შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კამელია


1-04-2019, 18:09
ავტორი trippius
ნანახია 797

"სიყვარულის ღმერთმა,ამურმა,დედამიწის ბინადარნი თავისი ისრებით დაჭრა და სატურნისკენ გაფრინდა. იქ მან ყინულის მზეთუნახავები იხილა. თუმცა, ამურის სასიყვარულო ისრებმა მათ ცივ გულებში ვერ შეაღწია.
შეურაწყოფილმა ამურმა,სიყვარულის ქალღმერთ ვენერასთან დაიჩივლა,რომ სატურნელ ქალებს ისეთი ცივიგული აქვთ, სიყვარული არ ძალუძთ. ქალღმერთმა შეიბრალა ამური და გადაწყვიტა უსულგულო ქალებზე შური ეძია. ისინი უსუნო ყვავილებად აქცია.
მათი ფოთლები უსიცოცხლოდ გამოიყურება,ადამიანს კიდეც იზიდავს და კიდეც განირიდებს. ამიტომაც , ის იმ ლამაზი,მაგრამ უსულგულო ქალების სიმბოლოდ იქცა ,ვინც მამაკაცს ატყვევებს,მაგრამ არ უყვარს. "
მეათე თავის ბოლო აბზაციც ჩაიკითხა და კალამი მაგიდაზე ფრთხილად დადო,თიტქოს ეშინოდა ირგვლივ გამეფებული სიჩუმე არ დაერღვია. წამოდგა,სიგარეტი აიღ და ფანჯჯრის რაფაზე შემოჯდა. ღრმა ნაპასი დაარტყა და გაბრუებულმა გადახედა არე-მარეს.
უკვე ორი წელი იყო გასული თაიას გაუჩინარებიდან. ყოველ დღე ქაღალდებში იჩიჩქნებოდა,ხან ვის ეკონტაქტებოდა ,ხან ვის ,თუმცა მის კვალს ვერა დავერ მიაგნო. დარწმუნებულიც იყო,რომ თაია მისგან შორს არ იქნებოდა მაგრამ მაინც შორს ეძებდა. საყვარელი ქალის საოცნებო ქვეყანასაც ესტუმრა მაგრამ თაია არსად იყო. არც მისი სურნელი იგრზნობოდა სადმე,თითქოს უფრთო ანგელლოზმა დედამიწისეულ ჯოჯოხეთს ვერ გაუძლო და ზეცაში დაბრუნდა. საერთო მეგობრებსაც იშვიათად ნახუობდა დემეტრე,არ შეეძლო მათი სევდიანი თვალების დანახვა,ვერ იტანს სიბრალულს და მართალიც არის,სიბრალული ყველაზე საზიზღარი რამ არის რაც კი ადამიანებს შეგვიძლია..
ცხოვრება დიდი გამოწვევაა ადამიანებისთის. ბევრი სირთულე ახლავს. ბევრი გაუგებრობა და გულის ტკენა,თუმცა ბედნიერი მომენტებიც არის ,რომელიც ახლა ამ ექვსეულის გონებიდან არ იშლებოდა. ისხდნენ და სასმელთან ერთად იხსენებდნენ ბავშვობის ამბებს,რომლებიც დიდი ტკივილით და დიდი სიხარულიტ აგონდებოდათ.
-ბიჭო რა გამახსენდა, აი ის დღე გახსოვთ, დემეტრემ თაია ჭკუიდან რომ გადაიყვანა კერძების მომზადება არ იციო? - სიცილით თქვა სანდრომ
- თაიაც როგორ გაბრაზდა,სულ წამოწითლდა სახეზე სიბრაზისგან,კიდევ კარგი ნიკუშამ რომ შეაკავა თორემ იქვე დაგახრჩობდა დემუს ჩვენი თაიკო - სიცილში აყვა ლიკუნაც და გოგონების მზვერავი ნიკუშც აიყოლიეს
- მაგ კვირაში არ იყო ის მზარეულების შეჯიბრი? აი გიო დათაია ერთად რომ დადგნენ და დემეტრე და ნიაკო ერთად
-ღმერთოო ეგ სასწაული იყო ,საწყალ გოგოს შემთხვევით ხელი დაეწვა აი დემეტრეს კიდე რაღც ბლაგვი მოხვდა თავში - სიცილისგან ერთამნეთზე გაწვნენ და მოღუშული დემეტრეც აიყოლიეს.
ყოველ შეხვედრაზე იხსენებდნენ ძველ ამბებს და ყოველთვის ეცინებოდათ თაიას გიჟური ხასიათის გამო. თუმცა ბოლოს ყველასთვის ერთნაირად სრულდებოდა ისტორიები და სიჩუმესაც იწვევდა ყოველივე ეს. სიტყვის თქმაც არ სჭირდებოდათ ერთმანეთისთვის,ყველამ კარგად იცოდა როგორ სტკიოდათ ორი საყვარელი ადამიანის დაკარგვა..
- დღეს ჩემი თაიკოს დაბადების დღეა..-ხრინწიანი ხმით დაიწყო დემეტრემ - ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარულის დაბადების დღეა რომელსაც უკვე მეორედ ვხვდებით თაიას გარეშე... თაი ჩემო ძვირფასო-რამდნეიმე წამით გაჩუმდა და ყელში გაჩხერილი ბურთი უკან გადაისროლა-გილოცავ შენს დღეს! იმ ტკივილის მიუხედავად რაც თითოეულმა ჩვენგანმა განვიცადეთ ორი წლის წინ და რასაც განვიცდით ყოველ დღე შენი მონატრების გამო ,დამიჯერე არ ვბრაზობთ არცერთი ჩვენგანი არ ბრაზობს.. გვენატრები.. სიგიჟემდე მენატრები. არვიცი რამ გიბიძგა რომ ჩვენგან წასულიყავი, თუმცა ვიცი რომ სუნთქვა გეკვროდა, კარგად მახსოვს.. ბევრჯერ გითქვამს.. და ისიც ვიცი რომ ახლა სადაც არ უნდა იყო ჩვენზე ფიქრობ ,ასეც უნდა იყოს, ჩვენ შენზე ფიქრის გარდა არც არაფერს ვაკეთებთ.. ალბათ მოვა დრო როცა ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით და თითოეული მათგანი ვიოვით შვებას.. გვიყვარხარ და კიდევ ერთხელ გილოცავ ჩემო თაიკო! -დაასრულა და ცრემლებმაც გაიკვლის გზა ყელისაკენ.. ყველა ტიროდა. ემოციებს არ იკავებდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ იმ დიდი ტკივილის შესამსუბუქებლად რომელიც არცერთ წამს ტოვებს ადამიანებს.
.....................

მარტოდ მარტო იჯდა დაცარიელებულ სკვერში და საკუთარ ცოვრებაზე ფიქრობდა. მონატრება სულს უკაწრავდა. საშინლად სურდა წარსულში გადაესროლა საკუთარი თავი და ძველებურად მოხვეოდა ერთადერთ მამაკაცს,რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა. სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. გრძელი შავი თმა ნაზად ირხეოდა და გრძნობდა,რომ მისი სურნელი დემეტრესთან ერთად უკვალოდ გამქრალიყო.
- სულელო თაია! შენივე დაბადების დღეს აღნიშნავენ ახლა შენს გარეშე და ათას ისტორიას მაინც გაიხსენებენ ალბათ. შნე კი იჯექი აქ, მოკალი ყველა შენი მონატრებით და მოიკალი საკუთარი თავი ათმაგად..სულელო თაია.. -საკუთარ თავს საყვედურობდა და ვერ ისვენებდა. ბოლოს ფიქრებისგან გადაღლილმა წამოდგა და მარკეტისკენ აიღო გეზი.
შენობაში შესვლამ ერთიანად გაუთბო გაყინული ძვლები და ნაცნობი სახის დანახვამ დადებითი ემოციები გამოიწვია
-პრივეტ რატი!
-დღეს რა მოგართვათ პატარა ქალბატონო?
- სასმელი! რაც შეიძლება ბევრი და კიდევ
-სიგარეტი-შეაწყვეტინა რატიმ და გოგონას გაუღიმა- დამელოდე ახლავე მოვიტან ყველაფერს
-მეც წამოვალრა -გადალილ სახეზე ხელი ნაზად გადაიტარა
- კარგი და აბა დღეს რა ხდება ? რამდენი ხანია გიცნობ მაგრამ არ მიყვები ამდენს რატომ სვამ -წარბის აწევით გადახედა მასზე ოდნავ დაბალ თაიას -მითარი რა ხო იცი ინტერესი მკლავს
- ჩემი დაბადების დღეა დღეს რატი- სევდიანად გაუღიკმა ბიჭს
- და ასეთი მოწყენილი იმიტომ ხარ რომ კიდევ ერთი წეი მოგემატა და ბერდები?-გაეცინა ბიჭს
- შეიძლება კი,შეიძლება არა.- გაუღიმა- რომ მორჩები გამოდით რა შენდა ნინა კარგი? რჩევა მჭირდება ამ ქალაქში სული მეხუთება
რატის ფული მიაწოდა,სასმელიდ ა სიგარეტი პარკებში მოათავსა და მარკეტი დატოვა.
დეკემბრის სიცივემ ისევ ამოუტივტივა მოგონებები და მონატრებული ადამიანების ხმამ გაიჟღერა მის გონებაში. არ დავიწყებია არც ერთის მანერები,ყოველ წამს ატრიალებდა გონებაში და ეცინებოდა კიდეც თავისი გიჟი მეგობრების გახსენებაზე მაგრამ დემეტრეს გახსენებისას გული სტკივდებოდა და ცრემლებსაც ვერ იკავებდა.
სახლში ზანტად შეაბიჯა ქურთუკი ჩამოკიდა და ფეხსაცმელებიც იქვე დააწყო. შემდეგ კი ორიოდე წუთი თითქმის ყველა ოთხში დაჰყო. მიალაგა მეგობრების მოსვლამდე და საჭმლის მზადებასაც შეუდგა.
რვა რომ შესრულდა რატიმ და ნინამაც შეაბიჯეს თაიას მყუდრო სახლში და სიმშვიდეც დაირღვა. საჩუქრები გადასცეს გოგონას და მალევე სმაც დაიწყეს.
ლოცავდნენ თაიას და აქებდნენ კარგი მდგმურობისთვის,თავიანთ ამბებს უყვებოდნენ და ამხიარულებდნენ თაიას,თუმცა იგი გონებთ მაინც სხვაგან დაფირინავდა
-თაია! გემსის გოგო? თაია მეთქი-გაშეშებულ გოგოს ანჯღრევდა რატი
- ჰო რატი რა იყო,მეტკინა გამიშვი-შეუღრინა და გაბრუებულმა ზურგი ბანცალით აქცია
-რა რჩევა გჭირდებოდა? აღარ იტყვი?-წინ ჩამოუჯდა დანაღვლიანებულ მეგობარს და ტითქოს მისი ტკივილიც იგრძნო-გენატრებიან არა?
- კი
- დროა უკვე თაია,უნდა დაბრუნდე,ასე არ არის რატი?- ჩაერთო საუბარში ნინაც
- მეშინია რომ ვერ გამიგებენ..მათთვის წასვლის მიზეზი არ მითქვამს.დემეტრე გადარეული იქნება,მხოლოდ დემეტრე კი არა ყველა. ისე წამოვედი არც წერილი დამიტოვებია და არც არაფერი-თავი დახარა და ატირდა
-კაი რა თაი! ნუ ტირი გთხოვ..ჩვენ შენთან ვართ ხომ იცი ცუდს,რომ არ გირჩევთ? რაც გამოიარე ძნელი იყო,შეიძლებოდა მე საერთოდ ვერ ამეტანა მაგრამ დრო გავიდა უკვე..მათაც კლავ და თავსაც იკლავ. გიოს ვერ დააბრუნებ ასე ხომ იცი..-ეხუტებოდა ატირებულ გოგონას რატი და დამშვიდებას ცდილობდა
-მათ არც კი იციან რა მოხდა..გიოც სადღაც გადაკარგული ჰგონიათ ალბათ..წარმოიდგინე რა იქნება მათთის ჩემი იქ დაბრუნება და იის გაგებაც რომ გიო აღარ არის. -უმატა ტირილს თაიამ
- გიო სულ შენთან იქნება,ეს ყველაფერი ასე არ დათავრდება ხომ იცი,იპოვიან და დაიწერენ მის მკვლელს დაშენს..-სიტყვა გააწყვეტინა თაიამ და ყვირილით უთხრა
-აღარ ახსენო ის რაც დამემართა! აღარ ახსენო გესმის?!
რამდენიმე დღე გრძელდებოდა დავა თაიას თბილისში დაბრუნების თაობაზე. ბოლოს რატი და ნინა ისე გადაირივნენ თვითონაც ჩაალაგეს ბარგი და თაიას ბარგსაც მანქანაში უკრეს თავი. თაია გიჟივით დარბოდა აქეთ-იქით და ვერ ისვენებდა,არ იცოდა მათი შეხვედრის დროს რა მოხდებოდა და წარმოდგეანც არ უნდოდა.
დრო ისე იწელებოდა წელიწადად მოეჩვენა თაიას მათი მგზავრობა. ფანჯარაზე ედო თავი და მუსიკებს უსმენდა. თანაც მათ შეხვედრას წარმოიდგენდა და გული ეკუმშებოდა. სინამდვილესი არ იცოდა შეძლებდა თუ არა. ღრმად ეძინა რატის ხმამ ძლივს რომ გამოაღვიძა და გაოგნებული წამოხტა ფეხზე
- ჰა? სად ვარ? რომელი წელია? რატი აბუსელიძე მოგკლავ და თავსაც მოვიკლავ იცოდე!
- დამშვიდდი ადამიანო ,ჩამოვედით უკვე მითხარი შენი მისამართი და იქ მივიდეთ დასარჩენი ხომ გვინდა?
-არა ჩემთან ვერ მივალთ- ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს- ნინა შენ ხომ იცი თომა ბიძიას სახლი?
- კი თაია ვიცი,იქ რომ მივიდეთ სირცხვილი არ იქნება?
-არ იქნება- თქვა და მშვიდი ძლი განაგრძო.
თომა ბიძიასთან მალე მივიდნენ ისიც დიდი სიხარულით და სიყვარულით შეხვდა ბავშვებს. თაია და ნინა გალანძღა უყურადღებობისტვის და გულშიც ჩაიკრა მონატრებული ბავშვები. სიხაურლისგან ლამისშეიშალა კაცი იძახდა ნინოს დავურეკავ და ისეთ ხაჭაპურებს დაგიცხობთ თითებსაც მიაყოლებთო.
გვიანობამდე ისხდნენ,ნინოს გამომცხვარ ხაჭაპურს გემრიელად შეექცეოდნენ და საუბრობდნენ.
- მოყევით ახლა რამე,ახალგაზრდები არა ხართ? -შეუბღვირა თომამ ბავშვებს
- რა უნდა მოვყვეთ? ხომ იცით ისეთი არაფერი მოხდებოდა რაც წავედით
-არ გინდა ახლა ძველი და ცუდი ამბების გახსენება ჩემო ლამაზო-შეაწყვეტინა თომამ და თბილად გაუღიმა-რადგან დაბრუნდი ისტორიაც შეიცვლება და ყველაფერი დალაგდება აი ნახავ დამიჯერე მე შენ.-კაცის ტკბილი საუბარი სამივეს მოედო და დაღლილი ბავშვები მანამ არ გაუშვა დასაძინებლად სანამ ერთი ჭიქა სამივემ არ გადაკრეს
- თქვენ გაიხარეთ ბიძი! როგორ გამიხარდა თქვენი დანახვა კი არ იცით ახლა შემილია მშვიდადაც მოვკვდე-იძხდა კაცი დაეხუტებოდა მონატრებულებს თომა ბიძია
- კარგი ახლა რა! რა დროს სიკვდილია თომაკო-გაუცინა თაიამ და ლოყაზე მსუბუქად აკოცა - დავიძინებ რა მე დავიალე ძალიან,ბავშვებიც დაღლილები არიან და დილით გავაგრძელოთ საუბარი
- აბა აბა..დილიდან ბევრი საქმე გაქვს შენ ქლაბატონო
- კი მაგრამ..
- არვითარი მაგრამ -შეაწყვეტინა და მკაცრი მზერა სტყორცნა,შემდეგ მოლბა და თბილი და ნაღვლიანი ხმით უთხრა - ყოველ დღე მოდიოდა აქ დემეტრე -თვალებში შეხედა და იგრძნო გოგონას დიდ ტკივილი- დანარჩენებიც მოდიოდნენ.ლიკუნა სულ ჩვენს გაცნებას ცდილობდა.. ყოველ დღე გკითხულობდნენ ხომ არ დაურეკავს თქვენთვისო.. მეც თითქმის გადამეწურა იმედი რომ დაბრუნდებოდი ჩეო ლამაზო და იმათმაც მოუკლეს სიარულს. კვირაში ერთხელ მოდიან ან მირეკავენ ხოლმე ახალი რა არისო მეკითხბეიან , არაფერი მეთი მეც ვპასუხობ და ისევ ისეთი სევდით ბრუნდებიან უკან როგორებიც ჩემამდე აღწევენ..
- თომა ბიძია გთხოვ ჯერ არავის გააგებინო რომ ჩამოვედი კარგი?
- ეგ რა სათქმელია შვილო? რა თქმა უნდა არავის ვეტყვი..ეგ შენ უნდ ამოაგვარო უკვე- მივიდა და მოეხვია სუსტ სილუეტს- აბა შენ იცი! იყოჩაღე ახლა და გამაგრდი რაც მთავარია-ლოყაზე აკოცა , ბავშვებს მოუბოდიშა და დასაძინებლად გაემართა.
დიდი ხანი ვერ მოისვენა თაიამ,საწოლში წრიალებდა . ხან ადგებოდა და ოთახსი დააბოტებდა ხან იწვა და ჭერს მიშტერებოდა თაიას შემყურე ნინამ ერთ ამოიხვნეშა და ტელეფონი გაუწოდა მეგობარს
- რა? რა იყო ?- გაოგნებულმა გახედა ნინას
- დარეკე
-მეც ვიფიქრე ეგ მაგრა.
- დარეკე თქო- შეუღრინა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა
ტელეფონ გამოართვა და საწოლზე ჩამოჯდა. ღმრად სუნთქვადა მაგრმა გულის ცემა უფრო და უფრო უჩქარდებოდა. ნომერი ელის ბორძიკით ძლივს აკრიფა და დარეკა. სუნთქვა შეკრული ელოდებოდა საყვარელი მამაკაცის ხმის გაგონებას დიდი ხნაი გადიოდა ზარი და როცა უნდა გაეთიშა სწორედ მაშინ გაისმა ტელეფონში ბოხი ბარიტონი
- გისმენთ..
-..
- გსმენთ მეთქი
თაიას დემეტრეს ხმის გაგონებაზე გული გაუჩერდა და სუნთქვაც შეწყვიტა თითქოს. საყვარელი მამაკაცის მკაცრმა ხმამ ერთიანად გააღვიძა მასში ძველი გრძნობები
-თაი შენ ხარ? -მკაცრი ხმა უცებ ნაზმა ხმამ ცაანაცვლა და თაიაც გაოგნებული დატოვა ასეთმა ცვლილებამ -ვიცი რომ შენ ხარ .. ღმერთო.. ხმა ამოიღე გთხოვ -ემუდარებოდა დემეტრე თუმცა თაია ხმას ვერ იღებდა. მის სახეზე ცრემლები იკვლევდნენ გზას ლავიწებამ,დე. -მომენატრე თაიკო! -იგრზნო დიდი ტკივილი და დიდი სიყვარული და ახლა უკვე მსუბუქი კვნესა აღმოხდა თაიას
- მე...
- სად ხარ? მითხარი ახლავე მოვალ სადაც არ უნდა იყო .. გევედრები მითხარი სად ხარ..
-...
- თაი გესმის? -ვეღარ გაუძლო თაიას პატარა გულმა. ტელეფონი გათიშა ოთახის ბოლოში მოისროლა და ცრემლებს ვეღარ იკავებდა
- ძალიან დავაშავე ნინა! ძალიან დავაშავე..



№1 სტუმარი ზოი

ამ სათაურით და ამ ლეგენდით ერთი ისტორია უკვე არის თან უბრალო ისტორია კი არა ძალიან ძალიან მაგარი რამ არის ....
იმედია გამოგივა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent