შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი. თავი 5


30-03-2019, 20:44
ავტორი guroo
ნანახია 927

კარზე გამალებული კაკუნის ხმა გაისმა. მათე წიგნს კითხულობდა. აუჩქარებლად წამოდგა ფეხზე, არ უნდოდა კითხვა შეეწყვიტა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ვიღაც გაბმულად აკაკუნებდა კარზე. სტუმარი ზოი აღმოჩნდა, რომელიც 1 თუ 2 საათის წინ ნახა და დამშვიდობებისას მისგან ნაწყენიც კი დარჩა.
-შეიძლება?
-რა თქმა უნდა.
-სახლში აღარასდროს დავბრუნდები, წამოვედი.
-კარგი, დაწყნარდი. ნამტირალევი თვალები გიჩანს. დღეს არ შეგაწუხებ, მაგრამ ხვალ ყველაფერს მომიყვები! ზოი, მართლა მაოცებ!
-ხომ… ბევრს ვცდილობ.
ზოი შიგნით შევიდა და მაშინვე მათეს საძინებლისკენ გაეშურა. საწოლზე ნაზი და ზანტი მოძრაობით გულაღმა დაწვა, ხელები გულმკრრდზე გადააჯვარედინა და თვალები დახუჭა. დაძინება არ უცდია, მაგრამ თვალები მაინც ეხუჭა; არ უნდოდა, რომ თავისი სამყაროდან გამოსულიყო… გახელილი თვალებით მათეს საძინებლის ჭერისთვის უნდა ეცქირა და იქ მხოლოდ პატარა ჭაღი დაენახა. ეს კი სავსებით რეალური რამ იყო და ზოის კი რეალობიდან გაქცევა სურდა. მაგრამ უცანური ის იყო, რომ ზოი ძალიან ჰგავდა კუბოში ჩასვენებული მკვდრის ცხედარს, მითუმეტეს რომ სახეც გაფითრებული ჰქონდა.
მათეს ძალიან უნდოდა ეკითხა რას ნიშნავდა მისი ბოლო სიტყვები. რაღაც მომენტში დააპირა ზოისთან მისვლა, მაგრამ გადაიფიქრა.
გულში კიცხავდა ზოის, რადგან მის საძინებელში ისე შეიჭრა, ნებართვაც არ აუღია; საერთოდ სიტყვაც არ უთქვამს ამასთან დაკავშირებით. მათეს მოეჩვენა, რომ ზოიმ უჩვეულოდ სერიოზულად უთხრა ბევრს ვცდილობ შენს გაოცებასო. ზოის ეს სიტყვები თითქოს ეუბნებოდნენ, რომ მე შენი ყურადღების მიქცევა განმიზრახავს და არც გიმალავ ამასო. მათეს აინტერესებდა რატომ სურდა ზოის მისი ყურადღების მიქცევა. მღელვარე ფიქრებით შეპყრობილმა ვეღარც წიგნის კითხვაში ჰპოვა სიმშვიდე და ვერც ვერაფერი გაიგო იქიდან, რაც ზოის მისვლის შემდეგ წაიკითხა.
ის ღამე მათემ დივანზე მწოლიარემ გაატარა. კარგა ხანს თვალი ვერ მოხუჭა და ბოლოს მაინც შეძლო დაძინება. ვიდრე დაიძინებდა ბუნდოვან კადრებს ხედავდა, სადაც ისიც კი ესმოდა რას ლაპარაკობდნენ ამ კადრებში არსებული პირები. ეს უბრალოდ მისი ფიქრები იყო და მათე თავისი მდიდარი ფანტაზიის მეშვეობით ამ ფიქრებს კადრებად აქცევდა. ხოლო ამ კადრებში მოსაუბრე პირები ის და ზოი იყვნენ.
დილით მაინც ადრე გაიღვიძა, მაგრამ ზოის დაესწრო. ის ხომ, როგორც ყოველთვის, 7 საათზე ადგა. თვალები რომ გაახილა, მაშინვე ზოის დაჟინებულ მზერას გადაეყარა. გოგო შეცბა, როცა მათემ გაიღვიძა და მას შეხედა, მალევე ღიმილით ჰკითხა:
-გაიღვიძე?
-მგონი… კი!
-ეგ რას ნიშნავს, რომ ვერ არკვევ გღვიძავს თუ არა? — ნიშნის მოგებით უთხრა ზოიმ და წარბები ზევით აზიდა.
-არა, თავიდან ვაპირებდი მეთქვა, რომ მგონი ჯერ არ დაბრმავებულხარ და წესით უნდა ხედავდე, რომ მღვიძავს-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე და გიპასუხე”კი”.
მათემ ენა გამოუყო და ჩაიქირქილა.
-ნერვებს ნუ მიშლი! სწრაფად ადექი, ვისაუზმოთ.
-რა კარგია, როცა საუზმე გამზადებული გხვდება. მადლობა, ზოი!
ისაუზმეს. სუფრა აალაგეს. მაგიდას პირისპირ მიუსხდნენ. ზოიმ ლაპარაკი დაიწყო. მათე უსმენდა. იტირა…
-ზოი, ძალიან ვწუხვარ შენი ძმის გამო; — უთხრა მათემ, რომელსაც სახეზე ცრემლების მიერ განვლილიგზა მკვეთრად დამჩნეოდა; - იმ რვეულში რა გეწერა?
-წერილებს ვწერდი ხოლმე ჩემ ძმას. იმაზე ვწერდი ერთად რას გავაკეთებდით, ვწერდი იმაზეც, თუ როგორ მაკლდა და მჭირდებოდა. მათე, არ მინდა წერილების შინაარსზე ლაპარაკი. მაპატიე!
-არა, საპატიებელი არაფერი გაქვს.
-ხომ მიხვდი, რასაც ვწერდი?
-კი, კი მივხვდი; —უთხრა მათემ.
ატირებულ მეგობართან ჩახუტება უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა.
-ზოი, რაღაც მოვიფიქრე. მოდი შენი ძმა მოვძებნოთ, ხომ შეილება ცოცხალი იყოს?
-მადლობა, მაგრამ არ მინდა. უფროსწორად არ არის საჭირო. მე უკვე ვცადე და მივაკვლიე კიდეც მას. მისმა გამზრდელმა მშობლებმა, სევდიანი და საცოდავი თვალები რომ გაუხდათ, როცა ვუთხარი რისთვისაც ვიყავი მისული, სასაფლაოზე წამიყვანეს… იმ დროს გული დიდად არ მტკენია, რადგან ფსიქოლოგიურად უკვე მზად ვიყავი ასეთი რეალობის შემთხვევაში — სამწუხარო და ბოროტი რეალობის შემთხვევაში. მე გულში ძაფები მაშინ ჩამიწყდა, როცა ანასტასიამ მითხრა ჩემი ძმის შესახებ. რა ბოროტი ქალია ისიც. განა არ იცოდა, რომ გული ძალიან მეტკინებოდა მისი ნაამბობის გამო? როგორ მინდა, რომ ის ქალი ჩემი ხელით მივახრჩო!
ზოიმ ტუჩები მოპრუწა, მოპრუწულ ტუჩებზე ხელი ფაქიზად გადაისვა. ეს ისე ნაზად გააკეთა, რომ ეღიტინენოდა კიდეც. თქვა:
-აი, ზუსტად ახლა მივხვდი, რომ იმ ქალზე აღარ ვბრაზობ. არ ვიცი რამ გამოიწვია ეს, მაგრამ ასეა.
-ზოი, მაშინებ. გიჟის გამომეტყველება გაქვს. დაჭყეტილი თვალებით ფანჯარას ხარ მიშტერებული და ისე მელაპარაკები. თან ძალიან ბევრ ურთიერთგამომრიცხავ რაღაცას ამბობ.
-ო, რისი გეშინია? არ გავგიჟებულვარ. იმას გეუბნები, რასაც ვფიქრობ.



№1 მოდერი guroo

მეგობრებო, მეხუთე თავში კიდევ არის ტექსტი. ვერ შევძელი მთლიანად გამოქვეყნება, რადგან მიწერდა, რომ მოხდა შეცდომა... მაქსიმალურ ზღვარს სცდებაო ტექსტის ზომა. ხვალ აუცილებლად დავდებ ამ თვის დასასრულსაც.

 


№2  offline წევრი Rania

Minaceri vnaxe da agar vityvi rom patara tavi iyo. Ici. Es ori adamiani mabnevss. Zalian rtulia daaxasiato. Ragac daskvnas gamoitan. Da bum. Gagaocebennn. Zalian saintereso da gansxvavebuli personajebi gyavss. Siujetzw eom araferi vtqvaa. Martla mainteresebs gagrzelwbaa. Ver chamovyalibdi amat daxasiatebisqs. Shen ki yochaggggggg
--------------------
Q.qimucadze

 


№3 მოდერი guroo

Rania
Minaceri vnaxe da agar vityvi rom patara tavi iyo. Ici. Es ori adamiani mabnevss. Zalian rtulia daaxasiato. Ragac daskvnas gamoitan. Da bum. Gagaocebennn. Zalian saintereso da gansxvavebuli personajebi gyavss. Siujetzw eom araferi vtqvaa. Martla mainteresebs gagrzelwbaa. Ver chamovyalibdi amat daxasiatebisqs. Shen ki yochaggggggg


მადლობაა❤️❤️❤️ ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხარია, რომ ჩამოყალიბება გიჭირს. იმიტომ, რომ ჯერ-ჯერობით ჩემი მიზანისრული გაუგებრობის შექმნაა

 


№4 მოდერი guroo

ესეც ექვსქულიანი კომენტარი :დდდ
წინ მოდერობისკენ! :დდდდდ

 


№5 მოდერი guroo

კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

 


№6 სტუმარი სტუმარი ლილიანა

ანუ რა გამოდის, ანასტასიას ამ ამბის გამო სამაგიერო გადაუხადა, ამიტომ გაუშვა სახლიდან და არა ნახატის დაზიანების გამო?

 


№7 მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
ანუ რა გამოდის, ანასტასიას ამ ამბის გამო სამაგიერო გადაუხადა, ამიტომ გაუშვა სახლიდან და არა ნახატის დაზიანების გამო?

ნახატის დაზიანება არც არაფერ შუაში იყო. ამიტომ მიყვარს ზოის პერსონაჟი. რაღაცნაირად სულ სხვააა, არაცნობიერიდან მართული ტიპია

 


№8  offline წევრი khatia khatia

Iმედია მართლა არ გაგიჟდება о_о კარგი თავი თუმცა სიმართლე რომ გითხრა ძაან პატარა იყო და თან რაც დავაკვირდი დიალოგებიი ბევრი არასდროს გაქ რაღატომღაც მჩება ისეთი განცდა თითქოს არ ლაპარაკობენ და დამუნჯდნენ :D ბევრი ბუნების აღწერა და დეტალების გადმოცემა კაია მაგრამ ცოტა დიალოგები რომ არის ადმიანს უტოვებს განცდას თითქოს მუნჯები არიან. იმედია არ გეწყინება ❤რადგან არ მინდა გაწყენინო❤

და კიდე კითხვები მაქ ტონა ❤მართლა მოკვდა ზოის ძმა ? კიდევ გამოჩდება თუ არა მხატვარიიი ? Dაბრუნდება თუ არა სახლში ? Dა ბოლო კითხვა Mათეს ზოი უყვარს? თუ პირიქით? Aხხხხ ასე ძაან ნუ ურევ უკვე ცდება ჩემ გამომძიებლობის ნიჭს :DDDD მართლა მირევ ყველაფერს წინა თავში მეგონა ყველაფერი გამოვიძიე მეთქი და ამ პატარა თავმა ყველაფერიიი აურია კაი რა ძლივს დავალაგე რაგაცეებიი :D ❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№9 მოდერი guroo

khatia khatia
Iმედია მართლა არ გაგიჟდება о_о კარგი თავი თუმცა სიმართლე რომ გითხრა ძაან პატარა იყო და თან რაც დავაკვირდი დიალოგებიი ბევრი არასდროს გაქ რაღატომღაც მჩება ისეთი განცდა თითქოს არ ლაპარაკობენ და დამუნჯდნენ :D ბევრი ბუნების აღწერა და დეტალების გადმოცემა კაია მაგრამ ცოტა დიალოგები რომ არის ადმიანს უტოვებს განცდას თითქოს მუნჯები არიან. იმედია არ გეწყინება ❤რადგან არ მინდა გაწყენინო❤

და კიდე კითხვები მაქ ტონა ❤მართლა მოკვდა ზოის ძმა ? კიდევ გამოჩდება თუ არა მხატვარიიი ? Dაბრუნდება თუ არა სახლში ? Dა ბოლო კითხვა Mათეს ზოი უყვარს? თუ პირიქით? Aხხხხ ასე ძაან ნუ ურევ უკვე ცდება ჩემ გამომძიებლობის ნიჭს :DDDD მართლა მირევ ყველაფერს წინა თავში მეგონა ყველაფერი გამოვიძიე მეთქი და ამ პატარა თავმა ყველაფერიიი აურია კაი რა ძლივს დავალაგე რაგაცეებიი :D ❤

მართალი ხარ, დიალოგები ძალიან ცოტაა, პერსონაჟები მუნჯებს გვანან, მაგრამ თავიანთი მოქმედებებით საკუთარ თავზე ძალიან ბევრს ამბობენ. ყველაფერი სიგიჟეა. თვითონ სიცოცხლეა გიჟური იდეა და ადამიანიც, რა თქმა უნდა, უნებურად ერთვება ასეთ აბურდულობაში.
არავინ შეიშლება. მშვიდად განაგრძე კითხვა.
მხატვარი ისევ გამოჩნდება. მათეს ზოი უყვარს. სახლში კი ფეხს აღარ მიადგამს ეს ამაყი ქალბატონი.
იმედი მაქვს, არ გამიბრაზდები ყველა კითხვაზე პასუხი რომ გაგეცი და წინასწარ გავამჟღავნე ყველა ინტრიგის დაბოლოება.

 


№10  offline წევრი khatia khatia

ხოო ისე ხსნიან თავიანთი ქმედებებით ყველაფერს joy კიდე კაი თორე გიჟი ჩემი თავიც მყოფნის joy ამ და მხატვარს რა ქვია ? joy დაჟე ბოჟე მოი მეც არავთქვი რატომ უყურებს ბიჭი ეგრე joy არც მე მივიდოდი მაგნაერ სახლში და არა მარტო სიამაყის გამო : grimacing არა კაცო არ გავბრაზდები laughing joy
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№11 მოდერი guroo

მხატვრის სახელს მალე გაიგებ.

 


№12  offline წევრი khatia khatia

რატომ არ მეუბნები ? Bოროტო joy ახხხ ეხლა ხვალამდე რა მოიცდის sob
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№13 მოდერი guroo

ზუსტად შემდეგ თავში ეტყვის თავის სახელს და მაგიტომ შევიკავე თავი. სჯობია მოვლენებს მიჰყვე მოთმინებით და რაღაცები ზუსტად იმ დროს გაიგო, როცა ავტორმა ჩაიფიქა წერის დროს.

 


№14  offline წევრი khatia khatia

ოკეი გავიგე უკვე laughing stuck_out_tongue_winking_eye
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent