დღიური (მესამე ნაწილი)
ოფიციანტმა მალევე შენიშნა ახალმისული, მენიუს ხელი დაავლო და სწრაფი ნაბიჯით გოგონასკენ გაემართა. –შუადღე მშვიდობისა, რას ინებებთ?_ მიესალმა კლიენტს და თბილად გაუღიმა. –პიცა მინდა პეპერონი და საშუალო დიეტური კოლა. არც თაიას დავიწყებია ღიმილი. –სამწუხაროდ დიეტური კოლა არ გვაქვს –კარგი, არაუშავს, ჩვეულებრივს დავლევ –თქვენი შეკვეთა მალე იქნება. ოფიციანტი სწრაფი ნაბიჯებითვე გატრიალდა, არ უნდოდა გოგონა დიდხანს შეეყოვნებინა. მარტო დარჩენილი თაია ისევ ფიქრებში ჩაიძირა...პიცა უგემრიელესი იყო. მთელი დღე თითქმის სეირნობაში გაატარა, უყვარდა ეს ქალაქი, თუმცა მოგზაურობაზე უარს არ იტყოდა თავის მეგობრებთან ერთად, საღამო ხნისკენ სახლისკენ აპირებდა წასვლას უცებ მობილურმა დაურეკა, დახედა და ბედნიერად უპასუხა. ბარბარე ურეკავდა. –ბარბი, რას მივაწეროთ შენი გამოჩენა? გადაიკისკისა თაიამ –გუშინ ჩამოვფრინდი საფრანგეთიდან, ენერგია გამოცლილი იმ წამსვე ლოგინში დავწექი და ერთი საათია ფხიზლად ვარ. დრო თუ გაქვს გამომიარე და ბარემ დარჩი კიდეც, დალი ზეგ დილამდე არ მეყოლება სახლში და მარტო მეზარება ყოფნა_ _მაცდურად წარმოთქვა ბარბარემ. – კარგი მოვდივარ – ურააააააა! იმხელაზე იყვირა თაიამ მობილური შორს გასწია. – კარგი გოგო დავყრუვდი, ამხელაზე ნუ ყვირი_გაეცინა თაიას *** თაიამ და ბარბარემ ერთმანეთი ფერების ფესტივალზე გაიცნეს. მათ მოკლე დროშივე მოახერხეს დამეგობრება. ბარბარე საკმაოდ წარჩინებული სტუდენტი გახლდათ, ხშირად იღებდა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და წარმატებასაც აღწევდა. იმდენ ქვეყანაში იყო ნამყოფი დათვლა ეზარებოდა, დედამისმა ხუმრობით „მომთაბარე“–ც კი შეარქვა. ბარბარე პოზიტიურობის განსახიერება იყო, მოწყენას აინუნშიაც არ აგდებდა, ბავშვობაში დიდი სტრესის გადატანის მიუხედავად. თერთმეტი წლისას მამა დაეღუპა, უფრო სწორედ ხელებში ჩააკვდა, დღესავით ნათლად ახსოვდა ის დღე...დედასთან და მამასთან ერთად აგარაკზე მიდიოდა, ასფალტი წვიმისგან ჯერ ისევ სველი იყო. მოსახვევში საპირისპირო მიმართულებიდან სწრაფად მოსიარულე მანქანამ იმსხვერპლა ბარბარეს მამა. ბარბი გონს რომ მოვიდა ხალხი გარს ერტყა, სასწრაფო და პოლიცია უკვე გამოეძახებინათ. დედა მძიმედ იყო, თუმცა გადარჩენის შანსები დიდი ჰქონდა, რასაც მამაზე ვერ ვიტყოდით, შინაგანი სისხლდენა აღმოაჩნდა. სისხლის დანაკარგი ბევრი იყო...ავარიიდან ძალიან მალე დალია სული. პატარა ბარბარეს ბებია უვლიდა, დედა 2 თვე საავადმყოფოში რეაბილიტაციას გადიოდა, გამოწერის შემდეგ ხშირად უხდებოდა შემოწმებაზე ექიმთან სიარული და შვილს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა. ნეტავ გენახათ პატარა გოგონა ბარბი როგორი დაღვრემილი და თვაცრემლიანი დადიოდა სკოლაში, გაუჭირდა უმამომას მიჩვეოდა, ყველაზე მეტად მამა უყვარდა და აღმერთებდა, მამა იყო მისი მესაიდუმლე და მრჩეველი. დრო გადიოდა და ნელ–ნელა შეეგუა ყველაფერს, მიხვდა, ამით ცხოვრებას გაიფუჭებდა და გადაწყვიტა მამა ესახელებინა, ამიტომაც ჩააბარა საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე და თან ერთადერთი სტუდენტი აღმოჩნდა, ვისაც სტიპენდია დაუნიშნეს. *** თაია მალე მივიდა დანიშნულების ადგილზე, კარზე ზარი დარეკა და მოემზადა როდის გაუღებდნენ. –ვაღებ! მოესმა სადღაც შორიდან მონატრებული ხმა. ვაიმე ამას ვის ვხედავ! გახარებული შეაფრინდა ახალმოსულს –სახლში შევიდეთ თუ ასე ჩახუტებულები ვიდგეთ? სიცილით წარმოთქვა თაიამ –ვაი, მაპატიე, იმდენად მომენატრე რომ ვერც მივხვდი კარში თუ იდექი. აბა ახლა დაფქვი რა ხდებოდა სანამ მე აქ არ ვიყავი, ვინმეს ხომ არ შეხვედრიხარ? ბოლო კითხვა ეშმაკური ღიმილით უთხრა თაიას და თავის სიტყვებზე თვითონვე აუვარდა სიცილი –ოო, ნუ ხარ ასეთი ცანცარა! არაფერიც არ მომხდარა ისეთი...აქ უნდოდა თაიას დღიურის არსებობაზე ეთქვა, მაგრამ რაღაც ძალამ შეაჩერა და გაჩუმება არჩია. შენ რაღას მეტყვი ქალბატონო, წელიწად ნახევარი წასული ბრძანდებოდი და დავიჯერო ვინმეს მაინც ვერ შეხვდი? –ამ მხრივ სიახლე მაქვს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ ამას რაიმე გაგრძელება ჰქონდეს. –მიდი მომიყევი რა, მაინტერესებს! კომფორტულად მოეწყო თაია ამბის მოსასმენად –მოკლედ, პარიზში სწავლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ჩავედი. ამ ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ კარგად გავიცანი პარიზი. ისეთი ლამაზი და აღმაფრთოვანებელი ქალაქია, თან ისეთ ოჯახში მოვხვდი, ჩემი ოთახიდან ეიფელის კოშკი მოჩანდა. უცებ მიილია ეს ერთი თვეც და დადგა უნივერსიტეტში წასვლის დრო. ისეთი გულაჩქარებული ვიყავი იმ დილას, ასე მეგონა გული ამოხტებოდა საგულედან. ძალიან არ დავწვრილმანდები და პირდაპირ შენთვის საინტერესო თემაზე გადავალ. უნივერსიტეტის კაფეში ვიჯექი, უცებ ის რომ შემოვიდა, ბართან მივიდა და რაღაც შეუკვეთა, ისეთი სიმპატიური იყო იმ დღეს თვალს ვერ მოსწყვეტდი, მეც დებილივით გავშტერდი, თვალს არ ვაცილებ, მიხვდა რომ ვუყურებდი და ჩემკენ გამოემართა. მას ადრიანი ჰქვია. ჩვენ იმ დღის მერე ხშირად ვხვდებოდით, პარიზის ულამაზეს ქუჩებში ვსეირნობდით. –გინდა მოგიყვე სიყვარული როგორ ამიხსნა? –აუ კი, მაინტერესებს ძალიან_ყურები ცქვიტა თაიამ –მოდი ყავას გავაკეთებ და ისე მოგიყვები, ხომ დალევ? –კი მომენატრა შენი მოდუღებული ყავა –მზად ხარ მოსასმენად? მაშინ დავიწყებ_ერთი ჩაისუნთა ბარბიმ და დეტალურად დაიწყო მოყოლა: „ერთ საღამოს დამირეკა და მითხრა შევძლებდი თუ არა ეიფელის კოშკთან მივსულიყავი დაახლოებით 9 საათისთვის, დავთანხმდი, თუმცა ხმაზე აღელვება ეტყობოდა, ვაპირებდი მეკითხა რამე ხომ არ სჭირდა, მაგრამ ვარჩიე რომ ვნახავდი უფრო უკეთესად გამერკვია –ვაიმე რა მაგარია ბარბი, გამიხარდა ძალიან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.