შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ რას გრძნობ?!(5)


22-03-2019, 21:26
ავტორი kesane123
ნანახია 3 322

-დამი, დაბადებისდღე როდისგაქვს?-ფიქრებიდან სალომეს ხმამ გამომარკვია რომელიც ფანჯარასთან მდგარ დამიანეს მიმართავდა.
-ჯერ ადრეა, მაისში.-გაიღიმა.
-ოჰოო, გაზაფხულის ბიჭი გვყოლია.-გაიცინა მართამ და დემეს მიეკრა გულზე.
-ხვალე ახალი წლისთვის საყიდლებზე გავიდეთ.-თქვა ლუკამ და ერთი ხელი მე გადამხვია ერთი ქეთას.
-ჯერ 20 დეკემბერია, ადრე არარის?-ვიკითხე მე.
-თავს ვერ დაიძვრენ საყიდლებისგან.
-რძალოო.-ჩუმად დავუძახე. თითქოს სხვებს არ ესმოდათ.
-ჰოო.-მანაც ასევე ჩურჩულით მომიგო.
-უთხარი მე არ წამიყვანოს რა, მარტო შენ გიჯერებს.
-ყველა ერთად წავალთ სანდრა, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე.-შუბლზე მაკოცა ლუკამ და გაიცინა.
-დაანებე ბავშვს თავი, დარჩეს თუუნდა.-ძლივს ხმა ამოიღო იოანემ.
-იო მიყვარხარ.-ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე.
-ქშააა გოგო.-შემომიბღვირა სალიმ. დამიანეს ტელეფონმა დაურეკა და გარეთ გიჟივით გავარდა. ლუკაც ადგა და მას გაყვა.
-რახდება ვინმე გაგვარკვევთ?-ამოხეთქა სალიმ.
-როცა დრო მოვა გაიგებთ რა, მორჩით ეხლა.-მკაცრად თქვა იოამ და ისიც მათ გაყვა დემესთან ერთად. ცოტახანში ლუკა შემოვიდა მივდივართ ცოტახანში მოვალთო და წავიდა. ფანჯრიდან გავიხედე, დავინახე როგორი ჩქარი მაგრამ თავდაჯერებული ნაბიჯებით მიიწევდა დამიანე საკუთარი მანქანისკენ და როგორ მიყვებოდნენ ბიჭებიც უკან. მანქანაში ჩაჯდა და კატასტროფულად სწრაფად მოწყდა ადგილს. კარი გავაღე და ეზოში გავედი, გული ცუდს მიგრძნობდა, საშინლად ცუდს. აუზთან დავბოდიალობდი, პლედ შემოხვეული, მთელი დღე ველოდებოდი, როდის შემოვიდოდა დამიანე G-class ჩემს ეზოში, როდის გადმოვიდოდნენ მანქანიდან ჩემს ცხოვრებაში 4 ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი ისევ ისეთი ამაყი ნაბიჯებით როგორითაც წავიდნენ, მაგრამ...ისინი არ ჩანდნენ. ძალიან რომ შემცივდა სახლში შევედი და გოგოებთან დავჯექი, ტელევიზორის ჩართვა გადავწყვიტე, როცა საინფორმაციო გამოშვება დაიწყო რუსთავიორზე.
„დღეს მთაწმინდისგზაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 4 პირი დაშავდა, მათ შორის იყვნენ, დამიანე ბაგრატიონი, ლუკა ერისთავი, დემეტრე ამილახვარი და იოანე დადეშქელიანი. დამიანე ბაგრატიონის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ცნობილი გარდაცვლილი ბიზნესმენის კონსტანტინე ბაგრატიონის შვილია. საქმეს იძიებს შეინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის მუხლით რაც 10-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ნიიშნავს...“ ყურებში ყველაფერი ამიწუილდა მხოლოდ ერთი სიტყვა მესმოდა, განზრახ მკვლელობა, ბიჭები, კრიტიკული მდგომარეობა. მხოლოდ ის მახსოვს როგორ გავვარდი სახლიდან, ჩავჯექი მანქანაში და ახლახანს აღებული მართვის მოწმობას ვლოცავდი რომ დრო არ დავკარგე. ლუკას მანქანაში ჩავჯექი და სწრაფად დავიძარი კლინიკისკენ. იქ უამრავი ჟურნალისტი დამხვდა, ძლივს გავარღვიეთ ბრბო და საავადმყოფოში შევვარდით. დამინახეს თუარა ჩემთან მოვიდა ერთი მაღალი, საკმაოდ კარგი შესახედაობის ბიჭი.
-გამარჯობა, მე ილია ჟღენტი ვარ, გამომძიებელი და ბიჭების მეგობარი.-ნაღვლიანად თქვა.-ლუკა, დემეტრე და იოანე კარგად არიან, პალატაში ერთად გადაიყვანეს. წამომყევით, განახებთ.-წინ გაგვიძღვა. ოხ როგორ მეცნობოდა მისი ხმა და ცისფერი თვალები.
-დამიანე როგორ არის?-ხმაჩახლეჩილმა ვკითხე და მეთვითონ შემეშინდა ჩემი ხმის. თავი ჩახარა.- ჯანდაბა! მითხარი რომ ცოცხალია და მალე გამოკეთდება თორემ აქაურობას გადავწვავ.-საგრძნობლად ავუწიე ხმას და თან ავკანკალდი.
-საოპერაციოშია, ძლიერი დაზიანება მიიღო, ბევრი სისხლჩაქცევები ჰქონდა, ასევე 6, დანით მიყენებული ჭრილობა მუცლის ღრუში და ერთიც ფეხში, ცეცხლსასროლი იარაღით.
-ბიჭებთან ამიყვანე.-გავუღიმე და არ შევიმჩნიე რომ სული მტკიოდა იმის წარმოდგენისას თუ როგორ ეტკიებოდა დამიანეს სხეული. ბიჭებთან ავედი და თვალებში ცრემლი ჩამიდგა, მათ ფერმკრთალ სახეს რომ შევხედე.-პირველი რომელთან მოვიდე?-გავიღიმე და ბიჭებს გადავხედე.
-ჩემთან მოდი.-გამიღიმა ლუკამ და ცალი ხელი მძიმედ დაარტყა საწოლზე. მივედი და მთელი ძალით ჩავეხუტე.-ბოდიში რო შეგაშინე.-შუბლზე მაკოცა და გამიღიმა. ავდექი და ახლა დემეტრეს მივუჯექი გვერდზე.
-გამიღიმე რაა, ნუ ხარ ეგრე სერიოზული.-ჩავიბურტყუნე და დემეს თვალებში შევხედე. გაიკრიჭა და ხელი მომხვია.
-ჩემი პატარა.-მთელი სახე დამიკოცნა და გამიცინა. მერე იოსნეკ წავედი, ზედმეტად სერიოზული და ტკივილით სავსე სახე ჰქონდა.
-ტკბილი ლუკმა ბოლოს იო.-საწოლზე ოდნავ წამომჯდარს კისერზე ხელები მოვხვიე და მის მხარზე გადმოვაგდე ერთი-ორი ცრემლი. ის ყველაზე კარგი მესაიდუმლე იყო ამიტომ არ მეშინოდა მასთან ტირილის.
-ჩუმათ კაი? ნუ ტირი სანდრა, კარგად იქნება, აი ნახავ, უარესებიც გადაუტანია.-ჩუმად მითხრა და ლოყაზე მომეფერა.-თვალი წამიკრა და შუბლზე მაკოცა.
-მე გავალ, იმ გამომძიებელს ვნახავ.-ვთქვი და ავდექი.
-მოიცა სანდრა.-გამაჩერა ლუკამ.-არჩაერიო გთხოვ.-თავი დავუკარი და დერეფანში გავედი მასთან.
-ახალი არაფერია?-ვკითხე და თვალები ცრემლით ამევსო.
-სისხლი სჭირდებათ, პირველი დადებითი.-გაგიჟებული ხმით მითხრა.
-მე მაქვს.-ვთქვი და ექთნისკენ წავედი.-პირველი დადებითი სისხლის ჯგუფი მაქვს და შემიძლია დამიანეს გადავუსხა.-სწრაფად დამავლო ხელი ექთანმა და ელვის სისწრაფით წამიყვაანა ერთ-ერთ პალატათი. საკმაოდ ბევრი სისხლი გამოვიდა ჩემი ორგანიზმიდან მას შემდეგ რაც ანალიზებმა აჩვენა რომ სრულიად ჯანმრთელი და იდეალურად შეთავსებადი დონორი ვიყავი. ცოტახანს ვიწექი გაფერმკრთალებული, ხელში კოკაკოლით და თავთან ქეთა მეჯდა.
-ქეთა დამიანე მტკივა.-ამოვიტირე და ცრემლები უკითხავად გადმოიჭრნენ თვალებიდან.
-ჩუუ ჩემო პატარა,ნუ ტირი გთხოვ, კარგად იქნება ჰოიცი.
-რამე რო მოუვიდეს..წარმოდგენაც მზარავს.
-გიყვარს არა?
-ჰო მაგრამ მეშინია.-ამოვიტირე.
-რისი გეშინია?-თალები გაუფართოვდა.
-ლუკას რეაქციის, როგორ მიიღებს მაგ ამბავს.-ფანჯარაში გავხედე ჰორიზონტს.
-იცის ლუკამ.-ამოთქვა ჩუმად.
-რაა?-თვალები ვჭყიტე.
-მიხვდა, მერე დამიმაც უთხრა, საერთოდ არ გაბრზებულა.-გამიღიმა და გათეთრებულ ხელზე ხელი მომიჭირა.
-რა უთხრა დამიანემ?-გამეღიმა.
-რო გაიღვიძებს თვითონ გეტყვის სანდრა.-შუბლზე მაკოცა და ფრთხილად წამომაყენა.-თავბრუ ჰოარ გეხვევა?
-არა კარგად ვარ, ბიჭების პალატაში წამიყვანე რა.-ფეხზე ბარბაცით წამოვდექი და ჩემი დრობითი პალატიდან, პირდაპირ ბიჭების პალატისკენ წავედი. იქ რომ შევედი სახეზე ფერი არ მედო.
-მოდი ჩემთან.-მითხრა ლუკამ და საწოლზე პატარა ადგილი გაანთავისუფლა ჩემთვის. მასთან მივედი და გვერდით მივუწექი, მის ყელში თავი ჩავრგე და იქვე ვაკოცე.-კარგად იქნება, უარესებიც გადაუტანია.-მწარედ ჩაეღიმა.-დედამისი მოდის.
-დედამისი?-წამოვყავი თავი.
-ჰო, ხვალ აქ იქნება.-დამიდასტურა იომ. პალატის კარი გაიღო და ილია შემოვიდა, თვალ;ებში სიხარული ჰქონდა აკიაფებული.
-სტაბილურია, ყველაფერი კარგად არისო, მალე პალატაში გადავიყვანთო.-ამოისუნთქა და სახეზე ხელები მოისვა.
-ნახვას როდის შევძლებთ?-ღიმილით ვკითხე.
-პალატაში რომ გადავიყვანთ შეგიშვებთო.
-და როდის გაგვწერენ?-თავი წამოყო დემემ.
-დაეტიე ამილახვარო მანდ თორემ უარესს დაგმართებ.-შეუღრინა ილიამ.
-აუ კაი ილო რაა კლასელობაში გააშვებინე ჩემითავი.-ამის თქმა და ჩემი თვალების ჭყეტა ერთი იყო.
-კლასელები იყავით?-ძლივს ამოვღერღე.
-გოგო ჩვენი ილო არგახსოვს? მეათე კლასამდე სიცოცხლეს უმწარებდი.-გაიცინა იოანემ.
-მეწყინა დაუძინებელი მტერი რო ვერ მიცანი.-ცვირი აიბზუა ილიამ.
-უი შე ჩინურო ჭავჭავაძე.-სიცილით მივედი და გადავეხვიე მალე დამიანე პალატაში გადაიყვანეს და მეც პირველი შევვარდი მის სანახავად. მის ფერმკრთალ სხეულს რომ შევხედე გულში რაღაცამ მწარედ გამკრა. მასთან ახლოს მივედი, სახეზე ხელები შევახე და მისი თითოეული ნაკვთი თითებით დავლაშქრე. მერე სკამზე ჩამოვჯექი და მის ხელს ხელი მაგრად მოვკიდე.-ჩემო დამი, ჩემო მთვარევ, მალე გაიღვიძე რა, როგორ გავძლო მე შენი მუქი მთვარისმაგვარი თვალების გარეშე დამი? ახალწელს უშენოდ როგორ შევხვდე დამიანე ბაგრატიონო ამიხსნი? რატომ არასდროს ცერდები ერთ ადილას? იცოდი რითაც დამთავრდებოდა ეს ყველაფერი მაგრამ მაინც არ გაჩერდი და დარწმუნებული ვარ უარესსაც იზამ აქედან რომ გახვალ. ბიჭები კარგად არიან დამი, არ ინერვიულო და მალედამიბრუნდი კარგი? ჩემო დამიანე. იცი? ცხოვრებაში პირველად მომეწონა შენნაირი უზრდელი და უტიფარი ბიჭი.-გამეცინა.- ისეთებს მეუბნები სულ მაწითლებ ხოლმე. პირველი კოცნა რომ მომპარე ისე ურცხვად მიყურებდი შენი მონაცრისფრო-მოშავო თვალებით ლამის იქვე მიგახრჩე მაგრამ ეს ვაღიარებ გულის სირღმეში მესიამოვნა კიდეც. უაზროდ მიზიდავს შენი თვალები, შენი ხელები, ტუჩები, ხმა და საერთოდ ყველაფერი. ვგიჟდები შენს თვალებზე, სულზე, შენზე და ყველაფერზე რაც შენ გეხება. მალე გაიღვიძე და ნ უ მიმატოვებ გთხოვ.-ერთი ცრემლი მაინც ჩამომვარდა და მის ხელის გულზე დაეცა. წამოვიწიე ჯერ შუბლზე ვაკოცე, შემდეგ ცხვირის წვერზე, შუბლზე და იქიდან გამოვედი. ისევ ლუკას პალატაში შევედი და თავისუფალ საწოლზე სალის გვერდით წამოვწექი, მივეხუტე და ცოტახანში ემოციებისგან დაღლილს ჩამეძინა. რომ გავიღვიძე თენდებოდა. ანუ დიდხანს მეძინა, კაფეტერიაში ჩავედი და ყავა შევუკვეთე. ერთი ამერიკანო დავლიე და ზემოთ ავედი ისევ, დამიანეს პალატაში სკამზე ჩამოვჯექი და მისი სახის ხატვა დავიწყე, ხატვა არასდროს გამომდიოდა მაგრამ ახლა საოცრად მივამსგავსე მის სახეს, თვალები არ დამიხატავს, ნაცრისფერი ფანქარი მჭირდებოდა მაგრამ არ მქონდა. მერე ცალი ყურსასმენი გავიკეთე და მეორე დამიანეს გავუკეთე, “My valentine” ჩავრთე და წამიერად თვალი დავხუჭე, სიმრერა რომ მორჩა დამიანეს თავთან აწრიპინებულ აპარატს შევხედე, არაფერი ახალი არ იყო, ყურსასმენები მოვხსენე და მისი სახის შესწავლით გავირთე თავი. 9 საათი იყო მე მის ხელზე მედო ლოყა და ვიღიმოი როცა ვიხსენებდი ჩვენს წარსულს. როგორ დამპლურად მომექცა თავიდან და როგორ გავაგრძელეთ მერე. პალატაში შემოსულმა შუახნის ქალმა გამომაფხიზლა და გამომარკვია ფიქრებიდან, საოცრად ლამაზი იყო, ზუსტად დამიანესნაირი თვალები ჰქონდა, შავები ეცვა, საკმაოდ სადა და თბილი ადამიანი ჩანდა.
-გამარჯობა.-გავუღიმე და ადგილიდაან ავდექი.-მე ალექსანდრა ვარ.
-ღმერთმა დაგლოცოს შვილო.-სახეზე ხელი ჩამომისვა და თვალცრემლიანმა გამიღიმა.-მე დამიანეს დედა ვარ, ნანა.-გადამეხვია, შემდეგ კი გამეცალა და დამიანესთან მივიდა. შუბლზე კოცნიდა და ბუტბუტებდა.-მოგიკვდეს დედა ჩემო ნაბოლარა. მალე გამოკეთდი დეე, ნუ გვანერვიულებ დედას პატარა. როგორ მომენატრე ჩემო დამიანე, ჩემო ვაჟკაცო.-მათ შემხედვარე გულში სითბო მეღვრებოდა მაგრამ დამიანე არა და არ იღვიძებდა და ეს მაშინებდა. ასე გავიდა რამდენიმე დღე, ახალმა წელმა კარზე მოგვიკაკუნა, დამიანე კი ჯიუტად არ აპირებდა თვალის გახელას, დამიანეს დედა ჩვენთან წაიყვანეს სახლში მამაჩემის და დედაჩემის დაჟინებული თხოვნით. ძველი დრო გავიხსენოთო და ისიც გაყვა. 31ში ყველამ გადაწყვიტა ჩვენთან შეხვედროდნენ ახალწელს, მაგრამ მე ჯიუტად არ ვაპირებდი სახლშ წასვლას, დამიანეს პალატაში უნდა შევხვდე მის გვერდითთქო დავიჟინე. ფაქტიურად იქ ვცხოვრობდი, ღამეც იქ ვიყავი, სააბაზანო იყო, მეორე საწოლიც შემოიტანეს მეც მეტი რა მინდოდა და სახლში აღარ მივიდოდი. რომ მოსაღამოვდა, სევდიანი თვალებით ვუყურებდი საკმაოდ დასუსტებულ დამიანეს და გული მტკიოდა ახლა მის ხმას რომ ვერ ვისმენდი. 11:40 კაფეტერიიდან ყავა ამოვიტანე და მის გვერდით დავჯექი, ხელი ხელზე მოვკიდე და ფანჯრიდან გავიხედე. მანამდე მჯეროდა რომ ახალწელს გაიღვიძებდა მაგრამ ახლა იმედიც გადამეწურა. 11:57ზე მის თითები შეირხა, 11:58ზე სახის ნაკვთები შეარხია, თვალი გაახილა, კიდევ ვიცილე მისი მთვარის თვალები. 11:59 გამიღიმა, იმ ღიმილით მე რომ მიყვარდა. 00:00ზე ხმა ამოიღო.
-ყველაფერი მესმოდა.-გაიღიმა.
-მენატრებოდი.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.
-ჩემი მთვარის ანგელოზი ხარ.
-დამი თოვს.-ჩავეხუტე და მის კისერში ჩავრგე თავი, მერე მის გვერდით მივწექი და დაუძლურებული ხელი ცრემლიან ლოყაზე მომადო.
-პირველ ერთობლივ ახალ წელს გილოცავ.
-მეც გილოცავ.-წამოვიწიე და პირველად ვაკოცე ჩემი ნებით. ახალწელს სასწაულები ნამდვილად უხვად ხდება.



ხალხოო, ბოდიში დაგვიანებისთვის <3 მეტჯერ აღარ ვიზაამ <3 ველოდები შეფასებებს და მადლობა ვინც კითხულობთ <3



№1 სტუმარი სტუმარი Mariamo

Aaax miyvars ^_^

 


№2  offline წევრი kesane123

სტუმარი Mariamo
Aaax miyvars ^_^

❣️❣️❣️

 


№3  offline წევრი american boy-:d :d

შენ დამაგვიანებელო.ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ვგიჟდები მე ამათზეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე,შენზე მითუმეტეს ესენი რომ შექმენიიიიიიიიიიიიიიიიი

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა მადლობა წარმატებები ????????????????

 


№5  offline წევრი sofo_sofia13

აი ეხლა მოვკვდებიი

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა რა მაგარი წყვილების საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი ნაწარმოებია მადლობა წარტებები ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent