შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლის ორდენი ( თავი 4. ალისტერ ჰოვარდი )


1-04-2019, 05:16
ავტორი melanqoliki
ნანახია 1 124

კიბეებზე ასვლა საშინლად მიჭირდა, ყურადღებას ვერ ვიკრებდი და გონება სადღაც შორს, აუღწერელ, არარსებულ სივრცეში დამეტოვებინა. ჩემი სხეული თავისით გადაადგილდებოდა და ოთახისკენ მიიწევდა, იქ სადაც ცოტა ხანს დასვენებას და ყველასგან თავის შეფარებას მოვახერხებდი.
ოთახში ასულმა სწრაფად გავიხადე მხუთავი, ნაცრისფერი სვიტერი და ღრმად ამოვისუნთქე, მკლავებზე ისევ ვგრძნობდი მის შეხებას, თვალების დახუჭვისას კი მისი სახე მელანდებოდა, ცივი და საშიში. წითელ, მწველ ალში ჩაძირულიყო და ბოროტი გამოხედვით მომჩერებოდა, მისი გამოჩენა კარგს არაფერს მიქადდა.
სააბაზანოში გავედი, სახეზე წყალი შევისხი და სარკეში საკუთარ გამოსახულებას შევხედე. თითქოს ირგვლივ ყველაფერი ირწეოდა და ვიბრირებდა, განა ასეთი რა მომხდარიყო? ყვლაზე მეტად ქიმიის კაბინეტში მომხდარი ფაქტი მაწუხებდა, შიშსა და საკუთარი თავის დაკარგვის შეგრძნებას ისე შევეპყარი, რომ ნერვიულობისგან ტუჩები მითრთოდა და ხელები მიკანკალებდა.
დამფრთხალი ენი ფეხის ყოველი გადადგმისას უკან მომყვებოდა, ძალიან დამფრთხალი ჩანდა, ადგილზე გაიყინე და არ იძროდიო.
რატომ არ მოვიქეცი დანარჩენების მსგავსად? რამ გამოიწვია შოკური მდგომარეობა, რამაც განძრევისა და თავის გადარჩენის ინსტინქტები გადაწონა? დარწმუნებული ვიყავი, ამ ინციდენტის შემდეგ მთელი სკოლა მიცნობდა.
_ ელის, იქნებ მაინც ჩავსულიყავით და ექიმს ენახე? _ თვალები აცრემლებოდა და მძიმედ სუნთქავდა.
_ არაა საჭირო, უკეთ ვარ, ცოტას დავისვენებ _ თვალებიდან ბინდი გადამყროდა, სუნთქვა აღარ მიჭირდა, მაგრამ თავბრუსხვევა მაინც მაწუხებდა, მაგრამ არ ვაღიარე. არ მინდოდა მისი ყურადღება კიდევ უფრო მიმეპყრო და მისახედი გავმხდარიყავი.
_ დარწმუნებული ხარ?_ ეჭვიანი მზერით გადმომხედა, სააბაზანოდა გასვლაში დამეხმარა და ლოგინზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
_ ბიჭი, რომელიც მკლავებში ჩამფრენოდა, ის ალისტერია, რომ მიყვებოდი? _ მის კითხვას კითხვითვე ვუპასუხე. მასზე მეტი მაინტერესებდა და თან კარგი იქნებოდა, ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
_ ხო, უცნაურია, შენგან რა უნდოდა? უამრავ გოგონას მოსწონს, მათ შორის უმცროსკლასელებსაც, მაგრამ ზედ არავის უყურებს, არც კი ელაპარაკება. თავის თავს ზედმეტის უფლებასაც აძლევს ხოლმე, ბევრისთვისაც დაუცინია, მაგრამ ასეთი გაღიზიანებული ჯერ არ მინახავს.
_ ვერაფერი გავიგე, რაღაც თამაში ახსენა და ცინიკურად მელაპარაკებოდა. ძალიან შემეშინდა, თან იმ ყველაფრის მერე ისეთი მოულოდნელი იყო.
_ ალბათ, ახალი რომ ხარ მოეწონე და გაგეხუმრა, ხომ იცი ზოგჯერ ბიჭები სიმპათიებს სულ სხვანაირად გამოხატავენ. _ უხერხულად გაიღიმა.
_ ვიცი, რასაც გულისხმობ, მაგრამ ეგრე არაა, დამიჯერე ცდები . ეს სულაც არ ჰგავდა ხუმრობას, ან უხეშ გამომწვევ ფლირტს._ ლოგიკურ დასკვნამდე მისვლა მეც მინდოდა, მაგრამ სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდი, იმას ვიაზრებდი რომ ხუმრობის ვარიანტი დასაწყისშივე უნდა გამომერიცხა. ამაზე, ჩემი შეწითლებული მკლავებიც მეტყველებდა.
სანამ ვსაუბრობდით, გაკვეთილზე შესასვლელი ზარი დარეკეს, მომხდარის გამო გაკვეთილების განრიგი არ იცვლებოდა. ჩემს გამო შეწუხებულ ენის ვთხოვე, აღარ ენერვიულა და ქვემოთ ჩასულიყო. ასე, მისთვისაც უკეთესი იყო და ჩემთვისაც, რადგან მარტო ყოფნა მინდოდა. კარგად უნდა გამეხსენებინა მომხდარი, ალისტერი და დეჟა ვუს შეგრძნება, რომელიც არ მტოვებდა.
_ კი მაგრამ _ მის ხმაზე ფიქრებიდან გამოვერკვიე, გაოცებული და განერვიულებული შემომყურებდა.
_ გთხოვ ჩადი, მართლა უკეთ ვარ. ჩემი სისუსტით ისარგებლა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, პასუხი მოეთხოვება. _ შევეცადე ძალები მომეკრიბა და დამემშვიდებინა, რომ ჩემს გამო მისაღები ქულები არ დაკლებოდა.
_ ჩავალ, ოღონდ მერე სადღაც გავივლი და შოკოლადებს ამოგიტან _ ჩემს უკეთ ყოფნაში დარწმუნებული ლოგინიდან წამოდგა, თვალი ჩამიკრა და მაგიდიდან წიგნები აიღო.
_ არ დაიგვიანო _ ღიმილიანი მზერით გავაცილე. მაოცებდა ის ფაქტი, რომ ახლო მეგობრობა არავისთან არ ჰქონდა. კლასში, ყველას მიმართ ერთნაირი თბილი, მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, მაგრამ როგორც შევატყე მარტო, საკუთარ თავთან დარჩენა და წიგნების კითხვა უყვარდა. მის თვალებში იკითხებოდა რაღაც ნაღველი და გადამალული დარდი, ჩემთვის კი ეს ყოველივე ისეთი გასაგები და ახლობელი იყო...
ლოგინზე წამოწოლილი ჭერს მივშტერებოდი და ვცდილობდი ყველაფერი დეტალურად, თანმიმდევრულად გამეხსენებინა. ქიმიის გაკვეთილზე, ფორმაცვალებადი ნივთიერების შემდეგ, მხოლოდ მისი სახე მახსენდებოდა, ისიც კი გადამვიწყებოდა, როგორ მახრჩობდა სიმხურვალე და მაკავებდა შიში ადგილზე. გონებას არ ტოვებდნენ ნანახი შავი თვალები, სისხლივით წითელი ტუჩები და მხრებამდე თმა. ჩემს წინ აღმართული ძლიერად მიჭერდა მკლავებზე და ფარული განზრახვებით აღსავსე, ცინიკურად მომშტერებოდა. იქნებ, ეს ყველაფერი მართლაც ბოროტი ხუმრობა იყო? თამაში, როგორც თვითონ ახსენა, მაგრამ კიდევ იყო რაღაც. ელა, მან სწორედ ასე მომმართა. ,, პატარა, საყვარელი ელა არა? ამჯერადაც დამარცხდები,,
გონებაში მისი ნათვამი წინადადებები მიტრიალებდა და სადღაც ღრმად, ისევ ჩამესმოდა მისი ხმა, ცივი და იდუმალი.
_ ელა, ელა, ელა _ გიჟივით ვბუტბუტებდი, როცა თვალწინ სამეული წარმომიდგა. გამახსენდა ის წუთები, როცა დავინახე და მათი მოახლოებისას ყველაზე მაღალმა, მუშტებშეკრულმა სწორედ ეს წარმოთქვა, თითქოს ჩაისისინა _ ელაააა.
ისეთივე დაძაბული იყო, როგორც ალისტერი. რას ნიშნავდა მათი ნათქვამი? იქნებ ვინმეში ვეშლებოდი? საიდან იცოდა ალისტერმა, რომ მომხდარის გამო დეჟა ვუს შეგრძება გამჩენოდა? მის მიერ პირველად მოყენებულ ტკივილს ჯერ კიდევ ვგრძნობდი და ვერ მივმხვდარიყავი, რის გამო ვიყავი გაურკვეველ, აფსურდულ ვითარებაში.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ იდიოტმა ტომასმა თავის მოწონებითა და უბრალო, სულელური ფლირტით დაწყებული გართობა კრახით დაასრულა. შეიძლებოდა ცეცხლის დანახვას მსგავსი ემოციები გამოეწვია? რა იყო შიში, ან რა იწვევდა მას, თუკი გაქცევისა და თავის გადარჩენის ინსტიქტებს მთლიანად მითიშავდა?
ჰოვარდის ჩვეულების მიხედვით გაკვეთილების შემდეგ, ზედამხედველებთან ერთად ტყეში უნდა გაგვესეირნა. გადავწყვიტე, რომ ოთახში ჯდომის მაგივრად, ეს დრო სათანადოდ გამომეყენებინა და გაურკვევლობიდან გამოვსულიყავი. აუცილებლად უნდა დავლაპარაკებოდი ალისტერს, მშვიდად ყოველგვარი ძალადობისა და ცინიკური ტონის გარეშე, ასევე მენახა სამეული და გამეგო, რას ნიშნავდა მათი ნათქვამი. მინდოდა გარეთ გასვლამდე ცოტა ხანს დამეძინა, მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე, ამიტომ ლიტერატურისა და ლათინური ენის დავალებების შესრულებას შევუდექი. დრო სწრაფად გავიდა, ყურადღების გადატანის ხერხმა გაჭრა. ბოლო გაკვეთილის დამთავრებისთანავე თბილად ჩავიცვი და სასუსნავებით დატვირთულ ენის უკვე გამზადებული დავხვდი.
_ შენ რა, კაფეტერია დააცარიელე?
_ არ ვიცოდი როგორი გიყვარდა, ამიტომ ყველანაირი წამოვიღე- შავი, ოდნავ ცხარე, ყავის მარცვლებით, ორცხობილებით, თხილებიანი, რძიანი და... ისე როგორ ხარ? დერეფანში მისტერ ალბერი შემხვდა, ისე უხერხულად გიკითხა, ყურადღება ვეღარ მივაქციეო, ის კი გაგიხერხა, რომ სხვა საგნებზე დაუსწრებლობის გამო ქულები არ ჩამოგაკლონ .
_ უკეთ, გაცილებით უკეთ და საშინლად მინდა გარეთ გასვლა, სუფთა ჰაერი მესაჭიროება. _ მისი ყურადღებით გაოცებული ვიყავი, ცოტა გასაკვირიც იყო, წესიერად არც კი მიცნობდა. მაგრამ ისეთ ადგილზე, როგორიც ჰოვარდი იყო, ალბათ ოთახის მეგობართან დაახლოება, მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან სხვანაირად ყველას უჭირდა იმ მარტოობისა და მკაცრი პირობების ატანა, რაც იქ ხვდებოდა მოსწავლეს.
_ დიდი მადლობა, ამდენი მართლა არ იყო საჭირო
_ კარგი რა _ უხერხულად გაისწორა თმა და წამოწითლდა. _ ოჰო, შენ უკვე გამოწყობილხარ, ეტყობა მარტომ მოიწყინე.
_ ჰო, ერთი სული მაქვს სუფთა ჰაერზე როდის გავალ და თან ყველაფერი უნდა გავარკვიო._ საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა თამამად განვაცხადე.
_ ნამდვილად დარწმუნებული ხარ? იქნებ ყველაფერი ისე დატოვო, როგორც არის და მის პროვოკაციას არ აჰყვე? იცი, რას ვფიქრობდი? ცეცხლი, რომ დაინახე რატომ არ ადექი? მაშინათვე, ყველა ყველა აყვირდა, ერთმანეთს აწყდებოდნენ და გასასვლელისკენ გარბოდნენ , ნივთიერება ისე სწრაფად აალდა, შენ კი გაშტერებული, გაუნძრევლად იჯექი. _ დაკვირვებით მიყურებდა და პასუხს ელოდა, ეს მეც მაინტერესებდა, მაგრამ არ ვიცოდი რა მეპასუხა.
_ არ ვიცი, არ მახსოვს...
_ ძალიან უცნაურია. ისე, ტომასს მართლაც მოუწევს ერთი კვირა, გაკვეთილების შემდეგ კაფეტერიის დალაგება. სულელი, ნამდვილი კრეტინია, თავი დიდი ვინმე მოაქვს, რადგან გავლენიანი მშობლები ჰყავს. ყოველთვის ახერხებდა დაცვისგან დასხლტომას, რაიმე უკანონო ნივთის დატოვებას, სკოლის ტერიტორიაზე საც კი ეწეოდა, მაგრამ მაინც ყოველთვის იძვრენდა თავს, მაგრამ ამჯერად ვერ მოართვეს. თავისივე სიყეყეჩემ გასთქვა, ღირსია. _ ნერვიულად გახსნა შოკოლადი და განაგრძო _ მაგარი სანახაობა იქნება, ნამდვილად ვერ გამოვტოვებ, უნდა ვნახო, როგორ დგას და ხეხავს იატაკს.
_ რძიანი მიყვარს, უბრალოდ რძიანი, ყოველგვარი თხილებისა და შიგთავსის გარეშე _ მაგიდაზე დახვავებული შოკოლადის ფილებიდან რძიანი ავარჩიე და ენის გვერდით ჩამოვჯექი.
_ მე კიდე თხილებით, ოდნავ მწარე _ კმაყოფილმა გამიღიმა პირის ცმაცუნით და თვალები სიამოვნებით მოჭუტა.
_ ალისტერი იქ იყო? _ ინტერესი გამიღვივდა.
_ კი, ყველაფერს ბოლომდე დაესწრო, არც კი მახსოვს, ბოლოს როდის იყო ასე მონდომებული. კლასში შემოსული, თვალებს უაზროდ აცეცებდა, მგონი შენ გეძებდა.
_ ვნახოთ, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს გავარკვევ.
_ მე მაინც მგონია, რომ მოსწონხარ.
_ არა, ვინც მოსწონთ, იმას არ ტკენენ, თან პირველივე შეხვედრაზე, თან არც კი მიცნობს, წარმოდგენა არ აქვს საერთოდ ვინ ვარ. _ სვიტერი ავიწიე და ჩალურჯებული მაჯა ვაჩვენე.
_ არ მეგონა ასე ძალიან, თუ... მეგონა, უბრალოდ ხელი ეკიდა, რომ არ წაქცეულიყავი _ თვალებგაფართოვებული დასცქეროდა სილურჯეს. _ ახლა მესმის რატომაც გინდა დაელაპარაკო, მაგრამ მარტო? და კიდევ რაიმე რომ გატკინოს, ან ამჯერად უარესი რამ ქნას? დამიჯერე ელის, ხშირად ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს, მე კი საერთოდაც ვფიქრობ, რომ არაფერი ადარდებს.
_ ნუ გეშინია, ამჯერად არაფერი მჭირს, ტომასი ტყესაც ხომ ვერ გადაწვავს? სისუსტით სარგებლობის საშუალება აღარ მიეცემა, აი ნახავ.
_ კარგი, თუ სასეირნოდ ჩამოვიდა, მე შორიახლოს ვიქნები და ძალიან გთხოვ დაიძახე, ან დაიყვირე თუ რამეა, მპირდები?
_ გპირდები.
დანაპირების შესრულება არ გამჭირვებია, რადგან ალისტერი ფოიეში არ იყო. დიდხანს, თვალებით ვეძებდი იმ ბავშვებს შორის, რომელთაც გარეთ გასასვლელად მოეყარათ თავი და თბილად შემოსილნი ელოდნენ ხელმძღვანელს. იქ, მხოლოდ სამეულს მოვკარი თვალი, ყველასგან გამოარჩევდით. თეთრი, გულთან შეხსნილი პერანგები ეცვათ და სახელოები აეწიათ, დაძაბულები ჩანდნენ, ერთმანეთს მოკლე ფრაზებით ესაუბრებოდნენ და თან ჩვენს მხარეს იყურებოდნენ, თვალს არ მაშორებდნენ. გარეთ გასვლამდე დერეფანში ჩაგვამწკრივეს , ენი ჩემს წინ იდგა და დროდადრო უკან იყურებოდა, რწმუნდებოდა, რომ ჩემს ადგილას უსაფრთხოდ ვიდექი. არ იმჩნევდა, მაგრამ ვატყობდი, რომ ნერვიულობდა, მასაც აინტერესებდა რა მოხდებოდა შემდეგ.
შენობა როგორც იქნა დავტოვეთ და ნელი ნაბიჯით ტყისკენ დავიძარით. ცივი ჰაერი ჩავისუნთქე და უაზრო ნერვიულობის გადალახვა ვცადე, მინდოდა თავი ხელში ამეყვანა. გვიანი არ იყო, მზე ჯერ კიდევ ანათებდა, მაგრამ მოქუფრულ ცაზე საავდრო ღრუბლებს მოეყარათ თავი და მალე იწვიმებდა, ამიტომ გაფრთხილება მივიღეთ და შორს არ წავსულვართ. ტყეში, რომ შევედით ფრთხილად გავიხედე უკან, სამეული ისევ ისე მომშტერებოდა, სათანადო დროს არჩევდნენ თავდასასხმელად. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მსხვერპლი ვიყავი, რომელსაც ისედაც ხანმოკლე სიცოცხლის ორიოდე წამიღა დარჩენოდა, რადგან ჩასაფრებული მტაცებლები მალე მოუღებდნენ ბოლოს. ჩემს წინ მდგარ ენის ვანიშნე, რომ ჩამოვრჩებოდი, ღრმად ჩავისუნთქე, სახიფათო დიალოგისთვის მოვემზადე, მოვტრიალდი, მაგრამ იქ აღარავინ დამხვდა.
_ ჰეეეიი _ შევყვირე. სად უნდა წასულიყვნენ? წამის წინ ხომ ასე ძლიერად ვგრძნობდი ,მათ მწველ მზერას და მძიმე სუნთქვას ჩემს ზურგს უკან. ირგვლივ მიმოვიხედე, არავინ იყო, მხოლოდ ჩამოწოლილი ბინდი, რომელიც შებინდებულზე უფრო ძლიერდებოდა, ხავსი წაქცეულ ხეებზე და სიმწვანე, რომელსაც მთელი ტყე მოეცვა.
საკუთარ თავზე ნერვები მომეშალა და წინ სწრაფი ნაბიჯით გავემართე, რომ დანარჩენებს დავდევნებოდი და პირველივე გასვლაზე ტყეში არ დავრჩენილიყავი.
_ ენი _ გავძახე, რომ უკან მოეხედა და როგორმე ჯგუფი შეეყოვნებინა, მაგრამ სიტყვაც კი ვერ დავძარი. მარცხნიდან ვიღაცის ცივი ხელის შეხება ვიგრძენი პირზე, მერე მსუბუქი, ძალდაუტანებელი, უცაბედი ატაცება ზემოთ. თითქოს უხილავ ატრაქციონზე ძალდატანებით ვიჯექი, რომელმაც ზემოთ ამისროლა და წამში ხეზე აღმოვჩნდი.
_ შენ !!! _ შიშისგან და გაოგნებისგან დავიყვირე, როცა ჩემ წინ, რამდენიმე სანტიმეტრში, უზარმაზარ ხის ტოტს მიყრდნობილი ალისტერი დავინახე. ნახევრად გაწოლილი, უაზროდ მიღიმოდა, შავი თვალებით მომჩერებოდა და პირი დაეღო.
_ შენ რა... _ დამფრთხალმა ღრმად ჩავისუნთქე და შევეცადე გამბედაობა მომეკრიბა. აჩქარებული გული ისე მიცემდა, ცოტაც და ამოხტებოდა. მისკენ გადავიხარე და კარგად დავაკვირდი. გაღებული პირიდან, გადაბმულად წვეთავდა წითელი, ოდნავ ბლანტი სითხე, უძრავად იყო, სახეზე კი ღიმილი გაჰყინვოდა.
_ და რას გააკეთებ? _ გასწორდა, გრძელი თმა ხელის უსწრაფესი მოძრაობით შეისწორა. ყალბათ და ძალდატანებით გამიღიმა, მისი თვალებიდან მრისხანება და სიძულვილი ანათებდა, მერე კი ტუჩბი ენით გაილოკა და არაამქვეყნიური ნეტარების ხმა ამოუშვა. ტანზე ბუსუსებმა დამყარა, ხის ტოტს ჩაბღაუჭებული ერთ ადგილზე გავჩერდი და სუნთქვა შემიჩერდა. შიშისა და უსუსურობის დანახვისას ჩემსკენ გადმოიწია თვალებში ჩამაშტერდა და სახიდან ღიმილი მოიშორა, დასერიოზულდა.
_ არ გინდა იყვირო? _ ყველაფერი წამში იცვლებოდა, ისევ ის გაღიზიანებული ტონი და შეშლილის მიმიკები მიეღო. ცივი თითებით ხვეული თმა მხარს უკან გადამიწია და ყელზე შემეხო, თავი დახარა დამყნოსა , მერე ყურთან გაჩერდა და ჩურჩულივით დაიწყო _ რძიანი არა? მაინც რა თამაშს თამაშობ? ისე, ასეთი უფრო მომწონხარ. უმწეო, დაუცველი ელა, უფრო სექსუალურია, საინტერესოა ახალი სტრატეგია, ფანტაზიის უნარს მიღვიძებს და ყველაფერი ისეთი მოსაწყენი აღარ მეჩვენება. _ წინადადება დაამთავრა და სიცილი დაიწყო, გაყინული თითებიც სწრაფად მომაშორა ყელიდან. ეს ნამდვილად არ იყო ნორმალური, ადამიანური სიცილი. მისი ქმედებები ჩემში უზომო პანიკას იწვევდა. შეძრწუნებულმა თვალები დავხუჭე და შევეცადე დავმშვიდებულიყავი, რომ საპასუხოდ რაიმე მეთქვა და ხმა ამომეღო, მაგრამ აჩქარებული გულისცემა და გახშირებული სუნთქვა, ამის საშუალებას არ მაძლევდა.
_ სისხლი, სისხლი, სისხლი იყო, დარწმუნებული ვიყავი. შენ,.. _ მინდოდა რაღაც მეთქვა, დამეწყო მაინც, მაგრამ როგორც კი თვალები გავახილე და ბგერები ამოვუშვი, უზარმაზარ ხეზე მარტო აღმოვჩნდი, იქ არავინ იყო. უკვე საკმაოდ დაბნელებულიყო და სახეზე დაცემული წვიმის წვეთები მაფხიზლებდა.მარტო ვიყავი ბნელ ტყეში შეშინებული და აკანკალებული, წვიმა ძლიერდებოდა და ბავშვებიც აღარსად ჩანდნენ, ალისტერიც გამქრალიყო. როგორმე გზა უნდა გამეხსენებინა, რომ უკან დავბრუნებულიყავი, ან ბილიკზე მაინც გავსულიყავი, რომ უკან მომავალ ბავშვების ჯგუფს ავდევნებოდი.
ყველაზე ძლიერ, სქელ ტოტს მთელი ძალით მოვეჭიდე და ქვევით ჩასვლას შევეცადე. ეს არც ისე ადვილი იყო, ცოტაც და საერთოდ ვეღარაფერს დავინახავდი, სასოწარკვეთას ავეტანე. იქნებ უნდა მეყვირა და დავნებებოდი? ამეტანა პირველივე გასეირნებას მოყოლებული სასჯელი და მშვიდობიანდ მაინც მივსულიყავი სასწავლებლამდე?
_ ელიიიის, ელიიის, _ ყვირილი შემომესმა და გულზე მომეშვა, როცა ენის ხმა გასარკვევი გახდა.
_ ენიიი _ ყვირილი კი არა, სასიკვდილოდ განწირულის ბღავილი უფრო იყო, შიშისგან და ემოციებისგან ხმაც დამეკარგა.
_ ელის, მანდ რა გინდა? _ სიცივისგან ხელებს იფშვნეტდა და გაოგნებული მიყურებდა.
_ ჩამოსვლაში დამეხმარე რა _ ახსნების დრო არ მქონდა, ან რა უნდა მეთქვა? თვითონაც ვერ გამეცნობიერებინა რა მომხდარიყო.
ენის დახმარებით ხიდან ჩამოვედი, შვებით ამოვისუნთქე და იმ ბილიკზე გავედით, სადაც ალისტერმა სამეულის ძებნაში გამაჩუმა, მაინც როგორ აღმოვჩნდი ხეზე? სიარულისას ფეხები მეკეცებოდა და მთელს ტანში შიშის გრძნობა მქონდა გამჯდარი. ჯერ კიდევ განვიცდიდი, როგორ ამიტყორცნა მაღლა და მეჩვენებოდა, რომ მისი პირიდან გადმოღვრილი სისხლის სუნი მცემდა. თავს იმ იმედით ვიწყნარებდი, რომ ყველაფერს გავარკვევდი. ჩამორჩენილები ბავშვების ჯგუფს შევუერთდით და სირბილით შევაფარეთ წვიმას თავი. გაყინული და ნახევრად სველები კაფეტერიაში ყავისა და ცხელი შოკოლადის დასალევად გროვდებოდნენ. მინდოდა ჯერ ოთახში ავსულიყავი, თავი მომეწესრიგებინა და უკან დავბრუნებულიყავი ენისთან, რომელიც უცნაური ამბების მოლოდინში ადგილს მიკავებდა და განაბულიყო.
ყველაფერი აირია, იქნებ მომეჩვენა?იმ ამბების შემდეგ რაც... _ ვფიქრობდი და ყველგან ალისტერს ვეძებდი, ვიხსენებდი მის გრძელ შავ სამოსს, მაგრამ ამაოდ არსად ჩანდა. მან იცოდაა, იცოდა ჩემი და ენის საუბარი, შოკოლადი მიხსენა და ისევ ის თამაში, სისხლი...
ოთახისკენ მიმავალ დერეფანს მივუყვებოდი, რომ გზად გაუჩინარებული სამეული შემომეფეთა.
_ ასე უცებ როგორ გაქრით? _ ახლა მე ვლაპარაკობდი გულმოსული. მათმა ლიდერმა უაზროდ გაიცინა და დანარჩენებს გადახედა, მერე კი სამივე ჩემს წინ კბილებდაკრეჭილი აისვეტა.
_ შენთვითონ თუ არ მიხედავ, იცოდე ჩვენ ჩავერევით და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
_ რა საქმეს? ჰეიიი!!! _მარტო დარჩენილი უაზროდ ვყვიროდი და დერეფანში ზურგშექცეულ, მიმავალ აჩრდილებს შევყურებდი. ერთი დღისთვის ეს ყველაფერი ნამეტანი იყო...



№1  offline წევრი melanqoliki

როგორც იქნა დავბრუნდი, მინდა რომ აღარ დავიკარგო. ვიცი, სიჩქარის გამო უამრავი შეცდომა და ტავტოლოგიებია, მაგრამ მაინც ველოდები თქვენს შეფასებებს ????

 


№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან საინტერესოა, ველოდები ახალ თავს მოუთმენლად

 


№3  offline წევრი jenniferi

ძაან მომეწონა აუუუუუცილებლად გააგრძელე მაგრად დამაინტერესა იმედი მაქვს შემდეგ თავს მალე ვიხილავ heart_eyes

 


№4  offline წევრი melanqoliki

jenniferi
ძაან მომეწონა აუუუუუცილებლად გააგრძელე მაგრად დამაინტერესა იმედი მაქვს შემდეგ თავს მალე ვიხილავ heart_eyes

უდიდესი სტიმულია ჩემთვის ახალ თავზე ვმუშაობ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent