შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება კაიფით 5


31-03-2019, 21:44
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 354

თავი 9
თეკლა ნელ-ნელა იზრდებოდა და ტანსაცმელი ყოველ თვე უპატარავდებოდა. წლის იყო, როდესაც პირველი ნაბიჯები გადადგა და საძინებლის კარიდან საწოლამდე მიიბაჯბაჯა, შემდეგ თავი ვერ შეიკავა და ძირს გაგორდა. ეს ყველაზე ემოციური მომენტი იყო ჩვენი პატარა ოჯახის ისტორიაში. ერთი წლის რომ გახდა, დაბადების დღე არ გადამახდევინა დედამთილმა. არ შეიძლება, უბედურება იცისო და ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც თავისი გაიტანა. ჩვეულებრივად აღვნიშნეთ ის დღე, თითქოს არც ყოფილიყოსო, თუმცა გულის სიღრმეში ვზეიმობდი და როგორც კი საშუალება მომეცემოდა, მაშინვე ვკოცნიდი და გულში ვიხუტებდი ჩემს პატარას. ღუღუნი მალევე დაიწყო და წლინახევრისამ პირველად ამოიღუღუნა სიტყვა "დედა". ბედნიერებისგან ლამის გული ამომივარდა და მისი გაჭ....ტის სურვილი უფროდაუფრო მიჩნდებოდა.
მალევე ახალი ეტაპი დადგა ჩვენს ცხოვრებაში. ეს იყო, როდესაც თეკლა ორი წლის გახდა. გადავწყვიტე ბაღში შემეყვანა, რადგან მას არავინ ჰყავდა, ვისთანაც ითამაშებდა.
-საერთოდ არ უვლია თაზოს ბაღში, მაგრამ მშვენივრად თამაშობდა და არც კომუნიკაციის პრობლემა შეგვქმნია ოდესმე - თავისი აზრი გამოთქვა დედამთილმა, რომელიც, რა თქმა უნდა, მე მეწინააღმდეგებოდა - მოიტანს ტილებს, ვირუსებს და ათას უბედურებას. ამ დროის დედებს საერთოდ აღარ გინდათ ბავშვის აღზრდა და დროის დათმობა. გააგდებთ ბაღში და სკოლაში და ეგაა, მოიშორებთ თავიდან. აბა, ჩემს დროს დილიდან საღამომდე ცალ ხელში ბავშვი მეჭირა, ცალ ხელში კი ცოცხი. როგორ გინდა აბა შენ? სახლიც უნდა დაალაგო, საჭმელიც უნდა გააკეთო და ბავშვსაც უნდა მიხედო.
ბევრი ლაპარაკის შემდეგაც ვერ გადამიყვანა თავის აზრზე, რადგან ვფიქრობდი, რომ ბაღში ბავშვის წაყვანა არ იყო მისგან დასვენების ხერხი. მთავარი მისი განვითარება და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბება იყო. ბავშვებთან კავშირი, თამაში და პარალელურად სწავლა იდეალურად მეჩვენებოდა ბავშვისთვის.
პირველ დღეს ბევრი იტირა თეკლამ. სანამ მივიდოდით ლამის გამაწამა. სამჯერ გაჩერდა გზაში და მიწაზე დაჯდომა მოინდომა. მე ზედმეტად პრინციპული ვიყავი და ხელში სწრაფად ავიყვანე.
-ჯერ ნახე, დე. თუკი არ მოგეწონება ხვალ აღარ წაგიყვან - ვამშვიდებდი მას.
ეს მისი პირველი დღე იყო, როდესაც დედას და ბებიას მოშორდა, ამიტომ მესმოდა მისი. კარში მასწავლებელი დაგვხვდა. თეკლა დიდი ნდობით ვერ განეწყო მის მიმართ, ყელზე ხელები უფრო მომხვია და თავი ჩემკენ მოატრიალა. ოთახში ერთად დავსხედით და პირველ გაკვეთილს ერთად დავესწარით.
-ეს ბუნებრივია - მითხრა მასწავლებელმა - თავიდან უჭირთ ბავშვებს უდედობა. ბაღში კი არა, ზოგჯერ სკოლაში წასვლაზეც ტირიან ისინი, თუმცა ჩემი დაკვირვების შედეგად ყველაფერი მალე შეიცვლება როგორც კი თამაშს დავიწყებთ.
მართლაც ასე მოხდა. როგორც კი პიანინოს ხმა გაისმა და ბავშვები წინ გავიდნენ, თეკლამაც აიღო თავი ჩემი გულიდან და მუხლებიდან ჩამოცოცდა. ჩანთიდან მისი საყვარელი დათუნია ამოვიღე და გავუწოდე.
-დედა, ვითამაშო? - ხშირ წამწამებში ჩამალული თვალები შემომანათა და როგორც კი თავი დავუქნიე, მაშინვე ბავშვთა ჯგუფს შეერია.
პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა და სახლში გამარჯვებული დავბრუნდი.
-თეკლას ძალიან მოეწონა ბაღი - ამაყად განვაცხადე და დედამთილის სახეს შევაჩერდი. გაურკვეველი ემოცია გამოესახა სახეზე - გადაწყვეტილია. თეკლა აუცილებლად ივლის ბაღში!
ნეტავ იცოდეთ რამდენად ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი სიამაყე და სიხარული. თეკლა დაახლოებით ორი თვის შემდეგ სახლში ტილებით დაბრუნდა. მაშინვე დავადებინე თავი მუხლებზე და პაწაწინა, თეთრი წილების ძებნას შევუდექი. თეკლას თავში მართლაც აღმოჩნდა რამდენიმე ტკაცუნა ტილი და მეც სასწრაფოდ ჩავაყარე თავში დუსტი.
-ხომ ვამბობდი, არ გავუშვათ ბაღშითქო - ბაქიობდა დედამთილი.
-ამით ქვეყანა კი არ დაქცეულა, უბრალოდ ბავშვს ტილები ყავს - მაინც ვერ ავიტანე დედამთილის წუნკლობა - რომელ ბავშვს არ ჰყოლია ტილები?
-ჩემსას - ამაყად თქვა და ამით გაიმარჯვა კიდეც.
გულში ხანჯალდაცემული დავდიოდი საღამომდე, სანამ თაზო არ მოვიდა და მაშინვე ცხელ-ცხელი კითხვა დავახვედრე.
-ბავშობაში ტილები არ გყოლია? - ჯერ დაიბნა, შემდეგ კი გულიანად გადაიხარხარა.
-მყავდა, ერთხელ. სოფელში გადმომდო ჩემმა მეზობელმა. რატომ მეკითხები? - ისევ გულიანად გაიცინა და ჩემს რეაქციას დაელოდა.
-არაფერი - ამოვიხვნეშე და სავარძელში ჩავჯექი - თეკლამ მოიტანა დღეს და მაგიტომ დამაინტერესა.
უნდა მეცრუა, რადგან მას შემთხვევით არ წამოსცდენოდა დედამისთან ჩემი კითხვის შესახებ. ეს ხომ ჩემი ტუზი იყო დედამთილთან პაექრობაში, რომელიც საჭირო დროს და საჭირო მომენტში უნდა გამომეყენებინა.
-ხვალაც მიგყავს თეკლა ბაღში? - ზუსტად ვიცი, რომ პასუხი იცოდა, თუმცა მაინც მკითხა დიადმა ქალბატონმა, რადგან ჩემი პასუხით თავი უნდა შეექო, ხომ ვამბობდი ბავშვი ბაღში არ გაუშვათთქოო.
-ხვალ არა, კიდევ დავაყრი დუსტს, თუმცა ზეგ კი წავიყვან - სიმართლე, რომ ვთქვა, საერთოდ აღარ ვაპირებდი თეკლას ბაღში წაყვანას, თუმცა ჩემთვის ხომ პრიორიტეტი დედამთილის გამწარება გახდა.
ასე აღმოჩნდა თეკლა სახლში. ტილებით დასრულდა ბაღში მისი გასეირნება და თამაში. ქალბატონი დედამთილი კი ყოველდღე სამ-სამი საათით ამეცადინებდა ჩემს გოგოს. ზუსტად ერთ თვეში კი, თეკლამ ათამდე დათვლა და ხმოვნების ცნობა ისწავლა. ასევე თავისუფლად არჩევდა შინაურ და გარეულ ცხოველებს და ძილის წინ ზღაპრის წაკითხვას მთელი გულით მთხოვდა.
ზოგი ჭირი მარგებელიაო და ჩემმა დედამთილმა ძალიან შემიმსუბუქა თეკლას აღზრდა. მისი სურვილი, თეკლა არ მეტარებინა ბაღში, იმდენად დიდი იყო, რომ თავად იყო მასწავლებელიც, ბავშვიც, მუსიკის პედაგოგიც და მზარეულიც.
-შენ ვერ ზრდი შვილს კარგად. უბრალოდ არ იცი ეს და მორჩა - ნეტავ როგორ არ ბეზრდებოდა ეს ერთი და იგივე - რადგან ბავშვი სიმაღლეში იზრდება, არ ნიშნავს იმას, რომ ის კარგად აღზრდილი ბავშვია - ეს ამხელა ამბავი და აჟიოტაჟი თეკლას ცხვირში თითის შეყოფას მოყვა - გაუზრდელია, კიდევ კარგი ბებო მაინც ყავს, ენაცვალოს ბებიკო, თორე ბავშვი მალე ბოყინსაც დაიწყებს მაგიდასთან - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც თეკლამ ასეთი რამ გააკეთა, თუმცა ბავშვებისგან არ გვიკვირს ხოლმე, თუმცა ჩემი დედამთილისთვის ეს წარმოუდგენელი იყო - ბავშვი მშობლებისგან იღებს ყველაფერს და სწავლობს.
-რისი თქმა გინდა, დედა? - ჩემი ქმარი როგორც იქნა ჩაერია კონფლიქტურ სიტუაციაში - მე და ნელიკო ვდგავართ და ცხვირს ვიქექავთ შენი აზრით?
-არა, თამაზ, შენ კარგ, ზრდილობიან ბიჭად აღგზარდე.
-ანუ მე ვერ აღმზარდა დედაჩემმა - ხმამაღლა ვთქვი და მაგიდას მუშტი დავარტყი - დავიღალე მუდამ უკმაყოფილებით. ერთხელ უკვე გადავდგი ნაბიჯი და წავედი, არც ახლა გამიჭირდება. მე და ჩემი შვილი ცოტა ხნით დედაჩემთან გადავალთ საცხოვრებლად. თაზო - ჩემს ქმარს მივუტრიალდი - თუ გინდა წამოდი, თუ არადა ისე მაინც გნახავ ხოლმე. ამ სახლში სუნთქვა კი ძნელია და ისიც კი კონტროლდება წუთში რამდენჯერ ჩაისუნთქ-ამოისუნთქავ.
თაზო ბევრს ეცადა გადავერწმუნებინე, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მეტად მკაცრი და ზუსტი იყო. ჯიუტი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა რაც დედამთილი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, მეც საგრძნობლად შევიცვალე.
-ნელიკო, ეს გამოქცევა რა იყო? - დედაჩემი მეორე დედამთილი გახდა წამით - რას იტყვიან ნათესავები და მეზობლები. ყველას ეგონება შენი ან თაზოს ბრალი თუ იყო რამე და არა შენი დედამთილის. ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღიაა, მაგრამ ეს სახლიდან გამოქცევა ძალიან არ მომწონს და იქნებ დაბრუნდე.
-დედა, იცი რატომ მოვკიდე ჩემს შვილს ხელი და აქ წამოვედი? ზუსტად ეგრე მელაპრაკებოდა ისიც. რა გინდათ ვერ გავიგე, რატომ უნდა ვიარო თქვენს ჭკუაზე? გონება არ მაქვს თუ ჭკუა? უნივერსიტეტში რადგან არ მისწავლია არ ნიშნავს იმას, რომ ვერ ვხედავდე რა ხდება აქ. მე მარიონეტი არ ვარ , არც არავის მოსამსახურე ვარ, რომ მისი სიტყვის შემეშინდეს. მე რძალი ვარ მათი, თუმცა ეს ვერ გაუგიათ და თუკი ვინმე მკითხავს თუ რატომ წამოვედი, ყველაფერს ვეტყვი. მე ჩემს ოჯახს ტალახში არ გავსვრი, თუმცა ისეთი დედამთილი, როგორიც ის ქალბატონია, არასოდეს არ აღიქმება ჩემი ოჯახის წევრად.
-შენს ბიძაშვილ მაიკოსაც ეგეთი მკაცრი და პრინციპული დედამთილი ყავს, თუმცა არ გამოქცეულა, რადგან შინაგანი კულტურა გააჩნია.
-შინაგანი კულტურა კი არა არ აქვს, რომ წამოვიდეს. ძალიანაც უნდა, ღამითაც ასველებს ცრემლით ბალიშს ალბათ, მაგრამ ეშინია, რომ საზოგადოება მისკენ თითს გაიშვერს.
-შენ არ გეშინია?
-ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებ, დედა, რომ გინდა ავდგე და წავიდე - ძალიან გავბრაზდი და მეწყინა კიდეც მისი ეს დამოკიდებულება.
-მინდა, რომ წახვიდე, თუმცა შენს სახლში - მითხრა და ფანჯარაში გაიხედა.
-ანუ ეს ჩემი სახლი არ არის? როდიდან აღარ ვეკუთვნი ამ ოჯახს, დედა? მხოლოდ დღესასწაულებზე და ვინმეს ქელეხში გინდა, რომ მნახო? თეკლამ საერთოდ არ იცის ვინ არის მისი მეორე ბებია და რატომ? თურმე, როდესაც გოგო თხოვდება, ის სამუდამოდ ტოვებს სახლს. მადლობა ამ ყველაფრისთვის და დათმობილი ერთი საათისთვის. თეკლა, დე, აიღე თოჯინა და წავედით.
კვლავ მოვკიდე ჩემს შვილს ხელი და გარეთ გავედით, თუმცა ამჯერად სად მივდიოდით თავადაც არ ვიცოდით. არც ახლობელი მყავდა ისეთი, ვისთანაც დავრჩებოდი, არც მეგობარი და არც დედამთილის სახლში დაბრუნებას არ ვაპირებდი. საფულეშიც კი არ მედო იმდენი თანხა, რომ რამე მექირავებინა, თუმცა იმ თანხით რომელიმე ნაკლებად პრესტიჟულ სასტუმროში ორ-სამ ღამეს მაინც გავათევდი და ჩემს პატარა შვილთან ერთად რამდენიმე საათში სასტუმროს კარებთან აღმოვჩნდი.
თავი 10
ლუკას თხუთმეტი წლის იუბილეზე შევწყვიტე მასთან ერთად სიარული სკოლაში. ორი წლის განმავლობაში არცერთი დღე არ დაურღვევია. ყოველთვის ჩემთან ერთად მიდიოდა და მოდიოდა. მხოლოდ რამდენჯერმე წავიდა მეგობრებთან ერთად დაბადების დღეზე, თუმცა იქაც კი ვაკონტროლებდი. ეს ორი წელი სრულიად იდეალური ურთიერთობა გვქონდა ოჯახის ყველა წევრს ერთმანეთთან. თითქოს არც კი ყოფილა ის საშინელი პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში. ლუკა ხშირად მეხმარებოდა საოჯახო საქმეებში და უფრო მეტად სამზარეულოთი ინტერესდებოდა.
ბედნიერად გავატარეთ ორი წელი. მე და თაზო მუდამ დაძაბულ და მზადყოფნის რეჟიმში ვიყავით, თუმცა ვხედავდით, რომ ლუკა დღითიდღე ისევ ჩვენკენ ბრუნდებოდა და თავის სახეს იბრუნებდა.
-დე, ჩემი ლალის თვლიანი ყელსაბამი ხომ არ გინახავს? - ჩემი საძინებლიდან გავძახე თეკლას.
-არა, დე - კარში შემოიჭყიტა - მე შენი მარგალიტის საყურეები ავიღე თეონას დაბადების დღისთვის და იმ საღამოსვე დავაბრუნე უკან.
-ღმერთო ჩემო, აბა სად წავიდა? სამი დღის წინ მეკეთა და თავზე დავადე და ახლა სად გაქრა ნეტა?!
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნივთების გაქრობა დაიწყო ჩვენს სახლში. ამას მოყვა თაზოს ძველი ფოტოაპარატი, საფულედან ჩემი ფული, რამდენიმე წყვილი საყურე და ბოლოს თეკლას ნათლობის ჯვარიც კი.
ჩვენი დამჯერი ლუკა თურმე ძალიან იკავებდა თავს ამ ორი წლის განმავლობაში და ყველაფერს ძალდატანებით აკეთებდა. ფარისევლური იყო მისი ყოველი დღე და ღიმილი. ასევე ფარისევლური იყო ყველა ის თბილი სიტყვა, რასაც ჩვენ გვეუბნებოდა და ამას მხოლოდ საკუთარი თავის საცდელად აკეთებდა. გაინტერესებთ საიდან გავიგე მისი რეალური სახე?
შაბათი დილა იყო, როდესაც სახლში ყველა ვისვენებდით. გადავწყვიტე დილით ჩემს მაღაზიაში წავსულიყავი და ჩამენიშნა რომელიმე ყვავილი თუ გვაკლდა. ძალიან ჩუმად დავიპარებოდი სახლში, როდესაც ლუკას ოთახიდან ხმა გავიგონე. მეც მაშინვე ყური დავუგდე და კართან გავიყუჩე.
-ფულს მალე ვიშოვი...რა?...სად წაიღეთ ამდენი ფული?... როგორ?... ის ყელსაბამი ძალიან ძვირი ღირს და სად წაიღეთ?.. კარგი.
სიჩუმე აუტანელი გამოდგა. მთელს ტანში შურდულივით შემოვარდა და არცერთი ძარღვი არ დატოვა, რომ არ შევარდნილიყო. წამში ყველაფერი გაქრა ირგვლივ. ჩემს შვილსაც კი ვხედავდი კედლის მიღმა. ის ნერვიულად დადიოდა ოთახში და ღრმად სუნთქავდა. იქნებ ახალ ნივთზე ფიქრობდა, რომელიც სახლიდან უნდა გაექრო. მაშინ ოთახში შესვლა ვერ გავბედე და გადავწყვიტე უკან გავყოლოდი.
როგორც კი თაზო ოთახიდან გამოვიდა და მთელმა ოჯახმა მაგიდასთან მოიყარა თავი, ლუკამ მაშინვე საპირფარეშოში გასვლა მოიმიზეზა და ოთახი დატოვა. მეც უკან გავყევი და დავინახე როგორ შევიდა ჩემს საძინებელში. იქედან კი აწითლებული ლოყებით გამოვიდა უკან.
-სად იყავი, ლუკა, ამდენ ხანს? - ვეცადე როგორმე გამომეტეხა.
-მგონი რაღაცამ მომწამლა - მუცელზე ხელი მიიდო და კიდევ უფრო აწითლდა ის.
-ახლავე დაგალევინებ წამალს - წამლების ყუთი ჩამოვიღე და ქექვა დავიწყე. მისი სიტყვები, რა თქმა უნდა, სიცრუე იყო და მე ეს მშვენივრად ვიცოდი, უბრალოდ მინდოდა მას შეშინებოდა და სიმართლეში გამომტყდომოდა.
-არა, დე. მადლობა, ჩემო ლამაზო დედიკო - მოვიდა და ჩამეხუტა. როგორ უნდა დამეჯერებინა, რომ ეს ჩახუტება არაგულწრფელი და ფარისევლური იყო - თუკი ნებას მომცემ, დღეს გარეთ გავალ. კლასელები იკრიბებიან და მეც მივიდოდი.
-სად იკრიბებიან?
-თეონასთან. მთელი კლასი დაგვპატიჟა დედამისმა. შეგიძლია დაურეკო და კითხო - მომეხუტა და თავისი ოთახისკენ დაიძრა.
ლუკას სიტყები არ დამიჯერებია. კარგ მსახიობად ჩამოყალიბებულიყო და უკან გაყოლა გადავწყვიტე. პირველად მიტოვებულ ქარხანაში შევიდა. ქარხანა სამსართულიანი იყო. ძველი, შავი კედლები პირქუშად მიყურებდნენ. ფანჯრებს აქა-იქ შერჩენოდა მინები და ერთ, ძლიერ ქარს ელოდნენ მიწაზე გადმოსაფრენად. ლუკა მესამე სართლზე ავიდა და ფანჯარასთან დადგა, ირგვლივ მიმოიხედა და პირის მოძრაობა დაიწყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მარტო არ იყო და საუბრობდა.
ნახევარ საათზე მეტი ვიდექი ხის უკან ამოფარებული. თავში ათასობით საშინელი აზრი მომდიოდა, როდესაც ლუკა გამოვიდა. მას სამი ბიჭი მოჰყვა უკან და ხელში შეთამაშებულმა მარგალიტის საყურეებმა თვალები მომჭრა.
-ამას ხვალვე გავყიდით და როცა ფული დაგვჭირდება ისევ დაგირეკავთ - უთხრ ერთმა მიჭმა და ლუკას მუშტი მიარტყა ბეჭზე.
-აღარ გამოვა ეგ ამბავი - დარცხვენილად ჩაღუნა თავი ლუკამ.
-როგორ თუ არ გამოვა, ბო...შვილი ვიყო. აბა საიდან მოვიტანოთ ფული? ჩვენ ვიშოვოთ?
-ფულს მაშინ მო....ვავ, როცა გეტყვით, ბიჭო - შეუყვირა მეორემ და ლუკას ჟაკეტი შემოაღლიტა.
-თავს გაუვიდა ამ ლაწირაკს - საუბარში მესამე ჩაერთო - გვეხვეწებიან ჩვენს ბანდაში შემოსვლაზე. შენ შემოძვერი და ახლა ფულის მოტანაც არ გინდა? შე ...ლეო!
ამის შემდეგ დედის ხსენების მთელი რიგი იყო. ისეთი სიტყვები ამოსდიოდათ პირიდან, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი. მათ შორის ლუკაც ისე გაყოყოჩდა, რომ წამით შევეჭვდი მის სინამდვილობაში.
-ვეღარ მომაქვსთქო და გინდა გაიგეთ გინდა არა - წრეში ჩადგა ლუკა და ბეჭებში მოხრილი რიგრიგობით უქნევდა ყველას ხელებს - მე თქვენი ჩმორი კი არ ვარ. თუ ვამბობ, რომ ვერ მოვიტან. ესეიგი ვერ მოვიტან და დამთავრდა აქ საუბარი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent