ცხელი შოკოლადი. (თავი 5)
-მეგონა თავი უნდა დაგვენებებინა ერთმანეთისთვის.-დივანზე მჯდარმა, მისი მკლავებიდან თავი ამოვყავი და ჩუმად ვუთხარი. -ასეც უნდა მოვქცეულიყავით.-უფრო თავისთვის ამოილაპარაკა ბერდიამ და შემომხედა. -რომ წარმოვიდგენ ერთსა და იმავე ქალაქში ვცხოვრობთ, ასე ახლოს ხარ ჩემთან და არ შემიძლია შეგეხო ჭკუიდან ვიშლები. ვეღარ ვსუნთქავ შენს გარეშე.-ხელი თავზე ნერვიულად გადაისვა და თავი გადააქნია.-ვერასდროს წარმოვიდგენდი ამხელა ზეგავლენას თუ მოახდენდა ვინმე ჩემზე. ჩვეულებრივად მაშტერებ. მინდა სულ ჩემთან იყო. ყოველ წამს, წუთს და საათს.-თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.მერე მზერა ტუჩებზე გადაიტანა. -გაკოცებ რა.-ჩუმად ამოილაპარაკა. პასუხს აღარ დალოდებია ისე დაეძგერა ჩემს ტუჩებს. მაშინ ვიგრძენი, რომ სამყაროში არავინ მინდოდა ბერდიას გარდა. ისეთი სასიამოვნო შეგრძნება იყო, რომ ცაში ავფრინდი და კოსმოსს გავცდი. ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია.ისე ნაზად მკოცნიდა და ხელებს ისე ნაზად მისვამდა სახეზე, თითქოს ფაიფურის ვიყავი და მალე დავიმსხვრეოდი.ძლივს მოსწყდა ჩემს ტუჩებს და მთელი ძალით მიმიხუტა. -მიმღერე რა.-მავედრებელი ხმით ამოვილაპარაკე და თავი ავწიე.უარის თქმას აპირებდა რომ გავაწყვეტინე-გთხოვ.-საწყალი თვალებით შევხედე და გავუღიმე. ღრმად ამოისუნთქა. ეს უკვე თანხმობის ნიშანი იყო. თავი გულზე დავადე. ვიგრძენი, როგორ სწრაფად უცემდა. გამეღიმა და მის მკლავებში გავიტრუნე. მან სიმღერა დაიწყო. -შენი თვალების ფერია ცა გაფანტე ღრუბელი, დამანახე მზე-იმდენად ბოხი და სასიამოვნო ხმით მღეროდა ტანში გამაჟრჟოლა, იგრძნო და გაეღიმა.სიმღერას ისევ აგრძელებდა.-შენი ღიმილი სიცოცხლეს გავს უნდა გაკოცო და ნუ გაწევ თავს-მიმღეროდა და თმებზე მეფერებოდა. რა კარგად ვიყავი იმ მომენტში ვერ აღვწერ. იჯდა ჩემი საყვარელი მამაკაცი, ჩემივე სახლში, ჩემს დივანზე, ჩემს თმებს ეთამაშებოდა და მხოლოდ ჩემთვის მღეროდა.ჯანდაბა, ამაზე სასიამოვნო შეიძლება იყოს რამე?სიმღერას აგრძელებდა და მე სიამოვნების ზენიტში ვიყავი.-ვიცი გიყვარვარ მიყვარხარ მეც ამას ამბობენ მთვარეცა და მზეც ჩემო ლამაზო მე არ ვეძებ სხვას უნდა გაკოცო და ნუ გაწევ თავს.-სიმღერა დაასრულა, თავი ამაწევინა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. ცრემლებმა დაუკითხავად დაიწყეს დენა. ბედნიერების ცრემლები იყო. ბოლო დროს იმდენად გულჩვილი გავხდი ბერდიას დამსახურებით ყველაფერზე მეტირებოდა. ახლაც იმდენად ბედნიერი ვიყავი, ემოცია ვერ გავაკონტროლე. არაბულმა ცრემლები, რომ იგრძნო წამში მომშორდა და სახეზე დამაკვირდა. -ირინა, შენ რა ტირი? -ოდნავ დაბნეული და შეშინებული იყო ბერდია. მე მივეხუტე და უფრო მეტად ავტირდი. -ახლა აქ რომ ზიხარ ჩემს გვერდით, იცი როგორი ბედნიერი ვარ? -სლუკუნით ავეკარი მის სხეულს.-მაშინ იმ ღამით, რომ მითხარი ის საშინელებები რას ნიშნავდა?-აშკარად არ ესიამოვნა ჩემი შეკითხვა და ოდნავ შეიშმუშნა. -ამაზე ლაპარაკი ახლა არ გვინდა, იმიტომ, რომ შენთან ერთად იმდენად ბედნიერი ვარ, სხვა დანარჩენი . -ჩახრეწილი ხმით ამოილაპარაკა და მთელი ძალით მიმიხუტა. ერთი კვირა ისე გავიდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. 7 დღე ბერდიასთან ერთად და არცერთი მის გარეშე. ყოველდღე მაოცებნდა არაბული. მეგონა თავისი შესაძლებლობები ამოწურა მეთქი, მაგრამ მეორე დღეს უფრო აღმაფრთოვანებდა. დილით არაბულის ზარმა გამაღვიძა. თვალები ზანტათ გავახილე, ტელეფონი ხელით მოვძებნე და ისე, რომ არც დამიხედავს, ვუპასუხე. -გისმენთ.-საწოლზე წამოვჯექი და თვალები ხელით მოვისრისე. -ირინა, მიდი სწრაფად ადექი, გაემზადე და გამოგივლი, გავიდეთ სადმე. -სათქმელი უცბათ მიაყარა ბერდიამ და პასუხს დაელოდა. -არაბული, 6 საათიაა ჯერ. -ბურტყუნით ამოვილაპარაკე და საწოლიდან წამოვდექი. -მეტი ვეღარ მოვითმინე და რა ვქნა? -გაბუტული ბავშვივით მითხრა. მე გამეცინა.-თბილად ჩაიცვი, გარეთ ცივა ძალიან. 15 წუთში შენთან ვიქნები. -პასუხის გაცემა აღარ დამაცადა ისე გამითიშა. ძალიან სწრაფად მოვემზადე. პატარაობიდან საკმაოდ სწრაფად ვაკეთებდი ყველაფერს და იმ გოგოების კატეგოგორიას ნამდვილად არ მივეკუთვნებოდი, რომლებიც 2 საათი იდგნენ სარკესთან. თხელი, გრძელ მკლავიანი მაისური გადავიცვი, ჩემი ნივთები ავიღე და ქვემოთ ჩავედი. ბერდია უკვე კორპუსთან იდგა და მელოდებოდა. დამინახა თუ არა ხელები გაშალა და მაგრად მიმიხუტა. -სულ, რომ მენატრები რა გავაკეთო? -ჩემს კისერში ჩარგულმა საწყლად ამოილაპარაკა და ყელში სველი კოცნა დამიტოვა. ვგიჟდებოდი მის ამ მოქმედებაზე. ყოველთვის ჟრუანტელი მივლიდა თავიდან ტერფამდე. -ჰო გითხარი თბილად ჩაიცვი მეთქი? -გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და კარი გამიღო. მიუხედავად იმისა, რომ ციოდა ფეხით გასეირნება მოვინდომე და ბერდიამაც უარი ვერ მითხრა. ლისის ტბა სულ ფეხით შემოვატარე, უცბათ საშინელი წვიმა, რომ დაიწყო. უცბათ გაიხადა თავისი მოსაცმელი და მე გამომიწოდა. -ჩაიცვი მალე გაცივდები. შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს.-ბოლოს დაამატა, როცა მიხვდა რაღაცის თქმას ვაპირებდი. მეც გამოვართვი და უცბათ ჩავიცვი. უკვე ორივე გალუმპულები ვიყავით. ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ გავიქეით. -რა ბანალური ხარ, ბერდია.-სიცილით მივყვებოდი უკან არაბულს და თვალით მოსაცმელზე ვანიშნებდი. -თბილად ჩაგეცვა და აღარ წავიბანალურებდი. -სიცილით მითხრა არაბულმაც და მანქანის კარი გამიღო. ნუ ეს ჯენტლმენობა თავსხმა წვიმაშიც, რომ არ ავიწყდება. არაბულის სახლში წავედი. იმდენად მყუდრო და ლამაზი ინტერიერი იყო, არ ველოდი. ბინა საკმაოდ დიდი იყო. ინტერიერი შავ, ნაცრისფერ და თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი. დიდი აივანი ქონდა სადაც ორი პუფი ეგდო და პატარა მაგიდა იდგა. -წყალს გადავივლებ და გამოვალ მალე კარგი? -ღიმილით მითხრა ბერდიამ და აბაზანაში გაუჩინარდა. მე ისევ სახლის თვალიერება გავაგრძელე. აივანზე გავედი. ულამაზესი ხედი იშლებოდა მთაწმინდიდან. პუფში ჩავეშვი და არაბულს დაველოდე. 15 წუთში გამოვიდა. კანკალებდა. -მგონი ვცივდები.-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და სავარაუდოდ თავისი ოთახისკენ წავიდა. უკან დიდი კაპიშონიანი ზედით და სპორტული შარვალით დაბრუნდა. -ჩაიცვი, შეგცივდება. -მეც მის ნებას დავემორჩილე. იმავე ოთახში შევედი საიდანაც ტანსაცმელო გამომიტანა.იცბათ გამოვიცვალე და მისაღებში გავედი. -ცხელ ჩაის გაგიკეთებს გინდა? გცივა და გაგათბობს.-ვეუბნებოდი და თან ოთახიდან გავდიოდი. რომ დამიმახა თვალები გაუშტერდა და ყურებამდე გაიღიმა. არაფერი უთქვამს სამზარეულოში გავედი და ჩაის მოძევნა დავიწყე. -საშინლად მისწორდება ახლა ჩემს სამზარეულოში, ჩემივე ტანსაცმლით, რომ დაფუსფუსებ აი საშინლად.-მოგუდული ხმით ამოილაპარაკა დიცანზე კომფორტულად მოკალადთა. მე ბედნიერების ტალღამ დამიარა. რაც შემეძლო სწრაფად გავუკეთე ჩაი და მაგიდაზე დავუდგი. -ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ, ახლა ჩემთან, რომ ხარ.-ბედნიერმა ამოილაპარაკა და გამიღიმა, გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე. ის ჩაის სვამდა მე კი ისევ სახლს ვათვალიერებდი და დავინახე ის, რაც ამ სახლში ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.