he(art) - სრულად
,,გარდაცვლილს ვერასდროს ვერავინ შეგიცვლის. მწარეა,რომ ის შენს ცნობიერებაში ცხოვრობს და მიუხედავად იმისა,რომ იცი აღარ დაბრუნდება მაინც ელოდები... ელოდები ისე,როგორც თებერვლის ოცდაათ რიცხვს. ‘’ გაზაფხულის საღამო იყო.კოცნით დავემშვიდობე და მანამ ვუყურე მიმავალ მოტოციკლს სანამ თვალს არ მიეფარა. ღიმილით შევბრუნდი სახლში და სავარძელზე მივწექი. იმ წამს არაფერზე ვფიქრობდი ლუკას თვალების გარდა. რამდენიმე წუთის წასული იყო და უკვე მენატრებოდა. ფიქრი ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა : - ეივა... - ვეღარ სუნთქავდა ანა. თითქოს ყელში დიდი ბურთი ჰქონდა გაჩხერილი რომელსაც ვერაფრით ყლაპავდა. - რესპუბლიკურში,მალე! გული ცუდს მიგრძნობდა. არ მახსოვს ორ წუთში როგორ დავქოქე მანქანა ან საერთოდ როგორ აღმოვჩნდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მხოლოდ ის მახსოვს ექიმის მოლოდინში ძირს მჯდარი,რომ ვლოცულობდი ლუკა გადარჩენილიყო.ჩემი ლუკა ... სამი საათი ისე გაიწელა,რომ უკვე ადგილს ვეღარ ვპოულობდი.თითებს ვიმტვრევდი. საოპერაციოს კარი გაიღო. ექიმმა დანანებით გააქნია თავი და ამოიჩურჩულა ვიზიარებო. ის გარდამეცვალა,ისეთი მშვიდი სიკვდილით მე შემრცხვა მის მაგივრად. საავადმყოფოს კედელთან ჩაკეცილი ვითვლიდი მის სუნთქვას. სუნთქვას,რომელიც შეწყდა. ძაძებით შემოსილი ვგლოვობდი,თან ვერც ვგლოვობდი ჩემს ერთადერთ სიყვარულს არ მჯეროდა,ვერ ვიჯერებდი ის,რომ აღარ მყავდა. ხშირად ხუმრობდა საკუთარ სიკვდილზე, მაგრამ ჩემს შეკრულ კოპებს,რომ დაინახავდა მაშინვე მიჰქონდა თავისი სიტყვები უკან. ვიცოდი,რომ აღარ იყო აქ,აღარ სუნთქავდა,მაგრამ სადღაც,გულში მაინც მჯეროდა,რომ ცოცხალი იყო.საიდანღაც გამოვარდებოდა ღიმილით და ისევ მეტყოდა რამე ისეთს რაზეც მე გავებუტებოდი,შემდეგ კი შემომირიგებდა. ავარიაზე,რომ გავიგე,ახალდაქვრივებული ქალივით ვკიოდი საავადმყოფოში, ვინ მომიკლა - მეთქი. განა არ ვიცოდი,რომ ვერ გადაიტანდა?! ვიცოდი. ვერ ვაანალიზებდი. მიყვარდა. მწარე იყო. სასახლეში მწოლიარეს ვერაფრით ვტოვებდი.მტკიოდა მისი გათეთრებული კანი და ვერგახელილი თვალები. მხოლოდ ღმერთმა იცის როგორ სციოდა და როგორ არ შემეძლო მისი გაყინული ხელების გათბობა. - წამოდი რა... ყავა მაინც დალიე,ჩემს თავს გაფიცებ. - თავდახრილმა დათომ აცრემლებული თვალებით გამომიწოდა ხელი. მხოლოდ უარის ნიშნად გავაქნიე თავი და კვლავ ფიქრებში ჩავიძირე. წამით მომეჩვენა,რომ ლუკა წინ მედგა და უწინებურად მიღიმოდა. ვერ გავუღიმე. თითქოს გაბრაზდაო და ზუსტად ისე გაქრა,როგორც გამოჩნდა. დაკრძალვის დღეს... მხოლოდ იმ დღეს გავაანალიზე,რომ ცივ მიწას მისი თავი უნდა წაერთმია ჩემთვის და გადავწყვიტე,რომ ვერაფრით დავუშვებდი ამას. სასახლე ჩაუსვენებელ საფლავთან ვიდექი და ვიხვეწებოდი არ გაუშვათ - მეთქი... ძალიან ადრეა,ჯერ მე უნდა წავიდე - მეთქი. ცრემლიანი თვალებით შემომცქეროდნენ და თავს აქეთ-იქით აქნევდნენ დანანების ნიშნად. მიწამ ის მაინც შთანთქა და მხოლოდ მოგონებები დამიტოვა. ხელზე გაკეთებულ ბეჭედს ვეთამაშებოდი და მახსენდებოდა მასთან გატარებული ყოველი წამი. 2018 წლის ივნისი იყო ხელი,რომ მთხოვა და თანხმობის შემდეგ მომარგო ბეჭედი თითზე. მეგონა,რომ ჩემს ბედნიერებას მთელი ქვეყნიერება იზიარებდა,მაგრამ თურმე... სახეზე ხელს ვიფარებ და ვცდილობ მოგონებები და უსიამოვნო ფიქრები ცოტახნით მაინც განვდევნო გონებიდან. აღარ შემიძლია.. ანამ,მისმა დამ,თავი ჩამომადო მხარზე. - ძალიან უყვარდი. სიგიჟემდე უყვარდი. - ლაპარაკი უჭირდა. მოწოლილი ცრემლები უშლიდნენ ხელს. თავზე ვაკოცე. ძალიან პატარა იყო იმისთვის,რომ ისეთი მყარი კედელი,მყარი საყრდენი დაეკარგა როგორიც ლუკა იყო მისთვის. პირველი ერთი თვე უმისოდ საშინელება იყო... მეგონა,რომ ჩემი რაღაც ნაწილი სამუდამოდ დავკარგე,მაგრამ ამავდროულად იმასაც ვგრძნობდი,რომ ლუკა მაისურაძე მთელი არსებით ცოცხლობდა ჩემში. - უნივერსიტეტში უნდა დაბრუნდე! არ შეიძლება ასე,ეივა,არა! ხომ იცი... მას არ მოეწონებოდა ასე,რომ ენახე. - ფრთხილად მაპარებს ნინა და ფარდებს წევს,რათა სინათლე შემოუშვას ოთახში. სანამ უარს ვიტყვი კივილს იწყებს და დედაჩემიც შემორბის ოთახში. - რა ხდება? კარგად ხარ? - შეშფოთებული სახით მეკითხება და თანხმობის შემდეგ ცოტა მშვიდდება. - მარინა დეიდა,ხომ უნდა დაბრუნდეს უნივერსიტეტში? - თვალს უკრავს დედაჩემს და ისიც უმალ უქნევს თავს. - რა თქმა უნდა.. ასე არ შეიძლება,დე. - თმაზე მეფერება და ტელეფონის ზარზე ოთახიდან კვლავ გარბის. მოდებაძე ჩაცმას მაიძულებს და მეც ვხვდები,რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ქვრივივით გამოწყობილი ვტოვებ სახლს. - პირველი ლექცია თერთმეტზე გვაქვს. - არც კი ვუსმენ.ხვდება და ჩუმდება. აქ... მაისურაძის გარეშე პირველად ვარ.ხალხი ჩურჩულს იწყებს ჩემი დანახვისთანავე. მის ლანდს ყველგან ვხედავ და მგონია,რომ მალე უნდა გავგიჟდე. ამ ჩურჩულის ატანა აღარ შემიძლია. - კარგად ხარ? - ნაბიჯარეულს მეკითხება დათო,რომელსაც უკან მთელი ლუკას საძმაკაცო უდგას. მათი დანახვა კიდევ უფრო მტკენს რაღაცნაირად გულს.თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ და თვალებს უცნობ ბიჭს ვაბყრობ რომელიც მხოლოდ ახლა შემოდის აუდიტორიაში და ადგილს ჩემს გვერდით იკავებს. - რა გქვია? - მოურიდებლად მეკითხება შუა ლექციაზე ათასჯერ. საბოლოოდ ხვდება,რომ პასუხის გაცემას არ ვაპირებ და მშვიდდება. ვამჩნევ,რომ ჩემს ჩაცმულობას ათვალიერებს,შემდეგ კი საქორწინო ბეჭედს უშტერებს თვალს. ეს ყველაფერი... ლექციები,თანაგრძნობით სავსე მზერა,აჩურჩულებული ისეთი ყალბია,რომ გულისრევის შეგრძნება თავბრუს მახვევს. - გავიდეთ რა სადმე - ნინა და ბიჭები კაფისკენ მექაჩებიან. საერთოდ არ მაქვს ამის თავი,მაგრამ არც იმის ნერვები მაქვს მათ სახეებს გავუძლო როცა მეათასედ წამიკითხავენ ლექციას იმაზე თუ როგორ საშინლად ვექცევი საკუთარ თავს. - ვაჩეს გადაურეკეთ,მაგასაც უნდოდა წამოსვლა. - ამბობს გოგა და ნიკუშა მაშინვე კრეფს ნომერს. მე აზრზე არ ვარ ვაჩე ვინაა,მაგრამ დიდად არც მაინტერესებს. პირველივე შემხვედრ კაფეში ვსხდებით და მალევე იქვე ჩნდება ჩემს გვერდზემჯდომი ბიჭი,როგორც გავიგე - ვაჩე. - ეს ეივაა,ეივა,ეს - ვაჩეა - გვაცნობს ერთმანეთს დათო და უხერხულად იღიმის. - ლამაზი სახელია . - თვალებს ვატრიალებ.მძულს ეს ბანალური კომპლიმენტები. ვიცი - მეთქი ჩურჩულით ვამბობ და ვჩუმდები. ჩაის მოთმინებით ვწრუპავ და ველოდები როდის ამოიღებს ვინმე ხმას. აშკარად სიტყვებს ზომავენ,მაგრამ ვერცერთი ბედავს ხმის ამოღებას. - ქვრივს გავხარ, ეს რა გაცვია. - დაცინვით მეუბნება ახლადგაცნობილი და ამრეზით მათვალიერებს. - ქვრივი ვარ. - გაბზარული ხმით ვამბობ და ვცდილობ ცრემლები შევიკავო. - ჰო,მე ქვრივი ვარ.შენ კი - უტაქტო. - ვიღიმი.ჩანთას ხელს ვავლებ და დამშვიდობების გარეშე ვტოვებ იქაურობას. ტელეფონი რეკვას არ წყვეტს,ამიტომაც უხმო რეჟიმს ვრთავ. ყვავილებს ვყიდულობ და ჩემს საყვარელ ადგილას ავდივარ. - გამარჯობა,ძვირფასო. - ნახატს ვესალმები...ღმერთო,ნახატს! ცოტახანს ლუკასთან ვრჩები და შემდეგ სახლში ვბრუნდები. ყველა ჩემთანაა. - გვანერვიულე. - ნაწყენი ხმით ამბობს ნინა და დათოს მხარს უკვე დამშვიდებული ეყრდნობა. ვაჩეს თვალები აქვს დახრილი. აშკარაა,რომ რცხვენია მისი საქციელის,მაგრამ ისევე როგორც მისი ვინაობა არ მაინტერესებდა ისევე არაფერს ნიშნავს მისი სინანული ჩემთვის. - არაუშავს. - თქმას მე ვასწრებ და ოთახში ვიკეტები. რამდენიმე დღე ასე გრძელდება,მაგრამ გული მეშანთება მისი სახელის ხსენებისას. მაშინაც,როდესაც ვაჩეს მის ქცევებს ვამჩნევ და მაშინ,როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს გარდაცვლილი მაისურაძის გარდა ისევ არავინ მყავს ისეთი,ვისაც დაველაპარაკები. ერთ დღეს საერთოდ აღარ მაქვს სურვილი,რომ იმ სიყალბეში დავბრუნდე. ასე,რომ კალამს ვიღებ და ვწერ ... ვწერ თითქოს ჩემში ყველა ემოციას ერთად მოუნდა ამოხეთქვა. გთხოვ,მიპოვე რა... სისულელეა! როგორ შეიძლება ორჯერ გიყვარდეს. სიყვარული ერთხელ მოდის და სამუდამოდ დგამს ფესვებს შენში. სისულელეა ალბათ ის,რომ ზუსტად ვიცი ისე ვერასდროს ვერავის შევხედავ როგორც შენს თუნდაც ფოტოს ვუცქერ იმიტომ,რომ შენ იყავი/ხარ ჩემში ჩემზე მეტი. სისულელეა ალბათ ისიც,რომ ყოველი თვის თექვსმეტ რიცხვში მე შენ გელოდები... ყოველი თვის თექვსმეტ რიცხვში,ათის ოცდაჩვიდმეტ წუთზე. სისულელეა ის,რომ ამის გამო საკუთარი თავი მძაგს და საკუთარ კანს ვეღარ ვეხები... მენატრები,გესმის?! მენატრები - მეთქი,ადამიანო! მიპოვე რა... გთხოვ მიპოვე და წამიყვანე აქედან. წამიყვანე იქ,სადაც მხოლოდ შენ იქნები. შენ და შენი სითეთრე,მეტი არაფერი მინდა მე. მიპოვე! შენ აქ ხარ... მე შენს სუნთქვას ვგრძნობ. გული სამჯერ უფრო სწრაფად მიფეთქავს ვიდრე ჩვეულებრივ.თითქოს ვგრძნობ,რომ ჩემთანაა და იგრძნო ჩემი ფიქრები. მეძინება... ცხოვრებისგან გადაღლილს საწერ მაგიდაზე ვიძინებ. - ეივა... - ლოყაზე მკოცნის ლუკა და ჩემს თითებს ხელებში იქცევს. ვუღიმი ისე,თითქოს არაფერი შეცვლილა. მის მკლავებში კიდევ ერთხელ ვიძინებ და ისე ნათლად ვგრძნობ მის ჩემთან ყოფნას როგორც საკუთარ სუნთქვას,მაგრამ ეს შეგრძნება ნელ-ნელა უფერულდება... სადღაც შორს,ფიქრებში იფანტება. - ლუკა! ლუკა! - გამთენიისას ვკივი ბოლო ხმაზე და ახლადგამოღვიძებულს საწოლთან მხოლოდ მშობელი დედა მხვდება. - ლუკა წავიდა? - თვალებს აქეთ იქით ვაცეცებ. დედას ობოლი ცრემლი უგორდება თვალებზე. ფეხზე ვხტები და ოთახში ვიწყებ სირბილს. მას ვეძებ. - აქ იყო,დედა! აქ იყო,გეფიცები. მისი სუნამოს სუნია ოთახში,დედა! - გაგიჟებული თვალებით შევცქერი მაგიდაზე მიმოფანტულ ფურცლებს და უპასუხობის გამო სათითაოდ ვხევ. - ეივა! - ანა მანჟღრევს და მთხოვს,რომ გონს მოვიდე. მთხოვს გავაანალიზო,რომ ლუკა წავიდა. ის აღარ მოვა. ერთი კვირა... ოთახის ყოველ კუთხე-კუნჭულში ვეძებ. მომდევნო ერთი კვირაც ასე გადის. საბოლოოდ კი ყველაფერი იცვლება. ოთახის ლუკასფერ კედლებს ფსიქიატრიულის თეთრი კედლები ცვლიან და მე მაინც ვწერ... ვწერ ჩემთვის ყველაზე ძვირფასს. ჩემს ქმარს,რომელიც არ წასულა და კვლავ აქაა. კვლავ მხვევს ძლიერ მკლავებს წელზე და მეფერება თმასა და ლოყებზე. მისთვის ნათქვამ ბოლო სიტყვებს მტკივნეული ღიმილით ვიხსენებ. - ჩემი გული ხარ! - გულზე ვიდებ ხელს და თვალებში ვუყურებ. სიყვარულით ანთებულ თვალებში. მართლაც გული იყო ჩემი. ყოველ ამოსუნთქვაში ვგრძნობდი,რომ ჩემში ლუკა უფრო მეტი იყო,ვიდრე - ეივა. მიყვარხარ. შენი სითეთრე მიყვარს და ვერ გაგიშვებ! მაპატიე,რა .... ვერ გაგიშვებ მე შენ ჩემგან და ვერც ცხოვრებას ვისწავლი მე შენგარეშე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.