შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ტკივილი


20-07-2018, 00:41
ავტორი Mathilda666
ნანახია 1 488

გეხები და ვერ ვგრძნობ.ფიქრებში ისე შემოგაჭდე მხარზე ხელები, რომ თითქმის ერთ არსებად ვიქეცით.
   რეალისტი ვიყავი.მქონია ბინძური ფანტაზიაც და ლამაზი, ისეთი,რომ ზღაპრებს დავხატავდი.მქონია, მაგრამ არ ვიყენებდი.არასდროს გავსულვარ რეალიზმის საზღვრებს გარეთ.
   გამოჩნდი...გამოჩნდი და მოიტანე წარმოსახვა,ფანტაზიის ღილაკის ჩართვა და მეტი ფიქრი.ახლა გულში,მხოლოდ ისე რომ მე მესმოდეს გხვევ ხელებს და თვალებს გიკოცნი.თმებს ნაზად გიჩეჩავ ხელით და ვიცინი.იმ სიცილით ვიცინი შენ,რომ გიყვარს.პანიკური სიცილით,შემდეგ ცრემლები მოჰყვება.რატომ იცი?!შენ ცრემლიან თვალებს მიკოცნი და მე ვხვდები,რომ არ ვარ რეალურ სამყაროში.ვიშლები ნაწილებად და ვქრები.
----------------------------------------------------------
ვგრძნობ რამდენად უახლოვდება ერთი ვარსკვლავი მეორეს და მათში ჩვენს თავს ვხედავ,რადგან როგორც ისინი,ისე, ვერც ჩვენ ვერასდროს შევეხებით ერთმანეთს.ჩვენი სულები მუდამ ერთად ივლიან, მაგრამ ვერასდროს ჩასჭიდებენ ერთურთს ხელებს.მჭირდება...ძალა მჭირდება,რათა ამ ტკივილს გავუძლო, რომელიც არასდროს მეშვება...მუდამ ჩემთანაა მყოფელი და თანამდევი უკვდავი სული.
-------------------------------------------
ეს ბოლო დროა უძილლობა დამჩემდა...ეს ბოლო რამდენიმე წელია მძინავს და თვალები ღია მაქვს ან მღვიძავს და მგონია, რომ მძინავს.ორივე ერთად უძილობაა...
ეს ბოლო დროა ტანსაცმლით ძილი დამჩემდა.იცი რატომ?! უბრალოდ გამოცვლა მეზარება.
ეს ბოლო დროა შენ დამჩემდი.იცი რატომ?! შემიყვარდი.აი ასე უბრალოდ.აღარ ვინტერესდები სწორია თუ არა.ჩვენთვის ყველაფერი სწორია.გაბედე და იცხოვრე.ჩვენ განსხვავებულები ვართ ერთად.ცალ-ცალკე არარაობები ვართ!
დღეს გრძელი ღამეა.ჩემთან ქაოსია.შენთან მშვიდი ძილი.ეგოისტი ვარ.მტკივა,რომ გძინავს,მე კი-მღვიძავს.მარტო არარაობა ვარ.ამ ღამის ფიქრები ბოლოს მიღებს.მარტო ვარ.მეშინია.სხეულში მცრის და ლოყაზე ცრემლი მოგორავს.



№1  offline წევრი იზუკა

როგორ მესმის შენი ????ცალმხრივი სიყვარული განაჩენია საკუთარი თავის მიმართ გამოტანილი.

 


№2  offline წევრი Mathilda666

იზუკა
როგორ მესმის შენი ????ცალმხრივი სიყვარული განაჩენია საკუთარი თავის მიმართ გამოტანილი.

სიმართლე ისაა,რომ არ არის ცალმხრივი.. ადრინდელი ჩანახატია,რომელსაც ტკბილად ვიხსენებ დღეს მასთან ერთად ❤️

 


№3  offline წევრი იზუკა

Mathilda666
იზუკა
როგორ მესმის შენი ????ცალმხრივი სიყვარული განაჩენია საკუთარი თავის მიმართ გამოტანილი.

სიმართლე ისაა,რომ არ არის ცალმხრივი.. ადრინდელი ჩანახატია,რომელსაც ტკბილად ვიხსენებ დღეს მასთან ერთად ❤️

ეგ ძალიან კარგია ❤

 


№4  offline წევრი Mathilda666

ელპინი
ვაი, ძალიან მომწონხარ მე შენ!
:)

ელპინი
ვაი, ძალიან მომწონხარ მე შენ!
:)

დიდი მადლობააა❤️❤️მიხარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent