შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო /თავი 8/


27-03-2019, 21:37
ავტორი black qveen18
ნანახია 989

ბოლო დროს მომხდარის გადახარშვა მჭირდებოდა.რატომღაც მეგონა,რომ ნიკთან ძალიან მალე და ადვილად დავახლოვდი.რომელი ჭკვიანი წავა ერთი ქალაქიდან მეორეში მხოლოდ იმიტომ,რომ ის გოგო ნახოს,რომელი მის ოთახში ჩუმად შეიპარა.იქნებ მიკი მართალი იყო და მასთან ურთიერთობა უნდა შემეწყვიტა.
-კრის შეიძლება ვილაპარაკოთ?-ლუს ხმა იყო.
-მძინავს!
-კარგი რა კრის,სულ ორი წუთით.
-მემგონი ყველაფერი მითხარი,რისი თქმაც გინდოდა.
-ბავშვივით იქცევი.კარები გამიღე რა.
ნაძალადევად ავდექი პუფიდან და კარისკენ ნელი ნაბიჯებით წავედი.როდესაც კარები გავაღე დავინახე,რომ ლუს ხელში დონატები ეჭირა.
-ვიფიქრე დესერტი მოგინდებოდა.-გამიღიმა.
მის ამ საქციელზე სიცილი ვერ შევიკავე.საყვარლად იდგა და მიღიმოდა.ლუი ის ადამიანი იყო,რომელთანაც დიდი ხნით გაბუტვა არ შემეძლო,რადგან მის გარეშე ვერ ვძლებდი.
-შემოდი.
კარები დავკეტე.ლუ საწოლზე დაჯდა,მე კი ჩემი ადგილი დავიკავე.
-კრის,იგივეს აღარ გავიმეორებ,რადგან ვიცი,რომ ყელში ამოგივიდა და მეც დავიღალე. უბრალოდ არაა ნორმალური,როდესაც ბიჭს ასე უცბად უახლოვდები.მას ნორმალურად არც კი იცნობ.არ გეუბნები,რომ მას არ შეხვდე.უბრალოდ ჯერ გაიცანი,გაერკვიე შენს გრძნობებში და შემდეგ როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოიქეცი.
-სხვათაშორის მაგაზე მეც ვფიქრობდი.მგონია,რომ ნორმალური ადამიანია მაგრამ...არ ვიცი.
-სანის და მიკის საქციელს ყურადღება არ მიაქციო.მიკის და ნიკს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ ხომ იცი და სანისას რატომაც,შენც კარგად იცი.
-კი მაგრამ,ნიკის გუნდთან პირველად ახლა არ ითამაშეთ?ასე უცბად ჩხუბი როგორ მოასწრეს.თამაშებზე სულ დავიდავარ და არ გამომრჩებოდა.
-გახსოვს დასასვენებლად ფლორიდაში რომ იყავი?მაშინ ამხანაგური გვქონდა მაგ გუნდთან. სერიოზული ჩხუბი მოუვიდათ.მაგის გამო იყო,რომ მიკის ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
-აქამდე რატომ არ ვიცოდი?ან რატომ იჩხუბეს.
-თავიდან როგორ დაიწყეს მათ გარდა არავინ იცის,შემდეგ ნიკიმ სახეში შეაფურთხა და მიკიმ ეს ვერ მოითმინა.
ამ სიტყვების გაგონებაზე გავშეშდი.ყველაფერს ფარდა აეხადა და მხოლოდ ის ვერ გავიგე ნიკმა როგორ დაიწყო ურთიერთობა გოგოსთან,რომელიც მისი მტრის მეგობარია?იქნებ მხოლოდ მიყენებდა და ჩემთან ურთიერთობით მიკის გამწარებას ცდილობდა?
-ეს აქამდე,რომ მცოდნოდა მასთან ურთიერთობას არც დავიწყებდი.
-შენიც მესმის.ის ხომ ასეთი სიმპატიურია და გოგოებს მაგნიტივით იზიდავს.
-შენი აზრით მე სხვებს ვგავარ?-ცოტა არ იყოს მეწყინა ლუს ეს შედარება.
-ეგ არც მიგულისხმია,უბრალოდ ვთქვი.
-ისე,რომ ვუკვირდები მიკთან მართლა ცუდად გამომივიდა.
-უბრალოდ ჩაეხუტები,ყველაფერს აუხსნი და გაპატიებს ხომ იცი.
-სანი ნერვებს მიშლის და თქვენც,იმიტომ,რომ მის მხარეს ხართ.
-სანი?
-ჰო,რა მოხდა.
-კაი რა უყვარხარ,თან რა საყვარელია.
-ლუი მისმინე,სანი არაა საყვარელი,არც იყო და არც იქნება.მეორეც ტიპი მანიაკივითაა და არ ვიცი როდის რას გააკეთებს.იმედია იცის,რომ არ მომწონს.
-ამ,იცი რა ხდება კრის?მისთვის ეს ჯერ არ გვითქვამს და მემგონი ჰქონია,რომ მოგწონს.
-რაა?-ისე დავიყვირე,ჩემი ხმის მეთვითონვე შემეშინდა.-თვენ დებილები ხომ ხარ ხართ?
-თბილად,რომ ექცევი მაგას მაგიტომ ჰგონია.
-თბილად?ვინ,მე?მეტი რაღა ვქნა,ხომ არ ვცემ არა?
-კაი სანის თავი დავანებოთ.მისაღებში გავიდეთ და მიკს ბოდიში მოუხადე.
-მაგ თემას ისევ დავუბრუნდებით.
სანამ მისაღებში მივიდოდით,გზაში ტექსტს ვალაგებდი,თუ როგორ ამეხსნა მისთვის ყველაფერი.როდესაც ის დავინახე,ყველაფერი დამავიწყდა.
-მიკ,შეიძლება ვილაპარაკოთ?-როგორც შემეძლო საცოდავი სახე მივიღე.
-თუ ისევ იმ სირზე აპირებ ლაპარაკს მაშინ არა!
-ბოდიში უნდა მოგიხადო.-გვერდით მივუჯექი და ფეხები სავარძელზე ავკეცე.-დღეს მართლა ცუდად გამომივიდა,მაგრამ არ ვიცოდი,რომ ადრე რაც მოხდა.თან ხომ იცი,როგორც მიყვარხარ!-მთელი ძალით ჩავეხუტე.-ხომ არ მიბრაზდები?
-შენზე როგორ შეიძლება ვინმე გაბრაზდეს,უბრალოდ აღარ შეხვდე რა!
-ჩამეხუტე და აღარ შევხვდები,არც დაველაპრაკები.
მემგონი მასაც ზუსტად ეს უნდოდა,რომ მეთქვა.ჩემკენ შემოტრიალდა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
-ანუ აღარ შეხვდები?-გახარებული ხმით მკითხა სანიმ.
-ეგ იმას არ ნიშნავს,რომ შენ შეგხვდები!-ნაგლად ვუპასუხე.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა,ნიკი იყო.დაუფიქრებლად გავთიშე,რადგან მასზე საშინლად გაბრაზებული ვიყავი.ისევ დარეკა.ამჯერად ტელეფონი გამოვრთე.
-ვინ არის?-ეჭვიანი თვალებით შემომხედა მიკიმ.
-სარეკლამო კომპანიიდან არიან.მთელი კვირაა რეკავენ და აღარ შემიძლია.
-მეც მირეკავდნენ,ბოლოს ნომერი დავბლოკე.-ლუც დამეთანხმა,ოღონდ ვერ მიხვდა,რომ ვტყუოდი.
-თამაში გავაგრძელოთ?-მაშინვე ჩემი ადგილი დავიკავე.
დიდი შრომის შედეგად,მე მოვიგე ეს პარტია.იმდენი პიცა შევჭამე,რომ ფეხზე ვეღარ ვდებოდი და იქვე დავწექი.
-ოთახში წადი და იქ დაიძინე.-გვერდით ლუ მომიჯდა
-მეზარება წასვლა,თორემ დიდი სიამოვნებით!
-ადექი,ადექი!-ხელიც მომაშველა/
-მაშინ ოთახში შევალ და ცოტას მივალაგებ.პიცის ყუთებითა და დონატებითაა სავსე.
-ნაგავი კარებთან დადე და მე წამოვიღებ.
-მიყვარხარ!
ოთახში,რომ შევედი კარები ისტიქტურად ჩავკეტე.შემდეგ გამახსენდა,თუმცა გაღება დამეზარა.უცბათ,არსაიდან ნიკი გაჩნდა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?ახლავე გადი ჩემი ოთახიდან!
-რა გჭირს?
-არაფერის არ მჭირს,გაეთრიე ჩემი ოთახიდან.
-შუადღისით ნორმალურად ლაპარაკობდი და ახლა რა მოგივიდა?
-თუ შენ არ წახვალ,მე წაგიყვან.-ხელი მოვკიდე და პარკში დავტელეპორტირდი.
-უკან წამოსვლა არც გაბედო!-ხელი გავუშვი და სახლში დავბრუნდი.
ორ წუთში ისევ ჩემს ოთახში იყო.
-ფანჯრის დაკეტვა დაგავიწყდა.-ეშმაკურად ჩაიცინა.
-წადი ლოს-ანჯელესში და იქ იყავი.მიკზე შურის საძიებლად სხვა გზა ვერ იპოვე?
-რა?რას ამბობ ვერ ვხვდები!
-მემგონი მშვენივრად ხვდები და უბრალოდ გაგება არ გინდა.
-თუ თამაშზე მომხდარს გულისხმობ,ეგ წარსულში დარჩა.
-რატომღაც ასე არ მგონია.
-შენ იცი ეგ რატომ მოხდა?რაც არ იცი,იმაზე ლაპარაკი არც უნდა დაიწყო.
-სახეში შეაფურთხე და იმიტომ!ყველაფერი ვიცი.
-ვინც ეგ ამბავი მოგიყვა,იმედია ისიც გითხრა ეგ რატომ ვქენი!
-არ მაინტერესებს!
-ხოდა მე მოგიყვები.-პუფში ჩაჯდა და ერთი ჩემკენაც გამოაცურა.-აქ ჩაჯექი.
-რა მზრუნველი ხარ!-ნაძალადევად გავუღიმე.
-იმ პერიოდში მიკი ჩემს ბიძაშვილს ხვდებოდა.ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე ჩვენს ქალაქში და ურთიერთობაც მიწევდა რათქმაუნდა.თავიდანვე ვერ ვუგებდით ერთმანეთს,რადგან მიას ცუდად ექცეოდა.მია ჰქვია ჩემს ბიძაშვილს.როცა უნდოდა მხოლოდ მაშინ წერდა და როცა უნდოდა მხოლოდ მაშინ პასუხობდა ზარებს.
-შანსი არაა!
-თუ არ გჯერა წადი და თვითონ მას ჰკითხე,მია ვინ არისო.
-მასეც ვიზამ.
-სანამ დარბაზში მივიდოდი,მიამ ატირებულმა დამირეკა და მითხრა,რომ დაშორდნენ.მიკის ცემა მომინდა,თუმცა გუნდის გამო თავი შევიკავე.შემდეგ გავიგე გუნდელებს მიაზე ესაუბრებოდა, დასცინოდა და ბოლოს ისიც დააყოლა ა და ჩემი სტილი არააო.ჩემს ადგილზე ამას მოითმენდი?
-მიკი მაგას არ იზამდა,გამორიცულია.
-ნუ გგონია,რომ კარგად იცნობ.
-შეიძლება ბაბნიკია,მაგრამ ამას არ იზავდა.
-ვიცი,რომ მიკი შენი ახლო მეგობარია და ისიც ვიცი,რომ გიყვარს,სწორედ ამიტომ ვცემ პატივს.
-ჩემი ხათრით?და ვინ ვარ მე შენთვის?ვიღაც ახლად გაცნობილი გოგო,რომელიც შენს ოთახში შემოიპარა?მხოლოდ ერთი დღეა რაც მიცნობ.
-ანუ გაინტერებს ვინ ხარ ჩემთვის?
-კი!
-ჩემთვის ხარ ადამიანი,რომელიც თავისი ძალების გამო კომპლექს განიცდის,ადამიანი, რომელიც მეგობარს ენდობა და მისთვის ყველაფერს გააკთებს,ადამიანი,რომელიც საშინლად კეთილია და გულის გარშემო დიდი კედელი ააშენა,რადგან ეშინია ადამიანების,რომელიც მას არ იღებენ ისეთს,როგორც არის.
-მაგრამ ეს კედელი შენთვის არაფერს წარმოადგენს,რადგან გული მაინც მატკინე.
-როდის?
-მაშინ,როდესაც ეს ამბავი დამიმალე.
-მე ურთიერთობა დავიწყე კრის ვოთსონთან და არა მიკის მეგობარ გოგოსთან.მე მას პატივს ვცემ,რადგან შენი ახლო მეგობარია,თუმცა მას უფლებას არ მივცემ ჩვენს შორის ჩადგეს.
-ჩვენს შორის არაფერი ხდება,შესაბამისად ჩვენს შორისაც ვერავინ ჩადგება.
-ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები,რადგან ეს ყველაფერი შენ დაიწყე.
-მე?როდის?
-მაშინ,როდესაც მაგ საყვარელი თვალებით პირველად შემომხედე.



№1 სტუმარი ნხჯზ

როდის დადებ

 


№2  offline წევრი black qveen18

ნხჯზ
როდის დადებ

დღეს საღამოს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent