შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ დაიმალები


20-02-2017, 07:59
ავტორი Ras Ta
ნანახია 1 439

თუ დაიმალები, მოგძებნი სულ სხვაგან,
ნუ ფიქრობ ჭიდილმა მაშინოს მანძილთან,
მე ახლა გრძნობები ისეთი სუფთა მაქვს,
ისეთი თამამი, არ ვიცი რა გითხრა,
არ ვიცი სახელი რომელს რა დავარქვა,
მოდი და ესეც ჩემს ვაბრალოთ ხასიათს,
მოდი და ან სიტყვებს საზღვარი დავარტყათ,
ან ვთქვათ რომ სათქმელი აწ უკვე ხანშია,
ცხოვრებით ვიცი რომ წავაგავ ღამეებს,
ვიცი რომ არც ისე ზამთარი მიხდება,
რატომღაც მთვარეში სიმშვიდეს ვაღმერთებ,
და ვიცი მთვარე ჩემს განზრახვას მიხვდება,
ნაწილად ვიყოფით დღე, მზესთან შეყრისას,
ის სარკმრლს შორდება, მე გარეთ გავდივარ,
ორივეს სურვილებს წუთები შეცვლის და
მეც მზეში უაზროდ დავდივარ... დავდივარ...
დამაღრჩობს ქალაქი, შენ ხალხში სულ სხვა ხარ,
ნუ ფიქრობ მაჯობოს მანძილთან ჭიდილმა,
თუ დაიმალები, მოგძებნი სულ სხვაგან,
იქ სადაც ჩემამდე სხვები ვერ მიდიან.



№1  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

სასიამოვნო წასაკითხი იყო heart_eyes ძალიან ლამაზად გაქვს შენი გრძნობები და განცდები გადმოცემული, ყოჩაღ!! kissing_heart

 


№2  offline მოდერი bla.ell

Momewona kargi iyo sayvarelo❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent