შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალის დახამხამებაში


26-03-2019, 19:52
ავტორი rock is my life
ნანახია 909

მივედი სახლში და ავტირდი. გამახსენდა მისგან დატოვებული მოგონებები. კიდევ რამდენის თქმა მინდოდა მისთვის, მაგრამ ვერ მეთქვა. არ იცოდა, როგორ მიყვარდა. არც ის იცოდა, ჩემი ცხოვრების აზრი რომ იყო. დილა მისი ფიქრით იწყებოდა და ის იყო ბოლო, ვისზეც ღამე, ძილისწინ ვფიქრობდი. სიზმარში ვხედავდი. როცა ვხედავდი, უბედნიერესი ვიყავი. საკუთარ ქცევებს ვეღარ ვაკონტროლებდი, როცა მასთან ერთად ვიყავი. თავში სულ ის ტრიალებდა. სულ მასზე მეფიქრებოდა. ახლა კი ის წავიდა და მე არ ვიცი, რა იქნება ჩემი ცხოვრების მიზეზი. მხოლოდ იმიტომ არ ვკარგავდი ცხოვრების აზრს, რომ ის ჩემს გვერდით იყო და ვხედავდი მას. უშენობა მტკივა და მიფორიაქებს სულს. ჯერ კიდევ ორი წლის წინ უშენობას ვერ წარმოვიდგენდი. ახლა კი ეს ჩვეულებრივი მოვლენა უნდა გახდეს. რომ შემეძლოს შენი წაშლა გონებიდან, წაგშლიდი, მაგრამ ვერ გშლი. ჩემს თვალებს ახსოვთ შენი თვალები. როცა მათში ვიხედებოდი, ვიკარგებოდი და მინდოდა, ის წუთები გამეჩერებინა. შენი თმები მაოცებდა. განსაკუთრებით ბოლო დროს. ხმა მაწყნარებდა და შინაგანად ვგრძნობდი, რომ ჩვენი შეხვედრა არ იყო შემთხვევითი. ახლა ვეღარც ვჭამ, წყალიც არ გადამდის პირში. ვერც შენს სურათებს ვუყურებ. მეშინია. შენგან უარყოფის მეშინია. ვიცი, რომ იცი ჩემი შენდამი გრძნობების შესახებ, მაგრამ ვერ გკითხე, რას გრძნობ ჩემს მიმართ. ხანდახან მეგონა, რომ იმავე გრძნობებით მიპასუხებდი, მაგრამ არაფერი გითქვამს. დავიღალე იმით, რომ პლატონურად მიყვარს. შესაძლოა, არც კი მიყვარს პლატონურად. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, გიყვარვარ თუ არა. ჩემთვის მთავარია, ჯანმრთელად იყო. ვიცოდე, რომ ცოცხალი და საღსალამათი ხარ. ჩემზე ფიქრს არც გისურვებ. ისეთი ვინმე შეგიყვარდეს, ჩემზე მეტად რომ ეყვარები. ჩემზე უკეთესი იპოვნე და იმაზე მეტად შეიყვარე, ვიდრე მე მიყვარხარ. მინდა, რომ შუბლზე გაკოცო. როგორც იტყვიან ხოლმე, „შეუბლზე დებილებს კოცნიანო“, ტყუილია. იმიტომ მინდა შუბლზე გაკოცო, რომ ჩემი სიყვარული გაგრძნობინო. მინდა იცოდე, რომ მარტო არ ხარ. მე ვიქნები შენი გულშემატკივარი. დარწმუნებული ვარ, რომ წლების მერეც მემახსოვრები. ანდა როგორ უნდა დამავიწყდე. სხვა რომც შემიყვარდეს, შენ ვერ დაგივიწყებ. პირველ რიგში ჩემი მეგობარი იყავი და შემდეგ მივხვდი, რომ იყავი მეგობარზე მეტი. მშვიდობით ჩემო კარგო. წუთით არ დაფიქრდე წარსულზე. ბევრი რამ არ იცი ჩემს შესახებ და ჯობს, არც გაიგო. არ მოგატრიალებ უკან, არ გადაგიღობავ გზას. მშვიდობით....
-გამარჯობათ, თქვენ ნუცას დედა ბრძანდებით?
-დიახ, მე ვარ.
-უნდა გაცნობოთ სამწუხარო ამბავი, ნუცას დიდი სიჩქარით მომავალმა მანქანამ დაარტყა. როგორც ჩანს, გოგონა გზაზე გადადიოდა, როცა ახალბედა მძღოლმა გაიტანა ის. გოგონა სერიოზულადაა დაშავებული. სამწუხაროდ, ვერ შევძელით მისი გადარჩენა. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent