შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პორფირია ( ნაწილი 3.დეჟა ვუ )


3-08-2018, 23:58
ავტორი melanqoliki
ნანახია 1 132

ბავშვები ნელ-ნელა მამჩნევდნენ,მე კი ვცდილობდი ყველაფერი დამემახსოვრებინა. სკოლის შენობა ძალიან ძველი მეჩვენა. ვაკვირდებოდი ყველაფერს, განსაკუთრებით კი ანტიკურ ორნამენტებსა და ხის თუ ქვისაგან დამზადებულ უცნაური დიზაინის ნივთებს. მოსწავლეების საძინებლებისკენ მიმავალ დერეფნებში მოსახერხებელი სავარძლები იყო გამწკრივებული,კედლებზე კი სიურეალისტურ,ხანაც ოკულტურ ნახატებს შეხვდებოდით. ენიმ ყველაფერი დამათვალიერებინა : სპორტდარბაზი,სასადილო,საკლასო ოთახები,ქიმიის ლაბორატორია,უზარმაზარი დარბაზი ყოველწლიური წვეულებისათვის და ბოლოს დირექტორის კაბინეტიც.მართალია თვითონ დირექტორი იქ არ იმყოფებოდა,მაგრამ მდივანმა საჭირო საბუთებს გადახედა და ყოველგვარი შეყოვნების გარეშე წარმატებული სასწავლო წელი მისურვა. ოთახში წიგნებითა და გაკვეთილების ცხრილით დავბრუნდი,რომელის უკანა მხარეს აკრძალული ქმედებები იყო მითითებული. დარღვეული შინაგანაწესის ყოველ პუნქტს გარკვეული სასჯელი მოსდევდა. მათგან ყველზე მკაცრ აკრძალვად, არდადეგებისა და სეირნობის დროს, სკოლიდან გაუსვლელობა მეჩვენა.
ენი სკოლის დამაარსებელზე მიყვებოდა.როგორც აღმოჩნდა იქაურობა მართლაც უამრავ წელს მოითვლიდა,რადგან სასწავლებელი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. _
ადრე, მთავარ დარბაზში,ჰოვარდების ოჯახის უზარმაზარი სურათი ეკიდა. ისეთი უცანაური იყო განსაკუთრებით კი, მისტერ ჰოვარდი და ალისტერი. _ გოგონამ სასწავლებლის ამჟამინდელ მფლობელსა,ანუ სკოლის დირექტორსა და მის ვაჟზე გაამახვილა ყურადღება_ აქ ყველა ალისტერისკენ მიისწრაფვის._ გამეცინა.
_ და ალისტერი ასეთი ვინაა?
_ ოოო,ელის,ალისტერ ჰოვარდი..._ ენიმ თვალები აატრიალა და პრეტენზიული გამომეტყველებით განაგრძო_ ნახავ და მიხვდები.
_ შეგიძლია დამანახო?_ ბავშვებით სავსე ფოიეს გავხედე.
_ არა,ახლა აქ არ არის,რომც გინდოდეს ვერასდროს გაიგებ როდის სად არის. _მისმა ნათქვამმა დამაინტერესა,ვიფიქრე ალბათ თავი დიდი ვინმე ჰგონია და პრივილეგიებით სარგებლობს_თქო...
საღამო ხანს,მას შემდეგ რაც სწავლის პროცესთან დაკავშირებული ყველა დეტალი მოვაგვარე სკოლის ტელეფონით სახლში დავრეკე და შეტყობინება დავტოვე,რომ ყველაფერი კარგად იყო.
სანამ დასაძინებლად დავწვებოდი,დერეფანში რამდენიმე მოსწავლე გამეცნო,მაგრამ ერთდროულად მათი სახელები ვერ დავიმახსოვრე.
_ ხვალ ლიტერატურისა და ლათინური ენის შემდეგ ქიმიის ცდა გვაქვს და ლაბორატოორიის ახალ დანადგარებს გამოვიყენებთ_როგორც ჩანს ენი ამით აღფრთოვანებული იყო,მე კი ლიტერატურა და ლათინური უფრო მხიბლავდა.
პირველ ღამეს ჰოვარდში დაძინება ძალიან გამიჭირდა,რადგან ტყიდან მგლების გადაბმული ყმუილი და უცნაური ხმები აღწევდა. თავიდან ვერ ვიაზრებდი მძღოლის ნათქვამს ტყე დიდი და საშიშიაო,ღამე კი შიშის გარდა საშინელ ეიფორიას შევეპყარი და ვცდილობდი როგორმე დამეძინა. ენიმ მანუგეშა, ასე თითქმის ყოველ ღამეა და ნელ ნელა შეეჩვევიო. მაშინ სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი,ახალ დღეს ოფიციალურად მომიწევდა ბავშვებთან წარდგენა და ვინ იცის,როდის შევძლებდი მგლების ყმუილთან ერთად მშვიდ ძილს.
აღარ მახსოვს როდის ჩამეძინა. დილით ადრე გავიღვიძეთ. სკოლის ფორმაში თავს სულელურად და არაკომფორტულად ვგრძნობდი,არ მომწონდა ნაცრისფერი სვიტერი,მეგონა ცოტაც და დავიხრჩობოდი.სასადილოში ჩასულებს ყველა ჩვენ გვიყურებდა,რამაც ცოტა დამაბნია.თავი უხერხულად ვიგრძენი, სწრაფად მივუჯექი საუზმის მრავალსახეობით დატვირთულ ერთ_ერთ მრგვალ მაგიდას ,მალევე დავლიე ფორთოხლის წვენი და საკლასო ოთახისკენ გავემართე. პირველ ორ გაკვეთილზე წარდგენა ფაქტობრივად არც მომხდარა. ისედაც ყველამ იცოდა ახალი ჟღალი გოგონას, ელის უიტმენის სახელი. მათ პროგრამას ცოტათი წინაც ვუსწრებდი ამიტომაც , კარგად ვუპასუხე რამდენიმე შეკითხვას და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დავტოვე პროფესორ-მასწავლებლებზე,რასაც იგევეს ვერ ვიტყვი ქიმიის მასწავლებელზე.
საკლასო ოთახში გამოჩენისთანავე, ნახევრად მელოტმა,დიდსათვალიანმა მისტერ ალბერმა ტაში შემოჰკრა და ცდის ჩასატარებლად ბავშვების დაწყვილებას შეუდგა. პრინციპი მარტივი იყო -გოგოს და ბიჭის ტვინი ერთად უკეთესად აზროვნებს,ვიდრე მხოლოდ გოგოების,ან მხოლოდ ბიჭებისა. საბოლოოდ, მეწყვილედ ვინმე ტომასი შემხვდა,რომელიც ენას არ აჩერებდა, აკრძალულ ნივთებში შესულ ვერცხლის სანთებელას ატრიალებდა და ამით ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. ვერ ვხვდებოდი,რისი დამტკიცება სურდა თავისი უაზრო საქციელით,ან საერთოდ როგორ მოახერხა აკრძალული ნივთის დატოვება და ასე საჯაროდ დემონსტრირება.
_ დიდხანს აპირებ აქ დარჩენას?_ მერხზე ნახევრად გადმოწვა და წარბი ამიქაჩა._ ნაკლებად მაინტერესებდა მისი საუბარი,საკლასო ოთახის თვალიერებით ვიყავი გართული და მინდოდა ცდა რაც შეიძლება მალე დაგვესრულებინა.
_ მე ყველაფერს კონსპექტში ჩავიწერ,საბოლოო დასკვნასაც და შენ ნივთიერებები თანმიმდევრობით აურიე_ ვცადე სულელური შეკითხვისთვის თავი ამერიდებინა და სამუშაო დამეწყო.
_ ყველაფერთან ერთად ბეჯითიც ყოფილხარ _ ახლოს მოიწია და თმაზე შეხება სცადა,მაგრამ სწრაფადვე გავიწიე უკან.
_ არ მიყვარს როცა თმაზე მეხებიან_ მკაცრი გამომეტყველებით გავხედე და თმები ჩემ მხარეზე გადმოვიყარე.
_ შენნაირები აქ დიდხანს ვერ ჩერდებიან_ იდიოტურად გაიკრიჭა და ანთებულ სანთებელას სული შეუბერა._ ძალიან ლამაზი ხარ_ ისევ თავისას განაგრძობდა და სკამზე ირწეოდა.
_ მოდი დავიწყოთ კარგი?_ რვეული გადავშალე და ნივთიერებების კარნახი დავიწყე.
_ ელის,ელის, ნახე ! _ მარცხენა რიგიდან ენიმ გამომძახა და ჟელესებრი მასა დამანახა,რომელიც სურვილისამებრ იცვლიდა ფორმებს.
_ შეხედე_ტომასისკენ შევტრიალდი,რომ მეჩვენებინა როგორ უნდა გაგვეკეთებინა ჩვენც, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო,მაგრამ...
ირგვლიმ მხოლოდ წითელი ლაქები იყო,ალისფერ ფონში ვეღარაფერს ვარჩევდი. ყურებში წუილის ხმა ჩამესმოდა და ბავშვების ყვირილს ფარავდა,თავბრუ მეხვეოდა და მეგონა,რომ ეს ყველაფერი უკვე მომხდარიყო,ძალიან ადრე,სადღაც შორს. ადგილზე გავიყინე და კანკალმა ამიტანა,ვგრძნობდი როგორ აღწევდა სიმხურვალე ჩემამდე. არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი გასასვლელში. ალბათ,ვიღაცამ ხელით მიბიძგა,მერე კი დაბინდული გარემო ცოტა გასარკვევი გახდა,უკვე ვამჩნევდი ფერებს. ჩემ წინ ვიღაცის სილუეტი აღმართულიყო და საშინლად მტკიოდა მკლავები.
_ დეჟავუ?
ორი შავი ლაქა მისი თვალები იყო,უცნობი და საშიში. თეთრ სახეზე სისხლისფერი ტუჩები მოძრაობდნენ,ვერ გავარჩიე რას ამბობდა,თავი მისკდებოდა და ცოტას ადგილზე ვქანაობდი.
_ რაა?მტკივა_ მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე,საშინლად გადაიხარხარა და თეთრი კბილები გამოუჩნდა,მერე კი წამში დასერიოზულდა, სახე გაბზარეული ქანდაკებასავით გაუხდა და შუბლზე ლურჯად აუთამაშდა ძარღვი. შავი თვალები მრისხანებით აევსო,ქუთუთოებზე იისფერი დასდებოდა.
_ პატარა,საყვარელი ელა არა?_ მის ხმაში ზიზღი იგრძნობოდა. ასევე შავი, ოდნავ ხვეული თმა მხრებამდე გაეზარდა,ხელები ისე გამიშვა შევქანდი და კედელს მივეყუდე. ცინიკური ღიმილით ამათვალიერა,დამბურძგლა.
_ არ ვიცი რა თამაში წამოიწყე,მაგრამ იცოდე,ამჯერადაც დამარცხდები.
საზარლად გაიღიმა და დერეფანს გაუყვა.
_ ელის,ელის,კარგად ხარ?_ ბავშვების ჯგუფიდან ენი გამოვარდა და გაფითრებულს ხელი შემაშველა.
_ შენ რა მას იცნობ?_ გაუჩინარებულზე მიმითითა.
_ არა,არა..._ თავბრუ მეხვეოდა და გონს მოსვლა მიჭირდა.
_ ალისტერ ჰოვარდი გამოჩნდა,სულელი ტომასი თუ არ გარიცხეს მოუწევს სასადილოს ხეხვა,თქვენი მერხი მთლიანად დაიწვა,არ მეგონა ასე ძალიან თუ შეგეშინდებოდა,გაქვავდი და ადგილიდან არ იძროდი, სანამ მისტერმ ალბერმა არ წამოგაყენა,მერე კი ეს...მაინც რა უნდოდა ალისტერ ჰოვარდს შენგან?
_ არ ვიცი,არ ვიცი
_ კარგი,არ ინერვიულო,სამედიცინო პუნქტში წაგიყვან.
_ არა,გთხოვ,ოთახამდე მიმიყვანე
_ კარგი.
ნელი ნაბიჯით დავიძარით ოთახამდე,ვერ ვმშვიდდებოდი,მხოლოდ ალისფერი ლაქა მახსოვდა და უცნაური გარეგნობის ბიჭი,რომელიც მკლავებში ჩამფრენოდა საშინლად მტკენდა და გაუგებრად მელაპარაკებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent