შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური (მეორე ნაწილი)


31-03-2019, 16:27
ავტორი ფუმფულა ))
ნანახია 954

არც ისეთი მარტივი იყო, მაგრამ გარისკვად ღირდა. სახლიდან გამოგდების მერე იძულებული გახდა თავის მეგობარ ლილესთან გადასულიყო. ლილემაც სიხარულით მიიღო. ერთადერთი პიროვნება იყო, ვისაც გულით უყვარდა ადა და ნაღვლობდა მასზე. ადაც ყველაფერს უზიარებდა. რომანის ამბავიც პირველად ლილეკოს გაუზიარა.
ლილე ადას ბავშვობიდან მოყვებოდა. სულ ერთად თამაშობდნენ. ადასგან განსხვავებით ლილე მოსიყვარულე ოჯახში იზრდებოდა. მამამისი მეზღვაური იყო, დედა კი წარმატებული თარჯიმანი. დედ–მამას უსაზღვროდ უყვარდათ შავთმიანი, ცისფერთვალება გოგონა, ყოველთვის ანებივრებდნენ. ადას გაცნობის მერე ისიც შეიყვარა ოჯახმა. ლილეს მამას ყოველთვის ორი სუვენირი მოჰქონდა მოგზაურობიდან. ლილეც აციმციმებული თვალებით მიურბენინებდა ადას. უსაზღვროდ უყვარდათ ამ ორს ერთმანეთი.კატო კი ამით ბედნიერდებოდა.
–შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, რა იცი იქნებ ერთ დღეს ცნობილიც კი გახდე; კმაყოფილი ღიმილით შეხედა ლილემ მეგობარს
–კარგი რა, ნუ აზვიადებ! რა ცნობილი, ჩემს რომანებს ვინ წაიკითხავს...გულიანად გადაიხარხარა ადამ
–მე წავიკითხავ _ სიცილითვე უპასუხა ლილეკომ .. ლილეკოს მარტო ადა ეძახდა. ორი უსაყვარლესი მეგობარი, ერთმანეთისთვის ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები. მწერლობის პირველი მცდელობიდან ხუთი წლის თავზე ადას პირველი წიგნი დაიბეჭდა. პირველს მეორე მოჰყვა და ა.შ გრძელდებოდა დიდხანს
***
თაია სულ პატარა იყო რომანებით რომ დაინტერესდა. რომანებისადმი ასეთი სიყვარულის გამო მის მეთორმეტე დაბადების დღეზე ადას ერთ–ერთი ცნობილი წიგნი მოუტანეს. გადაფურცვლისთანავე შეისისხლხორცა და მის მერე ყველა გამოცემულია წიგნი წაიკითხა დაყოველთვის სულმოუთქმელად ელოდებოდა ახალ რომანს, ათენებდა და აღამებდა წიგნების მაღაზიებთან, თაროებზეც კი არ ჰქონდათ დადებული თაიას უკვე ხელში ეჭირა და სახლამდე რამდენიმე ფურცელი წაკითხულიც ჰქონდა. თითოეულ წიგნს პატარა ბიოგრაფიული დანართი მოჰყვებოდა. დღიურის პოვნით თაიას შანსი მიეცა ქალბატონი ადა უფრო ახლოს გაეცნო.
სახლში მისვლისთანავე გამოიცვალა, საწოლზე კომფორტულად მოკალათდა, ინტერნეტში სასიამოვნოდ საყურებელი მელოდრამა მოძებნა და ბატი–ბუტით ხელში ფილმს მიუსკუპდა. საერთოდ თაია ცნობისმოყვარე გოგონა არ იყო, მაგრამ მისდაუნებურად დღიურზე ეფიქრებოდა, უძალიანდებოდა თავს, უჯრაშიც კი ჩაკეტა, თვალი და ხელი რომ არ გაჰქცეოდა წასაკითხად. ბოლოს ვეღარ მოითმინა, კომპიუტერი გამორთო და დღიურის პირველი ფურცელი ფრთხილად გადაშალა. გულის სიღრმეში სინდისი ქენჯნიდა, მაგრამ ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა ადამიანს და ეს შანსიც უნდა გამოიყენოს.
***
ჩანაწერი N1


დილით პოზიტიურ ხასიათზე გავიღვიძე. ამინდიც მშვენიერი დამხვდა, მზე ისე აჭერდა, მივხვდი ეცხელებოდა. ამინდთან ერთად გულიც ჩვეულებრივზე ოდნავ სწრაფად მიცემდა თითქოს რაღაცას ველოდებოდი. ჩემს პირდაპირ საათს შევხედე, ჯერ ადრე იყო სკოლისთვის. ჩემს ლილეკოს ნაზად ვაკოცე ლოყაზე და გვერდზე გადავბრუნდი, ძილის შებრუნება მინდოდა, მაგრამ ვერაფრით მოვისვენე, ვფორიაქობდი. საერთოდ ასეთი აფორიაქებული არასდროს არ ვყოფილვარ, ვერაფრით ვიმშვიდებდი თავს. როგორც ყოველთვის მე და ლილეკო ერთად მივდიოდით სკოლაში. იმ დღეს რატომღაც ადრე მივედით, ამიტომ გაკვეთილების დაწყებამდე ჰაერზე ყოფნა ვამჯობინეთ. ზარის დარეკვამდე სულ რაღაც ორი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც წამიერად ყველამ ჭიშკრისკენ გააპარა თვალი. აზრზეც ვერ მოვედი, ისე უცებ დამავლო ხელი ლილემ და მიმიყვანა ისეთ ადგილას, სადაც ყველაფერი კარგად ჩანდა. სკოლისკენ საკმაოდ სიმპატიური, მიმზიდველი ახალგაზრდა მოემართებოდა. შესვლამდე ჩემ წინ გაჩერდა, ერთი შემომხედა, ცალყბად გაიღიმა და სკოლის კარში გაუჩინარდა. ვიგრძენი, ჟრუანტელმა როგორ დამიარა, მისი ღიმილის დანახვისას, ნუთუ ასე უცებ მოვიხიბლე?!
*** დღემ ისე ჩაიარა ვერც გავიაზრე. გაკვეთილებზე სხვაგან დავფრინავდი. ბოლოს ლილემ მომიყვანა აზრზე:
–დღეს იმ ბიჭის დანახვის მერე აქ არ ხარ, რა იყო ხომ არ შეგიყვარდა? _მაცდურად გამომხედა ლილეკომ
–კარგი რა, შეყვარებით არა, მაგრამ ვაღიარებ საშინლად სიმპატიური ახალგაზრდაა...
დაძინების წინ გამახსენდა მისი სახის ნაკვთები. მისი ზღვისფერი თვალები, სწორი ცხვირი, თხელი ტუჩები და ვარდისფრად შეფაკლული ლოყები სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში!
***

თაიას კითხვის დროს სითბო ჩაეღვარა სხეულში, წარმოსახვაში დახატა ის სიტუაცია როგორ შეჰყურებდა პატარა ადა ჯერ მისთვის უცნობ ადამიანს. კითხვაში ისე გაიპარა დრო, ჩიტების ჭიკჭიკმა მიახვედრა, უკვე გათენებულიყო. ზაფხულის საამო დილა იდგა. დღიურის კითხვის მერე ემოციებით სავსე, მიხვდა სახლში ვერ გაჩერდებოდა და ამიტომაც გადაწყვიტა სასეირნოდ წასულიყო. მოიმარჯვა მობილური, აპირებდა მისი მეგობრებისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნა და ის დღე ერთად გაეტარებინათ, მაგრამ აკრეფილი ტექსტი წაშალა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა, კარები საიმედოდ გამოკეტა და ქუჩაში გავიდა.
უმისამართოდ მიდიოდა, ფიქრებში დღიური უტრიალებდა. იცოდა სხვის ცხოვრებაში ჰყოფდა ცხვირს, თუმცა ინტერესი კლავდა იმ ცხოვრებისა, რომელიც ასე გასაიდუმლოებული და დაფარული იყო. ფიქრებში გართულს დაღლა დავიწყებოდა, მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე მუცელმა რომ დაუყვირა: „მაჭამე თორემ იცოდე ხმას არ გაგცემ!“ შარდენის ქუჩასთან ახლო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, იცოდა ძვირი დაუჯდებოდა იქ სადილობა. გარისკა! ჩავიდა და სადაც ცოტა ხალხი იყო იმ კაფესკენ გაემართა.



№1  offline მოდერი guroo

სულ ისეთი განცდა მრჩება, რომ რაღაც მაკლდება... არ მყოფნის შენი აღწერები... უფრო მეტის გაგება მინდა, რას გრძნობენ შენი პერსონაჟები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent