ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 2)
ახლა მივხვდი რამდენად დიდი შვება ყოფილა ზარის ხმა,გავიგონე თუ არა ეგრევე წამოვხტი,აღარ შემეძლო მისი თვალების ჩემს სხეულზე შეგრძნობა,ლეიას ხელი დავავლე და გარეთ გავათრიე. -რახდება ლამაზო? -გთხოვ,არცერთი მსგავსი სიტყვა აღარ დამიძახო. -კარგი.ამოღერღავ რა გჭირს?. და მოვუყევი ყველაფერი ჰანტერის ნათქვამიდან დაწყებული. -ბოლოს მაინც დავჯექი,აბა შენი აზრით მეხალისებოდა ამ საცოდავი ფეხით დგომა?იმ იდიოტმა კიდევ ,,ასეც ვიცოდი,,-ო -ყველაფერი გავიგე ერთის გარდა,ჰანტერმა რატომ არაფერი არ უთხრა?ან ახლა რატომ დგას დერეფანში მასთან ერთად და იცინის? ხელი გაიშვირა,მზერა გავაყოლე და დავინახე ის რასაც ნამდვილად არ ველოდებოდი:ჰანტერი და ახალი ბიჭი დერეფანში დგანან და რაღაცაზე გულიანად იცინიან,ზუსტად ისე თითქოს საუკუნის მეგობრები იყვნენ.ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა. -მეჩვენება თუ მეჩვენება? -ხო,არ გეჩვენება,ან თუ გეჩვენება რაღაც ვირუსი ყოფილა იმიტომ,რომ მეც მეჩვენება. -კარგი დავივიწყოთ კლასში წავიდეთ ზარი დაირეკა-ვუთხარი და კლასში შევედით. ახალი ბოლო გაკვეთილზე არ ესწრებოდა.ძალიანაც კარგი,ისედაც არ მქონდა მაგის ,,საყვარელო'' და ,,ლამაზო'' სიტყვების მოსმენის თავი. მე ,ჰანტერი და ლეია ერთად წავედით.ეზოში მისვლისას მივხვდი,რომ ბლუც დაბრუნებულიყო სპორტის დარბაზიდან,რადგან მისი მანქანა ეზოში იდგა.ზანტად გადმოვედი მანქანიდან და მეორე სართულზე უკვე ჰანტერმა ამიტანა.კიბის თავში დამსვა და მომახალა-აქედან შენც მშვენივრად გაიკვლევ გზას. -ნაგლო-გაბუტულმა გავძახე,ერთი შემომცინა,ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და წავიდა.მეც რა მექნა,ძლივს მივაღწიე ჩემს ოთახამდე,საერთო აბაზანაში შხაპის ხმა მომესმა,ჩავთვალე ,რომ ბლუ იყო,რადგან,ვარჯიშიდან მოსული ყოველთვის ბანაობს ხოლმე.აბაზანას ჩავუარე და ოთახში შევედი,ჩანთა სავარძელზე მოვისროლე და საწოლზე გავიშხლართე.ცოტა ხნის შემდეგ ვინებე ,ავდექი და გამოვიცვალე,შემოდგომის მიუხედავად ამინდები ჯერ კიდევ თბილია და ამიტომ ჯისნის,დახეული,მაღალწელიანი შორტი და შავი ტოპი ჩავიცვი,ფეხზე კონვერსები და თმა გაშლილი დავიტოვე.მალევე მივხვდი რომ შიმშილით ვკვდებოდი,ოთახიდან გავედი,თელეფონს ჩავჩერებოდი როდესაც რაღაც რბილს და ამავე დროს მვრივს შევასკდი,წავბორძიკდი და თმა წინ გადმომეყარა,ვიცოდი,რომ ბლუ იყო,თუმცა აქამდე ალბათ ვერ შევამჩნიე,რადგან კუნთები საგრძნობლად გაზრდია,ასერომ დაპირდაპირ საყვედური ვესროლე. -ბლუ!მე არ ვიყურები წინ და შენ მაინც გაახილე თვალები! -ლამაზო? ეს ბლუს ხმა არ იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.