გიჟი (სრულად)
თეთრი კედლები, თეთრი იატაკი, თეთრი ჭერი, თეთრი ფორმები, თეთრი ნივთები. ყველაფერი თეთრია და უკვე ისე მოქმედებს ეს სითეთრე ერთ-ერთ პაციენტზე, რომ თვალებ მოჭუტული დადის. ხელები ზურგს უკან აქვს გადაჯვარედინებული და თვალებს ზუსტად ისე აცეცებს როგორც ამას საგიჟეთში მყოფი გიჟი უნდა აკეთებდეს. თავისთვის ბუტბუტებს გაუგებარ სიტყვებს და ყველა ვინც კი მზერის გასწორებას ბედავს მისთვის, თვალებით კლავს. უმიზეზოდ გაბრაზებული შედის ერთ-ერთ კაბინეტში, მაგარამ, რომ კითხოთ იქ რატომ და ვისთან ერთად ხარო ვერ გიპასუხებს. არაფერი არ იცის გარდა ერთისა: ის ახლა იმ კაბინეტში, იმ თეთრხალათიანთან ერთად უნდა იჯდეს. მოწყვეტით ეშვება ყავისფერ სავარძელში და მზერას წინ მჯომს უსწორებს -რატომ დააგვიანე? - ღიმილით ეკითხება და მომარჯვებულ ბლოკნოტში რაღაცის ჩანისშვნას იწყებს. -წამლების ბრალია! ტვინის ნაოჭები სულ გამიქრო და ახლა მგონია, რომ თავში თხევადი ჟელე მიდევს. -მალე კარგად იქნები - როგორ ეზოზღებოდა ეს ყალბი ღიმილი და ფუჭი იმედები -შენივე სიტყვების არ გჯერა და მე როგორ დამაჯერებ, რომ მალე კარგად ვიქნები?! - ირონიული ღიმილი გადაეფინა სახეზე -საიდან მოიტანე, რომ არ მჯერა? არ მითხრა, რომ თვალებში ჩახედვით ამოიკითხე ყველაფერი -სასაცილოა - ერთი გიჟურად გადაიხარხარა და მალევე ისევ სერიოზული, უემოციო გამომეტყველება დაიჭირა - შენი ხელების კონტროლი უნდა ისწავლო, რომლებიც შენგან დამოუკიდებლად მოძრაობენ და სიმართლეს მიყვებიან -ხელების? - გაკვირვებულმა კითხა და ხელებს დააკვირდა. -ხო, ხო ხელების რა გაგიკვირდა? შენ გეგონა რაიმე ბანალურ წინადადებას გეტყოდი და მაგ ღიმილით მაგიტომ მიმზერდი? რაღაცას შეგახსენებ, ჩვენ ახლა საგიჟეთში ვართ, შენ გიჟს ესაუბრები და გავიწყდება რომ სიგიჟე და სიბანალური ერთმანეთისგან ძალიან შორს არის -შეგიძლია მითხრა რას ნიშნავს სიტყვა- ბანალური? - ისევ კალამი მოიმარჯვა და ხელში შეათამაშა -სიტყვის განმარტებას მთხოვ? -არა, რა თქმა უნდა არა! - გაიცინა - მე მაინტერესებს შენთვის რას ნიშნავს ეს სიტყვა -არაფერსაც არ ნიშნავს - უდარდელად აიჩეჩა მხრები - უბრალოდ რვა ასოიანი სიტყვაა რომელიც ნელ-ნელა მეფდება ჩვენს სამყაროში და მალე ყველაფერს ის შთანთქავს. მე კი დაზღვეული ვარ და მის კლანჭებს გადავურჩები -რას გულისხმობ როდესაც იძახი, რომ ეს სიტყვა ყველაფერს შთანთქავს? -ვერ ამჩნევ, რომ ყველაფერი გაბანალურდა?! ყვე-ლა-ფე-რი - დამარცვლა და თეთრხალათიანისკენ გადაიხარა -თავს დაზღვეულად რატომ თვლი? -არ მისმენ - თავი გააქანტურა - ხომ უკვე გითხარი, რომ სიგიჟე და სიბანალურე ერთმანეთისგან შორს არის -და რა არის სიგიჟე? -განსხვავებულობა -ასე უბრალოდ განსხვავებულობა? -კი! შენ და შენნაირებს მუდამ პირზე გაკერიათ, ჩვენ ინდივიდუალურები ვართო და იმას კი ვერ ამჩნევთ, რომ ყველა ერთმანეთს გავხართ, უბრალოდ გამოხატვის უნარი გაქვთ სხვანაირი. თქვენი ამოცნობა ყველაზე მარტივია, ვითომდა ყველანი განსხვავებულები ხართ, მაგრამ ყოველთვის ერთნაირად ფიქრობთ, კრიტიკულ სიტუაციებში ყველა თქვენგანს თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებს, მომხიბვლელი საპირისპირო სქესის დანახვისას კი თავში ყველა ერთი და იგივე კადრებს წარმოიდგენთ. აი ჩვენ გიჟები კი, ისეთი განსხვავებულები ვართ, რომ ვერასოდეს ვერ გაიგებ იმას თუ რას ვფიქრობთ ჩვენ, ან რას ვგეგმავთ, შეიძლება ერთ წამს მშვიდად ვიყოთ, მაგრამ მეორე წამს ისე ავფეთქდეთ, რომ გარშემო ყველაფერი დავამტვრიოთ. შეიძლება გარშემო არავინ შევიმჩნიოთ, ან პირიქით - ზედმეტად შევიმჩნიოთ. კრიტიკულ სიტუაციებში შეიძლება თვით გადარჩენის ინსტიქტი საერთოდ გაგვიქრეს და მშვიდად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ან კიდე ისე გაგვიძლიერდეს ეს ინსტიკტი რომ საკუთარი თავის გამო ყველა გავანადგუროთ. ორი არსება ზის ჩვენში, ერთი თქვენნაირი რომლის ნაბიჯების გათვლაც ყველაზე მარტივია, აი მეორე კი - განსხვავებული და ისეთი არაპროგნოზირებადი, რომ ვერასდროს ვერ ჩაწვდები მას და როდესაც იფიქრებ, რომ ის უკვე გაიცანი, ისეთ რაღაცას ჩაიდენს, რომ მთელს შენს წარმოსახვით კოშკებს რომელსაც მასზე აგებდი ერთი შებერვით ისე დაგიშლის, როგორც მგელმა დაუშალა პატარა გოჭუნას თივისი ქოხი. -არ გინდა, რომ როგორც შენ იძახი "ჩვენნაირი" იყო? -თქვენ მარტივი პიროვნებები ხართ, მე არაფერი მარტივი არ მიყვარს, ადვილად მბეზრდება, მე კი ყველაზე მეტად საკუთარი თავის მობეზრება არ მინდა -მაშინ გინდა ის არაპროგნოზირებადი პიროვნება იყო მუდამ? -ბევრ ენერგიას მოითხოვს, მე კი ძალიან ზარმაცი ვარ -არც ჩვეულებრივად ყოფნა არ გინდა და არც არაპროგნოზირებადად -გეთანხმები -აბა ვინ გინდა რომ იყო? -ის ვინც ახლა ვარ -და ვინ ხარ ახლა? -გიჟი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.