაღიმებული.
- ხომ ვამბობდი,რომ ერთად იქნებოდით თქო.
- ნინი ახლა არ დაიწყო - თვალები აატრიალა და გვერდით გაუარა.გოგონა კი უკან გაღიმებული მიყვებოდა.
****
ალბათ ამ გამოსაშვებ წვეულებაზე არ წავიდოდა დედამისის დაჟინებული თხოვნა,რომ არა. ოთახიდან შავ კაბაში გამოწყობილი გამოვიდა.ტანზე მომდგარი, გრძელი კაბა,მკლავებიც დაფარული ქონდა.თმა უკან აეწიაა ლამაზად კეფაზე და წინ რამდენიმე ღერი თმა ჩამოეყარა.სადა საყურეები შეეხამებინა.
- დაიკო რა ლამაზი ხარ- ლიზა მისკენ გაიქცა და  შემოეხვიაა.ქალს კი მის დანახვაზე თვალებში სიხარულის ცრემლები ჩაუდგა.
- ლიზა მართალია. ულამაზესი ხარ- მისკენ წავიდა და ლოყაზე ფრთხილად აკოცა.ისედაც თხელი მაკიაჟის ფენა რომ არ გაეფუჭებინა.
- დედა იქნებ არ ღირს?! არაუშავს თუ არ წავალ. - იცოდა რა მოხდებოდა თუ სახლში მასზე ადრე მოვიდოდა. ჯოხი კი დედაზე გადატყდებოდა.
- არა. აუცილებელია. მე გიშვებ- ქალის თბილ სახეს ხელი მიადო და იმ ადგილს მოეფერა სადაც ოდნავი სიყვითლეღა შერჩენოდა.
- გეფიცები თუ კიდევ ხელს დაგაკარებს მოვკლავ- თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა.დედამ კი სწაფად მოწმინდა.
-ჩშუ მაგას ნუ ამბობ- ტუჩზე ხელი ააფარა.- ნურც ტირი მაკიაჟი გაგიფუჭდება. წადი ნუ ალოდინებ იმ ბიჭს.- კიდევ ერთხელ აკოცა შვილს.ნუცა სახლიდან გავიდა.უკნიდან კი ლიზას ხმა მოესმა.
- მართლა მოკლავს მამას?
- რეებს ლაპარაკობ- დედის გაბრაზებულმა ხმამაც არ დააყოვნა. ნუცა კი ფიქრობდა,რომ ამას მართლა იზავდა.
სადარბაზოდან გავიდა. იქვე მანქანიდან დიმა გადმოვიდა.წინა კარები გამოუღო და ღიმილით ელოდა ნუცას ჩაჯდომას. კარების დახურვამდე მის ყურთან დაიხარა.
- მშვენიერი ხარ- სწრაფად მიხურა კარები და მძღოლის ადგილს მობრუნდა. მის სიტყვებზე ნუცას ჩაეცინა.
- შენც კარგად გამოიყურები- მანქანის დაძვრამდე კომპლიმენტის თქმა გაიმეტა მანაც.ბიჭს კმაყოფილებამ გადაკრა სახეზე.
   გზაში სიჩუმის საათი ჩამოწვაა. რესტორანში ერთად მისვლით კი ყველას გაოცება გამოიწვიეს. მითუმეტეს დიმას ნუცას ხელი მკლავში ქონდა მოქცეული.  ორივე ერთად კი უმშვენიერეს წყვილს წარმოადგენდა. მაღლებზე შემდგარი ნუცა კი ამ  თითქმის ორმეტრიანი ბიჭის ტოლი იყო. დიმას სახეზე აშკარად ბრწყინავდნენ ბედნიერებისგან მომღიმარი თვალები. ნუცას? ნუცას საკუთარი ფიქრი არ აძლევდა იმის საშუალებას დამტკბარიყო ამ მომენტით.
  მასზე მოჭორიკნე გოგონებს კიდევ ერთი მიზეზი მიეცათ "მასზე შეყვარებული სიმპატიური კავალერი"რათა შურის სიაში მყარად ჰყოლოდათ.
- ამ დღეს ისე ნუ დავამთავრებთ,რომ არ ვიცეკვოთ.გთხოვ- მავედრებელი თვალები მიაპყრო დიმამ.
- რაღაც ძალიან დამყოლი გავხდი ამ ბოლო დროს - ჩაიცინა ნუცამ და გამოწვდილ ხელს თავისი ხელი შეაგება. სკამიდან გრაციოზულად წამოაყენა გოგონა. ადგომისას დაატრიალა და მოცეკვავეთა წრეში შეიჭრნენ.ერთი ხელი გოგონას წელზე შემოეხვია მეორეში კი მისი ხელი ეჭირა და მუსიკის ჰანგებზე ირხეოდნენ. ბიჭი ზედმეტად დაათრო გოგონას სურნელმა.სასმელმაც თავისი კვალი დაატყო და სითამამეც მიეცა. წელიდან ხელი მის კისერზე ამოიტანა.ნელი სვლით სახე კიდევ  უფრო ახლოს მიჰქონდა.ნუცა გაშტერებული შეჰყურებდა მის ქცევას.
- გაჩერდი დიმა!- გონს მოეგო და ხმაში სიმკაცრე დაეტყო.
- მიყვარხარ ნუცა. -შუა წრეში გაჩერდნენ. დანარჩენები ისევ განაგრძობდნენ ცეკვავს. მხოლოდ ისინი გაჩერდნენ და თვალებში შეჰყურებდნენ ერთმანეთს. - მართლა- დაამატა დაბნეულად დიმამ.ნუცამ კიდევ ცოტახანი უყურა თვალებში.
- სახლში მინდა წასვლა. უკვე დროა - ხელებიდან გამოეცალა და მაგიდასთან დაბრუნდა თავის პატარა ხელჩანთას დაწვდაა და გასასვლელისკენ წავიდა. დიმა ჯერ გაშეშებული იდგა. ძლივს თქვა ეს ერთადერთი პატარა სიტყვა და მისგან რა მიიღო?  არც არაფერი.დუმილი. სიტყვის ბანზე აგდება. წრიდან ისიც გავიდა და ნუცას უკან გაეკიდა. რაც არ უნდა იყოს ჯელტმენია და გოგოს ასე არ უნდა მოექცეს უარის მიუხედავად.
- მე წაგიყვან - მიაძახა გაჩერებულ ტაქსთან მდგომს. ხელით ანიშნა მძღოლს წასვლაზე და ისიც წავიდა.
  უკან გზაზე ხმა არც ერთს არ ამუღიათ. სადარბაზოსთან მისული.სწრაფად გადავიდა მანქანიდან.
- მადლობა - ნუცა უცებ დაიხარა და საჭეზე ჩაფრენილ ბიჭს შეხედა.
- რისთვის? - სრული სერიოზულობით იკითხა.
- იმისთვის, რომ იყავი მთელი საღამო ჩემი კავალერი.იმისთვის,რომ სხვებს არ გავხარ და იმისთვისაც,რომ გიყვარვარ.- ბიჭმა მის ნათქვამზე ჩაიცინა- მაგრამ ვფიქრობ ძალიან გეტკინება თუ ჩემს სიყვარულს განაგრძობ. - ღიმილი სახიდან გაიპარა. ნუცამ კარები მიხურა  და სწრაფად განაგრძო გზა.
   სახლში შესული როგორც ვარაუდობდა ყველაფერი ჩაშხამდა. სამზარეულოსკენ გაემართა. მაგიდასთან ქალი იჯდა ხელით გამსკდარი ტუჩიდან სისხლის შეჩერებას ცდილობდა.იატაკზე კი მინის ნამსხვრევები ეყარა.ნუცას დედის ასეთ დღეში დანახვისას ტვინში სისხლი ჩაექცა.ხელში შერჩენილი პატარა ჩანთა კედელს შეანარცხა.
- სად არის? - კბილებიდან გამოცრა გაცოფებულმა.
- ნუცა...
- სად არის?-უკვე ყვირილზე გადავიდა.
- არ ვიცი გარეთ გავიდა.- წყლიანი თვალებით ახედა შვილს.
- უუუ...-ქშინვა ამოუშვა პირიდან. თვალებიდან ნაპერწკლები აყარა. სხეულში საშინელი ტკივილი იგრძნო. იქვე ჩაიკეცა და ხელები მაგრად შეკრა.
- ნუცა გეყოფა.ლიზას ოთახში ძინავს.გაეღვიძება.არ მინდა გაიგოს- მშვიდად თქვა ქალმა და მორიგი ბინტი მიიდო ტუჩზე.
- აქ ასეთი ამბავი იყო და ლიზას ძინავს? გაიგოს! როდემდე უნდა ეგონის რომ მამამისი მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფით იფარგლება. როდემდე უნდა იყოს თვალებზე ბინდ გადაკრული?! რომ დაგინახავს ისედაც გაიგებს თუ ამის დამალვას შეწყვეტ.ჩაალაგე რაც საჭიროა და წავიდეთ დედა. გთხოვ.
- ვერ წავალთ- ისევ მშვიდად განაგრძო ლაპარაკი.
- არც პოლიციას იძახებ,არც მისგან მიდიხარ. მაშინ დარჩი მასთან მე მივდივარ. -ფეხზე წამოდგა.თავს ვეღარ იკავებდა. აბრაზებდა დედამისის უმოქმედობა და თავდახრილი ყოფნა. ყველაფერს მშვიდად იღებდა და უთქმელად იტანდა.სიბრასიზგან ცრემლები ცვიოდა და პატარა ნაკადულებს ქმნიდა ლოყებზე. თავის ოთახში შევიდა.ეს მოუხერხებელი კაბა გაიხადა. შარვალსა და მაისურში გამოეწყო ფეხზე ისევ განუყოფელი ვანსები მოირგო და სახლიდან გავარდა. დედამისს სიტყვაც არ უთქვამს. არც კი შეუჩერებია. კიბეებზე სირბილით ჩადიოდა. თვალებში ცრემლს ვეღარ იკავებდა.  სად მიდიოდა? რა ელოდა? თვითონაც არ იცოდა. ბედს მიენდო. იმ ბედს,რომელიც ასე სწირავდა. კორპუსთან ჯერ ისევ იდგა დიმას მანქანა. ალბათ ეს  ბედის ერთადერთი საჩუქარი იყო.შიგნით შეიხედა. საჭეზე თავი ქონდა ჩამოდებული. ნუცა მანქანაში ჩაჯდა და მისი ყურადღება მიიქცია. გაკვირვება კიდევ უფრო მოემატა თვალცრემლიანი ნუცას დანახვისას.
- რა მოხდა?- შეშფოთებულმა კითხა ნერვებისგან აკანკალებულ გოგონას.
-წამიყვანე გთხოვ.  აქედან ძალიან შორს.
- ნუცა...
- დიმა გთხოვ - ცრემლიანი თვალები მიაპყრო.მანაც მაშინვე დაიწყო შესრულება თხოვნის. მანქანა დაქოქა და კორპუსს მოცილდა.

~2~

საცხოვრებელ უბანს უკვე კარგად მოშორებულიყვნენ.მანქანის სალონში მხოლოდ ძრავის ხმა ისმოდა. არც ნუცა იღებდა ხმას და არც დიმა ცდილობდა მისთვის ახლა რამე ეკითხა. ხანდახან მოაცილებდა ხოლმე თვალს გზას და გოგონას გადახედავდა, რომელსაც უხმოდ გადმოსული ცრემლები ლოყებს უსველებდნენ.ნერვებისგან ატანილი სხეულის კანკალიც არ გამოპარვია.მალევე შეაჩერა მანქანა დიმამ და ნუცას ყურადღებაც მიიპყრო.
- რატომ გავჩერდით?- გოგონამ თავი მისკენ შემოაბრუნა. გაყინული არაფერის მთქმელი მზერით.
- ახლავე მოვალ - უცებ გადავიდა და მაღაზიაში შეიმალა.ნუცამ თავი საზურგეს მიაყრდნო.თვალები დახუჭა.მისდა უნებურად წამში გაირბინა საკუთარი თვალით ნანახმა კადრებმა. რამდენჯერ გადაფარებია დედამისი მის აცახცახებულ სხეულს და მისთვის არაფრისთვის განკუთვნილი ხელი მოხვედრია. რამხელა ტკივილი ჩანდა დედის თითოეულ ღიმილში,რომელიც ყოველ დილით ახალი ჩალურჯებული სახით უღიმოდა. მათ მართლაც არ ჰყავდათ სხვა ვინმე. დედას მშობლები ადრე გარდაეცვალა.თუმცა რომც ყოფილიყვნენ არაფერში დაეხმარებოდნენ. და დარჩა იმ კაცის ხელში,რომელსაც უსიყვარულოდ მიათხოვეს. გამომქომაგებლიც არავინ ყავდა. მეზობლებს მხოლოდ ერთმანეთში ქირქილი და ჭორაობა შეუძლიათ,როცა საჭიროა მაშინ მდორე წყალივით არიან. თვალებიდან ისევ გადმოღვენთა ცრემლმა. ვეღარ ითმენდა ამდენ დამცირებას დედამისისას. ყველაზე მეტად ამაზე ეშლებოდა ნერვები. რატომ იყო დედამისი ასეთი რბილი,დამყოლი და საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი,რომელიც ყოველთვის ცდილობს შვილებს არ დაანახოს შინაგანი დანგრეული სამყარო, როცა გარეგნულად ორმაგად გატეხილი და დაკნინებულია.
დიმა თავის ადგილს დაუბრუნდა ორი ჭიქით ხელში,რომლებსაც ოხშივარი ასდიოდა.
- გამომართვი- ერთი ჭიქა ხელებში ჩაუდგა და თავისას მოუბრუნდა. ნუცა თავის ჭიქაში შავ სითხეს ჩაჰყურებდა. ფიქრის გარეშე ტუჩთან მიიტანა და მოსვა. გაყინულ სხეულს, სულს და გულს თითქოს მალამოდ მოედო.
- უშაქროოა - ჩაილაპარაკა თავისთვის.
- როგორც გიყვარს - გოგონამ სწრაფად გაიხედა მისკენ. მისგან კი უბრალოდ ღიმილი მიიღო. - ხომ გითხარი,რომ ხშირად ვერ მამჩნევდი.
- მაპატიე დიმა...- თავი დამნაშავედ იგრძნო.თან ესიამოვნა მის მიმართ ასეთი მზრუნველობა.დაფიქრდა ღირდა თუ არა მისთვის ყველაფერის თქმა.ან რა უნდა ეთქვა "მამაჩემი ლოთი ფსიქოპატი ა,რომელსაც სიამოვნებს ოჯახის აწიოკებაო". ამას ვერ ეტყოდა თუმცა რაღაცის თქმა მაინც შეეძლო.- ისე არაა ყველაფერი როგორც სკოლაში ყველას გონია.სულაც არ ვარ  უზრუნველი პიროვნება, რომელსაც ცხოვრება ხელის გულზე ატარებს.მე ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს. - თავი ისევ ჩახარა,რადგან თვალებში ყურებას ვეღარ აგრძელებდა.
- ვერ შევძლებ შენს დახმარებას? -იმედ ჩამდგარი შეჰყურებდა გოგონას. თითქოს ნუცასაც ჩაესახა იმედი გადარჩენის,მაგრამ რა უნდა ექნა დიმას? ვერაფერს იზავდა. შეიძლება ნუცა გაერიდებინა ამ ყველაფრისგან,მაგრამ იქ სახლში დედამისი და მისი და იყვნენ,რომლებსაც ყოველი დღის ჯოჯოხეთში გატარება მოუწევდათ.
- ვერა- უარის ნიშნად თავი გაუქნია. - მაპატიე, რომ ასე გაწვალე. აქვე ჩამოვალ. ყავისთვის მადლობა.- არაფრის თქმა აღარ აცალა ისე გადავიდა.დიმაც გადაყვა.
- მოიცადე.მიგიყვან. სად მიდიხარ? -ბოლოჯერ გაიბრძოლა ბიჭმა.რამდენიმე ნაბიჯით მოშორებულს მიაძახა.
- არ მინდა ჩემით წავალ. ძალიან ახლოა აქედან.მადლობა ყველაფერისთვის - ხელი დაუქნია და ზურგი აქცია. ცოტახანში კი კუთხეს მიეფარა.
   სიბნელით მოცულ ქუჩაში დადიოდა. მხოლოდდამხოლოდ ძირს იყურებოდა არც არაფერზე ფიქრობდა და არც არაფერი ადარდებდა თითქოს. ფიქრის უჯრედი გაყინა და დარჩა მხოლოდ ბნელი ქუჩა ოდნავ განათებული და მისი სხეული.დიდიხანი იარა.ცარიელი იყო ყველანაირი ემოციისგან. სად მიყავდათ ფეხებს თვითონაც ვერ ხვდებოდა. გონს მხოლოდ ნაცობმა ადგილმა მოიყვანა. მწარედ ჩაეცინა.
- გაურბოდე და გული მაინც იქეთ გიწევდეს- ჩაილაპარაკა და თავის კორპუსს ახედა. სამზარეულოში კვლავ ენთო სინათლე მიუხედავად იმისა, რომ უკვე ღამის სამი საათი იყო.ღმად ამოისუნთქა,თავი ჩაღუნა და სადარბაზოში შეიკარგა.
  ბინის კარი ჩუმად გააღო. მამამისი ისევ არ იყო სახლში.
-ნეტა არც დაბრუნდეს. ნეტავ რამემ დაარტყას და ადგილზევე მოკლას.- ზიზღით ცრიდა კბილებიდან თითოეულ სიტყვას და ხელს მაგრად უჭერდა. ლიზას ისევ ეძინა. ბოლოს სამზარეულოსკენ წავიდა.ფანჯარასთან სკამი ახლოს მიეწიაა დედამისს და მის მოლოდინში ჩასძინებოდა. ფრთხილად მიუახლოვდა. გაბუშტულ ტუჩზე ხელი ნაზად გადაუსვა. თავი ვერ შეიკავა და ისევ ატირდა. მის ხმაზე ქალს გაეღვიძა.
- რატომ მელოდებოდი? მე ხომ ვთქვი,რომ მივდიოდი- სლუკუნით წარმოთქვა ნუცამ სიტყვები. ორივე ხელში შვილის თავი მოიქცია ქალმა შეღიმა და შუბლზე აკოცა.
- მე ხომ დედა ვარ. რომც არ მოსულიყავი შენს ლოდინს მაინც გავაგრძელებდი დაუსრულებლად.- ნუცა მისმა სიტყვებმა კიდე უფრო აატირა. დედის წინაშე დაიჩოქა და სკამზე მყოფს ხელები მოხვია.
- შეგიძლია ჩემთან დაიძინო დღეს?- ნამტირალევი ხმით ჩაილაპარაკა. ქალიც მაშინვე დათანხმდა და თავზე კიდევ ერთხელ აკოცა.
- კი ჩემო პატარა - თმაზე ხელს უსვავდა გოგონას და თან რამდენჯერმე აკოცა კიდევ.
****
საწოლში დედის მკლავებში გახვეულს შუაღამისას ტირილი ჩაესმა. გვერდით მწოლიარე სხეული ცახცახებდა,ტიროდა და პატიებას ითხოვდა.
- "არაფერი დამიშავებია. გთხოვ გაჩერდი." - ისმოდა ჩუმი ტირილნარევი ბურდღუნი.საშინლად მოეკუმშა გული დედის ასეთ მდგომარეობაში ნახვისას. ეს კაცი ცხოვრებას უმწარებდა. არც ცხადში ასვენებდა და არც სიზმარში.
- დე...- ფრთხილად დაიწყო მისი შეღვიძება.შეეცადა ცრემლები არ ენახვებინა მისთვის.- დედიკო გაიღვიძე... დე...- კიდევ ერთხელ ფრთხილად შეარხია და მანაც თვალები გაახილა.
- რა მოხდა? - შეშინებული სახით გახედა შვილს- მოვიდა?- ამ კითხვაში კიდევ უფრო მეტი შიში ამოიკითხა მთვარის შუქით განათებულ მის სახეზე.
- არა არ მოსულა. - შიშის ღრუბელი გადაეყარა სახიდან-ხვრინავდი და გაგაღვიძე- მწარედ იცრუა ნუცამ. მისკენ კიდევ უფრო მიიჩოჩა,აკოცა და მკერდზე თავი დაადო.- მშვიდად დაიძინე დე.-"მე დაგიცავ გპირდები.არ მივცემ უფლებას კიდევ რამე გაკადროს."თავისთვის გაიფიქრა. ხელი მაგრად მომუშტა და კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.
*****
მთელი ღამე საშველს ეძებდა. დილით საწოლიდან ფრთხილად გამოეცალა გვერდიდან. შეეცადა დედამისისთვის შეემსუბუქებინა საქმე.სახლი მიალაგა.სამზარეულოში არსებული პროდუქტით საუზმე გააუმზადა და მაგიდა გაშალა.
- საყვარელო - ოთახში დედა შემოვიდა ბედნიერი სახით. - მე ვიზავდი -მიუახლოვდა და თავზე აკოცა.
- დღეს მე მოგემსახურებით მის - თავი თეატრალურად დახარა. ორივეს სიცილი აუტყდათ. იშვიათობა იყო მათი სიცილი.მითუმეტეს ბედნიერებისგან გამოწვეული. თითქოს წამით დაავიწყდა ორივეს ის ტანჯვა-წამება რაც გადაიტანეს და არც იცოდნენ როდის მორჩებოდა. თუმცა ამ წამს ისინი ბედნიერებისგან იცინოდნენ და ბედნიერები იყვნენ,რომ ჰყავდათ ერთმანეთი.
   სახლში თბილი გარემო დატოვა.პატარა ქალბატონიც ბედნიერი და მომღიმარი გაუშვეს  ცეკვაზე.ლიზა ვერ ამჩნევდა ან არ იმჩნევდა იმას რაც სახლში ხდებოდა.
ნუცა მაღაზიაში მარაგის შესავსებად გაემართა. უჩვეულოდ მხიარული და სახე მოცინარი იყო. ნაცნობებს უჭირდათ ახალი ნუცას მიღება. ნუთუ ბედნიერი ადამიანის მიღება ასე რთული იყო?  მის სახეზე ასეთი გამომეტყველების დანახვა ალბათ სასწაულს წარმოადგენდა. ზოგი თავისთვის კიდევაც ფიქრობდა "რა აცინებს ამ საწყალს სახლში ყველაფერი თავზე ენგრევა"-ო. ზოგიც კიდევ სინანულით უყურებდა და ფიქრობდა "გაიცინე,სანამ შენი გიჟი მამა მოვა და ჩაგამწარებს ყველაფერს". ნუცა ისე იქცეოდა ვითომ ვერ ხდებოდა რას ფიქრობდნენ მასზე.გვერდით ამაყად მომღიმარმა ჩაუარა საჭმლის პარკებით დატვირთულმა.
  კიბეებზე ნელი სვლით მიაბიჯებდა. დედის ბედნიერი ღიმილი, რომ ახსენდებოდა სახე კიდევ უფრო უბრწყინდებოდა. მათ სართულს მიახლოებული შეჩერდა. ღიმილიც შეახმაა.კარები ღია იყო. დარჩენილი რამდენიმე კიბე ისე აირბინა ვერც მიხვდა.
- როგორ ბედავ და მეპასუხები?!- შესასვლელშივე კედელთან  აყუდებული დამანაშავე ბავშვივით იდგა ქალი და მასზე აწეული ხელი დარტყმის მოლოდინში გაირინდა. ნუცამ პარკები იქვე დააგდო.
- არ გაბედო დარტყა!!- მისი ხმა ოთახში ზარის რეკვასავით გაისმა. კაცი შეჩერდა და მისკენ შემობრუნდა. მოჭუტული თვალები და იდიოტური გამომეტყველება მის სიმთვრალეზე მიანიშნებდა.
- ოო...ეს ვინ მოსულა?! დედას ვებაძებით? შენც  ბედავ და მეპასუხები?! -თავიდან სიცილნარევი ხმა ბოლოს სიბრაზისგან ანთებულ ტონად გადაიქცა.
- აქამდეც უნდა მექნაა ეს! - მისკენ გაემართა დიდი სისწრაფით. ხელი უცაბედად კრა.გვერდით გაწეულმა წონასწორობა ვერ დაიცვა და იატაკზე გაიშხლართა.- არ გვჭირდება შენნაირი არც მამა, არც ქმარი და არც კაცი სახლში. წაეთრიე და იქ იყავი სადაც სვავ. ვისთან ყოფნაც გახარებს.- ძირს დავარდნილ კაცს დაყვიროდა,რომელიც ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა აზრზე რა დაემართა.- კარგად ხარ?-უცებ დედამისს მოუბრუნდა,რომელიც ერთ ადგილს მიყინოდა და კანკალებდა.
- შენ ვის აგდებ სახლიდან?!- იყო ღრიალის ხმა. მოხედვა ვერც კი მოასწრო ისე სწრაფად იგრძნო თმის ბოლოში კანის წვა და ბოლოს მარჯვენა მხრით მძიმედ მიენარცხა კედელს. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო წამით თითქოს გაითიშა.კედელს ჩაუყვა და ძირს მოიკეცა. ამოსუნთქვის საშუალება არც მიეცა ისევ იგრძნო წვა.ძლიერი წვა. ამჯერად მუცლის არეში.
- შე ძუკნა როგორ გამიბედე?! დედაშენზე უარესი ძუკნა ხარ! მოინდომეს აქ უფროსობა!
- გეყოფა! -იყო ქალის დაბალი თუმცა მბრძანებლური ხმა.კაცმა ყურადღება არ მიაქცია- გეყოფააა!!!- იღრიალა ქალმა.ახლა კი ნამდვილად მიიპყრო გაშმაგებული კაცის ყურადღება.-ჩემს შვილს ხელი აღარ დააკარო! ამიერიდან ვეღარავის ვერ დააკარებ ხელს! - კაცი გაშტერებული შეჰყურებდა მისი ცოლის ხელში არსებულ დანას,რომელიც მისკენ იყო მიმართული.
- გონია მაგით შემაშინებ? უნდა მეშინოდეს ქალის,რომელსაც ხელში დანა უჭირავს?- ნერვიული სიცილი აუტყდა კაცს.
- არაა...უნდა გეშინოდეს ქალის,რომელიც თავისი შვილის დაცვას ცდილობს- თითოეულ სიტყვას კბილებიდან ცრიდა.თვალები ჩაწითლებოდა.მზერაში კი აშკარად უსაზღვრო სიძულვილი იკითხებოდა. ცოტახნით მზერა შვილისკენ გადაიტანა,რომელიც წამოდგომას ცდილობდა.კაცი კი ისევ დაწვდა მას თმებში და მაღლა ასწია.ნუცამ რამდენჯერმე გაიბრძოლა და ერთი ორჯერ მოარტყა მთელი სიძლიერით მაგრამ დარტყმისას იმდენი ძალა დახარჯა მისი დარტყმა ალბათ ბუზის ნაკბენს გავდა.
- ხელი არ დავაკარო???- ცინიკურად იცინოდა და საკუთარ შვილს მობლეტილი თვალებით შეჰყურებდა. უცებ მის მზერაში ტკივილმა გაიარა. მოჭიტული თვალები წამში საცერისოდენა გაუხდა.
-გითხარი თავი დაანებეთქო!-ისევ გამოცრა კბილებიდან ქალმა. მეუღლის მუცელში გაყრილი დანა ისევ უკან გამოაძრო და კიდევ ერთხელ მაგრამ ამჯერად სხვა ადგილას იმავე სიძლიერით დაარტყა. დაჭრილი სხეული ერთიანად მოიკეცა და ქალიც თან ჩაიყოლა,რომელიც სრულიად მშვიდი სახით დაჰყურებდა მომაკვდავ ქმარს და სისხლიან ხელებს. ნუცას თმებს ხელი უშვა. ამ სცენით თვითონაც გაოგნებული იყო. ყველაზე ნაკლებად ასეთი დედის ნახვას ელოდა. ფეხზე წამოდგა. ორი თითით მწოლიარე კაცს პულსი გაუსინჯა,რომელიც სადაცაა მიწყდებოდა შემდეგ დედამისთან მიჩოჩდა დახრილი თავი ააწევინა.
- დედა შემომხედე- ცდილობდა გაშტერებული ქალი გონს მოეყვანა.
- მე ის მოვკალი...-წაიჩურჩულა თავისთვის.-მე ის მოვკალი... -ისევ გაიმეორა.ნუცა ცდილობდა დედამისის მზერა  თავისაზე გადმოეტანა.- მოკვდა?- უემოციო სახით ახედა გოგონას.- მე მოვკალი?-ყბა აუცახცახდა თავისივე ნათქვამზე.ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა ნუცას. ხან სიკვდილის პირას მამამის დაჰყურებდა, ხან კიდევ ჭკუიდან შეშლილ დედამისს.
- არაა შენ არ ყოფილხარ მე ვიყავი -წამოიძახა უცებ.- მე ვიყავი...დედა მე!- თვალებში შეჰყურებდა და ცდილობდა დანაშაული საკუთარ თავზე აეღო.
- შენ იყავი? -უემოციო სახე ოდნავ შეცვალა, მერე ისევ ტირილი აუტყდა.- არა... მე ვიყავი - ჩაილაპარაკა და აქამდე მუხლებზე მდგარი სხეული ერთიანად მოწყდა.რომ არა ნუცა იატაკზე თავს დაარტყა.
- დედაა??დედაა!!!- გოგონას სახეზე ისევ მოდიოდნენ სიმწრის ცრემლები. მისი ერთადერთი საფიქრალი დედამისი იყო.მის ზურგს უკან კი კაცი სისხლის უკანასკნელ წვეთებს ღვრიდა.
******
ოთხ კედელში გამომწყვდეული.ხელზე ბორკილებ დადებული ნერვიულად დადიოდა. ოთახში არსებულ ერთადერთ სარკისებურ მინაზე შიგადაშიგ გაცხარებული აკაკუნებდა.
- არავინ არის მანდ? დედა როგორ არის?  მითხარით ვინმემ?- კუთხეში მიჩოჩდა და ჩაიკეცა. თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა. ოთახში შემომავალი ერთადერთი კარი ვიღაცამ შემოაღო.ნუცაც მაშინვე ფეხზე წამოხტა.
- როგორ არის?-მის კითხვაზე გაკვირვებული სახე მიიღო ახლად შემოსული ბიჭისგან.- დედა! - დაამატა ბოლოს.ბიჭმაც შუბლი გახსნა.
- მგონი ახლა შენი მდგომარეობა უფრო უნდა გადარდებდეს.- ცალი წარბი აუწია ბიჭმა.
- გეკითხები როგორ არისთქო?- გაბრაზებულმა ორივე ხელი პერანგის საყელოებში ჩაავლო და სახესთან ახლოს გამოუცრა კბილებიდან.
- საავადმყოფოში წევს. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა- მოესმა ხმა ზურგს უკან.- დავით გარეთ გადი.-მიმართა ჯერ კიდევ გოგონას ხელებში ბიჭს.
- კი მაგრამ უფროსო...
- დავით - წარბის აწევით ანიშნა კიდევ ერთხელ გასვლაზე.მანაც უხეშად ჩამოიხსნა გოგონას ხელები და დაკითხვის ოთახი დატოვა.ახლად მოსული თავის ადგილზე დაჯდა და ჟესტიკულაციით ანიშნა გოგონასაც დამჯდარიყო.ისიც დაემორჩილა.
- გამომძიებელი ირაკლი მაისურაძე...- საკუთარი თავი წარუდგინა დამნაშავეს.მან კი ვითომც არაფერი ისე შეხედა.-შეგიძლია დუმილის უფლება გამოიყენო და ადვოკატის გარეშე სიტყვა არ თქვა.
- მართლა კარგად არის?- წინ გადაიხარა გოგონა და მისი ნათქვამი სიტყვები დააიგნორა.
- კარგად იქნება,როცა გაიღვიძებს. თან დავკითხავთ.- პირდაპირ თვალებში შესცქეროდა მის წინ მჯდომ გოგონას.
- რაღა საჭიროა მისი დაკითხვა?  დანაშაულს ვაღიარებ. დანაზეც ჩემი ანაბეჭდებია.არ ვნანობ ჩადენილს და მზად ვარ პასუხი ვაგო. ერთადერთი რასაც ვნანობ ისა,რომ კიდევ არ დავარტყი დანა  რათა საბოლოოდ მომეღო მისი სიცოცხლისთვის ბოლო.ვიმედოვნებ იმ კაცის მძორი სხეული ვერასდროს შეძლებს აპარატის გარეშე სუნთქვას. - გაბრაზებულმა ჩაამთავრა სიტყვები და სკამის საზურგეს მიეყუდა.
- ვფიქრობ შენ ადვოკატს უნდა დაველოდოთ.-რამდენიმე წუთი უყურა გოგონას გამომძიებელმა თვალებში.
-არ მყავს!
-საშუალება თუ არ გაქვს სახელმწიფო დაგინიშნავს.
-კარგად ვიცი ჩემი უფლებები.ადვოკატი საჭირო არაა.საკუთარ თავს თავად დავიცავ სასამართლოში.
-დასაფიქრებლად კიდევ მოგცემ ცოტა დროს.არ მეჩქარება-თვალებში უყურებდა გოგონას,უცებ სკამიდან წამოდგა და მისკენ გადაიხარა.ხელში არსებული გასაღებით ბორკილები შეხსნა.ერთხელ კიდევ გახედა გოგონას და ოთახიდან გავიდა. ნუცა კი ისევ მარტო დარჩა ამჯერად ცოტა დამშვიდებული. რაც მთავარია იცოდა,რომ დედამისს უვლიდნენ. ლიზას მეზობლები მიხედავდნენ სანამ დედას გამოწერდნენ. წამითაც არ ნანობდა არც ერთ თავის ნამოქმედარს. ასი პროცენტით დარწმუნებული იყო,რომ ასე უნდა მოქცეულიყო.დედამისი ციხეში ვერ გაძლებდა. მოპირდაპირე მხარეს არსებულ სარკეში თავის თავს უყურებდა და წამითაც არ ნანობდა ჩადენილს.თითქოს შინაგანმა მემ გვერდულად ჩაუღიმა კიდევაც.

~3~
ყველაფერი იმის მერე რაც მოხდა მშვიდად იჯდა დასაკითხ ოთახში. მაგიდაზე ხელებს აკაკუნებდა.ცდილობდა მელოდიურად გამოეცა. ესეც მობეზრდაა ფეხზე წამოდგა.მუცლის არეში ახლაღა იგრძნო ტკივილი. იმდენად იყო დედამისზე ფიქრით გადართული სულ დაავიწყდა ის წიწკვნა რასაც განიცდიდა. ახლა კი მკვეთრი მოძრაობისას ისევ შეახსენა თავი. სარკესთან ახლოს მივიდა.ორი ხელი მინაზე დაადო და შეეცადაა მის მეორე მხარეს გაეხედა. იმედოვნებდა,რომ იქ არავინ იქნებოდა. მაისური ოდნავ აიწია.მუცელზე ჯერ ზემოდან დახედა.თითი ნაზად შეახო. სახე ტკივილისგან დაეჭყანა.  შემდეგ წინ გაიხედა და სარკის მაგვარ მინაში დაუწყო უკეთესად ყურება. ისე საშინლად გამოიყურებოდა დაბეჟილობა ალბათ იმაზე მეტადაც უნდა სტკენოდა ვიდრე ამას გრძნობდა. რამდენიმე სილურჯე ხელებზეც შეამჩნია. მუცელთან შედარებით სასაცილო ჩალურჯებაც კი იყო. თავის კანიც ეწვოდა. თითოეული უჯრედი სტკიოდა,მაგრამ ბედნიერი იყო.არ იცოდა წინ რა ელოდა და რა იქნებოდა,მაგრამ მთავარი ის იყო,რომ დედამისი იმ სადისტი კაცისგან დაისვენებდა. მაისური ჩამოიწია და ისევ თავის ადგილზე დაჯდა მშვიდად. ოთახს მოავლო თვალი. კუთხეში კამერა დააფიქსირა.
- არადაა აქაურობა სხვა მხრიდან წარმომედგინა. ოცნებები ხანდახან უკუღმა ხდება- ღმად ამოისუნთქა და თავი მაგიდაზე დადო.
კარების გაღების ხმა მოესმა.მისკენ გაიხედა.
- ოჰ გამომძიებელო ..-ჩაფიქრდა მის სახელზე.
-ირაკლი-შეახსენა ბიჭმა და მის წინ დაჯდა.
- როგორც ჩანს ჩემი დაკითხვის დრო მოვიდა-ცინიკურად ახედა. -ყველაფერი ისედაც ცხადია. შეადგინეთ დაკითხვის ოქმი და ხელს მოვაწერ.- მშვიდი სახით გახედა ჯერ კიდევ მისი შესწავლით დაკავებულ ბიჭს.
- ჩემთვის ყველაფერი ცხადი არაა.
- მაინც? - წარბი აუწია გოგომ.
- მაინც ის თუ რატომ არის დანაზე მხოლოდ შენი ანაბეჭდები. დანას ხომ სხვაც ხმარობდა სახლში?-ახლა ბიჭმა აუწია წარბი და წინ გადაიხარა.
- ძალიან მარტივია.გარეცხვის შემდეგ ყოველთვის კარგად ვწმენდ და ვამშრალებ.-კმაყოფილად ჩაუღიმა.- გამოცდილება გაქვს საერთოდ? - ეჭვის თვალით ახედა მის წინ მჯდომ ბიჭს.- ძალიან ახალგაზრდა ჩანხარ ამ თანამდებობისთვის.-მის სიტყვებზე ბიჭს ჩაეღიმა და ქვევიდან ახედა.
- შენ წარმოიდგინე მაქვს.თან ბევრი ცუდი ტიპი დამიჭერია მიუხედავად ჩემი ახალგაზრდობისა და ასევე გეტყვი,რომ არ გავხარ დამნაშავეს.
- გარეგნობა მატყუარა მისტერ შერლოკ.- უკან გადაიწიაა სკამზე და თავი ჩახარა.სახეზე ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა.- ის კაცი ვინც მოვკალი-ხაზი გაუსვა სიტყვას ''მოვკალი'' და თან ქვევიდან ახედა.- გარეგნულად ყველას მოსწონდა და ანგელოზი ეგონათ,თუმცა ნამდვილი სატანა იყო. ყოველი დღე შიშით ღამდებოდა. ყოველი კარებთან ფეხის ხმა შიშის გრძნობას იწვევდა. მისი სახლში ყოფნა და გაუთავებელი შეურაცხყოფა,ყვირილი,გინება და ცემა იმ ხალხისა ვინც მე მიყვარს არ სრულდებოდა. - ნუცას თვალებში აუღწერელი ზიზღი იკითხებოდა. - გუშინაც ასე მოხდა და ამჯერად აღარ მოვუთმინე. სამზარეულოდან დანა გამოვიტანე ვუთხარი გაჩერებულიყო,მაგრამ არ დამიჯერა ეგონა ვერ გავაკეთებდი ამას და დედის ცემა განაგრძო ისევ.თუმცა გავაკეთე ეს და რამდენჯერმე  დავარტყი. ყველა დარტყმა გამიზნულად იყო. ახლაც იგივეს ვიზავდი. - გამჭოლი მზერა ესროლა გამომძიებელს,რომლის სახეზე ვერ ამოიკითხა მისი სჯეროდა თუ არაა. ყველაფერი ისე მოყვა როგორც იყო იმ განსხავებთ,რომ მოქმედი გმირები შეცვალა.
-  კარგი- უცებ ფეხზე წამოდგა. - ფურცელს და კალამს შემოგიტანენ და შეგიძლია ყველაფერი დაწვრილებით დაწერო ხელი მოაწერე და გადაგიყვანთ საპატიმროში.- კარებისკენ გაბრუნდა,თუმცა უცებ შემობრუნდა.ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო და მაგიდაზე დაუდო.- დაბეჟილობებზე წაისვი- გაისმა მისი მბრძანებლური ხმა და ოთახი დატოვა.ნუცამ ცოტახნით უყურა ყუთში მოთავსებულ მალამოს.შემდეგ დაწვდა და ისე მოიქცა როგორც მან უთხრა.
****
პოლიციის შენობიდან ბორკილებ დადებული გამოჰყავდათ გოგონა.ყველაფერის მიუხედავად თავაწეული და ამაყად მიაბიჯებდა ორი მცველის შუაში.წინ კი ირაკლი  მიყვებოდა.იქვე შორი ახლოს რამდენიმე ადამიანის ხმა მისწვდა ყურში.
- რა ახალგაზრდაა? ნეტა რა ჩაიდინა?-ამბობდა მისი მდგომარეობით შეწუხებული ბებო.
- ამბობენ მამა მოკლაო-გაისმა იქვე ბოხი ხმით პასუხი.-მეტის ღირსია.საკუთარ მამაზე ხელი როგორ ასწია-სიბრაზე გამორია კაცმა ხმაში და ზიზღით შეხედა გოგონას.მისგან კი მხოლოდ ჩაღიმება მიიღო პასუხად.
- გაადგი ფეხი თუ კაცი ხარ.შენ რა იცი მის ოჯახში რა ხდება?!ნუ იცი ხოლმე დასკვნების წინასწარ გამოტანა-ბებომ ხელით უბიძგა განყოფილებაში შესულიყო. ნუცა კი თანმხლები პირითურთ მანქანასთან მიიყვანეს.
- ნუცა...- სანამ ჩაჯდებოდა მოესმა ხმა და მისი მიმართულებით გაიხედა. დიმა შეშფოთებული სახით მისკენ მორბოდა. მის წინ ერთი მეტრის დაშორებით გაჩერდა რადგან მეტი მიახლოების უფლება არ მისცეს.
-დიმა აქ რას აკეთებ?-მისი აქ ნახვით გაოგნებული იყო.
- მართლა შენ მოკალი?-სიმწრისგან ჩაეცინა ნუცას მისგან ამ კითხვის მოსმენისას.პასუხი აგვიანებდა.შეჰყურებდა გოგონას,რომელსაც მისმა სიტყვებმა რატომღაც გააცოფა.
- მე ვიყავი-თვალებში შესცქეოდა და ისე ამაყად ეუბნებოდა.
- ეს რატომ გააკეთე?რატომ მოკალი?- ირაკლის გვერდი აუარა და უცებ დაცვის წევრებს შორის მოქცეულ ნუცას შეხებას შეეცადა–მითხარი,რომ შენ არ მოგიკლავს–გოგონამ უხეშად გამოსწია ბორკილებ დადებული ხელები.
- უკვე ვთქვი მე მოვკალი!- გამოცრა კბილებიდან და დიმას უკან გამომძიებელს მიუბრუნდა- წავიდეთ თუ შეიძლება- მისგანაც თავის დაქნევა მიიღო და მანქანის კარი გამოუღო.თვითონ მეორე მხრიდან მოუარა და ადგილი მის გვერდით დაიკავა.უკან მოიტოვეს საგონებელში ჩავარდნილი დიმა და განყოფილებას მოშორდნენ.ნუცამ თვალები დახუჭა და უკან გადააგდო თავი. ღმად სუნთქავდა. დედამისის პრობლემა მოაგვარა თუმცა ახალი პრობლემა წამოიჭრა დიმას სახით. არ მოელოდა მისგან კითხვის დასმას ''მართლა შენ მოკალი?'' შეიძლება ასე ამბობდა თვითონ და მთელი სამყარო ასე ფიქრობდა მაგრამ მას არ უნდა დაეჯერებინა.მისგან დადასტურებაც კი არ უნდა მოეთხოვა.ხომ იძახდა,რომ უყვარდა...ხომ იძახდა,რომ კარგად იცნობდა...ხომ იძახდა,რომ შეეძლო მისი ნდობა...როგორ ენდოს ადამიანს ვინც თავად არ ენდობა მას.ყველაფერი ტყუილი იყო.სიცრუე,რომელიც მალევე დასრულდა.ნინიც არსად ჩანდა. ამ ამბის ერთადერთი კარგი მხარე ყალბი ადამიანების გვერდიდან მოცილება იყო.
  მანქანა ქალთა ციხესთან შეჩერდა.ირაკლი პირველი გადავიდა და კარები გამოუღო.ნუცაც გადმოვიდა და თვალით შენობის თვალიერება დაიწყო სადაც ცხოვრების გარკვეულ ნაწილს გაატარებდა. მამის მკვლელობის საქმე განსაკუთრებით დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობდა. დაკითხვის თანავე გადააგზავნეს ქალთა ციხეში.
- სასამართლო ორ დღეში გაიმართება. -ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელმა.
- კარგია. -გაუღიმა გოგონამ და მცველებს შეხედა,რომელიც მის შესაყვანად მოდიოდნენ.
- დედაშენი უკეთ არის- მის სიტყვებზე უცებ მობრუნდა ნუცა.გაბრწყინებული სახე მიაპყრო.
- მართლა?- მისგან თავის დაქნევა მიიღო პასუხად.
- გონს მოვიდა,თუმცა სუსტადაა. აქედან მასთან მივდივარ- სახეზე შიშის ელფერმა გადაკრა ნუცას გამომძიებლის ნათქვამზე.
- გთხოვ არაა საჭირო მოაყოლო როგორ მოკლა მისმა შვილმა მამამისი.ცუდად იმოქმედებს მასზე- მავედრებელი თვალებით უყურებდა გამომძიებელს.
- ფორმალობაა. შევეცდები ძალიან არ ჩავეძიო- თვალი ჩაუკრა ბიჭმა.
- მადლობა შერლოკ- ნუცამაც გაუღიმა. რატომღაც მისი გული და გონება ენდობოდა ამ ტიპს.სრულიად უცხოს მისთვის,თუმცა მაინც ენდობოდა...უკვე მოსულმა მცველებმა ჯერ სალამი მისცეს ირაკლის და შემდეგ ნუცას ხელი მოკიდეს და შენობისკენ წაიყვანეს.
****
მაგარი გოგოს ტიპაჟი სრულიად დაინგრა ციხეში შესვლისას. უტიფრად მომღიმარი მასზე ოდნავ დიდი ქალები. მისი დანახვისას ატეხილი შეძახილები. ჯერ მისული არ იყო და უკვე სახელიც შეარქვეს "პრინცესა". ყველა მისგან ითხოვდა ეთქვა რისთვის დაიჭირეს.თავის მოწესრიგების და ციხის ტანსაცმელის მორგების შემდეგ ნუცა თავის საკანის კუთხეში მიიყუჟა.ოთახში არსებული მაღლა მოთავსებული ფანჯრისკენ დაიწყო ყურება,რომლიდანაც მცირედი ცის ლურჯის ფონი მოჩანდა.
   ორი დღე სრულიად მდუმარებაში გაატარა. არც ოთახის მეზობლებისთვის გაუცია ხმა.არც საჭმელად გასულა. ისევ იმ ადგილას იჯდა, სადაც მოიკალათა მოსვლის წამიდან და გისოსებს მიღმა იყურებოდა.
    ოთახის კარები ხმაურით გაიღო.თავი ხანშიშესულმა მცველმა შემოყო მკაცრი გამომეტყველებით.
-ხვედელიძე!- ოთახში ქალი მკაცრი სახის ხმა გაისმა. გოგონა არც შეტოკებულა.ქალი მისკენ წავიდა მკლავში ხელი ჩაავლო და ფეხზე წამოაყენა.- ხვედელიძე რო გეძახი მაშინვე უნდა გამაგონო. აქ თავი მართლა პრინცესა ნუ გგონია. გადაადგი ფეხი სასამართლო ორ საათზეა.- კარისკენ უბიძა. ნუცაც ფეხის ბარბაცით წავიდა.მცველს ბრაზმოკიდებული მზერა ესროლა, მაგრამ რას გაჭრიდა მისი მზერა.ენა მუცელში ჩაიგდო და საკნიდან გავიდა. მშვენივრად იცოდა კანონები და წესები.სასამართლო არც იყო საჭირო იმის გასაგებად თუ რამდენს მიუსჯიდნენ. ისევ თავის ტანსაცმელში გამოაწყვეს და მანქანით სასამართლოში დათქმულ დროს მიიყვანეს.
******
დამნაშავეთათვის გამოყოფილ ოთახში იყო სრულიად მარტო.ორი საათის შესრულებას ელოდა,რომ შეეყვანათ სასამართლო დარაზში.ყველა იქნება იქ ვისაც ეხებოდა და არ ეხებოდა. მას კი მხოლოდ ის ადარდებდა იქნებოდა იქ თუ არა დედამისი. მის რაღაც ნაწილს უნდოდა ყოფილიყო და გაემხნევებინა.საკმარისი იქნებოდა მისი სახის დანახვაც კი,მაგრამ მეორე მხარე დედამისის იქ ყოფნის სასტიკი წინააღმდეგი იყო.
ოთახში ისევ ის მცველი შემოვიდა,რომელმაც საკნიდან გამოათრია. თვალებით ანიშნა,რომ წასვლის დრო იყო.ისიც უთქმელად ადგა და წინ წავიდა.
  სასამართლო დარბაზი შესვლისას იქ მყოფთა ყურადღება მიიპყო. თვალი უცებ მოავლო იქაურობას.დედამისი ვერა თუმცა რამდენიმე ნაცნობი სახე შენიშნა. ერთ მხარეს დიმა იჯდა და ნუცას შეჰყურებდა,მეორე მხარეს კი გამომძიებელები ირაკლი და ის მეორე.ჯერ კიდევ ახსოვდა მისი უტიფარი სახე.
  თავისი ადგილი დაიკავა.მოსამართლეც შემობრძანდა და საქმე #94112 განხილვა დაიწყეს. პროკურორი ყველა ღონეს ხმარობდა მაქსიმალური სასჯელი მიესაჯათ ახალგაზრდა გოგონასთვის. "რა დაუნდობელია სამყარო. მოვკალი,რადგან თუ ასე არ მოვიქცეოდით ის მოგვკლავდა. მოვკდა რადგან ამის ღისრი იყო. მიხარია,რომ დატყმისას ეგრვე არ მოკვდა და მთელი ორი დღე იტანჯა. აქ მოსვლამდე მცვევლმა უთხრა შენი საქმე წასულია კაცი დღეს დილით გარდაიცვალა-ო ნუცამ კი ჩაუღიმა. " ცოცხალი,რომ გადარჩენიიყო დედას არ გაახარებდა. დედას ასეთ დღეში ყოფნისთვის ნეტა არც მიწის დაყრა ეღირსოს." თავისივე  ფიქრები და შინაგანი სამყარო უკვე თვითონე აშინებდა. იმდენჯერ თქვა მოვკალიო უკვე საკუთარი ტყუილის სიცხადეში ისე იყო დარწმუნებული,როგორც იმაში,რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის.  ფიქრებმა იმდენად გაიტაცა ნუცა ვერც კი შენიშნა როგორ მოვიდა მისი დაკითხვის ჯერი. კვარცხბეკზე ავიდა ფორმალურად დაიფიცა,რომ იტყოდა მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სხვას სიმათლის გარდა.
-მოუყევით სასამართლოს როგორ მოკალით მამათქვენი- პროკურორმა მიმართა დამნაშავეს.
- ისეთივე დღე იყო როგორც ყოველთვის.მაღაზიიდან სახლში ვბრუნდებოდი.დავინახე როგორ ცდილობდა დედასთვის დაერტყა გაბრაზდი და ვეცი ისევე როგორც თვითონ. შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. ხან მე მირტყავდა,ხან დედას. შემიძლია
სასამართლოს ვაჩვენო ფაქტები.-მოსამართლეს შეღიმა და ეცადა მაისური აეწია. უზრდელი,თავხედი გოგოსავით იქცეოდა.
- სასამართლოსადმი პატივისცემა გამოიჩინეთ- შებღვირა მოსამართლემ.
-მტკიცებულების ჩვენება მინდოდა რადგან არ გსურთ...კარგი როგორც გინდათ-ვითომც არაფერი მხრები აიჩეჩა გოგონამ და ისევ სკამზე დაენარცხა.მოსამართლემ თვალით ანიშნა პროკურორს გაეგრძელებინა დაკითხვა.
- განაგრძეთ თხრობა შემდეგ რა მოხდა?
- შემდეგ? შემდეგ აღარაფერი იმას თუ არ ჩავთვლით,რომ ცარიელი ხელით ვერ მოვერიე ამიტომ სამზარეულოდან დანა გამოვიტანე  და დავემუქრე. ვუთხარი გაჩერებულიყო,მაგრამ ის მაინც განაგრძობდა დედას ცემას.- აქამდე უემოციო სახეზე აუარებელი ზიზღი გამოესახა.-და მე მას დანა ორჯერ ჩავარტყი. შეიძლება მეტჯერაც ჩამერტყა დედა ცუდად,რომ არ გამხდარიყო.-ამოიოხრა და მოსამართლეს გახედა- ბატონო მოსამართლევ დამნაშავე ვარ.
- ტყუილია... -გაისმა დარბაზში ახლად შემოვარდნილი ქალის ხმა,რომელსაც უკან მათი ახლო მეზობელი მოსდევდა.მთელმა იქ შეკრებილმა საზოგადოებამ მისი მიმართულებით დაიწყო ყურება.ის კი მხოლოდ ნუცას უყურებდა. ქალს სახეზე ფერი არ ედო. თვალები ცრემლიანი ქონდა.ხელის მტევანზე კი აშკარად ეტყობოდა ვენაში ჯერ კიდევ არსებული კათეტერი.
- დედა არა...- თავს აქნევდა და თავისთვის ბურდღუნებდა ჩუმად ნუცა.
- ვინ ბრძანდებით და როგორ ბედავთ ასე მოქცევას?- მოსამართლემ ცოფები გაყარა.
- ბატონო მისი დედა ვარ. ის არაა დამნაშავე მე ვარ. მე უნდა დამიჭიროთ. გთხოვთ გაუშვით ის. შუა დარბაზში მუხლებზე დადგა და მავედრებელი მზერა აღაპყრო უზენაესს.
- ბატონო მოსამართლევ დედაჩემი ტყუის. -ფეხზე წამოხტა და მოსამართლის დახლთან მიიჭრა.- არ დაუჯეროთ,ხომ იცით დედის გულის ამბავი თავის თავზე უნდა აღება.ფიქრობს ასე გადამარჩენს.
-ნუცა შეწყვიტე-ქალი ტირილს განაგრძობდა.
- არა დედა შენ შეწყვიტე. მე მოვკალი და ამისთვის პასუხსაც ვაგებ-ისევ მოსამართლეს მოუბრუნდა-ხომ ხედავთ ხელზე ჯერ ისევ კათეტერი აქვს. სავადმყოფოდან არის გამოპარული როგორც ჩანს. ჯერ ისევ შოკშია რადგან მის თვალწინ შვილმა მამა მოკლა.- მოსამართლე გულისყურით უსმენდა.შიგადაშიგ თვალი ქალისკენაც გააპარა.-მის სიტყვებს არ უნდა დაუჯეროთ.მკვლელობის იარაღზე ჩემი ანაბეჭდებია.აშკარა სამხილი ჩემს წინააღმდეგ- აღელვებული შეჰყურებდა მოსამართლეს.
- გაიყვანეთ ქალბატონი დარბაზიდან- გასცა უცებ ბრძანება მან.
- მადლობა ბატონო-აქამდე თავხედი გოგონა სადღაც გაქრა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
- ნუცა არ ქნა ეს შვილო.თავს ნუ იღუპავ. დამიჯერეთ მე მოვკალი ჩემი ქმარი და არა მან.- გაყვანისას ქალმა ყვირილით დატოვა დარბაზი.ნუცამ კი ღმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.
- კიდევ გაქვთ რამე კითხვა პროკურორო?-გახედა მოსამართლემ მას.
- არა ბატონო მოვრჩი.ყველაფერი ცხადია.- მიმართა მოსამართლეს.
- დამნაშავე? თავდაცვისთვის იტყვი რამეს?-ახლა გოგონას მიუბრუნდა.
- მხოლოდ იმას ,რომ დამნაშავე ვარ.
- კარგით.სასამართლო მიდის განაჩენის გამოსატანად. სხდომა ათ წუთში განახლდება.- თქვა და იქაურობა დატოვა.ნუცა თავის ადგილს დაუბრუნდა და ფეხების ბაკუნით ცდილობდა ნერვიულობა მოეთოკა. ელოდა ამ არჩევანის საფარსურს. დარბაზისკენ თვალი გააპარა. დიმა თავის ადგილზე აღარ იჯდა. ვერც კი შენიშნა როდის წავიდა იქედან.სამაგიეროდ შერლოკი და მისი "ფინია" აქ იყვნენ. უჩვეულოდ თვალ გაუტეხელად შეჰყურებდა ირაკლი გოგონას. ნუცაც ცდილობდა მისი მზერა დაეიგნორებინა და ისევ მომლოდინედ გახედა იმ კარებს საიდანაც მისი განაჩენი გამოვიდოდა.
******
ხუთი წელი.თითქმის ხუთი წელი უნდა ყოფილიყო სრულიად მოწყვეტილი გარე სამყაროს. ერთმანეთის მიყოლებით დანგრეული ოცნებები. ის ოცნებები,რომელთა არსებობას საკუთარ თავსაც კი უმალავდა. ჯერ მხოლოდ ცხრამეტი წლისაც არ იყო და უკვე რამხელა პრობლემები აწვა მის გამხმარ სხეულსა და კისერს.
ოთხ კედელში მოთავსებულ თავის ხის საწოლზე,რომელზეც თხელი ქვეშაგი და გადასაფარებელი ეფარა,ოთხად მოკეცილი იწვა და ყველაფერზე ერთდროულად ფიქრობდა. ყურში გამუდმებით უტრიალებდა მისი დის სიტყვები, რომელიც სასამართლო შენობიდან გამოსვლის შემდეგ უთხრა ნახევრად გულშეწუხებულ დედასთან დიდი თხოვნის და ირაკლის დახმარებით მისულ ნუცას გოგომ.
-" ვერ გიტან!!აღარ მიყვარხარ!! შენ მამა მოკალი! შენი საქციელით კი დედასაც კლავ! შენ ჩემი და აღარ ხარ!"- იმის მაგივრად დის სიტყვებზე გაბრაზებულიყო პირიქით მისკენ გაიწია.უნდოდა ლოყაზე შეხებოდა,მაგრამ ამის უფლება არ მისცა. -" არ შემეხო.მკვლელი ხარ. შეგიძლია მოკვდე იმ ციხეში და აღარ გამოხვიდე იქედან. მკვლელო!"- დის აცრემლებულ თვალებში იმხელა ზიზღი ამოიკითხა საკუთარი მართლაც მოუნდა.
-"ლიზა!"- ქალის მისუსტებულმა ხმამ უბიძგა გოგონას გაჩუმებულიყო. ის კი უბალოდ ადგა და გაიქცა მათგან,უფრო სწორედ კი მკვლელი დისგან შორს. ქალი შვილისკენ წამოიწია და ხელი მისკენ გაიშვირა.ნუცამ ორივე გვერდით მდგომ მცველს გადახედა,მერე ისევ მზერა ირაკლიზე გადაიტანა,რომელიც იქვე იდგა და შორიდან უყურებდა. მისგან თანხმობა თავის დაქნევით მიიღო.დედასთან გვერდით ჩამოჯდა.ხელბორკილებით შებოჭილ ხელებში ქალის აცახცახებული ხელები მოიქცია.შეეცადა დედისთვის ტკივილი არ ენახვებინა და სახეზე ღიმილი აიკრა.-"ეს არ უნდა გექნა.არ უნდა გექნა."- იმეორებდა ქალი და თან თავს აქნევდა უარყოფის ნიშნად.
-"დე...- ცდილობდა მისი ყურადღება   შეკრული ხელებიდან მზერაზე გადაეტანა.-დე...შემომხედე!-თავს უარის ნიშნად აქნევდა.- შემომხედე დე...-ხელებით ზემოთ ააწევინა ნიკაპი და თვალებში შეახედინა.-" თავს ნუ იდანაშაულებ დე ნურაფერში გთხოვ. შენ თუ კარგად იქნები მეც კარგად ვიქნები და გამიადვილებ აქ ყოფნას."
-" მაგრამ ის მე..."- ნუცამ უცებ ააფარა ხელები და შეფარვით გამომძიებელს გახედა,რომელიც მათ შიგადაშიგ უყურებდა თუმცა სმენით ნამდვილად მათთან იყო.
-"ის გავაკეთე რაც უნდა გამეკეთებინა-დედა მკერდზე მიეკრა და ყურთან უჩურჩულა- დე ეს ჩემთვის ადვილი იქნება შენ ვერ გადაიტანდი. -ისევ უკან გაიწიაა თვალებში შეხედა ქალს.- დე დამპირდი,რომ კარგად იქნები სანამ აქედან გამოვალ.დამპირდი თუ გინდა მეც კარგად ვიყო.- ქალმა შვილის ხელები მოიქციაა აკანკლებული ხელებით შეეხო პატარა ხელებზე მოთავსებულ ბორკილებს დაადო.თითებით ბორკილებისგან ჩაწითლებულ ადგილებს მოეფერა. ლოყებზე ცრემლები ნაკადულივით მოდიოდა ორივეს."
-"მოგიკვდეს დედა...- ტირილი აუვარდაა ვეღარაფერი ვერ თქვა.ისევ ახედა შვილის სახეს.აცახცახებული ხელით სახეზე ცრემელები მოწმინდა და გულმკერდზე მიიკრა.გულ ამომჯდარი ტიროდა ორივე."
საწოლში ოთხად მოკეცილს ისევ აუვარდა ისტერიული ტირილი ამის გახსენებაზე. თავი მოკეცილ მუხლებში კიდევ უფრო ჩამალა.შეეცადა ეტირა თავისთვის ჩუმად, გული მოეოხებინა და თან სხვაც არ შეეწუხებინა.

~4~
მიუხედავად იმისა,რომ მისი პირველი დანაშაული იყო მოელოდა იმას რაც მოხდა. თანახმა იყო მიესაჯათ უფრო მეტიც ოღონდ საქმეს არ ჩაღრმავებოდნენ და  ეჭვი არ გასჩენოდათ.ისედაც დედამისის შემოსვლამ კინაღამ ყველაფერი ჩაშალა.ალბათ მადლობა იმ მოსამართლესაც უნდა უთხრას ყველაფერს ასე იოლად,რომ მიუდგა. სასამართლოზე საკუთარი თავდაცვისთვის სიტყვაც კი არ უთქვამს. არც ადვოკატის მოყვანაზე დათანხმდა. ყველაზე კარგად ნუცამ იცოდა რამდენად სუსტი იყო დედამისი. სწორედ მისი სისუსტის გამო იყო ამდენი წლები ტანჯვაში.სწორედ ამის გამო გახდა უსიყვარულო გათხოვების მსხვერპლი. ცხოვრებაში პირველად მოიკრიბა გამბედაობა და ის კაცი მოკლა,რომელმაც მთელი ცხოვრება, ახალგაზრდობა და მომავალი გაუნადგურა.ახლა კი მისი სისუსტე შვილის ახალგაზრდობას და მომავალს ანგრევდა. თითქოს ისევ შეეცადა მოეკრიბა ძალა და დაპირისპირებოდა თავის სისუსტეს,მაგრამ ვერაფერს გახდა. ნუცამ, მისმა პატარა გოგომ, ყველანაირად აჯობა.
ციხეში ყველა კი "პრინცესას" ეძახდა თუმცა პრინცესასავით ნაკლებად ექცეოდნენ.არც დიდად იმსახურებდა მოწონებას სხვა დამნაშავეების თვალში. იქაურ მგომარეობას მოერგო.ისე იქცეოდა არავინ გაეღიზიანებინა, თუმცა რატომღაც ყოველთვის სხვა ცდილობდა მის გაღიზიანებას.განსაკუთრებით კი ერთი ძალაუფლების მოყვარული ცივსისხლიანი მკვლელი,რომელმაც საკუთარი შვილი ჩაახრჩო საწოლში მხოლოდ იმიტომ,რომ მისმა ტირილმა საშინლად გააღიზიანა და სერიალის ყურებისას ხელი შეუშალა.ნუცა ვერაფრით ამართლებდა მის ამ საქციელს.ვერანაირი აფექტის მდგომარეობის დროს შეძლებდა ამ სისასტიკის ჩადენას. დედობის ღირსი არ იყო. ნუცაში ყველაზე მეტ ზიზღს ეს ქალი იწვევდა. შეიძლება ითქვას,რომ მამამისზე მეტადაც კი ეზიზღებოდა.
ახლა კი ამ სისხლისმსმელმა ნუცა ამოითვალწუნა და მოსვლის დღიდან მოსვენებას არ აძლევდა.
  ყველა ერთად სამზარეულოში იყვნენ შეკრებილი.რკინის ჯამ-ჭურჭლის  და ერთმანეთში მოფუსფუსე პატიმრების ხმა ირეოდა ერთმანეთში. აქა-იქ კი დაცვა მიმოდიოდა. ნუცა გისოსებიან ფანჯარასთან იჯდა. თითოეული ლუკმის ჩადებისას გარეთ იხედებოდა.მზერით თითქოს ზეცას რაღაცას შესთხოვდა. მის მწვანე თვალებში ოცნებები იკითხებოდა. აუხდენელი,უიმედო და სეიფში ღმად ჩაკეტილი ოცნებები.  
- ეი შენ!- წინ ჩამოუჯდა მისი ახალი თავსატეხი. ნუცამ განაგრძო მისი დაიგნორება.კოვზით ფაფის კიდევ ერთი ულუფა ამოიღო და ტუჩებთან მიიტანა.- ეი! - უფრო სიმკაცრე იგრძნობოდა ხმაში. ხელი აუკრა და კოვზი ხელიდან გაგდებინა. მან კი სრული სიმშვიდით გადაგდებული კოვზი უკან დააბრუნდა.თავის საჭმელს ხელი დაავლო და ჩასაბარებლად დააპირა წასვა.წინ მჯდომიც წამოიწია ხელში ჩაავლო -ნუ მაიგნორებ შე ძუკნა თორე აგფატრავ.- გამოუცრა კბილბიდან.
- მართლა?- წარბები აუწია და სრული სიმშვიდით განუცხადა.
- ახლებს აქ დახვედრას ვუწყობ და ვაგებინებ ვინ არის უფროსი- თვალებს ცოფიანი ძაღლივით ატრიალებდა. გოგონა ისევ მშვიდად იდგა მის წინ.
- გირჩევნია შემეშვა. არ მაინტერესებს აქ უფროსი და უმცროსი ვინაა. სასჯელის მშვიდად მოხდა მინდა- ჩაამთავრაა სათქმელი და უკან გაიწია.მისგან ისევ ძლიერად მოქაჩვა იგრძნო.ჯერ კიდევ ხელში შერჩენილი რკინის ლანგრის მაგიდაზე წკრიალით დავარდნის ხმა გაისმა.მათი სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო. ნუცას მარცხენა ხელში კოვზი ჩაებღუჯა და მისი უკანა მხარე ყელზე მიედო ამ მომაბეზრებელი ადამიანისთვის. -გითხარი შემეშვითქო.-მისი სიმშვიდე სადღაც გაქრა.კბილებს ერთმანეთს მაგრად აჭერდა სიბრაზისგან.
- რა ხდება მანდ?-გაისმა ბადრაგის ხმაც შორიდან და მათკენ წამოვიდა.
-შე ძუკნა იცოდე ამას ასე არ დავტოვებ- იყეფებოდა.
- ვიცი,რომ გამკეთებელი ხარ,მაგრამ შეგახსენებ არც მე ვზივარ აქ ვაშლის მოპარვისთვის-მის სახესთან ახლოს მიიწია ტუჩები ყურისკენ გასწია და ჩასჩურჩულა.- წარმოიდგინე საკუთარი მამა ისე მოვკალი ხელი არ ამკანკალებია. შენნაირ მშიშარასთან,რომელსაც დიდი გული მხოლოდ უსუსურ ბავშვებთან აქვს, მითუმეტეს არ გამიჭირდება-ვერ ხვდებოდა საიდან ამხელა დაპირისპირების ძალა. მეორე მხარემ ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწრო. მხოლოდ ავის მომასწავებლად აკვესებდა თვალებს.ბადრაგმა ერთმანეთს გააშვებინა ხელები და მათ შორის ჩადგა.
- კარცერში გინდათ ორივეს?-ყვირილით მიახალა.- წესიერად მოიქეცით.- ორივე გააფრთხილა. ისინი კი ერთმანეთს წაფხორილი მამლებივი შესცქეროდნენ. ნუცამ ისევ დაავლო თავის ლანგარს ხელი და ჩასაბარებლად გაეშურა.უკან კი ბადრაგი და ბოღმისგან სახე გამწვანებული მისი "მეტოქე" მოიტოვა,რომელიც მისი მიმართულებით თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
****
მოსამართლეს კაბინეტის წინ მოუსვენრად დააბიჯებდა ირაკლი.იქვე სკამზე მისი მეწყვილე იჯდა და მობეზრებულად გაჰყურებდა მის მოუსვენრობას.
- დაჯექი თავბრუ დამეხვა- საწყალი სახით ახედა დათომ.ირაკლიც რატომღაც გაჩერდა და გვერდით დაუჯდა. მუხლებზე იდაყვები დაიდო და ხელები ერთმანეთს გაუსვა.-შენ რა განერვიულებს ვერ ვხდები-მისკენ მიტრიალდა.
- უსამართლობა არ მიყვარს- სერიოზული სახით გახედა მეწყვილეს.
- სად დაინახე უსამართლობა?მოკლა,დავიჭირეთ და სასჯელს მოიხდის.- ხელის მოძრაობით ეტაპობრივად ალაგებდა სიტყვებს.- ყველაფერი სამართლიანად ხდება.
- სამართალში ხანდახან ეჭვი მეპარება.მითუმეტეს ნუცას საქმეში.- თავისთვის თუმცა ხმამაღლა მოუვიდა თქმა.მისი ყურადღება მოსამართლის კაბინეტის კარების ხმამ მიიქცია და ფეხზე წამოდგა.უკან კი ჩაფიქრებული დათო მოიტოვა.
- ბატონო ლევან.-კაბინეტიდან გამოსულის ყურადღება მიიქცია.
- ოჰ ირაკლი მიხარია შენი ნახვა. რამ შეგაწუხა? როგორც ვიცი ეს დღეებია ცდილობ ჩემთან შეხვედრას.
- დიახ ასეა. ხვედელიძის საქმეს ეხება.
- აა ეგ მამა, რომ მოკლა. რაშია საქმე? მას ხომ მივეცით შესაბამისი სასჯელი -წარბი ასწია კაცმა.სანამ ირაკლი რამის სათქმელად პირს დააღებდა მდივანი ჩადგა მათ შორის.
- ბატონო მოსამართლევ გელოდებიან.- მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- კარგი ირაკლი საღამოს შემოიარე და დავილაპარაკოთ.- მხარზე ხელი დაკრა და ისე გავიდა პირში გაყინული სიტყვის დამთავრება არ აცალა.
- თქვენი შემხედვარე კიდევ უფრო მეპარება ეჭვი სამართლიანობაში.- ჩაიბურტყუნა და დათოსკენ შებრუნდა.
- წავედით - ხელით ანიშნა ბიჭს ისიც მაშინვე ადგა და მიყვა.
დერეფანი ჩაფიქრებულმა გაიარა.მიდიოდა და ფიქრობდა ყველაფერზე ერთად. რისთვის იბრძვის სამართლიანობისთვის თუ ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდება უსამართლობას იმათ მხრიდან ვინც თვით სამართალია.თვითონაც დამნაშავე იყო. ყველაზე დიდი დამნაშავე თვითონ იყო. უფლება მისცა მას ასე მოქცეულიყო. მთელი შინაგანი სამყარო უკიოდა,რომ ნუცა უდანაშაულო იყო ფაქტების მიუხედავად, მაგრამ მათი უგულებელყოფა ვერ შეძლო. სასამართლოს ეზოში გამოსულს მზემ თვალი მოჭრა.ხელით შეეცადა თვალებში შემოჭრილი სხივები უკუეგდო.
- ირაკლი-დათოს შეცბუნებული ხმა გაისმა.
- რა იყო?- მიუბრუნდა მეწყვილეს,რომელსაც თვალი რაღაცისთვის მიეშტერებინა.
- ის ხვედელიძის დედა არაა?- ხელი სასამართლოს შემოსასვლელი კარებისკენ გაიშვირა. ირაკლიმ მზერა გააყოლაა. ქალი კარებთან იდგა თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა და შიგადაშიგ ხელით მსუბუქად თმებს იჩეჩავდა.- აქ რა უნდა?- განაგრძო დათომ. ირაკლი კი პირდაპირ მისკენ გაემართა.ფრთხილად მიუახლოვდა ქალს,რომელიც დამფრთხალი კურდღელივით აცეცებდა თვალებს.
- ქალბატონო მაია აქ რა გინდა?- ფრთხილად შეახო ხელი და მისი შეშინებული მზერა დაიმსახურა.-მშვიდად. არაფერს დაგიშავებთ.-საჭიროთ ჩათვალა ამ სიტყვების თქმა ქალის შეშინებული მზერის დანახვისას.
- აა თქვენ ის ბიჭი ხართ... -ჩაუცინა ბიჭს.შემდეგ ჩაფიქრდა.წამით დაკარგული ღიმილი სახეზე ისევ გამოესახა ცოტახანში.იცნობდა თუმცა ვერ იხსენებდა ვინ იყო.
- აქ რა გინდათ?- ისევ გაუმეორა ირაკლიმ კითხვა.ერთი შეხედვით ჩანდა ქალის სულიერი მდგომარეობა.
- მე?? -ისევ ჩაფიქდა და თავი მოიქექა.მზერა კვლავ მისკენ გააპარაა.- არ ვიცი. - წამოიძახა უცებ. აქეთ-იქეთ ტრიალი დაიწყო ისევ. თვალებით ვიღაცას ეძებდა.- სად წავიდა?-ჩაილაპარაკა თავისთვის.
-ვინმესთან ერთად ხართ?-ირაკლი კვლავ ცდილობდა რამის გაგებას. მისი მეწყვილე კი გაშტერებული უყურებდა.
- ნუცა იყო აქ- წაიბუტბუტა ქალმა და გამომძიებელს მოუბრუნდა.- ჩემი ნუცა იყო აქ...აღარ არის!- ქალის თვალებიდან ცრემლებმა გადმოჟონა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. დათომ თითი საფეთქელთან მიიტანა და დაშტვინა პირის მოძრაობით.
-დაუშტვინა ამ ქალმა- ჩუმად გადასძახა მეწყვილეს, რომლისგანაც თვალების ატრიალება მიიღო პასუხად. ირაკლი ახლოს მიიწია უფრო და ორივე ხელი მკლავებში მოკიდა.
- ქალბატონო მაია წამობრძანდით სახლში წაგიყვანთ- მისგანაც უცებ თანხმობა მიიღო და მანქანის სადგომისკენ წაიყვანა. ქალი რამდენიმე წუთში კვლავ გაშეშდა.
- არაა არაა არაა!-უცებ თავში ხელების რტყმევა დაიწყო. ორივე მის გაკავებას ცდილობდა, რომ საკუთარი თავისთვის არაფერი დაეშავებინა.- მე ვარ მკვლელი. ჩემი ნუცა არაა.წამიყვანეთ ჩემ გოგოსთან. მისი ნახვა მინდა.- ირაკლის სახე უცებ ხელებში მოიქცია- ის არაფერ შუაშია დამიჯერეთ მე ვიყავი- თვალებში შესცქეროდა მისი ქცევით და სიტყვებით შეწუხებულ ყმაწვილს.მზერა ისევ სხვაგან გაეპარა ქალს.სახეზე ჩამოგორებული ცრემლები და სევდიანი სახე უცებ ღიმილმა შეცვალა ცრემლები კი შთანთქა მისმა ნაოჭებმა სახეზე.ხელები ჩამოსწია მისი სახიდან -აქ რატომ ვარ? სახლში უნდა წავიდე მალე ჩემი ნუცა მოვა და საჭმელი უნდა გავუკეთო.-კიდევ რამდენიმე წინადადება თქვა ერთმანეთისგან სრულიად სხვადასხვა შინაარსის. მისი ეს მდგომარეობა საშინლად მოქმედებდა ბიჭზე როგორც დედას უცებ ისე მოეხვია და ჩაეხუტა.
- დამშვიდდით...სახლში წაგიყვანთ- ხელით ისევ უკან გასწია. თვალებში შეხედა.- სახლში წავიდეთ კარგი?-თითქოს ქალისგან თანხმობას ელოდა. მისგან მხოლოდ თავის დაქნევა მიიღო თანხმობის ნიშნად და ბიჭს გაყვა.უკან პირდაღებული დათო მოიტოვეს.ცოტახანი ჩაფიქრებული იდგა.მალევე მოვიდა გონს და ირაკლის გაეკიდა. მაია უკანა სავარძელში მოათავსეს,თვითონ წინ დაჯდნენ და იმ მისამართზე გაეშურენ სადაც უკვე რამდენჯერმე იყვნენ.
  მაიას სახლში მიყვანისას კარები ლიზამ გააღო.დედას მოეხვია და შემდეგ გაბრაზებული სახე მიიღო.
- სად წახვედი დედა? იცი როგორ ვინერვიულე? - ხელი ჩაჭიდა და სახლში შეიყვანა.ისე ტუქსავდა თოთხმეტი წლის ბავშვი დედას, თითქოს ის იყო დედა და არა შვილი. ბიჭებიც შეყვნენ სახლში.ლიზა ახლა მათ მოუბრუნდა- სამზარეულოში მიბრძანდით და მოვალ ახლავე.- დიდი ქალივით ლაპარაკობდა. მაია კი თითქოს კვლავ გამოეთიშა სამყაროს. ნაბიჯებს ვარაუდად დგავდა და სადაც უბიძგებდა იქით მიდიოდა.ოთახში შეიყვანა და საწოლში ჩააწვინა დედამისი. გადასაფარებელი კიდევ კარგად შეუსწორა.მისკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა.- დაისვენე ცოტახნით.- უკან გამობრუნებისას ქალმა ხელი დაუკავა შვილს.
- ნუცა,რომ მოვა გამაღვიძე. ხომ გამაღვიძებ?- მავედრებელი მზერით შეჰყურებდა გოგონას,რომელსაც ამ სახელის გაგონება აღარ უნდოდა.მიუხედავად მისი ამ სახელის პატრონის სიძულვილისა დედას მაინც დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.
- გაგაღვიძებ.- მის ხმაში სიბრაზე ერია თუმცა დედა ამას ვერ მიხვდა. მშვიდად მომღიმარმა დახუჭა თვალები და საწოლში გაინაბა.
სამზარეულოში ირაკლი ყურადღებით აკვირდებბოდა თაროს სადაც რამდენიმე სურათი იდო.პირველზე მაია და პატარა ნუცა იყო გამოსახული.დედიკოს კისერზე ეკიდებოდა და ბედნიერი ღიმილით იჭყანებოდა.მას მოყვა ფოტო სადაც სამივე იყო გამოსახული.ლიზა დედას ეჯინა კალთაში ნუცა კი ორივეს სიყვარულით სავსე თვალებით აღსავსე უყურებდა და სახეზე ბედნიერი ღიმილი ეხატა.მესამე ფოტოზე დები იყვნენ ისევ დედასთან ერთად.არც ამ ფოტოზე იყო მამამისი გამოსახული.ამჯერათ მხოლოდ ლიზა იკრიჭებოდა.ნუცას ღიმილი სადღაც გამქრალიყო.არც დედამისს უბრწყინავდა თვალები სიხარულისგან მიუხედავად მისი ნაძალადევი ღიმილისა.თუ კარგად დააკვირდებოდით პატარა ჩაყვითლებასაც შეამჩნევდით კისერზე.ალბათ ეს არც ერთს არ შეუმჩნევია ოჯახში თორემ სამზარეულოს თაროზე არ გამოჭიმავდნენ.გამომძიებლის მახვილ თვალს კი არ გამოპარვია.ოთახში შესულმა ლიზამ ჯერ დათოს შეხედა, რომელიც სკამზე ჩამომჯდარიყო და ფეხის კანკალით გარეთ იმზირებოდა.შემდეგ მზერა ირაკლიზე გადაიტანა.
- ფოტოებზე ბედნიერი ოჯახი ვჩანვართ.- ლიზამ ჩაილაპარაკა დიდი ქალივით.ამ ამბის შემდეგ თითქოს ერთიანად გაიზარდაა და პატარა უდარდელი ბავშვიი,რომელიც სახლში ვერაფერს ამჩნევდა უკან მოიტოვა.ირაკლიმ ამ პატარა შტერ გოგოს გადახედა. სრულიად განსხვავდებოდნენ დები ერთმანეთისგან.ერთ მხარეს ნუცა რომელმაც საყვარელი ადამიანის გამო ცხოვრება გაწირა და მეორე მხარეს ეს პატარა გოგო,რომლისთვისაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი "ხალხი რას იტყვის?" და საკუთარი თავი იყო.- მადლობა დედა,რომ მოიყვანეთ.
- სამადლობელი არაფერია.სასამართლო შენობის წინ შევხვდით შემთხვევით.- ირაკლი ლიზას მიმიკას აკვირდებოდა.
- როგორც უკვე მიხვდით დედას მენტალური პრობლემა აქვს სასამართლოს მერე. საერთოდ კი მას შემდეგ რაც მამაჩემი მოკლეს.-წამით ნუცაზე გაიფიქრა და სახეზე ზიზღი გამოესახა.
- გატყობ შენი და გეზიზღება- წარბი აუწია პატარა გოგოს.
- მას მერე რაც მან ჩაიდინა კიდევ სიყვარულს იმსახურებს?- კაპრიზული გოგოსავით ატლიკინდა და თვალები გაუფართოვდა.- ეს მას გადაეცით თუ შეძლებთ- უკანა ჯიბიდან კონვერტი ამოიღო და ირაკლის ხელებში ჩაუგდო.ბიჭმა შეათვალიერა თეთრი კონვერტი ზედ ლამაზი ხელნაწერით წაწერილი "ნუცას" ამოიკითხა.ლიზამ უკითხავად განაგრძო ლაპარაკი და აუხსნა თუ რა იყო კონვერტში. დათოს ყურადღებაც მათკენ იყო მიმართული.- ხანდახან დედა წამიერად საღ აზრს უბრუნდება. ეს მაშინ დაწერა უნდოდა გაეგზავნა თუმცა ისევ გაითიშა.ვფიქრობ, რომ მას უნდა მისცეთ რადგან მისთვის დაწერა. სიმართლე გითხრათ არ წამიკითხავს შინაარსი,რადგან არ მაინტერესებს არაფერი რაც მას ეხება.
- სამწუხაროა- ჩაილაპარაკა ირაკლიმ.კონვერტი ჯიბეში ჩაიდო და დათოს მიუბრუნდა.- დათო წავედით პატარა ქალბატონს ვაცდენთ.- მის სიტყვებში კონკრეტულად კი "პატარა ქალბატონში" ირონია იგრძნობოდა.დათოც ფეხზე წამოდგა.ლიზამ კი კოპებშეკრული გახედა გამომძიებელს.
- სამწუხაროა რა?-ხელები ერთმანეთზე გადააჯვარედინა და ქვევიდან ახედა.
- სამწუხაროა ის რასაც შენი დის მიმართ აკეთებ. როცა დანაშაულს მიხვდები ვშიშობ გვიანი არ იყოს.- სათქმელი ჩაამთავრა და ხელით გვერდით გაწია. დათოც უკან მიყვა.ლიზამ კი გაბრაზებულად ცხვირი აიბზუა.
  სახლის კარი გამოიხურეს და კიბეებზე დაეშვნენ.სიჩუმე დათომ დაარღვია.
- გეფიცები მეგონა დიდი ქალი ლაპარაკობდა. 14 წლის და ამხელა ენა საიდან?- გაოცებული მიყვებოდა უკან უფროსს.ირაკლი ხმას არ იღებდა.წარბი წარბში გაეყარა და ის გავიდა სადარბაზოდან.
****
სამზარეულოში მომხდარი ამბების შემდეგ საწოლის თავთან წამომჯდარიყო.ფეხები მოეკეცა და ზედ ციხის ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნი ედო.თვალებს ნაწერებზე დააცეცებდა.თუმცა იმ ალქაჯთან შეტაკებამ იმდენად იმოქმედა მასზე ესეც არ აწყნარებდა შინაგანად. ფიქრობდა იმაზე თუ როგორი იყო და როგორი ხდებოდა. თითოეული თავისი პირიდან გამოსული სიტყვა ყურებში უწიოდა და ამცნობდა რამდენად შეიძლება შეცვლილიყო მისი შინაგანი სამყარო. არ ჰქონდა ილუზია,რომ აქედან ისევ ისეთი გავიდოდა თუმცა არც ასეთი შეცვლილი მე წარმოედგინა. ჯერ მხოლოდ ორი კვირაც არ იყო გასული და მოსისხლე მტერი გაიჩინა სულ არაფრის გამო. უცებ მხარზე ხელის შეხება იგრძნო და შეშფოთებულმა იქეთ გაიხედა.
- ნუ გეშინია შვილო მე ვარ- ხანში შესული ქალი საწოლზე წინ ჩამოუჯდა.
- ნუნუ ბებო -ამოიოხრა ნუცამ მისი დანახვისას.ერთადერთი იყო ვისაც აქ ელაპარაკებოდა და თავის განცდებს უზიარებდა. ის მისთვის დედაც იყო,მეგობარიც და ბებიაც,რომელიც არ ჰყოლია.
- აი აიღე- მეორე ხელი გამოწია და ფუნთუშა გაუწოდა.- სამზარეულოში იმ სატანამ ჭამა არ დაგაცადა. შეჭამე- ქალმა თავისუფალი ხელი სახეზე დაუსვა და მოეფერა. ნუცას ერთიანად მოაწვა ყველა გრძნობა თუმცა თავს იკავებდა ცრემლებისგან. ფუნთუშა გამოართვა და ცრემლების სავსე ბურთით გაჩხერილ ყელში ერთი ლუკმა გადაუშვა. თვალებში ცრემლის გუბეები ჩაუდგა. კბილებით მილიონნაკუწებად დაშალა ლუკმა.- იტირე საყვარელო მოგეშვება. იტირე. ეს მოხუცი შენთანა და არსად წავა.-თავზე ხელი ჩამოუსვა რამდენჯერმე. ცრემლებმა თავისი ქნეს და ლოყებზე დაეშვნენ. ტანჯვის,ტკივილის ამსახველი ცრემლები მოედინებოდა მის ლოყებზე.ქალი კი მას ამშვიდებდა და თბილად უღიმოდა.- აი ასე საყვარელო დაიცლები. ჩუმად ნუ იტანჯები. ასე უკეთესია.-ნუცამ ყელში გაჩხერილი ლუკმა გადაყლაპა.ახლოს მიჩოჩდა მისკენ და ხელები შემოხვია ქალს. სიტყვები არ იყო საჭირო ისედაც გამოსახავდა მის მიმართ გაცემული სითბო ყველაფერს.
   საუბრით და ცრემლებისგან დაცლის შემდეგ შხაპის მიღება მისწრება იყო. თითქოს შეაკეთეს. თბილი წყლის ქვეშ ისე გაინაბა სულ დაავიწყდა ყველა და ყველაფერი.ისიც კი თუ სად და რისთვის იყო. წამიერად მის გონებაში დახუჭულ თვლებში ირაკლის ლანდმა გაირბინა,რომელიც უჩვეულოდ უღიმოდა. თვალები სწრაფად გაახილა.
-რა ჯანდაბა გჭირს? რა დროს ამაზე ფიქრია? მითუმეტეს მასზე.-საკუთარ თავს გაუბრაზდა.ვერც მიხვდა რატომ მაინც და მაინც ის.ვერც იმას ხვდებოდა რატომ იყო მის მიმართ ასეთი სულგრძელი.ჯერ ჩვენებას არ აწერინებდა,შემდეგ მაზი,დედამისთან დალპარაკების უფლება მისცა.ყველა მომენტი თვალწინ დაუდგა თუმცა პასუხი ვერ იპოვა. თავი გადააქნია,თმიდან შამპუნი ჩამოირეცხა. ტანიც სწრაფად დაიბანა.პირსახოც შემოხვეული კაბინიდან გამოვიდა თავის თავზე გაბრაზებული მზერით.
- ოოოჰოომ...- მუსიკალურად წამოიძახა მოსისხლე მტერმა.რომელიც ბედნიერი ღიმილი შეჰყურებდა ნუცას. იმ კატას გავდა თაგვს,რომ კუთხეში მოიმწყვდევს და ცდილობს ცოტახნით გაერთოს.-პრინცესა- მისკენ გაიწია და სველ თმაზე ხელი ჩამოუშვა. საპასუხოდ ხელის აკვრა მიიღო. -ხომ გითხარი ახლებს დახვედრას ვუწყობთ თუ სწორედ არ იქცევიანთქო.შენ კი მოსვლის დღიდან არასწორედ იქცევი.- ჯიბიდან შუშის ნატეხი ამოიღო.თავის მხარეს ქაღალდით შეეფუთა ხელის კარგად მოსაკიდად.ამოიღო და პირდაპირ მისი მიმართულებით ტრიალი დაიწყო.
- შეიძლება რამე გაიჭრა ფრთხილად იყავი- ყველანაირად შეეცადა შინაგანი შიში დაეფარა,აზრზე ვერც მოვიდა ისე მალე გაჩნდა მასთან თავისი ბოტოტა თითებით კეფაში ჩააფრინდა და ახლოს მოზიდა.  ბასრი პირი პირდაპირ სახესთან აუტარ ჩაუტარა.
- სიამოვნებით დავსერავ მაგ ლამაზ სახეს.- თვალებიდან იმდენ ბოროტებას ამთხევდა.ამით სიკვდილი,რომ შეძლებულიყო ქვეყანას გაწყვეტდა."იარაღის" წვერი კისერთან თან ახლოს და ამავე დროს თან შორს ჩაუტარა.ნუცა რატომღაც შიშისგან აღარ კანკალებდა,სადღაც გაიძურწა მისი შიში და შინაგანი სამყარო ამ ქალის სიძულვილმა ერთი ორად გააძლიერა. ცივი მზერით შეჰყურებდა გვერდიდან. არც ხელი წაუღია კეფაში ჩავლებული ხელის გასაშვებად. უბრალოდ იდგა და ელოდა.- ჩიტო რატომ არ ფრთხი?-ირონიულობას ავხორცული სიცილიც მიაყოლა.
- იქნებ იმიტომ,რომ ველი როდის აასრულებ მუქარას?!-აქამდე უმოქმედოდ მყოფი ხელი ნატეხ შუშას ჩაჭიდა მაგრად.
- რას აკეთებ?- გაოცებული თვალებით გახედა მოძლადემ. -გაუშვი ხელი?- ცდილობდა ჩაჭიდებული ხელიდან გამოეტაცა შუშის ნატეხი,რომელზეც ნუცა ძლიერად ჩაბღაუჭებულიყო.ხელის ნაოჭებიდან სისხლის წვეთები ჟონავდნენ.ხელს კი მაინც არ უშვებდა. არც ტკივილს დაეტყო კვალი მის სახეზე. გაქვავებული არაფრის მთქმელი სახით იმზირებოდა.
- გინდა დაგეხმარები?-მთელი სერიოზულობით მიმართაა მოძალადეს. ხელი ძლიერად მოაწევინა და კისერზე არტერიასთან მიიდო.- თუ ვინმეს მოკვლა გინდა მაშინვე უნდა გააკეთო. თუ არტერიას გაუხსნი სისხლისგან დაიცლება-შუშის წვერი კანს შეეხო და მისი კაწვრა დაიწყო. სისხლმაც არ დააყოვნა.ნელი სვლით დაიწყო წამოსვლა. მოძალადეს თვალები თანდათან უფართოვდებოდა.ვერც კი წარმოიდგინა ეს პატარა გოგო ამხელა წინააღმდეგობას თუ გაუწევდა და თავს სასიკვდილოდ გაიმეტებდა.ხელი ძლიერად გამოქაჩა და კისრიდან მოაშორა "იარაღი". იმდენად ძლიერად გამოგლიჯა ხელი " იარაღი" ხელიდან გაუვარდა და სააბაზანოს კაფელზე ათას ნაწილებად დაიშალა.
- რა მოხდა ჩემს მოკვლას არ აპირებდი? რომ გაგეკეთებინა ეს ახლა აი აქ ვეგდებოდი- ცინიკური ღიმილით ფეხებთან დაიხედა. - და შენს თვალწინ სისხლისგან დავიცლებოდი. თუ იმდენად სუსტი ხარ,რომ დიდი გული მხოლოდ პატარა ბავშვებთან გაქვს??-კბილებიდან გამოცრა ნუცამ- უსუსური პატარა ბავშვი,რომელიც თავის დასაცავად ხელსაც კი ვერ ანძრევს. ბავშვი,რომლის პირიდან ჯერ სიტყვა " დედა " არ წარმოთქმულა.-ამას ზიზღით სავსე მზერით ლაპარაკობდა და წინ მიიწევდა. მის სიტყვებზე კი მოძალადე უკან უკან იხევდა და თავისთვის ბუტბუტებდა.
- გაჩუმდი! გაჩუმდი!-ხელები ყურებზე მიიფარა.თითქოს ნუცას ხმის ჩახშობას ცდილობდა.
- როგორ შეგიძლია ღამით გეძინოს,როცა საკუთარი შვილი ცივ საფლავში ჩასაწვენად გაიმეტე...როგორ ჭამ საჭმელს,როცა შენი შვილის პირი სამუდამოდ დახურე...როგორ არსებობ,როცა შენი უსუსური შვილი საკუთარი ხელებით ჩაახრჩვე საწოლში.ბავშვი,რომლსაც ჯერ ნაბიჯიც კი არ ქონდა გადადგმული.ბავშვი,რომელსაც ჯერ წესიერად არც გაეღიმა შენთვის.ბავშვი,რომლისთვისაც შენ საყრდენი უნდა ყოფილიყავი.- ნუცას სიტყვები იმდენად მწარედ ისმოდა სააბაზანოს ოთახში თვით მოძალადემაც ვეღარ გაუძლო.კედელს აკრული ახლა თვითონ იყო მსხვერპლის როლში.
- გაჩუმდი! ნუ ლაპარაკობ!- როგორც ჩანდა მის შიგნითაც იყო სინდისის ჭია მცირე რაოდენობით.ნუცა მაინც არ ჩერდებოდა. სიბრაზემ ტვინში ლამის სისხლი ჩაუქცია. თვალწინ დედის ორი სახე წარმოუდგა ერთი წინ ედგა,რომელიც შვილის ყოლის ღირსი არ იყო და მეორე დედამისი,რომელიც ყველანაირ დამცირებას იტანდა შვილების გამო.
- როცა კლავდი დაინახე მის პატარა თვალებში გაელვებული იმედის სხივი,რომ გადაიფიქრებდი,გეყვარებოდა და მოუვლიდი? დაინახეე? -დაყვირა იქვე ჩაკეცილს ზემოდან.- შენ არ ხარ ღირსი გიწოდოს ვინმემ დედა! შენ არ ხარ ღირსი იწოდებოდე ქალად!! შენ არ ხარ ღირსი სიცოცხლის,როცა თავად ანგელოზი გყავს მოკლული!!!იმედი მაქვს რამდენი თვალებს დახუჭავ პატარა ანგელოზის მომღიმარ სახეს დაინახავ,რომელიც გეკითხება რა დააშავა ასე რომ გაწირე?!
- არ მინდოდა! გაჩუმდი!- აქამდე კლდესავით მტკიცე გატყდა. თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა.- შვილო...ჩემი პატარა...არ მინდოდა...- ნუცას მის ამ სიტყვებზე მწარედ ჩაეღიმა.
-სწორედაც,რომ გინდოდა- ფეხზე წამოდგა. ზემოდან კიდევ ერთი ჩაღიმება დაუტოვა და უკან მოიტოვა საკუთარ თავზე მოტირალი მოძალადე აწ უკვე "მსხვერპლი". მისმა სიტყვებმა არანაკლები გავლენა იქონია მასზეც. აბაზანიდან გამოსულმა აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო. ცრემლებად ქცეული სიბრაზე გადმოუშვა თვალებიდან.ნათლად დაუდგა თვალწინ პატარას სახე,რომელიც იმედით შეჰყურებდა მკვლელის მზერას,რომელიც წესით მისი მზე და მთვარე,სიბნელის გამნათებელი უნდა ყოფილიყო. ცხოვრების საშინელი რეალობა მის შინაგან სამყაროზე ცუდად მოქმედებდა.მუშტები შეკრა.ფრჩხილები პირდაპირ ჭრილობაში ერჭობოდა.სისხლმა კიდევ უფრო დაიწყო დენა. იმდენად ტკიოდა შიგნიდან გარეგან ტკივილს ვეღარ გძნობდა.
- ნუცა რა გჭირს?- მის ყურს მოხუცის შეშფოთებული ხმა მიწვდა.- ეს ვინ ქნა?- ხელი აუწია.საწყალი მზერით ჯერ ხელს დახედა მერე კი ნუცას მტირალ სახეს და კისერზე ნაკადულივით წამოსულ სისხლის ხაზზს გახედა. ნუცას სახეზე სრული შოკი იკითხებოდა. ყველაფრისგან.- ექიმთან წავიდეთ ჩემო გოგო- ქალმა მზრუნველად წამოაყენა გოგონა და ბორძიკით შეეცადა მიეყვანა ციხის ექიმთან. სააბაზანოში კი ჯერ კიდევ ისმოდა მწარე ქვითინის ხმა.

~5~
ადიდებული მდინარე იცვლის კალაპოტს და სხვა მიმართულებით მიედინება. მისი დაბრუნება თავის კალაპოტში კი ძალიან რთული ხდება,თუმცა არა შეუძლებელი. ნუცა თუ შეძლებს თავისი ცხოვრება საკუთარ კალაპოტს დაუბრუნოს? ფიქრიც კი აღარ უნდა არაფერზე.ყოველდღიურ ცხოვრების რუტინას გაყვება. არ სვავს კითხვებს რატომ არ აკითხავენ ციხეში დედა და ლიზა. ეს თვითონ მას უნდოდა ასე. დედა კი მის სურვილს ასრულებდა. ყოველთვის უსმენდა ნუცას.ყოველთვის უჯერებდა და იმას აკეთებდა რასაც ეტყოდა. სუსტი პიროვნებაა,რომელსაც მუდამ სჭირდება მითითება რა გააკეთოს. ასე აღზარდეს და ასეთი გახდა. მორჩილი,რომელიც უსიტყვოდ ემორჩილება მასზე ძლიერს. დედას არ ამტყუნებდა,რადგან ასე აღზარდეს,ასეთი მენტალიტეტი ჩამოუყალიბეს.არც ბავშობა ქონია დედას დალხენილი და როგორც ცოლს მითუმეტეს არ გაუხარია.ძალიან ენატრება.როგორიც არ უნდა იყოს უყვარს და ენატრება. უყვარს და უნდა დაიცვას. დაიცვას ისე როგორც არასდროს არავის დაუცვია.იგრძნოს,რომ ვიღაც ჰყავს გვერდით ვინც მის მხარესაა.
დედამისზე ფიქრმა მოგონებები ამოატივტივა მის გონებაში. როგორ მონატრებია მისი მუდამ მომღიმარი სევდიანი თვალები სულ სიყვარულით,რომ შესცქეროდა.მისი თბილი მკლავები გულში,რომ იხუტებდა.
თავის საწოლზე წამომჯდარი პატარა სარკმლიდან იხედებოდა. უყურებდა როგორ იცვლიდა ცა ცისფერ ფერს და იმოსებოდა მუქფერებში. აწყლიანებული თვალებით გაჰყურებდა გარემოს,თუმცა ჯიუტად არ აძლევდა ცრემლებს გადმოსვლის უფლებას.
-"ყველაფერი კარგად იქნება.ყველაფერი კარგად იქნება. დედა იქნება კარგად.არავის მივცემ შენი დაჩაგვრის უფლებას"-ამ სიტყვებს გამუდმებით იმეორებდა გულში და ყელში მომდგარ ცრემლების ბუშტის გადაყლაპვას ცდილობდა.
****
ქალთა ციხის შესასვლელთან ირაკლის მანქანა გაჩერდა. დაცვის ბიჭები დიდი მოწიწებით მიესალმნენ მას.
- საღამო მშვიდობისა ბიჭებო.პატიმრის ნახვა მინდა სასწრაფოდ.- მის სიტყვებზე დათომ თვალები აატრიალა.
- გეგონება არ გათენდება. მიღების საათები არაა- ჩაიბურტყუნა თვითონ.
- დავით მგონი გავიწყდება,რომ მეც ამ სისტემის წევრი ვარ- მეწყვილეს,რომელსაც აშკარად არ მოსწონდა ნუცას მიმართ მისი დამოკიდებულება,უპასუხა და ისევ დაცვის ბიჭს მიუბრუნდა.ხანდახან სურვილი უჩნდებოდა მიეკლა თავისი მეგობარი.
- ახლავე შეგიყვანთ- თანხმობა განცხადა დაცვამ და წინ გაუძღვა.
- მე აქ დაგელოდები- მოღუშული ჩაიდუდღუნა დათომ და მანქანისკენ გაემართა. ირაკლი კი შენობაში შეიკარგა.
  მნახველთა განკუთვნილ ოთახში იყო ირაკლი და ელოდა როდის მოიყვანდნენ ნუცას.ნერვიულად აკაკუნებდა მარჯვენა ხელის თითებს მაგიდაზე,მარცხენა ხელი კი ჯიბეში ჩაედო და იქ არსებულ კონვერტს აწვალებდა.ფიქრობდა რამდენად სწორედ იქცეოდა. უნდა მიეცაა მისთვის წერილი? თუ უფრო გულს ატკენდა? დედამისის ავადმყოფობაზე ეთქვა თუ არა? ბევრ რამეზე ფიქრობდა ერთდროულად. მის ფიქრებში ნუცას მიმართ დაინტერესებული საკუთარი თავიც ამოუტივტივდა. ვერაფრით ხსნიდა იმ ფიქრებს მის გარშემო რო დადიოდნენ. ადრეც დაუჭერია დამნაშავეები,მაგრამ ნუცასთნ სულ სხვა რამ სჭირდა. ალბათ მისი უდანაშაულობის გამო იყო გამოწვეული ეს ფიქრებიც და გრძნობებიც მის მიმართ.
კარების ჭრიალის ხმამ მისი ყურადღება მიიქცია. სწრაფად წამოდგა სკამიდან და მზერა შემომსვლელს მიაპყრო.ჯერ დაცვა შემოვიდა,რომელმაც ბორკილებ დადებული ნუცა შემოიყვანა ოთახში. ისედაც გამხდარ გოგონას კიდევ უფრო ჩამოეფერთხა ის მცირეოდენი ხორცი რაც ქონდა სხეულზე. თვალები შევარდნოდა და ჩაშავებოდა,შიგნიდან კი ჩასწითლებოდა. მარჯვენა ხელის გული დაბინტული ქონდა,ხოლო მარცხენა მხარეს არტერიასთან ჭრილობა,რომელსაც პატარა ნაჭერი უფარავდა. ნუცას ასე დანახვაზე თითქოს სუნთქვა შეეკრა.
- ოჰ შერლოკ შენ ხარ?- ირაკლის დანახვისას წამოიძახა ზედმეტად მხიარულად.
- ბორკილები მოხსენი!- წარბებ შეკრულმა უთხრა დაცვას.ნუცას ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.ირაკლი უბრალოდ თვალებში უყურებდა.სევდიან მომღიმარ და მისი ინტონაციით გაკვირვებულ თვალებში.- შეგიძლია გახვიდე- ბორკილების მოხსნის შემდეგ თვლებით ანიშნა დაცვას გასულიყო.მანაც სასწრაფოდ შეასრულა დავალება და გავიდა.
- რამე ცუდი მოხდა?-სახე შეეცვალა ნუცას. ხელების სრესით მიუახლოვდა მაგიდას.- დედას დაემართა რამე?- უცებ გოგონას თვალებში გამკრთალი საშინელი შიში შეამჩნია.
- არა კარგად არის- იცრუა გამომძიებელმა და მაშინვე ენაზე იკბინა.სამაგიეროდ სიმშვიდემ დაისადგურა გოგონას თვალებში.
- აბაა რა მოხდა?- ახლა ნუცამ აძგიბა ცალი წარბი. მის წინ მდგომის მიერ ჟესტიკულაციით მითითებულ სკამზე დაჯდა. ირაკლიც ჩამოჯდაა და მისი შესწავლა განაგრძო.
- რა დაგემართა?- თითით ხელზე და ყელზე ანიშნა.
- რატომ ხარ აქ?-მისი კითხვა დააიგნორა. წინ წაიწია და ქვევიდან ახედა ბიჭს.
- ჯერ მიპასუხე რატომ გაქვს ჭრილობები?-სრული სერიოზულობით ეკითხებოდა გოგონას.
- ჯერ მე გკითხე. თუ თქმას არ აპირებ მაშინ მე შენი კითხვის დაიგნორებას განვაგრძობ.- გოგონას სიჯიუტემ ტუჩის კუთხეზე ღიმილი გამოუსახა.
- რაღაც უნდა გადმოგცე- ბოლომდე მაინც არ უთხრა რა და ვისგან- გისმენ! შენი ჯერია!-საზურგეს კომფორტულად მიეყრდნო.
- დედასგანაა? - თვალები გაუბრწყინდა ნუცას და ხელები წინ გასწია იმის მისაღებად რაც წესით ერგებოდა.თუმცა უარის ნიშნად თავის გაქნევა მიიღო.სახეზე გაბრაზება დაეტყო,მაგრამ  მაინც თქვა- ვიღაც გადამეკიდა,თუმცა მივხედე.
- მიხედილს აქეთ უფრო გავხარ- ისევ შეათვალიერა მისი ჭრილობები.
- ფსიქოლოგიურად!- დაამატა ნუცამ.
- ვინ არის?- ახლა ირაკლი გადაიხარა წინ და იდაყვებით მაგიდაზე დაეყრდნო. "რატომ ხარ დაინტერესებული მისით ასე ძალიან? და რატო წუხარ მის გამო ასე?" ამ ფიქრებს გამომძიებელი ვერაფერს შველოდა.
- ჩამშვებს ვგავარ? - წარბი აუძგიბა ისევ გოგონამ.ირაკლიმ თვალები აატრიალა და დანებდა ამ ჯიუტ გოგოს.ხელები წინ გაწია და თვალით ანიშნა მიეცა ის რისთვისაც მოვიდა.მანაც ჯიბიდან წერილი ამოაცურა და ხელებზე დაუდო.ნუცამ მაშინვე შეამჩნია ზედ წაწერილი მისი სახელი და დედამისის კალიგრაფია იცნო.კვლავ გაიბრწყინა მის თვალებში ბედნიერების სხივმა. ამ სახის დანახვამ ბიჭსაც ღიმილი მოგვარა სახეზე. წერილი სიხარულით ჩაიკეცა ხელებში და გულზე მიიკრა.
- ბედნიერი ხარ? - სიცილით უთხრა მის წინ სიხარულისგან აცანცარებულ გოგონას. მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. პირველად ხედავდა ნუცას ასე გახარებულს. რა ცოტა იყო საჭირო ნუცას ბედნიერებისთვის.
- მადლობა შერ... -ენაზე იკვნიტა და  სასწრაფოდ გამოასწორა - ირაკლი-გამომძიებელს ჩაეღიმა მის ამ სიტყვებზე თუ როგორ შეეცადა სახელით მიემართა. არადა მოსწონდა,როცა მისი პირიდან შერლოკი ესმოდა.გოგონამ ჩაუღიმა და ისევ წერილს დახედა.თუმცა ეჭვიანი მზერით გახედა.- შენ რატომ გაქვს ეს?  შეეძლოთ ფოსტით გამოეგზავნათ. ვინ მოგცა?
- აა ეგ...- წინ წამოიწიაა ბიჭმა და მისთვის უჩვეულო საქმის კეთება განაგრძო კვლავ იცრუა.- სრულიად შემთხვევით შევხვდი შენს დას...- ტყუილის თქმის დროს თმა მოიქექა კეფაზე.ვერც თვალებში უყურებდა.- მიცნო. დედაშენი მოვიკითხე და მითხრა,რომ მისი თხოვნით წერილს გიგზავნიდა.მე კი აქ მოვდიოდი ჩემს საქმეზე და ვუთხარი წავიღებთქო. ფოსტაზე უფრო სწრაფი ვარ- ბოლო სიტყვებზე შეხედა თვალებში და ჩაუღიმა.- ამდენ კითხვებს ნუ სვავ აქ გამომძიებელი მე ვარ. წერილი გადმოგეცი შეგიძლია უკან დაბრუნდე- ღიმილის მიუხედავად ბოლო სიტყვები ცივად და მკაცრად წარმოთქვა. გოგონამ ტუჩები აძგიბა მისი ტონით გამოწვეული გაბრაზების დასაფარად.
- უჟმური ვინმე ხარ!-სერიოზული სახით განუცხადა ნუცამ და ფეხზე წამოდგა.კარებზე დააკაკუნა.ირაკლი ისევ იმ ადგილზე იჯდა და თავი ჩაეხარა.გოგონა კვლავ შებრუნდა მისკენ.-მადლობა- გაისმა მისი ხმა,რაც ბიჭის ყურადღების მიქცევის მიზეზი გახდა.- წერილისთვის,მოსვლისთვის და საერთოდ ყველაფრისთვის რაც აქამდე ჩემთვის გაგიკეთებია- ჩაუღიმა მისი სიტყვებით გაკვირვებულ ბიჭს.ნუცა მთელი არსებით გრძნობდა,რომ ეს უნდა გაეკეთებინა. დაცვამ კვლავ შემოაღო კარები.ბორკილებიც გაჩხარუნდა კვლავ დამნაშავეს ხელებზე დასადებად.
- არაა საჭირო გაქცევას არ აპირებს-ირაკლიმ განუცხადა დაცვას თან ისე,რომ ნუცასთვის თვალი არ მოუშორებია. ახალგაზრდა დაცვის ბიჭმაც, მიუხედავად უკმაყოფილო სახისა,შეასრულა ის რაც უთხრეს. ბორკილები კვლავ მის საქამრეს დაუბრუნდა.- ეცადე აღარ დაშავდე.- კვლავ გაუხსენა ჭრილობები და სიტყვების შესანიღბად კვლავ დაამატა- დედაშენისთვის.- იცოდა თუ ამას ეტყოდა თავს მეტად გაუფრთხილდებოდა.ეს მასაც აწყობდა. ნუცასგან ღიმილი და თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა მიიღო.გასვლისას მისი ტუჩებიდან უხმოდ ნათქვამი "მადლობა" კვლავ ამოიკითხა და წერილი შეარხია. დაცვას გაყვა და კარები ხმაურით დაიხურა. ოთახში კი ღმად ამოხვნეშის ხმა გაისმა.- დიდი მატყუარა გახდი მაისურაძე. რას აკეთებ? ან რატო?- საკუთარ თავს უწყრებოდა.სახეზე ორივე ხელი ჩამოისვა,ფეხზე წამოდგა და საპყრობილე დატოვა.
*****
საპყრობილეში ყოფნის შემდეგ კვლავ განყოფილებაში დაბრუნდნენ. უმნიშვნელო საქმეებს ჩაკირკიტებდნენ.უკანა გზაზე მოსამართლის მდივნის შეტყობინება გაახსენდა და საქაღალდე ხმაურით დახურა.მის ამ საქციელზე გვერდით მჯდარი დათო უცებ შეხტა.
- ახლა რაღა?- იკითხა ბიჭმა.
- წესით ახლა მოსამართლის ოთახში უნდა განვიხილავდე ნუცას საქმეს.თუმცა მას როგორც ყოველთვის არ სცალია ამისთვის- მაგიდაზე ხელი დაკრაა და ფეხზე წამოხტა.
- სად მიდიხარ?- გაოცებული გახედა ირაკლის. რატომღაც თავში გაუელვა აზრმა "იქნებ მოსამართლეს უნდა დაესხას თავსო" თითქოს სახეზე ამოიკითხა დათოს ფიქრები გამომძიებელმა და ჩაიცინა.
- ნუ გეშინია თავდასხმას არ ვაპირებ. სახლში მივდივარ. დროა უკვე. - სკამიდან ტყავის ქურთუკი მოხსნა და სწრაფი მოძრაობით ხელები გაუყარა.მეწყვილემაც სასწრაფოდ მიანება საქმეს თავი და ფეხზე წამოხტა.
- მოიცა მეც წამოვალ და სახლთან ჩამომსვი- მიაძახა უკვე კარებიდან გამავალს.სწრაფად აიღო სკამიდან მანაც თავისი ქურთუკი და მიყვა მობუზღუნე ირაკლის.
- მძღოლად მაქციე.
- მაინც შენი სახლის გზაზეა - გვერდით  გაუსწორდა და თან გაეკრიჭა. შეიძლება მათი მეგობრობა დიდად არ იხატებოდა ერთმანეთთან ლაპარაკში და ისე ჩანდა თითქოს ირაკლი ზევიდანაც კი უყურებდა მას თუმცა ასე არ იყო. დათო მისთვის მეგობარზე მეტი იყო. ძმა იყო რომელიც არასდროს ჰყოლია. უნივერსიტეტიდან მოყოლებული  ბევრი რამ გადაიტანეს ერთად. იმ მცირე დროში,რაც გამომძიებლად დაინიშნენ ბევრი საქმე გახსნეს.ბევრი დამნაშავე ჩააყუდეს იქ სადაც მათი ადგილი იყო. ასევე ბევრი ტანჯვა,ტკივილი და სიმწარე იგემეს. იყო შემთხვევა,როცა ირაკლი მის დაუდევარ მეწყვილეს  გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლე არაფრად ჩააგდო. დათო მისთვის პატარა ჭირვეული ძმა იყო,რომელსაც ხშირად საყვედურობდა თუმცა სიყვარულით.
     სახლში შესულმა იქვე დაკიდებულ საათს გახედა. თითქმის თორმეტი ხდებოდა. ტყავის ქურთუკი შესასვლელშივე ჩამოკიდა და ფეხსაცმელებიც იქვე გაიხადა. ბნელ სახლში კიდევ უფრო წინ წავიდა. ფანჯრებიდან შემომავალი ლამპიონების შუქი ოდნავ ანათებდა სახლის კედლებს.  გეზი პირდაპირ სააბაზონსკენ აიღო.ჩამრთველს ხელი მიკრა და აბაზანაც გაანათა. ტანსაცმელი გაიხადა და ცხელი შხაპის ქვეშ დადგა. სახე ცხელ წყალს მიუშვირა. ცდილობდა არეული ფიქრებისგან ცოტახანი თავი დაეღწია. უკვე ვეღარ ხვდებოდა ის რასაც აკეთებდა კარგი იყო თუ ცუდი.
*****
საკანში დაბრუნების შემდეგ სიხარულისგან ადგილს ვეღარ პოულობდა.სასწრაფოდ მოკალათდა თავის საწოლზე. ელოდა ირგვლივ მყოფნი როდის დაიძინებდნენ,რომ მშვიდად წაეკითხა. როცა ბოლო კაცმაც ხვრინვა ამოუშვა წერილის გახსნა დაიწყო.კონვერტის გახსნისას ემოციებისგან ხელები უკანკალებდა. შიგთავსი ამოიღო და თაბახის ფურცელი გაშალა. თეთრზე შავად დაწერილს ხელის ბალიშებით მოეფერა. თვალებიდან სიხარულის,მონატრების,მწუხარების და სიმარტოვისგან გამოწვეული ცრემლები წამოცვივდა.
ხელით სასწრაფოდ მოიწმინდა თვალები რათა უკეთ წაეკითხა.
  "ჩემო პატარავ. როდის მოასწარი ასე ძალიან გაზრდა,რომ დედის სიტყვა არ გესმის. ან კი როდის გმოძღვრავდა დედაშენი,რომ შესრულება გესწავლა ხო?! ყოველთვის აქეთ იყო შენი მხრიდან დასამოძღვრი.ყოველთვის თევზივით პირში წყალი ქონდა ჩაგუბებული და ხმას არ იღებდა. უსუსური არსებაა,რომელიც არაა ღირსი შენნაირი შვილის ყოლის. "- დედის სიტყვები გულში ეკალივით ერჭობოდა. ლოყაზე კი ცრემლები ნაკადულივით მოდიოდა. ისევ მოისრისა თვალები ცრემლებისგან თავის დასაღწევად.კითხვა კვლავ განაგრძო-"ამ უხეირო ქალს უნდოდა თავისი გოგონა წარმატებების მწვერვალებზე ენახა,მაგრამ თავისი უხეირობით და უსუსურობით თვითონ დაღუპა იგი. შენი არსებობის წუთიდან ყოველ დღეს ჩემთვის ბედნიერება მოგქონდა. შენთვის? შენთვის იყო ბედნიერების მომტანი ჩემი არსებობა? არ გაბედო და ამაზე არ დამეთანხმო! ჩემს გამო შენი ყოველი დღე ჯოჯოხეთში გატარებულ ერთ მტანჯველ საათს უდრიდა...
  იცი დედი შენი ტირილის ხმა როცა ჩამესმის შენს ოთახში შევდივარ შენს ბალიშს ვიხუტებ ვეფერები და იმ სიმღერას ვმღერი შენ,რომ გიყვარს. ასე მგონია კვლავინდებურად  გულში მყავხარ ჩახუტებული,შენს თმებს ვეფერები და გიმღერი. შენ კი ჩემს მკლავებში გატრუნული წევხარ და ტკივილით სავსე სახე გიმშვდდება თანდათან...
მაპატიე, რომ ასეთი დედა გყავს. მაპატიე,რომ ისეთი ძლიერი არასდროს ვყოფილვარ როგორიც შენ ხარ. მაპატიე თითოეული მანდ გატარებული წამი. მაპატიე თითოეული ცრემლი შენს თვალზე. აპატიე უსუსურ დედას რომ არსებობს და კისერზე გაწევს წურბელასავით...
მინდა იცოდე ჩემო პატარა გოგოვ,რომ ძალიან მიყვარხარ. ცხოვრებაში პირველად აპირებს დედაშენი სწორი არჩევანის გაკეთებას. არ გაუბრაზდე მას,ხომ იცი როგორი გყავს. მიყვარხარ ჩემო ძლიერო გოგო..."- ნუცას დაგროვილი ცრემლები კვლავ ბურთივით დაცობოდა საყლაპავ მილს. აღარც ჰაერი მიეწოდებოდა მის ფილტვებს ნორმალურად. ცდილობდა შეეშვა მათში ჟანგბადი თუმცა დაცობილი ბურთი ამის საშუალებას ნაკლებად აძლევდა. გაშლილ ფურცელზე მისი ცრემლები ლაქებად აჩნდებოდა და მასზე უკვე არსებულ ლაქებს უერთდებოდა. წერილთან ერთად საწოლზე მოიკუნტა - რისი გაკეთება გინდა დედა? არ ქნა ეს! დაივიწყე საერთოდ. გეხვეწები.- ჩუმი ხმით დუდღუნებდა,რათა არავინ გაეღვიძებინა. - ბედნიერი ვარ,რომ დედაჩემი ხარ. მიყვარხარ დედა- სლუკუნით ჩუმად წარმოთქვა სიტყვები ფურცელს აკოცა და თავი ბალიშში ღმად შერგო,რომ ღრიალით გადმოცემული შინაგანი ტკივილი არავის გაეგო.
     მეორე დღეს ტელეფონით სარგებლობის უფლება მისცეს. უნდოდა გადაემოწმებინა რამდენად მართალი იყო ის რასაც გული უგრძნობდა. რამდენიმე უპასუხო ზარის შემდეგ გული უფრო და უფრო სწაფად უცემდა.
- გისმენთ- გაისმა დედამისის ხმა მეორე მხრიდან. თვალები დახუჭა და ბედნიერი გაიტრუნა.- რომელი ხართ?
- დედა ნუცა ვარ- ნერწყვის გადაყლაპვის შემდეგ ძლივს წარმოთქვა სიტყვები.
- ჩემი ჭკვიანი გოგო. მოიცალე ხო დედასთვისაც. - ქალის ხმა იმაზე ლაღი და მხიარული იყო ვიდრე მოელოდა. -როგორ შეეგუე მანდაურობას? ბევრ სამეცადინოს გაძლევენ? ლიზამ მითხრა,რომ ძალიან დატვირთული ხარ და სწავლობ ამიტომ არ გიბრაზდები.- ქალის სიტყვები კვლავ ნუცას სახეზე ცრემლების დენას იწყებდა. -თუმცა არა გიბრაზდები,რომ არ გამაღვიძე და ისე წახვედი დაუმშვიდობებლად.- ქალის ხმაში ყალბი სიბრაზე იგრძნობოდა.- ნუცა? ნუცა მანდ ხარ?
- კი დედა აქ ვარ- ძლივს შეძლო აკანკალებული ხმის დამშვიდება. - ვეცადე მაგრამ ვერ გაგაღვიძე.ჩემზე არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად მაქვს. ლიზა მართალია ბევრი სასწავლი მაქვს და არ მცალია.
- ჩემი პატარა მომენატრე. ყოველ საღამოს შენთვის ვიმღერებ იმ სიმღერას შენ რომ გიყვარს.
- მეც მომენატრე დე- სლუკუნის შეკავება სცადა.- დე ლიზა ახლოსაა?
- კი მოიცა ახლავე დაგალაპარაკებ.ლიზა მოდი ნუცა რეკავს- გასძახა ხმამ.
- დროზე თქვი რისი თქმაც გინდა- ლიზას ხმა  გაისმა ყურმილში.
- დედას რა სჭირს? - ნუცას ხმაში სიმკაცრე ჟღერდა.
- მენტალური აშლილობა. და ეს შენ გამო სჭირს- ცდილობდა ხმადაბლა ეთქვა  ეს სიტყვები,რომლებიც საკმაოდ მკაცრად ჟღერდა.- იცი რამდენჯერ გაიქცა სახლიდან? იცი,რომ სულ შენ გეძახდა? სხვა გზა არ მქონდა მოვიტყუე, რომ საზღვარგარეთ გაგიშვეს სასწავლებლად და ეს ტყუილიც შენს გამოა. რადგან აღარ მინდოდა გარეთ გავარდნილს ისევ შენ ეძებნე. ყოველთვის არ გაუმართლებს და ის შენი გამომძიებელი ვერ იპოვის- ნუცას უამრავი კითხვა გაუჩნდა რაზეც პასუხებს მალევე პოულობდა.
- ლიზა ...- პაუზის შემდეგ კვლავ გააგრძელა. - დედას კარგად მიხედე.
- შენი თქმა არ მჭირდება. შენგან განსხვავებით მე მასზე ვზრუნავ.
- ლი...- სიტყვა პირზე შეახმა. მეორე მხრიდან ყურმილი დაკიდეს და იქიდან მხოლოდ წყვეტილი ზუმერი ისმოდა. ყურმილი თავის ადგილას დააბრუნდა.სახეზე ხელები ჩამოისვა. ღმად ამოისუნთქა. უნდოდა კიდევ ერთ ადამიანთან დაერეკა მადლობის სათქმელად?დედა,რომ სახლში დააბრუნა თუ საჩხუბრად? რომ მოატყუა ამის გამო. ალბათ ერთსაც ეტყოდა და მეორესაც თუმცა სამწუხაროდ ნომერი არ იცოდა,თან რომც გაეგო დრო აღარ ქონდა უკვე.
*****
განყოფილებაში ბიჭები ისევ თავით იყვნენ შერჭობილი საქმეში.
- უკვე ძალიან მშია.- ქაღალდები გვერდით გასწია დათომ და გაიზმორა.- წავიდეთ რა რამე ვჭამოთ.
- არ მცალია- თავი ამოსწია ქაღალდებიდან და საათს გახედა.
- სადმე გეჩქარება? მოიცა შენ რა შეყვარებული გყავს და არ მიმხელ?- გაოცებისგან პირი დააღო დათომ. ირაკლის მისმა ნათქვამმა ღიმილი მოგვარა.
- მაგას როგორ გამოგაპარებ- სიცილით უთხრა  ბიჭმა.
- აბა ვის ხვდები?ლამის ყოველ წამს ტელეფონს და ათ წუთში ერთხელ საათს უყურებ. - ირაკლიმ პირი გააღო სათქმელად, თუმცა მისი ტელეფონი ამღერდა.
- აი რეკავს- წამოიძახა და გააგონა. დათო კი სმენად იქცა.- ჰო ბიძია რა ქენი მოიგე საქმე? - ჩაიხითხითა ბიჭმა.- ბოდიში არ მეკადრებოდა ამის კითხვა- ისევ სიცილით წარმოთქვა.-კი ვიცი 10 წუთში მოვალ და საქმის გარკვეულ მასალებსაც წამოგიღებ.- ირაკლის კიდევ შერჩა სახეზე ღიმილი ტელეფონის გათიშვიდან რამდენიმე წუთი.დათო კი მოჭუტული თვალებით შესცქეროდა.
- რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს რაღაცას აფუჭებ- ხელები გადაიჯვარედინა ბიჭმა და ეჭვის თვალით გახედა.
- კი არ ვაფუჭებ ვაკეთებ. - თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა.- ჩემი საქმე დამნაშავეების დასჯა და არა უდანაშაულოების.- მხარზე ხელი დაკრა და გასასვლელ კარებს მიაშურა.
- ვიღაც შარში იგდებს თავს- მზერა გააყოლა და ჩაიდუდღუნა დათომ- ამ შარს კი ნუცა ქვია- დანანებით გადააქნია თავი ბიჭმა და მზერა მოაცილა უკვე თითქმის გასულს.
******
ლიზა დასთან არასასურველი ლაპარაკის გამო კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე დადგა.
- რატომ გათიშე ასე უცებ კიდევ მინდოდა ლაპარაკი ნუცასთან- უსაყვედურა ოთახში დაბრუნებულმა ქალმა.
- აღარ ეცალა შენს საყვარელ შვილს. ალბათ დარეკავს კი...-სიტყვა კარებზე ზარმა გააწყვეტინა.- კარგი კარებს გავაღებ.მისაღებ ოთახში მოიტოვა დედა.კარები გაბრაზებული მზერით გამოაღო.
- არც ასეთი მზერით დახვედრას ველოდი.
- ისევ შენ- გოგონამ თვალები აატრიალა. - ახლა რა მოხდა? დედა სახლშია. ისევ ჩემს დასამოძღვრად მოხვედი?- წინ მდგომ გამომძიებელს წარბები აუქაჩა.
- პატარავ ჯერ იქნებ შემომიშვა სახლში.- წინ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი- ცნობისთვის შემიძლია დაგიჭირო  პირადი შეურაცხყოფისთვის.- არც ირაკლი დარჩა ვალში და წარბი აწია უცებ დამფრთხალ გოგონას.რათქმაუნდა ეს სისულელე იყო თუმცა თავის თავით კმაყოფილმა წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
- ვინ ბრძანდებით?- ოთახიდან მაია გამოვიდა.ირაკლი ამას მოელოდა და წინასწარ დიდი ფიქრის შემდეგ მომზადებული ტექსტი დაიწყო.
- ნუცას მეგობარი ვარ.- ისევ იცრუა რადგან ფიქრობდა,რომ ამ ქალისგან ნდობას მხოლოდ ასე მოიპოვებდა.
- მიხარია მისი მეგობრების გაცნობა.- მხიარულად ჩამოართვა ხელი.- მაგრამ ნუცა სახლში არაა.
- ვიცი,რომ...
- იცის დედა,რომ სასწავლებლადაა წასული ნუცა- ლიზა ჩაერთო ლაპარაკში და ბიჭის გაკვირვებული მზერაც დაიმსახურა. როგორც ჩანს აქ ტყუილებს მხოლოდ ის არ ამბობდა.
    ნუცას "მეგობარი" ქალმა დიდი პატივით მიიღო. მისაღებ ოთახში შეიპატიჟა თვითონ კი სამზარეულოში გავიდა რათა სტუმარს გამასპინძლებოდა.
- რისთვის ხართ აქ? - ხელებ გადაჯვარედინებული გოგონა თავზე ადგა.
- მინდა დედაშენს დავეხმარო. მე კი შენი დახმარება მჭირდება მის დასარწმუნებლად.- ქვევიდან ახედა წარბ აწეულ გოგონას.- თუ გინდა დედაშენი გამოკეთდეს დამეხმარე მკურნალობაზე დავითანხმო.
- ეს შეუძლებელია. ჩვენ არც ფული გვაქვს მაგისთვის და არც ვიცი სად უნდა მივიყვანო.
- ყველაფერს ჩემს თავზე ავიღებ უბრალოდ თქვენ უნდა დამთანხმდეთ- მთელი სერიოზულობით ელაპარაკებოდა ბიჭი.
- რატომ აკეთებ ამას? ჩვენთვის ხომ არავინ ხარ.- ირაკლი გაჩუმდა. მართალი იყო. არავინაა მათთვის.თუმცა არც ის იცოდა რატომ აკეთებდა ამას.- ნუთუ შენ და ნუცა ....- პირზე ხელი აიფარა პატარა გოგომ. - ასე დაგკერა დედას მისახედად?- სიბრაზისგან თვალები აენთო ამ ცინიკური ბავშვის ნათქვამზე და გამჭოლი მზერა ესროლა.
- ვფიქრობ სანამ შენ დაზე რამე საშინელებას იტყვი უნდა დაფიქრდე. - მასთან ახლო მდგარს შუბლზე წკლიპურტი მიარტყა.გოგონასაც პატარა ჩუმი წამოკივლება ამოხდა.- ზრდილობა არ გაწყენდა.- დაამატა ბიჭმა და მზერა კარებში შემოსულ ხელდამშვენებულ ქალზე გადაიტანა.
- არა საჭირო ნუ წუხდებით. ცოტახნით შემოვიარე. უბრალოდ მინდა იცოდეთ თუ რამე დაგჭირდებათ ამ ნომერზე დამირეკოთ- ჯიბიდან ბარათი ამოაცურა და მაგიდაზე დადო,თან ფეხზე წამოდგა.
- უკვე მიდიხართ?- ფოდნოსი მაგიდაზე დადო ქალმა და შეწუხებული სახით გახედა.
- დიახ მეჩქარება. - მისი მოტანილი წვენი დააგემოვნა გაუღიმაა და კიდევ ერთხელ დაამატა.- დამირეკეთ- მაიას შემდეგ ლიზას გახედა. მისგან კი ცხვირ აბზუება მიიღო პასუხად."უზრდელი ბავშვი" გაიფიქრა და მომღიმარი მზერა ისევ ქალზე გადაიტანა.- მადლობა წვენისთვის.- კარებისკენ წავიდა და ქალიც უკან მიჰყვა.ოთახში კი ლიზა დარჩა,რომელსაც სახეზე უკმაყოფილება გამოსახვოდა.
  

~6~
მოსვენებას უკარგავდა დედის მენტალურ აშლილობაზე ფიქრი და რაც უფრო მეტს ფიქრობდა ლიზას სიტყვებზე საკუთარ თავს კიდევ უფრო ადანაშაულებდა.სამზარეულოში მოუსვენრად იჯდა და ფეხს აცახცახებდა. წინ დადგმულ საჭმელს კოვზით აწვალებდა.
- რა იყო საყვარელო?-მის წინ მჯდარმა მისმა ერთადერთმა დაახლოებულმა ქალმა თბილი ღიმილით კითხა.
- დედაზე ვფიქრობ. მინდოდა ბედნიერი ყოფილიყო,მაგრამ არაა. ჩემს გამო ფსიქიკა შეერყა. - თავი ჩაღუნა და თვალზე მომდგარი ცრემლი შეიკავა. უცებ ხელზე თბილი ხელის შეხება იგრძნო.
- თავს ნუ იდანაშაულებ. შენი ბრალი არაა. დედის გული ვერ იტანს შვილის ტანჯვას.
- საქმეც ეგაა,რომ არ მინდა იტანჯებოდეს.
- შენ აქ ხარ და როგორ გგონია დედაშენი კარგად იქნება? მითუმეტეს, როცა იცის მის დანაშაულს იბრალებ.- ნუცამ ქვევიდან ახედა. სახეზე ტკივილი გამოხატვოდა. ყველაფრის ერთად.- ბედნიერი ქალი ვიქნებოდი შენნაირი,რომ ყოფილიყო ჩემი შვილი.- ახლა ქალს აუწყლიანდა თვალები.
-ნუნუ ბებო როცა ვინმესთვის გულის გადაშლა მოგინდება შეგიძლია მე მომიყვე. მოგისმენ. მენდე ისევე როგორც მე გენდე შენ.- ახლა ნუცას ხელი დასრიალებდა ქალის ნაოჭიან ხელზე და ამხნევებდა.
- საქმე ნდობაში არაა.მცხვენია საკუთარი შვილის,ჩემი და მისი საქციელის. ამიტომ არ შემიძლია ლაპარაკი ჯერჯერობით.მაგრამ გპირდები აუცილებლად გეტყვი. შენ მე მცვლი და მაფიქრებინებ,რომ კარგი შვილებიც არსებობენ ჩემო გოგო.- ქალი მისი ხელებისკენ დაიხარა და მომჩვარული ტუჩები შეახო ნუცას კანს.მანაც თბილად ჩაუღიმა.
- ხვედელიძე!- სასაუზმე ოთახში მკაფიოდ გაისმა ნუცას გვარი.ისიც ხმის პატრონისკენ მიუბრუნდა- მნახველი გყავს.
- ვინაა?- გაოცება გამოესახა სახეზე.
-დროზე გამოადგი ფეხი. მიხვალ და ნახავ- მკვახედ უპასუხა დაცვამ.ნუცაც წამოდგა მაგიდიდან. და გასასვლელისკენ გაემართა. მისი ფიქრები ირაკლის თავზე ტრიალებდა და ფიქრობდა, რომ სწორედ ის ელოდა ოთახში. რატომღაც მისი ნახვის სიხარულმა შინაგანად გაუელვა.თუმცა მალვე უკუაგდო მისმა შიშმომდგარმა ფიქრმა თუ რატო შეიძლება მოსულიყო. ოთახისკენ მიმავალი ყველაზე ცუდზე ფიქრობდა და თან ლოცულობდა ოღონც დედამისს არაფერი შემთხვეოდა.
****
მნახველთა ოთახში შუახნის მამაკაცი საფეთქლებზე ოდნავ შევერცხლილი ჭაღარით,სანდომიანი თუმცა მკაცრი სერიოზული სახით იჯდა სკამზე და მაგიდაზე დაწყობილ ფურცლებს საგულდაგულოდ
ჩაჰყურებდა. ჯიბეში ტელეფონის ზმუილმა მისი ცალი წარბის გატოკება გამოიწვია. აუღელვებლად ჩაიყო ჯიბეში ხელი .ისე უპასუხა არც დაუხედავს ვინ რეკავდა და თან ფურცლებზე დაწერილს თვალს არ აცილებდა.
- გისმენთ- მშვიდი ბოხი ხმა გაისმა ტელეფონში.
- ბიძია ირაკლი ვარ-მეორე მხრიდან გაისმა ხმა.
- ჰო შვილო.- ჩაეცინა მისი ხმის გაგებისას და ფურცლებს ცოტახნით თვალები მოარიდა- ვიცი რატომაც მირეკავ- კაცს ისევ ჩაეღიმა - უკვე აქ ვარ და ველოდები როდის შემოიყვანენ.შენ რა ქენი?
- დედამისთან ვიყავი.მისი და იძულებულია დედა მოატყუოს,რომ ნუცა საზღვარგარეთ არის სასწავლებლად ქალბატონი მაიას მდგომარების გამო.მე კი მოვატყუე,რომ მისი საყვარელი შვილის მეგობარი ვიყავი რათა უფრო გამიადვილდეს მათი მიხედვა.- ერთი ამოსუნთქვით ჩაამთავრა სათქმელი.კაცს კი მის ლაპარაკზე კიდევ უფრო ემატებოდა ღიმილი.
-ხანდახან ტყუილი დაცვის ერთგვარი საშუალებაა როგორც ახლა ჩვენს შემთხვევაში.-სკამის საზურგეს მიეყრდნო და კარის მიმართულებით გაიხედა.
- ბიძია ხომ იცი რაც უნდა ქნა?!თან ნუცამ ჯერ არ იცის დედამისსზე და თუ მიზეზად დედას მოუყვან უფრო შეძლებ მის დათანხმებას. სხვა ვერაფერი აიძულებს,რომ საქმეს ხელი მოკიდო.- ბიჭის ხმაში ღელვა,იმედი და სინანული ერთმანეთს ცვლიდა.
- ხომ იცი,რომ მაქსიმუმს გავაკეთებ საქმის მოსაგებად და შენს გამო ხომ საერთოდ- კაცს სახე გაებადრა.
- ვიცი და მადლობა ბიძია. მოგვიანებით გნახავ.გასვლა გვაქვს.
- კარგი და ფრთხილად იყავი.- კაცის სახეც და ხმაც ისევ დასერიოზულდა. თითქოს თვალებში ირაკლიზე შიშმაც გაკრა,მაგრამ არ შეიმჩნია. გათიშა და თავის ადგილს დაუბრუნა ტელეფონი. სანამ მისი ფიქრები ირაკლის მოშორდა და ისევ ფურცლებს მიუბრუნდა კარებიც გაიღო. ნუცას წინ დაცვა შემოუძღვა.გოგონამ შესვლისთანავე მხოლოდ მამაკაცის ფიგურა შეამჩნია სახეზე არც შეუხედავს. ხელებზე ბორკილების მოხსნანს თვალს ადევნებდა და თან ტუჩის კუთხეზე რატომღაც ღიმილი დათამაშებდა.
- შერლოკ მგონი ჩემს მნახველთა სიაში მუდმივი ადგილი დაიკავე.- ბორკილების მოხსნისას წამოიძახა. დაცვაამ მარტო დატოვა ორივე. ხელები მოისრისა და თავი ახლაღა მიატრიალა უცნობისკენ,რომელიც უღიმოდა.ნუცას კი ღიმილი სახეზე შეახმა.- უკაცრავად სხვა მეგონეთ. ვინ ბრძანდებით?- შეშინებული ჩამოჯდა მისთვის განკუთვნილ ადგილას.
-გამარჯობა ნუცა. მე ზვიად მაისურაძე ვარ.- გოგონას ხელი გუწოდა.მანაც ინსტიქტურად ჩამოართვა.- დღეიდან შენი ადვოკატი ვიქნები და აქედან რაც შეიძლება მალე გაგიყვან.- კმაყოფილად ჩაიღიმა კაცმა.
- ადვოკატზე უარს ვამბობ არ მინდა!- გოგონას ხმას სიბრაზე და სიმკაცრე დაეტყო.- არ მინდა არავის დაცვა.მე თვითონ დავიცავ თავს.- გოგონა ფეხზე წამოდგა და კარებს მიუახლოვდა.
- შენ თუ არა ეს დედაშენს უნდა. უნდა,რომ აქედან მალე გამოხვიდე. სწორედ მისი თხოვნით ვარ აქ და მზად ვარ დაგიცვა.- დასაკაკუნებლად გამზადებული ხელი ჰაერში გაუჩერდა მის სიტყვებზე. ნუცა უკან მობრუნდა და ისევ იმ ადგილს დაუბრუნდა სადაც წუთის წინ იჯდა.
- როგორც ჩანს შერლოკმა ჩემი სუსტი წერტილის შესახებ უკვე გითხრათ.- ყველაფერს იმაზე მალე მიხვდა ვიდრე ირაკლი და ბიძამისი ვარაუდობდნენ.
- დედის ასე სიყვარულს სუსტ წერტილს ვერ დავარქმევ.- კაცი მხნედ გაიშალა ბეჭებში და წინ მოიწია.
- ვიცი,რომ დედას არ დაუქირავებიხართ. ისიც ვიცი,რომ დედას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. - ნუცამ თავი ჩახარა რადგან მის გონებაში ისევ გაიჟღერა ლიზას სიტყვებმა "შენს გამო".
- მიხარია თუ იცი რადგან ახლა შენ დედას სჭირდები და მასთან უნდა იყო. უფლება მომეცი შენი საქმე ხელახლა წარმოებაში ჩავუშვა.კარგ შემთხვევაში შესაძლოა გირაოს სახით და შენზე პასუხიმგებელი პირის მეშვეობით გაგანთავისუფლონ.უარეს შენთხვევაში კი ციხეში ყოფნის წლებს შეგიმცირებ- თითქოს მისმა სიტყვებმა იმოქმედა ნუცაზე.
- მხოლოდ ერთი პირობით.- თითები ერთმანეთში გადახლართა  და ქვევიდან ახედა.- ამ საქმისგან ყველანაირად შორს უნდა იყოს დედაჩემი. არავითარი დაკითხვა და სასამართლოზე მოწმედ გამოყვანა. აღარ მინდა ხელმეორედ განიცადოს ყველაფერი. შეგიძლიათ ამ ყველაფერის გარეშე? - მავედრებელი სახით შეხედა. ამდენი ხნის მერე ამ კაცის სახით გამოჩენილ იმედს.უნდოდა მობღაუჭებულიყო და გაჰყოლოდა სინათლისკენ. იქ სადაც დედა ელოდა.
- გპირდები ყველანაირად ვეცდები დედაშენის მონაწილეობა ამ საქმეში ნულამდე დავიყვანო.
- მადლობა - ნუცამ მის სიტყვებზე ამოისუნთქა და ჩაიღიმა კმაყოფილმა.- შეგიძლიათ დამისვათ კითხვები რაც საქმისთვის გჭირდებათ- თამამად უპასუხა გოგომ და მოემზადა საპასუხოდ. ზვიადმაც თავისი საქმის შესრულება დაიწყო. საჭირო პასუხები მოისმინა და უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ.
-კიდევ ერთხელ დიდი მადლობა- გოგონამ ხელი გაუწოდა ისევ.კაცმაც შეაგება თავისი ხელი.
- მადლობა არაა საჭირო.თან ეს ირაკლის უფრო ეკუთვნის - ჩაიცინა კაცმა. ნუცა კი ცოტა უხერხულად  შეირხა.
-შეგიძლიათ შერლოკის...მმმ... ირაკლის ნომერი მომცეთ?- თავი მოიფახანა უხერხულობის დასაფარად. კაცს კიდევ უფრო ჩაეცინა. ფურცელზე გარკვევით ირაკლის ნომერი დაწერა და მას გაუწოდა.გოგონამაც ხელებს შორის მოიქცია.
- ირაკლის მოეწონება ის რასაც ეძახი - ჩაიხითხითა კაცმა.- ბავშობიდან სულ მაგას გაიძახოდა მე დიდი შერლოკ ჰოლმსი ვარო -კაცმა ბავშურად გააჯავრაა პატარა ირაკლის. ისე სასაცილოდ გამოუვიდა ორივეს აუტყდა სიცილი.-კარგი შვილო ახლა წავალ და მალე იმედია კარგი ამბით მოგიბრუნდები-კვლავ ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს. დაცვამაც შემოაღო ნუცას წასაყვანად კარები.ადვოკატიც თავის გასასვლელიდან გავიდა. ნუცა კი აქ მოხვედრის დღიდან პირველად კმაყოფილი და მომღიმარი მიაბიჯებდა ციხის კედლებს შორის.
****
პატიმრებისთვის განკუთვნილ სატელეფონო ოთახში იდგა ყურმილით ხელში და თითს კლავიატურაზე ათამაშებდა,თან ირაკლის ნომერს უყურებდა დაერეკა თუ არა. ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყო,როცა მისმა შინაგანმა მემ თითით ნომრის აკრეფვა დაიწყო.სანამ გათიშვა მოასწრო მეორე ხმარეს ხმაც გაისმა.
- გისმენთ...
-...- უნდოდა რაღაც ეთქვა თუმცა სათქმელი საიდან დაეწყო არ იცოდა.
- სუნთქვის ხმა მესმის შეგიძლია ხმა ამოიღო- ხმის ტემბრში ჩაცინების ხმა გაისმა.
-"ჯანდაბა"- თავისთვის ჩუმად ჩაილაპარაკა ნუცამ ისე რომ მას არ გაეგო.- ჩავფიქრდი და ვერ მივხვდი როდის მიპასუხე- ტყუილის თქმის გამო თვალები მაგრად დახუჭა და ტუჩზე იკბინა.
- იმედია კარგზე ფიქრობდი- ისევ იგრძნობოდა ხმაში ჩაღიმება.
- მამის მკვლელობისთვის ციხეში ვზივარ. დედაჩემს ფსიქიკური აშლილობა აქვს და მე ახლა იმ დეტექტივს ვეჭორავები ვინც დამიჭირა. რა მაქვს ცუდი საფიქრალი- არ უნდოდა ასე გამოსვლოდა თუმცა მისი მწარე ენა ვერ დაიოკა,მანამ სანამ არ მიხვდა რო ზედმეტი მოუვიდა იმ ადამიანის მიმართ ვინც მის ოჯახზე ზრუნავს.ისევ იკბინა ტუჩზე"იდიოტი ხარ"თვალები დაუბრიალა გონებაში თავის თავს.
- ე.ი დედაშენის ამბავი გაიგე და მირეკავ,რომ გამლანძღო ტყუილისთვის- ბიჭის ხმაში გაქრა ღიმილის ნატამალი.
- დიახაც ზუსტად ამისთვის გირეკავ. უფლება არ გქონდა დაგემალა მისი ამბავი.
- ვიცი არ უნდა დამემალა,მაგრამ ვერც გეტყოდი. ამის დედაც...- კბილებში გამოცრა ბოლო ორი სიტყვა,თან მის წამოყვირებას რკინის ნივთის დავარდნის ხმა მოყვა.
- რა დაგემართა?- გულწრფელი წუხილი იგრძნობოდა გოგონას ხმაში.
- ჩემი მოუხელთებლობის ბრალია- ჩახლეჩილი ხმით წამოიკვნესა ბიჭმა.
- მაინც?-ნუცა პასუხს ითხოვდა.
- არაფერი ისეთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დავიშავე მკლავი და ახლა ზუსტად მაგ ხელით ტაფის გადადგმა ვცადე,სადაც ჩემი საჭმელი გემრიელად მზადდებოდა.- დანანებით ჩაილაპარაკა ბიჭმა.ნუცას კი მის ბოლო სიტყვებზე სიცილი აუტყდა.- მიხარია თუ გაგამხიარულა ჩემმა მოუხელთებლობამ. ვეცდები ხშირად დამჭრან- ახლა ირაკლის ჩაეცინა თავის ნათქვამზე. ნუცამ კი სიცილი შეწყვიტა და მომხდარის მთავარი მიზეზი გაახსენდა.
- ძალიან დაშავდი? არავინ გყავს გვერდით,რომ მოგიმზადოს საჭმელი? დაჭრილ ადამიანს მარტო არ ტოვებენ.-ისე,რომ არც უფიქრია მთელი მზრუნველობა ჩააქსოვა სიტყვებში. ისევ გაისმა მეორე მხრიდან სიცილის ხმა.
- ისეთი არაფერია მე რომ მომერიოს.- ორივემ ჩაიცინეს. კარის ზარის ხმამ ნუცამდეც მოაღწია.- აი მარტოობის წამალიც მოვიდა- ლაპარაკში იგრძნობოდა,რომ ადგილიდან დაიძრა კარების გასაღებად.
- ძალიან კარგი.მე დაგემშვიდობები დრო ამომეწურა. ჩხუბის გარდა მადლობის სათქმელადაც დაგირეკე.მადლობა დედას გამო და ადვოკატის გამოც.-მანამ მეორე მხრიდან გაიგო პასუხი გათიშა. ყურმილს მიღმა კი რაღაცის სათმელად პირგაღებული ირაკლი მოიტოვა. თვითონ კი მთელი დღის ფიქრად მიეცა ის თუ ვინ მივიდა მასთან.-რა შტერი ხარ ნუცა.ცოტაც და გაიგებდი ვინ იყო...რაზე გათიშე სწრაფად?! მშიშარა ხარ! მაგრამ რისი გეშინია?- თავის თავს ლანძღავდა და თან ოთახი დატოვა.
  დერეფანში ჩაფიქრებული მიდიოდა. ჟეშტებით და ჩუმი ბურდღუნით თავის თავს ლანძღავდა.
- სასაუზმოდ არ გამოსულაა. რამე ხო არ მოუვიდა?- ნუცას ყურს მისი მოსისხლე მტრის მეგობრების ხმა მიწვდა,რომლებიც იმ საკნისკენ მოდიოდნენ, სადაც ნუცასგან მეტრ დაშორებით იდგა დაცვასთან ერთად. ისე ეს დღეები ნორმალურად არც უნახავს. მათი ბოლო საუბრის შემდეგ აღარც ნუცას აწუხებდა და არც სხვას. ისე დადიოდა მის ყოფნასაც კი ვერ შენიშნავდი.
-ლელა ჩვენ ვართ-კარზე რამდენჯერმე მიუკაკუნეს. პასუხი არ ყოფილა. ნუცა კართან შედგა.- ლელა კარი გააღეე...-კაკუნს არ წყვეტდნენ.
- გაიწიეთ- უცებ დაიყვირა ნუცამ და კარებს მივარდა.იქვე მდგარი ორი ქალი გაოცებულები უყურებდნენ.სახელურს ეჯაჯგურებოდა.თუმცა უშედეგოდ.
- ხვედელიძე კარებს მოშორდი- დაცვისგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო,მაგრამ არ დაემორჩილა.
- გასაღები თუ გაქვს გააღე ეს წყეული კარი თორე შეიძლება გვიანი იყოს.- მისმა სიტყვებმა სამივე გამოაფხიზლა. დაცვამ გასაღების ჟღარუნი ატეხა და შესაბამისს დაუწყო ძებნა. მის გვერდით მდგომა ლელას მეგობრებმა კი კარებზე ატეხეს ხელების რტყმევა.ნუცა ხან კარს ხან  დაცვას მოუხელთებელ ხელებს შესცქეროდა,რომელმაც ძლივს იპოვა შესაბამისი ნომრით გასაღები.რამდენიმე წამში კარები შეაღეს და ყველა ადგილს მიეყინა. პირველი გონს ისევ ნუცა მოვიდა და ჭერზე ჩამოკიდებულს,რომელსაც სახეზე ფერი აღარც კი ედო ფეხებში წვდა და მაღლა ასწია,თუმცა უშედეგოდ.მოწყვეტილი სხეული იმაზე მძიმე იყო ვიდრე ჩანდა.
-მომეხმარეთ- გაჭირვებით დაიკივლა. ლელას მეგობრები ნუცასთან ერთად შეეცადნენ მის აწევას. დაცვა საწოლზე დადგა და კვანძი დიდი წვალებით გახსნა.
ჩამოხსნილი სხეული იატაკზე დააწვინეს.ნუცამ ორი თითი არტერიას მიადო.
- პულსი არ აქვს- ჩაილაპარაკა გოგონამ.დაცვა რაციაში დახმარებას იძახებდა მეოთხე განყოფილებაში. მომაკვდავის ახლობლები კი  ნუცას სიტყვებზე გაირინდნენ და თვალები აუწყლიანდათ კიდეც. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თურმე მისნაირი დამნაშავეებიც კი უყვარდებათ. ნუცას სკოლაში ნასწავლი პირველადი დახმარება გაახსენდა. ხელები ერთმანეთს შეუერთა და გულის მასაჟი დაუწყო. ყოველი მასაჟის დასრულებისას პულსს უმოწმებდა. მეოთხე ცდის შემდეგ სუსტი პულსი იგრძნო არტერიასთან.პირიდანაც ჰაერი ღმად შეუშვა ფილტვებში. მის წინ გართხმული მტრის ქუთუთოების ამოძრავებისას კი შვებით ამოისუნთქა და კმაყოფილმა ჩაიღიმა. ოთახში ექიმი შემოვიდა თავისი მოწყობილობით,რომელსაც სულაც არ ეტყობოდა,რომ ჩქარობდა. ნუცა წამოდგა ფეხსზე და ექიმს გახედა.
- ისე სწრაფად მოძრაობთ ცოცხალს მიუსწრებთ ადამიანს.ინჰალაცია სჭირდება სუსტი პულსი აქვს უკვე- ირონიულად ჩაუღიმა  წარბებ შეკრულ ექიმს და ოთახი დატოვა. გასვლამდე კვლავ გახედა მწოლიარეს,რომლის აწყლიანებული და დასუსტებული მზერა ნუცასკენ იყო მომართული.
****
ტელეფონი ისე სწრაფად გაუთიშა ნუცამ ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწრო.გაღებულ კარებში კი როგორც მოელოდა დათო შერჩა.
- როგორ ხარ ძმა?-სახლში დაუკითხავად შემოვიდა და მხარეზე დასარტყმელად გამზადებული ხელი ჰაერში შეაჩერა.
- იქნებ დამარტყა- წარბი აუწია ირაკლიმ ძმაკაცს.- საჭმელს ვამზადებდი,მაგ...
- ვაა მიყვარს შენი მომზადებული კერძები- ხელების სრესით შევიდა სამზარეულოში და მალევე შეჩერდა.
- მაგრამ დამავიწყდა დაჭრილი,რომ ვიყავი და მარცხენა ხელით ავწიე. შედეგს ხედავ- მოახლოებული დათოს გამომეტყველებაზე სიცილ მომდგარი კედელს მიეყრდნო.
- აუუ არადა რა გემრიელი ჩანს ეს ომლეტი- ტუჩები მოილოკა  ბიჭმა. - აუ ხელთავიდან გააკეთე რა მე გაგიმზადებ ყველაფერს- მავედრებელი თვალებით გახედა უკან ირაკლის.
- თუ გაამზადებ ბარემ მოამზადე კიდევაც- სიცილს ვერ იკავებდა გამომძიებელი.
- აუ არა შენ უკეთ გამოგდის ეს შერევა და მომზადება.მე სულ რაღაც სხვანაირი გამომდის - ისევ კნუტის თვალებით გახედა მეგობარს.
- კარგი დაიწყე დაჭრა.მე კი ხელზე საფენს გამოვიცვლი მკვეთრი მოძრაობა გავაკეთე და სისხლი გამომივიდა.- სამზარეულოში უკვე ქურთუკ გახდილი და ხელების დასაბანად გამზადებული დათო მოიტოვა.თვითონ კი ოთახში გავიდა.  საწოლზე ჩამოჯდა და საფენები მოიხსნა. ჭრილობა იოდით მოისუფთავა და ხელთავიდან გადაახვია. გადახვევის პროცესში სახის მიმიკები ეცვლებოდა და ეღიმებოდა. თავში კი ნუცას დარეკვის მომენტიდან თითოეული სიტყვა თავში უტრიალებდა. გადახვევის დასრულებისას. ხელზე დამცავი წამოიცვა და მკერდზე ჩამოიკიდა ხელი.  ოთახიდან უსაზღვროდ გაბადრული სახით გამოვიდა. სამზარეულოში შესვლამდე სარკეში თავის თავს თვალი მოკრა. მარჯვენა ხელით გაცინებული სახის დალაგებას შეეცადა და ისევ შებრუნდა მეგობართან.
ჯიბეში ჩაცურებული ტელეფონი კვლავ აწკრიალდა. წამით გაიფიქრა იქნებ ისევ ნუცააო,მაგრამ ციხიდან მეტი ზარის განხორციელება ვეღარ შეძლებდა.ტელეფონზე დახედვისას ციხის ნომერი არ დაფიქსირებულა ამიტომ თითქმის სიცილში გადასული სახე დაისერიოზულა და უპასუხა.
- გისმენთ...
- მე ვარ ლიზა...- გოგონას ჭოჭმანი ეტყობოდა ხმაში.
- გისმენ ლიზა რამე მოხდა? - იქვე სკამზე ჩამოჯდა და სახე შეეცვალა ცუდი ამბის მოლოდინში.
- კი მოხდა. მინდა დედას უმკურნალოთ. მინდა ისევ ისეთი დედა დამიბრუნდეს. აღარ მინდა მე ვიტვირთო დედის ფუქცია და მას როგორც შვილს ისე ვექცეოდე.ჯერ მხოლოდ 15-ის ვხდები. მე დედა მინდა და არა ფსიქოლოგიურად შეშლილი ქალი, რომელიც ჩემი მისახედია.- პატარა გოგონას ხმაში ტირილი იგრძნობოდა.ირაკლი თან უთანაგრძნობდა,თან ნერვები ეშლებოდა მისი სიტყვების უმეტესობაზე. ასე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დები პირველად ენახა.
- კარგი დამშვიდდი. როგორც გითხარი მისთვის კარგი ადგილი უკვე ვიპოვე. გაემზადეთ. ცოტახანში მოვალ და წაგიყვანთ. დედაშენი დაითანხმე?
- კი ველაპარაკე.რაღაც დაავადება მოვიგონე და ვუთხარი ემკურნალა.ისიც დამთანხმდა ემკურნალა მანამ ნუცა საზღვარგარეთიდან დაბრუნდება.- გოგონას ნუცას ხსენებაზე ზიზიღი გამოეხატა ხმაში.- ყველაფერს მის გამო აკეთებს.
- მიუხედავად იმისა, რომ არ ახსოვს მისი გული გრძნობს სინამდვილეში რაც ხდება.- ცდილობდა რამე გაეგებინებინა ამ უტიფარი ბავშვისთვის,მაგრამ იშედეგოდ.
- კარგი არ მაინტერესებს არაფერი რაც მას ეხებაა. უბრალოდ დედა გამოკეთდეს მალე.- მობეზრებულად ჩაილაპარაკა.
- მოიცა ლიზა...- იგრძნო რომ გათიშვას აპირებდა და ხმით გააჩერა.
- რა იყო?
- დედაშენის ნივთებთან ერთად ნუცასთვის საჭირო მისი ნივთები ჩააწყე.- პასუხ გაუცემლად გაუთიშა ტელეფონი გოგომ.- უზრდელი- ჩაყვირა გათიშულ ტელეფონს.შემდეგ დათოს გამწყრალ მზერას წააწყდა.
- ახლა ადგები და წახვალ ხომ? - წარბი აუქაჩა ძმაკაცს.
- მალე გნახავ- ფეხზე წამოდგა.მხარზე ჯანსაღი ხელი დაკრა და გასასვლელისკენ წავიდა.
- ისევ ჩემი მომზადებულის ჭამა მომიწევს - თავი შემოაბრუნა და ძეხვის დაჭრა განაგრძო.- ძმაკაცს გართმევენ დავით. ფრთხილად იყავი- ებუზღუნებოდა თავის თავს.ირაკლი სიცილით გავიდა სახლიდან ძმაკაცის ბუზღუნის  მოსმენის შემდეგ
****
ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.არ ეგონა თუ საკუთარი ხელებით იმ ადამიანს გადაარჩენდა ვინც ორი დღის წინ კლავდა. არც ის ეგონა ყველას თვალში მაგარი და გაუტეხელი მისი სიტყვების შემდეგ ს თუ შეეცდებოდა.
საწოლზე მოკეცილი იჯდა და თავი მუხლებზე ედო. თვალებით კი ერთ ადგილს მიშტერებოდა. ცოტახნით ფიქრის წერტილი გათიშა. მისი მყუდროება საკნის კარის გაღებამ დაარღვია.ნუცას და დაცვის თვალები ერთმანეთს  შეხვდა.
- შენთან არიან- ყოველგვარი ხვედელიძით მიმართვის და ყვირილის გარეშე მიმართა ნუცას. გოგონაც ფეხზე წამოდგა და უხმოდ გაყვა. მის შინაგან მეს უნდოდა იქ ირაკლი ყოფილიყო, მაგრამ ეს ფიქრი უკუაგდო რადგან გაახსენდა ახლა ის მის სიმარტოვის წამალთან ერთად იყო. თავისდაუნებურად ამოუტივტივდა თავში და ამაზე ნერვები მოეშალა.
ოთახთან ხელები გაუხსნა და მარტო შეუშვა შიგნით დაცვამ. ნუცას მაგიდის კიდეზე ჩამომჯდარი მომღიმარი სახით და მარცხენა ხელ ახვეული ირაკლი დახვდა. ბიჭის მომღიმარ სახეზე თვითონაც გაეღიმა.
- დილის ჭორაობა საკმარისი არ იყო?- გაეცინა და რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწია.არც ერთი არ ინძრეოდა. ირაკლი მაგიდის კიდეზე იჯდა ნუცა კი მის წინ იდგა ხელებ გადაჯვარედინებული.
- ისე გამითიშე  არაფრის თქმა არ დამაცადე.
- და იმიტომ რომ გაგითიშე და რაღაც სათქმელი დაგრჩა დაადე თავი და აქ წამოხვედი?- წარბი აუწია ნუცამ.- საერთოდ დასვენების მნიშვნელობა თუ გესმის? დაჭრილი ხარ,თან სახლში სტუმარი გყავს.- ნუცა ბრაზიანი შეყვარებულივით იქცეოდა.მის სიტყვებზე ირაკლის ჩაეღიმა.
- იმიტომ მოვედი,რომ შენთვის კარგი ამბავი მაქვს და შენს შემდეგ დარეკვამდე ვერ  მოვიცდიდი რადგან ძალიან გაგიხარდება.- მის სიტყვებზე ნუცას თვალებში ინტერესით მომზირალი ჭინკები იყურებოდნენ.- ის სტუმარი კიდევ რომ ახსენე თავს სულაც არ გრძნობს სტუმრად ჩემს სახლში.-ბოლოს მაინც მოეშალა ნერვები გოგოს და წარბები შეკრა გონებაში ისე მოიქცა ვითომც არაფერი.
- რა ამბავი გაქვს ჩემთვის?
- დღეს დედაშენი სამკურნალოდ საუკეთესო კლინიკაში მივიყვანე. გპირდები იქ ძალიან კარგად მოექცევიან.
- მადლობა შერლოკ- ბედნიერებისგან აღარ იცოდა სად წასულიყო.ნუცას თვალები სიხარულით აევსო და ბედნიერი იღიმებოდა. მოულოდნელად ადგილს მოწყდა და ემოციებისგან წინ მდგომს მიეხუტა.
- აუჩ- ოდნავ წამოიძახა ბიჭმა.
- მაპატიე ძალიან გეტკინა?- სწრაფად შეეცვალა მწუხარებით სახე და ირაკლის ხელს გახედა. ბიჭი კი მისი სახის ნაკვთების შესწავლით იყო დაკავებული და თან სახე ებადრებოდა.
- არა ძაან არ მტკენია- გაეკრიჭა ბიჭი გოგოს.- შენთვის კიდევ რაღაც მაქვს- ფეხზე წამოდგა და მაგიდის ქვეშიდან პატარა ჩანთა ამოიღო.- შენი ნივთები.ლიზას ვთხოვე ჩაეწყო ის რაც შეიძლება დაგჭირვებოდა.
- ნამდვილად მჭირდებოდა ესენი- ბედნიერი ღიმილით გამოართვა ჩანთა. -მად....- უცებ გაჩერდა და ბიჭს ახედა.- მგონი ჩემგან მადლობების მოსმენა გსიამოვნებს -ჩაუცინა გოგომ.
- მადლობაზე მეტად შენი ბედნიერი სახის დანახვა მსიამოვნებს- ირაკლის სიტყვებმა ნუცას გული სწრაფად ააძგერა. ორივე თვალებში შეცქეროდნენ ერთმანეთს გარინდულნი.

~7~
ციხის ბიბლიოთეკა ყველაზე მშვიდი ადგილი იყო ნუცასთვის. აქაურობა მისი ნავსაყუდელი გახდა. მისთვის საყვარელ საქმეს აკეთებდა და თან მყუდროება არ ერღვეოდა. დიდად არც არავინ იწუხებდა აქ შემოსვლით თავს.ალბათ ერთადერთი იყო მთელს ციხეში ვისაც წიგნი და კითხვა უყვარდა. მხოლოდ დაცვა აკითხავდა წიგნის კითხვაში გართულს დროის შესახსენებლად.თუმცა დღეს წიგნზე უფრო გუშინდელმა ირაკლის ვიზიტმა და მისმა სიტყვებმა გაიტაცა. "შენი ბედნიერი სახის დანახვა მსიამოვნებს" ამ წინადადებას გაფუჭებული კასეტასავით ატრილებდა გონებაში და სულელივით იცინოდა. სიცილის მიზეზი გააცნობიერა და თავს გაუბრაზდა.
- ლამაზი სიტყვებით ვერ იხიბლებოდი და ახლა რა ჯანდაბა გჭირს?!- კოპები შეუკრა თავს. რატომღაც მისმა გონებამ დიმა წამოუტივტივა წინა პლანზე და მწარედ ჩაიცინა. ბოლოს სასამართლოზე ნახა. მის სახეზე კი ამოიკითხა მის მიმართ ზიზღი და ბრაზი. თითქოს მამამისი კი არა დიმას მამა მოეკლას.
- ნუცა...?- კარები დაცვამ შემოაღო და ფიქრიც გაწყვიტა. მზერა შემომსვლელს მიაპყრო.- დროა საკანში დაგაბრუნო- ისეთი სახით შეხედა თითქოს ბოდიშს უხდის შეწუხებისთვისო. მისი ცვლის დროს ნუცა ბედნიერი იყო რადგან ადამიანურ მოპყრობას იღებდა დაცვისგან. მისი შემცვლელი კი უხეში, უტიფარი და ცხოვრებაზე დაბოღმილის შთაბეჭდილებას ტოვებდა,რომელიც სხვებსაც უწამლავდა ცხოვრებას.
-ახლავე წიგნს დავაბრუნებ ადგილზე და მოვდივარ- მშვიდი ტონით უთხრა ნუცამ, თან ღიმილიც არ დაინანა და წიგნი ერთ ერთ კარადაში თავის ადგილზე შეაცურა. მომღიმარი სახე არ შორდებოდა. შემობრუნდა და მისი განწყობა დაცვასაც გადაედო. სანამ დაცვა კარებს დაკეტავდა იქვე ელოდებოდა. წამიერად მოიკეცა. მუცლის ღრუში საშინელი ტკივილი იგრძნო.სახე ერთიანად დაემანჭა. მუხლებზე დაეცა და დაცვას ახედა,რომელიც შეშინებული სახით დასცქეროდა ზემოდან და თან რაციით დახმარებას თხოულობდა. ტკივილი იმდენად აუტანელი იყო,რომ გონება დაკარგა.
  გონებაზე მოსვლისას მუცელში ისე ძლიერ ტკივილს აღარ გრძნობდა.მხოლოდ ყრუდ სტკიოდა. გამაყუჩებლების სწყალობით ძილი ერეოდა. ოდნავ გაახილა თვალები.  ბუნდოვნად მოკრა თვალი ჩრდილს,რომელიც მასზე ნერვიულობდა და თვალები ისევ დაეხუჭა.თუმცა მის სმენას იქ მომხდარი ყველაფერი ესმოდა.
- რა სჭირს ბოლობოლო იტყვით თუ არა? - ნაცნობმა ხმამ იღრიალა. მასვე მოყვა დამფრთხალი ექიმის ხმაც.
- მოწ...მოწამლულია- ძლივს წამოილუღლუღა გოგომ.
- რამ მოწამლა?- ისევ იმ ტონით განაგრძო ნაცნობმა ხმამ. - ვინმემ სპეციალურად მოწამლა?-ნერვულად თავზე ხელი გადაისვა და პაციენტს დახედა.
- არა როგორც ჩანს საჭმელმა მოწამლა. იგივე მდგომარეობაში კიდევ რამდენიმე პატიმარი შემოიყვანეს. - ისევ დამფრთხალი ლაპარაკობდა ექიმი და არც ისე დიდ ოთახს მოავლო თვალი,სადაც ნუცასთან ერთად კიდევ ორი იყო მოთავსებული და მასავით გადასხმის აპარატი ედგათ ვენაში,თუმცა მისგან განსხავებით ისინი გონზე იყვნენ.
- გენ ინსპექციას შემოვიყვან ამ ციხეში. ყველას და ყველაფერს საგანგებოდ შეამოწმებენ და გირჩევნია ეს წამლები რასაც უკეთებ ვარგისიანი იყოს.- ამჯერად მშვიდი თუმცა მძიმე მუქარის ტონით საუბრობდა.თან თვალს არ აცილებდა კიდევ უფრო შეშინებულ ექიმს,რომელიც ფიქრებს გაეტაცებინათ წამიერად.მიუხედავად იმისა,რომ წამლები ვარგისიანი იყო მაინც შიში უკრთოდა,რადგან თუ ეს ბიჭი,რომელიც ასე გაშმაგებული და გაცეცხლებული იყო მომხდარის გამო, შემოიყვანდა შემოწმებას აუცილებლად იპოვნიდნენ რამდენიმე გამქრალ გამაყუჩებელს და წამლებს. ექიმმა გაბრაზებული მზერა ესროლა მწოლიარე გოგოს. ეს ყველაფერი კი ამ პატარა გაძვალტყავებული გოგოს გამო შეიძლება მომხდარიყო.ბიჭმა მზერა ექიმს მოაშორა და ნუცას დახედა,რომელიც გამოფხიზლებას ცდილობდა, თუმცა ძილის ღრმა მორევი მაინც ითრევდა.
- შერლოკ-სანამ ღრმად შეითრევდა სიბნელე ამოილუღლუღა და თან ტუჩის კუთხეზე სუსტი ღიმილი გამოესახა.იქვე მდგომმა მისი ლუღლუღი მაინც გაიგო ნერვიულად ჩაიცინა. გოგონას ხელს,რომელიც საწოლზე ეგდო,მარჯვენა ხელი მოკიდა. ხოლო მტკივანი ხელი,რომლის ტკივილიც სულ დავიწყებოდა, თავზე გადაუსვა რამდენჯერმე უკვე ჩაძინებულ გოგოს.კიდევ უნდოდა ცოტახნით დარჩენა თუმცა ჯიბეში აბჟუებულმა ტელეფონმა გეგმები შეუცვალა. სანამ ტელეფონს ჯიბიდან ამოიღებდა და უპასუხებდა,მანამდე მძინარე სხეულისკენ დაიხარა და ტუჩები ლოყაზე მთელი სინაზით მიადო. ეს ისე გააკეთა საქციელის გაანალიზებაც კი ვერ მოასწრო.
-მინდა,რომ გონს მალე მოვიდეს. კარგად მიხედეთ. შემდეგი ვიზიტისას კარგად მყოფი დამხვდეს-ფეხზე წამოდგა ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა და საქმისთვის ჩვეული სიმკაცრით უპასუხა შემომავალ ზარს.გასვლამდე ექიმს ესროლა მკაცრი მზერა კიდევ ერთხელ და ოთახი დატოვა,შემდეგ კი ციხე.
****
კვლავ გონს მოსულმა ამჯერად თვალები კარგად გაახილა და ოთახს თვალი მოავლო.მზერაში მოხვდა მასავით მწოლიარე ორი პატიმარი გვერდით. შემდეგ მზერა ექიმის მაგიდისკენ გადაიტანა, სადაც ლელა იჯდა და თავის წამლებს ელოდა ექიმისგან თან შიგადაშიგ მზერას აპარებდა. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. სკამიდან წამოიწია და ნუცასკენ წამოვიდა. უჯრაში მძრომიალე ექიმის ყურადღება ახლა მათ მიიქციეს.
- ოჰ პრინცესა გონს მოსულა- შენიშნა ექიმმა. უჯრიდან შესაფერის წამალს და კალეიდოსკოპს ხელი დაავლო და მათკენ წამოვიდა.- წამალი აიღე - ლელას გაუწოდა.მანაც სწრაფად გამოართვა. ექიმმა ნუცას გასინჯვა დაიწყო ლელა კი ფეხს არ იცვლიდა.- რატო არ მიდიხარ? - ქვევიდან ახედა პატიმარს მკაცრი მზერით.
- მასთან ლაპარაკი მინდა და ველოდები როდის გაათრევ შენ მყრალ უკანალს-კბილებიდან გამოუცრა ლელამ. ექიმმა უკმაყოფილო სახით დაასრულა ნუცას გასინჯვა და გაეცალა იქიდან.ნუცამ მომლოდინედ სახით ახედა მის "მოწინააღმდეგეს".
- ვიცი ამას ყველაზე ნაკლებად ელი ჩემგან,მაგრამ მიხარია რომ კარგად ხარ.
- მართალია ამას არ ველოდი.- ჩაეღიმა ნუცას თუმცა მალევე გააქრო სიცილი სახიდან,რადგან გააცნობიერა ვისაც უღიმოდა.- გადავრჩი და შეგიძლია კვლავ განაგრძო შენი ახალი სათამაშოს ანუ ჩემი წვალება და სიკვდილით დამუქრება.- მისმა სიტყვებმა ახლა მას მოგვარა ღიმილი.
- აღარ ვაპირებ შენს წვალებას და საერთოდ არავის წვალებას აღარ ვაპირებ. ვიცი გვიან მაგრამ მივხვდი რამდენად ნაგავი უნდა იყო ადამიანი,რომ ის აკეთო რასაც მე ვაკეთებდი.
- შენ ახლა მონანიებას ცდილობ? - გაოცებისგან პირი დააღო გოგომ.- მონანიებით კარგი ვერ გახდები.
- გიკვირს ხომ? მეც მიკვირს საკუთარი სიტყვების. ვიცი! კარგი არც არასდროს ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს იქნება კარგი ის ვინც პატარა ანგელოზი საკუთარი ხელებით გაგუდა.- ლელას თვალებში ცრემლები ჩადგა და ყველანაირად ეცადა ახლა არ გადმოსულიყვნენ.- არ ვიცი ალბათ ბედია ის, რომ შენ აქ მოხვდი. შენი სიტყვებით თავში ჩამიკაკუნე და მიმახვედრე რამდენად ნაგავი ვარ. - მაინც გადმოუხტა ცრემლი თვალიდან და უხეშად მოიცილა თან შეეცადა გაეღიმა.- დაგინახე,როცა გადამარჩინე. ვიგრძენი,რომ ამას გულით ცდილობდი. შენი თითოეული საქციელი კიდევ უფრო აკნინებს ჩემს არარაობას. პატარა ხარ მაგრამ შენგან ბევრის სწავლა შეიძლება.მე ჩემი ბნელი გულით და გონებით შენი გულის სინათლეს ვხედავ და ვერავინ დამაჯერებს იმას,რომ შენ აქ დამსახურებულად ზიხარ.მაპატიე ჩემი საქციელი. ჩემს პატარასაც ვთხოვ პატიებას. მაპატიეთ,რომ ისეთ არაადამიანს შეხვდით ცხოვრებაში,როგორიც მე ვარ. მე კი ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ- შემოსვლის დღიდან ყველაზე ძლიერი ქალი ახლა ამ პატარა გოგონას წინააშე ლოკოკინასავით მოხვეული და დაპატარავებულიყო. ნუცას გაოცებას საზღვარი არ ქონდა. ლელამ გასვლამდე კიდევ ერთხელ შეხედა და ოთახი დატოვა იქ კი თავის ფიქრებში ჩაძირული ნუცა მოიტოვა. ჯერ გაღვიძებისას შერლოკზე ფიქრები აეკვიატა. ახლა ლელა და მისი სიტყვები დაემატა."თურმე ცუდსაც შეუძლია იგრძნოს რაღაც და სინათლისკენ შემობრუნება იწყოს.ნეტავ,რომ არ მომკვდარიყო თუ შეძლებდა ოდესმე ყოფილიყო კარგი ქმარი და მამა?!"- შეეცადა მამამისი კარგ ამპლუაში წარმოედგინა,მაგრამ ეს ვერაფრით შეძლო.-" ვერა ვერ შეძლებდა!" დაამატა და მხარი იბრუნა საწოლზე.ცალი თვალიდან გადმოვარდნილი ცრემლი ჩუმად მოიწმინდა და გაირინდა,მალე სისუსტისგან და წამლებისგან კვლავ ჩაეძინა.
    ძილიდან კვლავ გამოსვლისას აღარც ტკივილს გრძნობდა და აღარც დაღლილობას. მის სმენას კვლავ ნაცნობი ხმა მიწვდა,რომელიც იქვე სავარაუდოდ ტელეფონზე ლაპარაკობდა,რადგან გაჩუმებისას პასუხი არ ესმოდა გოგონას. თვალები გაახილა და მის თავთან გვერდულად მდგარ ირაკლის გახედა,რომელიც ფანჯრიდან იყურებოდა მკაცრი სახით და თან ვიღაცის ლაპარაკს ისმენდა ტელეფონში როგორც ნუცამ ივარაუდა.
- ეს უკვე პრობლემა ხდება. საერთოდ მისი აცილება მოვითხოვოთ და სხვას დანიშნავენ. დავიღალე უკვე მაგ ფეხებზე კაცის დევნით. საერთოდ არ იმსახურებს მაგ წოდებას.- კოპები კვლავ შეკრა და მარცხენა ხელით მოისრისა შუბლი პასუხის სმენისას.- გეთანხმები.-თავი მოაბრუნა და გოგონას მომღიმარ თვალებს წააწყდა. მისი შემხედვარე მასაც ჩაეღიმა და მკაცრი სახე სადღაც გაქრა.- ახლა უნდა წავიდე. შენი იმედი მაქვს- მეორე მხარეს დაემშვიდობა. ტელეფონი სწრაფად გათიშა ჯიბეში ჩააბრუნა და ნუცას საწოლთან მიპროწიალებულ სკამზე ჩამოჯდა.
- თავს როგორ გრძნობ? - ჩაუღიმა მისთვის ჩვეული ღიმილით. სურვილი კლავდა მის სახეზე კვლავ შეხების მაგრამ ვეღარ გაბედა.
- მშვენივრად. თან აქ ყველა თავს მევლებოდა ერთი ბრაზიანი დეტექტივის წყალობით- ნუცამ თავისივე ნათქვამზე ჩაიხითხითა რამაც ირაკლის სახეზეც გამოსახა ღიმილი.
- რას ვიზავთ ხანდახან წყობიდან გამოდის- გაეკრიჭა ირაკლიც.- ისე ჭორის დონემდე დადის,რომ ეს დეტექტივი საკმაოდ კარგი ადამიანი ყოფილა.- შეეცადა თავი ექო.
-აჰაჰა.მაგ ჭორს მეც ვეთანხმები- გაიცინა ნუცამ ხმამაღლა-მგონი აქ გადმოსახლდა ეგ დეტექტივი- ცალი წარბი აუწია ბიჭს.
- ყველაფერი ერთი ცელქი და ღორმუცელა გოგოს ბრალია,რომელიც ყველაფერს მუცელში იყრის და არც არაფერი ეტყობა.- თითი ცხვირზე ჩამოკრა და სიცილი დააყარა. გოგომ ტუჩები გაბუსხა და მოჭუტული თვალებით გახედა უცებ.
- სხვათაშორის სულაც არაა ღორმუცელა. - კვლავ აპირებდა გაეგრძელებინა ეს უაზრო კამათი მასთან რაც მთელ სხეულში სიხარულს გვრიდა,მაგრამ  თავისუფლად მყოფი მარცხენა ხელი კვლავ მოხვდა თვალებში და თავი შეახსენა.- მოიცა რატო არ გაქვს ხელი ჩამოკიდებული? ჯერ მხოლოდ მეორე დღეა და წესით ისევ უნდა გქონდეს მიმაგრებული მკერდზე - ახლა ბრაზიანი მზერა ესროლა.
- ამ ნაკაწრზე უფრო მგონი შენი ეს მზერა უფრო მომკლავს- ჩაიცინა ბიჭმა- თან აღარ მტკივა ისე ძლიერად როგორც გუშინ. ამას ავიტან- ხელი აქეთ იქეთ აამოძრავა. მის მაგივრად კი ტკივილისგან ნუცას ემანჭებოდა სახე.
- სულ არ ღელავ საკუთარ თავზე.
- აი ახლა ზუსტად დათოსავით მელაპარაკები -თითი ააქნია ბიჭმა და კვლავ ჩაიხითხითა.
- იმიტომ,რომ ასეა სულ არ გეცოდება თავი და სრულიად უცხოებს ზედმეტ ყურადღებას უთმობ- კვლავ ეს მწარე ენა.ირაკლის ღიმილი მკვეთრად შეიცვალა და დასერიოზულდა. სულაც არ უნდოდა ნუცას ასე გამოსვლოდა მაგრამ გამოუვიდა.
-იმაზე აღარ მიფიქრია რამდენად ვაწუხებ ჩემი ზემდეტი ყურადღებით სრულიად უცხოებს-ნუცას სიტყვები გამოიყენა და ოთახი სასწრაფოდ დატოვა.შეცდომას მიხვდა ნუცა და ტუჩი მოიკვნიტა თუმცა უკვე ნათქვამი სიტყვა ვეღარ დააბრუნდა.საწოლზე წამოიწია და კარებში გაუჩინარებულისკენ გააქვავა მზერა. არადა რა კარგად ლაპარაკობდნენ და რა კარგად მიდიოდა ყველაფერი. -ჯანდაბა- ჩაილაპარაკა ბოლოს. ხელი ტუჩებზე ოდნავ მიირტყა თავი დაუქსა და  კვლავ მოეწყო საწოლზე ამჯერად საკუთარ თავზე გაბრაზებული.
*****
  მას შემდეგ არ უნახავს ნუცას რაც ციხის სავადმყოფო დატოვა. ბევრჯერ უცდია მისთვის დაერეკა და მოეკითხა თუმცა ამის საშუალებას სიამაყე არ აძლევდა. თან მართლაც უცხოები იყვნენ ერთმანეთისთვის. ბოლო სამი კვირა ირაკლიზე გაბრაზებულმა გაატარა.არც ურეკავდა და არც კითხულობდა მისას რამეს,თუმცა ყურადღებით ისმენდა მისი ადვოკატის მიერ ნათქვამს ირაკლიზე და ასე თითქოს მონატრებას იკლავდა.ბოლოს მასზე ფიქრი აუკრძალა თავს რაც უფრო უფიქრდებოდა ქვეცნობიერს მით მეტი მიზეზი მოჰყავდა მასზე გასაბრაზებლად,თუმცა თავს მაინც ვერაფერს უხერხებდა. მასზე გასაბრაზებელი კიდევ ერთი მიზეზი დაემატა. ახლა როცა მისი მხარდაჭერა და მისი სახის დანახვა სჭირდებოდა მის გვერდით არ იყო. ხელახალი სასამართლო, მოწმეები, დაკითხვები,გადაღეჭილი კითხვები და პასუხები,ამას პროკურორის უხეში სიტყვები მის მიმართ. ყველაფერი დეჟავუს განცდას უქმნიდა იმ განსხვავებით,რომ ახლა სხვა მოსამართლე განიხილავდა ამ საქმეს და არც დარბაზში იჯდა მისი გამამხნევებელი. მთელი პროცესის განმავლობაში ხელების ფშვნეტით მას ელოდა თუმცა არაფრით არ გამოჩნდა. აიი მოსამართლემაც განაჩენი უნდა გამოიტანოს უკვე.მისი შემოსვლისას ფეხზე წამოიშალნენ .ნუცამ კვლავ გადახედა დარბაზს იმ იმედით იქნებ შემოვიდა და ვერ შევამჩნიეო,მაგრამ კვლავ ვერ მოკრა თვალი. მწარედ ჩაიცინა.
- არ აინტერესებს და აქ რა უნდა -ჩაიდუდღუნა თავისთვის.
- რამე თქვი შვილო?- ჩუმად გადაულაპარაკა ადვოკატმა გოგონას,რომელიც მისი კლიენტის მღელვარებას ხვდებოდა და ამას ჩუმი ღიმილით გამოხატავდა.
- არა არაფერი- თავი გაუქნია ნუცამ და სულ განაბული დაიწყო განაჩენის მოსმენა რომელსაც წინ მთელი რიგი შესავალი ეძღვნებოდა. ისე ნელა გადიოდა ეს დრო და მომლოდინეს გული ეწურებოდა. მოსამართლემ შესავლის წაკითხვის შემდეგ განაჩენი გამოაცხადა. ნუცას მუხლები მოეკვეთა და მოწყვეტით დაეცა სკამზე. თვალები დარბაზს და იქ მყოფთ მოავლო,მოსამართლეს გახედა შემდეგ მზერა ადვოკატს დაუბრუნა  და თვალებიდან ცრემლები ნიაღვარივით წამოუვიდა. კაცმა ხელები მოხვია ატირებულ გოგონას და მის დამშვიდებას შეეცადა. მოსამართლემ დატოვა დარბაზი ნუცასთან კი კვლავ დაცვა მივიდა მასთან რათა ციხეში გადაეყვანათ კვლავ.
*****
თავის საწოლზე იჯდა და იმ პატარა სარკმლიდან იხედებოდა ბოლო ორი თვის განმავლობაში იმედის და უიმედობის წყარო,რომ იყო. საკნის კარების ხმამ უკან გამოახედა.
- მზად ხარ?- ჩაუცინა დაცვამ.მისგანაც ღიმილი და თავის დაქნევა მიიღო პასუხად.- მაშინ შეეგებე თავისუფლებას -სიცილით უთხრა და ოთახიდან გაიყვანა პატარა ჩანთით ხელში. დაცვის ახალგაზრდა წევრმა,რომელიც ნუცასთან ყოველთვის კარგი იყო ჯერ სხვა პატიმარებთან გაიყვანა გოგონა. თითოეული გულში იხუტებდა და ულოცავდა თავისუფლებას. მისმა ერთადერთმა მეგობარმა ნუნუ ბებომ მოხუც ხელებში მოიქცია გოგონას გამხდარი სხეული და მიიხუტა.თან სიხარულის ცრემლები წამოუვიდა.
- ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს. ბედნიერი იყავი შვილო- ქალმა დაუკოცნა გოგოს ორივე ლოყა.
- მადლობა ნუნუ ბებო- მაგრად მოეხვია ნუცაც. ქალის სითბომ ისიც აატირა- გპირდები აუცილებლად გინახულებ ხოლმე- ქალს დაემშვიდობა და ჯერი გასასვლელთან მიყუდებულ ლელაზე მიდგა,რომელიც ჩვეული ცივი მზერით იდგა.ნუცა მის მზერას არ შეუშინდა და სწრაფად მიეხუტა ქალს.
- ოე გოგონავ რეპუტაციას მინგრევ თან ჩახუტებებს ვერ ვიტან- უკან გასწია ნუცა. თუმცა სიხარული მაინც გამოესახა სახეზე.- გაეთრიე დროზე აქედან და აქ აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა- კარებისკენ უბიძგა ნუცას ისიც დაცვასთან ერთად კვლავ გავიდა უკანასკნელად აქედან.
   ერთი სული ქონდა როდის გავიდოდა და როდის დასრულდებოდა ეს გაუთავებელ ფურცლებზე ხელის მოწერა. ბოლო საბუთზე ხელის მოწერისას სიხარულმა სრულიად მოიცვა. დიდი ჭიშკარი მის ზურგს უკან საზეიმოდ დაიხურა. თავისუფლების ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თვალი მოავლო გარემოს,რომლიც ბინდს მოეცვა.
- ხომ თქვა მოვალო- თავი წაიგრძელა ადვოკატის სახის საპოვნელად.თუმცა მოპირდაპირე მხარეს მანქანასთან მიყრდნობილ სულ სხვა სახეს და სხვა მზერას წააწყდა. სწრაფი ნაბიჯით მისკენ წავიდა. მანქანაზე მიყრდნობილი სხეული გასწორდა და მისკენ გაბრაზებული სახით მომავალ გოგონას ჩაუღიმა.
- ბიძაშენმა მითხრა,რომ თავად მოვიდოდა- კოპები შეკრა გოგომ.
- გამარჯობა. კი კარგად ვარ. მადლობა, რომ მკითხე. მართალია უცხოები ვართ მაგრამ თანახმა ვარ იქ გაგიყვანო სადაც მეტყვით მემ- მთელი თეატრალიზებულობით ორივე ხელი მანქანისკენ მოიქნია და ჩაუღიმა.გოგონამ მის სიტყვებზე თვალები აატრიალა. კვლავ ბოლო შეხვედრისას ნათქვამი სიტყვები გააჟღერა.
- ჰო ზუსტადაც, რომ უცხოები ვართ. მანქანაში არ ჩავჯდები. და საერთოდაც ვინ გითხრა,რომ მოსულიყავი?!- გაბრაზებულმა ზურგი აქცია და წასვლა დააპირა თუმცა ირაკლიმ ხელი ჩაავლო და თავისკენ შემოაბრუნა.
- გინდა თუ არა ჩაჯდები მანქანაში. რადგან დღეიდან ჩემზე ხარ მოწეპებული და უჩემოდ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგავ. ყოველი შენი მოძრაობის გრაფიკი მეცოდინება მე-ცდილობდა მკაცრად ეთქვა თუმცა ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
- ვითომ რატომ?- წარბი აუმრიზა მის წინ ბიჭს,რომლის ცემის სურვილიც ქონდა. თითქმის ერთი თვე არ გამოჩენილა და ახლა საიდანღაც გამოხტა და მის დამორჩილებას ცდილობს.
-განაჩენი მგონი მხოლოდ მე არ მომისმენია- გვერდულად ჩაიცინა ირაკლიმ.- გაგათავისუფლეს,მაგრამ პირობით და მეთვალყურე პირიც მოგიჩინეს. ეს პირი კი ვინც შენზე პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს სამწუხაროდ მე ვარ- ვითომც სრულიად არ უნდოდა ეს ისე ჩაილაპარაკა.
-იქ არ ყოფილხარ- მისი სიტყვებით გაოცებულმა ნუცამ ამოილუღლუღა.
- თუ ვერ ხედავ იმას სულაც არ ნიშნავს,რო არაა.- ნიშნის მოგების მიზნით თვალი ჩაუკრა გოგონას.
- თუ წუხარ სულაც არ უნდა აგეღო ჩემზე პასუხისმგებლობა შენს თავზე- მალევე მოვიდა გონს ნუცა და ლამის ყვირილით თქვა.- არავინ გეხვეწებოდა გამოგეყვანე ციხიდან. ყველაფერი შენი ახირება იყო.- ჯერ კიდე ირაკლის ხელში მოქცეული თავისი მაჯა გამოგლიჯა ბიჭს ხელიდან.- გაგანთავისუფლებ ამ ტანჯვისგან და ისევ უკან შევბრუნდები- გაცხარებული ლაპარაკობდა. ბიჭს ზურგი აქცია და რამდენიმე ნაბიჯი ციხისკენ გადადგა.- თავხედი.თურმე სამწუხაროა- ბურდღუნებდა თავისთვის.ირაკლის კი მშვენივრად ესმოდა და მის სიტყვებზე სიცილს ვერ იკავებდა. - და იცი კიდევ რა...- მთელი სისწრაფით და გაცხარებული შემობრუნდა ირაკლის მიმართულებით,რომელიც სამი ნაბიჯით უკან ეგონა.თუმცა სათქმელი სიტყვები სადღაც გაფრინდა უცებ. მისი სიბრაზის მიზეზი ძალიან ახლოს იდგა მასთან. ისე ახლოს,რომ ერთმანეთის სუნთქვას ცვლიდნენ სახეზე. ნუცამ ჯერ თვალები ბიჭის ტუჩებს მიაპყრო,შემდეგ თვალებს ახედა,რომელიც ეშმაკურად უცინოდა.ლოყაზე ხელის შეხება იგრძნო და კიდევ უფრო შეკრთა.მზერას არც ერთი აცილებდა მეორეს. ბიჭის ხელმა კიდევ უფრო ახლოს მოიზიდა გოგო,რომელიც წუთის წინ სიბრაზისგან ფეთქდებოდა,ახლა კი ლამის ცახცახს ყავდა აყვანილი.
- და რა?- სახესთან ახლოს უჩურჩულა ბიჭმა.
- რა რა?- სრულიად დაიბნა ნუცა,რაც ირაკლის ჩაცინების მიზეზი კვლავ გახდა.
- რაღაცას ამბობდი სანამ ასე ძალიან ახლოს მოვიდოდი შენთან- ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა და კვლავ თვალებში ჩახედა.გოგონას მის ამ საქციელზე ერთიანად შეაჟრჟოლა.
- გსიამოვნებს როცა გლანძღავ?- შეეცადა თავი შეეკავებინა და ახლა ის არ გაეკეთებინა რასაც ფიქრობდა.
- შენი ტუჩებით ნათქვამი ლანძღვაც კი სასიამოვნოდ ჟღერს- წაიჩურჩულა ზედ ტუჩებთან.კიდევ ერთი ამოსუნთქვა შეატოვეს ერთმანეთს.ბიჭმა ვეღარ გაუძლო და მოვარდისფრო ტუჩები თავისაში მოიქცია.ერთი ხელი კვლავ გოგონას კისერზე ედო.მეორე კი გამხდარ წელზე შემოხვია და სხეულზე მიიკრა.

~8~
თითქოს წამი გაირინდა. დრო გაჩერდა.სამყარომ მოძრაობა შეწყვიტა. საღამოს ბინდში მხოლოდ ისინი იყვნენ. ერთმანეთს მიწეპებულნი,უფრო სწორედ კი  ნუცას ტუჩებზე მიწეპებული ირაკლი,რომელიც მთელი გრძნობით ცდილობდა თვალებ დაჭყეტილი და გაშეშებული გოგონას ტუჩებით დატკბობას.მიუხედავად იმისა,რომ უნდოდა ეს კოცნა ნუცასაც,უნდოდა მისი ტუჩები შეხებოდა,რომელიც ბოლო დროს გონებას უბინდავდა მაინც მოულონელი იყო. იმდენად,რომ სრულიად გაშეშდა.  ბიჭი ტუჩებს მოწყდა ნელი სვლით გამოაცალა თავის ცხელ ტუჩებს გოგონას ასევე ცხელი და დაბნეული ტუჩები.შუბლი შუბლზე დაადო და მარჯვენა ხელი,რომლითაც მისი კისერი ეკავა, ლოყისკენ ააცურა ცერა თითით ტუჩის კუთხეს ნაზად ხელი გადაუსვა და ზემოდან დაღიმა მის თვალებში ჩაკარგულ ნუცას." ახლა ნუ დაიბნევი.მერე რა,რომ გაკოცა?! ეს არაფერს ნიშნავს! ნუ ხარ ბავშვი! "- გოგონას შინაგანი მე მოსჭყიოდა და მოწოლილი გრძნობების უკუგდებას ცდილობდა,რაც ასე თუ ისე გამოსდიოდა და ცდილობდა ისევ მაგარი ტიპაჟი შეენარჩუნებინა მისთვის,ვისთვისაც ეს კოცნა არაფერს ნიშნავდა.
- შენ ყველას ასე კოცნი ვინც გლანძღავს?- ეცადა იმაზე მკვახე ყოფილიყო ვიდრე ოდესმე. ირაკლიმ ორივე ხელი სწრაფად აუშვა და უკან გაიწია.
- ნიჭი გაქვს ყველაფრის გაფუჭების - ნერვიულად თავზე ხელი გადაისვა და ორიოდე თმაც აებურდა. -თუმცა მართალია ასე ვკოცნი ყველას ვისი პირიც თავხედურად მელაპარაკება. ეს ერთადერთი საშუალებაა მათი გაჩუმების. მაგრამ შენთან ესეც არ ჭრის. ახლა კი ჩაჯექი მანქანაში და წავიდეთ ამ წყეული ციხიდან- გაბრაზებული შეტრიალდა მანქანაში ჩაჯდა და კარები მიიჯახუნა თან ისე,რომ ნუცასკენ აღარც გაუხედია.ნუცას ხმა აღარ ამოუღია. უბრალოდ ღმად ამოისუნთქა ახლაღა იმ კოცნის შემდეგ.ჰაერი ღრმად შეუშვა ფილტვებში. უკანა სავარძელზე თავის პატარა ჩანთა შეაგდო და თვითონ მძღოლის გვერდით ჩუმად მოთავსდა. ღვედი გადაიჭირა თან მზერა წარბებ შეკრული მძღოლისკენ გააპარა,რომელიც დაელოდა ნუცას სკამზე მოწესრიგებას და მანქანა ადგილიდან მოწყიტა.
  ციხის ტერიტორიას გაეცალნენ უკან კი ამტვერილი ჰორიზონტი მოიტოვეს რასაც ნუცა გარე ხედვითი სარკიდან ხედავდა. თავიდან ორივე ჩუმად იჯდა. საღამოს ქუჩები ისევ ისეთი ლამაზი იყო როგორიც ახსოვდა. ან რა შეცვლიდა ამ რამდენიმე თვეში. ფანჯარას ბოლომდე ჩაუწია და ნახევარი ტანით გარეთ გავიდა,რისი საშუალებაც ღვედმა მისცა. თავიდან შიშნარევი მზერა ესროლა პირველად ციხესთან ჩხუბის შემდეგ, ნახევრად გარეთ მყოფ გოგოს. თუმცა მალევე სახეზე ღიმილი მოეფინა,როცა მის სახეზე ბედნიერება და თავისუფლებით გამოწვეული კმაყოფილება ამოიკითხა. ვერ შეძლო დიდიხანი გაბრაზება. თუმცა მისი ფეთქებადი ხასიათის გამო მოხდა რაც მოხდა. "იდიოტი ხარ! აბა რას ელოდი?! გოგო გეუბნება ერთმანეთისთვის უცხოები ვართქო შენ კიდე დგები და კოცნი. ნამდვილი შტერი ხარ  მაისურაძე!" საჭეს ჩაფრენილი თან თავს უბრაზდებოდა და თან ცალი თვალი გოგოსკენ ეჭირა.
   თბილისის ქუჩებში ორმოცი წუთი სიარულის შემდეგ მანქანა ერთ შენობასთან შეაჩერა.მანქანის ძრავა გამორთო და დაბნეულ გოგონას გახედა, რომელიც ფანჯრიდან ცხრა სართულიან შენობას უყურებდა.
- სად ვართ?- მზერა ირაკლისკენ შემოაბრუნა. მათი მზერა ისევ ერთმანეთს შეხვდა.
- ცოტახნით აქ უნდა შევიარო აუცილებლად. - სერიოზული სახით უპასუხა.
- კარგი აქ დაგელოდები- ნუცამ მშვიდი სახით გაიხედა გარეთ.
- არა შენი წამოსვლაც სავალდებულოა- ირაკლის თვალებში ბძანების ნაცვად მუდარა უფრო იკითხებოდა.
- მე რატომ? თან ახლა ყველაზე ძალიან...
- ვიცი რაც გინდა- ისევ დაუბრუნდა ბიჭს სახეზე ღიმილი.გოგონას ყურიდან ჩამოვარდნილი თმა ისევ სიფრთხილით თავის ადგილს დაუბრუნა.- ავიდეთ და მალე წამოვალთ. შემდეგ კი მიუხედავად იმისა, რომ ნახვის საათები არა და არ შეგვიშვებენ გპირდები სავადმყოფოს ექთნებს დავაშინებ და დედასთან შეგიშვებ- ბიჭის ანცმა ხუმრობამ იმოქმედა ნუცაზეც და ორივეს გაეცინა.
- კარგი წავიდეთ.- პირველი ნუცა გადავიდა მანქანიდან და ირაკლის დაელოდა. ორივემ ერთად ჯერ სადარბაზოში შეაბიჯეს შემდეგ კი ლიფტში. ბიჭმა შესაბამის ღილაკს თითი მიაჭირა და ლიფტმაც მოძრაობა დაიწყო.
- დიდი იმედი მაქვს იქ ჩემსავით "ტკბილად" მოსაუბრე გოგოს არ შევხვდები,რომელსაც კოცნით აჩუმებ ხოლმე - მაინც გადაკრა თემა კოცნაზე და ირაკლის სიტყვები გაახსენდა,რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი უთქვამს, მთელი გზა ტვინს უჭამდა.ქვევიდან მზერა ააპარა რეაქციის დასაფიქსირებლად. ირაკლი ეცადა არ გასცინებოდა მაგრამ მაინც წასკდა სიცილი.
- არა შენსავით მწარე არავინ მყავს აქ- სიცილით გადახედა გოგოს.რომელსაც თვალები სიბრაზისგან  მოეჭუტა და ისე უყურებდა.ლიფტის კარები გაიღო და ბიჭიც გადიოდა,როცა ზურგს უკან ნუცას ბურდღუნი მოესმა.
- თურმე მწარეც ვარ.- გასულს დაედევნა.ირაკლი თეთრ კარებს მიადგა.ზარიც დარეკა. მოუთმენლად და ნუცას ბურდღუნით გამხიარულებული კარის გაღებას ელოდა.
   კარს მიღმა გოგონას ნაცნობი მშვიდი და ბოხი ხმა მოესმა,რომელიც ვიღაცას აფრთხილებდა,რომ თვითონ ააღებდა.თეთრი კარების მიღმა ნუცას ადვოკატი იდგა და ორივეს დანახვისას სახეზე თბილი ღიმილი აიკრა.
- ოჰ მოვიდნენ ჩვენი სტუმრები- წინ წამოიწია და ძმიშვილს გადაეხვია.შემდეგ გაოცებულ და დამორცხვებულ ნუცას და ორივე სახლში შემოიპატიჟა. შესულებს წინ კიდევ შეეგება თბილი გამომეტყველებით ქალი.
- შვილო სად ხარ ამდენი ხანი?!- პირველი ირაკლი ჩაკოცნა. შემდეგ მზერა გოგონაზე გადაატარა.- ე.ი შენ ხარ ნუცა ვისზეც ამდენს ლაპარაკობენ? - ღიმილით მოეხვია ქალი მასაც და გულში ჩაიკრა.- ერთი სული მქონდა როდის გაგიცნობდი. სასიამოვნოა შენი გაცნობა- ქალი არაფრის თქმას არ აცდიდა ნუცას. ზვიადი და ირაკლი მათი შემხედვარე სიცილს ვერ იკავებდნენ.
- დაასვენე ქალო ბავშვები შემოუშვი სახლში წესიერად. - ქმარმა ოდნავ წყენა გაურია ხმაში. ცოლიც დაემორჩინა და ბავშვებს გზა დაუთმო. ირაკლიმ ნუცას წელზე ხელი დაადო და უბიძგა წინ წასულიყო.
- რატომ არ მითხარი, რომ აქ მოვდიოდით? - გადაუჩურჩულა გამომძიებელს.
- რა საჭირო იყო? - ცალი წარბი აუწია გაბრაზებულ გოგოს.- ახლა გემრიელად ვივახშმებთ შემდეგ კი დედაშენთან წავალთ. თან ბიცოლაჩემს თავს ვერ მოვაკვლევინებდი გინდა თუ არა აქ მოიყვანეო- ასევე ჩურჩულით უთხრა ბიჭმა,რომელსაც სახეზე ღიმილი არ შორდებოდა.
- სუფრასთან დასხედით ბარემ- ზვიადმა გააჟღერა და მიუთითა ოთხ კაცზე გაშლილ სუფრაზე. ირაკლიმ ნუცას სკამი გამოუწია ისიც უარის მიუხედავად მაინც მოთავსდა იმ ადგილზე რაზეც მიუთითეს. მის  გვერდით კი თვით გამომძიებელმა მაისურაძემ დაიკავა ადგილი.
- ბიცოლაშენი არა მე მოგკლავ ასე,რომ ამომიყვანე- წარბები შეუკრა  ბიჭს.-თან არც მშია.- სუფრას,რომელსაც თითქმის ჩიტის რძეც კი არ აკლდა,თვალი მოავლო და ისევ ირაკლის გახედა.
- თუ არ შეჭამ არაფერს მაშინ ვერც დედაშენთან წახვალ- წარბები შეუთამაშა ულტიმატუმის წაყენებისას ბიჭმა.მზერა უცებ მოაცილა  და ბიცოლამისის შემოტანილ ცხელ ხაჭაპურებზე გადაიტანა. სუფრის თავში კი ზვიადი მშვიდი ღიმილით უსმენდა და უყურებდა ამ ორ მოკინკლავე ბავშვს.
   ნუცა ფიქრობდა, რომ ლუკმა არ გადაუვიდოდა. დღეს მთელი დღე არაფერი უჭამია. ამის არც დრო ქონდა და არც მადა.დღეში მილიონჯერ ათასნაირად დაგეგმა დედასთან შეხვედრა. სიტყვები მილიონჯერ გაიმეორა რასაც მას ეტყოდა. იმდენად უნდოდა დედასთან მისვლა მზად იყო წამომხტარიყო მაგიდიდან და გაქცეულიყო.თუმცა არც გზა იცოდა და ზრდილობაც არ უშვებდა. ასე ვერ მოექცეოდა იმ ხალხს ვინც ასე კარგად მიიღო და ექცეოდა. მისი ყურადღება ქალის მიერ მის თეფზე გადაღებულმა საფირმო კერძმა მიიქცია.
- მიირთვი შვილო- თბილი ღიმილიც მოაყოლა.ნუცამაც თბილად გაუღიმა.კუჭმაც უცებ შეახსენა თავი. ჩანგლით ერთი ლუკმა აიღო და პირში ჩაიდო. თვალი სუფრას მოავლო. ყველა იღიმებოდა.ტკბილად ვახშმობდნენ.იცინოდნენ.ქალმა რამდენიმე სიტყვა ირაკლის ბავშვობის ანცობაზეც ჩააკვეხა.თუმცა გამომძიებლის სახის დანახვისას მალევე გაჩუმდა და ყველას სიცილი აუტყდა.ბედნიერი ოჯახი იშლებოდა გოგოს თვალწინ. მერე რა რომ ისინი ბიძია და ბიცოლა იყვნენ,მაინც ბედნიერი იყო თითოეული მათგანი ერთად ყოფნით. ნუცაც ბედნიერი იყო. იმ სითბოს გრძნობდა რაც არასდროს უგრძვნია თავის ოჯახში.თვალები ცრემლებით აევსო. მასთან ასე არასდროს არ მომხდარა. მუდამ ყვირილი და ჩხუბი იყო. მეორე ლუკმაც ჩაიდო და ცალი თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა. უცებ მოიშორა ვითომ შეუმჩნევლად. მეორე ლუკმას ღეჭავდა და თან გრძნობები აწვებოდა.ადვოკატი და მისი ცოლი ცდილობდნენ არაფერი შეემჩნიათ და ეს ისე მიეღოთ როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. შეჩვეული იყვნენ ამგვარ სცენას ირაკლისგან. ახლა ისინი ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ თუმცა არც მათ ჰქონიათ ყოველთვის დალხენილი ცხოვრება.
ნუცამ მეორე ურჩი ჩამოცურებული ცრემლიც მოიწმინდა მარჯვენა თვალიდან და ხელები მუხლებზე დაიდო.წამში ხელზე შეხება იგრძნო. თვალები დახარა და ირაკლის ხელში მოქცეული თავისი ხელი დაინახა,რომელზედაც ცერა თითით ხელიდან ცრემლის უკვალო წაშლას ცდილობდა ნაზი ფერებით. ხელებიდან მზერა ახლა მისკენ გააპარა. ირაკლიმაც ინსტიქტურად მას გახედა. არაფრის თქმა არ იყო საჭირო ისედაც კითხულობდა გოგონას სახეზე მადლიერებას.
   ვახშმობის და ტკბილი საუბრის შემდეგ  დრო მოვიდა ირაკლის დანაპირები შეესრულებინა.
- დროა ნუცა დედამისთან მივიყვანო- დივანზე მოკალათებულ ქალს გადახედა ბიჭმა.
- ძალიან არ მინდა,რომ წახვიდეთ მაგრამ ჩვენ გოგოს დედა ურჩევნია- ქალმა გოგონას გადახედა,რომელიც მის სიტყვებზე მორცხვად იღიმებოდა. ირაკლი ფეხზე წამოდგა და ნუცაც აყვა.ერთმანეთს დაემშვიდობნენ.სტუმარი ადვოკატმაც და მისმა ცოლმაც გულში ჩაიკრეს.
- მადლობა ვახშმისთვის,იმ სითბოსთვის რასაც ჩემს მიმართ იჩენთ.-თვალზე ცრემლი მოადგა ისევ.
- არა საყვარელო ცრემლები აღარ დამანახო. - ქალმა კიდევ ერთხელ აკოცა მარილიან ლოყაზე გოგონას.
- კარგი გაუშვი ბავშვები აგვიანდებათ- კაცმა დაუცაცხანა ცოლს,რომელსაც არ უნდოდა მათი გაშვება.
- კარგი ჰო- ვითომ წყენით გააყოლა თვალები გასასვლელთან მისულებს.- მოიცა შვილო ეს გრჩება-უცებ შებრუნდა სამზარეულოში.საჭმელებით სავსე პატარა ჩანთა გამოიტანა და ირაკლის მისცა.მანაც ჩაუღიმა და სახლი დატოვეს.
*****
ირაკლიმ ნუცა საავადმყოფოსთან მიიყვანა.მანქანის ფანჯრიდან განათებულ საავადმყოფოს შესცქეროდა. გრძნობების კორიანტელი უტრიალებდა.ისევ აუფორიაქდა სული.გამომძიებელიც ისევე ღელავდა მათი შეხვედრის ამბავს როგორც ნუცა.
  ორივემ მტკიცედ შეაბიჯეს ჰოლში და მისაღებში მომუშავე ახალგაზრდა ქერათმიან ექთანთან მივიდნენ. მაგიდის მეორე მხრიდან გაბადრული სახე მიაპყრო ირაკლის და თვალების ციცინით შეჰყურებდა.
- დეტექტივო. გელოდებოდით- ყურებამდე გაღიმებული უყურებდა ასევე თავაზიანად მომღიმარ ბიჭს.შემდეგ მზერა მის გვერდით მდგომი გოგონასკენ გააპარა.ღიმილი სადღაც გაქრა.სერიოზული და დაინტერესებული სახით შეჰყურებდა. წარბ აწევით შეათვალიერა ნუცამაც მოკეკლუცე ახალგაზრდა ექთანი.
- ცოტა გვიან მომიწია მოსვლა.იმედია პრობლემა არ იქნება ხომ ასეა?- ღიმილი არ დაინანა გამომძიებელმა.
- არა არანაირი- ისევ დაუბრუნდა ღიმილი ექთანს.
- მადლობა- გაღიმებული გაეცალა მისაღებს ბიჭი. ნუცაც მოშორდა მოჭუტული თვალებით შემყურე გოგოს. დღეს იმდენი გრძნობა შემოაწვა ერთდროულად შინაგანად არეული იყო. ამას კიდევ კეკლუცი ექთნის ქცევებზე გაღიზიანებაცც დაემატა.
- გონს მოდი!რა გჭირს?-ჩაიბურტყუნა და გამოსაფხიზლებლად თავზე ხელი წამოირტყა.
- რამე მითხარი?- წინ მიმავალი ირაკლი უცებ შეჩერდა და მისკენ შემობრუნდა. თავისთვის მობურდღუნე ნუცა უცებ შემობრუნებულს შეეტაკა. ირაკლიმ ორივე ხელი შემოხვია გამხდარ წელზე შეტაკებისას ინერციით,რომ არ წაქცეულიყო.-სწრაფი რეფლექსები მაქვს-ზემოდან გვერდული სიცილით დაჰყურებდა კვლავ მკლავებში მოქცეულ გოგოს,რომელსაც ლამის სუნთქვა ეკვროდა,რომელსაც კვლავ გაახსენდა ციხის შესასვლელთან მომხდარი და მისი ცხელი ტუჩების კვალი.ნერწყვი ძნელად გადაყლაპა. ქვევიდან ისეთი სახით ახედა თითქოს დანაშაულზე პასუხს თხოვდა.
- რომ არ გაჩერებულიყავი ეს არ მოხდებოდა-შეეცადა ხელებიდან თავი გამოეხსნა,მაგრამ ტყუილად ცდილობდა. არც შერლოკი ნებდებოდა.
- გავჩერდი,რადგან რაღაცას ამბობდი. ბუტბუტებდი.მეგონა მე მეუბნებოდი და თან სულაც არ ვფიქრობ, რომ ჩემი უცებ შემობრუნება სახარბიელო არ იყო.- თვალებით მის წელზე შემოხვეულ თავის მკლავებზე ანიშნა.
- როგორც აღნიშნე ჩემთვის ვბურდღუნებდი. რამის თქმა,რომ მდომოდა გარკვევით გეტყოდი- ეს მწარე გოგო კვლავ არ ნებდებოდა იმ კაცის წინაშე ვინც ასე უბნევდა თავ-გზას.კიდევ გაიბრძოლა მარწუხებისგან განსათავისუფლებლად. ამჯერად გამოუვიდა კიდევაც. თითქოს გულიც კი დაწყდა,მიუხედავად იმისა რომ ამას ცდილობდა, მაგრამ ამას არ აღიარებდა.
- შეგიძლია შეხვიდე- დანებების ნიშნად ჩაილაპარაკა. ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და გვერდით კარებზე ანიშნა. წამის წინ საჩხუბრად ანთებული გოგო უცებ სხვანაირი გახდა. შებრუნდა და კარებზე მოთავსებული პატარა მინიდან საწოლზე მშვიდად მძინარე დედას ხედავდა.
- დე...- მინაზე ხელი ჩამოუსვა და თვალები ცრემლებით აევსო. კარები ფრთხილად გააღო და შიგნით შევიდა. შერლოკის ცხვირ წინ კი კარები დაიხურა. ახლა მან განაგრძო პატარა მინიდან მათი ყურება. უყურებდა გოგოს,რომელიც მთელი სიფრთხილით მიაბიჯებდა ოთახში,როგორ მიუახლოვდა საწოლს და დედის სახე ნაზი ფერებით დაფარა.
- ნუცა?- გაისმა ქალის მშვიდი ძილიდან გამოსული ხმა.
- ჰო დედა მე ვარ ნუცა- სლუკუნით ჩაილაპარაკა გოგონამ და დედას ჩაეხუტა.ქალმაც მოხვია თბილი ხელები.
- აქ რა გინდა საყვარელო?- თავზე აკოცა და კიდევ უფრო მიიხუტა გულზე.- ჯანდაბას ყველაფერი როგორ მენატრებოდი. აღარ გაგიშვებ დე არსად- სულ უფრო და უფრო იხუტებდა შვილს და მისი სურნელით ტკბებოდა.
- გპირდები დე აღარსად წავალ- აცრემლებული ნუცა დედის გულზე სლუკუნებდა და თავს მისთვის თბილი ადამიანის მკერდს აფარებდა.საწოლზე გაიწია და შვილისთვის ადგილი გაანთავისუფლა,რათა უფრო უკეთ მოხვეოდა და მიეკრა. ქალი შვილის თმებს ეფერებოდა და შიგადაშიგ თავზე კოცნიდა. რამდენი რამის თქნა უნდოდა ნუცას თუმცა ახლა იმას იღებდა რაც ყველაზე მეტად უნდოდა და ახარებდა.
  ირაკლი დედა შვილის შეხვედრას თვალს ადევნებდა. მასაც მოადგა თვალზე ცრემლები. რაც ორი რამით იყო გამოწვეული მათ გამო ბედნიერებით და წარსულის მოუშუშებელი იარით,რომელმაც თავი წამოყო და კვლავ დაიწყო გულის სიღრმის წიწკვნა.ბევრ რამეს გასცემდა ახლა მასაც ნუცასავით,რომ შეძლებოდა დედასთან ჩახუტება.აწყლიანებული თვალებიდან ცრემლს გადმოსვლის საშუალება არ მისცა.კარებს მოშორდა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. ორივე ხელებში თავი ჩარგო და ღმად ამოისუნთქა.
  *****
დედის მკლავებში თავს ისე გრძნობდა,როგორც თევზი წყალში. ვერც კი მიხვდა როგორ გავიდა დრო დედის სუნთქვის და გულის ცემის მოსმენაში. მის კლავებში მოქცეულს ბედნიერებისგან ჩაეღიმა.
გონებაში უთქმელად დატოვებული შერლოკი ამოუტივტივდა. დედის დანახვისას სულ გადაავიწყდა ადამიანი ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ ახლა ასე ყოფილიყო.
- რა იდიოტი ხარ- თავს კვლავ უბრაზდებოდა. ჩუმად გამოეცალა მკლავებიდან დედას და კარებიდან ჩუმად გავარდა. უცებ შეჩერდა. დიდიხანი ძებნა არც დასჭირვებია.კარებთან მოთავსებულ სკამზე ჩამომჯდარს ხელები გადაეჯვარედინებინა,თავი კედელს მიეყუდა და თვალები დაეხუჭა. ნელა მიუახლოვდა ჩაძინებულ ბიჭს.გვერდით სკამზე ჩამოუჯდა და მისი ყურება დაიწყო. ბიჭის ნაკვთების შესწავლას ცდილობდა, თან ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.მშვიდი მძინარე სახე უცებ შფოთვამ და კოპების შეკვრამ შეცვალა. ნუცა თითით შეკრული კოპების გახსნას შეეცადა და გამოუვიდა კიდევაც.
- დიდიხანია აქ ხარ?- კვლავ მშვიდად განაგრძობდა მისი სახის თვალიერებას ხმა,რომ არ ამოეღო თვალებ დახუჭულს.
- არა ახლახანს გამოვედი- უხერხულად შეიშმუშნა და თავი აქეთ იქეთ მიატრიალა. ბოლოს მზერა კვლავ დაუბრუნა და მის თვალებს წააწყდა,რომელიც მომღიმარი შეჰყურებდა.- უნდა წასულიყავი.
- მაგრამ აქ ვარ- ჩაიღიმა და სკამზე გასწორდა. თავი ისევ მისი იქ ყოფნით "შეწუხებული" გოგოსკენ გააბრუნა. - კაი უკვე მივდივარ. - ფეხზე წამოდგა და წასვლელად ორი ნაბიჯი გადადგა.- აა მანქანაში პატარა ჩანდა ბიცოლამ თქვენთვის გამომატანა. იმას ამოვიტან და მერე წავალ- ნუცას არ უნდოდა გაეშვა,მაგრამ ყველა მისი ქმედება და სიტყვები რატომღაც ყოველთვის აქეთკენ უთითებდა ბიჭს.
- მოიცა- უცებ უნებურად ამოიძახა თუმცა ბოლომდე არ თქვა რასაც ფიქრობდა და შესაბამისი სათქმელი მონახა.- მეც წამოგყვები. ამოსვლა აღარ დაგჭირდება.- ირაკლიც დაეთანხმა თავის დაქნევით და წინ წავიდა. უკან კი ნუცა მოყვებოდა ისევ საკუთარ თავზე უკვე მერამდენედ გაბრაზებული.
  გარეთ უკვე საკმაოდ ციოდა.ნუცას კი თხლად ეცვა ამიტომ შიგნით დარჩენა თხოვა. ისიც შიგნით მომლოდინედ იდგა და ინტერესიანი და ეჭვიანი თვალები ჭამდა მიმღებში მყოფ ექთნს. ჩანთით ხელში დაბრუნდა ჰოლში გოგონასთან და ფრთხილად გადასცა საჭმლით სავსე პატარა ჩანთა.
- აი აიღე. შენი ჩანთა იყოს მანქანაში.ხვალ გამოგიგვლი შუა დღით და განყოფილებაში წავალთ პირველ ხელმოწერას დავაფიქსირებთ. ამის შემდეგ ყოველ ორ კვირაში მოგიწევს ხელის მოსაწერად მოსვლა.შემდეგ სახლში გაგიყვან- საქმიანი ტონით საუბრობდა ბიჭი. სათქმელი ჩაამთავარა და ახლაღა შეხედა გოგონას მომზირალ მწვანე-თაფლისფერ თვალებს,რომელშიც საკუთარ ანარეკლს ხედავდა. დღეს უკვე მერამდენედ იცვლებოდა ამ ურჩი გოგოს თვალის ფერი მისი ხასიათივით.უცებ ფეხის წვერებზე აიწია ნუცა და შერლოკის ლოყას,რომელზეც წვერი უკვე ამოსვლას იწყებდა ტუჩებით შეეხო. კოცნისას თვალები დახუჭა.თითქოს მთელ გრძნობას აქსოვდა ამაში.
- ყველაფერისთვის მადლობა. ხვალ გნახავ- ყურთან ჩუმად უთხრა. ისევ დაბრუნდა თავის სიმაღლზე და ირაკლის გაკვირვებულ თან ამავდროულად ნასიამოვნებ სახეს ჩაუღიმა და შებრუნდა. წასვლამდე პირდაღებულ ექთანს ნიშნის მოგებით გახედა და ჰოლი დატოვა. მის საქციელზე ირაკლისაც ჩაეღიმა რამდენიმე წამი მიმავალს უყურებდა ბოლოს შებრუნდა და ისიც გავიდა შენობიდან.
*****
განყოფილებაში დათო მაგიდასთან მოკალათებული სკამზე წრიალებდა. ხელში კალამი ეჭირა და მაგიდაზე აკაკუნებდა. მზერას ხან მაჯაზე საათისკენ აპარებდა ხან შემოსასვლელი კარისკენ.
- დავით ვის ელოდები ასე მოუთმენლად? - მხიარულად გამოსძახა თანამშრომელმა.
- შენი აზრით?! - ცალი წარბი აუწია ბიჭს და მზერა უცებ შემოსასვლელ  კარებზე შეაჩერა საიდანაც ირაკლი და ნუცა შემოდიოდნენ. ბიჭი თავაზიანად უთმობდა გზას გოგოს თან ორივე შეფარვით უღიმოდა ერთმანეთს.- როგორც იქნა გამოჩნდა ბატონი - თვალები აატრიალა და თეატრალურად ხელები გაშალა. ირაკლის ძმაკაცის ქცევაზე ჩაეღიმა. - სად ხარ ამდენი ხანი? მეწყვილეები იმისთვის არიან საქმე შუაზე გაინაწილონ და ერთად გახსნან საქმეები. შენ კიდე მარტო დამტოვე და ახლა გაღიმებული სახით შემოდიხარ ამ გოგოსთან ერთად.- ახლაღა გადაიტანა ნუცაზე მზერა და შეათვალიერა თავიდან ფეხებამდე. არაფერი ქონდა მისი დასაწუნი.პირიქით აღემატებოდა კიდევაც მის მოწონების კრიტერიუმებს,მაგრამ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევდა მასში,რადგან ძმაკაცის დროის 90% თითქმის მას ეკავა. - გამარჯობა- თავაზიანობა მაინც არ დაივიწყა და მიესალმა.- თავისუფლებას გილოცავ.- ჩვეუბრივი სახით ჩაილაპარაკა და წამის მეასედში ისევ გაბრაზებული მზერა ესროლა ირაკლის,რომელიც სიცილს ვეღარ იკავებდა მის გამო. დათომ პირი გააღო კიდევ რამე მწარის სათქმელად მაგრამ ნუცას სიტყვებმა გააჩერა.
- მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წუთიდან ერთმანეთი ავითვალწუნეთ მაინც მიხარია შენი ნახვა და მადლობა. რაც შეეხება შენს მეწყვილეს ყველაფერი ჩემი ბრალია. ვეცდები დროის მხოლოდ მცირედი დავაკარგვინო ისიც მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით- მისი სიტყვებით პირდაღებულ ბიჭებს გადახედა.ცოტახნის წინ მომღიმარი გამომძიებელი წამის მეასედში შეცვალა მისმა სიტყვებმა. დათომ ძმაკაცს გახედა სწრაფად გოგოს სიტყვების შემდეგ. მიხვდა რომ  გადაწყვეტილებამ "რაც შეიძლება ნაკლებად შეხვდეს ირაკლის" სრულიად შეუცვალა ძმაკაცს გამომეტყველება.ნაწილობრივ თავი დამნაშავედაც კი იგრძნო.მას,რომ ეს ამბავი არ აეტეხა....
- ვფიქრობ მისი დროის  50% დათმობა უკეთესი ვარიანტია- ნაძალადევი ღიმილით გახედა გოგოს. შემდეგ ჩუმად კვლავ ირაკლის გადახედა,რომელიც თვალს ვერ აცილებდა გოგონას. ბოლოს მწარედ ჩაიღიმა.
-ჩემ დროს თვითონ განვკარგავ- დათოს მოუტრიალდა. მისი მკაცრი მზერით თითქოს შეკრთა მეწყვილე. წარბები შეეკრა ბიჭს და თვალებში ბრაზი აწვებოდა.-ნუცა საპროცედუროში შეიყვანე საბუთები გააფორმეთ. მე უფროსი უნდა ვნახო- ისე გაეცალა ორივეს გოგოსთვის არც შეუხედია.
- კარგი- ორივემ ირაკლის გააყოლეს თვალი. სიარულშიც კი ეტყობოდა სიბრაზის ელემენტები.უცებ შედგა და ისევ დათოს მიუბრუნდა.
- რომ მორჩებით იქნებ გაიყვანო სახლამდე.
- მანქანა...- თავის დაძვრენა უნდოდაა დათოს მაგრამ არ გამოუვიდა.
- სადგომზე გიყენია.ჩემს მანქანაში მისი ჩანთაა და ამოიღე- ხელის მარტივი მოძრაობით გასაღები გადაუგდო.მანაც სწრაფად დაიჭირა. საუბრის დასასრულს ზურგი აქცია და კაბინეტის კარი შეაღო
- არავის წაყვანა არ მჭირდება- მკაცრი ტონით მიაძახა გამომძიებელს,რომელიც კაბინეტში შესვლამდე გოგონას სიტყვებზე შეჩერდაა წამით თუმცა არაფერი უთქვამს ისე შეიკარგა კაბინეტში.- საით წავიდე?- ახლა მათი კინკლაობით გაოცებულ დათოს გადახედა კოპებშეკრულმა გოგომ. ბიჭმაც თითით ანიშნა. ნუცა მაშინვე მინიშნებული ადგილისკენ დაიძრა.
- ტომი და ჯერი მულტფილმი მეგონა და თურმე მართლა არსებობენ- თავისთვის ჩაიდუდღუნა და მიყვა გოგოს.
*****
  მაინც თავისი გაიტანა და დათოს ხვეწნის მიუხედავად ავტობუსით წამოვიდა. მთელი გზა სიბრაზე თანდათან უღვივდებოდა. კორპუსამდე ბურდღუნით მივიდა.
- საქმე აქვს თურმე. ან მე რა მაბრაზებს მე თვითონვე არ მინდა მასთან ერთად.- თავი ამაყად ასწია და გზა განაგრძო. კორპუსის წინ შეკრებილი დედაკაცების ყურადღება დაიმსახურა. ერთმანეთში დაუფარავად ლაპარაკობდნენ მასზე და ხელს მისკენ იშვერდნენ.
- ეს ის არაა მამა,რომ მოკლა?
- კი ეგაა.- ზიზღნარევი ხმით უმტკიცებდა მეორე.
- ვინ გამოუშვა ეს მკვლელი- მესამემაც არ დააკლო ზიზღი არც ხმაში და არც მზერაში.
- მამა მოკლა დედა გააგიჟაა და კიდე ამაყად მოაბიჯებს ქუჩაში. და კიდე ღმერთმა იცის რა გზას ადგას.ოჯახის დამანგრეველი. ფთუი!- მისი მიმართულებით გადაიფურთხა ერთ ერთმა. იმდენად იყო შერლოკზე გადართული რეალობას სულ გამოეთიშა და ახლა მათმა შეძახილებმა დედამიწაზე რეალობას სწრაფად შეაჯარეს. იმდენად სწრაფად ჩამოაგდეს,რომ ოცნების აგებაც არ აცადეს. ციხიდან გამოსვლა სულაც არ ნიშნავდა იმას,რომ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა.ირაკლის გვერდით რატომღაც ყოველთვის ავიწყდებოდა,რომ მკვლელის იარლიყი ქონდა მიკრული.
სწრაფად გაეცალა იქაურობას და თავი სადარბაზოს შეაფარა. შეეცადა მოწოლილი გრძნობები არ გამოემზღავნებინა. ეს არაფერი იყო. ესეც გაივლიდა. თავს დაანებებდნენ. ყველა დაანებებდა თავს. თავად შერლოკიც კი. აქამდე ვერ ხვდებოდა რატომ იყო სულ გაუცნობიერებლად მისი გონება ირაკლისთან ყოფნის წინააღმდეგი. ახლა კი მიხვდა. ის არ იმსახურებდა მას. არ იმსახურებდა ხალხისთვის მკვლელი ყოლოდა გვერდით. სასამართლომ კი გაანთავისუფლა მაგრამ არ გაუმართლებიათ. მისი გამოსვლა ადვოკატის მოხერხებული ლაპარაკის უნარის წყალობით და ერთი ორი იმ მოწმის წყალობით მოხდა,რომელიც სახლში მამამისის  ვანდალიზმს ადასტურებდა.
   სახლის კარებს მიადგა. ხელი უკანკალებდა. ბოლოს აქედან ბორკილებ დადებული გაიყვანეს სისხლში ამოთხვრილი. გაღვიძებულ მოგონებებს პატარა დის რეაქციაც ემატებოდა.ღრმად ჩაისუნთქა და კარებზე მაგრად დააკაკუნა. კარები მალევე ზლაზნვით გააღო ნახევრად მძინარმა და თმა გაჩეჩილმა ლიზამ. ნუცას დანახვისას ადგილზე გაშრა.
- აქ რა გინდა? - გაოცება მალევე მისი დის მიმართ ზიზღში გადაეზარდა-ციხიდან გამოიქეცი?
- როგორც მახსოვს ჯერ კიდევ ჩვენი სახლია ეს. ასე,რომ შემიძლია შემოვიდე- გვერდით გაწია და სახლში შევიდა. ყელში ამოუვიდა მისი ლაწირაკი დის ტინგიცი და ასეთი ქცევა. მითუმეტეს მას შემდეგ გადაწყვიტა მკაცრად მოქცევა მასთან რაც გაიგო,რომ დედას იშვიათად აკითხავდა.
- ჩვენი სახლი- ლიზამ სიცილი დააყარა და ხელის მარტივი მოძრაობით კარები მიკეტა.- სახლი ჩვენი კი არა იმ კაცის იყო აი აქ,რომ მოკალი- თითით შემოსასვლელ იატაკზე მიუთითა.
- ლიზა გეყოფა სანამ წყობიდან გამოვალ- მკაცრად გააფრთხილა თუმცა ლიზა მაინც არ ცხრებოდა.
- თუ არა რა? მეც მომკლავ? მამასავით? იქნებ ჩემი ხელით მოგიტანო ბარემ დანა? მომკალი და ისევ იქ შებრუნდი სადაც შენნაირები სხედან. ის ქალიც შენსავით გიჟია- სახლში ექოდ სილის გარტყმის ხმა გაისმა. ლიზამ სწრაფად იტაცა ხელი აწითლებულ ლოყაზე.
- შეგიძლია ჩემზე ის თქვა რაც გინდა მაგრამ...- თვალწინ საჩვენებელი თითი აუქნია და კბილებიდან გამოუცრა ნუცამ- მაგრამ არ გაბედო და დედაზე ზემდმეტი არაფერი თქვა. უფლებაც კი არ გაქვ მასზე რამე თქვა. მის სანახავად ორჯერ მაინც თუ ხარ მისული?  - ნუცას სიტყვებზე თვალები ცეცხლით აენთო ლიზას.- თუ რამე არ მოგწონს მიბრძანდი!-კარზე ანიშნა ლიზას.- არ ხარ ღირსი მისი შვილი იყო.- თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.ყველაფერი აცეცხლებდა რაც დედამისს ცუდად ეხებოდა.
- ვერ გიტან! ვერც დედაშენს ვიტან! მას მხოლოდ შენ უყვარხარ. ვერც ერთს ვერ გიტანთ! ნეტა ორივე მოკვდეთ!- ლოყაზე ხელ მოუშორებლად ღრიალებდა პატარა გოგო. შებრუნდა კარებთან საკიდზე ჩამოკიდებულ მოსაცმელს ხელი დაავლო და სახლიდან გავარდა ზურგს უკან კი კარები ხმამაღლა მოაჯახუნა. ნუცა იქვე ჩაიკეცა. კედელს ჩაყვა. მუხლებში მოიკეცა. თავი მუხლებზე დაიდო და მწარედ აქვითინდა.

~9~
უფროსის კაბინეტიდან გამოსულმა თვალი დარბაზს მოავლო ყოველი შემთხვევისთვის. რადგან ვერც მეგობარს და ვერც ნუცას თვალი ვერ მოკრა იფიქრა,რომ დავითმა მისი თხოვნა უფრო სწორედ მოთხონა შეასრულა. სამუშაო მაგიდას მიუჯდა და მის მაგიდაზე დაყრილი მასალების  შესწავლას შეუდგა.
- ეს გოგო ნამდვილი გიჟია- მის გვერდით სკამზე დაენარცხა დათო და კოპებშეკრულმა ამოიხვნეშა. ირაკლიმ ქაღალდებიდან თავი ამოყო და წესით ჯერ კიდევ ნუცას სახლისკენ მიმავალ მეწყვილეს გახედა.- მაინცდამაინც რაღა ამ ჯიუტ გოგოს გადაეყარე?- საყვედურობდა ძმაკაცს.
- ხომ გითხარი გაგეყვანა აქ რატომ ხარ?- ჯერ ისევ ნუცაზე გაბრაზებული ცდილობდა დათოზე ეყარა ჯავრი.
- ახლა რა ვთქვი გაიგე?- ოდნავ წინ გადაიწიაა დათო.- ეგ გოგო ვირივით ჯიუტია. ატყდა არ მინდა შენი წაყვანაო. შენი მანქანიდან გადმოღებული მისი პატარა ჩანთა ხელიდან გამომგლიჯა და ავტობუსში ავიდა.-ლაპარაკისას თან ხელებს იშველიებდა რაც კიდევ უფრო ემოციურს ხდიდა მის ლაპარაკს.ირაკლიმ ნერვიულად ორივე ხელი თავზე გადაისვა და სკამზე გადაწვა.-გეუბნები არ მომწონს ეგ გოგო. ჯერ არც დაწყებულა არაფერი და უკვე ნერვები გაქვს დაფუტკვნაზე.- თვითონვე დააქნია თავი თანხმობის ნიშნად.
- რა არ დაწყებულა? ან რა უნდა დაიწყოს?- უცაბედი მზერა ესროლა მოსაუბრეს,რომელიც მის უცაბედ წამოყვირებაზე შეშინებული კურდღელივით იყურებოდა.გამომძიებელი დასმულ კითხვებზე პასუხს არც დალოდებია  ისე წამოდგა ფეხზე და საქაღალდეს ხელი დაავლო.- წამოდი.საქმესთან დაკავშირებით მეზობლები უნდა დავკითხოთ- მისთვის არც შეუხედავს ისე გაემართა კარისკენ.
- მე რას მიყვირიხარ ერთი?!-ის რაც არ უნდა დაიწყოს უკვე დაიწყო შენს გულში- ჩაიდღუნა და უკან გაეკიდა.- ცუდი პოლიციელის როლი ჩემია - გათანასწორებულს მხარზე ხელი გადახვია და ღიმილით ჩაილაპარაკა. შეეცადა ძმაკაცის უჟმური გუნება გამოეკეთებინა. თორე მისი ატანა მთელი დღე მას მოუწევდა. ცოტა გამოუვიდა კიდევაც რადგან მის ცხენივით დაკრეჭილ ღიმილზე ირაკლის ჩაეცინა.დათო ის იყო ვინც ყოველთვის ახერხებდა მის გაცინებას და ასევე იტანდა მის ცვალებად ხასიათსაც.
- კარგი პოლიციელის როლი ყოველთვის არ მხიბლავს. დღეს განწყობაც ცუდი პოლიციელის მაქვს.ასე რომ როლი ჩამოგერთვა- სიცილით ჩაამთავრა ირაკლიმ და ამასობაში განყოფილებიდანაც გავიდნენ. უკმაყოფილო მეგობრის ხელი მხრიდან ჩამოცურდა და შეფარვით ბუზღუნით მიყვა ძლივს ოდნავ გუნებაზე მოსულ ძმაკაცს.
****
უკვე კარგა ხანი იყო გასული რაც შესასვლელში კედელზე მიყრდნობილს ტირილისგან ჩაწითლებული თვალები ერთი წერტილისთვის გაეშეშებინა. უცებ ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ამოხდა პირიდან. ფეხზე წამოდგა. აქეთ -იქეთ მიმოიხედა. ყველაფერი მტვრიანი,ჭუჭყიანი,არეული და თითქმის საუკუნის მიულაგებელი ჩანდა.სხეულში ლიზას მიმართ სიბრაზე სახლის თითოეული ადგილის დანახვისას სულ უფროდაუფრო ემატებოდა. პირველ რიგში მიყრილი ტანსაცმელები მიალაგა,შემდეგ კი იმ დაგროვილი ჭურჭლის რეცხვას შეუდგა სამზარეულოში,რომ დაეხვავებინათ. გასარეც ჭურჭელს შორის პატარა ყავის თეფში იპოვა,რომელზეც სიგარეტის ნამწვავები იყო.სიბრაზის უმაღლეს წერტილს მიღწეულმა თეფშს ხელი დაავლო და ძირს ძლიერად მოიქნია. თეთრი ლამბაქის ნამსხვრევები სამზარეულოს ოთახში მიმოიფანტა ათას ნამსხვრევებად. დების ურთიერთობაც ზუსტად ამ ლამბაქივით დაიმსხვრა. დაიმსხვრა და მათი აღდგენა ძნელი ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა.
   ნუცამ სახლი იმ დროინდელს დაამსგავსა დედა,რომ იყო დიასახლისი. ბოლოს თავიც მოიწესრიგა. ნორმალურად იბანავა და თავის სუფთა ტანსაცმელში გამოეწყო. თეთრი მაისური გადაიცვა და შავი ჯინსის კომბინიზონი მოირგო ტანზე. ჯერ კიდევ ოდნაც სველი თმა შუაზე გაიყო და სარკეში თავის თავს თვალი შეავლო.ლავიწები იმაზე მეტად გამოჩენოდა ვიდრე ადრე ქონდა. ლოყებიც უფრო გამხდარი უჩანდა. ხელით ცალ მხარეს თმები ყურზე გადაიწია.ამ მოძრაობამ ირაკლის შეხება და თმის ყურს უკან გადატანა გაახსენა. მთელს სხეულზე ეკლებმა დააყარა.ხელები ერთმანეთს გაუსვა და გარდერობს მიუბრუნდა. რამდენიმე წუთიანი კარადაში მოგზაურობის შემდეგ ფულით ხელში გამოვიდა იქიდან.სანამ დაიჭერდნენ ცოტაოდენი თანხა ქონდა მოგროვებული თავისი ძველი სამსახურიდან. მართალია ამ ფულის მიზანი სულ სხვა იყო,თუმცა ახლა დედამისისთვის და საკუთარი ცხოვრების ამ ეტაპისთვის უნდა გამოეყენებინა. სახლში საჭმლის მარაგი სრულიად ამოწურული იყო. დედამისსაც რაღაცეები სჭირდება ამიერიდან პასუხისმგებლობა უნდა აეღო თავის თავზე. სამსახურიც უნდა ეშოვნა სადმე. გასვლამდე ბოლოჯერ შეათვალიერა თავისი თავი სარკეში სრულიად შემთხვევით და სახლი დატოვა.
****
გადატვირთული მოძრაობის გამო ირაკლი ცდილობდა კორპუსებს შორის გაძვრენას და დანიშნულების ადგილამდე იმაზე სწრაფად მისვლას ვიდრე ამას ცენტრალური გზა უქადდა. მთელი გზა კი მისი ენატლიკინა მეწყვილე მოწყენის და სიჩუმეში ყოფნის საშულებას არ აძლევდა.
- გეუბნები ეს მეზობლის ბიჭი არ მომწონს. დაკითხვისას სამჯერ გამოიჭირე შეუსაბამობაში.
- მიუხედავად იმისა, რომ ცოტას ლაპარაკობდა მაინც ბევრი შეცდომა დაუშვა - გვერდულად ცინიკურად ჩაეღიმა მძღოლს.
- თვალთვალი დავაწესოთ მასზე?- მეწყვილეს კითხვისნიშნიანი სახე ესროლა.
- დათო!- სწრაფი მზერა ესროლა მეგობარს.- ხომ იცი რომ უნდა დავაწესოთ ჩემგან ნებართვას რატომ იღებ? გამაგიჟებ შენ მე.- თავი უკმაყოფილოდ გააქნია ირაკლიმ.
- რავიცი ძმაო შენ ჩემზე მეტი გამოცდილება გაქვს და უფრო მეტადაც იცი ყველაფერი,თან მიჩვევაცაა,რომ უნდა გკითხო- ჩაიცინა ბიჭმა.ირაკლიც აყვაა სიცილში. - მეჩვენება თუ იმ უბანს ვუახლოვდებით სადაც ნუცა ცხოვრებს?!- თვალები მოაცეცა იქაურობას.
- არ გეჩვენება. მომიწია აქეთ შემოხვევა- ისე ჩაილაპარაკა გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
- შეიძლება სადმე შეგვხდეს ეგ გიჟი გოგო- ჩაიცინა დათომ და თან მეგობარს გვერდულად გახედა.
- მე კი მგონია,რომ დედამისთანაა- იგივე არაფრის მთქმელი სახით ჩაილაპარაკა. დათო კი სოჩიკივით ატრიალებდა თვალებს იქნებ შემთხვევით სადმე მოეკრა თვალი. მაინც მისი უბანი იყო.
-  ეე ძმაო შეანელე- წამოიყვირა და ხელი დაკრა მხარზე.
- რა იყო?რა გაყვირებს?- მანქანას მუხრუჭი დაარტყა და სწრაფად გააჩერა ეგონა ჩაფიქრებულზე გზაზე რამე ვერ შენიშნა და შეშინებული სახე ჯერ დათოს შემდეგ კი გზას მიაპყრო.
- ასე გაჩერებაც არ მითქვამს-ლამის ტორპეტოზე დატოვებულ სახეს იმოწმებდა დათო.
- რა ჯანდაბამ დაგაყვირა ასე?- კოპები შეუკრა იმის შემდეგ რაც დარწმუნდა,რომ არავინ გაუტანია.
- აი იქეთ გაიხედე- თითი მარჯვნივ გაიშვირა და შენობებს შორის მოთავსებულ პატარა მაგიდასა და სკამეიკაზე მიანიშნა.
- და ეს ყვირილი იმიტომ მორთე რო რაღაც დამანახო? - კიდევ უფრო შეკრა წარბები.
- რაღაც არა ვიღაც- შეუსწორა და თითი იმ ადგილისკენ დააქნია ისევ.- ის ხომ ნუცას დაა? მის გვერდით ჩვენი განყოფილების ხშირი "სტუმარი" დგას და როგორც ვხედავ ეს პატარა ლაწირაკი მისგან სიგარეტს იღებს. აი გაუკიდა კიდევაც.ოოჰ ნაპასიც..-სიტყვა პირზე შეახმა როცა მანქანის კარის მოჯახუნების ხმა გაიგო.მანქანაში გაიტრუნა და სანახაობის ყურება განაგრძო.ირაკლიმ წამის მეასედებში დაფარა მანძილი.ლიზას თითებს შორის მოქცეული სიგარეტი,მესამე ნაპასის დასარტმელად ტუჩებთან მიტანილი, ხელიდან გამოგლიჯეს. ანთებული სიგარეტი ხელებში მოჭმუჭნა ირაკლიმ და გაოცებულ გოგოს სიბრაზისგან ანთებული სახე ესროლა.
- ვინ ხარ საერთოდ ამას,რომ აკეთებ?-გონებაზე მოსული შეტევაზე გადავიდა. მის გვერდით კი აწურული ბიჭი დამფრთხალი უყურებდა გამომძიებელს,რომელიც მუდამ მის კუდზე იჯდა და ყოველთვის იწვებოდა.
- მანქანაში ჩაჯექი.გზასთან დგას. სახლში მიგიყვან!-ბოლო დონემდე შეეცადა წყნარად ეთქვა გოგონასთვის.
- არ მინდა! არ წამოვალ! და არც სახლი მაქვს!- წამოიყვირა გოგომ- შენ კი არ გაქვს ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება.რასაც მინდა,როცა მინდა და როგორც მინდა ისე გავაკეთებ- მოთმინების ფიალას უვსებდა მის წინ მოტყლარჭე გოგო,რომლის გატყეპის სურვილიც ქონდა.
- ლიზა!- მისმა ყვირილმა გოგონა დააფრთხო.ირაკლიმ ხელი ჩასჭიდა და სცადა გაეყვანა თუმცა წინააღმდეგობას უწევდა. რამდენჯერმე შეეცადა დაერტყა კიდევაც გამომძიებლისთვის.
- არ წამოვალ შემეშვი!- ჭირვეული ბავშვივით იქცეოდა.
- არ უნდა წამოსვლა- ამოიღო დეკორაციასავით მდგომმა ბიჭმაც ხმა მისი ახლად შეძენილი მეგობრის დასაცავად.თუმცა გამომძიებლის მკაცრ მზერაზე ენა ჩაიგდო და გაირინდა.
- კარგი თუ ნებით არ მომყვები სხვა გზა არაა.-უკან მიიხედა თითით მეწყვილეს მოუხმო და ისიც დაიძრა მისი მიმართულებით.მანამდე საქამრის უკან მიმაგრებული ბორკილები მოიხსნა და ამით შეშინებულ გოგონას ხელზე გაუკეთა.
- თავი გამანებე!- უკანასკნელად გაიბრძოლა ხელებზე უკვე ბორკილებ დადებულმა გოგომ,რომელიც ირაკლის ხელებიდან დათოსაში გადაანაცვლეს.
- მანქანაში ჩასვი. ახლავე მოვალ- მეგობარმა თავი დაუქნია და წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად მაინც წაიყვანა გოგონა.წინ მდგარ ბიჭს ჯერ ქვევიდან ახედა რაც ავის მომასწავებელი იყო. მერე ორივე ხელით მაისურს ჩაებღაუჭა და ახლოს მიიზიდა.
- ახლა კარგად მომისმენ და ყველაფერს ისე იზავ რასაც გეტყვი-კბილებიდან უცრიდა ლამის სახეზე აწეპებულ ბიჭს.- ამ გოგოს კილომეტრის რადიუსში არ გაეკარები. შენი მოსაწევების მასთან გასაღებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. თუ შემთხვევით...კიდევ ერთხელ გიმეორემ სრულიად შემთხვევით, სადმე გადაეყრები მას, ისე მოიქცევი ვითომ არ იცნობ და მის საპირისპირო მხარეს წახვალ. თუ ასე არ იზავ პირადად შენთვის ციხეში ერთ საკანს მოვამზადებ და მამიკოს ფულები ვერ გიშველის. ყველაფერი გასაგებია?- ხელებში მომწყვდეულმა ბიჭმა სინათლის სიჩქარით დაუქნია დადებითად თავი- ძალიან კარგი- ხელები შეუშვა და მაისურიც შეუსწორა. გაბრუნებას აპირებდა,როცა ისევ ირაკლის ხმამ გააჩერა.- სანამ წახვალ ჯიბეები ამოიტრიალე და ხელზე დამიწყვე ყველაფერი.- წარბი აუწია კიდევ უფრო დამფრთხალ ბიჭს-დღეს მხოლოდ წართმევით შემოვიფარგლები- განუმარტა და გაწვდილი ხელის თითები აათამაშა. მის ხელის გულზე წამში რამდენიმე სიგარეტი,ქაღალდში გახვეული ბალახეულობა და ორიოდე გამაყუჩებელი იდო.ჯიბეები ამოიტრიალა დამნაშავემ და სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას.ირაკლიმ კი ხელში მოთავსებული ნაგავი ერთად მოჭმუჭნა და ჯიბეში ჩაიდო. სახეზე კვლავ გაბრაზებული მზერა ეწეპა. მანქანისკენ შეტრიალდა და მისკენ გაემართა.
****
საკუთარ უბანში აჩრდილივით დადიოდა. თითქოს არავინ ამჩნევდა და თან ამავე დროს ყოველ კუთხეში შეკრებილი მეზობლობა მასზე ჭორაობდა და განიკითხავდა. რომელ სამსახურში აიყვანდნენ მკვლელობისთვის ნასამართლევს,როცა საკუთარი სამეზობლოს სუპერმარკეტშიც კი არ ენდობიან. ეჭვნარევი მზერა ესროლეს,ათვალიერ ჩაათვალიერეს და უარით გამოისტუმრეს. მათზე არც იმან იმოქმენდა,რომ ნუცა მთელი ბავშვობა მათ თვალწინ გაიზარდა. ყველაფერს გოგონას თავზე დატრიალებული უბედურებით საზღვრავდნენ.
- ვერ შეძლებთ ჩემს დაჩოქებას. თქვენ თუ არა სხვა მაინც ამიყვანს.- ყელში მოწოლილი ცრემლების ბურთი ისევ იქვე დატოვა და გადმოსვლის საშუალება არ მისცა. თავის სადარბაზოსთან მისულს მანქანის მუხრუჭების ხმა მოესმა ზურგს უკან და მისკენ შემობრუნდა. საყვირლად გამზადებული პირი გაუშეშდა,როცა საჭესთან ირაკლი შენიშნა. - მაინც როგორ ბედავს დამენახოს- ჩაილაპარაკა და კოპები შეკრა. თუმცა გულის სიღრმეში ვერ ხვდებოდა გაბრაზების მიზეზს. ეს ორი ჯიუტი თხა ერთმანეთზე ბრაზობდა და ვერც ერთი ხვდებოდა ამ მიზეზს. მიზეზი კი ის იყო რო ორივე გაურბოდა იმ გრძნობას რასაც განიცდიდნენ ერთმანეთის მიმართ. უფრო სწორედ კი ნუცა გაურბოდა და ირაკლიც მის ნებას ჰყვებოდა.
- კიდევ ერთხელ სალამი გიჟ... უკაცრავად ნუცა- მანქანიდან გადმოსული ბიჭი ხელის აწევით მიესალმა გოგოს რომელსაც თვალები მძღოლისკენ ქონდა მიპყრობილი. ირაკლი კი ჯიუტად არ უყურებდა.
- აქ რას აკეთებ? თუ შენი პასუხისმგებლობა ჩემზე ჩემს სახლში შემოწმებასაც მოიცავს? - მკვახედ გასძახა მანქანიდან ახლახანს გადმოსულ მძღოლს,რომელმაც ისევ არ გასცა პასუხი და უკანა კარისკენ შებრუნდა.
- დუმილის აღთქმა აქვს დადებული- დათო ცდილობდა მეგობრის მოქმედებები განემუხტა და იმაზე მეტად არ გაემწვავებინა ვიდრე ახლა იყო.ირაკლიმ უკანა სავარძლიდან ძალდატანებით მოფართხალე გოგო გამოიყვანა. სანამ ნუცა ლიზას ასე ნახვით გაოცებისგან რამის თქმას მოასწრებდა დათომ დაასწრო.- ჰო შენი და ვიპოვეთ აქვე ძალიან ცუდ ბიჭთან ერთად მოსაწევს ეწეოდა. წინააღმდეგობა გაგვიწია. გამოგიტყდები და ირაკლის ერთი ორი მუშტიც მოხვდა მისგან მხრებში.ნუ კი ეს მისთვის ბუზის ნაკბენივით იყო,მაგრამ შეგვეძლო ჩვენი განყოფილების საკანში ერთი ღამით მაინც მოგვეთავსებინა.თუმცა ჩვენ უფრო სწორედ ირაკლიმ ამჯობინა სახლში მოეყვანა.- პატაკის ჩაბარების ბოლოს ამოისუნთქა დათომ და ირაკლის გახედა,რომელსაც უკვე მოეხსნა გოგონას ხელებზე ბორკილები.ნუცა კი უკვე ლიზას უყურებდა სიბრაზისგან აწითლებული.
- მომაშორე ხელები-ლიზამ სხეული შეარხია და ირაკლის ხელი მოიხსნა მაჯიდან.- მეორედ აღარ...
- ლიზა!- ნუცას ყვირილმა სადარბაზო ორად შეაზანზარა. მის ყვირილზე დათოც კი შეხტა. ხოლო გამომძიებლის მზერა დაიმსახურა.ნაბიჯი წინ გადადგა გოგონას ახლა თვითონ ჩაებღაუჭა და თავისკენ მოსწია. პირველად ნახა ლიზამ ნუცას ასეთი სახე. სულ გამუდმებით მის დაცვაში იყო. ყოველთვის თბილად ექცეოდა. მისგან ერთი ზედმეტად მაღალი ხმაც კი არ ახსოვს. დღეს კი მისგან ხმის აწევა და ხელის აღმართვაც კი მიიღო. მის წინ აღარ იდგა ის უფროსი და მის საყვედურებს,რომ იტანდა.- შენი ხმა არ გავიგო. ახლავე სახლში ადი- კბილებიდან გამოუცრა დას ნუცამ.
- არ...- შეეცადა შებრძოლებოდა ლიზა.
- სიტყვა არ გავიგო- თითი აუწია და თვალწინ გამაფრთხილებლად აუთამაშა. ლიზამაც მაშინვე ენას კბილი დააჭირა და კიბეებისკენ გაიქცა. გოგონა ღმად ჩასუთქვით ცდილობდა სიბრაზე დაეოკებინა. რატომღაც დამამშვიდებელ სიტყვებსაც ელოდა შეროლკისგან ის კი ხმას არ იღებდა უბრალოდ ადგა და ჩუმად ჩაჯდა ისევ. მანქანაში.
- აქ ჩვენი საქმე აღარაა. აბა შემდეგ შეხვედრამდე - გაეკრიჭა დათო და ისიც თავის ადგილზე მოთავსდა. მალევე დაქოქა მანქანა და სწრაფად გაეცალნენ კორპუსს. გარკვეული ხანი გამავალ გზას გაყურებდა ნუცა,სადაც წუთის წინ გაუჩინარდა შერლოკის მანქანა. ხელში შერჩენილ პარკს ხელი მაგრად მოუჭირა. ისე მაგრად,რომ ხელის გულზე საკუთარი ფრჩხილებიც იგრძნო.
   სახლში შესულს დივანზე მოკალათებული დახვდა ლიზა.კოპები შეეკრა და ნუცას მოძრაობებს თვალს ადევნებდა.მის წინ დადგა და მხოლოდ და მხოლოდ დის თვალიერებით შემოიფარგლა. ყვირილის და ცემის გარეშე.
- მამა მოკალი და ახლა მისი ადგილი უნდა დაიკავო? აქვე მცემ თუ ოთახში შევიდე?- დამცინავ ტონს არ იცილებდა. მისი პატარა დამპალი პირის გაჩერება ტელეფონის ზარმა აიძულა. ნუცა სახლის ტელეფონს დაწვდა ისე,რომ ლიზასთვის თვალი არ მოუშორებია.
- დიახ. გასაგებია. მადლობთ.- მხოლოდ სამიოდე სიტყვა აღმოხდა და ყურმილი დაკიდა.
- თუ ჩხუბს აპირებ ახლავე მითხარი თუ არადა შენთვის არ მცალია. ხვალ სკოლა მაქვს და შესაბამისად უნდა მოვემზადო კიდევაც.- დივნიდან წამოდგა და გასვლა დააპირა,როცა ნუცას ხმამ კვლავ გაიჟღერა.
- ორი კვირაა რაც სწავლა დაიწყო შენ კი ამდენი ხნის მანძილზე ერთხელაც არ მისულხარ. არც ცეკვაზე სიარულით შეგიწუხებია თავი. კარგი რადგან არც სწავლა გინდა და არც ცეკვაზე სიარული,მაშინ სახლში დაჯდები მანამ სანამ არ შევა შენს  უტვინო თავში რამდენს ნიშნავს სწავლა და ის,რომ ცხოვრებაში რაღაცას წარმოადგენდე. შინა პატიმრობა გექნება. მხოლოდ ჩემთან  ერთად შეძლებ სიარულს დედასთან თუ სურვილი გექნება. სახლში იქნები იქამდე სანამ არ დაუფიქრდები შენს ქცევებს და რამე დასკვნამდე არ მიხვალ.
-ასე ვერ მომექცევი. დედაჩემი არ ხარ- ზიზღით ავსილი თვალებით უყურებდა ნუცას.
- დედა არაა მაგრამ და ვარ შენი. და ამის უფლებაც მაქვს. ინტერნეტით ვერ ისარგებლებ,რადგან აღარ გვაქვს.  ტელეფონი...- ტუჩთან ხელი მიიდო.დამფრთხალი თაგვივით მომზირალ ლიზას გახედა.- ტელეფონიც მომეცი. არ დაგჭირდება.- ხელი გაუშვირა.მანაც ჯიბიდან ამოიღო და გადაშლილ ხელის გულზე დაუდო.
- ვერ გიტან! მეზიზღები!ნეტავ მოკვდე! შენ დედაჩემი არ ხარ და ისე ნუ იქცევი ვითომ გაღელვებდეს რამე. რომ გაღელვებდეთ მამას არ მოკლავდი და არც დედა გაგიჟდებოდა. მეზიზღები. იმედი მაქვს მალე მოკვდები!მეზიზღები!- მისი სიტყვები გულზე ეკალივით ერსობოდა,მაგრამ მკაცრი სახით იდგა სანამ ლიზა მის ლანძღვას დაასრულებდა და ტირილით ოთახში შეიკეტებოდა.
- ვიცი...- ჩაილაპარაკა თავისთვის და თვალის კუთხიდან გადმოვარდნილი ცრემლი ხელის მარტივი მოძრაობით მოიწმინდა.
*****
დედის პალატასთან მისული ღრმად სუნთქავდა,რათა აჩქარებული გულის ცემა დაერეგულირებინა და ლიზასგან გამოწვეული მღელვარება დაეფარა.
- არ მინდა!  არ  დავლევ ამ წამალს!- პალატიდან დედამისის ჭირვეული ხმა მოესმა.მანაც სწრაფად გამოაღო კარები.
- რა ხდება?- ექთანს მკაცრი მზერა ესროლა.
-ნუცა შვილო- ქალს თვალები გაუბრწყინდა მისი დანახვისას.ნუცა კი მას მიუახლოვდა და ორივე ხელები ჩასჭიდა.
- წამლების მიღებაზე უარს ამბობს.- ექთნისგან შეკითხვაზე პასუხი მიიღო.ჯერ დედას გაუღიმა შემდეგ ექთანს გადახედა.
- მომეცით მე დავალევინებ- ექთანმაც შეასრულა და ხელის გულზე დაუდო ორი აბი.
- მეგონა აღარ მოხვიდოდი.მეგონა ჩემი გონების მწარე დაცინვა იყავი. თუ ასეა და ახლა ჩემთან არ ხარ მაშინ აღარ მინდა სიცოცხლე.-თვალებში ცრემლები ჩაუდგა. დანაოჭებული ხელი სახეზე ჩამოუსვა.ეფერებოდა თავის პატარა გოგოს.
- დედა ხომ ხედავ აქ ვარ. თან ხომ მეხები.ნამდვილი ვარ და შენთან ვარ.- გაუღიმა აცრემლებულ ქალს,რომლისგანაც იგივე მიიღო.- მოდი ეს წამალი დალიე. იცოდე შენს გოგოებს ძალიან ჭირდები და მალე გამოკეთდი - ქვედა ყბა აუცახცახდა ნუცას. - ძალიან მჭირდები დეე მეც და ლიზასაც. ნუ დამტოვებ მარტო ასე.- ცრემლები თავისით გადმოვიდა გოგონას თვალებიდან. ქალმა ხელის გულზე შერჩენილი წამლები პირში ჩაიყარა და წყალიც მიაყოლა. შემდეგ თავის გოგონას ხელი მოხვია და გულზე მიიკრა.თან თმებზე ეფერებოდა.
******
საქმე ეხმარებოდა ნუცაზე ფიქრისგან თავი შორს დაეჭირა. მის კორპუსთან ყველაზე მეტად მას უჭირდა,რომ მისთვის არ შეეხედა ეთამაშა ცივი კაცის როლი ნუცასთან. ყველანაირად გაურბოდა,მაგრამ მაინც მასთან ხვდებოდა. ყოველთვის კვეთდა ყველანაირად მათი გზა ერთმანეთს. აი ახლაც ისევ მისი ნახვის წინაშე აღმოჩნდა.ბიცოლამისის დაჟინებული თხოვნით საავადმყოფოში მოიყვანა. არ უნდოდა ზემოთ ასვლა რადგან დარწმუნებული იყო ისიც იქ იყო. ვეღარ გაძლებდა მისთვის არ შეეხედა.
- ბიცო მეჩქარება მე უნდა წავიდე- მანქანიდან გადასვლისას გასძახა ქალს.
- მოიცა მეგონა ამოხვიდოდი- შეშფოთებული მზერა ესროლა ქალმა.
- საქმეები მაქვს. დრო მხოლოდ შენთვის გამოვნახე,რომ მომეყვანე უარს ხომ არ გეტყოდი. მომიკითხე-  ჩაილაპარაკა ბოლოს და მანქანა კვლავ დაქოქა.
- ვინ მოგიკითხო დედა თუ შვილი?- სიცილი დასთამაშებდა ქალს სახეზე.
- რა თქმა უნდა მაია დეიდა. - თვალები აატრიალა ბიჭმა.
- იჩხუბეთ?- ახლა ქალი არ ასვენებდა და არც კარებს კეტავდა,რომ წასულიყო.
- ნანა!- სერიოზული სახით სახელით მიმართა. ეს კი იმის ნიშანი იყო,რომ ახლა სულ რომ ნაჯახით დადგომოდა თავზე ვერაფერს ათქმევინებდა.კარები მიუხურა და ირაკლიმაც ძრავა კიდევ ერთხელ ხელთავიდან გადართო. ქალი სავადმყოფოში თავის უკმაყოფილო ქნევით შევიდა.
-ნამდვილად იჩხუბეს. ნეტა რას გაუგებ ამ ახალგაზრდებს ყველაფერზე ჩხუბობენ. და ერთი ბეწო რაღაცაზე გული მოსდით. გოგოა და თავს იფასებს სხვანაირი მიდგომა უნდა ჯიუტობა და სიბრაზე კი არა - ბურდღუნებდა თავისთვის,როცა პალატიდან გამომავალ ნუცას ლამის შეეჯახა.
- ოჰ ნანა დეიდა- სახე გაუნათდა მისი დანახვისას ნუცას.
- შვილო- ქალმა გადაკოცნა. - დედაშენთან მოვედი. არ ვიცი გითხრეს თუ არა მაგრამ მისი მეგობრის სტატუსი მაქვს - გაეკრიჭა ქალი.
- მითხრეს,რომ ხშირად აკითხავდით.მარტო მოხვედით?-ზურგს უკან იმედით თვალები გააპარა გოგონამ.
- არაა ირაკლიმ მომიყვანა ...
- მართლა?- სათქმელი არ დაასრულებინა ქალს და ნაბიჯები გადადგა.-შედით და მეც მალე მოვალ. შერლოკთან რაღაც საქმე მაქვს-თან სიარულს განაგრძობდა  და თან უკან უკან იყურებოდა ლაპარაკისას. სახეზე ღიმილი გამოესახა. არც ისე დიდი ხანი იყო რაც შერლოკი არ დაუძახია მისთვის თუმცა თითქოს მოენატრა.არაფერი საქმე არ ქონდა,მაგრამ გრძნობა, რომ თუ ნახვა უნდოდა რაღაც უნდა მოეფიქრებინა.მიუხედავად იმისა,რომ გუშინ გადაწყვიტა შერლოკის ღირსი არ იყო,რატომღაც დღეს მის მთელ შინაგან სამყაროს უნდოდა მასთან. მისი სახის დანახვაც კი საკმარისი ხდებოდა,რომ სხეულში სულიერი სიმშვიდე ეგრძნო. მისი სიახლოვეც კი უნდოდა,რომელიც თან ასე აბნევდა.მაგრამ როგორც ჩანდა ირაკლი დანებებას არ აპირებდა და პირველი ნაბიჯი თვითონ უნდა გადაედგა. ამას არ იზავდა გულის სიღრმეში თავს დამნაშავედ რომ არ გრძნობდეს ამ ურთიერთობის გაფუჭებაში.აი ახლაც კი არ მოვიდა დედამისთან მასზე გაბრაზებული.
ნუცა იმ იმედით გავარდა სავადმყოფოს გარეთ,რომ ელოდა იქ მანქანასთან აყუდებული შერლოკი დახვდებოდა. თუმცა იმედი იმედად დარჩა. აქამდე ღიმილიანი სახე ჩამოყრილმა ყურებმა შეცვალა. ღრმად ჩაისუნთქა  და უკან შებრუნდა ნელი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. იმდენად დაითრგუნა,რომ სავადმყოფოს ეზოში მანქანის სწრაფი შემოსვლისას კენჭების ჭრიალის ხმაზე რეაქციაც კი არ ქონდა. მისაღებში შესულმა რამდენიმე წამის შემდეგ ექთნის გაბადრულს სახეს მიაქცია ყურადღება, რომელიც მის ზურგს უკან ვიღაცას უყურებდა. ინტერესის გამო მიტრიალდა უკან. შემოსასვლელ კარებში ქალის ჩანთით ხელში იდგა გამომძიებელი და გოგონას მიშტერებოდა,რომელსაც მის დანახვაზე სახის მიმიკები წამის მეასედში შეეცვალა და ჩაუღიმა.
- ამის დედაც! სწორედ ამას ვარიდებდი თავს მაგრამ არ შემიძლია...- ჩაილაპარაკა ბიჭმა მაგრამ ისე,რომ ნუცას თითოეული სიტყვა ესმოდა. გოგონას მიმართულებით სწრაფი ნაბიჯები გადადგაა და წამის მეასედში მის წინ იდგა. პირდაპირ თვალებში შესცქეროდენ ერთმანეთს და თითქოს ორივეს მზერაში ჩუმი ღიმილი ჩანდა.
- რა არ შეუძლია შერლოკს,რომელსაც მე ვიცნობ?- გააჟღერა ნუცამ ეშმაკურად სიტყვები და თან მზერას არ აცილებდა მის თვალებს.ირაკლის მისკენ მიიწია.თითქმის ეხებოდა მის სახეს.
- შენგან შორს ყოფნა! შენი დაიგნორება! უშენობა! ეს ყველაფერი ანადგურებს- ლაპარაკისას ბიჭის სუნთქვა ედებოდა ნუცას სახეს. რაც ერთიანად ართმენდა ძალას გოგოს.გაუცნობიერებლად მოეხუჭა თვალები. გამომძიებელმა იგრძნო,რომ დრო იყო. მისი საყვარელი ქალის ტუჩებს კვლავ შეეხო ტუჩებით ნელა.ჯერ ქვევითა ტუჩს,შემდეგ ცხელი კოცნა ზევითა ტუჩზე შეატოვა.
მის ტუჩებზე მოთამაშე ბიჭის წელზე ორივე ხელი ასწია და თეთრ პერანგზე ჩაებღაუჭა. ბიჭმა მარცხენა თავისუფალი ხელი კეფაზე თმებში შეუცურა და კიდევ უფრო მიიკრა. რამდენიმე წამის შემდეგ  ტუჩებზე ამბორი შეტყვიტა და ერთმანეთს შეწეპებული ტუჩები ნელი მოძრაობით მოხსნა თუმცა შორსაც არ წაუღია. შუბლი შუბლზე დაადო. ჯერ კიდევ ორივე ვნებათა ღელვაში იყვნენ და თვალები დაეხუჭათ.
- ახლაც თუ იტყვი, რომ არ გჭირდები და შენთვის უცხო ვარ გეფიცები ვეღარასდროს მნახავ- გოგონას სახეზე ჩურჩულით ჩაილაპარაკა გამომძიებელმა.სახე ოდნავ მოაშორა გოგონას და უკვე გახელილ ამღვრეულ თვალებში შეხედა.დაბნეული ნუცამ კი კიდევ უფრო მოუჭირა მის პერანგს ხელები.
- უცხო ხარ,მაგრამ შენსავით ახლოს ალბათ არავინ არ მყავს. არ მჭირდები,რადგან ვიცი რომ მანამდე გაჩნდები ჩემთან სანამ დამჭირდები.- ნუცას სიტყვებზე გამოძიებელს სახეზე ბედნიერი ღიმილი გამოესახა. ორივე ხელი მოხვია გამხდარ გოგოს და სხეულზე მიიკრა. ასე ახლოს და თან გაშიშვლებული გრძნობებით პირველად იყვნენ ერთმანეთთან.
- აჰამ აჰამ...- მათი სიმყუდროვე ხველებამ დაარღვია.ორივემ გაიხედეს იმ მიმართულებით,სადაც ხელში ნანა შეხვდათ,რომელიც სახეზე ბედნიერების ღიმილს ძლივს იკავებდა. ორივე გამოეცალა ერთმანეთის სხეულს თითქოს ფაქტზე წაასწრეს.- ჩანთას გამოგართმევ და გააგრძელეთ- ირაკლის ხელიდან გამოგლიჯა ლამის ჩანდა და ისევ ხელის ქნევით მიუთითა ჩახუტებოდნენ ერთმანეთს. დიდიხანი არც გაჩერდა.მალევე შეტრიალა შტერი ბავშვების ძახილით და სახეზე ღიმილ აკრული გაეცალა მათ. ახლად შემდგარ წყვილას ჩაეცინა ქალის ქცევაზე და მათ გამოჭერაზე. მომღიმარი გოგონას სახე ორივე ხელში მოიქცია და მის მოვადისფრო ტუჩებს კვლავ დაწვდა.რამდენჯერმეე ძლიერად აკოცა და გოგონა სახე კვლავ უკან გასწია.
- არ მინდა წასვლა- დარჩენის უფლებას თხოვდა გოგოს.
- მაგრამ მოვალეობა გიხმობს- ჩაეცინა ნუცას. არც მას უნდოდა გაეშვა,მაგრამ საჭირო იყო. რადგან მისი შერლოკის წყალობით ცუდი ბიჭები იქ ხვდებოდნენ სადაც საჭირო იყო.
- როგორც კი მოვახერხებ გნახავ- კიდევ ერთხელ დაწვდა  გოგონას ტუჩებს. მთელი გრძნობით.თითქოს შესრუტვას და თან წაღებას აპირებსო. ღიმილი აჩუქა მისი ბედნიერების წყაროს  და საავადმყოფოს ჰოლი დატოვა.მალევე კი მიმდებარე ტერიტორია. პატარა ბავშვივით აცანცარებული ნუცა კი ადგილზე ცქმუტავდა. ბედნიერი და თან " ის ჩემია" სახე ჯერ კიდევ თვალებ დაჭყეტილ ექთანს ესროლა და შემდეგ დედამისის პალატისკენ გაემართა.

~10~

სამზარეულოში მოფუსფუსე ნანას სახლში მისვლის წუთისდან ენა არ გაუჩერებია. ზვიადი კი დივანზე მოკალათებულიყო და ცხვირზე სათვალე მორგებული ჟურნალს ჩაკირკიტებდა.თუმცა მეუღლის ლაპარაკიც არ ეპარებოდა და შიგადაშიგ მეუღლის გონიერებით კმაყოფილი იღიმებოდა.ქალმა საჭმლის მომზადება დაამთავრა და ახლა ჭურჭელს მიუბრუნდა, თან ისევ განაგრძობდა ლაპარაკს.
- მართალია გაბრაზება იგრძნობოდა ჩვენი ბიჭის ხმაში,როცა მობრუნება ვთხოვე ჩანთის გამო- ქალს გულიანად სიცილი აუტყდა. ზვიადმა კი ჟურნალი მაგიდაზე დადო და სამზარეულოს მიმართულებით გაემართა.- თუმცა მისი ბრაზიანი ხმის მომსმენა იმ მომენტად ღირდა რაც შემდეგ მოხდა- ქალი ჩაფიქრდა და თან ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. თითქოს ახლაც თვალწინ წარმოუდგა სავადმყოფოში მომხდარი სცენა. თვალ წინ დამდგარი სცენა წელზე შეხებამ გაუქრო და შეაკრთო. კაცმა უკნიდან ხელები შემოხვია და მუცელზე შემოაჭდო.თავი კი მეუღლის თავზე დადო და თან კოცნით დააჯილდოვა.
- ვამაყობ ჩემი არჩევანით და იმით,რომ დღეს ჩემი მეუღლე გქვია.- კმაყოფილი ღიმილი აეკრა ქალს სახეზე. მეუღლეს შემოუბრუნდა და ქმრის ტუჩებს თბილად შეეხო თავისი ტუჩებით.
- ვფიქრობ,რომ იმსახურებენ ერთმანეთს. - კვლავ შეღიმა კაცს და მკერდზე მიეხუტა.
- მეც ასე ვფიქრობ. ისინი ერთმანეთის ცხოვრებაში ნათელი წერტილი გახდნენ.- მიხუტებულ ქალს ხელები შემოხვია და თავზე მთელი გულით აკოცა.
****
სავადმყოფოში ყოფნა იმდენად საშინელი აღარ იყო. დედას თითქოს ნელნელა უკეთესობა ეტყობოდა. რაც ნუცას კიდეც უფრო ახარებდა. მისი ცხოვრება კიდევ ერთი ეტაპით წინ წაიწია. მის ცხოვრებაში შერლოკი მისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება გაჩნდა,რომელიც ყოველთვის ცდილობდა მცირედი დროის გამონახვას მაინც,რომ მოენახულებინა დედაც და შვილიც. მათი ჭირვეულობის შემდეგ შერიგებიდან თითქმის ერთი კვირა იყო გასული. ჰოლში ჩამოკიდებულ ტელეფონთან მივიდა და უკვე ზეპირად დამახსოვრებული ნომერი აკრიფა.მომლოდინედ გაირინდა სანატრელი ხმის გაგებამდე.
- გისმენთ- მკაცრი,ბოხი და საქმიანი ხმა გაისმა.
- მომენატრე...- დაფიქრების გარეშე წამოცდა ტუჩებს რეალური გრძნობა რაც მისი ხმის გაგებისას განიცადა.თითქოს გამოიჭირესო ტუჩის კუთხეზე იკბინა.
-  სასიამოვნო იყო ამის მოსმენა- ჩაიცინა ბიჭმა და მისი სიცილი ნუცასაც გადაედო.- იგივე გრძნობა მიტევს მეც - ხმაში სევდა და მონატრების ელფერი გაურია და თვალები დახუჭა მის სიტყვებზე გოგომ. თითქოს ორივემ ერთმანეთი ახლოს წარმოიდგინეს.ბიჭის ხმა უფრო ნაზი და მონატრების ფერით გაჟღენთილი ჩანდა.გოგონას სახეს ღიმილმა გადაკრა. - ახლა ძალიან მინდა შენთან ყოფნა და შენი სურნელის შეგრძნება..
- მისამართი იცი თუ გითხრა?- ეშმაკურად გადაკრა ღიმილმა სახეზე.ტელეფონის მეორე მხარესაც ჩაცინების ხმა გაისმა.- სად ხარ?
- ქალაქ გარეთ ვართ საქმეზე.
- ანუ ხვალ განყოფილებაში,რომ მოვალ ხელის მოსაწერად არ იქნები? - უკმაყოფილოდ გაბუსხა ტუჩები გოგომ.
- სამწუხაროდ ვერა.- ღმად ამოისუნთქა ბიჭმა.- თუმცა ხვალ დილით მანქანა დაგხვდება სავადმყოფოსთან განყოფილებაში მიგიყვანს და შემდეგ უკან დაგაბრუნებს.- უცებ მბრძანებლური ტონი გაურია ხმაში.
- როგორც ზედამხედველი ბრძანებს- ორივეს ჩაეცინა ისევ.
- ირაკლი აქეთ მოდი- გაისმა ყურმილს იქეთ დათოს ხმა..
- წადი აღარ მოგაცდენ- არ უნდოდა შეეწყვიტა ლაპარაკი თუმცა მის შერლოკს საქმე იხმობდა. დამშვიდობებაც კი არ აცალა ისე დაკიდა ტელეფონი და უკმაყოფილო სახით შემობრუნდა.უფრო მეტი დროის გატარება უნდოდა მასთან.უფრო მეტი შერლოკი და ნუცა უნდოდა.- ჩემი ტელეფონი უნდა ვიპოვო სახლში,რომ მივალ.-ჩაიდუდღუნა და პალატისკენ მძიმე ნაბიჯებით გაემართა.
  პალატაში  შესვლისას დედას ისევ მშვიდად  ეძინა.მის საწოლს მიუახლოვდა გადასაფარებელი შეუსწორა და მშვიდ მძინარე სახეზე აკოცა. პალატაში მდგარი პატარა დივანი უხმაუროდ ფანჯარასთან მისწია და თვითონ იქ მოკალათდა. იქვე ახლოს სადგამზე მბჟუტავი სინათლეც აენთო. მოკალათებულმა ახლოს მდებარე წიგნი მოიწია და მის კითხვას შეუდგა. კითხვაში გართული ხანდახან მშვიდად მძინარე მაიასაც გადაკრავდა ხოლმე თვალს და კმაყოფილი იღიმოდა.

   ოთახის სიბნელეს კარების პატარა ფანჯრიდან შემოჭუჭრუტანებული შუქი და ფანჯრიდან მთვარის მკვეთრი შუქი ანათებდა. პაციენტი უშფოთველად იწვა ძილის მდგომარეობაში. ნუცას კი ფანჯარასთან ჩასძინებოდა. მოფარებული პლედი ნახევრად ჩამოვარდნოდა.ფეხები მოეკეცა და მუხლებზე თავი დაედო. კარების ფრთხილ ჭრიალს ოთახის ნახევრის განათებაც მოყვა.ასევე ფრთხილი ნაბიჯებით წაიწია შესულმა და კარები იმავე სიფრთხილით დახურა. თუმცა საწოლზე მწოლიარე ქალის მოძრაობა მაინც გამოიწვია.ჩუმი ნაბიჯებით ნუცასკენ განაგრძო სვლა.მძინარე გოგოს დანახვისას სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გადაკრა.მასთან ჩაიმუხლა და როგორც სჩვევოდაა სახეზე ჩამოწეული თმა ყურზე ფრთხილად გადაუწია. ჩამოცურებული პლედი სხეულზე კარგად შემოახურა. ცერა თითით გოგონას მომღიმამ სახეს და ტუჩებს ფერებით გამოყვა.მძინარმა არ იცოდა, მაგრამ თითქოს გრძნობა მის იქ ყოფნას და უღიმოდა.
- რომ არ მენახე მონატრება შემშლიდა- ჩაიჩურჩულა ბიჭმა გოგონას ყურთან.ზურგზე დაფენილი თმები ხელზე გადმოიტანა და ნელი სრიალით გამოყვა.მისი სურნელი შეისუნთქა,შემდეგ ლოყაზე მთელი გრძნობით აკოცა. მას კი უფრო ჩაეღიმა და მუხლებზე მოხვეული ხელები უფრო შემოხვია ერთმანეთს. ქურდივით შეპარული გამომძიებელი ისევე გაიპარა როგორც შემოიპარა. გასვლისას კი დედის მზერა შეუმჩნევლად მიაცილებდა.
-აღარ მეშინია იმ დღის როცა გვერდით მე არ გეყოლები - შვილის მიმართულებით ჩაილაპარაკა და თვალიდან გადმოვარდნილი ცრემლები მოიწმინდა.
****"
შუა ღამისას სავადმყოფოს შესასვლელიდან იმაზე მხიარულად გამოვიდა ირაკლი  ვიდრე შევიდა.იქვე მდგომ მანქანაში შეხტა და მძღოლის გვერდით ადგილი დაიკავა.
- ჰა ნახე? - გადმოხედა თვალებ ჩაწითლებულმა მძღოლმა.
- კი ვნახე. -უკან სავარძელში გადაწვა.
- ილაპარაკეთ?- აშკარად გაბრაზებულმა გადმოხედა ძმაკაცს.
- არა მშვიდად ეძინა. მხოლოდ ვნახე და უკვე შენც ხომ მატყობ,რომ კარგად ვარ.- გაეკრიჭა კარგ ხასიათზე მოსული შერლოკი.- ახლა კი წავიდეთ უკან.
- ვააა... გამაგიჟებთ რაა... 200 კილომეტრი იმისთვის გამომატარე რო მძინარესთვის დაგეხედა? - გაოცებას ვერ მალავდა დათო და თან მანქანის ძრავას ამუშავებას იწყებდა.- ახლა ისევ უკან უნდა დავბრუნდეთ. და ალბათ,რომ მივალთ უკვე ადგომის დროც იქნება. ამან კი ეს დრო მძინარე სატრფოს სანახავად გამოიყენა.არადა ხომ შეგვეძლო წესიერად გამოგვეძინაა. სამი დღეა არ მიძინია. ხედავ ჩემს თვალებს?- მანქანა სავადმყოფოს ნელნელა შორდებოდა თან გვერდით მჯდომს თვალებზე ანიშნებდა და საწყლად იყურებოდა.
- ხვალ დაგასვენებ - ჩაიხითხითა ბიჭმა.- ამ საქმეს ხვალ ჩავაბარებთ დილით და ეგაა- მშვიდად გადაწვა ისევ სავარძელში.
- არ ხარ შენ ნორმალური! ხვალ მოვდიოდით და შუაღამით მაინც წამომიყვანე? მოიცა არ მითხრა,რომ დამნაშავე იცი უკვე ვინაა- ორმაგად გაოცება გამოეხატა.
- ვარაუდის დონეზე კი...და ამას დილით გავარკვევ როცა ჩემს მახეში გაებმება.
- რა მახე? მე რატომ არ ვიცი?  - უცებ გამოხედა ფანჯარაში მოცქირალ ფარული ღიმილ გადაკრულ მეწყვილეს,რომელიც მის ლაპარაკს ყურადღებას აღარ აქცევდა უკვე.-ველაპარაკები რა მეც.რაღად უნდა დათო როცა ნუცა ყავს უკვე-  მძღოლი აღშფოთებული ემოციებს ვერ იკავებდა და მისგან დაცლას აპირებდა ირაკლის ლანძღვით მთელი გზი.
*****
დილით სახლში შეირბინა ნუცამ გამოსაცვლელად და მოსაწესრიგებლად. მისდა გასაკვირად ლიზა მხოლოდ ბღვერვით შემოიფარგლა.აბაზანიდან გამოსულს კი გამოუცხადა,რო მობეზრდა სახლში ჯდომა და სულაც არ იყო ვალდებული მისი მკვლელი დის წესებს დამორჩილებოდა. დედასთან წასვლაზე კვლავ არ დასცდენია სიტყვა. ნუცასგან მხოლოდ მისი საქციელით მობეზრებული მზერა დაიმსახურა. პასუხის ღირსიც კი არ გახადა პირდაპირ ოთახში შევიდა და თავის ძველ ტელეფონს ძებნა დაუწყო. ერთ-ერთ უჯრაში იპოვა თითქმის მოქმედი ტელეფონი. ნომრის გასააქტიურებლად კი მხოლოდ ანგარიშის შევსება სჭირდებოდა. სარკეში კმაყოფილმა ჩაუღიმა თავის თავს.ტელეფონი იქვე დადო და თმების მშრალება დაიწყო. აქედან კვლავ სავადმყოფოში უნდა მისულიყო იქიდან კი გამყოფილებაში მივიდოდა. მის სახეზე კვლავ გაიკრთო ღიმილმა,როცა შერლოკის ნათქვამი გაახსენდა,რომ "პირადი მძღოლი" მოემსახურებოდა.
-მზრუნველი- ჩაილაპარაკა და სარკეში კვლავ გამოჩნდა მისი გაბრწყინებული სახე. სარკესთან მდგომს უაზროდ ეცინებიდა და თან თმას იშრობდა. პირველად ხედავდა საკუთარ თავს ასე აცანცარებულს. ასე მაშინაც კი არ მოქცეულა,როცა დიმა მოსწონდა უფრო სწორედ კი როცა ფიქრობდა, რომ მოსწონდა. ეს რაღაც ახალი იყო მის ცხოვრებაში. ახალი გრძნობა... ახალი ეტაპი...ახალი თავგადასავალი...ახალი გზა,რომლის გაგრძელებაც მის არჩევანზე იყო დამოკიდებული.
******
  დოკუმენტებზე ხელის მოწერა.კვლავ თითების ბალიშების მელნით დათხვრა და ანაბეჭდების აღება. რამდენიმე წუთიანი უღიმღამო პროცედურების შემდეგ როგორც იქნა მიეცა საშუალება კაბინეტიდან გამოსულიყო.
მისი გამოსვლისთანავე წამოხტა მისთვის მიჩენილი ოფიცერი ფეხზე.
- ერთი წუთით ხელების დაბანა მინდა.- მელნით დათხვრილი ხელი თვალწინ აუთამაშა ოფიცერს. მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და საპირფარეშოს მდებარეობა მიასწავლა.
საბედნიეროდ ამ დაწესებულებას მხოლოდ კაცებისთვის არ ქონდათ საპირფარეშო. საპნის და იმ სითხით გაჟღენთილი ნაჭრის წყალობით მელნის არანაირი კვალი აღარ ქონდა ხელებზე.გვერდით გადაკიდებული ჩანთა შეისწორა და კვლავ მისაღებს დაუბრუნდა სადაც მომლოდინე ოფიცერი იდგა.
- წავედით-გაუღიმა და წინ თვითონ გაუძღვა. კარები სწრაფად გამოაღო და თავ დახრილი წინ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.- ეი...წინ ვერ იყურები?- ვიღაცასთან შეჯახებისას წამოიყვირა ნუცამ და კვლავ საჩხუბრად გამზადებული ტუჩები უცებ მობუშტა,როცა წინ მდგომს ახედა,რომლის ტუჩის კუთხე ღიმილის ნიშანს იძლეოდა.
- ყოველთვის მზად ხარ იჩხუბო- ღიმილით ჩაილაპარაკა ირაკლიმ მის მიმართ.
- შერლოკ- მისი დანახვით გამოწვეულმა მბრწყინვალებამ გამოანათა გოგონას სახეზე.
- იქნებ შემიშვათ ჩემს დამნაშავესთან ერთად- ირაკლის უკან მდგომმა დათომ თავი გვერდით გადმოსწია და წინ მდგომთ შეანათა მზერა. გამომძიებელმა მომღიმარ გოგონას მკლავზე ხელი მოკიდა თავისკენ მიიზიდა და გარეთ გამოიყვანა. ნუცას ორივე ხელი ირაკლის მკვირ მკერდზე ედო და ერთმანეთს უყურებდნენ მომღიმარი მზერით.დათომ დამნაშავეს,რომელის ხელებიც ზურგს უკან შეეკრა,უბიძგა და წინ წაიგდო.
- გადაადგი ფეხი.- უხეში მოძრაობით წაიყვანა კარის მიმართულებით. წამით წყვილთან გათანაბრებული შეჩერდა-მადლობელი- გასძახა ერთმანეთის მზერაში ჩაკარგულ წყვილს. მათი ყურადღება მიიპყრო და კვლავ დამნაშავეს მიყვა. იქვე მდგარ ოფიცერს,რომელიც ნუცას უცდიდა თვალის ჩაკვრით და თავის ქნევით ანიშნა გაჰყოლოდა.-შენ აღარ სჭირდები - მოახლოებულს გადაულაპარაკა დამნაშავე გადაულოცა.- საკანში შეიყვანე.- ოფიცერმაც შეასრულა ბრძანება და გაუძღვა დამნაშავეს.დათო კი თავის სავარძელში დაენარცხა და თავი მაგიდაზე დადო.
   კარებთან კვლავ ერთმანეთს მიწეპებული იდგნენ. გამომძიებელმა მკერდზე დადებულ გოგონას ხელს ხელი ჩასჭიდა და თითები მისაში ახლართა.
- მე წაგიყვან.
- კარგი- სწრაფად დაუქნია კმაყოფილმა თავი და წინ წასულს გაყვა,რომელსაც ხელი ჩაეკიდა მისთვის და ჩვეული ქცევით ცერა თითის ხელზე ფერებით მიჰყავდა მანქანამდე. გოგონას კი მის ქცევაზე ეღიმებოდა.
ცხოვრების ამ ეტაპზე ორივე ბედნიერი იყო. ერთმანეთი აბედნიერებდათ. ერთმანეთი სურდათ.
  სავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე შუქნიშანთან შეანელა ტუჩებთან მიიტანა ხელებში ახლართული გოგონას თითები და აკოცა. შემდეგ კი მბრწყინავი თვალები,საიდანაც ეშმაკუნა ჭინკები იმზირებოდნენ გოგონას მიანათა.
- იცი გუშინ დამესიზმრე ვითომ მოსული იყავი- ნუცას ხმაში სიმორცხე იგრძნობოდა.
- იქნებ ვიყავი კიდეც- გვერდულად ჩაუღიმა გაოცებულ გოგოს.
- არაა ვერ იქნებოდი- ცალი წარბი აუწია ნუცამ.ირაკლიმ კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.- რატო არ გამაღვიძე?-კობები შეუკრა მომღიმარ ბიჭს. მისი დიდი თითებისგან სცადა თავისი პატარა თითების დახსნა თუმცა ვერ შეძლო.პირიქით ხელით მოქაჩა შერლოკმა თავისკენ. მარცხენა ხელი რულს გაუშვა და ნუცას კისერსა და თმებში შეაცურა. ტუჩებთან ცხელი სუნთქვა შეატოვა და საჩხუბრად მომზადებულ გოგოს ვნებით თავგზა აურია.
- იმიტომ, რომ საოცრად მშვიდი და ლამაზი იყავი. მე კი შენი ცქერით ვტკბებოდი- ალუბლისფერად მოელვარე ტუჩებთან ჩაილაპარაკა ბიჭმა, რომლის კოცნის სურვილიც კლავდა.
- მაინც არ გპატიობ- ვნება არეულმა ყბის ცახცახით ჩაილაპარაკა და მისკენ მოწეული ბიჭის ცხელ ტუჩებს უბრალოდ შეეხო.
- დავიმსახურებ პატიებას- გოგონას შეტოვებულმა სუნთქვამ თავისი საქმე გააკეთა და აშლილი ვნებები კიდევ უფრო აუშალა. ალუბლისფერი ტუჩები თავისაში მოიქცია. ზევით ტუჩიდან ქვევით ტუჩზე ინაცვლებდა და შემდეგ კვლავ თავიდან იმეორებდა. მათ ვნებიან კოცნას ხელი უკან მომდგარი მანქანების ხმამ შეუშალა. ნუცა ბიჭის ცხელ ტუჩებს მოშორდა თუმცა მისმა ხელმა შორს არ გაუშვა. -დაიმახსოვრე სად გავჩერდით- სანამ მოშორდებოდა ყურთან ჩაილაპარაკა და ეშმაკურად ჩაიღიმა. საჭეს მიუბრუბდა და აპიპინებულ მანქანებისთვის გზა გახსნა. ნუცა კი სავარძელს მიეყრდნო და გულის დამშვიდებას შეუმჩნეველი ცდილობდა,რომლის სისწრაფეს სხეულის თითოეულ წერტილში გრძნობდა.
*****
სავადმყოფოს ჰოლში ხელჩაკიდებულნი მიაბიჯებდნენ. ერთმანეთს უყურებდნენ და თვალები საუცხოოდ უციმციმებდათ.პალატის კარებთან ნუცამ ხელი შეუშვა და შიგნით შევიდა. გამომძიებელის სახეზე ადვილი შესამჩნევი იყო ამ ჟესტით გამოწვეული გულის წყვეტა.თუმცა მაინც ღიმილ აკრული მიყვა უკან გოგონას. 
მაია საწოლზე წამომჯდარი დახვდათ და მისთვის განკუთვნილ საჭმელს მიირთმევდა.
- გამარჯობა- მიესალმა მორცხვად ქალს და უხერხულობის დასამალად კისერზე ხელი აისვა.- თავს როგორ გრძნობთ?
- მადლობა შვილო კარგად. - გაუღიმა ქალმა და ირაკლიდან მზერა შვილს დაუბრუნა.- რატომ დაგაგვიანდა? ლიზა არ მოვიდა?-კარისკენ გააპარა თვალი ქალმა.
- იცი დედა ლიზას წამოსვლა არ უნდა ხომ იცი ვერ იტანს სავადმყოფოებს- სცადა დის ქცევა გაემართლებინა. ქალმა ღმად ამოისუნთქა.
- სკოლაში როგორ სწავლობს?
- ზარმაცობს როგორც ყოველთვის- სცადა მეტი მასზე აღარ ელაპარაკა.
- შენზე რას მეტყვი?-ქვევიდან ახედა ქალმა. ნუცამ ჯერ დედას შემდეგ კი შერლოკს გახედა,რომელიც დედა-შვილის ლაპარაკს შემოსწრებული პირივით თვალს ადევნებდა და თან ისე იქცეოდა ვითომ იქ არ იყო.გოგონა დაფიქრდა იმაზე თუ რა ეთქვა დედისთვის. ჯერ კიდევ არ იცოდა რა მდგომარეობაში იყო დედამისის ფსიქიკა. ისე ჩანდა თითქოს გამოჯამრთელებისკენ მიდიოდა მაგრამ ექიმის თქმით ყველაფერ სტრესულს უნდა მორიდებოდნენ.
- მე...მე სასწავლებელში დავბრუნდები- ბურდღუნით ჩაილაპარაკა  არ არსებულ სასწავლებელზე და დედას გახედა.
- ბოლოს როგორც მახსოვს ამ ბიჭმა-თითი ირაკლისკენ გაიშვირა- ბორკილებ დადებული გაგიყვანა ჩვენი სახლიდან 25 მაისს. დღეს კი - კედელზე ჩამოკიდებულ კალენდარს გახედა- 30 სექტემბერია.- დედის ზუსტმა მეხსიერებამ ორივეს ლამის ყბა ჩამოუგდო. გაოცებული,გახარებული და შეშინებული უყურებდა ნუცა დედამისს. უხაროდა,რომ საღი აზრი უბრუნდებოდა,მაგრამ აშინებდა უკუქცევა რაც შეიძლება გამოეწვია ისევ ამას.
- დედა...- ფიქრობდა რა ეთქვა. თუმცა გაგრძელება არც დასჭირდა.ქალმა გააწყვეტინა. ახლოს მყოფ გოგონას ხელი ხელზე მოკიდა გვერდით დაისვა და მეორე ხელი თმაზე ჩამოუსვა.
- ნუცა მინდა,რომ ისწავლო. იმ ...- თვალები დახუჭა და კადრებივით გაურბინა მომხდარმაა.გოგონამ ხელზე ხელი უფრო მოუჭირა.
- ნუ იხსენებ გთხოვ- თვალები ცრემლებით აევსო.ღმად ამოისუნთქა ქალმა. გოგონას ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი მოწმინდა.
- რომ არაა ეს ყველაფერი ახლა შენ უმაღლესში ისწავლიდი. დამპირდი,რომ რაც არ უნდა მოხდეს სწავლას თავს არ დანებებ და ის ადამიანი გახდები ვისიც უნდა ეშინოდეთ ცუდ ტიპებს.დაახლოებით აი იმ ბიჭის ნაირი- თავი ირაკლისკენ გადააქნიაა და ოთახში მყოფებში სიცილი გამოიწვია.
- გპირდები დე რომ აუცილებლად ვისწავლი. ხომ გჯერა ჩემი?- თვალებში უყურებდა ქალს.მანაც თავი დაუქნიაა და შუბლზე აკოცა.
- ახლა ერთი ჭიქა წყალი მომიტანე-ცარიელ ჭიქაზე ანიშნა.ნუცამაც ხელი დაავლო და სწრაფად გავიდა გარეთ. გამომძიებელმა თვალი გააყოლა გოგონას თან კმაყოფილი იღიმებოდა.
- გიყვარს?- ირაკლიმ სწრაფად შემოაბრუნა თავი მაიასკენ.
- ბატონო?- თითქოს მოესმაო.
- გიყვარს ჩემი გოგონა?-ირაკლი დააფიქრაა ქალის სიტყვებმა. აი ახლა მის გრძნობებს ამ უბრალო შეკითხვამ ახსნა ფარდა.თითქოს ამან უბიძგაა შინაგან სამყაროს ეკივლა,რომ ის რასაც ნუცას მიმართ განიცდიდა ნამდვილად სიყვარული იყო.
- შეიძლება ითქვას სიცოცხლეზე მეტადაც- ჩაილაპარაკა თავისთვის თუმცა ქალის გასაგონად. სახეზე ღიმილი მოეფინა. თითქოს სივრცეში ნუცას ბედნიერ მომღიმარ სახეს ხედავდა.
- ხელს თუ ჩასჭიდებ მაშინ აღარ გაუშვა. თუ ამისთვის მზად არ ხარ მაშინ არც კი გაბედო ჩემ გოგოს თითი დააკარო.- ქალის ხმაში სიმკაცრემ გაიჟღერა. საწოლთან სკამი მისწია და იქვე ჩამოჯდა.
- ქალბატონო მაია პირველად არის ჩემს ცხოვრებაში,რომ ვიღაცაზე ასე დამოკიდებული გავხდი. პატარაობიდან მარტო ვიყავი,რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი ებარა. ნუცას დანახვის პირველივე წუთებიდან კი შინაგანად მჭამდა ხმა,რომ ეს გოგო უნდა დამეცვა. მთელი შინაგანი სამყარო მომკიოდა,რომ უდანაშაულო იყო. თავიდან ასე დაიწყო.დასაკითხ ოთახში სარკის მიღმა მისმა ჩუმმა ცრემლმა გულში თითქოს რაღაც ჩამწყვიტა.ვეცადე მის სახეზე ის ღიმილი ცხადად მენახა თქვენთან სახლში სურათებში პატარაობაში,რომ აქვს აკრული სახეზე გულწრფელი და ბედნიერი. მაშინ ჩემს თავს პირობა მივეცი,რომ მას ამ ღიმილს დავუბრუნებდი. დავუბრუნებდი დედას,რომელიც ყველაფერს ურჩევნია და ასეც მოვიქეცი. ახლა ის თქვენთანაა და ბედნიერია. - ახლაღა ახედა ქალს თვალებში, სადაც ტბა ჩამდგარიყო.- გპირდებით,რომ თუ მე მას ხელს ჩავჭიდებ აღარასდროს გავუშვებ. - მაია წინ წაიწია და ბიჭს მოეხვია.
- მადლობა იმისთვის რაც გააკეთე და რომ გჯეროდა მისი,მაშინ როცა ყველა მისკენ იშვერდა თითს. ახლა ჩემი ჯერია მის სახელს მკვლელის სახელი მოვაცილო- ბიჭს ამ სიტყვებმა შიში მოგვარა.
- კი მაგრამ...- ქალმა თითი დაადო ტუჩებზე.
- არავითარი მაგრამ! მე დედა ვარ.რამდენიმე დღე მჭირდება.-ქალმა ბიჭს თბილი მზერა შეანათა- ნუცა მოვიდა- ჩუმად ჩაიჩურჩულა ქალმა და ტუჩებზე ხელი მიიდო ახლა თვითონ. ამით ირაკლის ანიშნა გაჩუმებულიყო.
- რას ჩურჩულებთ ჩემს ზურგს უკან- ორივეს ეჭვნარევი მზერა მოავლო ქალს კი ამაზე ჩაეცინა.
- უბრალოდ ვკითხე როგორ გამოგიყვანა ციხიდან და ამას მიყვებოდა.ხომ ასეა?!- ქალმა თანხმობის მისაღებად ბიჭს გახედა. ჩაფიქრებულმა კი ინსტიქტურად დაუქნია თავი.
*****
კორპუსს ისე მიუახლოვდნენ არც ერთს გზაში ხმა არ ამოუღია. ნუცას აბნევდა ირაკლის უჩვეულო სიჩუმე.
- მოვედით- ძრავა გამორთო და ახლაღა გახედა მის გვერდით მჯდომ გოგოს.
- რამე მოხდა?
- რატომ მეკითხები?- კითხვამ შეაკრთო.
- დედასთან ლაპარაკის შემდეგ ჩაფიქრებული ხარ და მთელი გზა ხმა არ ამოგიღია. ისე იქცევი თითქოს აქ სულაც არ ვიჯდე- სიფიცხე დაეტყო ნუცას ხმაში. ირაკლის ჩაეღიმა მისკენ მიიწია ნიკაპში ორი თითი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა.
- იქ სადაც შენ ხარ ძნელია ისე მოვიქცე ვითომ ვერ გამჩნევ - ტუჩებიდან ჰაეროვნად კოცნა მოპარა.- დედაშენთან ლაპარაკს რაც შეეხება გამაფრთხილა,რომ მისი გოგო ძალიან ლამაზია და ბევრის ყურადღებას იმსახურებს- მისმა ნათქვამმა გოგონას სახიდან ღრუბელი გადაყარა.
- ოჰომ! მართლაა? და შენ რა უთხარი?- ეშმაკურად ჩაიღიმა. მის წინ მდებარე ბიჭის ტუჩებს თავისი ტუჩებით ჰაეროვნად შეეხო და სუნთქვა შეატოვა. გოგოს ამგვარმა საქციელმა თავბრუც კი დაახვია გამომძიებელს.
- ვუთხარი, რომ ძვლებში დავშლი იმას ვინც შენთან მოკარებას გაბედავს.- მთელი სერიოზულობით ჩაილაპარაკა. ნუცას მისმა სიტყვებმა შიშიც კი მოგვარა თუმცა მალევე გადაიკისკისა.
- კიდევ კარგი ხუმრობ- უცებ მოცილდა და მანქანიდან გადავიდა. ირაკლიც მაშინვე გადაყვა.
- სიმართლე გითხრა არ ვხუმრობ- გოგონას წინ დადგა და პირდაპირ თვალებში ჩააცქერდა. ბიჭის თაფლისფერ თვალებს შესცქეროდა და ცდილობდა გაერკვია რამდენად შეეძლო იმ სიტყვების შესრულება რაც წუთის წინ გააჟღერა.
- შემიძლია მეც იგივე გავუკეთო იმას ვინც შენთან ახლოს მოკარებას შეეცდება- გოგონამ ხელი მისი თეთრი პერანგის საყელოს გამოაყოლა და შეუსწორა. მის ამ საქციელზე კმაყოფილი ეშმაკურად იღიმებოდა.
- ნუცა.- გოგონას ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა. ხმა,რომლის გაგონებაც ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა. მისკენ შეტრიალდა. სხეული ლამპიონების შუქზე გამოიკვეთა და მისკენ წამოვიდა.
- დიმა?- ჩაილაპარაკა.სანამ გონს მოეგებოდა მოახლოებული მისკენ მიიწია და ლოყაზე აკოცა.ირაკლიმ ხელები მომუშტა და ერთი ნაბიჯი წინ გადადგა.ნუცამ მის გვერდით დაძაბული ირაკლი ისე შეიგრძნო,რომ მისთვის არც კი შეუხედავს. გათანაბრებულ ბიჭს მომუშტულ ხელზე ხელი შეახო და ამით დამშვიდებისკენ მიანიშნა.დიმამ არ შეიმჩნია ირაკლის ქცევა და მომღიმარი სახით განაგრძო.
- გავიგე,რომ გამოგიშვეს. აქეთ იმ იმედით გამოვიარე,რომ გნახავდი და აი გნახე კიდეც. მიხარია შენი ნახვა.-მშვიდად ჩაიღიმა და შეეცადა მის სახეს შეხებოდა. ნუცამ ინერციით უკან გაიწია. დიმას გაწვდილი ხელი კი ირაკლიმ დაუჭირა და ქვევით ჩააწევინა.
- მგონი ხვდები,რომ შენი ნახვა და მითუმეტეს შეხება არ სიამოვნებთ- შეეცადა მშვიდად წარმოეთქვა თუმცა მაინც კბილებიდან გამოუცრა.მისმა სიტყვებმა კი დიმას სახეზე კვლავ ღიმილი გამოსახა.
- უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა- ნუცას მზერას არ აშორებდა.
- შენდა სამწუხაროდ ალბათ იგივეთი ვერ გიპასუხებ- ვერც კი ხვდებოდა ნუცა რატო იყო მის მიმართ ზიზღით გამსჭვალული. მან ხომ უბრალოდ გასაჭირში მიატოვა და არ დაუჯერა?! თუმცა ფაქტი იყო მას ვეღარ იტანდა. მისმა ამ საქციელმა ის პატარა სიკეთეებიც კი გადაფარაა რაც მისთვის ქონდა გაკეთებული დიმას.- მკვლელის ნახვა არ უნდა გახარებდეს.- ირონიულად ჩაუღიმა ბიჭს.-  შეიძლება სახელი შეელახოს შენს ოჯახს ხალხმა ჩემს გვერდით, რომ დაგინახოს.
- ნუცა გთხოვ ასე ნუ ამბობ. ვიცი, რომ არასწორად მოვიქეცი.არ შეიძლება უბრალოდ ის მომენტი გონებიდან ამოვშალოთ?ჩვენი მეგობრობის ხათრით- ირონიამ მწარედ გააცინა ნუცა. ირაკლის ხელებზე კი სიბრაზისგან ძარღვები სულ უფროდაუფრო იძაბებოდა.
- გინდა დავივიწყოთ?მეგობრობის ხათრით...- ისევ ჩაიცინა.- ალბათ ისევ შენდა სამწუხაროდ გეტყვი,რომ ვერ დავივიწყებ. შენ ზუსტად მაშინ მაქციე ზურგი,როცა იმედის თვალებით შემოგცქეროდი.გგონია მარტივი მოსასმენი და მისაღებია  " ეს შენ ჩაიდინე? შენ მოკალი?" კითხვები იმ ადამიანისგან,რომლისგანაც სულ სხვას სიტყვებს ელი.ელი,რომ გეტყვის "შენი მჯერა. ყველაფერი კარგად იქნება." მაპატიე მაგრამ მეგობრების ის ძაფი სწორედ იმ მომენტში გაწყვიტე. ალბათ ოდესმე როცა შეგხვდები შემეძლება გითხრა "მეც მიხარია შენი ნახვა." ახლა კი უბრალოდ შენთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნაც კი ნერვებს მიშლის.- გოგონა ირაკლისკენ შებრუნდა. მომუშტულ ხელში თითები შეუძვრინა და ღიმილით გახედა.ირაკლიმ მზერა მასზე გადაიტანა. გოგონას სახეზე უთქმელად ამოიკითხა,რომ აქ აღარ უნდოდა გაჩერება.მეორე ხელით ჯიბიდან გასაღები ამოიღო და მანქანა ერთი თითის მოძრაობით ჩაკეტა. ნუცას თითები უკეთესად მოიქცია თავისაში. ისე იქცეოდნენ თითქოს ენა გადაყლაპული დიმა იქ სულაც არ ყოფილიყო, რომელიც მათ თითოეულ მოძრაობას თვალს ადევნებდა და გულში თავს იწყევლიდა.ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ბოლომდე მიაყოლა თვალი სადარბაზოში შეკარგვამდე.

~11~
რატომღაც ლიფტს არ დაელოდნენ და კიბეებს ხელი-ხელ ჩაჭიდებულნი ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ. ირაკლი ჩაფიქრებული მიდიოდა რამდენიმე სანტიმეტრით წინ.ნუცა კი თითქოს აღარც ფიქრობდა მომხდარზე. შესაბამისს სართულამდე კიდევ ათი კიბე ჰქონდათ დარჩენილი.
- ისევ მოგწონს- ჩაილაპარაკა გამომძიებელმა ისე,რომ ნუცასთვის არც შეუხედია.თან უნდოდა სიარული გაეგრძელებინა თუმცა გოგონა ამ კითხვით გაოცებული ადგილზე შედგა. ჩაჭიდებული ხელების გამო ირაკლიც გაჩერდა. გაბრაზებული მზერა ამ საღამოს უკვე მეორედ ჩაუდგა თვალებში გოგონას. თითები გამოაცალა მის წინ მდგომს ხელიდან.
- გგონია სხვა,რომ მომწონდეს შენთან ამ ურთიერთობას წამოვიწყებდი?- წარბი წარბში გაეყარა.ბიჭის მოღუშულ,დაღლილ და ეჭვიან მზერას უყურებდა.- მის მიმართ არაფერს არ ვგრძნობ. დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა?
- ნუცა "არაფერს" არ გავდა ის ემოცია რაც რამდენიმე წუთის წინ ვნახე და მოვისმინე. შენ ის მოგწონდა და მასზე ხარ გაბრაზებული,რადგან მაშინ შენს გვერდით არ იყო. მე კი...- თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა. უნდოდა სადღაც წაეღო ოღონდ მის თვალებში არ ჩაეხედა.- მე კი უბრალოდ დაგაძალე ჩემთან ურთიერთობა.- ამის გაფიქრება და შემდეგ ხმამაღლა წარმოთქმა ისე გაუჭირდა ვერც კი აღწერა ის ემოცია  და ტკივილი რაც ამან შინაგანად მიაყენა.
- არაფერი დაგიძა...
- არაა დაგაძელე- გააწყვეტინა სიტყვა და ისევ სივრცეში ყურება დაიწყო.- გკოცნიდი,თვალებში გეჩხირებოდი,გაიძულებდი ჩემზე გეფიქრა.რომ არა ჩემი ქცევები შენ...
- გეყოფა!- ოდნავ ხმამაღლა წამოიძახა. შინაგანად იმდენი სიბრაზე დაუგროვა სიტყვებმა,რომ ახლა უნდოდა მივარდნოდა საყელოში ხელები ჩაევლო და მთელი ძალით დაერტყა მისთვის.მაგრამ მის სახეზე რაღაც ამოუცნობს კითხულობდა.თითქოს შიში იყო,მაგრამ რისი? ან რატომ უნდა შეშინებოდა. ღმად ჩაისუნთ-ამოისუნთქა. ერთი ნაბიჯი ადგა კიბეზე და ირაკლის გაუთანაბრდა.ის კი ისევ ჯიუტად სივრცეს გაჰყურებდა. ნუცამ ორივე ხელში მისი სახე მოიქციაა და მისკენ შემოაბრუნა.- მისმინე -მშვიდად დაიწყო - მე და დიმას თითქმის მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ. ის ემოციები რაც ნახე და მოისმინე იმიტომ არ გავდა არაფერს,რომ მართლაც გულნატკენი ვიყავი და ვარ. განა იმიტომ,რომ მომწონს როგორც ბიჭი.არაა. ის უბრალოდ მეგობარი იყო,რომლის იმედიც მქონდა ხოლმე.მან კი ამდენი ხნის მანძილზე კარგად ვერ გამიცნო და ვერ მიხვდა რისი გამკეთებელი ვიყავი. - ხელები ჩამოაშორა ბიჭის სახეს და ძირს ჩასწია.- შენ კი ვერაფერს დამაძალებ. საკმაოდ ჯიუტი ვარ,რომ ვინმემ ის გამაკეთებინოს რაც არ მინდა. მე კი შენთან ყოფნა მინდოდა და ამიტომაც ვარ,მაგრამ შენ თუ ეს ასე მალე მოგბეზრდა და წასვლა გინდა არ გაგაჩერებ. - ერთი კიბით კიდევ აიწია.ახლა მას ოდნავ ზემოდან უყურებდა. მარჯვენა ხელით ქვევით კიბეებისკენ მიანიშნა.- შეგიძლია წახვიდე.
- არსად წასვლა არ მინდა - პირდაპირ თვალებში უყურებდა. - უბრალოდ მაცოფებს ის,რომ შენს ცხოვრებაში იყო ის ვინც მოგწონდა და ახლა ისევ ცდილობს შემოძვრომას.ის კი, მიუხედავად შენდამი უნდობლობისაა ისე გიყურებს როგორც ქალს.მე კი ეს საზიზღრად მაცოფებს.
- შეიძლება ასეც მიყურებს, მაგრამ არ მაინტერესებს და იცი რატომ? იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში  შენ ხარ- მკერდზე საჩვენებელი თითი მიადო. ირაკლიმ მის საჩვენებელ თითს ხელი ჩაავლო და კიბიდან ისევ დაბლა ჩამოიყვანა. მის წინ სხეულზე მიიკრა - და მე შენ ძალიან მომწონხარ. იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე სხვა ვინმე- ტუჩებთან წაიჩურჩულა და ბოლოს ეშმაკურად დააყოლა.
- ვიდრე ოდესმე სხვა ვინმე?- წარბი აუწია გოგოს,რომლის ტუჩის კუთხეც ღიმილისგან გაპობას ეწინააღმდეგებოდა.- ურჩევნიათ არ გამოჩდნენ თორემ ასე ადვილად ვეღარ გადამირჩებიან.- ახლა მან მოიქცია გოგონას სახე ხელებში. ოდნავ ხელების მოჭერით ნუცას ტუჩები სასაცილოდ დაემანჭა. ირაკლის ჩაეცინა და მოუთმენლად დაეწაფა მის ტუჩებს. - ისე ზედმეტად შორს ხომ არ წამოვედი- თვალით მათი სახლის კარზე ანიშნა.მათი სიფიცხეც ნელდებოდა.
- არაფერიც. - სახედან ხელი ჩამოახსევინა და თავისი თითები ისევ მისაში ჩააკვეხა.- შემოდი საჭმელს გაჭმევ. დღეს არაფერი გიჭამია.
- არ შეგაწუხებ სახლში შევჭამ რამეს. - თითქოს ფეხს ითრევდა. საკუთარი თავი და სურვილები აშინებდა ამ წამს. მისი გოგო ისეთი მიმზიდველი იყო ყოველთვის თავის გაკონტოლება დიდ ძალისხმევას საჭიროებდა.
- რამდენიმე დღეა სახლში არ ყოფილხარ. შესაბამისად არც არაფერი გექნება. მომზადებასაც დრო დაჭირდება. დაღლილი ხარ,დაგეზარება და მშიერი დაიძინებ. ამიტომ შემოხვალ და ჩემს გამზადებულ საჭმელს შეჭამ- ბრძანებასავით ჟღერდა გოგონას ნათქვამი. ამ ლაპარაკში კიბეებიც დაეფარათ და უკვე კარებში გასაღებს ატრიალებდა.
- რთულია შენთან შეწინააღმდეგება- ჩაიცინა ბიჭმა და სახლში შესულს უკან მიყვა.
*****
განყოფილებაში ერთ-ერთი საკნისთვის დათოს თავი შეეფარებინა და ხის გამხმარ მოგრძო სკამზე ზურგით მოხერხებულად მოწყობილიყო და ეძინა. თავზე თავისი პიჯაკი გადაეფარებინა.ერთი ხელი კი თავ ქვეშ ამოედო. მძინარე სხეულს მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა ვიღაც.ხელები გადაიჯვარედინა და რამდენჯერმე ჩაახველა თუმცა დათოს მისი ხმა არც კი შეუმჩნევია.
- დავით!- მკაცრი, ბოხი ხმა გაისმა. მძინარე,მისი სახელის ჩასმენისას, მხოლოდ შეიშმუშნა.- დავით! -ამჯერად უფრო ხმამაღალი იყო.მწოლიარე სხეულმა უცებ გადაიძრო თავზე პიჯაკი და "სკამეიკაზე" წამოჯდა.
- რა მოხდა? გვაფეთქებენ? - კეფაზე ჩამოისვა ხელი.
- კი არ აგვაფეთქებენ დაგვხურავენ!- კაცმა გააჟღერა მკაცრად და დათოს მზერა დაიმსახურა.
- უფროსო თქვენ ხართ? რა მოხდა ასეთი? კაცს სამი დღეა არ მძინებია. შემიბრალეთ- საწყალი სახით ახედა. ისევ წამოწვა და თავზე პიჯაკი გადაიფარა.
- საწყობი გაძარცვეს და მთელი საქონელი  წაიღეს.100 მილიონის-დაამატა ფრთხილად.დათომ ისევ გადაიძრო პიჯაკი და უცებ წამოხტა.
- დღისით მზისით?!- გაოცებისგან პირი დააღო.
-გამთენიისას.ჩვენამდე ახლა მოვიდა ეს ამბავი. ირაკლის დაურეკე და მოიყვანე. ის საქონელი თქვენი ამოღებული იყო.ამ საქმესაც თქვენ მიხედავთ.რაც შეიძლება სწრაფად თორემ სამინისტრო თავის მოდარაჯე ძაღლს გამოგვიგზავნის და დაგვხურავენ.
- ირაკლის ჯერ არ ცალია. - დათომ კეფა მოიფხანა ისევ უხერხულად.- მე დავიწყებ და მოგვიანებით გავაცნობ საქმის სიტუაციას.- მშვენივრად იცოდა,რომ ნუცასთან ერთად სავადმყოფოში იყო და არ უნდოდა მათი სიმყუდროვე დაერღვია მითუმეტეს იცოდა ძმაკაცზე როგორ მოქმედებდა გოგონა. მიუხედავად იმისა,რომ სულ ბუზღუნებდა და ისე ჩანდა თითქოს მათი ერთად ყოფნა სწყინდა.
- კარგი. თქვენთვის მომინდია ბიჭებო- მხარზე ხელი დაკრა და საკნიდან გავიდა.
- რატომ არ შეუძლია ამ ხალხს ერთი დღე მაინც იყონ მშვიდად.- ჩაიდუდღუნა სექმეებით გადაღლილმა.
- მაგარი დაგერხათ- მეორე საკნიდან მხიარულად გამოყვირა პატიმარმა.
- ჩაი*ვი- გაცეცხებულმა და გამოუძინებელმა გაყვირა.პიჯაკი მოიცვა და საკნიდან ბუზღუნით გავიდა.- გეგონება ჩვენს გარდა დაილია გამომძიებლები. ვეუბნები მეტისმეტად თავის გამოჩენა მავნებელიათქო და აჰა. ყველგან ჩვენ. პირადი ცხოვრება აღარ მაქვს ამათ გამო. თვითონ ნებივრობს ბიჭი- როგორც ჩვევია მაინც წაკბინა ძმაკაცს და იქაურობა დატოვა.
*****
საღამოს ისევ განყოფილებას მიუბრუნდა შემთხვევის ადგილიდან,რომელიც გატაცებულ საქონელთან იყო დაკავშირებული.
- ჯერ ძარცვა ახლა კიდევ მკვლელობა. ყოფილი პოლიციელი,რომელიც ეხმარებოდა მათ და ერთი გოგო- უფროსმა დათოს მაგიდას ხელი დაარტყა. ქვევიდან ახედა ბიჭმა.- ნამდვილად დაგვხურავენ თუ მალე არ გავხსნით ამ საქმეს.
- ისე ძილის უფლება,რომ მოგეცათ დამშვიდებულ გონებაზე უკეთ ვიაზროვნებდი- დაღლილი სახით ჩაილაპარაკა.
- ირაკლი მჭირდება საქმეში- გააჟღერა უფროსმა.
- ვერ ვუკავშირდები- იცრუა დათომ.და შორს სივრცეში გაიხედა,რომ არ შეტყობოდა. უცებ მის მაგიდაზე ხაზის ტელეფონი აწკრიალდა. იქვე დაყრდნობილი უფროსი დაწვდა.
- გისმენთ- გაბრაზებული ხმით უპასუხა კაცმა. ხაზის მეორე მხრიდან გოგონას ტირილის ხმა ისმოდა.
- ირაკლი მაისურაძესთან მინდა ლაპარაკი.- სლუკუნით ჩაილაპარაკა.
- ირაკლი ამჟამად აქ არაა.რით დაგეხმაროთ?
- მე მხოლოდ მას დაელაპარაკები. მოწმე ვარ დღეს მომხდარი მკვლელობის და თუ მას არ დამალაპაკებთ სხვას არ დაველაპარაკები- ტირილით და ყვირით ჩასძახა ყურმილს გოგონამ.
- მოიცადეთ ახლავე მოვალ. ირაკლი! - სივრცეს გასძახა უფროსმა.- აი მოდის- დათომ უფროს სიტყვებზე თვალი ოთახს მოავლო.გონებაში კი ბურდღუნებდა "რა ელანდება ამ კაცსო?!"
- ერთი წუთი მოიცადე ახლავე მოვა- ყურმილს ხელი დააფარა და დათოს გაუწოდა.- დაელაპარაკე. ვითომ ირაკლი ხარ!
- უფროსო თამაშის დრო არ მაქვს.
- დაელაპარაკე მოწმეა სასტუმროში მომხდარი მკვლელობის- გამოუცრა კბილებიდან.
- ირაკლის მაგივრობას ვერ გავწევ.
-დაელაპარაკე და ამ მოწმეს მიხედე თორემ მთელი თვე აქ იმორიგევებ და ერთი წუთი არ გექნება ძილისთვის.-ტელეფონი გამოართვა და ყურზე მიიდო.
- გისმენთ ირაკლი ვარ.რით დაგეხმაროთ?- შეეცადა მისი ხმისთვის მიებაძა თუმცა არ გამოუვიდა. უფროსისგან მხარზე დარტაც მიიღო.
- ასე არ ლაპარაკობს- თვალები დაუბრიალა ბიჭს.
- ვიცი მაცადეთ უფროსო თუ არადა თქვენ ელაპარაკეთ მაშინ- ყურმილი ისევ უკან გასწია თუმცა უფროსის მზერის შეხვედრისას ყურზე მიიდო ისევ.- გისმენ- გაიმეორა ისევ.
- ირაკლი...- ტირილი დაიწყო გოგომა- დამეხმარე
- მეგი?- ხმაში გაოცება გამოეხატა დათოს.
- დათო შენ ხარ?-ამოისლუკუნა გოგონამ.
- ჰო მეგი ირაკლი ახლა აქ არაა. მითხარი რა მოხდა?- სავარძელში წამოიწია და შუბლი მოისრისა.
- იქ მე... მე ვიყავი.პირდაპირ ჩემს თვალწინ მოკლეს ჩემი მეგობარი.- ისევ ატირდა გოგონა.- მე ისინი დავინახე....
- მითხარი სად ხარ მოვალ და წამოგიყვან- ფურცელი და კალამი აიღო.ნაკარნახევი მისამართი ჩაიწერა და ფეხზე წამოხტა.
- მოწმეს იცნობთ?- უფროსმა გააჩერა
- კარგი იქნებოდა, რომ არ ვიცნობდეთ- ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- არაუშავს. ამ საქმის გახსნაში დაგვეხმარება.72 საათი გვაქვს იცოდეთ- მიაყვირა უკვე თითქმის გასულ ბიჭს.
*****
ირაკლი ნუცას ფაციფუს სამზარეულოში დიდი სიამოვნებით უყურებდა და შიმშილზე აღარც ფიქრობდა.  მალევე გაშალა მაგიდა და თავადაც მიუჯდა სტუმართან ერთად. სასიამოვნო სანახავი იყო ორნი ვახშმისას თუ როგორ შესციცინებდნენ თვალებში და თან საჭმელს მიირთმევდნენ.
- ყავა თუ ჩაი?- ღიმილით კითხა უკვე გამომძღარ გამომძიებელს.
- ყავა ოღონდ ტკბილი არა- ღიმილითვე მიუგო.
- მაშინ ორს გავამზადებ - ფეხზე წამოდგა. სასწრაფოდ გაამზადა ორი ფინჯანი ყავა შესაბამისი შაქრით და მაგიდაზე დადგა. 
- ზუსტად ისეთია როგორსაც ვსვავ არც ძალიან მწარე და არც ტკბილი- სითხის დაგემოვნების შემდეგ წარმოთქვა და ქვევიდან გახედა მომღიმარ გოგონას.რომელიც მასავით ყავის დაგემოვნბით იყო დაკავებული. წამით ფანჯარაში გაიხედა. წვიმის წვეთები ალაგ-ალაგ ასველებდა გარემოს.
-რატომ არასდროს არ ვლაპარაკობთ შენზე?- უცებ ირაკლის მიუბრუნდა. თითქოს ამ კითხვამ შეძრა და სითხე ლამის გადასცდა.
- მაინც რა გინდა იცოდე?- შუბლი შეეჭმუხნა.
- ყველაფერი. შენ ჩემზე თითქმის ყველაფერი იცი.
- თითქმის-ჩაიცინა და ფინჯანი დადგა.
- ჰო და მეც მინდა თითქმის ყველაფერი ვიცოდე. მაგალითად რამდენი გოგოს გამოჩენას უნდა ველოდე?- ცალი წარბი ასწია და ეჭვიანი მზერით გახედა. ირაკლის სიცილი აუტყდა.
- როგორც ჩანს ისევ იმათ ვუბრუნდებით ვისაც წარსულში ვტოვებთ. სულ რამდენიმე იყო,თუმცა სერიოზული არაფერი- სიცილით ჩაამთავრა.ნუცასგან კი თვალების ატრიალება მიიღო პასუხად.
- სულ რამდენიმე - გამოაჯავრა და ხელში შერჩენილი ჭიქა ლამბაქზე ხმაურით დადგა.
- გაბრაზდი?
- გგონია მარტო შენ ბრაზობ ასეთ საკითხებზე?- ისევ წარბი აუწია გოგომ ეშმაკურად მომღიმარ ბიჭს.
- როგორც ჩანს შენც იგივე რეაქცია გაქვს- სიცილი ვეღარ შეიკავა.ნუცამ ისეც ფანჯარას გახედა. ეზოში წვიმას მშობლებთან ერთად პატარა ანცი ბიჭი მხიარულად გაურბოდა.
- მშობლები? შენს მშობლებზე რატომ არაფერს ყვები?- სანახაობისთვის თვალ მოუცილებლად ჰკითხა ირაკლის.თან მათი ბედნიერებით ხარობდა და იღიმებოდა. ბიჭიც ამ წამს გაშტერებული მზერით მათ უყურებდა. მაგიდაზე დადებული ხელი ნელ-ნელა ეჭიმებოდა და მუშტად იკვრებოდა.
- შვიდი წლიდან ბიძია და ბიცოლა მზრდიან. მშობლები ადრე გარდაიცვალნენ ავტოკატასტროფაში- ჩახლეჩილი ხმით თქვა. ნუცამ უცებ მისკენ მოატრიალა მზერა და მაშინვე ინანა ის კითხვა რაც დასვა.
- მაპატიე არ მინდოდა...
- არა არაფერია უბრალოდ ცუდ მოგონებებს მიღვიძებს- ძალდატანებით ჩაიღიმა და დარჩენილი სითხე მოსვა. ჯიბეში აბჟუებულმა ტელეფონმა ყურადღება გადაატანინა. "პრობლემები...პრობლემები...სასწრაფოა! შენთან სახლში."- დათო. შეტყობინება წაიკითხა და ისევ ჯიბეში ჩააბრუნა.- უნდა წავიდე.
- ახალი საქმე?
- დაახლოებით.
- მეგონა დღეს დაისვენებდი. მთელი დღე ჩემთან იყავი აქეთ იქეთ დაგყავდი და  ცალკე მე დაგღალე.- ირაკლი ფეხზე წამოდგა.წინ გადაიწია. ორივე ხელში გოგონას სახე მოიქცია და გასაჩუმებლად მის ტუჩებს ნაზად აკოცა.
- პირიქით შენთან ყოფნით უფრო ვისვენებ- ჩაუღიმა და შემდეგ ტუჩები შუბლისკენ წაიღო.
- გვრიტები- სამზარეულოში ლიზას ირონიული ხმა გაისმა.- ხელს არ შეგიშლით საჭმელს ავიღებ და ჩემს ოთახში გავალ თქვენ კი გააგრძელეთ რასაც აკეთებდით ოთახები ოხრად გვაქვს. - კარადის კარი გამოაღო და თეფში გამოიღო.
- ლიზა!- კბილებიდან გამოუცრა ნუცამ და სკამიდან წამოდგომა სცადა.
- დაანებე თავი- ხელით შეაჩერა და ხმადაბლა ჩაიჩურჩულა,თან უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია. ხელი უკეთ მოკიდა და  გასასვლელისკენ წავიდნენ.
- რატომ მიდიხარ? ხელს არ შეგიშლიდით- ირონიით გამოკივლა სამზარეულოდან.ნუცამ ისევ უკან გაიწია. სამზარეულოში შევარდნას და ამ პატარა ლაწირაკის ჭკუის სწავლებას აპირებდა, თუმცა კვლავ ირაკლიმ შეაჩერა.
- უჭკუო ბავშვია. - ჩაუღიმა და შუბლზე გამოსამშვიდობებელი კოცნა  დაუტოვა.
- ფრთხილად იარე- გასვლისას ნუცამ ნაღვლიანი თუმცა ღიმილიანი მზერა გააყოლა.
****
გასაღები გადაატრიალა კარებში და სახლში შევიდა.
-როგორც იქნა მოხვედი- მისაღებიდან გამოვიდა დათო. მისი სახლში ყოფნა არ გაკვირვებია ირაკლის რადგან მეორე გასაღების სამალავი იცოდა.
- რა პრობლემაა?- შუბლი შეკრა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
- ირაკლი...- თვალცრემლიანი გოგო დათოს ზურგს უკან დივნიდან წამოხტა და მისი ნახვით გაოცებულ გამომძიებელს ჩამოეკიდა კისერზე.ბიჭმა ხელები განზე გასწია.
- მეგი- გაოცებულმა წარმოთქვა გოგონას სახელი. დათოს მზერა ესროლა სადაც ამოიკითხა " აქ რა ჯანდაბა ხდება? "
- მხოლოდ შენ თუ დამეხმარები. უნდა დამმალო. მეშინია.- გოგონას მკლავებში ხელი ჩასჭიდა და  სხეულს მოაცილა ერთი ნაბიჯით.
- დამშვიდდი მეგი და ისე მომიყევი რა შარში გაეხვიე?- წარბები შეკრა და გაბრაზებულმა შეხედა. მზერა ასლუკუნებული გოგონადან დათოს ესროლა.- რა ჯანდაბა მოხდა საერთოდ ამიხსენით ამის დედაც...
- ერთი კვირის წინ ჩვენს მიერ ამოღებული საქონელი საწყობიდან გაქრა. უფროსმა თქვენი საქმე იყო და თქვენვე მიხედეთო. ეს ქალბატონი კი- ხელი გოგონასკენ გაიშვირა. - ძიებისას აღმოჩენილი მკვლელობის მოწმეა.- სიტყვა მკვლელობის გაგებისას გოგონამ კიდევ უფრო დაიწყო სლუკუნი.ირაკლი კი ნერვიულად შუბლს ისრესდა.- სასტუმროს სააბაზანოში იმალებოდა და როგორც კი შეძლო იქედან გამოიქცა.მერე განყოფილებაში დარეკა და შენ გიკითხა ხელებში კი მე შევრჩი..
- ქურდობა და მკვლელობა ერთმანეთს უკავშირდება? - ისევ შუბლის ნერვიული სრესით წარმოთქვა.
- კი. როგორც ჩანს საქონლის განაწილებაზე შეექმნათ პრობლემები. მკვლელობის ადგილზე ჰეროინის კვალია.ერთ ერთი პაკეტია,რომელიც მოიპარეს.- დათო ცდილობდა ირაკლისთვის საქმის ვითარება აეხსნა. გვერდით მდგარ სავარძელში ჩაესვენა ლაპარაკის დასრულებისას.
- ჩემი საუკეთესო მეგობარი მოკლეს - ზლუქუნით წამოიტირა გოგონამ.
- რა ჯანდაბა გინდოდათ ნარკო მოვაჭრეებთან?- ლამის წყობიდან გამოსულმა ირაკლიმ კბილებიდან გამოუცრა.
- ჩვენ არ ვიცოდით...- ისევ ატირდა.
- ფულიანი ტიპი ეგონათ და აყვნენ გოგოები.იქ კი თავზე დაადგათ უფროსი. საქონელზე პრობლემა შეიქმნა და ატეხეს სროლა.- დათომ ჩაამთავრა გოგოს დაწყებული.
- ჩვენი ძველი ურთიერთობის ხათრით ირაკლი გთხოვ...
- რას მთხოვ? - თვალები ცეცხლისფრათ აენთო.გაბრაზებულმა კედელს მუშტი მიარტყა.გოგონა მისი საქციელით ადგილზე შეხტა. დათო სავარძლიდან წამოხტა და ძმაკაცის დამშვიდებას შეეცადა.
- კარგი რა ძმაო.დამშვიდდი.
- ჩემთან სახლში რატომ მოიყვანე?- ახლა ძმაკაცს მიანათა ანთებული მზერა.
- ჩემთან ლიაა ძმაო. შენთან არავინაა. თან მოწმეა,რომელიც შეიძლება სადმე მიბრიდონ. გვინდა ახლა ჩვენ კიდევ ერთი გვამი საქმეში? ისედაც თავზე საყრელად გვყვავს გვამები.- ცდილობდა ირაკლის სიფიცხე საკუთარი მშვიდი ტონით გაეწონასწორებინა.
- ისევ...- თითი გაიქნია მეგისკენ და კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.- ისევ შარში გაეხვიე. მახსოვს ბოლოს ამტკიცებდი ნარკოტიკებს შევეშვიო- შუბლი შეკრა ბიჭმა.
- ასეცაა გეფიცები. არ მიმიღია ნარკოტიკები.  უბრალოდ ვერთობოდით მერე იმ კაცმა გამოიტანა პაკეტი უკეთესად გავერთობითო. მე კი საბაზანოში გავედი. რაც თავი დავანებე მის მერე ასე ახლოს პირველად მქონდა წამალი და დამშვიდებას ვცდილობდი. გამოსვლისას კი ვიღაცეები შევნიშნე. ჩემი მეგობრისთვის იარაღი ქონდათ მიდებული და საბაზანოს კართან დავიმალე. ესროლეს- ხელები სახესთან მიიტანა და ატირდა.- სანამ შეამჩნევდნენ გამოვიქეცი თუმცა გამოსვლისას ერთ ერთმა შემამჩნია. ძლივს დავაღწიე თავი. დამინახეს გესმის?- ფეხზე წამოხტა და ირაკლის პერანგს საყელოში ჩაებღაუჭა.- დამინახეს. დამეხმარე.- შეეცადა ბიჭს მიხუტებოდა თუმცა მან უკან გასწია და ხელებიც ჩამოახსნევინა საყელოდან.
- მასთან დარჩი- დათოს მიმართულებით გააჟღერა ბიჭმა და გასასვლელი კარებისკენ წავიდა.
- სად მიდიხარ?- ცრემლები მოიწმინდა მეგიმ.ბიჭს გაეკიდა და მკლავზე ჩამოეკიდა.ბიჭმა მის ხელს ამრეზად დახედა. დათომ ხელი ჩასჭიდა გოგოს,უკან გამოსწია და ირაკლის ხელი გაუნთავისუფლა.
- კარგი ძმაო წადი.- ირაკლის თავი დაუქნია და ისიც წავიდა.
- ხელი გამიშვი- გაბრაზებულმა ჩამოიხსნა დათოს მკლავებიდან თავი.
- მოკეტე და მშვიდად დაჯექი- წარბები შეუკრა.
- მე ირაკლისთან მოვედი და არა შენთან!-გააჟღერა გოგომ.თავის ჩანთას ხელი დაავლო და წასვლა დააპირა.
- ძალიან კარგი. წადი. სადღაც ერთ საათში შენს გვამსაც ვიპოვით. მართალია საქმის გამოძიება ცოტა გაგვიგრძელდება,მაგრამ უშენოდაც დავხურავთ.- ისევ სავარძელში ჩაჯდა და მკლავები გადაიჯვარედინა.გოგონა შეჩერდა და ჩანთა დივნებს შორის მოისროლა და იქვე თვითონაც დაენარცხა.- კარგი რადგან შევთანხმდით. ახლა დამნაშავეთა სურათებს განახებ იქნებ ამოიცნო ვინ იყო- დივნებს შორის მოთავსბული ლეპტოპი მოიჩოჩა ბიჭმა და შესაბამის განყოფილებას დაუწყო ძებნა.
- ის...- ჩუმად დაიწყო გოგონამ.დათომ ქვევიდან ააპარა მზერა.- მას... ვინმე ჰყავს?- ფრჩხილებს ერთი მეორეზე ნერვიულად ახახუნებდა.
- არა. ისევ შენ გელოდება და შენზე ფიქრით აღარ სძინავს-ირონია ჩააქსოვა ლაპარაკში.გოგონას სახეზე წამიერად თითქოს კმაყოფილებამ გაანათა თუმცა მალევე მიხვდა ბიჭის ირონიას.-რა თქმა უნდა ყავს! - ნაძალადევად გაუღიმა გაბრაზებულ გოგოს.და ლეპტოპი მისკენ მისწია.- ისრით გადაყევი და თუ ვინმე გეცნო მითხარი-ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. -ყავა მიშველის- ჩაიდუდღუნა და კარადიდან ყავის კოლოფი გამოდგა.
- როგორია?- უკან მოადგა გოგო.
- რა? ყავა? გადასარევი გემო აქვს,თუმცა იმასაც გააჩნია ვინ გააკეთებს- ისე ჩაილაპარაკა ვითომ ვერ მიხვდა ვისზე ეკითხებოდა.
- დათო მშვენივრად გაიგე რა გკითხე- თვალები აატრიალა გოგომ.
- კარგი.ძალიან კარგია. კეთილია,მზრუნველი და შენ საერთოდ არ გგავს.რაც მთავარია ირაკლის ის ძალიან უყვარს. ყავას შენც გაგიკეთებ.დაჯექი და გადაავლე თვალი იმ სურათებს- მბრძანებლური ტონი გააჟღერა ბიჭმა და ისევ ყავის გაკეთებას მიუბრუნდა.მეგი ცოტახანი კიდევ იდგა გაშტერებული. მალევე შეტრიალდა და დივანში ჩაჯდა. ლეპტოპი მიიჩოჩა და დამნაშავეების სახეებს ყურება დაუწყო თუმცა ფიქრები ირაკლისკენ გაექცა.
*****
ღამის თბილისის ქუჩებში ირაკლი მანქანით მიაპობდა წვიმის ტალღას. ნახევარ საათში ბიძამისის კორპუსთან მიასრიალა თავისი მერსედესი. ძრავა ჩააქრო და გადასვლამდე ტელეფონს დაწვდა,რომელიც შეტყობინების მოსვლას ამცნობდა.
-" ჩემი შერლოკი საქმეში თავითაა გადაშვებული? :D "- სმსის წაკითხვისას სახიდან ღრუბელი გადაეყარა და ჩაიღიმა. გასაგზავნად ტექსტის ასაკრეფი ამოხსნა.
-"შენი შერლოკი ^^ მიყვარს როცა ასე მიხსენიებ. შენი პირიდან სასწაულად ჟღერს და კოცნის სურვილს ორმაგად მიღვიძებს."- დაწერა.გააგზავნა.წერის პროცესში სახიდან ღიმილი არ შორდებოდა.
-"ახლა უკვე ვიცი,როგორ გამოგიწვიო :D"- მოუვიდა მალევე. ისევ ჩაიცინა.
- "ეშმაკუნა გოგო. :* ხვალ მე მიგიყვან დედასთან. დამელოდე სახლში "
- "საქმე არ გაქვს?"
- "ჯერ შენ!"
- "^^ დღეს დასვენებას მოახერხებ?"
- " რა თქმა უნდა. მალე დავიძინებ. შენ რატომ გღვიძავს? ღამის ორი საათია. ლიზასთან პრობლემები გქონდა?"- უკანასკნელი წინადადების წერისას წარბები შეეკრა.
- " არა უბრალოდ შენზე ვნერვიულობდი რატომღაც. მიხარია, რომ კარგად ხარ :*" - ღმად ამოისუნთქვა ამის წაკითხვისას და წინ მინას გახედა,რომელსაც წვიმა რეცხავდა.
- "ჩემზე ნუ ღელავ. დაიძინე. დილით გნახავ :*" - გააგზავნა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან. თქეშა წვიმისგან თავისგან დასაცავად ხელები გადაიფარა და სადარბაზოში მიიმალა.

~12~
შუა ღამით თავზე დადგომა ბიცოლამისის დაკითხვის მიზეზი გახდა. ქალი ქოთქოთით გადი გამოდიოდა და თან მისთვის საწოლ ოთახს ამზადებდა.
- რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო მაინც არაფერს მეტყვი ხომ? -წამით მიუბრუნდა ოთახის  კართან მიყუდებულ ბიჭს.ქალის დაჟინებულობაზე ჩაეცინა ორივე ხელი სახეზე მოკიდა.
- ხომ გითხარი ბიცოლა არაფერი მომხდარა. არ შეიძლება თქვენთან მოვიდე და დავრჩე? აქამდე წინააღმდეგი არ იყავი. - წარბები მაღლა აუწია და სახეზე ღიმილი გამოესახა.
- ეშმაკი ბიჭუნა ხარ- ქალმა ჩაიცინა. შვილს თავზე თმა აუჩეჩა და ლოყაზე აკოცა.- აგერ ბიძაშენი. -კარებთან მომდგარი კაცი შენიშნა.მხარზე ხელი ნაზად მიკრა ბიჭს- იქნებ შენ მაინც გითხრას - გასვლამდე ჩაიბურტყუნა ქმრის მიმართულებით და მარტო დატოვა კაცები.
- ოხ ნანა- ოთახში მყოფთ სიცილი აუტყდათ ქალის ქოთქოთზე. - ხომ იცი ბიცოლაშენს მეექვსე გრძნობა აქვს განვითარებული და წინასწარ გრძნობს - სიცილით დაამატა კაცმა. ირაკლი საწოლზე ჩამოჯდა.ბიძამისმაც მის გვერდით იპოვა შესაბამისი ადგილი.- აბა დაიწყე. ნუცა?- ფეხზე ხელი დაადო და გვერდით გახედა. მისი სახელის ხსენებაზე სახეზე ბედნიერება გადაეჭიმა.
- მასთან შეიძლება ითქვა,რომ ყველაფერი კარგად არის. ის ხომ ასეთი ჯიუტია- ლაპარაკისას სახეს მანჭავდა. თითქოს წინ ედგა და მიმიკებით ეფერებოდა.
- მშვენიერია- ჩაიცინა კაცმა და ხელები ერთმანეთს მიარტყა და წელში გაიმართა.- თუ ნუცა არა მაშინ დათო- სიცილით თქვა კაცმა. იცოდა ის ონავარი ბავშვი ყოველთვის ირაკლის ნერვებზე თამაშობდა- ახლაც შენ ბინაში მოიყვანა ვინმე?- ჩაიცინა კვლავ. დათოს ჩვევოდა მეგობრის სახლის გამოყენება,როცა მისი სახლი დედამისის განკარგულებაში იყო და ირაკლისთან "ნაშობა აუყრია".
- მეგი...- წარმოთქვა თავჩაღუნულმა და კაცს ღიმილი სახეზე შეეყინა.გაჩუმდა და ელოდა როდის გააგრძელებდა გაწყვეტილ სიტყვას ბიჭი.- პრობლემა ჩემს სახლში მყოფი მეგია,რომელიც შარში გაეხვა როგორც ყოველთვის. მკვლელობის მოწმეა და მე უნდა დავიცვა.
- შენთან მარტოა?
- არა დათოა მასთან.
- პრობლემა რაა? ეს საქმე? თუ ის რო შეიძლება რამეს გრძნობდე ისევ მის მიმართ?
- კარგი რა ბიძია- თავზე ხელი გადაისვა და გვერდით მჯდომს გადახედა.- რომელ გრძნობაზე მელაპარაკები?! მისდამი მხოლოდ ბრაზს ვგრძნობ. პრობლემა კი ისაა რომ ზუსტად მაშინ გამოჩნდა,როცა ნუცაა ჩემს ცხოვრებაში. არ მინდა თავისი ხაფანგებით ნუცა დააფრთხოს და ჩემგან გააქციოს.- კაცმა მის ნათქვამზე სიცილი ატეხა- რა გაცინებს ბიძია?- წარბი აუწია კაცს.
- შვილო- სიცილით განაგრძო.- რატომღაც ნუცა ფაიფურის გგონია,რომელიც შეიძლება ერთი ხელის მოსმით დაანაწევროს მეგიმ. დარწმუნებული ვარ ეგ გოგო ნუცასთან ვერაფერს გახდება. ნუცას სიძლერის მოწმე თავად ხარ.
- მაგრამ ბიძია ხომ იცი ის ძალიან გაიძვერაა- ღმად ამოისუნთქა - ვერც კი ვიჯერებ,რომ ოდესღაც მასთან ვიყავი.
- შეცდომებს ყველა ვუშვებთ- მხარზე ხელი დაკრა.- მეგის ინტრიგები კი ვერაფერს იზავს.მთავარია ნუცასთან მართალი იყო და არაფერი დაუმალო- ფეხზე წამოდგა.- ახლა კი დაისვენე.რამდენიმე დღეა ნომალურად არ გიძინია.მოიშორე ეგ ფიქრები. - სახის წინ გაუქნია ხელი. - არა ნუცაზე დაიტოვე - სიცილით უთხრა და გამომძიებლის მკაცრ სახეზე ღიმილი კვლავ გამოსახა. ოთახიდან გასვლამდე ხელი აუწია ისე,რომ უკან არც მოუხედავს. გამომძიებელთან მართლაც რომ მხოლოდ ნუცაზე ფიქრები დარჩა. ბიძია მართალი იყო. ეს წყეული გოგო ვერაფერს გახდებოდა ნუცას ხასიათთან. მასთან გამკლავება ხომ თავადაც უჭირდა. საწოლზე წამოწვა და თავისივე ფიქრებზე ჩუმად იცინოდა.
*****
ნუცა დილით ადრე ადგა. უფრო სწორედ წამოფრინდა.სახლის დალაგება დაიწყო. დედის ტანსაცმელი დააუთოვა და ლამაზად ჩააწყო პატარა ჩანთაში მასთან წასაღებად.
- ეს ჩანთა რად გინდა?- ოთახიდან გამოსულმა ლიზამ თვალებში მოხვედრისას იკითხა.- თუ მეშველა და სადმე შორს მიდიხარ? თუ ასეა ისე წასულხარ უკან აღარ მობრუნებულიყო - პირდაპირ ცინიკურად შეღიმა სახეში და გასვლა დააპირა.
- დედას ტანსაცმელია.- დააიგნორა მის მიმართ ნათქვამი თითოეული სიტყვა და სამზარეულოში შევიდა. ლიზაც უკან მიჰყვა.-დედას უნდა სახლში იყოს. გუშინ ექიმს ველაპარაკე და შეგვიძლია წამოვიყვანოთ. თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ და წამლებიც თავის დროზე უნდა დავალევინოთ.
- მართლა ბრუნდება დედა?- სიხარულით წამოიყვირა უცებ. ამდენიხანი დაფარული და გამოუხატავი სითბო თითქოს ამ ერთ კითხვაში ჩაატია და სახეზე გამოეხატა.მალევე შენიშნა თავისი გახსნილი გრძნობები და ისევ მოიხვია ცივი უჩინარი პლედი.ნუცას არ გამოპარვია დის გარდასახვა დედის სახლში დაბრუნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ არც სავადმყოფოში აკითხავდა და საერთოდაც ისე ჩანდა რომ არ აინტერესებდა ეს შიზოფრენიკი ქალი, მაინც უყვარდა დედა. წყენის მიუხედავად. ან კი ვის შესძულებია დედა? ქალი,რომლსაც მუცლად ყოფნისთანავე სიგიჟემდე ვუყვარდებით.
- კი დღეს უკვე სახლში იქნება.- სკამზე დადებულ ზურგ ჩანთას დაწვდა და შემოსასვლელში გავიდა. იქვე დადებულ დედასთვის გამზადებული ჩანთაც აიღო და კარები გაიხურა. ლიზა კი სახლში დარჩა აჟიტირებული.თუმცა ამავე დროს ცდილობდა არ შეემჩნია მაგრამ სახეზე ბედნიერი ღიმილი ვერსად დამალა. კვლავ ოთახში შებრუნდა და რამდენიმეჯერ შეხტა საწოლზე სიხარულისგან.
*****
ნუცას კორპუსთან ირაკლი მანქანაზე მიყუდებული ელოდა. გოგონას დანახვისას ჩაფიქრებული სახე გაუნათდა. ისე მოეხვია მოახლოებულს თითქოს საუკუნე იყო არ ენახა.
- ძალიან მოგნატრებივარ მისტერ- ჩაიცინა ნუცამ,როცა ბიჭის ტუჩები მის ლოყას ეხებოდა მთელი სიძლიერით და გრძნობით.
- აჰამ ძალიან - თავი დააქნიაა და თვალებში შეხედა. სახეზე არსებული მარჯვენა ხელის ცერა თითს კი ნაზად დაასრიალრიალებდა ლოყაზე.- წავიდეთ - ჩაუცინა მის მკლავებში გატრუნულ გოგოს წინა კარები გამოუღო და შიგნით შესვა.ისე როგორც ქალბატონებს ემასუხურებიან. ნუცას ბიჭის ჟესტებზე ეღიმებოდა. გრძნობდა რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი იყო. სწრაფად ჩაჯდა ირაკლიც და საავადმყოფოს გზას დაადგნენ.
  მთელი გზა გოგონას ხელი ეკავა და შიგადაშიგ კოცნიდა.
საავადმყოფოს ეზოში შესრიალდა გამომძიებლის მანქანა. ორივე გადავიდა და სანამ ირაკლი თავის კარებს მიხურავდა მისი ტელეფონი აწკრიალდა.
- ჰო დათო- ძალიანაც არ უნდოდა ახლა ხელი შეეშალათ მისთვის,მაგრამ სერიოზული რომ არ ყოფილიყო არც დაურეკავდა.
- პრობლემა გვაქვს ძმაო- აღშფოთებული ხმა ისმოდა.
- რა მოხდა?- ნერვიულობა დაეტყო მასაც. გოგონამაც შენიშნა მისი აფორიაქება და ადგილზე გაიყინა.
- გაიპარა- დარცხვენილად ჩაილაპარაკა ბიჭმა მეორე მხრიდან.
- რას ქვია გაიპარა?ის ხომ მოწმეა -ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი. სიბრაზისგან კისერზე დაჭიმული ძარღვებიც კი მოუჩანდა.- მკვლელობის მოწმეა. ეძებენ და შეიძლება სადმე მისი მეგობარივით მოკლან- კბილებიდან ცრიდა გაბრაზებული.
- აი ასე ადგა და ღამე უფრო სწორედ გამთენიისას გაიპარა.ახლა მის მისამართზე ვარ აქაც არ დაბრუნებულა. ამის დედაც წამით მოვადუნე ყურადღება. ის კი ადგა და წავიდა. როგორ შემეძლო მისი ნდობა?! - საკუთარ თავს უბრაზდებოდა ბიჭი.
- კარგი კარგი დამშვიდდი.- აქეთ ამშვიდებდა თვითონ დასამშვიდებელი ირაკლი.- ახლავე წამოვალ- ტელეფონი გათიშა და ნუცას გახედა.- მაპატიე უნდა წავიდე. შეგიძლია... აჰ ჯანდაბა...- მანქანას ხელი დაარტყა სიბრაზისგან ატანილმა. გოგონა მას მიუახლოვდა. ხელზე ჩაებღაუჭა და აიძულა მისკენ მიეხედა.
- დათოს ამშვიდებ და შენ თვითონ გიჟს გავხარ.- თავისუფალი ხელი კეფაზე შეუცურა.
- მაპატიე. არ მინდოდა ასე შენი დატოვება. - ნაღვლიანი თვალებით შეხედა გვერდიდან გოგოს.
- გეყოფა და წადი.საქმე გიხმობს. მე დედას გამოვიყვან და ტაქსით წავალთ უკან. ჩემზე ნუ ფიქრობ და საქმეს მიხედე- გაუღიმა და კვლავ კეფაზე თმებში აუთამაშა თითები.- წადი!- თვალებით ანიშნა,რომ მანქანაში ჩამჯდარიყო და წასულიყო. ხვდებოდა რაღაც ხდებოდა. დაყრდნობილი მოშორდა მანქანას ნუცას სახე ხელებში მოიქცია და მის ტუჩებს დაწვდა.
- დედა მომიკითხე. მოგვიანებით გნახავთ.- კვლავ დაწვდა მის ტუჩებს და მთელი დღის ენერგიით შეივსო. საჭეს მიუჯდა და ეზოდან დიდი სისწრაფით გაიყვანა მანქანა. ნუცამ ცოტახანს უყურა მიმავალს,შემდეგ კი თვითონაც შეიმალა შენობაში.
*****
მეგის საცხოვრებელ ადგილზე იმაზე სწრაფად მივიდა ვიდრე დათო ვარაუდობდა. გადმოსვლისას მანქანის კარი ძლიერად მიაჯახუნა. იტალიურ ეზოში სერიოზული სახით კოპებ შეკრული შევიდა და დათოს მიუახლოვდა,რომელიც მეზობლების დაკითხვით იყო დაკავებული.
- არის რამე ახალი?- მიახლოებულს შეხედა დათომ და ქალს თავი მიანება.
- მეზობლებს სამი დღეა არ უნახავთ. მისი ბინა გატეხილია. თვითონ კი ჯერ ისევ არ ჩანს.- შუბლი მოიქექა ბიჭმა.
- რამე რომ დაეშავებინათ უკვე გავიგებდით. დამნაშავე ამოიცნო? - კითხას სვავდა და თან ეზოს სერიოზული სახით ათვალიერებდა.
- კი ამოიცნო. ეგ ერთი სიკეთე გააკეთა.ჩვენს ბაზაშია დამნაშავე. უფროსს უკვე ვაცნობე. ჩვენ გველოდება.
- კარგი წავედით- კოპებ შეკრულმა მხარზე ხელი მიკრა და გასასვლელისკენ ანიშნა.დათოც მიყვა უკან.
- ბოდიში- გაისმა დათოს დარცხვენილი ხმა მანქანაში ჩაჯდომისას.
- რისთვის მიხდი ბოდიშს?
- ჩემი ბრალია არ უნდა ჩამძინებოდა და პოსტზე უნდა ვყოფილიყავი. ბოლოსდაბოლოს მოწმეს ვიცავდი- ხელი ტორპედოზე დაარტყა.
- გაქცევა უნდოდა და გაიქცა. შენი ბრალი არაა. დამალვა კარგად ეხერხება. მაგრამ აჯობებს მათზე ადრე ვიპოვოთ. მოწმე გვჭირდება- შეეცადა გაღიმებული სახით შეეხედა დამნაშავედ მომზირალი მეგობრისთვის.- განყოფილებაში მივიდეთ და ეგ სახე მოიშორე- კვლავ მიკრა მხარზე ხელი. დათოსაც ჩაეღიმა მეგობრის მცდელობას ტყუილად არ ჩაუვლია.
*****
ლიზა სახლში წრიალებდა. დრო მისდა სამწუხაროდ ნელა გადიოდა. ყოველ წამს ამოწმებდა საათს. ვეღარ ითმენდა,მაგრამ არც ნუცასთან დარეკვა და კითხვა არ უნდოდა.
- დილა უთენია გავიდა და ჯერ კიდე არ მოსულან- ფანჯრიდან ყურებას განაგრძობდა. წამით კვლავ საათს გახედა. სამი ხდებოდა. - ოოოფ...- ამოიოხრა და სკამზე დაენარცხა.მზერა სამზარეულოს მოავლო. თაროზე დადებული სურათები მოხვდა თვალში. თითქოს ბედნიერები ჩანდნენ,მაგრამ რატომ არ იყვნენ?! მართალია მამამისი სულ ყვიროდა და დედამისს ეჩხუბებოდა,მისთვისაც უყვირია,როცა ტელევიზორში რამეს უყურებდა მამამისს კი უნდოდა თვითონ ეყურებინა,მაგრამ არასდროს უცემია. მამისადმი სიბრაზე გამოუმჟღავნებია მაგრამ მაინც უყვარდა და ნუცას ვერ აპატიებდა მამის გარეშე დატოვებას. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის მამამისი იყო. ფიქრებიდან კარებში გასაღების ჩხარუნმა გამოიყვანა.ფეხზე წამოხტა და შემოსასვლელში გაიქცა. იდგა და ელოდა როდის შემოვიდოდა დედამისი. გული ისე უცემდა თითქოს ყელში ქონდა ამოსული. წამები ისე იწელებოდა საუკუნედ მოეჩვენა.
- დე...- ქალის დანახვისას წამოიყვირა და ჯერ კიდევ კარებში მყოფს კისერზე ჩამოეკიდა.
- ჩემი პატარა- ქალმა ხელები მოხვია თავის პატარა და მავნე შვილს. მათ უკან ნუცა და ნანა იდგნენ.ორივეს სახე უცინოდა ამ სცენის შემხედვარე.- შემოვიდე საყვარელო სირცხვილია კარებში დავაყენეთ სტუმარი- მაიამ მორცხვად გადმოხედა ნანას.
- აჰ რას ლაპარაკობ- ხელი ჩაიქნია ქალმა.- ისეთი ამაღელვებელია თვალზე ბედნიერების ცრემლი მომადგა.
- შემობრძანდით- ნუცამ მორცხვად გაუღიმა და სახლში შეიპატიჟა ქალი.- ლიზა ეს ირაკლის ბიცოლაა.- ლიზამ მხოლოდ ხელი გაუწოდა.- დედასთან ხშირად დადიოდა და დიდ ყურადღებას აქცევდა.- გააგრძელა დის ინფორმირება ნუცამ.
- საყვარელო ეს არაფერია ჩემთვის მითუმეტეს ისეთი ადამიანისთვის როგორიც დედაშენია- ნანას სიტყვებმა ლოყები წამოუწითლა ქალს.
- თქვენს სიკეთეს ვერ დავივიწყებთ.- ერთმანეთს გაუღიმეს ქალებმა- აქეთ მობრძანდით- მაიამ მისაღებისკენ  მიანიშნა. ქალები წინ წავიდნენ შესასვლელში კი ლიზა და ნუცა დარჩნენ. დედამისის ნივთებით სავსე ჩანთა იქვე დადო.
- როგორც ჩანს ირაკლის ოჯახს ვიახლოვებთ- ირონიულად ჩაილაპარაკა გოგონამ და ნუცას გახედა.
- როცა მგონია გამოსწორდი მაშინვე თვალებს მიხელ და მაჩვენებ,რომ გამოსწორებასთან ახლოსაც კი არ ხარ. - კოპები შეუკრა ნუცამ.გვერდი აუარა დას და მათთკენ გაემართა.
- სტუმრობის დრო სულაც არ იყო. იქნებ მარტო მინდა ყოფნა დედასთან- ლიზამ ტუჩები გაბუსხა და იმის მაგივრად დედასთან მისულიყო ოთახში შეიკეტა.
  ქალბატონები ლაპარაკს შეყვნენ. მაიას არც ეტყობოდა,რომ სულ ახლახანს გამოვიდა ფსიქიატრიულიდან. ეს ქალი,რომელიც სიბერეში მისი მეგობარი გახდა თავს ისე აგრძნობინებდა თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდნენ ერთმანეთს. ყველაფერს მარტივად უდგებოდა ნანა.ქალი ენერგიულობა და პოზიტივი იყო,რაც მაიასგან სრულიად განასხვავებდა და ამავე დროს თითქოს ავსებდა კიდევაც.
- დე წამლის დროა- ნუცამ წყალი და ორი აბი მიაწოდა. ლაპარაკში დრო ისე გავიდა ვერც კი შენიშნეს როგორ მოსაღამოვდა. მანაც გამოართვა და მაშინვე დალია.
- ლაპარაკში ისე გავერთე ვერც კი მივხვდი დრო როგორ გამეპარა. ჩემი წასვლის დროა საყვარელებო- - ფეხზე წამოდგა.
- იმედი მაქვს არ დამივიწყებ - დიასახლისმა შეღიმა.
- რას ლაპარაკობ მითუმეტეს ჩვენი ბავშვები მგონი რაღაცას ფიქრობენ-ბოლოს გადაუჩურჩულა ქალს და თან წარბი აუთამაშა. ორივემ ერთმანეთს გაუღიმეს. გასვლისას ქალი ნუცას მოეხვია.
- ამ ბოლო დროს ირაკლი ცუდ ხასიათზეა მგონი მის ახალ საქმეს ეხება.
- დიახ ვიცი. დილით ძალიან გაბრაზდა როცა დათომ დაურეკა. როგორც ჩანს სერიოზული საქმეა.- ნერვიულად გაუღიმა ქალს.
- არ ვიცი რა ხდება მაგრამ შინაგანად ვგრძნობ რაღაც  ისე არაა. არ დატოვო ჩემი ბიჭი მარტო- ქალმა მხარზე ხელი დაადო და ჩაუღიმა.
- ამის თხოვნა არც იყო საჭირო - გოგონა გადაეხვია ქალს და თბილად გამოემშვიდობნენ ერთმანეთს.
   სახლში დიასახლისი დაბრუნდა. თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო. ის სითბო სუფევდა სახლში ამდენი ხანი,რომ აკლდათ. დედა შვილებს შუაში ჩაუწვა.ორივე მკერდზე მიიხუტა და მთელი ღამე მათ ფერებაში გაატარა. ორივეს თმებზე ეფერებოდა. ხან ერთს კოცნიდა ხან მეორეს. მათ ალერსში თვითონაც ჩაეძინა. პირველად ხდებოდა,რომ ყოველგავარი შიშის მოლოდინის გარეშე იძინებდა და ბედნიერი იყო.
****
დილიდან აწრიალებული იყო. ვერ ხვდებოდა რა სჭირდა. მისი გონებიდან არ ამოდიოდა ირაკლი და ბიცოლას ნათქვამი. ტელეფონზე უპასუხო სმსის და ზარის შემდეგ კიდევ უფრო აეკვიატა ფიქრი იმაზე რამე ხომ არ დაემართა?! სახლიდან დილაუთენია გამოვიდა. ფეხებმა თავისით მიიყვანეს განყოფილებამდე. შესასვლელშივე შეხვდა ნაცნობი სახე. ის ვინც ირაკლი ნუცას მძღოლობას ავალებდა ხოლმე.
- გამარჯობა- მორცხვად გაუღიმა კაცს.
- გაგიმარჯოს- თბილად მიესალმა გოგოს.- ირაკლისთან მოხვედი?
- მმ.. დიახ- უხერხულად მოიქექა თავი გოგომ.
- სამწუხაროდ აქ არ არის. გუშინდელიდან არ ყოფილა. სახლშია. ახლა სწორედ მასთან მივდივარ. საქმის ქაღალდები მიმაქვს- დაუფარავად წამოიძახა კაცმა. ისე ელაპარაკებოდა თითქოს დიდიხნის ნაცნობს ესაუბრებოდა.
- შეიძლება წამოგყვეთ?- ისევ უხერხულად მოიქექა თავი.- მისამართი არ ვიცი- ღიმილიც დაამატა  უხერხულობის დასაფარად.
- რა თქმა უნდა.- მანქანისკენ გაიყოლა ნუცა.
  მთელი გზა თითებს აწვალებდა ნერვიულობისგან. თუ შეეძლო დაერეკა განყოფილებაში რატო მასთან არ დარეკა. ან ეპასუხა მაინც მისი სმსისთვის.
  საცხოვრებელ ბინებში მისრიალებდა პოლიციის მანქანა. კორპუსის სადარბაზოსთან შეჩერდა იქ სადაც დათო ელოდა თანამშრომელს. ნუცას დანახვისას თითქოს გაშრა. ნერწყვი ძნელად გადაყლაპა.
- ნუცა აქ რას აკეთებ?- შეეცადა მხიარულად მისალებოდა.
- ირაკლის მოაკითხა- კაცმა დაასწრო გოგოს და თან ღიმილით გადახედა.თან დათოს მიუახლოვდა და საქაღალდე ხელებში ჩაუდო- ახლა კი დაგტოვებთ- კვლავ გაუღიმა ორივეს და მანქანაში ჩაჯდა ცოტახანში კი იქაურობას მოსცილდა.
- იცის,რომ მოდიოდი?- სადარბაზოში შესვლისას იკითხა ბიჭმა.
- ეცოდინებოდა სმსისთვის,რომ ეპასუხა ან ზარისთვის- კოპები შეკრა ნუცა და თან ლიფტში შევიდა. ჩაფიქრებული სახით შეყვა დათო.
- იცი...- ცდილობდა ისე ეთქვა ნუცასთვის სახლში არსებული მეგის შესახებ,რომ მასსა და ირაკლის შორის ურთიერთობა არ დაძაბულიყო.- სახლში მკვლელობის მოწმე გვყავს.
- გუშინ ამასთან დაკავშირებით დაურეკე ხომ? მოწმე,რომელიც გაგეპარა- პირდაპირ თვალებში უყურებდა ბიჭს.
- ჰო ისაა. გუშინ მთელი დღე მას ვეძებდით.
- გასაგებია- წინ გაიხედა გოგომ. ლიფტის კარს შორის დარჩენილ ადგილებს უყურებდა და თვალს აყოლებდა სართულების მიმოცვლას.
- ალბათ უნდა გითხრა, რომ მოწმეს იცნობს ირაკლი. ადრე ისინი ერთად იყვნენ. - ნუცამ სწრაფად გაიხედა მისკენ- ყველაფერს თვითონ აგიხსნის უბრალოდ ერთს გეტყვი. არაფერი დაიჯერო რასაც მეგი გეტყვის ან გააკეთებს.- დათოს გაფრთხილებამ კიდევ უფრო დააფრთხო. ირაკლის სახლში ყავდა ყოფილი რომელსაც უნდა უფრთხილდეს. გონებაში ათასმა ფიქრმა გაკრა. ეტყოდა,მაგრამ როდის? რომ არ მოსულიყო როდის გაიგებდა მეგის შესახებ? ან როგორ გაეხვა ის გოგო ამ საქმში? კითხვები თავს უჭამდა.
ლიფტის კარი გაიღო და დერეფანში გამოვიდნენ. დათომ რკინის კარი ფრთხილად შეაღო.
- გეყოფა ასე მოქცევა. ნუ ცდილობ ჩემი ყურადღების მიქცევას. - შესულებს ირაკლის ხმამაღალი ხმა მოესმათ.
- მე ისევ მიყვარხარ....- მეგის სიტყვებმა ირაკლის სიცილი გამოიწვია.ნუცას სხეულში კი ლამის სისხლი გაეყინა. დათო კი ნუცას უყურებდა და იმ რეაქციის ეშინოდა რაც შეიძლება ჰქონოდა მას.
- გეყოფა ეს ფარსი - სიცილით უთხრა გამომძიებელმა. - მე არ მიყვარხარ!
- ვიცი,რომ გიყვარვარ. გულნატკენი ხარ და გაბრაზებული მელაპარაკები ასე. მაგრამ ვიცი რომ გიყვარვარ.- მეგი ცდილობდა კისერზე მოეხვია ხელები. ზალის ფანჯრიდან მიუხედავად იმისა, რომ ფარდა იყო ჩამოფარებული ყველაფერი შესანიშნავად ჩანდა.ნუცამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ზალის სიღრმეში მდგომებმა ნუცას და დათოს შესვლა ვერც კი შენიშნეს. ირაკლიმ უხეშად მოიცილა გოგონას ხელები.
- ამის დედაც მეგი. სხვა მიყვარს შევიდეს შენს თავში ეს.
- და ვინ? ის ღლაპი? პირზე რძე რო არ შეშრობია? გგონია ისეთ სიამოვნებას მოგანიჟებს როგორსაც მე?
- დიახ ის ღლაპი მე ვარ- გაისმა ნუცას მშვიდი ხმა ოთახში. ორივემ გაოცებულებმა გახედეს კარებში მდგომ გოგოს და დათოს,რომელიც სცენას პირდაღებული შეჰყურებდა. ყველაფერს ელოდა მშვიდი ნუცას ნახვის გარდა.
- ნუცა - ირაკლის თითქოს პირი გაუშრა. როგორ არ უნდოდა ასე გაეგო ყველაფერი. ყველაზე მეტად მეგის სიტყვების შემდეგ ნუცას რეაქციის ეშინოდა.
- სხვათაშორის რძე არ მიყვარს- განაგრძო ნუცამ და თან მათკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მეგი დამცინავ სახეს არ აშორებდა. ბიჭთან მიახლოებისას ხელი მის ხელებში ახლართა. მისკენ გაიწია და თბილად აკოცა ტუჩებში.- დილა მშვიდობასა საყვარელო. - გამომძიებელს მისდა უნებურად გაეღიმა. მეორე ხელი სახეზე მოკიდა და მეორედ თვითონ აკოცა ტუჩებზე.
- დილა მშვიდობისა - ლოყაზე ხელი აუცაცუნა.- არ მინდოდა ასე გაგეგო.ყველაფერს აგიხსნი- ჩაიჩურჩულა გოგონას ყურთან.
- აუცილებლად ამიხსნი- მანაც ჩურჩულით გადაულაპარაკა.
- ჩემს ოთახში გავიდეთ. - ხელი კარგად ჩასჭიდა. გასვლისას ნუცამ წამით შეაჩერა და მეგისკენ მობრუნდა.მზერით მკვლელობა,რომ შესძლებოდა ნუცა ახლა უკვე მკვდარი იქნებოდა.
- წამიერი სიამოვნების მინიჭება ბოზებს უკეთესად ეხერხებათ. ასე,რომ ვერ შეგედრები მაგაში- გაუღიმა მისი სიტყვებით აღშფოთებულ მეგის.
- შენ მე მიწოდე?- მეგი აღშფოთებას ვერ მალავდა.
- რას იზავ ვერ გაექცევი სიმართელს-ირაკლიმ ნუცას ნათქვამზე ჩაიცინა და კვლავ ოთახისკენ წაიყვანა. უკან კი დათო მოიტოვეს,რომელიც გაცეცხლებული მეგის შეჩერებას ცდილობდა.
- მოვკლავ!- ყვირილით შეეცადა ჩასჭიდებოდა მიმავლებს თუმცა დათოს ხელებს ვერ გაექცა.

~13~
ირაკლიმ ოთახში შეიყვანა ნუცა. მისი ხელი კვლავ ხელში ეჭირა. ზურგს უკან კარები მიკეტა და მოემზადა. თავის ხელებში მოქცეულ ნუცას ხელს დაჰყურებდა. სათქმელს თავს უყრიდა. არ იცოდა საიდან დაეწყო.  წუთის წინ მომხდარის გამო უჭირდა მისთვის შეეხედა. იმ ბავშვს გავდა დანაშაულის ჩადენისას,რომ წაასწრეს.
- ნუცა...- კვლავ გოგონას თითებს დაჰყურებდა და თავის თითებს ნერვიულად დააცურებდა მის ხელზე.- არ მინდოდა ასე გაგეგო ყველაფერი...- მზერა როგორც იქნა მისკენ ააპარა. გოგონას სახე მშვიდი და გაწონასწორებული ჰქონდა.- ვაპირებდი შენთვის მეთქვა... აჰ ჯანდაბა მითხარი რამე...- ხელები გაუშვა და ოთახის სიღრმეში გოგონას ზურგს უკან ნერვიულად გაემართა. თმებში ხელი შეიცურა და საწოლზე დაენარცხა.- რატომ ხარ ასე მშვიდად?- ქვევიდან ააპატა მზერა გოგონასკენ. ნუცა მისკენ წავიდა და გვერდით მიუჯდა. ახლა თვითონ მოკიდა ხელზე ხელი.
- კარგად ხარ? - მეორე ხელი კეფაზე თმაში შეუცურა და თბილად შეღიმა.
- რაც დაინახე და მოისმინე იმის შემდეგ კიდევ იმას მეკითხები კარგად ვარ თუ არა?- აღშფოთებული მზერა ესროლა გოგოს.- იმ ყველაფრის მერე რაც მან თქვა...
- მე მარტო მისი ნათქვამი არ გამიგია. - კვლავ გაუცინა.- შენი პასუხიც გავიგე და ეს სრულიად საკმარისი იყო და ამავე დროს მითხარი, რომ თქმას აპირებდი.- კვლავ კეფაზე თმებში დაასრიალებდა თითებს.
- მაგრამ არ მითქვამს!- წარბები შეკრა ბიჭმა.
- იმიტომ, რომ ამისთვის ვერ მოიცალე და საერთოდ საკუთარ თავს შენ უნდა იცავდე და არა მე - სიცილით დაამატა ნუცამ. უცებ ირაკლი გასწორდა ორივე ხელში მისი სახე მოიქციაა.ტუჩებს დაწვდა და მთელი სიძლიერით აკოცა.
-რატომ ხარ ასეთი კარგი?- შუბლი შუბლზე დაადო და გოგონას სურნელში ჩაიძირა.
- რას ვიზავთ ასეთი დავიბადე- ნუცას სიტყვებმა კვლავ მოგვარა სიცილი ბიჭს. ისევ მის ტუჩებს დაწვდა. აკოცა და მკერდზე მიიხუტა.
- ბიძია მართალი იყო. - სიცილით ჩაილაპარაკა.- იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე ჩანს.
- აი ამაზე უფრო გავბრაზდი- მის მკლავებს გამოეცალა.- ბიძაშენი შენზე უკეთ მიცნობს.- გოგონას გაბუტვამ ირაკლი ჩააღიმა.
- მაპატიეთ- ხელები ასწია დანებების ნიშნად. სახე კი უცინოდა. ნუცამ გვერდიდან გადმოხედა. მის ამ ჟესტზე სიცილი ვერ შეიკავა. მისკენ შებრუნდა და ახლა თვითონ აკოცა. ტუჩებს მოშორდა. ხელები მკლავებს ქვეშ შეუცურა და მაგრად მიეხუტა. გამომძიებელი თავისი ძლიერი მკლავებით გულში იკრავდა.
- მჯერა შენი და გენდობი. -მკერდზე მიინაბა.- დანახვის პირველივე წუთიდან გენდე. არ ვიცი რატომ... მაგრამ გენდობოდი და ახლაც არ მაქვს მიზეზი იმისა, რომ შენში ეჭვი შევიტანო. ოღონდ იცოდე ამის შემდეგ აღარაფერი დამიმალო- უცებ გამოსწია თავი და დამუქრების ნიშნად თითი ცხვირ წინ აუქნია. მის თითს ჩაეჭიდა და აკოცა.
რამდენიმე წუთი სიჩუმეში ერთმანეთზე მიხუტებულებმა გაატარეს. ბოლოს ირაკლიმ დაარღვიაა სიჩუმე. თავს ვალდებულად გრძნობდა ყველაფერი მოეყოლა მეგიზე.
- შვიდი წლის წინ უნივერსიტეტში გავიცანით ერთმანეთი. - მკლავებიდან გამოეცალა ნუცა და მთელი გულის ყურით დაიწყო ირაკლის მოსმენა- შესასვლელში შევხვდი პირველად. უფრო სწორედ ჩემი უყურადღებობის გამო დავეჯახე. ამის შემდეგ კი მოხდა ისე,რომ სულ მასთან მიწევდა შეხვედრა ან ამის მერე უფრო დავიწყე შემჩნევა. - ცინიკურად ჩაიცინა და გვერდით გაიხედა. - ცოტახნის შემდეგ შეხვედრა დავიწყეთ. ერთი წელი ვხვდებოდით. ჩემებს ყველას იცნობდა. მე მისას არავის. დათო ყოველთვის მაფრთხილებდა მისგან თავი შორს დაიჭირეო მაგრამ...
- როგორც შეყვარებულებს ჩვევიათ ყური არ ათხოვე - გააგრძელა მისი დაწყებული და უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
- ჰო ასე იყო. - კვლავ ცინიზმით ჩაიცინა. დასცინა საკუთარ წარსულს,საკუთარ გრძნობებს,საკუთარ თავს. -მაშინ რომ გაგეცანი არ მოგეწონებოდი. ისეთი ვიყავი ახლა დასანახად მე თვითონ,რომ ვერ ვიტან- ხელები მომუშტა საკუთარ თავზე გაბრაზებულმა. ერთიანად დაეძარღვა მკლავები. ნუცამ ხელი ფრთხილად შეახო ამობურცულ ვენაზე და ნაზად დაუსვა ხელი.
- მომეწონებოდი.თან ძალიან,რადგან მე აი აქ შიგნით გიყურებ-თითი მკერდზე გულთან  მიადო.ირაკლის სახეზე კვლავ გადაიყარა შავი ღრუბელი და გამოიდარა ნუცას შეხედვისას.მის ხელს აკოცა და კვლავ განაგრძო.
- არავისი მესმოდა მხოლოდ მისი. ერთი წელი სრულ აგონიაში ვიყავი. მასზე ისე ვიყავი დამოკიდებული როგორც ნარკოტიკზე.თითქმის ცოლობაც კი შევთავაზე. ნანა გიჟად იყო- სიცილით ჩაილაპარაკა ბიცოლამისის გახსენებაზე- ვერ ვამჩნევდი მის რეალურ სახეს სანამ მისივე ბინაში ერთი შესრუტვა კოკაინისთვის ვიღაცასთან არ წავასწარი. იმ მომენტში მიხვდი როგორ ვიბრმავებდი თავს.შემნიშნა თუმცა ისე მოიქცა ვითომც არაფერი და ეს ჩვეულებრივად უნდა მიმეღო.ჩამეღიმა მის საქცილზე და იქაურობა დავტოვე.მე თვითონაც მიკვირდა მხოლოდ ღიმილს,რომ დავჯერდი და ისე წამოვედი- ამ ამბავს ისე ყვებოდა თითქოს ქუჩაში ძაღლების შეჯვარებისთვის შემთხვევით თვალი მოეკრას,რომელზე შეხედვამაც მხოლოდ ღიმილი მოგვარა სახეზე.ნუცამ თავისუფალი ხელი დაღებულ პირზე აიფარა.
- არ მესმის როგორ შეუძლია იყოს ასეთი ....- სიბრაზის შესაკავებლად თვალები მაგრად დახუჭა და შეეცადა ღრმად ესუნთქა.გამომძიებელს მის რეაქციაზე ჩაეცინა.ლოყაზე ცერა თითით მიეფერა.
- შენ ვერასდროს გაუგებ,რადგან მისგან სრულიად განსხვავდები.
- იმის შემდეგ აღარ გინახავს?
- გარკვეული დროის მანძილზე არა.ამის შემდეგ სწავლას სერიოზულად მოვკიდე ხელი. სხვა უნივერსიტეტში გადავედი. მისგან შორს.რა თქმა უნდა დათოც გამომყვა.- მეგობრის გახსნებაზე გაეცინა.
- ის ასე ადგა და წავიდა? აღარ მოუძებნიხარ?  თავი არ უმართლებია?
- რისი თქმა იყო საჭირო? - სიცილით კითხა გაოცებულს. - ალბათ ჩემი მოცილებით ის ძველი ნივთი მოიცილა რისი გადაგდებაც უნდოდა.თუმცა როცაა გაახსენდება ძველი ნივთი მაშინ იწყებს მის მოძებნას იქ სადაც აღარაა.
- ამ ყველაფერის შემდეგ ბედავს თქვას,რომ უყვარხარ?!- კოპები შეკრა და კარებს გახედა.
- ნახა ბედნიერი ვიყავი და გადაწყვიტა ემოქმედა. პაუზას იღებს და მერე კვლავ ჩნდება შავი ჭირივით ჩემს ცხოვრებაში. ამ საქმეში მისი მონაწიელობა კიდევ ერთი მიზეზი გახდა გამოჩენილიყო. - ნუცა მშვიდად უსმენდა. იგრძნო, რომ ლაპარაკი ჭსირდებოდა და კარგი მსმენელი უნდა ყოფილიყო. კიდევ ცოტახანი ისაუბრეს. ნუცა იმაზე მშვიდად შეხვდა ვიდრე ყველა ელოდა მისგან ამას. უბრალოდ იცოდა,რომ სანერვიულო არაფერი ქონდა და არ იყო საჭირო ირაკლის ისედაც რთული პერიოდი თავისი ეჭვიანობის სცენებით კიდევ უფრო გაერთულებინა.
ხელები ჩაეჭიდა გოგონასთვის და თავისაში აეხლართა. ეთამაშებოდა. ნუცას ცხვირი მის ლოყაზე მიედო და ნაზად ეფერებოდა. ოდნავ ჩხვლეტდა ახლად თავ ამოყოფილი წვერი,მაგრამ სასიამოვნო ჩხვლეტა იყო. ირაკლი კი მის სურნელს სუნთქავდა. ერთი ხელი ნიკაპზე მოკიდა და თავი ოდნავ გააწევინა.ცერა თითი ზემოთ ასწია და გოგონას ქვედა ტუჩს გაეთამაშა. ორივეს ჩაეღიმათ. ნუცა ახლოს მიიწია და ცხვირი ახლა ირაკლის ცხვირს გაუხახუნა.
- მიწვევ- ჩაიცინა კვლავ და გოგონას ტუჩებისკენ გაიწია. ნუცამ უკან გასწია თავი ვითომ სრულებით არ უნდოდა და ეშმაკურად გაუღიმა.
- დიახ გიწვევთ ბატონო შერლოკ - ჩაიხითხითა და უკან გადაიწია. ინერციით გამომძიებელიც მას მიყვა. საწოლს მიეჯაჭვა გოგონა და მის ზემოთ ირაკლის სახით გისოსები იყო აღმართული. რომელიც ხელებით საწოლს  ეყრდნობოდა და თან მისი გოგოს მომღიმარ სახეს დაჰყურებდა. ფიქრობდა,რომ ცხოვრებამ მას ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთა. იმასაც ფიქრობდა, რომ არ იმსახურებდა ალბათ მას მაგრამ მადლობელი იყო ასეთი საჩუქარისთვის. მის ქვევით მოქცეულის ღიმილი ცხოვრებას ერჩია. გაყინული,გაქვავებული გული,რომელიც ეგონა აღარასდროს გალღვებოდა ერთი ღიმილით გაუთბო. ამ ცხოვრებამ პირველად რაღაც გაიმეტა მისთვის კარგი და ყოველ წამს ეშინოდა მისი დაკარგვის. აი დღესაც მისი დანახვის წამიდან შიშმა მთელი სხეული მოიცვა. ეშინოდა,რომ როგორ მოულოდნელადაც გამოჩდნა მის ცხოვრებაში ისევე გაქრებოდა და წავიდოდა. მისდა საბედნიეროდ შიში შიშად დარჩა.- ასე რატომ მაკვირდები?-ღიმილით უთხრა ზევიდან მომზირალს და ხელები ყბების ხაზს გაუსვა. ისევ ეს წამოსული წვერები.
- მიყვარხარ!- წამოიძახა მოულოდნელად ისე უცებ თვითონაც გაუკვირდა. ნუცას ჩაეღიმა კვლავ. თავი ოდნავ წამოსწია და ტუჩებზე აკოცა.
- შენ წარმოიდგინე და მეც შერლოკ- ძალიან ახლოს იყო. მისი სუნთქვა ტუჩებს ედებოდა და სასიამოვნო ჟრუანტელს გვრიდა ორივეს.ახლა ირაკლი გადავიდა გოგონას ტუჩების მისაკუთრებაზე.უცებ ნუცამ გააჩერა.- ერთი პრობლემაა?
- რა? - წარებები შეკრა და შეშფოთებულმა შეხედა გოგონას.
- შენი წვერი მაწუხებს - კვლავ ჩაიხითხითა და თითები კვლავ ყბის ხაზს ააყოლა.
- გამოვასწორებთ- მისმა ხითხითმა ბიჭზეც იმოქმედა. სიცილით დაწვდა კოცნისგან ბრწეულივით გაწითლებულ ტუჩებს და კვლავ დააგემოვნა. მათი ერთმანეთით ტკბობა კარებზე კაკუნმაა დაარღვია. ერთმანეთს შეღიმეს. უხერხულად შეიშმუშნენ  და საწოლის კიდისკენ წამოიწივნენ.
- შემოდი დათო- იცოდა რომ ის იყო.მეგი ასე მშვიდად არ დააკაკუნებდა.
- უკაცრავად ხელის შეშლა არ მინდოდა,მაგრამ- სიცილით შემოვიდა ოთახში როცა ორივე მშვიდი და ბედნიერი დაინახა.- დამნაშავის დაკავების ოპერაცია იგეგმება და განყოფილებაში გვიბარებენ.
- კარგი წავიდეთ.- ფეხზე წამოდგა და ნუცაც წამოაყენა.
- მეგის რა ვუყოთ? თან ხომ არ წავიყვანთ? აქ თუ დავტოვებთ მარტო შეიძლება კვლავ გაიქცეს - კისერი მოიქექა დათომ და უმისამართოდ გაიხედა.
- მე დავრჩები მასთან- გააჭღერა მოულოდნელად ნუცამ და ორივეს გაოცებული მზერა დაიმსახურა.
- ნუცა...- ტუჩზე ხელი მიადო გოგონამ და გააჩუმა.
- დედას დავურეკავ და ვეტყვი რო დამაგვიანდება. გადაწყვეტილია მე ვრჩები.რა უნდა მიქნას ამ გოგომ?- წარბები აზიდა და ხელი კარებისკენ გაიშვირა რომლიდანაც ოდნავ მოჩანდა ლოჯი, სადაც სავარძელში მომთხეულად იჯდა მეგი.
- ღმერთო რა ჯიუტი ხარ- ბრაზით ჩაილაპარაკა გამოძიებელმა და სწრაფად აკოცა გოგოს მაინც. წამით ტუჩები მის ყურთან გააჩერა.-  როცა ეს საქმე მიმთავრდება გავაგრძელებთ წეღანდელ საუბარს.
- საუბარს?- ეშმაკურად შეათამაშა წარბები ნუცამ- მაგ საქმის დამთავრებას მოუთმენლად დაველოდები,რომ ეს წვერი საკუთარი ხელებით გაგპარსო- ირაკლის ჩაეცინა. დათოც აიწურა და სიცილით გაბადრული სახე სად წაეღო აღარ იცოდა.
- ნებას გაძლევ მოაშორო ჩემს სახეს ეს თავხედი წვერი- გამოსამშვიდობებლად აკოცა და ორივე გავიდა ოთახიდან. ნუცაც უკან მიყვა.გასვლამდე უკან მოქაჩაა ხელები მკლავებს ქვეშიდან გაუყარა და მაგრად მიეხუტა.
- ფრთხილად იყავი- კისერზე ცხელი კოცნა შეატოვა და ხელებიც გაუშვა. ირაკლი გაბადრული სახით შეჰყურებდა მზრუნველ გოგონას.თითქოს მისმა სიტყვებმა ფრთები შეასხა. უკვე გასულ დათოს სახეს მოკრა ნუცამ თვალი,რომელიც ნაწყენი და გაბუსხული იდგა.- შენც ფრთხილად იყავი- ნუცა მისკენ წავიდა და მოეხვია.
- ვეცდები- ჩაუღიმა ძმაკაცის გოგოს და ალბათ უკვე მისთვის ძვირფასს მეგობარს და ხელები შემოხვია.მათ ყურს ლიფტის გაღების ხმა მიწვდა. გამომძიებლები გოგონას დაემშვიდობნენ და ლიფტში შევიდნენ.შემოსვლისას კარები გადაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიცურა. ღრმად ჩაისუნთ-ამოისუნთქა და  სამზარეულოს გავლით ლოჯში შევიდა. მისი დანახვა დიდად არ გახარებია. თვალები აატრიალა მეგიმ.
- ირაკლი სად წავიდა?- გააჟღერა მბრძანებლურად.
- საქმეზე- არხეინად უპასუხა და სამზარეულოში გაბრუნდა.- გშია? რამეს მოვამზადებ -ყოველი შემთხვევისთვის იკითხა და მაცივარში შეძვრა. სხვადასხვა პროდუქტებით გამოტენილი მაცივარი არ დახვედრია. ძეხვეულით და კვერცით სავსე თარო.ტიპიური მოუცლელი ბიჭის მაცივარს გავდა. ჩაეღიმა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და სასურველი ნომერი აკრიფა.
- გამარჯობათ. პროდუქტების შეკვეთე მინდა. დიახ ახლავე გეტყვით რა და სად მოიტანოთ.- რამდენიმე პროდუქტი ჩააწერინა და ბოლოს მისამართიც უკარნახა.ტელეფონი გათიშა და კვლავ ჯიბეში ჩააბრუნა.
- რატომ ხარ კიდევ აქ? - ძალიან ახლოდან მოესმა ხმა. ისე მოულოდნელად კინაღამ შეხტა,მაგრამ მოულოდნელობებს ციხეში ყოფნისას შეეჩვია და ურყევი კედელივით ედგა. მშვიდი სახით შებრუნდა მეგისკენ.
- აბა სად უნდა ვიყო შენი აზრით? - წარბი აზიდა ნუცამ.
- ირაკლისგან შორს!- მკვახედ უპასუხა მეგიმ. ნუცას მის სიტყვებზე სიცილი წასკდა.
- ერთადერთი ვინც მისგან შორს უნდა იყოს ეს შენ ხარ- სიცილით უთხრა.კვლავ მაცივარს მიუბრუნდა და რამდენიმე კვერცხი გამოიღო.
- ყოფილ შეყვარებულს თავის ბინაში აცხოვრებს და გგონია მის მიმართ არაფერს გრძნობს?-კმაყოფილი სახით ჩაილაპარაკა. ნუცა უკვეე წონასწორობას კარგავდა მაგრამ ყველანაირად ცდილობდა არ დაცემულიყო მასავით.
- ჯერ ერთი სწორედ აღნიშნე "ყოფილს", მეორეც აცხოვრებს იმიტომ,რომ დაიცვას და სადმე ბნელ კუთხეში არ მოკლან რადგან თავისი უჭკუობით შეძლო და უსიამოვნებებში გაეხვა და მესამე მის სახლშია იმიტომ, რომ სხვა გზას არ უტოვებს- მესამე პირში ლაპარაკი ჩაამთავრა და სახეში შეღიმა. მეგიმ კბილები დაახრჭიალა,ხელი მაგრად მომუშტა.ისე ძლიერ შეკრა ხელი,რომ ფრჩხილები ხელის გულებზე ჩაესო.
- სიტყვით არ გესმის,რომ უნდა წახვიდე მისი ცხოვრებიდან? - იღრიალა უცებ მეგიმ. ნუცა კვლავ მშვიდად შესცქეროდა,რაც კიდევ უფრო აცოფებდა.- კარგი მაშინ გაგაგებინებ მოქმედებით- ნუცასკენ გაიწია და შეეცადა თმებში ხელი ჩაევლო,რის შემდეგაც ალბათ ძირს მოამთხევდა.თუმცა გონებაში გავლილი სცენა ჩაეშალა. მისკენ წაღებული ხელი დაუჭირა და მარტივი მოძრაობით ზურგს უკან მოუგრიხა. სახით კი სამზარეულოს დახლზე მიაკრო და თავისუფალი ხელი სახეზე დაადო.
- აჯობებს დაფიქრდე სანამ რამეს იზავ. - მისკენ დაიხარა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა.-შენ მე არ მიცნობ და გირჩევ არც გამიცნო.
- სად ნახა შენნაირი ველური ირაკლიმ?- სამზარეულოს დაფაზე დაწეპებული ლუღლუღებდა.
- გაინტერესებს სად და როგორ გავიცანით ერთმანეთი?- ცინიკურად ჩაიცინა- ციხეში! და იცი რატომ ვიჯექი? კაცი მოვკალი...საკუთარი მამა.- მეგიმ შიშისგან ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. ნუცამ სახეზე დადებული ხელი მოაცილა და იქვე დანას მოკიდა ხელი- სამზარეულოში შევედი და დანა გამოვიტანე,მერე ძალიან მარტივად დავარტყი მუცლის არეში.- უცებ გასწორდა და ხელი გაუშვა. გოგონა ძლივს გაიშალა ლამის მოტეხილ ხელს იფშვნეტდა.- ალბათ დანარჩენს შენ თვითონ მიხვდები.ჩემთან თამაშს არ გირჩევ. რაც ჩემია ჩემია და იმაზე უარს ვერავინ მათქმევინებს- ცალი წარბი აუთამაშა გოგოს.
- არ მესმის შენთან როგორ არის ირაკლი?! მკვლელთან! - წარბები შეკრა.
- გქონდეს მკვლელის სახელი ბევრად ჯობია ნარკომანი მოღალატე ს იარლიკის მიკვრას - თვალი ჩაუკრა და წინ მიიწია.- ეს გაფრთხილება იყო- წინ ხელში შერჩენილი დანა ააქნია და კვერცხს ჩაარტყაა გასატეხად. მეგი ამის შემყურე შეხტა.- შეეშვი მის ცხოვრებაში შენი ბინძური ხელების ფათურს.- გატეხილი კვერცხი ღრმა თეფში ჩაუშვა და კვლავ მას გახედა. მისი მზერა გამჭოლი და ყველაფრის მთქმელი იყო. მეგიმ არაფრის თქმა აღარ ისურვა, მხოლოდ ცხვირი აიბზუა და ისევ ლოჯში თავის მოტკეპნილ სავარძელში ჩაესვენა.ნუცამ კი მშვიდად განაგრძო  წასახემსებლად ომლეტის მომზადება,სანამ სხვა პროდუქტებს მოუტანდნენ.
*****
გარეუბანში ერთ-ერთ მიტოვებულ ქარხანასთან შორი ახლოს სამი სპეცრაზმით დატვირთული მანქანა გაჩერდა. სინათლის სიჩქარით გადმოლაგდნენ სპეცრაზმელები შესაბამისად ჩაცმულები და იარაღ ასხმულები. ირაკლი და დათოც მათთან ერთად იყვნენ. ბრონის ჟილეტებით მოკაზმული.
- თქვენ მე გამომყებით.თქვენ კი დათოს.- ორად დაყო რაზმი. პირდაპირ შეტევა თვითონ აიღო თავის თავზე. ქარხნის უკანა მხარე კი დათოს მიანდო.- აგვყავს ყველა ან ცოცხალი ან მკვდარი. გაქცეულები არ მჭირდება.- კოპები შეეკრა. ახლა სრულიად შეუვალი სახით იძლეოდა ბრძანებებს. ყველამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ბრძანების შესრულებისას გაიფანტნენ შესაბამისად.- დათო...- თავისკენ შემოაბრუნა.
- ფრთხილად ვიქნები - გაეკრიჭა ბიჭი.უთქმელად მიხვდა ირაკლის სათქმელს.- შენც ასევე ძმა - მხარზე ხელი დაკრა და თავის დანაყოფს გაყვა. ირაკლიმ კიდევ ერთხელ შეიმოწმა ტყვიების მარაგი და იარაღის გამართულობაა და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა. ჩარაზული კარი შტურმით აიღეს. პირველი შენობაში ცრემლ სადენი გაზი გაუშვეს. დამნაშავეები აქეთ იქეთ მიმოიფანტნენ. გასატანად გამზადებული დაფასოებულ ტავარს მოსცილდნენ და ტყვიების წვიმა წამოვიდა.
- კანკავა- იღრიალა ჟეშტის ბალონს ამოფარებულმა გამომძიებელმა.- გირჩევნია ჩაგვბარდე. ვერსად გაიქცევი. შენობა ალყაშია. - წამიერად გამოიხედა და ტყვიაც გაისროლაა კანკავას მიმართულებით.
- ყოვლთვის მომწონდა შენი შემართება- ცინიკური სიცილი დააყარა დამნაშავემ და საპასუხო სროლაც გაუხსნა.- მეგონა ცოტა დრო კიდევ მქონდა,მაგრამ შევცდი. იმაზე უკეთესი ხარ ვიდრე მეგონე- ავხორცულად ჩაიცინა და ისევ ისროლა ზედიზედ ორჯერ.
- ამას კომპლიმენტად მივიღებ,როცა ჩემი ხელით ბორკილებს დაგადებ- ერთი მხრიდან მეორე მხარეს გაიქცა რათა უფრო მიახლოვებულიყო.
- ვიცოდი ეგ პრობლემებს შემიქმნიდა. არ უნდა გამსხლეტოდა ხელიდან- კუთხეს მოფარებული გამოჩნდა და იარაღის გაუჩერებელი სროლით პატარა გასასვლელისკენ გაიქცა.
- ამის დედაც!!!- ფეხზე წამოდგა და უკან მიყვა.
  უკანა მხრიდან შემოვარდნილი რაზმი მოულოდნელად დაეცნენ თავს. სროლით...გვამებზე და დაჭრილებზე გადაბიჯებით წინ მიიწევდნენ. შუა სროლისას თვალი მოკრა როგორ მისდევდა ირაკლი მთავარს.
- დამაზღვიე- გაჰყვირა გვერდით მდგომს და იმ მიმართულებით გაიქცა საითაც წუთის წინ ირაკლი გავიდა.
   გასულებს ნარკო მოვაჭრე უკვე თავისი მანქანით მიმავალი დახვდათ.ირაკლი და დათო იქვე მდგარ შავ ჯიპში შეხტნენ და უკან გაეკიდნენ. არც ერთი აპირებდა დანებებას და არც მეორე. კვალდაკვალ მიყვებოდნენ დამნაშავეს. მანქანის ძრავი სულ უფრო და უფრო მეტი სიძლიერით ღმუოდა. სპიდომეტრი მაქსიმალურ ნიშანს მიუახლოვდა. კი არ მიდიოდნენ მიქროდნენ.დათო ღია ფანჯრიდან ცდილობდა მანქანისთვის მოერტყა.თუმცა ამაოდ
სისწრაფის გამო ტყვია დანიშნულების ადგილას ვერ აღწევდა.
კანკავას ვერცხლისფერ ჯიპს გაუსწორდნენ. ირაკლიმ რამდენჯერმე მისი მიმართულებით გადააქნია საჭე. დამნაშავემ მოახერხა და გვერდით გასწია მანქანა.  გაზს კიდევ უფრო უმატა. გამომძიებელმაც იგივეთი უპასუხა. საჭე ისევ გადაკრა და მიზანს მიაღწია. კანკავამ საჭე ძლივს დაიმორჩილა. გზიდან გადაუხვია. გზის მიღმა გადავიდა. ხეებს შორის მკვეთრად უხვევდა და ცდილობდა სიჩქარის მიუხედავად მანქანა ხაზზე გაესწორებინა.სახეზე სიმწრის სიცილი დასთამაშებდა და უკანა ხედვით სარკეში თვალს ადევნებდა მდევრის ტრაექტორიას. იმდენად ხშირად უყურებდა სარკეში მაისურაძის მანქანას წინ მდებარე ხე ვერ შენიშნა. შეჯახება ძლიერი იყო. თავი მოწყვეტით წინ გაადაუვარდა,თუმცა აირბაგმა ისევ უკან მიანარცხაა სიძლიერით. ძლიერი ტკივილი იგრძნო თავის არეში.  პირში ჟანგის გემოს გრძნობდა, რომელიც ცხვირიდან წამოსული სისხლით იყო გამოწვეული. განძრევა,მანქანიდან გადასვლა და გაქცევა უნდოდა,მაგრამ ყოველი განძრევა უშედეგო იყო. თითქოს არც ერთი კიდური არ ემორჩილებოდა.მთელი ძალა მოიკრიბა კარი გააღო და ძლივს გადაბობღდა. წამით გამომძიებელს გახედა,რომელიც უახლოვდებოდა. რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა.
- შენი დედაც კანკავა- იღრიალა ძირს გაგორებულმა დათომ. ირაკლი წამით გაჩერდა და მეწყვილეს გახედა. დამნაშავე კი როგორც შეეძლო ისე მირბიდა.- გაყევი.მე ნუ მიყურებ- ხელით ანიშნა ძმაკაცს. გამომძიებელმა ჭრილობას თვალი შეავლო. საგანგაშო არ ჩანდა. ნერვიულობდა,თუმცა დამნაშავეს გაეკიდა. ისე იყო დაშავებული შორს ვერ მიდიოდა.
- ბოლოჯერ გაფრთხილებ გაჩერდი!- კბილებში გამოსცრა. გაქცეული დანებებას არ აპირებდა. პირიქით სულ უფრო წინ მიიწევდა. ახლა იმ ცხოველს გავდა გასაქცევი,რომ არ აქვს იცის განწირულია,მაგრამ მაინც რომ ცდილობს გაქცევას. მდევარი ცალ ფეხზე ჩაიმუხლა.იარაღი მოიმარჯვა და სამიზნეში ამოიღო მსხვერპლი. წამით დაფიქრდა იქნებ პირდაპირ სასიკვდილოდ დაეჭრა და აქვე მოეკლა ის ვინც სისხლს უწამლავდა უამრავ ადამიანს. ბევრის სიკვდილის მიზეზიც იყო. შინაგანად ჭამდა მისი სიკვდილის მოთხოვნა,მაგრამ  საკუთარ შინაგან ეშმაკს აჯობა. სამიზნე ბარძაყის არეში გადაიტანა და სასხლეტს ისე გამოჰკრა თვალიც არ დაუხამხამებია.
დაჭრილი ცხოველი წაიქცა და აღრიალდა. ცალი ხელი დაჭრილ ბარძაყზე ეჭირა. მეორეში იარაღი ჩაებღუჯა და მიწას ებჯინებოდა. ფეხზე წამოდგა. ჯერ ისევ ჩამუხლული გამომძიებლისკენ შემობრუნდა და უმისამართო გასროლა განახორციელა რამდენჯერმე.ისევ გააგრძელებდა უმისამართლო სროლას,რომ არა დაცლილი ვაზნა.
- მაისურაძეე!!!...- მწარედ სატანურად გაიცინა.ცარიელი იარაღი მოისროლა მდევრის მიმართულებით და ჯერ კიდევ სამიზნეში ამოღებული ცდილობდა ფეხის თრევით გაქცევას. ირაკლიმ ისევ გაისროლა მისი მიმართულებით. ტყვია ისევ დაჭრილ ფეხში მოარტყა ამჯერად მოწყვეტით დაეცაა. გამომძიებელი ფეხზე წამოდგა და წაქცეულის მიმართულებით გაიქცა. წამები დაჭირდა მანძილის დასაფარად მასა და დაჭრილ მხეცს შორის.  თავზე კმაყოფილი ღიმილით წაადგა. საქამრეს უკნიდან ბორკილები მოიხსნა. უხეშად დაწვდა წაქცეულს და სახით მიაწეპა მიწას. - გაქვს დუმილის უფლება. ყველაფერი რასაც იტყვი შენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული სასამართლში.-ზურგს უკან მოგრეხილ ხელებზე ბორკილები დაადო და უხეშად წამოაყენა ფეხზე.
- ნელაა...ეეე.... ნელა შე ... ნელა...- ტკივილისგან კბილებს აღჭიალებდა კანკავა და ხელებში უსხლტოდა.
- იარე!- გამოუცრა გამომძიებელმაც და ხელით წინ წაიგდო.
- ფისო გალიაში ჩაჯდება- კოჭლობით მათკენ მომავალმა დათომ დაჭერილის მიმართულებით გააჟღერა. რაც კანკავას სახეზე ისე გამოიხატა თითქოს რამე მჟავე ეჭამოს. - რა იყო ხომ არ გეტკინა?- გასწორებულმა დაჭრილ ადგილზე ხელი მიიკრა. საპასუხოდ ღმუილი გამოცსრა და თვალები ცხოველურად დააკვესა.
- მწარედ ინანებთ- იმუქრებოდა სიმწრისგან წამოწითლებული.
- ჩაიჯვი!ისეთ სიტუაციაში არ ხარ,რომ მემუქრებოდე.- დათომ მუშტი მოუღერა და ძლიერად დაარტყა. ინერციით ისევ მიწას ჩაეხუტა. - ეს ჩემი ფეხის გახვრეტისთვის.ეს ისევ ჩემი ფეხისთვის- წიხლი ჩაარტყა დაჭრილ ადგილზე.- და ისევ ჩემი ფეხისთვის- მესამედ გამზადებული წიხლი ირაკლიმ გაუკავა და უკან გამოსწია.
- აქვე სისხლისგან ნუ დაცლი-ჩაიცინა. დამნაშავე ფეხზე წამოაყენა და მანქანისკენ უბიძგა.დათომ რაცია მოიმარჯვა და შესაბამისს არხს გადასცა პატაკი. უკან კანკავა შესვევს თვითონ ორივე წინ მოთავსდნენ და განყოფილებისკენ აიღეს გეზი.
*****
სავარძელში  ორად მოკეცილს ნიკაპი მუხლებზე დაედო. მზერა მაგიდაზე მოთავსებული ტელეფონისკენ გაეყინა და სულ განაბული ელოდა შემომავალ ზარს.მის მოპირდაპირედ გრძელ დივანზე მეგის ეძინა. პლედში გადახვეულიყო და მშვიდად სუნთქავდა.ნუცამ ხელით ჩამუქებული ეკრანი გაანათა. საათი დილის 08:02 წუთს უჩვენებდა.  უცებ ამოანათა ირაკლის ნომერმა.ისე სწრაფად უპასუხა ტელეფონმა ხმის გამოცემის საშუალებაც არ მისცა.
- კარგად ხარ? - ნერვიულად გააჟღერა.
-კი- ჩაიცინა გოგონას აღელვებაზე ბიჭმა. - შენ? - ხმა ახლა თვითონ გაუხდა აღელვებული და მზრუნელი.
- მაშინ მეც კარგად ვარ-სიცილით თქვა და სავარძლიდან წამოდგა. ფანჯარას მიუახლოვდა და გარეთ ყურება დაიწყო. - დაიჭირე?
- რა თქმა უნდა. ოქმი შევადგინე და ნახევარ საათში სახლში ვიქნები პოლიციის ექსკორტთან ერთად და მეგის წაიყვანენ- საჭიროდ ჩათვალა ეთქვა
- გელოდები- გოგონას ხმაში სინაზე იგრძნობოდა. ტელეფონი გათიშა და თავის ანარეკლს ფანჯრის მინაზე გაენაზა.
- დაიჭირეს?- გაისმა მეგის ხმა. ნუცა მისკენ შემობრუნდა. სავარძელზე მოკალათებული კედლისკენ იყო გადაბრუნებული და ისე სვავდა კითხვას.
- დიახ. ცოტაც და ყველაფერი დასრულდება.- კმაყოფილმა ჩაიღიმა. მეგი უცებ მისკენ შემოტრიალდა და სავარძელზე წამოჯდა.
- ნუ გგონია,რომ თავიდან მომიშორებ. - წარბები შეკრა გოგომ.
- არ მგონია. ასეა! გაემზადე.რადგან შენს წასაყვანად მოვლენ.- ტელეფონი ხელებში აათამაშა და ჯიბეში ჩააბრუნა. ოთახი და სავარძელში სიბრაზისგან აწითლებული გოგო მოიტოვა და აბაზანაში შევიდა თავის მოსაწესრიგებლად.
*****
სადარბაზოში ხელი-ხელ ჩაჭიდული ადიოდნენ ნუცასთან. გოგონა შერლოკის მკლავს ეკვროდა და მეორე ხელითაც ეჭიდებოდა. სახეზე ბედნიერება ეწერა და სხეულში ბედნიერებით დამუხტული სისხლი მიედინებიდა ძარღვებში.
- ხომ გითხარი არაა საჭირო ამოსვლა- ციმციმა თვალები შეანათა ბიჭს. ირაკლიმ უცებ ცხვირზე აკოცა.
- საჭიროა. პასუხისმგებლობა უნდა ავიღო შენს მთელი ღამით გაუჩინარებაზე. - გაღიმებულ ტუჩებზე სწრაფად აკოცა და ბოლო კიბეზე ავიდნენ.  ნუცამ ნაზად დააკაკუნა რამდენჯერმე. კარებს არავინ აღედა.
- რატომ არ აღებენ? - ნერვიულობა დაიწყო. კარებზე ძლიერად და გაბმულად დააკაკუნა.
- იქნებ სძინავთ?- იმედს იტოვებდა ირაკლი,რომ ყველაფერი რიგზე იყო. არაფერი შეიმჩნია და გაუღიმა,თუმცა შინაგანად თვითონაც ანერვიულდა.წამით მის გონებაში სავადმყოფოში ნაათქვამი მაიას სიტყვები გაახსენდა. კარებზე ძლიერი ბრახუბი უკვე თვითონ დაიწყო.
- გასაღები უნდა წამომეღო- ტუჩი მოიკვნიტა ნერვიულობისგან ნუცამ. უცებ კარებში გასაღების გადატრიალების ხმა გაისმა. მთქნარებით გააღო ლიზამ კარები. პირზე ხელი მიიფარა და მოჭუტული თვალებით გახედა შეშფოთებულ დას.
- რა იყო სიკვდილ სიცოცხლის ამბავია? - ნუცამ უთქმელად გვერდით გასწია და შიგნით შევიდა პირდაპირ.ირაკლიც შეყვა. სახლში ტელევიზორის ხმა ისმოდა. პირველი იქ შევიდა სადაც ტელევიზორი იყო. იფიქრა,რომ შეიძლება იქ ჩასძინებოდა,მაგრამ არ დახვდა.
- დედა სადაა? - უკან მიუხედავად იკითხაა ნუცამ და ოთახებში სიარული დაიწყო. -დეე...
- რა გაღრიალებს სძინავს ალბათ ოთახში მასაც. - გასძახა უკვე საძინებლის კართან მისულ ნუცას. - ეს უკვე ოჯახის სრულუფლებიანი წევრია?- თითი ირაკლისკენ გაიშვირა,რომელიც ასევე ოთახებში მიმოდიოდა.ორივემ დააიგნორა ყოველთვის მწარედ მომართული გოგო. ნუცამ ფრთხილად შეაღო ოთახის კარი. ელდა ნაცემი ირაკლისკენ შემობრუნდა.
- არ არის- ხმაში სისუსტე შეეპარა. თვალებზე ბინდი ეკვრებოდა. - სახლში არ არის!- ბიჭი ისტერიკის ზღვარს მიღმა მყოფ შეყვარებულს მიუახლოვდა. მკლავებში ხელი ჩაავლო და შეანჯღრია.
- როგორ თუ არ არის?- ლიზა ოთახისკენ გაიქცა და შიგნით ყურება დაიწყო.
- დაწყნარდი. იქნებ აქვე გავიდა მაღაზიაში ან რომელიმე მეზობელთან არის-  ცდილობდა დაემშვიდებიდა ნუცა,მაგრამ ამაოდ.
- არსად გადის.არასდროს გასულა მეზობელთან. სად წავიდა? ისევ რომ ცუდად გახდეს? ისევ რომ რამე მოუვიდეს?- ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი დაა თმის ძირებს ძლიერად ჩაეჭიდა. შემდეგ გაშეშებულ ლიზას მიუბრუნდა,რომელიც ცარიელ ოთახს შეშტერებოდა. - ერთი გთხოვე დედასთვის ყურადღება მიგექცია ნუთუ ასე ძნელი იყო ყურადღებით ყოფილიყავი და ოდნავი მზრუნველიბა მაინც გამოგეჩინა მის მიმართ?!- ნელნელა ხმას უწევდა და ბოლოს ყვირილზე გადავიდა. ახლა უკვე ლიზას მკლავებს იყო ჩაჭიდებული და მთელი სიძლიერით ანჯღრევდა.
- მეე....მე...- ლუღლუღებდა ლიზა.
- ნუცა... -ბიჭი შეეცადა ლიზას დახსნას მისი მკლავებიდან. თუმცა ამაოდ. - ნუცაა!- ხმას აუწიაა მანაც და აწყლიანებული თვალებით შეხედა გოგონამ.
- ვიპოვით- დარწმუნებით ჩაილაპარაკა და გოგონა გულზე მიიკრა. მის გულის ცემას გრძნობდა. წამში ალბათ სამი-ოთხჯერ მეტად ურტყავდა მთელი სიძლიერით ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. ირაკლის ჯიბეში ტელეფონი ახმაურდა. ფრთხილად ამოაძვრინა და დახედა. განყოფილებიდან ურეკავდნენ. დაიგნორებას აპირებდა,თუმცა მაინც უპასუხა. - გისმენთ!- მკაცრად გაჟღერა და წარბები შეკრა.  ნერწყვი მძიმედ ჩაყლაპა და მკერდზე მიკრულ აცახცახებულ ნუცას დახედა.
" გახმაურებული საქმე კვლავ აქტუალური გახდა. უკვე გამოძიებული საქმე ხელახლა ჩაეშვა საქმეში."-ელექტრონული ყუთი თავისთვის ლაპარაკობდა. - " ვინ არის რეალური მკვლელი შვილი,რომელმაც მაშინვე აღიარა დანაშაული თუ ცოლი,რომელიც ახლა აღიარებს ქმრის მკვლელობას?"- ნუცა ინსტიქტურად გამოეცალა ირაკლის ხელებიდან. მძიმედ გადადგა ტელევიზორისკენ ნაბიჯები. ირაკლიმ უთქმელად გათიშა ტელეფონი და ჯიბეში ჩაიბრუნა. -"დედა თუ შვილი? დამნაშავენი თუ მსხვერპლნი? ვინ ამბობს სიმართლეს? კითხვებზე პასუხი სასამართლოს შემდეგ გვეცოდიება. ამჟამად პოლიციაში საკუთარი ფეხით ჩაბარდა მოკლულის მეუღლე მაია ხვედელიძე."- ნუცას ფეხები მოეკვეთა. რომ არა ირაკლი ძირს დაეცემოდა. ლიზა გაოგნებული იდგა და საერთოდ ვერ ხვდებოდა რა ჯანდაბა ხდებოდა. ერთმანეთში აერია ყველაფერი.  ვეღარ გაეგო რა იყო მართალი და რა არა.- " საქმის მასალებიდან ვიცით,რომ მოკლული მეუღლეზე ძალადობდა. ასევე ძალადობდა მის უფროს ქალიშვილზეც.  როგორც ქალბატონი ამბობს დაკითხვისას მისი შვილი უდანაშაულოა და ქმარი თავად მოკლა. ასევე გასათვალაწინებელია ის ფაქტიც,რომ სულ ორიოდე დღეა რაც ფსიქიატრიულიდან გამოწერეს. თუ ვინ არის რეალურად მკვლელი შვილი თუ შეშლილი ცოლი ამას გამოძიება დაადგენს".
- აააააჰ!- წამოიყვირაა ნუცამ. მოულოდნელად დაუსხლტაა ხელებიდან ირაკლის და ტელევიზორს ეცა. მთელი ძალით გადმოაგდო სადგამიდან.სადენი თავისით გამოძვრა ვილკიდა და გვერდულად დაეცა იატაკზე.- დედაჩემი შეშლილი არ არის!- იღრიალა ისევ.- არც მკვლელია!- ისევ ეცა ტელევიზორს.ფეხი მიკრა და გვერდი უცვალა.- ვინ მოგცათ უფლება მასზე ასე ილაპარაკოთ?!-  ირაკლი კვლავ ჩაეჭიდა ნუცას და ტელევიზორს მოაცილა. მკლავები ძლიერად შემოხვია მის მკლავებში მოხტუნავე გოგოს,რომელიც ისტერიკის უმაღლეს წერტილს აღწევდა. ლიზა შიშისგან გაშრა. პირველად ხედავდა ასეთ დღეში ნუცას. გმინვაა ამოსდიოდაა ყელიდან. ემოციებმა დაღალა. ძალა ამოაცალა. ფეხები მოეკვეთა და იატაკზე დაეშვა. ბიჭიც ჩაყვა. - ირაკლი... დედაა...- ახედა გამომძიებელს. - დამეხმარე...
- გავიგე...მესმის... დამშვიდდი...- თავზე ხელს უსვამდა და ლოყეზე ნიაღვარივით მომდინარე ცრემლებს წმენდდა.- ჩემი ხომ გჯერა? გპირდები მალე სახლში იქნება. - ნუცას ნიკაპი კვლავ აუანკალდა და ცრემლები ისევ გადმოიღვარა მის ლოყებზე. მკერდზე მიიკრა ირაკლიმ. საშინლად ტკიოდა გული,როცა ასეთ დღეში ხედავდა მას. სრულიად სხვას. სრულიად განსხავებული იყო ეხლანდელი ნუცა იმ ძლიერი გოგოსგან,რომელიც პირველად ნახა და ყოველთვის იყო.
- მასთან წამიყვანე...- ლუღლუღებდა ბიჭზე მიკრული და პერანგზე ძლიერად ეჭიდებოდა.
- ჯერ დამშვიდდი. - უკან გასწია და თვალებში ჩახედა. გოგონას ისტერიული სლოკინი აუტყდა. ჰაერს ვეღარ იღებდა მისი ფილტვები. სუნთქვა უჭირდა და უწყლოდ დარჩენილი თევზივით აღებდა პირს დარჩენილი ჰაერის შესასუნთქად.- მიყურე! ღრმად შეისუნთქე ჰაერი და ამოისუნთქე- ნუცაც მისდა უნებურად ასრულებდა ბიჭის ბრძანებას. რამდენჯერმე ჩაისუნთ-ამოისუნთქა. თითქოს კვლავ წაიღო სისხლმა ჟანგბადი და მიიტანა დანიშნულების ადგილამდე.  - ახლა კი წავიდეთ- ცოტა დამშვიდებული წამოაყენა. კარებისკენ წაიყვანა.რამდენიმე წუთში კარები ძლიერად მიიხურა. ლიზა შეხტა. თითქოს გამოფხიზლდა. ძირს დაეცა და ატირდა. 
- ნუთუ ასე გიყვარს დე ნუცა,რომ მზად ხარ მის გამო თავი გასწირო?! მის გამო შეგიძლია მე მიმატოვო.მის გამო მზად ხარ თავი გასწირო- სლუკუნით ჩაილაპარაკა გოგონამ და ზიზღით გახედა კარებს. - მძულხართ! ვერ გიტანთ! - უღრიალა ბოლო ხმაზე სიცარიელეს და მწარედ ატირდა.

~14~
ნუცას ეგონა, რომ ყვე­ლაზე საშინელი უკან მოიტოვა და ბედნიერ ცხ­ოვრებას იწყებდა,მაგრ­ამ სწორედ მაშინ დასც­ინა ბედმა.
მანქანაში მოკუნტული იჯდაა. გო­ნებაში უკვე მერამდენ­ედ ატარებდა კადრს,სა­დაც თვითონ ბორკილებ დადებული ჯერ  სახლიდ­ან გამოჰყავდათ შემდეგ სადარბაზოდან და შე­მდეგ როგორ იცვლებოდა მისი ცხოვრება მკვლე­ლის ცხოვრებით. ახლა კი იმ გზის გავლა დედ­ამისს მოუწევდა. გონე­ბაში ერთი წამითაც კი ვერ დაუშვა დედამისის ციხეში ყოფნა. თავი სწრაფად ააქნიაა,ღრმ­ად ამოიოხრა და ცრემლ­ები გადმოსცვივდა.
- დედა იქ არ უნდა მო­ხვდეს - ოხვრას ამოაყ­ოლა ჩამწყდარი სიტყვე­ბი.
- გპირდები ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,­რომ  ციხეში არ ჩასვა­ნ.- გზისთვის თვალ მო­უცილებლად ჩაილაპარაკა ირაკლიმ.
- ისევ მე ჩავჯდები გთხოვ ოღონდ დედა არაა­...- ნერვიულად შეაცუ­რა ორივე ხელი თმებში უკან გადაიწია და თან ძლიერად მოქაჩა.
- არც ერთი! - წამოიყ­ვირა და წამიერად ნუც­ას გადმოხედა.- არც ერთი არ ჩაჯდებით იმ ძაღლიშვილის გამო,რომე­ლმაც ცხოვრება ყველას გაუმწარა- კბილებიდან გამოსცრა. - ბიძიას ველაპარაკე უკვე იქ იქნება. - ბოლოს მკაცრი მზერა ლმობიე­რი გახადა და ნუცას გახედა ისევ. ერთი ხელი საჭეს გაუშვა და გო­გონას ლოყაზე ჩამოვარ­დნილი ცრემლი მოაშორა.
- მეშინია...მეშინია,­რომ დედა ამას ვერ გა­უძლებს - თავი ხელებში ჩარგო.
- შენ თუ ძლიერი არ იქნები მაშინ ნამდვილად ვერ გაუძლებს. ასე,­რომ დაგინახოს? შენი აზრით არ გაუჭირდება? - ნუცამ ქვევიდან ახ­ედა. იცოდა სიმართლეს ეუბნებოდა,მაგრამ არ შეეძლო ძლიერი ყოფილ­იყო მაშინ როცა დედამ­ისი ასეთ დღეში იყო. ირაკლიმ უთქმელად მიი­ღო მისი პასუხი ხელზე ჩაეჭიდა და მაგრად მოუჭირა ხელი.- ყველაფ­ერი კარგად იქნება.- თავის ხელში მოქცეულ ნუცას ხელს ტუჩებით დაწვდა და მთელი გრძნო­ბით აკოცა.
****
განყოფილებაში ყველა აქეთ იქეთ გარბოდა. მისაღებში სკამზე ნანა ნერვიულად ცქმუტავდა და ქმრის გამოსვლას ელოდა. მისი ყურადღება ნუცამ მიიქცია. გაფ­ითრებული და სახე წაშ­ლილი როგორ კითხულობდა თუ სად იყო დედამის­ი. ირაკლი კი მის დამ­შვიდებას ცდილობდა. ნანა ფეხზე წამოდგა და მისკენ გაემართა.
- ნუცა შვილო- მოეხვია ქალი.
- ნანა დეიდა თქვენც აქ ხართ?- ტირილით წა­მოისლუკუნა ნუცამ.
- როგორ შემეძლო არ მოვსულიყავი.- თბილად ჩამოუსვა თმაზე ხელი.
- დედა ნახეთ? მეც მი­ნდა მისი ნახვა. სად არის? -დასაკითხი ოთა­ხებისკენ გაიწია მაგრ­ამ ნანამ შეაჩერა.
- ზვიადი და დათო არი­ან მასთან.კიდევ ამათი კაპიტანი.ჯერ არ გა­ნახებენ დაველოდოთ- ქალი ცდილობდა დაემშვი­დებინა თუმცა უფრო აც­ქმუტდა.
- ირაკლი?!...- ნუცას თვალებში დიდი თხოვნა იკითხებოდა.
- ცოტახანი მოიცადე მასთან მეც შევალ. მოგ­ვიანებით კი შევძლებ განახო- ბიჭი მიუახლო­ვდა ხელი კეფაზე თმებ­ში შეუცურა თავისკენ მოსწია და შუბლზე აკო­ცა. შემდეგ ბიცოლას გადახედა და თვალით ან­იშნა მიეხედა მისი სა­ყვარელი ქალისთვის. მისგანაც თავის დაქნევა მიიღო თანხმობის ნი­შნად. ორი ნაბიჯით გა­შორდა მათ და სახეზე ისევ აიკრა მკაცრი რკ­ინის ნიღაბი.
დაკითხვის ოთახის კარ­ები შეაღო. მაია ერთ მხარეს იჯდა,გვერდით ზვიადი ჰყავდა. მოპირ­დაპირე მხარეს დათო იჯდა და უხერხულად გაე­შალა დაჭრილი ფეხი. მა­თი კაპიტანი კი კედელს მიყუდებული და ხელებ გადაჯვარედინებული შეჰყურებდა მაგიდასთან მსხდომებს.
- დღეისთვის საკმარის­ია საკანში გადაიყვან­ე- ირაკლის შემოსვლის­ას წამოიძახა კაპიტან­მა და მისკენ წამოვიდ­ა.
- სასამართლომდე თავდ­ებით გავიყვანთ- გამჭ­ოლი მზერა ესროლა.
- თავად იცი რომ ვერ იზავ. ყველაფერს,რომ თავი დავანებოთ შაბათ­ია...თან უკვე გვიანი­ა. ორშაბათამდე ვერ შეძებთ განცხადების და­კმაყოფილებას.მაინც მოუწევს საკანში ჯდომა და შენი პირადი სიახლ­ოვის გამო ამ საქმეს ჩამოშორებული ხარ- გა­პროტესტების უფლებაც კი არ მისცა ისე გავი­და დასაკითხი ოთახიდა­ნ.ირაკლიც მას გაეკიდ­ა.ოთახში ერთმანეთზე გაოგნებული საახებით შეჰყურებდნენ ერთანეთ­ს.მაიას თავისი ბედი უკვე გაცნობიერებული ქონდა,მაგრამ ის სულ არ უნდოდა მის გამო ირაკლის მდგომარეობას საფრთხე დამუქრებოდა.­გამომძიებელს  სახეზე ბრაზისგან ცეცხლი ეკ­იდა.დერეფანში გასულ კაპიტანს ხელში მაგრად ჩაებღაუჭა და თავის­კენ შემოაბრუნა.გარშე­მო მყოფების ყურადღება მათკენ იყო მიპყრობ­ილი. დათოც კი კოჭლობ­ით გამოვიდა ოთახიდან.
- ამას არ იზავთ!- თვ­ალი თვალში გაუყარა.
-  უკვე ვქენი - მშვიდად უპასუ­ხა- ხომ ხედავ თავს ვერ იკავებ და არაპროგ­ნოზირებადი ხდები.ამ საქმეს ობიექტურად ვერ გამოიძიებ.
- ოდესმე თქვენთვის მომიცია უნდობლობის მი­ზეზი? ჰომ იცით რომ ჩემზე კარგად ვერავინ მიხედავს ამ საქმეს?
- სწორედ,რომ არ მოგი­ცია და გენდობი, ამიტ­ომ არ მინდა ეს საქმე გახდეს შენი პროფესი­ის შეწირვის მიზეზი. ხვდები, რომ შენმა სა­მყარომ მხოლოდ მათ ირ­გვლივ დაიწყო ბრუნვა? ვეღარ ამჩნევ ვინ არ­ის მართალი და ვინ ტყ­უის. ეს გოგო -წამით გაოცებული ნუცასკენ გაიხედა და თითი გაიშვ­ირა ნანაზე მიკრული გოგოსკენ-ისე გიყვარს.­არ აქვს მნიშვნელობა დამნაშავეა თუ არა. შეიყვარე და თვალი დახ­უჭე ამ საქმის ირგვლის მოცულ ბურუსზე. მზად ხარ შენი კარიერა სასწორზე დადო.
- დიახ მზად ვარ. მინ­და ეს მათთვის გავაკე­თო. ამ საქმეს ობიექტ­ურად გამოვიძიებ გპირ­დებით. საკუთარ კარიე­რას ვდებ სასწორზე. ვდუმდი რადგან ვიცი ის­ინი დამნაშავენი კი არა მსხვერპლნი არიან.­..- დათო ძმაკაცის მხ­არს შეეხო და შეეცადა კაპიტნისთვის ჩაჭიდუ­ლი ხელი გაეშვებინები­ნა.
- გეყოფა ძმა...მე აქ რისთვის ვარ?!- მიიქ­ცია ძმაკაცის ყურადღე­ბა.შემდეგ ისევ კაპიტ­ანს გახედეს.
- საქმეს შენც ჩამოშო­რებული ხარ. მელა და მისი კუდი- წარბები შეკრა კაპიტანმა.დათოს სიბრაზისგან ნესტოები დაებერა და ახლა ისე იყო შეიძლება მისი მსხვერპლი თავად კაპიტ­ანი გამხდარიყო.
- კი მაგრამ...
- არა ვითარი მაგრამ.­..! თავდებით შეგიძლი­ათ გაიყვანოთ სასამართლომდე ორშაბათს.იქ კი ბრალს წაუყენებენ და გადაწყდება მათი ბე­დი. - ზურგი აქცია კა­პიტანმა ყველას და თავ­ის კაბინეტში შეიკეტა. ირაკლის კბილები ერ­თმანეთზე მაგრად დაეჭ­ირა. სიბრაზე იქვე მდ­გარ სკამზე ამოანთხია და მწარედ მიკრა ფეხ­ი.
-დედა...- უცებ ნუცას ხმა მოესმა და სასწრა­ფოდ უკან მოიხედა. და­კითხვის ოთახიდან ორ ოფიცერს ბორკილებ დად­ებული გამოჰყავდათ. გოგონა მათკენ გაიქცა.­ისინი კი ქალთან მიკა­რების უფლებას არ აძლ­ევდნენ.
- გაიწიეთ!- მძიმედ წარმოთქვა მათი მიმართ­ულებით ირაკლიმ.ნუცას ხელები გაუშვეს და დედას ჩაეხუტა. მათკენ სწრაფი ნაბიჯებით წა­ვიდა გამომძიებელი.- ტერორისტი გად­აგყავთ თუ რა არის?-ხ­ელბორკილებზე ანიშნა ოფიცრებს.
- ხომ იცით,რომ ასეთი წესია.- ჩუმად ჩაილა­პარაკა ერთ-ერთმა. მასზე რანგ­ით უფროსისთვის თვალე­ბში შეხედვის სცხვენო­და.
- გაუხსენი! ორ ნაბიჯ­ში მიგყავს.- წარბები შეუკრა და თვალებით ანიშნა სწრაფად გაეხს­ნა ბორკილები.
- დიახ უფროსო.ახლავე მოვხსნი.- მაიამ ირაკლისკენ თბილი მზერით გაიხედა,შემდეგ ხელ­ები ოფიცერისკენ გასწია და წამში ახსნეს ბორკილ­ები. შვილს უკეთ მოეხ­ვია.
- ნუ ტირი! არ გინდა! ასე უნდა მოვქცეულიყ­ავი-ქალი თმაზე ეფერე­ბოდა შვილს.
- რატომ? მე ხომ მოვა­გვარე ყველაფერი!- სლ­უკუნით ჩაილაპარაკა და ლოყებზე ცრემლები ჩამოსცვივდნენ. დედამ უცებ მოწმინდა ორივე თვალთან გადმოღვირი მლაშე წყალი.შეეცადა გაეღიმა შვილისთვის და გამოუვიდა კიდევაც.
- არაფერი მოგიგვარებ­ია - ნუცასკენ მიიწია და შუბლზე თბილი ტუჩ­ები შეახო- ერთხელ ხო უნდა გავაკეთო სწორი არჩევანი. მე რა დედა ვიქნები თუ შვილს მი­ვცემ უფლებას ჩემი და­ნაშაული საკუთარ თავზე აიღოს და მთელი ცხო­ვრება მკვლელის სახელი ერქვას.- მის სიტყვ­ებზე კიდევ უფრო უცრე­მლიანდებოდა თვალები ორივეს. მაია თავისი საქციელით კმაყოფილი იღიმებოდა.ნუცას კი ყალბი გაღიმების თავიც არ ქონდა დედისთვის სიმშვიდე რომ მოეტანა.
- დედა...- ამოისლუკუ­ნა ისევ სიტყვა ვეღარ თქვა. სწრაფად მოეხვ­ია შვილს და ძლიერად მიიკრა მკერდზე.
- ჩუ...არაფერი თქვა. სახლში წადი და შენ დას მიხედე. ხომ იცი მისი ხასიათი ახლა მას სჭირდები. - მკერდი­დან მოიცალა შვილის მიკრული სხეული და გან­ზე გასწია. ორი ნაბიჯი უკან გადადგა და ოფ­იცრებს გადახედა- შეგ­ვიძლია წავიდეთ.
- დე...არაა!- მისკენ ნაბიჯი გადადგა თუმცა ირაკლიმ დაიჭირა და თავისკენ მოსწია. გო­გონა მის ხელებში ხტო­და და გაშვების უფლებ­ას სთხოვდა. გამომძებ­ელმა კიდევ უფრო მოუჭ­ირა ხელები და თავისკ­ენ მოსწია. წინააღმდე­გობის მიუხედავად მაი­ნც მიიკრა მკერდზე. - ხომ მითხარი რომ გამო­იყვანდი...მითხარი,რომ ერთ დღესაც არ გაატ­არებდა საკანში...- მა­ინც არ ცხრებოდა და მის მკერდზე აკრული ხე­ლებიდან უსხლტებოდა.ი­რაკლიმ ორივე ხელში მისი თავი მოიქცია და აწყლიანებულ გაბრაზებულ და დათრგუნულ თვალებში ჩახედა. საშინელი ტკივილი იგრძნო მისი ასე დანახვისას. თავის უძლურება კიდევ უფრო უშლიდა ნერვებს.
- გეყოფა ნუცა! გითხა­რი,რომ მოვაგვარებ და ასეც იქნება- პირველ­ად შეხედა მკაცრი და გამჭოლი მზერით. მალე­ვე მოსცილდა აცახცახე­ბულ გოგოს და გასასვლ­ელისკენ წავიდა.
- ირაკლი სად მიდიხარ­?- ბიძამისი მისკენ გაემართა. ნანა კი ნუც­ასთან მიიჭრა და ხელე­ბი შემოხვია,რომ არ წაქცეულიყო. კუთხეში ატუზული ბავშვივით მდგ­არი დათო შეეცადა კოჭ­ლობით ირაკლის და ბიძ­ამისის გზას დადგომოდ­ა.თუმცა რამდენიმე ნა­ბიჯი გადადგმის შემდეგ  მწვავე ტკივილმა შეაჩერა და თავი­სუფალ სკამზე დაჯდა.
- აქ უფრო საჭირო ვარ. შენ ბიძაშენიც მოგხ­ედავს- ჩაილაპარაკა თავისთვის და ტკვილის გასატარებად ღრმად ამ­ოისუნთქა.ჭრილობის ირგვლის მსუბუქად მოისვა ხელი. თან ნუცას გახედა.ნანა ცდილობ­და სკამზე დაეჯინა და რამენაირად დაეწყნარ­ები.რაც ცოტათი გამოუ­ვიდა კიდეც.
*****
განყოფილების ეზოს მო­სწყდა გამომძიებლის მანქანა. ზვიადმა ძლივს შეძლო შიგნით შეხტო­მა და ძმიშვილს გაყვა.
მოწმენდილი ცა ნელ-ნე­ლა იქუფრებოდა. კიდეზე ელვამაც გაჰკრა ცოტ­ახანში შესაბამისი ხმ­აც გამოსცა. დღის სინ­ათლე მუქი მონაცრისფრო გახდა. წვიმამაც არ დააყოვნა და მიწა სწრ­აფად დაფარა.
  ირაკლი წვიმიან გზას სწრაფად მიიკვლევდა. ორივე ხელი საჭესთვის მაგრად ჩაეჭიდა და წარბებ შეკრული მზერას არ აშორებდა გზ­ას.
- ცოტა ნელა იარე შვი­ლო- კაცმა ფრთხილად გადახედა  ძმისშვილს.
- ბიძია საბუთები მზად გაქვს? - ისე იკითხა კვლავ არ მოუცილებია გზისთვის თვალი.
- კი.ჩანთაში მიდევს. -კაცი უკვე მიხვდა საითაც უმიზნებდა მისი ძმიშვილი. ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ნო­მრის აკრეფვა დაიწყო. - სახლში არ იქნება. წყნეთის აგარაკზეა იქ წადი. მანამდე გავა­ფრთხილებ.- ირაკლიმ სწრაფად გადმოხედა ბიძ­ას.ისე კარგად იცნობდა ბიძამისი მისი ნაბიჯები წინასწარ იცოდა. ამაყობდა,რომ ასე­თი ადამიანი ყავდა გვ­ერდით და მის ჩანაფიქ­რს უთქმელადაც ხვდებო­და.
-გამარჯობა გოჩა. ზვი­ადი ვარ...- კაცს ჩაე­ღიმა - კი ასეა..-სიცილით წარმოთქვა-  საქმე მაქვს.­მე და ჩემი ძმიშვილი შენთან აგარაკზე მოვდ­ივართ.-კვლავ ჩაღიმებ­ით უპასუხა ხმას მეორე მხრიდან.- კარგი მა­ლე შევხვდებით.- ტელე­ფონი გათიშა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნ­ა. ირაკლის გადახედა და ჩაუღიმა - გველოდე­ბა. - ამ ერთმა სიტყვ­ამ ირაკლის შუბლიდან კოპები გადაყარა და გაზსს კიდევ უფრო ძლიე­რად მიაჭირა.- ნელა არსად გარბის მშვიდად მივაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე- ცდილობდა მძღოლისთვის სიჩქარე შეენელებინა. ამ სიტუაციაში შიშობდა გაბრაზებ­ულს ყურადღება არ მოე­დუნებინა და სადმე რა­მე შეცდომა არ დაეშვა.  ბიძას ჩაუღიმა და ოდნავ აუშვა გაზს ფეხ­ი.
- სწრაფად მინდა მოვრ­ჩე ამ საქმეს.მინდა რაც შეიძლება მალე დავაბრუნო სახლში მაია დეიდა.- მანქანა კიდევ ერთ მო­სახვევში გადააქნია და წყნეთისკენ დაადგა გზას.
- ვიზავთ. მალე ვიზავ­თ.- კაცმა გასამხნევე­ბლად მხარზე ხელი დაკ­რა და ისევ წინ გაიხე­და..
****
როცა საქმე მაიას ეხე­ბოდა ნუცა ძალიან ეგო­ისტი იყო. სხვა არავინ და არაფერი ადარდებ­და. მხოლოდ ერთი საზრ­უნავი და ერთი ფიქრი ქონდა თავში და მას დედამისის სახელი ერქვ­ა.უსამართლოდ ბრაზობდა იმ ადამიანზე,რომელ­იც ერთადერთი იყო მათ ცხოვრებაში ვინც ზრუ­ნავდა მათზე.სკამზე ფეხები აეკეცაა და ხელ­ები ფეხებისთვის შემო­ეხვია.ნიკაპი მუხლებზე ჩამოედო და თვალები ერთი წერტილისთვის გაეშეშებინა.
-აიღე შვილო წყალი მაინც დალიე-მასთან და­იხარა ნანა და მზრუნვ­ელად გადაუსვა ზურგზე ხელი.
-არ მინდა -გაქვავებ­ული სახით წარმთქვა.უ­ცებ ფეხები ჩამოშალა სკამიდან.თითქოს რაღაც გაახსენდა და ფეხზე წამოხტა.ქალმა მის ქცევას თვალი მიადევნა­-ღმერთო დედას წამლებ­ი-სკამზე დადებულ ჩან­თას დაწვდა და უკან მოუხედავად გავარდა კა­რიდან.
-შვილო...ნუცა...საი­თ?არაფერი მოუვიდეს-ბ­ოლოს თავისთვის ჩაილა­პარაკა.ნუცასთვის მოტ­ანილი წყალი მოწოლილი ემოციების ჩასახშობ­ად თვითონ დალია და ისევ სკამზე დაჯდა.ქალს დათო მიუახლოვდა და ტანჯვით ჩამოუჯდა გვე­რდით.
-დამშვიდდი ნანა დეი­და.არაფერი მოუვა.
-იმედია შვილო. მათ თავს ხომ სულ რაღაც ტრიალებს.-ჩაიქოთქთა ქალმა და ღრმად ამოისუ­ნთქა.
******
სახლის კარები ისევე დახვდა როგორც გამოს­ვლისას დატოვა. ნახევ­რად ღია კარებს ხელი მიკრა და გააღო. შესა­სვლელშივე დააგდო ზურ­გჩანთა,კარები მიხურა და დედამისის საძინე­ბლისკენ გაეშურა. დედ­ამისის ოთახთან კარებ­თან ჩამჯდარი ლიზა შე­ნიშნა.ტირილისგან მთლ­იანად გამომშრალს გავ­და. ლოყებზე ხაზად შე­მშრალი მლაშე ცრემლის კვალი ეტყობოდა.
-დედას წამლებისთვის მოვედი- მკაცრი და სიბრაზე ნარევი ხმა ამ­ოუვიდა იოგებიან. ოთა­ხში შესვლას აპირებდა­,მაგრამ ლიზას ხმამ შეაჩერა.
-როდემდე უნდა ვიტან­ჯოთ შენს გამო?!-იატა­კისთვის მზერა მოუცილ­აბლად თქვა პატარა გო­გომ. ნუცა შეეცადა თა­ვი მოეთოკა და წყობილ­ებიდან არ გამოსულიყო­.-რამდენი ხანი უნდა იჯდეს ციხეში?
-ციხეში არ წავა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ-კბილებიდან გამოუცრა დას.
-რას გააკეთებ? მაინც რას?-წამოხტა ფეხზე აქამდე მკვდარივით მჯდარი.-რას გამოდიოდი ციხიდან თუ დედა უნდა გაგეშვა იქ?! ბოლო ბოლო გამაგებინეთ რომ­ელი იბრალებთ და რომე­ლმა მოკალით მამაჩემი­???-ყვირილით ცდილობდა თავისი მიეღწია და გაარკვეულიყო საქმეში.
-გეყოფა სანამ კიდევ შემრჩა მოთმინების უნარი-ისევ კბილებში გამოუცრა მომჩხავანე გოგოს.
-აააჰ მხოლოდ თქვენ გაქვთ მოთმინებაა ხომ­?! ლიზა? ვის აინტერე­სებს ლიზა? არავის. საკუთარ დედასაც კი,რო­მელიც აღმერთებს უფროს შვილს და ლიზა ფეხებ­ზე კიდია-სახლში სილის გარტყმის ხმა ექოდ გაისმა.უკვე მერამდენ­ედ სწევდა ხელს საკუთ­არ დაზე.ლიზამ ლოყაზე ხელი მიიფარა.გარტყმ­ის სიძლიერისგან ლამის თვალებიდან ნაპერწკ­ლები გაყარა.
-შენ ვერასდროს ვერა­ფერს გაიგებ,რადგან დახუჭული თვალებით დად­იხარ.ვერაფერს ხედავ და ამჩნევ.გაიძახი მა­მაჩემი მამაჩემიო...ეგ ადამიანი მთელი არს­ებით მძულდა და იცი რა­ტომ? იმიტომ,რომ ის ადამიანი არ იყო.გახსო­ვს მაინც მისგან ერთი თბილი სიტყვა? ჩახუტ­ება?ღიმილი? თბილი მზ­ერა მაინც?არა არ გახ­სოვს და არც მე მახსო­ვს.რადგან მას არცერთი არ ვუყვარდით. სახლ­ში მხოლოდ აყალმაყალის მოსაწყობად მოდიოდა. გინახავს დილა უთენ­ია დედა როგორ იჯდა სამზარეულოში და ჩალ­ურჯებული თვალის პუდრ­ით დაფარვას როგორ ცდ­ილობდა? გინახააავს? არა რადგან ამას შენთ­ვის აკეთებდა და შენც ისეთი დაბრმავებული იყავი ვერ ამჩნევდი ხელის კანკალით გადასმ­ულ პუდრს და გახეთქილ წარბს,რომელსაც მოხე­რხებულად გიმალავდა. სიმართლე გინდა იცოდე ხომ? კარგი მაშინ მო­მისმინე ბოლომდე და ეგ შენი სიბრალულის ცრ­ემლები მოიწმინდე უკვე გვიანია. -უხეშად ჩამოუგდო ლოყებიდან ჩა­მოგორებული ცრემლები.­ნუცამ მკლავში ჩაავლო ხელი და სავარძელში ჩასვა.მოპირდაპირე მხ­არეს თვითონ დაუჯდა და პირდაპირ თვალებში შეჰყურებდა.-იმ დღეს როცა მამაშენი მოკვდა­.ჰო მამაშენი რადგან მამაჩემი არასდროს ყო­ფილა. იმ დღესაც როგო­რც ყოველი მიყენებული შეურაცხყოფის შემდეგ დედამ თავი ისე მოგა­ჩვენა ვითომ ყველაფერი კარგად იყო. სინამდ­ვილეში კი წინა დღით ცემა,ფეხებით შედგა და რისთვის?! არაფრისთ­ვის. ცემის შემდეგ სა­ხლიდან წავიდა.დედა კი მარტო დატოვა თავის ტკივილებთან ერთად. იმ ღამით ჩვენთან იყო ოთახში და გულში გვიხ­უტებდა ორივეს.შუაღამ­ით კი როცა ჩაეძინა მი­სმა შფოთვამ გამაღვიძა ძილში მამაშენს სთხ­ოვდა,რომ მეტი აღარ დაერტყა. დილით შენ წახვედი ისევ ისე თვალ­ებახვეული ბრმა. მე კი დედასთან დავჩი. შემდეგ ისევ მოვიდა -ნუცა თვალებში უყურ­ებდა პატარა დას მაგრ­ამ თითქოს მათ შორის იმ დღევანდელი დღის კადრებსაც აჩვენებდა. მოყოლისას ყელზე ძარღ­ვები ეძაბებოდნენ და ხელებს მუშტავდა. ყელ­ში ბურთივით ეჩხირებო­და და სიბრაზისგან თვ­ალები ცეცხლისფრად უნ­ათებდა.-ისევ მთვრალი იყო როგორც ყოველთვი­ს.უაზროდ დაუწყო ისევ დედას ჩხუბი,ცემა.მე­ტის მოთმენა აღარ შემ­ეძლო.ვეცადე მისი ხელ­იდან დედა გაამომეგლი­ჯა და შემდეგ ჩემსკენ წამოიწია.შენგან გან­სხვავებით მე მისი ხე­ლის სიმწარეე კარგად მახსოვს.-მწარედ ჩაიღ­იმა და ისევ განარგძო­-დედამ ის გააკეთა რაც წესით მე უნდა გამე­კეთებინა. სამზარეულო­დან დანა გამოიტანა და რამდენჯერმე ჩაარტყ­ა. დედამ თავისი საქც­იელი ისე განიცადა გო­ნება დაკარგა და სწორ­ედ ვეღარ აზროვნებდა. მაშინ კი მე ავიღე ჩემს თავზე მკვლელობა. მაგრამ ახლა როცა მი­სი გონება დალაგდა გა­დაწყვიტა,რომ მკვლელის სახელი ჩამომრეცხოს­-ცრემლები გადმოცვივდ­ათ ორივეს.ნუცამ მალევე მოაშორა ლოყებს მლა­შე წყალი.-იმედია ახლა შენს თავს იმის უფლ­ებას აღარ მისცემ დედ­ას რამეში ბრალი დადო­.შენს გამოც იგივეს გააკეთებდა და გააკეთა კიდევაც. ის ნაბიჭვა­რი ცხოვრებიდან მოგაშ­ორა და ამისთვის მადლ­ობა უნდა უთხრა.-ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა.იქიდან წამლებ­ით ხელში გამოვიდა.
-არ შეგეძლოთ ადრე გეთქვათ?-წამოისლუკუნა ლიზამ
-არაა...რადგან ისევ შენ გიცავდა ასე და თან შენგან უამრავ შე­ურაცხყოფას ითმენდა.-­საკმარისზე მეტი თქვა­.რადგან ამოუვიდა მისი დის სიბმავე ყელში. იცოდა დედას ეს არ გაახარებდა,მაგრამ ვერც მის ლანძღვას დაუშვ­ებდა ლიზას მხრიდან.შ­ემოსასვლელში დაგდებულ ჩანთას დაწვდა და შიგნით წამლები ჩადო. სახლის კარები ლამის ჩამოხსნა ისეთი სისწრ­აფით გამოაღი,უცებ კა­რებთად ჭაღარა შეპარულ საშუალო კაცს წააწყ­და,რომელსაც ხელი დას­აკაკუნებლად აეწიაა. გოგონას უცნაურად თვა­ლიერება დაიწყო და ტუ­ჩის კუთხეს ღიმილით ფარავდა.
-ვინ ბძანდებით?-წარ­ბებ შეკრულმა კითხა.
- შენ ნუცა ხარ ხომ?- ისევ სიცილით კითხა კაცმა.
-დიახ და თქვენ ვინ ხართ? და საიდან მიცნ­ობთ?
-გიცნობ დაბადებიდან­-ჩაიღიმა კაცმა და თვ­ალები გააშტერა თითქოს მოგონებას აცოცხლებ­და.-მამაშენი ან დედა­შენი სახლშია?
-ეგ კაცი-თვალები და­ხუჭა და უნდოდა სიტყვა მამა წარმოეთქვა მა­გრამ ვერ აიძულა თავი­,რომ ეთქვა.
-მამა მოკვდა დედა სახლში არაა- კარებთან ლიზა მოვიდა და დას გვერდით დაუდგა.
-აი თურმე რატომ აღარ დამიკავშირდა თამაზ­ი. შენ ალბათ ლიზა- ახლა პატარას გაუღიმა.­ნუცამ ლიზა ზურგს უკან გასწია და მკაცრი მზერა ესოლა.
-როგორც ჩანს მთელ ოჯახს გვიცნობთ.მითხარ­ით ვინ ხართ ან წაბრძ­ანდით.-მკაცრად გაანა­ცხადა ნუცამ,რამაც კა­ცს ღიმილი მოგვარა ის­ევ.
- მაია ჩემი დაა.- უცებ წარმოთქვა კაცმა- მე კი საშკა ჰმ..- ჩაიცინა -უფრო სწორედ კი ალესანდრე სიხარულიძე­-ხელი გაუწოდა გოგონე­ბს,რომლებიც უნდობლად უყურებდნენ.
-დედას ძმა არ ყავს-­ორივემ ერთხმად განაც­ხადეს.
-ყავს.უფრო სწორედ ყავდა,რომელმაც იმ ჯოჯ­ოხეთში დატოვა და მის შემდეგ არ გამოჩენილ­ა.
-მაშინ არც ახლა სჭი­რდება.-ნუცამ ცინიკურ­ად შეღიმა,შემდეგ ლიზ­ას მოუბრუნდა და ხელი მაჯაში ჩაავლო-შენც წამოხვალ-ლიზაც ჩუმად დაეთანხმა.კარები გამოიკეტეს და კაციც გვერდით გაიწია.-შეგიძლ­იათ ისევ იქ წაბრძანდ­ეთ საიდანაც მობრძანდ­ით. -გოგოები კიბეებზე დაეშვნენ.საშკა კი რამდენიმე ნაბიჯით წინ წამოიწია და პირველ­ივე კიბეზე ჩამოჯდა.
-როგორც ჩანს რთული იქნება შეცდომების გა­მოსწორება და მონანიე­ბა.-ცალყბად ჩაილაპარ­აკა და ლოდინი დაიწყო­,რომელიც კაცმა არ იც­ოდა სადამდე გაგრძელდ­ებოდა.

~15~
უკან მოუხედავად ჩაიარეს კიბეები და ზემოთ დარჩენილი „ბიძისთვის“ ყურადღება არც მიუქცევიათ.ლიზა დას ჩუმად მიყვებოდა. თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა. ერთმანეთში ერეოდა და ლაბირინთში ეხვევოდა. აღარ იცოდა ვისთვის დაეჯერებინა და ვისთვის არაა. ახლა კიდევ ეს ვიღაც საშკა,რომელიც თურმე დედამისის ძმაცაა..-თითქმის ჩურჩულით დაიძახა უკვე სადარბაზოდან გასვლისას.
-რა იყო?-უცებ გაჩერდა და დისკენ გაიხედა-წამოსვლა არ გინდა?-ფიქრობდა ისევ უწინდელ საქციელს დაუბრუნდებოდა.
-არა მინდა. მაგრამ ის კაცი...-თითი ზევით აიშვირა-მართლა დედას ძმაა?-ნუცამ თავისუფლად ამოისუნთქა.ეგონა ისევ დედაზე მოუწევდათ ჩხუბი და გარჩევა ამ საქმის.
-არ ვიცი.-უცებ ცის კიდეზე თეთრად გაელვა და შესაბამისად ხმაც გამოსცა.შიშისგან ლიზა ნუცას მიეკრა.სახეზე ღიმილმა გადაკრა.მიუხედავად იმისა,რომ ქუხილი მასაც აშინებდა ახლა მტკიცედ იდგა და დას მაგრად შემოხვია ხელეები.-ამაზე დედასთან,რომ მივალთ მერე დაველაპარაკები. -წვიმის წვეთებმა მიწა დაფარეს.-გაჩერებამდე მივასწრებთ სანამ ძალიან დაუშვებს.-სადარბაზოს გასცილდენენ და რამდენიმე წუთში  გაჩერებასთან იყვნენ. შესაბამისი მარშრუტი აგვიანებდა.წვიმა კიდევ უფრო ძლიერად ასხავდა.მათ წინ შავმა აუდმა შეანელა და გაჩერდა.გოგოებს ყურადღება არც მიუქცევიათ.
-ნუცა...-ჩამოწეული ფანჯრიდან გამოსძახა მძღოლმა.მანაც მისკენ მიიხედა და ოდნავ დაიხარა,რომ შეეხედა.
-დიმა?...- წამით მანქანას გადაავლო თვალი. „როგორც ჩანს მამიკოს ახალი მანქანა უყიდია“ გაიფიქრა.
-აქ რას აკეთებთ?სად მიდიხართ? ჩაჯექი წაგიყვანთ.-კარები შიგნიდან გააღო და გაღიმებული შეჰყურებდა გოგოებს.
-იყოს მარშრუტით წავალთ.-ნუცამ შორს დაიკავა თავი მისგან.ჯერ კიდევ ახსოვდა ყველაფერი.
-გთხოვ ჩაჯექი.მიგიყვანთ. არ შეიძლება ამის უფლება მაინც,რომ მომცე? ჩვენი ძველი ურთიერთობის გამო.არც ისეთი ცუდი ვარ,რომ ასე არ მენდო.-დაჟინებით ცდილობდა ნუცას დაყოლიებას.
-აქ შენი ცუდობა ან კარგობა არაფერ შუაშია. მე ისევ პოლიციასთან მაქვს საქმე და მეშინია იმიჯი არ დაგიზიანო.ამიტომ ვერ წაგაყვანინებ თავს. -ირონიულად გაუღიმა და იმ მხარეს დაიწყო ყურება საიდანაც მარშრუტი უნდა მოსულიყო.დიმამ ძრავა გამორთო.მანქანიდან გადმოვიდა და მათთან მივიდა.ნუცას მკლავზე ჩაეჭიდა და თავისკენ მოაბრუნა.
-ოდესმე შეძლებ მაპატიო ის სიტყვები?-თვალებში შესცქეროდა ჯერ ისევ მისთვის საყვარელ და სასურველ გოგოს.
-ოდესმე ალბათ კი.- ხელიდან მკლავი გამოგლიჯა.
-მაშინ იმის უფლება მომეცი გამოსწორება დავიწყო ჩემი წინანდელი საქციელის.ამის შემდეგ შეიძლება ეგ ოდესმე უფრო მალე დადგეს.
-დიმა...-სიტყვა ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა.ჯიბიდან ამოაძვრინა და დახედვის გარეშე უპასუხა.-გისმენთ.ჰო დათო..რამე მოხდა?-ხმაში შიში შეეპარაა და ლიზაც სმენად იქცა.
-არაფერი უბრალოდ ირაკლიმ დამირეკა და გამაფრთხილა,რომ წამლების მიღების დრო მოდიოდა და აუცილებლად შემეშვი,მაგრამ შენ ჯერ არ ჩანხარ.-პასუხის მოსმენისას ოდნავ ამოისუნთქა და საათს დახედა.
-კარგი მოვდივარ და მომაქვს წამლები.-ტელეფონი გათიშა და ისევ ჯიბეში ჩაიბრუნა. დიმამ უკანა კარები გამოაღო და მზერით ანიშნა ჩამჯდარიყვნენ. ნუცამაც დანებების ნიშნად თვალები აატრიალა.ჯერ ლიზას უბიძგა,რომ შესულიყო შემდეგ თვითონაც ჩაჯდა. რომ  არ აგვიანდებოდეს ამას ალბათ არც გააკეთებდა.დიმამ კარები მიხურა და ოდნავი კმაყოფილება დაეტყო სახეზე.მაქანას შემოუარა და ისევ მძღოლის ადგილას მოთავსდა.ძრავა კვლავ აამუშავა.
-სად მივდივართ?- უკანა ხედვის სარკიდან გახედა გოგონებს.
-მერვე განყოფილებაში...-ჩაიბურდღუნა ნუცამ და ფანჯარაში ყურება დაიწყო. წვიმის წვეთებს თვალს ადევნებდა.უცებ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და შეტყობინების მისაწერი გახსნა. ადრესატში ირაკლის ნომერი ჩაწერა და შემდეგ ტექსტის წერა დაიწყო. „სად წახვედი? ახლა ჩემს გვერდით მჭირდები. მადლობა,რომ დედას წამლების მიღებაზე იზრუნე.“-შეტყობინება გააგზავნაა და ტელეფონი მუხლებზე დაიდო.მზერა კი ისევ ფანჯრისკენ გააპარა.რამდენიმე წუთი არ იყო გასული,რომ ტელეფონმა შეტყობინების მოსვლის ხმა გამოსცა.ნუცამაც სასწრაფოდ გახსნა. „ხომ დაგპირიდი,რომ დედას დიდიხნით არ დავტოვებდი საკანში. ჩემს პირობას ვასრულებ. ცოტაც მოითმინეთ. ჩვენს შორის მანძილი არ ნიშნავს იმას,რომ შენ გვერდით არ ვარ.“-ნუცას მის სიტყვებზე ჩაეღიმა.თვალები წამით დახუჭა და წარმოიდგინა მის გვერდით მყოფი ირაკლი და მის მკლავებში განაბული თავისი თავი. „მჯერა შენი და ვიცი,რომ პირობას შეასრულებ. ვიცი,რომ ჩემთან ხარ. რადგან შენს სუნთქვას ვგრძნობ ჩემს სახესთან.“წერილი კვლავ გააგზავნა და გაღიმებული სახით პასუხს დაელოდა.მისი სახის ცვლილებას გვერდით ლიზა ამჩნევდა,უკანა ხედვით სარკიდან კი დიმა.მასში შინაგანად სიბრაზეს იწვევს მისი სიხალისე,რადგან გულის სიღრმეში იცის ვისაც ეკუთვნის მისი ღიმილი. სარკიდან კიდევ ერთხელ შეამჩნია მოსული სმსით გამოწვეულ სიხარული და სიბრაზისგან გაზს ფეხი კიდევ უფრო დააჭერა.გზაზე სახიფათო მანევრი გააკეთა და განყოფილებისკენ შეუხვია.                      განყოფილების ეზოში აუდი შესრიალდა.პირდაპირ კარების წინ გააჩერა და ორივე სწრაფად გადავიდნენ.კარების მოხურვამდე „მადლობა“ მიუგდო.ლიზას ხელი ჩაჭიდა,რამდენიმე კიბე თვალის დახამხამებაში აიარეს და შიგნით შევიდნენ.მანქანაში მყოფმა ბიჭმა კი საჭეს ხელი ძლიერ წაკრა.
-იდიოტი ხარ!!!-უღრიალა თავის თავს და მანქანა გვერდით გადააყენა. არ უნდოდა ახლაც ისე წასულიყო,რომ რამე არ გაეკეთებინა.  
   გოგონების დანახვაზე ნანა და დათო ფეხზე წამოდგნენ.
- შეიძლება შევიდეთ?-დათოს მავედრებელი თვალები მიაპყრო.
-კიი შეგიყვანთ. ოღონდ მხოლოდ წამლები  წამოიღე.-უხერხულად თავი მოიქექა და ქვევიდან ააპარაა მზერა.
-კარგი ჩანთას დავტოვებ.-ნუცას მის მორიდებულობაზე ჩაეღიმა. ჩანთიდან წამლები ამოიღო და იქვე სკამზე დადო.
-ნანა დეიდა შეგიძლიათ მიმიხედოთ ჩანთას?
-კი შვილო რა თქმა უნდა. წადით დედა ნახეთ.-მხარზე ხელი მოუთათუნა და დათოსკენ უბიძგა,რომელიც უკვე დაძრულიყო ადგილიდან. ნუცაც მიყვა.უკან ლიზა ნაბიჯებს ითრევდა.დის ხელს ჩაებღაუჭა.
-რა გჭირს?-ნუცა მისკენ შებრუნდა.გაფითრებულ სახეზე ხელები გადაუსვა.
-მრცხვენია და მეშინია-ჩაიჩურჩლა გოგონამ და ტუჩები აუკანკალდა.
-დამშვიდდი ის ხომ დედაჩვენია,რომელსაც ისეთები ვუყვარვართ როგორებიც ვართ. ჩვენი ნაკლით. არაფერს გეტყვის.დამიჯერე პირიქით გულში ჩაგიკრავს და თბილად გაკოცებს.- ლიზა ცოტა თითქოს დაამშვიდა დის სიტყვებმა.მის ხელს ძლიერად ჩაეჭიდა და უკან მიყვა.
   გისოსებს მიღმა ერთიან სკამზე იჯდა მაია, რომელსაც საწოლის ფუნქციაც ქონდა. იჯდა და თვალები იმ პატარა სარკმლისთვის მიეპყრო,რომელიც უკიდურეს წერტილში იყო და ოდნავ სინათლეს უშვებდა.
-დე..დედა...-ნელა წარმოთქვა ლიზამ.დას ხელი გაუშვა და რკინის გისოსებს ჩაეჭიდა.  შვილის ხმის გაგებაზე ფეხზე წამოდგა და გისოსებზე დადებულ პატარა ხელებს ჩაეჭიდა.
- რატომ მოხვედი?  არ უნდა მოსულიყავი.არ მინდა დედა ასე დაგამახსოვრდეს-ქალს ცრემლები გადმოსცვივდა.  ლიზასაც გადმოსცვივდა ლოყებზე ცრემლები.  მათი შემხედვარე დათოსაც და ნუცასაც თვალები აუწყლიანდათ. დათო შეეცადა ცრემლები დაემალა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
- მე გავალ-ნუცას მოუბრუნდა და მხარზე ნაზად შეეხო. მანაც თავის დაქნევით თანხმობა განუცხადაა და ბიჭმაც დატოვა დედასთან ორივე.
- მაპატიე დეე...- ზლუქუნით ძლივს წარმოთქვა ლიზამ.- მაპატიე,რომ ასეთი ვარ.
- არაა..არაა...- ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები სწრაფად მოაცილა პატარას და შეძლებისდაგვარად მიეხუტა.ნუცაც მათთან მივიდა და მოეხვია ორივეს. ამდენი ხნის შემდეგ პირველად შეიკრა მათი ოჯახი.
  დათო კაპიტნის კაბინეტში იყო და ლანძღვას მორჩილად იტანდა. უკვე ჩადენილისთვის ცეცხლის პარში გაატარა. კაბინეტიდან ცხვირ ჩამოშვებული გამოვიდა.
-"უხელფასო შვებულებაში გაგიშვებ იცოდე" -გამოაჯავრა უფროსს სახის დამაჭვით.- უხელფასო თორე დიდად სახარბიელო ხელფასს არ გვაძლევდეთ- შეკრა წარბები და წინ წამოვიდა.
- თქვენ??- მასთან ბიჭი მიიჭრა და ხელი მისკენ გაიშვირა კითხვისნიშნიანი სახით.
- რა მე?-დათომ ერთხანს უყურა.შემდეგ მოტვინა რასაც ეკითხებოდა. -დიახ აქ ვმუშაობ. -მკაცრი სახით ახედა ბიჭს.- რამ შეგაწუხათ?
- მაია დეიდას ამბავი მაინტერესებს. შეგიძლიათ საქმის ვითარება ამიხსნათ?
- შენ ვინ ჯანდაბა ხარ? - დათომ ალმაცერად აათვალიერა.
- დიმა აქ რა გინდა? ხომ გითხარი არ იყო საჭირო შენი აქ არსებობა-ზურგიდან ნუცას ხმა გაისმა,რომლის ხმაშიც აშკარად გაბრაზება იკითხებოდა.
- დიმა??-კოპები შეკრა დათომაც ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს.
- მითხარი არ ხარ საჭიროო, მაგრამ მე ვთვლი,რომ ვარ. ვეცდები დაგეხმარო და დედაშენი მალე დავაბრუნო სახლში.
- აა უკვე შეიტყვე რაც ხდება? - ირონიულობას ვერ მალავდა გოგო.- ახლა აღარ ფიქრობ,რომ დამნაშავეს ეხმარები?
- ნუცა გეყოფა ჩემი დანაშაულის ყოველ წამს შეხსენება. სწორედ ჩემი დაუფიქრებლობის და უჭკუობის წყალობით დაგკარგე.აღარ მინდა ის შეცდომა კიდევ დავუშვა და შენთან მეგობარობა მაინც შევინარჩუნო. ვთქვი,რომ დედაშენს დავეხმარები და ასეც იქნება და ამაში შენ ხელს ვერ შემიშლი- თანდათან ხმას უწევდა დიმა. მის ტონალობაზე კაპიტანი კაბინეტიდან გამოვარდა.დათო კი თვალებ დაჭყეტილი იდგა და ბიჭს უყურებდა, რომელიც მეგობრის გამო გასაგლეჯად უნდოდა.
- აქ რა ამბავია? ბაზარი კი არაა.- კაპიტანი ჩაერია და დიმაც გაჩუმდა.
- უკაცრავად თავი ვეღარ შევიკავე. ქალბატონი მაიას საქმის ვითარება მაინტერესებს.-კაპიტანმა თვალები აატრიალა.
- კიდე ერთი. -წაიბუტბუტა.
- დიმა გაგოშიძე.-ხელი გაუწოდა უფროსს და ისე უყურებდა თითქოს ამით ყველაფერი  თქვა -არჩილ გაგოშიძის ვაჟი- დაამატა.ამით მართლაც აიხსნა ყველაფერი. მაგრამ არა მათთვის.
- კახა მესხი. - ჩამოართვა ხელი-კაპიტანი- დაამატა დიმას გაოცებული სახის დანახვისას. -ახლა თუ დავასრულეთ თავის წარდგენა წავალ საქმე მაქვს.-კაცის სიტყვებმა დიმას ვინაობის დაიგნორებამ ნუცას და დათოს სახეზე ღიმილი მოგვარეს.კაპიტანი მიბრუნებას აპირებდა,როცა ბიჭის ხმამ გააჩერა.
- წესით არჩილ გაგოშიძის სახელს ყველაფერი უნდა ეთქვა, მაგრამ რადგან არ იცით არაუშავს. - ღმად ჩაისუნთქა რათა ზედმეტი არ მოსვლოდა.- ქალბატონი მაიას თავდებით გაყვანა მინდა.
-შენი დახმარება არავის სჭირდება- ირაკლის ხმამ იქაურობა ერთიანად მოიცვა და ყველას მზერა მისკენ იყო მიპყრობილი.მათკენ წამოვიდა. დიმას და ირაკლის მზერები ერთმანეთს ფოლადივით მკაცრად შეხვდნენ.ნუცას მის დანახვაზე სახე გაუნათდა.
- აი უფროსო- დიმას გვერდი აუქცია კაპიტანს საქაღალდე გაუწოდა. - თავდებით განთავისუფლების ცნობაა.- კაცმა გამოართვა და წამით თვალი შეავლო. - ესეც თანხა - უკან მდგარ ბიძას ხელიდან პაკეტი გამოართვა და ისიც მას გადასცაა.
- არ გკითხავ როგორ მოახერხე ეს - კაპიტანმა ქვევიდან გახედა.- ის უფრო გამაკვირვებდა,რომ ვერ მოგეხერხებინა.შეუძლებელს ყოველთვის შესაძლებელს ხდი.- უფროსს კმაყოფილილების ღიმილმა ტუჩის კუთხე გაუპო.- ხედავ?-ახლა მზერა დიმასკენ გადაიტანა- კი არ უნდა იტლიკინო და მამის სახელით იბლატაო პირდაპირ საქმე უნდა გააკეთო შვილო.- ნერწყვი ძმიმედ გადაყლაპა უფროსის სიტყვებზე დიმამ.- დათო გამოიყვანე- თავით საკნებისკენ ანიშნა და ისიც შეძლებისდაგვარად სიხარულით სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა.
- მართლა უშვებენ? -ნუცა ადგილს ვეღარ პოულობდა.
- ხომ დაგპირდი- გაბრწყინებული სახით გახედა საყვარელი ქალის ბედნიერ სახეს. ნუცა სიხარულისგან სად წასულიყო არ იცოდა. ირაკლის კისერზე ჩამოეკიდა. მანაც ძლიერად მოხვია ხელები გოგონას წელზე. გამომძიებელის კისერში ხელი შეაცურა და ნაზად მოეფერა. კაპიტანს ჩაეღიმა და თავის კაბინეტში შევიდა. დიმამ მათი შემხედვარე მუშტები შეკრა და ძლიერად მოუჭირა. მათ ზურგი აქცია და შენობიდან სწრაფი ნაბიჯით გავარდა.ნუცა კი ისევ გატრუნული იყო გამომძიებელის მკლავებში.
- ვიცოდი. - ცხვირით ბიჭის ყელში შერგო თავი. ცხელი კოცნა შეატოვა კანზე.
- დეეე..- ლიზა დათოსთან ერთად გამოსულ ქალს მიეხუტა.გამომძიებელს მოშორდა ნუცა და ისიც დედას მიეხუტა.ნანა თავის ქმარს ეკვროდა ამ სურათით გულაჩუყებული.კაცი კი ცოლს ამშვიდებდა.
დათო ირაკლის გვერდით დადგა და მხარზე ხელი მიკრა.
- ამდენი ფული საიდან იშოვე? - გადაულაპარაკა ჩუმად.
-რამდენიმე ათასს ყოველთვის ვინახავ სახლში - შეეცადა გაეკრიჭა ძმაკაცისთვის.
-ბანკებზე გსმენია შენ?- ცალი წარბი აუწია დათომ.
- არ ვენდობი - სიცილი აუტყდა ბიჭს.
- ვინ წარმოადგენდა,რომ თვით ირაკლი მაისურაძე მუთაქაში ფულს ინახავს.
- მუთაქა არა მაგრამ საიდუმლო სეიფში ნამდვილად - ირაკლის სიცილის შეკავება უჭირდა.
- მე რატომ არ ვიცოდი?- ხელები გადაიჯვარედინა და კითხვისნიშნიანი სახე ესროლა.
- რომ გცოდნოდა საიდუმლო ჰო არ იქნებოდა. აი უკვე იცი და საიდუმლოც აღარაა,მაგრამ მაინც არ გეტყვი სად არის- კარგ ხასიათზე დამდგარი გამომძიებელი მეგობრის წვალებით ტკბებოდა.
- არაუშავს. თვითონ ვიპოვი.  შენც ქვია ძმაკაცი რასაც მეუბნები ორი იმდენს მიმალავ- ეჭვიანი ქალივით ბუზღუნი დაიწყო დათომ და გაიბუსხა.
- პატარა ბავშვი ხარ- მხარზე სიცილით დარტყა ოდნავ ხელი-ეგ სეიფი მამაჩემის დამონტაჟებულია.დანარჩენს მერე გეტყვი - დაამშვიდა მეგობარი და ორივემ მიხუტებულ დედა- შვილებს გახედეს. ქალი შვილებს გამოეცალა და ირაკლის წინ დადგა.
- შვილო - ხელები გაშალა ქალმა.- შეიძლება მოგეხვიო?- ქალს თვალებში ცრემლები ჩაუდგა.
- რა თქმა უნდა - ბიჭი მის წინ მდგარ დედის ტოლა ქალს მიეხუტა. მისგან ამ წამებში ისეთი სითბო მიიღო რაც კარგა ხანია აღარ უგრძვნია. ეს დედის სითბო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნანა დედასავით იყო მისთვის და საკუთარ შვილზე მეტადაც კი უყვარდა მისთვის დედისდაძახების სურვილი არ გასჩენია.თუმცა ახალა მთელი შინაგანი სამყარო მიუკიოდა სიტყვა დედას.-დედა...- ჩურჩულით ჩაილაპარაკა თავისთვის. ეგონა მხოლოდ მისმა ყურებმა მოისმინეს თუმცა ადრესატთანაც მივიდა. მაიამ ხელები უფრო ძლიერად მოხვია.
- დღეიდან ჩემი ბიჭი ხარ. მადლობა ამისთვის - ირაკლის ყურთან ასევე ჩურჩულით უთხრა.  მკერდიდან მოიცილა თუმცა ბოლომდე არ გაუშვა და ხელი ძლიერად ჩასჭიდა.- ახლა კი სახლში წავიდეთ ყველა ჩემთან.
- მე წაგიყვანთ- ირაკლიმ კარისკენ ხელი გაიშვირა და განყოფილებიდან გასვლა დაიწყეს.
- იმედი მაქვს მეც წამიყვანთ- დათო კოჭლობით მოსდევდა უკან.
- მოდი შვილო - მაია უკან მიტრიალდა და მასაც ირაკლივით ჩასჭიდა ხელი.
- მგონი უნდა ვიეჭვიანოთ- უკან მიმავალმა ლიზამ ნუცას გადაულაპარაკა. ნუცამ თვალები მოჭუტა და გახედა წინ მიმავლებს,მაგრამ მალევე თავის ეჭვიანობაზე გაეცინა.
ზვიადმა და ირაკლიმ მგზავრები გადაინაწილეს და იქაურობას გაეცალნენ.
******
გადატანილის მიუხედავად სახლში მხიარულება სუფევდა. ნუცა სტუმრებს გაუმასპინძლდა და შემდეგ დედის გვერდით დაჯდა.ერთ მხარეს  თვითონ მიეხუტა,მეორე მხარეს კი ლიზა. სხვა რა უნდა ინატროს დედა? ორივე საყვარელი შვილი ჩახუტებული ყავს და გარს თბილი ხალხი ახვევია.მაიას მიხუტებული ნუცას მზერა ირაკლისკენ ეპარებოდა.ერთმანეთს მზერით ეფერებოდნენ.
- ჩვენი წასვლის დროა- ზვიადმა წინადადება წამოაყენა- ამდენი რამე მოხდა ემოციებით დატვირთული დღე იყო და ჩვენ კიდევ არ ვაძლევთ მოსვენების საშუალებას.- ცოლისკენ გაიხედა,რომელსაც კიდევ უნდოდა ყოფნა. თუმცა ქმრის სიტყვებმა დააფიქრა და დათანხმა.
- რას ამბობთ? რა შეწუხება? შეწუხებით თქვენ შეწუხდით ჩემს გამო- მაია ოდნავ წინ წამოიწია.
- აბა რას ამბობ?-ნანამ აღარ დააცადაა. - წავალთ და მერე ისევ მოვალ - ყველას სახეს ღიმილი მოეფინა.
ფეხზე წამოდგნენ და გასასვლელისკენ წავიდნენ. ირაკლიმ ფეხი აითრია ყველა წინ გაუშვა და უკან მომავალ ნუცას დაელოდა. ხელი ჩასჭიდა. თითები ერთმანეთში ახლართა და თავისკენ მიიზიდა.მეორე ხელი კისერზე თმებში შეუცურა.თავი ოდნავ გასწია,რომ დაენახა ვინმე ხო არ უყურებდა. თვალის დახამხამებაში მოტრიალდა და მის მკლავებში მოქცეულის ტუჩებს ეძგერა.
- ძალიან მომენატრე - ცხელი სუნთქვა შეატოვა ტუჩებზე.
- მეც - სიტყვა ჩუმ კვნესას ამოაყოლა.
- ირაკლი -დათოს ყვირილი მოესმათ.ბიჭმა თვალები აატრიალა, ნუცას კი ჩაეცინა.ერთმანეთს მოსცილდნენ და შემოსასვლელში გავიდნენ.
   ნუცამ კარები დახურა და უკან მიბრუნდება. მაიას ლიზა ეკვროდა და თან ამთქნარებდა.
- დე წამო რაა- ქვევიდან ახედა ლიზამ.
- გაყევი.მანამდე მე მივალაგებ - ნუცამ სიცილით უთხრა და მისაღებში შევიდა. დედა შვილი კი ოთახში განმარტოვდნენ.
    სამზარეულოში მაგიდასთან იჯდა და ფანჯრიდან იხედებოდა. დღეს საშინლად დაიქანცაა ემოციებისგან. ვერც კი წარმოიდგენდა,რომ ასე მალე გამოუშვებდნენ. მთელი ცხოვრება მადლობელი იქნება ირაკლისი ასე სწრაფად რომ გამოიყვანა. კიდევ უფრო დარწმუნდა,რომ ნუცა ღირსი იყო ეს ბიჭის და ნუცასი კიდევ ირაკლი. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ჯერ ყველაფერი წინ ელოდა და ისიც იცოდა,რომ დანაშაული არ შერჩებოდა 'განა ვის შერჩენია', მაინც ბედნიერი იყო ამ საღამოს.  ოთახში ნუცა შემოვიდა. დედას გვერდით ჩამოუჯდა და მიეხუტა. არაფრის თქმა არ უნდოდა არც ერთს უბრალოდ ასე იყვნენ და ტკბებოდენ ერთად ყოფნით. უცებ ნუცას ის კაცი გაახსენდა. დედას ხელებიდან გამოეცალაა.
- აა დედა სულ დამავიწყდა აქ ვიღაც კაცი იყო თქვა, რომ შენი ნათესავია.
- ვინ კაცი? -ტუჩების კანკალით თქვა ქალმა.
- მაიას ძმა ვარო.- ქალს გული ყელში ამოუვარდა.სუნთქვა შეეკრა.- დედა ჰომ თქვი რომ და-ძმა არ გყავდა.- ნუცა ლაპარაკს განაგრძობდა. ქალს კი ხელები ეყინებოდა.-საშკა უფრო სწორედ ალექსანდრე მქვიაო.
- არ მყავს.მე ძმა არ მყავს -უცებ წამოიყვირა. სახეზე ხელები ჩამოისვა. ნამდვილ გიჟს დაემგვანა.მისმა ხმამაღალმა ტონმა ნუცა შეაშინა.
-დედა ნუ მაშინებ. თუ შენი ძმა არაა აბა ვინაა?  აშკარად ყველას გვიცნობს.- ქალი ნუცას მკლავებში ჩაეჭიდა და ძლიერად მოუჭირა ხელები.
- არ გაეკარო. რაც არ უნდა თქვას არ დაიჯერო. არ მიეკარო. ჩემი ძმა აღარაა. მე ძმა მომიკვდა. - ქალი შეშლილივით ლაპარაკს განაგრძობდა. უცებ ხელები უშვა ფეხზე წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა. უკან კი გაოგნებული ნუცა მოიტოვა. საერთოდ ვერაფერს ვერ მიხვდა.
  მაია თავის ოთახში შეიკეტა.საწოლზე ოთხად მოიკეცა და თავისთვის ლაპარაკი დაიწყო.
- ჩემი ხარ. ჩემი შვილი ხარ. შენს თავს არავის მივცემ. მე გაგზარდე და ვერ წამართმევენ შენს თავს...წადი საიდანაც მოხვედი. ის ჩემიაა.არ გაგატან.- ტირილით ბუტბუტებდა, თან ტუჩები უკანკალებდა.  ერთიანად გააციაა სხეულში და კიდევ უფრო მოიკეცა.


~16~
სამზარეულოში ხმაურმა გამოაღვიძა ორივე და თითქმის ერთდროულად წამოდგნენ საწოლიდან. ნუცას თმები გაბურძგვნოდა და ცალი თვალი მოეჭუტა. საკუთარ ოთახს ათვალიერებდა,რომლის ამოცნობასაც ნახევრად მძინარი ცდილობდა.
- ამ დილა უთენია რა დაემართა ამ ქალს- წაიბუტბუტა ლიზამ და საწოლში გადატრიალდა ისევ. თავზე საბანი გადაიფარა და ძილს მიუბრუნდა. ნუცა კი ფეხზე წამოდგა. გუშინ მისმა საქციელმა საგონებელში ჩააგდო. ისევ უამრავი კითხვა გაუჩნდა რაზეც პასუხი არ ქონდა და დედამისიც ისე პასუხობდა რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებდა.თავის ქექვით შევიდა სამზარეულოში. მაიამ უცებ შენიშნა ჯერ ისევ ზეზეულად მძინარე. მისკენ გაემართა და შუბლზე აკოცა.
- გაგაღვიძე დე? მაპატიე მაგრამ თქვენთვის გემრიელი საჭმელი მინდოდა გამეკეთებინა.თან სტუმარი გვეყოლება.- ქალი ბედნიერი დააბიჯებდა და თან საქმეს აკეთებდა. ნუცა იქვე ჩამოჯდა. და თვალები მოისრისა.
- ამ დილა უთენია რა დროს სტუმარია ან ვინ უნდა მოვიდეს?- მთქნარებაც მიაყოლა. გასაგიჟებელი იყო. გუშინ ლამის ჭკუიდან ისევ შეიშალა დედამისი იმ კაცის გამოჩენის გაგებისას ახლა კი ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა.
- არც ძალიან ადრეა საყვარელო უკვე ცხრა საათია.თუ გინდა კაცმა ყველაფერი მოასწრო ადრე უნდა ადგე- უცებ კარებზე ზარის ხმა ისმის - აი სტუმარიც.მიდი გააღე- ნუცა ფეხზე ზლაზნვით წამოდგა.
- ასე სიხარულით ვის ელოდება ერთი - ბურდღუნით მიადგა კარებს. ისე გააღო არც გაუხედავს გარეთ.ცალი ხელით კარები ეკავა მეორეთი კი თმებს იჩეჩდა და თან ამთქნარებდა. - ირაკლი?...-გაღებულ პირზე უცებ ხელი აიფარა და გაოცებული შესცქეროდა წინ მდგომს, რომელიც სიცილით კვდებოდა.დამთქნარებას მალევე მორჩა და ხელი ჩამოუშვა.
-საწოლიდან გადმოვარდი პატარავ?- სიცილით ჩაილაპარაკა.
- რაღაც მაგის მსგავსი.მოიცა ასე ადრე აქ რა გინდა? რამე მოხდა?- შიშის ელფერმა გადაკრა გოგოს. გამომძიებელი კვლავ ვერ მალავდა სიცილს.
- მაინცდამაინც რამე უნდა მოხდეს,რომ მოვიდე? იქნებ მხოლოდ ჩემი შეყვარებულის მოსატაცებლად მოვედი- მისკენ გაიწია.გაჩეჩილ თმებში კეფაზე ხელი შეაცურა.მეორე ხელი წელზე მოხვია და ახლოს მიიზიდა.ცხვირით მის ცხვირს გაეთამაშა. ნუცამ თვალები დახუჭა.თავი სიზმარში ეგონა. ჯერ ერთ ლოყაზე მიიღო თბილი კოცნა,შემდეგ მეორეზე.- მომენატრე. შენ არაა?-ტუჩებთან წაილუღლუღა და ბოლოს ალუბლისფრად მოელვარე ტუჩებს გაკრა ტუჩი გამომძიებელმა.
-კითხვების დასმას და კოცნას ერთდროულად თუ გააგრძელებ პასუხებს ვერ მიიღებ- ჩუმად ჩაილაპარაკა კოცნისგან ცოტახნით შესვენებულმა.
-არაუშავს. უპასუხოდ დავტოვოთ- ორივემ ჩაიცინა. ახლა ნუცა მიწვდა მის ტუჩებს და მძარცველს მოპარული კოცნა გამოსტაცა.
- შვილო ირაკლი მოვიდა?- სამზარეულოდან გამოსძახა ქალმა.
- კი დე..- მის მკლავებში მოქცეული უხერხულად შეიშმუშნა..თითქოს დანაშაულზე წაასწრესო. ორივეს კვლავ ჩაეღიმათ.
- შემოიყვანე მერე სუფრა უკვე გავაწყე- ქალის თბილი ხმა კვლავ გაისმა.
- აა ეს შენ ხარ იდუმალი სტუმარი, რომლის დასახვედრადაც დედაჩემი დილიდან ემზადება? და რომლის გამოც დილაუთენიაა წამომაგდეს ფეხზე?-ეშმაკურად უღიმოდა გოგო. თან უკან უკან იხევდა და ირაკლიც თანდათან მიჰყვებოდა მის სხეულს.
- დიახ მე ვარ თქვენი სიმშვიდის დამრღვევი ქალბატონო - სიცილით ცხვირზე თითი ჩამოკრა.ნუცამაც ჩაიკისკისა. სამზარეულოს ზღურბლს მიადგნენ.
- დილა მშვიდობისა შვილო- ქალი ირაკლის მოეხვია.
- დილა მშვიდობისა დედა- ირაკლიმაც საპასუხოდ გულში ჩაიკრა. მის სიტყვა დედაზე კი ნუცამ თვალები გაოცებისგან დაჭყიტა. მაიამ თბილად მიუთითა ბიჭს თავისი ადგილი. შემდეგ კი მის გვერდით მოთავსდა.
-გემრიელად ჭამე და შემდეგ წადით. - თეფშზე ლამის ყველაფერი ერთდროულად გადაუღო.
- ცოტა-ცოტას ყველაფერს შევჭამ- სიცილით ჩაილაპარაკა გამომძიებელმა. გაოცებული ნუცა ნელა მიუახლოვდა და მათ პირდაპირ დაჯდა.
- მეც აქ ვარ.
- ვიცი საყვარელო შეგიძლია გადაიღო საჭმელი გზაში მოგშივდებათ.- ქალმა წამიერად მიიხედა ნუცასკენ და ისევ ირაკლის გახედა. -ყავასაც ახლავე გავამზადებ.- მაია ფეხზე ადგა და ორივეს ზურგი შეაქცია.ირაკლიმ ნიშნის მოგებით ცხვირი შეჭმუხნა და გემრიელად მიირთვა ლუკმა.ნუცას მოჩვენებითმა ბრაზმა გაკრა და თვალები მოჭუტა. მაია კვლავ განაგრძობდა ლაპარაკს.- ნუცა მალე ჭამე და გაემზადე. თბილი ტანსაცმელი ჩადე.
- იქნებ მითხრათ სად მივდივართ? -გაოცებული ხან ერთ უყურებდა ხან მეორეს. ქალმა მხრები აიჩეჩა.
- არ ვიცი. - ყავით სავსე ფინჯანი წინ დაუდგაა ბიჭს და მხარზე ხელი დაადო. - მთხოვა, რომ მასთან ერთად გამეშვი და მეც გიშვებ- სიცილით დაამატა ქალმა.
- არა ვერ წავალ. თან ჩემთვისაც არ უთქვამს - კოპები შეკრა ნუცა და ირაკლის გახედა.- ახლა ვერ დაგტოვებ ასე. - ქალს გახედა და შემდეგ ნაწყენი მზერა ისე გამომძიებელს დაუბრუნა.- ვერ დავტოვებ დედას.
- ჩემზე ნუ ღელავ. არაფერი მომივა. ლიზა ჩემთან რჩება.
- არც ბიცოლა დატოვებს მარტო.- ირაკლიმ დაამატა და მორიგი ლუკმა გემრიელად გაუშვა ყბაში.-როცა გინდა მაშინ ველაპარაკოთ ხოლმე.
- არა ვერ წავალ!- მკაცრად გადაწყვიტა ნუცამ - თან არც ვიცი სად მივდივარ. - ხელები გადაიჯვარედინა და მათ გახედა. ორივეს ჩაეცინათ მის ქცევაზე.ქალი მიუახლოვდა შვილს და მხრებზე შეეხო.
- მინდა,რომ წახვიდე და ცოტათი გაერთო და სად წახვალ ეგ უკვე სიურპრიზი იქნება. ახლა კი დროზე ჭამე- თავზე აკოცა თავის ჯიუტ გოგონას.
- როდის იყო ასეთ დროს ვჭამდი,მხოლოდ ყავას დავლევ.- წაიდუდუღდღუნა.ყავას დაწვდა. ტუჩი და ენა ერთდროულად დაიწვა- ააჰ ცხელია - ჭიქა სასწრაფოდ დადგა მაგიდაზე. ფეხზე წამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ დედის დატოვება არ უნდოდა თან წასვლაც მოუნდა ირაკლისთან ერთად. და მართლაც დედა მარტო აღარ იყო. ლიზას იმედი ახლა ყველაზე მეტად გაუჩნდა. - წავალ გავემზადები თან მანამდე ყავაც შეგრილდება.-გაჩეჩილი გაემართა თავის ოთახისკენ უკან კი ორი მომღიმარი სახე მიჰყვებოდა.
ნუცას ოთახში შესვლის შემდეგ ირაკლის მიუბრუნდა მაია.ხელზე ხელი დაადო და თბილად გახედა.
- მადლობა, რომ დამთანხმდი ნუცას წაყვანაზე.
- ცოტა არ იყოს გამიკვირდა. მეც მინდოდა ნუცა სადმე წამეყვანა მაგრამ თქვენგან ეს შემოთავაზება ძალიან გამიკვირდა. და არც მიზეზს მეუბნებით- გამომძიებელის ინსტიქტი ჩართო უცებ.მიხვდა რაღაც ხდებოდა ისევ. ბოლოს როცა რაღაცის დამალა მოსთხოვა პოლიციას ჩაბარდა და ნუცა საშინელ დღეში იყო. აინტერესებდა ამჯერად რა ხდებოდა.
- არანაირი მიზეზი არ არსებობს - გაუღიმა ქალმა-უბრალოდ ძალიან დავტანჯე ჩემი გოგონა.მინდა ცოტა გაერთოს და იგრძნოს,რომ ჯერ ისევ პატარა და ახალგაზრდაა. მინდა ყველაფერი ცუდი რამდენიმე დღით დაავიწყო და კარგი მოგონებები შეუქმნა. მასთან ძალიან ცოტაა ასეთი მოგონებები.- თვალზე ცრემლები მოადგა ქალს.
- ამაზე ნუ ფიქრობთ. ამის შემდეგ თქვენზე მე ვიზრუნებ და ყველაფერი კარგად იქნება. თან მე ხომ უკვე თქვენი შვილი ვარ -თავის ხელზე დადებულ მაიას ხელს შეეხო,თბილად მოეფერა და შემდეგ ოდნავ დამჭკნარ ხელს აკოცა.
- კი ჩემი ბიჭი ხარ-თვალებში მომდგარი ცრემლებით და სახეზე ღიმილით უთხრა გამომძიებელს. შემდეგ თვალით ანიშნა საჭმელზე ისევ ეჭამა.ირაკლის ქალის დაჟინებაზე გაეცინა და კვლავ მიუბრუნდა ჭამას.
*****
ნუცა წინა სავარძელში ჩაფიქრებული იჯდა.თავი ფანჯრისთვის მიედო.მზერა მოხტუნავე ხეებისკენ ქონდა მიპრობილი.ხელით კი ქვედა ტუჩს აწვალებდა.
- თუ ჩემთან ერთად ყოფნა არ გინდა ჯობია მივბრუნდეთ-ირაკლის ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია.ტუჩს თავი დაანება და მძღოლისკენ მიბრუნდა.
- მაპატიე. ჩავფიქრდი. შენთან ერთად ყოფნა,რომ არ მდომოდა არც წამოვიდოდი- ხელით ბიჭის სახეს შეეხო და მეჩხერ წვერზე მოეფერა.
- რა გჭირს? მთელი გზა ხმას არ იღებ-ხმაში სიბრაზე, რომელიც წინათ იგრძნობოდა უკვე სითბოს შეეცვალა. გოგონას ხელს, რომელიც ჯერ ისევ მის ლოყაზე დაძრწოდა ხელით ჩაეჭიდა და აკოცა.
- უბრალოდ იმ კაცზე ვფიქრობდი.ბიძაჩემზე.უფრო სწორედ იმ კაცზე ვინც თავის თავს დედას ძმას უწოდებს. - წამით ისევ ჩაფიქრდა.ისევე როგორც ირაკლი.-რატომ უნდა მოეტყუებინა? ან დედა რატომ უარყოფს მის არსებობას? ჩემი თავი პასუხ გაუცემელი კითხვებითაა სავსე და შეიძლება ავფეთქდე- თავზე ორივე ხელი მოიჭირა და თმები მოიჩეჩა. ირაკლის მის ამ ქცევაზე სიცილი აუტყდა.- დამცინი? - სერიოზული სახე დაიჭირა ნუცამ და თვალებ მოჭუტულმა გახედა.
- ძაან საყვარელი ხარ პატარავ როცა ბრაზობ - მისკენ სწრაფად მიოწიაა და გაბუსხულ ტუჩებზე აკოცა.-მოდი ეს რამდენიმე დღე ყველასგან და ყველაფერისგან შორს გავატაროთ. გპირდები მე გამოვიკვლევ მაგ შენი ბიძის ამბავს- თვალი ჩაუკრა ნუცას და კვლავ წინ გაიხედა.
- კარგი - ჩაიცინა გოგომაც. - არ მეტყვი სად მივდივართ?
- ნწ - თავი გააქნიაა ბიჭმა.- რომ მივალთ ნახავ. ქალაქიდან არც ისე შორს ვართ. მე ხომ ძალიან მოთხოვნადი ვარ ჩემს სფეროში და რატომღაც ვფიქრობ ამ ორ დღეს არ შემარგებენ. ასე რომ შორს ვერ წავალთ,მაგრამ სადაც მივდივართ ზუსტად ის ადგილიაა სადაც შენი წაყვანა პირველივე შესაძლებლობაზე მინდოდა.- ღრმად ამოისუნთქა.ნუცაც მეტად აღარ ჩაეძია.
*****
ქალაქიდან არც ისე შორს.თუმცა  ყოველგვარი ზედმეტი ხმაურისგან შორს იყო. ორსართულიანი ხის სახლი,რომელსაც ირგვლივ ტყე ეკრა. იქვე ახლოს სახლთან კი პატარა ხელოვნური ტბაც იყო და პატარა ნავიც ტბაზე სასეირნოდ.
გოგონა მეორე სართულის აივანზე იდგა და სიცივისგან მოფუზულიყო. თუმცა ბედნიერი გაჰყურებდა არე-მარეს. უკნიდან მუცელზე ხელების შემოხვევა იგრძნო. სიცივე სითბომ შეცვალა და ერთიანად დაუარა მთელს სხეულში. გამომძიებელმა ნიკაპი მის მხარზე ჩამოდო და მასავით წინ დაიწყო ხედით ტკბობა.
- მოგეწონა?-ჩურჩულით იკითხა ბიჭმა.
- აჰამ- თავის დაქნევით უპასუხა. - ძალიან ლამაზია. ხის ლამაზი სახლი ირგვლივ ულამაზესი ბუნება და - ნუცა მისკენ შებრუნდა ორივე ხელი სახეზე შეახო - მე და შენ.- ბიჭის წვერით დაფარულ წედა ტუჩს ნაზად შეეხო. ორივეს სხეულში უცნაურმა გრძნობამ დაუარა და ერთმანეთი სასტიკად მოანდომათ, თუმცა ორივემ სძლია საკუთარ სურვილს და მხოლოდ კოცნით შემოიფარგლნენ.ნუცა ისევ წინანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. ზურგით ეხუტებოდა ირაკლის.ის კი მთელი ძალით იკრავდა სხეულზე.
- მართლა ძალიან კარგი ადგილია. ყველაფერი მამაჩემის გაკეთებულია. მხოლოდ დროთა განმავლობაში ცოტა შევაკეთე. სამსახურიდან თავს დაიხსნიდა თუ არა მაშინვე აქ მოვყავდით მე და დედა. სიწყნარეში. ისინი ბედნიერი იყვნენ ერთად ყოფნით.მე კი იმით,რომ ტარზანივით თავისუფალი ვიყავი ამ ტყე-ღრეში. - ორივეს სიცილი აუტყდათ. - აი იმ ქვას ხედავ?-თითი დიდ ხესთან მყოფ ქვაზე მიუთითა,რომელიც სიმაღლეში ორმეტრამდე იყო.გვერდებზე კი გამოშვერილობები ქონდა.
- აჰამ- ისევ თავი დაუქნიაა თანხმობის ნიშნად.
- საშიშად გამოიყურება ჰომ? მე ახლა მაშინებს და მაშინ რატომ არ მეშინოდა არ ვიცი- სიცილით ჩაილაპარაკა გამომძიებელმა. - მაგ ქვაზე ასვლისას ფეხი დამიცდა და ხელი მოვიტეხე.
- ჩემი ცელქი ბიჭი - უკან მიუბრუნებლად მიეფერა სახეზე ნუცა. მხოლოდ სახე მიაბრუნა და ლოყაზე აკოცა.
- აი იქეთ კიდევ პატარა შტაბივით მქონდა მოწყობილი და ყველა გადამფრენ ჩიტებს ვუთვალიერებდი.ქარის შრიალსაც კი საფრთხედ ვთვლიდი და შეტევისთვის ვემზადებოდი ხოლმე. საკუთარი აღჭურვილობა მქონდა.აი იქ ტბაზე კი მე და მამა ვთევზაობდით. საღამოს კი ჩვენს ნანადირევს დედა ვახშმად გვიდებდა- ბავშვობის სისულელებზე თავად ეცინებოდა.სიცილში ნუცაც აყვა,როცა მისი მოყოლილი ფილმის კადრივით გააცოცხლა გონებაში.
- კარგი მშობლები გყოლოა -სიხარული და სევდა ერთიანად მოაწვა სხეულში. ლაპარაკი მალევე გააგრძელა- პატარაობიდანვე გამომძიებლობაზე ოცნებობდი? -მიუბრუნდა და საყვარელი კაცის თვალებს მიაშტერდა. მათში ერთდროულად გაკრთაა სევდაც და ბედნიერებაც.
- ჩემი ოცნება იყო მამაჩემივით კარგი სამართლიანი ადამიანი ვყოფილიყავი.მასავით დამეჭირა ბოროტმოქმედები და დაზარალებულები დამეცვა.- მძიმედ ჩაყლაპა ნერწყვი. უჭირდა მის ცხოვრებაზე საუბარი. მითუმეტეს თუ ეს მის მშობლებს შეეხებოდა.- დედა... დედა კი ყველაზე თბილი და მზრუნველი იყო. ორივე ბედნიერი ადამიანები იყვნენ ერთმანეთი, რომ ყავდათ.თუმცა მამაჩემის სამართლიანობა მათი ბედნიერების დანგრევის მიზეზი გახდა. უფრო სწორედ ჩემი ბედნიერება შეიწირა. ისინი კი სიკვდილმაც ვერ დააშორა. სიკვდილმა მხოლოდ მე დამაშორა მათ.-ლაპარაკისას თან იღიმოდა.თვალებში კი აუარებელი ტკივილი იგრძნობოდა და ცრემლებით ევსებოდა. მის შემხედვარეს კი ნუცასაც აევსო თვალები ცრემლებით.ვეღარ გაუძლო და გამომძიებლის კისერს ჩაეჭიდა და ძლიერად მიეხუტა. კეფაზე კი ხელს ნაზად უსმევდა. ირაკლიმ ძლიერად შემოხვია სუსტ წელზე ხელები. სახე მის ყელში შემალა და გაიტრუნა. ძველი მოგონებები არასდროს ტოვებდა,მაგრამ დღეს განსაკუთრებულად მოაწვაა და საყვარელ ქალს თავისი სუსტი მხარე დაანახა. მათი სიკვდილი ძლიერ იარად დარჩა,რომელიც ყოველთვის ახსენებს თავს.
*****
ნუცას სახლიდან და ქალაქიდან ცოტახნით გაშვებამ ცოტა დაამშვიდა ქალი. სამზარეულოში შევიდა და მაგიდასთან დაჯდა. ხელები ზედ დააწყო და ერთმანეთში ძლიერად გადახლართა. მზერით კი ფარდის მიღმა გარეთ იხედებოდა და ათასგავ ფიქრებში წავიდა. კარზე ზარის ხმამ შეაშინა და ფიქრებიდან გამოიყვანა.გულმა ბაგაბუგი აუტეხა. ნელა წამოდგა სკამიდან და კარებისკენ წავიდა. უცაბედმა კაკუნმა მასში აფორიაქება გამოიწვია.კარები ფრთხილად გამოხსნა. სუნთქვა თითქოს გაუჩერდა და ადგილს მიეყინა.
- მეგონა ჩემს საკუთარ დას ჩემი დანახვა გაახარებდა?-კაცმა ოდნავ ჭაღარა შეპარული თმა,რომელიც შუბლზე ჩამოყროდა უკან გადაიწია.
- რატომ დაბრუნდი?- ძლივს ამოთქვა მაიამ ორიოდე სიტყვა.
- ძვრიფასო დაო ხომ არ ჯობს სახლში ვილაპარაკოთ?- კაცის მზერაში სითბო და სიყვარული იკითხებოდა.რასაც ქალის მზერაში ვერ ამოიკითხავდით.იქ უფრო მძიმე აურა ტრიალებდა. დაპროგრამებულივით გაიწია ქალი და კაცს სახლში შემავალი გზა დაუთმო.თვითონაც ვერ მიხვდა რატომ გააკეთაა ეს. საშკაც შევიდა. ინტუიციით მიაგნო სამზარეულოს და უკვე გამოწეულ სკამზე დაჯდა. მაიაც უკან მიყვა სტუმარს, რომელიც საკუთარ სახლში გრძნობდა თავს. სამზარეულოს მიეყრდნო და ხელებს ფშვნეტა დაუწყო.
- დ...დალევ რამეს?- ტუჩის ცახცახით იკითხა.
- მხოლოდ წყალს.- მასპინძელმა სწრაფად დაასხა ჭიქაში წყალი და წინ დაუდგა. უნდოდა დროზე დაელია ეთქვა სათქმელი და წასულიყო.- მშვენიერი გოგონა დადგა ნუცა- წყლის მოსმის შემდეგ მშვიდად დაიწყო ლაპარაკი. მაიას ფეხები მოეკვეთა. რომ არა კაცი ძირს დაეცემოდა. სკამი გამოუწია და დასვა.მოპირდაპირედ კი თვითონ დაუჯდა.
- რა გინდა ნუცასთან? - კბილებიდან გამოცრა ქალმა და თითები ერთმანეთში ძლიერ ახლართა. - რატომ ახლაა? რატომ გამოჩნდი? -ქალის ხმაში საყვედურის უმაღლესი ტონი იგრძნობოდა. - აქამდე არც მე და არც ჩემი შვილი არ გაგხსენებივართ.ახლა ბედავ მოხვიდე და მასზე დამელაპარაკო?
- არც ერთი წუთით არ დამვიწყებიხართ. როგორ შეიძლება შვილი დაივიწყო?
- როგორც მაშინ დაივიწყე და შენ რუს ცოლს გაეკიდე რომელსაც ბავშვი ფეხებზე ეკიდა და სანაგვეზე აგდებდა. აი როგორც მაშინ არ გახსოვდა ახლაც ისე დაგვიწყებოდა.შენ საერთოდ იციი რა გადავიტანეთ? დედამ და მამამ არც ერთმა არ მიიღეს ნუცა. რუსი კახპის შვილი არ გვინდაო ასე იძახდნენ. იცი,რომ ვისაც შენ შვილს უწოდებ სიცივეში და ყინვაში მთელი ღამე გარეთ დატოვეს? თვეების ბავშვი. რომელიც ვერც კი ხვდებოდა რა დააშავა ისეთი,რომ გაჩენის დღიდან არავის უყვარდა. იცი იმ ღამით როცა გავიპარე და სახლში შემოვიყვანე რამდენი მირტყეს? ნუცას, რომ არ მოხვედროდა მთელი სხეულით ვფარავდი. ვთქვი რო ჩემი შვილი იქნებოდა და ხელი არაფრით არ გავუშვი. იცი,რომ იმ კაცისგან, რომელსაც ჩემი ქმარი ერქვა რამდენ შეურაცხყოფას ვიტანდი იმიტომ რო ძმისშვილს საკუთარ შვილად ვზრდიდი და მას მამას ეძახდა? არაფერიც არ იცი! არც არაფერი გინახავს და არც არაფერი გიგრძვნია!-ქალს ცრემლები ყელში ახრჩობდა თუმცა ლაპარაკს მაინც განაგრძობდა. კაცი კი მუშტებს ერთმანეთს უჭერდა და თვალებში ცრემლები უდგებოდა.- შვილის დატოვებით იპოვე ბედნიერება შენს ცოლთან? სიღარიბეს ვერ გაუძლო ბავშვი დააგდო და ისევ რუსეთში გაიქცა. შენ კი ფინია ძაღლივით გაეკიდე. ახლა კი ბედავ მოხვიდე და ამდენი რამის შემდეგ მას შვილი უწოდო. იცოდე გაფრთხილებ თუ გაბედავ და სიტყვას მაინც ეტყვი მოგკლავ! ეს პირველი არ იქნება ჩემს სინდისზე. ჰო ალბათ არ იცი რომ ქმარი ჩემი შვილის დასაცავათ მოვკალი. - ცინიკურად ჩაიცინა ქალმა. - სცადე და გაბედე ნუცას რამე უთხრა ან აგრძნობინო.- პირველად ხედავდა ასეთს თავის დას. მშვიდი, მშიშარაა და ყოველთვის დამჯერი გოგო როგორ შეცვლილა. ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ ეგონა რო მას ასე მოექცეოდა. თუ მშობლები მაიას ცუდად ექცეოდნენ. ალექსანდრე ყოველთვის მისი დამცავი ფარი იყო. ბავშვობის მერე ბევრი რამ შეიცვალა თურმე. ვერც იმას იფიქრებდა,რომ შვილს გარეთ გაუგდებდნენ. არც ასეთი ცივები ეგონა მშობლები. მაიას ნათქვამის შემდეგ ქონდა კი რამის უფლება?! უცებ მისი სიტყვები ქმრის მკვლელობაზე გაახსენდა და. გადახარშა.
- მაია...თამაზი შენ მოკალი?- ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ისე კაცმა დაარღვია სიჩუმე.- ის ძაღლისშვილი ჩემგან ყოველთვიურად თანხას იღებდა ნუცასთვის. რომ მას არაფერი მოკლებოდა.მეგონა რომ....- სიტყვებს ვეღარ უყრიდა თავს. - მაია მე...მაშინ ძალიან პატარა და უჭკუო ვიყავი. ყველაფერს ვნანობ. ვნანობ,რომ შვილს ასე მოვექეცი და დავტოვე. მე კი იქ მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობდი. როცა ჩასვლისას ფეხი მოვიკიდე არც ჩემი გოგო დამვიწყებია. თამაზი მაჯერებდა,რომ რასაც ვუგზავნიდი ყველაფერს ნუცას ახმარდა.- მაიას სიცილმა კაცს სიტყვა გაუშრო.
- ის ფული რომელიც გამოაგზავნე შენმა სიძემ შეჭამა და იქედან კაპიკი არ აუღია ნუცას. ბავშვი 15 წლიდან მუშაობს როგორც კი შესაძლებლობა მიეცა,რომ საკუთარი ნივთები თვითონ ეყიდა. შენ კი ახლა მეუბნები, რომ თურმე თამაზი აძლევდა შენს გამოგზავნილ ფულს.- ისევ ჩაიხითხითა ქალმა. უფრო გიჟის სიცილს წააგავდა. უცებ დასერიოზულდა ქალი.- იმ ფულიდან ერთი კამფეტიც კი არ მოუტანია ნუცასთვის. - უცებ ფეხზე წამოხტა და კაცს მკლავებში ჩაეჭიდა.- ახლა კი ადექი და გაეთრიე ჩემი სახლიდან. - კაციც წამოდგა და კარისკენ ნაბიძგებ გზას გაყვა. მაიამ კარები გამოაღო და გარეთ ხელის კვრით გაგდო. - წაეთრიე იმ შენ საყვარელ ცოლთან ნასწიაა თუ ნატაშაა რაც ქვია და ისევ ბედნიერად გააგრძელეთ ცხოვრება. შენ შვილი იმ ღამით ყინვაში მოგიკვდა- კარები მთელი ძალით მიაჯახუნა. ვერც კი მიხვდა ამხელა გამბედაობა და ძალა საიდან მიიღო, რომ თავის საყვარელ ძმას დაუპირისპირდა. ერთ დროს მართლაც სახლში ყველაზე მეტად უყვარდა ის კი არადა ერთადერთიც იყო ვინც მასთან სახლში სიყვარულს იმსახურებდა. ახლა კი გული საშინელი ბრაზით ქონდა სავსე. აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო.რომლის ძგერაც ყელში ახრჩობდა. იქვე ჩაიკეცა და მოწოლილი ემოციებისგან ბოლო ხმაზე ამოიღივლა.

~17~
ხის მყუდრო სახლში თბილი აურა ტრიალებდა. ირაკლიმ ეზოდან დაპობილი შეშა შემოიტანა და ბუხარში ცეცხლი ააგიზგიზა. უკვე საკმაოდ ციოდა.ნუცა მეორე სართულიდან ჩამოდიოდა. ჯერ კიდევ სველ თმას პირსახოცით იშრობდა.მის გამხდარ ტანს კი უცაბედად ჩაყრილი სახლის ტანსაცმელი ამშვენებდა. არც ზედმეტად გადაპრანჭული და თან ამავე დროს კომფორტული. ირაკლიმ მზერა მასზე გააჩერა. მზერით სხეული აეწვა გოგოს. საყვარელი კაცისკენ გაიხედა,რომელსაც ბუხრისგან გამომავალი ცეცხლი ნახევარ სახეზე უკიაფებდა.მის თვალებში ერთიანად იკითხებოდა სითბო,სიყვარული და ვნებათაღელვა. მისი მზერით ოდნავ დაბნეულმა მოძრაობა მისი მიმართულებით განაგრძო..
- მაპატიე მაგრამ სახლში ასე გამოწყობილი დავდივარ.-ირაკლის გაშტერებულ მზერას სიცილით გასცა პასუხი და თან თავის ტანს შეხედა,რომელზედაც ფართხუნა შარვალი და შავი მაისური ეცვა- არ ვაპირებ ზედმეტად სექსუალური ტანცამელი ვატარო მხოლოდ იმიტომ, რომ შენთან ვარ- ნუცა მასთან ახლოს დივანზე დაჯდა და სველი თმა მეორე მხარეს გადაიგდო. წყლის წვეთები სახეზე შეესხა ბიჭს.მანაც თვალები დახუჭა და სწრაფადვე გაახილა.ვერც ერთმა მოასწრო გააზრება როგორ მოხდა ირაკლის მკლავების ქვეშ დივანზე მიკრული ნუცა.
- მინდა გითხრა, რომ ჩემთვის ასე უფრო ზედმეტად სექსუალური ხარ. როცა გხედავ როგორ დააბიჯებ საშინაო ტანსაცმლით ჩემს სახლში და თავს მის დიასახლისად გრძნობ.
- რა არ ვარ? - ეშმაკურად ჩაიღიმა გოგომ. ირაკლიმ საპასუხოდ მისი ქვედა ტუჩი მოიქცია ტუჩებს შორის და ვნებიანად აკოცა.მარჯვენა ხელი უკეთესად მოათავსა წელს ქვევით და თავისკენ მიიზიდა.მის ხელებში მომწყვდეული საყვარელი ქალის სხეულიც მის სურვილს აჰყვა რამაც კიდევ უფრო გაუძლიერა ორივეს სურვილი ერთად ყოფნის. ნუცამ ერთი ხელი კისერზე შემოხვია მეორე კი წელზე აუცურა.ბიჭმა კოცნა კიდევ უფრო გააღრმავა.მათი ტუჩები ერთმანეთში იხლართებოდნენ. ნაზად შეაცურა ნუცას მაისურის ქვეშ ხელები. გამხდარ წელს ხელებით მიეფერა.მაისურის კიდეებს ხელები წაავლო და ზემოთ ასწია. გოგონას სხეულიც მიჰყვა და მის ტანს მოშორდა შავი ნაჭერი,რომელიც იქვე მოტკაცუნე ცეცხლის პირას დავარდა. ნუცამაც იგივე გააკეთა.ირაკლის ზედა ტანი წინა მაისურის გზას გაუყენა. წამიერად ბიუსჰალტერით დარჩენილი გოგონას მოშივლებულ მკერდს თვალი შეავლო. კიდევ უფრო გაუძლიერდა საყვარელი ქალის მოფერების სურვილი. თითქოს წამის მეასედში მის თავში ორ მეს შორის ცხარე კამათი გაიმართა. უნდოდა ახლა და აქვე მისი გამხდარიყო,მაგრამ ამავე დროს არ უნდოდა ეს ძალდატანებით გაეკეთებინა.თუმცა რა ძალდატანებაზეა ლაპარაკი, როცა ორივეს სურვილი ასეთი ხმამაღალი იყო. მის წინ ჰომ მთლიანად უმანკო არსება თრთოდა მომდევნო შეხების მოლოდინში.მაგრამ მაინც თითქოს თავს იდანაშაულებდა სიტუაციის ამ გზისკენ წაყვანაში. ნუცამ ხელები კისერზე აუცურა. ერთი ხელი კეფაზე თმაში შეაცურა და თითებით ნაზად მიეფერა. ბიჭმა თვალები დახუჭა და წამით გაირინდა. მის ქვეშ მომწყვდეული სხეული ოდნავ მისკენ გადაიხარა. ჯერ ნაზად შეახო ტუჩები მისას შემდეგ კი ყურისკენ წაიღო.
- ეს მეც მინდა. მინდა იყო ჩემი გულის და ხორცის ერთპიროვნული მეპატრონე. - ჩუმად ჩაილაპარაკა და ისევ უკან გაიწია კმაყოფილი ღიმილით. ირაკლის სახეზე ბედნიერების ათასმა ელფერმა დაკრა. ყოველგვარი ეჭვი გაუქრა და თავს უფლება მისცა გოგონას ტუჩებს კვლავ დასცხროდა.
- არ ვიცი როგორ ახერხებ,მაგრამ ყოველთვის ჩემს გონებაში დაძვრები- კოცნებს შორის სიტყვა სიტყვა ღიმილით უთხრა ბიჭმა.
- ხშირად არ მაძლევს შენი მკაცრი მზერა ამის საშუალებას - თითებით სახეზე მონახაზი გააკეთა და კვლავ წითლად მოელვარე ტუჩებს მიუბრუნდა. ბიჭის ტუჩებმა ჯერ კისერზე გადაინაცვლეს,რასაც ჩუმი კვნესა მოჰყვა. შემდეგ მკერდზე. კვნესა კვლავ გაისმა ბუხარში ცეცხლის ტკაცუნთან ერთად. ხელის მარტივი მოძრაობით ჯერ ლიფის გარეშე,შემდეგ კი ქვედა შარვლის და საცვლის გარეშე დატოვა მთრთოლვარე სხეული. წამით სხეულის სილამაზით თვალი გააძღო.ხელებს უფლება მისცა ამ სხეულის თითოეული წერტილი მოეხაზათ და მოენიშნათ.
შიშველი და ერთმანეთის სიმხურვალით გაოფლილი სხეულები ჯერ კიდევ მოძრაობდნენ ცეცხლის შუქზე. სახლში მათი კვნესის ხმები ერთმანეთში იხლართებოდა და უმაღლეს წერტილს აღწევდა. კვნესებს შორის გაისმა სიტყვა "მიყვარხარ!" პასუხმაც არ დააყოვნა "მეც სიგიჟემდე". ფანჯრის მიღმა თეთრი ფიფქები არე-მარეს ედებოდნენ და იქაურობას თეთრ კაბას აცმევდნენ. ბუხარში ცეცხლი კი კვლავ გიზგიზებდა.სიყვარულით მთვრალი და ძალა გამოლეული სხეულები კი ერთმანეთზე ესვენენ ბუხრის წინ. მათი მზერიდან აუარებელი სიყვარული და ბედნიერება იღვრებოდა.
*****
დივანზე ერთმანეთზე ჩახუტებულებს ტკბილად ეძინათ. ოდნავ შეირხა ბიჭის მკლავებში ნუცა. თუმცა ისე მჭიდროდ ყავდა მიკრული, სხეული მხოლოდ ოდნავ შეატოკა. ბოლოს დანებდა და მძინარეს მზერით ტკბებოდა. თითებით ნაზად ეფერებოდა. ხანდახან მის შეკრულ წარბებს ნაზად თითს უსვამდა და მკაცრი სახე წამში მშვიდდებოდა.
ბუხრიდან მინელებული ნაკვერჩხლის ჩუმი ხმა ისმოდა.ფანჯრიდან თოვლით ლამაზად დაფარული ტოტები მოჩანდა. ნუცა მაინც შეეცადა კიდევ ერთხელ გაბრძოლებოდა და მკლავებიდან თავი დაეღწია. ფრთხილად შეეხო მის წელზე მესაკუთრედ მოხვეულ ხელებს და შეეცადა გაეშვებინებინა,მაგრამ უშედეგოდ. სანტიმეტრით გაწეული ისევ დაუბრუნა უწინდელ მდგომარეობას.
- სად მიდიხარ? -ნახევრად მძინარემ მიაგნო გოგონას ტუჩებს და რაღაცის სათქმელად გაღებული პირი კოცნით დააკავა.
- სანამ საბოლოოდ ჩაქვრება მინდოდა შეშა დამემატებინა და ასევე საუზმეც გამემზადებინა ჩვენთვის - ტუჩებზე მიკრულმა ჩაილაპარაკა.
- საუზმე ჩვენთვის - ტუჩები ახლა გოგონას შუბლს შეახო აკოცა და მკერდზე მიიკრა.- მადლობა - თვალებ დახუჭულმა ჩაილაპარაკა.
- რისთვის? -თავი ოდნავ გამოსწია და ირაკლის სახეს ქვევიდან ახედა. ისეთი მშვიდი და ბედნიერი იყო. თავისდაუნებურად ნუცას ჩაეღიმა.
- იმისთვის, რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ღამის კოშმარი გააქრე. -ნუცა ბიჭის სახეს და წვერს ეფერებოდა.
- რას ხედავდი? -ინტერესით იკითხა თუმცა მაშინვე ინანა ბიჭის ტკივილისგან დაჭყანული სახის დანახვაზე. ტუჩზე იკბინა და მაშინვე სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი. - უკვე ვეჩვევი - ჩაიცინა ნუცამ და მეჩხერ წვერს შეეხო.ირაკლისაც ჩაეღიმა.
- დიდხანს არ მოგიწევს ატანა. არ მიყვარს როცა სახის კანი ასეთი მოუვლელი მაქვს.
- მაშინ ნება მომეცით მე მოგხედოთ ბატონო -უცებ გამოეცალა ხელებიდან და დივნიდან ჩამოცურდა.
- ნელა- სიცილი ატეხა ირაკლიმ ნუცას საქციელზე. სწრაფად წამოხტა ფეხზე და მეორე სართულისკენ გაექანა ბიჭის პერანგში გამოწყობილი. კიბეებზე მიმავალს კი ირაკლის მომღიმარი მზერა მიაცილებდა.

ნუცამ სამართებელი ბოლოჯერ ჩამოუსვა ბიჭის ლოყას.კანზე დარჩენილი ქაფი პირსახოცით ნაზად მოწმინდა.
- მოვრჩი-საზეიმოდ აღნიშნა-სამათებელი,საქაფავთან და პირსახოცთან ერთად ზურგს უკან მაგიდაზე გადადო-მინდა ავღნიშნო,რომ დაჭრილიც არსად ხარ-ჩაიხითხითა გოგონამ.
-ამის იმედი მქონდა -სიცილში აყვაა ირაკლი. ხელები მის წინ მდგარ გოგონას წვრილ წელს შემოაწყო თავისკენ მიიზიდა.გოგონამ ხელები მხრებზე დააწყო და ზემოდან კმაყოფილი სახით ყურება დაუწყო.უყურებდა ბიჭის თვალებს და საშინლად მოუნდა სახის თითოეული ნაკვთის დაკოცვნა.სურვილებს გასაქანი მისცა.ნაზად ჯერ ერთ ლოყას შეეხო,შემდეგ მეორეს და ბოლოს ტკბილი ტუჩები მოიტოვა.სიამოვნების გაგრძელებაში ხელი ირაკლის ტელეფონის ხმამ შეუშალათ.
-დათო...
-დათო!-ორივემ ერთხმად ჩაილაპარაკეს და სიცილი აუტყდათ.-სანამ მასთან საუბარს მორჩები ჩვენთვის საუზმეს გავაკეთებ.-ნუცა გამოეცალა ბიჭს ხელებიდან და მაგიდაზე აწკრიალებული ტელეფონი მიაწოდა.თავის ტელეფონიც აიღო და სანამ ირაკლი პასუხს გასცემდა პირის მოძრაობით ანიშნა ''დედასთან დავრეკავ"-ო.ირაკლიმაც თავი დაუქნია და ტელეფონს უპასუხა.
-გისმენ.
-ოო ძმაო ხმა როგორ დაგნაზებია.კარგია ხომ საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა?! როგორც გეტყობა კარგად ხარ.-დათოს წუწუნზე ეცინებოდა და ელოდა საქმეზე როდის გადავიდოდა-აი მე კი ცუდად ვარ მთელი ღამე ინფორმაციას ვაგროვებდი.
-შეგიძლია ოდესმე წუწუნის გარეშე დაიწყო ლაპარაკი?- სიცილი ხმამაღლა წასკდა ირაკლის.ხელი თმაზე გადაისვა და დივანზე უკეთესად მოეწყო.
-არაა რისი მადლობა.აბა ძმაკაცები და თან მეწყვილეები რისთვის ვართ თუ ერთი შეყვარებულთან ერთად დაუვიწყარ მოგონებებს იძენს, მეორე ვირივით მუშაობს და ინფორმაციას აგროვებს.და ამ ერთს სულ აღარ ახსოვს მეორე,რადგან ზედმეტად მოხიბლულია შეყვარებულის სილამაზით და ძმაკაცი სადღაც მთვარეზე გააგდო-ირაკლის ახლა დათოს მზერა თვალწინ ედგა და სიცილს ვერ იკავებდა.
-მაპატიე ძმაო მარტო,რომ დაგტოვე და პირადი საქმეც შენ მოგაბარე-ბიჭმა მართლა იგრძნო თავი დამნაშავედ.-მაგრამ უნდა ავღნიშნო,რომ შენს ძმაკაცს მართლაც უამაზესი შეყვარებული ყავს -მზერა სამზარეულოში მოფუსფუსე ნუცასკენ გააპარა რომელიც თან ტელეფონზე საუბრობდა.
-კარგი კარგი-დათოს კმაყოფილი ხმა გაისმა.-ძმაო უნდა გითხრა,რომ საკმაოდ ჩაიხლართა ნუცას ბიძის საქმე.ვერ გავიგე საერთოდ ამ ოჯახში რამდენი საიდუმლო შეიძლება იყოს.
-საიდუმლო? რა საიდუმლო?-გაირინდა პასუხის მოლოდინში.
-ჯერ ბოლომდე არ ვიცი თუმცა ვგრძნობ,რომ ხანძარი გაჩნდება და ვიღაცას იმსხვერპლებს.
-როდიდან გახდი წინასწარმეტყველი?-ჩაეღიმა ირაკლის თუმცა ამას ისიც გრძობდა.-მოკლედ მითხარი რა გაიგე ამ კაცზე.
-ე.ი ალექსანდრე სიხარულიძე იგივე საშკა დაიბადა 1971 წელს. სად სწავლობდა ამას გადავახტები დიდად საინტერესო არც არის. რუსეთში ცნობილია როგორც საუკეთესო არქიტექტორი.საკუთარი კომპანიაც კი აქვს.ყავს ცოლი ანასტასია იგივე ნასწია ივანოვი დაბადებული 1977 წელს. ერთმანეთი სად და როგორ გაიცნეს მაგ ინფორმაციას ვერ ფლობ. ჰომ ამჟამად ჰყავთ ერთი შვილი კონსტანტინე სიხარულიძე. 17 წლის.
-ამჟამად ერთი შვილი რას ნიშნავს?და მთელი ღამე მხოლოდ ამას არკვევდი?-წარბები შეკრა გამომძიებელმა.
-არაა მარტო ამას არაა და ველოდი შვილზე როდის მკითხავდი-მეორე მხარეს ნიშნის მოგებით გაიბადრა დათო.-მათ ორი შვილი ყავთ გოგო და ბიჭი. ბიჭი რუსეთის მოქალაქეა,გოგო კი საქართველოსი.-ირაკლიმ მზერა ისევ სამზარეულოში მოფუსფუსე გოგოსკენ გააპარაა.საშინელებას უქადდა გული.-ქორწინებიდან დაახლოებით წელიწად ნახევარში საქართველო ორივემ დატოვა.სწორედ გაიგე ორმა დატოვა საქართველო. ბავშვი არ წაუყვანიათ. ალექსანდრეს წასვლის შემდეგ კი ქალბატონი მაია მიათხოვეს იმ ნაბიჭვარ კაცს ვინც ასე გაუმწარე ცხოვრება. მისი ძმა ერთადერთი იყო ვინც ამ ქორწინებას არ უშვებდა,მისი წასვლით კი წინაღობა მოიხსნა.ასე გახდა მაია მისი ქმრის მსხვერპლი.
-გოგო სად არის?და რა ქვია?-ისევ ნუცა უყურებდა და ისე ელაპარაკებოდა დათოს.გოგონამ თითქოს მისი მზერა იგრძნო და მისკენ გამოიხედა თბილი ღიმილით.ბიჭმაც მოიკრიბა ძალა და ღიმილით უპასუხა.
-სად არის ძმაო არ ვიცი.სახელი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს შენი გოგოს მოსახელეა.-ირაკლიმ სიმწრისგან თვალები მაგრად დახუჭა.ნერვიულად თითებით თვალები მოისრისა.-როგორც გავიგე გოგონა დაიღუპა და ამიტომ წავიდნენ აქედან. მაგრამ ბავშვის გარდაცვალების ცნობა არსად არ არის.
-არც იქნება რადგან არც მომკვდარა- თავისთვის ჩაილაპარაკა ირაკლიმ.
-ჩემი მონაყოლიდან ახლა შენ რამე დასკვნამდე მიხვედი და მე ამას ვერ ვხდები?-ყურმილის მეორე მხრიდან ცალი წარბი ასწია ბიჭმა.
-გადამრევ დათო.გადამრევ.ფაქტები ოდნავ დაუკავშირე ერთმანეთს.ნუცა ხვედელიძე სინამდვილეში ნუცა სიხარულიძეა.-მოუსვნერად მჯდარი დივნიდან წამოდგა და ფანჯრისკენ წავიდა.
-რააააა???-მეორე მხრიდან იმხელა გაოცების ხმა გაისმა ტელეფონი განზე გაწია.
-მე ასე ვფიქრობ თუმცა მაიას უნდა დაველაპარაკო. ახლა ვხდები რატომ იყო მისი ძმის გამოჩენით აფორიქებული და სასწრაფოდ რატომ გამოარიდა ნუცა ქალაქს. ყველაფერი ცხადია.მაგრამ დაწვრილებითი პასუხები მჭირდება.
- გამოვდებილდი-ძლივს ამოიღო ხმა დათომ. -რატომ სჭრის ყველაფერი ამ ოჯახს?!
-არ ვიცი,რაც ვიცი ისაა,რომ ნუცას საშინლად ეტკინება.
-ეტყვი?

-არაა.მე ამის უფლება არ მაქვს.
-კიდევ ლაპარაკობთ?-სიცილით შემოვიდა ოთახში ნუცა.მაგიდაზე უკვე გამზადებული საუზმე დადგა და კიდევ ერთხელ გაუღიმა.-რამე მოხდა?-ირაკლის შეწუხებული სახის დანახვაზე იკითხა. ბიჭმაც უცებ აიკრა ღიმილი სახეზე.
- არა არაფერი.ჩემი სამსახური ხომ იცი და დათოს გაზვიადებული ლაპარაკი.
-გაზვიადებული ლაპარაკი და მე?-ტელეფონის მეორე მხრიდან გაისმა გაბრაზებული ხმა.
-ვიცი- გაეცინა გოგონასაც.-მომიკითხე.
-მეც მომიკითხე რძალი-ნუცას ხმა მკაფიოდ გაიგო და ჩაეღიმა.მართალია ძმაკაცს ართმევდა,მაგრამ ეს გოგო საკმაოდ მოსწონდა სარძლოდ.-კარგი.კიდევ გინდა რამე?-ირაკლისკენ გადმოერთო.
-არა დაისვენე.მადლობა ძმაო.
-სამადლობელი რაა.ღმერთო ახლა დავიძინებ.-ტელეფონი უცებ გათიშა.ირაკლი დარწმუნებული იყო,რომ ამ მომენტში თავი უკვე სამუშაო მაგიდაზე ედო და ფშვინავდა.ტელეფონი დივანზე მიაგდო და მაგიდისკენ წავიდა.
-მოხდა რამე?-კიდევ ერთხელ შეეკითხა გოგონა.
-არაა-მწარედ იცრუა ბიჭმა-მოდი ვისაუზმოდ-დასამშვიდებლად საუზმემდე კოცნა მოიპარა ტუჩებიდან.ორივე შემოუსხდნენ მაგიდას
საუზმეს მშვიდად მიირთმევდნენ და თან ერთმანეთს ანთებული თვალებით უყურებდნენ.
ირაკლიმ უცებ თავი ჩაღუნა და საკუთარ თეფშს ყურება დაუწყო.
-დედას დაურეკე?-თავაუწევლად შეეკითხა.
-კი.-ყოველგვარი ეჭვების გარეშე უთხრა ღიმილით გოგომ და ჭამა გგანაგრძო.- იმის მიუხედავად,რომ შენთან ყოფნა ძალიან მომწონს და დედაც თანახმაა,რომ აქ ვიყოთ დიდიხნით მაინც არ მინდა მისი მიტოვება.-გოგონს სახე დარდმა მოიცვა.ირაკლი ახლა უკვე მის სახეზე მოთამაშე ემოციებს უყურებდა და ხვდებოდა რა მოხდებოდა როცა სიმართლეს შეიტყობდა.აი რა ხდება როცა არჩევანის გაკეთება გიწევს.ირჩევ ყველაზე კარგს იმ დროისთვის,მაგრამ შორს ვერ ჭვრეტ რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. წარსულში ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა. ნუცას ბიოლოგიურმა მშობლების არჩევანმა განაპირობა შემდგომში მაიას ბედი,რომელიც მხოლოდ ერთზე ფიქრობდა როგორმე დაეცვა უცოდველი არსება და ის მთელი არსებით შეისისხლ-ხორცა.
-კარგი საყვარელო -ოდნავ აიწია და მოპირდაპირე მხარეს მჯდომს ნიკაპში ნაზად მოკიდა ხელი თავისკენ მიიზიდა და აკოცა.-როცა შენ მეტყვი მაშინ დავბრუნდებით უკან.-ორივე კმაყოფილი დაუბრუნდა უწინდელ ადგილს. ისევ განაგრძეს საუზმობა და ერთმანეთის თვალებით ფერება.
****
აღუღუნებული ბუხრის წინ დივანზე კომფორტულად მოკალათებილი, პლედში გახვეულ გოგონას ერთ ხელში ოხშივარ მოკიდებული ყავის ჭიქა ეჭირა,მეორე ხელში კი წიგნი,რომელსაც გულმოდგინედ კითხულობდა.ერთი ყლუპი ნეტარებით მოსვა და გადაფურცლა. იგი საყვარელი კაცის მომლოდინე ქალს გავდა,რომელიც თავს წიგნის კითხვით ირთობდა.ეს ასეც იყო. წიგნიდან თავი კარებზე მკვეთრმა კაკუნმა ამოაყოფინა.
-ირაკლი?-ფრთხილად გასძახა გოგონამ თუმცა პასუხი არ იყო.წიგნიც და ყავით სავსე ჭიქაც მაგიდაზე დადგა და კარებისკენ გაემრთა. თითქოს მის ჯინაზე გარეთ ქარი უფრო ამოვარდა და ხეების შრიალი უფრო შესამჩნევი გახდა.თოვლიც უკვე თითქმის სრულიად მიმოეფანტა და სადღაც გაექრო ქარს. კარებთან მისულმა კიდევ ერთხელ ღრმად ამოისუნთქა და ფრთხილად გააღო კარები.მისდა გასაკვირად ირგვლივ არავინ იყო.თავის შიშზე გულიანად გაეცინა. -იმდენად გავერთე კითხვაში ალბათ მომელანდა-თავის თავზე სიცილი აუტყდა და კეფაზე თმები მოიჩეჩა.გარემოს კარგად გახედა იქნებ შემჩნია ირაკლი,რომელიც იქვე შორი ახლოს სასურველი პროდუქტების მოსატანად იყო წასული. შებრუნებას აპირებდა,როცა თვალები დაბლა დახარა და კარებთან მდგარი პატარა ყუთი შენიშნა.-ეს რააღაა? -დაიხარა ყუთი აიღო და სანამ შებრუნდებოდა გარემო კიდევ ერთხელ მოათვალიერა. თავიდან ირაკლი ეგონა,მაგრამ ვერსად ხედავდა ვერც მანქანის და ვერც ირაკლის კვალს.კარები მიხურა და ყუთის გახსნა დაიწყო. ქაღალდის ყუთისგან გაათავისუფლა შიგთავსი.ხელში კი კიდევ ერთი ხის ყუთი შეხვდა,რომელიც ცისარტყელას ფერებში იყო აჭრებეული პატარა კუბიკების მსგავსი ფერადი ფორმებით. ჯერ კარგად შეათვალიერა ნუცამ გარედან შემდეგ კი თავსახურავი ახადა,საიდანაც უცებ კლოუნი ამოხტა და თან თეთრი მრავალჯერ დაკეცილი გაღალდი ამოიყოლა.ნუცას შიშიგან ხელიდან გაუვარდა ყუთიც და მასში მოთამაშე კლოუნიც.-ეს რა ხუმრობაა?-შეშფოთებული გულზე ხელს იდებდა და თავს იმშვიდებდა.-ეს თუ დათოს გაკეთებულია მოვკლავ- იმუქრებოდა მწარედ. ფეხებთან დავარდნილ გაკეცილ ქაღალდს დაწვდა და გახსნა.წარბები შეეკრა და მძიმედ ნერწყვი გადაყლაპა. წერილი სასწრაფოდ დაკეცა ისევ ძირს დავადნილი კლოუნიანი ყუთიც აიღო და წერილთან ერთად მაგიდაზე დადგა. აფორიაქებული დივანზე დაენარცხა. გაშტერებული შეჰყურებდა კოუნს და მასთან არსებულ წერილსაც. ვერც კი მიხვდა რამდენი ხანი უმზერდა გაშტერებული სანამ მხარზე შეხება არ იგრძნო და გვენაკბენივით არ წამოხტა.შეშფოთებული სახე მიანათა ირაკლის ,რომელიც დაბნეული უყურებდა.
-კარგად ხარ?-ირაკლის თბილმა და მზრუნველმა ხმამ გონს მოიყვნაა და უცებ მიეხუტა მის სხეულს.
-ვიღაც იყო აქ-მის ყურებთან ჩაიჩურჩულა გოგონამ.
-ვინ?-მკლავებში ხელები მოკიდა და უკან გასწია ნუცა.ახლა მას ქონდა კოპები შეკრული.
-არ ვიცი. ეს დატოვა.-ნუცა მაგიდაზე არსებულ ნივთებზე ანიშნა,რომელიც ირაკლიმ ახლაღა შეამჩნია.ნუცას ხელები გაუშვა და წინ გადადგა ნელი ნაბიჯები.თითქოს ფეხებს სიარულს აიძულებდა.მისი გონება წამში მილიონ მოგონებას იხსენებდა.

-არაა! არააა!!! -თავისთვის ბუტბუტებდა და თან მაგიდისკენ იწევდა.-არ შეიძლება! ვერ მოხდება ეს!
-ირაკლი? -გოგონა მისმა რეაქციამ კიდევ უფრო შეაშფოთა.ერთ ხელში ზამბარაზე მოხტუნავე კლოუნის ყუთი აიღო,მეორეში წერილი,რომელიც სწრაფად გაშალა და კითხვა დაიწყო. "თიქ თოქ...თიქ თოქ... შენი დროც მოდის. მათ ისე ენატრები.თიქ თოქ...თიქ თოქ...სიკვდილი ნელი ნაბიჯებით გიახლოვდება და მელოდიურად გიკაკუნებს სახლის კარზე. დრო ცოტა გაქვს. მათ ისე ენატრები. თიქ თოქ..."-ხელში უხეშად მოკუჭა წერილი და მეორე ხელში არსებული კლოუნი მთელი ძალით ოთახის ბოლოში მოისროლა.მთელი სხეულით დაძაბული იდგა. ნუცამ შეხებისას იგრძნო მისი მძიმედ დაკუნთული სხეულის სიმძიმე. -ვინ არის?
-ვინც თავის დროზე უნდა მომეკლა-კბილებიდან გამოსცრა. უცებ შემოტრიალდა და უკან მოუხედავად გავარდა სახლიდან.ნუცაც უკან გაეკიდა.სწრაფად მოძებნა გასაღები ჯიბეში და სინათლის სისწრაფით შევიდა მანქანაში და ადგილიდან მოწყდა.ისე სწრაფად,რომ გოგონამ მხოლოდ თვალის მიყოლება მოასწრო.
-ჯანდაბა ირაკლი! -ნერვიულად თმა უკან გადაიტანა და გზას გახედა,სადაც წუთის წინ მანქანა გაუჩინარდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა და ბიჭის ნომერზე რამდენჯერმე გადარეკა თუმცა უშედეგოდ. შემდეგ დათოს ნომერი აკრიფა, არც იქ პასუხობდა ვინმე.ნერვიულად ისევ ჯიბეში დააბრუნა ტელეფონი და სახლში შევიდა.წინდაუკან ბოლთის ცემა დაიწო.უცებ გაახსენდა,რომ ირაკლის ბიძისთვის დაერეკა.ამდენი უპასუხო ზარის შემდეგ პირველი ადამიანი იყო ვინც უპასუხა.
-გისმენ შვილო-კაცს მშვიდი ხმა ქონდა.-როგორ ხართ ?
-ბატონო ზვიად-ნუცას ხმაში იმდენად იგრძნობოდა აღელვება,რომ ერთიანად გადაფარა კაცის სიმშვიდე.
-ნუცა რა მოხდა?
-მეც არ ვიცი. ტყის სახლში ვართ. ცოტახნის წინ აქ ვიღაცამ ყუთი დატოვა. გავხსენი. ზამბარაზე მოხტუნავე კლოუნი იყო და შიგ წერილიც იყო.
-კლოუნი?-ახლა კაცის ხმასაც იგივე მღელვარება ეტყობოდა.
-დიახ.
-რა ეწერა წერილში?
-რაღაც დროზე,მონატრებაზე და სიკვდილზე ეწერა.ვერაფერი ვერ გავიგე-მეორე მხარეს საშინელი სიჩუმე ჩამოწვა- ზვიადი ბიძია ირაკლის რამე ხომ არ დაემართება?
-არა შვილო ნუ ღელავ.ირაკლი სად არის?
-არ ვიცი მანქანა დაქოქა და შურდულივით გავარდა.
-კარგი დამშვიდდი.ვიცი სადაც მიდის.ყველაფერი კარგად იქნება. კარები კარგად ჩაკეტე და დაელოდე.
-არ მინდა აქ ყოფნა.მითხარით სად იქნება და ჩამოვალ მეც.
-მანდ დაელოდე.თან გზამდე ოთხი კილომეტრია.მანქანაც არ გყავს. შვილო ვნახავ ირაკლის და მანდ მოვალთ. ნუ ღელავ.-კაცი ნუცას დამშვიდებას  და მშვიდად ლაპარაკს ცდილობდა თუმცა ხმა საშინლად უკანკალებდა.ტელეფონი ორივემ გათიშა.მთელს სახლში სრული სიჩუმე ჩამოწვა.მომლოდინე წამები სულ უფრო და უფრო იწელებოდა.ნუცას ნერვიულობა პიკს აღწევდა.ირაკლი კი არსად ჩანდა.
*****
მაგიდის კიდეზე საკუთარ მკლავზე თავი ჩამმოედო გოგონას და ცეცხლის კიაფს თვალს აყოლებდა.მისი გონება ერთიანად ირაკლის დასტრიალებდა.ცეცხლის ყურებით გადაღლილი თვალები ისე დაეხუჭა ვერც მიხვდა.
გრძნობდა მისი სხეული ვიღაცას ზემოთ სართულზე როგორ აყავდა.ნაცნობი სურნელი უღიტინებდა ცხვირში.ძილიდან ნელ ნელა გამოდიოდა.
-კარგად ხარ?-ცხვირი ბიჭის კისერში შერგო და სურნელი ღრმად შეისუნთქა.
-უკეთესად ვარ,როცა შენ ჩემთან ხარ-ოთახში საწოლზე ფრთხილად დააწვინა გოგონას სხეული. კისერზე ჩაჭიდებული ხელი არც ერთი წამით არ გაუშვა და თავისკენ უბიძგა.ბიჭიც მის გვერდით მიიწვინა.ხელები კიდევ უფრო ძლიერად მოხვია და მის სხეულს აეკრო.
-ყოველთვის.-ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი თვალები გაახილა ნუცამ და დარდით სავსე თვალებს ახედა,რომელიც მას დასცქეროდნენ.ბიჭმა შუბზე აკოცა.გულზე მიიკრა.ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და თვალები დახუჭა.გოგონამაც იგივე გააკეთა.თავი მის მკერდზე ედო და შეეძლო საათობით ესმინა საყვარელი კაცის გულის ცემას.ეს უკვე სიმშვიდეს ანიჭებდა.მუხედავად იმისა,რომ სულში აურაცხელი მღელვარების კორიანტელი იდგა.


~18~
სხეულში სულის საშინელ წრიალს გრძნობდა. კედლებს ეხეთქება,თითქოს გამოსვლა უნდა. იმდენად მტკივნეულად წრიალებს,რომ თითოეული კუთხე-კუნჭული ტკივა და მთელ ხმაზე ყვირილი უნდა.იყვირო ხმის ჩაწყვეტამდე. მოგონებები...მოგონებები,რომლებიც ისევ და ისევ გაფუჭებული კარებივით თვალწინ უტრიალებდა.თვითონაც ვერ ხვდება როგორ მართავს ამ დროს მანქანას. თვალწინ ავტომობილების ლაბირინთში გადის და გაცეცეხლებული ღრმად სუნთქვას ცდილობს. სუნთქავს მაგრამ თითქოს ჰაერის თითოეული ნაკადი ფილტვებში მწველი მჟავასავით ჩაედინება. მიუხედავად ტკივილისა კიდევ უფრო ღრმად სუნთქავს,რადგან ჰაერი არ ყოფნის.უნდა იქამდე გაძლოს, სანამ დანიშნულების ადგილს მიაღწევს.

საკუთარ თავს არწმუნებდა,რომ უნდა გაძლოს.თუ მაშინ გადარჩა ახლაც არ მოკვდები.
ირაკლის გონება მილიონ ნაწილად დაიყო. თვალწინ უდგებოდა თითოეული დეტალი. ყურებში ჩაესმოდა მშვიდი ხმით წაღიღინებული "თიქ თოქ...თიქ თოქ შენი დროც მოვიდა.მხოლოდ მამაშენი უნდა ყოფილიყო მსხვერპლი,მაგრამ მოწმეები არ მჭირდება" ჩრდილი მანქანის მეორე მხრიდან ნელი ნაბიჯებით მიდის.ხელში ბიტა უჭირავს და ასვალტზე ხმაურიანად მოაღოღებს.უახლოვდება.ბიტას კიდევ უფრო მარჯვედ კიდებს ხელს და მაღლა სწევს. ცდილობს მისკენ მოიქნიოს თუმცა სირენების ხმა აფრთხობს.იმდენად ახლოდან ესმის,რომ ჩანაფიქრის შესრულებაზე უარს ამბობს. დაშავებლი ბიჭის სხეულთან იხრება,სახე მასთან ახლოს მიაქვს.მისი დანახვისას კიდევ უფრო უფართოვდება თვალები და გულის ცემა მატულობს.იდიოტურად მომღიმარი კლოუნის ნიღბით უახოვდება.ავხორცულად იღიმის ნიღბის შიგნით. თავს კიდევ უფრო ახლოს სწევს.ნიღაბს იხსნის იმის იმედით,რომ ბავშვი იმდენად დამფრთხალია ვერ ამოიცნობს.მას ხომ ახლა საკუთარი პრობლემებიც ეყოფოდა.სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა თითი ტუჩებთან დაიდო და გააფრთხილა ჩუმად ყოფილიყო.უცებ უკან იხევს და სატვირთო მანქანაში ხტება. ყველაფრით შეშინებული ბიჭი კი თვალებით მშობლებს ეძებს,რომლებიც წინა სავარძელზე უსულოდ წევან.გრძნობს თავიდან როგორ ჩამოსდის ბლანტი სითხე.
-დედა...- ჩურჩულებს თავისთვის,ხედავს როგორ წვეთავს დედამისის გადმოვარდნილი კისრიდან სისხლის წვეთები-მა...დედიკოს ტკივა?... ხმა გამეცით. -ირგვლივ მხოლოდ მისი ტირილნარევი ხმა ისმის,რომელსაც თანდათან სირენების ხმა ფარავს.სმენა ნელა ეხშობა.მშობლების სხეულებიი ბინდით იფარება და იძირება ბნელეთის მორევში.

გონს საავადმყოფოს პალატაში მოდის.თავზე ბიძა და ბიცოლა დაჰფოფინებენ.ის კი ჯიუტად იწყებს მშობლების ნახვაზე ლაპარაკს. შემდეგ უკვე მათ საფლავთან მიიყვანეს და უთხრეს,რომ ისინი ანგელოზებად გადაიქცნენ.

იმ დღიდან ყოველი ღამე კოშმარი იყო მისთვის. ღამის კოშმარებში დარძწოდა კლოუნი,რომელიც ყოველ ღამე უკლავდა მშობლებს და ის ვერაფერს აკეთებდა.
მანქანა მკაცრი სასჯელაღსრულების ციხესთან მუხრუჭების მკვეთრი დაჭერით გააჩერა.სწაფად გადმოდის მანქანიდაან ყურადღებას არ აქცევს შესასვლელში სამხედრო სალამს და შურდულივით იჭრება შენობაში.
-მოგესალმებით გამომძიებელო ირაკლი.-მისაღებში მდგარი ბიჭი ღიმილით ცდილობს შეხვდეს.თუმცა ირაკლის კოპებშეკრულ სახეს იღებს პასუხად.
-პატიმარი 1324-ს ნახვა მინდა.
-კი მაგრამ...-ბიჭი ცდილობდა ეთქვა,რომ მასთან მნახველები არ დაიშვებიან.

-მეტყობა,რომ არ ვიცი? გავიწყდებათ,რომ მნახველი კი არა გამომძიებელი ვარ? ოთახში შემოიყვანეთ.-დაბნეული სახით ბიჭი ბრძანების შესასრულებლად გაემართა.

-ოო ირაკლი-მისკენ ციხის უფროსი გამოემართა.ბიჭიც შეეცადა სახე დაემშვიდებინა და ისე შეეხედა.ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. -რას მივაწეროთ შენი აქ მოსვლა?
-პატიმრის სანახავად ვარ.რამდენიმე კითხვა მაქვს.
-რომელი პატიმარი?
-1324.
-ირაკლი...
-ვიცი-გააწვეტინა ციხის უფროს.-მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო.
-პატიმარი უკვე ოთახშია-მათთან ბიჭი მიიჭრა და ციხის უფროსს თავჩაღუნულმა გახედა.
-იცოდე მშვიდად იყავი-უფროსსმა გამომძიებელი გააფრთხილა.მანაც თავი დაუქნია თუმცა ახლა ყველაზე ნაკლებად სიმშვიდე გამოუვიდოდა. მუშტები შეკრა და ძლიერად უჭერდა.
ოთახისკენ ისე დინჯად მიდიოდა თვითონაც უკვირდა თავისი სიმშვიდის.გვერდით უფროსი მიჰყვებოდა.კარებთან მისული კიდევ ერთხელ შეაყოვნა ციხის უფროსმა.
-ირაკლი უფლება არ მისცე წყობიდან გამოგიყვანოს-მხარზე ხელი დაარტყა.მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.სახელურს ხელი მაგრად ჩასჭიდა ღრმად ამოისუნთქა და კარები შეაღო.
-საპატიო სტუმარი მყოლია-მისი დანახვისას სახეზე ღიმილი აიკრა პატიმარმა.-ირაკლი სწრაფი ნაბიჯებით მისკენ გაემართა და სახეში ისე ძლიერად დაარტყა სკამიდან გადააბრუნა.სიმშვიდე მოჩვენებითი ყოფილა.მაინც...მაინც ვერ შეძლო მის დანახვაზე მოწოლილი სიბრაზის მოთოკვა. მცველები აპირებდნენ შესვლას თუმცა ირაკლის და მისი ოჯახის პატივისცემის გამო ბიჭები შეაჩერა ციხის უფროსმა და თავი ისე დაიჭირა თითქოს ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა.
-როგორ გაბედე გამოგეგზავნაა?-ირაკლი ყვიროდა,თან კიდევ ერთი მუშტი უთავაზა.პატიმარი კი სრული სიმშვიდით და ღიმილით ხვდებოდა მის სიფიცხეს.
-არავინ დამეხმარება?-კარებში მდგარ ბიჭებს გახედა პატიმარმა-როგორც ჩანს არა-თავისივე კითხვას თვითონ გასცა პასუხი და ირაკლის მოუბრუნდა,რომელსაც ჯერ კიდევ საყელოში ჩავლებული ხელებით ეკავა.-რა იყო? შენი ჩიტი ძალიან დაფრთხა?-ირაკლის სახესთან ახლოს მიიწია და თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა.ნუცას ხსენებაზე ირაკლის კიდევ უფრო აასხა თავში სისხლმა.
-ნამდვილად მოგკლავ.საკუთარი ხელებით დაგახრჩობ.-ყელში ძლიერად წაუჭირა ხელები.პატიმარ 1324-ს სახის მიმდებარე ტერიტორია წითელი პამიდორივით გაუხდა.თვალები კიდევ უფრო დაეჭყიდა და ირაკლის გაცეცხლებულ სახეს შეცქეროდა ჩაწითლებული თვალებით,რომელიც უჰაერობის გამო თითქოს სადაც იყო გადმოცვივდებოდა.
-ირაკლი-ზვიადის ხმა მკაცრად გაისმა ოთახში.ბიჭს ხელებში ჩაავლო და ხელები ძლივს გააშვებინა. პატიმარმა ძლივს ამოისუნთქა და ხროტინი ატეხა.დაცვის ბიჭებს თვალებით ანიშნა პატიმარზე.ისინიც მაშინვე მივარდნენ და ფეხზე წამოაყენეს.ზვიადმა გაცეცხლებული ბიჭი თავისკენ შეატრიალა.-რას აკეთებ?სრულ ჭკუაზე ხარ?

- არა არ ვარ!- იღრიალა ბიჭმა.ცხოვრებაში პირველად ბიძის წინაშე ხმას აუწია.-ამ ღორმა დღეს ამანათი გამომიგზავნა,სადაც მემუქრებოდა.
-მაგას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა და ეს შენ იცი. მანამ იყო მნიშვნელოვანი სანამ ყველა წესს დაარღვევდი და აქ მის მოსაკლავად შემოხვიდოდი. ახლა კი გონს მოდი და დატოვე ოთახი.-ზვიადმაც ცხოვრებაში პირველად გამოიჩინა ის სიმკაცრე რაც არასდროს სჭირდებოდა ირაკლისთან.
-ნამდვილი მანიაკია ეს ბიჭი.არაფერი არ გამიგზავნია. -მის სიტყვებზე გამომძიებელი უკან მიბრუნდა.კიდევ ეცემოდა,რომ არა ბიძამისი.
-კიდევ ბედავ და უარყოფ-კბილებიდან გამოსცრა.
-ირაკლი გარეთ გადი-ლამის გააგდო ბიძამისმა.
-გამოსწორების გზაზე ვარ. ვიცი შევცდი და ახლა მთელი გულით ვინანიებ.-ზვიადი პატიმარს მიუახლოვდა,რომელსაც უცებ მიტოვებული დაჩაგრული ლეკვის მზერა მიეღო.სახე ახლოს მიუტანა და კბილებიდან გამოუცრა.
-ეგ დაჩაგრული მგლის ლეკვის მზერა ვერ მომატყუებს.ეგ სახე და სიტყვები კომისიისთვის შეინახე.მაგრამ მე გპირდები,რომ აქედან ვერ გახვალ!მგელი ვერასდროს გამოსწორდება და ვერ გაჰყვება გვერდით ცხვრის ფარას,რომელიც მისთვის ასეთი მადის ამღმძვრელია.შეიძლება დღეს ირაკლი მე გავაჩერე,მაგრამ შემდეგში სწორედ მე ვიქნები ის ვისაც უკანასკნელად მომაკვდავი თვალებით დაინახავ.
-მემუქრები უფროსო?-ცინიკური მზერით აათვალიერა და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.-შენი ძმაც იმავეს მპირდებოდა-კლანჭები გამოაჩნა 1324-მა.-მაგრამ ჩვენ ვიცით ვისი სახე დაინახა მან მომაკვდავი თვალებით.-თავისი თავით კმაყოფილი ღიმილი აეკრა სახეზე. ზვიადს მის სიტყვებზე თავის შეკავება ძალიან გაუჭირდა. ხელები მომუშტა და ძლიერად ჩააჭირა თითები ხელისგულებს.
-ჩემი ძმასავით კანონმორჩილი არ ვარ. -ზვიადი სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.სანამ კიდევ რამეს ეტყოდა და შერჩენილ ნერვებს დააწიწკნიდა.გარეთ გამოსულმა თავზე ხელი გადაისვა და ღრმად ამოისუნთქა.თავი გაასწორა და იქაურობა მოათვალიერა.
-ირაკლი სად არის?-ციხის უფროსს გადახედა.
- შურდულივით გავარდა გარეთ.-ზვიადიც დიდი სისწრაფით დაიძრა გასასვლელისკენ.შენობიდან გასვლისას არც ირაკლი დახვდა და არც ირაკლის მანქანა.
-ჯანდაბა ირაკლი რამე სისულელეს ნუ ჩაიდენ.-ნერვიულად ისევ გადაისვა თავზე ხელი.თავისი მანქანისკენ გაემართა და ციხეს მოშორდა.
*****
მანქანით უგზო-უკვლოდ დაიარებოდა ქალაქის ქუჩებში.ვერც კი შენიშნა როგორ ჩამოწვა გარეთ ბინდი,როცა მის გონებაში უკვე კარგა ხანია ბინდი იყო. დიდიხნის სიარულის შემდეგ მანქანა კორპუსთან შეაჩერა,სადაც ამჯერად ქალბატონი მაია და ლიზა იმოფებოდნენ.რატომ მოვიდა აქ? რატომღაც მისმა ტკივილმა აქ მოიყვანა რათა განელებულიყო.მანქანიდან სწრაფად გადავიდა და კიბეებიც სისწრაფით აირბინა.კარებზე ფრთხილად დააკაკუნა.მეორე კაკუნზე უკვე კარებში შეშინებული სახით მაია იდგა და გაფითრებულ ბიჭს შეჰყურებდა.
-შვილო რა მოხდა? ნუცა კარგად არის?-პირველი ისევ შვილზე გადაერთო მისი გონება.
-კი ნუცა კარგად არის.
-ფერი არ გადევს საერთოდ-ქალმა ხელზე ხელი მოკიდა და სამზარეულოსკენ წაიყვანა.სკამიც თავისი ხელით გამოუწია და უბიძგა დამჯდარიყო.ასეც მოიქცა. მასთან ახლოს მიიწია.ხელებში ბიჭის თავი მოიქცია და ცერა თითებით ლოყებზე მიეფერა.მერე დაიხარა და შუბლზე აკოცა.-როგორი ცივი ხარ.ახლავე მოგიმზადებ ცხელ ჩაის.
-არ მინდა ჩაი-შებრუნებული ქალი უკან შეაბრუნა.
-რა მოხდა?-მის წინ ჩამოჯდა მაია და შეწუხებული სახით დაუწყო ყურება.
-მეშინია...ერთადერთი რაც მაშინებს მისი დაკარგვაა...-მშვიდად დაიწყო ლაპარაკი- მისი გამოჩენით ჩემმა ცხოვრებამ ფერები შეიძინა. პირველივე წუთიდან ვიგრძენი,რომ მას ვჭირდებოდი და ის მე მჭირდებოდა. ცისარტყელას გავს. ათასი ფერით სავსეა და შეუძლებელია მისი გამოჩენის ადგილას შავი ფერი მეფობდეს.ჩემთან კი იმდენად ჭარბობს სიშავე მეშინია არ გააუფერულოს. ამდენი ხნის შემდეგ ისევ მეშინია. მეშინია მისი დაკარგვის ისევე როგორც თქვენ.-ქვევიდან ახედა ბიჭმა ქალს,რომელიც მის სიტყვებზე შეცბუნდა.მაიას სახის დანახვაზე გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა.-ნუცამ მთხოვა ბიძამისზე ყველაფერი გამეგო,რადგან საეჭვოდ მოეჩვენა თქვენი რეაქცია.
-ყველაფერი გაიგე?-ქალს ხმა უწყდებოდა.
-დიახ-თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-ნუცა?-შიშით სავსე მზერა მიაპყრო ბიჭს.
-არა.უფლება არ მაქვს მე რამე ვუთხრა.აჯობებს ეს თქვენ უთხრათ სანამ ვინმე სხვისგან გაიგებს.
-ვერ ვეტყვი.ვერ ვეტყვი,რომ ჩემი შვილი კი არა ჩემი ძმის შვილია,რომელიც დედამ ჯერ გააჩინა და მერე დღეების მიატოვა. ვერ ვეტყვი,რომ ამდენი წელი სიცრუეში ვაცხოვრებდი და ჩემს გამო ამდენი ტანჯვის გადატანა უხდებოდა. მართალია მეც მეშინია.მისი დაკარგვის მეშინია. როგორც შენ თქვი მისმა გამოჩენამ ჩემი ცხოვრებაც შეცვალა. ახალგაზრდა გოგოს,რომელმაც პირველად დაინახა აკვანში მწოლიარე პატარა ანგელოზი, ძალიან შეუყვარდა. მისი ცხოვრებაც ფერებმა აავსეს. პატარას დიდრონმა თვალებმა მონუსხმა გოგონა და მთელი არსებით მიიზიდა.აი სწორედ მაშინ დაპირდა,რომ მთელი ცხოვრება მის გვერდით გაატარებდა...მეშინია,რომ მის თვალებში სიყვარულის ნაცვლად სიძულვილს დავინახავ-ქალს ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა.-როცა ჩემმა მშობლებმა მისი გაგდება და გაშვილება დააპირეს პატარა ნუცა,რომელიც იმ წამს ტირილით სკდებოდა ხელში ავიყვანე და გულში მაგრად მივიხუტე. უცებ გაჩუმდა და თავისი დიდი თვალები მომანათა.მივხვდი,რომ მას ჩემს გარდა არავინ ყავდა და ეს პატარა ჩემში ხედავდა შველას. ხელი მაგრად მოვკიდე და ცხოვრებაში პირველად გავუწიე მშობლებს წინააღმდეგობა. ნუცა ჩემთან,რომ ყოფილიყო იმ არაკაცის ცოლობასაც კი დავთანხმდი. ისინი გაჩუმდნენ რადგან მათი აზრით საზრუნავი აღარ ვიყავი და საკუთარი პატრონი მყავდა. არ ადარდებდათ,რომ ყოველი ჩემი მთვრალი ქმრის მოსვლა სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა. თვითონ კი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. ჩემში ფული აიღეს.ქმარმა მიყიდა.ამიტომ თვლიდა,რომ ჩემზე ყველანაირი უფლება ქონდა. ჩემს შვილს კი ვერ იტანდა.რადგან ფიქრობდა,რომ მის გამო ვერ შევძელი მისი შეყვარება.თუმცა როგორ უნდა გიყვარდეს ასეთ კაცი?!-ქალს ცრემლები მოადგა. ამდენი ხანი თევზივით პირში ქონდა წყალი დაგუბებული.ძლივს ვიღაცას ასე ღიად ელაპარაკებოდა.ირაკლიმ მისი ხელი ხელებში მოიქცია და მზრუნველად გადაუსვა ერთმანეთს.მაიამ ჩამოგორებული ცრემლი ლოყიდან მოიშორა.-რაც ქონდა ყველაფერი სასმელში გაანიავა. სახლში მოსული ყოველთვის ჩემს პატარაზე იყრიდა ხოლმე ჯავრს. საკუთარი სხეულით ვეფარებოდი და ვცდილობდი დამეცვა ჩემი პატარა,მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ვახერხებდი. მას აღარ ახსოვს თუმცა ბევრჯერ ყოფილა ამ არადამიანის მიერ ნაცემი და დალურჯებული. თუმცა ლიზას დაბადებამ ოდნავ შეცვალა. ახლა მხოლოდ მე მერჩოდა.ეს არ მადარდებდა ჩემთვის მთავარი იყო ნუცას არ შეხებოდა.ამასობაში ნუცაც გაიზარდა და ყველაფერის თავის თვალით დანახვა დაიწყო.მერე კი ის მოხდა რაც შენ უკვე იცი. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ ვუთხრა,რომ ეს ტანჯვაა ჩემს გამო გამოიარა.იმ ქალის არჩევანის გამო,რომელიც მისი დედაც კი არაა.
-აი ასე როგორც მე მითხარით ყველაფერი ისევე უთხარით მასაც. ნუცა გაგიგებთ თუ ამას თქვენგან გაიგებს და არა ვინმე მესამე პირისგან.მაგალითად მამამისისგან.-ქალს სახეზე მილიონმა ფერმა გადაურბინა.-ნუ გეშინიათ. მართალია თქვენს გამო მოუხდა ასეთ დღეში ყოფნა მაგრამ თქვენი არჩევანის გამოა ზუსტად ცოცხალი. თქვენ რომ არა ახლა შეიძლება რომელიმე უსახელი საფლავში იყოს.სადაც მიტოვებული ბავშვები განისვენებენ,რომელიც მშობლებმა ღია ცისქვეშ ბედის ანაბარა დატოვეს. თქვენს გამოა ახლა ის ასეთი კარგი. თქვენ იმხელა სიყვარული მიეცით,რაც საკუთარმა დედამ არ გაიმეტა. თქვენი სიყვარული აძლებინებდა მას და ძალას მატებდა.სწორედ თქვენს გამოა ის ასეთი ძლიერი და ნუ ფიქრობთ,რომ წარსულში არასწორი არჩევანი გააკეთეთ. თქვენ ნუცა აირჩიეთ,ნუცამ კი თქვენ.შეიძლება ცხრა თვე მუცლით არ გიტარებიათ და აუტანელი ტკივილებით არ გაგიჩენიათ,მაგრამ თქვენ იყავით ის ვინც მას ყველა წამოტირებაზე ამშვიდებდა.ის,ვინც ასწავლა პირველი ნაბიჯები.ის ვისაც ეკუთვნოდა მისი პირველი სიტყვები,ღიმილი.ყველა მისი წარმატება თქვენ გეკუთვნით და ნუ იტყვით იმას,რომ მისი დედა არ ხართ. თქვენ ხართ მისი დედა და არა ის ვინც გააჩინა. მან უბრალოდ მუცლით ატარა. გჯეროდით თქვენი შვილის.-ქალმა ბიჭი გულში ჩაიკრა.
-მადლობა ამ სიტყვებისთვის ჩემო ბიჭო.-ოდნავ უკან გასწია და შუბლზე დედა-შვლურად აკოცა.შემდეგ სახეზე შეხედა.-არ გინდა მომიყვე აქ მოსვლამდე რა მოხდა? ვგრძნობ,რომ ცუდად ხარ.-თითქოს მის ნატანჯ სახეზე ამოიკითხა ქალმა გასაჭირი.
- სამსახურებრივი ამბავია-გაუღიმა ძალაუნებურად.-ჩემი წასვლის დროა-ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.-ნუცა მარტო დავტოვე და ალბათ ნერვიულობს.

-კარგი შვილო თავს მიხედე და ჩემს გოგონასაც.
-იცოდეთ,რომ ყველაფერს რასაც გავაკეთებ მხოლოდ მისი კეთილდღეობისთვის იქნება.
-ეჭვი არ მეპარება. კიდევ ერთხელ მადლობა იმ სიტყვებისთვის.ძალა მომეცი,რომ ჩემს გოგოს სიმართლე ვუთხრა.-კიდევ ერთხელ მოეხვია ბიჭს. გამომძიებელიც დაემშვიდობა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა.
*****
ხის მყუდრო სახლიდან სინათლე გამოდიოდა. მანქანა სახლთან მშვიდად გააჩერა. თავის თავზე ბრაზობდა,რომ ისე წავიდა მისგან არც არაფერი აუხსნია.ან რა უნდა ეთქვა. მანქანიდან გადმოვიდა.სახლის კარებთან ღრმად ამოისუნთქა. ფიქრობდა,რომ ნუცა საყვედურებით თუ არა კითხვებით მაინც აავსებდა. გამბედაობა მოიკრიბა და სახლში შევიდა. ადვილად მიაგნო გოგონას,რომელიც ბუხრის წინ მაგიდასთან იატაკზე იჯდა,თავი საკუთარ მკლავზე მოეთავზებინა მაგიდაზე და ჩასძინებოდა. ფრთხილად მიუახლოვდა. მასთან ჩაიმუხლა.სახეზე ჩამოგორებული თმა გვერდით გადაუწია და ლოყაზე თითებით მიეფერა.
-მაპატიე,რომ განერვიულე. მეგონა არასდროს აღარ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში ის.ამიტომ გავბედე და ჩემთან მოგიშვი. ახლა კი... ახლა კი...-თავი ჩაღუნა და ღრმად ამოისუნთქა.გოგონა შეიშმუშნა. თავი სწრაფად ასწია და საყვარელი ქალი ხელში კომფორტულად მოიქცია.-საწოლზე დაგაწვენ საყვარელო-ჩაიჩურჩულა და კიბეებისკენ წავიდა. გოგონა კისერზე მაგრად მოეჭიდა.
-კარგად ხარ? -ნამძილარევი ხმით ჩაილაპარაკა გოგონამ.
-უკეთესად ვარ,როცა ჩემთან ხარ-საწოლზე ფრთხილად დააწვინა.უნდოდა დაეტოვებინა და საკუთარ ტკივილთან მარტო დარჩენილიყო,რათა ბოლომდე შეეჭამა მისი სხეული და გული,მაგრამ გოგონას ჩაჭიდებულმა ხელებმა არ გაუშვა. თავისკენ უბიძგა და გვერდით დააწვინა.ბიჭის სხეულის მარცხენა მხარეს კომფორტულად მოთავსდა და მის გულის ცემის მოსმენა მშვიდად განაგრძო. ეს მისთვის საყვარელი მუსიკასავით იყო.როგორ სცემდა საყვარელი კაცის გული და მისიც როგორ ჰყვებოდა სინქრონში.
-ყოველთვის-ძილბურანში მყოფმა გოგონამ თვალები გაახილა და ბიჭის დარდიან თვალებს ჩააშტერდა.- ყოველთვის შენთან ვიქნები. ნუ გაიქცევი ჩემგან,როცა ცუდად იქნები.მინდა მოხვიდე და ძლიერად ჩამეხუტო. მხოლოდ ერთს დამპირდი. როცა ცუდად იქნები ჩემთან მოხვალ და ჩამეხუტები კარგი?- საყვარლად გაუღიმა გოგონამ.ირაკლიმაც თავი ვერ შეიკავა და გაეღიმა.გოგონას შუბლს დაწვდა და მთელი გრძნობით აკოცა შემდეგ კი კვლავ ძლიერად მიიხუტა.

-ამას თანხმობად მივიგებ- ღიმილით გააჟღერა გოგონამ და გამომძიებლის მხარზე მიხუტებულმა თვალები მილულა.

ძალიან აინტერესებდა ის რაც ირაკლის თავს ხდებოდა,მაგრამ ფიქრობდა,რომ ეს მასზე ცუდად მოქმედებდა და ამიტომაც არ კითხა არაფერი.მიუხედავად იმისა,რომ უნდოდა სცოდნოდა ვინ იყო ის ვინც ეს ამაზრზენი სათამაშო გამოგზავნა და რა შუაში იყო ის ირაკლისთან.მაგრამ არჩია გაჩუმებულიყო,რადგან უფრო არ ეტკინა მისთვის. ყველაფერს გაიგებდა თავის დროზე,მანამდე კი უბრალოდ შეეძლო მისი მხარი შეეთავაზებინა განსაკურნებლად.
****
ირაკლისთან საუბრის შემდეგ თითქოს საკუთარ თავში ძალა იპოვა. სახლში მშვიდად ემზადებოდა ნუცას და ირაკლის მოსვლისთვის და გემრიელ საჭმელებს უმზადებდა მათ. სამზარეულოში ლიზა შემოვიდა ჩაფიქრებული და მაგიდას მიუჯდა.
-გშია საყვარელო? რამეს გაგიმზადებ.-მზრუნველად გახედა შვილს.
- არ მინდა დე დაველოდები და ყველა ერთად მივუსხდეთ სუფრას.
-კარგი საყვარელო.-ქალი ისევ საქმეს მიუბრუნდა.
- დე შეიძლება გკითხო?-ლიზამ ქვევიდან ააპარა მზერა.
-კი მკითხე-საქმე განაგრძო ქალმა
-იმ კაცის უფრო სწორედ მამას სასაფლაო სად არის იცი?-მაიას ხელში არსებული კოვზი ხელიდან გაუვარდა და ლიზასკენ სწრაფად მობრუნდა
- რატომ მეკითხები?-ტუჩის ცახცახით თქვა ქალმა.
- ისე უბრალოდ მაინტერესებს.ბოლოსდაბოლოს მამაჩემი იყო.

- არ ვიცი სად დაკრძალეს. მაგრამ თუ გინდა გაგიგებ.
- იყოს მე თვითონ გავიგებ. ცოტახნით გავალ და სანამ მოვლენ დავბრუნდები.-ფეხზე წამოდგა ჯერ დედამისთან მიიჭრა და ლოყაზე აკოცა- მიხარია,რომ შენ დედაჩემი ხარ.-ქალს მის სიტყვებზე გულში სითბო ჩაეღვარა. ლიზა დედას დაემშვიდოდა. შეეცადა არაფერი შეემჩნია და მხიარულად გავიდა სახლიდან.
****
უპატრონოთა სასაფლაოსთან მანქანა გაჩერდა. ლიზამ იქაურობა მოათვალიერა. შემდეგ მძღოლს გადმოხედა.
-მადლობა,რომ მომიყვანე.
-ირაკლი ნამდვილად მომკლავდა შენთვის მხოლოდ მისამართი,რომ მომეცა და მარტო გამომეშვი-შეეცადა დათოს ეხუმრა.მის ნათვქამზე ლიზას ჩაეღიმა.ნამდვილად გამოუვიდა ჩანაფიქრი ბიჭს.
-არ მინდოდა მათი შეწუხება ამიტომ პირდაპირ განყოფილებაში მოვედი. ვიცი დიდი თავაზიანობით არ გამოვირჩეოდი ადრე...
-ეგ არაფერი.-სიტყვა გააწყვეტინა ბიჭმა.-აქ დაგელოდები.
-კარგი მალე დავბრუნდები.-ლიზა მანქანიდან გადმოვიდა და სასაფლაოებს შორის სიარული დაიწყო. მალევე მიაგნო სასურველ სასაფლაოს. წარწერა ხმამაღლა ამოიკითხა "თამაზ ხვედელიძე
1970-2017"
- ალბათ ფიქრობ ეს რანაირი შვილი მყავს ხელცარიელი მოვიდაო. შენთვის ყვავილებიც კი არ მომიტანია. არც კი ვიცი რომელი ყვავილი გიყვარდა ან საერთოდ თუ გიყვარდა. მხოლოდ ერთი ვიცი სასმელზე გაცვლიდი ალბათ მთელს მსოფლიოსაც კი,რომ შეგძლებოდა. უმჯობესი იქნებოდა ეგ მომეტანა,მაგრამ ღირსი არ ხარ. შენი სიკვდილის მერე დედას და ნუცას ათას სისულელეს ვეუბნებოდი.ვამცირებდი,ვუყვიროდი და ყველანაირად ვცდილობდი ეტანჯათ. ახლა კი მცხვენია,რაადგან ვიცი შენნაირი კაცის შვილი ვარ. ნუცას გაუმართლა,რომ შენი არაფერი ცხია. ამიტომაც განვსხვავდებით ჩვენ ერთმანეთისგან. მე შენ გგავარ. კიდევ კარგი ამას მალევე მივხვდი.მივხვდი,როგორ აწვალებდი დედას და როგორი ბავშვობა ჰქონდა ნუცას. როგორ შეგეძლო? -ხმას აუწია პატარა გოგომ. თვალებში ცრემლები მოაწვა-როგორ შეგეძლო ასეთი აუტანელი და სასტიკი ყოფილიყავი. რანაირი ხარ? რანაირები ხართ საერთოდ? როგორ შეეძლოთ პატარა ბავშვის გადაგდება და მერე შენ ბავშვის გამოყენება დედაზე დასაქორწინებლად? როგორ შეგეძლო ფული გადაგეხადა ცოლში? და მერე მთელი ცხოვრება დამცირებაში გყოლოდა?განა ესაა სიყვარული?- ბოლოხმაზე ყვიროდა გოგონა. ემოციებისგან მუხლებში მოიკეცა და სასაფლაოსთან მუხლებზე დაეცა. მიწა ხელებში მოიქცია და ძლიერად მოუჭირა.-არ იყავი დედასნაირი ქალის ღირსი.არ იყავი ნუცასნაირი შვილის ღირსი. არ იყავი შვილის ყოლის ღირსი. სიცოცხლის ღირსიც კი არ იყავი. მიწას ამძიმებდი შენი არსებობით. ეს ამბავი,რომ არ მომხდარიყო ალბათ ცოტახანში მე თვითონვე მოგკლავდი. ახლა როცა ყველაფერი ვიცი შენი საფლავიდან ამოღების სურვილი მაქვს და ხელთავიდან მოკვლის.-ჩაბღაუჭებულ მიწას ხელი გაუშვა.ფეხზე წამოდგა.ლოყებზე ჩამოვარდნილი ცრემლები მოიწმინდა და წელში გასწორდა.-არ გეტყვი,რომ მშვიდად განისვენო.დარწმუნებული ვარ ჯოჯოხეთში იხრუკები. ყველა შენი ცოდვისთვის მოგეზღვოს. სწორედ იქ ხარ სადაც შენი ადგილია უპატრონოთა სასაფლაოზე.- ყელში გაჩხერილი ბურთი მძიმედ ჩაყლაპა და გზისკენ წავიდა.
დათო მანქანაზე ზურგით იყო მიყრდნობილი და ხელებ გადაჯვარედინებული ძირს იყურებოდა სადაც ფეხით ქვას აწვალებდა. სასაფლაოდან მომავლის ფეხის ხმაზე თავი მაღლა ასწია და ლიზას შეხედა,რომელიც ნამტირალები და მიწიანი სახით მოდიოდა.უცებ გასწორდა და მისკენ გაემართა.
-კარგად ხარ?-მის წინ დადგა.
- ახლა კი.- ბიჭს ქვევიდან ახედა.-სახლში წავიდეთ.

-კარგი ოღონდ მანამდე პირი დდავიბანოთ.პატარა ბავშვივით მიწაში ითამაშე და მერე სახეზე ისვი?-გაუღიმა დათომ. შეეცადა გოგონას სახეზე სევდიანი გამომეტყველება წაეშალა და თან ტალახიანი ცრელმები ლოყებიდან მოეწმინდა.ლიზა წამით გაშეშდა და დათოს ახედა,რომელიც გულმოდგინეთ ჯერ თითებით წმენდა შემდეგ კი ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და იმით გააგრძელა წმენდა.

-დანარჩენს მე ვიზას-ლიზამ უცებ ცხვირსახოცი გამოართვა და მანქანაში სწრაფად ჩაჯდა.
-უხეში- წაიდუდღუნა ბიჭმა და მძღოლის მხარეს გაემართა.
მანქანაში ჩაჯდომისას ლიზას ვერ გაეგო მისი გული ასე იმ ემოციების გამო იყო რაც სასაფლაოზე იყო თუ იმის გამო რაც წუთის წინ მოხდა. წამით თავის თავი უცნაურ და უაზრო ფიქრებში დაიჭირა.თავი გააქნია მათ მოსაცილებლად და მშვიდან განაგრძო სახიდან ჭუჭყის წმენდა.

~19~
ბედისწერა წვირილი ხაზებით ერთმანეთში ხლართავს გზებს. შენ უბრალოდ ლაბირინთში სწორი გზის პოვნა გჭირდება. შეიძლება სხვები ფიქრობდნენ,რომ არასწორს გზას ირჩევ მაგრამ შეიძლება ის ყველაზე სწორი აღმოჩნდეს. ყველას გარკვეული ბედი გვეწერება დაბადებისას მასში შესწორებები კი გზადაგზა შეგვაქვს,როგორც ლაბირინთში მოსახვევის არჩევისას.
შტორმა გადაიარა თითქოს.ირაკლის სახე ისე იყო ,როგორც ზღვა აღელვების შემდეგ.ტყის სახლში გატარებული მომენტები ორივეს გონებაში ოქროს ასოებით ჩაიბეჭდა. ნუცას იქიდან წამოყვანა არ უნდოდა,მაგრამ გრძნობდა,რომ იქაც ვეღარ გააჩერებდა დიდხანს. ერთდროს უსაფრთხო ადგილი ახლა ყველაზე მეტად საშიშად ეჩვენა. 
-მინდა იმ სახლში ვიცხოვროთ-სიჩუმე ნუცამ დაარღვია.საჭეს ჩაფრენილი მძღოლის გაოცებული სახე მიღო პასუხად.
- რა?-ფიქრებში იმდენად იყო ახლართული ნორმალურად ვერც გაიგო რა უთხრა.
-მინდა ტყის სახლში  ერთად ვიცხოვროთ. -ნუცამ ირაკლის დაბნეულობის გადასაფარად გაიღიმა.- არ ვამბობ დღეს ხვალ ან ერთ კვირაში მეთქი. ჰომ მითხარი,რომ მაგ სახლის დიასახლისად გესახებოდი -სიცილი ატეხა გოგონამ.-ჰო და თუ ჩემთან ერთად ყოფნას არ გადაიფიქრებ ,მაშინ მინდა რომ იქ ვიცხოვროთ ქალაქიდან შორს.მყუდრო გარემოში. იქ სადაც შენ იზრდებოდი.იქ სადაც ყოფნა გიყვარდა და იქ სადაც შენს მშობლებთან ერთად ბედნიერი იყავი.-მისი სიტყვები გამომძიებლის გულს სიხალისეს უბრუნებდა. სახეზე მისი ღიმილი კიდევ უფრო ფართო ხდებოდა. ირაკლი გზას წამით თვალი მოაცილა მარჯვენა ხელი ნუცას კისერზე თმაში შეაცურა და სწრაფად მიიზიდა. კიდევ ერთხელ შეიგრძნო გოგონას ალუბლისფერი ტუჩების გემო. წამიერად ორივემ შეხედეს ერთმანეთს თვალებში. მათ სახეებს ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა.
ნუცას სადარბაზოსთან ერთდროულად ორი მანქანა გაჩერდა. გამომძიებლის მანქანიდან ჯერ ნუცა გადავიდა და წინ მდგომი მანქანიდან გადმომსვლელს მომღიმარი დაელოდა.  
-ნუცა შვილო როგორ გამიხარდა შენი ნახვა-ნანამ გოგონა გულში ჩაიკრა.
-მეც გამიხარდა თქვენი ნახვა.
-ბიცოლა აქ რა გინდათ?-ირაკლი მათთან ახლოს მივიდა.
-მაიამ დაგვპატიჟა.-ქალმა წარბი აუწია ბიჭს.ნუცას მკლავი მკლავში გაუყარა და სადარბაზოსკენ უბიძგა.ისიც თან გაჰყვა,თუმცა შესვლამდე მზერა ირაკლის შეატოვა. ზვიადმაც სადარბაზოსკენ გადადგა ნაბიჯი,მაგრამ ირაკლის ხმამ შეაჩერა.
-ბიძია...-კაცი შედგა და სერიოზული სახით გახედა ძმიშვილს.ირაკლი მასთან ახლოს მივიდა.- ბოდიში მინდა მოგიხადო ციხეში მომხდარის და ჩემი ტონის გამო შენთან დამოკიდებულებაში. ხომ იცი როცა საქმე იმ ნაბიჭვარს ეხება თავს ვერ ვაკონტროლებ.-მის ხსენებაზე კბილებში გასცრა.
-ვიცი- მხარზე ხელი დაადო-მაგრამ ეს არ ამართლებს შენს საქციელს. ვიცოდი,როგორი რეაქციაც გექნებოდა ამიტომაც არ გითხარი არაფერი. გპირდები მის შეწყალების თხოვნას არ დააკმაყოფილებენ. თუ კანონიერად არაფერი გამოვა უკანონოდ მივხედავ ამ საქმეს.არ  შეიძლება ჩემი ძმის და რძლის მკვლელი ქუჩაში არხეინად დადიოდეს. 
-თუ ეს მოხდება და გამოვა არც ერთი წამით არ ვაცოცხლებ.-თვალებში  ნაპერწკლები აევსო.
-დამშვიდდი.ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ ეს არ მოხდეს. შენ კონცეტრაცია სამსახურზე მოახდინე და იმ ადამიანზე ვინც ასე ძალიან გიყვარს..
-აღარ მოდიხართ?-მესამე სართულის კიბეებიდან ჩამოყვირა ქალმა. ორივემ ერთდროულად შესძახეს.
-ახალავე. -ჩაეღიმათ და სადარბაზოს კიბეებს აუყვნენ.
კარებზე ჯერ პირველი ზარი დასრულებული არც იყო ლიზამ მაშინვე გააღო და ნუცას ძლიერად მიეხუტა.
-ძალიან მომენატრე-მისი ასეთი საქციელით ცოტა გაკვირვებული იყო მაგრამ ძალიან ესიამოვნა.ბოლო დროს მათ შორის დაძაბულობის შემდეგ ეს თბილი შეხვედრა პირველი იყო.
-მეც ჩემო პატარა-მკლავებში უკეთესად მოიქცია პატარა და.
-როგორ მონატრებიათ ერთმანეთი.- ნანამ თბილი ხმით ჩაილაპარაკა გვერდი აუარა მათ და სახლში შევიდა რათა შესასვლელში მომღიმარ მაიას მისალმებოდა,რომელიც შვილების ცქერით ტკბებოდა.
-გამიხარდა,რომ მოხვედით-ნანა და მაია ერთმანეთს გადაეხვივნენ.
-პირიქით ძალიან გაგვიხარდა,რომ ვახშამზე დაგვპატიჟე და პატივი დაგვდე თქვენთან ერთად მივსხდომოდით სუფრას. ბოლოსდაბოლოს შეიძლება მძახლები გავხდეთ-ბოლო სიტყვები ჩურჩულით ჩაილაპარაკა მაიას მიმართ და თვალით ჩაუკრა. ორივეს გაეცინათ.
- შეიძლება კი არა ეს ნამდვილად მოხდება.-დათომ გამოტენილი პირით სამზარეულოს კარებიდან გადაულაპარაკა ქალებს.
ირაკლი და ზვიადიც სახლში შევიდნენ და მაიას მიესალმნენ შემდეგ კი დათოს გახედეს.
-შენ აქ რა გინდა?-ირაკლიმ ინტერესი ვერ დამალა.
-მაია დეიდამ დამპატიჟა. აბა შენ ერთი სიტყვა არ დაგცდება. სულ აღარ მაქცევ ყურადღებას. -სანამ დათო ისევ ეჭვიანი ცოლის ფუნქცას ჩართავდა ირაკლიმ სიცილით შეაჩერა.
-კარგი გეყოფა ჰომ აქ ხარ მაინც.
- მაია დეიდას წყალობით- სახე გაებადრა და ქალს გაღიმებულმა გახედა.
- სუფრას მივუსხდეთ თორემ ყველააფერი გაცივდება.-მაიამ ყველა ზალაში გაშლილი დიდი მაგიდისკენ მიიპატიჟა.
ვახშამი მშვიდ და მხიარულ ტემპში მიმდინარეობდა.უცხო თვალი ვერც კი შეამჩნევდა,რომ იმ ოთახის შესასვლელში, სადაც ახლა ვახშამი მიმდინარეობდა სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ამ სახლის უფროსი სისხლისგან იცლებოდა საკუთარი ცოლის ხელით მოკლული. უცხო თვალი ვერც იმას შეამჩნევდა ახლა ამ მომღიმარი "მკვლელის" უკან რამხელა დარდი და ტკივილი იმალებოდა. ვერც იმას შეამჩნევდა იმ გოგონამ ახლა,რომ ბედნიერი სახით ზის რამხელა ტკივილი გადაიტანა იმ ოჯახის გამო,რომელიც მისი სულაც არ არის. რამხელა დამცირებას იტანდა მამისგან,რომელიც მამა არ იყო და რამხელა მსხვერპლზე მიდიდოდა დედა მის გამო,რომელიც მისი დედა არ იყო. ამ მომღიმარ ადამიანებში პატარა გოგონასაც შეამჩევდა უცხო თვალი,მაგრამ ვერც მასზე მიხვდება. თუ როგორ უჭირდა ახლა მას ამ ღიმილიანი სახით ჯდომა და ნუცას და დედის ყურება. როგორ უჭირდა იმ საიდუმლოს შენახვა,რომლის მოსმენაც სრულიად შემთხვევით მოუწია. ვერ დაინახავდა როგორ უჭირდა იმ მამის კულტის დანგრევა რომელიც მის გონებაში იყო აქამდე. ვერც იმას შეამჩნევდა რამხელა სინანულს გრძნობდა ნუცასა და დედამისის მიმართ თავისი საქციელების გამო. ვერც იმ ბიჭს შეამჩნევდა სული ცოცხლად,რომ ეწვოდა და ახლა ამ ვახშამს მომღიმარი სახით მხოლოდ საყვარელი ადამიანების გამო,რომ იტანდა.  ახლა უცხო თვალით მხოლოდ მათ ბედნიერ ღიმილს დაინახვდით. თითქოს ყველაფერი რიგზე ქონდათ და ცხოვრებაში არაფერს შეუწუხებიათ.
  სიმყუდროვეში ხელი კარზე ზარმა შეუშალა.ყველას ყურადღება კარებმა მიიპყრო.
-მე გავაღებ- მაია ფეხზე წამოდგა. -ნუცი დე შენ სუფრაზე ჩაამატე რაც აკლია.-გოგონამ თავი დაუქნია და სამზარეულოში გავიდა. მაიამ კი მაგიდა დატოვა და კარები მომღიმარი სახით გამოაღო. და აი სახე,რომელიც მთელი საღამო ჰქონდა წამში სადღაც გაქრა. -ჰომ გითხარი,რომ თავი დაგენებებინა ჩვენთვის. 
-მაია გთხოვ მომისმინე. მინდა ჩემი შვილი...
- რა შენი შვილი???-ქალმა ბოლო ხმაზე იყვირა. სამზარეულოდან სწრაფად გამოვიდა მისაღებში ნუცა. მაგიდიდანაც ყველა წამოიშალა და ყველას მზერა მათკენ იყო მიპყრობილი.-რომელ შვილზე მელაპარაკები?! თავი დამანებე. წადი იქ საიდანაც ჩამოხვედი. მიხედე შენს ცოლს და ასრულე მისი სურვილები ოღონდ მე თავი დამანებე.
- დედა რა ხდება?კარგად ხარ?- ნუცა მის გვერდით მივიდა და მკლაავებში ხელი ჩაავლო,თორემ სადაცაა წაიქცეოდა.
-შვილო...-კაცმა პირიდან გამოცრა. ხელი მისკენ წაიღო თუმცა ნუცამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.მაიამ სწრაფად დაარტყა ხელზე და ჩამოაშვებინა.
-არაფერი გესაქმება ჩვენთან. გაეთრიე აქედან. მე ძმა აღარ მყავს. ის მაშინ მოკვდა როცა დამტოვა და წავიდა. 
-გეყოფა მაია.-კაცმაც აუწია ხმას. -უფლება მაქვს...
-რომელ უფლებაზე მელაპარააკებიიი....-ქალს ხმის იოგები ჩაუწყდა ყვირილისგან. უცებ მოწყვეტით დაეცა ნუცასთან ერთად იატკზე.
- დეე.. დედაა...- შეშინებული ცდილობდა ქალის გონზე მოსვლას. ლიზა სასწრაფოდ მათთან მიიჭრა. 
- დეეე... გთხოვ თვალები გაახილე.-სახეზე ნაზად უსვამდა ხელებს. ნანა ერთ ადგილს მიეყინა. ირაკლი კი სასწრაფოს გამოძახებით იყო დაკავებული.ლიზა უცებ ფეხზე წამოხტა და კარებში გაშეშებულ კაცს ეცა- შენი ბრალია!ყველაფერი შენი ბრალია! წახვედი დატოვე და აახლაა ითხოვ?! გაეთრიე ჩვენი სახლიდან.-ხელების რტყმევით კარებს იქეთ გააგდო შოკში მყოფი კაცი.
- მხოლოდ შვილთან ლაპარაკი მინდა...-თავისთვის რამდენჯერმე ჩაიბურტყუნა კაცმა. ნუცამ წამით ახედა მობურტყუნეს,მაგრამ ყურადღება ისევ დედაზე გადაიტანა. 
სასწრაფო მანქანა იმაზე სწრაფად მოვიდა ვიდრე ამას ანდომებს ხოლმე. 
მაია საკაცეზე დააწვინეს და უახლოეს საავადმყოფოში წაიყვანეს. სუფრაზე მსხდომებმა კი საავადმყოფოს ფოიეში გადაინაცვლეს.
******
და მაინც როგორია არა ცხოვრება. ერთ წუთში ბედნიერი ხარ საყვარელი ხალხის გარშემო,მეორე წუთში კი ირგვლივ მხოლოდ მოწრიპინე აპარატები გაკრავს და მათ გულმოდგინედ უსმენ. თან თვალი იმ ადამიანზე გიჭირავს ვინც შენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
ნუცა მაიას საწოლის გვერდით იჯდა და გულმოდგინეთ უყურებდა დედის სახეს.დახუჭულ თვალებს. მშვიდან და თანაბრად მოძრავ მკერდს. უძრავად მყოფ ხელებს, სხეულს. ფიქრობდა.ძალიან ბევრს ფიქრობდა. ნუთუ ოდესმე მასთან სიმშვიდე დაიდებდა ბინას?! ოთახს მხოლოდ ერთი სანათი მბჟუტავად ანათებდა. უმეტესი ნაწილი ჩაბნელებული იყო. არც უცდიაა შუქის მეტად ანთება არ უნდოდა შეეწუხებინაა დედა და არც თვითონ სიამოვნებდა ზედმეტად განათებულ პალატაში ჯდომა. კარები გაიღო. გარედან შემომავალმა შუქმა ოთახის ნახევარი კიდევ უფრო გაანათა.ირაკლის ჩრდილი ნუცას ჩაფიქრებულ სხეულთან მივიდა და მასთანნ ჩაიმუხლა.ხელი ხელზე ფრთხილად შეახო. გოგონა მოულოდნელობისგან შეხტა.
-ანალიზების პასუხები მოვიდა?-შეშინებულმა იკითხა.
-ჯერ არა. დილამდე პასუხები არ იქნება. დაწვრილებით მერე გვეტყვის ყველაფერს. გვთხოვა,რომ პაციენტი დავასვენოთ. ამაღამ მშვიდად ეძინება. იქნებ...
-სად ცხოვრობს?-ირაკლი ამ კითხვა ცოტა დააბნია. უცებ ვერც მიხვდა ვისზე ეკითხებოდა.
-ვინ?
-ის...-თვალები მაგრად დახუჭა და გაახილაა-ის კაცი ვინც თავს დედას ძმას ეძახის.
-ნუცა არ გინდა. -ირაკლიმ მუდარით სავსე თვალები ესროლა. ხვდებოდა,რომ მან უკვე რაღაც იცოდა.
-გთხოვ მითხარი სად არის? ვიცი რო იცი.თავად დაგავალე მასზე ინფორმაციის მოპოვება.რაზეც ჯერ კიდევ არ გითქვამს არაფერი. მისამართი ვიცი,რომ იცი. მითხარი-გამომძიებელი მიხვდა,რომ ვერაფერს გახდებოდა მასთან. 
-კარგი- ღრმად ამოისუნთქა.- მე წაგიყვან.
-საჭირო არაა მე თვითონ...
-ან მე მიმყავხარ ან საერთოდ არ მიდიხარ!-მკაცრად გააჟღერა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა.გოგოც დანებდა და ფეხზე ადგა.
პალატიდან გასულებს წინ ლიზა შემოეგებათ.
-ხომ არ გაიღვიძა?-ნუცას თვალებში უყურებდა.
-არა ისევ ძინავს.დილამდე არ გაიღვიძებს.შეგიძლია დედასთან იყო პალატაში სანამ მოვალ?
-კარგი და სად მიდიხარ?
-ცოტა ჰაერზე გავიყვან თორე ფერი არ ადევს-ირაკლიმ ოდნავ შეღიმა ლიზას და ნუცას მკლავებში ხელი მოკიდა. სიარულისკენ უბიძგა.
ლიზამ მიმავლებს თვალი გააყოლა და მალევე შევიდა პალატაში.
******
 თბილისის ერთ-ერთ ფეშენებელურ ხუთ ვარსვლავიანი სასტუმრო ამბასადორის შესასვლელ კარებთან ირაკლის მანქანა გაჩერდა. გოგონამ ფანჯრიდან ახედა მთავარ ოთხ სართულიან შენობას.მომსახურე პერსონალმა უცებ კარები გამოუღო და დაელოდა სანამ გოგონა გადმოვიდოდა. ამასობაში ირაკლიმ მანქანას მოუარა. მძღოლს მომსახურე პერსონალმა შეღიმა და ხელი გაუწოდა.
-ბატონო მანქანას გადავაყენებ გასაღები მომეცით თუ შეიძლება.-ბიჭი ღიმილს არ იშორებდა. გამომძიებელმაც მაშინვე მისცა გასაღები ნუცას ხელი მოკიდა და სასტუმროს შენობაში შევიდნენ. 
გოგონამ წამით მოავლო გარემოს თვალი. ყველაფერი მდიდრული ჩანდა უფრო სწორედ იყო. მიმღებში მომუშავე გოგონამ ორივეს გულითადი ღიმილი აჩუქა.
-რით შემიძლიათ დაგეხმაროთ?
-მმმ...-დაფიქრდა ნუცა იმ კაცის სახელზე,ვისთთან შესახვედრადაც მოვიდა. 
-ალექსანდრე -გადაულაპარაკა გოგონას გამომძიებელმა.
-ალექსანდრე სიხარულიძის ნახვა მინდა. რომელ ოთახში გაჩერდა?
-მაპატიეთ,მაგრამ ვერ გეტყვით...-გოგონა კიდევ რაღაცის თქმა აპირებდა,მაგრამ ირაკლიმ მოწმობა თვალწინ აუთამაშა.ამით ყველაფერი ნათქვამი იყო.
-ბატონი საშა ახლა ოთახში არ იმყოფება.მესამე სართულზე სტუმრების მოსასვენებელ ოთახში ბრძანდება. -ნუცა მაშინვე კიბეებისკენ წავიდა.გამომძიებელმა მადლობა მოუხადა მისაღებში მდგარ გოგონას და დაპროგრამებულივით მიმავალ გოგოს გაჰყვა .
მესამე სართულზე ფოიეში რამდენიმე მაგიდა იდგა თავისი ტყავის სავარძლებით. ერთ-ერთ მაგიდასთან ტყავის სავარძელში მოკალათებულიყო ბატონი საშა.მარჯვენა ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა და ყლუპებით სვავდა.მეორე ხელში კი ტელეფონი მიედო ყურთან და ვიღაცას მშვიდად ესაუბრებოდა. მის დანახვაზე გოგონამ ცინიკურად ჩაიცინა და წინ გადადგა ნაბიჯი.ირაკლიმ წამით დაიჭირა და თავისკენ მოახედა.
-აქ დაგელოდები. -ნუცასგან თავის დაქნევა მიიღო პასუხად.ხელი შეუშვა გოგოს და ისიც ნელი ნაბიჯებით გაემართა ობიექტისკენ. გამომძიებელმა ახლა მშვენივრად იცოდა იქ მისი ყოფნა ლაპარაკისას სრულიად უადგილო იყო. შეეძლო მხოლოდ გვერდიდან ეყურებინა მამასა და ქალიშვილისთვის. 
 სულ ცოტაც და უკვე ამ კაცის წინ დადგებოდა. კაცის,რომლის სახელიც კი წესიერად არ იცის. საშამ მის დანახვაზე ტელეფონში განცვიფრებული ხმით ჩასძახა "მოაგვიანებით გადმოგირეკავ!" გათიშა და მაგიდაზე დადო.
-შვილო...-ამ სიტყვებზე ნუცამ თვალები დახუჭა და ძლიერად მოჭუტა.
-გეყოფათ. ამდენი შვილო შვილოს ძახილი. -კბილებს შორის მაგრამ მაინც მშვიდი ტონით გამოუცრა კაცს.
-იქნებ დაჯდე? დავილაპარაკოთ.მაია უკეთ არის? სავამდყოფოში არ წამოგყევით რადგან ის პატარა გოგო ისედაც გაღიზიანებულია და რომ მხედავ ყვირის. ჩემი იქ ყოფნით სიტუაციას უფრო დავძაბავდი.-სავარძელში ჩაჯდომამდე ცინიკურმა ღიმილმა გადაჰკრა გოგონას ამ სიტყვებზე.
-იქნებ საერთოდ თქვენი გამოჩენა ძაბავს ყველგან სიტუაციას. და საერთოდაც არ წამოხვედით იმიტომ,რომ სავადმყოფოში ლოდინს გირჩევნია აქ-დემოსტრაციულად ხელები გაშალა და გარემო მოათვალიერა -იჯდეთ და ვისკი წრუპოთ.იმის მგივრად საავადმყოფოში წამლების სუნით გაჟღენთილი ჰაერი ისუნთქოთ და ელოდოთ. არადა,რომ ჩამოხვედით ისე ჩანდა თითქოს დედა განაღვლებდათ.
-ასეც არის...
-მე ამას ვერ ვხედავ- სიტყვა გააწყვეტინა კაცს.
-ზრდილობა საერთოდ არ უსწავლებიათ შენთვის? როცა უფროსი ლაპარაკობს არ უნდა გააწყვეტინო.არც შენ და არც იმ პატარა ქალბატონმა არ იცით უფროსებს როგორ მოექცეთ.-კაცი მშვიდი და თან დამცინავი კილოთი საუბრობდა. იმის მაგივრად შვილი შემოერიგებინა თითქოს აქეთ თავს ესხმოდა.-ჩემი დის მიკვირს როგორ გაგზარდათ ასეთები.
-ზრდილობა არ გამაჩნია იმ ადამიანების მიმართ, ვინც მიმატოვეს-კაცს ხელში ვისკის ჭიქა აუთამაშდა და ძლივს მოასწრო მაგიდაზე დადგმა.
-როდის გაიგე?-ბატონ საშას თვალები საცერისოდენა გაუხდა. რატომღაც ელოდა,რომ გოგომ არაფერი იცოდა..
-როდის გავიგე რა? ის რომ ჯერ თვისაც არ ვიყავი სანაგვეზე რომ მომისროლეს თუ ის რომ ვინც მომისროლა სანაგვეზე ეს თქვენ და თქვენი ცოლი ხართ?-სრულიად არაადეკვატურად მომღიმარი იჯდა და კაცს შეჰყურებდა.-შეგიძლიათ მითხრათ ის რისი თქმაც გინდოდათ,რისთვისაც ამხელა გზა გამოიარეთ და ჩემთან დასალაპარაკებლად იბრძოდით.გისმენთ! თქვით სანამ ამის უფლებას გაძლევთ. შემდეგ როცა მორჩებით მე დავიწყებ ლაპარაკს და თქვენი ჩასამატებელი სიტყვის ადგილი აღარ იქნება.მიდით გისმენთ.ხომ ამისთვის ჩამოხვედით რომ მომესმინა თქვენთვის.
-ნუცა...-კაცმა ყელი ჩაიწმინდა და სიმამაცისთვის კიდევ ერთხელ მოსვა ბოლო ყლუპი ვისკი.მიმტანს კი ანიშნა ახალი მოეტანა.-არ ვიცი საიდან დავიწყო. პირველ რიგში მინდა იცოდე,რომ ორივე ვწუხვართ იმის გამო,რომ დაგტოვეთ.დედაშენი ცუდად არის და შენი ნახვა უნდა. მითხრა მომეძებნე და მასთან მიმეყვანე.უნდა იცოდე,რომ ძმა გყავს.შენი სისხლი და ხორცი. -სახიდან ღიმილი არ შორდებოდა ნუცას და გულმოდგინედ უსმენდა.-ალბათ ჩემი დისგან იცი როგორი მშობლები გვყავდა. ნასწიას საშინელ დღეში აგდებდნენ.განსაკუთრებით დედაჩემი. არ მოსწონდა. რუსი იყო და ზედმეტად ამაყიც თავი დაეხარა დედაჩემისთვის. შენს გაჩენამდე ორი თვე კიდევ იყო დარჩენილი.ერთ დღესაც დილით მე სამსახურში წავედი.ნასწია სახლში თავის ოთახში დავტოვე. ყოველ დილით ადრე იღვიძებდა და სუფთა ჰაერზე გადიოდა შენს გამო. მერე ბრუნდებოდა საწოლზე მოკალათდებოდა და ზღაპრებს გიკითხავდა.-კაცმა წარმოიდგინა თავისი დახატული სცენა და სახეზე ღიმილმა გადაურბინა.-რამდენიმე საათში დამირეკეს და მითხრეს,რომ შენ ჩნდებოდი.მაშინვე სახლში გამოვიქეცი. ჩემმა მშობლებმა უფლება არ მისცეს საავადმყოფოში გადაეყვანათ ნასწია ამიტომ სახლში მოუწია მშობიარობა.ჩემი მისვლისას უკვე გვიანი იყო მისი სადმე წაყვანა. ოთახის გარეთ კარებთან ვიცდიდი,მეორე მხრიდან კი საშინელი კივილი მესმოდა. მალევე გაისმა შენი ტირილის ხმაც. იმ წუთას ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა. მალევე ექიმი გამოვიდა და თქვა,რომ დედა შვილს არ იკარებბდა. გავოგნდი.არც ჭამისთვის გიკარებდა და არც გამოსაცვლელად.რამდენიმე დღის შემდეგ კი პასპორტს ხელი დაავლო და  სახლიდან გაიქცაა. აეროპორტში მივუსწარი დავინახე მაგრამ მისი შეჩერება ვერ შევძელი უკვე თვითმფრინავში ადიოდა.გავჩერდი. დანაზოგი რაც მქონდა ავიღე და მეც უკან გავყევი.კარგი.დაწვრილებით აღარ გეტყვი. მოკლედ როგორც ექიმებმა თქვეს მშობიარობის შემდგომი სტრესი ქონდა. მერე გაირკვა,რომ მამაჩემს უცემია და წიხლი მუცელში ჩაურტყამს.ამიტომ გაჩნდი დროზე ადრე.იმდენაად გადავერთე მის ჯამრთელობაზე შენზე აღარ მიფიქრია. ვიცოდი გულის სიღრმეშიი ვიცოდი რომ ჩემი მშობელბი თუ არა ჩემი და მაინც მოგხედავდა და მართალიც აღმოვჩნდი. მოგვიანებით გავიგე რომ მაია გათხოვდა.თვითონ თამაზი დამიკავშირდა და მითხრა ,რომ მოგხედავდათ მხოლოდ ფულადი დახმარება უნდა გამეწია მისთვის.დავთანხმდი,და შენ მათ შვილად დაგარეგგისტრირეს.დავთანხმდი რადგან იმ მომენტში დედაშენი ჯერ ისევ ებრძოდა სტრესს.ამასობაში კი წლები გადიოდა და ჩვენ უფრო გშორდებოდით და არ თქმის მიზეზებიც მატულობდა.ახლა კი მისი ჯამრთელობას ისევ ემუქრება საფრთხე. არ უნდა შვილის უნახავად და პატიების მიღების გარეშე წავიდეს ამ ქვეყნიდან.-კაცს სახეზე ცრემლი ჩამოუვარდა და სწრაფად მოიწმინდა.ნუცას კი სახეზე ერთი ნერვიც არ შეტოკებია.
-იმედი მაქვს მორჩით,რადგან მე ვიწყებ.წუხართ? მიხარია,რადგან ასეც უნდა იყოს. ცუდია,რომ თქვენი მეუღლე ცუდად არის. ძმა? ჩემი სისხლი და ხორცი?-მწარედ ჩაეღიმა გოგონას.- გგონიათ მოხვალთ გულის ამაჩუყებელ ისტორიას მომიყვებით მეც ავქვითინდები და გამოგყვებით ქალთან,რომელსაც თავი დედაჩემად მოაქვს?! მე აღარ ვტირი და იცით რატომ? იმიტომ,რომ საკმარისად ვიტირე. ჩვენი ისტორია უფრო გულის ამაჩუყებელია ვიდრე მშობიარობის შემდეგი სტრესი და ბავშვის მიგდება. 
-ნუცა...-კაცი შეეცადა ლაპარაკში ჩართულიყო.
-ძალიან გთხოვთ ნუ მაწყვეტინებთ,რადგან ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი საუბარია თქვენთან და ალბათ გირჩევნიათ ბოლომდე მომისმინოთ.მაშინ როცა თქვენ სტრესს ებრძოდით დედაჩემი! დიახ! ჩემი ნამდვილი დედა,რომელიც ახლა სავადმყოფოში წევს თქვენს გამო, ყველა მხრიდან ებრძოდა ჩემს გამო ხალხს. თქვენი მეუღლე თქვენს ტირან მშობლებს გაექცა. დედა კი ჩემს გამო მათ იტანდა და მერე იმ არაკაცის ატანაც მოუწია. ფინანსური დახმარება?ჰაააჰააა-ჩაიცინაა -რომელი დახმარება?! როცა თქვენ ორივე უფრო სწორედ სამივე ოჯახობანას თამაშობდით და არაფერი გაკლდათ,მაშინ ჩვენ ვცდილობდით გადავრჩენილიყავით თქვენი ფულით დამთვრალი არაკაცისგან.ერთხელ მაინც დაინტერესებულხართ სად მიქონდა ფული რომელსაც აგზავნიდით? ან ერთხელ მანც დაინტერესებულხართ როგორი გავხდი?როგორი გავიზარდე? ლამაზი ვიყავი თუ უშნო? ერთხელაც არ გიხსენებიათ თქვენს ლაპარაკში რა იგრძენით როცა დამინახეთ ან ამიყვანეთ ხელში! საერთოდ გჭერივათ ხელში?-კაცის სახეზევე იკითხებოდა პასუხი-რა თქმა უნდა არა. თქვენ ჰომ თქვენი ცოლის სტრესის დამარცხებას ცდილობდით და სად გახსოვდათ ბავშვი რომელიც ტირილით იხეოდა მშიერი და დედის ალერს მოკლებული.
-შენთან მაია იყო...
-დიახ! სწორედაც!-ისევ არ დააცადაა საკუთარ კითხვებზე პასუხი მიეღო- ჩემთან მაია იყო. დაბადების დღიდან ზრუნავდა ჩემზე და ჩემი ერთი წამოტირება იმ ქალზე, მეტად სტკიოდა,ვინც გამაჩინა. ჩემს მიმართ წამოსულ ყველა დარტყმას საკუთარი სხეულით იღებდა და მფარველობდა. თქვენ იცით,რომ ჩემს გამო დედა პირველი შვილი მოუკვდაა?! როცა ჩემთვის უნდა დაერტყა გადამეფარა და პირდაპირ მუცელში მოხვდა. მის მერე კიდევ უფრო შემიძულა იმ კაცმა. დედას გგონია ყველაფერი დამავიწყდა და ბავშობის მწარე მოგონებები აღარ მაქვს,მაგრამ არაა ყველაფერი აი აქ-თავზე თითი მიირტყა რამდენჯერმე-აი აქ წერია და წაშლის ღილაკი არ აქვს. თქვენ გგონიათ მოხვალთ მე ყველაფერს დავივიწყებ გავიღიმებ ხელებს გავშლი და ჩაგეხუტებით?რა თქმა უნდა არა.ძალიან გთხოვთ ნუღარ მოხვალთ დედასთან. მას ისედაც მძიმე ცხოვრება ჰქონდა ჩემს გამო და კიდევ უფრო ნუ გაურთულებთ.მინდა ახლა მაინც იყოს ბედნიერი მიუხედავად იმისა,რომ პრობლემები გვააქვს და შეიძლება ციხეში ისევ ჩასვან და  მაინც ბედნიერია.იცით რატომ? იმიტომ რომ მე მის გვერდით ვარ.წამითაც არ მიფიქრია იმაზე რომ მის გამო ციხეში ტყუილად ვიჯექი. ის მეტს იმსახურებს ჩემგან. ჰომ იცით დედის ამაგს შვილი ვერ გადაიხდისო. სწორედ ასეა სულ რომ თავდაყირა დავეკიდო და კვირეები ეგრე ვიარო მის ამაგს მაინც ვერ გადავიხდი. ჩემთვის დედა,მამაც,ოჯახიც და ადამიანი ვისზეც ყველაზე მეტად  ვფიქრობ და მინდა ბედნიერი იყო ეს დედაჩემია. იცით მის გამო მე შემეძლო რომ მომეკლაა ის კაცი და ამას მართლა გავაკეთებდი,რომ ეს დედას არ გაეკეთებინა. აი დედა-შვილობა რა არის. მე მზად ვიყავი მომეკლა მის გამო,მან კი ეს ჩემ გამო გააკეთა. ჰოდა მოდით ნუ დამიწყებთ იმაზე ლაპარაკს რაამდენად ნანობს და რამდენად უნდა ჩემი ნახვა თქვენ მეუღლეს. ვწუხვარ რომ მის ჯამრთელობას პრობლემები შეექმნა.ვიმედოვნებ კარგად იქნება და ისევ განაგრძობთ ცხოვრებას თქვენ მდიდრულ აპარტამენტებში თქვენს ვაჟთან ერთად. დაივიწყეთ,რომ ოდესღაც ქალიშვილი გყავდათ. -ნუცა ფეხზე წამოდგა-თუმცა ეს მაინცდამიანც არც არასდროს გახსოვდათ. შეწყვიტეთ ჩვენი უკან დევნა და დაბრუნდით თქვენს მეუღლესთან. გადაეცით,რომ სინდისი დაიმშვიდოს. ყველაფერი ვაპატიე,რადგან მან ამ საქციელით არაჩვეულებრივ ადამიანს გაუნთავისუფლა ადგილი და უფლება მომცა ცხოვრებაში გამომეცადა,როგორია როცა არაჩვეულებრივი დედა გყავს. მადლობა უთხარით ჩემგან ჩემი მიტოვებისთვის. მადლობა,რომ მაიას დღეს დედაჩემი ქვია და მე მისი შვილი ვარ. როცა მაიასნაირი დედა გყავს მისი ქმრის ნაირი არააკაცის გაძლება არაფერია.მშვიდად იყოს მასზე ნაწყენი საერთოდ არ ვარ.ნაწყენი,რომ ვიყო რამეს მაინც უნდა ნიშნავდეს ჩემთვის თქვენ კი არაფერს ნიშნავთ არც ერთი. ძალიან გთხოვთ უკან დაბრუნდით და დაგვანებეთ ყველას თავი. იმედი მაქვს ჩემი სათქმელი მკვეთრად და გასაგებად გამოვხატე. -გაშტერებული და თავზარდაცემული კაცი ზურგს უკან მოიტოვა და კიბეებისკენ გაემართა სწრაფი ნაბიჯებით.კაცი კი მაგიდაზე დადებულ ვისკს დაწვდა,რომლის მოტანა ვერც კი შეამჩნია და ერთი მოყუდებით ჩაცალა.
კიბეებთან მდგარ ირაკლის ხელები მძლავრად ჩასჭიდა და თვალებში ჩააშტერდა.
-გთხოვ აქედან სწრაფად წავიდეთ.-გოგონას ხელი ძლიერად ჩასჭიდა.სასტუმრო ამბასადორს სწრაფად მოცილდნენ.
ღამის თბილისის ქუჩებში მანქანა გზას მიიკვლევდა. მძღოლი გზას და თან მის გვერდით გოგოს შესცქეროდა,რომელიც გაშეშებული გზას შეცქეროდა და ხმას არ იღებდა.
-ვაპატიე...-სიჩუმე უცებ დაარღვია ნუცამ.ირაკლიმ მანქანა სასწრაფოდ გვერდით გადააყენა და გააჩერა.გოგონამ კვლავ განაგრძო-ვუთხარი გადაეცა მისთვის,რომ ვაპატიე. ისიც ვუთხარი,რო ნაწყენი არ ვიყავი მასზე. არ ვიცი რას უნდა ვგრძნობდე ადამიანის მიმართ ვინც მიმატოვა.ალბათ იმაზე მეტ უარყოფითს ვიდრე ახლაა განვიცდი. ყოველთვის მინდოდა გამეგო როგორი იყო.როგორ გამოიყურებოდა?! ვგავდი თუ არა?! მინდოდა მომესმინა მიზეზი რატომ დამტოვა,მაგრამ ახლაა არანაირი სურვილი არ მაქვს მისი გაცნობის. ახლა არ მინდა...-გოგონას ცრემლები ჩამმოუვარდა. ვეღარ გაუძლო და ბოლო ხმაზე ავქითინდა. ირაკლი მისკენ გადაიწია და მკლავებში მოიქცია. -არ მინდა დედას ვაწყენინო. თავიდან როცა გავიგე მინდოდა მენახა,მაინტერესებდა ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ.მე ხომ მხოლოდ ის ვიცოდი რო დედამ ამიყვანა და მისი ნამდვილი შვილი არ ვიყავი,მაგრამ რაც გავიზარდე მასზე აღარ მიფიქრია. მითუმეტეს როცა დედას ჩემს გამო ასე ცხოვრება უწევდა. მივხვდი,რომ ღმერთმა საუკეთესო ადამიანი მაჩუქად დედად. მე კიდევ უმადურმა წამით გავიფიქრე,რომ ის ქალი მენახა ვინც გამაჩინა. -ნუცამ ტირილს კვლავ უმატა.
-ეს ბუნებრივია. მიუხედავად იმისა,რომ მას არ გაუზრდიხარ და არაფრი გაუკეთებია მასთან მაინც კავშირი გაქვს ისევე როგორც დედაშენთან. ბუნებრივია,რომ აპატიე. პატიება მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. შენ კი ყველაზზე დიდი ადამიანი ხარ ვისაც კი ცხოვრებაში შვეხვედრილვარ. ალბათ ამიტომაც შემიყვარდი.-გოგონამ თავი ამოწია. თვალები გაუშტერა და ირაკლის აწყლიანებული თვალები შეაყინა. გამომძიებელმა ორივე ხელში გოგონას სახე მოიქცია და ლოყებზე ჩამოგორებულ და გზად გაჩერებულ ცრელებზე სათითაოდ ჯერ ერთ ლოყაზე აკოცა შემდეგ მეორეზე.- შენ მაიასთვის სინათლის წყარო იყავი და ხარ. ისევე როგორც ჩემთვის. ამიტომაც დაგარქვი ჩემი ადამიანი. -ბოლო სიტყვებზე გაუღიმა გაშტერებულ გოგოს. მისი თავი უფრო ახლოს მოსწია და ალუბლისფერ ტუჩებს ნაზად ეამბორა.


~20~
არსებობისას ბევრ ვინმეს ეყრები გზად. დიახ...დიახ არსებობისას,რადგან როცა შენს ცხოვრებაში თითზე ჩამოსათვლელი ბედნიერი წუთები გქონია და იმდენად ცოტა,რომ გახსენებასაც ვერ ახერხებ,სწორედაც რომ მხოლოდ არსებობ. დინებას მიყვები. დინებას,რომელიც ხან მთელი სიჩქარით კლდეებზე პირდაპირ სახით განარცხებს და გაიძულებს ამ ტკივილს გაუძლო ხან კი მდორედ მიყავხარ. ისე მდორედ,რომ ვერც კი არჩევ ფეხს აყოლებ არსებობას თუ უბრალოდ წამი გაჩერდა და მასთან ერთად გაირინდე.

შეიძლება კი ადამიანები ამდენად ბოროტები ვიყოთ? შეიძლება?! შეიძლება კი არა ვართ! უმეტესობას მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს. ყველაზე საშინელი ძუ მგელიც კი არ მოექცევ ისე შვილებს როგორც ნუცას მოექცნენ. ძუ მგელიც კი ზრდის საკუთარ ლეკვებს და ტყეში უპატრონოდ არ ყრის.

რამდენად სუფთა შეიძლება იყო,რომ ეს აპატიო? ასეთი ანკარა ვერავინ იქნება. შეიძლება აპატიო, მაგრამ ურთიერთობა, რომელიც თავიდანვე გაწირეს ვეღარ აიწყობა.

სავადმყოფოს ფოიეში სკამზე ჩამომჯდარიყო. თვალი ერთი წერილისთვის გაეშეშებინა და ფიქრობდა. ფიქრობდა უკანასკნელ ექვს თვეზე, რომელიც იმდენად ხმაურით და დამანგრევლად მიდიოდა რომ შიში კალაპოტის კედლებს აზანზარებდა. ძლივს დაითანხმა ყველა,რომ სახლში წასულიყვნენ. მხოლოდ თვითონ და ლიზა დარჩნენ. ლიზა დედას არ სცილდებოდა პალატაში. საწოლთან სკამი მიეჩოჩებინა და ხელებჩაკიდებულს ეძინა დედასთან ერთად.ირაკლი ლამის ძალით გააგდო. თავისი პრობლემებიც თავზე საყრელად ქონდა ახლა კი თვითონ და მისი ოჯახი დაემატა კისერზე გამომძიებელს.
ნუცა ღამის წყვდიადს და სიჩუმეს ყავდა მოცული ფოიეში. მაინც როგორი სიმშვიდეა ღამით საავადმყოფოს კედლებში. დღისით დატრიალებულ ალიაქოთს ღამის სიმშვიდე ანეიტრალებს. თუმცა ესეც მოჩვენებითია, როგორც ყველაფერი სხვა. გარეთ სიმშვიდეა თუმცა შიგნით ყველა თავის ტკივილთან ერთად იტანჯება.

12 წლის იყო,როცა პირველად გაიგო და დაფიქრდა იმაზე თუ რატომ იყო ყოველთვის თამაზის მსხვერპლი. თავიდან ფიქრობდა,რომ რაღაცას აშავებდა ისეთ რასაც თვითონ ვერ ხვდებოდა მაგრამ მამამისი ამჩნევდა. შემდეგ მისი არ დაბადებული დის ან ძმის გამო ეგონა სჯიდა და ბოლოს როგორც იქნა გაიგო მიზეზი,როცა უგონოდ მთვრალმა დედამისი კედელს მიახეთქა და ქალს გული წაუვიდა,შემდეგ კი მასთან მიიჭრა ხელები მკლავებში ჩაავლო და აივნისკენ წაიყვანა ღრიალით და ლანძღვით.
- გამიშვი გთხოვ. არაფერი დამიშავებია- ბავშვს ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.
- არაფერი დაგიშავებია არაა?! შენ რო დააშავე იმდენი ვინ დააშავა?! საერთოდ რატომ დაიბადე? ჩემი და მაიას ცხოვრების დასანგრევად? რაც შენ გამოჩნდი იმის შემდეგ ცხოვრება დამენგრა. საყვარელი ქალი ჩემს მტრად იქცა. მხოლოდ შენ ადარდებ. შენს გამო გამომყვა ცოლად. შენს გამო იტანს ჩემს შეხებას. შენს გამო! იმ გოგოს გამო ვინც მისი შვილიც კი არ არის!! რო მისი შენდამი სიყვარული არა სანაგვეზე გაიყინებოდი. -აივნის კარები გამოაღო და ყინვაში გარეთ გააგდო. მთელი ძალით მიეჯახა რკინის რიკულებს. ხელი ძლიერად ჩაჭიდა,თორემ კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდებოდა. სახეზე ჩამოგდებული ცრემლები მალევე მოუყინა სიცივემ. - შენი ტირილი ვერაფერს შეცვლის. თუ ჭკუა გაქვს მთელი ღამე აქ დარჩი დაა თვალებში არ გამეჩხირო თორე რაც შენმა ნამდვილმა მშობლებმა ვერ გააკეთეს იმას მე ვიზავ და მოგკლავ. იქნებ საერთოდაც საქმე გამიადვილო და თავად მოიკლა თავი. -კაცმა კარები ძლიერად მიაჯახუნა. ცოტაც და შუშები ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოიმსხვრეოდა. ნუცა კი იმ ადგილს მიეყინა სადაც მიაგდეს. ისევ მარტო,ისევ სიცივეში გააგდეს უჯიშო ძაღლივით,ყველას რო ფეხებში ედება და სარგებელი არ მოაქვს.
- დედააა.... დედააა....- თავისთვის ჩუმად ზლუქუნებდა. მისი ხმა მხოლოდ იქვე ახლოს ტრიალებდა და ისევ მასთან რჩებოდა. - მართლა არ ვარ შენი შვილი??? დედაა... დეე... შენ თუ არა აბა ვინ არის ჩემი დედა?! - ტირილი ისტერიკულ სლოკინ ტირილში გადაუვიდა. ბოლოს როგორც იქნა მიყუჩდა. განა იმიტომ რომ დაწყნარდა. არა სიცივემ სულ გამოაცალა ძალა. ცოტაც და აუსრულებდა ამ კაცს სურვილს. თვალები ნახევარად დაეხუჭა,როცა კარების გაღების ხმა მოესმა.
- ნუცა?- ქალი შეშინებული და ნამტირალევი ხმა ჩაესმა. უცებ მიიკრა გულზე- ღმერთო ეს როგორ გააკეთა. ჩემო პატარა სულ გაყინული ხარ. ჩემი ბრალია დედი... მაპატიე ასეთი უმწეო დედა,რომ გყავს. - ქალმა აიყვანა ერთიანად გაყინული გოგონა. ჯერ ოთახში შეიყვანა ხელებით მთელი სხეული დაუზილა. შემდეგ კი ცხელ აბაზანაში ჩასვა. თან მთელი ეს დრო თავზე იმის ძახილით დატრიალება " ჩემი ბრალია. მაპატიე ასეთი დედა,რომ გყავს."
ამ დღეს გაიგო,რომ მისი ოჯახი მისი არ იყო. თუმცა ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია მაიასთან ამაზე. ამ პატარა გოგომ იმაზე მალე გადახარშა ყველაფერი ვიდრე ვინმე იფიქრებდა. თუ მისმა ნამდვილმა ოჯახმა სასიკვდილოდ გაიმეტა მაშინ რატომ უნდა სდომოდა მათი გაცნობა ან მოძებნა ან საერთოდ რატომ უნდა ეგრძნობინებინა მაიასთვის რომ ყველაფერი იცოდა. პირიქით ეს ქალი თავისი სუფთა სულით და ადამიანობით კიდევ უფრო შეუყვარდა. იმაზე მეტად ვიდრე ვინმეს უყვარს თავისი ნამდვილი დედა.

წარსულის მოგონებიდან სავადმყოფოში სასწრაფოდ შემოყვანილმა პაციენტმა გამოიყვანა.მიწყნარებული გარემოც უცებ ხმაურიანი გახდა. ახალგაზრდა გოგო შემოყავდათ მშობიარე ტკივილებით. ირგვლივ მხოლოდ სავადმყოფოს პერსონალი ეხვია თავს. ნუცამ თვალი გააყოლა გოგონას, რომელიც ტკივილისგან იკლაკნებოდა და საშინელ ხმაზე ყვიროდა.
უცებ შეიყვანეს რეანიმაციაში. ექიმი მალევე გამოვარდა უკან და სასწრაფოს ექიმს გამოელაპარაკა.
- არავინ მოგყოლიათ?- უცებ ექიმის ხმა მოესმა, რომელიც ექთანს ესაუბრებოდა.
- არა ექიმო. არავინ ყავს. თვითონაც თქვა ეს როცა სახლში მივედით.
- მასზე პასუხისმგებელი პირი მჭირდება. სასწრაფოდ საკეისრო კვეთა უნდა გავაკეთო თორემ ბავშვი მოკვდება და შესაძლოა თვითონაც. - კაცმა ფოიეს თვალი მოავლო ნათესავის ძებნაში. იქნებ ვინმე იყო ვისაც ვერ ამჩნევდნენ.
- რა ვქნათ ექიმო? ასე ჰომ ვერ დავტოვებთ?
- აუცილებლად ახლავე უნდა გავაკეთო თორემ ორივე დაიღუპება. მჭირდებოდა ვინმე ვინც არჩევანს გააკეთებდა. რთული სიტუაცია. შეიძლება დამჭირდეს ორიდან ერთი სიცოცხლე ვიხსნა. - კაცმა თავზე ხელი გადაისვა და უკან მიბრუნებას აპირებდა,როცა ნუცას ხმა გაიგო.
- გთხოვთ ორივე გადაარჩინეთ! - სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა.
- იცნობთ მას? თქვენი ახლობელია? - აღელვებული გოგონას დანახვა გაეხარდა ექიმს.
- ჩავთვალოთ,რომ კი.
- რას ნიშნავს ჩავთვალოთ?
- უბრალოდ გადარჩინეთ კარგი ორივე!
- შევეცდები ყველაფერი გავაკეთო რაც ჩემს კომპეტენციაშია. მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ უკიდურეს შემთხვევაში ვის მივანიჭო უპირატესობა.
- მე რატომ მეკითხებით... მე ხომ არავინ ვარ...დედას! - რატომღაც დაუფიქრებლად წამოისროლა სიტყვები. ახლა ის როგორც შვილი ისე ფიქრობდა. თუმცა წამშივე წამოიყვირა- შვილს! - როგორი ძნელია არჩევანის გაკეთება ასეთ დროს. დედა შვილის გამო არსებობს, შვილი კი დედის გამო.
- უკაცრავად ჩამოყალიბდით!
- გთხოვთ ორივე!ნუ მეკითხებით. მე არავინ ვარ მათთვის მაგრამ არ მინდა დედა შვილის გარეშე დარჩეს. შვილი კი დედის გარეშე. ისედაც ბევრი გაუბედურებული ადამიანი დადის ამ სამყაროში და მათაც ნუ დაუმატებთ. - ნუცას კვლავ წამოუვიდა ცრემლები.
- რადგან არ გვყავს პასუხიმგებელი ისე ვიმოქმედებ როგორც ვითარება მოითხოვს- ჩაილაპარაკა თავისთვის ექიმმა და უკან შებრუნდა.
- თქვენ ჰომ ფიცი გაქვთ დადებული. ვერ გასწირავთ ერთს მეორეს გადასარჩენათ. ორივეს უნდა დაეხმაროთ იცოცხლონ. - ექიმი შესასვლელთან შეჩერდა.ნუცას გამოხედა.და უთქმელად შევიდა რეანიმაციაში. ნუცამ კი რეამინაციის კარებთან გადაინაცვლა.
ოპერაცია იწელებოდა. ექთნები კი რეანიმაციიდან ხან გამორბიდნენ ხან შერბოდნენ სისხლის პაკეტებით. ნუცა კარებთან ახლოს მივიდა და პატარა სარკმლიდან შეეცადა დაენახა რა ხდებოდა. ბავშვი ყელზე ჭიპლარ შემოხვეული ამოყავდათ. ჭიპლარისგან გაანთავისუფლეს მაგრამ თვალები მაინც ძლიერად დაეხუჭა.პირი დაედუმა. გაქვავებულ ანგელოზის ქანდაკებას გავდა. ექიმმა ბავშვს ფეხებში ხელი მოკიდა და თავდაყირა დააყენა. რამდენჯერმე ტრაკზეც შემოსცხო. ჯერ ასე შეეცადა ბავშვის გონზე მოყვანას. შემდეგ მაგიდაზე დააწვინაა დაა გულის მასაჟი დაუწყო. ვერანაირად ცდილობდა მისთვის ხმა ამოეღებუნებინა.
- ექიმოო!!...- ექთნის დამფრთხალი ხმა აყვა აპარატის ზუზუნს, რომელიც გულის გაჩერებას იუწყებიდა. - დედას ვკარგავთ. - ექიმმა კიდევ ერთხელ ჩაბერა პატარას.- ექიმო დედა კვდება-მოაძახა ექთანმა.პატარამ უცებ ჯღავილი მორთო.
- კარგი გოგო ხარ- გაუღიმა ახალშობილს ექიმმა- ბავშვს მიხედეთ - გადაულოცა სხვა ექთნებს და დედას მიუბრუნდა. - ეპინეფრინი შეუყვანეთ.- ახლა ქალის გულის მასაჟი დაიწყო. აპარატზე არაფერი იცვლებოდა. - დეფიბლირატორი- დაიყვირა. მათაც სწრაფად მიაწოდეს და წამის მეასედში იგრძნო უგონო სხეულმა დარტყმა. - მოუმატეთ!- კვლავ განმეორდა. -კიდევ! კიდევ! კიდევ! რამდენიმე უშედეგო დარტყმისას კვლავ ყვიროდა. თან იმ უცნობის სიტყვები ჩაესმოდა ყურებში " თქვენ ჰომ ფიცი დადეთ. დაეხმარეთ ორივეს იცოცხლონ"
- ექიმო გეყოფათ- ექთანი ფრთხილად შეეცადა გაეჩერებინა.
- კიდევ მოუმატე!- არ შეუხედავს ისევ იყვირა. კვლავ ძლიერი დარტყმა და გარინდული სახეები, რომლებიც ეკრანს მიშტერებოდნენ და აი სწორმა ხაზმა ტეხილი ასწია. თითქოს ყველამ შვებით ამოისუნთქა. -ამას მიხედეთ- ექიმა დეფიბლირატორი გადაუწოდა. - ჭრილობა გაუკერეთ. რეანიმაციაში დატოვეთ 24სთ განმავლობაში. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული რამდენად უნდა შვილის გულში ჩაკვრა. - ექიმმა გეზი კარებისკენ აიღო და თან ნიღაბი მოიხსნა. გარეთ გამოსულს ნუცა შეეფეთა.- ბავშვს ინკუბატორში გადაიყვანებენ. დედა კი რეამინაციაში დარჩება. მათი გადასაწყეტია რამდენად უნდათ ერთად ყოფნა. მე რაც შემეძლო გავაკეთე. - რატომღაც თავი ვალდებულად ჩათვალა მისთვის ეთქვა ყველაფერი.
- აუცილებლად იბრძოლებენ და აი ნახავთ აქედან ერთად გავლენ- ღიმილით და აღელვებულმა ჩაილაპარაკა. ახლახანს ჰომ ახალი სიცოცხლე დაიბადა. მართალია მტკივნეულად მაგრამ მაინც ბედნიერება მოიტანა. ახალი სიცოცხლე ყოველთვის გაძლევს იმედს უკეთესი მომავლისა.
-ღმერთმა ქნას. - გამოეპასუხა ექიმი და გაეცალა. ნუცამ ისევ კარებს გახედა და იმედიანი მზერა ესროლა. გრძნობდა,რომ ორივე კარგად იქნებოდა.
-ნუცა..ნუცა...- ლიზა მასთან მიიჭრა.
- რა მოხდა?
- გთხოვ დედასთან შედი თორემ ვეღარ ვაჩერებ. გაიღვიძა და შენ გკითხულობს. ლამის ყველაფერი ამოიძრო რაც შეერთებული აქვს. ვუთხარი რომ დაგიძახებდი და ცოტა დაწყნარდა. - სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს.თან პალატისკენ წავიდნენ. შესულებს მაია საწოლზე წამომჯდარი დახვდათ და უკანასკნელ მილს იძრობდა კლავიდან.
- დედა რას აკეთებ?! - ნუცა მაშინვე მიიჭრა მასთან და უცებ დამშვიდდა. - ახლავე დაწექი. ლიზა ექთანს დაუძახე ესენი დაუმაგროს და დამამშვიდებელიც გაუკეთოს. - ქალი ნუცას სახეს მზერით ეფერებოდა.
- ისევ ჩემთან ხარ შვილო. - გაისმა ქალის მისუსტებული ხმა. - მეგონა წახვედი და დამტოვე.
- აბა სად უნდა ვიყო დედა? რა თქმა უნდა ჩემს დედიკოსთან ვარ, რომელიც ყოველთვის ძალიან მაშინებს.- ნუცა მიეფერა დედას და თან საწოლზე მოათავსა.
- თან ისევ დედას მეძახი. - ქალს ცრემლები ჩამოუგორდა. - გელაპარაკა? გითხრა რამე? შვილო მე უნდა გითხრა. ჩემგან უნდა გაიგო. შეგძულდები მაგრამ...-პალატაში ექთანი შემოიჭრა.
-დედა დაწყანრდი. ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. კარგი?- ქალმაც თავი დაუქნია და ექთანს საშუალება მისცა თავისი საქმე გაეკეთებინა. ქალს გადასხმის მილი შეუერთა. მკერდზე აპარატთან მიერთებული ხაზები მიამაგრა. საგულდაგულოდ გასინჯა. დამამშვიდებელიც გაუკეთა და ოთახი დატოვა.
-ლიზა შეგიძლია გახვიდე?- ნუცამ დას თხოვნის მზერა მიაპყრო
-კარგი. - კარგი გააღო და გარეთ გავითა.
- ნუცა...
- დე...- ქალს ხელზე ხელი შეახო.- მე ვიტყვი და მომისმინე კარგი? შენ დაისვენე მხოლოდ მომისმინე. რატომ გეშინია იმ კაცის?!
- ნუცამ მე...- ქალმა მაინც გააწყვეტინა.
- დედა მომისმინე. - დაიხარა და ლოყაზე აკოცა. - გახსოვს ის ღამე აივანზე,რომ გამაგდო და მერე ერთი კვირა სიცხისგან, რომ ვიწვოდი?
- მაგ დღეს რა დამავიწყებს- ქალმა ტირილით ჩაილაპარაკა.
- სწორედ მაგ დღეს გავიგე ყველაფერი- ქალს შიშის ელფერმა დაკრა.
- როგორ თუ გაიგე? რა ყველაფერი?
- დედა დამაცადე და მოგიყვები - ქალის მოუთმენლობაზე ჩაეღიმა.- თან მცემდა და თან იმას დამძახოდა ნაგავზე აყვანილი ხარო. ჩვენ შენი მშობლები არ ვართო. არ შემიძლია იმ ტკივილის სიტყვებით გადმოცემა რაც მაშინ ვიგრძენი. ათასი კითხვა მქონდა თავში. გული საშინლად მტკიოდა. გული არ დამწყვეტია ის რომ მამაჩემი არ იყო. გული იმაზე მტკიოდა,რომ მე შენი ნამდვილი შვილი არ ვიყავი. საშინელი საათები გავატარე მაშინ აივანზე. საკუთარ თავის და სიცივის ტყვეობაში. შეიძლება ეს რამდენიმე წუთი ან წამი იყო მაგრამ მე საუკუნედ მომეჩვენა. თითქოს სხეულიდან ისიც კი ამაცალეს რაც მფარავდა. სრულიად შიშველი დამტოვეს. არ მახსოვს ბოლო ფიქრი რა იყო როცა შენ გამოჩნდი ისევ ჩემს გონებაში სიმშვიდემ დაისადგურა. სიბნელეში ანგელოზივით შემოიჭერი ხელში ამიყვანე და სიბნელისგან მიხსენი. მთელი დღეები იმას დამძახოდი არ ვარ კარგი დედაო. მე კი სწორედ იმ წამიდან როცა აივანზე გამოხვედი მიგიღე როგორც ჩემს ნამდვილ დედად როგორც შენ გააკეთე ეს როცა პატარა გულში ჩამიკარი და შვილი მიწოდე. თავიდან მინდოდა გამეგო ვინ და რატომ გამიკეთეს ეს? მაგრამ მალევე შევწყვიტე ამაზე ფიქრი. რადგან ვფიქრობდი,რომ ამით იმ ადამიანს ვუღალატებდი ვინც შვილი მიწოდა. და მთელი არსებით შემიყვარა. არ იყო ღირსი მომეძებნა ის ვისაც მე არ ვუნდოდი. გადავწყვიტე შენთვის არაფერი მეთქვა. არ მინდოდა ამაზე გენერვიულა.
- შვილო ამდენი ხანი რამხელა ტკივილს ატარებდი. მე კიდევ ერთი წამითაც არ მიფიქრია,რომ რამე იცოდი. ისე იქცეოდი ამას აზრადაც ვერ გავივლებდი. -ქალმა სახეზე ხელები ჩამოუსვა და ცრემლები მოწმინდა.
- ეს იმიტომ დედა რომ მიყვარხარ. და იმ კაცის ნუ გეშინია. მე მას დაველაპარაკე და ნათლად ავუხსენი ყველაფერი. თუ ვერ გაიგებს ეს მისი პრობლემააა. სადაც უნდა იქ მოვიდეს და რა სიმაღლიდანაც უნდა იქიდან იყვიროს. სიმართლე ერთია. შენ დედაჩემი ხარ და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის.
- შეგიძლია თხოვნა შემისრულო?- აცრემლებული თვალებით ახედა შვილს. მანაც თავი სწრაფად დაუქნია თანხმობის ნიშნად. - ჩამეხუტე ძლიერად. - გოგონას გაეღიმა და ქალს ძლიერად მოხვია ხელები. ორივეს ცრემლები ჩამოსდიოდა სახიდან, მაგრამ ეს ბედნიერების ცრემლები იყო. თითქოს ისევ ხელთავიდან იპოვეს ერთმანეთი და კიდევ უფრო შეუყვარდათ.

-ლიზა რას აკეთებ?- კარებთან ატუზულ გოგოს უკნიდან გამომძიებელის ხმა მოესმა. შეცბა. სწრაფად ცრემლები მოიწმინდა და უკან შემობრუნდა.
- არაფერს. დედას და ნუცას სიყვარულის საათი აქვთ და გული ამიჩუყდა. -შეეცადა თავისი ცრემლების მიზეზი დაეფარა.
- როგორც ჩანს ნელნელა გამოდიხარ ჭირვეული ბავშვის ასაკიდან და გოგო ხდები.- თავზე მიეფერა და თმები აუჩეჩა.
- ეი გეყოფა. - ხელი მოიშორა. - მე და შენ ჯერ კიდევ ვერ ვართ კარგად. მახსოვს შენი წკლიპურტები და მკვახე სიტყვები.
- არ მითხრა,რომ არ იმსახურებდი? - წარბი აუწია გოგოს.
- კარგი ჰო- დანებდასავით ლიზა. - შესვლა გინდა? - ზურგს უკან კარისკენ გაიშვირა თითი.
- კი ვნახავ სანამ სამსახურში წავალ.
- ჯერ ახლა არ წახვედით აქედან?! უკვე სამსახურში წასვლის დროა? - გაოცება ვერ დამალა გოგომ. -დაგენიძლავები არ გძინებია.
- მართალი ხარ- სიცილით დაეთანხმა გოგოს. - კოშმარებს ჯობია არ მეძინოს.- ბოლო თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა. - კარგი მათთან შევალ.-ლიზა გვერდით გაიწია და პალატაში შეუშვა ირაკლი.
****
გისოსებით დაცულ ოთხს კედელში მშვიდად იჯდა პატიმარი #1324 ახალი აღთქმა ქონდა გადაშლილი და გულმოდგინეთ ინტერესიანი მზერით ჩაჰყურებდა. საკანში ხმაურით მეორე პატიმარი შემოიყვანეს. დაცვა კარები გააღო და ლამის ცხვირ-პირის მტვრევით შემოაგდო.
-თქვენი დედა... წესიერად მომეპყარით თორემ აქედან რომ გამოვალ ყველას თავებს დაგაჭრით.-გისოსებზე ხელებს აბრახუნებდა. დაცვა კი ცინიკური ღიმილით შეჰყურებდა.
-გგონია აქედან ვინმე გაგიშვებს? იმდენი დანაშაული გაქვს ჩადენილი. ნარკოტიკები,ჰეროინი, გატაცება,ბავშვებით ვაჭრობა... გავაგრძელო თუ საკმარისია? გგონია სასამართლოდან ეგრევე გაგათავისუფლებენ? ამაში უდიდესი წვლილი კი ჩვენს გამომძიებელს მიუძღვის- აღტაცებულმა ახსენა ირაკლი. მისი სახელის ხსენებაზე კიდევ უფრო აღშფოთდა კანკავა. დაცვა პატიმრებს მოშორდა.
- მე თქვენი გამომძიებელი ირაკლის -კიდევ ერთხელ მოეჯაჯგურა გისოსებს. 
- მაისურაძეს გულისხმობთ?- ახალი აღთქმიდან თავ ამოუღებლად გააჟღერა პატიმარმა1324-მა.
-დავუშვათ,რომ კი მერე? აქედან,რომ გავალ პირველი რასაც გავაკეთებ მას მოვკლავ. -მის სიტყვებზე 1324-ს ჩაეცინა. 
- მისი მოკვლა ასეთი იოლი,რომ იყოს ამდენჯერ არ გადამირჩებოდა. თუმცა ახლა შეცდომებს აღარ დავუშვებ. მას თუ არა მის სუსტ წერტილს ვეწვევი და სამაგიეროს ასე გადავუხდი. - სრული სიმშვიდიდთ განაცხადა 1324-მა.
-მისი სუსტი წერტილი? რა არის? მითხარი.-უცებ გვერდით მიუჯდა. 
- ეს შენ არ გეხება. უბრალოდ როცა გარეთ გავალ მაშინ ფულადი დახმარება დამჭირდება. 
-რამდენიც გინდა. საჭირო კაცები მყავს. ოღონდ ეგ გაბღენძილი სამართლიანი ტიპი დაჩოქებული მანახე და ფული არ დამენანება. გარეთ ხალხი მყავს. როდის გადიხარ?-შეეცადა წიგნში ჩაეხედა მაგრამ ამის უფლება არ მისცა და თავისკენ უფრო გასწია.
-რამდენიმე დღეში კომისიის წინაშე უნდა წარვდგე და ვემზადეები მე ხომ ღმერთის ნებით ვცდილობ უკეთესი გავხდე. -სატანას ღიმილმა გადაკრა. - შეწყალებას მივიღებ და პირველი რასაც გავაკეთებ შურისძიება იქნება. -ორივეს ავხორცულად გადახედა. 1324-მა კიდევ ერთხელ დახედა ახალ-აღთქმაში მოთავსებულ ფოტოს სადაც ირაკლი და ნუცა იყვნენ აღბეჭდილები. გოგონას ირაკლის სახეზე ხელები მოეთავსებინა,ბიჭს კი გოგონას წელზე. ორივე ერთმანეთს ბედნიერი ღიმილით შეჰყურებდნენ. 
*****
 "დედათქვენი მაღალ წნევებს ატარებს. მისი წნევა მუდამ კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. კიდევ გამეორების შემთხვევაში შეიძლება ინსულტი განვითარდეს. პაციენტს ესაჭირეობა სიმშვიდე პირველ რიგში და მკურნალობა. მოარიდეთ მძიმე ემოციურ ფონს."
 ექიმის სიტყვები ნუცას ყურში ჩაესმოდა. მისივე რჩევით კიდევ რამდენიმე დღე მოუწევდა მაიას დარჩენა სავადმყოფოში. 
გოგონა საავადმყოფონსთან არსებულ მაღაზიაში შევიდა. დილით ექთნებისგან გაიგო,რომ გუშინ შემოყვანილი დედაც და შვილიც კარგად იყვნენ. გადაწყვიტა გოგონასთვის რამე ეყიდა. მასთან კიდევ არავინ იყო ვინც მის ამბავს იკითხავდა ან საკვებს მოუტანდა. ნუცამ ჯიბეები ამოიქექა.  მაწონი,ბულკები და ორი ცალი ბანანი იყიდა. ამჯამად მისი ბიუჯეტი მეტს ვერ გაწვდა. ისევ საავადმყოფოს დაუბრუნდა და ახლახანს გადაყვანილ გოგონას პალატაში მორიდებულად შეიხედა დაკაკუნების შემდეგ. 
-მობრძანდით- გაუღიმა მწოლიარე გოგონამ. 
-მინდოდა გამეგო თავ როგორ გრძნობდით- ნუცა მთლიანად შევიდა კარებში და საწოლთან ახლოს დადგა. 
- თქვენ ის ხართ ვისზეც მიყვებოდნენ ექთნები? - ისევ ღიმილმა გადაკრა სახეზე გოგოს. 
- ალბათ ის ვარ. -გაუღიმა ნუცამაც.
-მადლობა. იმ დროს როცა მჭირდებოდა ვირაც მაინც იდგა რეანიმაციის კარებთან და მგულშემატკივრობდა. ამას ვერასდროს დაგივიწყებთ. 
- საერთოდ არავინ გყავთ? ბავშვის მამა?- ნუცა შინაურულად ჩამოუჯდა საწოლტან. უცებ ენაზე იკბინა. -მაპატიე. ვინ ვარ რომ ასეთებს გეკითხები. 
- არა არაუშავს. დასამალი ჩემთან აღარაფერია. ყველამ ყველაფერი იცის თითქმის. ქმარი აღარ მყავს. მხოლოდ დედამთილი მყავს,რომელიც ახლა ციხეში ზის სამწუხაროდ. ის ერთადერთი იყო ვინც ტანჯვისგან მიხსნა და საკუთარი შვილი ჩემს გამო შემოაკვდა. 
- ციხეში? - კარგად დაფიქრდა და ციხის პატიმრები ერთი მეორე მიყოლებით დაუდგა თვალწინ- შეიძლება ვიცნობდე. იმედია არ შეგეშინდება თუ ვიტყვი,რომ ციხეში ვიჯექი.
- შენს თვალებში ერთი ბეწო სიბოროტეც კი არ არის. მნიშვნელობა არ აქვს იჯექი თუ არა. ციხე მხოლოდ დამნაშავერების ყოფნის ადგილი არაა. იქ უდანაშაულოც ბევრი ზის. -ნუცას მისი სიტყვები გულზზე მალამოდ მოედო. - ჩემს დედამთილს ნუნუ ქვია. 
-ნუნუ ბებო- ნუცას თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან. 
-იცნობ?
-კიი ჩემი მეგობარი იყო იქ ყოფნისას. დედასავით მექცეოდა. 
-მართალია ძალიან თბილი ადამიანია. როცა მისმა შვილმა გამაუპატიურა მერე ჩემს მიგდებას აპირებდა თუმცა შემთხვევით მან მიპოვა და სახლში წამიყვანა თავისთან. შვილი აიძულა ცოლად მოვეყვანე. შემდეგ ორსულად დავრჩი. ჩემმა ქმარმა ეს რომ გაიგო გაგიჟდა. არ მინდა ბავშვი,რომელიც გაუპატიურების შედეგად ჩაისახაო. არ მიყვარხარ და არ ეგ ბავშვი მინდაო. - გოგონას თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა. უცებ მოიწმინდა და თხრობა განაგრძო.- მერე გარეთ გავარდა. დედა ნუნუ მარწმუნებდა რომ ეს ბავშვი აუცილებლად დაიბადებოდა. და მას მოსიყვარულე დედა და ბებია ეყოლებოდა. ღამით გალეშილი მთვრალი მოვიდა. ოთახის კარები წიხლით შემოამტვრია. ახალი ჩაძინებული ვიყავი და შეშინებული წამოვხტი. უცებ თმებში მწვდა და ლოგინიდან ჩამომაგდო. შემდეგ კი ფორთვით გამიყვანა შესასვლელამდე. ჩემს ტირილზე დედას გაეღვიძა და ოთახიდან გამოვარდა. ჩემზე ხელი გააშვებინა. შემდეგ მათ დაიწყეს ჩხუბი. დედამისსაც კი არ ინდობდა. უცებ დედა ძალიან გაბრაზდა და ძლიერად ხელი კრა. იქვე მდგარ ტელეფონის მაგიდის წვეტს თავი ჩამოარტყა და გაითიშა. მალევე მის ირგვლის სისხლის გუბე დადგა. მივხვდით,რომ მოკვდა.  დედა ნუნუ ფეხზე წამოდგა სასწრაფო და პოლიცია ერთდროულად გამოიძახა. სასწრაფოს ჩემი თავი წააყვანინა გამოსაკვლევად ბავშვს რამე ხომ არ დაემართაო. პოლიციას კი თავად ჩაბარდა. 
- ნუნუ ბებო - ნუცას თვალები ცრემელებით აევსო. და მაინც რამდენი არაკაცი ამძიმებს დედამიწას. ნუცა გოგონასკენ მიიწია და ჩაეხუტა. - როცა აქედან გაგწერენ ნუნუ ბებოს სანახავად ერთად წავიდეთ. გაეხარდება შვილიშვილი ნახვა. 
-რა თქმა უნდა. მადლობა ნუცა. - გოგონამაც ხელები მოხვია. ჭირმა ასე იცის. ადამიანებს აერთიანებს ან მათ რეაულ ბუნებას განახებს. გოგონამ ახალღა მიაწოდა ძირს დადებული პარკი. 
- აი ეს ვფიქრობ რომ მოგშივდებოდა. ცოტა შეჭამე. შენს გოგოს ძლიერი დედა სჭირდება.- ისევ აუჩუყდა გული ახალად გამხდად დედას და გოგონას კვლავ მოეხვია. გოგონას,რომელიც ამ წამს მისთვის ყველზე ახლო გახდა. 
პარკიდან ბულკი ამოაძვრინა და ჩაკბიჩა. თან მომღიმარი თავლებიდან ცრემელები გადმოსცვივდა. მადლიერების ცრემლები.

~21~
წაიქცევი...გეტკინება...დაიფლითები...ათას ნაწილებად დაიშლები...გგონია ადამიანად აღარ ვარგიხარ ცხოვრებაზე ხელს იქნევ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება ის ვინც დაქნეულ ხელზე ჩაგავლებს. ძლიერად მოგიჭერს...წაქცეულს წამოგაყენებს...ტკივილს შეგიმსუბუქებს...დაფლეთილს ერთად მოაროვებს და ნაწილებიდან შენგან ისევ ადამიანს გამოიყვანს. ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებს და შენც მაშინ ხვდები,რომ არსებობენ ადამიანები,რომლებსაც შესწევთ უნარი სხვებს ადამიანობა დაანახონ.

მერვე განყოფილება ალიაქოთს მოეცვა. ახალი საქმე...ახლი დავალებები... ახალი მსხვერპლი...ახალი დამნაშავე...
- ირაკლი...დავით- მიმართა ბიჭებს კაპიტანმა.- როგორც ყოველთვის თქვენია. იმედი არ გამიცრუოთ.- ხმაში მკაცრი ტონი ოდნავ დაერბილებინა და სათათბირო ოთახიდან გასვლამდე ორივეს მხარზე ხელი დაჰკრა და ოთახი დატოვა.
- როდის გაგვიცრუებია იმედი - დათომ თავი აქეთ იქეთ გააქნია. მეწყვილეს მის ქცევაზე ჩაეცინა.
- ადექი წავიდეთ დანაშაულის ადგილი გვიხმობს- მკლავზე ხელი მიკრა და ასადგომად უბიძა. ორივემ დატოვა ოთახი. თავიანთი მაგიდებიდან საჭირო ნივთები აიღეს და გასასვლელისკენ წავიდნენ. გასვლამდე ირაკლის ტელეფონზე შეტყობინება შემოვიდა.
"საყვარელო ჩვენ უკვე სახლში ვართ...საღამოს ხომ მოხვალ? უკვე მენატრები შერლოკ " - თვალები გაუბრწყინდა. განსაკუთრებით ბოლო სიტყვებზე. რამდენი ხანია ასე აღარ დაუძახია მისთვის. თითქოს ისევ გაცნობის ახალ ეტაპზე გადაინაცვლა და ყველა იმ მოგონებამ გაურბინა თვალწინ რაც მის ამ სიტყვებთან იყო დაკავშირებული. ჩაიღიმა საპასუხო შეტყობინება დაწერა "აუცილებლად მოვალ. შენს უნახავად ვერ ვიძინებ. ასე იმდენი ხანია აღარ მოგიმართავს დამავიწყდა კიდეც რა მშვენიერია შენი ტუჩებით წარმოთქმული ჩემს მიმართ ეს სიტყვა. მეც მომენატრე" - გონებაში გამოსახულ ნუცას გაუღიმა და აკოცა. შეტყობინება გაგზავნა და ტელეფონი ჯიბეში ჩააბრუნა. უკვე თითქმის კარებთან იყვნენ.
- ძმაო დანაშაულის ადგილი გვიხმობს ჰო არ დაგავიწყდა.
- ისე მეუბნები გოგენება ორი წუთის წინ წამოსვლა მე მეზარებოდა- სიცილი ვერ შეიკავა გამომძიებელმა. დათოსაც გადაედო მისი ხასიათი. ორივე სახეზე სიცილით კარებში გადიოდნენ. გამომძიებელს წამის მეასედში შეაშრა სახეზე ღიმილი.

თეთრი ფურგონი... კუთხის მოსახვევი... გაღებული კარები... რამდენიმე ნიღბოსანი იარაღით... მაყუჩის გადატენის ხმა... ტორმუზის ხმა... ბორბლების სუნი...
- ძმაოო...- ირაკლის ხმა ჩამწყდარი ყვირილი და დათოსთან ერთად უკან შემოხტა.
გასროლის ხმა...ერთი... ორი...სამი... ბევრი... საპასუხო სროლა.
თითქოს წამის მეასედში მოხდა ყველაფერი. შენობა ჩაცხრილეს. გარეთ რამდენიმე პოლიციელი ეგდო. შენობაში ბორიაყი იდგა. გარედან სროლა შეწყდა.
- ირაკლი ... დათო ... შვილებო ...- კაპიტნის ხმა მიარღვევდა კვამლს და ტყვიის ზუზუნით აწიებულ ყურებამდე აღწევდა.
- აქ ვართ- ირაკლიმ ხელი ასწია. და მაშინვე დათოსკენ მიბრუნდა.- ჰო არ დაჭრილხარ?
- არა ძმაო გადავრჩი. ისევ შენი წყალობით. - ძმას გადაეხვია და გულში ღმერთს მადლობა ორივემ შესწირეს.
- სასწრაფო გამოიძახეთ დაჭრილები გვყავს. - კაპიტანმა ბრძანება გასცა. ერთ ერთმა დაბნეულმა მისი ნათქვამი შეასრულა.- კამერები შეამოწმეთ. - კვლავ გაიჟღერა მისმა მკაცრმა ტონმა. - ადექი შვილო- ერთ ერთ ოფიცერს წამოდგომაში მოეხმარა . ირაკლიმ დათო წამოაყენა - კარგად ხართ? - მიიჭრა მათთან და ორივე გულში ჩაიკრა.
- კი კაპიტანო- ორივემ ერთხმად ჩაილაპარაკეს.
- რომელმა ნაბიჭვარმა გაბედა განყოფილებას თავს დასხმოდა. - კაპიტანმა ორივე უკან გასწია და რიტორიკული შეკითხვა გააჟღერა.
- რომელ გამოთაყვანებულს მოუვა აზრად ეს?! - დათომ კეფა მოიქექა. ირაკლი თითქოს ჩაფიქრებული იდგა და მომხდარის გააზრებას ცდილობდა.
- ჩვენი ბიჭები თეთრ ფურგონს მისდევენ. აღმოსავლეთით მოძრაობს. - უკანა ფონიდან ერთ ერთმა ოფიცერმა წამოიძახა. ირაკლიმ იარაღი გადატენა და განყოფილებიდან გავიდა. დათოც უკან გაჰყვა. ორივე პოლიციის მანქანაში ჩაჯდა და მითითებული კორრდინატებისკენ აიღეს გეზი.
*****
განყოფილებას ცოფების ყრით დაუბრუნდნენ. დათო თავის მაგიდას მიუჯდა.
- ჯანდაბა. რო დაგვეჭირა რამეს ვათქმევინებდით.თავის გადარჩენა უნდოდათ და ხრამში აფეთქდნენ. როგორც იმსახურებდნენ ისევე მოკვდნენ - ჩაილაპარაკა დათომ. ირაკლი მის მაგიდას მიეყუდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა. - ძმაო თქვი რამე. - ირაკლიმ ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა და სასწრაფოდ ნომერი აკრიფა.
- ბიძიაა... რაღაც უნდა გკითხო. - მეორე მხრიდან ხმა დუმდა. თითქოს სათქმელს თავს ვერ აბავდა.- ბიძია მისმენ?
- კი კი შვილო...- გაისმა ზვიადის ხმაც.
- რა მოხდა? - ბიძამისის ხმაში ამოიკითხა ის რის დამალვასაც ცდილობდა.
- მაპატიე შვილო. მაპატიე. - კაცის ხმაში ტირილს გრძნობდა. ირაკლი ფეხზე წამოხტა.
- ბიძიაა!!! - ჩაყვირა ტელეფონში.
- დღეს კომისიის წინაშე წარდგა. იმდენი მივახერხე,რომ ვადაზე ადრე არ გამოუშვეს.მაგრამ... მაგრამ...
- მაგრამ რაა??? - სხეული ერთიანად აუცახცახდა.
- ციხეში,რო აბრუნებდნენ მაშინ გაიქცა...შვილო?!
- მოოოვკლააავ!!!- ჩაყვირა ისევ ყურმილში და ტელეფონი გაურკვეველი მისამართით მოისროლა.
- რა მოხდა? - შეშინებული სახე მიანათა ძმაკაცს დათომ. კაპიტანი გაოგნებული სახით კაბინეტის კარებთან იდგა და ანერვიულებულ ირაკლის უყურებდა. დათოს მაგიდაზე ტელეფონი აყვირდა. - გისმენთ - ჩასძახა ტელეფონში.
- შენი საყვარელი ძმაკაცი დამალაპარაკე.
- ვინ ჯანდაბა ხარ? - ჩაყვირაა ტელეფონში. სანამ პასუხს დაუბრუნებდნენ ირაკლიმ ტელეფონი ხელებიდან გამოგლიჯა.
- შე - ჩაყვირაა ტელეფონში.
- ოო როგორ მიხარია შენი ხმის გაგება. ხომ გითხარი აუცილებლად გამოვალ მეთქი. დღეს ჩემი სიურპრიზი როგორ მოგეწონა? ბევრი დაიჭრა ხოო? ნწ ნწ ნწ უკეთესი იქნებოდა მკვდრები,რომ ყოფილიყვნენ.
- შე ძაღლის შვილო. გიპოვი. გიპოვი და ჩემი ხელით მოგკლავ- კბილებიდან გამოცრა.
- ოოოჰ ოოჰ შენ და ბიძაშენს მხოლოდ მუქარაა შეგიძლიათ. რომ მომკლათ ჯერ უნდა მიპოვოთ. ამას ვერ შეძლებთ, რადგან მე თქვენზე ორი ნაბიჯით წინ ვარ.
- ძაღლის შვილო ყელს გამოგჭრი.
- კარგი კარგი - სიცილით ჩაილაპარაკა მეორე მხარემ. - იცი შენი გოგო ფანჯარასთან დგას და შენი მოლოდინით კვდება. იქნებ შევიცოდო და უფრო მალე მოვკლა? ამაზე რას იტყვი?! - ავხორცული სიცილი ატეხა.
- ხელს თუ მაინც ახლებ...- სიტყვები შეახმა გამომძიებელს. მეორე მხრიდან მხოლოდ გაბმული ზუმერი ისმოდა. - ჯანდაბააა- ჩაყვირა ისევ ტელეფონს. ყურმილი მაგიდაზე რამდენჯერმეე დაადტყაა- ჯანდაბა!!! ჯანდაბა!!! ჯანდაბა!!!
- ძმაო მშვიდად- ხელებიდან ტელეფონი გამოართვა დათომ. მთელი განყოფილების ყურადღება ახლა მასზე იყო. ირაკლი ადგილს მოსწყდა. - დამელოდე- ქურთუკს ხელი დაავლო დათომ და მეგობარს უკან გაეკიდა.
- ღმერთო ის ჭკუიდან შეშლის ამ ბიჭს. - კაპიტანმა თავისი ტელეფონი მოძებნა და ზვიადის ნომერი აკრიფა. - ზვიად რა ხდება? ჰო.. ჰოო.. - ლაპარაკი განაგრძო და კაბინეტში შევიდა.
****
გამომძიებელის მანქანა ეზოში მკვეთრი მოძრაობით შეიჭრა და მალევე დაამუხრუჭა. დათო ტორბედოს დაეყრდნო ხელებით.
- ნელა ძმაო - სანამ დაასრულებდა თქმას ირაკლი მანქანიდან სწრაფად გადავიდა. დათომ თვალები აატრიალა. - კიდევ კარგი ღვედი მეკეთა თორე ახლა ასვალტს ვიქნებოდი მჭიდროდ ჩახუტებული- ბუზღუნით გაიხსნა ღვედი და ირაკლის აედევნა, რომელიც შურდულივით შევარდა სადარბაზოში.
ირაკლი ნუცას კარებთან შეჩერდა, რომელიც ოდნავ გაღებული იყო. სინათლის სხივი სადარბაზოში იჭრებოდა. სახეზე მილიონმა ფერმა გადაკრა. დათო ქლოშინით მიიწევდა ბოლო კიბეებზე,როცა მეგობრის სახეს წააწყდა.
- მშვიდობაა? - იკითხა თუმცა პასუხად გაჩუმების ნიშანი მიიღო. მზერა გაღებულ კარზე გადაიტანა- ღმერთო - ჩუმად ჩაილაპარაკა და თავისთვის გონებაში გამუდმევით იმეორებდა "ცოცხლები იყვნენ. ცოცხლები იყვნენ". ორივემ იარაღი ამოაძვრინეს ბუდიდან. კარები ნელა შეაღო ირაკლიმ და შიგნით შევიდა.უკან კი დათო მიყვა. მისაღები ოთახიდან ტელევიზორის შიშინის ხმა ისმოდა. ირაკლიმ ხელით ანიშნა მარჯვნივ წასულიყო. მეწყვილემაც თავი დაუქნია და გაიყვნენ. ირაკლი მისაღებისკენ წავიდა. სავარძელში ღრმა ძილს მიცემული ნუცა შენიშნა.ფეხები მოეკეცა და თავი სავარძლის სახელურზე ჩამოედო. გამომძიებელმა ღრმად ამოისუნთქა. სახეზე სიმშვიდემ გადაკრა.
- ყველას სძინავთ. სხვა არავინ არის. - დათომ ჩურჩულით ჩაილაპარაკა მძინარე ნუცას დანახვისას. ირაკლიმ იარაღი თავის ადგილს დააბრუნა. ნუცასკენ წავიდა. ხელში შერჩენილი ტელევიზორის პულტი გამოართვაა და გამორთო. სავარძელში მძინარე სხეული შეირხა.
- შერლოკ - ჩაილაპარაკა მძინარე გოგომ. გამომძიებელი მისკენ დაიხარა და შუბლზე მთელი გრძნობით აკოცა. გულზე მარწუხები მოეშვა რომელიც ამ დროის მანძილზე უჭერდა.გოგონას სურნელი შეისუნთქა და მთელ სხეულში სიმშვიდემ დაუარა. ნუცას მის ამ ქცევაზე კმაყოფილად ჩაეღიმა. თვალები გაახილა და ბიჭს შეხედა. შემდეგ მზერა სამზარეულოში მყოფ დათოზე გადაიტანა. - რა ხდება? კარები ვინ გაგიღოთ?
- ვინ გაგვიღებდა ყველას გეძინათ. ღია იყო. - დათომ წამოაყრანტალა და პასუხად ირაკლის თვალების ბრიალი მიიღო.
- არ იყო ღია. მე თვითონ დავკეტე. - სავარძელში გასწორდა და სახეზე შიშის ელფერმა გადაკრა. წამით საკუთარ თავშიც შეეპარა ეჭვი მართლა დაკეტა თუ არა.
- პატარავ არ ინერვიულო კარგი? ყველაფერს მოვაგვარებ. - ირაკლი გოგონას ტუჩებს წაეტანა და დასამშვიდებელი კოცნა შეატოვა აცახცახებულ ტუჩებს. - დედას და ლიზას ნუ ეტყვი,რომ არ ინერვიულონ. - მის დამშვიდებას ცდილობდა თუმცა ხმაში ატყობდა შიშსაც და სიბრაზესაც ნუცა.
- ირაკლი ამიხსენი რა მოხდა?!
- ნუცა...- ნერწყვი გადაყლაპა,ფეხზე წამოდგა და ოთახში სიარული დაიწყო თან ხელის მოძრაობით მოზრდილი თმა უკან გადაჰქონდა. გოგონაც წამოდგა სავარძლიდან. მობრუნებულ ირაკლის გზა გადაუკეტა.
- მე მამშვიდედ და დასამშვიდებელი თავად ხარ. -ორივე ხელი სახეზე მოკიდა. ფეხის წვერებზე აიწიაა და ლოყაზე აკოცა.
- თავს გვესხმიან? - სამზარეულოში ლიზას ხმა გაისმა და ყველას ყურადღება მისკენ მიიმართა. - ასეთ დროს რა გინდათ აქ? - ხან პირდაღებულ დათოს უყურებდა ხან ირაკლის. - კაი ეს მესმის, მაგრამ შენ? - ბოლოს დათოს მიუბრუნდა. - რატომ არ აცდი ადამიანის წესიერად შეყვარებულის ნახვას თუ ლატარიაში მოგიგო და უშენოდ არსად უშვებ?- თმები აიჩეჩა ნამძილარევმა და თან ჭიქაში წყალი ჩამოისხა.
- პატარავ- ეს სიტყვა ზედმეტად მკვეთრად გამოთქვა ლიზას ასაკისთვის შესაფერისად დათომ და თვალები აატრიალა.- პირველი ლატარეაში არ მოვუგივარ ბედმა არგუნა ეს საჩუქარი. მეორე ძალიან იღბლიანი უნდა იყო ჩემმნაირი ადამიანი,რომ გყავდეს გვერდით,მესამე საერთოდაც აქ საქმეზე ვართ და მეოთხე ასეთ დროს ისევე გამიხარდა შენი ნახვა როგორც შენ ჩემი - ლიზამ წყლის დალევაც დაამთავრა და დათომაც თავისი სიტყვით გამოსვლა. ორივემ ცინიკური ღიმილი შეატოვეს ერთმანეთს. ირაკლის და ნუცას მოკინკლავე ონავრების დანახვამ და მოსმენამ სახეზე ღიმილი მოგვარათ.
- კარგი მაინც . წყალი დავლიე ახლა კი წავალ. - ლიზამ წარბი აუწია დათოს. თავის დას და მომავალ სიძეს კი ხელი დაუქნია და ოთახისკენ წავიდა.
- კიდია თურმე. - ჩაილაპარაკა გაბრაზებლად დათომ.- მე მანქანაში დაგელოდები. ვიღაცეების ამჟავებულ ხასიათს რო არ შევეწირო.- სამზარეულო ბუზღუნით დატოვა- მთელი დღე შეხება იმდენ არანორმალურთან და ნაბიჭვართან მაქვს ისინი ვერ ახერხებენ ჩემი ნერვების ასე მოშლას. ეს კიდევ ერთი წამით გამოჩნდება და ნერვის ხაზზე დახტის- ბურდღუნით გაიხურა კარები. ოთახში ლამის ორივეს სიცილი აუტყდათ. ნუცამ თითები გამომძიებლის თითებში ახლართა და სავარძლისკენ წაიყვანა. დასაჯდომად უბიძგა. ისიც დაემორჩილა. ნუცა კი მის წინ მაგიდის კიდეზე დაჯდა. ხელები საყვარელი კაცის ხელებს ჩასჭიდა და თვალებში ჩააშტერდა. მანაც დაიწყო...
- ჩემი კოშმარი დაბრუნდა. დაბრუნდა და უნდა წამართვას ის რაც ცხოვრებას მიხალისებს.
- შენი მშობლების მკვლელი...- ჩაილაპარაკა ნუცამ.
- ჰო...- ორივემ მზერა მოაცილეს ერთმანეთს. - გადაყვანის დროს გაექცათ. როგორც ჩანს გეგმა ბ-ც ქონდა იმ შემთხვევაში თუ კომისია არ გაუშვებდა.
- დაგემუქრა რო რამეს დამიშავებდა? - მზერა ისევ დაუბრუნეს ერთმანეთს. - გგონია ჩემთან სახლში შემოვიდოდა და მომკლავდა?
- კი არ მგონია აქ იყო. - ხელები გააშვებინა და ორივე თავზე გადაისვა. ნერვების დასამშვიდებლად. - შენ რომ რამე მოგივიდეს- უცებ ორივე ხელში გოგონას სახე მოიქცია და თვალების ცეცება დაიწყო მის სახეზე.
- ნუ გეშინია არ მოვკვდები- ჩაუღიმა გოგონამ.
- ჩემთან გადმოდი რამდენიმე დღით. დედაშენს და ლიზას არაფერს დაუშავებს. ჩემს გასამწარებლად მხოლოდ შენ გამოგიყენებს, მე კიდევ შენ გვერდით უნდა მყავდე.
- დარწმუნებული ხარ რო მათ არაფერს დაუშავებს? - გოგონამ გაფართოებული თვალებით შეხედა.
- კი. კორპუსთან დაცვასაც დავაყენებ. ჩუმად უთვალთვალებენ,რომ არაფერი იეჭვონ. არ მინდა ვანერვიულო დედა მაია. ისედაც ამდენი რამე გადაიტანა და ახლა ჩემს გამო... - ხელები შეუშვა და ისევ თავისი თავი ჩარგო მათში. - არ მინდა ჩემს გამო რომელიმეს რამე დაგემართოთ. არ უნდა შემომეშვი ჩემს ცხოვრებაში. საფრთხეშიც არ იქნებოდი. არ მაქვს უფლება ვინმე მიყვარდეს.
- ეი ეი ეი - თავი ააწევინა გოგომ.- გინდა ახლა დავშორდეთ? გგონია ამ დაშორების მერე არ მომაკითხავს? არავის არაფერი დაემართება. შენთან დაშორებას არ ვაპირებ. მინდა შენს გვერდით ვიყო მაშინაც თუ კი ტყვიების წვიმა მემუქრება. და სხვათაშორის შენს ცხოვრებაში თავად შემოვედი- კმაყოფილად ჩაუღიმა გამომძიებელს. მოახერხა და ისევ გააღიმა. გამომძიებელი სწრაფად დაწვდა გოგონას მოვარდისფრო ტუჩებს. - კარგი ხვალ გადმოვალ შენთან. დედა რო გაიღვიძებს ვეტყვი. რამეს მოვიფიქრებ. - ახლა თვითონ ნუცამ იგემა გემრიელი ნექტრის გემო.
- დილით მოვალ. მანამდე კი კარები ყველა ჩამკეტით ჩაკეტე. - წინ გაიჭრა. წამში შედგა - არა აქ უნდა დავრჩე. დათოს ვეტყვი წავიდეს.
- შერლოკ! გეყოფა! სახლში წადი და ხვალ მე თვითონ მოვალ. კარებს გადავრაზავ. ვერავინ შეძლებს შემოსვლას და თუ მაინც შემოვა ჭკუას ვასწვლი
- ნუცა...- სერიოზული სახით გახედა გოგოს.
- კარგი კარგი ვხუმრობ. ძალიან დაძაბული ხარ. სახლში წადი. მოწესრიგდი და სანამ გაიღვიძებ შენთან ვიქნები- ხელებით ლოყებზე მიეფერა და აკოცა. ირაკლიმ გოგონას სახე დაუკოცნა. ბოლოს კისერში შეყო ცხვირი და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
- მიყვარხარ! - მისი სურნელით გაბრუებულმა წაიბუტბუტა გოგონას ყურთან.
- მეც შერლოკ!- იგივე გააკეთა ნუცამაც და გამომძიებლის სურნელით ფილტვები აავსო.
*****
რამდენიმე დღის გამოუძინებელს წყლის გადავლებაც კი ეყო საწოლზე დაწოლისას მაშინვე,რომ ჩასძინებოდა. რომ არა დათო მთელი ღამე ნუცას სადარბაზოსთან გაატარებდა მანქანაში, მაგრამ დათომ შეძლო და დაიყოლია. დაპირდა,რომ მთელი ღამე ფეხს არ მოიცვლიდა ნუცაა სადარბაზოდან. ირაკლიც დათანხმდა. ამ ქალაქში უბედური ამბები სულ უფრო და უფრო მატულობდა. მისი საქმეც ორმაგდებოდა. ამ ყველაფერს კი ემატებოდა მისი ბავშვობის კოშმარი, საყვარელი ადამიანის ოჯახის ტრაგედია და მისკენ მომართული მისი კოშმარი.
ამდენი ხნის მანძილზე ყველაფერს შეეგუა. მშობლების გარეშე ყოფნას. ბავშვობის უღიმღამოდ გასვლას. მეგის მიერ მიყენებულ ტკივილსაც. ახლა კი ვეღარ უძლებდა. ყელში ახრჩობდა. უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა,რომ დაიღალა. რომ უნდა ნუცასთან ერთად მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება ყოველგვარი კოშმარების გარეშე. უნდა მისი ხელი ეჭიროს და ცალი თვალით საფრთხისგან არ იცავდეს. ძლიერია...კი! ყველა ასე ამბობს და ასეც არის, მაგრამ იმდენად ძლიერიც არ არის როგორც ჩანს. კრინის გამომძიებლის უკან გულჩვილი ბავშვი იმალება. რომელსაც საყვარელ ადამიანზე საფრთხის შემცველი ყველაფერი აშინებს.
საწოლზე შეირხა. მის მკლავებში ვიღაცის სხეულს გრძნოდა. თვალები სწრაფად დაჭყიდა და სახეზე სიმშვიდე მალეევე მოეფინა. წამით საათს გახედა. ცხრა ხდებოდა. წლებია ამ დრომდე არ ძინებია. გვერდულად ჩაიღიმა და მზერა მის მკლავებში მოქცეულ ნუცას დახედა. სახე ირაკლის მკერდში ქონდა შემალული. თავი დახარა და გოგონას თმებში ჩარგო. მის სუნს ღრმად სუნთქავდა. გოგონაც შეირხა მის მკლავებში. გამომძიებელმა თავი ოდნავ ასწია. ნუცამ თავი აატრალაა და გაბრწყინებული თვალები შეანათა.
- ბედნიერება ასეთი დილა.- გაუღიმა გამომძიებელმა და დილის კოცნა წაართვა.- როდის მოხვედი? ვერც კი გავიგე
- ჰომ იცი დედა ყოველთვის 7ისთვის დგება. ჰოდა გავაფრთხილე თუ არა მაშინვე წამოვედი.აქ დაახლოებით რვის ნახევარზე ვიყავი. დათომ მომიყვანა. მთელი გზა ამთქნარებდა - ჩაიხითხითა გოგომ. - შემეცოდა. თუმცა ერთხელაც კი არ დაუწუწუნია. - ამაყმა ელფერმა გადაკრა გამომძიებელს. ყოველთვის ქონდა მისი იმედი.
- გასაღები?
- შენს მეორე შეყვარებულს ქონდა და იმან მომცა.
- ვინ მეორე შეყვარებული?- წარბები შეკრა თუმცა მალევე მიხვდა და ახარხარდა. - დათო...
- ნუ იცინი - თვითონაც აყვაა სიცილში ირაკლის. - პირველობა მას მერე დაკარგა რაც მე გავჩნდი შენს ცხოვრებაში. - კმაყოფილად გაიჯგიმა ბიჭის მკლავებში და თავი ამაყად ასწია.
- ერთი ამას დამიხედეთ - ჩაიცინა გამომძიებელმა და საკოცნელად ნუცას კისრისკენ დაიხარა. გოგონა კოცნის საშუალებას არ აძლევდა და თუ ახერხებდა კოცნას გველნაკბენივით იგრიხებოდა.
- გეყოფა გეყოფა მეღუტუნება- სიცილით ცდილობდა ირაკლის შეკავებას. - კარგი გნებდები.
- ძალიან კარგი - ბოლოჯერ ისევ აკოცა კისერში. ნუცა წამოხტა და გამომძიებელს ზემოდან მოექცა. ხელები მის მკერდზე ქონდა დაყრდნობილი.
- მაგრამ იცოდე მეტის ყოლის უფლებას არ გაძლევ. - სახის წინ საჩვენებელი თითი აუთამაშა. მომღიმარმა ბიჭმა ჯერ თითს დახედა შემდეგ მას შეხედა. ნუცა უცებ გაეკრიჭა.
- ახლა იცოდე....- სანამ რამეს მოასწრებდა სინათლის სისწრაფით გაუძვრა ხელებიდან.
- საუზმეს მოგიმზადებ- სიცილით გამოყვირა უკვეე სამზარეულოში მყოფმა. ირაკლი საწოლში გასწორდა და თავ ქვეშ ხელი ამოიდო. ღია კარებიდან სამზარეულოში მოფუსფუსე ნუცას უყურებდა და თან ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
- დედას რა უთხარი? - გასძახა ოთახიდან ნუცას.
- არაფერი უკითხვას. დედაჩემს მგონი ჯადო გაუკეთე. ვუთხარი რო რამდენიმე დღით შენთან ვიქნებოდი,რომ როგორც პატარა ბავშვს ისე მომევლო შენთვის. - თავი გამოყო სამზარეულოს კარებიდან და დაეჭყანა საძინებლიდან მომზირალს.
- შენ თვითონ მიწვევ- საწოლიდან წამოხტა და მისკენ გაიქცა.
- არაა...არაა... არაა ...- სიცილით და ყვირით ხტოდა ბიჭის მკლავებში. გამომძიებელმა შეაჩერა ღიტინი თორე ხელებში ჩააკვდებოდა. წელზე ხელები შემოხვია და სამზარეულოზე დასვა.
- საუზმეს მე მოგიმზადებ - ნუცას ტუჩებს დაწვდა და ტკბილი ამბორი შეატოვა. კოცნის ბოლოს კი გოგოს ხელში შეყინული დანა გამოართვა და მისი დაწყებული საქმე გააგრძელა. შიგადაშიგ გოგოს უყურებდა და დოპინგის სახით მას კოცნას ართმევდა.
*****
რამდენიმე დღე სიმშვიდე იყო. თითქოს არც არაფერი ყოფილა. მშობლების ოთახში წიგნების კარადის უკან გახსნილ სეიფში იყურებდოდა გამომძიებელი. ცოტაოდენი ფული, საბუთები,მამამისის იარაღი და საიუველირო წითელი ბარხატის ყუთი იკავებდა ადგილს. ჯერ ხელი იარაღს გადაუსვა და ჩაიღიმა. შემდეგ ყუთს მოკიდა ხელი და სეიფიდან გამოიღო. რამდენიმე წამით ხელში ატრიალა. მასთან დაკავშირებულმა მოგონებებმა ამოყვეს თავი.
- პატარავ...? შერლოკ...? ირაკლი...? - ქალის ხმა ყურებში უწიოდა. - აი სად ყოფილხარ?! - ქალმა ფარდა გასწია და გაკრეჭილი ბიჭი მიეხუტა დედას. - ჩემი პატარა. მოდი დროზე უნდა ჩაგაცვა მამა მალე მოვა და მზად უნდა დავხვდეთ. - ქალმა რამდენიმე წუთში შარვალ- კოსტუმში გამოაწყო და ყელზე პატარა ლამაზი ბაფთაც მიუმაგრა. - როგორი სიმპატიური ბიჭი მყავს. იცი რაა?! შენს ქორწილზეე უსიმპატიურესი სასიძო იქნები.
- სასიძოდ ყოფნა არ მინდა.- წაიბურტყუნა ბიჭმა. დედამისს კი სიცილი აუტყდა.
- რატომ ჩემო პატარავ? - გაბუსხულ სახეზე მოეფერა.
- არ მიყვარს ამეების ჩაცმა.- გაფუსხულმა დახედა ჩაცმულ შარვალ კოსტუმს.
- კარგია. ანუ მთლად ცოლის მოყვანაზე უარს არ ამბობ - სიცილით შეუწორა წამის წინ მოშვებული ბაფთა.- ჩემო პატარავ როცა კარგ გოგოს გაიცნობ და შეძლებს შენი გულის კარები გააღოს მაშინ მნიშვნელობა აღარ ექნება რას ჩაიცვამ,რადგან ბედნიერება მშვენიერს ხდის ადამიანს. ხედავ ამ ბეჭედს?- არათითზე არსებულ ბრილიანტის თვლიან ბეჭედზე ანიშნა. საკმაოდ უბრალო ნაზი და თან ამავე დროს ძვირფასი იყო. - როცა შენ შენს გულს შენსავით ლამაზი სულის გოგონას გაუღებ ამ ბეჭედს მოგცემ და მას მიეცი.
- შენ ყველაზე კარგი გოგო ხარ დედა!- ბიჭი ქალს მოეხვია.
- ეს კარგი გოგო უკვე დაკავებულია- სიცილით კარებში კაცი შემოვიდა და ჯერ ერთს აკოცა შემდეგ მეორეს. ქალიც აყვა კაცს სიცილში. პატარა ირაკლი კი ვერ მიხვდა მას დასცინოდნენ, მის ჩაცმულობას, იმ გოგოს რომელიც შეუყვარდებოდა თუ ყველაფერს ერთად. სინამდვილეში კი ეს მათი სიცილი ირაკლის მომავლი ოჯახის წარმოსახვის და ბედნიერების იყო.
იდეალურია პატარების გონება. მხოლოდ სისულელებით აქვთ გამოტენილი და დღევანდელი დღით ცხოვრებენ.
მოგონებამ თვალწინ გაურბინა. თვალიდან გადმოვარდნილი ცრემლი მოიწმინდა. ყუთი გახსნა ბეჭედს მიეფერა და ისევ დაკეცა. ამჯერად საკუთარ ჯიბეში უპოვა ადგილი. სეიფიც დაკეტა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნა.
****
მწვავე ტკივილს გრძნობდა თავის არეში. სახეზე ბლანტი სითხე მოსდიოდა. პირში საკუთარი სისხლის გემოს გრძნობდა. დაჩოქებული ეგდო. გამოძრავებას ცდილობდა თუმცა ამაოდ. ხელები მჭიდროთ ქონდა შეკრული. ბეტონის ბოძზე იყო მიბმული. ველური დაჭრილი დათვივით ცდილობდა ამ უბედურებიდან თავის დახანას,მაგრამ ამაოდ.
- ამის დედაც. . - სისხლი გადმოაფურთხა ბეტონის იატაკზე.
- რამდენი ხანი ველოდი ამას- შორი ახლოს ცემენტის მეშოკებზე ჩამომჯდარიყო. თან იარაღს წმენდდა და თან ირაკლის გააფთრებულ ბრძოლას უყურებდა.
- ...ხელები გამიხსენი და სიკვდილს წამებში შეგაგებებ.- კბილებიდან გამოსცრა ირაკლიმ.
- ჩემო მხეცუნია ბიჭო. როგორც ჩანს სიბრაზის ჩასახშობ კურსებზე არ გივლია. - შენმა გოგომ ასეთი რო დაგინახოს აღარ მოეწონები. - კბილები დაუკრიჭა და იდიოტური ღიმილი აიკრა სახეზე.
- მოკეტეე...მოკეტე... შენი მყრალი პირიდან მისი ხსენება არ გაბედო.
- ოჰ ოჰო ჰ - ახარხარდა კაცი. - სულ ცოტა მაცადე და გაყურებინებ შენი გოგო შენს თვალწინ როგორ დალევს სულს.
- ნაგავო. . ხელი არ დააკარო. არც კი გაბედო შეხება. თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს გეფიცები შენს გვამს მგლებს მივუგდებ საჯიჯგნად. - გამოქცეული პატიმარი #1324 სიცილით წამოდგა ცემენტის ყუთებიდან
- მხოლოდ ყვირი... - მიბმულ გამომძიებელთან ახლოს მივიდა. ხელის მარტივი მოძრაობიG პირზე სკოჩი ააკრაა. - თავი ამატკივე შენი ლაპარაკით.დღის ბოლომდე დავიჭერ იმ შენს კარგად დაცულ შეყვარებულს,შენს წინ დავსვავ და გაყურებინებ რას უზავ და მერე ვნახოთ როგორ იჭიკჭიკებ -სახეში შეღიმა. ირაკლისგან პასუხად ღმუილი და ზიზღით სავსე მზერა მიიღო. თვითონ კი ღიღინით გაეცალა იქაურობას.

~22~

ცხოვრებაში გაკეთებულ ყველა არჩევანს მივყავართ დასასრულისკენ. თუ როგორი იქნება ის ამას ლაბირინთში გაკეთებული არჩევანი გაგაგებინებს.

ოთახიდან აღელვებული გამოვიდა. მარჯვენა ხელი ჯიბეში ჩაეყო და ყუთს, რომელშიც ბეჭედი იდო, აწვალებდა. სანამ მისაღებში ნუცასთან გავიდოდა თვალწინ მილიონმა გეგმამ გადაუარა თუ როგორ შეეთავაზებინა ცოლობა. .- ირაკლიი...- დივანში მოკალათებულმა და ტელევიზორს მიშტერებულმაა წამოიყვირაა. მოულოდნელობისგან იქვე მდგარი შეხტა და ყურზე თითი მიიჭირა.- უი აქ ხარ?- გაეკრიჭა გოგო.
- მგონი დავყრუვდი - ჩაიქირქილა ბიჭმა და ისევ ყურზე მიირტყა თითი რამდენჯერმე.
-ბოდიში ოთახში მეგონე და ამიტომ ვიყვირე ამხელა ხმაზე - ჩაიცინა გოგომ.
- კარგი მითხარი რა გაყვირებდა?- სიცილით ჩაჯდა მოპირდაპირე სავარძელში.
- დავიღალე სახლში ჯდომით- გაბუსხა ტუჩები გოგომ.
- ნუცამ ხომ იცი რატომაც ვერ გადიხარ გარეთ- ხელები ნერვიულად აატარაა სახეზე.
- ვიცი ვიცი. მარტო წასვლაზე არ ვამბობ. სუპერმარკეტში მაინც წავიდეთ ერთად. სახლში საჭმელი გამოგველევა და მერე ერთმანეთის დაჭმას დავიწყებთ- ირაკლიმ გოგოს გაღიმებულ სახეს შეხედა. და მანაც სწრაფად გახსნა კოპები.
- კარგი წავიდეთ. ოღონდ ჯერ დათოს დაველოდოთ საბუთები უნდა მომიტანოს. მერე მაგის წუწუნის თავი არ მაქვს- გაეცინა ბიჭს წამის მეასედში ძმაკაცის მოწუწუნე სახის წარმოდგენისას.
- როგორ შეიძლება თქვენს მეორე შეყვარებულს წუწუნის მიზეზი მივცეთ.- გაბუსხა ტუჩები მოჩვენებითად ნუცამ.
- იცი რა საყვარელი ხარ როცა დათოზე ეჭვიანობ და თან ასე იბუსხები?!-ნუცას ხელი მოკიდა ფეხზე წამოაყენაა და წამებში გოგონას სხეული მუხლებზე დაისვა. მარცხენა ხელი გოგონას წელზე შეაცურა, მარჯვენაში კი მისი სახე მოიქცია.ერთმანეთის სუნთქვა ბაგებზე ეცემოდათ. ორივე სუნთქვა გახშირებული შეჰყურებდა ერთმანეთს. - ასე უკეთესია. საჭმლის არარსებობის გამო რაღაცას ამბობდი ერთმანეთის დაჭმაზე- ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა გამომძიებელს. გოგონას ტუჩებს დაწვდა. ერთიდან მეორეზე ინაცვლებდა. ვნებათაღელვაში გოგონაც აყვა. კოცნა სულ უფრო და უფრო მომთხოვნი გახდა.ნუცამ ხელი ირაკლის კეფაში შეაცურა და თმას ძლიერად ჩაეჭიდა. სურვილები უფრო აშკარა და მძაფრი გახდა. გამომძიებელი სავარძლიდან წამოიწია და გოგონას თხელი სხეულიც თან აიყოლა. გოგოს ხელებმა ბიჭს მაისურის გახდისკენ უბიძგეს. ირაკლიმ სწრაფად გადაიძრო და ოთახის რომელიღაც კუთხეში მოისროლა. შემდეგ ორივე ხელი გოგონას მაისურის შიგნით შეაცურა. ნუცა სიამოვნებისგან ოდნავ შეკრთა. წამში მისი მაისურიც წინანდელის გზას გაუყვა. ორ თითს შორი გოგონას ნიკაპი მოიქცი. გამომძიებელმა ცერა თითი მის ტუჩებს გადაუსვა. თვალებში ორივეს აემღვრა ვნების ტალღა. თითქოს ნისლით იფარებოდა მათი თვალთახედვა. ერთმანეთში ცვლიდნენ ღრმა სუნთქვას. სახეზე ელამუნებოდათ და ტანში ჟრუანტელს გვრიდათ. ირაკლიმ ხელი კისერზე თმებში შეუცურა და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა. ტუჩებს მოწყურებული არწივივით დააცხრა. ნუცაც აჰყვა საყვარელი კაცის ვნებებს. ხელები სწრაფადვე შემოაჭდო ნუცას წელს და დაეხმარა გოგონას სხეულს მის წელზე კომფორტულად მოწყობაში. ნელი ნაბიჯებით წავიდა დივნისკენ. თან გოგონას სიფრიფანა სხეულით ტკბობას განაგრძობდა. წამიანი პაუზებით კი მისგან სიამოვნების კვნესას იღებდა პასუხად.

რა მარტივია დაგეუფლოს ბედნიერება თუ შენს გვერდით საყვარელი ადამიანია. მაშინ სიკვდილიც კი სასიამოვნოდ გეჩვენება. ყველაფერი გავიწყდება და ბედნიერების მორევში ეშვები.
- მიყვარხარ!!! - იყო ღრმა სუნთქვას ამოყოლილი სიტყვა, რომელმაც ადრესატის მთელი სხეული მოიცვა და ორივემ სხეულში განიცადა ამით გამოწვეული სიამოვნების ეფექტი.
*****
დიდი სუპერმარკეტის დარბაზში გორგოლაჩებიან კალათში მჯდარ გოგონას მიაგორებდა. გზადაგზა ლამის თავზე აყრიდა პროდუქტებს. მათ სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდათ. ხალხით გაჭედილი დარბაზის ყურადღებას იპყრობდნენ. ზოგი მათთსავით გაღიმებული შეჰყურებდა ბედნიერ წყვილს,ზოგი კი უბრალოდ წამით ავლდებდა თვალს და უკმაყოფილებას იხატავდა სახეზე. ეს უკანასკნელნი კი სულაც არ ენაღვლებოდათ მხიარულად მოკატავე წყვილს.
დახლებს შორის ჩაიარეს.
- მოიც მოიც - აყვირდა ნუცა.- ერთი სექციით უკან გთხოვ - ლეკვის თვალები შეანათა გამომძიებელს. ისიც ღიმილით დაიძრა უკან სადაც შოკოლადებით და ტკბილეულობით სავსე სექცია დახვდათ.
- გამიკვირდება სხვა სექცია რო დაგვხვედროდა - სიცილით დახედა გაკრეჭილ გოგოს. - კარგი. ბევრ ტკბილს გიყიდი თან მოგასუქებ თან დაგატკბობ - მის სიცილით ნათქვამს გაბუსხული სახით შეხვდა ნუცა. - ჩემი ბუტია - კალათში მყოფი გოგოსკენ გადაიხარა და გაბუსხულ ტუჩებს დაწვდა.
- აი აი ის - თითი გაიშვირა სასურველი შოკოლადისკენ. ირაკლიმაც სწრაფად მიაწოდა. - აი ისიც - ახლა მეორეზე ანიშნა. ირაკლიმ მითითებულსაც და კიდევ რამდენიმეს კიდევ ხელი მოკიდა და გოგონას კალთაში ჩაალაგა. ისიც სიხარულისგან პატარა ბავშვივით აცანცარდა.
- ბედნიერი ხარ?- სიცილით დახედა ბიჭმა.
- კი - სწრაფად დაუქნია თავი და ერთ-ერთი უკვე გახსნილი შოკოლადი ჩაკბიჩა. - შენ და შოკოლადები ისაა რაც მაბედნიერებს - საყვარელად გაეკრიჭა გამომძიებელს. ტუჩის კუთხეზე ტუჩებით დაწვდა და შოკოლადის ნამცეცი ააცალა გამომძიებელმა.
- გემრიელი ხარ - ყურთან ტუჩები გამოატარა და მის გასაგონად ჩაიბურტყუნა. გოგონამ ნერვიულად ნერწყვი ჩაყლაპა. ამით გახალისებული ირაკლი მხიარულად გაუყვა სექციას ბოლომდე. - კიდევ გინდა რამე?
- ნაყინი - შოკოლადით დათხვრილი ტუჩების გაწმენდას ცდილობდა და თან ამავე დროს აწითლებული ლოყების დამალვას.
- არაა. გაცივდები - მკაცრად გააჟღერა და ნაყინების მაცივარს გვერდი აუარა.
- ირაკლი გეყოფა. ნაყინიც მინდა.- მაცივრის კიდეს ჩაებღაუჭა.
- ჭირვეული გასატყები ბავშვივით იქცევი.- სერიოზულად გააჟღერა თუმცა ტუჩის კუთხეს ღიმილი შეეპარა. - გარეთ როგორი ამინდია ჰო დაინახე. წვიმს და ქარია. ნაყინს შეჭამ მერე გარეთ გავალთ და ყელი გეტკინება. რატომ მახსნევინებ ეს ჰომ ისედაც იცი.
- მერე რა რო წვიმს და ქარია. მიყვარს ასეთ ამინდში ნაყინის ჭამა. - ისევ ლეკვის თვალებით ახედა ბიჭს.
- გეყოფა ამის კეთება! - საჩვენებელი თითი აუქნია გოგოს თვალწინ.
- რისი? - უდანაშაულო სახით თვალები აუციმციმა ბიჭს.
- აი მაგის. ჩემზე ნუ მანიპულირებ - ღიმილით მიაშტერდა ნუცას პატარა ბავშვის სახეს. კალათა იქვე დატოვა და მაცივრისკენ წავიდა. ორი დიდი ყუთი სნიკერსის ნაყინი ამოიღო და ნუცას გაუწოდა. გოგონამ სიხარულისგან ხელები შემოკრა ერთმანეთს და რომ არა ირაკლის ნათქვამი - იცოდე სახლში შეჭამ- მაშინვე გახსნიდა ერთ ერთს.
- კარგი - გაბუსხული სახით გადადო უკანა მხარეს. - ხილ-ბოსტნისკენ წადი. ნორმალური საკვები უნდა ავარჩიოთ შენთვის. - ირაკლიმ მისი ნათქვამი შეასრულა და კალათა იქეთ გააცურა
- იმედი მაქცს ვეგეტარიანელს არ გამხდი- სიცილი წასკდა .
- მთლად ეგრეც არა თუმცა ჯანსაღი პროდუქტი უნდა მიგაღებინო. სულ კვერცხი, ძეხვი, სოსისი და ამისთანა ერთჯერად საჭმელებზე ხარ. ან Fast-Food-ზე. ასე რომ უნდა ვიზრუნო შენს ჯანსაღ კვებაზე რომ უფრო ღონიერი იყო- გოგონამ მის კუნთებს თითები ნელა შეახო - რათა ყველას მოერიო.
- კარგი მაგრამ მაცივარს ბალახით და ტბილით ნუ აავსებ სულ. ადამიანური საჭმელიც ვიყიდოთ- ორივე დარბაზს სიცილით ჩაუყვა.

დატვირთული პარკებით კიბეებს სიცილით მიუყვებოდნენ. გიჟებივით იცინოდნენ სუპერმარკეტში მომხდარზე მათ ქცევებზე და ხალხის რეაქციებზე. ირაკლისთვის რაც მოხდა პირველი იყო.წარბებ შეჭმუხნილი, მხრებში გამართული, სახეზე მკაცრი იერით შიშს,მორიდებას და პატივისცემას იწვევდა ხალხში. დღეს! დღეს კი ის უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელიც თავს უფლებას აძლევდა დამტკბარიყო საყვარელი ქალის ახირებების შესრულებით და ამით ბედნიერების უფლება მიეცა თავისთვის. ნუცაში, კი ირაკლის ბედნიერ და გაღიმებული სახის დანახვისას, სიხარული და ბედნიერება ერთმანეთში ირეოდა. გრძნობდა რომ მისთვის არ უნდა მიეცა ფიქრის საშუალება. ამიტომაც იქცეოდა ხან ჭირვეული ბავშვივით, ხანაც ანცი გოგოსავით, ხანაც მზრუნველი ქალივით. იცოდა თუ გამომძიებელს ფიქრის უფლებას მისცემდა დარდი შიგნიდან შეჭამდა.
- საყვარელო გასაღები გამომართვი და კარები გააღე - ირაკლიმ ძლივს ამოაძვრინა ჯიბიდან გასაღები და ნუცას გაუწოდა. მანაც სწრაფად გამოართვა და კარების გასაღებად შებრუნდა. შესვლისთანავე ირაკლის ტელეფონი აზმუვლდა მის ჯიბეში. პარკები იქვე შესასვლელში დადო და ტელეფონს უპასუხა.
- ჰო დათო...
- მე გავიტან ამათ - ჩურჩულით ანიშნა გოგონამ პარკებზე. მისგანაც თავის დაქნევა მიიღო პასუხად.
- კარგი გამოვდივარ შემთხვევის ადგილზე დამელოდეთ. - ტელეფონი გათიშა. ნუცა დანარჩენი პარკების გასატანად დაბრუნდა.
- უნდა წახვიდე? - წარბები შეკრა გოგომ. - დარჩი. ჩემთან დარჩი. - გული საშინლად აუფორიაქდა. გრძნობდა თუ ახლა ამ კარიდან გავიდოდა შეიძლება ვეღარც ენახა.
- უნდა წავიდე. - მისკენ მიიწია. ერთი ხელი გოგონას წელზე შემოხვია მეორე კი გოგონას სახეზე მიადო. ცერა თითით მის ღაწვებს ეფერებოდა. - იმ ადგილს მიაგნეს სადაც იმალებოდა. უნდა წავიდე და ვნახო.
- კარგი წადი. მაგრამ ფრთხილად იყავი გთხოვ. - ღრმად ამოისუნთქა. ვერაფერს გახდებოდა. მისი შინაგანი სამყარო მოჰკიოდა არ გაეშვა მაგრამ ისიც იცოდა თუ არ წავიდოდა მაშინ არასდროს აპატიებდა იმ ცხოველის დაჭერის ხელიდან გაშვების შანს, არც საკუთარ თავს და არც საყვარელ ქალს. გამომძიებელმა ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა და ოდნავ შეციებულ ცხვირის წვერზე აკოცა. ისევ ტელეფონი მოიმარჯვა და ნომერი აკრიფა.
- ვახო ორივე ზემოთ ამოდით. დღეს კარებთან იმორიგევებთ... კარგი გელოდებით. - ტელეფონი კვლავ გათიშა და ჯიბეში ჩააბრუნა.- არაფრის შეგეშინდეს. ორივე საუკეთესოა. შიგნით ჩიტიც კი ვერ შემოფრინდება მათი ნების გარეშე - ორივე ხელებში ნუცას სახე მოიქციაა და შუბლზე დაადო ტუჩები. რამდენიმე წამი ასე იყვნენ. ღრმად სუნთქვადა გოგონას სუნს. თითქოს იმახსოვრებსო. მთელი გრძნობა ჩააქსოვა ამ კოცნაში. კიბეებზე ამომავალი ბიჭების ხმაც გაიგო. მალევე მოუახლოვდნენ კარებს. ნუცას ხელები შეუშვა და მათკენ შებრუნდა.- როგორც შევთანხმდით აქედან ფეხს არ მოიცვლით სანამ არ მოვალ.
- კარგი ძმაო - თავი დაუქნია ორივემ ირაკლის. მისგან კი მხარზე ხელის დარტყმა მიიღეს. ისევ გოგონას მიუბრუნდა. მის ხელს ჩაფრენოდა და თითები აეხლართა ბიჭის თითებში. თვალებით ეუბნებოდა,რო არ წასულიყო.მასთან დარჩენილიყო. თუმცა არაა. ირაკლი კვლავ წასასვლელად იწევდა. ნუცამ წელზე შემოხვია ორივე ხელი მჭიდროდ. ბიჭმაც ძლიერად მიიკრა მისი თხელი სხეული. ბოლოს ნუცამ ცხვირი გამომძიებელის ყელში შერგო და სურნელი ღრმად შეუშვა ფილტვებში.
- წადი.- წაიჩურჩულა ბოლოს და ხელები შეუშა. ირაკლიმ ზღურბლს გადააბიჯა, წამით უკან მოიხედა. ნუცას თვალებს ეძებდა,რომ მასში ჩაეხედა თუმცა გოგონამ თვალები მოარიდა, რადგან მათში აუარებელ შიშს და სევდას დაინახავდა. გამომძიებელმა სახე გააბრუნა და კიბეებს სწრაფად ჩაუყვა. ნუცამ კარები მიკეტა. დაცვის ორმა წევრმა კი თავიანდი ადგილი დაიკავეს.
*****
მანქანა სწრაფად მიყავდა იმ ადგილისკენ რომლის ლოკაციაც დათომ გადმოუგზავნა. მისამართს ქალაქის გარეუბანში მიყავდა. წარბები შეეკრა და გზას დაძაბული გაჰყურებდა. ტელეფონის ზარმა ფიქრებში წასული გამოაფხიზლა.
- ჰო ბიძია... სწორედ მანდ მივდივარ... შენც მანდ ხარ? ჰომ იცი რომ არ მინდა რამე დაგიშავდეს ჯობია ამას ისევ მე მივხედო...სულაც არ ვბრაზობ შენზე ხომ იცი?! ან კი რა არის გასაბრაზებელი?შენი ბრალი არ არის რომ ციხიდან გაიქცა... ბიძია უკვე სისუელეების ლაპარაკს იწყ....- ძლიერი შეჯახება იგრძნო მარჯვენა მხრიდან. რამდენიმე მეტრი მანქანით გახოხდა. ცდილობდა გონი არ დაეკარგა . თავიდან ბლანტი სითხე ჩამოსდიოდა სახეზე და თბილ კვალს ტოვებდა. გარემო მის თვალწინ წამებში იცვლებოდა. საშინელ თავის ტკივილს გრძნობდა. მანქანამ კიდევ ერთი ბრუნი გააკეთა და სავალი ნაწილიდან გადავარდნისას ამობრუნდა. ღვედმა ძლიერად მოქაჩა და მისი თავი წინა მინაზე დარტყმისგან იხსნა. თვალებში სიმძიმე აწვებოდა,თუმცა მანქანასთან მოახლოებულის ფეხებს ბუნდოვანად ხედავდა. მასთან ნელი ნაბიჯით და სტვენა- სტვენით მომავალი უცებ ირაკლის სახესთან დაიხარაა და გაკრეჭვისას პირის ღრუს ლამის ყველა კბილი ერთდროულად გამოაჩინა. ნიშნის მოგებით თითები ნაზად აათამაშა მისი სახის წინ.
- 2:0 ჩემს სასარგებლოდ - მისი ხარხარი გამომძიებლის სმენას ბუნდოვნად წვდებოდა.
-შე ნაბ..ბიჭ..ვარ.ო- ცდილობდა თავისთვის ძალა დაეტანებინა. ლაპარაკისას გულ-მკერდის არე ძლიერად ტკიოდა. სურდა თვალები გაეხილა აქედან გასულიყო და ამ ნაბიჭვრის სახეზე ეს სიცილი სამუდამოდ გაექრო. თუმცა ვერ შეეწინააღმდეგა... ნიავმა დაუბერა. მის ყნოსვას ნაცნობი სურნელი მიწვდა. ფილტვები სასიამოვნო სურნელით აევსო.სურნელი რომელიც წამოსვლისას სულით წამოიღი. ახლა? ახლა კი როცა ასე ძალიან სჭირდება მოხსნა მისი სულის გუდას თავი და სამკურნალოდ თავის ირგვლივ მოაბნია. თითქოს სიკვდილს მომზადებული ეგებებოდა.წარმოსახვითი სურნელი ღრმად შეუშვა ფილტვებში, თითქოს ჩაიღიმა კიდევაც და თვალები მილულა.
- ირაკლი... შვილო... ირაკლი...- ტელეფონიდან ზვიადის გამწარებული ძახილი ისმოდა რაც იქ მყოფისთვის სიცილის მატების მიზეზი ხდებოდა. ტელეფონს დაწვდა და გადაწყვიტა მისთვის ეპასუხა.
- ირაკლის ცოტა დააგვიანდება. ან შეიძლება საერთოდ ვეღარ შეძლოს მოსვლა. გააჩნია როგორ ხასიათზე ვიქნები და რას გადავწყვეტ. გავუშვა თავის მშობლებთან თუ დავტოვო ხეიბარი შეყვარებულის გარეშე - ტელეფონს კვლავ სიცილი შეატოვა.
-გეფიცები თუ რამეს დაუშავებ გიპოვი.მაინც გიპოვი საფლავიდან ამოგიღებ და საკუთარი ხელებით მოგკლავ. - გამოცრა ზვიადმა კბილებიდან.
- კარგი ძვირფასო საფლავების თხრა დაიწყე მაშინ უკვე რადგან რამდენიმე თუ არაა ერთი მაინც დაგჭირდებათ - კვლავ ეს ამაზრზენი სიცილი. ტელეფონი გათიშა და მოისროლა ისე,რომ მეორე მხრიდან სიტყვას არ დალოდებია. - ახლა კი პატარავ წავიდეთ ჩემს სამფლობელოში- ირაკლის უძრავ სხეულთან დაიხარა. ჯიბიდან დანა ამოიღო,გახსნა და ღვედი გადაჭრა. გამომძიებლის სხეული მანქანიდან გადმოათრია და ჯიპის საბარგულში ჩატენა. მძღოლის ადგილს არხეინად დაუბრუნდა და ისევ სტვენა განაგრძო მელოდიურად. ავარიის ადგილს სწრაფად გაეცალა.
****
მწვავე ტკივილს გრძნობდა თავის არეში. სახეზე ბლანტი სითხე მოსდიოდა. პირში საკუთარი სისხლის გემოს გრძნობდა. დაჩოქებული ეგდო. გამოძრავებას ცდილობდა თუმცა ამაოდ. ხელები მჭიდროდ ქონდა შეკრული. ბეტონის ბოძზე იყო მიბმული. ველური დაჭრილი დათვივით ცდილობდა ამ უბედურებიდან თავის დახანას,მაგრამ ამაოდ.
- ამის დედაც. . - სისხლი გადმოაფურთხა ბეტონის იატაკზე. მთლიანი მკერდის არე ტკიოდა ყოველი ამოსუნთქვისას.
- რამდენი ხანი ველოდი ამას- შორი ახლოს ცემენტის მეშოკებზე ჩამომჯდარიყო. თან იარაღს წმენდდა და თან ირაკლის გააფთრებულ ბრძოლას უყურებდა.
- ...ხელები გამიხსენი და სიკვდილს წამებში შეგაგებებ.- კბილებიდან გამოსცრა ირაკლიმ.
- ჩემო მხეცუნია ბიჭო. როგორც ჩანს სიბრაზის ჩასახშობ კურსებზე არ გივლია. შენმა გოგომ ასეთი რო დაგინახოს აღარ მოეწონები. - კბილები დაუკრიჭა და იდიოტური ღიმილი აიკრა სახეზე.
- მოკეტეე...მოკეტე... შენი მყრალი პირიდან მისი ხსენება არ გაბედო.
- ოჰ ოჰო ჰ - ახარხარდა კაცი. - სულ ცოტა მაცადე და გაყურებინებ შენი გოგო შენს თვალწინ როგორ დალევს სულს.
- ნაგავო. . ხელი არ დააკარო. არც კი გაბედო შეხება. თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს გეფიცები შენს გვამს მგლებს მივუგდებ საჯიჯგნად. - გამოქცეული პატიმარი #1324 სიცილით წამოდგა ცემენტის მეშოკებიდან.
- მხოლოდ ყვირი... - მიბმულ გამომძიებელთან ახლოს მივიდა. ხელის მარტივი მოძრაობით პირზე სკოჩი ააკრაა. - თავი ამატკივე შენი ლაპარაკით.დღის ბოლომდე დავიჭერ იმ შენს კარგად დაცულ შეყვარებულს,შენს წინ დავსვავ და გაყურებინებ რას უზავ და მერე ვნახოთ როგორ იჭიკჭიკებ -სახეში შეღიმა. ირაკლისგან პასუხად ღმუილი და ზიზღით სავსე მზერა მიიღო. თვითონ კი ღიღინით გაეცალა იქაურობას. თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით შეძლო მისი საყვარელი მძევლის დატოვება. დანგრეული შენობის რომელიღაცა ოთახიდან სკამის მაგვარი რაღაც გამოათრია და ირაკლის წინ დააგდო. ზედ მოკალათდა. ფეხი ფეხზე გადაიდო. ჯიბეში ტელეფონი მოძებნა და ეშმაკური ღიმილი აიკრა სახეზე. თან ტელეფონში ნომერს კრეფდა თან ირაკლისკენ აპარებდა მზერას,რომლის სახეზეც ზიზღის მილიონ ელფერს ამოიკითხავდით. რთული წარმოსადგენი იყო ახლა რას უზავდა გამომძიებელი თავისუფალი რომ ყოფილიყო.
- ესეც ასე. - ტელეფონის ნომრის აკრეფა დაასრულა გამტაცებელმა და ყურზე მიიდო. ირაკლის კი გაოცებული სახე მიაპყრო- აა გინდა იცოდე რას ვაკეთებ? ახლა შენს პატარა გოგოს ვურეკავ.
- ის ფკცლდებლსნფჯსკწლბდ-პირზე აკრულისგან მხოლოს გაურკვეველი ასოების რახარუხი ისმოდა და ცოფებს ყრიდა.
- კარგი კარგი დაწყნარდი მაინც არაფერი მესმის. ჩშსს- ტუჩებზე თითი მიიდო. - აი გამაგონა კიდევაც. ჰეი ნუცა. როგორ ხარ? ალბათ ძალიან მოწყენილი შენი შეყვარებულის გარეშე.- ირაკლი ადგილზე ცქმუტავდაა და ხელების გახსნას ცდილობდა თუმცა ამაოდ.-ოუ ოუ გოგოს ასეთი სიტყვები როგორ ეკადრება. ეს რა თაობა მოდიხართ ღმერთო ჩემო. ადრე უფრო ადვილად დასამორჩილებლები და მშიშრები იყავით- სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა.- ახლა კარგად მომისმინე. არ მაინტერესებს როგორ შეძლებ მაგრამ ყველა შენს მოთვალთვალე დარაჯს თავს დააღწევ და იმ მისამართზე მოხვალ სადაც ლაპარაკის დასრულების შემდეგ მოგწერ. ზემდეტი სისულელეების გარეშე. მხოლოდ შენ მოხვალ თუ რა თქმა უნდა გინდა ბოლოჯერ ცოცხალი ნახო შენი ბიჭი თუ არადა ამას ისედაც ეჩქარება მშობლებთან წასვლა. კარგი?- სიცილი ატეხა.- რა უცებ დამთანხმდი. რა ადვილია ადამიანით მანიპულირება. მთავარია მისი საყვარელი ადამიანი გყავდეს ხელებში.-ლაპარაკის ამდენი მცდელობისგან სკოჩი სახის ნახევარზე აიძრო ირაკლიმ.
- არ გაბედო ნუცა აქ მოსვლა. გესმის?!! არ მოხვიდე. - იყვირა გამომძიებელმა.
- შენი გადასაწყვეტია მას მოუსმენ თუ მოხვალ დათქმულ ადგილზე. დრო ერთი საათი გაქვს იმ ადგილზე მოსასვლელად. - ტელეფონი უცებ გათიშა. სმსმი სწრაფად გააგზავნა და ირაკლის მიუბრუნდა. - ძალიან მამაცი გოგოა.- გაოცებულმა გააჟღერა.
- ჩემი ხელებით დაგახრჩობ.შენი დახრჩობით დიდ სიამოვნებას მივიღებ. ისეთი ნელი წამებით მოგკლავ როგორც ამას შენ უკეთებდი შენს ყველა მსხვერპლს- ძლიერად გადაჭერილი თოკების გახსნას ისევ უშედეგოდ შეეცადა.
- არ მოგბეზრდათ?- ამოიხვნეშა კაცმა. - ჯერ მამაშენი მერე ბიძაშენი ახლა შენ.- ფეხზე ლაპარაკით წამოდგა და ახალი სკოჩი მოხია არასასურველი ხმის გასაჩუმებლად და მისკენ წავიდა.- თქვენამდე უამრავი ადამიანი იყო ვინც მაგას მეუბნებოდა თუმცა უმეტესი წილი ახლა საფლავში ჭიების საჭმელია.
- მე შენი...- უცებ პირზე ისევ სკოჩი ძლიერად გადააკრა.
- ძალიან ხმაურობ რაც ნერვებს მიშლის და წყობიდან გამოვდივარ. მე კიდევ მინდა ჯერ შევინარჩუნე ნერვები შენი შეყვარებულის მოყვანამდე.აბა შენ იცი ძალიანაც არ გაერთო. მალე მოვალ - თითები სახის წინ აუთამაშა და გასასვლელისკენ წავიდა.
*****
განყოფილების დერეფანში წინდაუკან დააბიჯებდა დათო. ნერვიულობის პიკს აღწევდა. ხელებს ნერვიულად სახეზე ისმევდა.
- მომკლავს ნამდვილად მომკლავს. არა მარტო მე კი არა ყველას მოგვკლავს.
- სხვა გზა არ არის - კაპიტანმა გააჩერა წინდაუკან მოსიარულე.
- უფროსო მოკვდება და მას ნუცას არ მიაკარებს. რას მეუბნებით,რომ გოგო გამოვიყენოთ იმ ნაბიჭვრის დასაჭერად?- შეშფოთება ვერ დამალა ბიჭმა.
- დასაჭერად და ირაკლის გადასარჩენად.- თავდაჯერებულმა ჩაილაპარაკა. - მისი მანქანა ჰომ ნახე. ძლიერი შეჯახება იყო. არ ვიცით ახლა როგორ არის ირაკლი. მისი ტელეფონიც გათიშულია.ვერ დავადგენთ მათ ადგილს.
- რაღა მაინცდამაინც ნუცა?- ამოიგმინვა დათომ.
- იმიტომ რომ მას დაურეკა.
- მე რომ გადავიცვა გოგოდ და წავიდე ვერ მოტყუვდება ვითომ? - სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა და სახე ხელებით ჩამოიხოკა.
- მორჩი მასხარაობას. - შეყვირა კაცმა.
- უფროსო მასხარაობისთვის მცალია? ძმაკაცი ასეთ დღეში მყავს მე კიდე მისი შეყვარებული ლომის ხახაში უნდა ჩავაგდო რომ მასთან მივაღწიო. ამის მერე მასხარაობის თავი მაქვს?! ახლა კუბოს ზომებს უნდა ვიღებდე ჩემთვის.
- მე თანახმა ვარ- ნუცა საორგანიზაციო დარბაზიდან გამოვიდა და მათთან მიიჭრა.
- შენ სულ გადაირიე ჰოომ?- თვალები დაჭყიტა დათომ.- ირაკლი დაგვხოცავს...
- იქამდე თუ თვითონ არ მოკვდა. - გააწყვეტინა სიტყვა დათოს. - არ შემიძლია ვიჯდე ასე როცა შემიძლია მის პოვნაში დახმარება გაგიწიოთ. მე დამირეკა. ტელეფონით ვერ ვაგნებთ რადგან უკვე გათიშა. ერთადერთი გამოსავალი ჩემი გამოყენებით იქამდე მიღწევაა.
- ნუცა...
- დათო - მხარზე ხელი დაადო გოგომ. - არ მეშინია. რადგან ვიცი შენც იქვე იქნები და ირაკლიც გვერდით მეყოლება. ვერაფერს დამიშავებს. სანამ რამეს მოასწრებს მანამ მოხვალთ.
- ღმერთო გვიშველე. რა დავაშავე ასეთი რო ამ გიჟების მეგობრად ყოფნით მსჯი.- თვალები ჭერს აღაპყრო. შემდეგ ისევ ნუცას დაუბრუნა,რომელის ტუჩის კუთხე ღიმილს გაეპო დათოს მასხრობათ.- კარგად ხარ? - დათომ თვალები მოჭუტა და მის სახეს დააკვირდა.
- ოო დათო. ჰომ გეუბნები რო...
- არა არა მაგას არ გეუბნები სახეზე ფერი არ გადევს. - ხელები გოგოს სახეს მოკიდა და აქეთ იქეთ ატრიალა.
- მგონი ბევრმა შოკოლადმა მაწყინა. ლამის ყველაფერი მუცელში ჩავიყარე. ახლა კი გულის რევის შეგრძნება მაქვს.
- შოკოლადები??- პირი დააღო დათომ.- ვერც ერთს ვეღარ გიტანთ.-ხელები გადაიჯვარედინა და ცხვირი ასწია.
- ირაკლის რო გადავარჩენთ სახლში კიდევ ბევრი მაქვს და გაჭმევ - ახარხარდა გოგო. - უფრო სწორედ გაგიყოფ - დაამატა.
-ცოტათი მიმილბე გული - ბიჭს ისევ დაუბრუნდა სიანცე.თუმცა გონებაში ისევ შესასრულებელი გეგმა გაახსენდა და მოიღუშა. - ირაკლის ვერ გადავურჩები - ჩაიდუდღუნა და სკამზე დაენარცხა.იქვე იდგა კაპიტანიც და ამაყად უყურებდა მამაც გოგოს,რომელიც ყველაფრისთვის მზად იყო ირაკლის გამო. ისევე როგორც ირაკლი მისთვის. ამაყობდა,რომ სწორედ ისეთი გოგო იყო როგორსაც მისი მეგობარი წარმოიდგენდა ხოლმე შვილისთვის.
*****
შენობის ნანგრევებში ზურგზე გოგონას უსულო სხეულ გადაგდებული სიბრაზისგან მძიმე ნაბიჯებს დგავდა. რამდენიმე ოთახის გავლისას იმ ადგილს მიადგა სადაც ირაკლი ყავდა. ზურგს უკან ესმოდა მომავლის ნაბიჯების ხმა. ცდილობდა უკან გაეხედა მაგრამ ბოძი ამის საშუალებას არ აძლევდა. როგორც იქნა გაუსწორდა დაბმულს. ირაკლის უგონოდ მყოფი ნუცას დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და ღმუილის ხმებს გამოსცემდა. კმაყოფილი ღიმილით მიუახლოვდა მკვლელი და უსულო სხეული მასთან ახლოს დააგდო. დაგდებისას სხეული ზურგზე გადაბრუნდა. სახე უფრო მკაფიოდ გამოუჩნდა. მარჯვენა მხარეს ტუჩი გახეთქვოდა მარცხენა მხარეს კი წარბი. ემოციებში მყოფ ირაკლის დაიგნორება განაგრძო მკვლელმა. მშვიდად გაემართა იმ ადგილისკენ სადაც საჭირო ნივთები ქონდა გამზადებული. თოკი აიღო და ისევ მათლენ წამოვიდა. უგონოდ მყოფი სხეული კვლავ გულზე გადმოაბრინა ხელები ზურგს უკან შეუკრა ძლიერად. თვითონ კი ისევ იმ სკამის მაგვარზე ჩამოჯდა და ასეთი ირაკლის ყურებით ხარობდა. ტელეფონი ამოაძვრინა ჯობიდან. მასში ახალი კარტა ჩადო.
- ერთისთვის პირობა მაქვს შესასრულებელი. - კამერა გააჩხაკუნა.- მიბმული,დაჩოქილი და გაუბედურებული გამომძიებელი,რომელიც საყვარელ გოგოს დასტირის. ნამდვილად მოეწონება. - კმაყოფილი სახით დაშტერებოდა სურათზე აღბეჭდილს. სასურველ მისამართზე გააგზავნა და სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გადაკრა. შემდეგ იმავე ნომერზე გადარეკა. - აჰაა ჰააა ჰაა- მეორე მხარეს პასუხის გაგებისას ახარხარდა. წარბებ შეკრუკმა გამომძიებელმა ახედა. - ჰომ გითხარი რომ დახმარებისთვის საჩუქარს გაგიკეთებდი.კი ახლა ჩემს ხელში არიან ცოტას გავერთობი და შემდეგ ორივეს მოვკლავ. კარგი გათიშე ტელეფონით არ გამოგიჭირონ - კვლავ გათიშა და დახსნა ტელეფონი. ცალცალკე მიაგდო მისი აქსესუარები. კარტაც გადატეხა და შორი ახლოს დააგდო. ბეტონზე დაგდებული გოგონა შეირხა.
- ააჰ ღმერთო თავი - წარბები შეეკრა და თვალები მოეჭუტა. ნელნელა გაახილაა და შეშფოთებული ბიჭის სახეს წააწყდა.- ირაკლი- მისკენ წამოიწია. უნდა ხელებით შეხებიდა ბიჭის სისხლიან და ჩალურჯებულ სახეს თუმცა ზურგს უკან შეკრულმა ხელებმა ამის საშუალება არ მისცეს. ბიჭი ზმუილით რაღაცის თქმას ცდილობდა. აშკარა იყო მისი იქ ყოფნით გაცოფებული იყო. ნუცა გამტაცებელს მოუბრუნდა- მოხსენი პირიდან ეს სკოჩი
- დამიჯერე ახლა რასაც გეუბნება მისი მოსმენა არ გინდა. - ნუცასთან ახლოს ჩაჯდა. ხელი მის სახესთან მიიტანაა. გამომძიებლის გაშმაგებამ უფრო იმატა. საჩვენებელი თითი სახეზე ნაზად ჩამოუსვა და წინ ჩამოვარდნილი თმა უკან უხეშად გადაუგდო. სახე ახლოს მიუტანა თითქმოს მისი სურნელის შესუნთქვა უნდოდა. ნუცამ თავი უცებ უკან გასწიაა და მთელი სისწრაფით შუბლის წილი ცხვირში ჩაარტყა. გამტაცებელმა სიმწრისგან ხელი მოიქნია და ისევ მიიღო მისგან გოგომ კიდევ ერთი სილა. ირაკლის თვალები სიმწრისგან ჩაწითლებოდა.ერთიანად მოეცვა ბრაზს. ცოტაც და ალბათ გადმოსცვივდებოდა.
- შენი დედაც. ეს როგორ გამიბედე.- ცხვირიდან წამოსული სისხლის შეკავებას ცდილობდა. ნუცამ კი ტუჩიდან მორიგი სისხლის გემო შეიგრძნო. - იცი საერთოდ ვინ ვარ?!
- კი ვიცი ერთი ვინმე ხარ. ის ვინც თავისი თვით კმაყოფილი ეგოს დასაკმაყოფილებლად 7 ადამიანი ტანჯვით მოკლა და იმისგამო მოკალი მამამისი,რომ შენს კვალზე გამოვიდა და არც შენმა მუქარებმა შეაჩერა. საკუთარი ცოლის მკვლელობით დაიწყე შენი კრიმინალური ცხოვრება. როგორი იყო? ძალა იგრძენი როცა მოღალატე ცოლი საკუთარი ხელებით გაგუდე.
- მოკეტე!- წამოიყვირა კაცმა.
- ოო ბატონო რომან გგონია აქ მხოლოდ შენ ხარ ინფორმირებული. ჩვენც ვიცით შენს შესახებ რაღაცეები. პროკურატურაში შენს შესახებ საკმაოდ სქელი პირადი საქმე დევს.
- მაგ საქმეში ყველაფერს ვერ ამოიკითხავდი პატარა ჭკუის კოლოფო. მაგალითად იმას თუ რას გიზავთ ორივეს.
- საერთოდ რისთვის ცხოვრობ? რამე აზრი აქვს შენს ცხოვრებას? არის კი ადამიანი ვინც გელოდება და შენი დანახვა გაახარებს? არაა! რადგან შენნაირებს არავინ უყვართ და არავის უყვარან. - ნუცა მის ნერვებზე თამაშსს განაგრძობდა.
- ილაპარაკე! გგონია ამით იცვლება რამე? - ორივეს წინ ჩამოუჯდა.- შენ ნუ იღრინები ცოტა დამშვიდდი.- წამიერად ირაკლის გააფთრებულ მზერას გადაკრა თვალი. - შენ კი ენა გრძელო თითის ქნევით მიუბრუნდა ნუცას- გიჩევნია ამდენ ლაპარაკს გაჩუმდე ან თუ გინდა ილოცე. ისინი ვინც მოვკალი ყველა მათგანი სიკვდილის წინ ლოცვას იწყებდა- სახეზე ამაზრზენად კმაყოფილი ღიმილი გამოესახა. თითქოს თვალწინ წარმოუდგა თითოეული ჩადენილი და მისგან მიღებული სიამოვნება. წამიერად ბეჭებში გასწორდა. თავი გადააქნია და ორივეს შეხედა. - შენი შეყვარებულის ჯიბეში რაღაც ვიპოვე- დამცინავად ნუცას გასაგონად ლაპარაკობდა თუმცა ირაკლის თვალს არ აშორებდა. ჯიბიდან წითელი ბარხატის კოლოფი ამოიღო. გამომძიებელმაა ამდენი მცდელობის შემდეგ პირიდან სკოჩი გადაიძრო.
- შენი დედაც... ყველაფერ წმინდას ბილწავ.
- ოპ ოპ ოპ - სიცილით წარმოთქვა და ფეხზე წამოდგა. - მიდი უთხარი!- თვალებით ნუცაზე ანიშნა,რომელსაც თვალები ცრემლებით აევსო. ირაკლიმ მას გახედა. ცდილობდა ამოეკითა ემოცია გოგოს თვალებიდან.
- მაპატიე! ჩემს გამო ხარ ამ დღეში. მაპატიე, რომ ამის გამოვლა გიწევს.- თავი ვეღარ შეიკავაა და გოგონას ლოყებზე ცრემლები ნაკადულივით დაეშვა. უარყოფის ნიშნად კი თავს უქნევდა. სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ყელში ბურთის გორგალი გასჩხერვოდა და თქმის საშუალებას არ აძლევდა.
- არა ეგ არაა. უთხარი ის რისი თქმას ამით გინდოდა- კოპები შეკრა ჩიქოვანმა. ბიჭმა მკვლელი მზერით გამოხედა დაბლიდან. კბილები ერთმანეთს დააჭირაა. - უთხარი!!! - იღრიალა უცებ ბოლო ხმაზე.
- წადი შენი! - გამოსცრა კბილებს შუა. ხელის მძიმე გაქნევა იგემა მაისურაძემ.
- რომანტიკას გიქმნიდით - მოჭუტული და ამღვრეული თვალებით გადახედა ორივეს. ნუცას მოწოლოლი ემოციებისგან ხველა აუტყდა. თითქოს ის ბურთი რომელიც ახრჩობდა სასუნთქ მილს დაეცო. ირაკლიმ მზერა მასზე გადაიტანა.
- დაწყნარდი! მშვიდად! ისუნთქე! - შორიდან შეეცადა დაეწყნარებინა. რამდენიმე წამში შეძლო საკუთარი შინაგანი სამყაროს დაწყნარება.ჩიქოვანი მათ აკვირდებოდა და შორი ახლოს ტრიალებდა. კოლოფი გახსნა და მათ წინ იატაკზე დადო. რამდენიმე ნაბიჯით დაიხიაა.მის სახეზე კმაყოფილი ღიმილი უცებ შეშფოთებამ შეცვალა,როცა შენობასთან რამდენიმე პოლიციის მანქანა სირენების ხმით შემოვარდა.
- ეს როგორ?!- შეშფოთებული აქეთ იქეთ იყურებოდა. შემდეგ ეჭვნარევი სახე ნუცას ესროლა.რომელიც კმაყოფილი იღიმოდა. ირაკლიმ თავი ვეღარ შეიკავა და ახარხარდა.
- ისევ დაგიჭირეთ - სიცილით ჩაილაპარა ბიჭმა. პატიმარი გარეთ მომჩხივნებს ყურადღებას არ აქცევდა. აქეთ-იქეთ დადიოდა ხელში იარაღ მომარჯვებული და თავს იქექდა.
- შენი ბრალია. - იარაღის ლულა ნუცას მიუშვირა. - როგორ?! მე ხომ ტელეფონიც და ჯპს მოწყობილობაც გადავაგდე,რომლითაც ჩემს დაჭერას გეგმავდით.
- იდიოტი ხარ! გეგონა შენთან შესახვედრად ისე წამოვიდოდი,რომ არ მექნება გეგმა "ბ" ან "გ" ან "დ" და ასე დაუსრულებლად.
- იარაღი გაწიე- იღრიალა გამომძიებელმა.
- მე ვერ დამიჭერენ თუმცა შენ აუცილებლად მოკვდები - ნუცას შუბლზე იარაღი კარგად დაუმიზნა.- შენთვის კი სასჯელი იქნება - ირაკლის გასაგონად ჩაილაპარალა.
- არაა!- ამდენი წვალების შემდეგ გამომძიებელმა ხელები გაიხსნა. ისეთი ძალა მიეცა როგორიც არასდროს არ ქონია. ფეხზე წამოვარდა და მკვლელს დაეტაკა... გასროლის ხმა გაისმა. იარაღი მოშორებით დავარდა. ირაკლიმ ორივე ხელი საყელოში ჩაავლო და ჯერ ცხვირ-პირში თავი ჩააერტყა დარეტიანებულს შემდეგ რამდენჯერმე ბეტონზე თავი დაარტყმევინა. - ჰომ გითხარი ხელი არ დააკარო მეთქი.- ღრიალებდა და თან მარჯვენა მუშტს ურტყავდა.
- გეყოფა- სრული სიმშვიდით ჩაილაპარა გოგონამ. თვალები აერიდებინა საშინელი სანახაობისთვის. პირველად ხედავდა ასეთს. მიუხედავად იმისა რომ იმსახურებდა სახეზე ადგილი აღარ ქონდა რომ დაერტყა. გამომძიებლის ყურამდე თითქოს ნუცას ხმამ ნოზის მომაჯადოვებელი ხმასავით იმოქმედა. ორივე ხელი შეუშვა და მიაგდო თითქმის მკვდარი სხეული. ნუცას წინ ჩაიმუხლა. ხელები შეუხსნა. უნდოდა მოხვეოდა თუმცა მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი. ხელებიდან მოიშორა თოკები და ირაკლის ძლიერად მიეკრო. ყოყმანის მიუხედავად მანაც შემოხვია ხელები.
- ყველაფერი რიგზეა. ცოცხლები არიან - ოთახი ნელნელა პოლიციელებით ივსებოდა. ორივეს სმენას ზვიადის და დათოს ხმა მისწვდა. მათკენ მიდოდნენ. ირაკლის მზერა იატაკზე დაგდებულმა ბეჭედმა მიიპყრო. ხელი გაანთავისუფლა და ბეჭედს დაწვდა. მუჭში მოიქცია.
- ცოლად გამომყვები?- ყურთან ჩურჩულით წარმოთქვა გამომძიებელმა. გოგონას ისევ ცრემლით აევსო თვალები. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ხელის მტევანი გაუშვირა არათითზე ბეჭედის მოსარგებად.
- ძალიან რომანტიკული წყვილი ვართ - ტირილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ნუცამ. ორივეს ჩაეცინათ. თითქმის მკვდარი სხეული შეირხა. სულს ღაფავდა მაგრამ მაინც ხელს იარაღისკენ ნელნელა აპარებდა.
- ირაკლი!!!- იღრიალა ზვიადმა. შენობა მისმა გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა და შემდეგ იარაღის რამდენიმე გასროლოს ხმამ გადაფარა ის ექო რაც კაცის ყვირილმა გამოიწვია. ოთახში ტყვიების ცვენა,სუნი და მტვრის ბორიაყი დადგა.
*****
გამომძიებელის მშობლების სახლი საზეიმოთ იყო მორთული. სახლის წინ ტბასთან ყვავილების არკა გაეკეთებინათ. ხალხში მოუთმენლობის სუნი ტრიალებდა. სიძე მეჯვარესთან და საჯარო მოხელესთან ერთად თავში იდგა და თვალს იმ ადგილისკენ აპარებდა საიდანაც მისი ადამიანი უნდა გამოჩენილიყო.
- თუ გინდა გაგაპარებ- დათომ გადაუჩურჩულა სუნთქვა შეკრულ ირაკლის. ისეთი მზერა ესრომა ძმაკაცს რომ დასაწყიშივე ჩაეშალა საფუძველი სიტყვებს. - კი ჰო გაყავი ყულში თავი - სიცილით ჩაილაპარაკა.
- ჯერ შენთვის ბოლომდე არ მიპატიებია ნუცას გამოყენება ჩემს მოსაძებნათ- თვალები დაუბრიალა ძმაკაცს.
- ეს შენი შეყვარებული უფრო სწორედ ბოდიში უკვე თითქმის ცოლი ნამდვილი შეშლილია. გინდათ თუ არაა უნდა გადავარჩინოო და აჰა. ვინ გაუწევდა წინააღმდეგობას ბოლოს კი საწყალი დათო დაიჩაგრა - გაბისხა ტუჩები და კოპები შეკრა ბიჭმა. ირაკლის ლამის სიცილი აუტყდა.
- კარგი ჰო. რაც მთავარია ის მოკვდა. ჩემი დაწყებული ბიძიამ დაასრულა. ახლა ჩვენი მშვიდი ცხოვრება უნდა დაიწყოს.- სმოკინგში გამოწყობილი მხრებში გაიშალა.
- ისეთი სამსახური გვაქვს სიმშვიდე კი კაცო - ცინიკურად ჩაილაპარაკა დათომ. ლაპარაკი მუსიკამ გაწყვეტინა, რაც პატარძლის გამოჩენას მოასწავებდა. ყველას ყურადღება იქეთ იყო მიპყრობილი. ნუცას მარჯვენა ხელი ბატონი ზვიადის მკლავში ჰქონდა გაყრილი და საკურთხევლისკენ ღიმილით მიაბიჯებდა. წინა რიგებში მაია და ნანა ცრემლებს იწმენდნენ. ლიზა გოგოს მეჯვარის ადგილას იდგა ემოციების შეკავებას ცდილბდა და შეეცადა მხოლოდ ბედნიერი ღიმილით შემოფარგლულიყო.
- მადლობა - საკურთხევლისკენ მიმავალმა გოგონამ გადაულაპარაკა ზვიადს.
- რისთვის? - ჩაიცინა კაცმა.
- ბევრი რამისთვის! იმისთვის რომ ამდენი სითბო მაჩუქეთ. იმისთვის, რომ სიცოცხლე გვაჩუქეთ მეც და მასაც. თქვენ რომ არა დღეს ქორწილი არ გვექნებოდა. ის ნაგავი მოკალით. ახლა კი იმას აკეთებთ რაც მამის მოვალეობაა. პირველი ადამიანი ხართ ვინც მამობრივი სიყვარული მაგრძნობინა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. - ცრემლი მოადგა თვალებში.
- არ იტირო თორე მტირალა დედოფალი გვეყოლება-სიცილით გადაუჩურჩულა მიმავალმა პატარძალს. ორივეს ჩაეღიმათ. - შენც ჩემი შვილი ხარ ისევე როგორც ირაკლი და დათო. ამას მთელი გულით ვაკეთებ და ბედნიერებას მანიჭებს. - საკურთხეველთან მისულმა პატარძლის ხელები თავისაში მოიქცია. - შენს თავს კი არ ვაბარებ მას გაბარებ შენ - თვალის ჩაკრით ანიშნა თვალებ გაფართოებულ ბიჭზე. ნუცას შუბლზე აკოცა.შემდეგ მისი ხელი ირაკლის გადაულოცა და თავისი ადგილი დაიკავა ნანას გვერდით.
ორივე ბედნიერი მომღიმარი სახით შეჰყურებდა ერთმანეთს. ნუცა ძალიან სადა და ლამაზი იყო მსუბუქი მაკიაჟით. თავზე გვირილების გვირგვინით და ხელში მინდვრის წვრილი ნაზი ყვავილებით.
- უმშვენიერესი ხარ- გადაულაპარაკა მომავალ ცოლს და ხელი ხელზე ძლიერად მოუჭირა.
- ვიცი - გაეკრიჭა გოგონა და მანაც ხელის მოჭერით უპასუხა. - შენ კიდევ უსიმპატიურესი -გადაულაპარაკა მომავალ ქმარს.
- ვიცი - ღიმილით ჩაილაპარაკა ცოლის გასაგონად. ერთმანეთს გადახედეს და სახეზე ბედნიერი ღიმილი გამოესახათ.
ცერემონია შესავლებით, დადებული ფიცით და შეუღლებით დასრულდა. ბოლოს კი სიტყვებს "ახლა კი შეგიძლია აკოცოთ პატარძალს" მოუთმენლად ელოდა გამომძიებელი. და აი ისიც. მის სმენას მიწვდა ნანატრი სიტყვები. ეშმაკურმა ღიმილმა გადაკრა ბიჭს სახეზე. გოგონას სახე ხელებში მოიქცია თავისკენ მიიზიდა და უცებ მთელი გრძნობით შუბლზე აკოცა.
- ოოოო- გაისმა უკმაყოფილო შეძახილები.
- კოცნა!კოცნა!- ყველა ერთად აყვირდა. განსაკუთრებით დათო ყვიროდა და ხელებს ერთმანეთს ურტყავდა. მის შემხედვარე ყველას სიცილი აუტყდათ. ირაკლიმ ნუცას წელზე ხელი მოხვია. მეორე ხელი კისერზე შეუცურა. თავისკენ მიიზიდა და ტუჩებს დაწვდა. ახლა კი ბედნიერი ჟრიამული ატყდა.დამსწრეებმა სათითაოდ მიულოცეს და გულში ჩაიკრეს ახლად შეუღლებულები.
ორივემ ჩაკიდეს ხელი ერთმანეთს და მანქანისკენ წავიდნენ.
ბედნიერი ჟრიამული ჩაესმოდა მათკენ მიმავალს ყურებში. მარჯვენა ხელში იარაღი ეკავა და თან ხელი უკანკალებდა. თვალები ჩასწითლებოდა. ნაბიჯებს ძლოვს დგავდა ერთი მეორეს მიყოლებით.
- ეს უნდა გავაკეთო. სხვა გზა არ მაქვდ- ბურდღუნებდა თავისთვის. მანქანასთან შეჩერდა და მომავლებს დაელოდა. იარაღი უკვე ცოლ-ქმარს მიუშვირა.მისი იქ ყოფნით ყველა გაოცებული იყო. ვერავინ ვერ მოასწრო გააზრება თუ რა ხდებოდა.
- მეგი...- ირაკლიმ გააჟღერა.უცებ ისევ ეს საშინელი იარაღის გადატენვის,სროლის,დენთის სუნი და გამაყრუებელი სროლის ხმა. ქორწილში მყოფის ყველას სახეზე წუთის წინ არსებული ღიმილი გაიყინა. მწვავე ტკივილმა დაუარა ნუცას სხეულში. ფეხები მოეკვეთა. ირაკლიც მასთან ერთად ჩაიკეცა. დათო აზრზე მოვიდა და მეგის მივარდა. იარაღი გამოსტაცა.
- სრულ ჭკუაზე ხარ გოგოო?!- უხრიალა და ძლიერად შეანჯღრია.-გაათრიეთ ეს აქედან.- იქვე მყოფ კოლეგებს უბრძანა და სხეული მათ მიუგდო.
- სხვა გზა არ მქონდა- ჩაწითლებული თვალებით და მტირალი ხმით ჩაილაპარაკა.დათომ ყურიც აღარ ათხოვა. მეფე პატარძალს მოუბრუნდა. თვალებში ცრემლები ჩაუდგა თუმცა კაცურად მალევე მოიშორა. ტელეფონი მოიმარჯვა და სასწრაფოში დარეკა.
- შვილო- მაია ზვიადისა და ნანას ხელებში გულწასული დაეცა.
- არა არა არაა!!- ბურდღუნებდა თავისთვის ირაკლი. ნუცამ მარჯვენა ხელი ქმრისკენ ასწია. მზის სხივები ბეჭედს ეცემოდნენ და უფრო თვალის მომჭრელი ხდებოდა. ბედნიერმა ჩაიღიმა. ქმრის სახეს შეეხო. სახეს,რომელის მოფერებაც ასე ძალიან უყვარდა. კიდევ ერთხელ გაუღიმა სასოწარკვეთილად მომზირალ ქმარს და ღრმად ამოისუნთქა.
პატარძლის თეთრი კაბა ნელნელა წითლად შეიღება. თავდამსხმელი მანქანაში შეტენეს. მზე უცებ ღრუბელში შეიმალა. არსაიდან ამოქროლდა ცივი ქარი. ქარი, რომელიც ყველაფერს ანგრევდა.

~23~
ციხის ოთხ კედელში გაცოფებული წინდაუკან დადიოდა კანკავა. გისოსებს დაეჯაჯგურა და ხმაური ატეხა.
- ადვოკატის ნახვა მინდააა - გაცხარებული ყვიროდა. მანამ სანამ დაცვის წევრი მასთან არ მივიდა.
- რა გაღრიალებს? გინდა გვერდებში მოგვხდეს? - წარბი აუწია ნარკო მოვაჭრე მკვლელს.
- ახლავე უნდა შევხდე ჩემს ადვოკატს.- მკაცრად გააჟღერა.
- როგორც თქვენი უდიდებულესობა ინებებს. ბაჰამის კუნძულებიდან რო დაბრუნდება შეგატყობინებ. ისე თუ ვერ აიყვან სახელმწიფოს მოსთხოვე და დაგინიშავს- სიცილი ატეხა დაცვის წევრმა და საკნის სიახლოვე დატოვა.
- მე თქვენი...თქვენი დანიშნული ადვოკატები თქვენვე გაირჭეთ. ყველას ერთიანად ამოგჟლიტავთ. ეს იდიოტი ისეთი თავდაჯერებული იყო.  სწორედ ამიტომაც არის ახლა მკვდარი. - ჩაიბურდღუნა თავისთვის ჩიქოვანის მიმართ. - ის ირაკლი კი ისევ ცოცხალია - გისოსებს ხელი დაარტყა. საწოლთან მივიდა.  კარგად დამალული ტელეფონი მოძებნა. ნომერი აკრიფა და ხმას დაელოდა.
- გისმენ უფროსო.
- იდიოტო კიდევ ვერ იპოვე ის დედამო*ყნული ადვოკატი? ჩემს ფულთან ერთად გაქრა თუ სად ტ**კშია.
-შეეშინდა და  ქვეყანა დატოვა- მეორე მხარეს დაძაბულობამ იმატა და სალანძღავად მოემზადა.
- მე თქვენი!! სრული იდიოტები ხართ. ნორმალური ვინმე მიპოვე. დროზე უნდა გამოვიდე აქედან. - თავზე ხელი გადაისვა ნერვიულად. უცებ თავი ასწია თითქოს გონება გაუნათდა.- არა არაა. ის მიპოვე! იმ მკვდარი ს დაქალი. პოლიციაში რო ჩაგვიშვა იმ ჩათლახმა.  ის მჭირდება. ორ კვირაში ქორწილია და მინდა იმ დღისთვის ყველაფერი ისე იყოს როგორც დავგეგმავ. თუნდაც ციხეში ჩავლპე.ამად მიღირს. როგორც ვიცი ნარკომანია.
- ადრე იყო..- გაასწორა ხმამ ტელეფონიდან.
- ყოფილი ნარკომანი არ არსებობს.  ყოფილი ნარკომანი მკვდარი ნარკომანია. გეუბნები არის ახლაც და მოახერხებ და მაგ გოგოს მომიმზადებ. ისე გააკეთე რო ყველაფერი ერთი სიტყვის თქმით გააკეთოს.
- ყველაფერი გასაგებია.
- ახლა ასე ამბობ და მერე არ მითხრა ვერაფერი გავაკეთო თორემ ძალიან  საყვარელი თოჯინა შვილი გყავს- სახეზე ღიმილი აიკრა. ტელეფონი გათიშა და ნაწილებად დაშალა. ისევ შეინახა საიმედო ადგილას.
****
- სად ჯანდაბაში არიან ამდენ ხანს?- ლიზა გააფთრებული დადიოდა წინადაუკან - დათო- აცრემლებული თვალები შეანათა ბიჭს.
- დავრეკე... დავრეკე... - გოგონა მიიხუტა და თმაზე ხელი ჩამოუსვა.-უკვე გამოსულები არიან. - ცდილობდა ლიზას დაწყნარებას. ირაკლის კი უბრალოდ მისი ცოლის თავი ედო მუხლებზე და მარჯვენა ხელი ჩაეჭიდა ნუცას მარჯვენა ხელისთვის. თვალები ერთ წერტილში გაეჩერებინა.  გზას უყურებდა საიდანაც სასწრაფოს მანქანა უნდა მისულიყო. უცებ შემოუხვიაბ სირენებ ჩართულმა და თითქოს ყველას იმედი ჩაესახა. ოპერატიულად გადმოლაგდნენ მანქანიდან. გოგონას სხეული ააცალეს ქმარს და მანქანაში შესვეს. ირაკლი ბიძამ ფეხზე წამოაყენა. უცებ გააფთრებული ეცა მძღოლს. საყელოში ჩაავლო ორივე ხელი და კბილებიდან გამოუცრა.
- გირჩევნია სწრაფად იარო და გადარჩეს. თორემ გეფიცები გაჩენის დღეს გაწყევლინებთ თითოეულ აქ მყოფთ. - ხელები შეუშვა დამფრთხალ მძღოლს და სხვა მედპესონალსაც გადახედა.
- ნუცასთან ჩაჯექი შვილო - ზვიადმა მხარზე ხელი დაადო. ირაკლიც ავიდა მანქანაში. კარები ძლიერად დაიხურა და უახლოესი საავადმყოფოსკენ წავიდნენ. მთელი გზა ნუცას ხელი ეჭირა ირაკლის. გზაში ორჯერ შეხვდა სიკვდილის ანგელოზს პირისპირ. ორჯერ გაუსწორა თვალი ცოლის სიკვდილს. სიკვდილი და ირაკლი ერთმანეთს ეჭიდავებოდნენ ნუცასთვის. გოგონა გამარჯვებულს დარჩებოდა.
  საკაცით პირდაპირ საოპერაციოში შეიყვანეს. თეთრი კაბა ტანზე შემოახიეს  და ექიმების გუნდი მის გადარჩენას შეუდგა. გარეთ კი მომლოდინეთა დიდი რიგი იდგა. 
  *****
განყოფილებაში თავის მაგიდას ჩაფიქრებული უჯდა. თითს მელოდიურად აკაკუნებდა და ფიქრებში მიიკარგა.
- ძმაო...- დათოს ხმამ შეაფხიზლა.
- რა მოხდა? - კოპებშეკრული მზერა ესროლა.
- არ მოდიხარ? დღეს ხომ ნუცას...- ხელი ასწია და დათო გააჩუმა. საათს დახედა. პირველი ხდებოდა.უცებ ფეხზე წამოვარდა.
- ელენეს ჩავაკითხავ საქმე მაქვს- დათოს მხარზე ხელი დაკრა და განყოფილების სარდაფისკენ წავიდა.
- გგონია თუ აღარ მახსენებინებ ამით ტკივილი შეგიმსუბუქდება?!- მუშტები შეკრა და წარმოსახვით ირაკლის უთავაზა ერთი ორი.
   კომპიუტერებით სავსე ოთახის კარი შეაღო.
- ოო ჩემო ლამაზო ბიჭო - მიესალმა ინვალიდის სავარძელში მჯდომი გოგო. ორივე ერთმანეთს გადაეხვია.
- გამირკვიე რაც გთხოვე?
- ჩავთვლი რომ არ გიკითხავს. - წყენა ნარევი ხმით ჩაილაპარაკა გოგომ.
- კარგი ვიცი მზად გექნება ყველაფერი.  - გვერდულად ჩაიცინა ბიჭმა.
- გავშიფრე ის ნომრები ვისაც ურეკავდა ჩიქოვანი. ერთ ერთი ციხეში განხორციელებული ზარი იყო. ამ ნომერზე ხშირად რეკავდა გაქცევის მერე- გოგოს მოსმენისას სახე სულ უფრო და უფრო ექუფრებოდა. - ბოლო ორი კვირა მისი საკნის მეზობელი კანკავა იყო. ზარიც მასთან არის განხორციელებული. შემდეგ იმ ნომრის ზარებს გავყევი და გავიგე რომ სწორედ მისი დაკვეთით დააპროგრამეს ის უჭკუო გოგო ვერაფერს რო ვერ ამბობს და მხოლოდ  ცახცახებს.
- მადლობა  ელე - წამოდგა და თავზე აკოცა გოგოს.
- არაფერს ლამაზო.  - ბიჭი მისმა  მხიარულად მიმართვამ გააღიმა.  ოთახი დატოვა და ჯიბეში სწრაფად მოიძია ტელეფონი.  ნომერი აკრიფა და ზუმერის გასვლას დაელოდა.
- გისმენ ირაკლი.
- ციხეში მიპოვე ვინმე ვინც ფულისთვის საქმეს გამიკეთებს.
- კი მაგრამ...
- რაც გითხარი გააკეთე!- გააჟღერა მკაცრად გამომძიებელმა.
- კარგი - დათანხმების შემდეგ ამოისუნთქა ბიჭმა.
*****
ციხის სააბაზანოში მხიარულად მოღიღინე თავის ქექვაში გართულმა ვერც კი შენიშნა როგორ შევიდა შიგნით სამი ადამიანი. მის ირგვლივ მყოფნი იგრძნო და ღიღინი შეწყვიტა. წყლით სახე ჩამოიბანა რათა უკეთ დაენახა იქ მყოფნი. პირსახოცით თვალები ამოიწმინდა და მათკენ შებრუნდა. წარბი აუწია ბიჭებს.
- რა ჩემი *ლე გინდათ? მოშორდით აქედან.როცა გამოვალ მერე შემოდით და მოაწყვეთ თქვენი პიდარასტული ორგია.  - შებრუნებას აპირებდა თუმცა ერთ ერთმა მხარზე ხელი დაადო და სანამ კანკავა პასუხს დაუბრუნებდა მუცელში მწველი ჩხვლეტა იგრძნო.
- ირაკლიმ მოგიკითხა - ჩასჩურჩულეს ყურში.
- შენი დედაც- ძლივს ამოთქვა. თვალები დააჭყიტა და პირი დააღო უწყლო თევზივით. დანარჩენმა ორმაც დააძრო ბასრი რკინის მასა და სამივემ ძლიერად რამდენიმე ადგილას ჩაარტყეს.
- ეს მისი შეყვარებულისთვის. ეს კი ყველა შენი გამწარებული ადამიანისთვის- ბიჭები ერთი მეორეს მიყოლებით არჭობდნენ მჭრელ იარაღს. მუცლის არეში ადგილი აღარ დარჩა სადაც არ  დაურტყავთ. კანკავას უსულო სხეული ძირს მეტლახზე დაეცა. ონკანიდან გამომავალ წყალს მისი სისხლი შეერწყა და კანალიზაციას შეუერთდა. იქ სადაც ყოველთვის იყო მისი ადგილი. ბიჭებმა ერთი მეორეს ანიშნეს რო საკმარისი იყო და სააბაზანო დატოვეს.
    ****
განყოფილების შესასვლელში იდგა. სიგარეტი ორ თითს შორის გაეჩხირა და ნაპასს არტყავდა.
- როდიდან დაიწყე ისევ მოწევა?!- კარგი მოჩხუბარე ცოლივით მოადგა უკან დათო.
- ჩემი ცოლი არ ხარ! - ცალი თვალი მოჭუტა და ნაპასი დაარტყა ისევ.
- შენი ცოლი...
- გეყოფა!- სიგარეტი იქვე მდგარ ყუთში ჩასრისა და პირიდან ბოლი გამოუშვა. - თუ კიდევ ერთხელ მაინც მიხსენებ რამეს რაც გამახსენებს და მოგკლავ - ცხვირ წინ შეშფოთებულ ძმაკაცს თითი აუთამაშა და განყოფილებაში შევიდა.
- სულ გაგიჟდი. კაი მე არ გიხსენე მაგრამ შენი თავიდან როგორ გააგდებ ძაან მაინტერესებს. თავს იტანჯავ!- მიაყვირა ბოლო ხმაზე. ირაკლი შეჩერდა და შემობრუნდა.  მათ შორის მანძილი სწრაფად დაფარა და საყელოში ჩაავლო ბიჭს ხელები.
- მოკვდა გესმის!! მოკვდა!!! იმ დღეს მოკვდა. შემეშვი. შემეშვით! იცხოვრეთ უჩემოდ! ჩემი ჭკუის სწავლების გარეშე. ასე გადავწყვიტე და ასე იქნება ბოლომდე!!- ყვირილი დაასრულა და ხელები შეუშვა დათოს. საყელო გაუსწორა და ისევ შიგნით შევიდა. დათომ კი ღრმად ამოისუნთქა და ნერვიულად თავზე ხელი გადაისვა. ვერაფერს ახერხებდა და ყველაზე ძალიან ნერვებს ეს უშლიდა. მისი ძმაკაცი იტანჯებოდა და ვერაფერს შველოდა. ჰაერი ღრმად შეუშვა ფილტვებში და ისიც შევიდა შიგნით.
*****
შუა ღამით საავადმყოფოს მისაღები ხალხით იყო სავსე. ავტო საგზაო შემთხვევის დროს შემოყვანილი დაშავებულები და მათი ოჯახის წევრები ირეოდნენ. თითქოს სიწყნარეში მყოფთ უცებ ეს აურზაურის დატყდომა არ ეყოფოდათ,რომ უცებ მათ წინ  სასწრაფო მანქანა გაჩერდა საკაცით რკინის ნაფლეთ გაყრილი 34 წლამდე კაცი შემოიყვანეს.
- საოპერაციო მოამზადეთ. ექიმი იპოვეთ? - უფროსმა ექთანმა გადაულაპარაკა მეორეს.
- ვერა- თავი გააქნია გოგომ.
- მედდების ოთახში ეძინა- მათთან წამლებით სავსე ლანგრით მივიდა ქერათმიანი ექთანი.
- მერე ამდენი ხანი რო ვეძებთ არ უნდა თქვა? - გაუბრაზდა უფროსი ექთანი. - წადი მოიყვანე.- მეორეს კი მისი მოყვანა დაავალა.
- 15 წუთია ეს ამბავი ხდება და იმდენი დაჭრილი მოვიდა ერთად არ გამახსენდა. თან ის ოქსფორდი ჰარვარდი თუ რაღაც ჯანდაბა რო აქვს დამთავრებული და ზემოდან რო გვიყურებს სულად არ იმსახურებს ექიმისს სტატუსს.ხან იქ გდია და ხან იქ. სადაც ადგილს ნახავს ყველგან ძინავს- ჩაიქირქილა ზიზღით გოგომ.
- ჰო რა თქმა უნდა და შენ მთავარი ექიმი უნდა იყო. მაგ გოგოს რეზიუმე თუ გაქვს ნანახი? ან იმ ექიმების რეკომენდაციები ვისთან ერთადაც უმუშავია და ოპერაცია ჩაუტარებია? - წარბი აუწია მეტიჩარას.
- არაა - თავი ჩახარა ქერამ.
- ჰოდა მოკეტე შენი ღვარძლიანი პირი და პაციენტებს მიხედე. ჯერ ერთი თვეც არა რაც ჩამოვიდა და ორი კვირაა ლამის სავადმყოფოში ცხოვრობს.  და თუ სადმე მიიძინა ეს იმიტომ რომ დღეს სამი ურთულესი ოპერაცია მიყოლებით ჩაატარა. რაც არ იცი იმას ნუ ტლიკინებ. გამეცალე- ხელით გვერდით გასწია და საოპერაციოსკენ აიღო გეზი სადაც დაჭრილი ბიჭი გადაიყვანეს.
  მედდების ოთახში დაფეთებული შევარდა გოგო.
- ექიმო- მის ხმაზე ჩათვლემილმა თვალები ჭყიტა.
- რა მოხდა? შემოტევაა? - თვალები მოისრისა გოგომ.
- მართლაც რომ.- ქლოშინით ჩაილაპარაკა. ექიმი კი მის სიტყვებზე ფეხზე წამოდგა.  სკამზე მიკიდებული თეთრი ხალათი მოიცვა.
- რა მოხდა ასეთი?
- საშინელი ავარია მოხდა. ყველაზე ახლო მდებარე სავადმყოფო ჩვენ ვართ და ყველა აქ არის.
- რამდენი ხანია?- მაჯაზე დატოვებული თმისამაგრით თმის შეკვრა დაიწყო და ოთახიდან გავიდა. ექთანიც უკან მიყვა.
- სულ რაღაც 15 წუთია.
- დაშავებულები...
- მძიმე არც ერთია ერთის გარდა რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. როგორც გავიგეთ მანქანიდან ბავშვი გადმოიყვანა და აფეთქების შედეგად რკინის ნაფლეთი აქვს მუცელში გაყრილი- ექთანი ცდილობდა ენახვებინა ხელებით თუ სად იყო დაშავებული.
- საოპერაციო....
- უკვე მზად არის და თქვენ გელოდებიან.
- კარგი. სხვებს მიხედეთ. ოპერაციას გავაკეთებ და შემდეგ თითოეულს შევამოწმებ. - ექიმმა საოპერაციოსკენ გადაუხვია. ექთანი კი იქვე დარჩა და მისაღებისკენ წავიდა.
  საოპერაციოდ საგანგებოდ გამზადებული ექიმი შევიდა  ოთახში.
- პაციენტის მდგომარეობა...- გააჟღერა მკაცრი ტონით.
- სტაბილური. სისხლის ჯგუფი....- ექთანი განაგრძობდა პაციენტის მდგომარეობის აღწერას. ექიმი კი ნელნელა უახლოვდებოდა მაგიდაზე ნარკოზის ქვეშ მყოფ პაციენტს.
- დოლბანდები მოამზადეთ. ასევე მისი ჯგუფის რამდენიმე პაკეტი სისხლი დაგვჭირდება. სკალპელი- ლანგარზე დადებული იარაღი მიაწოდა ექთანმა. წამით პაციენტის სახესა და სხეულს შორის გაბმულ ბარიერს მიღმა გაიხედა. სახე...თვალების ჭრილი... ტუჩები... სახეზე არსებული მეჩხერი წვერი.მისი სახე... უფრო კაცური მკაცრი და ნატანჯი იყო.   სხეულში ცახცახი იგრძნო. სკალპელი ლამის ხელიდან გაუვარდა.
- კარგად ხართ? - კითხა მისმა თანაშემწემ. - თუ გინდა მე გავაკეთებ ოპერაციას.
  გოგონამ საკუთარი თავის მობილიზება შეძლო.
- არა კარგად ვარ თავად გავაკეთებ. - ღრმად ჩაისუნთ ამოისუნთქა. ყელში მოწოლილი ცრემლების გორგალი გადაყლაპა და სკალპელი სხეულს დაუსვა.
    
    მთელი 8 საათი დასჭირდა ოპერაციას. ორჯერ გულის გაჩერებით სისხლ დენის ძლივს შეჩერებით და სისხლის რამდენიმე პაკეტის დაცლით. 
- კარგად იმუშავე - მხარზე ხელი დაარტყა კოლეგამ. - არ მეგონა თუ შეძლებდი შინაგანი ორგანოების ამდენად გადარჩენას. დანარჩენი მასზე და მის ბრძოლის უნარიანობაზეა.
- იბრძოლებს. ძლიერია. გადარჩება. - ჩაილაპარაკა გოგომ.
- მას იცნობ? იმიტომ გეკითხები,რომ შეხედე ფერი გეცვალა სახეზე და ლამის ცუდად გახდი.თან ახლა  ისე თქვი თითქოს იცნობ- შეეცადა თავისი ცნობისმოყვარეობა ოდნავ დაეკმაყოფილებინა.
- არა არ ვიცნობ - იცრუა გოგომ.
- მის ოჯახის წევრებს უნდათ შენი ნახვა. მადლობა რომ გადაგიხადონ .
- გთხოვ შენ ნახე. მე მიმღებში მელოდება უამრავი პაციენტი. - ოთახიდან სწრაფად გავიდა და მიმღებს მიაშურა. რამდენიმე საათი პაციენტებს შორის გაუჩერებლად დადიოდა. კითხვებს უსვამდა. ამოწმებდა. წამლებს ნიშნავდა.  ბოლოს ქანც გაწყვეტილი და დაღლილი სახურავზე ავიდა. ვერტფრენის დასაჯდომ ადგილას შუა ცენტრში მოკალათდა. თან წამოღებული ენერგეტიკულის ქილას თავი ახსნა და ოდნავ მოსვა.ფეხები მოკეცა და მზის ამოსვლის ყურება დაიწყო. თვალი გაუშტერა ამომავალ მზეს.აუარებელი ტკივილი ჩაგუბებულიყო.ტკივილი ძველი მოგონებებისა. შიში ისევ შეხვედრისა. და მონატრებისგან აცრემლებული თვალები მიმალა მზის სხივებში. ლოყებზე ჩამოვარდნილი ცრემლები უხეშად მოიწმინა და პატარა ბავშვით ცხვირი ხელის მტევნით აისრუტა. ენერგეტიკულის ქილას ხელი დაავლო და დარჩენილის დალევას შეუდგა.
  უკან ჩავიდა. რეანიმაციისკენ აიღო გეზი. იქ სადაც დაჭრილი პოლიციელი იწვა. დერეფანი გაიარა. რეანიმაციის კართან სკამებზე კაცს თავი ჩაექინდრა და ჩასძინებოდა. ახალგაზრდა ექიმს მის დანახვაზე ჩაეღიმა. კაცის მომატებულს ჭაღარას და სახეზე ნაოჭებს დააკვირდა. წლებმა ყველას დაამჩნია კვალი. თვალებით მოეფერება ჩაძინებულს,რომელიც რეანიმაციას არ შორდებოდა წუთითაც კი. გოგონამ გზა გააგრძელა. სპეციალური ხალათი ჩაიცვა პირბადე გაიკეთა და ოთახში შევიდა. რამდენიმე აპარატზე შეერთებული ბიჭი სასუნთქი აპარატის დახმარებით რიტმულად სუნთქავდა. მასთან ახლოს მივიდა. ხელი მისკენ გაიშვირა. უნდოდა მის ხელს შეხებოდა. ყოყმანის მიუხედავად მაინც ჩაეჭიდა ძლიერად. ემოციები კვლავ ვერ გააკონტრილა და თვალებიდან ცრემლები გადმოცვივდა.ამდენი წლის შემდეგ კვლავ შეხვდა. კვლავ გადაკვეთა მათი გზები ბედმა. როცა წლობით ცდილობ დაივიწყო ყველაფერი. უფრო სწორედ გგონია რომ დაივიწყე. გასახსენებლად ერთი შეხვედრაც კი საკმარისი ხდება. მოგონებების გუდას თავი ეხსნება და ყველაფერი ერთმანეთში არეულად იფანტება.თვალწინ ბოლო შეხვედრის კადრები ურბენდა. გაბრაზება და მონატრება ერთმანეთში ირეოდა.  ახლაც ახსოვს ის ემოცია როცა ნარკოზიდან გამოსული პირველი მის ნახვას როგორ ითხოვდა. თვალების გახელის მომენტიდან მხოლოდ მას დაეძებდა. ის კი... ის კი უბრალოდ კარების სარკმლიდან შემოიჭყიდა. შეხედა. დარწმუნდა რომ ცოცხალი იყო და ისე გაბრუნდა სიტყვაც არ უთქვამს.    იმ დღიდან გამოჯამრთელების პროცესებს მის გარეშე გადიოდა. ქმრის გარეშე რომელმაც სავადმყოფოში ყოფნის დროს მიატოვა. გამოჯანმრთელების შემდეგ კვლავ გადააბიჯა თავმოყვარეობას და სცადა იმ წვრილი ძაფის გამყარება რაც ჯერ კიდევ აკავშირებდათ. რამდენიმე თვე ცდილობდა უშედეგოდ მასთან შეხვედრებს ლაპარაკს.  ის კი ასე უბრალოდ ადგა და  ეს წვრილი  ძაფი კიდე უფრო დაჭიმა და გაწვიტა. შემდეგ დეპრესიული დღეები. დაძალებით ჩაბარებული ონლაინ გამოცდები და დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი მის გარეშე. კვლავ პრობლემებში თუმცა მის გარეშე. ყოველი საღამო ტირილით იწყებოდა და ტირილში როდის ეძინებოდა ვერ ამჩნევდა.  თავიდან თითქოს ყველაფერს ძალით აკეთებდა. თუმცა ბოლოს მობეზრდა საკუთარი თავის გვემა. მაშინ დატოვა საყვარელმა კაცმა როცა სჭირდებოდა. ჰოდა ახლა დრო იყო მისი გონებიდან ამოეშალა. ერთი წლისა და 6 თვის შემდეგ მოიხსნა თითიდან საქორწილო ბეჭედი. ბეჭედი რომელიც მათი სიყვარულის სიმბოლო იყო. მოიხსნამდე თითზე ათამაშა ცოტახსნს აცრემლებული თვალებით,ბოლოს ცრემლები უხეშად მოიწმინდა და  მაგიდაზე ხმაურით დააგდო. მკაცრად გადაწყვიტა სწავლისთვის დაეთმო მეტი ყურადღება. და ქვეყანაში ღირსეულად დაბრუნებულიყო თუკი დაბრუნდებოდა. არ უნდოდა დედისთვის და დისთვის იმედები ჩაეკლა. არც საკუთარი თავის რწმენის დაკარგვა არ უნდოდა.
სულ რამდენიმე წუთი აღმოჩნდა საჭირო,რომ  მეხსიერების ფსკერიდან ამოეტანა მოგონებები. სასწრაფოდ შეეცადა ბიჭის ხელისთვის გაეშვა და აქედან გაავრდნილიყო. თუმცა მეორე მხრიდან ხელი მოუჭირეს. ხელს უფრო და უფრო უჭერდა და თვალების გახელას ცდილობდა. გოგონას სიახლემ წამში დაავიწყა სიბრაზე და მისი გაუმჯობესებული სასიცოცხლო მაჩვენებლები შეამოწმა. პაციენტი თვალების გახელას ცდილობდა მაგრამ უშედეგოდ.
-ნუცა...-ბოლო მხოლოდ ჩაჩურჩულება მოახერხა. და კვლავ ძილს მიეცა. გოგონას თვალები კვლავ ცრემლებით აევსო. თუმცა ვერ ხვდებოდა ეს სიხარულის იყო თუ ტკივილის. ბოლომდე დარწმუნდა რომ ბიჭს კვლავ ჩაეძინა და ყველაფერი კარგად იყო. მხოლოდ მას შემდეგ გავიდა ოთახიდან. გამოსულს სიხარულმა დაუარა სხეულში. ირაკლის პირიდან წარმოთქმული მისი სახელი ათი წლის მერეც ისევ ლამაზად ეჩვენა  როგორც ყოველთვის. "ნუთუ ისევ ვახსოვარ?!" გაიფიქრა ექიმმა. თუმცა წამში დაილაგა სახე. ბიჭის საქციელი არ აძლევდა პატიების უფლებას. ჯიუტობდა გონება,გულმა კი დიდიხნის წინ აპატია.
****
დამღლელი კვირის შემდეგ კაბინეტს შეაფარა თავი. სავარძელში ჩაენარცხა ფანჯრისკენ შებრუნდა და ხედს თვალი გაუსწორა. მინის იქეთ არც იყურებოდა. უბრალოდ თვალი ჰქონდა მიშტერებული ერთ წერტილში და ფიქრები და აშლილი გრძნობები მოსვენების უფლებას არ აძლევდნენ. ღრმად ამოისუნთქა. უძილარ თავლები თითით მოისრისა.
- არ უნდა დავბრუნებულიყავი!- გააჟღერა და სავარძელში გადაწვა. თვალები დახუჭა და შეეცადა ცოტახნით დაესვენა. კარები ხმაურით შემოიღო.
- ნუცაა....- მხიარულად შემოვიდა ოთახში ბიჭი. და მაგიდის პირისპირ სავარძელში დასკუპტა. მისი ხმის გაგებისას უკმაყოფილოდ ამოისუნთქა გოგომ. თვალები გაახილა და მაჯაზე საათს დახედა.
- შენს ყოველდღიურ რეჟიმს 10წუთით წინ უსწრებ. - სავარძელი მისკენ შემოაბრუნა. ზურგს უკან გაკრეჭილი ბიჭი იჯდა და ბედნიერი ღიმილით შეჰყურებდა გოგოს.
-  მოემზადე საჭმელად გავდივართ.-მაგიდაზე თითი მელოდიურად რამდენჯერმე დაარტყა.
- არ მშია. - სავარძელში გადაწვა ისევ გოგო.
- კარგი - საეჭვო თანხმობა განაცხადა ბიჭმა. ნუცამაც თვალები დაჭყიდა. ტელეფონი ყურთან მიედო და ყურმილის მეორე მხრიდან პასუხს ელოდა. გოგონა სავარძლიდან წამოხტა ტელეფონი გამოართვა
- ჰო შვილო რამე მოხდა? - ქალის ნაზი ხმა იღვრებოდა მეორე მხრიდან.
-  არაფერი დე მე ვარ. უბრალოდ კონსტანტინემ როგორი ადამიანი ხარ დღეები სახლში არ ხარ და დედას არც კითხულობო. ამიტომ გადმოგირეკა და ტელეფონი მომაჩეჩა- კმაყოფილად მომღიმარ ბიჭს კბილები დაუხჭიალა გოგომ.
- არაუშავს შვილო. მანდ ტყუილად ჰომ არ ხარ. - მზრუნველი ხმამ დაამშვიდა.
-კარგი დე. რამე ჰომ არ გინდა?
- არა არაფერი. საჭმელი ჭამე!- ბოლო სიტყვები მკაცრად გააჟღერა ქალმა და ბიჭმაც სახე "მეც მაგას გეუბნები ხოლმე" მიიღო.
- არ ინერვიულო კონსტანტინე მიმათრევა ზუსტად ახლა საჭმელად. - ქალს გაეცინა და კმაყოფილმა გათიშა ტელეფონი. ნუცამ აპარატი პატრონს მიუგდო. მანაც ხელების უცნაური მოძრაობებით ძლივს დაიჭირა და გადაარჩინა იატაკზე დაფშვნას.
- კარგი მატყუარა ხარ- გაეკრიჭა ბიჭი.
- ერთხელაც საკუთარი ხელებით მიგახრჩობ- გოგომ მიხრჩობის იმიტაცია გააკეთა ხელებით პასუხად კი ღიმილი მიიღო.
- ამ ხრიკით ყოველთვის მზად ხარ საჭმელად წამომყვე. მე კიდე ჰო იცი როგორ მიყვარ როცა შენთან ერთად მივირთმევ საჭმელს თან ყოველთვის მდევს შენი ბრაზიანი სახე. მაგ სახის გარეშე ყელში ლუკმა არ გადამდის. - მლიქვნელურად ელაპარაკებოდა და სახეზე ღიმილი არ სცილდებოდა.
- კარგი ჰო მორჩი მასხარაობას. ადექი თუ ვჭამთ ვჭამოთ. - ფეხზე წამოდგა და კარებისკენ გაიწია.
- ეგრე მოდიხარ? არ გამოიცვლი? - ახლა გოგონა გაეკრიჭა.
- სავადმყოფოს კაფეში შევჭამთ. - ბიჭის სახიდან ღიმილი გაქრა.
- კარგი რაა!- წამოხტა ფეხზე.
- ჩემი ბრაზიანი სახის გარეშე ჭამა ჰომ არ შეგიძლია ჰოდა წამოდი არც აქ მოგაკლებ ბრაზიან სახეს. - ჩაეღიმა გოგოს. კარებში უბიძგა და წინ გააგდო უკმაყოფილო ბიჭი. - ერთით ერთი - ბიჭს გაუსწორდა. მის დასანახად ენა გამოუყო ნიშნის მოგების მიზნით. ბიჭს ისევ დაუბრუნდა სიანცე და წინ გაჭრილ ნუცას დაედევნა.
- დამელოდე. - ხალათის ჯიბეში ჩაწყობილი ხელებით მიმავალ გოგოს მკლავზე ჩამოეკიდა და კაფეტერიისკენ წავიდნენ.

     დერეფანში პალატიდან გამომავალი დათოზე ჩამოკიდებული ირაკლი შეჩერდა და  ექიმს და მასთან ანცად მოთამაშე  ბიჭს გახედა. 
- ოპერაცია მან გაგიკეთა!- წამოიყვარა უცებ დათომ და ნაბიჯის გადადგმაში დაეხმარა ძმაკაცს.
- ვიცი. თქვენი წყალობით გონს მოსვლის წამიდან გავიგე. - გადადგმული ნაბიჯით მიყენებული ტკივილისგან სახეზე ტკივილის კვალი დაეტყო. - ოპერაციის შემდეგ ჩემი თავი სხვა ექიმს  გადაულოცა.
- აბა რას მოელოდი? ყოველ დღე პალატაში შემოგირბენდა შენს ისტორიას გაეცნობოდა და სიცილ ხარხარით წამლებს  დაგალევინებდა? - ნუცას მხარე დაიჭირა ბიჭმა. - მის ადგილზე ოპერაციასაც არ ჩაგიტარებდი და დაგტოვებდი საოპერაციო მაგიდაზე.
- კიდევ კარგი შენნაირად არ აზროვნებს - ჩაეცინა აწ უკვე ოფიცერ ირაკლის. - რამდენი ხანია რაც მისი ჩამოსვლის შესახებ იცი?
- ჩამოსვლის დღიდან.ისიც ვიცოდი როდის ჩამოდიოდა. მე და ლიზა დავხვდით აეროპორტში.
- მერე არ შეგეძლო გეთქვა? - წარბები შეკრა ბიჭმა.
- ამდენი წელია შენთან ნუცა არავის უხსენებია ტაბუ დაადე მის სახელს და როგორ მეთქვა?
- აი როგორც ახლა ვლაპარაკობთ.
- ერთი თვის წინ რო მეხსენებინა დანას გამიყრიდი ალბათ და რავიცი ძმაო მიყვარს ჯერ ჩემი თავი. მითუმეტეს ახლა ორმაგად უნდა მოვუფრთხილდე თავს კაცი ცოლს ვირთავ-გაეკრიჭა ძმაკაცს ორივე ხელი  შეუშვა და საყელო გაისწორა.
-თუ გინდა შენს ქორწილში ვიყო ხელი მომკიდე. - სიცილ-ტკივილნარევი ხმით უთხრა წაქცევის პირას მყოფმა ბიჭმა. დათომაც სასწრაფოდ ჩაავლო ორივე ხელი.
- სხვათაშორის ლიზა ისეა საქორწილო სამზადისით დაკავებული სულ აღარ ვახსოვარ. წაიწუწუნა ბიჭმა.
- როგორი მესაკუთრე გახდი - კვლავ მოგვარაა ძმაკაცის გაბუსხულმა სახემ ღიმილი.
- აბა რა ძმაო. ყურადღებას სულ ვითხოვ - გაეკრიჭა ძმაკაცს. - სხვათაშორის კაპიტანმა სასჯელი მოგიხსნა და გამომძიებელად გაბრუნებს.
- სასჯელი დიდიხანი არ გაგრძელდა. - ცდილობდა სხეული ეიძულებინა დერეფანი რამდენიმეჯერ გაევლ გამოევლო.

- ასე უცებ რა ჭამე კი მაგრამ - გაბრაზებული სახით მოყვებოდა მშვიდად მომზირალ გოგონას თანხმლები. -იცოდე დავრეკავ დედაშენთან და მერე ნახავ.
- კონსტანტინე იცოდე მოგკლავ - ბიჭისკენ შებრუნდა და თვალები დაუბრიალა. -ნუ ანერვიულებ იმ ქალს. რამდენიც მინდოდა ვჭამე და შენც აგიტანე ისიც დედას ხათრით. - კბილებიდან გამოუცრა ნუცამ და გზის გასაგრძელებლად შებრუნდა. უცებ გაჩერდა. მის წინ დათოს დახმარებით მოსიარულე დაინახა. მთელს სხეულში ელვასავით ნაპერწკალმა თითქოს ყველაფერი ჩაწვა.  ირაკლიმ თვალები ასწია და მისას შეეჩეხა. ორივე გაიყინა. თითქოს წამი გაჩერდა.  დარჩნენ მხოლოდ ნუცა და ირაკლი. ირაკლი და ნუცა. მათი თვალები ბევრს ლაპარაკობდნენ თუმცა თვითონ უსიტყვოდ შეჰყურებდნენ ერთმანეთს. 
- ცოლის და - სიჩუმე და უხერხული გაშეშებული კადრი დათომ ჩაასწორა. - მიხარია შენი ნახვა. - გოგონას ჩაეცინა მის მიმართვაზე და მზერა გადაიტანა ირაკლიდან მასზე.
- ჯერ მომავალო ცოლის და.
- რაღა დარჩა ერთი კვირა. - გაეკრიჭა ბიჭი.
- ლიზა ისეთი ენერგიით აწყობს ყველაფერს ფეხი ვერ ავუწყე - მათ საუბარში კონსტანტინე ჩაერია. ირაკლიმ კოპეპი შეკრა და "შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ" სახე ესროლა.
- ყველაფერს რო თავი დავანებოთ მე დამივიწყა.  - შეშფოთება გამოთქვა სიძემ. ორი საათია ჩემი ტელეფონი დუმს - წარბი ასწია ბიჭმა. ყველას გაეცინა ირაკლის გარდა  რომელიც ნუცას გვერდით მყოფი ბიჭის თვალიერებით იყო დაკავებული.
- კარგი წავედი ხუთ წუთში ოპერაციაზე შევდივარ- გოგონამ მომავალ სიძეს მხარზე ხელი მიარტყა და გვერდი აუარაა.  მის წინ მორგებული "ერთმანეთისთვის უცხნონი" სახე მოიშორა და ამოისუნთქა ამ როლის გადაგდებით.
- დამელოდე - გაეკიდა უკან კონსტანტინე.
- ეს ვინ ჯანდაბაა! - მათი წასვლის შემდეგ ისე რომ თვალი არ მოუცილებია მიმავლებისთვის კითხა ძმაკაცს.
- რაში გაინტერესებს?! შენ და ნუცა ჰომ აღარ ხართ ერთად. - ირაკლისგან პასუხად ღრენა მიიღო თუმცა დათო უკან დახევას და რამის თქმას არ აპირებდა.
******
ოპერაციის შემდეგ აპარატიდან ყავა ჩამოისხა და დერეფნებში უგზო უკვლოდ სიარული დაიწყო. მეტლახის ფილებს დაშტერებოდა და მათ შორის ხაზებს უყურებდა.  უცებ შეჩერდა. მის წინ მდგარის ფეხებთან შეაჩერა მზერა. თვალები ააყოლა. ისევ ეს გრძნობა. მთელ სხეულში დავლილი ელვა.
- როგორც იქნა ერთმანეთს მარტო პირისპირ შევხვდით. - გააჟღერა ჯოხზე ჩამოყრდობილმა.
- ერთ საავადმყოფოში ვართ  ეს გარდაუვალი იყო - სახეზე ცივი გამომეტყველება მიიკრა. შინაგანად კი სული ეწვოდა.
- ჩემი გადარჩენისთვის მადლობა.
- ჰიპოკრატეს ბრალია - ირონიული ღიმილი მიიკრა და შეეცადა გასცლოდა. თუმცა ირაკლიმ ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა. მათი სუნთქვა ერთმანეთს ერწყმოდა და სხეულში ჟრუანტელს გვრიდა. ირაკლიმ ცხვირი ინსტიქტურად მისი თმებისკენ წაიღო სურნელის შესაყნოსად.  ბიჭმა თვალები დახუჭა. მისმა სურნელმა კვლავ გააბრუაა უწინდებულად მუცელში მოხტუნავე პეპლები გამოაცოცხლა.
ირაკლიმ თითი მის არათითს მოუსვა.
- ბეჭედს  არ ატარებ!- გააჟღერა მკაცრა.ნუცამ გამოგლიჯა ხელი და თვალებში სიბრაზის ნაპერწკლები აუელვდა.
- ისევე როგორც შენ!-მიანიშნა ბიჭს არათითზე. - დამავალებ თუ ახლაც ისე მოიქცევი როგორც ათი წლის წინ. გაქრი!!!. - გამოსცრა გოგომ კბილებიდან და კაბინეტისკენ აიღო გეზი.
კაბინეტში შეიკეტა. კარები ძლიერად მიკეტა და მიეყუდა. საკუთარი გულის ცემა ხმამაღალ ხმაზე ესმოდა. მკერდში გული ისე უცემდა ეგონა გამოხეთქვადა და იატაკზე ხტუნვას დაიწყებდა.
  ირაკლიმ ცოტახანი უყურა იმ გზას სადაც გოგონა გაუჩინარდა. ბოლოს ნერვიულად თავზე ხელი გადაისვა და თავისი პალატისკენ წავიდა.

~24~
არსებობს რაღაც რასაც არასდროს ვისურვებდით. მაგრამ ცხოვრება იძულებულს გვხდის შევეგუოთ. ადამიანები,რომელთა გარეშეც ცხოვრება არ შეგვიძლია,იძულებულები ვართ გაუშვათ.

არავინ იცის ვინ როგორ იტანჯება და რამდენის გადატანა უწევს იმ არჩევანის ფასად.
და მაინც როგორი ძლიერი ჩანს ყველასთან. როგორი შეუვალი იყო ნუცას ხსენებისას სხვებთან. თუმცა მარტო დარჩენისას მონატრების სურვილი კლავდა. ბევრჯერ მჯდარა მისი კორპუსის ქვეშ მანქანაში და ნუცას ოთახის ფანჯრებს იმედის თვალით შეჰყურებდა. იქნებ და გამოეხედა და თვალი მოეკრა. მასთან პირისპირ შეხვედრას ერიდებოდა, რადგან იცოდა ვერ გაუძლებდა. ხელს ჩასჭიდებდა და ისევ თავის სიბნელეში შემოითრევდა. სასწრაფოს მანქანაში როცა რამდენჯერმე სიკვდილს გამოსტაცეს მისი ცოლი,მაშინ გადაწყვიტა რომ თუ გადარჩებოდა თავისი სიბნელიდან გააგდებდა იმ ერთადერთ ნათელს რაც ცხოვრებაში გააჩნდა.
დღეების გასვლის შემდეგ კიდევ უფრო დეპრესიული და საქმეში ჩაკარგული გახდა. ერთი საქმიდან მეორეზე ინაცვლებდა. თავს დასვენების და ძილის საშუალებასაც კი არ აძლევდა. ერთი კოშმარი თითქოს მიაძინა მაგრამ ახლა მეორე სტანჯავდა. აღარც მისი წამალი ყავდა გვერდით. დროდადრო სისუსტე უტევდა და კიდევ ერთი ასეთი შემოტევისას მისი კორპუსის შორი ახლოს თავის უკვე კუთვნილ ადგილას მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და მიეყრდნო. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და სანთებელით გაუკიდა. ჩაბნელებული ფანჯრების ყურებაში ზედიზედ რამდენიმე ღერი სიგარეტი მოწია. ბოლო ღერის ნამწვავი ფეხით გასრისა. პირში დაგროვილი ბოლი გამოუშვა და სადარბაზოსკენ აიღო გეზი. ფეხებზე ეკიდა ყველაფერი საკუთარი ცოლი უნდოდა. უნდოდა მკლავებში მოემწვყვდია,მთელი არსებით მისი სურნელი შეესუნთქა. კიბეები თვალის დახამხამებაში აირბინა და კარებთან შეჩერდა. პიჯაკი და საყელო შეისწორა. თმებში ხელები შეიცურა და უკან გადაიწია. მოშვებულ წვერზე ჩამოისვა თითები და ღრმად ამოისუნთქა. ზარის დასარეკად წაღებული ხელი ჰაერში გაუჩერა ლიზას ხმამ, რომელიც დაბლა სართულიდან მოისმოდა.
- ნუცა მითხარი,რომ არ აპირებ ამ შანსის დაკარგვას იმ შენი უმადური ქმრის გამო. - ირაკლიმ ნაბიჯები უკან გადადგა და ზემოთ სართულზე ავიდა.
- ლიზა გეყოფა. უკვე ნერვებს მიშლი. არ ვიცი წავალ თუ არა. არ მინდა მისი დატოვება. თუ ახლა წავალ შეიძლება მერე ყველაფერი სამუდამოდ დამთავრდეს. - ბოლოს ხმა აუკანკალდა და თვალებში ცრემლები ჩაუდგა.
- გგონია ყველას აქვს შესაძლებლობა ისე ჩააბაროს მისაღები გამოცდები როგორც შეენ? თან სრული დაფინანსებით? ხალხი ამაზე ოცნებობს შენ კი ასე ვთქვათ თითის დაწკაცუნებასავით მიიღე. თან იმ დროს როცა ასე გიჭირს. ასე ვთქვათ შენმა ბედმა თავად გადაწყვიტა სად უნდა იყოთ. შანსი გამოგიჩნდა და ხელიდან არ უნდა გაუშვა. მითუმეტეს რაც თავი მახსოვს ცხოვრებაში გინდოდა მიგეღწია რამისთვის და ისეთი ადამიანი ყოფილიყავი ვინც სხვებს ეხმარებოდა. რომ არა მამა და ჩვენი არეული ცხოვრება შენს სწავლას თავს არ დაანებებდი.
- ლიზა...
- ნუცა გთხოვ იფიქრე. შეიძლება მე პატარა ვარ და ჩემი აზრი იმდენად არ გაითვალისწინო მაგრამ მან თვითონ დაგტოვა. ქორწინებიდან მეხუთე დღეს ჯერ კიდევ რეანიმაციაში მყოფი. შენ კიდევ დგახარ და ელოდები როდის მოუნდება შენთან მოსვლა და შენი ნახვა. ცოლ-ქმარი ხართ მაგრამ თქვენ თქვენი ცხოვრება გაქვთ უკვე ცალცალკე და თუ ის საკუთარ საქმეში თავით არის გადაშვებული შენც უნდა მონახო შენი საქმე და ჭირსაც წაუღია ისეთი ქმარი რომელიც ცოლს ქორწილის შემდეგ რამდენიმე დღეში ტოვებს - ნელი სვლით და ლაპარაკით კარებსაც მიადგნენ.
- დედა? - თითქოს უნდოდა ბოლო დარჩენის იმედსაც ჩასჭიდებოდა. თუმცა კარგად ხვდებოდა,რომ ლიზა მართალი იყო. ცხოვრებაში ვიღაც უნდა გამხდარიყო. არ შეიძლება ყოფილიყო ბოლომდე ნუცა ხვედელიძე, რომელიც მამის მკვლელობისთვის ციხეში იჯდა.
- რა დედა?! დედასაც უნდა რომ ისწავლო, მაგრამ იმდენად უყვარხართ თქვენ ორნი რო იმას არ გეტყვის ირაკლისგან მოშორებით წადიო. მიუხედავად იმისა რომ საშინლად ნაწყენია მასზე. სჯერა რო ისევ ერთად იქნებით.
- კარგი. - თავი დახარა.
- ანუ მიდიხარ? - სიხარულით ხტუნვა დაიწყო ლიზამ. კარები სწრაფად და ყვირილით შეაღო.- დედაა ნუცა თანახმაა ოქსფორდში მიდის. -ნუცა ჯერ ისევ კარებთან იდგა. თვალები დახუჭა ღრმად ჩაისუნთ ამოისუნთქა. ნაცნობი სურნელი ცხვირის ნესტოებში შეუძვრა.
- მენატრები...- ჩაილაპარაკა და თვალებში მოწოლილმა ცრემლმა მის ლოყაზე იპოვა გზა. კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა და სახლში შევიდა. კარები ხმაურით დახურა. სახლიდან ლიზას მხიარული ხმა გამოდიოდა. ირაკლი ზევითა სართულიდან ნელი ნაბიჯებით ჩამოვიდა. ისევ შეჩერდა კარებთან.
- მეც მენატრები. ეს მონატრება სამუდამოდ გაგვყვება. მშვიდობით. - კარებისკენ ხელი წაიღო და ნაზად ჩამოუსვა ზმანებას რომელიც მის თვალწინ ნუცას სახით იდგა. ბოლოს სწრაფად ჩაიდო ჯიბეში ხელი და კიბეებს სირბილით ჩაუყვა.

იმ დღის შემდეგ ირაკლი ძალიან შეიცვალა. თითქოს სრულიად უგრძნობი გახდა. სამსახურში ძირითადად საქმეზე შეუვალი ტონით ლაპარაკობდა თუ არადა და კოპებ შეკრული დადიოდა და არავისთან არაფერზე არ ლაპარაკობდა. დათოსგანაც კი ცდილობდა თავის შორს დაკავებას. თითქოს ყველას იცილებდა თავიდან და ასე თავს ისჯიდა, მაგრამ ძმაკაცი მუდმივად მისი თავის ტკივილი ხდებოდა და თავის დავიწყების საშუალებას არ აძლევდა.
პერიოდულად სარდაფში მოწყობილ ტექნიკურ ოთახში ჩადიოდა. თავს აფარებდა ამ ოთახს და ყველასგან შორს ყოფნას ასე ცდილობდა. ელენე კი თავს კითხვებით არ აბეზრებდა. დროდადრო ნუცაზე მონაცემებს აწვდიდა. როგორ ჩავიდა...როგორ მოეწყო...ვის გვერდით უწევდა ყოფნა... რას საქმიანობდა...
- მოხვედი ლამაზო- მისი მისვლით გახარებული ელენე ეტლით შემოტრიალდა ბიჭისკენ.
- როგორც ყოველთვის - გვერდულად ჩაიცინა ბიჭმა.
- ეს შენთვის მაქვს. დღეს დილით გამომიგზავნა იმ კერძო დეტექტივმა - გოგონამ თვალი ჩაუკრა და დიდი კონვერტი გაუწოდა. ირაკლიმ გამოართვა. ხელი გასახსნელად წაიღო თუმცა მოთმინებით გადადო გვერდით.
- სახლში ვნახავ- ხმაში ნაღვლიანი ტონი გაურია.
- არ მესმის თქვენი. შენთვის ასეთი ძვირფასია შენ კი უბრალოდ ადექი და გაუშვი. მაპატიე ამდენი ხანია შენთვის არაფერი მიკითხავს არც მითქვამს უბრალოდ დრო დრო გაწვდი მასზე ინფორმაციას და ფოტო მასალებს. შენ კი ყოველი ნახვისას უფრო და უფრო იტანჯები. შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნუცაა. შენ კი არაფერს აკეთებ იმისთვის რომ შენს გვერდით იყოს.
- ელენე - ამოისუნთქა ბიჭმა და თითქოს გულიდან ნადების ამოსაღებად მოემზადა. - ჩემს გვერდით მუდმივი საფრთხის წინაშე დგას.ჯერ გატაცება შემდეგ ქორწილის დღეს მომხდარი ... ღმერთო...- თავზე ხელი გადაისვა ნერვიულად და ფეხზე წამოდგა. - ახლაც რო მახსენდება სხეულში სისხლი მეყინება. მისი სხეული ხელებით მეჭირა და თანდათან ცივდებოდა. სიტყვებით არ შემიძლია იმ შიშის აღწერა რაც მაშინ განვიცადე. მე, ადამიანი, რომელიც არანაირ რთულ სიტუაციაში არ იბნევა,მაშინ დავიბენი. სისხლიანს ვუყურებდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ვკარგავდი...ვკარგავდი გესმის?! ჩემი ცხოვრების ნათელს ვკარგავდი. - თვალებში ჩამდგარ წყალს მკაცრად აუკრძალა გადმოსვლა და უპეებში მიიმალა.- ჯობს საყვარელი ადამიანი შორს გყავდეს,იცოდე,რომ სადღაც შენგან შორს ბედნიერია. ვიდრე ახლოს ყოფნით სიცოცხლე მოუსწრაფო. - კონვერტს ხელი დაავლო და კარეებისკენ წავიდა. უცებ შეჩერდა და ელენეს მოუბრუნდა. -დეტექტივს უთხარი რომ აღარ გვჭირდება. თვალთვალს შეეშვას.
- სულელი ბიჭი ხარ. ექვსი წელია მისი ყოველი ნაბიჯი იცი და ახლა გადაწყვიტე რო საბოლოოდ გაუშვა. უცნაურები ხართ ეს კაცები. ერთი პატარა წინაღობა და გგონიათ თქვენი გოგოები ბროლის თოჯინებივით დაიმსხვრევიან. მისთვისაც გეკითხა უნდოდა თუ არა შენგან შორს ყოფნა.
- ჩემთან რო დარჩენილიყო არ იქნებოდა ისეთი ცნობილი ექიმი როგორც ახლა არის. ჭკვიანი ცოლი მყავს. ვიცოდი,რომ ბევრს მიაღწევდა. ჩემთან კი ...ჩემთან უბრალოდ დაიკარგებოდა. - გოგონას ღიმილი შეატოვა და კარები გაიხურა.

სახლში მისვლისას ქურთუკი დივანზე მიაგდო და პირველი რაც გააკეთა სასწრაფოდ მისთვის მყუდრო ოთახში შევიდა. კარების შეღებისას სრული სიბნელე იყო სანამ სინათლე არ აანთო. ოთახი მუქი ფარდებით იყო ჩაბნელები. შუქმა კედლები და მასზე თანმიმდევრობით გაკრული სურათები გაანათა. მაგიდასთან მიდგუმი სავარძელი გამოაჩოჩა და შიგ ჩაჯდა. მაგიდაზე დადგმული ბოთლიდან მისთვის განკუთვნილ ჭიქაში კონიაკი ჩამოასხა და ერთი მოყუდებით გადაკრა. შემდეგ მეორე დაისხა, და კიდევ და კიდევ... ასე სანამ თავის თავში კონვერტის გახსნის ძალა არ იპოვა. კონვერტი სულ მოუთქმენლად გახსნა. იქიდან რამდენიმე სურათი გადმოაგდო მაგიდაზე. ერთი მეორეს მიყოლებით გადმოლაგდნენ მომღიმარი ნუცას სურათები. ახალ გარემოში. ექიმებთან ერთად რესტორანში. ვახშამზე. საავადმყოფოს დერეფანში ტრენერებთან მხიარულად მოსაუბრე. ყველა სურათში სახეზე ბედნიერი ღიმილი ჰქონდა აკრული. გამომძიებელი მის სახეს თითებით ეფერებოდა. ყელზე ჩამოკიდებული ყელსაბამი მაისურიდან ამოაძვრინა და ცეპი მოიხსნა.ზედ შებმული ბეჭედი ხელის გულზე დაიდო და რამდენიმე წამი უყურა. ბოლოს ძლიერად მოუჭირა ხელი. ცოტახანში ისევ დაუბრუნა ბეჭედი თავის ადგილს კისერზე და მაისურის შიგნით ჩამალა. სავარძელში გადაწვა. და მასში ტრიალი დაიწყო. თვალებით ყველა იმ სურათს ეფერებოდა რაც კი ოთახში ქონდა გაკრული.
******
ოთხი წელი გავიდა რაც მასზე ინფორმაციის შეგროვებას თავი დაანება. თუმცა მისდა გასაკვირად მაინც ხდებოდა მის ყურამდე მცირედის მიღწევა. როცა ძმაკაცი დათო გყავს სხვანაირად ვერც იქნება.
რა საშინელებაა ეს ბედი. საყვარელ ადამიანთან ჯერ შეგახვედრებს, მერე გაგყრის და შემდეგ ჯინაზე ისევ გახვედრებს. გეთამაშება. ცდილობს ჭკუიდან გადაგიყვანოს. გცდის. რამდენად შეგიძლია ბედნიერება დაიმსახურო.
სავადმყოფოდან გამოწერისას ეზოში ბიძა და ბიცოლა ელოდებოდნენ. დათო კი მის ნივთებს მოათრევდა.
- მე თვითონაც წამოვიღებდი- წარბები შეკრა ბიჭმა. საავადმყოფოს კარებიდან გასვლისას. - ხეიბარივით რატომ მექცევი?
- ორი დღის წინ ჩემი დახმარებით დადიოდი დაგავიწყდა ალბათ- გაეკრიჭა დათო. - საბოლოო გამოჯამრთელებამდე გცემ პატივს. ყოველთვის ასეთი პატივის ღირსი კი არ იქნები. - ირაკლის მის ნათქვამზე სიცილი აუტყდა. მანქანას მიუახლოვდნენ.
- პატივია ჩემთვის თქვენი დახვედრა - ბიცოლამ ცალყბად ჩაილაპარაკა ირაკლის მიმართულებით.
- კიდევ დიდხანს იქნები ჩემზე გაბრაზებული? - საწყლად გახედა ბიჭმა.
- წლებია ხმასაც არ გვცემ და მიგვივიწყე. კიდე რამდენ ხანს ვაპირებ გვაგრძელო? ალბათ კიდევ დიდი ხანი- ქალმა ცხვირი აიბზუა და ზურგი აქცია.- სხვათაშორის ბიძაშენი რო არა არც დაგხვდებოდი - წამით თავი მოატრიალა ირაკლისკენ. მის ზურგს უკან საავადმყოფოდან გამოვალი გოგონა შენიშნა. შავ კლასიკურ შარვალსა თეთრ საროჩკაში გამოწყობილი. ფეხზე შავი მაღალი კლასიკური ფეხსაცმელი ეცვა. ხელში კი ტყავის "კლაჩი'' დაეკავებინა. მხრებზე ქურთუკი მოესხა და კიბეებზე ფრთხილად ჩამოდიოდა. ქალს სახეზე ფართო ღიმილმა გადაკრა. მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ნუცა ბოლო კიბეს ჩაცდა და თავი მაღლა ასწია. მისკენ წასული ქალი შენიშნა. მის სახეზეც გამოისახა ნახვის ბედნიერებით გამოწვეული ღიმილი.
- ნუცა შვილო - ქალმა ფართოდ გაშალა ხელები და გულში ჩაიკრა გოგონა.
- ნანა ბიცოლა მიხარია თქვენი ნახვა. - ნუცაც მოეხვია ქალს.
- მეც შვილო მეც - ქალს ცრემლები ჩაუდგა თვალებში. - დედაშენისგან ვიგებდი შენს ამბებს. მაპატიე აქამდე ვერ გნახე.
- რას ამბობთ?!- ხელზე ხელი დაადო ქალს. - მე უნდა მენახეთ მაგრამ თითქმის საავადმყოფოში ვცხოვრობ. ამიტომ ვერ მოვახერხე. -ნუცამ ქალის ზურგს უკან სამეულს გახედა. ირაკლი ჩაქინდური თავით იდგა და გვერდულად უყურებდა გოგოს. ზვიადი კი ბედნიერი ღიმილით შესცქეროდა. დათო ტელეფონზე ჩამოკიდებული გაცხარებით ლაპარაკობდა. ირაკლის გასაკვირად ნუცა მათკენ წავიდა და ქალიც თან მიყვა. ზვიადთან მივიდა და უკვე ჭაღარა შეპარულ კაც გადაეხვია.
- მიხარია შვილო შენი წარმატებები. ძალიან ლამაზი ხარ. როგორც ყოველთვის. -კაცმა შეამკო გოგონა.
- თქვენც არ კარგავთ ეშხს ზვიადი ბიძია.- ჩაუცინა გოგომ.
- ჰო აბა ისეთია მე რო გამეყაროს ჩემზე ორჯერ ახალგაზრდას მოიყვანს - ქალმა ეჭვიანი ტონით გააჟღერა და წარბებ შეკრული გახედა ქმარს. ყველას სიცილი აუტყდათ. მათ შორის იმ წამს მოსულ დათოსაც რომელსაც ლაპარაკი დაესრულებინა და შემოუერთდა იქ მყოფთ.
- შენ ვერავინ შეგედრება - კაცმა ცოლი მიიხუტა. ირაკლიმ ნაღვლიანი მზერით ჯერ მათ გახედა შემდეგ კი ნუცას რომელმაც წამით მისკენ მიიხედა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. თითქოს თვალებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ,რომ შეეძლო მათთაც ახლა ასეთი ურთიერთობა ჰქონოდათ.
- ცოლის და უკვე თუ მორჩი მუშაობას წაგიყვანთ- დათომ ნუცაას ყურადღება მიიქცია. უცებ საათს დახედა.
- იყოს არ მინდა წუთი წუთზე კონსტანტინე მოვა. - მისი სახელის გაგებისას ირაკლიმ კოპები შეკრა. დათოს ეს არ გამოპარვია და ტუჩის კუთხე ღიმილით გაეპო. ეზოში თეთრი აუდი შემოიჭრა.- აი ისიც- მისკენ მიანიშნა ნუცამ. მათთან ახლოს გააჩერა ბიჭმა მანქანა და სწრაფად გადმოვიდა.
- ეი ლამაზო შენი მანქანა უკვე მზად არის - გადმოსვლისას მისკენ წავიდა და ახლო მანძილიდან გასაღები გადაუგდო გოგოს. მანაც სწრაფად დაიჭირა. - გამარჯობათ - ბიჭი იქ მდგომებს მიუბრუნდათ.
- მე კონსტანტინე ვარ. ნუცას...
- ნუცას შემაწუხებელი მეგობარია - ჩაეჭრა დათო ლაპარაკში.
- რატომ ვარ შემაწუხებელი - ბიჭმა წარბები შეკრა.
- ადამიანს სულ უკან დასდევ და - დათომ ღიმილით ჩაილაპარაკა.
- იმიტომ რო მისი სიყვარული უნდა დაიმსახურო.- მხრებში გაიმართა ბიჭი. ნანამ და ზვიადმა ერთმანეთს გადახედეს ბიჭის სიტყვებზე შემდეგ კი იქვე მდგარ ირაკლის,რომელსაც მუშტები შეეკრა..
- გეყოფა - მხაზე ხელი დაარტყა გოგონამ კონსტანტინეს. - ჩვენ წავალთ - ნუცა დაემშვიდობა იქ მყოფთ.- იმედი მაქვს საოპერაციოში აღარ გიხილავ. - მზერა ირაკლის დაუბრუნა.
- თუ მხოლოდ ასე ხდება შენი ყურადღების მიქცევა მზად ვარ კიდევ რამე დამემართოს. - ტუჩის კუთხეზე ღიმილი გამოესახა. ნუცასგან მხოლოდ თვალების ატრიალება მიიღო და მანქანის კარები ჩასაჯდომად გამოაღო. ზვიადი და ნანაც მანქანაში ჩასხდნენ მხოლოდ ირაკლის და დათოს ელოდნენ წასასვლელად.
- ჰეი ცოლის დავ იცოდე ხვალ საღამოს არაფერი დაგეგმო. არ მაინტერესებს მე თუ გადამირჩი შენ დას ვერ გადაურჩები. - მიაძახა თითქმის უკვე მანქანაში მყოფ გოგოს მანაც ანიშნა ჟესტებით და ღიმილით ,რომ გასაგები იყო. კონსტანტინემ მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი თან რაღაცაზე წუწუნებდა. გოგონამ ძრავა დაქოქა და წასვლამდე კიდევ ერთხელ დაუქნია მანქანაში მყოფ ცოლქმარს ხელი. ირაკლიმ ცოტახანს კიდევ უყურა გასასვლელ გზას სადაც გაუჩინარდნენ. ბოლოს დათოს მიუბრუნდა.
- ამ ბოლოს რაღაცეებს მიმალავ. - თითი აუქნიაა ბიჭმა. დათოს სიცილი აუტყდა.
- მე და რამე მაიმუნობა? არა შანსი არაა. ხვალ საღამოს შენც დაპატიჟებული ხარ ცნობისთვის.ოჯახური ვახშამი რესტორანში მშვიდ და სასიამოვნო გარემოში. ჰომ კონსტანტინეც მოვა. ეს ბიჭი ჰომ მაგათი ცხოვრების ნაწილია - სხვათაშორისოთ ჩაურტყა ბიჭმა.
- მშვიდი და სასიამოვნო. ან ერთი სად ნახე ან მეორე. და რატომ შემჭამეთ უკვე ამ ბიჭით უნდა მოვკლა მაინცდამაინც?! - ჩაიდუდღუნა ირაკლიმ და წინა სავარძელზე ჩაენარცხა. დათომ გამარჯვებული ღიმილი მოირგო და მძღოლისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდა. მანქანა დაქოქა და იქაურობას ისინიც მოშორდნენ.
***
ბარის ერთ ერთ კუთხეში მაგიდასთან ნუცა იდგა. წინ ერთი ბოთლი ვისკი ედგა ნახევრად დაცლილი უკვე ცარიელ ჭიქასთან ერთად. ბოთლს ხელი მოკიდა და ჭიქაში ჩაასხა ცოტაოდენი ვისკი. შემდეგ ჭიქას წაეტანა თუმცა ვიღაცამ გამოსტაცა.
- ჰეი არ შეიძლება ამდენის დალევა ხვალ საავადმყოფოში ვერ შეძლებ მუშაობას. - კონსტატნინემ მის მაგივრად გადაკრა სასმელი და ცალი თვალი მოჭუტა მაგარი სასმელის მიღებისას. - რა გასმევს ამას?! ან როდიდან გახდი ასეთი მსმელი?!
- კოტეე...კოტიკოო...კონსტა... კონსტატნინე... როგორ გეძახის დედა? - მხიარულად დაიწყო გოგონამ ბიჭის სახელის სხვადასხვა ინტონაციით წარმოთქმა.ბიჭს სახეზე ხელი მიადო. პასუხს არ დალოდებია- არ მიყვარს დალევა ხომ იცი მაგრამ მეტისმეტია ყველაფერი ჩემთვის. ასე კი დავლევ და ცოტახნით დამავიწყდება და მიყუჩდება. აი აქ მტკივა.- მისი სახიდან ხელი ჩამოიღო და მკერდზე გულთან დაიდო. - მისი ახლოს ყოფნა მანადგურებს. სუსტი ვხდების მის გვერდით. მინდა მივიდე მოვეხვიო, ვაკოცო,ჩავეხუტო. რადგან მის უწიდელ ჭინკებს ვეღარ ვხედავ მის თვალებში. მისი ბრალია.
-შენ თუ მეტყვი პასუხს მოვთხოვ ყველაფერისთვის - ნუცას მის ნათქვამზე გაეცინა.
- მისი ერთი ხელის მოქნევა ხარ - კიდევ უფრო ახარხარდა გოგო. უცებ სიცილი შეწყვიტა. მაგიდაზე თავი დადო. - ძმაო რა ვქნა? - სივრცეში ყურებისას გააჟღერა გოგომ. ბიჭმა ყურები ცქვიტა.
- რა მითხარი? - ხელით შეანჯღრია გოგო,რომელმაც თავი მისკენ გადმოატრიალა.
- რა ვქნათქო?
- არა ეგ არა მაგის წინა.
- ძმაო?
- ჰო აი ეგ ზუსტად - ბიჭმა სიხარულით წამოიყვირა და ხელები ერთმანეთს შემოარტყა. - ჩემი ორი წლის დაუღალავი შრომის შედეგად დავიმსახურე დისგან სიტყვა ძმის დაძახება. სკამზე ბედნიერად დაეცა.- კიდევ დალიე რა. რაღაც სასმელი შენზე კარგად მოქმედებს.
- მასხარა ხარ. - ჩაეცინა ნუცას.- მნიშვნელობა არ აქვს მე რას ვიტყვი ფაქტია ისაა რომ ჩემი ძმა ხარ. შეიძლება შენი მშობლები არ მიყვარს მაგრამ შენ მართლა ძალიან მიყვარხარ. მიუხედავად იმისა, რომ ნერვებს მიშლი ხოლმე. მაგრამ ეს პატარებს გჩვევიათ.
- ანუ დღეიდან შემიძლია ვთქვა რო შენი ძმა ვარ და შენი რისხვის არ შემეშინდეს?- მის ნათქვამზე ორივეს გაეცინათ. - კარგი. რაც შეეხება თქვენ ორის ურთიერთობას. მე არ ვიცნობ მას არ ვიცი რა ადამიანია,როგორები იყავით ერთად რა გადაიტანეთ,მაგრამ მე შენ გიცნობ. ამ ორი წლის მანძილზე საკმაოდ კარგად გაგიცანი. შენ ის გიყვარს ე.ი ის ადამიანი ჩემგან მინიმუმ პატივისცემას იმსახურებს. გააკეთე ის რასაც გული გიკარნახებს. ათი წელი ცოტა არ არის საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნისთვის. თუ გაქვთ შანსი ერთად ბედნიერი იყოთ მაშინ აპატიე. ვიცი ძნელი იქნება პატიება მაგრამ გული ჰო ამას გეუბნება. რადგან მისგან ბევრი კარგი გახსოვს. დედასგან და მამასგან რომ გახსოვდეს რამე მათაც აპატიებდი. ელემენტარული ბიძიას და ბიცოლას მაინც დაუძახებდი. დაფიქრდი რომ არა ის სიტუაცია რაც იყო მე და შენ საზღვარგარეთ ვიცხოვრებდით. მამიდასგან და ლიზასგან შორს. შენ შეიძლება ვერც კი გაგეცნო ის ვინც ასე გიყვარს. ყველაფერი რაღაცის მიზეზი გახდა. მოკლედ ნუ დაივიწყებ რაც გააკეთა მაგრამ ნურც ისე იზავ რომ ბედისწერა გააბრაზო და ბედნიერება დაკარგო ის რასაც მთელი ათი წელი ელოდი. გულის ხმას მიყევი. - ჭკვიანური ლაპარაკი დაასრულა და სკამის საზურგეზე გადაწვა. - რა რთული ყოფილა ეს ძმობა და ჭკუის დარიგებები.- ისევ გაეცინა ნუცას. სკამიდან წამოდგა და ძმას ლოყაზე აკოცა.
- მადლობა ძმაო.
- კიდევ ერთხელ დამიძახე - სიხარულით წაოიყვირა ბიჭმა. - აუცილებლად ვეტყვი ლიზას ამას. ოხ როგორ გავაბრაზებ - ახლა იმ ბავშვს გავდა პატარა დის გასამწარებელი ამბავი რო აქვს და მომენტს ელოდებოდა.ნუცა მაგიდიდან ადგა და გასასვლელისკენ წავიდა. - მოიცა წაგიყვან სად მიდიხარ?
- გულის ხმას მივყვები- ბანცალით გაიარა რამდენიმე მაგიდა. კოტე უცებ წამოდგა, ხელი შეაშველა და მის გულის ხმის გაყოლაში დაიხმარე.
***
სადარბაზოში კარებთან ღრმად სუნთქავდა გამბედაობის მოსაკრეფლად.
- დარწმუნებული ხარ რო უნდა წავიდე?- კონსტანტინე ჩაეკითხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ დას.
- ჰომ გითხარი წადითქო- ხელი აუქნია ისე მისკენ არც გამოუხედავს.
- კარგი. - რამდენიმე კიბე ჩაიარა ბურდღუნით.- რა მენაღვლება მაინც ქმართან გტოვებ. - უკან აღარც მოუხედავს ისე დატოვა სიძის კარებთან და.
- მგონი არ უნდა მოვსულიყავი - ბოლოჯერ სცადა ნაბიჯი უკან გადაედგა თუმცა ზარზე დადებული ხელი შემთხვევით მიაჭირა. ხმის გაგებისას უცებ შეცბა. შეეცადა სადმე მიმალულიყო თუმცა კარების გასაღებად არავინ მისულა. ზემოთა კიბეზე მიმალული გაოცებული ჩამოვიდა და ზარი ამჯერად უფრო მკაფიოდ და მძაფრად დარეკა. კარებს ისევ არავინ აღებდა. ნუცამ სათადარიგო გასაღების სამალავი გამოხსნა და გასაღები სწრაფად მოარგო. დაუფიქრებლად შეაჭრა სახლში. შესასვლელშივე ქანდაკებასავით შედგა. ჩანთა ხელიდან გაუვარდა. როგორი ბნელი და მშვიდი იყო აქაურობა. შუქს ხელი მიკრა და სახლს ოდნავ ნათელი მოფინა. პირდაპირ ირაკლის საძინებელში შევარდა. იქაც ჩაბნელებულ ოთახს ნათელი მოფინა,თუმცა არავინ დახვდა. იქივე სიტუაცია იყო სამზარეულოსა და მისაღებში. სავარძელში მძიმედ ჩაენარცხა.
- სად ჯანდაბაში ხარ?- ჩაიბურდღუნა გოგომ. უცებ თავში გაელვებასავით ის ოთახი გაახსენდა,რომელშიც მხოლოდ ერთხელ შევიდა.ისიც ირაკლიმ შეიყვანა რათა მისი მშობლები სურათებით გაეცნო და რამდენიმე მოგონება გაეზიარებინა რაც ამ ოთახთან იყო დაკავშირებული. ფეხზე წამოხტა და ოთახის კარი შეაღო. სიბნელეს მხოლოდ ერთი წერტილი ანათებდა.მბჟუტავი სანათი მაგიდაზე მწოლიარეს თავზე დანათოდა. თავ ქვეშ ხელი შემოედო და მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა. თითქოს აქაურობა ეუცხოვა.თუმცა ჩამოწოლილ სიბნელეს მიაწერა და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა. ხელი გამომძიებლისკენ გასწია. თავზე ნაზად მიეფერა. შემდეგ თითები მის ლოყაზე წვერზე გადმოიტანა. მძინარესთან დაიხარა.ცხვირი ქმრის კისერში შერგო და სურნელი ღრმად შეისუნთქა.
- როგორ მომნატრებიხარ- თვალები ბედნიერების და მწუხარების ცრემლებით აევსო. - რატომ გაიმეტე შენი თავი და მეც ამ ტანჯვისთვის?! - წაიჩურჩულა გოგონამ მძინარის ყურთან. მისი ნახვით დამშვიდებული შეეცადა მშვიდად დაეტოვებინა სახლი და წასულიყო. შებრუნება სცადა თუმცა ჯერ ისევ მძინარეს ხელმა დაიჭირა.
- მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი ჩემს გარეშე. მე ხომ კინაღამ მოგკალი - ირაკლიმ თვალები გაახილა და თავი ასწია. მზერა ზურგ შექცევით მყოფ ცოლზე გადაიტანა,რომელიც ცრემლების გადაყლაპვას ცდილობდა. თვითონ კი ცოლის ხელის გულს ცერა თითით ეფერებოდა. გამომძიებელი სკამიდან წამოდგა.ცოლის ზურგს უკან დადგა. ლოყით მის თმებს მიეფერა. ცხვირი შიგ შერგო და იგივე გააკეთა რაც მისმა ცოლმა. სურნელით მთლიანად აივსო ფილტვები.
- მეც მენატრებოდი- ყურთან ჩასჩურჩულა გამომძიებელმა.ნუცა სწრაფად მობრუნდა და თავისუფალი ხელი მკერდზე ძლიერად დაარტყა.
- იდიოტი ხარ. სრული იდიოტი. ვერ გიტან. ვერც ჩემს თავს ვიტან შენნაირი ადამიანის შეყვარებისთვის ვინც ცოლი რეანიმაციაში მიატოვა მხოლოდ იმიტომ რომ თურმე მის გამო დაჭრეს. ჩემს ადგილას ერთი წამით წარმოიდგინე თავი?? რას ვგრძნობდი? როცა საყვარელი კაცის გვერდით დრომა მინდოდა სწორედ მაშინ გაქრი.- ხმას თანდათან უწევდა.
- შეგიძლია წარმოიდგინო მე რა ვიგრძენი მაშინ როცა ლამის სამჯერ ხელებში ჩამაკვდი? მაშინ ვთქვი რომ თუ გადარჩებოდი გაგიშვებდი.თვალს მოგაფარე მაგრამ გულიდან ვერაფრით გაგიშვი. - გამომძიებელი გოგონას ტუჩებთან ჩურჩულებდა. ნუცას ლოყებზე ცრემლებმა ნელი სვლა დაიწყეს. ნაბიჯებს უკან უკან დგამდა რათა ქმრის მწველი სუნთქვა უგულებელყო.
- საშინელი ადამიანი ხარ!- ხელი ისევ გაამზადა დასარტყმელად.ირაკლიმ ხელი დაუჭირა და კედელს მიამწყვდია.კედელზე ჩამრთველს ზურგით მიეყრდნო. მთელი ოთახი აკაშკაშდა. სინათლემ ბიჭს თვალები მოსჭრა და წამით დახუჭა. ნუცამ კი უფრო მკვეთრად გაახილა ქმრის წამით მოდუნებით ისარგებლა და ხელებიდან დაუსხლტა.შუა ცენტრში დადგა და კედლებს თვალი მოავლო. გამომძიებელი მშვიდად იდგა და ცოლის რეაქციას ელოდა.თითოეულ სურათს რამდენიმე წამი აკვირდებოდა და მასთან დაკავშირებულ მოგონებებს იხსენებდა.
- რამდენი წელი...
- ექვსი - დაბოლოება არ აცადა ისე გასცა პასუხი. - ბოლო ოთხი წელია რაც შენზე არაფერი ვიცოდი. აღარც დათო მეუბნებოდა რამეს შენზე.თავიდან მე არ ვუსმენდი შემდეგ კი თვითონ სპეციალურად მსჯიდა- სკამზე ჩამოჯდა და თავი ჩაღუნა. შეეცადა მდგომარეობა აეხსნა. - დედა მაიაც შენზე თვითონ არაფერს მიყვებოდა,როცა ჩემთან მოდიოდა საჭმელებით დატვირთული და გაბრაზებული სახით ადალაგებდა ხოლმე მაცივარში. ყავის დალევისას მხოლოდ რამდენიმე რჩევას მაძლევდა და წასვლისას გულში მიკრავდა.თუმცა სახეზე სიბრაზე არასდროს გადასვლია. მაგრამ არც შენზე დაცდენია სიტყვა - ახლაღა ასწია თავი და გოგონას შეხედა რომელიც კვლავ სურათებს აკვირდებოდა. ერთს მეტისმეტად დიდიხანი უყურებდა.
- აქ ყველგან ვიცინი. არც ერთ სურათში არ არის ის ტკივილი რასაც მაშინ განვიცდიდი. ყველას ეს ღიმილი ფარავას ასე რომ მასხარასავით ამიკრავს სახეზე.
- ტყუილია. ჩანს! ყველა შენი ღიმილის უკან ჩანს. ღიმილს კი არა თვალებს დააკვირდი. მე სწორედ იქ გიყურებდი და ყოველ ჯერზე უფრო მტკიოდა. არ ვიცოდი რა მექნა. გაგიშვი მაგრამ მაინც გტკენდი. ბოლოს გადავწყვიტე შენთვის სრულიად დამენებებინა თავი მაგრამ რამდენიმე დღის წინ საოპერაციო მაგიდაზე აღმოვჩნდი პირდაპირ შენს ხელებში. რა ცინიკურად გვეთამაშება არა ბედი- ირონიამ გადაკრა სახეზე ბიჭს. სკამიდან წამოდგა და ნუცას მიუახლოვდა. მკლავებში ხელები ჩაავლო და თავისკენ მოაბრუნა. ორივე ხელში ცოლის სახე მოიქცია ცერა თითებით ცრემლები მოწმინდა. შუბლი შუბლზე მიადო.- ყოველი საღამო შენთან ლაპარაკით სრულდებოდა და ყოველი დილა შენთან ერთად თენდებოდა. ხედავ მაგიდაზე ჩვენი ქორწილის დღეს გადაღებული შენი ფოტო მიდევს სადაც ბედნიერი ხარ და თვალებით ამას ასხივებ. ყოველ დილით მას ვუყურებ რომ ცხოვრება განვარძო.ყოველ საღამოს კი შენს უსიცოცხლო თვალებს რომ ხელმეორედ მოვკვდე.ღამით მკვდარი დილით შენვე მაცოცხლებ. დავიღალე უშენობით - ცხელი სუნთქვა შეატოვა ტუჩებთან. ცდუნებას ვერც ერთმა გაუძლო. გამომძიებელი გოგონას ათრთოლებულ ტუჩებს ნელა მელასავით მიეპარა. როცა პასუხი მიიღო კოცნა უფრო მკვეთრი და მგრძნობიარე გახადა. გოგონაც აჰყვა ამდენი ხნის მოთოკილ გრძნობებს და წამში გაწვიტა ის ძაფი რითიც ამაგრებდა. პერანგის რამდენიმე ღილი შეხსნა ცოლს. თვალები გაუფართოვდა. აცახცახებული ხელი ნუცას ყელისკენ წაიღო.ყელსაბამზე შებმული ორი ბეჭედი თითებს ზემოდან მოიქცია.- ესენი ისევ გაქვს! - ტუჩის კუთხე ღიმილმა გაუპო.
- ერთი ძალიან ცუდი თვისება მაქვს. ვერასდროს ვიშორებ იმ ნივთებს რაც ტკივილს მაყენებს. - ღიმილმა გაიკრთო გოგონას სახეზეც. - თან ორივე ძვირფასია.
- ამაში ნამდვილად ვგავართ ერთმანეთს. - მაისურის შიგნიდან თავისი ბეჭედი ამოიღო. - ეს ისაა რაც შენთან მჭიდროდ მაკავშირებს. შენი წასვლის მხოლოდ ეს დამრჩა ჩვენგან. ნუცამ ყელსაბამი მოიხსნა. გამომძიებელს ხელზე ხელი მოკიდა და ორივე ბეჭედი ხელის გულზე დაუდო.
- ეს ქორწინება სულაც არ იყო ბედნიერი. მოდი განვქორწინდეთ.- მისი სიტყვებით გაოცებული ქმარს გვერდი აუარა და ოთახი დატოვა. მისაღებში დაგდებული ჩანთას ხელი დაავლო და კარები გამოხსნა.
- კარგი - მოესმა ხმა ოთახიდან. თვალები ძლიერად დახუჭა და მოწოლილი ცრემლი კვლავ დაეშვა ექიმის ლოყაზე. კარები ხმაურით დაკეტა. ოთახში კი სკამზე მძიმედ ჩაეშვა გამომძიებელი. ხელის გულზე დადებულ ორ ბეჭედს თავისიც დაუმატა და სამივეს ძლიერად მოუჭირა ხელები.

~25~ (დასასრული)
ისე  ძლიერად უჭერდა ბეჭდებს ხელის გულები აეწვა. მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფი გახსნა და ერთი ღერი ამოაძვრინა. პირთან მიტანილი ღერი ნერვიულად მოკუჭა და მაგიდაზე მიაგდო. ფეხზე სწრაფად ადგომისას სკამი გადააბრუნდა.ოთახიდან გავარდა და ცოლს უკან დაედევნა. კიბეები უკან მოუხედავად ჩაირბინა. დღეს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ან სამუდამოდ დაშორდებოდნენ ან სამუდამოდ ერთად იქნებოდნებ. სადარბაზოდან შეშილილივით გავარდა.სახეზე წყლის ცივი წვეთები ეცემოდა. ყველა მხარეს ერთდროულად დაიწყო ყურება. გაჩერების გვერდით მგომი შენიშნა. წვიმა მასაც ისევე ასველებდა. მოფუზული წიწილასავით იდგა და აზრად არც მოსვლია წვიმას გარიდებოდა. ირაკლი სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მკლავებში ხელები ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა. ძლიერად მიიკრა სხეულზე. ხელის შეხების მომენტიდანვე დაუარა სხეულში ცხელმა ელვამ გოგონას.
- ჰომ მითხარი მოვსულიყავი და ჩაგხუტებოდი მაშინ როცა ცუდად ვიქნებოდი. ცუდად ვარ... რა გინდა ჩემგან?რა გავაკეთო?  - სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა.
- ამიერიდან შენგან აღარაფერი მინდა. საერთოდ აღარაფერი!- ნუცა ქმარს მოშორდა. გამომძიებელმა კვლავ სხეულზე აიკრა.- რა გინდა ჩემგან? რა? - მკერდზე ხელები რამდენჯერმე დაარტყა.- თქვი თუ რამის თქმა გინდა თქვი! მაგრამ არაა არ იტყვი. გინდა მე გითხრა? "გაგიშვი იმიტომ რომ არ მინდოდა ჩემს სიბნელეში ყოფილიყავი" აი რას იტყვი. - ხელი კრა და ქმრის სხეული მოიშორა.- რა ასე არ არის?
- ამას შენ ამბობ.
- მაგრამ ჰომ მეთანხმები. რადგან იოლია ასე გაექცე ყველაფერს. იმდენი ხანი იყავი მაგ სიბნელეში მარტო რომ იქ ყოფნა მოგწონს. რადგან ასე უფრო იოლია. შეიძლება მშობლები წაგართვეს და ცხოვრება გაგინადგურეს მაგრამ მე ყველაფერს დავთანხმდი. არ მინდოდა სიბნელეში მარტო  დამეტოვებინე მაგრამ შენ რა ქენი? ადექი და მიმატოვე. რატომ? იმიტომ რომ ასე მარტივი იყო.  რადგან თავს იქ ძლიერად გრძნობ.გგონია მარტივი იყო იმ ყველაფრის მერე ახლიდან ცხოვრების დაწყება? არა არ ყოფილა. და არც დამიწყია.  დღეები ერთმანეთს მისდევდა და ვითარდებოდა, მაგრამ მე იმ დროში გავიყინე სადაც ჩვენ ერთად ვიყავით.  - ერთმანეთის თვალებში ჩამდგარ ცრემლებს შეჰყურებდნენ.- შენთან ერთად ყველაფერისთვის მზად ვიყავი. შენთან ერთად და არა შენს გარეშე. - მკერდზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი. ირაკლიმ კვლავ მკლავებში ჩაავლო და მოფართხალე ცოლი ძლიერად მიიკრა. - იცი ის პატარაა გოგო ჯერ კიდევ თეთრი კაბით ტრიალებს სარკესთან და გულის ფანცქვალით ელოდება როდის გახდება შენი ცოლი.მე იდიოტი ჯერ კიდევ შენთან ერთად ყოფნაზე ვოცნებობ,როცა შემეძლო ამ 10 წლის მანძილზე ვინმეს სხვისი ცოლი ვყოფილიყავი.- უცებ პირზე ხელი ააფარა.თავი თავზე მიადო და თვალები ძლიერად დახუჭა.
- გთხოვ მეტი აღარაფერი თქვა- ჩაიჩურჩულა ნუცას ტუჩებთან.- შენი წარმოდგენაც კი  სხვის მკლავებში ჭკუიდან მშლის. მაგიჟებს. წყობიდან გამოვყავარ.- გოგონას თვალებზე ცხელი კოცნა შეატოვა. შუბლი შუბლზე მიადო და გაირინდნენ. წუთიერი დუმილის შემდეგ ჩაიჩურჩულა-   გთხოვ არ წახვიდე.
- უკვე გვიანია. - ქმრის ხელებიდან გაქცევა უნდოდა. გონება ერთს უკიოდა გული კი მეორეს. - წასვლა მე არასდროს მდომებია. შენ გამაგდე.
- დარჩი!- კიდევ ერთხელ შეეცადა ირაკლი ნუცას დათანხმებას. ცოლის ტუჩებს გაეთამაშა.
- არ შე...- მთელი სხეული  და შინაგანი სამყარო მოჰკიოდა "დარჩი"-ს.
- დარჩი!- ისე ჩუმად ჩაილაპარაკა ძლივს მისწვდა ნუცას ჩახშულ გონებას.ერთი ხელი უკეთ მოათავსა ცოლის წელზე, მეორე კი მის კისერზე და ტუჩებს მბრძანებლურად დაეპატრონა. ნუცას დიდად არ გაუპროტესტებია. დაიღალა ამდენი წელი უარყოფით. და დაჰყვა ნებას რომელიც ამდენი წელი სულს უღრნიდა.
******
თბილს სხეულს ერთიანად იყო ჩაბღაუჭებული. თვალები ნელნელა გაახილა. ჯერ მძინარე ქმარს ახედა და სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადაკრა. ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დაწვდა და საათს დახედა. ჯერ მხოლოდ დილის 8 საათი იყო. ფრთხილად გამოეცალა საწოლიდან. იქვე დაგდებულ ქმრის პერანგს ხელი დაავლო და ჩაიცვა. ფეხშიშველი ოთახიდან გაიპარა. სამზარეულოში რამდენიმე ჭიქა წყალი დალია.
- როგორც ჩანს პახმელია მაინც მცოდნია - ყრუდ თავის ტკივილიც იგრძნო. ჭიქა მაგიდაზე დადგა და იმ ოთახისკენ წავიდა სადაც მისი სურათები იყო განთავსებული. კარი ფრთხილად შეაღო. კვლავ იგივე შოკი მიიღო რაც პირველი დანახვისას. იმ სავარძელში ჩაჯდა, სადაც წინა ღამით მძინარე ქმარს წააწყდა. მაგიდაზე დაგდებულ ვისკის ჭიქასთან მიგდებულ სიგარეტს ამაზრზენად შეხედა. შემდეგ ქორწილის სურათს გახედა, რომელიც მაგიდას ამშვენებდა. სურათზე ირაკლი მის ხელს ბეჭდით ამკობდა. ორივე ერთმანეთს სიყვარულით სავსე მზერით შეჰყურებდა.ფოტოს მოეფერა. ოთახის ზღურბლზე ირაკლის ფეხის ხმა გაიგო.- ბედნიერები ვიყავით ამ მომენტში.
- შეგვიძლია ისევ გავიმეოროთ. - ჩაცინება იგრძნო ხმაში ნუცამ. მასაც ჩაეღიმა. -მართალია ბეჭედი დამიბრუნე მაგრამ რაღაცის მოფიქრება შეიძლება. - მიუახლოვდა. მასთან ახლოს დაიხარა და ცხვირი კისერში შერგო.
- მაშინ ჩემი ქმარი არც სვავდა და არც ეწეოდა. ახლა უკვე დავფიქრდები შემოთავაზებაზე დათანხმება ღირს თუ არა. - უკან შებრუნდა და გამომძიებელს თვალებში ჩახედა.
- ბევრი მავნე ჩვევა ავიკიდე- გვერდულად ჩაიღიმა. გოგონასაც ჩაეღიმა მის სიტყვებზე. წარსული წყენა თითქოს სადღაც კუთხეში მიიკუჭა. ბედნიერების ჰორმონი გამოჩენის უფლებას არ აძლევდა.
- ჩემი წასვლის დროა.შხაპს მივიღებ და წავალ- ფეხზე წამოდგა და ირაკლიც ადგა მასთან ერთად. ნუცამ თვალი სისხლიან დოლბანდს მოკრა.- სისხლი გამოგსვლია- დაიხარა და ჭრილობასთან რამდენჯერმე ფაქიზად შეეხო.- ჯერ ჭრილობას დაგიმუშავებ. ირაკლიმ ხელი ხელზე მოკიდა და თავი ააწეევინა.
- ჯერ შხაპი მივიღოთ ერთად და მერე მოგცემ უფლებას მიხედო ჩემს ჭრილობას. - ვნებიანად დაწვდა ალუბლისფერ ტუჩებს.
- ირაკლი! - შეეცადა მკაცრად ეთქვა.
- გასაჩივრებას... არ... ექვენდებარება...- კოცნებს შორის აკვეხებდა სიტყვებს. უცებ ხელში აიტაცა და ზურგზე შეისვლა აწივლებული ნუცა.
- იდიოტო დამსვი ჭრილობა-ზურგზე ხელებს ურტყავდა,თუმცა ბიჭისთვის ბუზის ნაკბენივით იყო. მთელ სახეს ღიმილი უფარავდა და აბაზანისკენ მიჰყავდა საყვარელი ცოლი. ჭრილობისგან მიყენებულ ტკივილსაც კი არ აქცევდა ყურადღებას. - ჭრილობა გაგეხსნება.
- ექიმი ცოლი მყავს - სიცილით წამოიძახა გამომძიებელმა.
- ჭრილობა რო გაგეხსნას და გაგირთულდეს გეფიცები ხელს არ მოგკიდებ- მუქარა გააჟღერა ნუცამ და ბრძოლა შეწყვიტა რადგან ირაკლი მის დასმას არ აპირებდა.
მაინც როგორი ძლიერია ქალი როცა უყვარს და რამდენად სუსტია საყვარელი მამაკაცის წინაშე. სიყვარულმა გააძლებინა ამდენ ხანს და მანვე მისცა დანებების უფლება. ირაკლისთან დიდად სიჯიუტე არც გასდიოდა.
*****

საავადმყოფოს მიმღებში მყოფ ექთანს თავაზიანად მიესალმა ნუცა. მისგანაც ანალოგიური პასუხი მიიღო. კაბინეტამდე რამდენიმე კოლეგას შეეჩეხა. ყველას უკვირდა. პირველად ნახეს ნუცა ასეთი ბედნიერი ღიმილით.
კაბინეტში შევიდა.მაგიდაზე გაღიმებულმა ჩანთა დადო.მოსაცმელი გაიხადა და  იქ არსებულ კარადაში შეკიდა. შემდეგ კი თეთრი ხალათი მოიცვა, რომელსაც ზედ დაწერილი "მთავარი ქირურგი- ნუცა ხვედელიძე" ამშვენებდა. კაბინეტი დატოვა და დერეფანში სიარული დაიწყო. თავმა ისევ შეახსენა გუშინდელი სიმთვრალე.  კაფეტერიას მიაშურა მაგარი ყავისთვის,რომელიც სრულიად საკმარისი იქნებოდა მისთვის და თავიც გაუვლიდა. შესაკვეთად მისულს თქმაც არ დასჭირდა ისე დაუდეს დიდი ფინჯანი ყავით სავსე. მხოლოდ ღიმილი გაცვალეს. ნუცამ ჭიქას ხელი დაავლო დაა ფანჯარასთან მაგიდა მოძებნა. წვიმა ჯერ ისევ ასველებდაა მიწას. წვიმიანი ამინდის მიუხედავად  მშვენიერ ხასიათზე დადგა. მინაზე წვეთებად მიედინებოდა და ერთმანეთს უერთდებოდნენ ბოლოს. ტუჩის კუთხეში ღიმილმა გადაკრამ ფინჯანი ცხვირთან მიიტანა დაა შეისუნთქა.შემდეგ ერთი ყლუპი მოსვა და ისევ გარეთ დაიწყო ყურება. ჯიბეში ტელეფონმა არსებობა შეახსენა. უცებ ამოიღო დახედა და ღიმილით უპასუხა.
- გისმენ დე.
- დედი კარგად ხარ? ალექსანდრემ მითხრა რომ გუშინ ერთად დალიეთ.
- ჭორიკანა- გოგონამ კბილებიდან გამოსცრა.
- დავაცდევინე- ქალს სიცილი აუტყდა. ნუცასაც გაეცინა.
- ჰო თორე ისე ენაზე ადგება რამე.
- საავადმყოფოში ხარ? საჭმელი ჭამე? - ნერვიულობა იგრძნობა დედის ხმაში.ნუცამ ყავას დახედა და ტყუილის თქმას აპირებდა თუმცა დედამისმა დაასწრო- ისევ მხოლოდ ყავას სვავ? - ახლა მაიას ხმაში სიმკაცრე ერია.
-ეეეფცი! -ნუცას უცებ დაამცხიკინა.
- აი დაამტკიცე.
- უფრო გავცივდი. წვიმაში მოვყევით მე და ირაკ..- უცებ ტუჩზე იკბინა. მეორე მხარეს ქალი გაირინდა. ისე იქცეოდა თითქოს არ იცოდა, რომ გუშინ ირაკლისთან მიიყვანა ალექსანდრემ. - ეეფცი!- კიდევ ერთხელ დააცემინა. - ჯანდაბა გუშინ ირაკლისთან ერთად ვიყავი.
- ვიცი - გაიღიმა მეორე მხარეს მყოფნა ქალმა.- შერიგდით?
- რაღაც ეგეთი. თუმცა ბეჭდები დავუბრუნე და განქორწინება ვთხოვე- შუბლი მოიქექა ნუცამ. ქალი მეორე მხარეს ხმას არ იღებდა. - დედა?
- ჩემი დამოკიდებულება ჰომ იცი? მე არც შენი წასვლის შემდეგ შემიწყვეტია მასთან კონტაქტი და არც შენი დაბრუნების შემდეგ თუმცა ყოველთვის გრძნობდა იმასაც რომ მიყვარს და იმასაც თუ რამდენად ვბრაზობდი მასზე. დედაშენი ვარ და უნდა ვუბრაზდებოდე და ასეც არის მაგრამ მისი დედაც ვარ.
- დედაა...- თვალები ცრემლებით აევსო.- სწორედ ამიტომ მიყვარხარ ასე ძალიან და მადლობელი  ვარ ბედის იმით რომ დედაჩემი სწორედ შენ ხარ.
- ორივე ძალიან მიყვარხართ. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ მე თქვენს გვერდით ვარ. ეს თქვენი ცხოვრებაა. მე მხოლოდ ეს შემიძლია სხვა სახის ჩარევა ჩემგან ზედმეტი იქნება. ვენდობი თქვენს გადაწყვეტილებას.
- მადლობა დე- სიხარულით თვალები გაუბრწყინდა ნუცას. ბოლომდე არაფერი ქონდა გადაწყვეტილი თუმცა დედის გვერდით დგომა ძალას აძლევდა.
- კარგი საღამოს ვახშამზე არ დააგვიანო. და საჭმელი ჭამე- მკაცრი ტონი გაურია ისევ ბოლოს.
- კარგი- სიცილით წარმოთქვა. ტელეფონი გათიშა და ისევ ჯიბეში ჩაიდო. გაღიმებულმა გაიხედა გარეთ და მოცეკვავე წვიმის წვეთებს გახედა.
- ნუცა- უცაბედმა გაოცებულმა ხმამ და მხარზე შეხებამ შეაცბუნა ექიმი. ხმისკენ შემობრუნდა.
- დიმა- სახე გაუნათდა გოგოს. ბოლოს წლების წინ განყოფილებაში ნახა. მისი ნახვა მართლაც გაუხარდა.როგორც ჩანს მისდამი წყენაც უკვალოდ გამქრალიყო.ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოდგა. ბიჭს გადაეხვია.
- ღმერთო რამდენი ხანია არ მინახიხარ. ძლივს გიცანი. შეცვლილხარ. უფრო გალამაზებული ჩამოყალიბებული ქალი ხარ.
- მადლობა- ბედნიერმა ღიმილმა გადაკრა ძველი ნაცნობის დანახვისას.- დაჯექი ყავა დავლიოთ ერთად.
- დიდი სიამოვნებით. - ნუცამ ჟესტებით კიდევ ერთი ყავის შეკვეთა მისცა და უკვე მის წინ მოთავსებულ სტუმარს მოუბრუნდა.
- გამიხარდა შენი ნახვა.
- მეც ძალიან. სრულიად შემთხვევით მოგკარი თვალი და თავს ვარწმუნებდი მეშლებათქო. როდის ჩამოხვედი? აქ მუშაობ? ოოჰ მთავარი ქირურგი. ძალიან გაიქაჩე გოგონავ. - სიცილით მხარზე ხელი დაადო კვლავ.
- თვეზე მეტია.ჰო რაღაც ასეთია.- ჩაეცინაა ნუცასაც. - შენ რა გინდა აქ?
- დღეს ჩემმა ცოლმა იმშობიარა. მძიმე მშობიარობა გადავიტანეთ. ახლა ვიფიქრე ყავას დავლევ გონს მოვალთქო და შენ შეგხვდი.
- ვაა დიმა გაგოშიძემ ცოლი მოიყვანაა?! - ჩაიცინა გოგონამ და ყავა მოსვა. ბიჭსაც დაუდგეს მისთვის განკუთვნილი ფინჯანი წინ. - გილოცავ გოგო გყავს თუ ბიჭი?
- პატარა მოცუცქნული გოგოა. - ჩაეცინაა დიმას თითქოს თვალწინ პატარას მიეფერა. - ჩვენი პირველი შვილია. ჩემს ცოლს შენც კარგად იცნობ.
- მართლა? - გაოცებულმა დაჭყიტა თვალები.
- სკოლაში შენ და ნინი მეგობრები იყავით.- გვერდულად ჩაიღიმაა და ყავა მოსვა.
- შენ და ნინი? - ნუცამ პირი დააღო.- ეჭვი მქონდა რომ მას ყოველთვის მოსწონდი. - ჩაიცინა გოგომ.
- მართალია. მაგრამ სკოლაში შენით ვიყავი დაბრმავებული და ვერავის ვამჩნევდი. - ნუცა უხერხულად შეიშმუშნა.
- შემდეგ კი ორივემ ჩვენი გზა ავირჩიეთ.
- ჩემი სისულეელების გამო. თუმცა მიხარია წლებმა წყენა დაგავიწყა.- ამაზე ორივეს გაეცინა.
- როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა? - ინტერესიანი თვალები მიაპყრო ბიჭს.
- რამდენიმე წელი რუსეთში ვცხოვრობდი. იქ არსებულ მამაჩემის ბიზნესს ვხელმძღვანელობდი. ორი წლის წინ ჩამოვედი. შემთხვევით შევხვდი და ჩვენი ურთიერთობა აეწყო. აი ახლა უკვე შვილიც გვყავს.
- ძალიან კარგი მართლაა ძალიან გამეხარდა - ნუცამ ხელი ხელზე შეახო და ჩაუღიმა. - ნინის მოგვიანებით ვინახულებ სანამ გაწერენ.
- გადავცემ. შენ და გამომძიებელი?
- ჩვენი საქმე უფრო რთულად არის. მეც არ ვიცი ჩვენს სიტუაციას რა დავარქვა.
- ბოლოს მაინც ერთად იქნებით- დიმას სახეზე ღიმილმა გადაკრა.
- შენგან ამ სიტყვების მოსმენა ცოტა არ იყოს უცნაურია. - ჩაიცინა ექიმმა.
- რამდენიმე წლის წინ მეც გამიკვირდებოდა.- ზურგს უკან ექთანი მიუახლოვდა.
- ნუცა ექიმო- ორივემ ექთანს ახედა.- სასწრაფოდ საოპერაციოში ჭირდებით.ნუცა უცებ წამოდგა ფეხზე.
- ახლავე მოვდივარ- ექთანი მათ მოშორდა- მაპატიე დიმა უნდა წავიდე.
- არაუშავს- გაუღიმა ძველ სიყვარულს ბიჭმა. ერთმანეთს გადაეხვივნენ.
- ნინის ჩემსაგივრად მიულოცე და გადაეცი რომ მოვინახულებ მასაც და მის პატარასაც.
- გადავცემ.
  ნუცამ გაუღიმა და კაფიდან  სირბილით გაიქვა საოპერაციოსკენ.
*****
რესტორნის ერთ ერთი დარბაზი მთლიანად ოჯახური ვახშმისთვის დაჯავშნეს. დათო ლიზას მიუახლოვდა.
- დარწმუნებული ხარ რომ კარგი იდეა ყველას ერთად აქ თავ მოყრა?
- საიდანმეე ჰომ უნდა დავიწყო დალაგება. ყველაზე მეტად თავს დამნაშავედ შენს ძმაკაცსა და ნუცას წინაშე ვგრძნობ. მე შევუჭამე ნუცას გული რო საზღვარგარეთ წასულიყო. ფაქტიურად მათი დაშორება ჩემი ბრალია. აქ რომ დარჩენილიყო ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. - თავი ჩაღუნა დამნაშავემ.
- არა ვაღიარებ მწარე ენა კი გაქვს- ლიზასგან კოპების შეკვრა და მკლავზე მირტყმა მიიღო-  მაგრამ იმ მომენტში ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა. მთავარია ახლა რა მოხდება.
- შენი აზრით შერიგდებიან?  არ მინდა მთელი ცხოვრება ასე იტანჯონ და მე ბედნიერი ვიყო. სინდისი არ მომცემს ამის საშუალებას- სკამზე დაენარცხა გოგო.
- პატარავ -მასთან ჩაიმუხლა დათო. -ვფიქრობ რომ შერიგდებიან. ჰომ იცი როგორები არიან ცალცალკე იყვნენ კილომეტრები აშორებდათ და მაინც ერთად იყვნენ სულიერად და რადგან ახლა მანძილიც შემცირდა დამიჯერე უერთმანეთობას ვერ აიტანენ- ნიკაპზე თითები ჩაავლო და შეეცადა გაეღიმებინა რაც გამოუვიდა კიდევაც.
- მითქვამს რომ მიყვარხარ? - ლიზამ საქმროს ლოყას ვნებიანად აკოცა.
- კი მაგრამ მიყვარს როცა ამას მიმეორებ ხოლმე - კნუტივით გაინაბა დათო. ლიზასგან მსუბუქი მირტყმა ისევ მიიღო.- იმედია ყველაფერი წარმატებით დასრულდება- თვალი მოავლო დარბაზს და შემოსასვლელ კარს საიდანაც შემოვიდოდა პრობლემების თავი და ნუცას რეაქციაზე იყო დამოკიდებული როგორ დამთავრდებოდა საღამო.
*****
საავადმყოფოდან ნუცა დაღლილი სახით გამოვიდა. ხუთ საათიანი ოპერაციის შემდეგ სახეზე დაღლილობა ეწერა. კიბეებს ნელნელა თავჩახრილი ჩაუყვა. უცებ შეჩერდა და წინ მდგომს ახედა. მანქანაზე მიყუდებული ქმარი შენიშნა რომელიც მოთმინებით ელოდა.
ნუცას დაღლილ სახეზე ღიმილი გამოესახა.
- რესტორანში თქვენი კავალერი ვიქნები მის- თავი თეატრალურად დახარაა და მანქანის კარები გამოუღო.
- რესტორნისთვის გამოწყობილი ნამდვილად არ ვარ- დაღლილმა ჩაიღიმა.
- კონკიავ თქვენი ნათლია აქ არის.- სიცილი ვერ შეიკავა გამომძიებელმა. უკანა კარებიც გამოაღო და რამდენიმე ყუთი შენიშნა ექიმმა.
- ეს რა არის?- მიუახლოვდა მანქანას.
- გამოიცვალე - თავით ანიშნა მანქანაში შესვლაზე. ნუცაც დაემორჩილა და შიგნით შეძვრა. ირაკლიმ კარები მიუხურა და ჩაღიმებული ჩაჯდა მანქანაში. მანქანაში გამოიცვალა რამდენიმე წამში ნუცამ და წინ ირაკლის გვერდით გადავიდა.
- ნამდვილად არ მაქვს ამის თავი მაგრამ ლიზას ამბავი ყველამ ვიცით - კომფორტულად მოთავსდა წინ და ღვედიც დაიმაგრა. ირაკლიმ სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან და ტუჩებს შორის მოიქცია ღერი სანამ სანთებელას მოძებნიდა რამდენიმე წამში ნუცამ პირიდან გამიაძრო  და ხელში ჩაიკუჭა - პირველ რიგში ამ ჩვევას მოიშლი. - მის კატეგორიულობაზე გამომძიებელს სიცილი აუტყდა.
- როგორც ჩემი ცოლი ინებებს. - საჭეს ჩააფრინდა და გზა განაგრძო.
- შეგეძლო იმ დღეს შეგეჩერებინე. იმ ღამეს სახლში რომ დავბრუნდით ლიზა ჩემს დათანხმებას ცდილობდა წასვლაზე.ჩვენს ბინასთან ჰაერი შენი სუნით იყო გაჟღენთილი. ვიგრძენი,რომ იქ იყავი. ვიფიქრე თუ გაგრძნობინებდი, რომ საბოლოოდ წავიდოდი ნაბიჯს გადმოდგამდი, მაგრამ შენ პირიქით უკან წახვედი. ამან საშინლად გამაბრაზა და მართლაც წავედი.
- ანუ გამოდის, რომ იცოდი მაშინ ჩემი იქ ყოფნის შესახებ.- გზიდან მზერა ცოლზე გადაიტანა.
- მხოლოდ შენ არ გაქვს კარგი ყნოსვა. - გოგონას ხმაში ღიმილი შეეპარა.
- მართლა იდიოტი ვარ- საჭეს ხელი დაარტყა გამომძიებელმა. - მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ცვლის რომ ყველაფერი ჩემი ბრალია.
- თუ მხოლოდ თავის დადანაშაულებას აპირებ ჯობს სადმე ჩამომსვა და ერთმანეთი აღარ ვნახოთ. თანაც ისედაც გეყრები.დილანდელს  კი წუთიერ სისუსტეს მივაწერ- სავარძელში გაიფხორა ნუცა და გზის ყურება დაიწყო.
- ეს სულაც არ იყო წუთიერი სისუსტე - ეშმაკურად ჩაიცინა ბიჭმა. -და განქორწინების საბუთს ხელს არ მოვაწერ რამდენიც გინდა იმდენი ილაპარაკე. - საჭეს ცალი ხელი  მოხსნა და მისას ჩაეჭიდა.
- შენი ხელმოწერის გარეშეც მოხდება ბოლოს გაყრა.დროის ამბავია - ნუცაც არ ცხრებოდა თუმცა ქმრის ხელს ძლიერად უჭერდა,რომელთანაც განქორწინებას აპირებდა თუმცა ხელის შეშვებას არც კი ფიქრობდა.ექიმის სიამაყე მიგდებული გაბრაზებული შესცქეროდა სიყვარულს დანებებულ ქალს. რომელსაც ამდენი ტანჯვაა მობეზრდა და გადაწყვიტა ყოველთვის იმ ადამიანის გვერდით ყოფილიყო ვინც უყვარდა. ასეთია სიყვარული თან გტკივა და თან ბედნიერებას განიჭებს. ჯობს საყვარელი ადამიანის კლავებში მოკვდე, ვიდრე მისგან შორს.
- მაშინ ხელმეორედ მოგიყვან ცოლად. - მკაცრად გააჟღერა ირაკლიმ.
-უკვე გითხარი  არ ვაპირებ - სიცილი აუტყდა ნუცას. ირაკლიმ მზერა მასზე გადმოიტანა.
- მხოლოდ ორი ვარიანტი გაქვს ან ჩემი ცოლი იქნები და არ გამეყრები ან ხელმეორედ გამომყვები ცოლად. - წარბი აუწია მკაცრად.
- მესამე ვარიანტის დამატება შეიძლება - სიცილს ვერ იკავებდა ნუცა.
- სხვა ვარიანტები არ განიხილება.- მესაკუთრედ დაწვდა ცოლის ტუჩებს. თან ცალი თვალი გზისკენ ეჭირა.
- და... იქნებ... მაინც... ჩავამატოთ..- კოცნებს შორის სიტყვებს სიცილით ისროდა.
- ნწ...- უარყოფითად გაუქნია თავი და ალუბლისფერი ტუჩების მოწყდა.
******

ორივე რესტორნის შესასვლელში იდგა. ფიქრობდნენ რას იტყოდნენ მათ ამბავზე. იყო კი ვინმე მათ ირგვლის ვისაც ეს ამბავი არ გაახარებდა?! ღრმად ჩაისუნთქეს ერთმანეთს გახედეს და ვიაიპ დარბაზისკენ წავიდნენ, სადაც მხოლოდ მათი ოჯახისთვის იყო დაჯავშნული.
-ჰეი ლამაზო-ზურგს უკან ნუცას კონსტანტინეს ხმა მოესმა. მისი დანახვისას ირაკლიმ თვალები აატრიალა.

- ან დათოს მოვკლავ ან ამას- ჩაილაპარაკა თავისთვის.ნუცამ მისი ნათქვამი გაიგო და ჩაიცინა. მიხვდა,რომ მისმა ქმარმა ჯერ კიდევ არ იცოდა ვინ იყო ალექსანდრე. ბიჭი ნუცასკენ გადმოიწია საკოცნელად.ძლიერად მოეხვია.

-უკვე მომენატრე -მხიარულად გახედა დას.

-მეც- ნუცამ ლოყაზე უჩქმიტა. - წამო შევიდეთ გველოდებიან.-ნუცა მოსცილდა ორივეს. კოტეც მის მიდევნებას აპირებდა მაგრამ გამომძიებელმა შეაჩერა.
-არავინ გაგვაცნო ერთმანეთი ოფიციალურად.-ირონია გაურია ხმაში- ნუცას ქმარი ირაკლი მაისურაძე.-ხელი გაუწოდა ბიჭს მანაც მხიარულად ჩამოართვა თუმცა პასუხად ძლიერი ჩაჭიდება იგრძნო.ირაკლიმ თავისკენ ახლოს მოსწია და ყურთან უჩურჩულა- ვერ ვიტან როცა ჩემს ცოლს უცხო ასე ექცევა.
-ჰეი ძმაო დამშვიდდი -სიმწრის სიციილი აუტყდა ბიჭს.-მგონი ახლა ჩემი თანადგომა დაგჭირდება. ცოლის ძმის მხარში დგომა მაინც სულ სხვაა.-კოტემ მხარზე ხელი დაკრაა და მისი სიტყვებით გაოცებულ სიძეს ხელი გამოაცალა.
-მოიცა რაა? ნუცას ძმაა? კონსტანტინეე...ღმერთო რა იდიოტი ვარ. -თმა უკან გადაიწიაა.
-კიდევ კარგი გითხარი თორე ხელს მომამტვრევდი - სიცილი ატეხა ბიჭმა-ასე გააგრძელე- მხარზე ხელი დაარტყა მეგობრულად ისევ გამომძიებელს.-დაიცავი ის ყველასგან. წამო შევიდეთ. ლაპარაკისთვის მთელი საღამო გვაქვს. შენი გაცნობა უფრო ახლოს მინდა. -ირაკლისგან გაოგნებული ღიმილი მიიღო. ამ წამს თავს წყევლიდა ასეთი უცაბედი სიბრაზე რომ იცოდა. ბიჭს მიყვა დაა მალევე კარებში გაჩერებულ ნუცას წააწყდნენ.
-რა მოხდა?-ჩუმად გადაულაპარაკა ცოლს და დარბაზს თვალი მოავლო.ნუცასთვის ნაცნობ არასასიამოვნო ხალხს მოკრა თვალი. თუმცა აქ თვითონ ვერაფერს გახდებოდა.
- კარებში რატო დგახარ?- კოტე მხიარულად მიუახლოვდა ცოლ ქმარს. შემდეგ დარბაზს გახედა.- დედააა... მამაა...- ბიჭი მათკენ მხიარულად წავიდა.- რატომ არ მითხარით თუ მოდიოდით.-ბიჭი ჯერ ინვალიდის სავარძელში მყოფ დედას მოეხვია,შემდეგ კი მასთან მდგარ კაცს.
-ჩვენც უცებ გადავწყვიტეთ- ჩაილაპარაკა კაცმა და ცოლის აცრემებულ მზერას გააყოლა თვალი რომელიც ამდენი წლის უნახავ შვილს შეჰყურებდა.ნუცამ უკან გადადგა ნაბიჭი. ზურგით ირაკლის მიეყრდნო ინტუიციით მის ხელს მიაგნო და ძლიერად მოუჭირა ხელი.
-მშვიდაად- ყურთან უჩურჩულა ცოლს- მგონი დროა ნაბიჯი გადადგა.
-საყვარლებო- მაიამ სიტუაციის განმუხტვა სცადა.და მათკენ წავიდა.
-მგონი ცუდი აზრი იყო მათი ჩამოყვანა და ვახშამზე დაპატიჟება- შეშინებული მზერით გადაულაპარაკა დათომ ლიზას.

-ბიძგი სჭირდებათ. თან დედაც თანახმა იყო. დროა გაიცნონ ერთმანეთი.-ჩურჩულითვე დაუბრუნა პასუხი. მაია ორივეს მოეხვიაა.

-ლიზამ რომ მითხრა ერთად მოვლენო არ დავიჯერე. მეგონა მატყუებდა. ჰომ იცით ყველაზე მეტად თქვენი ერთად ყოფნა მახარებს.-ირაკლი ძლიერად ჩაიკრა გულში. შემდეგ თავის შვილს მიუბრუნდა.-ყველაფერი უკან მოვიტოვოთ კარგი?-ორივე ხელი შვილის სახეს მოკიდა და თვალებში ჩახედა.-გადადგი ნაბიჯი პატიებისკენ. ეს არ შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას. შენ მაინც ჩემი შვილი ხარ.-მოეფერა აცრემლებულ შვილს სახეზზე.

-დედა- ცრემლი გადმოცვივდა გოგოს ლოყაზე და მაიას ძლიერად მოეხვია. ინვლიდის ეტლში მჯდომმა ქალმაა ამ  სიტყვებზე თვალები ძლიერად დახუჭა და ცრემლები გადმოცვივდა. სულაც არ ქონდა იმედი რომ ამ სიტყვას მის მიმართ გაიგონებდა თუმცა ტკივილი იგრძნო გულის სიღრმეში როცა მისი შვილი დედას სხვას ეძახდაა და ამხელა სიყვარულს აძლევდა იმ ქალს.ნუცა დედას მოშორდა და ირაკლის ხელი ჩაკიდა. მაგიდასთან მდგარი ხალხისკენ წავიდნენ. გოგონა მისი ბიოლოგიური მშობლების წინ გაჩერდა. დედამისს თვალებში ჩახედა.ცოტახანი უყურა შემდეგ კი სიტყვები წამოცდა პირიდან.
- ეს ჩემი ქმარია. ირაკლი მაისურაძე.-ოფიციალურად წარუდგინა ორივეს.გამომძიებელმა ორივეს ხელი ჩამოართვაა დაა გაუღიმა.- თქვენი ქმარი მას უკვე იცნობს. თქვენ კი პირველად ხედავთ ერთმანეთს. ესენი- ნუცამ ხელი მათკენ გაიშვირა და ცოტახანი შეჩერდა.მოლოდინში ყველა გაირინდა.თვითონაც არჩევდა სიტყვებს თუ რა ეთქვა.- ეს კიდევ დედაჩემის ძმა და მისი ცოლია.-ისე გააჟღერა თვალიც არ დაუხამხამებია.-ანუ ჩემი ბიძა და ბიცოლა.-ქალს კიდევ უფრო აუცრემლიანდა თვალები. ამასაც არ ელოდა.ეგონა იქედან ყვირილით გამოისვრიდა.

-შეიძლება მოგეხვიო როგორც დიდი ხნის უნახავი ბიცოლა თავისი მულის შვილს?-ქალმა ხელები გაუშალა და მუდარით ახედა გოგოს.ნუცამ მის ხელებს დახედა. შემდეგ იქ მყოფთ სახეებს მოავლო მზერა. ბოლოს დედამისის სახესთან შეჩერდა. მაიას სახეზე ბედნიერ ღიმილს და აცრემებულ თვალებს წააწყდა. უმნიშვნელოდ დადებითად თავის დაქნევა მიიღო პასუხად. შემდეგ ირაკლის გამოხედა მანაც იგივე გაააკეთა. ნუცამ მზერა ისევ ეტლში მყოფ ქალს დაუბრუნა.ირგვლივ ყველა გაქვავებული იდგა სუნთქვა შეკრული და მოვლენების განვითარებას ელოდა.ნუცა მისკენ დაიხარა და ქალის გაწვდილ ხელებს მოეჭიდა. ნაზი და თბილი ხელი შეეხო მის ხელს. ტანში უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა. იქვე მდგარი მკაცრი სახით ყოფმა ბიოლოგიურმა მამამაც ვერ შეიკავა თავი და გადოვარდნილი ცრემლი უცებ მოიწმინა. ქალმა ძლიერად მიიკრა შვილი მკერდზე.

-მადლობა...დიდი მადლობა...- ატირებული ქალი შვილის ყურთან ჩურჩულებდა. ამავე სიტყვებს მზერით მაიასაც ეუბნებოდა. მისგან კი მშვიდი ღიმილი მიიღო პასუხად.

-მგონი გადავრჩით.-დათომ შვებით ამოისუნთქა.
-რას გეუბნებოდი?-კმაყოფილად გაიცინა ლიზამ. ზვიადი და ნანა ამ სცენას შორიდან გულაჩუყებულები შესცქეროდნენ.ჯერ ირაკლის და ნუცას შერიგებით და შემდეგ დედა-შვილის პირველი თბილი გრძნობების გაცვლისგან ბედნიერი შესცქეროდნენ იქ მყოფთ.
ნუცა "ბიცოლას" ხელიდან გამოეცალა. შემდეგ ისევ ქმარს ჩაავლო ხელო და ზვიადთან და ნანასთან მივიდნენ. ორივე ძლიერად ჩაიკრეს გულში. მათი ერთად ყოფნა მიულოცეს.
- ყველა ჩვენი საყვარელი ადამიანი აქ არის- დათომ სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა.
-კარგი იქნებოდა დედაშენიც აქ ყოფილიყო-ლიზა მომავალ ქმარს აეკრო.-მაგრამ ვიცი ზევიდან გვიყურებს და გვლოცავს.-დათომ მომავალ ცოლს შუბლზე აკოცა.
-ძალიან უყვარდი
-ვიცი.-გაინაბა საქმროს მკლავებში ლიზა.- შენზე მეტადაც კი -გამოაჯავრაა დათოს და ენა გამოუყო.ვითომ მის სიტყვებზე გაბრაზებულ საქმროს.
- მართალია დედას ვერ შეგიცვლი საყვარელო მაგრამ ჰომ იცი დედასავით მოგივლი- მაია დააჭღერა მომავალი სიძის მიმართ და მზერით მიეფერა.

ნუცა  ქმრის ხელს ჩაეჭიდა. მაიაც მიუახლოვდა მათ.

-სუფრას მივუსხდეთ- სიძეს და შვილს მაგიდისკენ უბიძგა. მაიამ უცებ ხელზე შეხება იგრძნო.
-მადლობა.მართლაც დიდებული ქალი და დედა ხარ. შესანიშნავად აღზარდე შვილი.-მადლიერი ღიმილი შეანათა ქალმა.
-ჩვენი შვილი- მაიამ ქალს ხელი ხელზე თანაგრძნობის ნიშნად დაარტყა და შეღიმა.-პირვველი ნაბიჯი გადადგმულია. ნელნელა თვითონ მოინდომებს შენს ჩახუტებას და დედასაც დაგიძახებს. დროა საჭირო. მაგრამ იცოდე ჩემს ადგილს ვერ დაიკავებ- ეშაკურად ჩაუცინა ქალმაა რძალს.

-რომ გითხრა არ მინდათქო მოგატყუებ,მაგრამ ვიცი მე ჩემი ადგილი მაქვს. ბიცოლობაც მაკმაყოფილებს. ამდენსაც არ მოველოდი. შემიძლია ახლა მშვიდად დაველოდო სიკვდილს.-ორი მშობელი გადაეხვია ერთმანეთს.

მაგიდასთან დაჯდომამდე ირაკლის გაბრაზებულ მზერას წააწყდაა დათო. მიმიკებით ანიშნა "რა გინდაო?''
-რატომ არ მითხარი კონსტანტინე ზე?- კბილებიდან ჩუმად გამოუცრა ძმაკაცს.
-იცი რა საყვარელი იყავი ბუზღუნა და ეჭვიანი?- გაეკრიჭა ძმაკაცს.- თან იმ წლების სამაგიერო გადაგიხადე თავიდან რო მიცილებდი დაა მანერვიულებდი.
-მოგკლავ - კბილებშუა გამოუცრა კვლავ.

-ვერ შეძლებ რადგან ჩემი ცოლის და არ მოგცემს მაგის უფლებს.-გაკრეჭილი მზერით გახედა ძმაკაცს. მის სახეზე სერიოზული გამოხედვა ვეღარ შეიკავა გამომძიეებელმა და გაეცინა.
*****
უსახლკაროთა სასაფლაოზე ორი წყვილი იდგა და გაუბედურებული კაცის საფლავს დასცქეროდა. ყველა გრძნობდა ოდნავ ტკივილს ასეთი საფლავის დანახვისას. ლიზამ ყვავილები დააწყო მამის საფლავზე და გადმოვარდნილი ცრემლი უცებ მოიწმინა.
- ნეტავ კარგი მამა ყოფილიყავი.მაშინ ყველაფერი უკეთესად იქნებოდა. მიუხედავად ყველაფრისა შენი ორივე ქალიშვილი აქ ვდგავართ ქმრებთან ერთად. თუ ოდნავ მაინც შეგტკიოდა გული მაშინ იცოდე რომ შენს ორივე შვილს შესანიშნავი ქმარი ყავს. - ტირილისგან ცხვირში მოწოლილი სისველე აისრუნტა. - ახლა რადგან ყველა ბედნიერია შემიძლია გითხრა " მშვიდად განისვენე"-დათომ აცრემლებულ ცოლს ხელი მოკიდა და მანქანისკენ წაიყვანა.
ნუცა და ირაკლი იქ დარჩნენ. გოგონამ დიდხანს უყურა საფლავს. გულში მაინც ტკივილი იგრძნო. ფიქრობდა რა მშვენიერი
იქნებოდა მას რომ მამობა გაეწია. ფიქრობდა ახალი ცხოვრების დასაწყებად ძველს უნდა გამომშვიდობებოდა და ეს პატიებით უნდა დაეწყო.
-" მშვიდად განისვენე"- გულწრფელად ამოუშვა სიტყვები პირიდან. ხელში შეყინული თაიგული საფლავზე დადო და ირაკლის ხელი ჩასჭიდა. ორივე წინა წყვილის გზას მიჰყვა. უკან კი მოიტოვეს წარსულის ტკივილი და სულის ჭრილობა. თითქოს ბედისწერამ მეორე შანსი მისცა ახალი ცხოვრების დასაწყებად და ეს შანსი გამოიყენეს.
*****
საახალწლო განწყობა მთელს სახლში იგრძნობოდა. დილიდან ტყის სახლს აწყობდნენ. მილიონჯერ ხელთავიდან მორთული ნაძვის ხის კიდევ ერთხელ აწყობა განიზრახა ნუცამ 31ში.
- ოღონდ ისევ არაა- დაცლილი სათამაშოების დანახვისას დაღონებულმა ამოიხვნეშა.
- გეფიცები ეს ბოლოა - გაეკრიჭა ქმარს.
- რაღაც ძალიან კაპრიზული გახდი ამ ბოლოს. საავადმყოფოში როგორ გიძლებენ- იქვე ჩამოუჯდა ცოლს.
- შეწინააღმდეგებას ვერავინ ბედავს- გაეკრიჭა ისევ ცოლი.
- რატომ არ მიკვირს- გამომძიებელსაც გაეცინა. გულმოდგინეთ შესცქეროდა საახალწლოდ აჭრელებულ ტანსაცმელში გამოწყობილ მეუღლეს.
- მომეხმარები?- თვალები აუფახუნა ქმარს. ბიჭი მისკენ გადაიხარა და გაბუშტულ ტუჩებზე აკოცა.
- მომეცი ვარსკვლავი - ხელიდან ვარსკვლავი გამოართვა და ნაძვის ხის კენწეროს ამ კვირაში მეოთხეს ჩამოაცვა.

ნაძვის ხე საზეიმოდ ციმციმებდა. გარეთ თოვლის ფიფქები გარემოს თეთრ საფარს ადებდა. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და მთელ სახლში სითბოს ღვრიდა.საახალწლო სუფრაც გაშლილი იყო. საათი 11-57 წუთს აჩვენებდა.კაცი ღვინის ხრახნს ხსნიდა. ცოლი კი ბუზღუნით კიბეებზე ჩამოდიოდა.
- საყვარელო შეგიძლია შემიკრაა?- წითელ კაბაში გამოწყობილი ქმარს მიუახლოვდა რომელმაც ცოლის დანახვახე ნერწყვი გადაყლაპა. - ელვა შემიკარი.- საყვარელად გადახარა თავი გვერდით და ქმარს გახედა. ირაკლიმ წამში დადო მაგიდაზე ღვინის ბოთლი და ცოლის სხეული მიიკრა. ალუბლისფერ ტუჩებს დაეწაფა.
- გახდაზე რას იტყვი- ტუჩებთან ჩასჩურჩულა მეუღლეს.
- მოგვიანებით- ცხელი სუნთქვა შეატოვა ნუცამ და ზურგით მისკენ დადგა. ირაკლიმ მეუღლის ზურგს თითი ააყოლა ელვასთან ერთად.
- გილოცავ ჩვენს პირველ ახალ წელს - ყურთან ჩასჩურჩულა ვნება მორეულმა. თუმცა თავს ძალა დაატანაა და ცოლს მოშორდა. ნუცა მისკენ შემობრუნდა. უკან ირაკლი ჩამუხლული დახვდა. თვალები ბედნიერებისგან აუწყლიანდა.
- თანახმა ხარ ცხოვრების ბოლომდე იყო ჩემი მეუღლე ჭირშიც და ლხინშიც სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს? - საყვარელად ახედა აცრემლებულ მეუღლეს.- გპირდები ეს ქორწინება წინას არ ემგვანება. ყოველი დილა შენით დაიწყება და ყოველი საღამო შენით დასრულდება შენს ბედნიერ ღიმილთან ერთად. მზად ხარ ხელმეორედ გაჰყვე ამ იდიოტ კაცს?- ეშმაკურად გაუცინა ბიჭმა.
- კი...- თავი სწრაფად დაუქნია. პასუხის მიღებისას ხელზე ბეჭედი სწრაფად გაუკეთა. ფეხზე წამოხტა და ოთახში დაატრიალაა. ნუცა სიხარულისგან ყვიროდა. - გეყოფა თავბრუ დამეხვა - სიცილით მოეხვია ქმარს.- შენ ხარ მზად ამიტანო იმაზე ჭირვეული და აუტანელი ვიდრე ვიყავი?მზად ხარ ჩემთან ერთად გაათენო ღამეები?  მზად ხარ 9 თვე და შემდეგ მთელი ცხოვრება ხელი გულზე მატარო?- თვალებში ეშმაკუნა ჭინკები აუთამაშდა გოგოს. ირაკლიმ წამსვე დასვა ძირს.გაფართოებული თვალებით შეხედა ცოლს.
- არ მითხრა რომ...- ნუცამ თავი სწრაფად დაუქნია დადებითად.- ღმერთო ჩემო - კიდევ ერთხელ აიტაცა ხელში. - დარწმუნებული ხარ? - კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად იკითხა და თვალებში ჩახედა. - მართლა მამა ვხდები?
- კი. - ემოციებისგან თვალზე ცრემლი მოადგა.
- შეიძლება ამაზე კარგი რამე მოხდეს ახალ წელს? - ცოლის ტუჩებს დაეწაფა დაა ვნებიანად აკოცა. - ჩვენ შვილი გვეყოლება- კიდევ ერთხელ აიტაცაა გოგო ხელში.უცებ დასვა ძირს. - ბოდიში მამიკო. - მუცლისკენ ხელი წაიღო.ნუცას სიცილი აუტყდა.
- ბავშვების. ერთს რომ ეფერები მეორეს ეწყინება- კაბიდან მუცლად მყოფი ორი წერტილის სურათი ამოიღო.
- ორიი? - თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა. აკანკალებული ხელით გამოართვა შავფონზე გამოსახული შვილები. - ეს ორი ბურთი ჩვენი შვილები იქნებიან? -აჰაააა- წამოიყვირა სიხარულისგან. სურათი მუცელზე მიადო. - ეს ციცქნები იქნებიან ისინი ვინც შენს თავს გამიყოფენ? - ბედნიერებისგან ცრემლები ჩაუდგა თვალებში.ცოლს კიდევ ერთხელ მოეხვია და აკოცა.- უბედნიერესი ადამიანი ვარ იმიტომ რომ შენი ჩემი ცოლი და შვილების დედა იქნები. - ნუცა ქმრის ტუჩებს დაწვდა.
- მე კიდევ უბედნიერესი ქალი. - გამომძიებელმა მკლავებში მოიქცია ჭირვეული ცოლი. რომლის კაპრიზებსაც ფარდა აეხადა. სახლში ბედნიერება სუფევდა. ბუხრის სითბო აღვივებდა იქაურობას. ფანჯარაში კი თოვლი ლამაზად ედებოდა ხეებს.
******
სახლის ყველა ფანჯარა ღია იყო. ზაფხულის გრილი სიო ქროდა. სახლის აივანზე ნუცა იჯდა გაბერილი მუცლით,რომელზედაც სასუსნავები დაედო გემრიელად ილუკმებიდა და თან გარემოთი ტკბებოდა. უცებ მუცელში უცნაური ტკივილი იგრძნო. გასწორდა და მუცელზე არსებული თეფში გრანიტზე წკრიალით დაეცა.
- ააააა... - მისი ყვირილი მთელ სახლს და მიიმდებარე გარემოს მოედო. - დაიწყო! დაიწყო! უუფ! უუუფ!- ცდილობდა ღრმად ესუნთქა. - ირაკლიიიი.,..- იღრიალა ბოლო ხმაზე და აივნის მოაჯირს ჩაეჭიდა.
- რა ხდება? - შეშფოთებული ამოხედა ტბიდან მომავალმა.
- დამეწყო!- იყვირა ნუცამ- ააააა. ირაკლიი!- მოაჯირს კიდევ უფრო ჩააფრინდა. ირაკლიმ ანკესი და რამდენიმე დაჭერილი თევზი იქვე დააგდო დაა სახლში შემოვარდა. წამებში გაჩნდა ნუცასთან. მოაჯირიდან ქმარს ჩაავლო ხელები და კიდევ ერთხელ იკივლა ბოლო ხმაზე.
- ღმად ისუნთქე-ცოლის დაწყნარებას ცდილობდა და სუნთქვით ვარჯიშებს მასზე უფრო ხშირად თვითონ აკეთებდა.
- ირაკლი გეყოფა მე ვმშობიარიბ შენ კი არაააააა- ფრჩხილები ჩაარჭო ქმარს.
- კარგი კარგი- ცოლი ხელში აიყვანა და კიბეებზე ჩაარბენინა.
- ირაკლი ოთახში ბავშვის ჩანთა - ხელით ზემოთა სართულზე ანიშნა. შესასვლელთან სავარძელში ჩასვა და კიბეები აირბინა. ბავშვისთვის გამზადებული ოთახიდან მისთვის გამზადებული ტანსაცმელი და თეთრეული ჩანთით ჩაარბენინა. ჩანთით ნუცას გაცდა. მანქანაში შეაგდო და შეშინებულმა უკან მოიხედა.
- რამე ჰო არ გვრჩება?!
- იდიოტო მე გრჩები მეე- ამოიკვნესა ნუცამ. ირაკლიმ ისევ მიირბინა მასთან ხელში აიყვანა და მანქანამდე მიიყვანა. შიგნით ფრთხილად შესვლა და ღვედიც ფრთხილად გადაუჭირა.
- გაუძელი პაატარავ - ნიკაპს ჩაებღაუჭა და ცოლს დასამშვიდებლად აკოცა. ირაკლიმ თავისი ადგილი დაიკავა. - რომელში?
- რა თქმა უნდა ჩემთააააან- კიდეც ერთი შეტევისას წამოიყვირა.- ირაკლიმ მანქანა ადგილს მოსწყვიტა. - მალე შერლოკ მალე.- ხელზე ხელით ჩააფრინდა და ყოველი წამოტკივებისას ძლიერად უჭერდა. შერლოკიც მოთმინებით იტანდა.
*****
მაია სამზარეულოში ფანჯარასთან იჯდა და ხელში არსებულ გაზეთს კითხულობდა. შიგადაშიგ სახეზე ღიმილი ესახებოდა. გაზეთის პირველ გვერდს მისი შვილის, სიძის და შვილიშვილების ფოტო ამშვენებდა სათაურით "მერვე განყოფილების კაპიტანი ირაკლი მაისურაძე და მთავარი ქირურგი ნუცა ხვედელიძე ტყუპების მშობლები გახდნენ". მაგიდაზე არსებული სხვა გაზეთი მათი სიყვარულის დაწყების ისტორიას იუწყებოდა "გამომძიებლის და დამნაშავეს სიყვარულის ისტორია". ქალმა მშვიდად დაკეცა გაზეთი.  ისე რომ სავადმყოფოდან გამოსვლის დროს ჟურნალისტების მიერ გადაღებული ფოტოსთვის ეყურებინა. ბედნიერად ჩაიღიმა. და ფანჯრიდან ყურება დაიწყო.     

    სამზარეულოში არსებული ფოტოები ნელნელა იცვლებოდნენ. სურათებში არსებული ტკივილიანი სახეები ახლა ბედნიერი ღიმილით იცვლებოდა. ერთ ერთ ჩარჩოში ლიზას და დათოს ქორწილის ფოტო ედო,მეორეში ნუცას და ირაკლიის, მესამეში ორ საყვარელ ქალიშვილებთან და სიძეებთან ერთად, მეოთხე ჩარჩოს უკვე ახლად დაბადებული შვილიშვილების ფოტო ამშვებებდა. ქალმა მშვიდად მოსვა ფინჯნიდან ყავა, ბედნიერმა დახუჭა თვალები და მშვიდად ამოისუნთქა.
****
იტალიური სახლის ეზოში ბავშვები მხიარულობდნენ. ეზოში შესულმა გოგონამ ღიმილით გადახედა მოთამაშე ბავშვებს. შემდეგ კიბეს აუყვა და მესამე სართულზე გაჩერდა. კარებზე რამდენჯერმე დააკაკუნა.პასუხის არ ქონის გამო ნერვიულად უმატა კაკუნს მანამ სანამ ჩანთაში გასაღებს მოძებნიდა.
- მეგი?? -ძლიერად დაარტყა კარს ხელი- მეგი კარი გააღე რა გჭირს?! - ჩანთაში ძებნისას გასაღებს მიაგნო.კარებში გაუკეთა და სასწრაფოდ შევიდა.
შესასვლელშივე მიეყინა ერთ ადგილს.მზერა საძინებლის ღია კარიდან დანახულ სცენაზე გადაეტანა. იატაკზე იჯდა ზურგით "ტრილიაჟს" მიყრდნობოდა და მარჯვენა ხელში დაცლილი შპრიცი ეკავა. გოგონა ძლივს მოწყდა ადგილს და მისკენ წავიდა. გზადაგზა ტელეფონზე 112 აკრიფა. - სულელო გოგო ეს რა გააკეთე?- არტერია შეუმოწმა. პულსი თითქმის ძლივს ქონდა. - სასწრაფოდ მოდით კვდება.პერედოზიროვკა...ძალიან გთხოვთ  ... - მისამართი მიაყვირა და ტელეფონი გვერდით მიაგდო. - ჩემთან დარჩი!- ცდილობდა დაძინების საშუალება არ მიეცა. "კაიფში წასულის" მზერა კი გვერდით დაგდებული გაზეთისკენ იყო მიმართული. მისმა მეგობარმა მზერას თვალი გააყოლა. ''განყოფილების უფროსი და მთავარი ექთანი ტყუპების მშობლები გახდნენ" ამოიკითხა გოგონამ ჟურნალიდან.
- ჩვენ ერთად მაინც ვერ ვიქნებოდით. ყველა ჩემი მცდელობა უშედეგოა. ის ჩემი არასდროს იქნება - ბოლოს ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები და თვალებში ნაპერწკალი ჩაუქრა.
- მეგი? - ფრთხილად შეანჯღრია გოგონამ. - მეგიიი!!!- მიხვდა,რომ მისმა მეგობარმა სამუდამოდ დატოვა ტანჯული სხეული. თვალები ცრემლებით აევსო მისი უკვე თითქმის ცივი სხეულის შეხებისას.
***
ცხოვრება ერთი წამია. მხოლოდ ბედნიერების ძებნაში ღირს დროის დაკარგვა. რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს და ბედისწერის გზაზე რა არჩევანიც არ უნდა გააკეთო თუ სიყვარული ნამდვილი,წრფელი და წმინდა ის ისევ თავის გზას უბრუნდება.
ცხოვრებაში ყველა არჩევანს რაღაც მიზეზი აქვს. ყველა არჩევანს მივყავართ იმ წერტილში სადაც ყველაფერი იცვლება.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი.....



№1  offline წევრი mariia

პირველ რიგში ყველას მადლობას გიხდით ვინც ამდენი ხანი კითხულობდა,ელოდა და ჩემთან და მათთან ერთად იტანჯებიდა. შეიძლება ეს არ არუს ის იტორია,რომლის გამოც დროის დაკარგვა ღირდა,მაგრამ მაინც კითხულობდით. გიყვარდათ და განიცდიდით მათთან ერთად. მადლობა თითოეული კომენტარისთვის რომელიც გქონდათ დაწერილი. მე თქვენ მაბედნიერებდით,ძალას და სტიმყლს მაძლევდით წერისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა <3

 


№2 წევრი დარინა

მგონი პირველივე თავიდან მოგყვებიი აღარც კი მახსოვს აი დაგვიანებაზეც არ მქონია პრეტენზია სულ ვიცოდი რომ დაუმთავრებელს არ დატოვებდი, თითოეული გმირი მიყვარდა მეც ისე განვიცდიდი მათ ამბავს თითქოს მე მტკიოდაა, ისე დასრულდა როგორი დასასრულებიც მიყვარს ბედნიერი და ლაღი, მაგრამ მე ნუცას ადგილზე ირაკლის ვერ ვაპატიებდი იმ ათ წელს, მისი ეგოს გამო ათი წელი ტანჯა საყვარელი ქალი შეეძლო მასთან ერთად ებრძოლა ყველა ტკივილი დაემარცხებინა, მაგრამ ეს არ გააკეტა პირიქით ხელი კრა და ათი წელი სრულ ტანჯვაში ამყოფა, ძალიან გამიცრუა იმედები ირაკლის პერსონაჟმა არადა თავიდან ძლიერი და დაუმარცხებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ თავის ეგოიზმს ვერ აჯობაა, ალბათ ამიტომ დამწყდა ყველაზე მეტად გული რომ მის პერსონაჟს ვენდობოდიი, საერთო ჯამში ძალიან კარგი ისტორია გამოვიდაა, მე ვისიამოვნე იმ რამდენიმე წითით კითხვას რომ მოვანდომეე, წარმატებები და ახალი ისტორიით დაგელოდები.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლოლა

იმენნა ეს რა იყო:დ ძააან მაგარი იყო,საღოლლ, მე მეგონა რო ნუცა მოკვდა და ტირილი კინაღამ დავიწყე ისე შემაშინე...მაგრამ გადარჩა....მართლა ძაან მაგარი ისტორია იყო

 


№4 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ძალიან კარგი იყო. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. გავალ ჩემს ქმარს ჩავეხუტები...

 


№5 სტუმარი ინა

ვაიმე რამდენი ხანია ესეთი ემოიციურად დატვირთული რომანი არ წამიკითხია ❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ძალიან მომეწონა კაი იატორია იყო ნამდვილათ. ყოველთვის ასეთი კაი ისტორიები დაწერეთ

 


№7 სტუმარი მარეა

და ეს იყო საოცრება. უამრავი ემოცია აფეთქდა ჩემში, ტკივილი, სიყვარული, მონატრება. იდეურახ ძალიან გამართული ისტორიაა. წარმატებები თქვენ ????

 


№8 სტუმარი მე

ძალიან მომეწონა თქვენი ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent