შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათამაშო (თავი 5)


24-03-2019, 00:58
ავტორი R.M
ნანახია 3 770

თავი 5
-დემეს, ჩემს მეგობარს.
-პროკურორის შვილს?
-ხო. საიდან იცი, რომ დემეს მამა პროკურორია?
-მე ყველაფერი ვიცი ყველაზე ვინც შენს გარშემო ტრიალებს.-უტეხად მიყურებდა თვალებში.
-დემეზე კიდევ რა იცი?-წარბი ავუწიე მაღლა.
-შეყვარებულია ვიღაც ლელაზე უგონოდ. ასე რომ არ ვეჭვიანობ მასზე.
-დემნა არ ხარ შენ ნორმალური.-მხარი გავკარი.
-ვისზე იძიებ ინფორმაციას?
-ლიკამ მთხოვა და ვიძიებ.
-თავად ვერ სთხოვა? სიმართლე მითხარი?
-დემნა არსებობს რაღაც რასაც შენთვის იტოვებ და არ არის საჭირო სხვისი საიდუმლო სხვას მოუყვე. ეს არის ერთგულება მეგობრის მიმართ, ოჯახის მიმართ, ნათესავების მიმართ. ნუ ქექავ და ნუ ეჭვიანობ.
-კარგი, წამოდი გავისეირნოთ.-ხელი მომკიდა და სახლიდან გარეთ გამიყვანა.
-ვითომ ზაირასთან ჩამოვედით.-ჩავილაპარაკე ჩუმად.
-რა გინდა ნატა? რატომ ბრაზობ? შენთან მინდა, შენთან განმარტოვება მინდა სულ. შენ კი სულ უკმაყოფილო ხარ.
-არ ვარ უკმაყოფილო. უბრალოდ ცუდად ვიქცევით. ადამიანს ენატრები, ორ დღეში ისედაც წავალთ, ანაც წავა და მერე სულ ჩვენ ვიქნებით, მარტო ჩვენ და სხვა არავინ, იმიტომ, რომ ლეილაც გათხოვდება და წავა გერმანიაში. სახლშიც ჩვენ ვიქნებით მარტო, სამსახურშიც ჩვენ ვიქნებით მარტო. შეიძლება მოგბეზრდეს კიდეც ეს.
-არ მომბეზრდება. არასდროს.-ჩემს ტუჩებს მისწვდა და კოცნა დამიწყო.-როცა ჩუმად ხარ უფრო მომწონხარ.-ჩემს ტუჩებზე დაიჩურჩულა, მომცილდა და წინ წავიდა.
-დემნა დამელოდე.-ავედევნე უკან.-ძლივს დავდივარ ქვებზე-დამელოდე.-წამოვეწიე და ხელი მოვკიდე.
-არაფერი დამიმალო, არასდროს.-შემომხედა ისევ, საყვედურის თავლებით.-თუ რამე გაინტერესებს უბრალოდ მკითხე.
-დემნა არ დაიღალე? რა უნდა დაგიმალო? -შევხედე ნაწყენმა.
-არ ვიცი, უბრალოდ გაგაფრთხილე.
-გავითვალისწინებ.-ჩავილაპრაკე გაბრაზებულმა.
ორი საათი ვიხეტიალეთ. ყველა ადგილი მაჩვენა სადაც ოდესმე უთამაშია. ისეთი ხალისიანი და საყვარელი იყო ბავშვობას რომ იხსენებდა.
-დავიღალე, სახლში წავიდეთ რა.-შევხედე დემნას.
-კარგი წავიდეთ.-ხელი მომკიდა და თავზე მაკოცა. პატარა ბავშვებივით მივუყვებოდით ხელი ხელ ჩაკიდებულები აღმართს.-არასდროს გამიშვა ხელი.-ხელზე ხელს მიჭერდა და ჩურჩულებდა.
-დემნა რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები ბოლომდე, მითხარი გთხოვ.
-გავლენიანი მეგობრები მეც ბევრი მყავს. შენზე მეც მოვიძიე ინფორმაცია.
-და რა გაარკვიე?-შევხედე გაღიმებულმა.
-ზვიად ქებურიას იცნობ?-შემომხედა დემნამ.
-არა, მსგავსს არავის ვიცნობ. ჩემი მეგობრები ხომ ყველა გაიცანი. ზვიადი არცერთია, არც მეგრელი არ არის არავინ.-გავუღიმე და ღიმილი სახეზე შემეყინა, როცა ზაირას მონაყოლი გამახსენდა, გიორგი ქებურია.
-შენზე ინფორმაციას აგროვებს. ბაზაზე ხელი მიუწვდება და მისი პაროლით შენზე ინფორმაცია იყო ამოღებული. მეგონა იცნობდი, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე.-მითხრა დემნამ და სახეზე ფერი დავკარგე. მოდულში ჩემი ვიზიტი გამახსენდა და იმ ორის საუბარი.
-პირველად მესმის. რატომ უნდა აგროვებდეს ჩემზე ინფორმაციას? არ ვიცი დემნა, მართლა არ ვიცი.-ვცდილობდი დემნასგან თავი დამეხსნა.
-რაღაც არ მომწონს.-თან მე მაკვირდებოდა, მე კი სახეზე მეწერა, რომ ვიტყუებოდი. მაგრამ არ მინდოდა დემნა შარს გადაყროდა.
-დემნა შეეშვი. იქნებ უბრალო ფორმალობაა, რატომ ანიჭებ ასეთ მნიშვნელობას. ან რა ხელი გაქვს სახელმწიფო უსაფღთხოების ბაზასთან?
-გავიწყდება, რომ პროგრამისტი ვარ. ჰაკერიც ვარ და თუ მჭირდება ბაზებსაც ვტეხავ. მე ვცდილობდი შენზე ინფორმაციის მოძიებას. აღმოჩნდა, რომ სხვა აგროვებს შენზე ინფორმაციას. აქტიურად ქექავენ შენს დოსიეს და ეს არ არის ფორმალობა ნატა. იქნებ დროა მომიყვე რა ხდება?-მკაცრად შემომხედა დემნამ.
-არ ვიცი! მართლა არ ვიცი.-შევხედე გაბრაზებულმა.
-გეყოფა. ყველა შენი გადადგმული ნაბიჯი ასე უბრალოდ აინტერესებს იმ ახვ*არს.-დამიყვირა.-ის გიორგი არ არის, ის ზვიადია ხომ?
-დემნა არ ვიცი. მამის სულს გეფიცები არ ვიცი ვინ არის და რა უნდა. მას კი გიორგი ერქვა, ასე მითხრა, რატომ უნდა მოვეტყუებინე.-თვალზე ცრემლი მომადგა და მოწოლილი ცრემლები ვეღარ შევაკავე.
-კარგი.-ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა.-მაპატიე, ჭკუიდან ვიშლები.
-დემნა საზღვარგარეთ წავიდეთ.
-რატომ?
-მეშინია, რა უნდა არ ვიცი. საშიში ხალხია. წავიდეთ გთხოვ საზღვარგარეთ, სადმე სხვაგან აკეთე შენი საქმე.
-ნატა რაღაცას მალავ, ვგრძნობ და სიმართლე უნდა მითხრა. შეგხვდა ის ზვიადი? გელაპარაკა?
-არა დემნა. ჩემი რატომ არ გჯერა?-შევხედე ცრემლიანი თვალებით.
-ვნახავ მაგ ქებურიას და თავად გავარკვევ.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა, მე კი შიშმა ამიტანა და სულ ავკანკალდი, ნერვებმა მიმტყუნა, კანკალს ვერ ვაჩერებდი.
-დაწყნარდი.-ხელები ძლიერად მომხვია და გულზე ამიკრა. არ ვიცოდი ვინ იყო და რატომ ქექავდა ჩემს ცხოვრებას.
სახლში დავბრუნდით, ვისადილეთ. ზაირამ აღელვება შემატყო და მოხმარება მოიმიზეზა, ფურნეში შემიყვანა და შეშფოთებულმა შემომხედა.
-რამე ხომ არ გაარკვიე?
-ჯერ ვერა. სამაგიეროდ ვიღაც ზვიად ქებურია აგროვებს ჩემზე ინფორმაციას. დემნამ მითხრა, საშინლად ეჭვიანობს. მე კი ვერ ვეუბნები ვერაფერს. რა უნდათ ამ ხალხს, რა აკავშირებს ამ ქებურიას იმ ქალთან და გიორგი ქებურიასთან?
-შვილი ყავდათ, ბიჭი. სახელი არ მახსოვს. იქნებ სწორედ ის არის?-მითხრა ზაირამ.
-მემგონი სამართლიანი იქნება დემნამ სიმართლე იცოდეს. უნდა იცოდეს რომ საფრთხე გვემუქრება. ძალიან მეშინია.-შეშინებული ვუყურებდი ზაირას.
-რა ვეღარ მოინელეს. ორი ადამიანი იმსხვერპლეს და შერჩათ, რატომ არ ჩერდებიან?-ამოიტირა ზაირამ.-დაარწმუნე დემნა და კვიპროსში წადით. როგორმე დაარწმუნე.-შემომხედა მუდარის თვალებით.
-იმ ქებურიასთან შეხვედრა უნდა.
-რამე იღონე რომ არ ნახოს. სიმართლეს მოუყვება და არ ვიცი რას დამართებს ჩემს ბიჭს.-მეხვეწებოდა ზაირა.
-ვეცდები. დამშვიდდით. შეგატყობთ აღელვებას დემნა.-ვამშვიდებდი მოხუცს.
სახლში შევედით, ზაირამ გულის წამლები დალია.
-რა სჭირს?-დემნამ მკითხა.
-მოხუცია, გული გაუხდა ცუდად. წნევას გავუზომავ.-წნევის აპარატით მივდიოდი ზაირასკენ.
-კარგი.-ისე მითხრა თითქოს გულზე სიმძიმე მოიხსნა.
-წნევას გაგიზომავ.-ზაირას წნევას ვუზომავდი, რომ დორა გამოვიდა და დივანზე წამოწვა. ფეხები კი ლამის ზედ დამალაგა.
-ამიწევს წნევა ამის შემყურე აბა რა მომივა.-ამოიოხრა ზაირამ.
-წავა ხვალ და დაგირეგულირდება წნევაც.-გაეცინა დემნას.
-მამა ცხენზე დავჯდები რა.-ოთახში ანა შემოვარდა და დემანს მკლავზე ჩამოეკიდა.
-არა, ჯერ პატარა ხარ.-უარი უთხრა დემნამ.
-პირველად ცხენზე მამამ სამი წლის ვიყავი რომ დამსვა. ასე რომ არ არის პატარა და წაიყვანე.-ვუთხარი დემნას.
-შენც წამოდი მაშინ.-შემომხედა დემნამ.
-წადი ბებო. უშენოდ ნაბიჯს არ დგავს.-გაეცინა ზაირას.
-წამალი დალიე, მაღალი წნევა გაქვს. წავალ და მალე დავბრუნდები.-ვუთხარი ზაირას და დემნას გავყევი.
ცხენები შეკაზმა დემნამ. ერთ ცხენზე თავად დაჯდა, ანაც წინ დაისვა. მეორე ცხენზე მე შევჯექი და სასეირნოდ წავედით. ანა ისეთი ბედნიერი იყო, კმაყოფილი მიღიმოდა. მე კიდევ ფიქრი არ მანებებდა თავს ვინ იყო ზვიად ქებურია. ცხენი გავაჭენე და საკმაოდ შორს ჩამოვიტოვე მამა შვილი. ვერ მოვითმინე და დემეტრეს მივწერე გაერკვია ვინ იყვნენ ერთმანეთის გიორგი ქებურია, ნინო ლაცაბიძე და ზვიად ქებურია. მალე დემნა და ანაც წამომეწივნენ.
-რატომ გამოიქეცი?-გაბრაზებული მიყურებდა დემნა. მე კი იმ დროს ტელეფონში გაგზავნილი მესიჯი წავშალე.
-გამოვიქეცი, რა მოხდა?-შევხედე გაკვირვებულმა.
-ტელეფონში რას უყურებ?-ისევ ეჭვით შემომხედა.
-საათს დავხედე, ზაირაზე ვნერვიულობ და მალე დავბრუნდეთ სახლში.-თვალი მოვარიდე და ისე ჩავილაპარაკე.
-საათს არა?- გაბრაზებულს ჩაეღიმა.-დღეს დაისჯები შენ.-თითი დამიქნია.
-როგორ?-ტუჩზე ვიკბინე და წარბი მაღლა ავუწიე.
-ნატა მე არ ვხუმრობ.-მკაცრად ჩაილაპარაკა. ბევრი ვისეირნეთ და სახლში დავბრუნდით. ანას მისვლისთანავე დაეძინა, ძალიან დაიღალა.
-დავიღალე.-სავარძელში ჩავჯექი და საზურგეს მივეყუდე.-ზაირა ბებო როგორ ხართ?
-კარგად შვილო. როგორ გაისეირნეთ?-შემოგვხედა მე და დემნას.
-კარგად.-ჩაილაპარაკა დემნამ გაბრაზებულმა.
-რა სჭირს?-შემეკითხა ზაირა.
-არ ვიცი?-მხრები ავიჩეჩე.
-არ იცი ხომ?-შემომხედა, ისევ მიბღვერდა. წელზე ხელი მომკიდა და თავად დაჯდა სავარძელში.
-მე სად დავჯდე?-გაბრაზებულმა გადავხედე დორას, რომელიც ურცხვად გაწოლილიყო დივანზე და ტელეფონში რაღაცას თამაშობდა.
-აქ.-ხელი მუხლზე დაირტყა დემნამ და ეშმაკურად ჩაიღიმა.
-კარგი.-მივედი და მეც კალთაში ჩავუჯექი.
-ძალიან ლამაზი წყვილი ხართ ბებო. ფერი ფერსაო თქვენზეა ნათქვამი.-კმაყოფილმა შემოგვხედა ზაირამ. მე და დემნამ კი ერთმანეთს შევხედეთ და გაგვეღიმა.
-ზაირა იცი ეს გოგო როგორ მიყვარს? მგონია რომ გული გამიჩერდება. მას კი არ ვუყვარვარ.-ჩაილაპარაკა სევდიანად.
-საძაგელო. მიყვარხარ. გგონია შენ გიჩერდება მხოლოდ გული? ყოველ შენს შემოხედვაზე მიჩერდება სუნთქვაც და გულიც.-ვუთხარი გაბრაზებულმა. დორამ გადმოგვხედა, მერე წამოდგა და თავის ოთახში გავიდა გაბრაზებული, ბერძნულად კი რაღაც ჩაიბურტყუნა.-რა თქვა?-დემნას შევეკითხე და თვალით დორასკენ ვანიშნე.
-იმედია სექსი აქვე არ გექნებათო?-ყურში ჩამჩურჩულა.
-ეგ ჩვენზე ამბობს?-გაცოფებულმა შევხედე.-უზრდელი.
-დაშოშმინდი თორემ მომწონს დორას იდეა.
-გეყოფა.-შევხედე გაბრაზებულმა და დივანზე გადავჯექი.
-აქ მოდი.
-არა.
-ეხლავე მოდი!-გამყინავი ხმა ჰქონდა. ზაირა სამზარეულოში იყო გასული და შეშინებულმა გამოიხედა.
-რა გჭირს შვილო?-შეხედა დემნას.
-ზაირა საქმეს მიხედე. ჩვენ არ ვივახშმებთ.-უთხრა ზაირას, ჩემსკენ წამოვიდა და ზუგზე გადამიკიდა.
-დემნა დამსვი გთხოვ, სულ გაგიჟდი?-ვფართხალებდი, ის კი ოთახისკენ მიმარბენინებდა. საჯდომზე ხელი მომცხო.
-გაჩუმდი ბავშვს სძინავს.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და ოთახში საწოლზე დამაგდო.
-დემნა სულ გაგიჟდი? პატარა ბიჭივით ცანცარებ.-შევხედე გაბრაზებულმა.
-გაჩუმდი და შენი ხმა არ გავიგო.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და მაისური გადამაძრო.
-როგორ იქცევი? თავი დამანებე.-ცრემლი მომადგა თვალებზე.
-როგორც შეყვარებული კაცი, რომელსაც ატყუებენ.-ხელები გამიკავა და ველურივით მკოცნიდა.
-თავი დამანებე, მომცილდი.-სახე გვერდზე გადავაბრუნე და ცრემლებმა დამისველა სახე.-ხელი გამიშვა, საწოლიდან წამოდგა და ფანჯრის რაფას დაეყრდნო, სივრცეს გასცქეროდა.-არ გატყუებ არაფერს.-ცრემლი წამომივიდა თვალებიდან. საწოლიდან ავდექი, გვერდი ავუარე, პირსახოცი ავირე და სააბაზანოში შევიკეტე. დიდი ხანი ვიყავი აბაზანაში, დემნა მიკაკუნებდა კარებზე.
-კარი გამიღე.-კარს იქით მისი ხმა გაისმა. პირსახოცი შემოვიხვიე და საკეტი გადავატრიალე.-რას აკეთებ, რას მიკეთებ?-შეშლილი თვალებით მიყურებდა.
-შენ რას აკეთებ? რატომ იქცევი ასე? რატომ ანგრევ ჩვენს ურთიერთობას? რატომ ხარ ასეთი აგრესიული?-ვუთხარი და ცრემლებმა გაიკვლია გზა ჩემს სახეზე.
-არ ვიცი?-ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.-მეშინია რომ დაგკარგავ.
-ასე თუ გააგრძელე ნამდვილად დამკარგავ. მიყვარხარ, როგორ დაგარწმუნო რომ არ გატყუებ. პარანოია გაქვს უკვე, რატომ გგონია, რომ რამეს გიმალავ, ან გატყუებ. სულ გვერდით ხარ, სამსახურშიც გვერდით გყავარ, სახლშიც სულ ჩემთან ხარ. რას გატყუებ, ან როდის მოგეცი მიზეზი, რომ ასე იქცევი?
-მაპატიე. ხვალ დორას გავაცილებ და ხელი მოვაწეროთ.-ჩაილაპარაკა დამნაშავე ბავშვივით.
-არა.
-რა არა?
-არ მოგყვები ცოლად.
-გინდა გამაგიჟო?-ისეთი სახე მიიღო შემეშინდა.
-რაც გინდა ის ქენი. მე მივდივარ შენი ცხოვრებიდან. საკმარისი დრო მქონდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი. ეჭვიანი და პარანოიკი ხარ. ცოლად თუ გამოგყვები ცხოვრებას დავინგრევ. თუ შენგან გავიქცევი როგორმე დაგივიწყებ და ჩემი ცხოვრებაც ძველ კალაპოტს დაუბრუნდება.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა.
-არ წახვალ.-ჩემსკენ წამოვიდა.
-წავალ.-უტეხად ვუყურებდი თვალებში.
-ვერ წახვალ, რადგან აქ ხარ.-გულზე ხელი დაიდო და მგელივით მეცა ტუჩებზე. წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდი, კოცნაში ავყევი და მაისური თავად გადავაძრე. არ ვიცი რა მჭირდა, კონტროლს ვკარგავდი მისი მოხლოვებისას. მისი ეს ეჭვიანობა მაგიჟებდა, გაქცევა მინდოდა მაგრამ ვერ გავრბოდი. გაუჩერებლად მეფერებოდა.-ხვალ ხელს ვაწერთ.
-არა.-ისევ უარს ვეუბნებოდი და სხეულით ვეკვროდი.
-კი.
-არა.-ისევ უარზე ვიყავი და მაინც ვკოცნიდი, ის მომცილდა და გავცივდი.
-აბა რატომ მეხვევი? არ მოგეფერები თუ არ დამთანხმდები.-ჩაეღიმა ირონიულად და დამტოვა ასე გაგიჟებული. სააბაზანოს კარი გაიხურა და გავიდა. უკან ავედევნე, საძინებელში საწოლზე იწვა და კმაყოფილი იღიმოდა.
-მიმიწიე, უნდა დავიძინო.-პირსახოცი მოვიხსენი და საწოლში დავწექი სრულიად შიშველი.
-ჩემი წამება გადაწყვიტე? თუ ცოლად არ მომყვები რა ჰქვია შენს საქციელს? ჩემი საყვარლობა მოგწონს?-გადმობრუნდა და ყურში მეჩურჩულებოდა.
-მეძინება.-შევხედე გაბრაზებულმა.
-არ გეძინება!-გადმომაბრუნა და კოცნა დამიწყო. მეც ავყევი და ერთმანეთის ფერებით გული ვიჯერეთ.-არ დაიძინო.-გულზე ვყავდი აკრული და ჩემს გამოფხიზლებას ცდილობდა.
-დემნა მეძინება.-ამოვიბუზღუნე.
-არ დაიძინებ!-ისევ კოცნა დამიწყო და ისევ მოფერება. მთელი ღამე არ მომასვენა. ბოლოს თენდებოდა, რომ ორივეს ჩაგვეძინა ერთმანეთში ახლართულებს.
მძინარეს ზაირას ხმა მესმოდა, ძლივს დავაცილე ქუთუთოები ერთმანეთს.
-ათი საათია, გამოუშვი ეგ ბავშვი ოთახიდან.-ქოთქოთებდა ზაირა.
-უძილოა და სძინავს. მე კი არ ვიჭერ.-უბრაზდებოდა დემნა და ოთახში არ უშვებდა.
-რატომ არის უძილო?
-ზაირა დეტალებში მოგიყვე თუ მოკლედ? თავი დაგვანებე რა.-კარები მიუხურა და საწოლში შემომიწვა.-გაგაღვიძა მაინც ხომ.-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-დემნა დორა დღეს არ მიდის? ავდგეთ. ნამდვილად არ მინდა აეროპორტში დააგვიანდეს.-ამოვილაპარაკე.
-ავდგეთ.-იცინოდა.-ეს იმისთვის ბებერს რომ მეძახდი.-ყურზე მიკბინა და ჩამჩურჩულა.
-მე, მე ვარ ბებერი.-ამოვიზმუვლე.-მანქანაში დავიძინებ. მიბწკინე, რამე ქენი, ღამით კარგად მაფხიზლებდი?-ვუსაყვედურე.
-კარგი ადექი.-საწოლიდან ამაყენა და ხალათი ჩამაცვა. იმ კატას ვგავდი ტომი და ჯერიში რომ ეძინება და ქუთუთოებზე ასანთის ღერებს რომ იმაგრებს. დემნას ვეყუდებოდი. ძლივს გამოვფიხზდი, ჩავიცვი და ქვემოთ ჩამოვედი.
-რა გჭირს?-ჩემს ჩაშავებულ თვალებს უყურებდა ზაირა.
-იმას კითხე?-ხელი დემნასკენ გავიშვირე.-სასწრაფოდ ყავა მჭირდება.
-მოგიტან ბებო, შენ იჯექი.-სამზარეულოში გაიქცა ზაირა და ცოტა ხანში ყავა მომიტანა.
-ზაირა გაიხარე, გამრავლდი.-დავლოცე მოხუცი და ყავას დავეწაფე მწყურვალივით. დემნა კი დამცინოდა.
-აწი თქვენ გამრავლდით ბებო.-გაეცინა ზაირასაც.-მოკალი ბავშვი?-ახლა დემნას მიუბრუნდა და გაუბრაზდა.
-ჯერ სად არის? -იცინოდა დემნა.
-ჩემოდანი შენ ჩააალაგე, მე ისევ ვიძინებ.-სავარძელს თავი მივადე და თვალები დავხუჭე.
-მე მზად ვარ.-ჩემოდანი გამოაგორა ანამ.
-პირდაპირ აეროპორტში მივდივართ. ანა დაემშვიდობე ზაირას.-უთხრა დემნამ ანას.
-ანა ხომ თბილისში რჩება?-უცებ გამოვფიზლდი.
-არა, მიდის.-გამოაცხადა დემნამ.
-ხომ შევთანხმდით, არდადეგებზე აქ იქნებაო შენ არ მითხარი?-შევხედე დემნას შეშფოთებულმა.
-ანა მიდის. ლეილა თხოვდება. მე და შენ კი მარტო ვრჩებით.-გამიღიმა კმაყოფილმა.
-დემნა ანა რატომ მიდის?
-დორამ აიჩემა, მართლა კი არ მომბეზრდა შვილი.-შემომხედა და გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
-ჩემი გოგო.-ანას მოვეხვიე და ავტირდი. რაღაც გულჩვილობა დამჩემდა.
-რა გატირებს? ნუ გამაგიჟე ახლა.-ხელები გაშალა და გაბრაზებულმა შემომხედა.
-მომენატრები.-ანაც მომეხვია.
-დაგირეკავ ხოლმე, მოთხრობებსაც წაგიკითხავ.-თავზე ვაკოცე ანას.
-ერთი წელიო და დედამ საქართველოში დაგტოვებო. სულ ჩამოვალ და თქვენთან ვიცხოვრებ.-მამშვიდებდა ანა.
-კარგი საყვარელო, დაგელოდებით.-ვუთხარი ანას, ის კი წავიდა და ზაირას ჩაეხუტა.
-ბებო ერთ წელში ისევ ჩამოვალ.-ზაირაც ტიროდა.
-კარგი ბებო.-ანას აკოცა ზაირამაც. დემნამ კი ჩვენი ოთახიდან ჩემოდანი გამოაგორა.
-როდის ჩაალაგე?
-შენ რომ გეძინა.-მითხრა და ორივემ დორას გავხედეთ, ჩემოდანი გამოაგორა და ისე აუარა გვერდი ზაირას ზედ არც კი შეუხედავს.
-ეს ნამდვილად არ მომენატრება.-უკმაყოფილომ ჩაილაპარაკა ზაირამ და დორას ამრეზილმა გახედა. მერე კი გულში ჩამიკრა.-შენ მაინც დამირეკე ხშირად, ამას ვავიწყდები ხოლმე.-ხელი დემნასკენ გაიშვირა და ახლა შვილიშვილი ჩაიკრა გულში.
-კარგად, თავს გაუფრთხილდი. არ გინდა თბილისში წამოხვიდე? აქ მარტო როგორ ძლებ?- ვკითხე ზაირას.
-არა შვილო, აქ მირჩევნია. ახლა შენს ქმარს კითხე, არავის დანახვა აღარ უნდა შენს გარდა. -მითხრა ზაირამ.
სვანეთიდან წამოვედით, პირდაპირ აეროპორტში მივედით. ანამ და მე ვიტირეთ. გავაცილეთ დორა და ანა კვიპროსში. უძილობამ თავისი გაიტანა, უკვე ღამე იყო და გზაში ჩამეძინა.
-ნატა მოვედით.-მითხრა დემნამ და ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადამიწია.
-ხვალ სამსახურში მივდივართ?-ამოვიბუტბუტე.
-მივდივართ, უფროსის საყვარლობა პრივილეგიებს სულაც არ განიჭებს.-გაღიმებული მიყურებდა.
-არა? კარგი.-მანქანიდან გადმოვედი და სახლში შევედი. ჩემს ძველ ოთახს მივაშურე, წყალი გადავივლე და საწოლში დავწექი.
-აქ რატომ ხარ?-მძინარეს თავზე დამადგა დემნა.
-მძინავს.
-კარგი. ეს საწოლი არ მოგვისინჯავს და მოვსინჯოთ.-საბანი ასწია და გვერდით მომიწვა.
-დემნა თავი დამანებე, მეძინება.-გვერდი ვიცვალე და ძილი გავაგრძელე.
-გადმობრუნდი.-ყურზე მიკბინა და წელზე სუროსავით მომეხვია.
-მეძინება.-ისევ ვბუზღუნებდი, ის კი ალერსს არ წყვეტდა. ბოლოს გამომაფხიზლა მაინც და ალერსი გააგრძელა.-მე შენი საყვარელი არ ვარ, ეს დაიმახსოვრე.-თითი მივუტანე ცხვირთან.
-ცოლობაზე არ მთანხმდები და აბა რა ხარ.-ყელში მკოცნიდა და თან იცინოდა.
-ხვალ მოვაწეროთ ხელი.-დავთანხმდი უცებ. არც ყვავილები, არც ფეიერვერკი, ასე უბრალოდ საწოლში გადავწვიტეთ დაქორწინება.
-ძალიან კარგი. ხვალ მივალთ ქორწინების სახლში და ხელს მოვაწერთ.-კოცნა არ შეუწყვეტია. გული მწყდებოდა, არ მინდოდა ასე უბრალოდ ყოფილიყო ყველაფერი. თითქოს მიხვდა ჩემს ფიქრებს.-ეს მხოლოდ ფორმალობაა, მშვიდი სინდისით რომ იწვე ჩემს გვერდით. რამდენიმე ხანში ჯვარი დავიწეროთ და ქორწილიც დავგეგმოთ.
-მიყვარხარ.-ამოვილაპარაკე გახარებულმა.
-რატომ გიყვართ ეს ცერემონიები გოგონებს?-შემომხედა გაკვირვებულმა და თან ეღიმებოდა.
-რა ვიცი, მოგვწონს.-მხრები ავიჩეჩე.
-ახლა დაიძინე, არ ვხუმრობ ხვალ სამსახურში მივდივართ. საღამოს კი ხელს ვაწერთ.-მაკოცა, სხეულზე ამიკრა და სუროსავით შემომხვია ხელები.
-ასე ვერ დავიძინებ, ძალიან მეხუტები.-ამოვიბუზღუნე.
-თუ ვერ დაიძინებ საქმეს გავაგრძელებ.-ხელი ქვედა საცვალში შემიცურა.
-გეყოფა, რა დაუკმაყოფილებლობა გჭირს.-შევხედე გაბრაზებულმა.
-უნდა გიხაროდეს, რომ შენი სურვილი მკლავს.-ყელში მაკოცა და თვალები დახუჭა. ცოტა ხანში დამეძინა.
დილით დემნამ გამაღვიძა, თავი მტკიოდა უძილობისგან. მშვიდად ვისაუზმეთ და ოფისში წავედით. ბევრი საქმე გვქონდა, საღამომდე არ გავჩერებულვარ. დემნა არ მასვენებდა, დრო და დრო განტვირთვას მიწყობდა და კოცნით მაბრუებდა.
-დემნა დამამთავრებინე ეს ფაილი, შემეშვი.-ვცდილობდი მომეცილებინა მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. ხელი დამავლო და გულზე ამიკრა, მერე კი ხარბად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ჩახველების ხმაზე ორივემ კარიკენ გავიხედეთ.
-ბოდიშით ხელი შეგიშალეთ.-ალექსი იდგა კარში. დემნა და ის მტრებივით უყურებდნენ ერთმანეთს.
-მე ფაილს დავამთავრებ.-ჩემს მაგიდას მივუჯექი და ფაილის დამუშავება გავაგრძელე.
-ეს ფირმიდან გასვლის დოკუმენტაციაა.-წინ ფურცლები დაულაგა ალექსმა დემნას.-კვირის ბოლოს ლონდონში მივდივარ.-თქვა და სევდიანად გადმომხედა მე. დემნა ისეთი თვალებით მიყურებდა სიტყვაც ვერ ვთქვი. ვერ ვთხოვე, რომ დარჩენილიყო და გადაწყვეტილება შეეცვალა. ისე ეჭვიანობდა დემნა ალბათ ჯობდა ალექსი წასულიყო. თუმცა მაინც ვერ მოვითმინე და ვითომ საპირფარეშოში მივდიოდი, გარეთ გავედი და ალექსის გამოსვლას გარეთ დაველოდე. ცოტა ხანი ისაუბრეს მარტო და მერე ალექსიც გამოვიდა დემნას კაბინეტიდან.
-ალექს შეიძლება დავილაპარაკოთ?-შევხედე სევდიანი თვალებით და ჩემს ძველ კაბინეტში შევიყვანე.
-სათქმელი არაფერია.-ჩაილაპარაკა სევდიანად.
-ალექს ცუდად ვგრძნობ თავს, იმდენი ხანია მეგობრები ხართ, ახლა კი ვხვდები, რომ ჩემი მიზეზით დაშორდით. ძალიან ცუდად ვარ, არ მინდოდა ასე გამოსულიყო. მე უბრალოდ შემიყვარდა და ვერც წარმოვიდგენდი, თუ შენც.
-ნატა დემნას რთული ხასიათი აქვს. არ მინდა ჩემს გამო შენ შეგექმნას პრობლემები. მე უნდა წავიდე, ჩემთვის რომ დაგივიწყო, შენთვის, რომ დემნას ეჭვიანობა აგარიდო. დემნას შენზე უკეთ ვიცნობ, გამძლეობას გისურვებ. შემიყვარდი და მინდოდა მისგან დამეხსენი. თავი დამნაშავედ არ იგრძნო, შენი მიზეზით არ მივდივარ. წასვლა დიდი ხანია მინდა, ჭაობი მეც მითრევს და უნდა წავიდე.
-რა ჭაობი? რას გულისხმობ?
-ნატა შენ არჩევანი გააკეთე. ამ დამპალ ცხოვრებაში დამნაშავე ყველა ვართ შენს გარდა. შენ ისეთი სუფთა ხარ. მაპატიე გთხოვ, არ მინდოდა ამ ფარსში ჩართვა, მაპატიე.
-ალექს რა ხდება? ნორმალურად ამიხსენი?
-ნატა დემნა...-სათქმელი სახეზე შეაცივდა ალექსს.
-არ წახვედი?-დემნას გამყინავი ხმა გაისმა.
-მივდივარ.-ისეთი თვალებით შეხედა დემნას მეგონა მოკლავდა.
-ალექს რაღაცას მიყვებოდი?
-დაივიწყე.-მითხრა და კარში გაჩერდა.-არ ატკინო თორემ თიკოს სულს ვფიცავარ მოგკლავ.-დემნას უთხრა და გავიდა, გასვლისას ისე გაჰკრა მხარი მეგონა წააქცევდა.
-აქ რატომ ჩაიკეტეთ?-თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
-ალექსს დავემშვიდობე, რა დავაშავე?-შევხედე გაბრაზებულმა.
-იქ ვერ დაემშვიდობე?-დამიყვირა.
-ტონს დაუწიე და ნუ გავიწყდება, რომ სამსახურში ვართ.-შევხედე გაბრაზებულმა.
-იქ ვერ დაემშვიდობე?-ხელი მომკიდა მკლავში და გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებში.
-მეტკინა.-ხელი გავაშვებინე.- ვერ დავემშვიდობე დემნა, ავადმყოფური ეჭვიანობა რომ გჭირს შენი თანდასწრებით ვერ დავემშვიდობებოდი. კმარა! საკმარისია! საუკეთესო მეგობარს კარგავ მხოლოდ იმიტომ რომ პარანოია გჭირს. შენი ვარ, სულ შენი და თავის კონტროლი მოახერხე.-შევხედე გაბრაზებულმა და კაბინეტში შევედი, უკან გამომყვა. -ასე ძალიან, რომ არ მიყვარდე არც კი დავფიქრდებოდი ისე გავიქცეოდი აქედან.
-არც იფიქრო.-ხელი მომკიდა და კოცნა დამიწყო. მისი ეს ეჭვიანობა საშინლად მზაფრავდა. -შენ ჩემი ხარ და დღეს ხელს ვაწერთ.-დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან.-რა გითხრა ალექსმა?
-არაფერი. დამემშვიდობა და წავიდა.
სამსახურიდან წამოვედით, ზეზვა და ლიკა უკვე გველოდებოდნენ. ქორწინების სახლში მივედით და ხელი მოვაწერეთ. ისე მოვაწერეთ ხელი თითქოს ჩვეულებრივი გარიგება ყოფილიყო. არც კოცნა, არც ბუშტები, არც ტაში. მოწმეები ლიკა და ზეზვა იყვნენ. უცნაურია, მე ორ კვირაში ლიკას მეჯვარე უნდა გავმხდარიყავი. თუმცა ჯვრისწერასა და ხელმოწერას შორის დიდი სხვაობაა. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ლამაზი ჯვრისწერა მექნებოდა. თუმცა ალექსთან საუბარი გულს მიღრღნიდა, რისი თქმა უნდოდა და ვერ მითხრა? რა ხდებოდა ჩემს თავს?
-ეს უნდა ავღნიშნოთ.-გამოგვიცხადა დემნამ და რესტორანში წავედით.
ღია იისფერი კაბა მეცვა და იმავე ფერის ფეხსაცმელი. დილით სოფოს გამოგზავნილი საჩუქარი დამხვდა სახლში. დემნამ მითხრა სოფომ შეგირჩიაო. ჩემი ქმარიც ძალიან სიმპატიური იყო, ტანსაცმლის შერჩევა მას არ სჭირდებოდა, ისედაც სულ კლასიკურ ფორმაშია გამოწყობილი. გარეგნობა მართლაც იდეალური აქვს. რესტორანში სურპრიზი დამხვდა, დარბაზი დაკეტილი იყო და სულ ჩემები იყვნენ იქ. დედა და ნიკაც იქ იყვნენ, დათო და მისი ცოლი ანასტასია, ოლიკო მამიდა და თემური ძიაც. გია და ლიაც იქ იყვნენ, ვაკო და მისი შეყვარებული ანანოც. ჩემი მეგობრები სრული შემადგენლობით, მათ შორის მხოლოდ ირაკლი არ იყო, ლეილა და ლევანიც იყვნენ მოსულები, ისეთი ლამაზები იყვნენ, ბედნიერებისგან ანათებდნენ, ჩვენი თანამშრომლებიც სრული შემადგენლობით იქ იყვნენ. სოფო და მისი საქმროც იქ იყვნენ, სოფოს მამა დემნას ბიძა და სოფოს დედაც გავიცანი.
-ეს ყველა და ყველაფერი..-შევხედე დემნას გაკვირვებულმა.-შენ..
-დღეს რომელიც შენ დაგიკავშირე ასე უბრალოდ ჩავატარებდი?-ლოყაზე მაკოცა და ეღიმებოდა.
-მიყვარხარ.-დავიჩურჩულე.
-მოგეწონა სურპრიზი?-ლიკა მოვიდა და ჩამეხუტა უკნიდან.
-შენ დაეხმარე?-შევხედე გაღიმებულმა.
-კი, ერთი კვირაა ვგეგმავ.
-რომ არ დაგთანხმებოდი?-შევხედე დემნას, მას კი გაეღიმა.-საკუთარ თავზე შეყვარებული, თავდაჯერებული.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
ყველა მოდიოდა და გვილოცავდა, მათ შორის ის უტვინო სამეულიც. ჩემი გიჟები უკვე მათ დაკერვაზე იყვნენ გადასულები ჩვენ, რომ მივედით რესტორანში. ყველაფერი ლამაზად იყო, ყველაფერი იდეალურად. დემნამ ყველაფერი უჩემოდ მოაგვარა, ისე რომ გვერდიდან არც კი მომცილებია. როდის მოასწრო? საკუთარ თავს ვეკითხებოდი და არ ვიცოდი პასუხი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, საღამო მშვიდი და ბედნიერი იყო. მე და დემნამ რამდენჯერმე ვიცეკვეთ ნელი ვალსი. ცეკვისას ისე მიკრავდა გულში თითქოს დაკარგვის ეშინიაო.
-ძალიან მიყვარხარ.-ყურში ჩავჩურჩულე.
-მეც მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე.-სხეულზე ვყავდი აკრული და დამასრიალებდა დარბაზში ცეკვით.
საღამოს დემეტრე გამოვიჭირე აივანზე.
-დემეტრე რამე გამირკვიე?-მივედი და ვკითხე.
-ერთი ოჯახია. დედა, მამა და შვილი. მართალი იყავი.-შემომხედა დემეტრემ.-ისე ეგ შვილი სუსში მუშაობს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და ცოტა საშიში ტიპია. რატომ იკვლევ?-შემომხედა დემეტრემ.
-დემე ჩემზე აგროვებს ეგ ტიპი ინფორმაციას. დემნას მამამ მისი მამა მოკლა, მერე დემნას დედა და მამა მოუკლეს. ახლა კი ეგ ტიპი მე მითვალთავლებს და ძალიან მეშინია.
-რას ამბობ ტო?-შეშფოთებულმა შემომხედა დემემ.-გაფრთხილდი გთხოვ. ვეცდები გავარკვიო რას ქექავს.
-ოღონდ ფრთხილად იყავი გთხოვ. არ მინდა ჩემს გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო.
-გოგო აზრზე ხარ რა ხდება შენს გარშემო? შენს გამო თავს გავწირავ, იცი რამდენს ნიშნავ ჩემთვის? გავარკვევ რა უნდა იმ ახვ*რს.-გაბრაზებული ლაპარაკობდა დემეტრე.
-კარგი დემე, წავედი მე.-დემნა თვალებით მჭამდა და მისკენ წავედი.
-როგორ მომენატრე.-ლეილა გადამიდგა წინ და ჩამეხუტა.-მე თუ დამასწრებდი მაგას ვერც წარმოვიდგენდი.-მიღიმოდა.
-თქვენ როდის აპირებთ ქორწინებას?-შევხედე ლეილას.
-ერთ კვირაში მოვაწერთ ხელს და გერმანიაში წავალთ. მშვიდად ვარ, რადგან დემნა ჩავაბარე პატრონს.-ლოყაზე მაკოცა.
-მომენატრები. არ გინდათ აქ იცხოვროთ?-შევხედე ლეილას.
-მინდა მაგრამ ლევანს იქ აქვს აწყობილი ბიზნესი და სურვილიც არ აქვს აქ გადმოიტანოს. დემნა და შენ ჩამოდით და გვესტუმრეთ გერმანიაში.-მიღიმოდა ლეილა.
-ლეილა ზაირა დაარწმუნე ჩამოვიდეს ჩვენთან, ვნერვიულობ ძალიან, მარტო მეცოდება.
-არ ჩამოვა, ჯიუტია. თანაც თქვენ მარტო უფრო კარგად იქნებით, ერთმანეთს უკეთ გაიცნობთ.
-ლეილა რაღაც მინდა გითხრა. საპირფარეშოში გავიდეთ სალაპარაკო მაქვს.-სერიოზული სახით ვუთხარი.
-წამოდი საყვარელო.-ხელი მომკიდა და საპირფარეშოში გავედით.
ლეილას ყველაფერი მოვუყევი ზვიად ქებურიაზე და დედამისზე. შეშინებული მისმენდა.
-ნატა დაარწმუნე დემნა და საზღვარგარეთ წადით. სხვაგან აკეთოს ბიზნესი, რას იზავს ეგ ქებურია არავინ იცის. გთხოვ დაარწმუნე. მეშინია რამე არ დაგიშავოთ.-შეშინებული მიყურებდა ლეილა.
-მეც მეშინია ლეილა, თანაც ძალიან. დემნა საშინლად ეჭვიანობს, ხვდება, რომ რაღაცას ვმალავ და ჩემში ეჭვი ეპარება. ძალიან ვარ დაძაბული.
-თავი ხელში აიყვანე, დემნამ არ უნდა გაიგოს არაფერი. ჯერ გავარკვიოთ კარგად ვინ არის. მისამართი გამიგე და ნინოს მე ვნახავ. ვიცნობ, რაღაც პერიოდი ჩვენს სახლში ცხოვრობდა ომის დროს. დაველაპარაკები, დროა დასრულდეს ეს ამბავი.
-კარგი მისამართს დემეტრეს ვკითხავ და მოგწერ.-დავაიმედე ლეილა და საპირფარეშო დავტოვეთ.
-რა ხდებოდა? რამდენი ხანია ვიცდით?-უკმაყოფილოდ შემოგვხედეს სამეულმა.
-კარი ჩაიკეტა და ძლივს გავაღეთ.-გავუღიმე მათ და გვერდი ავუარეთ.
-ესენი ვინ არიან?-შემომხედა ლეილამ.
-უტვინო სამეული. სამივე დემნაზე ნადირობდა.
-ხოო.-გაეცინა.-კიდევ კარგი შენ გამოჩნდი.-ისევ გაიცინა ლეილამ.
-სად გაქრით?-გაბრაზებული გვიყურებდა დემნა.
-რა მოხდა? საპირფარეშოში კარი ჩაიკეტა.-მოიტყუა ლეილამ.
-ჩაიკეტა თუ ჩაკეტეთ?-წარბი მაღლა ასწია და ეჭვის თვალით შემოგვხედა.
-ჩავკეტეთ. ლეილა თავის ამბავს მიყვებოდა. რა დავაშავეთ?-შევხედე უკმაყოფილოდ.
-კარგი წამოდი. დედაშენი და ნიკა მიდიან და შენი ნახვა უნდოდათ.-დედაჩემისკენ წავედი.
-ნატა შვილო, ერთ კვირაში მივფრინავ და აეროპორტში ხომ გამაცილებ?-ხელი მომკიდა დედამ.
-გაგაცილებ. ფული ვინ მოგცა?
-გიამ მომცა. უნდა წავიდე, აქ ჩემი ადგილი არ არის.-ჩაილაპარაკა სევდიანად.
-რატომ? ჩვენ არ ვარსებობთ?
-გეყოფა ნატა. ნიკამაც გადაწყვიტა და ნიკაც წამოვა ერთ თვეში. ერთად ვიქნებით და ვიმუშავებთ.-ბედნიერი ყვებოდა დედა თავის მომავალზე.
-კარგი დედა, როგორც გინდა. დაგირეკავ და გაგაცილებ.-სევდიანად ჩავილაპარაკე.
-მინდა ბედნიერი იყო. ვიცი სხვანაირი ვარ, მაგრამ მიყვარხარ. ეგოისტი ვიყავი შენს მიმართ. ყოველთვის მინდოდა შენსავით ძლიერი და დამოუკიდებელი ვყოფილიყავი, სულ მინდოდა ისეთი ვყოფილიყავი როგორიც შენ ხარ. მაგრამ ყოველთვის სუსტი და სხვაზე დამოკიდებული ვიყავი. ამიტომაც არ გაქებდი, არ გეხუტებოდი, არ გიცავდი. შენ შენით მიიკვლევდი გზას და ბედიც კარგ ადამიანს დაუკავშირე. შეცდომა არ დაგიშვია ცხოვრებაში, ისეთი შვილი ხარ დედები რომ ოცნებობენ. მე ასეთი ვარ, ვერ გამოვხატავ და საკუთარ თავზე ვიწყებ ფიქრს, ალბათ იმიტომ, რომ მჯერა შენ არ დაიკარგები და ჩემი ზრუნვა არ დაგჭირდება.
-მჭირდება დედა. მოფერება და გვერდში დგომა ყველას სჭირდება.
-მაპატიე, ცუდი დედა ვარ. ეგოისტი და საკუთარ თავზე შეყვარებული. ვიცი ასეთი ვარ და ვერ შევიცვლები. -ამოიტირა.
-კარგი დედა, წარმატებებს გისურვებ.-თავს ძალა დავატანე და თავად ჩავეხუტე.
-კარგად.-დაიჩურჩულა.-ძალიან ლამაზი ხარ.
-დედა წავიდეთ?-ნიკა მოვიდა.-ნატა კარგად.-ლოყაზე მაკოცა ნიკამ და წავიდნენ.
ნელ-ნელა ყველა წავიდნენ, დაიშალნენ. მხოლოდ ჩამი გადარეული მეგობრები და სამეული არ აპირებდა წასვლას ჯერ.
-ბედს ეწივნენ.-დემნას ვეუბნებოდი მათი შემყურე და მეცინებოდა.
-წამოდი გავიპაროთ. არ დაიღალე?-შემომხედა დემნამ.
-წამოდი.-ხელი მოვკიდე და დარბაზი დავტოვეთ.
-ცოტა დავლიე, შენ დაჯექი საჭესთან.-გასაღები მომცა დემნამ და საჭესთან დავიკავე ადგილი.
მანქანის მართვისას შევნიშნე, რომ ვიღაც მოგვყვებოდა, სახლამდე გვდია, მერე კი გზა გააგრძელა. მთელი გზა დაძაბული ვმართავდი მანქანას. სახლში დავბრუნდით. ალექსის სიტყვები ისევ თავში მიტრიალებდა. თითქოს სიყვარულის ბურუსში ვიყავი გახვეული და ახლა ვხვდებოდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. უნდა გამერკვია ყველაფერი, დემნას ვერ დაველოდებოდი როდის გამოიჩენდა კეთილ ნებას და როდის მეტყოდა სიმართლეს.
-დავიღალე.-დივანზე მოწყვეტით ჩავესვენე.
-აბა, აბა. დაიღალა.-გამომაჯავრა დემნამ, ხელი დამავლო და გულზე მიმიკრა.
-მაგისთვის არ დავღლილვარ.-გავუღიმე და პერანგის ღილების შეხსნა დავუწყე.
-ჩემი ვნებიანი ცოლი.-კაბა წამში ჩამიხსნა ზურგს უკან და გადამაძრო. მხარზე მაკოცა და ხელში ამიყვნა უცებ.
-დამსვი.-შეშნიებულმა შევხედე.
-თუ რომანტიკაა, რომანტიკა იყოს.-ლოყაზე მაკოცა და ზედა სართულისკენ ხელში აყვანილი წამიყვანა.-მსუბუქი ხარ, ცოტა გახდი.- ჩაილაპარაკა კიბეების დასასრულს და საძინებლისკენ წავიდა.
-ოთახშიც სურპრიზი მელოდება?-შევხედე და თვალები ავუფახულე.
-მე ვარ შენი დიდი სიურპრიზი, მეტი რაღა სურპრიზი გინდა.-კბილები მომდო ყურზე და ოთახის კარი შეაღო. ნამეტანს ნუ მოვითხოვ მისგან, არც ვარდის ფურცლები დამხვდა და არც სურნელოვანი სანთლები. საწოლზე დამაწვინა და ნელ ნელა შემომაძარცვა საცვლები.
-არასდროს მიღალატო, არასდროს დამტოვო, არასდროს გამიშვა ხელი.-მის ყელში ვჩურჩულებდი. მან კი ჩემი ტუჩები მოძებნა და კოცნით გამაჩუმა.
მკრთალი შუქი ანათებდა სანათიდან, აივნიდან შემოსული ნიავი ფარდას ნაზად არხევდა. მე ვერ ვიძინედი, მის მშვიდ სუნთქვას ვყარაულობდი და მეშინოდა, რომ რამე ცუდი მოხდებოდა. მეშინოდა რომ ეს ზღაპარი დასრულდებოდა. შიშმა ამიტანა, კანკალი ამივარდა და მძინარე დემნას მივეხუტე. ხელები მაგრად შემოვხვიე რომ კანკალი შემეჩერებინა.
-მეშინია, რომ რამე ცუდი მოხდება.-ვბუტბუტებდი ჩუმად.
-რისი გეშინია?-თვალები არ გაუხელია ისე ამოილაპარაკა.
-მეგონა გეძინა.
-მეძინა სანამ აცახცახებული არ ჩამეხუტე. რისი გეშინია?-საწოლზე წამოჯდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.-გისმენ, რაღაცის თქმა გინდა და ვერ მეუბნები.
-ცუდი წინათგრძნობა მაქვს. დემნა საქართველოდან წავიდეთ და სადმე სხვაგან ვიცხოვროთ.
-რატომ? მითხარი რას გაურბიხარ?
-არ ვიცი. ის ტიპი რატომ ცდილობს ჩემი ყველა ნაბიჯი იცოდეს. დემეტრეს ველაპარაკე, სუსში საკმაოდ მაღალი თანამდებობა აქვს. არავის უყვარს საშიში ტიპიაო. დემე გაგიჟდა რომ ვუთხარი ჩემზე ინფორმაციას იძიებსთქო. გავარკვევ რაში სჭირდებაო დამპირდა.
-დემეტრეს დავალება როდის მიეცი?-შემომხედა გაბრაზებულმა.
-სვანეთში, საათი რომ ვნახე მაშინ.-თითების მტვრევას მოვყევი.
-ხოო. ასეც ვიფიქრე. საკმაოდ კარგად შეგისწავლე და ვიცი როდის იტყუები. ახლაც რაღაცას მალავ?-ეჭვნარევი მზერით მიყურებდა.
-დემნა არ დაიღალე? სულ ეჭვით რატომ მიყურებ? მიყვარხარ, ჩემი პირველი მამაკაცი ხარ, ჩემი ქმარი. მიზეზი არ მომიცია, არ გატყუებ არაფერს. რატომ მიყურებ ასე?-ცრემლები მომდიოდა თვალებიდან.
-კარგი ნუ ტირი.-ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა.- არ ვიცი რა მჭირს, ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთი რამ მე თუ დამემართებოდა, ასე გაგიჟებით თუ დავისაკუთერბდი ქალს და ვიეჭვიანებდი. გთხოვ არასდროს არ მომატყუო.
-არ გატყუებ.-ისევ ვტიროდი.
-გაჩუმდი და ნუღარ ტირიხარ.-ცრელიანი სახე დამიკოცნა და ისევ მოფერება დამიწყო.
ერთი კვირა არაფერი არ მომხდარა, მშვიდად ვიყავით. ოფისში დავდიოდით და ახალ პროექტზე ვმუშაობდით. სახლში დაღლილები ვბრუნდებოდით, მაგრამ ერთმანეთის ალერსს არ ვწყვეტდით. დილით დემნასთან ერთად ვარჯიშიც დავიწყე, საკუთარ გარეგნობაზე მეტად დავიწყე ზრუნვა. მაკიაჟსაც ვიკეთებდი და ვცდილობდი ქმარს გავპრანჭვოდი. დემნას ჩემს ცვლილებაზე ეღიმებოდა, სალათების ჭამაც დავიწყე და ერთი კვირის თავზე -7 კილოგრამი დავიკელი. სარკეში ვიხედებოდი და საკუთარი გარეგნობა საოცრად მომწონდა. სულ სხვა ქალი მიყურებდა სარკიდან, ბევრად ლამაზი და ბედნიერი.
-წავიდეთ?-დემნამ მომხვია ხელი წელზე და სარკეში შემათვალიერა.-შენ კი მეუბნები არ იეჭვიანოო. ძალიან ლამაზი ხარ და ძალიან სექსულაური.
-წავიდეთ, თორემ დაგვაგვიანდება.-თავი დავიხსენი მისგან. დღეს დედას ვაცილებდი ისრაელში და აეროპორტში მივდიოდით.
-კარგი წავიდეთ.-გაეცინა.-არაფერს გიპირებ მოდი აქ.-ხელი მომკიდა და ისევ სარკის წინ დამაბრუნა.
-ძალიან ვუხდებით ერთმანეთს არა?-მეც კმაყოფილმა ჩავიხედე სარკეში და შევათვალიერე როგორც დემნა ისე საკუთარი თავი.
-ძალიან.-მითხრა და ყელში მაკოცა.
-წავედით ახლა.-ხელი მოვკიდე და ოთახიდან გამოვედით.
აეროპორტში მივედით, ნიკა და დედა იქ დამხვდნენ უკვე. დამშვიდობება მეტად სენტიმენტალური იყო. დედა ისრაელში გაფრინდა. ნიკა ჩვენთან დარჩა იმ ღამით, დილით კი სოფელში წავედით, პაპას ნახვა მინდოდა და ნიკა ჩვენ წავიყვანეთ.
-შვილო ჩამოხვედი?-ჩამეხუტა პაპა.
-როგორ ხარ?-ცრემლი შევუმშრალე ჩემს მოხუცსს.
-კარგად ვარ შვილო. ხომ გითხარი უყვარხარ მეთქი.-გაღიმებულმა შეხედა დემნას.-მიხარია რომ პატრონი გყავს. შენზე ვნერვიულობდი, ახლა კი მშვიდად დაველოდები მიქელ გაბრიელს.-სახეზე მომეფერა პაპა.
-როგორ ხართ?-დემნამ ხელი ჩამოართვა.
-გაუფრთხილდი, ის იშვიათი ვარსკვლავია. ძალიან ფაქიზი და სუფთაა, ძალიან ნაზი და სათუთი ჩანს, მაგრამ თუ მის ახლობლებს გაუჭირდათ ვერც ერთი კაცი ვერ დაუგება გვერდზე ისეთი მამაცი და ძლიერია.-დემნას აუღწერა ჩემი თავი პაპამ.
-ვიცი, იშვიათი ვარსკვლავი.-გამიღიმა დემნამ და გულზე მიმიხუტა.-ბევრი ცდილობდა მის მოწყვეტას, მაგრამ მე ყველას დავასწარი.-ჩაილაპარაკა, მე კი წარბაწეულმა შევხედე.
იმ დღით იქ დავრჩით. სახლი დავალაგე, რამდენიმე დღის სამყოფი საჭმელი გავამზადე და მაცივარში შევინახე. ნახევარფაბრიკატები გავაკეთე და საყინულე გავავსე საჭმლით.
-შვილო ამდენს ვინ შეჭამს, ნიკა სულ გარე გარე დადის, ნუ ეწვალები ამდენს.-მითხრა პაპამ.
-შენ ხომ გინდა ჭამა. კარგად იკვებე და თავს გაუფრთხილდი. იქით კვირაში ოლიკო ჩამოვა, მომდევნო კვირას ისევ მე ჩამოვალ. ყველაფერი გაგიმზადეთ და წავალ დღეს მე სახლში. ხვალ სამსახურში მივდივარ. უფროსის ცოლი კი ვარ მაგრამ პრივილეგიები არ მაქვს.-ვუთხარი პაპას.
-შენ ისეთი ყოჩაღი ხარ არ გჭირდება პრივილეგიები.-ლოყაზე მიბწკინა პაპამ.
მანქანაში ვჯდებოდით, რომ უბნის ბოლოს დაბურულ შუშებიანი ტოიოტას მარკის ჯიპი შევნიშნე. მანქანა, რომ დავძარით თვალს მიეფარა. ავტობანზე სარკეებს ვუყურებდი, ისევ ის ჯიპი დავინახე უკან მოგვყვებოდა და ნომერი ტელეფონში ჩავიწერე. ნომერი დემეტრეს მივწერე გადამიმოწმე მეთქი. სახლში რომ მივედი მომწერა სამთავრობო მანქანაა და რეგისტრირებული არავისზე არ არისო.
სააბაზანოდან გამოვედი, დემნა წინ ამესვეტა, თან ჩემს მობილურს მაჩვენებდა.
-ეს რა ნიშნავს?-მკაცრად ჩაილაპარაკა.
-სოფლიდან მოგვყვებოდა და დემეტრეს გადავამოწმებინე. რატომ მითვალთვალებენ? მეშინია დემნა, წავიდეთ საქართველოდან, გთხოვ.-შევხედე და დაგროვილი შიში ერთიანად გამომესახა სახეზე.
-მაგის დედაც... დღესვე დავუსვავ ამ ყველაფერს წერტილს.-ჩაილაპარაკა და გასაღებს ხელი მოჰკიდა.
-დემნა გთხოვ გაჩერდი, გთხოვ არ გინდა, გთხოვ არ წახვიდე.-კანკალმა ამიტანა და გონება დავკარგე.
თვალები რომ გავახილე ექიმი მადგა თავზე.
-რა მოხდა? დემნა.-შეშინებულმა წამოვიყვირე.
-აქ ვარ.-ხელი მომკიდა დემნამ.-გონება დაკარგე.
-სტრესის ბრალია. სისხლი მაინც აგიღებთ და ლაბორატორიაში ანალიზზე გადავაგზავნი. პასუხისთვის ამ მისამართზე მიდით და აიღეთ. ექიმსაც აჩვენეთ პასუხები. სხვა ყველაფერი რიგზე გაქვთ.-მითხრა შუახნის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონმა და წნევის გაზომვას შეუდგა.-წნევაც ნორმაში გაქვთ. არ ინერვიულოთ და დაისვენეთ.-სისხლიც ამიღეს, დამემშვიდობნენ და წავიდნენ.
-როგორ შემაშინე.-გულში ჩამიკრა დემნამ.-ძალიან შემეშინდა.
-მე უფრო შემეშინდა. ასე აღარასდროს მოიქცე?
-როგორ?
-სად გარბოდი? იცი რაზე არიან წამსვლელები ეგ ტიპები? გეხვეწები წავიდეთ. კვიპროსში წავიდეთ, ანაც გვერდით გვეყოლება. პროგრამები ყველგან სჭირდებათ, ყველგან შეძლებ შენი საქმის კეთებას.-შევხედე ხვეწნით.
-კარგი. მოვაგვარებ საქმეებს და წავიდეთ. -გაბრაზებულმა დაარტყა ხელი კარებს.
-მთავარი ის არის რომ ერთად ვართ. მთავარია ერთად ვიყოთ. ჩემთვის სხვა ყველაფერი სულერთია.-საწოლიდან წამოვდექი და ჩავეხუტე.-დემნა ბუღალტერია გადაამოწმებინე?-უცებ გამახსენდა, რომ დარღვევები იყო.
-ყველაფერს გავასწორებ. მიზეზს არ მივცემ, რომ ცხოვრება ამირიოს.-თითქოს გამოიჭირესო ნერვიულად მოისვა თავზე ხელი.
-გადაამოწმებინე და ყველაფერი გაასწორე. არ მინდა კომპანიაში შემოვიდნენ და შენი გაშარვა კომპანიით სცადონ. ხომ იცი მასეთი ტიპები ყველაფერს ქექავენ.
-ხვალვე მოვიწვევ კერძო აუდიტს და გავასწორებ.-თავზე მაკოცა.-წამოდი დავიძინოთ.-ხელი მომკიდა და საწოლში დამაწვინა.-სულ გაგეყინა ტერფები.-ფეხებზე ხელის გულები მომადო.-დაიძინე.
-შენ არ იძინებ?
-დავიძინებ, დასარეკი მაქვს.
-ტელეფონზე არ დარეკო აუდიტის შესახებ, ისე მოაგვარე.
-რატომ?
-ტელეფონიც ისმინება.
-რაა?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-ხმა მეორდება, გვისმენენ.
-შენი დედაც ქებურია.-ნერვიულად მოისვა თავზე ხელი და ტუმბოზე მდგარი სანათი კედელს შეანარცხა.
-დემნა!-კანკალი ამივარდა. ნამსხვრებები ავკრიფე და გადავყარე, მერე საძინებელში შევედი, ისევ ნერვიულად დადიოდა ოთახში.-ჩემთან მოდი, დავიძინოთ და დილით ყველაფერი მოვაგვაროთ.-ხელი გავუწოდე და ისიც მოვიდა. საწოლზე დაწვა და ხელები მაგრად მომხვია.
ღამით გამეღვიძა, დემნა არ დამხვდა ოთახში და შიშმა ამიტანა. წამოვდექი და ძებნა დავუწყე. ლაპარაკის ხმა მესმოდა, კაბინეტისკენ წავედი, ვიღაცას გაცხარებული ელაპარაკებოდა.
-აღარ ვარ საქმეში, ვერ გაგიყვან. საფრთხეს ვერ შეუქმნი ვერ საკუთარ თავს და ვერც ნატას, მის გამო მაინც შემეშვი. რატომ გვითვალთვალებ? -პაუზა იყო.-ჩემს გადაკიდებას არ გირჩევ ზვიად, გირჩევ მტრად არ მომიკიდო.-ტელეფონი გათიშა. რა ხდებოდა არ ვიცოდი, კანკალმა ამიტანა. შეშინებული გამოვიპარე უკან. მერე მისაღებში გავჩერდი და დავიძახე.
-დემნა!-ცოტა ხანში კაბინეტიდან გამოვიდა, ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა.
-გინდა?-ვისკის ჭიქა მომაწოდა.
-არა. ახლა საღად აზროვნება მჭირდება.
-ოთარი მართალია, შენ ძლიერი ხარ, მობილიზებული.-შემომხედა სევდიანად, თვალს მარიდებდა, თითქოს დამნაშავე ყოფილიყო. მე კი კითხვები თავს მაბეზრებდა, რა ხდებოდა? რაზე ლაპარაკობდა დემნა.
-დემნა წამოდი დაიძინე.-ხელი მოვკიდე.
-კარგი.-ჭიქა დადგა, ხელი მომკიდა და საძინებელში გამომყვა.
რამდენიმე დღე სრული ქაოსი იყო ჩვენს ცხოვრებაში. ბუღალტერია და ანგარიშები გავასწორებინეთ კერძო აუდიტს. ერთი რამ უკვე დავადგინე, კომპანიაში სერიოზული თანხა თეთრდებოდა. დემნას არაფერს ვეუბნებოდი, არ ვიცოდი ვინ იყო, ვის გვერდით მეძინა? ყველაფერი უნდა გამერკვია. ერთი თვის თავზე მართლაც შემოვიდა ფინანსური კომპანიაში და ვერაფერი რომ ვერ იპოვეს შეგვეშვნენ.
ღამით ყურადღებით ვიყავი, თავს ვიმძინარებდი, რომ გამეგო რა ხდებოდა. ვეღარ ვენდობოდი დემნას, იქნებ მე არ ვიყავი იმ ქებურიას თვალთვალის მიზეზი და დემნა იყო.
ღამით ჩუმად აიპარა საწოლიდან და ეზოში გავიდა. აივნის კარი ფრთხილად გამოვაღე და აივანზე დავიმალე, რომ მისი საუბარი მომესმინა. საკუთარ ქმარს ვუთვალთვალებდი.
-შენ შემოუშვი ფინანსური?-ვიღაცას ელაპარაკებოდა. ხანგრძლივი პაუზის მერე ისევ გააგრძელა.-ეგ ზღაპრები ბებიაშენს მოუყევი. თუ გგონია ჰაერზე ვლაპარაკობ ცდები.-ისევ პაუზა იყო.-ნუ მემუქრები. აღარ ვარ საქმეში, ვერაფერს დამიმტკიცებ, შეგვეშვი. -შეშინებული შემოვბრუნდი და საწოლში დავწექი. ვინ იყო დემნა? ვის დავუკავშირე ცხოვრება? ვინ იყო ზვიადი? ვცდილობდი შიში ჩამეკლა და არ მიმხვდარიყო დემნა არაფერს. მოსიყვარულე ცოლს ვთამაშობდი, ახლა უკვე მე დავიწყე თამაში. ნდობა გაქრა, სიყვარულის ბურუსი გაიფანტა, სირაქლემამ კი მიწიდან ამოჰყო თავი და რეალობას თვალი გაუსწორა. უნდა გავარკვიო ყველაფერი, პირდაპირ რომ ვკითხო არ ვიცი რა მოხდება. ამიტომ ყველაფერი ჩუმად უნდა გავარკვიო.
მეორე დღეს ლიკას და ზეზვას ქორწილი იყო. მე მეჯვარე ვიყავი, ყველაფერმა მშვიდად და კარგად ჩაიარა. ქორწილიდან უკან რომ ვბრუნდებოდით ისევ შევნიშნე ის ჯიპი. დემნას აღარ ვუთხარი.
-დემნა კომპანიას დახურავ?-შევხედე იმ საღამოს სევდიანი თვალებით.
-დავხურავ და წავიდეთ, მინდა შენს თვალებში შიში გავაქრო.-გულში ჩამიკრა და მაკოცა. მე კი შეშინებული ვუყურებდი, იქნებ დემნასი უფრო უნდა შემშინებოდა, მაგრამ მის თვალებში იმხელა სიყვარულს ვხედავდი, რომ აღარ ვიცოდი რა დამეჯერებინა.
მეორე დღეს კი ხელშეკრულების გადახედვისას ერთ ერთ ხელშეკრულებაში არც თუ ისე სასიამოვნო სურათი დაგვხვდა.
-ჯანდაბას.-კაბინეტში ადგილს ვერ პოულობდა დემნა.-ხელშეკრულებას ვერ ვაუქმებ. წყეული კომპანია, ერთ წლიანი ხელშეკრულებაა და დარღვევის შემთხვევაში ნახევარი მილიონი უნდა გადავიხადო.
-გადავიხადოთ დემნა და წავიდეთ.
-რაში ნატა? რატომ უნდა გადავუხადო? დათოს დღესვე დავითხოვ სამსახურიდან. ყველაფერი მე როგორ ვამოწმო, როგორ გაეპარა ჯარიმის სახით ამხელა თანხა.
-იქნებ არც გაეპარა? არ მომწონს ეს სიტუაცია.
-არც მე და უკვე ძალიან დავიღალე. ასე მგონია ეს არასდროს დასრულდება.-ნერვიულად მოისვა თავზე ხელი და ხელშეკრულებების გადახედვას შეუდგა.-ვნახავ ქებურიას და დაველაპარაკები, რა უნდა რატომ გვითვალთავლებს გამარკვიოს.-ისე ჩაილაპარაკა თითქოს ყოველ საღამოს მას არ ემუქრებოდა ტელეფონზე. ვინ ხარ დემნა? საკუთარ თავს ვეკითხებოდი. კარგად თამაშობს, იქნებ ჩემს სიყვარულსაც თამაშობს? არა, ამას ვერ ითამაშებს, მისი თვალები როდის ტყუის და როდის სიმართლეს ამბობს უკვე შევისწავლე. მისი თვალების ენას უკვე დავეუფლე.
-მეშინია რამე არ დაგიშავონ.-ჩავილაპარაკე და კაბინეტიდან გამოვედი. იურისტების კაბინეტში შევედი, დათოს უკვე მე დავახრჩობდი.-დათო გამომყევი.-თავით ვანიშნე გამომყოლოდა და უკან გამოვბრუნდი, დათოც ამედევნა უკან. ჩემი კაბინეტი ისევ ცარიელი იყო და იქ შევედით.
-რა ხდება?-შეშფოთებულმა შემომხედა დათომ.
-რა უნდა ქებურიას, რა არ ასვენებს?-შევხედე დათოს. ფერი დაკარგა, არ მოელოდა ჩემგან ასე პირდაპირ შეტევას.
-ზვიად ქებურია ვინ არის?-ჩაილაპრაკა შეშფოთებულმა.
-ზვიადი ჰქვია? ასეც ვიცოდი. რა თამაშს თამაშობ? ახლავე მეტყვი, თუ არა და განანებ სამხარაძე.-გაბრაზებულმა ვუთხარი.
-მე არაფერი ვიცი.
-იცი!-დავუყვირე დათოს.
-დამემუქრა, აღამაშენებელზე ფართი მაქვს. იმის წართმევით და გაჩალიჩებით დამემუქრა, თუ ხელშეკრულებაში შეცდომას არ დავუშვებდი. მითხრა ნარკოტიკს, ან იარაღს ვიპოვი შენს სახლში და ჩაგაყუდებო.
-რა უნდა, რატომ არ ჩერდება?
-არ ვიცი, რამე ხელჩასაჭიდი და სამხილები უნდოდა ფირმიდან. ვერაფერი ვერ მივაწოდე, დემნა ყველაფერს თავად აკონტროლებს, მერე კი დროებით კომპანიის გაყიდვა უნდა შევაჩეროთო და ხელშეკრულებაში ჯარიმა ჩამაწერინა. შენზე ნადირობს. მის კაბინეტს ვტოვებდი, რომ მეორე ტიპს უთხრა ნატა უნდა წამოვიყვანო მისგანო. ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა თითქოს სიკვდილ სიცოცხლის საკითხი წყდებოდა. მაპატიე ნატა, არ მინდა რამე დაგემართოს მაგრამ მეც ოჯახი მაქვს.-შეშინებული ლაპარაკობდა დათო.
-მისამართი იცი? სად შეხვდი?
-ეს არის სახლის მისამართი. ჩემს მეგობარს გავარკვევინე ყოველი შემთხვევისთვის მისი სახლის მისამართი. -ფურცელზე მისამართი დამიწერა.-ისე თვითონ მპოულობდა, ერთხელ კი მოდულში დამიბარა. ბოლოს სამსახურში ვიყავი მასთან და იქ გავიგე, რომ შენზე ნადირობს.-სავარძელში ჩაჯდა და თავი ხელებში ჩარგო დათომ.-მართლა არ ვიცი რატომ გადაგეკიდათ. საზღვარგარეთ წადით ნატა, სასწრაფოდ. გთხოვ არ გაიგოს, რომ რამე გითხარი, თუ გაიგო არ დამინდობს.
-კარგი. გადი აქედან და შენივე ხელით დაწერე განცხადება სამსახურიდან წასვლაზე.-ხელით კარისკენ ვანიშნე. მერე კი სხვა ტელეფონიდან ზეზვას მივწერე კომპანიაში მოსულიყო სასწრაფოდ.
დემნასთან შევედი კაბინეტში, ისევ ხელშეკრულებებს ჩასცქეროდა.
-დემნა მე ლიკას ექიმთან მივყვები და მალე დავბრუნდები.-ჩანთას ხელი მოვკიდე და კაბინეტიდან უნდა გამოვსულიყავი.
-ნატა მოიცადე მე წაგიყვან.-სავარძლიდან წამოდგა.-გვითვალთვალებენ და არ მინდა რამე შარს გადააწყდე.
-ზეზვა მომაკითხავს, მას არ გაყვება უკან, თანაც შევინიღბები. შენ იყავი და მაგ ხელშეკრულებებს გადახედე.-თავის დახსნას ვცდილობდი მისგან.
-ნატა მეც წამოვალ.-წამოდგა და ჩემთან მოვიდა.
-დემნა.-ხელზე ხელი მოვკიდე.-არაფერი მომივა. მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ და შენ ერთადერთი ხარ ჩემს ცხოვრებაში.
-ვიცი.-გაეღიმა.-ისე რატომ იქცევი თითქოს მემშვიდობები?
-არა, უბრალოდ. მინდა ეს ყოველთვის გახსოვდეს.-მის ტუჩებს მოწყურებულივით დავეწაფე და ხანგრძლივად ვკოცნიდი.
-ეს რა იყო?-ისევ იღიმოდა კმაყოფილი.
-სიყვარული და შენი სურვილი, რომელიც სულ მკლავს.-ისევ ვაკოცე.-ახლა კი წავედი. საღამომდე გეყოფა ეს კოცნა.-ტუჩზე ვიკბინე და კაბინეტიდან გამოვედი.
ზეზვას შეტყობინება მივიღე, პარკინგზე ვარო და ლიფტით -1 სართულზე ჩავედი. ზეზვას მანქანასთან მივედი და უკანა სავარძელზე დავჯექი.
-ნატა მანდ რა გინდა? ტაქსისტივით უნდა ვიარო?-გაღიმებულმა გადმომხედა ზეზვამ.
-მე უნდა დავიმალო, გარეთ შავი ტოიოტას მარკის ჯიპი დგას, არ უნდა დამინახოს თორემ აგვედევნება. ამ მისამართზე უნდა მიმიყვანო. დემნა თუ დაგირეკავს უთხარი, რომ ექიმთან გავყევი ლიკას.
-მოიცა რას მაფიოზობ, ვინ უნდა გამოგვყვეს?
-ზეზვა წადი და მერე აგიხსნი.-სავარძელზე დავწექი რომ არ გამოვჩენილიყავი და ოფისის პარკინგი დავტოვეთ.
-ნატა აქ დგას ის ჯიპი. გოგო მთავრობის მანქანაა. ვინ ჯანდააბაა?-შეშნებული ლაპარაკობდა ზეზვა.
-სუსია.
-შენთან რა უნდათ?-შეშინებულმა ჩაილაპარაკა.
-მაგის გასარკვევად მივდივარ ზუსტად.
-ნატა ძალიან მაშინებ. რა ხდება ტო? წესიერად ამიხსენი.
-არც მე არ ვიცი ზეზვა. დღეს კი გავარკვევ.
-სად მივდივართ?
-იმ ტიპის დედა უნდა ვნახო ვინც მითვალთვალებს.
-სულ გაგიჟდი შენ?
-აბა რა ვქნა? ველოდო როდის გაგვიჩალიჩებს რამეს?
-დემნამ არაფერი იცის ხომ? ნატა არ მომწონს ეს ამბავი.
-ზეზვა მხოლოდ მიმიყვანე.
-იქიდან ვინ წამოგიყვანს?
-ტაქსით წამოვალ.
-რა ტაქსით.
-ზეზვა გეყოფა.
-ღმერთო რა შარში ვარ.-ჩაილაპარაკა უკმაყოფილომ და ხმა აღარ ამოუღია. ბაგებში ცხოვრობდა ბატონი ქებურია, კერძო სახლში.-მე რა ვქნა ახლა?
-წადი და დემნამ თუ დაგირეკა უთხარი, რომ კლინიკაში ვართ.
-ნატა აქ დაგელოდები.-შემომხედა ხვეწნით.
-ზეზვა წადი!-მკაცრად ჩავილაპარაკე და მანქანიდან გადავედი.
ზეზვა წავიდა, მე კი ზარი დავრეკე. ცოტა ხანში ქალის ხმა გაისმა ზართან.
-ვინ გნებავთ?
-ნინო ლაცაბიძე.
-ვინ ბრძანდებით?-ისევ კითხვებს სვავდა.
-შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვარ, თქვენთან მინდა გასაუბრება თქვენს შვილზე. საჩივარია შემოსული და უნდა დაგელაპარაკოთ.-მოვიგონე უცებ ტყუილი და ეზოს კარიც გაიღო. პატარა ეზო გავიარე და შესასვლელ კარში ძალიან ლამაზი 50 წლამდე ახალგაზრდა ქალი იდგა.



№1  offline წევრი Maia G.

პირველივე თავიდან მოგყვები,ძალიან კარგია,ჩამთრევი და საინტერესო❤❤❤❤

 


№2  offline წევრი R.M

ცუცუნა
პირველივე თავიდან მოგყვები,ძალიან კარგია,ჩამთრევი და საინტერესო❤❤❤❤

❤❤მადლობა
--------------------
R.M

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

რატომ მგონია ისე არაა ყველაფერი როგორც ჩანს. დ ა ეს ნატა ორსულააად არის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent