გზა აბნეული (1 თავი)
მისი ხელი ჩემს სხეულს ნაზად ეხებოდა.მთვარის თეთრ შუქზე ისე ჩანდა თითქოს რაღაც სიმფონიას უკრავდა.ვუყურებდი მის თითოეულ მოძრაობას და ვხვდებოდი რომ ყველაზე დიდი ბედნიერება მასში იმალებოდა.ის არ იყო მორიგი წარუმატებელი ურთიერთობის ნაწილი,არამედ ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი და ჯადოსნური მომენტის ავტორი გახლდათ.მისი სუნთქვით ვსუნთქავდი და მისი გულისცემით ვცოცხლობდი.მიყვარდა მისი სხეულის თითოეული წერტილი.თავიდან ვერ ვხვდებოდი რამდენად ძლიერ შეიძლებოდა მყვარებოდა...მაგრამ ახლა...ახლა ვხვდები მისი წასვლის შემდეგ ის ჩემი ნაწილი იყო.წავიდა და ყველაფერი თან გაიყოლა. ყოველთვის მეგონა რომ ბედნიერება და სიყვარული მარტივი იყო,მაგრა შევცდი,ძალიან მწარედ შევცდი.ამაზე მტკივნეული და რთული არაფერია ცხოვრებაში.გინდა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს,ერთმენეთის მიმართ ნდობა და დიდი სიყვარული გაგაჩნდეთ,ცოტახანი მართლაც ყველაფერი იდეალურადაა მაგრამ უბედურება მაშინ დაგატყდება თავს როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები. არასდროს არაფერი არ დაგეგმოთ, ცხოვრება მოულოდნელობებით აავსეთ, მრავალ ფეროვანი და ხალისიანი გახადეთ,ეცადეთ იმ მომენტით დატკბეთ რომელიც გაქვთ,არასდროს არ ეცადოთ მის შცვლას,პატარა რაღაცეები ყოველთვის გაგაბედნიერებთ.არ ეძებოთ სიყვარული ან თუნდაც ის ვინც შეგიყვარებთ,ცხოვრებას გაჰყევით და ის თავად გიპოვით. ჩემი ისტორია ისე არ განვითარდა როგორც მე მინდოდა, მაგრამ ცხოვრება ხანდახან სასტიკ გამოცდას გვიწყობს და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ჩავაბაროთ.თავიდან მეგონა ბედი მეთამაშებოდა.ბედნიერებას და სიყვარულს სხვანაირად აღვიქვამდი მაგრამ ეხლა ვხვდები რამდენად ძლიერი გძნობაა სიყვარული და როგორი მოფრთხილება სჭირდება. თავი I წვიმიანი დღე იყო,ექვს საათზე ავდექი,თბილი ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი,ყავა დავისხი,სიგარეტი ავიღე და აივანზე გავედი.სიმშვიდე იყო,ჯერ მანქანებიც კი არ დადიოდნენ წესიერად,ვიჯექი და ვტკბებოდი ამ საოცარი სიმშვიდით,დილის სუსხი იმდენად სასიამოვნო იყო რომ წვიმა არც გამხსენებია.კვამლში გახვეული ვიჯექი და ათას რაღაცაზე ვფიქრობდი,მინდოდა ყველაფერი მცოდნოდა და ყველა შეკითხვაზე პასუხი მქონოდა.დილით ადრე ადგომა და აივანზე ყავით ხელში ჯდომა ჩემ საკუთარ რიტუალად ვაქციე,ამ ყველაფერს კი ჩემი ბედნიერება დავარქვი,მართლაც დიდი ბედნიერებაა როდესაც იღვიძებ და დილას ყავით ხელში ეგებები,სადღაც ერთი საათი ასე ვზივარ. ჩემს პატარა რიტუალს რომ მოვრჩი ავდექი,ჩავიცვი,მოვწესრიგდი და სასწავლებელში წავედი.პირველი დღეა არ ვიცნობ არავის, არ ვიცი რა სიტუაცია დამხვდება, ვცდილობ კარგი განწყობა შევიქმნა და არ ვიყო ისეთი როგორიც ყოველთვის ვარ. როგორც იქნა მივაღწიე. პატარა და მყუდრო სასწავლებელია, უცხო გარემო.ვდგავარ და ვუცდი ლექციების დაწყებას.მოწყენილობა და სრული ქაოსია,ადამიანები ერთმანეთში ჭიანჭველებივით ირევიან.აქ თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს. დაიწყო ლექციები,ყველამ პირველი რიგირ დაიკავა და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ პირველივე დღეს აპირებენ ლექტორის გულის მოგებას,მე კი როგორც მჩვევია უკან წავედი და განმარტოებით დავჯექი, გვერდით ვიღაც მომიჯდა,ტომფორდის სუნამო ეხა და ზედმეტად კლასიკურად გამოიყურებოდა.რამოდენიმე წუტში ვხვდები რომ ლექცია უინტერესო და დამღლელია ამიტომაც ჩანთიდან პფანქარს და რვეულს ვიღებ და ვცდილობ რაღაც დავხატო.ის ჩემს რვეულს დასჩერებია და სახეს ლიმონ ნაჭამივით შმუშნის.გავღიზიანდი პანქარი მერხზე დავახეთქე და რვეული გაბრაზებულმა დავხურე.როგორც იქნა ზარი დაირეკა,ადგილიდან არ ვიძვრი ველოდები როდის დაიცლება აუდიტორია.ის თავხედი კი ისევ გვერდით მიზის და მგონი წასვლას არც აპირებს. -კარგად ხატავდი რატომ შეწყვიტე? -შენი სახის გამომეტყველებით რომ ვინსჯელოთ არ მოგეწონა ამიტომაც აღარ გავაგრძელე -სხვის მოსაწონად ხატავ? -რათქმაუნდა არა უბრალოდ ყურადღება გადამაქ -ხოდა ჩემს სახეს ყურადღებას ნუ მიაქცევ გამიკვირდა ასე კარგად რომ ხატავ -შენი კომპლიმენტები სხვებს დაახაჯე და თუ შეიძლება ეხლა გამატარე კუთვნილი ყავა მინდა დავლიო -შემოგიერთდები! -ზედმეტი ხალხის გარეშე -ანუ? -ანუ ის რომ არანაირი სურვილი არ მაქ შენთანერთად ყავა დავლიო ეხლა კი კარგად იყავი!!! რატომღაც ჩემი ნათქვამი უარით არ დაკმაყოპილდა და უკან გამომყვა. არ მესიამოვნა და ცივად შევხედე -ნუ გეშინია არ შეგჭამ. -შენი სულაც არ მეშინია უბრალოდ მომაბეზრებელი ხარ -მაგრამ მაინც საყვარელი-თქვა და გამიღიმა გავბრაზდი რატომ ჰქონდა თავის თავზე ამხელა წარმოდგენა და მაინტერესებდა ჩემგან რაუნდოდა.რათქმაუნდა კაფეტერიაშიც არ მომასვენა,ყავის ყიდვაც კი არ მაცადა და თვითონ მიყიდა. -მადლობა!-მკვახედ მივუგე და სასურველი ადგილის ძებნა დავიწყე და აი ვიპოვე კიდეც. კაფეტერიის ბოლოში პანჯარასთან განმარტოებით მდგარი ერთი მაგიდა,მივედი და დავჯექი.ცოტახანში ისევ მოვიდა თავისი თავბრუდამხვევი სუნამოს სურნელით და წინ დამიჯდა. -მე ჯეიმსი მქვია. -მარია!-ისევ მოკლედ და მკვახედ ვუპასუხე -მართლა ძალიან კარგად ხატავ -გმადლობ ზარის დარეკვამდე ჩუმად ვისხედით და ერთმანეთს ვუყურებდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.