შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი? ( XII თავი )


1-04-2019, 02:12
ავტორი shany shany
ნანახია 1 330

მოგონებებში დაფრინავდა და გარშემო სიტუაციის აღქმას ვერ ახერხებდა დიდი ხნის მანძილზე. ბოლოს ყვირილი მისწვდა მის ყურთასმენას და ბარის მეორე მხარეს გაიხედა. უამრავი ახალგაზრდა ირეოდა. ნაცნობი სახის დანახვამ საბოლოოდ გამოაფხიზლა. ინსტიქტურად მისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯებით. მხოლოდ ის დაინახა გოგონამ როგორ გადაამსხვრია მინის ბოთლი უცნობ ბიჭს, ისიც ნოწყვეტით დაეცა, წამიერი სიჩუმის შემდეგ კვლავ ყვირილი ატყდა. გოგონა კი გაშეშებული იდგა უგონოდ მყოფ ბიჭის წინ და ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ახერხებდა.
⁃ ელენე!- სანდრომ ხმამაღლა დაუძახა გამოსაფხიზებლად
⁃ მოვკალი?- შიშით იკითხა
⁃ ნუ გეშინია, არაფერი მოსვლია გონზე მოვა ცოტახანში
⁃ სანდრო?? არა! მოვკალი, ღმერთო მოვკალიი... ოღონდ ეს არა... ღმერთო მოკვდააა
⁃ ელეე ელეეე გაჩერდი, პანიკაში ხარ, წამოდი სწრაფად- საჩქაროდ გაიყვანა გარეთ და მანქანაში ჩასვა, შემდეგ სასწრაფოში დარეკა და იქაურობას გაეცალა
⁃ აბა... რას ერჩოდი იმ ბიჭს ღლაპო
⁃ ჩემს მეგობარს უხეშად ექცეიდა
⁃ ვინ მეგობარს
⁃ ვინ მეგობარი იცი ჩემი რომ- თითქოს საყვედურობდა
⁃ კაი კაიი... ახლა ის მითხარი სად იყავი ამდენხანს
⁃ საქართველოში არა
⁃ ნუთუუ... ეგ ვიცი, ერთი წელი გამქრალი იყავი
⁃ გიგასთან ვიყავი, ამერიკაში
⁃ გიგასთან??
⁃ რა დაკითხვას მიწყობ, რა მნიშვნელობა აქვს
⁃ როდის ჩამოხვედი
⁃ ერთი კვირის წინ
⁃ და უკვე შარში გაეხვიე?
⁃ გასვიანისგან არ უნდა გაგიკვირდეს ეგ- სიჩუმე ჩამოწვა ცოტახანს, ბოლოს ისევ ელენემ დაარღვია დუმილი- სანდრო... გაბრიელის ამბავი გავიგე, ვიზიარებ...
⁃ ხოო- თვალები ცრემლებით აევსო, ახლა ყველაზე მეტად უჭირდა თავის შეკავება ამ თვეების მანძილზე, მაინდამაინც ელენე გასვიანთან უნდა ატირებულიყო ბავშვიბით
⁃ ანნა??... როგორაა?- მანქანის მართვა უკვე აღარ შეეძლო, უჭირდა გზის დანახვა და როგორცკი შეძლო მანქანაც გააჩერა... ვერაფერს ამბობდა, ყელში დიდი ბურთი გასჩხეროდა და ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევდა
⁃ მესმის- მხოლოდ ეს თქვა გოგონამ, აღარ შეაწუხა ზედმეტი კითხვებით. მიხვდა ამ ტკივილი ისევ იმ სიძლიერით ღვიოდა ბერიძის სხეულში და ოდნავადაც არ განელებულა, აშინებდა ანნას მდგომარეობის წარმოდენაც კიი... ბავშური პროტესტის მიუხედავად გულისიღრმეში აღიარებდა რომ გაბრიელი იყო ის ვინც მის გაბედნიერება შეეძლო და არა მისი ძმა.მანქანაში გაუნძრევლად იჯდნენ და ხმას არცერთი აღარ იღებდა, სანდროსაც უჭირდა იმის გაანალიზება რომ მისი საყვაელი გოგონა ეჯდა გვერდით ამდენი ხნის შემდეგ. რამდენჯერ წარმოედგინა მათი შეხვედრა, ყოველთვის ეგონა რომ მხოლოდ მას შეეძლო ამ ტკივილის გაყუჩება მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. თავს აიძულებდა ძლიერი გამოჩენილიყო მის თვალში თუმცა ბოლომდე ვერ ერეოდა თავს. ენატრებოდა ის დრო გაბრიელი რომ ცოცხალი იყო და ელენეზე გაგიჟებული იოხებდა მასთან გულს. ახლა კი აღარც გაბრიელი ყავს, აღარც ელენე აგიჟებს ისე როგორც ადრე, ხვდება გოგონას სიბრალურს, ხვდება რატომ აღარ არის ისეთი კაპასი მასთან როგორც აქამდე და ესეც კი ტკენს.ანნასაც კი კარგავს, ცდილობს შეაჩეროს ეს ყველაფერი მაგრამ იმ უფსკრულში მიექანება ყველაფერი რასაც სიკვდილი ჰქვია.
⁃ ანნას გაუხარდება შენი ნახვა- ბოლოს ძლივს მოახერხა თქმა
⁃ ვინახულებ
⁃ გიგაც ჩამოვიდა?
⁃ არა, ჯერ არ ფიქრობს ჩამოსვლაზე- აქ აღარავისთან აქვს კონტაქტი თითქმის და...
⁃ გასაგებია
⁃ ჯერ არ მინდა გაიგოს
⁃ მაპატიე მაგრამ არ მაინტერესებს გიგა რას გაიგებს და რას არა
⁃ კარგი... ანნას აუცილებლად ვინახულებ
⁃ როგორც გინდა, წავიდეთ.
სახლამდე მიიყვანა და სახლში წავიდა. კიბეებზე ასვლისას უკვე სისუსტეს გრძნიბდა ფეხებში, ცრემლების შეკავებაც აღარ შეეძლო, კარისს გაღება ძლივს შეძლო, პირდაპორ საძინებლისკენ გაემართა და ლოგინთან მისული მომენტალურად ჩაიკეცა, ძირს დაგდებული ხმაამაღლა ღმუოდა და დაცლას ცდილობდა მაგრამ ამის მაგივრად გული უფრო და უფრო უმძიმდებოდა, ლოგინიდან ბალიში მოითრია და თავი ჩარგო, აღარ ცდილობდა თავს შეკავებას, აღარ აინტერესებდა რამდენად უსუსური ჩანდა. ტიროდა მის ტკივილს, ანნას ტკივილს და გაბრიელის უდროო დროს დასრულებულ სიცოცხლეს.
⁃ მაპატიე...- თმაზეიგრძნო გაყინული ხელი. გულზე მიიხუტა გვერდით მჯდომი და თავზე აკოცა- მაპატიეე გთხოვ, მე უნდა დავდგარიყავი შენს გვერდით როგორც შენ მიდგახარ... მე კიი...მე კი როგორ მოგექეციი- ერთად ტიროდნენ სანდრო და ანნა, პირველად ხედავდა ბერაძეს ამ მდგომარეობაში და თავი ეზიზღებოდა
⁃ აღარ შემიძლია, შეცდა, არ ვარ ისეთი ძლიერი როგორც მას ეგონა
⁃ ძლიერი ხარ, ჩემზე ბევრად ძლიერი ხარ
⁃ არ ვარ... ვერ ვარ ანნა, იმასაცკი ვერ ვახერხებ ტკივილი ოდნავ მაინც შეგიმსუბუქო
⁃ შევძლებთ, ერთად... იტირე სანდრო... ცოტა გიშველის
⁃ არ მინდა მიშველოს, არ მაქვს უფლება უკეთ ვიყო- არ იცოდა რა უნდა ეთქვა, ისიც ხომ სწორედ ასე გრძნობდა ხოლმე თავს, პირველად მხოლოდ სანდროს ტკივილი სტკიოდა და არა თავისი. გამთენიისას ჩაეძინათ , სანდროს ანნას კალთაში ედ თავი, ის კი ლოგინზე იყო მიყრდნობილი.

⁃ ელენე ვნახე წუხელ- დილით სამზარეულოში მსხომები ყავით ხელში იყვნენ და როგორც ადრე ისევ ისე ლაპარაკობდნენ
⁃ ელენე?? გასვიანი?
⁃ ჰო
⁃ მერე??
⁃ არაფერი, ისევ ისეთი კაპასია, ოღონდ სხვასთან
⁃ სხვასთან?
⁃ ხო, ვიღაცას თავზე გადაამტვრია ბოთლი
⁃ მიზეზი?
⁃ რავი მეგობას ეუხეშაო თუ რაღაც
⁃ დიდი ხანი არ ჩანდა
⁃ ამერიკაში ვიყავიო
⁃ კაფეში უყვარდა მოსვლა ხოლმე
⁃ აღარ გახსნი? ამდენიხანია დაკეტილია
⁃ არ მაქვს მაგის ენერგია
⁃ მე გავაკეთებ ყველაფერს
⁃ არა სანდრო, შენ ისედაც ყველაფერს აკეთებ, ელენე შეცვლილია?
⁃ არ ვიცი... ახლა ვხვდები რომ მენატრებოდა
⁃ არ გინდა ბოლოსდაბოლოს დააყენო საშველი და გაერკვეთ?- გაბრიელის სიტყვები გაახსენდა, ისევ ჩაწყდა რაღააც
⁃ გარკვეულია. არანაირი ურთიერთობა აღარ მექნება
⁃ ვფიქრობ რომ მოსწონხარ
⁃ ახლა უამრავი საქმე მაქვს, პრაქტიკები მეწყება
⁃ გილოცავ... მაგრამ...
⁃ ანნა... ცხობრებას გავაგრძელებთ
⁃ ალბათ... კონვერტი ვნახე
⁃ არ ვიცოდი როდის უნდა მომეცა
⁃ ვერ შევძელი გახსნა...
⁃ შეძლებ ერთხელაც
⁃ ასე როგორ მოგვექცა?
⁃ მან იცოდა რომ ეს დღე დადგებოდა, შენს გაცნობამდე იცოდა ანნა... ხშირად ლაარაკობდა ამაზე
⁃ ერთხელ ჩემთანაც თქვა " ბოლო წამამდე ვცდილობ ცხოვრებისგან დავტკბე და ამას შევეწირებიო", ერთ ერთ შეჯიბრის წინაც მითხრა თუ რამე მომივა იცოდე რომ უბენიერესი ვარო, მეკი ავუკრძალე ამაზე ლაპარაკი, მასაც აღარაფერი უთქვამს მაგრამ სიკვდილზე ფიქრობდა, იცოდა რომ ახლოვდებოდა და იცი როდის ვხვდებოდი? თვალებში რომ მიყურებდა რაღაცნაირი მზერით, ბოდიშს მიხდიდა თითქოს... მაგრამ ვერ ვპატიობ... არ შემიძლია... ვერ ვაპატიებ
⁃ როდისმე განელდება?
⁃ შევეჩვევით
⁃ შევეჩვევით.

რამდენიმე კვირის შემდეგ ძლივს მოიკრიბა ძალა ელენემ და ანნას მონახულება შეძლო. ღიმილით შეუძღვა გოგონას, ყავაც შესთავაზა და თბილადაც მოიკითხა. შეცვლი იყო ორივე მათგანი? ანნა გამხდარი, ჩაშავებული თვალები, ეტყობოდა ამ თვეების კვალი, გარეგნიბაზეც, სიარულზეც და ღიმილზე ყველაზე მეტად.ელენე კი გაზრდილი და გალამაზებული გახლდათ.
⁃ აბა როგორ მიდის საქმეები
⁃ ნორმალურად, სწავლას აქ გავაგრძელებ
⁃ საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოხვედი?
⁃ უფრო მომიწია, მგონი დამიბერდნენ მშობლები დაა
⁃ შენი ძმა?-სხვათაშორისოდ იკითხა ზრდილობის გამო
⁃ გიგა ისევ იქითაა... არის თავისთვის
⁃ ჰო კარგია... ძალიან მიხარია რომ მესტუმრე
⁃ მაპატიე აქამდე ვერ შევძელი... გისამძიმრებ... სხვა რა გითხრა არ ვიცი
⁃ მადლობაა... მესმის ნუ ღელავ. სანდრო რომ ნახე გავიგე
⁃ კინაღამ ადამიანი რომ მოვკალი გითხრა?
⁃ მასეც არ უთქვამს- გაეღიმა გოგონას
⁃ იმსახურებდაა მართლა... კიდევკაი სავსე იყო ის ბოთლი თორე ალბათ მართლა მოკვდებოდა
⁃ კაი ნუღა ფიქრობ გადარჩით მთავარი ეგაა
⁃ კაფის გახსნას აღარ აპირებ? ძალიან მომენატრა შენი ფორთოხლის ჩაი
⁃ არ მაქვს გეგმაში მაგრამ აქ გაგიკეთებ რა პრობლემაა
⁃ არაა არაა ეგ შემდეგ მოსვლაზე შეგიძლია დამახვედრო- ცდილობდა უშუალო ყოფილიყო, არ უნდოდა მისი უფრო დაზაფვრა
⁃ ხშირად მესტუმრე ხოლმე... მეკი ძალიან მეზარება გარეთ გასვლა მაგრამ ამომირბინე ხოლმე
⁃ სიტყვაზე გიჭერ... ახლა კი წავაალ კაიი?? საღამოს რესტორანში მიწევს წასლა... ძალიან მეზარება სიმართლე გითხრაა... მეგობრის ძმას აქვს დაბადებისდღე და ჯერ ისიც არ ვიცი რა ჯანდაბა უნდა ჩავიცვა
⁃ ასე რატომ ღელავ ? მოგწონს ეგ ბიჭი?
⁃ არ ვიცი... რამდენიმე თვე ამერიკაში იყო და ხშირად ვნახულობდი ხოლმე... მეპრანჭებოდა მგონი
⁃ საინტერესოაა... შემიძლია ჩემი ძველი კაბები განახო... მაინც აღარ დამჭირდება
⁃ არა რასამბობ გავალ იქნებ ვიყიდო რამე
⁃ მოდი მოდიი ნუ გერიდება... მიყვარს სხვისი გამოპრანჭვა... შენ ის მითხარი რომელი კაბა მოგეწონება და მაკიაჟს მაგის მიხედვით გაგიკეთებ
⁃ ანნა შეგაწუხებ... ზედმეტად...
⁃ საქმე სხვა მაინც არ მაქვს...
მისი ძველი კაბები გადმოალაგა... ამ დროის მანძილზე ხელიც რომ არ უხლია... უმცროსი გასვიანი მორიდებით უყურებდა კაბებს და თავს წყელიდა ამდენი ილაპარაკის გამო
⁃ ელე... მასე ნუ დგახარ რაა... ნახე აბა ეს კაბა... მუქი წითელი კაბა ანახა, წინ სულ დაფარული,ზურგი კი საკმაოდ მოღებული ჰქონდა მგვლად. არჩევანი ნამდვილად კარგი იყო... დიდი დრო დასჭირდა მაკიაჟის გაკეთებას... საბოლოდ ძალიან კარგად გამოიყირებოდა კიდეც " ბოდიში სანდრიკ" ანნამ გაიფიქრა და თმის დასწორება განაგრძო.ბოლოს იმდენი დრო დასჭირდა რესტორანში პირდაპირ ანნას სახლიდან მოუხდა წასვლა.
რესტორანში მისულმა შთაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა როგორც მამაკაცებზე ასევე ქალბატონებზეც. იუბილარს მიულოცა და ადგილი დაიკავა მისი მეგობრის გვერდით
⁃ აუ ელე ძაან ლამაზი ხარ... ლაშას სულ გადარევ
⁃ მარიიამ!! ყველაფერს ნუ აზვიადებ
⁃ არ ვაზვიადებ. ნახე როგორ გიყურებს ჩემი ძმა
⁃ კაი რააა... დალევა მინდა საშინლად
⁃ დავლიოთ მერე მეც მინდა... ცოტა გამხიარულება არ გვაწყენდა.

რამდენიმე ჭიქა შამპანირის შემდეგ ნამდვილად შეერია თრობა. უფრო გათამამდა და ცეკვის შემოთავაზებებზეც არ ამბობდა უარს. შამპანურსაც ნელ ნელა სვავდა. ძალიან კარგ დროს ატარებდა. ლევანის ეცეკვებოდა ბართან მჯდომი სანდრო რომ დაინახა, ყავისფერ სითხეს სვავდა და ელენეს უყურებდა, გაზრდილ წვერშიც კი კარგად უჩანდა აწითლებული ტუჩები, შეკრული წარბებიდან რომ უყურებდა გოგონას. შორიდან მიესალმა, ვერ შეძლო ახლოს მისვლა, უცბათ დაიძაბა, თითქოს შერცხვა საკუთარი კარგი ხასიათის. ნელა გამოეცალა ლევანს და თავისი ადგილი დაიკავა. შამპანურის დალევას მოუმატა, მალულად გააპარებდა ხოლმე ბერაძისკენ თვალებს, ზურგშექცევით რომ იჯდა უკვე და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.
-
დილით ბახუსმა გააღვიძა. ერთდროულად სიმძიმეს და სიმსუბუქეს გრძნობდა. თავი საშინლად სტკიოდა და უჭირდა თვალების გახელა. ბოლოს ძლივს გაახილა ცალი თვალი და დანახული რომ არ ეცნო მეორეც სწრაფად დააჭყიტა. გვერდით ნახევრად შიშველი ბიჭის დანახვამ კი სულ გააგიჟა. " ოღონდ ლევანი არ იყოს რააა" გულში იმეორებდა და სახის დანახვას ცდილობდა. უცბათ ბიჭი შეირხა თავი ელენესკენ გადმოაბრუნა და კარგად გაარჩია გრძელ წვერში სნდროს სახე. მხოლოდ ის მოიფიქრა რომ რაც შეიძლება ჩუმად ამდგარიყო, სწრაფად წამოკრიფა ტანსაცმელი და ოთახიდან გავიდა. გასასვლელთან იცმევდა, გული საშინლად ჰქონდა აჩქარებული, ფეხების კანკალს ვერ აჩერებდა, ტირილი უნდოდა მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო და ეს კარგად ესმოდა. კარები გამოხსნა თუ არა თავისით ისევ რომ დაიხურა. შემდეგ თავადაც შეაბრუნა და თავზე წამომდგარ ბერაძის თალებს წააწყდა
⁃ და რაა... ახლა ვით აპირებ გაპარვას?- თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ბიჭი, უცბათ ძლიერი ხელი რომ მოხვდა სახეში
⁃ შენი საქმე არაა რას როგორ გავაკეთებ... ერთხელ მოხდა და აღარ განმეორდება
⁃ ერთხელ?? უკვე განმეორდა სხვააშორის თან ორჯერ. - მკლავში წაავლო ხელი და მდუვანზე უხეშად დასვა. ელენეს თვალები გაუფართოვდა, ეზიზღებოდა სანდროც და საკუთარი თავიც
⁃ რაა?? რას მიყურებ გაფართოებული თვალებით
⁃ არ მახსოვს და არც მაინტერესებს
⁃ ოჰ ქალიშვილობა ვის ჩააბარე არ გაინტერესებს?
⁃ არა! ვიღაც ხომ უნდა ყოფილიყო პირველი და ვინ იქნებოდა რა მნიშვნელობა აქვს- სანდრო სულ გააგიჟა მოსმენილმა
⁃ ხო მაგალითად ის ვიღაც ლევანი, მონდომებით რომ გიძვრებოდა კაბისქვეშ?
⁃ როგორც ჩანს შენ უფრო მოგინდომებია
⁃ ელენე! გინდა რომ გამაგიჟო? - ხმა შედარებით დაუთბა
⁃ რა გინდა რომ გითხრა? წასვლა მინდა აქედან... დაივიწყე რაც იყო
⁃ შენ დაივიწყებ?- სევდიანად გაეღიმა
⁃ მე ისედაც არაფერი მახსოვს- შეუვალი იყო გოგონა. ის სიტყვები ისევ უტიალებდა თავში.
⁃ მაშინ ჩათვალე აღარც მე აღარ მახსოვს!
⁃ ძალიან კარგი!
⁃ კარგი!
⁃ კარგი.
⁃ წადი
⁃ წავაალ
⁃ ხოდა წადი- წამოვიდა და დატოვა გაგიჟებული ბერაძე.
-" რამ გამომაშტერა ასე... რააამ... ახლა რა უნდა ქნას? ელენე? ელენეს დაუნგრია ცხოვრება? მაგრამ დიდათ არც გოგონა იყო ამ ფაქტით აღშფოთებული, როგორ შეიძლება არ ახსივდეს ის ღამე. ელენეს ამღვრეული თვალები, გახსნილი პირიდან სასიამოვნო ოხვრა რომ ამოსდიოდა, წამოკივლება, თმაში ჩაფრენილი მისი ხელები, ხან ზეწარს რომ ქაჩავდა და ტანის წამოზიდვას ცდილობდა, ბოლოს გოგონას დაკლაკნილი სხეული და აჩქარებული გულისცემა, გახსენებაზეც კი პირი უშრებოდა და გარკვეული ორგანოს გააქტიურებას გრძნობდა. გონზე მოსული ფეხზე წამოვარდა თავში წაიშინა ხელები. " რაზე ფიქრობ?! ან რაზე ფიქრობდი? სულ გავგიჟდი, ყოველთვის ვაჟიშვილი ბიჭივით რომ ვიქცევი მის შეხებაზე მაგის ბრალია, ახლა როგორ უნდა შევძლო მისი დავიწყება? ელენეეე!!! მოსაკლავი ხარ!! მოსაკლავი! "
---
ძალიან მახარებთ... ბოდიშით ვინც გაგანაწყენეთ გიგას გაქრობით... იმედია კვლავ კითხულობთ ამ ისტორიას



№1 სტუმარი სტუმარი nancho

კი ვკითხულობ და მომწონს.მაინტერესებს დასასრული.ცხოვრება გრძელდება.

 


№2 სტუმარი Melusi

კარგიაა ძალიან ამ ისტორიის კითხვის დროს ნამდვილად ვერ ვიკავებ ცრემლებს

 


№3  offline წევრი shany shany

სტუმარი nancho
კი ვკითხულობ და მომწონს.მაინტერესებს დასასრული.ცხოვრება გრძელდება.

კარგია თუ ცუდია მაინც გრძელდება ცხოვრება... დიდი მადლობა ყველას ვინც მომყვებით

 


№4  offline წევრი Liziko27

მიყვარს ეს ისტორია.. გეგი დამაკლდა მაგრამ არაუშავს????

 


№5  offline წევრი forever-321

სირცხვუილი შენ გიგა უკვე ამდენი თავია არ გამოგიჩენია,ისე მომეწონა ეს თავი ძალიან და გიგა მინდა გ ი გ ა

 


№6  offline წევრი shany shany

forever-321
სირცხვუილი შენ გიგა უკვე ამდენი თავია არ გამოგიჩენია,ისე მომეწონა ეს თავი ძალიან და გიგა მინდა გ ი გ ა

მეც ძალიან მენატრება გიგაა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent