შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 13)


24-03-2019, 17:23
ავტორი kiira
ნანახია 1 594

თავი სწრაფად მოვიწესრიგე.ჩემს ოთახში შევვარდი.საშუალო მაკიაჟი გავიკეთე.ისევ კლუბის ტანსავმელი მეცვა. გავიხადე. მაღალწელიანი შავი დახეული შორტი ჩავიცვი.ჩემს გრძელ ფეხებს იდეალურად გამოკვეთდა. ზემოდან უბრალო თავისუფალი, მოკლემკლავიანი,ნაცრიფერი ტოპი გადავიცვი. ფეხზე ,,Balenciaga'' .თმა დავივარცხნე და გაშლილი დავტოვე,მხრებზე კი დენიელის ფართო ჟაკეტი მოვიგდე.ამ ორომ-ტრიალში ვერც შევამჩნიე როგორ იდგა სკაი ჩემი ოთახის ზღურბლზე,კარების ჩარჩოს მიყრდნობოდა,ხელები გადაეჯვარედინებინა და ძლივს შესამჩნევი ღიმილით შემომყურებდა.მხოლოდ მაშინ დავინახე როცა კარებისკენ წავედი და წინ დამეფეთა. მოულოდნელობისგან შევხტი და მსუბუქიად წამოვიყვირე.
-შეიძლება ვიცოდე სად მიგეჩქარება?თანაც,ასეთ გამოპრანჭულს.
-შეიძლება ვიცოდე შენი რა საქმეა?
მივახალე უდარდელად.
მან თვალები ნახევრად დახუჭა და წარბები აზიდა.
-როცა სახლში არავინაა მაშინ შენი თავი მე მაბარია,ასერომ სრული უფლება მაქვს ვიცოდე.
-მაგასაც ვნახავთ.
თავდაჯერებულად გავუღიმე და გვერდით ჩავუარე.მან თავი ჩემკენ გამოატრიალა და ჩაიღიმა.რაღაც რიგზე ვერ არის.მის ამ ღიმილს ვცნობ.ეს არც სიამოვნების ღიმილია და არც სიხარულის.ახლა გამახსენდა რომ ტელეფონი თან არ მაქვს.დენიელთან დასაკავშირებლად კი მასთან დარეკვა მჭირდება.სკაის ოთახში შევვარდი და ტელეფონს დავუწყე ძებნა.ბალიშების ქვეშ არ იდო.არც საბნის.ლოგინს გადავაწექი და ტუმბოზე დავიხედე,არც აქ იყო.ლოგინის ქვეშ ვერ იქნება,საწოლი იატაკს მთლიანად ედება.სად ჯანდაბაშია?გავსწორდი და ოთახს მოვავლე თვალი.
-ამას ეძებ?
უკან მივიხედე და რას ვხედავ.სკაი ისევ იმ პოზაშია და მარჯვენა ხელში ჩემი ტელეფონი ცერა თითის და საჩვენებელი თითის სახსარით უჭირავს,პროფილში ვხედავ მის ეშმაკურ ღიმილს.პირდაპირ ტელეფონისკენ წავედი და ხელი გავიწვდინე ასაღებად.
-მომეცი.
და უცებ ტელეფონი ჰაერში აიწია.მეხუმრება?რომც მინდოდეს ვერასდროს მივწვდები.
-დამიბრუნე!
მისი ღიმილი უფრო ფართოვდება.
ხელზე ვექაჩები და ვცდილობ ჩამოვაწევინო.რათქმაუნდა ვერაფერს გავხდი.მასზე ჩამოკიდება უფრო ადვილი იქნებოდა.ის კი ამ სანახაობით ერთობა.ჟაკეტი მხრებიდან ჩამომივარდა.ტოპიც ცოტა დიდი მაქვს და მარცხენა მხარზე გადამეწია.ეს საკმარისი იყო რომ სკაის გამომეტყველება შესცვლოდა.წამის მეასედში სახიდან ღიმილი გაუქრა და აღარც თვალებში მიყურებდა.ახლა მისი მზერა ჩემს მხარზე დარბოდა.უცებ შევამჩნიე როგორ გადაყლაპა მძიმედ ნერწყვი და ტელეფონიც ძირს დანარცხა. დაცემის ხმამ გამოაფხიზლა და თვალების სწრაფ დახამხამებას მოყვა. შემდეგ უცებ დაიხარა,მაგრამ მოვასწარი და ტელეფონი ავიღე.ჟაკეტსაც დავავლე ხელი.შევბრუნდი და პირველ სართულზე ჩასასვლელ კარებს მივუახლოვდი,რომ უცებ მუცელზე მომხვია ხელები, შემომატრიალა, გავუძალიანდი,ხელის გაშვებას ვცდილობდი,თუმცა ამაოდ და მხარზე გადამიკიდა.აბა ამხელა ახმახთან რას გავხდებოდი?ამან სულ ასე უნდა მიკიდოს მხრებზე?ავფართხალდი და ზურგზე ხელებს ვურტყამდი.
-არმინდა სიბნელეში!!დამანებე თავი!!ძირს დამსვიი!!
მეშინოდა რომ ისევ სარდაფში ჩამკეტავდა.ამის ნაცვლად მის ოთახში შემიყვანა და საწოლზე დამაგდო,თვითონ სწრაფად შეტრიალდა და კარებისკენ წავიდა,მეც წამოვხტი და კარებს ვეცი,მაგრამ დაკეტვა მოასწრო და მეც ხელში თეთრი ხის კედელი შემრჩა.
-ახლავე გააღე!!იცოდე ყველაფერს ჰანტერს მოვუყვები.
პასუხად კი ფხუკუნი მივიღე.ვიცი რომ ამით ვერ შევაშინებ მაგრამ ცდად ღირდა.
-მანდედან ვერ გამოხვალ სანამ არ მეტყვი სად მიბრძანდები.
-სულ გააფრინე? რა შენი საქმეა სად მივდივარ.
-ცოტა ხნის წინ დიდი სტრესი მიიღე და წესით უნდა ისვენებდე,საინტერესოა სად აპირებ დასვენებას,თან ასე აშპაკლული.
ამ სიტყვებზე ოდნავ წამოვხურდი და ვიგრძენი როგორ გავწითლდი.
არ მინდოდა წინასწარ გაეგო სად მივდიოდი,მინდოდა მხოლოდ ის დაენახა როგორ მომიყვანდა დენიელი სახლში.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს სად მივდივარ,არ ვარ ვალდებული ანგარიში ჩაგაბარო!
-სანამ სახლში არავინაა ვალდებულიხარ.
-როდის მერე გამითამამდი ერთი ვიცოდე.ტელეფონი მაინც დამიბრუნე.
-კარებს მოშორდი, საპირფარეშოში შედი და ონკანი მოუშვი.
რას ბოდიალობს?
-ეგ რაში გჭირდება.
-ტელეფონი გინდა თუ არა.
ცოტა ხანი დავფიქრდი.შემდეგ ავდექი და გავაკეთე რაც მითხრა.როცა შემობრუნებულს ტელეფონი კარებთან იატაკზე დამხვდა მივხვდი რაში სჭირდებოდა ონკანის მოშვება.საპირფარეშო ოთახის ბოლოშია და ასე დარწმუნდა,რომ შემოსასვლელ კარებს მოვშორდი.
ტელეფონს დავწვდი და კონტაქტებში შევედი.დენიელის ნომერს ვეძებდი.ნომრები კლუბში გავცვალეთ.კარებთან ჩავიკეცე, ღრმად ჩავისუნთქე და დავრეკე.არმინდა რაიმე შემატყოს ხმაზე.სამი ზარის შემდეგ მისი აღელვებული ხმაც გაისმა.
-მია??რა მოხდა,ცუდად ხომ არ ხარ??მოვიდეთ?რა გჭირს?!...
ეგრევე კითხვები დამაყარა და ფიქრის საშუალებაც კი არ მომცა.
-მოიცადე მოიცადე...-ჩუმად ვლაპარაკობდი,რომ სკაის არ გაეგონა-კარგად ვარ.უბრალოდ რაღაც მინდა გთხოვო.
-გისმენ,მითხარი.
-გახსოვს რომ მითხარი ნახატებს გაჩვენებო.
-კი?..
-მინდა რომ ახლა ვნახო-მეტი თავდაჯერებულობისთვისი კი დავამატე-თან ყურადღებას გადავიტან და დავმშვიდდები. თანაც ძალიან მაინტერესებს შენი შემოქმედებები.
-არამგონია ახლა საუკეთესო დრო იყოს,დასვენება გჭირდება,მაგრამ არა ასეთი...
-თან,კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს,რაღაცაში უნდა დამეხმარო.ოღონდ,ეს მხოლოდ მე და შენ უნდა ვიცოდეთ.
პაუზა.
-კარგი.მითხარი.
გამეღიმა.
-ახლა ვერ გეტყვი,უნდა შევხვდეთ და ყველაფერს მოგიყვები.
-ასეთი რა არის რომ ტელეფონში ვერ მეუბნები.
-მალე გაიგებ.
-სად შევხვდეთ?
-მანქანით შეგიძლია მოსვლა?
-კი.
მთლად უკეთესი.
დავფიქრდი.სად შეიძლება შეხვედრა ისე რომ სკაიმ ვერ შეგვამჩნიოს?მაგრამ სადმე ახლოს.გამახსენდა რომ პირდაპირ ჩვენს წინ ერთი პარკია,საკმაოდ დიდია მაგრამ დატვირთული.იქ ნამდვილად ვერ შეგვამჩნევს.
-ჩვენი სახლის წინ რომ პარკია ხომ იცი.
-ვიცი.
-მანდ მოდი.ტელეფონის ჯიხურთან დაგელოდები.
-კარგი.მოვდივარ.15 წუთში მანდ ვიქნები.
გავთიშე.ახლა აქედან უნდა გავაღწიო.კარებთან სკაი დგას .ვიცი იმიტომ,რომ კარის ღრიჭოდან ვხედავ.კარიდან გასვლა შეუძლებელია.რჩება მხოლოდ ერთი.და აივნის უზარმაზარ კარებს გავხედე.
ავდექი.ჟაკეტი წელზე მოვიჭირე.ტელეფონი უკანა ჯიბეში ჩავიდე.აივანზე გავედი და ძირს ჩავიხედე.ზუსტად აივნის ქვევით მანქანის გარაჟია,ზემოდან კი გადახურულია.იქ თუ მოვხვდები მიწამდე დიდი მანძილი აღარ იქნება.
ძალა მოვიკრიბე,მოაჯირს ხელი მოვკიდე,ფეხი შევდგი და კიდეზე გადავედი,ზურგს უკან ხელები ისევ ჩაჭიდული მქონდა, მოვტრიალდი, დავიხარე, და დავინახე სკაის ჩრდილი კარებ ქვეშ როგორ ამოძრავდა.
-ჰეი.რაღაც მიჩუმდი მანდ.
გული ამიჩქარდა,ფეხები ძირს ჩავუშვი და კიდეს ხელებით ჩამოვეკიდე,ერთხელაც ჩავიხედე და გაუბედავად გავუშვი ხელები.ფეხები მყარად დავდგი.ჩავჯექი და ხელებიც ზედაპირს დავადე.მძიმედ დაცემის გამო ფეხის გულები მიბჟუოდა.მაგრამ ახლა წუწუნის დრო არ იყო.გარაჟის სახურავიდან შედარებით მარტივად ჩამოვედი მაგრამ ერთი განსხვავებით.ფეხი გადამიბრუნდა.ტკივილისგან წამოვიკვნესე და ბალახზე გადავგორდი.
-ჯანდაბას!-გავიფიქრე ჩემთვის.
ძლივს წამოვდექი,სკაის ოთახს ავხედე და როგორც შემეძლო პარკისკენ გავიქეცი.გრილი ჰაერი მსიამოვნებდა.სათამაშო ავტომატებს,ჯამბაზებს და ჰელიუმის ბუშტებს ჩავუქროლე და წითელ ჯიხურთან მივედი, მივეყრდენი,მუხლები ოდნავ მოვხარე და ხელისგულებით დავეყრდენი,აქოშინებული ვსუნთქავდი.წამდაუწუმ საათს დავყურებდი,წუთიწუთზე დენი უნდა მოსულიყო.ჩემი დამშვიდება და მისი გამოჩენა ერთი იყო.შორიდანვე შევამჩნიე.უკან ერთხელაც მივიხედე,დავრწმუნდი რომ სკაი არ მომყვებოდა და მისკენ კოჭლობით წავედი.
მივუახლოვდი თუ არა მაშინვე მკითხა.
-კარგად ხარ?ხომ არაფერი გტკივა?
-არაფერი მიჭირს.წავიდეთ.
მანქანაში ჩავჯექით და გზას გავუდექით.
-სად მივდივართ.
-სადმე კაფეში,ცოტა მოშორებით.
-კარგი.
უხმოდ გავიარეთ მთელი გზა და კაფეში შევედით,ძალიან მყუდრო ადგილია,ფანჯარასთან დავჯექით რომელიც ზღვას გაჰყურებდა, საიდანაც ქვიშაზე მოსეირნე წყვილები მოჩანდა.
დენის გამომეტყველებით მივხვდი,რომ უკვე უნდა დამეწყო მოყოლა.გაცნობის დღიდან დავიწყე და დღევანდელით დავამთავრე.დროდადრო გამომეტყველება ეცვლებოდა. ყველაზე ხშირად კი სიცილს ვერ იკავებდა და ეღიმებოდა.ამაზე მე ვჩერდებოდი და ვუბღვერდი რა გაცინებს,ნერვები დამაგლიჯა მეთქი.ისიც წამში სერიოზულდებოდა.
-ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ,ჩემგან რას ითხოვ?
-ოო,ეს უკვე სხვა თემაა.რას ვითხოვ და სამაგიეროს გადახდაში დახმარებას.
-ანუ?
-ანუ იმას,რომ ხომ ხვდები,მეტი დრო გავატაროთ ერთად.
-ღმერთო მია,ნამდვილი გიჟი ხარ.
-ვინ გამაგიჟა?!
-კარგი ხო კარგი.უარს არ ვამბობ მაგრამ რატომ მაინც და მაინც მე?
-იცი რა? პირველივე დღეს შევამჩნიე რომ გულზე დიდად არ მოხვდი,არვიცი რატომ,იმ ქერას თემაც მაშინ მოხდა როცა მე და შენ ერთად ვიჯექით და ვლაპარაკობდით.სახეზე ეწერა რომ არ სიამოვნებდა.აქეთ მე მიხსნის სიყვარულს და იქეთ სხვებთან ერთობა.თან ჰანტერიც გიცნობს უკვე,სხვას რომ ვთხოვო გააქრობს.
-ერთი კითხვა მაქვს.ოღონდ არ გაბრაზდე.
-გისმენ.
და მოვემზადე აფეთქებისთვის,ვიცოდი რასაც მკითხავდა.-დარწმუნებული ხარ რომ მის მიმართ არანაირი გრძნობა არ გაქვს?წესით თუ ნერვებს გიშლის სამაგიეროს კი არ უნდა უხდიდე, მშვიდად უნდა ატარებდე მის საქციელებს,მითუმეტეს თუ არ მოგწონს...
თვალები ნელნელა მიწვრილდებოდა და ისიც ხვდებოდა,რომ გაჩუმების დრო იყო და ხმას თანდათან უდაბლებდა.ბოლოს კი საერთოდ გაჩუმდა.
-კარგი.გავიგე.ჩუმად ვარ.
-ხომართლა,იმ ორ გიჟს როგორ გამოექეცი?
-სიმართლე ვუთხარი,მიას ჩემი ნახატების ნახვა უნდა,მითხრა ასე უფრო დავისვენებ და გულს გადავაყოლებო-თქო.მითხრეს ჩვენც წამოვალთო მაგრამ ვუთხარი მიამ მითხრა არმინდა ვინმე წამოგყვეს,სიჩუმეში ყოფნა მირჩევნიაო.რაც მოვიფიქრე ეს არის.
-მშვენიერია.ანუ ყველაფერი გაიგე.უნდა დამეხმარო,რომ სკაი მიხვდეს არ მომწონს და მიხვდეს როგორია ჩემთან თამაში.როცა დრო მოვა და თამაშს დავიწყებ მიხვდები და ამყვები.ყურადღებით უნდა იყო რომ არაფერში გამოგიჭიროს.მინიმალურსაც შეამჩნევს.-ყურადღებით მისმენდა და მეც ვხვდებოდი რომ უკვე როლებში იჭრებოდა.მიხარია,რომ ის ავირჩიე დამხმარედ.კარგადაც გავერთობით.
-კარგი და საიდან უნდა ვიცოდე რომ ცოცხალი გადავურჩები?
-მაგაში დარწმუნებული იყავი.ჰანტერის და ბლუს გამო მაინც.არცერთი მისცემს უფლებას რამე დაგიშავოს.შენ უკვე მათი მეგობარი ხარ.და საიდან ვარ დარწმუნებული რომ ჰანტერს მოწონხარ?რომ არ მოსწონდე აქამდე აქ არ იქნებოდი.სკაი თუ მაინც გარისკავს მათ შემორიგებაზე უნდა იფიქროს.
ცოტახანი კიდევ ვილაპარაკეთ. მასთან ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა.იმდენად სასიამოვნოდ ლაპარაკობს,რომ მხოლოდ მოსმენა გინდება.
-აბა?წავიდეთ?
ამდენ ლაპარაკში გადამავიწყდა რას ვაპირებდით.
-სად?
-უკვე დაგავიწყდა?ნახატები უნდა ნახო.
-აა ჰო.წავედით.სულ ამომივარდა თავიდან.
ყავისთვის ფული გადაიხადა და კაფედან გავედით.პარკინგზე დაყენებულ მანქანას მივუახლოვდით და ჩავჯექით.
ზღვის სანაპიროს მივუყვებოდით.მანქანაში წყნარი,დამამშვიდებელი მუსიკაა ჩართული.ფანჯრიდან ზღვის სურნელი შემოდის და მთელს მანქანას ავსებს.თვალები დავხუჭე,ღრმად ჩავისუნთქე და ფიქრებს მივეცი.ცოტა ხანში მესმის დენიელის ხმა.
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო,მოვედით.
თვალები გავახილე და არემარეს მზერა მოვავლე.ერთი პატარა ხის სახლი,რომელსაც ირგვლივ მაღალი ხეები ერტყა,წინ კი ზღვის ულამაზესი ხედი იშლებოდა.ზღვა მზის სხივებზე ბრწყინავდა. როგორც ჩანს ფიქრებში ღრმად შევტოპე.
-აქ უნდა დარჩე? ნახატები თავისით არ გამოვლენ გარეთ.-მომხიბვლელად გამიღიმა,ახლაღა შევამჩნიე რომ ძალიან მიმზიდველად იღიმის.
-ა?ხო ბოდიში.უბრალოდ აქაურობა ძალიან ლამაზია.
მანქანიდან გადმოვედი და როგორც კი ფეხი ქვიშაზე დავდგი სიმწრისგან დავიყვირე.დენიელი დაფეთებული მომვარდა და შემათვალიერა.
-რაა?!რახდება რაგჭირს?!!
-მარჯვენა ფეხი!
ფეხსაცმელი გამხადა და ფეხზე დამხედა.ხმას არ იღებს.
-რაარის?
-ისა...
ფეხზე დავიხედე და კოჭის მაგივრად ლურჯი ბურთი აღმოვაჩინე.ალბათ ამდენი სიარულისგან და სირბილისგან გამიღიზიანდა.
-წავედით,დაგიმუშავებ.
-ვერ წამოვალ,ვერ ხედავ რა დღეშია?
მან ამოისუნთქა და ხელში ბუმბულივით ამიყვანა.ფეხი ისევ მტკიოდა ასერომ მის მხარს ჩავეჭიდე და ვუჭერდი მთელი ძალით.კარები ფეხის კვრით გააღო და სავარძელში დამსვა,თვითონ გავიდა და წამებში დაბრუნდა,ხელში ბინტი,ყინული და სპირტი ეჭირა.ჯერ სპირტით დამიმუშავა,შემდეგ შემიხვია და ზედ ყინულიანი პარკი დამადო.
ძირს დაჯდა და ჩემი ფეხი მუხლებზე დაიდო,თავი სავარძლის სახელურს მიადო,ჩემი ხელი დაიჭირა.
-როცა გეტკინება მთელი ძალით მომიჭირე.
მეც ასე ვიქცეოდი,როცა ტკივილი მომივლიდა ეგრევე ვუჭერდი ხელს,მას კი თითები უთეთრდებოდა.თუმცა უკმაყოფილება არც ერთი წამით არ გამოუთქვამს და არც სახეზე ეტყობოდა არაფერი.
ტკივილი მალე შემიმსუბუქდა.
-გამიარა.მადლობა დენი.
-დარწმუნებულიხარ რომ აღარ გტკივა?
-ალბათ.
წამოდგა ყინულიანი პარკი რომელიც თითქმის დადნა გვერდით გადადო,ხელი წელზე მომხვია და წამომაყენა.მისმა შეხებამ ჟრუანტელი მომგვარა. ხელი მხარზე გადავხვიე.
-ნელა დაადგი,თუ არ გეტკინება დაეყრდენი.
მარცხენა ფეხიდან წონა მარჯვენაზე გადავიტანე,როცა მთლიანად მას დავეყრდენი სულ ოდნავ მიჩხვლიტა,მაგრამ საგრძნობი იყო,ფეხი თავისით მომეკეცა და რომ არა დენის ხელები უკვე იატაკზე ვიქნებოდი გაშხლართული.
-დაჯექი.ჯერ კიდევ გტკივა.
-არა,სიარულს შევძლებ.
-კარგი ოღონდ ყოველი შემთხვევისთვის დაგიჭერ.
ნელა წავედით შემდეგი კარისკენ, რომელიც სავარძლის პირდაპირ იყო,სახელური ჩამოვწიე,მივაწექი და კარიც ჭრიალით გაიღო. დენიელს მოვშორდი და ოთახში შევედი.ნანახი ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება.



№1 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან კარგია.
მგრამ ასე აღარ დააგვიანო ხოლმე.

 


№2 სტუმარი ანკ

ვერ გავიგე მოკლედ ამ გოგოს რომელი უყვარს.. იქნებ მიგვახვედრო მაინც ცოტა.. სკაი თუ უყვარს ეს დენიელის ხელის მოკიდებაზე :ჟრუანტელი"და მისი "ძალიან მიმზიდვწლი ღიმილისთვის" ხაზის გასმა რაარი..

ვერ გავიგე მოკლედ ამ გოგოს რომელი უყვარს.. იქნებ მიგვახვედრო მაინც ცოტა.. სკაი თუ უყვარს ეს დენიელის ხელის მოკიდებაზე :ჟრუანტელი"და მისი "ძალიან მიმზიდვწლი ღიმილისთვის" ხაზის გასმა რაარი..

 


№3  offline წევრი kiira

ანკ
ვერ გავიგე მოკლედ ამ გოგოს რომელი უყვარს.. იქნებ მიგვახვედრო მაინც ცოტა.. სკაი თუ უყვარს ეს დენიელის ხელის მოკიდებაზე :ჟრუანტელი"და მისი "ძალიან მიმზიდვწლი ღიმილისთვის" ხაზის გასმა რაარი..

ვერ გავიგე მოკლედ ამ გოგოს რომელი უყვარს.. იქნებ მიგვახვედრო მაინც ცოტა.. სკაი თუ უყვარს ეს დენიელის ხელის მოკიდებაზე :ჟრუანტელი"და მისი "ძალიან მიმზიდვწლი ღიმილისთვის" ხაზის გასმა რაარი..

ჩახლართულ :დდ

სტუმარი ნატა
ძალიან კარგია.
მგრამ ასე აღარ დააგვიანო ხოლმე.

იქნებ ვერ ვახერხებ.მოცლილი ნამდვილად არ ვარ.ჩემზე არაა დამოკიდებული როდის მოვიცლი,როგორც ვახერხებ ისე ვდებ.

 


№4  offline წევრი rebeka

კარგია ყოჩაღ

 


№5  offline წევრი kiira

rebeka
კარგია ყოჩაღ

მადლობა დიდი <3

 


№6  offline წევრი dancersoulart

მმმ... დაავტკბიი<3 კარგი იყო. აუუ ახლა რო დენიელი შეუყვარდეს გავაფრეენ :დ

 


№7  offline წევრი kiira

dancersoulart
მმმ... დაავტკბიი<3 კარგი იყო. აუუ ახლა რო დენიელი შეუყვარდეს გავაფრეენ :დ

კარგი იქნება თუ ცუდი :დდდ

 


№8  offline წევრი dancersoulart

კარგი იქნება თუ ცუდი :დდდ

ცუდიიი ძალიან ცუდი

 


№9  offline წევრი kiira

dancersoulart
კარგი იქნება თუ ცუდი :დდდ

ცუდიიი ძალიან ცუდი

:დდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent