პორფირია (თავი 4.ალისტერ ჰოვარდი)
ოთახში ასულმა სასწრაფოდ გავიხადე მხუთავი,ნაცრისფერი სვიტერი და სახეზე წყალი შევისხი.დამფრთხალი ენი ფეხის ყოველი გადადგმისას უკან მომყვებოდა,ძალიან შეეშინდა,ადგილზე გაიყინე და არ იძროდიო. _ ელის,იქნებ მაინც ჩავსულიყავით და ექიმს ენახე? _ არაა საჭირო,უკვე უკეთ ვარ,ცოტას დავისვენებ_ თვალებიდან ბინდი გადამყროდა,აღარც სუნთქვა მიჭიდა და თავბრუსხვევასაც გადაევლო,არ მინდოდა კიდევ უფრო მიმეპყრო ყურადღება. იმ წუთას სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი. _ ბიჭი,რომელიც მკლავებში ჩამფრენოდა ის ალისტერია,რომ მიყვებოდი?_ ლოგინის გვერდით ჩამომჯდარ ენის გადავხედე. _ ხო,უცნაურია, შენგან რა უნდოდა?ყველას მცდელობის მიუხედავად ზედ არავის უყურებს, ხანდახან თავის თავს ზედმეტის უფლებასაც აძლევს,ბევრისთვის დაუცინია, მაგრამ ასეთი გაღიზიანებული ჯერ არ მინახავს. _ ვერ გავიგე,რაღაც თამაში ახსენა და ცინიკურად მელაპარაკებოდა. _ ალბათ, ახალი რომ ხარ მოეწონე და გაგეხუმრა. _ არა,დამიჯერე ეს სულაც არ ჰგავდა ხუმრობას._ ლოგიკურ დასკვნამდე მისვლა მეც მინდოდა,მაგრამ სანამ ამ დასკვნამდე მივიდოდი,იმას ვიაზრებდი რომ ხუმრობის ვარიანტი დასაწყისშივე უნდა გამომერიცხა,ამაზე ჩემი შეწითლებული მკლავებიც მეტყველებდა. გაკვეთილზე შესასვლელი ზარი დარეკეს,ენის ვთხოვე ჩემ გამო აღარ ენერვიულა და ქვემოთ ჩასულიყო,ასე მისთვისაც უკეთესი იყო და ჩემთვისაც,რადგან მარტო ყოფნა მინდოდა,რომ კარგად გამეხსენებინა მომხდარი,ალისტერი და დეჟავუ,შეგრძნება რომელიც არ მტოვებდა. _ კი,მაგრამ _ გაოცებული და განერვიულებული შემომყურებდა. _ გთხოვ ჩადი,მართლა უკეთ ვარ,ჩემი სისუსტით ისარგებლა, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს,პასუხი მოეთხოვება_ შევეცადე დამემშვიდებინა,რომ ჩემ გამო მისაღები ქულები არ დაკლებოდა. _ ჩავალ,ოღონდ მერე შოკოლადებს ამოგიტან_ თვალი ჩამიკრა და ოთახიდან ღიმილიანი სახით გავიდა.მაოცებდა ის ფაქტი,რომ საუკეთესო მეგობარი არ ჰყავდა,ყველასთან ერთნაირი ნეიტრალური ურთიერთობა ჰქონდა.მის თვალებში ყოველთვის იგრძნობოდა რაღაც ნაღველი და ეს ჩემთვის ისეთი გასაგები და ახლობელი იყო... ლოგინზე წამოწოლილი ჭერს მივშტერებოდი და ვცდილობდი ყველაფერი გამეხსენებინა. ქიმიის გაკვეთილზე ფორმაცვალებადი ნივთიერების შემდეგ მხოლოდ მისი სახე მახსენდებოდა,შავი თვალები,სისხლივით წითელი ტუჩები და მხრებამდე თმა. ისე ძლიერ მიჭერდა მკლავებზე, იქნებ ეს ყველაფერი მართლაც ბოროტი ხუმრობა იყო?თამაში,როგორც თვითონ ახსენა,მაგრამ კიდევ იყო რაღაც. ელა,მან ასე მომმართა,პატარა საყვარელი ელა არა?ამჯერადაც დამარცხდები_ გონებაში მისი ნათქვამი წინადადებები მიტრიალებდა და სადღაც ღრმად ისევ ჩამესმოდა ხმა,ცივი და იდუმალი._ ელა,ელა,ელა_ გიჟივით ვბურტყუნებდი,როცა თვალწინ სამეული წარმომიდგა,გამახსენდა ის მომენტი როცა დავინახე და მათი მოახლოებისას ყველაზე მაღალმა,მუშტებშეკრულმა სწორედ ეს წარმოთქვა,თითქოს ჩაისისინა_ ელა.ისეთივე დაძაბული იყო,როგორც ალისტერი. რას ნიშნავდა მათი ნათქვამი?იქნებ ვინმეში ვეშლებოდი?მინდოდა ცოტა ხნით დამეძინა,ან ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა,მაგრამ ამაოდ.ამ ყველაფერთან ერთად საშინელი პროტესტის შეგრძნება მაწუხებდა.მკლავების ტკივილს ჯერ კიდევ ვგრძნობდი და ვერ მივმხვდარიყავი,რის გამო ვიყავი ასეთ სიტუაციაში. გაკვეთილების შემდეგ ზედამხედველებთან ერთად ტყეში უნდა გაგვესეირნა,გადავწყვიტე,რომ ეს დრო სათანადოდ გამომეყენებინა და გაურკვევლობიდან გამოვსულიყავი.აუცილებლად უნდა დავლაპარაკებოდი ალისტერს,მშვიდად,ყოველგვარი ძალადობისა და ცინიკური ტონის გარეშე,ასევე მენახა სამეული და გამეგო რას ნიშნავდა მათი ნათქვამი. მინდოდა ცოტა ხნით დამეძინა,მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე,ამიტომ ლიტერატურისა და ლათინური ენის დავალებების შესრულებას შევუდექი.დრო სწრაფად გავიდა,ბოლო გაკვეთილის დამთავრებისთანავე თბილად ჩავიცვი და სასუსნავებით დატვირთულ ენის გამზადებული დავხვდი. _ შენ რა კაფეტერია დააცარიელე? _ არ ვიცოდი როგორი გიყვარდა,ამიტომ ყველანაირი წამოვიღე: შავი,ოდნავ მწარე,თხილებით,რძიანი და...ისე როგორ ხარ?_ კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა,მაგრამ აღარ ვაცადე ძლიერად ჩავეხუტე და ვაკოცე. _ მადლობ,რომ ჩემზე ასე ზრუნავ. _ კარგი რა_ უხერხულად გაისწორა თმა და წამოწითლდა_ შენ უკვე გამოწყობილხარ. _ ხო,ერთი სული მაქვს სუფთა ჰაერზე როდის გავალ და თან ყველაფერი უნდა გავარკვიო. _ დარწმუნებული ხარ?იქნებ ყველაფერი ისე დატოვო როგორც არის და არ აყვე?იცი რას ვფიქრობდი?ცეცხლი რომ დაინახე რატომ არ ადექი?მაშინათვე ყველა წამოხტა და ყვიროდნენ,ისე სწრაფად აალდა,შენ კი გაშტერებული გაუნძრევლად იჯექი. _ არ ვიცი,არ მახსოვს... _ უცნაურია,ისე ტომასს მართლა მოუწევს ერთი კვირა გაკვეთილების შემდეგ კაფეტერიის დალაგება.სულელი,წამოხტა და მაშინათვე გარეთ გავარდა,ნამდვილი ლაჩარია_ნერვიულად გახსნა შოკოლადი და განაგრძო_ ღირსია,მოუხდება, დადგეს და ხეხოს... _ რძიანი მიყვარს,უბრალოდ რძიანი ყოველგვარი თხილებისა და შიგთავსის გარეშე_ მაგიდაზე დახვავებული შოკოლადებიდან რძიანი ავარჩიე და ენის გვერდით ჩამოვჯექი. _ მე კიდე თხილებით,ოდნავ მწარე._ გამიღიმა. _ ალისტერი იქ იყო? _ კი,ყველაფერს ბოლომდე დაესწრო,კლასში შემოსული თვალებს უაზროდ აცეცებდა,მგონი შენ გეძებდა. _ ყველაფერს გავარკვევ. _ მე მაინც მგონია,რომ მოსწონხარ. _ არა,ვინც მოწონთ იმას არ ტკენენ,თან პირველივე შეხვედრაზე_ სვიტერი ავიწიე და ჩალურჯებული მაჯა ვუჩვენე. _ არ მეგონა ასე ძალიან თუ...მეგონა უბრალოდ ხელი ეკიდა,რომ არ წაქცეულიყავი_ თვალებგაფართოებული დასცქეროდა სილურჯეს_ახლა მესმის რატომაც გინდა დაელაპარაკო,მაგრამ მარტო?და კიდევ რაიმე რომ გატკინოს? _ ნუ გეშინია,ამჯერად არაფერი მჭირს და ამის უფლებას არ მივცემ _ კარგი,თუ სასეირნოდ ჩამოვიდა,მე შორიახლოს ვიქნები და ძალიან გთხოვ დაიძახე,ან დაიყვირე თუ რამეა,მპირდები? _ გპირდები. დანაპირების შესრულება არ დამჭირვებია,რადგან ის ფოიეში არ იყო,იქ მხოლოდ სამეულს მოვკარი თვალი,ყველას თბლიად გვეცვა,მათ კი თეთრი პერანგები შეეხსნათ და სახელოები აეწიათ,დაძაბულები ჩანდნენ,ერთმანეთს მოკლე ფრაზებით ესაუბრებოდნენ და თან თვალს არ მაშორებდნენ,უბრალოდ მომშტერებოდნენ.გარეთ გასვლამდე მწკრივში ჩავდექით,ენი ჩემს წინ იდგა,ისინი კი უკან,მათი მზერა ზურგს მიწვავდა. შენობა დავტოვეთ და ნელი ნაბიჯით ტყისკენ დავიძარით,ცივი ჰაერი ჩავისუნთქე და თავი ხელში ავიყვანე,ვერ ვხვდებოდი უაზრო ნერვიულობის მიზეზს.გვიანი არ იყო,მზე ჯერ კიდევ არ ჩასულიყო,მაგრამ მოქუფრულ ცაზე საავდრო ღრუბლებს მოეყარათ თავი და წვიმას აპირებდა,ამიტომაც შორს არ წავსულვართ. ტყეში რომ შევედით ფრთხილად გავიხედე უკან,ისევ ისე მომშტერებოდნენ,თითქოს სათანადო დროს ეძებდნენ თავდასასხმელად. ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს მსხვერპლი ვიყავი,რომელსაც ისედაც ხანმოკლე სიცოცხლის ორიოდე წამიღა დარჩენოდა,რადგან ჩასაფრებულნი მალე მოუღებდნენ ბოლოს. ჩემ წინ მდგარ ენის ვანიშნე,რომ ჩამოვრჩებოდი,ღრმად ჩავისუნთქე და უკან მივტრიალდი,მაგრამ იქ არავინ დამხვდა. _ ჰეი_ ლამის დავიყვირე,სად უნდა წასულიყვნენ?ირგვლივ მიმოვიხედე არავინ იყო,მხოლოდ ჩამოწოლილი ბინდი,წაქცეული ხეები და მწვანე ხავსი.მაშინათვე უნდა მივსულიყავი,ჩემ თავზე ნერვები მომეშალა და წინ წავედი,რომ დანარჩენებისთვის მომესწრო და უკან არ ჩამოვრჩენილიყავი. _ ენი_ გავძახე,რომ უკან მოეხედა და როგორმე ჯგუფი შეეყოვნებინა,მაგრამ სიტყვაც კი ვერ დავძარი,მარცხნიდან ვიღაცის ცივი ხელი ვიგრძენი პირზე, მერე მსუბუქი,ძალდაუტანებელი,უცაბედი ატაცება ზემოთ,თითქოს უხილავ ატრაქციონზე ვიჯექი,რომელმაც ზემოთ ამისროლა და წამში ხეზე აღმოვჩნდი. _ შენ!!!_ დავიყვირე,როცა ჩემ წინ,რამდენიმე სანტიმეტრში,ხის ტოტს მიყრდნობილი,ნახევრად გაწოლილი, უსიტყვოდ მომღიმარი ალისტერი დავინახე. შავი თვალებით მომჩერებოდა და პირი დაეღო,_ შენ რა ..._ შეშინებულმა ღრმად ჩავისუნთქე და შევეცადე გამბედაობა მომეკრიბა.მისკენ გადავიხარე,გაღებული პირიდან წითელი სითხე გადაბმულად წვეთავდა სახეზე კი ღიმილი გაჰყინვოდა. _ და რას გააკეთებ?_ გასწორდა, ტუჩები ენით გაილოკა და არაამქვეყნიური ნეტარების ხმა ამოუშვა,ჩემკენ გადმოიწია თვალებში ჩამაშტერდა და სახე დაუსერიოზულდა _ არ გინდა იყვირო? _ ისევ ის გაღიზიანებული ტონი და შეშლილის მიმიკები მიეღო,ცივი თითებით ხვეული თმა მხარს უკან გადამიწია ყელზე შემეხო,დამყნოსა მერე კი ყურთან გაჩერდა და ჩურჩულივით დაიწყო_ რძიანი არა?მაინც რა თამაშს თამაშობ?ისე, ასეთი უფრო მომწონხარ,უმწეო და დაუცველი ელა,უფრო სექსუალურია,მომწონს ახალი სტრატეგია_ წინადადება დაამთავრა და სიცილი დაიწყო,ეს არ იყო ნორმალური ადამიანური სიცილი,შეშინებულმა თვალები დავხუჭე და შევეცადე დავმშვიდებულიყავი,რომ რაიმე მეთქვა,მაგრამ აჩქარებული გულისცემა და გახშირებული სუნთქვა ამის საშუალებას არ მაძლევდა_ სისხლი,სისხლი,სისხლი იყო,დარწმუნებული ვიყავი._ შენ..,_ მინდოდა მეთქვა,მაგრამ როგორც კი თვალები გავახილე და სიტყვის თქმა დავაპირე ხეზე მარტო აღმოვჩნდი,იქ არავინ იყო. უკვე ჩამობნელებულიყო და წვიმას იწყებდა,სახეზე წვიმის წვეთები მეცემოდა,ბავშვები არსად ჩანდნენ,ალისტერიც გამქრალიყო.მარტო ვიყავი ბნელ ტყეში შეშინებული და ვცდილობდი როგორმე გზა გამეხსენებინა,რომ უკან დავბრუნებულიყავი. _ ელის,ელიიიის_ ყვირილი შემომესმა და გულზე მომეშვა,როცა ენის ხმა გასარკვევი გახდა, _ ენიიიიიიი_ დაძახება კი არა,განწირულის ბღავილი უფრო იყო. _ ელის,მანდ რა გინდა?- სიცივისგან ხელებს იფშვნეტდა და გაოგნებული მიყურებდა. _ ჩამოსვლაში დამეხმარე რა . _ ბავშვები უკვე უკან მიდიან,სწრაფად,თორემ ჩვენც დაგვსჯიან და სეირნობა აღარ გვეღირსება. ენის დახმარებით ხიდან ჩამოვედი. ბილიკზე გავედით,იმ ბილიკზე სადაც სამეულის ძებნაში ალისტერმა გამაჩუმა და როგორ აღმოვჩნდი ხეზე?სიარულისას ფეხები მეკეცებოდა და მთელს ტანში საშინელი შიშის გრძნობა მქონდა გამჯდარი.ჯერ კიდევ ვგრძნობდი,როგორ ამიტყორცნა ერთი მოძრაობით მაღლა და მეჩვენებოდა,რომ მისი პირიდან გადმოღვრილი სისხლის სუნი მცემდა.თავს იმ იმედით ვიწყნარებდი,რომ ყველაფერს გავარკვევდი. ჩამორჩენილები გუნდს შევუერთდით და სირბილით შევაფარეთ წვიმას თავი.გაყინულები კაფეტერიაში კაკაოს დასალევად გროვდენოდნენ,მინდოდა ჯერ ოთახში ავსულიყავი,ენიმ ქურთუკი გამატანა თვითონ კი ადგილი დამიკავა და უცნაური ამბის მოლოდინში გაინაბა. ყველაფერი აირია,იქნებ მომეჩვენა?იმ ამბის შემდეგ რაც,_ ვფიქრობდი და ყველგან ალისტერს ვეძებდი,ვიხსენებდი მის გრძელ შავ სამოსს,მაგრამ ამაოდ,არსად ჩანდა,მან იცოდა,იცოდა ჩემი და ენის საუბარი,შოკოლადი მიხსენა და ისევ ის თამაში,სისხლი... ოთახისკენ მიმავალ დერეფანს მივყვებოდი,რომ გაუჩინარებული სამეული შემომეფეთა. _ ასე უცებ როგორ გაქრით?_ ახლა მე ვლაპარაკობდი.მათმა ლიდერმა უაზროდ გაიცინა და დანარჩენებს გადახედა,მერე კი სამივე ჩემ წინ კბილებდაკრეჭილი აისვეტა. _შენთვითონ თუ არ მიხედავ,იცოდე ჩვენ ჩავერევით და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. _ რა საქმეს?ეი,ეი._ მარტო დარჩენილი უაზროდ გავყვიროდი და დერეფანში გაუჩინარებულ მათ აჩრდილებს უაზროდ შევყურებდი,ერთი დღისთვის ეს ყველაფერი ნამეტანი იყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.