შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამივიწყო /თავი 7/


25-03-2019, 23:11
ავტორი black qveen18
ნანახია 947

გზაში მიკი და სანი კალათბურთზე და მათ გუნდზე საუბრობდნენ.როგორც გავიგე ხვალ თამაში ჰქონდათ და სანი სასტარტოში დაიწყებდა თამაშს.ეს საკმაოდ გამიკვირდა,რადგან მათი მწვრთნელი მისი ხილვით იშვიათად ანებივრებდა ხოლმე გულშემატკივრებს.
მაქსიმალურად ვცდილობდი,რომ უკმაყოფილება დამემალა.სულაც არ მსურდა,რომ მიკისა და ლუის გარდა ჩემს სახლში ისიც დარჩენილიყო.მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ სიმპატიურია,ჩემს გემოვნებაში მაინც არ ჯდება.
როდესაც სახლში მივედით ლუი წინ შემოგვეგება.
-ასე მეგონა აღარ მოხვიდოდით.სად იყავით ამდენი ხანი?
-საცობები იყო და დაგვაგვიანდა.
-საჭმელი ხომ მოიტანეთ?
-მარკეტში არ შევსულვართ.უნდა მოგვეტანა?-არ მიყვარს როდესაც საჭმელთან დაკავშირებით გაუგებლობა იქმნება ხოლმე.
-სანამ შენ და სანი გამოხვიდოდით მანამდე ვიყიდე რაღაცები.-მიკიმ საბარგული გააღო და იქიდან სავსე პარკები გადმოიღო.
პარკების შეტანაში ბიჭები მიეხმარნენ.როდესაც სახლში შევედი,მაშინვე ჩემი ოთახისკენ წავედი.
-საით?-უკნიდან სანიმ დამიძახა.
-ჩემს ოთახში.არ შეიძლება?
-ვინ თქვა,რომ არ შეიძლება.უბრალოდ კარტის თამაშს ვაპირებდით და ვიფიქრე შემოგვიერთდებოდი.
-გამოვიცვლი და ახლავე მოვალ.
ჩანთა საწოლზე მოვისროლე და მაგიდასთან მდგარ პუფში ჩავხტი.უეცრად ნიკი გამახსენდა. მე ხომ უცბად წამოვედი და მისთვის არც მიკითხავს უნდა დარჩენილიყო,თუ სახლში აპირებდა წასვლას.ტელეფონი ავიღე,რომ მიმეწერა,თუმცა გავჩერდი,რადგან არ ვიყავი დარწმუნებული ეს მართლაც უნდა მექნა თუ არა.
ტანსაცმლის კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე.რატომღაც სპორტულ შარვალზე და ტანზე მომდგარ ტოპზე შევარჩიე არჩევანი.ორ წუთში გავემზადე და მისაღებ ოთახში გავედი.
მაგიდის შუაში პიცა იდო,გარშემო კი ბიჭები იყვნენ.
-მზად ხარ წაგებისთვის?-დამცინავად მკითხა სანიმ.
-მემგონი ეგ კითხვა მე უნდა დაგისვა.
-შეგიძლიათ,რომ არ იჩხუბოთ?წინ მთელი დღეა და არ მინდა დრო ცუდად გავატაროთ.
-მე არც დამიწყია.-გაკვირვებული ხმით ვთქვი ეს სიტყვები.
როდესაც დავჯექი პიცის ნაჭერი და ჩემი კარტი ავიღე.თამაში ჩვეულებრივად მიდიოდა. როდესაც ქულებს დავხედე მხოლოდ ლუი იყო ჩემს წინ.
-ლუ,გიყურებ და მეორე ადგილისთვის ხარ დაბადებული.-ჩემს ამ ნათქვამზე გაეცინა.
-იყოს მე პირველი მირჩევნია.
ამ დროს კარებზე ზარმა დარეკა.მიკი წავიდა გასაღებად,მე კი პიცის ახალი ნაჭერი ვიღე.
-გამარჯობა,კრისი სახლშია?-ნიკის ხმა იყო.
პიცა კინაღამ გადამცდა.მაშინვე კარებისკენ გავიქეცი და სიჩქარეში მაგიდას ფეხი წამოვკარი. უნდა დავცემულიყავი,თუმცა სანიმ დამიჭირა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-გაბრაზებული ხმით ჰკითხა მიკიმ.
-მასთან სალაპარაკო მაქვს და ვიფიქრე ვილაპარაკებდით.-მისგან განსხვავებით ნიკი წყნარად საუბრობდა.
-მას შენთან სალაპარაკო არაფერი აქვს და შეგიძლია აქედან დაახვიო.
-ჰეი!-სანის ხელებიდან დავუძვერი და პირდაპირ კარების წინ აღმოვჩნდი.
-ჰეი!-როდესაც დამინახა გამიღიმა.
-კრის ოთახში დაბრუნდი!
-რა ხდება?-მიკის ყურადღება არ მივაქციე და ნიკისკენ წავედი.
-შეიძლება ორი წუთით ვილაპარაკოთ?
-რათქმაუნდა!
-სად მიდიხარ?-კარების შუაში ამჯერად სანი ჩადგა.
-გარეთ,ნებართვა შენ უნდა გკითხო?
-თუ ამ ტიპთან ლაპარაკს აპირებ მაშინ კი.
-დაახვიე რაა.-ორივეს გვერდი ავუარე და ნიკთან მივედი.
-დღეს დაუმშვიდობებლად წახვედი და ვერ მოვასწარი იმის თქმა,რომ ერთი კვირა სან-ფრანცისკოში ვრჩები.
-ძალიან კარგი.სად რჩები?
-შენ სახლთან,რომ სასტუმროა იქ.იმედი მაქვს ეს კვირა ჩემი გიდი იქნები.
-სკოლის პერიოდში არა მგონია და სკოლის შემდეგ რათქმაუნდა.
-მიკისთან და იმ სირთან პრობლემა არ იქნება?
-სირთან? ლუზე ამბობ?
-მიკის და ლუის ვიცნობ,მესამეზე ვამბობ.
-ეგ სანია.მაგისი აზრი არც მაინტერესებს მთავარია მიკი და ლუ დავითანხმო.
-შენი ნომერი მაქვს და თუ რამე შეიცვალა დაგირეკავ.თუ არ შეიცვალა მაინც დაგირეკავ. ახლა კი წავალ.
-იქნებ შემოხვიდე,გემრიელი პიცა გვაქვს.
-იყოს არ მინდა პრობლემები შეგიქმნა.
-ჰმ,როგორც გინდა.მაშინ ნახვამდის.
-ნახვამდის.
როდესაც მისაღებში შევედი ეს სამი ერთ რიგში იდგნენ.ისე მიყურებდნენ,როგორც მგელი უყურებს ცხვარს სანამ შეჭამს.
-ნიკთან რა ურთიერთობა გაქვს!-მკაცრი ტონით მკითხა მიკიმ.
-არაფერი,უბრალოდ მეგობრები ვართ.
-დღეიდან მასთან საუბარი,მიწერ-მოწერა და მისი შეხედვაც კი გეკრძალება.
-კაი კაცო,არ გამაგიჟო!
-მე არ ვხუმრობ კრის!
-და მე მეტყობა რამე?
-მერამდენედ უნდა გაგიმეოროთ,რომ იმ ბიჭთან ურთიერთობა არ შეიძლება?
-რატომ მიკ,რატომ!ის ისეთი არაა როგორიც თქვენ გგონიათ.
-გოგოო!შენ დებილი ხო არ ხარ?-ახლა უკვე ლუმ დამიწყო საუბარი.
-რა დებილი კარგი რაა ლუ!ისიც ჩვეულებრივი ადამიანია.
-გიჟია!-სანი მეკლდა სრული ბედნიერებისთვს.
-არა მგონია მას შენზე მეტად ეკლდეს.
მეტი ჩხუბი აღარ მინდოდა,ამიტომ ჩემს ოთახში წავედი.
-სად მიდიხარ,ჯერ საუბარი არ დაგვიმთავრებია!
-მე დავამთავრე.
-ახლა შედი ოთახში,იფიქრე და როდესაც დაწყნარდები მაშინ გამოდი.
-მე ჩემი სათქმელი გითხარი!
-შენთვის არაფერის ნიშნავს ის,რომ მუტანტია?
-ერთ დღესაც,რომ გაიგოთ,რომ მეც მუტანტი ვარ ჩემზეც ასე ილაპარაკებთ?
ამ სიტყვების გაგონებაზე სანის ფერი დაეკარგა.მემგონი ყველაფერს ხვდებოდა და დაჯერება არ უნდოდა.
-შედი ოთახში და დაისვენე.მემგონი ტვინი გაგეთიშა.
სანამ ოთახში შევიდოდი პიცის ყუთი და „coca-cola“ ავიღე.ისევ პუფში ჩავჯექი,პიცის ყუთი ფეხებზე დავიდე და ჩავფიქრდი.რაც უფრო და უფრო მეტს ვფიქრობდი,მით უფრო ვრწმუნდებოდი,რომ ისინი ისეთს არ მიმიღებდნენ როგორიც ვარ და ერთ დღესაც მათი დათმობა მომიწევდა.



№1 სტუმარი ნსნს

ხოდა მალე დათმოს :დ

ძალიან პატარა თავებია გაზარდე რა ცოტა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent