შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო /თავი 9/


31-03-2019, 20:07
ავტორი black qveen18
ნანახია 874

-ყველაფერი მასე ადვილად არაა ნიკ.ჩემი თვალები,შენი ტუჩები...ყველაფერი იწყება და მთავრდება.ამ მხრივ არც ჩვენი ურთიერთობაა გამონაკლისი.
-ვერ ვხვდები რას გულისხმობ.-მის ხმაში იმედგაცრუება შეიმჩნეოდა.
-თუ შენთან ვიქნები მიკის და მეგობრების დაკარგვა მომიწევს,მე კი ეს არ მინდა.
-ჩემთვის არაა პრობლემა,თუ მიკისთან ურთიერთობა გექნება.
-შენზე არაა ნიკ საუბარი.ის ვერასდროს შეეგუება იმ ფაქტს,რომ მე და შენ ერთად ვართ. შეიძლება თავი მომაჩვენოს,მაგრამ თუ თვითონ ვერაფერს იზავს,სანის გამოიყენებს.ახლა კი გთხოვ წადი აქედან,გულს მეტად ნუ მტკენ.
-შენ შენს თავზე ფიქრობ და მე?მეც რომ მტკივა გული იმაზე აღარ ფიქრობ?პირველად მოხდა, რომ ადამიანი შემიყვარდა და მასთან არაფერის დამალვა არ მიწევს.შენ კი გინდა ადგე და უცბად დაანგრიო ეს ყველაფერი?!
-გთხოვ,წადი რა!
-შენ თუ ჯიუტი ხარ,მე შენზე ჯიუტი ვარ.სანამ არ დამთანხმდები ამ ოთახიდან არსად არ წავალ.-უცბად პუფიდან წამოხტა და ოთახის თვალიერებას შეუდგა.
-რაზე უნდა დაგთანხმდე?
-იქიდან გამომდინარე,რომ მეც მიყვარხარ და შენც გიყვარვარ,რათქმაუნდა იმაზე,რომ ჩემი შეყვარებული იყო.რა ლამაზი კაბაა,არ გინდა ჩაიცვა?-გარდერობი გამოაღო და პირველივე რაც ხელში მოხვდა გამოიღო.
-კაბას თავი დაანებე.-გამოვართვი და უკან დავაბრუნე.-საიდან მოიტანე,რომ მიყვარხარ?
-გახსოვს თვალებზე რა გითხარი?ისე ამდენი მედალი საიდან?
ბავშვობაში ცურვაზე დავდიოდი და საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა.ბევრჯერ მომიგია სკოლებს შორის ჩემპიონატი და მედლებიც სამახსოვროდ საწერი მაგიდის ზემოთ მეკიდა.
-ადრე ვცურავდი,მაგრამ მაგას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.
-აბა დოსტოევსკი მიყვარსო?მისი ერთი წიგნიც არ გაქვს.
-ეს სახლში ერთადერთი წიგნების თარო არაა და ჩემს ოთახში ნუ დაბოდიალობ ნერვები მეშლება!
-ჩემს ოთახში რომ შემოიპარე ის კარგი იყო ხო?შენ გღვიძავს მაინც.
მთელი დროის მანძილზე ვცდილობდი სერიოზული სახის მიღებას და გამომდიოდა კიდეც,თუმცა ახლა ეს შეუძლებელი გახდა და სიცილი ამიტყდა.
-რა გაცინებს.იქნებ შიშველი ჯასტინ ბიბერის სიმღერებზე ვცეკვავდი.-მასაც ეღიმებოდა.
-შენ და ბიბერი,თან შიშველი!
ეს სცენა,რომ წარმოვიდგინე ხმამაღლა გამეცინა.უცბად ფეხი ამისრიალდა და საწოლზე დავეცი.ახლა უკვე ბოლო ხმაზე ვიცინოდი და ფეხებს ვიქნევდი.
-შენი აზრით ეს სასაცილოა?!ახლა ნახე როგორ უნდა სიცილი.-ისიც საწოლზე გადმოხტა და ღუტუნი დამიწყო.
-გამიშვი მეღუტუნება!-უკვე ვეღარ ვსუნთქავდი.
მთელი ძალით მეხუტებოდა და არ მიშვებდა.მისგან თავის დაღწევას ვცდილობდი და ვფართხალებდი.უცბად ხელი ცხვირში მოვარტყი.
-კარგად ხარ?-მისკენ გადავტრიალდი და ცხვირს შევხედე,რომელიც გაწითლებულიყო.
-საკმაოდ ძლიერი ხელი გქონია!
ამ დროს კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა.ორივენი გავშეშდით.
-კრის რა ხდება?-მიკი იყო.
-არაფერი.
-შენი ოთახიდან სიცილის ხმა გამოდის.ვინმეა მანდ?
-მარტოვარ.
-კარები გამიღე.დაკეტილი რატომაა!
-ახლავე.
საწოლიდან წამოვხტი და კარებისკენ წავედი.
-ჩქარა გადი ოთახიდან,მიკი აქ თუ დაგინახავს მოგკლავს.
-არსადაც არ წავალ სანამ არ დამთანხმდები.
-ბიჭო შენ ნორმალური ხარ?გეუბნები მოგკლავსთქო.
-მომკლავს და მომკლას.მის გამო შენ ვერ დაგკარგავ.
-თუ არ წახვალ გარდერობში შედი,ან საწოლის ქვეშ შეძვერი.
-წავალ კაბას გავისინჯავ.
სარკეში ჩავიხედე,თავი მოვიწესრიგე და კარები გავაღე.
-რა ხდება?-მკაცრი სახე ჰქონდა.
-არაფერი დაძინებას ვაპირებდი.
-ძილის წინ არავინ იცინის ბოლო ხმაზე.-არ შემიმჩნია და ოთახში შევიდა.
-თქვენ დაძინებას არ აპირებთ?-ვეცადე საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა.
-ორი პუფი რატომ დგას აქ?მარტო არ ხარ?
-სულ ასე არაა?გიჟივით იქცევი.
-ერთმანეთის პირისპირ დგას კრის.საწოლი რატომაა არეული?
-ვწვებითქო არ გესმის?
-ნიკი იყო აქ არა?
-მე გითხარი,რომ მას არ შევხვდებოდი და ამას გავაკეთებ.თუ ჩემი არ გჯერა და არ მენდობი, მაშინ შენთან საუბარს არ ვაპირებ.
-იმედია ისეა,როგორც ამბობ.ძილი ნებისა!
-შეიძლება რაღაც გკითხო?-უცბად მია გამახსენდა.
-კი,რათქმაუნდა.
-მია ვინაა?-ამ კითხვის გაგონებაზე ფერი დაკარგა.
-არავინ მიას არ ვიცნობ.
-ჩვენ ხომ ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ მიკ.
-ეს შენ არ გეხება და რაც არ გეხება იქ არც უნდა ჩაერიო!-ოთახიდან გავიდა და კარები გაიჯახუნა.
კარები ჩავკეტე ყოველი შემთვევისთვის.გამორიცხული არ იყო,რომ უკან დაბრუნებულიყო. ამ დროს გარდერობიდან ნიკი გამოვიდა,ჩემი კაბა ეცვა.სივიწროვისგან ჩვეულებრივზე მეტად მოკლე იყო და ყველაფერი გამოკვეთილი ჰქონდა.
-მიხდება?
-შენს ტანზეა შეკერილი.
-აბა რა მოიფიქრე?
-ჯერ ეს კაბა გაიხადე გეხვეწები.
-აბა გიხდებაო? მაშინ შეტრიალდი!
-ნუ მაიმუნობ რა!მეძინება და რაც მალე წახვალ მით უკეთესი.
-როგორც გინდა.
ნელ-ნელა კაბის გახდა დაიწყო.გარდერობიდან თავისი ტანსაცმელიც გამოიღო.დაკუნთული სხეული ჰქონდა და როდესაც იხდიდა თვალს ვერ ვაშორებდი.
-აბა,რა მოიფიქრე.
-ჩვენს შორის ვერაფერი მოხდება და დროა ეს გაიგო.შენთან ყოფნა მეც ძალიან მინდა,თუმცა ეს მიკის და მეგობრების დაკარგვას ნიშნავს.არ ვიცი ამ ყველაფერისთვის რამდენად მზად ვარ.
-როდესაც ისინი შენი ძალების შესახებ მათი დაკარგვა ისედაც მოგიწევს და დროა ამას შეეგუო.
-იქნებ მათ ისეთი მიმიღონ როგორიც ვარ და ეს არ მოხდეს.
-შენი სიტყვების შენთვითონვე არ გჯერა და მე როგორ დავიჯერო.
-თუ ერთად ვიქნებით,მაშინ ამის დამალვა მოგვიწევს.
-მე თანახმა ვარ!
-გაგიჭირდება.
-მე შენთან ყოფნა არასდროს გამიჭირდება.ახლა გვიანია და შენთან ვერჩები.
-რა?
-ჰო აბა,შეყვარებულს გვიან ქუჩაში ხომ არ გაუშვებ!-საწოლზე ჩამოჯდა.-მარცხნივ მე ვწვები.
-ვინმე,რომ შემოვიდეს?სახლში ჩემს გარდა სანი,მიკი და ლუ არიან.
-არავინ არ შემოვა. ახლა გახვალ და ეტყვი,რომ არ შეგაწუხონ.შემდეგ შემოხვალ და დავიძინებთ.
-საიდან მოიტანე,რომ შენთან ერთად ერთ საწოლში დავიძინებ?სხვათაშორის ძალიან კომფორტული დივანია.
-მერე გადმოვწვები,რომ დაიძინებ.
-მაგასაც ვნახავ.წავალ ბიჭებთან და მოვალ ახლავე.
-არ დაიგვიანო.
-შენ ფრთხილად იყავი,ვინმე არ შემოვიდეს.
ოთახიდან გავედი და მისაღებისკენ წავედი.
-შენ არ იძინებდი?-გაკვირვებით მკითხა ლუმ.
-მე ვიძინებ და მაინტერესებდა თქვენც იძინებთ თუ არა.
-ფილმს მოვრჩებით და დავიძინებთ ჩვენც.ხვალ სკოლაში ერთად წავიდეთ არა?
-კარგი.გაზის დაკეტვა არ დაგავიწყდეთ,რომ დაწვებით.
-უკვე დავკეტეთ.
-ძილი ნებისა.
-ტკბილი სიზმრები.-სანიც დამემშვიდობა.
მისი ნათქვამი გავატარე და ნიკთან დავბრუნდი.
-ასე უცბად არ გელოდი.-უკვე სავარძელზე იწვა.
-საბანი და ბალიში სად იპოვე?
-უკვე დაგავიწყდა,რომ შენს გარდერობში ვიყავი?
-კარგი,რა მნიშვნელობა აქვს.სააბაზანოში შევალ და გამოვიცვლი.შეგიძლია დაიძინო,ან დამელოდო როდის გამოვალ და საპირფარეშოთი მერე ისარგებლო.
-ვისარგებლე უკვე მადლობა.
მალე გამოვიცვალე და საწოლში ჩავხტი.
-ნელა,საწოლი არ ჩატეხო.
-მიჩვეულია,არაფერი მოუვა.
-იმედია სიზმარში მნახავ.
-მძინავს უკვე.
-ძილის წინ არაფერზე ვისაუბროთ,ისე როგორც სხვა ნორმალური წყვილი აკეთებს ხოლმე.
-სხვა დროს იყოს!
-ხვალაც შენთან დავრჩები,ოქეი?
პასუხი არ დავუბრუნე,ვითომ მეძინა.მასაც ხმა არ ამოუღია.მალევე მიგრძენი,რომ ჩემს საწოლში გადმოწვა და ჩამეხუტა,თუმცა საპასუხო რეაქცია არ მქონია(მე ხომ მეძინა).



№1 სტუმარი აბჯ

ნიკი ძალიან მომწოონს.. მაგრამ ცოტა ზედმეტად ცანცარებს არ ვამბობ რომ მთლიანობაში ცუდია მაგრამ მომენტებში ზედმეტად ბავშვურს ხდი

 


№2 სტუმარი ამხ

როდის დადეეეებ

როდის დადეეეებ

 


№3  offline წევრი black qveen18

ამხ
როდის დადეეეებ

როდის დადეეეებ


დღეს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent