შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარდა (9 თავი)


31-03-2019, 19:48
ავტორი გვვანცა
ნანახია 1 273

მალევე გავემზადე, ღია ფერის ჯინსის მოკლე კომბინიზონი ჩავიცვი თეთრ მაიკაზე და ზევიდან მოცისფრო მოსაცმელი მოვიცვი, მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე, რომელიც მხოლოდ კონტურით შემოიფარგლება და კიბეებს დავუყევი. დემე უკვე მისაღებში იდგა, წამით გავჩერდი კიბეზე და კმაყოფილმა შევავლე თვალი: შავი ფერის კოჭამდე შარვალი, შავი პერანგი, რომლისერთი მხარეც შარვალში ქონდა ჩატანებული, მკლავები აწეული ქონდა, ხელზე საათი ეკეთა და კლასიკურ- სპორტული კეტები ეცვა. მემგონი ეს ბიჭი ჩემს გონებაში დაძვრება, ზუსტად ის სტილი აქვს მე რომ “ვაფრენ”. სანამ ვიდექი და უტიფრად ვათვალირებდი, ის მემიყურებდა
- თუ მორჩი ჩემს თვალიერებას შეგვიძლია წავიდეთ - ირონია იგრძნობოდა მის ხმაში
- საერთოდაც არ გათვალიერებდი - გვერდი ისე ავუარე არც შემიხედავს
- კი აბა რა, კარგი სად მივდივართ?
- მანქანას მანდობ? - გაღიმებულმა გავხედე
- მართვის მოწმობა გაქვს?
- დამცინი? 17 წლიდან - ამაყად ავიღემაგიდაზე დადებული გასაღები და ეზოში გავედი, კარი დემე ჩაკეტა. ბოლოჯერ შევავლე თვალი ჩემს საყვარელ ადგილს და მანქანაში დავიკავე ადგილი, დემე ჩემს გვერდით დაჯდა, აშკარად გაოცებული იყო. მეც მისი გაოცების სურვილით შებყრობილმა, მგონი პირველად ვიყავი ასე მონდომებული მანქანის მართვით, დავძარი მანქანა, მის მზერას ვგრძნობდი “მესამე თვალით” და ვხვდებოდი, რომ ის ადგილი საშინლად მეწვოდა, მაგრამ არა მწარედ და მტკივნეულად პირიქით. დიდ სათამაშოების მაღაზიასთან გავჩერდი და ჩემი გეგმის სისრულეში მოყვანაც დავიწყე, დემე არმეკითხებოდა არაფერს, მორჩილად დამყვებოდა. დაახლოებით 2 საათი მაღაზიებში დავდიოდით, ამინდიც ხელს გვიწყობდა, უამრავი სათამაშო ვიყიდეთ და შევაფუთინეთ, შემდეგ სანაყინეში დავსხედით, ნაყინიც ვჭამეთ და წავედით დანიშნულების ადგილამდე. ნუ ალბათ გიკვირთ ხომ რად მინდა ამდენნი სათამაშო? ეს ჩემი ტრადიციაა, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე ძნელად ,მაგრამ თითქმის ყოველი თვის ბოლოს ბავშვთა სახლში მივდივარ, ეს პროცესი ჩემთვის იმდენად სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდოდა დემეც ჩამერთო ამ ყველაფერში. აშკარად გაოცებული იყო ამ ყველაფრით, მიუხედავად x6- ის სიდიდისა მთელი მანქანა და საბარგული სავსე გვქონდა და ადგილის ნაკლებობის გამო რამდენიმე რბილი სათამაშო, დემეს “ეჯდა” კალთაში. როდესაც შენობის წინ გავჩერდით და წარწერა გამოჩნდა, დავინახე როგორ შეეცვალა დემეს სახე, ვიგრძენი რომ აშკარად გაუკვირდა. - ბავშვთა სახლი? - გაოცებულმა გამომხედა, თავი დავუქნიე და გამეღიმა
- უფრო და უფრო მაკვირვებ პატარა ქალბატონო -
ნუ, რას ვიზავთ - მხრების ჩეჩვიყ გადავედი მანქანიდან. რამდენიმე გზის გაკეთება დაგვჭირდა, რომ სრულად შეგვეტანა სათამაშოები. მერე იყო ძალიან ბევრი ბედნიერი სახეები, სიცილი, სიხარული, რაც ჩემზე უზომოდ კარგად მოქმედება. უკვე გვიანი იყო, რომ წამოვედით
- არ გშია?- მეკითხება აშკარად დაღლილი ხმით
- აუ, კი , დილიდან არაფერი გვიჭამია
- ჰოდა ერთი ძალიან მაგარი ადგილი ვიცი და იქ წავიდეთ
- როგორც გინდა
- კარგი, იმედია დამსვავ საჭესთან, შენი “შუმახერობით” ისედაც გაოცებული ვარ - სიცილით მელაპარაკებოდა
- ცუდად ვატარებ?- გაოცებულმა ვკითხე, რადგან ვიცოდი, რომ მანქანაას შესანიშნავად ვატარებდი
- არა რას ამბობ, ეგ არმითქვამს, კარგი მნიშვნელობით ვთქვი
- კარგი - ვუთხარი მშვიდად და მის გვერძე დავკავე ადგილი, თავი ცივ მინას მივადე და აშკარადდ მესიამოვნა, მანქანაში - ash- mosaïque იყო ჩართული. წამში გადავეშვი ფიქრების სამყაროში,გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია, მალევე მივედით, თუმცა როგორც კი გამოვფხიზლდი, რომ მე მეგონა, რომ მალე მოვედით. მთაწმინდაზე ვიყავით, არვიცი გითხარი თუ არა მაგრამ ამ ადგილზე ვგიჟდები, უზომოდ ვმშვიდდები და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
- მოვედით გვანც - ისეთი ღიმილითი მიყურებდა მე რომ მიყვარს. გადმოვედი მანქანიდან და შევედით რესტორანში, კარში მდგომი დაცვა ღიმილით შეგვხდა, დემემ მოიკითხა კიდევაც, როგორც ჩანს იცნობდა. შესვლის თანავე, ახალგაზრდა გოგო შეგგვეგება
- გამარჯობა ბატონო დემეტრე, თქვენი მაგიდა აქეთაა - გამიკვირდა ბატონოთი, რომ მიმართეს, თან ადგილის დაჯავშნაც მოუსწვრია
- მადლობა ქეთა - ღიმილით გაყვა უკან დემე, მაგრამ ისეთი ღიმილი არ იყო მე რომ მიღიმის ხოლმე, ან იქნებ მე მეჩვენება ასე, არვიცი. ქეთამ უზარმაზარ ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან მიგვიყვანა, საიდანაც საოცარი ხედი იშლებოდა, ღამის თბილისი, ალბათ მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ,ამის გადმოცემა სიტყვებითაც კი რთული იქნება.
- ძალიან ლამაზია - აღმომხდა გაუცნობიერებლად გაოცებულს
- გეთანხმები, ხშირად მოვდივარ აქ და ამიტომ ვიფიქრე, რომ შენც მოგეწონებოდა - თვალი არ მოუშორებია ისე მელაპარაკებოდა
- ნამდვილად სწორად გიფიქრია . ოფიციანტმა მენიუ მოგვიტანა
- რას მიირთმევ? -მკითხა და მენიუ გადაშალა
- არვიცი, იქნებ სტეიკი? - მართლა ძალიან მშიოდა და ახლა “გოგოშკური პრანჭიაობის” დრო არ მქონდა, გამეცინა ჩემსავე ნაფიქრზე, მაგრამ ვეცადე დემეს არ შემჩნია
- მშვენიერი გადაწყვეტილებაა - უკაცრავად - დაუძახა ოფიციანტს, ისიც წამში ჩვენთან გაჩნდა - 2 სტეკი და ღვინო, ალბათ შავი ხო? - მომიბრუნდა ისევ მე
- არა, თეთრს დავლევ - და შავი ღვინო, დესერტს მოგვიანებით შევუკვეთავთ - გოგონამ გაგვიღიმა და დაგვტოვა,
- როგორც სხვა ყველაფერში ახლაც გამაკვირვე - სერიოზული სახით დამიწყო ლაპარაკი
- რით გაგაკვირვე? - გაოცებულმა გადმოვიტანე მზერა მასზე
- როგორც წესი, გოგოები ცეზარს ან რრამე სვეცკობა სალათს უკვეთავენ და შავ ღვინოოს - უკვე სიცილში გადადიოდა მისი ტონი- მაგრამ შენ სხვებს არ გავხარ
- მე .. მართალია სხვებს არ ვგავარ - გავუღიმე შესამჩნევად. ხმა აღარ ამოგვიღია არცერთს შეკვეთა მალევე მოიტანეს,იმდენად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა სტეიკი. მაგრამ როცა რაღაც ძალიან უნდა გვანცას ხომ მაშინ უნდა მოხდეს ყველაფერი. ოფიციანტთან ერთად ვიღაც სმოკინგში გამოწყობილი ადამიანი მოგვიახლოვდა, მოგვესალმა, დემე წამოდგა, ხელი ჩამოართვა, ბოდიში მომიხადა და იმ კაცს გაყვა, უფროსწორად დემე წინ წავიდა და ეს კაცი უკან გაყვა, ლიფტისკენ წავიდნენ, დავიბენი, ვერ მივხდი რა მოხდა, ან ვინ იყო ეს კაცი, ან დემე სად წავიდა, ან ეს სტეიკი ხომ გაცივდება და მერე უნდა ვჭამო და უამრავი უაზრო რამეზე გაუჩნდა ჩემს ტვინს საფიქრალი. დაახლოებით 15 წუთში ეღირსა ბატონ დემეტრეს მოსვლა
- მაპატიე რა, აუცილებელი საქმე მქონდა - აა არაუშავს, ხდება ხოლმე - ისე მეძინებოდა, რომ სტეიკი კი არა ეხლა ქათმის ნაგეცები რომ დაედოთ წინ იმასაც ვერ შევჭამდი, მაგრამ ახაღა მივხდი, რომ ნახევარი ბოთლი დამილევია დემეს ლოდინში, აშკარად შეამჩნია ეს დემემაც
- ნამეტანი დიდხანს ვყოფილვარ ზევით- თვალებით ბოთლზე მიმითითა
- კარგი არჩევანია, გემრიელი ღვინოა - თემის გადატანა ვცადე, მაგრამ ვგრძნობდი რომ სასმელი მოქმედებას იწყებდა.
- მიხარია, რომ მოგწონს. - დავიწყეთ ვითომ ჭამა, არცერთს აღარ გვქონდა მადა როგორც ჩანს, - რატომ არ ჭამ? - მკითხა და ბოკალი აიღო
- აღარ მშია - მხრები ავიჩეჩე და უნებურად გამეცინა,ნეტა ვიცოდე რა მაცინებს, სულ ასე ვარ, როცა ვსვავ სულ კარგ ხასიათზე ვარ
- მაშინ წავიდეთ და სახლში მოვამზადოთ რამე თუ მოგშივდება - მანაც გაიცინა და ანგარიში მოითხოვა. რატომ დავლიე? არუნდა დამელია? აი ვგრძნობდი როგორ მოძრაობსა სისხლი მთლეს სხეულში, წამოვდექი სკამიდან და რომ არა დემეს ხელები ჩემს წელზე დავეცემოდი ალბათ ისევ სკამზე.
- ეცადე სწორ ხაზზე იარო, ყველა ჩვენ გვიყურებს- ყურში ძალიან ჩუმად და ხავერდოვანი ხმით მითხრა, მიუხედავად იმისა რომ ნასვამი ვიყავი ახლაც მახოვს როგორ დამიარა ჟრუანტელმა. ხელი ისევ ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული, გარეთ გასვლისას ისევ თბილად დაგვემშვიდომა დაცვას, მანქანა მოაყვანინა, მანქანის კარიც გამიღო, ჩავჯექი და მანაც ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. ცივმა ჰაერმა აშკარად იმოქმედა და გამოვფხიზლდი, მაგრამ როგორც ყოველთვის ხმას არცერთი არ ვიღებდით. სახლში მისვლამდე ასე გაგრძელდა, სახლის გასაღები დემეს ქონდა, რადგან მან ჩაკეტა კარი, გასაღები მომაწოდა
- შეძლებ რომ უვნებელი მიხვიდე სახლის კარამდე, მანქანას ფარეხში დავაყენებ
- კი,გამოვფხიზლდი - და გამეცინა ჩემსავე ნათქვამზე, კაი მოქეიფე ქალივით გამომივიდა. მშვიდობით გავიარე 10 ნაბიჯი და კარს ვაღებდი, როცა დემეც მომიახლოვდა, არ დამინახავს, ვიგრძენი, მისი სუნთქვა გავიგე, უზომოდ ახლოს იდგა ჩემთან, არ შევიმჩნიე გავაფე კარი და შევატარე
- მიბრძანდი გითბმობ - სუნთქვაშეკრულმა გამოვაღე კარები და მე გვერძე გავდექი
- რა პატივია - ირონიული ღიმილი არ მოშლია სახიდან. - და შევიდა მეც მას მივყევი, შევედი, კარი დავკეტე ,შემოვბრუნდი და დემეს დავეჯახე, მილიმეტრებიც კი აღარ იყო ჩვენს შორის მანძილი, ვეცადე უკან დამეხია, ისე როგორც ფილმებშია ხოლმე, მაგრამ ნეტა არდამეხია, კარს ავეკარი, მან კი ჩემს გარშემო კედელს ხელები მიაბჯინა
- რას აკეთებ? - ძლივს მოვახერხე ასოების გადაბმა
- ჯერ არაფერს - მისი ირონიული ღიმილი, რომელსაც სახიდან არ იშოეებდა, მაგიჟებდა
- გამიშვი- ვეცადე ხმა გამემკაცრებინა, მაგრამ რის გამკაცრება,გაბრაზებულ დედაჩემსაც არ ველაპარაკები ხოლმე ასეთი თბილი ხმით.
- და გინდა შენ, რომ გაგიშვა?
- კი - ვუთხარი და უნებურაად ქვდა ტუჩი მოვიკვნიტე, არვიციი, მართლა ვერ ვხდები ეს რატომ გავაკეთე
- მასე ნუშვრები - მითხრა უკვე შეცვლილი ხმით
- რატომ? - გაოცებულმა ვკითხე და რატომ ვკითხე ეს ხომ ვერ მეტყვით? იმდენად “გადებილებული” ვიყავი მისი სიახლოვით, რომ რაღაც სისულელებს ვლაპარაკობდი
- აი ამიტომ - მითხრა და ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება ჩემსაზე, უზომოდ რბილად და სასამოვნო მეხებოდა მისი ტუჩები და რახდებოდა ამ დროს ჩემში გაინტერესებთ? არვიცი, ფეირვერკი, დინოზავრები, ყველანაირი ცხოველი, რომ ამბობენ პეპლები დაფრინავენო ტყუილია, ეს რაღაც უფრო მეტი იყო, თან ბევრად მეტი. თავიდან ვერ მივხდი რაუნდა გამეკეთებინა, გაშეშებული ვიდექი, მაგრამ როცა მისი ხელი წელზე ვიგრძენი აქ ჩამერთო უარესი განგაშის სიგნალი და წამში ამომიტივტივდა თავში ნინია როგორ რეპეტიციობდა სანამ ნიკუშასთან პირველ ოფიციალურ პაემანზე წავიდოდა და ინსტიქტურად ხელი მისი თმებისკენ წავიღე, (ამ ბოლო დროს რამდენ რამეს ვაკეთებ არა ინსტიქტურაად?? )არ ელოდა ალბათ, წამით გაჩერდა, შემომხედა გაეღიმა და ისევ ისე დამაცხრა ტუჩებზე, იმ მომენტში, იმ წამს მე ყველაზე ბედნიერი ვიყავი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ბედნიერი ადამინი ვიყავვი. მაგრამ უზომოდ შემრცხვა, როგორც კი დამშორდა თავი დავხარე, არმინდოდა ჩემი აწითლებული ლოყები დაემახა,რომელიც უზომოდ მეწვოდა სიცხისგან
- ახლა ეს რომ არ გამეკეთებინა საკუთარ თავს არ ვაპატიებდი - მითხრა და ჩამეხუტა, მეც მეტი რა მინდოდა
-ისე პირველი კოცნისთვის არაუშავრდა - ყურში მითხრა სიცილით
- აუ საზიზღარო - დავარტყი მსუბუქად ხელი მკერდზე.
- ჩემი პატარა - შუბლზე მომაკრო ტუჩები.


დავბრუნდი ისევ ჩემო საყვარლებო <3 ბოდიშით ამდენ ხანს, რომ არ ვდებდი :( ველოდები თქვენს შთაბეჭდილბებს <3



№1 სტუმარი სტუმარი ანანო

ძაან მაგარიააა????????????????????

 


№2  offline წევრი გვვანცა

სტუმარი ანანო
ძაან მაგარიააა????????????????????

მადლობა❤️მიხარია, რომ მოგწონს♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი Online girl

ძალიან მომწონსს<3<3იმედია ხვალ დადებბ;):)

 


№4 სტუმარი სტუმარი Online girl

აუ გთხოვ რა მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent