შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარძალი 《3》


27-03-2019, 19:29
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 17 611

სახლი დატოვა თავლისკენ წავიდა მარგარეტთან მივიდა და თავლაში მყოფ ბიჭებს მისი მომზადება სთხოვა. ისინიც წამსვე შეუდგნენ საქმეს მადლობა გადაუხადა და ცხენზე შემოჯდა. ეზოდან რომ გავიდა მათი მიწებისაკენ გადაწყვიტა გავლა.
ყვგან მუშები იყვნენ, მოსავალს იღებდნენ . ზოგიც ნარგავებს რწყავდა , აქიმობდა ყველა სხვადასხვა საქმეს აკეთებდა. ამირანი ჩრდილში იჯდა და ერთ_ერთ მუშას ესაუბრებოდა. ბილიკს ნელა მიუყვებოდა , მალევე შეამჩნიეს და ჩუმად ლაპარაკი დაიწყეს. ყველას თავის დაკვრით მიესალმა და ამირანთან მივიდა
_შუადღემშვიდობის
_რძალო როგორ გიკითხო? რამ შეგაწუხა ასეთ დროს აქ რომ მოხვედი
_ისე უბრალოდ, სასეირნოდ გამოვედი
_რაღაც მეეჭვება შენ უბრალოდ აკეთებდე რამეს...მოდი , მალე სადილზე დასხდებიან მუშები და ჩვენც შევუერთდდეთ . თენგიზ ცხენს აჭამეთ და დააბით სადმე რომ არ გაიქცეს .
ანა ცხენიდან ჩავიდა და ამირანის გვერდით დადგა
_თქვენ ყოველ დღე აქ ხართ ხოლმე?
_არა აქ კოტე მოდის ხოლმე, მაგრამ მაგათ შემოწმებულს ვერ ენდობა კაცი. ხან ანგარიში ეშლებათ ხან რა ავიწყდებათ ხან რა...მუშასაც სხვა რა უნდა დაღლილია და მთავარია ხელფასი მისცე ადამიანია ისიც შენ რომ უფროსი ხარ იმ ფულს შენ იღებ და გეზარება მუშა რას გააკეთებს ... შენს ქმარს საერთოდ არ აინტერესებს არაფერი ამქვეყნად , ჩხუბი გამოსდის კარგად და სხვა არაფერი
_მთელს რაიონში ყველაზე მდიდარი კაცი ხართ ხომ ასეაა...ყველა თქვენთან მოდის დახმარებისა და რჩევის სათხოვნელად. სულგრძელ და კეთილშობილ კაცად გიცნობენ
_მაგრამ შენ ასე არ ფიქრობ ხომ?
_აჭარბებთ ხშირად ... თარაშსაც ტყუილად სჯით ჩენთან ცხოვრებით
_მე კი მგონია რომ თარაშისთვის შენზე კარგი ცხოვრებაში არავის არაფერი მიუცია
_თქვენ ჩემი ყველა უფლება დაარღვიეთ... მე არ ვარ ნივთი რომელსაც ვიღაცას აჩუქებთ
_სამაგიეროდ კარგად აზროვნებ და იცი რომ ჩვენთან ყველაფერი გექნება და სულ ცოტას თუ მოინდომებ მთლიანად თარაში გეყოლება , მასთან ერთად კი ყველაფერი რაც ჩემია ერთ დღეს შენი და შენი შვილების გახდება. მერე იყავი კეთილი და სამართლიანი მმართველი , ისე განკარგე ყველაფერი როგორც მოგესურვება
_თარაში თქვენს სახლში მშვიდად არ არის...იმ ჩიტს ჰგავს გალიაში რომ გამოკეტეს , ყოველ დღე უშვებენ გარეთ მაგრამ მაინც იძულებულია რომ უკან დაბრუნდეს და თქვენთვის გალობა განაგრძოს
_თარაშზე რომ მელაპარაკები შენ არახარ გალიაში გამომწყვდეული ჩიტი ? შენ გარეთაც არ გინდა გაფრინდე
_ან უბრალოდ დროს ველოდები რომ სამუდამოდ წავიდე
_წახვალ და შემჭამენ !
_ვინ იცის იქნებ გალიაში გამოკეტილიც შემჭამოს სახლში მცხოვრებმა კატამ რომელიც ჩემზე პრივილეგირებულია ოჯახში
_რომელი კატა ცდილობს შენს შეჭმას თინა, მაია თუ ნონა ...
_მე ამიტომ არ მითქვამს და სხვებზე საუბარი არ მინდა
_მაია არ იქნება , ნონა სანამ თარაშს არ ეჩხუბები მანამდე არაფერს გეტყვის . და თინამ რაო პრობლემებს გვიმატებო ? უთხარი თარაშს იმდენი კაცი არ ჰყავს ნანახი ამირანმა შენს გამო რამდენი სცემა და გაანადგურა_თქო და ჩემთან გამოუშვი_ თვალი ჩაუკრა და ხელზე მოეფერა _შენ არ იფიქრო მათზე ... ჩემს სახლში არაფერი გემუქრება თუ ჭკვიანად მოიქცევი
_რატომ მე და არა სხვა
_თარაშს ჰკითხე ეგ
_თარაშმა გითხრათ ანა მომიყვანეთო? თარაშმა დაავალა ჩემი მოტაცება? არა ! ორივემ კარგად ვიცით რომ ყველაფერი თქვენი გადაწყვეტილი, დაგეგმილი და განხორციელებული იყო
_თარაშმა თვითონ აგირჩია... შენამდე არავისთან უსაუბრია , არავინ შეუმჩნევია და საერთოდ თითქმის ოთხი წელია სრულიად ინერტულია. ფეხებზე ეკიდა ყველა და ყველაფერი
_და რა იცით რომ მე შემამჩნია
_შენ გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო...რომ არ აინტერესებდე სხვაგვარად დაგიცავდა და არავის ეტყოდა ანა ჩემი ქალიაო. გონს მოდი გოგონი ...თარაში ყოველთვის დაშტერებულია და ვერასდროს ხვდება რა უნდა. ვერა და ვერ გაიზარდა შენ კი ის ხარ ვინც უშველის
_და მე ? მე ვინ მიშველის
_საკუთარი თავი ძვირფასო , თარაშის იმედი ნუ გექნება . კაცებს გვეზარება ფიქრიც და რთული საქმეების მოგვარებაც . ქალები მიზნისთვის ყველაფერს აკეთებთ
_რატომ უნდა გახდეს თარაში ჩემი მიზანი
_მოგწონს და იმიტომ
_მე სხვა მომწონს იცით?
_და სად იყო ის სხვა შაკო რომ გიპირებდა მოტაცებას
_ეგ არ ცვლის იმ ფაქტს რომ მე სხვა მომწონს
_მოგწონს და არ გიყვარს , სხვა არავინ მოგწონს? ბევრი ვინმე შეიძლება მოგეწონოს ძვირფასო ახლაც და მერეც . ხომ იცი რომ გამოსავალი არ გაქვს და შენთვის სჯობს თარაშთან ყოფნა მოგინდეს
_არასდროს რომ არ მომინდეს შემდეგ?
_თინაც ასე ამბობდა ერთ დროს, მაგრამ 60 წელზე მეტია ჩემი ცოლია და თუ ჭკვიანად იქნები სანამ გულს გამიხეთქავს შენი თარაში შვილთაშვილის შვილსაც მოვესწრები . სხვათაშორის ეს ყველაფერი ჩემი დამსახურებაა დიდწილად თორემ კოტეს ახლაც არ ეყოლებოდა ცოლი თავის ნებაზე რომ მიმეშვა და საერთოდ უშვილიშვილოდ მოვკვდებოდი
_თქვენი თქმით გონივრული გამოსავალი თარაშთან თანაცხოვრების გარდა არ მაქვს
_ჭკვიანი გოგო ხარ
_მე ზუსტად ვიცი რომ თქვენ ძალიან ბევრ რამეს მალავთ , თარაში ვერაფერს ხვდება , მაგრამ აუცილებლად გავიგებ ყველაფერს და ისე არ მოხდეს რომ ჩემი სახლში შეშვება ინანოთ _ სათვალე მოირგო და თმები უკან გადაიწია _ გგონიათ ამ საჭმელით დანაყრებული მუშები რაიმეს ნორმალურად გააკეთებენ თან თქვენი ხელფასების მოლოდინში? ხო მართლა ის თქვენი ჯემალი ქურდია ... გასაყიდად გამზადებულ პროდუქტსაც გპარავთ , ხელფასებსაც უგვიანებს მუშებს , თვითონ არაფერს აკეთებს და თუ გგონიათ რომ ყველაფერს აკონტროლებთ აქ ჯდომით მწარედ სცდებით საყვარელო პაპა _ გაუღიმა ცხენზე შემოჯდა და სწრაფად გაუყვა ბილიკს ხეებს შორის.

ერთი კვირის შემდეგ ქორწილისთვის მზადებაც დაიწყეს. თითქოს ყველაფერი დალაგდა. თარაში სახლში თითქმის არ იყო, ანას აღარავინ აწუხებდა. ქალები სხვადასხვა საქმეს აკეთებდნენ. სახლშიც უამრავი რამ იყო მოსაგვარებელი და სხვა ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. ქორწილში უამრავი ადამიანის დაპატიჟებას აპირებდნენ რაც ანას საერთოდ არ მოსწონდა, მაგრამ შეეჩვია გარემოებებს.

ისევ სეირნობდა გზაში მანქანა რომ შეეჩეხა და დამფრთხალმა ცხენმა ლამის გადმოაგდო. ცხენი ძლივს გააჩერა ,მანქანიდან ბიჭები გადმოცვივდნენ. სოფლიდან ნამდვილად არ იყვნენ .
_ამ გზაზე ასეთი სიჩქარით სიარული რა უბედურებაა ... ტყეში ხომ არ მიდიოდით ხალხი ცხოვრობს აქ ბავშვებიც არიან სხვათაშორის
_გოგონი ცხენი უნდა გაგეჩერებინა რომ მოჰქროდი და გადმოგვიქროლე გზაზე . ცხენზე ყველას სვამენ უკვე ტო?
_კაი შე ჩემა ბავშვია ვერ ხედავ? რას ეჩხუბები ... ხომ კარგად ხარ ?
_მე ბავშვი არ ვარ და თქვენ იმხელა ასაკი გაქვთ მართვა დაგავიწყდათ ეტყობა და სოფელში რომ ვერ ივლით ასე შეშლილებივით _ სწრაფად შებრუნდა და ტყისკენ წავიდა.

სახლში დაბრუნებულს მანქანა ეზოში დახვდა . მაგიდასთან ბიჭები ისხდნენ და უკვე კარგად შემთვრალები იყვნენ. ანა რომ დაინახეს როგორ ჩამოხტა ცხენიდან ყველა თარაშს მიუბრუნდა
_სერიოზულად? ესაა ანა ტო?
_მართლა ამას ირთავ შე ჩემა?
_არ არსებობს
_ანიკო რა დამართე ჩემს ბიჭებს?_ გაიცინა და ხელი მოხვია გოგოს _ გაიცანი ჩემი მეგობრები მიშიკო, სანდრიკო, ლევიკო ... მეჯვარე იქნება სანდრიკო
_უნდა მეფიქრა რომ შენთან მოდიოდნენ ...ვგიჟდები მსგავს დამთხვევებზე . მე , პატარა გოგონა თქვენი რძალი ვხდები არა? _ სკამის სახელურზე ჩამოჯდა და ბიჭებს გაუღიმა _ დასანანია რომ სახლში არ დაგხვდით გაჩვენებდით როგორი მასპინძელი ვარ _ თარაშს ხელზე მოხვია თითები და გაუღიმა _ რომ მოვიდნენ გითხრეს ვიღაც გიჟი გოგო ცხენით გადმოგვიხტა გზაზეო ? გამლანძღეს და ახლა იმიტომ არიან ჩუმად ხომ?
_შენ ხომ აპატიებ ანიკო? სხვანაირად არ გამოვა
_შენც ასე გიჟივით დადიხარ?
_დაგვიჯერე თარაში დაფრინავს კი არ დადის ... ახლა უკვე ვხვდები რატომ გირთავს ცოლად , მაგრამ ცოტა მეშინია რაღაც საშიში ქალი ჩანხარ
_ძალიანაც კარგი ... აქაურობას საშიში ქალები უხდებიან . ისე არაფერი გამოვა ... სად არიან დედა, ბებია და დიდედა? _ თვალების ფახუნით უყურებდა თარაშს
_იციან ამათ რომ მოტაცებული ხარ და ტყუილად ნუ თვალთმაქცობ ...
_ხო რა თქმა უნდა ... მაშინ მე წავედი . მთელი დღეა ბაღებში დავდივარ და დავიღალე. ალბათ დარჩებით და მოგვიანებით გნახავთ
_მოწესრიგდი და ჩამოდი...გაგაცნობ ნორმალურად
_დავიღალე თარაშ, თან ძალიან
_რა გინდოდა ბაღებში _უკან გაჰყვა და ხელი მოხვია _ სად გარბიხარ
_ამირანი უნდა ვნახო საქმე მაქვს
_კაბინეტშია და გაბრაზდება რომ შეხვიდე
_არ გაბრაზდება
_შენ უფლებამოსილებით სარგებლობ პატარავ?
_შენ ყოველ მეორე დღეს სვამ თუ ყოველ მესამე დღეს ?_მზერა გაუსწორა და წელიდან ხელი მოიშორა
_ზოგჯერ ყოველდღეც , რა საყვარელი არ ვარ რომ ვთვრები?
_იმდენად რომ ლოყებზე ჩქმეტა მინდება _ ორ თითს შორის მოიქცია მისი ლოყა გაუღიმა და წავიდა_თუ მოვახერხებ გამოვალ

გამოიცვალა და ამირანთან კაბინეტში შევიდა. როგორც ჩანს ვერავინ ბედავდა იქ შეხედვას როდესაც ბატონი მუშაობდა ისეთი სახით უყურებდნენ ანას. ნონა პირდაპირ ეზოში გაიქცა
_თარაშ ...
_რა ხდება დედა
_ანა შევიდა ამირანის კაბინეტში და წამოდი თორემ მეორედ მოსვლა დაიწყება ხომ იცი.
_აუ ნონ შენ აზრზე არ ხარ ის ვინაა ... ამირანსაც უკან დაახევინებს სულ მალე . შენ ნუ ინერვიულებ მაგაზე
_თარაშ ვერ გაიგე რა გითხარი?
_გავიგე და დაელოდე, თუ გავიგეთ ყვირილის ხმა მერე გავიქცეთ.

ანა ამ დროს ამირანის საბუთების თაროსთან იდგა და რაღაც დოკუმენტს ეძებდა. რომ იპოვნა შემდეგ მაგიდაზე დაუდო და აჩვენა ხელშეკრულების პირობები სადაც ეწერა. შესაბამისად პრობლემის მოგვარებაც შესაძლებელი ხდებოდა
_და ეს ერთი ფურცელი ვერავინ გაიხსენა ? გაზარდე ახლა ასეთი ს*რები _ ჩუმად თქვა და სათვალე მოიხსნა_დავიღალე იცი? ახლა წესით სიკვდილს უნდა ველოდე და მე ისევ ამ წყეულ კაბინეტში ვზივარ და იმ ზარმაცების მაგიერ ვიქექები. ძლივს ვხედავ ამ სათვალითაც კი , მაგრამ იმათ ფეხებზე ჰკიდიათ თან ვერ იტანენ მე რომ ვაკონტროლებ ყველაფერს და თან საქმის კეთება ეზარებათ
_ადამიანები ასეთები ვართ ყველაფერი გვინდა და ყველაფრის გაკეთება გვეზარება
_შენ არა ... შენ არ გეზარება . მხოლოდ იმიტომ აკეთებ ამ ყველაფერს რომ უსამართლობას ვერ იტან . შენი იდიოტს თავისი იდიოტი ძმაკაცები ეწვივნენ ხომ? უსაქმურების ბანდა შეიკრიბა ?
_ზედმეტად მკაცრი ხართ თარაშის მიმართ ...

ეზოში გვიან ჩავიდა . თარაშის გვერდით დაჯდა და ჭიქა გაავსო
_ჩემი მომავალი ქმრის იმ მეგობრებს გაუმარჯოს მე რომ ვერ დავეხმარები იმ საქმეებში რომ გაუმაგრებენ ზურგს _ გაიღიმა და ღვინით სავსე ჭიქა მაღლა ასწია
_ჩაგეთვალა ანიკო _ თარაშმა ისე გაიცინა თვალები სულ დაუწვრილდა, მერე თავი მხარზე დაადო და ისე გახედა ბიჭებს
_გმადლობთ ქალბატონო ანიკო ... ჩვენ, თარაშის მეგობრებო ფრიად მოხარული ვართ იმ ფაქტით რომ ლიზას შემდეგ მის გვერდით შენნაირი ქალი იქნება და ღმერთმა ინებოს რომ სიცოცხლის ბოლომდე ტკბილად შეაბერდეთ ერთმანეთს
_სანდრო
_წამომცდა , დავთვერი ტო ... რა ღვინო გქონიათ რა არის
_კი არ დათვერი დაბერდი სანდრიკა ... ვინაიდან უკვე პირველი საათი დაიწყო ოფიციალურად იუბილარი ხარ ძმაო ჩემო _ მიშომ თქვა და ფეხზე წამოდგა და სიმღერა დაიწყო . სასაცილოები იყვნენ , მთვრალები უმღეროდნენ აწ უკვე 30 წლის სანდროს დაბადებისდღის სიმღერას. ანამაც მიულოცა და კიდევ ერთი ჭიქა დალია. აღმოჩნდა რომ ბატონი ლევანი იგივე ლევიკო შესანიშნავად მღეროდა და რამდენჯერმე ამღერდა კიდეც ბიჭებთან ერთად .
_თარაშ რას მაჩუქებ დაბადებისდღეზე ?
_შენ რაც გინდა კი მაქვს , მაგრამ ხვალ მოგცემ
_ხვალ არის უკვე
_თვალებით საუბარს რადგან იწყებთ და ერთადერთი ზედმეტი მე ვარ ... მგონი თქვენც გინდათ რომ წავიდე . რას იტყვი თარაშ?
_აბა რას ამბობ ანიკო ... ჩვენ უბრალოდ
_ანიკო იცი ბიჭებს სოფლის მწვანე ბალახი უნდა გავასინჯო_ თარაშმა ხელი მოხვია ისევ და თვალი ჩაუკრა_ შენც ხომ არ ეწევი შემთხვევით
_შე ჩემა რას ეუბნები ... ასე დათვერი ?
_მე არ ვეწევი , ჩემი ძმის ნარკომანობას თუ უსვამ ხაზს დედაჩემი ბ*ზია მამაჩემი ლოთი და მე სამივე შეიძლება ვიყო _ მისი ხელი მოიშორა , ცივი მზერა მიაპყრო და ბიჭებს გახედა _ უთხარით მოგითხროთ დეტალურად ჩემი და მისი ამბავი შემდეგ გაუგებრობა რომ არ მოხდეს . მე დაგტოვებთ , კიდევ ერთხელ გილოცავ სანდრო ძია
_მოიცა რა ... რატო ჭედავ ამ ბოლო დროს _ თარაშიც წამოდგა და წინ გადაეღობა
_არ გინდა ახლა სცენები მეზიზღება სხვების თანდასწრებით საუბარიც კი
_არადა კომპლექსიანი ტიპშა არ ჩანდი ... ვაფშე არ მიფიქრია რაიმეზე ხაზგასმა, უბრალოდ გკითხე . არ შეიძლება რომ ეწეოდე? ჰეროინი ხომ არაა ბოლოს და ბოლოს
_გეყოფა გაუაზრებელი სიტყვების უკან დაბრუნება აღარ შეიძლება და უარესს ნუ იტყვი ! მოუტანე ბიჭებს ბალახი , დაბოლდით და მე დავიძინებ . თუ მომინდება მოწევა ან სხვა რამით კაიფი შენ არ დამჭირდები ყველა საჭირო ადამიანს ვიცნობ და იმაზე მეტსაც ვიდრე შენ წარმოგიდგენია
_ვერ ვიტან ასე რომ მიყურებ
_როგორ გიყურებ
_ისე თითქოს კლეოპატრა ხარ და მე შენი მონა
_ის იქნები ყოველთვის ვინც წარმოგიდგენია ხოდა წარმოიდგინე რომ კეისარი ხარ_
ზურგი აქცია და წავიდა. ბიჭებმა შეძახილები მიაყოლეს , მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. იღლებოდა თარაშის ბავშვური ქცევით. მისგან რაღაც მეტს ელოდა და ვერ იტანდა იმედები რომ უცრუვდებოდა. გამოიცვალა და საწოლში დაწვა, ეზოდან ხმაური აღარ ისმოდა. ახალი დაძინებული იყო თარაში რომ შევიდა. საწოლზე ტანსაცმლიანად დაეცა და მთელი ლოგინი ისე დაიკავა ანას საბანიც კი მოშორდა სხეულიდან
_გაიღვიძე ...
_მმმ
_თარაშ ნორმალურად დაწექი
_ატრაკებ
_იცოდე ცივ წყალს გადაგავლებ
_ნუ სწერვობ _ ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა
_საბანი მაინც მომეცი
_რა კარგი სუნი გაქვს ამით კაიფი თუ არ შეიძლებოდეს ბ*ზის შვილი ვიყო _ ცხვირის წვერი კანზე გაუსვა და მხარზე მიაწება ტუჩები მერე ლოყის წვა იგრძნო ისე ჩაარტყა ანამ რომ გამოფხიზლებულიყო. როგორც კი წამოიწია მაშინვე გამოაცალა საბანი
_თუ ითიშები ბოლომდე გაითიშე ან სააბაზანოში შედი და გამოფხიზლდი
_დამარტყი?
_გამოგაფხიზლე
_ლოყა მეწვის
_ფეხსაცმლით საწოლზე ნუ დაწვები თორემ კიდე აგეწვება
_მთვრალი ვარ არ გეცოდები? _ისე ბურტყუნებდა ისე იყურებოდა ანა მაინც მოლბა
_იდიოტი
_შენ ხო ლიზა არ იქნები ... შენ ხო სხვანაირი ხარ . სულ სხვაფერი ხარ _ ნახევრად გათიშული ლაპარაკობდა _გული მტკივა, თან ძალიან მტკივა , მინდა ამომაცალონ და დავისვენო
_მე ამოგაცლი გინდა?
_შეძლებ?
_გინდა რომ შევძლო?
_ძალიან მინდა
_იცოდე აღარასდროს მოგაშორებ ტანსაცმელს
_მე თვითონ _ ღილების გახსნას ეცადა, მაგრამ მხოლოდ ანას გაცინება გამოუვიდა_ვერ თვითონ ...მეძინება
_ასე როგორ გაითიშე...ბევრი მოწიე ?
_ნწ, ვაფშე არ მომიწევია მე
_ხასიათი გაგიფუჭე? _ პერანგის ღილები გაუხსნა და მერე თავისკენ მიიზიდა ისიც მიჰყვა . თავი მხარზე დაადო და რომ გაათავისუფლა ჯინსს შეხედა
_ნწ , შენ ხასიათს მიმაღლებ ხოლმე . ამირანის კაბინეტში როგორ შეხვედი . ამ სახლის ისტორიაში ჩაიწერე უკვე. ხვალიდან თინას ავტორიტეტსაც გადააბიჯებ _ იცინოდა და შარვლის ელვას ხსნიდა . გაიხადა და სადღაც მოიფრიალა. მერე ისევ მუცელზე დაწვა. ბალიშს მოხვია ხელები და თვალები დახუჭა .
ანა რომ დაწვა და საბანი კომფორტულად დაიფარა ბატონი თარაში უცებ წამოვარდა და სააბაზანოსკენ გაიქცა. კარი ისევ ღია იყო და უნიტაზზე დამხობილიც კარგად ჩანდა
_რა შეგცოდე ღმერთო ... უნდა ჩაახრჩო ახლა იმ უნიტაზში. რა სახე აქვს , დეგენერატი _ ბალიში დაიფარა თავზე და უკვე ნიჟარაზე დაყრდნობილს გახედა. პირზე წყალს ისხავდა
_ცოცხალი ხარ თუ მოვიდე და გაგაცოცხლო
_ვარ
_შესანიშნავია ... თუ ისევ ცუდად ხარ სჯობს მანდვე დაიძინო _ წამოდგა ხალათი მოიცვა და ოთახიდან გავიდა მინერალური რომ მიეტანა. თმას იკრავდა და კიბეს ისე მიუყვებოდა. ხალათი არც შეუკრავს ისე შევიდა სამზარეულოში. სანდრო და მიშო მაგიდასთან ისხდნენ და რაღაც გაუგებარს ჭამდნენ
_ღმერთო ჩემო
_რძალოო ?
_აი წყალი ... დაგჭირდებათ _მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო მინის ბოთლებით და წინ დაუდგა. მინერალური აიღო და გასვლას აპირებდა სანდრო რომ დაუდგა წინ_რამე გინდა სანდრო?
_მაინტერესებს შენ რა გინდა თარაშისგან
_ახლა აი ამ მდგომარეობაში მყოფს გაინტერესებს? _უკან გადადგა ნაბიჯი და ხელი დემონსტრაციულად აამოძრავა ქვემოდან ზემოთ
_გოგონი შენ ისეთი გაიძვერა ჩანხარ ლიზა ვერც შეგედრება და თარაში მეორედ ვერ გადაიტანს ღალატს
_მთელს საძმაკაცოს ღალატის შიში გაქვთ? ყველგან გეჩვენებათ ხომ? ვწუხვარ , მაგრამ მე სხვა ვარ. ახლა წავალ და თქვენ შეგიძლიათ თვალი მადევნოთ სხვა რა გითხრათ
_ანნა , იცოდე
_სანდრიკ გაეცალე თორემ ხომ ხედავ დანის გაყრაც შეუძლია _ მიშიკომ ჩაიცინა და სანდრო გვერდზე გასწია _ ძილინებისა რძალო ... თარაშს კარგად მოუარე არ დაიხრჩოს , ბევრი დალია

არაფერი უთქვამს ისე გავიდა ოთახიდან . კიბე სწრაფად აიარა და ოთახში დაბრუნდა. თარაში კარში დახვდა
_სად იყავი
_ბორჯომი მოგიტანე
_ჯიგარი ხარ
_შენ რა გეგონა
_რომ სხვა ოთახში იძინებდი_ბოთლი გახსნა და მიიყუდა_ოქრო ხარ
_შენი ბიჭები სამზარეულოში არიან და ჭამენ
_ნახე?
_ლოგიკურია _საწოლზე ავიდა და დაწვა _ არ მენდობიან ... არ შემაწუხონ ისე რაც უნდა იმას დააკვირდნენ . რომ შემაწუხონ ვუპასუხებ
_არ შეგაწუხებენ...დაიძინე ახლა. მორჩა ჩემი გამოსვლები _ შუქი ჩააქრო და მშვიდად დაწვა . ზურგი აქცია და ისე დაიძინა.

მეორე დღეს კარის გაღების ხმამ გააღვიძა. თარაში გვერდით ეწვა მისი ხელის შეხებას გრძნობდა წელზე და ტვინმა განგაშის ზარი გამოსცა
_ეიი ... შე ჩემა აღარ იღვიძებ? _ვიღაც ჩუმად ლაპარაკობდა ს
დაუსტვინა და რაღაც ესროლა თარაშს
_რა გინდა შე ჩემისა ამ დილაადრიან მძინავს ვერ ხედავ? _ ბატონმაც გაიღვიძა, საბანი უცებ გადააფარა ანას და მერე ბიჭს უკან დაუბრუნა წამის წინ ნასროლი მოსაცმელი
_ხო თქვი სადღაც წაგიყვანთ ხვალო გადაგვაგდე შე ჩემა?
_საღამოს წაგიყვანთ ახლა დაახვიე მიშო თორე თუ გამოვედი ან ანამ თუ გაიღვიძა, მიგბეგვავთ
_არ გაგექცეს შენი მძინარე მზეთუნახავი
_მართლა სძინავს ტო ცოდოა ისედაც გავაწვალეთ გუშინ ყველამ
_წავედით ხო ... აუ ეს როდის გამოვა ახლა რა. მარტოს რო ეძინა ვერ გააღვიძებდი და ახლა ქალი უწევს გვერდით _ჯუჯღუნით გაიხურეს კარი . თარაში ისევ ანასკენ გადაბრუნდა , ხელი წელზე დაადო , კომფორტულად მოკალათდდა და თვალები დახუჭა

*^*^*
საქორწილო სამზადისის დროს კიდევ უფრო დაალაგა ურთიერთობები ქალებთან და დაუახლოვდა კიდეც. უცნაურ სიმყუდროვეს გრძნობდა რაც უფრო მეტი დრო გადიოდა. თარაში ცვალებადი იყო ყოველ დღე სხვადასხვა განწყობით იღვიძებდა . ხან ჩუმად იყო , ხან ჩხუბობდა, ხან სვამდა, ხან დაიკარგებოდა და არავინ იცოდა სად იყო. სრულიად არაფერს აკეთებდა და შესაბამისად დრო თავზესაყრელად ჰქონდა.
ანამ იცოდა რომ დიდი საიდუმლო იმალებოდა თარაშის პირად ცხოვრებაში, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა ამის შესახებ და ჟორდანია არც აპირებდა საუბარს. ერთი აშკარა იყო , ლიზამ უღალატა და ეს ამბავი მისთვის დაღის ტოლფასი იყო.
. ...
ქორწილის დღეც დაიწყო . მთელს სახლში სრული ქაოსი იყო ანა კი ოთახში ჩუმად იჯდა და ლოცულობდა
_დღე პირველი დღე უკანასკნელი გამოვა ნეტავ ? _ თარაშის შეხება იგრძნო ,მკლავებზე მისი თითები მიცოცავდნენ . ყურში მისი ხმა ესმოდა
_თარაშ _ მისკენ შებრუნდა და ამღვრეული მზერა მიაპყრო _ძალიან მეშინია
_ჩემი გეშინია?
_შენი არა
_იმათი ვინც ჩემი ოჯახია ? ვინმე ცუდად გექცევა და არ ვიცი?
_არა , პირიქით ასე კარგად საკუთარი მშობლებიც არ მექცეოდნენ
_აბა რისი გეშინია ანიკო _ლოყაზე მოეფერა და მერე თმაზე გადაუსვა თითები
_ორივე უბედურები რომ ვიყოთ მერე? შენ იმსახურებ საყვარელ ქალთან ცხოვრებას
_საყვარელ ქალთან ცხოვრება არ შემიძლია ამიტომ ვიცხოვრებ შენთან, ქალთან რომელიც ჩემი სულის ადამიანია
_შენ დარწმუნებული ხარ რომ ჩემთან მშვიდად იცხოვრებ?
_სულ რამდენიმე რამ მინდა შენგან ჩემი მოტყუება არ სცადო, არ მიღალატო და უბრალოდ ჩემს გვერდით იყო
_იცი მთელი თვეა ველოდები რომ რაღაც ისეთს გააკეთებ რაც შენგან თავდაცვას მაიძულებს შენ კი სულ მაკვირვებ ...შენ არავის გავხარ და მე
_ერთი თვე არ არის საკმარისი ადამიანის გასაცნობად...დრო გვექნება თანაც ძალიან ბევრი _ შუბლზე აკოცა და უკან დაიხია
_მოემზადე და ეცადე ბედნიერი იყო დიდი ალბათობით ეს იქნება ჩვენი პირველი და უკანასკნელი ქორწილი
ანა დაამშვიდა, მაგრამ თავად გული ნაწილებად ეშლებოდა. სული ტკიოდა , თავს ძლივს იკავებდა .
დერეფანში ქაოსი იყო, ყველას გვერდი აუარა და სააბაზანოში შეიკეტა. სარკის წინ იდგა ნიჟარაზე ხელებით დაყრდნობილი და დამშვიდებას ცდილობდა.
სრულიად სხვა ქალი წარმოედგინა საკუთარ ცოლად, ქალად რომელიც თეთრი კაბით დაუმშვენებდა გვერდს , ქალი რომელიც მისი ნაწილი გახდებოდა ახლა კი ისე გრძნობდა თავს თითქოს რაღაც საქმეს აგვარებდა , საქმეს რომელსაც ხელმოწერით დააგვირგვინებდა და შემდეგ მიიღებდა დადებითი და უარყოფითი მხარეებით. იცოდა რომ ანას გვერდით ცხოვრებას შეძლებდა, მაგრამ ეს ბოლომდე საკმარისი არ იყო.
ყველაფრის მიუხედავად ორივე მზად იყო . ანა შეუდარებლად გამოიყურებოდა თარაშმა რომ დაინახა ღიმილი ვერ შეიკავა. ხვდებოდა როგორ ღელავდა გოგონა და მთლიანად მასზე გადაერთო საკუთარი გრძნობები გადამალა . ანას მტევნები თითებში მოიქცია და ხელისზურგზე აკოცა
_ნუთუ ასეთი მშვენიერი დედოფალი დამიმშვენებს გვერდს
_თარაშ _ლოყები უხურდა , მაგრამ მაკიაჟი ეხმარებოდა სიწითლის დაფარვაში. უცნაურად მორცხვი ხდებოდა მის გვერდით , თითქოს სრულიად იცვლებოდა
_ჩვენი წასვლის დროა მშვენიერო ... ჩვენს უკან გაშეშებული დამუნჯებული საზოგადოება შენ მიიყვანე ამ დონემდე და იქნებ გამოაფხიზლო
_მგონი მესამე რძალი ყველაზე ლამაზი მეყოლება _ ამირანი მიუახლოვდა ხელზე აკოცა და ბრილიანტის თვლებით სამაჯური მოარგო მაჯაზე _ დაე ყველა ჩვენგანზე ბედნიერი ოჯახი გქონდეთ
გული აუჩუყდა ირგვლივ მყოფებს რომ შეხედა . თარაში მათთვის მთავარი განძი იყო და საერთოდ ეს იყო ოჯახი სადაც თითოეული წევრი მნიშვნელოვანი იყო , ერთმანეთის ტკივილს იზიარებდნენ , პრობლემების მოგვარებას სხვადასხვა საშუალებით ცდილობდნენ ჰქონდათ საიდუმლოებიც, არ იყვნენ სრულყოფილები , მაგრამ მაინც ერთი მთლიანობა იყვნენ და სულ რამდენიმე საათში ამ ოჯახის წევრი გახდებოდა , მიიღებდა იმას რაც არასდროს ჰქონია .
არის დრო როდესაც ბედნიერებისთვის სიყვარული არ გჭირდება , უბრალოდ იაზრებ , ხედავ და ლოგიკურ გაგრძელებას ირჩევ , გზას რომელიც ყველაზე მიმზიდველია და თან რთული

ჯვარი დაიწერეს , სიტყვებს იმეორებდა და ხმა ეკარგებოდა თარაში კი მყარად იდგა , მაგრამ ხელები სულ გაყინული ჰქონდა მზერა კი იმ წამს გაეყინა ტაძრის ეზოში წყვილი რომ დაინახა. წამით გაუსწორა მზერა ქალს და შემდეგ ანასთან ერთად დაიძრა მანქანისკენ
_თარაშ
_ფოტოების გადაღება კიდევ გინდა ?
_არა , დავიღალე საკმარისია
_მაშ წავედით
მანქანაში ისხდნენ უკვე თარაში კი ისევ დაძაბული იყო. მუშტები შეკრული ჰქონდა, მძიმედ სუნთქავდა და ყბებიც დაჭიმული ჰქონდა .
_სანდრიკ გააჩერე რა ...
_რა ხდება ?
_მიშკასთან გადაჯექით შენ და ლიკუნა ... ნახევარ საათში მოვალთ ფოტოები გადაიღეთ_ მანქანიდან გადავიდა ანას კარი გაუღო წინ დაჯექიო უთხრა და თავად საჭესთან დაჯდა
_ღვედი შეიკარი ! _სხვა არაფერი უთქვამს ნახევარ საათზე მეტ ხანს სადღაც მიჰქროდა . ისე ატარებდა თითქოს ბრაზს საბურავების კვალთან ერთად ტოვებდა. საჭეს იყო ჩაფრენილი და არანორმალური სიჩქარით მიჰქროდა . ანა სუნთქვაშეკრული უყურებდა გზას, ბოლოს თარაშს და შემდეგ საუბრის დაწყება გაბედა
_კარგად იქნები?
_ხუთი წუთიც პატარავ , არ შეგეშინდეს არაფერი მოგივა _ ძლივს თქვა რამდენიმე სიტყვა და უკან მობრუნდა. მანქანა სადღაც ტყის პირას გააჩერა და საჭეზე ჩამოსდო თავი . ბოლოს მუშტები დაუშინა და ვიღაცის მისამართით შეიგინა
_თარაშ _ თავზე შახო თითები , მეორე ხელი კი მაჯაზე დაადო _ გინდა შევეშვათ ყველაფერს მე არ
_ჩშშ , შენ არაფერ შუაში ხარ _ხელზე აკოცა , მაგრამ თავი ისევ არ აუწევია
_მე რა შემიძლია ... მითხარი რამე და მე ვეცდები _ თმაზე უსვამდა ხელს , გრძნობდა რაღაც დიდ სევდას ,რომელიც მისგან მოდიოდა და ძალიან ებრალებოდა.
რამდენიმე წამში სრულიად შეიცვალა, თავი ასწია, ხელისგულზე აკოცა და ძრავი აამუშავა
_მე და შენ ეს დღე ყველაზე მაგრად უნდა გავიხსენოთ, უნდა დავლიო თან ბევრი . ეცადე მშვიდად შეხვდე ამ ამბავს და ისე მოიქცე თითქოს ძალიან გიყვარვარ , შეძლებ?
_ვნახოთ _ გაუღიმა და ისევ გზას გახედა.
ისე გააგრძელეს ყველაფერი არავის არაფერი შეუნიშნავს. თარაში ზედმეტად ბევრს იღიმოდა და ისე იქცეოდა თითქოს უბედნიერესი იყო. ანაც აჰყვა თამაშში და დროც უფრო სწრაფად გავიდა.
რესტორანშიც შევიდნენ ტაშის ფონზე და პირველი ცეკვაც შეასრულეს, პირველი სადღეგრძელოც მოისმინეს, პირველი მილოცვაც მიიღეს და თარაშმა დალევაც დაიწყო.
უამრავი სტუმარი ჰყავდათ , ათასნაირი ადამიანი ირეოდა და ეს ყველაფერი საშინლად დამღლელი იყო.
_ვიცეკვოთ წამოდი _ ხელი ჩაკიდა თარაშმა და ვალსის მელოდიას მიანდო სხეული. ხელები მის ყელზე ჰქონდა მოხვეული თარაში კი შიშველ ზურგზე ეხებოდა, თითის ბალიშებს ნელა ამოძრავებდა და თვალებში უყურებდა
_ასე ნუ მიყურებ
_შენ რატომ არ შეგიძლია თამაში
_მაპატიე, მაგრამ სხვა არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ვიცინი, ვცეკვავ ყველას ვესალმები ... გეხვევი
_ისე ვერ მიყურებ როგორც შეყვარებულმა ქალებმა იციან
_მზერის შეცვლა არ შემიძლია თარაშ
_მას შეეძლო...დიდხანს ძალიან დიდხანს მიყურებდა იმ მზერით ჩემად რომ მიმაჩნდა , შენ თამაში არ შეგიძლია და იცი როგორი კარგია როცა ვხვდები რომ ვერ თამაშობ ? _ ლოყაზე მიასრიალებდა ტუჩებს , ხანაც საერთოდ არ ეხებოდა. მერე ყბაზე აკოცა და ცხვირის წვერი შეახო კანზე _ეშმაკსაც წაუღია სიყვარული , ნამდვილი მხოლოდ შენ ხარ , ლოგიკური, გააზრებული ურთიერთობა საჭირო და სხვა ყველაფერი ტყუილია ... იცოდე , რომ იმაზე კარგად იქნები ჩემთან ვიდრე იმასთან ვისაც გულს მისცემდი . ის სულ გატკენს, ის გულს ამოგგლეჯს და თან წაიღებს . სადღაც ნაგავში მოისვრის _თავი მის ყელში ჰქონდა ჩამალული ნელა მოძრაობდა მკლავი ანას წვრილ წელზე ჰქონდა შემოხვეული . ერთ ხელს კი მალებზე მიასრიალებდა ისევ
_ის არის?
_არავინაა _თვალებში უყურებდა მერე სადღაც გაიხედა ანამ იცოდა რომ მას უყურებდა , ქალს რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა მისი ქმრის გული . მერე კი ყველაფერი წამებში მოხდა . საკუთარ ტუჩებზე მისი ტუჩების შეხება იგრძნო და მალევე აჰყვა ტუჩების მოძრაობას. არ უფიქრია მიზეზზე უბრალოდ მიიღო შედეგად ვნებიანი კოცნა რომელსაც სტუმრები ტაშით, შეძახილებითა და ხმაურით შეხვდნენ. შემდეგ განათება შეიცვალა ახალგაზრდების გარემოცვაში აღმოჩნდნე და სხეული ააყოლა სწრაფ მელოდიას რომელიც კოცნისგან გამოწვეულ ჟრუანტელს აძლიერებდა. თარაში უკვე ზურგიდან ეკვროდა ,თეძოებს არხევდა სხეულს ამოძრავებდა სიმღერას ჰყვებოდა და გრძნობდა მზერას რომელიც მთლიანად ბოჭავდა, მაგრამ მაინც აგრძელებდა მოძრაობას ისე რომ მისკენ არ გაუხედავს
_მადლობა _ ყურში ჩუმად ნათქვამი სიტყვა გაიგო და რაღაც ეტკინა.
სიმღერა თამადის ხმამ რომ ჩაანაცვლა მაგიდასთან დაბრუნდნენ დაჯდომაც ვერ მოასწრო დარბაზში ნაცნობი სახე რომ გამოჩნდა და ერთიანად გამოეცალა ძალა. თითქოს ეჩვენებიდა. წონასწორობას დაკარგავსა თარაშს ხელი რომ არ მოეხვია
_გიორგია ?
_გიორგია პატარავ ...მიდი _საფეთქელზე იგრძნო მისი ტუჩების შეხება და მერე წამებში დაფარა მანძილი. ძმის მკლავებში აღმოჩნდა, ნაცნობ სურნელს გრძნობდა. ცრემლებს ძლივს იკავებდა და მაგრად ხვევდა ხელებს
_აქ ხარ... ჩემთან ხარ
_ჩემო პატარავ ... დავიგვიანე ხომ?
_არა , არაა დროულად მოხვედი. მომენატრე , როგორ მომენატრე ნეტავ იცოდე
_მეც მომენატრე და მორჩა აწი სულ შენთან ვიქნები ...რა ლამაზი ხარ , არ მჯერა რომ უკვე გათხოვდი
_დარჩები ? ხომ აღარ წახვალ
_გააჩნია გინდა თუ არა რომ დავრჩეთ ... შემიძლია ახლავე ჩაგკიდო ხელი და წაგიყვანო ამათგან შორს...სულ ს*რზე მაგათი მთელი გვარი შენ თუ არ გინდა პატარავ
_მაინც შენსას აწვები ხომ? გითხარი ჩემია და არ დავთმობ_თქო _ თარაში მივიდა მშვიდად უყურებდა გიორგის და ანას წელზე ისევ ჰქონდა ხელი მოხვეული_აი ჩემი საქორწილო საჩუქარი რომელიც შენს წაყვანას აპირებს თუ არ ეტყვი რომ ჩენთან დარჩენა გინდა
_როგორმე თავად მეტყოდა
_გიორგი ... არ გინდა. მე მისი ცოლი ვარ უკვე და თქვენი ჩხუბი ყველაზე ნაკლებად მინდა
_არ ვჩხუბობთ პატარავ ... მისი ადგილი მაგიდასთან თავისუფალია . დაიკავებს, დაისვენებს და მერე გართობას დაიწყებს
_შემდეგ ვისაუბროთ თორემ შევაჩერე მგონი ქორწილი_გიორგიმ თვალი ჩაუკრა და უკან დაიხია
თარაშს მიჰყვებოდა და თან ღიმილს ვერ იკავებდა
_როდის ნახე. სად ,როგორ, რანაირად
_მერე ვისაუბროთ ახლა სტუმრებს მივხედოთ

ფოტოებს იღებდნენ ნათესავები, ბავშვები , აზალაზრდები და ღიმილს არ იშორებდა სახიდან. მაგიდებს შორის დადიოდნენ. თარაში ისევ სვავდა შემდეგ კი სუნთქვა შეეკრა ერთ ერთ მაგიდასთან საყვარელი სახე რომ დაინახა. ბიჭი მათ მაგიდასთან იყო იქ სადაც თარაშის მეგობრების ისხდნენ. ბიჭები ხმაურით წამოიშალნენ ისიც მოეხვია
_გაბი როდის ჩამოხვედი _ბიჭს მოეხვია თარაში და მხარზე ხელი დაარტყა _ არ მეგონა თუ მოახერხებდი
_ბილეთი გადავცვალე და გამოვფრინდი . ჯვრისწერას ვერ ჩამოვუსწარი
_ეგ არაფერი მთავარია ახლა აქ ხარ
_ჩვენი ახალი რძალი ზედმეტად ჩუმი და მშვიდი ვინმეა _ბიჭებიდან ერთ ერთმა თქვა ანა კი ისევ მას უყურებდა. ის კი თარაშს ან ბიჭებს ესაუბრებოდა
_გაბი გაიცანი ანა ჟორდანია
_ვიცნობ ანას ... მგონი ისიც მიცნობს თუ ვახსოვარ
_მე ...დიახ მახსოვხართ კახი_ძლივს თქვა და მერე ხელი შეაგება მის გამოწვდილ ხელს
_ვაა საიდან იცნობ?
_უნივერსიტეტიდან ...
_ პროექტი გავაკეთეთ წლების წინ ერთად _ორივემ თითქმის ერთდროულად თქვა შემდეგ კი თარაშმა მაგიდის ერთ მხარეს მჯდომ ბიჭს შეხედა მტრული მზერით და ანასათან ერთად შებრუნდა . მისთვის სიტყვაც არ უთხქვამს,მაგრამ წინ ქალი შეეჩეხა რომელმაც მთლიანად გაუყინა სხეული
_გილოცავთ ძვირფასო... ბედნიერების თქვენი წილი ბოლომდე მიგეღოთ _ ქალმა გონს მოსვლა არ ადროვა ისე შეეხო მხარზე და ლოყაზე მიაწება ტუჩები . წამეში გაჩნდა მის გვერდით ბიჭი და ხელი მოხვია
_ანა , მე თარაშის მამიდაშვილი ვარ ეს კი ჩემი მეუღლეა ,ლიზა
_სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
_ჩვენთვისაც სასიამოვნოა...როგორც იქნა ჩემმა ბიძაშვილმა ცოლი შეირთო
_გამეცალე! _ჩუმად უთხრა , მაგრამ ანამ გაიგო . მათ შორის გაიარა ანას წელზე ხელი ჰქონდა მოხვეული შემდეგ კი მოცეკვავე წყვილებს შორის დადგა
_არაფერი მითხრა!
_ჩამეხუტე რა _ანას თავისი პრობლემა აწუხებდა . ცუდად იყო და სჭირდებოდა ვინმე ვისაც უბრალოდ დაეყრდნობოდა. თავი მკერდზე მიადო ხელები დაბლა დაუშვა თარაშის მკლავებით იყო დაფარული და ნელა მოძრაობდა
_ყოველთვის ყველაფერი რატომ რთულდება და ირევა თარაშ
_არაფერიც არ ირევა , ისინი არიან ადამიანები რომლებსაც ვერ ვიტან და შენ ვერანაირად ვერ შეგეხებიან . მხოლოდ დღეს

საუბარი ვეღარ გააგრძელეს გიორგიმ მიისაკუთრა დედოფალი და დატოვა მარტო თარაში
_არ ხარ ბედნიერი ...ვერც იქნები ახალი სირთულეები გელოდება ამ ოჯახში. სრულიად სხვა და მზად ხარ თარაშის გამო აიტანო?
_გიორგი არ გინდა გთხოვ...ჩემთვის სიყვარულის დრო არასდროს იქნება არც სიმშვიდე არსებობს ამ ცხოვრებაში . თარაში კი ისაა ვისი ჭრილობებიც ჩემსას შეავსებს და ერთმანეთს სულ მცირე შვებას მაინც მოვგვრით ...ამის ახსნა არ შემიძლია სხვაგვარად
_მოგიტაცა და ამისთვის საცემია , მაგრამ ეს ერთი თვე თუ კარგად იქცეოდა
_შენ როგორ შეხვდი ...ან როგორ დაბრუნდი
_სხვა დროს მოგიყვები ... ისინი არ იყვნენ ?
_ცოტა ხნით გამოჩნდნენ და წავიდნენ. ამირანი ელაპარაკა ორივეს , მგონი ფულიც მისცა არ ვიცი. თარაშმა მითხრა თუ ნახვა გინდა მოინახულე ხოლმე და ისე ნუ იფიქრებ ჩვენს ურთიერთობაზეო
_როდის უჯერებდი ვინმეს , თარაში ასე მარტივად გმართავს?
_ძალიამ მარტივი ყოფილა ცხოვრება როდესაც ვიღაც შენს ნაცვლად აგვარებს პრობლემას . ნაკლებ სისულელეზე გიწევს ფიქრი და ენერგიის ხარჯვა
_და მაინც რაღაც გჭირს რაც სულს გიხუთავს ...არ მეუბნები
_არაფერია , უბრალოდ დავიღალე ამდენი სიცილით ,უცხოებთან მისალმებით და ფოტოების გადაღებით
_როგორი ლამაზი ხარ ... ვგიჟდები რომ შენთვის მაინც ვერაფერი გავაკეთე . ისევ თავად გიწევს ყველაფრის გადაწყვეტა და მოგვარება . მაგიჟებს ეს უძლურება . როგორ მინდოდა შენთვის ტვირთის მოშორება და არაფერი გამომივიდა
_ნუ ამბობ ასე შენ ერთადერთი ხარ რაც გამაჩნია



№1 სტუმარი lizz

ძალიან განსხვავებული გამოდის, რაღაც უცხო. შენი სტილია ესეც, მაგრამ ამბავი თითქოს ეგზოტიკურია რაღაცნაირად. ^_^
ერთადერთი, რასაც ვერ ჩავწვდი ამათი ნათესაური კავშირებია :დდდ ანუ ამირანი თარაშის უშუალო ბაბუაა ხო? მამის მამა. და შვილთაშვილს რატო ეძახის, ვერ მივხვდი.

 


№2 მოდერი sameone crazy girl

lizz
ძალიან განსხვავებული გამოდის, რაღაც უცხო. შენი სტილია ესეც, მაგრამ ამბავი თითქოს ეგზოტიკურია რაღაცნაირად. ^_^
ერთადერთი, რასაც ვერ ჩავწვდი ამათი ნათესაური კავშირებია :დდდ ანუ ამირანი თარაშის უშუალო ბაბუაა ხო? მამის მამა. და შვილთაშვილს რატო ეძახის, ვერ მივხვდი.

მიხარია განსხვავებულად რომ თვლი, შინაარსითასეთი ნამდვილად არ მქონია
ამირანის შვილია კოტე, კოტესი ლევანი და ლევანის თარაში . ამიტომ შვილთაშვილი გამოდის bowtie

 


№3  offline წევრი ეირინ

როგორ გამახარე შენი გამოჩენით შენ ხომ არ იცი♥არ ვიცი ვინ ხარ საერთოდ ჩვენი პლანეტიდან ხარ?♥ასეთი სასწაული♥და უნიკალური, წინაზე დაწერე ბანალური ისტირია იქნებაო, დამიჯერე შეუძლებელია შენი ისტორია ბანალური იყოს♥ყოველ ჯერზე ახერხებ ჩემს გაოცებას♥ან საიდან იფიქრებ ასეთსასწაულ სიუჟეტს♥არ ვიცი რა შენ ამქვეყნიური არ ხარ მგონი♥იმედია ხვალ დადებ დღეს იმდენჯერ შევამოწმე რომ ვერ დაითვლი ისე გელოდი♥მიყვარხარ♥

 


№4  offline წევრი kora

როგორც ყოველთვის სავსეა შენი ისტორია ყველანაირი ემოციით და სწორედ ეს მიყვარს შენს ისტორიებში ასე ძალიან heart_eyes განსაკუთრებული მაინც უღალატო მეგობრობაა, რომელსაც ასე საუკეთესოდ გადმოსცემ heart_eyes
მჯერა თარაში და ანუ ერთმანეთს უშველიან და ეს მათი მართლაც მშვიდი ცხოვრების საწყისი იქნება.
მარიამ, ოქრო გოგოვ, მადლობის მეტი რა მეთქმის kissing_heart საუკეთესო ხარ heart_eyes
--------------------
kira.G

 


№5  offline წევრი დარინა

მომწონს ანას სიძლიერეეე, ძალიან მაგარი პერსონაჟიაა, როგორი პატარაა მაგრამ ზდასრულ ჩამოყალიბებულ ადამიანი ით ახროვნებს, იმედია თარაში მალე გამოფხიზლდებააა, ზედმეტად ინდიფერენტულიაა, ხო ერთი კაი ეჭვიანობაც არ აწყენდაა, ცოტა უნდა გამოფხიზლდეს აი ისეთი ვინმე უნდა გამოჩნდეს რომ ანას ფასი მალე გააგებინოს, უკვე ზედმეტია მისთვის ამჩემფეხება როლის მორგება, თორემ ამ თავისი ქცევებით მგონი უფრო ჩაეფლობა ჭაობშიიი, უბრალოდ ვგიჟდები მარიამ შენზე დღეს რომ გვილამაზებ ამისთვის დიდი მადლობა.

 


№6  offline წევრი Anansio

ღმერთოოო მარიაამ! როგორიი საინტერესოაა...როგორ ჩამითრიეეე❤️❤️❤️ძაალიან დიდი ემოციური კავშირი აქვს ამ ორს❤️❤️❤️სიყვარულიც თუ გაჩნდება ჰო საერთოოდ❤️❤️❤️ ვგიჟდები უკვეე ამ ისტორიააზეე❤️❤️❤️❤️შენებუურიაა❤️❤️❤️❤️მე რომ მიყვარს ისეთიი❤️❤️❤️და საერთოდ შენ მიყვარხარ ოქროსხელება მარიამ!❤️❤️

 


№7  offline წევრი Rania

Gmerto chemo. Ana ra zlieri gogoaa. Chkvianic da pirdapiriccc. Zalian gansxvavebuli da idumalebit savsea. Zalian momcons mariamoo. Moutmenlad gelodebiii
--------------------
Q.qimucadze

 


№8 მოდერი sameone crazy girl

Rania
Gmerto chemo. Ana ra zlieri gogoaa. Chkvianic da pirdapiriccc. Zalian gansxvavebuli da idumalebit savsea. Zalian momcons mariamoo. Moutmenlad gelodebiii

ანა მეც ძალიან მომწონს
დიდი ხანია ეგეთი პერსონაჟი არ მყოლია
და მიხარია თქვენც რომ მოგწონთ
მადლობა

Anansio
ღმერთოოო მარიაამ! როგორიი საინტერესოაა...როგორ ჩამითრიეეე❤️❤️❤️ძაალიან დიდი ემოციური კავშირი აქვს ამ ორს❤️❤️❤️სიყვარულიც თუ გაჩნდება ჰო საერთოოდ❤️❤️❤️ ვგიჟდები უკვეე ამ ისტორიააზეე❤️❤️❤️❤️შენებუურიაა❤️❤️❤️❤️მე რომ მიყვარს ისეთიი❤️❤️❤️და საერთოდ შენ მიყვარხარ ოქროსხელება მარიამ!❤️❤️

ვაიმეე როგორ მიხარიხარ შენ მე
მოკლედ რა გავაკეთო აღარ ვიცი
ისე მიხარია რომ მოგწონთ
heart_eyes heart_eyes kissing_heart

დარინა
მომწონს ანას სიძლიერეეე, ძალიან მაგარი პერსონაჟიაა, როგორი პატარაა მაგრამ ზდასრულ ჩამოყალიბებულ ადამიანი ით ახროვნებს, იმედია თარაში მალე გამოფხიზლდებააა, ზედმეტად ინდიფერენტულიაა, ხო ერთი კაი ეჭვიანობაც არ აწყენდაა, ცოტა უნდა გამოფხიზლდეს აი ისეთი ვინმე უნდა გამოჩნდეს რომ ანას ფასი მალე გააგებინოს, უკვე ზედმეტია მისთვის ამჩემფეხება როლის მორგება, თორემ ამ თავისი ქცევებით მგონი უფრო ჩაეფლობა ჭაობშიიი, უბრალოდ ვგიჟდები მარიამ შენზე დღეს რომ გვილამაზებ ამისთვის დიდი მადლობა.

მომდევნო თავში იქნება საინტერესო მომენტი
და ვფიქრობ მოგეწონებათ და ბევრი რამეც გაირკვევა
წინ წავალთ ერთი ნაბიჯით
თარაში კი რა ვთქვა
დიდი უცნაური ვინმეა

kora
როგორც ყოველთვის სავსეა შენი ისტორია ყველანაირი ემოციით და სწორედ ეს მიყვარს შენს ისტორიებში ასე ძალიან heart_eyes განსაკუთრებული მაინც უღალატო მეგობრობაა, რომელსაც ასე საუკეთესოდ გადმოსცემ heart_eyes
მჯერა თარაში და ანუ ერთმანეთს უშველიან და ეს მათი მართლაც მშვიდი ცხოვრების საწყისი იქნება.
მარიამ, ოქრო გოგოვ, მადლობის მეტი რა მეთქმის kissing_heart საუკეთესო ხარ heart_eyes

აქ ცოტა დაძაბულბა იქნება მეგობრებს შორის , მალე გადავალ მთავარ გმირებზეც და ვნახავთ ყველაფერს
დიდი ქაოსი გველის წინ
და იმედია გავუმკლავდები
მადლობა ძვირფასო კირა

ეირინ
როგორ გამახარე შენი გამოჩენით შენ ხომ არ იცი♥არ ვიცი ვინ ხარ საერთოდ ჩვენი პლანეტიდან ხარ?♥ასეთი სასწაული♥და უნიკალური, წინაზე დაწერე ბანალური ისტირია იქნებაო, დამიჯერე შეუძლებელია შენი ისტორია ბანალური იყოს♥ყოველ ჯერზე ახერხებ ჩემს გაოცებას♥ან საიდან იფიქრებ ასეთსასწაულ სიუჟეტს♥არ ვიცი რა შენ ამქვეყნიური არ ხარ მგონი♥იმედია ხვალ დადებ დღეს იმდენჯერ შევამოწმე რომ ვერ დაითვლი ისე გელოდი♥მიყვარხარ♥

ბანალურობა ისეთი რამეა ყველასთვის სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს და მოკლედ არ ვციი რა გამოვა
ვნახოთ
მეც არ ვიცი ჯერ ბოლომდე როდის მივალთ
მადლობა რომ ასე მოგწონს

 


№9  offline წევრი ხოსე

ეს ორი ძალია მაგარი და საყვარელი ადამიანი ნეტა როდის გამივლენ როლებიდან და საკუთარი შექმნილი ემოციური ველიდან და მიხვდებიან რო უკვე სხვანაირად ბევრს ნიშნავენ ერთმანეთისთვის თუ მე მინდა ასე და მეჩვენება :-D თარაშის მადლობა რო ანას ეტკინა ეგ უკვე რაღაცას ნიშნავს რასაც ჯერ თავადაც ვერ ხვდება :-) აუ უკვე ესენია ჩემი მთავარი გმირები და მართლა მთავარ გმირებს რო ახსენებ ნერვები მეშლება :-D :-D

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინო

amat ertmaneti male sheayvare ra gtxov

 


№11 მოდერი sameone crazy girl

ხოსე
ეს ორი ძალია მაგარი და საყვარელი ადამიანი ნეტა როდის გამივლენ როლებიდან და საკუთარი შექმნილი ემოციური ველიდან და მიხვდებიან რო უკვე სხვანაირად ბევრს ნიშნავენ ერთმანეთისთვის თუ მე მინდა ასე და მეჩვენება :-D თარაშის მადლობა რო ანას ეტკინა ეგ უკვე რაღაცას ნიშნავს რასაც ჯერ თავადაც ვერ ხვდება :-) აუ უკვე ესენია ჩემი მთავარი გმირები და მართლა მთავარ გმირებს რო ახსენებ ნერვები მეშლება :-D :-D

ჩემთვის ყველა მთავარი გმირია მაგრამ არ ვიცი რატომღაც ვერ ვიფიქრებდი ეს ორი თუ ასე ძალიან მოგეწონებოდათ
როგორც ყოველთვის სასიამოვნოდ გაოცებულს მტოვებთ
ვერაეფრს ვიტყვი წინასწარ დიდ თავებს ვდებ თანც მალ-მალე და გაირკვევა ყველაფერი

სტუმარი ნინო
amat ertmaneti male sheayvare ra gtxov

ხო ალბათ მალე შეუყვარდებათ

 


№12  offline წევრი kasssi

ვაიმე შენ ხარ საოცრება <3ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქვს,მაგრამ რატომღაც არასდროს დამიკომენტარებია და ახლა მომინდა,რომ გითხრა რასაც ვგრძნობ,როცა შენს ისტორიას ვკითხულობ))აი თითქოს ისტორიის პერსონაჟი ვხდები და ყველაფერს ისე განვიცდი თითქოს მეც შენი ისტორიის ნაწილი ვარ )და ამას ძალიან ვაფასებ<3წარმატებები შენ))

 


№13  offline წევრი ხოსე

პირველ თავშიც დაგიწერე უბრალოდ ესენი ისეთი ს რულყოფილი პერსონაჟებია, მსუყე, მდიდარი ორივე თავისი წარსულით და ისტორიით, ხასიეთით, ქმედებებით, რავიცი ყველაფრით ორი სრულყოფილი ოერსონაჟია, ზუსტად მთავარი გმირების შესაფერისი და ის მთავარი გმირები როგორ უფრო მთავარგმირული იქნება აღარ ვიცი :-D მოკლედ ველი მოუთმენლად შემდეგ თავს და ამათ სიყვარულს :-D მაგარი გოგო ხარ ძალიან :-*

 


№14  offline წევრი Maia G.

როგორი კარგი ხარ მარიამ ❤
იმდენად დიდ ემოციას ვიღებ შენი ისტორიებიდან,ვერც ავღწერ ❤
სასწაული გოგო ხარ ❤❤❤

 


№15 მოდერი sameone crazy girl

ხოსე
პირველ თავშიც დაგიწერე უბრალოდ ესენი ისეთი ს რულყოფილი პერსონაჟებია, მსუყე, მდიდარი ორივე თავისი წარსულით და ისტორიით, ხასიეთით, ქმედებებით, რავიცი ყველაფრით ორი სრულყოფილი ოერსონაჟია, ზუსტად მთავარი გმირების შესაფერისი და ის მთავარი გმირები როგორ უფრო მთავარგმირული იქნება აღარ ვიცი :-D მოკლედ ველი მოუთმენლად შემდეგ თავს და ამათ სიყვარულს :-D მაგარი გოგო ხარ ძალიან :-*

ზეგ დავიწყებ ახალ წყვილზე და ვფიქრობ ისინიც უნდა მოგეწონოთ ორივე სრულიად განსხვავდება ამათგან და სრულიად ახალ განწყობას შემოვიტან ისტორიაში . იმედია ისიც მოგეწონებათ თუმცა როგორც წესი ერთი წყვილი უყვარდებათ ხოლმე გამორჩეულად
დაველოდები თქვენს შეფასებას მეორე წყვილი რომ გამოჩნდება
მადლობა კიდევ ერთხელ

kasssi
ვაიმე შენ ხარ საოცრება <3ყველა შენი ისტორია წაკითხული მაქვს,მაგრამ რატომღაც არასდროს დამიკომენტარებია და ახლა მომინდა,რომ გითხრა რასაც ვგრძნობ,როცა შენს ისტორიას ვკითხულობ))აი თითქოს ისტორიის პერსონაჟი ვხდები და ყველაფერს ისე განვიცდი თითქოს მეც შენი ისტორიის ნაწილი ვარ )და ამას ძალიან ვაფასებ<3წარმატებები შენ))

საოცრება ნამდვილად არ ვარ
თქვენ ხართ
ისეთ განწყობას მიქმნით
დამღლელი დღის შემდეგ სულ რამდენიმე წუთში მეხსნება დარლილობა და სრულ რელაქსაციას განვიცდი
მადლობ

 


№16  offline წევრი Taattu

მარიამოო... heart_eyes heart_eyes
ძალიან კარგი ხარ heart_eyes
ჩემი ხასიათის გამომკეთებელი...ჩემი სიმშვიდე ხარ მარიამმ...მახარებ და მაბედნიერებ...
სამივე თავი ახლა წავიკითხე მარა თავიდანვე ვნახე ეს ისტორია და უზომოდ გამიხარდა თან ისეთი სათაური ჰქონდა მივხვდი რაღაც ახალი, ძალიან საინტერესო, გიჟური და შენეული, რომ გველის წინ... relaxed heart_eyes
თარაში მიყვარს ეს სახელი ძალიან და გამიხარდა, რომ იდეალი მამაკაცის არ არის და რაღაც სხვა თვისებები ჩანს რაც აქამდე სხვა პერსონაჟებს არ ჰქონიათ...
ანა... უფ... ანა კარგი გოგოა საყვარელი და ამაყი ერთდროულად რაც ძალიან მომწონს...
ამ ორს შორის ნაპერწკლის მოლოდინში ვარ
მიხარია რომ დაბრუნდი მარიამ კიდევ ერთი საოცრებით... heart_eyes
მარტო ამ წყვილზე იქნება??
შენ გვერდით ვარ ბოლომდე და მოგწყვები
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს
მაბედნიერებ მარიამმ heart_eyes heart_eyes

 


№17 მოდერი sameone crazy girl

ცუცუნა
როგორი კარგი ხარ მარიამ ❤
იმდენად დიდ ემოციას ვიღებ შენი ისტორიებიდან,ვერც ავღწერ ❤
სასწაული გოგო ხარ ❤❤❤

ვაიმეე
როგორ მახარებთ
მეშინია უკვე იმდენი ხანია ვიცინი

Taattu
მარიამოო... heart_eyes heart_eyes
ძალიან კარგი ხარ heart_eyes
ჩემი ხასიათის გამომკეთებელი...ჩემი სიმშვიდე ხარ მარიამმ...მახარებ და მაბედნიერებ...
სამივე თავი ახლა წავიკითხე მარა თავიდანვე ვნახე ეს ისტორია და უზომოდ გამიხარდა თან ისეთი სათაური ჰქონდა მივხვდი რაღაც ახალი, ძალიან საინტერესო, გიჟური და შენეული, რომ გველის წინ... relaxed heart_eyes
თარაში მიყვარს ეს სახელი ძალიან და გამიხარდა, რომ იდეალი მამაკაცის არ არის და რაღაც სხვა თვისებები ჩანს რაც აქამდე სხვა პერსონაჟებს არ ჰქონიათ...
ანა... უფ... ანა კარგი გოგოა საყვარელი და ამაყი ერთდროულად რაც ძალიან მომწონს...
ამ ორს შორის ნაპერწკლის მოლოდინში ვარ
მიხარია რომ დაბრუნდი მარიამ კიდევ ერთი საოცრებით... heart_eyes
მარტო ამ წყვილზე იქნება??
შენ გვერდით ვარ ბოლომდე და მოგწყვები
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს
მაბედნიერებ მარიამმ heart_eyes heart_eyes

თათუუ მიხარია რომ კითხულობ
მხოლოდ ერთ წყვილზე არ იქნება მეორე მთავარი წყვილი კიდევ წინ გვაქვს და ნუ ერთზე იქნება კიდვე ცოტ ცოტა შგადაშიგ
სამივე სხვადასხვა ემოციით იქნება
თარაში ნამდვილად არ მყავს სრულყოფილ პერსონაჟად
თუმცა მაინც საყვარელია ეგ ბოთე
smile
იმედია მოგეწონებათ გაგრძელებებიც

 


№18 სტუმარი ნათია41

რატომ აღმოჩნრა მაინცდამაინც გაბი თარაშის ძმაკაცი უფრო რომ დაიტანჯოს ანა? სწორად მივხვდი ხო?! ბოლოსკენ რომ მივდივარ გული მიწუხს რომ ვამთავრებ დაახალ თავს უნდა ვუცადო❤

 


№19 სტუმარი Mrs.Grey

veli axal tavs????????

 


№20 მოდერი sameone crazy girl

ნათია41
რატომ აღმოჩნრა მაინცდამაინც გაბი თარაშის ძმაკაცი უფრო რომ დაიტანჯოს ანა? სწორად მივხვდი ხო?! ბოლოსკენ რომ მივდივარ გული მიწუხს რომ ვამთავრებ დაახალ თავს უნდა ვუცადო❤

ვაიმეეე ისე მიხარია ეგ რომ შეამჩნიე
ისე მიხარია
რომ ტაში დვაუკარი წეხან
უკვე აღარ მეგონა რო ვინმე აღნიშნავდა ამას
მომდევნო თავში გაირკვევა ყველაფერი
ძალიან დიდი მადლობა

 


№21 სტუმარი სტუმარი ლანა

უძალიანესად მაგარია ❤❤იმედია კარგი განვითარება ექნებაა ❤❤❤ძალიან მაგარი ხარ ????❤

 


№22  offline წევრი cicino

რაღაც უცნაური თავი იყო მაგრამ იყო ემოციები რომელიც მომეწონა. ახალ თავს ველოდები მალეე.

 


№23  offline წევრი Na❣Da

აუ ერთი სული მაქვს მომდევნო წავიკითხო, გული მიგრძნობს გაბის გამოჩენას კარგი არაფერი მოყვება.. აი კოცნის შემდეგ მადლობის თქმამ გული რომ ატკინა ანას ეგ უკვე მომეწონა
:დდდ გელოდები მთელუ გულით

 


№24 სტუმარი lizz

sameone crazy girl
lizz
ძალიან განსხვავებული გამოდის, რაღაც უცხო. შენი სტილია ესეც, მაგრამ ამბავი თითქოს ეგზოტიკურია რაღაცნაირად. ^_^
ერთადერთი, რასაც ვერ ჩავწვდი ამათი ნათესაური კავშირებია :დდდ ანუ ამირანი თარაშის უშუალო ბაბუაა ხო? მამის მამა. და შვილთაშვილს რატო ეძახის, ვერ მივხვდი.

მიხარია განსხვავებულად რომ თვლი, შინაარსითასეთი ნამდვილად არ მქონია
ამირანის შვილია კოტე, კოტესი ლევანი და ლევანის თარაში . ამიტომ შვილთაშვილი გამოდის bowtie

აჰააა, ახლა გასაგებიაა :დ <3 <3

 


№25  offline წევრი zeinabi

უფრო და უფრო ვრწმუნდები რო მართლა შოკი პიკი პანიკააა

 


№26 მოდერი sameone crazy girl

zeinabi
უფრო და უფრო ვრწმუნდები რო მართლა შოკი პიკი პანიკააა

smile smile
დარჩება ბოლომდე
შოკი პიკი პანიკა
heart_eyes

სტუმარი ლანა
უძალიანესად მაგარია ❤❤იმედია კარგი განვითარება ექნებაა ❤❤❤ძალიან მაგარი ხარ ????❤

მადლობაა
ვნახოთ თუ მოგეწონებათ

cicino
რაღაც უცნაური თავი იყო მაგრამ იყო ემოციები რომელიც მომეწონა. ახალ თავს ველოდები მალეე.

ხვალ იქნება ახალი

Na❣Da
აუ ერთი სული მაქვს მომდევნო წავიკითხო, გული მიგრძნობს გაბის გამოჩენას კარგი არაფერი მოყვება.. აი კოცნის შემდეგ მადლობის თქმამ გული რომ ატკინა ანას ეგ უკვე მომეწონა
:დდდ გელოდები მთელუ გულით

გაბიზე ხვალვე გაირკვევა ყველაფერი ახალ თავში
და მაგაზე ინტრიგას მოვსპობ
მიხარია რომ შეამჩნიეთ ეს დეტალები
ველოდი და ძალიან გამახარეთ
მადლობა

 


№27  offline წევრი ხოსე

კი ამდვილად ასეა ფსიქოლოგიური მომეტია ამოჩემეა ვიცით :-D თა პირველები რო ესენი გამოჩნდნენ და ასეთი მაგრები :-D დაველოდებბით იმათაც :-*

 


№28 სტუმარი Maco maco

ნეტა ცოტათი მაინც იცოდე როგორ გელოდებოდი რაც გაზაფხული დადგა.... იცოდე როგორ მშველი შენი საოცრებებით...

 


№29 მოდერი sameone crazy girl

Maco maco
ნეტა ცოტათი მაინც იცოდე როგორ გელოდებოდი რაც გაზაფხული დადგა.... იცოდე როგორ მშველი შენი საოცრებებით...

მე კი თქვენ მეხმარებით ყველანაირი სტრესის გადალახვაში
იმედია ამ ისტორიით ისიამოვნებთ ბოლომდე

ხოსე
კი ამდვილად ასეა ფსიქოლოგიური მომეტია ამოჩემეა ვიცით :-D თა პირველები რო ესენი გამოჩნდნენ და ასეთი მაგრები :-D დაველოდებბით იმათაც :-*

უძალიანესად მომინდა შემეძლოს უცებ დადება ახალი თავის და ახალი გმირების გამოჩენა მაგრამ ორი დღე ლოდინი მომიხდება pensive

 


№30 სტუმარი სტუმარი ლოლა

ააიიიიი..ეს რაა არის ქზმმ.. ძაან მაგარია, აი როგორია იციიი, სიტყვებით ვერ გამდმოვცემმმ. აი მწერლებ შორის პირველი ხარ ჩემითვის, ყველა შენი ისტორია ყველა განსხვავებული ბრილიანტია, ერთ=ერთ შენი დაწერილი ისტორიააა ,,სიმშვიდემდე შეშლილი" ეგ ძააან მომეწონაა, უკვე მესამეჯერ ვკითხულობ ისეთი მაგარია. ეს ისტორია კიდე სულ შოკიაა რააა.. უბრალოდ მართლა ძანნ მაგარია, აი ვამბობ რო სრულად რო დადებს მაშნ წავიკითხავთქო მარაა ჰეეე.რა გინდა რო ქნა,გულს ვერ უბრძნებ kissing_heart sweat_smile ნუ ერთი სიტყვით მაგარი ხარ რააა kissing_closed_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent