შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გხედავ შენ! (სრულად) +18


2-04-2019, 01:37
ავტორი Moonlight17
ნანახია 10 194

აბაზანა სურნელოვანი ქაფით იმდენად გავსებულია, ვგრძნობ ჩემი პატარა მოძრაობაც საკმარისია იმისთვის, რომ უწონო ბუშტები თავიანთ ადგილს გასცდნენ, სწრაფად ჩასრიალდნენ და იქამდე გაუჩინარდნენ სანამ დაორთქლილ კაფელს შეეხებიან. ერთი მეტრის დაშორებით, ნიჟარაზე სამი ლავანდრის, სურნელოვანი, მედიტაციური სანთელი მინთია. შუქი ჩამქვრალია, ამიტომაც სიმშვიდეში უარესად ვარ ჩაძირული. გაციებული წყალი მანიშნებს რომ ჩემი ადგომის დროა,რაც ხასიათს უარესად მიფუჭებს.
უკმაყოფილო სახით ვდგები და პირსახოცს ასევე უკმაყოფილოდ ვიხვევ წყლისგან დანაოჭებულ სხეულზე. ჩემი ნება რომ იყოს, მთელს ცხოვრებას აბაზანაში ნებივრობით გავატარებდი. საკუთარ ანარეკლს ოდნავ დაორქლილ სარკეში ვაკვირდები და ისეთი სახე მაქვს, თითქოს მე კიარა ჩემმა მეზობელმა ჩაიტარა მედიტაციური რიტუალები. სარკის წინ, ერთადერთ კრემს ვიღებ, რომელიც უცვლელად თავის ადგილას დევს. არც იმდენად ასაკოვანი ვარ, რომ თავის მოვლის საშვალებების გარეშე სახლს არ ვტოვებდე, მაგრამ ცხოვრებამ თავისი მოიტანა და მიმიკურად გაჩენილ შუბლის ნაოჭს სხვას ვერაფერს ვუხერხებდი. ჯერ კიდევ დაბადებიდან მეტყობოდა,რომ ყველაფერზე უკმაყოფილიყო ვიყავი. ან სულაც რომ მომწონებოდა, იმდენად სისხლში მაქვს უკვე გამჯდარი რომ წარბებ შეტყუპებულმა უნდა ვიარო, სულ მავიწყდებოდა. კრემის თხელ ფენას თითით შუბლზე ვიზელ, რაც ჩემს კოპებს გაქრობას აიძულებს. სანთლებს სათითაოდ სულის შებერვით ვაქრობ და შუქს ვანთებ, თუმცა რატომ ესეც არ ვიცი და სააბაზანოს ვტოვებ. ოთახში შესულს ვგრძნობ შუბლი ისევ როგორ მეჭმუჭნება. გამოცარიალებულ კარადას და ყველგან მიყრილ-მოყრილ ტანსაცმელს ვუყურებ, ერთს ვხვნეში და იქვე ვჯდები. ცხოვრებაში სულ ორჯერ გადავიარე ის ტანჯვა წამება, რასაც ტანსაცმლის ვერ არჩევა ჰქვია.
პირველი - როდესაც მას პირველად უნდა შევხვედროდი და მეორედ ახლა. რომელსაც რატომღაც უკანასკნელ შეხვედრასთან ვასოციაციებდი.
ჩემს წინ მოგონებებმა ორი საუკუნის წინანდელი ეტლების სისწრაფით ჩაიქროლეს.
მაშინაც პირსახოც შემოხვეული ვიჯექი ტანსაცმლის წინ და თავს ვიტეხდი, რა ჩამეცვა. მაგრამ წლების წინ არანაირი მედიტაცია არ მომიწყვია შუადღისით, როგორც ახლა. პირიქით, ცნობილი PLAYBOY-ს ტყის ხილის დუშგელით დავიბანე ტანი. ის სურნელი დღის ბოლომდე მძაფრად დამყვებოდა.
- კარგი რა, დაწყნარდი. რა განერვიულენს. ნახავ, ჩაეხუტებით. ილაპარაკებ და მოხვალ სახლში მშვიდობით. შენც თითქოს პირველად ნახულობდე რა...
გამამხნევა დაქალმა, რომელიც ჩემს მოპირდაპირედ იჯდა და ცდილობდა ჩემთვის თვალებში შემოეხედა. პირველად ნამდვილად არ ვნახულობდი. უბრალოდ დიდი დრო იყო მას შემდეგ გასული რაც ვნახე და თანაც ახლა ეს პირველობა იმ სტატუსს ეკუთვნოდა, რასაც შეყვარებულობა ჰქვია.

პირველი შეხვედრა.

დაქალთან ერთად მივაბიჯებდი შუა რუსთაველზე. ისე ცხელოდა, ვგრძნობდი დედაქალაქს დამწვრის სუნი როგორ ასდიოდა. მანქანების შემხედვარეს კი საერთოდ სული მეხუთებოდა, როდესაც წარმოვიდგენდი რას ვსუნთქავდი. ასე ლაქლაქში გავცდით რუსთაველს, თავისუფლების მოედანს და კოლმეურნეობაზეც ჩავუხვიეთ. როგორც ყოველთვის, არც ახლა გვქონდა მე და ჩემს დაქალს კონკრეტული მიმართულება. სადაც ფეხები და საუბარი წაგვიყვანდა იქ მივდიოდით. თანაც ამ სიცხეში ტრანსპორტში ასვლა დიდი სიგიჟე იქნებოდა.
პატარა სუპერმარკეტში თმის ქექვით შევედი. მაცივარი გამოვხსენი და ცივი წყალი გამოვიღე. დახლთან მივედი უნდა გადამეხადა, როცა ვიტრინიდან დავინახე ჩემი დაქალი მის სიმაღლე ბიჭს როგორ ესაუბრებოდა. ყურადღება არ მიმიქცევია, თაკო ისედაც პოპულარობით სარგებლობდა ბიჭებში და 10იდან 7 ბიჭი თბილისსში მასზე გიჟდებოდა. თაკოს დიდი შაბიამნისფერი თვალები აქვს, მერცხალივით გაფრენილი წარბები. იმდენად პატარა ცხვირი, რომ როცა იცინის საერთოდ აღარ უჩანს და ძალიან თხელი ტუჩები. სრული და კარგი ფორმების გოგოა. გამყიდველს ღიმილით გადავუხადე მადლობა და მაღაზია დავტოვე. ბიჭისთვის ზედაც არ შემიხედავს იმდენად ცხელოდა და მაშინვე თაკოს თავისი ბოთლი ხელში მივაჩეჩე. იქვე ავეყუდე კედელს და ვუცდიდი, როდის მორჩებოდნენ საუბარს. დიდად არც ვუსმენდი, არც ბიჭს დავკვირვებივარ, უბრალოდ თვალში მომხვდა გიშრისფერი შავი თვალები, რომლებმაც ერთი ორჯერ გამომხედეს.
- წავედი ახლა,მარიამი უნდა ვნახო მელოდება. გამიხარდა შენი ნახვა. არ დავიკარგოთ ხოლმე რა.
გაუცინა ბიჭმა და სწორი, ქათქათა კბილები გამოაჩინა. კიდევ ერთხელ გადაკოცნა დაქალი და სწრაფად მოგვშორდა.
- ამ თაქარა მზეში რომ მოინდომეთ ლაპარაკი, წამოდი დროზე აქედან. - დავიბღვირე და ჩქარა გადავედით ჩრდილში. - ჰა, რაო მორიგმა პაკლონიკმა?
- რა მორიგი, რა პაკლონიკი გოგო. ეს ჩემი ძმაკაცი იაკობია.
- რავიცი, არ მსნენია აქამდე - მხრები ავიჩეჩე და გზას კოპებშეკრულმა გავხედე.
- ის მაინც ვერ გაიგე, რომ თქვა მარიამი უნდა ვნახოვო? ძლივს ერთი ძმაკაცი მყავს, რომელსაც არანაირი არაფერი არ სურს ჩემთან და შემარგე რა.
სიცილით მხარი გამკრა თაკომ.
- არ ვიცი, არ გისმენდით.
ვიცრუე და ხის სკამზე მოვკალათდი.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მარიამი იმ დროისთვის იაკობის შეყვარებული იყო, რომელთა დაშორების მიზეზიც შემდგომში მე გავხდი.
***

ღრმად ამოვიხვნეშე. ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგო ვიყავი. უბრალოდ მინდოდა ნორმალურად ჩაცმული ვყოფილიყავი, არც ძალიან გადაპრანჭული და არც ზედმეტად უბრალოდ. ჩემს კარადაში კი ასეთი შუალედური ტანსაცმელი არც მაშინ არსებობდა და არც დღეს. დღემდე ვერ ვხვდები ამას როგორ ვახერხებ...
საბოლოოდ არჩევანი შავ როლინგზე და ოდნავ ღია ტონალობის, შავ შარვალზე შევაჩერე,რომელიც იმდენად მჭიდროდ მქონდა მომდგარი, ასე მეგონა ზედმეტ მოძრაობას თუ გავაკეთებდი ზედ შემომეხეოდა.
- მე გავდივარ. - გავძახე სამზარეულოში მოფუსფისე ბებიას და საკუთარ საქმიანობას დავუბრუნდი. დაქალი ჩემს კანკალით შესრულებულ ყოველ ქმედებას გაკვირვებული და ოდნავ ანერვიულებული უყურებდა.
- ერთ ადგილას არ გაჩერდები?
- არ შემიძლია.
- არსად არ წახვალ, სანამ ამას არ შეჭამ. - სწრაფად შემოაცუნცულა ბებომ თეფშზე დალაგებული ორი ცალი, კრემით კარგად გამოტენილი, მადის აღმძვრელი შუ. მაგრამ ახლა მადა ასერთოდაც არ მქონდა. მეტიც, რომ ვუყურებდი უკვე გულის რევის შეგრძნება მეუფლებოდა.
მე და დაქალმა ისეთი სახით გადავხედეთ ერთმანეთს, ორივემ ვიცოდით რომ სანამ ეს შუები აქ ელაგა ვერსადაც ვერ გავიდოდი. სულ რომ ფანჯრიდან გადავმძვრალიყავი, ბებო გამომეკიდებოდა და ძალით ჩამტენიდა პირში უგემრიელეს ნამცხვარს. ვერც გავამტყუნებდი. თავის საქმეს ასრულებდა და აღარ იცოდა, დიდი ხნის მონატრებული შვილიშვილი როგორ ესიამოვნებინა.
სარკესთან საკუთარი თავი შევათვალიერე და ჰაერი ფილტვებში რამდენიმე წამით ჩავიგუბე.
- ძალიან ვნერვიულობ. რავქნა.. ან რავუთხრა, ან რომ არ მოვიდეს? ან.. - უცებ საკუთარ ფრჩხილებს დავხედე, რომელთაც შავი ლაქის კვალი ისე მძაფრად ეტყობოდათ, გეგონებოდა უცხოეთიდან კი არა, ბოლო ერთი კვირა მიწასთან მამუშავებდნენო. - ჯანდაბა!
მაშინვე ის კარადა გამოვაღე, სადაც ლაქების კოლექცია მეგულებოდა, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი.
- ვსო, არსად არ წავალ. ახლა ლაქის ყიდვასაც ვერ მოვასწრებ და მერე მითუმეტეს წასმას!
ცოტაც და ალბათ ემოციებისგან ტირილს დავიწყებდი.
- დაწყნარი და დაჯექი!
გამკაცრდა დაქალი და ძალით დამაბრუნდა სკამზე.
- ეგ ისე გიჟდება შენზე, სულ ტალახში ამოსვრილი რომ მიხვიდე, მაინც ჩაგეხუტება.
- კარგი რა, შენ არ იცი, ეგ როგორ მანიაკურადაა განწყობილი მოვლილი ხელების და ფრჩხილების მიმართ.
- ერთი დღე აიტანს როგორმე.
- ხო?
- ხო, ხო მორჩი მზადებას ახლა, მართლა არ დააგვიანო.
გამიღიმა დაქალმა. საკუთარი თავი დავაწყნარე, ფრჩხილებს კიდევ ერთხელ შევხედე და სანამ გულის რევის შეგრძნება კვლავ მომაწვებოდა ყურადღების სხვა რამეზე გადატანა ვამჯობინე.
- რომც მოვინდომო, ვერ დავიგვიანებ. სპეციალურად გავდივარ ერთი საათით ადრე.
- ასე ძალიან რატომ უცხოპლანეტელობ არ მესმის. წესით ქალები აგვიანებენ ხოლმე.
- უბრალოდ არ მინდა მისვლა მიმასწორს და შემდეგ შორიდან მიყუროს, როგორ დაბნეული მივაბიჯებ მისკენ.
ამოვიოხრე და შავი თვალის ფანქარი თვალის ჭრილს შემოვატარე. ვისაც ჩემთან ახლო ურთიერთობა აქვს დღემდე, იცის რომ მე თვალის ფანქრის გარეშე მე არ ვარ.
- ვსო,მგონი მზად ვარ.
- არა , რაღაც დაგავიწყდა.
დაქალს კითხვაზე პასუხიც და რეაქციაც ოდნავ დავუგვიანე. საკუთარი თავის ცქერით სარკეში ზედმეტად დაკავებული ვიყავი. როგორღაც შეკრული შუბლი გავშალე და ოდნავ გავიღიმე. ცალი წარბი ზემოთ ამეზიდა. მარცხენა მხარე ბუნებრივად ასიმეტრიული მაქვს, რაც საშინლად არ მომწონს. ზოგს აგიჟებს, და მეუბნებიან კიდეც რომ მომავალში ასეთი ბუნებრივი მიმიკა ჩემს სახეზე პროპესიული თვალსაზრისით უფრო მკაცრ და საკუთარ თავზე შეყვარებული ქალის იმიჯს მომცემს. ამაზე დღემდე გულიანად მეცინება...
სამყაროს დავუბრუნდი და დაქალს გავხედე რომელიც თვალებით მადისაღმძვრელ შუზე მანიშნებდა.
- ახლა, ერთი ლუკმაც რომ ჩავიდო, უეჭველია გული ამერევა და არ ვხუმრობ.
- ხომ იცი, სხვა გზა არ გაქვს.
გაფიქრებაზე ერთიანად დამაჟრიალა და ტაომ დამაყარა. სხვა გამოსავალი მართლა არ მრჩებოდა. ან უნდა გამექრო ეს შუები აქედან, ან არსად არ წავიდოდი.
- მოვიფიქრე! მიდი რა, შენ შეჭამე. ძალიან არ გაიგოს ბებომ ახლა, რომელმა ვჭამეთ.
გავიკრიჭე და გონებაში საკუთარი თავის ქება დიდებას შევუდექი, რომ ასე სწრაფად მოვიფიქრე გამოსავალი. მაგრამ დაქალი რის დაქალია, რომ არ ჩაგაშხამოს სიხარული.
- შენ სულ გამოშტერდი ხო? ხომ იცი, მეზიზღება ნამცხვრები.
- შენი არ მესმის. ტორტი ხომ გიყვარს, რა განსხვავებაა ნამცხვარსა და ტორტს შორის?!
- დიდი! და ეს აღარ განიხილო.
გამიბრაზდა მეგობარი და ხელებგადაჯვარედინებული ჩამოჯდა. ათი წუთი ისეთი ლეკვის თვალებით ვუყურებდი, ნამდვილად იმოქმედა მასზე. სწრაფად წამოდგა, ხელი ნამცხვარს დაავლო და თვალები დახუჭა.
- რამდენს გაგაკეთებინებს დაქალის სიყვარული ადამიანს! ღმერთო!
წაეწუწუნა ღმერთს და თვალებდახუჭულმა სწრაფად ჩაკბიჩა მართლაც უგემრიელესი შუ. კიდევ კარგი, თვალები დახუჭული ჰქონდა და ჩემს ღიმილს არ ხედავდა, რასაც მისი რეაქციები იწვევდა. ხან თვალები აატრიალა, ხან რამდენჯერმე შეხტა. ვატყობდი სადაც იყო გული აერეოდა და მართლაც ძალით ჭამდა. ახლა იმაზე უფრო ვდარდობდი რომ ჩემს ძლივს არჩეულ ტანსაცმელს დეკორაციით მომირწყავდა. ბოლო ლუკმა რომ გადაყლაპა მაშინვე წყალს ეცა და ერთი ჭიქა ჩაცალა.
- კარგად ხარ?
საჩვენებელი თითი ამიწია რომ გავჩუმებულიყავი და თავი გააქნია. სიცილს ძლივს ვიკავებდი.
- ვსო დღეს ხმა არ გამცე. ახლა წადი, თორემ მართლა დააგვიანებ.
სახლი აჩქარებულებმა დავტოვეთ. რათქმაუნდა გამოსვლამდე ბებომ შეგვამოწმა, მისი სანაქებო შუები სადმე ხომ არ გადავმალეთ. როდესაც დაქალს დავემშვიდობე და ტრანსპორტში ავედი, ნერვიულობისგან კუჭის ტკივილიც ვიგრძენი.


მიწაზე რომ ჩამოვფრინდი საკუთარ თავს სარკეში შევხედე და გაკრეჭილი, ლოყებზე ალმურმოდებული ვიჯექი. სხეული უკვე გამშრალი მქონდა. ნეტავ რამდენი ხანი ვიყავი წარსულში ქექვით დაკავებული?! დრო ხაფანგდადებული თაგვივით გამეპარა. საათს დავხედე, არცერთი წუთი არ მქონდა დასაკარგი, თანაც მიკვირდა ერთ უბრალო შეტყობინებასაც კი რომ არ მწერდა. მხრები ავიჩეჩე, რა გაეწყობოდა. კვლავ ტანსაცმელს გადავხედე და ჩემი კოპებიც დაბრუნდნენ. სად იყო ჩემი დაქალი? არ იყო. რადგან ჩემი ქალაქში ყოფნის ამბავი არავინ იცოდა მის გარდა და დარწმუნებულიც ვიყავი რომ ძმაკაცებისთვის თქმისგან თვითონაც თავს შეიკავებდა. მიზეზი ამ წუთამდე გაურკვეველია.
თმა სწრაფად გავიშრე და დავისწორე. იქიდან გამომდინარე, რომ ხვეული თმის დასწორება ყველაზე მეტად მეზარება ხოლმე, წარმოდგენა არ მქონდა სადამდე შეიძლება წასულიყო ჩემი სწორი თმა. თვალი გავუსწორე საჯდომამდე ჩამოსწორებულ თმებს და საკუთარ სახეზე წარბაწეული ღიმილიც დავლანდე. მაკიაჟი სადა ფერებში გავიკეთე, პუდრის თხელი ფენა გადავსივი, თვალები როგორც შევძელი ისე გავიმუქე და ბუნებრივად მოწითალო პომადით დავიფარე ტუჩები. საბოლოოდ ტანზე მომდგარი ის ძველი ცისფერი კაბა ჩავიცვი, რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა, რადგან მისი სიმოკლე და მასში გამოკვეთილი ჩემი ფორმები არავის რჩებოდა ქუჩაში შეუმჩნევლად. რათქმაუნდა, წლების შემდეგ სხეულზე ეს კაბა უფრო მჭიდროდ მომეკვრო, უფრო მოკლეც იყო და სუნთქვაც კი მიჭირდა. ერთი სიტყვით, პატარა მქონდა, მაგრამ ამას მხოლოდ მე ვგრძნობდი, გარეგნულად არაფერი ეტყობოდა. ზემოდან თეთრი მოკლე წელის ჟაკეტი მოვიცვი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამოვიცვი.
ის სუნამო დავისხი რომელიც ასე ძალიან უყვარდა და მეც წლებია სუნამოს შეცვლაზე არ მიფიქრია.
სახლი დავტოვე. ტრანსპორტით წასვლა არ მინდოდა, რადგან სანამ გაჩერებამდე ავიდოდი უკვე ვგრნობდი ყველას თვალებს ჩემს ფეხებზე და საჯდომზე, რომელსაც კაბა ძლივს ფარავდა. ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. მისამართი ვუთხარი და ღრმად ამოვისუნთქე. თვალები გავნაბე, ვიცოდი მომდევნო ათი წუთი კიდევ მქონდა დრო საკუთარი კოპების გასაქრობად. მოკლედ რომ ვთქვა, თმა ისე მქონდა როგორც მას უყვარდა - სწორი და გრძელი. სუნამოც მისი ფავორიტი მესხა. აი ტუჩსაცხს, მაღალქუსლიანს და მოკლე კაბებს კი ვერ იტანდა. კმაყოფილმა თვალებდახუჭულმა გავიღიმე მისი წინასწარი რეაქციის გაანალიზებისას და თვალები მხოლოდ მაშინ გავახილე როდესაც მძროლმა ხმადაბლა მანიშნა, რომ დანიშნულების ადგილას ვიყავი.
გამახსენდა, ტრანსპორტში როგორი დაჩაგრული ბავშვის სახით ვიჯექი და საკუთარ გაშავებულ ფრჩხილებს ვაწვალებდი. ფეხით იმ პარკამდე ავედი, სადაც უნდა შევხვედროდი. კმაყოფილმა ოდნავ შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ვერავინ დავინახე. შვებას ისიც მგვრიდა, რომ სანამ იაკობი მოვიდოდა, თაკო დაასწრებდა და პირველად მარტო არ მომიწევდა მისი ნახვა. ყველაფერი გათვლილი მქონდა, თითო დეტალი მაგრამ ცხოვრებამ ასე არ ინება, როდესაც ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. ძვირადღირებული ტექნიკა რამის ხელიდან გამივარდა მისი სახელის წაკითხვისას. დამფრთხალი ბავშვივით ვუპასუხე და თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დავიწყე.
- მე უკვე მოვედი.
თითქოს მახარა, მაგრამ მის ხმაში სერიოზულობის მეტი არაფერი იგრძნობოდა. მაჯის საათს დავხედე. ჩვენს შეხვედრამდე 40 წუთი იყო დარჩენილი და თავი ძლივს შევიკავე რომ არ ავხარხარებულიყავი.
ჩვენ რა, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ვინ მოვიდოდა პირველი?! როგორც ჩანს ბრინჯივით დაბნეულს პასუხის გაცემა დამავიწყა და მისი ხაზზე ყოფნაც მალევე შემახსენა.
- ვიცი, რომ ადრეა უბრალოდ სახლში არ ვიყავი და პირდაპირ წამოვედი.
აბა სად ბრძანდებოდა ვაჟბატონი?! რათქმაუნდა სახლში იყო და ახლა უბრალოდ თავს იმართლებდა. შემრცხვა მეთქვა, უი იცი მეც ზუსტად მსგავსი რამ დამემართათქო, ამიტომ ძალები მოვიკრიბე, თაკოს გულში ვტუქსავდი რადგან დარწმუნებული ვიყავი, თავისი ძმაკაცის თითოეული ნაბიჯი დღეს მაიცნ დაზუსტებით ეცოდინებოდა და სპეციალურად არ მოვიდა. ან უბრალოდ მე და იაკობი იმდენად ავადმყოფები ვართ, ასე ადრე გადავწყვიტეთ მოსვლა.
- მეორე მხარეს გადმოდი და ჩამწკრივებულ სკამებთან დამინახავ.
ტელეფონი გავთიშე, რადგან იმის ცოდნა რომ სადღაც შორიახლოს იყო, მისი ხმის გაგონების გარეშეც მაფორიაქებდა. თმაე ხელი ნერვიულად ჩამოვისვი და გავისწორესავით. თვალში ისევ ჩემი თითები მომხვდა და საპირფარეშოს დავუწყე ძებნა, რომ ცარიელი კუჭი დამეცარიელებინა.
დავინახე. ყურზე ტელეფონი ჰქონდა მიდებული და ჩქარი ნაბიჯებით მოემართებოდა. გულმა წამში მინიმუმ 5ჯერ დამარტყა, თანაც ისე ძლიერ რომ ასე მეგონა წავიქცეოდი. ჯიბეში ტელეფონი ზუზუნებდა, ვხვდებოდი ის მე მირეკავდა. სახიდან უაზრო ღიმილს ვერ ვიშორებდი და ვერც ერთ ადგილს ვშორდებოდი. როდესაც საბოლოოდ თვალი გამისწორა ჯერ სვლა შეანელა, შემდეგ ერთ ადგილას ხესავით გახავდა.მობილური ყურიდან ძალიან ნელა მოიშორა, თვალები აუციმციმდა, ტუჩები შუაზე გაეპო და გაეცინა.
მისმა ჩაწიკწიკებულ კბილების დანახვამ, იმდენი მხნეობა შემმატა რომ მძიმე ბათინკებით ერთიანად მოვწყდი ადგილს, მისკენ სიცილით გავიქეცი და მთელი ძალით მოვეხვიე. ხელები ზურგზე მომხვია და ჩამეხუტა. თან თავზე მკოცნიდა, სხვაგან ვერ ახერხებდა რადგან მის კისერში მქონდა თავი ჩარგული და სიხარულის ცრემლების ძლივს შევკავებას ვახერხებდი.
მაშინ ვიგრძენი, ის რასაც ადამიანები სიხარულს ეძახიან. მე ის დელაილა აღარ ვიყავი, რაც ადრე. სრულიად გავფერადდი. ასე მეგონა ჩემი თმაც გაფერადდა და ფრჩხილებიც, რომელთა მოუვლელობის საკითხი ჯერ კიდევ მაწუხებდა.
- არ მჯერა..
ამოვიჩურჩულე მის კისერში და უფრო მჭიდროდ მოვეხვიე. მართლა არ მჯეროდა რომ ჩემს მკლავებში მყავდა და სრულიად ვგრძნობდი.
- დელაილა...- ჩაიბურტყუნა და თმაზე შემეხო. თმაზე შეხებას ვერ ვიტან, აქედანვე ვამბობ, მაგრამ მისგან მესიამოვნა. კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ ეს ადამიანი უბრალოდ მოსასვლელი და წასასვლელი არ იყო, როგორც უამრავი ადამიანა ჩვენს ცხოვრებაში ხოლმე, რადგან ზუსტად ვიცოდი მე დედაჩემის გარდა, თმაზე შეხების გარდა უფლებას არავის ვაძლევ.
- კარგი, სირცხვილია.- ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ოდნავ გამწია. მართლაც სირცხვილი იყო, შუა ქუჩაში უცხოპლანეტელებივით ვიქცეოდით. ახლა ჩემზე თითქმის ორი თავით მაღალი იყო, არა ისეთი, როგორიც ადრე მახსოვდა. ერთმანეთს ღიმილით ვუყურებდით და ხმას არცერთი ვიღებდით. ასე მეგონა, წამი წამზე მოიქცევდა ჩემს სახეს ხელებში და პირველ კოცნას გამასინჯებდა.
- თაკო სად არის რომ აგვიანებს? რა არის, მე ვარ აქ სტუმარი თუ ის?
სიტუაციის განმუხტვა მისი მტუქსველი იუმორით სცადა და ფეხებიც ავამოძრავეთ. ოდნავ მოშორებით გავედით და მოაჯირს მივეყრდენით.
- იმაზე პატარა ხარ, ვიდრე მახსოვდა. - ჩაიცინა და ჯიბეებში ხელები ჩაილაგა.
- შენ იმაზე მაღალი, ვიდრე მახსოვდა. მარიამი როგორ გყავს?
გავიცინე და რამდენიმე ნაბიჯი მისკენ გადავდგი. ცალი ხელით ხელი დამიჭირა და წარბები ძალდატანილი სიცილით ამიწია:
- არ დაიწყო, პირველივე შეხვედრისას მაინც.
თვალები ჩემი ხელებისკენ რომ გააპარა, მინდოდა მიწას ჩავეტანე. მისი ყოველი შეხება ხომ ისედაც მიცვლიდა ფერებს და ახლა, მითუმეტეს როდესაც უამრავლ ნაკლს კიდევ მოუწესრიგებელი ფრჩხილები ემატებოდა, თავის წყევლის სურვილი მიჩნდებოდა.
- ერთი დღე მაპატიე რა, ვერ მოვასწარი.
ჩემს ხელებზე გაეცინა, ორივე ხელი მჭიდროდ მომხვია და თავისაში მოიქცია.მაკა მართალი იყო, ალბათ ახლა ტალახში ამოსვრილიც რომ ვყოფილიყავი, მაინც თვალებგაბრწყინებული მიმიღებდა. საუბარს თითქოს თავს ორივე ვარიდებდით, გვერიდებოდა ერთმანეთის. ნეტავ ბოლომდე ასე გაგრძლებულიყო, მაგრამ რომელი ჩვენგანი წარმოიდგენდა თუ ბოლოს ურთიერთობას ერთმანეთის ლანძღვით და დამცირებით დავასრულებდით?! ვერც ერთი!
მალე თაკოც გამოჩნდა, დელი-დელია მიმღერა, როგორც ბავშვობის დაქალს შეეფერება ისე და სიტუაცია ოდნავ განმუხტა. შემდეგ იყო პირველი ჟრუანტელი, როდესაც გვერდით ჩამომიჯდა და ერთიანად ოფლმა დამასხა, არადა ალბათ ტემპერატურა მინუსსაც კი აჩვენებდა, მე კი სიცხისგან ვიგუდებოდი...


-რა საშინელი სიცხეებია არა? - გაუაზრებლად ვკითხე მძღოლს, როდესაც ფული გავუწოდე. გაკვირვებულმა გამომხედა. რათქმაუნდა, ახლა ხომ შუა შემოდგომა იყო... ხურდა დამიბრუნა და ისეთი სახით მიყურებდა, ალბათ ერთი სული ჰქონიდა მის მანქანას ეს უცნაური გოგო როდის დატოვებდა. რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ ვწელავდი დროს, იყო ის რომ გამჭირვალე მინის შიგნით, კაფეში უკვე ვხედავდი,შეხვედრის დრომდე ერთი საათით ადრე მოსული, როგორ იჯდა იაკობი და მელოდებოდა. . .

ორი წუთი ქუჩიდან ვაკვირდებოდი, როგორ აუღელვებლად იჯდა და ტელეფონში რაღაცას ჩაჰკირკიტებოდა. ალბათ მის მორიგ გოგოს ესიყვარულებოდა. ღრმად ამოვისუნთქე, კაბა ოდნავ ქვემოთ დავქაჩე, რადგან კიბეებზე ასვლისას უკვე მართლა შევრცხვებოდი და კაფეს კარები შევაღე. თავაწეული ისე შევედი, მისკენ არც გამიხედავს, თითქოს სულაც არ ვიცოდი რომ უკვე აქ იყო. ვატყობდი არც თვითონ შეუმჩნევია ჩემი შემოსვლა, არადა ჩემი ფეხსაცმლის კაკუნმა და მოკლე კაბამ მართლაც ყველას ყურადღება მიიპყრო. განსაკუთრებით კი მდედრობითი სქესის. ჩემთვის ჩამეცინა, შუბლის გაშლა ვცადე და ორი რძიანი ყავა შევუკვეთე ტერესაზე მოტანით, ერთი კოვზი შაქრით. ფული გადავიხადე და ღრმად ამოვისუნთქე. თავდაჯერებული დელაილას იმიჯის უკან ისევ პატარა თინეიჯერი გოგო ცოცხლდებოდა, რომელსაც ნერვებისგან ერთიანად აკანკალებდა და ამას ჩემი ხელები გამოხატავდნენ. რამდენჯერმე დავიზილე, ზუსტად ხუთ წამში დავმშვიდდი და მის მაგიდას მივუახლოვდი. თავს ტელეფონიდან არაფრის დიდებით არ წევდა. ნერვები უარესად ამეშალა და საკუთარი კოპების კონტროლი დავკარგე. ორივე ხელით გვერდიდან მაგიდას დავეყრდენი და ჩავახველე.
- სალამი უცხოეთიდან!
იმდენად მყარად წარმოვთქვი, საკუთარი თავის გამიკვირდა და ახლა შიში მიპყრობდა ეს გაკვირვება სახეზე არ ამსახვოდა. თავი ღიმილით ამოწია და ტელეფონი დაბლოკა, მაგრამ თვალებში შემომხედა თუ არა ღიმილი სახიდან წაეშალა. რამდენიმე წამი თვალებში მიყურა. ვხვდებოდი წარბაწეული ღიმილით ვუყურებდი და ახლა რაც არ უნდა ძალ ღონე მომეკრიბა ამ საზიზღარ, დამცინავ ღიმილს სახიდან ვერ გავიქრობდი, რადგან წარსულის სიყვარულისგან დაბრმავებული პატარა დელაილა მივაძინე და ახლის როლში ზედმეტად ვიყავი შეჭრილი.
- ადრე მოხვედი.
მხოლოდ ეს მითხრა, ისიც უკმაყოფილოდ და გარშემო მიმოიხედა, თუმცა თვალები მაინც იმ კაბისკენ გაურბოდა, რომელიც ასე ძალიან ეზიზღებოდა. რათქმაუნდა, იცნო.
- გარეთ დავსხდეთ.
შევთავაზე და მაგიდას ხელები მოვაშორე. ფეხზე წამოდგა და ხასიათიც წამიხდა. სუნამო არ შეუცვლია. სიმაღლესაც აშკარად რაღაც უქნა, რადგან მახსოვს, წლების წინ ქუსლებით ვუტოლდებოდი ხოლმე, ახლა კი ზემოდან კმაყოფილი დამყურებდა, მაგრამ არაფრით იმჩნევდა.
ხმის ამოუღებლად გამომყვა, მის წინ სპეციალურად წავედი, რადგან შორიდან დამტკბარიყო უკანა ხედით, რომელიც ერთ დროს ძალიან უყვარდა. ტერასაზე ასასვლელად ორი საფეხური იყო. ისეთი მიხვრა მოხვრით ავიარე, რამის წელში გადავტყდი, მაგრამ ამად ღირდა. რომ გავხედე სახიდან ფერწასული უყურებდა ჩემს საჯდომს. ჩამეცინა, იქვე ჩამოვჯექი და თვალებით დაჯდომისკენ ვანიშნე.
- ქუსლებზე რატო შედექი, მაგრად არ მიყვარს.
უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და თბილისს გადახედა. საკმაოდ გრილოდა, მაგრამ საკმარისი იყო მისთვის თვალებში შემეხედა და ზიზღის მიუხედავად მაინც ოფლი დაიწყებდა გამოჟონვას.
- დიდი დრო გავიდა, რაღაც რაღაცეები შეიცვლებოდა.
მხრები ავიჩეჩე, ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და გავუკიდე. კოლოფი მაგიდაზე დავდე. პირდაღებული მიყურებდა და ცდილობდა ნერწყვი გამშრალ ყელში შეუმჩნევლად გადაეშვა. მწეველი არ ვიყავი, მაგრამ ნაპასის დარტყმა ისე რომ ხველა არ ამყდომოდა რამის გაგუდვის ფასად დამიჯდა. ვერ შეამჩნია. თითქოს ვერც მე მივხვდი, ასეთი სახე რატომ ჰქონდა.
- თუ გინდა მოწიე. - კოლოფისკენ ვანიშნე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი არც თვითონ ეწეოდა.
- მახსოვს, რომ არ ეწეოდი.
დაბნეულმა ამოილაპარაკა და კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, სანთებელა მივაწოდე.
- მართალი ხარ, არც ყავას ვსვავ.
ღიმილით ვუპასუხე და წამებშიც შეკვეთილი ყავა ჩვენს მაგიდაზე აღმოჩნდა. თვალები უარესად გადმოკარკლა და ნიკოტინისგან გაჟღენთილმა მსუბუქად ჩაახველა.
- ამას რატომ აკეთებ?!
გამკაცრდა და ყავას დაბღვერილმა შეხედა. ვიცოდი, დიდად არც თვითონ გიჟდებოდა ყავაზე მაგრამ რას ვიზამთ, ახლა როგორც ვატყობდი არც ერთი ვიყავით სარგებლის მომტან სიტუაციაში და საერთოდაც სულ არ გვინდოდა ერთმანეთის პირისპირ ვმჯდარიყავით.
- ბარემ ბოლომდე, ის ვაკეთოთ რაც ასე ძალიან არ გვიყვარს.
- რას გულისხმობ?
უკვე ნერვები მომეშალა, წესით მე ვსვამ ხოლმე ბევრ კითხვებს, მაგრამ ახლა რომ როლები გავცვალეთ ცხადზე ცხადი იყო. უკვე ვხდებოდი, რატომ ღიზიანდებოდა ხოლმე ადრე რომ კითხვების სეტყვას ვცემდი.
- საკუთარ თავს კითხვას ვუსვამ, საერთოდ რატომ ვიყავით ერთად?!
გაღიზიანებულმა, ოდნავ მიმართულებას გადავუხვიე და საფერფლეს სიგარეტი მივაწვი.
- რავიცი, კარგი ფეხები და დიდი თვალები გქონდა.
მხრები დამცინავი ღიმილით აიჩეჩა და ყავას კიდევ ერთხელ დახედა. თეფშზე დადებულ შაქრის ერთ შეკვრას ხელით სწვდა და სანამ მის რეპლიკაზე საკადრის პასუხს გავცემდი თვითონ მოასწრო თემის შეცვლა.
- ალბათ ხუმრობ ხომ?- შაქარზე მანიშნა. ახლა მე გადამეკრა ირონიული ღიმილი სახეზე. - კარგად იცი, რომ მინიმუმ სამი კოვზი შაქრით ვსავ ყველაფერს.
ნერვები აეშალა და შაქარი გაუხსნელად დააგდო მაგიდაზე. მეორე ღერს სწვდა და მოუკიდა.
- ისევ? არადა მეგონა, ჩვენი ურთიერთობისას 2 კოვზზე რომ ჩამოგიყვანე, ახლა საერთოდ ერთზე იქნება გადასულითქო. მაგრამ რას ვიზამთ შენ თუ ისეთ გოგონებთან აბამ ურთიერთობას ვინც შენს ორგანიზმში შაქრის რაოდენობის რეგულაციაზე არ ზრუნავენ.
მხრები ისე ავიჩეჩე, თითქოს ბევრი არც არაფერი მითქვამს და ყავა მოვსვი. გაღიზიანებული მიყურებდა და ვხვდებოდი მის ცხვირთან ხელი რომ მიმეტანა, აუცილებლად ვიგრძნობდი ცხელ გამოსუნთქულ ჰაერს და შემდეგ ალბათ ხელსაც მომაჭამდა. ფანტაზიაში ზედმეტად წავედი და უკვე ვხვდებოდი კიდეც რომ ზედმეტად ვიღიმოდი. სასწრაფოდ დავსერიოზულდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ იმდენად გაცეცხლებული თვალებით მიყურებდა მომინდა შორს გავქცეულიყავი. ასეც მოვიქეცი, სწრაფად წამოვდექი, კაბაც არ გამისწორებია ისე შევედი შიგნით, დამატებით შაქალი ვითხოვე და სანამ ჩემს მოთხოვნას აასრულებდნენ საკუთარ თავს ვამხნევებდი.
- ისუნთქე დელაილა, ისუნთქე!
მინიმუმ ხუთი შაქრის შეკვრით ვბრუნდები იაკობთან და მაგიდაზე ისე ვუყრი, რომ თვალსაც არ ვახამხამებ. ვატყობ, ნერვებს ჩემი არ იყოს, იმდენადაა აყოლილი, რომ მესამე ღერზეა გადასული. არანაკლებ მშვიდი ვარ მეც, ამიტომ მეორე ღერს ვუკიდებ და ღრმად სუნთქვას ვცდილობ. შაქარს ხელს ავლებს და დიაბეტიკივით არც მეტი, არც ნაკლები, ოთხს იყრის. გაკვირვებას არ ვიმჩნევ და საკუთარ ყავის ჭიქას მივშტერებივარ, რომელიც იმდენად უქაფოა, რომ ჩემი თავის ანარეკლსაც ვხედავ.
- რა საქმე გქონდა?
იკითხა, როდესაც ორგანიზმი შაქრის ერთი ყლუპით აივსო. ამას ყავას ვეღარ დავარქმევდი.
- არვიცი, ვფიქრობ სალაპარაკო გვქონდა.
- გვქონდა?
- არა?!
- რავიცი. თაკომ იცის რომ მხვდები?
- რა შუაშია თაკო?!
- დაქალები არ ხართ?
- ვართ.
- მერე?
- არავინ იცის რომ ჩამოსული ვარ.
სიმართლეს ფარდა ავხადე და მესამე ღერს მოვუკიდე.
კმაყოფილების ღიმილმა გადაჰკრა სახეზე. იმის გაფიქრება რომ ფიქრობდა, მის გამო ვიყავი ჩამოსული ყველაფერს მიწიოკებდა.
- რომ არ შეგიძლია, რას ეწევი მაგდენს.
ხელი აიქნია ჩემი სიგარეტის მიმართულებით.
- არ მეგონა, თუ გეხსომებოდა.
- რა დამავიწყებს, რამის ხელში ჩამაკვდი.
- ეგ სიგარეტის გამო არ ყოფილა.
ბუნებრივად აწეული წარბი უარესად ავქაჩე ზემოთ და საკუთარი ცოდვები გავახსენე, რომელშიც ნათლად ვიყავი დამნაშავე. ჯერ მისი ძმაკაცის სახლში ვიჩხუბეთ, შემდეგ კამათისას მიახლოებას რომ ვცდილობდი, ხელი მკრა. ავღრიალდი, ამით შეურაცხყოფას მაყენებ მეთქი, არც თვითონ დააკლო და რაც შენ გააკეთე ის ჩემი შეურაცხყოფააო. რა გავაკეთე?! რაც ვიცოდი, რომ ეზიზღებოდა ის. რატომ? არ ვიცი. ალბათ მაინტერესებდა, რამდენად შეიძლებოდა გაბრაზებულიყო და პასუხიც მივიღე. კისერზე ტუჩებით და კბილებით იმხელა ჩალურჯება დავუტოვე, რასაც მეგონა მინიმუმ ორი კვირა ვერ მოიშორებდა. ყველა კითხვას დაუწყებდა, რა დაგემართაო, მაგრამ ამავე დროს პასუხი ყველასთვის ნათელი იქნებოდა. შემდეგ არომატული ჩილიმი დავაგემოვნეთ, რაზეც მისმა ძმაკაცმა დამიყოლია. ხომ იცი როგორია, სერიოზულად არ გაბრაზდებოდაო. ნერვებს ავყევი, იმდენი მოვწიე, უკვე ფილტვებიც მტკიოდა. ერთი ორჯერ ისეთი თვალებით შემომხედა გაჩერდიო. მაგრამ მასზე ისევ განაწყენებული ვიყავი და საკუთარ ჯანმრთელობასაც გავეჯიბრე. როდესაც ჰაერი საგრძნობლად შემომაკლდა, ფეხზე თავბრუსხვევით წამოვდექი და იქაურობა რამდენიმე ოთახის მოშორებით დავტოვე. ვიგრძენი ასთმური სპაზმები როგორ მიტევდნენ და თავს მახსენებდნენ. ეს მე დავმართე საკუთარ თავს, მაგრამ ძირითადად ნერვიულ ფონზე მემართებოდა ხოლმე. ამჟამად მკურნალობით საერთოდ მოვიშორე, მაგრამ სისტემატიურ მწეველობას რომ დავუბრუნდე, თავს ალბათ ისევ გამახსენებს.
ალბათ რთული მისახვედრი არ არის, ჩემი ხრიალის გაგონებისას როგორ მომვარდა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, მე მაინც საკუთარი თავით კმაყოფილი ვიხრჩობოდი მის მკლავებში და იმით ვტკბებოდი რომ საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო ჩემზე გაბრაზებული ყოფილიყო.

- რაც იყო, იყო. სამაგიერო შენც მიიღე. - გამარჯვებულის ღიმილი გადაეკრა გახსენებისას და მეც ისევ წარსულში დავბრუნდი.
გამოსაშვებ საღამომდე ზუსტად სამი კვირა რჩებოდა. როგორც ყველა გოგო მეც მკერავთან დავრბოდი. იმდენად გრანზიოზული კაბა მქონდა შეკვეთილი, ალბათ თეთრი ფერის რომ ყოფილიყო, ვინმე იფიქრებდა რომ ქორწილი მქონდა. ბევრი კლიენტის გამო, მკერავი სულ მაჩქარებდა და ყოველთვის მისვლას მთხოვდა მოსაზომად, როდესაც თავისუფალი დრო უჩნდებოდა ხოლმე. ეს ყველაფერი იაკობს ძალიან კარგად მოეხსენებოდა. ასე რომ, შურისძიების მიზნით ერთად გატარებულ ვნებიან ღამეს, მკერდიდან ლავიწამდე ისეთი სიწითლე-სილურჯეებით დამაჯილდოვა, რომ ჩემი შემოქმედება ამასთან შედარებით წვეთი იყო ოკეანეში.
არც პუდრა ფარავდა, არც ის ტონალური, რომელიც ასე ძალიან მეზიზღება. პირიქით, უარესად ამუქებდა და მიმახინჯდებდა კანს. ძალა-გამოცლილი ვიჯექი საკუთარ საძინებელში და ცრემლებში ვცურავდი. ასე ვერც მოსაზომად მივიდოდი, რომც მივსულიყავი და კაბა დაემთავრებინა მკერავს, იაკობის შემოქმედებას გამოსაშვებზე ყველა იხილავდა. იმდენად გაბრაზებული ვიყავი, ვიფიქრე კიდეც ახლა ღირსია რამდენიმე დღით დავშორდეთქო, მაგრამ როგორც ჩანს შევეცოდე და სახლის საშვალებებით თავისი ნახელავის გაქრობაც მარტივად მოახერხა.


- ზოგჯერ აუტანელი იყავი.
- არც შენ აკლებდი.
ვუპასუხე გულახდილად. მალე ყავას დავასრულებდი, რაც ფილმებში იმას ნიშნავს რომ წყვილი იშლება და საკუთარ საქმიანობას უბრუნდება. ფილმში არ ვიყავი, მაგრამ ჩემი ცხოვრება იმდენად გავდა საეკრანიზაციო ¨რომანს¨რომ თავის დაზღვევის მიზნით, ჭიქა ჩემსკენ ახლოს მოვწიე. ასე ვერ დაინახავდა, რამდენი სითხე მქონდა დარჩენილი.
- ისეთი სუნი გამოდის საცხობიდან, მომშივდა. - ჩაილაპარაკა და შიგნით შეიხედა. საჭმლის სუნი როგორცვე გავიაზრე, გულისრევის შეგრძნებამ იმატა და სახე უსიამოვნოდ დავმანჭე.
- არა.
- რა არა?
- მე არ მინდა.
- რა იყო, ორსულად ხომ არ ხარ. - გადაიხარხარა და სკამზე არხეინად გადაწვა. გულზე რაღაცამ გამკრა. არ ვიცი ეს კითხვა მეწყინა თუ მეტკინა. ალბათ ორივე, მაგრამ ახლა წარსულში ქექვისგან თავი შევიკავე და მის კითხვას იმდენად ირონიულად ვუპასუხე, რამდენადაც შეეფერებოდა.
- არვიცი, გამორიცხული არ არის.
სიცილი ისე სწრაფად შეწყვიტა, ასე მეგონა რაიმე გადასცდა და ხველას ატეხდა. ჩემი პასუხი ფაქტია არ ესიამოვნა და თავში უამრავ კითხვასთან ერთად, ეჭვიც გაუჩნდა. რაში აინტერესებდა საერთოდ?!
- გყავს ვინმე? - ამ კითხვის გარდა ყველაფერს ველოდი. მისი ხმა არაიაკობისებრი იყო. სუსტი და გამჭირვალე. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, ვიფიქრე მოვატყუებ და სანახაობით ვისიამოვნებ როგორ გაცოფდებათქო, მაგრამ შემდეგ რომ ვიცოდი მეც იგივეს გამიკეთებდა, გადავიფიქრე.
- არა. - მოკლედ მოვუჭერი და შემდეგ ღერს მოვუკიდე. იმდენად მივეჩვიე სიგარეტს, უკვე აღარც ჩემი ფილტვები წუხდებოდნენ. ამდენი ბოლოს როდის მოვწიე,არ მახსოვს. სპეციალურად არ შევუბრუნე კითხვა, რადგან დადებითი პასუხის სისწორეში დარწმუნებული ვიყავი.
- რატო?
- ამას რა მნიშვნელობა აქვს, აქ არ ვართ ამაზე სალაპარაკოდ.
უხერხული თემა სწრაფად შევცვალე და თვალები დავახამხამე. ფეხი ფეხზე გადავიდე და ისე შევეხე მის წვივს ტერფით რომ ვერ გავიაზრე. ადგილზე შეხტაო, თუმცა ფეხი არც მე გამიწევია, არც თვითონ. შეუმჩნევლად Dავიღიმე და გამჭირვალე მაგიდიდან ჩვენს ფეხებს დავხედე. ისიც მათ უყურებდა და წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა.
- აქ რისთვის ვართ?
- რომ ვილაპარაკოთ.
- რაზე?
- ჩვენზე.
სწრაფი დიალოგი ორ წუთიანმა სიჩუმემ მოიცვა. რეალურად ვიცოდი სალაპრაკო არც არაფერი იყო. რაც მორჩა მორჩა. უფროსწორად, აქ იმიტომ ვიყავი რომ ზუსტად ვიცოდი ამას მორჩენა არ ერქვა და ყველაფრის ერთხელ და სამუდამოდ გარკვევა მსურდა. რა იქნებოდა ახლა, ეს ყველაფერი ხმამაღლა რომ გადმომეცა და გული დამეცალა. კიდევ რა მინდოდა?! მასაც იგივე გაეკეთებინა და მოეყოლა თავს როგორ გრძნობდა მის 3 საყვარელთან, რომელიც ამ წლების განმავლობაში გამოიცვალა.
- მაინც უნდა გკითხო, თავს ვერ ვიკავებ. - ენა მსუბუქად გადავიტანე ტუჩსაცხზე და სანამ თანხმობას განმიცხადებდა იქამდე გავაგრძელე - ამდენთან გქონია სექსი. რატომ მაინდამაინც მე?
წამით ჩაფიქრდა, თვალებში შემომხედა და მსუბუქად ჩაიღიმა.
- ალბათ იმიტომ, რომ შენთან განსაკუთრებულად კარგი იყო. იმას არ ვამბობ, რომ სხვებისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი.
- ზუსტად მაგას ამბობდა შენი ქცევები, ჩემი არ ყოფნის პერიოდში. - წარბები ავუწიე.
- და შენი პასუხი, რომ 50/50-ზე იყო ისევ ძალაშია?!- წარბები ამითამაშა და წამით ჩვენს უძრავ ფეხებს დახედა, რომელიც ერთმანეთს ეხებოდნენ. ტაომ დამაყარა, მაგრამ ვერ ვიგებდი ეს გრილი ნიავის ბრალი იყო, თუ ჩვენი დიალოგის. მისმა სიტყვებმა იმ მონაკვეთში გადამისროლა, სადაც შერიგებაზე უარი განვუცხადე და ფიზიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებულ შემაზე 50/50ზე წავუყენე. პირდაპირ არც მასუხსენებია შერიგება და არც მე. მაგრამ ფაქტი იყო, რომ ჩვენი საუბარი ორი წლის წინ ზუსტად ამისკენ მიდიოდა. სხვასთან იყო, მე მწერდა. არაქვს მნიშვნელობა რამდენად ერქვა სხვისი საკუთრება და რას აკეთებდა, მთავარი ის იყო, რომ მის დარდს მე მიზიარებდა და ამას ვერანაირი მორიგი ლამაზმანი ვერ უქარწლებდა.
- არა, 0-ზე დაეშვა. - ერთიანად ახურებულმა ვიცრუე და ფეხები გავასწორე. სახიდან ღიმილი წაუხდა.
- რატომ ჩამოხვედი? - ჩამწყდარი ხმით მიპასუხა და ნათლად დამანახა დაცარიელებული ჭიქა.
- ვიფიქრე, ბოლოჯერ მოვინახულებ მონატრებულ სამშობლოსთქო. - ტკივილით გავუღიმე, ვეცადე ეს არ შემეჩნია, მაგრამ ამის დამალვა უბრალოდ შეუძლებელი იყო.
- ბოლოჯერ?
- ბოლოჯერ.
- ეს როგორ? - დაიბნა და სიგარეტი ჩააქრო.
- მივდივარ,იაკობ. ოღონდ სულ მივდივარ.
თვალებში შეხედვა ვერ გავბედე. ვიცოდი ეს რომ გამეკეთებინა, ნაწილებად დავიშლებოდი და საკუთარ თავს ვეღარც ავაწყობდი. მაშინაც ხომ ასე მოხდა, როდესაც მას აქ ვტოვებდი და მე რამდენიმე თვით მოვცილდი.

- ჩვენ იმაზე მეტნი ვართ, ვიდრე ათასობით კილომეტრი.
ჩავიბურტყუნე საკუთარი თავის გასამხნევლებლად და აცრემლებული კიდევ ერთხელ ავეკარი მის მხარს. ჩემი ცრემლებისგან, უკვე კარგად დაჟიებული მარჯვენა მხარე ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს შევაწუხეო. შავ მატერიას თვალი მოვაშორე და მის თვალებს შევხედე. გიშრისფერები ანათებდნენ. მათ იცოდნენ რაც მჭირდებოდა. ეს გამოხედვა და ეს თვალები მჭირდებოდა, რომ ყოველთვის თან გამომყოლოდა. ჩემზე ძალაუფლება გაბატონებული ხელებს მხვევდა და გულში მიკრავდა. სრული კონტროლი გააჩნდა ჩემზე და ეს ორივემაც ძალიან კარგად ვიცოდით. უბრალოდ მე ამას ყოველთვის ვუარყოფდი. წარმოდგენა არ მაქვს, რამდენი დრო დასჭირდებოდა ჩვენს გამომშვიდობებას. ყველაზე რეალური მასთან ვიყავი მთელი ცხოვრების განმავლობაში. იცოდა ჩემი სისსუსტეები, ჩემი ძლიერი მხარეებიც და ყოველთვი მხარში მედგა. მეხმარებოდა გავმკლავებოდი იმ საზოგადოებაში ცხოვრებას, სადაც თავს ყოველთვის გარიყურლად ვგრძნობდი. ის კი მისი ძლივს აწყობილი წინადადედებით მამშვიდებდა: ¨ძალიან გინდა რომ მათ გავდე? პირიქით, უნდა იამაყო რომ სხვანაირი ხარ. ისინი ალბათ სახლში ვარჯიშობენ კიდეც, რომ როგორმე ხალხს განსხვავებულობა დაანახონ. შენ ეს არ გჭირდება დელაილა. შენ ძლიერი ხარ და რომ გაიზრდები ბევრად ძლიერი ქალი იქნები. ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ ცოტა თავს ძალა უნდა დაატანო და მიხვდე, რომ ხალხის აზრის 100%ით დაიგნორება კარგს არაფერს მოგიტანს. დააიგნორე, მაგრამ პროცენტული დონე ოდნავ გაათანაბრე.¨
იმ დღის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების მეგზურად სამუდამოდ დამჭირდებოდა. მაგრამ რაღათქმაუნდა იმაზე არც მიფიქრია თუ ჩვენს შორის უფსკრული სახელად დაშორება, ოდესმე ჩადგებოდა.
-კარგი გეყოფა ტირილი, თორემ მეც ძლივს ვიკავებ თავს.
არაფერი მითქვამს თავი დავადე და ჩუმად გავაგრძელე ქვითინი. ახლა მისი ცრემლები, გაბზარული მზერა და გაბზარული გიშრისფერები რომ დამენახა ზუსტად ვიცი ვერ წავიდოდი. ვერ დავტოვებდი ამ ბინძურ ქალაქში უჩემოდ.
-მიდი.
მანიშნა, რომ წასვლის და ნაბიჯების გადადგმის დრო იყო.
- თან მონატრებულზე ჩახუტება, უფრო ´ასწორებს´ ხომ იცი..
გაეცინა. მაგრამ რათქმაუნდა სიმწრის იყო. აწყლიანებული თვალები დახუჭა და ისე წაეტანა ჩემს ტუჩებს, რომ ვოცნებობდი მთელი ცხოვრება ასე, ჩემზე გადაბმული ყოფილიყო. ქანდაკებას ვგავდი. ქანდაკებას რომელსაც გული უცემდა მხოლოდ გაორმაგებით ,სისხილი წარმოუდგენელი სიჩქარით მიჩქეფდა ძარღვებში და ეს იყო ჩემი მოძრაობა..თვალიც კი არ დამიხამხამებია, ისევ ისე, დამრგვალებული თვალებით ვიყურებოდი იმ ადგილისკენ, სადაც წამის წინ შავ სფეროებს ვუყურებდი და მასსში საკუთარ თავს ვხედავდი. ტუჩებიც კი ისევ ისე მქონდა დაშორებული ერთმანეთზე და ღრმად ვსუნთქავდი. გონს ვერც მოვედი ავტომატურად დავიწყე სიარული და სახლში აღმოვჩნდი,შემდეგ სააბაზანოში შევიკეტე. ყველგან სადაც გავიხედავდი მის თვალებს ვხედავდი,მისი სიტყვები ჩამესმოდა და ტუჩებზე ისევ ვგრძნობდი უკანასკნელად მისი ბაგეების სიმხურვალეს.

- სულ წასვლა აღარ ჩამოსვლას ნიშნავს?
- ოდესმე ჩამოვალ, უბრალოდ ახლა უვადოდ მივდივარ. - უხერხულად შევიშმუშნე და ნერწყვი გადავყლაპე. იმდენად რთული ყოფილა ჩემს ყოფნა არ ყოფნაზე საუბარი, ვიდრე წარმომედგინა. საერთოდ რატომ წამოჭრა ეს თემა?! თუმცა, არც უნდა გამკვირვებოდა. ჩვენი წლობით მიმოწერაში, რამდენიმე თვეში ერთხელ ყოველთვის ჟღერდა კითხვა ჩემი დაბრუნების შესახებ.
- და თაკომ არ იცის? არც მაკამ? ისე აპირებ წასვლას?!
თითქოს ძალიან ღელავდესო, მე მოვინახულებდი თუ არა ჩემს დაქალებს, მაგრამ ალბათ მართალიც იყო.
- ვნახავ, ისე არ წავალ. არ ინერვიულო.
- როგორც ჩანს, შენს დაქალებს აღარ ენდობი.
- ნდობა რა შუაშია?!
- ვინც კი მყოლია, ყველა ყველაფერს დაქალებს უკაკლავს. შენც ასე არ იყავი?
- არა და გთხოვ, მაგ ამბავს ნუ დავუბრუნდებით.
თავი გავაქნიე და შორიახლოს მდგარ მიმტანს ვანიშნე შეკვეთა გაემეორებინა, რადგან მალე წასვლა ნამდვილად არ მსურდა. მართალი იყო, იმ საკითხში რომ ყველა ასეთი ყავდა. მაგრამ მე ასეთი ნამდვილად არ ვყოფილვარ. იცოდნენ დაქალებმა ურთიერთობის რა ეტაპზე ვიყავი ხოლმე იაკობთან, მაგრამ დეტალები არა. ჩვენი დაშორების ამბავი კი ისე დაემთხვა მაკასთან საუბარს, რომ იაკობის არეული ტვინი უარესად შეარყია. რამდენიმე დღით ადრე, მაკას ვუთხარი რომ ისე არ იყო ყველაფერი როგორც ადრე და ურთიერთობას ძლივს ვაგრძელებდით. ანუ დაშორებამდე არც არაფერი იყო დარჩენილი. ამას ნებისმიერი მარტივად მიხვდებოდა, მაგრამ მაკას დაშორება არც უხსენებია და ზედმეტი კითხვებიც არ დაუსვამს. უბრალოდ იაკობის საქციელებისგან გაოგნებული პირღია მიყურებდა ტელეფონის კამერაში დაქალს და მონაყოლს არც უჯერებდა. ერთი კვირით ადრე, მართლა ვაპირებდი დაშორების ინიციატორი მე ვყოფილიყავი, მაგრამ მაშინ თაკომ გადამაფიქრებინა. მაგ ბიჭს რამის დაბადებიდან ვიცნობ და შენნაირად არავინ ყვარებია საერთოდო, თუ ეგ ბიჭი გიყვარს ერთი შანსი მიეციო. ერთი არა, უკვე მესამე შანსი იყო, მაგრამ იმდენად მიყვარდა იაკობი, დავთანხმდი. მერე დავშორდით კიდეც და შემთხვევით გადაყრილმა მაკამ პირდაპირ მიახალა ვიცი რომ დაშორდითო, როცა რეალურად წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ხდებოდა ჩემი და იაკობის ურთიერთობაში. იაკობიც გამწარდა, კარგად გამომლანძღა. პირადი ცხოვრება არ გაგაჩნია და წუთების დაშორებულები ვართ, როცა უკვე დაქალებმა იციანო. რა აზრი ჰქონდა რამის მტკიცება - არ მტკიცებას. მეტიც ეს საზიზღარი ცილისწამება იმდენად ვერ ავიტანე რომ საკადრისი პასუხიგავეცი, უკვე ჩემს ინტერესებში არ შედის შენ რას იფიქრებ მეთქი. სახიდან ფერი წაეშლებოდა, ზუსტად ვიცოდი და ეს სისულელე ამიტომაც წამოვროშე.

- ანუ უარყოფ?
- იაკობ, ეს შენ არ გეხება და მორჩი.
ოდნავ შეიშმუშნა, სკამზე კარგად გასწორდა და თვალი გამისწორა. ლაპარაკობდა, მაგრამ ძველი იაკობი აღარ იყო. წინ უკვე კაცი მეჯდა. სიტყვები მისი იყო, ხმაც მისი იყო, მაგრამ ვატყობდი იაკობი იაკობი აღარ იყო. ან თუ იყო, საკუთარ თავს ძალიან კარგად ნიღბავდა. დავიჯერო არ უნდოდა ჩემს მუხლებზე თავი ჩამოედო და მთელი ამ წლების ტანჯვა ეგლოვა რაც უჩემოდ გამოიარა? ალბათ არა.
- რამდენიმე თვით აპირებდი სასწავლებლად წასვლას და შემდეგ, დაბრუნდებას.
- ორივემ მოვატყუეთ საკუთარი თავები.
მსუბუქად ჩავიღიმე, რაზეც მასაც გაეღიმა. რათქმაუნდა, ორივემ ვიცოდით მაშინაც კი რომ სწავლა თვეები კი არა, წლები გრძელდება. ადამიანი კი ისეთი მოწყობილობაა, რომ რასაც ეჩვევა, იქიდან წასვლა რთულად თუ მოხერხდება ხოლმე. მე იმედი მქონდა, რომ ჩემს მონატრებას ვერ გაუძლებდა და არდადეგებზე მაინც ჩამომაკითხავდა ხოლმე. ან სულაც, ერთერთი სტუმრობისას დარჩენას გადაწყვეტდა. ეგოისტი ვარ. ეს ისედაც ვიცი. მას კი ალბათ პირიქით ეგონა, რომ მე სამშობლოს დავუბრუნდებოდი. ნეტავ შემძლებოდა...
- ხომ გეუბნებოდი, ტყუილად მეჭიდები ასე თქო. ჩემსგარდა კიდევ ჩემნაირი 5 გეყოლებოდა და აქეთ დაბრუნებაც აღარ მოგინდებოდა.
საკუთარი სიტყვების სისწორეში დარწმუნებულმა თავი ამაყად ასწია დაისე გადმომხედა, მთელი ძალით ეცადა ის ტკივილი დაემალა, რაც ყელში ძლიერ უჭერდა.

დაკავებული თინეიჯერული ცხოვრება მქონდა. ხან რა პროექტში ვიყავი, ხან სად. გადარბენაზე, მაგრამ რათქმაუნდა იაკობისთვის და დაქალებისთვის დრო ყოველთვის მრჩებოდა ხოლმე. საათი იყო დარჩენილი და იმ შენობიდან მომდევნო 11 საათი ვერ გამოვიდოდი. რაც იმას ნიშნავდა რომ 11 დაწყევლილი საათით ჩემს სიყვარულს ვერ ვნახავდი. რათქმაუნდა, იმას ვაკეთებდი რაც მსიამოვნებდა და ჩემი საქმიანობა მართლაც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. მაგრამ, ნებისმიერი შეყვარებული ადამიანი მიხვდება რომ საყვარელ ადამიანთან განშორებას ვერცერთი საყვარელი საქმიანობა ვერ ჩაგინაცვლებს. სასაცილოა.. მაშინ 11 საათზე ვდარდობდი.
- ვფიქრობ და წარმოდგენა არ მაქვს, ჩემთან რატომ ხარ.
მის მხარზე ჩამოდებული თავი სწრაფად ავწიე და დაბღვერილმა თვალებში შევხედე.
- რას გულისხმობ?
- დელაილა, ჩემთან რა გინდა. დაფიქრებულხარ ოდესმე?
ძალიან სერიოზული იყო. მისი კითხვები ოდნავ მაშინებდა კიდეც.
- რა ხდება, მშორდები და შესავალს აკეთებ?
გავიცინე. რათქმაუნდა იმიტომ , რომ ზუსტად ვიცოდი არ დამშორდებოდა. იმ დროისთვის ჩვენი დაშორება რაღაც წარმოუდგენელი მერვე საოცრება მეგონა.
- არა, მაგრამ შენ მოინდომებ დაშორებას. განათლებული და ჭკვიანი გოგო ხარ. ისეთ წრეში ტრიალებ, რაზეც მე უბრალოდ წარმოდგენაც კი არ მაქვს. საერთოდ სხვა განზომილებებიდან ვართ.
- ერთი განზომილებიდან რომ ვიყოთ, გგონია არ მოგბეზრდებოდა? ერთფეროვნება ისედაც ყელში გაქვს ამოსული.
ბოლოს ასეთი სიმართლე როდის ვუთხარი, აღარც მახსოვდა.
- არვიცი, მაგრამ ხომ იცი რომ წახვალ მიხვდები, რომ ჩემთან არაფერი გესაქმებოდა.
- გაჩუმდი! ასე ნუ ლაპარაკობ.
ხმა აღარ ამოუღია. ცრემლების დასამალად მკერდზე მივეყრდენი და თვალები დავხუჭე.
- რომ დავშორდებით, შენი აზრით ვიმეგობრებთ?
ისე ვკითხე, თითქოს უკვე გადაწყვეტილი დაგანაჩენ გამოტანილი ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობა.
- გამორიცხულია.
- მაინც რატომ?
- ვისთანაც ვწევარ, მათთან არ ვმეგობრობ.
ხალისით ამოიბურტყუნა. გავსწორდი და თვალებში ჩავხედე. კოპები თავისას შვებოდნენ, რაზეც იაკობს უარესად ეცინებოდა. მახსოვს, მისი ნახევარზე მეტი სამეგობრო გოგო, როგორ უჟუჟუნებდნენ თვალებს, როდესაც საერთო წრეში აღმოვჩნდით.
- მეგობრებს შენ იმათ ეძახი და...
- ეგ სულ სხვა რამეა. კაი რა, ისედა იცი რასაც ვგულისხმობ.
- ანუ დავშორდებით ერთმანეთს და ერთმანეთისგან აღარაფერს გავიგებთ?
- ასე არ იქნება. ზუსტად ვიცი, ვერც ვიმეგობრებთ და ვერც დავივიწყებთ ერთმანეთს. ალბათ ის უფრო დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს, შემდეგ როგორ გავამწარებთ ერთმანეთს.და იმასაც ვფიქრობ, რომ ალბათ შენზე მზურნველი მომავალში არავინ მეყოლება.
- გეთანხმები.
- ნუ მიდასტურებ, თორემ ხომ იცი, პროტესტი მიჩნდება და შეიძლება მაგის გამო ვეცადო მაინც.
- ჩაფლავდები.


ჩვენი წლების წინ გადაცვლილი წინასწარმეტყველური დიალოგები მშვიდი ტბიდან ქაოსურად ამომიტივტივდა. ხელში კვლავ დაკაცებული გიშრები შემრჩა რომელიც გახსნილი შუბლით სახის თითო ნაკვთს უსირცხვოდ მითვალიერებდა. მინდოდა მიმეხალა, ხუთი კი არა, საერთოდ არავინ მყოლია, მითუმეტეს შენნაირითქო. მაგრამ ამხელა სიამოვნების მინიჭების ღირსად არ ჩავთვალე და ენას კბილი დავაჭირე. დღემდე მეზიზღებოდა, რომ ვატყუებდი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში საჭირო იყო.
სიგარეტის კოლოფიდან რამდენიმე ღერი საცოდავად გვიმზერდა ორივეს. მოწევის სურვილი აღარ მქონდა. აღარც იმ მეორე ჭიქის დალევის, რომელიც სასვე მედგა წინ. ის კი ისეთი ინტერესით ურევდა, თითქოს ახლა დაიწყო ყველაფერიო. მე კი ვხვდებოდი თვალები როგორ ჩამიქრა იმის გაანალიზებისას, რომ ეს მართლაც დასასრული და უკანასკნელი შეხვედრა იყო. ახლა აღარც მიმოწერა იქნებოდა, აღარც ერთმანეთის ნახვა. ორივე ჩვენ ჩვენი გზით გავაგრძელებდით ცხოვრებას. მაგრამ ალბათ ერთმანეთის გულში თუ არა, გონებაში სამუდამოდ დავრჩებოდით. რა დაავიწყებდა ჩემს თავს?! ეს ხომ აფსურდი იქნებოდა. ვუყურებ, როგორ ბავშვურად ურევს ყავას და ახლაღა ვაანალიზებ რომ ჩემი ფიქრები ცრუ იყო, იმის შესახებ რომ შეიცვალა. ძველი იაკობი ისევ სადღაც აქ არის და ის შენიღბულია. თუმცა მე ვხედავ.
როგორც თვითონ მხედავდა წლების წინ, საზოგადოებისგან გამორიყულს და მამშვიდებდა, ახლა ზუსტად ისე ვხედავდი მე მას. ის არ იყო ჩვეულებრივი ბიჭი და ახლა უკვე კაცი, რომელიც ქალებზე გიჟდება. მასსში რაღაც უფრო მეტი იყო. ჩვენი ასეთი დიალოგები ყოველთვის სულს მიძრავდა ხოლმე და არც ეს ყოფილა გამონაკლისი მაშინ. მაგრამ მისი ნათქვამი სამი სიტყვა ყველაფერს ცვლიდა და კვლავ სიცოცხლის გაგრძელების ხალისს მიბრუნებდა. ეს არ იყო ბანალური ¨მე შენ მიყვარხარ¨ეს იყო მისი ნათქვამი ¨მე გხედავ შენ¨. თავიდან დავიბენი, როდესაც პირველად მითხრა, რადგან დიდი პაუზა მოაყოლა, მაგრამ როგორცვე რეაქციას მიმიხვდა გააგრძელა, რომ მხედავდა ისეთს ,როგორიც ვიყავი და არაფრის ახსნა არ მჭირდებოდა მასთან. ამ პირველის შემდეგ, ყოველთვის ამ სამი სიტყვით იფარგლებოდა და გულს მიხარებდა. დროთა განმავლობაში ესეც გაქრა. მაგრამ ახლა მე მინდოდა მისთვის მეთქვა, უფროსწორად იმ ძველი იაკობისთვის, რომ მე მას ძალიან კარგად ვხედავდი.
ვიცოდი, მალავდა საიდუმლოს რაზეც ძალიან ცოტა თუ ვიცი და ცოცხალი თავით არ მიმხელდა. მეც მაქვს დღემდე მასთან დამალული დიდი საიდუმლო, რასაც ეს თუ უკანასკნელია, უკვე დარწმუნებული ვარ ვერასდროს გაიგებს. ასე რომ, ამ დღეს გულის გადაშლას არც მე ვთხოვ და შედარებით დამშვიდებული ვწრუპავ მეორე ჭიქა ყავას.
მაინც, რამდენი მოგონება შეიძლება დაიტიოს ერთმა ადამიანმა?! რამდენი ცრემლი და სიხარული?! საგაგიჟებელი რამეა ადამიანი. მხოლოდ ამის გამო თუ გამოვიდოდი ოდესმე მეცნიერი რომ ადამიანის შიგნეულობა კარგად შემესწავლა. არა, მედიცინას არ ვგულისხმობ, აქ უფრო მენტალურ რაღაცეებზე მაქვს საუბარი, მაგრამ თვითშენიღბვასაც რომ მოვეშვა, რეალურად მხოლოდ იაკობისს გაცხრილვა მინდა. თითქოს რაც არის, ის არ მყოფნისო.
უკვე ვატყობდი, სახლებში წასვლის დრო იყო. თვალებზე მოწოლილი სევდა უკან გადავისროლე, თავი ამაყად ავწიე და ძალა მოვიკრიბე რომ საბოლოო სიტყვები მეთქვა მისთვის. იქნებ ასე მაინც ამომესუნთქა ერთხელ და სამუდამოდ.
- იაკობ, ახლა კარგად მომისმინე და უბრალოდ, წამით მაინც რომ შევყოვნდე არ გამაწყვეტინო. მეთვითონ გეტყვი, რომ დავასრულებ.
თავი ისეთი სახით დამიქნია, უკვე ვხვდებოდი, რაც არ უნდა მეთქვა რაიმე ირონიულს გამოძებნიდა და ყველაფერს აზრზს დაუკარგავდა, მაგრამ ამდენად ემოციური თუ გამხდიდა საკუთარი სიტყვები ვერ წარმოვიდგენდი. აკანკალებული ხელების დასამალვად ჩანთას ჩავჭიდე.
- ჩვენ შეგვეძლო ვყოფილიყავით ერთად,მაგრამ უერთმანეთოდ ყოფნა შესანიშნავად გამოგვდიოდა,გენიალურადაც კი! მე გავხდი საკმაოდ დამოუკიდებელი. მივეჩვიე უშენოდ დაძინებას, სუნთქვას შენს გარეშე, გადავეჩვიე შენზე ფიქრს, და ყველაზე მთავარს – აღარ გხედავდი ჩემს მომავალში.. ყველაფერში დამნაშავე ჩემი შორსმხედველობის თვისებაა, ამას შენც მიმეორებდი. მომავალი ერთი და ორი დღე არისო. შენ შორ მომავალზე არც არასდროს ფიქრობდი და ვატყობ ახლაც ასეა. გამონაკლისად თუ ჩემი აქედან წასვლის ამბავს არ ჩავთვლით. უცნაურია, როცა მახსენდება,რომ ოდესღაც მზად ვიყავი შენთან ერთად ყველგან და ნებისმიერ დროს წავსულიყავი, ახლა კი ერთ ნაბიჯსაც არ გადმოვადგამ. იყო დრო ,როდესაც ცხოვრებას უშენოდ აზრი არ ჰქონდა და სიტყვა ´უშენოდ´ შეცვალა ´შენთან ერთად´მა. არსებობდა ის ფაქტი,რომ მე სიმშვიდეს მხოლოდ შენს მკლავებში და შენი სურნელით გაჟღენთილ ტანსაცმელში ვპოულობდი, ახლა კი ჩემი სიმშვიდე შენს არ ყოფნაშია.. მაგრამ მოდი, აქვე გამოგიტყდები. ვიცი ფიქრობდი რომ შენი ტანსაცმელი ან ნაგვის ურნაში მოვისროლე ან დავწვი, მაგრამ არც ესეთი ფსიხი ვარ. სახლში მაცვია და რომ გაისვრება ისე ვრეცხავ ხოლმე თითქოს ჩემი ნივთი ყოფილიყოს. იმიტომ არა, რომ შენი ახლოს ყოფნა შევიგრძნო. უბრალოდ კომფორტული, ხარისხიანი და თბილი ტანსაცმელი გქონდა. - სახეზე ღიმილი მომადგა, მაგრამ მის დაშტერებულ სახეს რომ შევხედე, მაშინვე გამიქრა - რა უცნაურია გახსენება. მოგონებები,ეს ის არის რაც დარჩა ჩვენგან. და მე ამით მოხარული ვარ. მე შენ მძულხარ! არც გამცირებ, არც შეურაცხგყოფ. უბრალოდ შენ ჩემთვის არ ხარ- იყავი, ახლა კი უკვე აღარ ხარ, ვეღარ ხარ.ჩვენ კი– წარუმატებელი ექსპერიმენტი.
- დავასრულე..- ამოვილაპარაკე საწყალი კატის ხმით, როდესაც მივხვდი რომ უდიდესი პაუზა გამომივიდა და სათქმელი მართლაც აღარაფერი დამრჩა.
- ანუ იმის თქმა გინდა რომ...- გაოგნებული ალაპარაკდა. სერიოზული სიტუაცია რომ არ ყოფილიყო მართლაც რაიმე ირონიულს მეტყოდა. იმის გაფიქრება კი არ მინდოდა, რომ ვერაფერი გაიგო ჩემი ნათქვამიდან, ამიტომ მოკლედ გავუმეორე.
- ჩვენ შევხვდით, რომ არ ვყოფილიყავით ერთად.
ამ სიტყვებმა იმდენად მატკინა გული, წამით დავფიქრდი მართლა მძულდა თუ არა, მაგრამ გონება ამ კითხვის ეჭვის ქვეშ დაყენების უფლებას არაფრით მაძლევდა.
- ახლა კი, ჩვენ შევხვდით, რათა გაგვეხსენებინა ერთმანეთი.
ფეხზე სევდანარევი ღიმილით წამოდგა. მეორე ჭიქა ყავის ფული ჯიბიდან ამოიღო და მაგიდაზე დადო. წამით შემომხედა, თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. ზიზღიანი მზერა უკანასკნელად აჩუქა ჩემს კაბას და ზურგით შებრუნდა. ინსტიქტურად მას მივყევი, ფეხზე ავდექი და კაკუნით გავყევი გასასვლელისკენ. მგონი ერთმანეთს უკვე დავემშვიდობეთ, მაგრამ აშკარად ორივე გაჩერებაზე უცნობი ადამიანებივით გვერდიგვერდ ვიდექით. როგორც წესი, არც ერთი ტრანსპორტით გვიწევს მგზავრობა და არც ერთი გზა გაგვაჩნია. არ ვიცი რა ხდება.
ვიბნევი, ისე სწრაფად აჩერებს ტაქსს და ისე სწრაფად აღებს კარებს. მგონია თვალისდახამხამებაში გაქრება ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული და თვალებს ვძაბავ რომ უკანასკნელად დავიმახსოვრო მისი ნაკვთები. მოლოდინს, როგორც ყოველთვის ახლაც აჭარბებს და თვალებით კარებისკენ მანიშნებს. ზედმეტ კითხვას არ ვსვამ, ისე ვჯდები ტაქსში დაუკანა სავარძელზე ღვედს ვიკრავ. უკვირს, მაგრამ არაფერს იმჩნევს და დაძაბული მიჯდება გვერდით. ტაქსისტმა მანქანა დაძრა. მისამართი ჯერ კიდევ უცნობი იყო.მთავარ მაგისტრალს რომ გასცა მხოლოდ მაშინ იკითხა:
- სად მივდივართ?
მე და იაკობმამ ერთმანეთს გადავხედეთ.
- დელ...- ისე დამიძახა, როგორც ამას წლების წინ სიყვარულით აკეთებდა ხოლმე. ალბათ პასუხი რომ არ მქონოდა გასაცემი მძღოლისთვის, დავდნებოდი კიდეც. იმდენად სწრაფად და გაუაზრებლად ვთქვი ჩემი სახლის მისამართი, რომ იაკობს ყბა ჩამოუვარდა. მისკენ აღარ გამიხედავს. მივიდოდი სახლში, შემდეგ კი მძღოლი მას დატოვებდა.
ვხვდებოდი, რომ ერთად მგზავრობა უბრალოდ ერთად გატარებული დროის გახაგრლივება იყო.
ჩვენი წუთები დათვლილია. ამომიტივტივდა გონებაში და თვალები მაგრად დავხუჭე. რომ გავახილე უკვე კიბეებზე ავდიოდი, ცოტაც და სლუკუნს დავიწყებდი. შემდეგ აღარც ჩემი მედიტაციური ლავანდერი მიშველიდა, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. ეს დამშვიდობება იყო და არა ნახვა-მდის. კარს გასაღები იმდენად ფრთხილად მოვარგე, თითქოს სახლში მარტო არ ვყოფილიყავი და ვინმეს გავაღვიძებდი. ძალა გამომეცალა, რომ გასაღები გადამეტრიალებინა და შიგნით შევსულიყავი. შუბლით კარს მივეყრდენი მაგრამ წუთიც კი არ დამცალდა ცივ მეტალს აკრული ყოფნა. ვიგრძენი გავარვარებული მკლავები როგორ შემომეხვივნენ, მომაბრუნეს და ჩემდეგ ტუჩებიც გამიცხელეს. თვალები გაურკვევლად დავახამხამე და ასევე გაურკვეველი მიმიკების იაკობი რომ დავინახე, გულში მწველი სითხის ჩასხმა ვიგრძენი. აქ საუბარი უკვე ზედმეტი იყო. მისთვის თვალი არ მომიშორებია, არარეალური ძალით გადავწიე გასაღები და კარები შევაღე. ასე მივედით ჩემს აბურდულ საძინებლამდე. არეულ ტანსაცმელს ჩემი შეძულებული კაბა და ჟაკეტიც მიემატა.
ვგრძნობდი, რომ მართლა მძულდა. ვგრძნობდი, რომ ჩემს 0 პროცენტიან შანს კიდევ ერთი ნული და ერთიანი დაემატა. ვგრძნობდი, რომ ამას არ ვინანებდი და ვგრძნობდი, რომ ეს იმ უკანასკნელი კოცნასავით ბოლო იყო. თვალები მაგრად დავხუჭე და ვეცადე სიამოვნება ბოლომდე მიმეღო. რამდენად გამომივიდა არ ვიცი. საყვარელი კაცის სურნელში გაბრუებული მის მკლავებს ვეჭიდებოდი და მინდოდა, ეს არასდროს დასრულებულიყო.
- დელ...- კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა, ზუსტად ისე, როგორც მე მიყვარდა და თვალებში შემომხედა. ახლა, მართლა ავტირდებოდი. მძულდა, ნუთუ ვერ ხვდებოდა რომ მძულდა და ასე რომ მესაუბრებოდა თავს უფრო მაზიზღებდა?! ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა...

თვალებს ვახელ და უკვე თავი მტკივა. რა ხდება?! ჭერი თეთრია.. მე ჩემს ქალაქში ცისფერი ჭერი მაქვს. მაშინვე საწოლზე ვჯდები და ვხვდები, რომ უცხოეთში ვარ. თავბრუსხვევა მეწყება. ეს ყველაფერი სიზმარი იყო?! მაგრამ რანაირად, სიზმარში ხომ ყველაფერი არარეალურია?... მგონი ჩემი ქვეცნობიერი საბოლოოდ შეიშალა და ამაში მარწმუნებს.
მე ის დამესიზმრა, რაც არ მომხდარა და ამავდროულად ის, რაც მოხდა. გაბრუებულმა დავავლე მობილურს ხელი, რომ საათი შემემოწმებინა.
- ჯანდაბა! ისევ დავაგვიანე. - ამოვილუღლუღე და ფეხზე წამოვდექი. სამსახურში უკვე შეგუებულები იყვნენ, რომ ძილის გამო ძირითათად სულ ვაგვიანებდი. მაგრამ დღეს ალბათ განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რადგან სამი გამოტოვებული ზარი დასარეკად მიცდიდა. ხუთ საქმეს ერთად ვაკეთებდი და მეექვსე- გადარეკვაც შევუმატე.
სამსახურის უნიფორმა ხელიდან მივარდება და იატაკზე ძალიან ნელა ვჯდები, როდესაც უცნობ- ნაცნობი ხმა მესმის. სიტყვებს სიცილს აყოლებს და ჩემს პასუხს ელის. საკუთარი გულისცემა ყურებში მესმის, მიჩქარდება და ასე მგონია ემოციებისგან გავითიშები.
სწრაფად ვკრეფ მეორე ხაზზე სამსახურის ნომერს და ვრეკავ:
- უფროს გადაეცით, დღეს არ მოვდივარ... ან საერთოდაც, მაინც სულ ბრაზობდა ჩემს დაგვიანებებზე და უთხარი რომ დაბრუნებას აღარ ვაპირებ.
ვთიშავ და პირველი ხაზის სიტყვებს ვუბრუნდები, რომელიც ისევ მიცდის:
- დელ, ამ უცხოური აეროპორტების ვერაფერი გავიგე. ხომ იცი, მე ძლიერი მხოლოდ რუსულში ვარ, ინგლისურში კი მოვიკოჭლებ.


როცა კარს გამოიხურავ და მას გულში ჩაიკრავ, მაშინ მიხვდები, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რას ფიქრობენ სხვები.



№1 სტუმარი mimino11

დიდი მეგონა, არადა რა სწრაფად შემომეკითხა :( კარგი იყო, მაგრამ არ მეყო. არაფერი დამკლებია, კარგად იყო ყველაფერი გადმოცემული.
უბრალოდ მგონი იმისბრალია, რომ შენგან დიდი ზომის ნაწარმოებს ვარ მიჩვეული. თან თავებით და არა სრულიად sweat_smile წარმატებები heart_eyes

 


№2  offline მოდერი Moonlight17

ვუაიჰ. შეიძლება მართლაც მაგის ბრალია, რომ დიდ ნაწარმოებებს მივაჩვიე მკითხველი :დ მაგრამ იმაშიც უნდა დაგეთანხმო, რომ პაწუკა ისტორიაა <3
mimino11
დიდი მეგონა, არადა რა სწრაფად შემომეკითხა :( კარგი იყო, მაგრამ არ მეყო. არაფერი დამკლებია, კარგად იყო ყველაფერი გადმოცემული.
უბრალოდ მგონი იმისბრალია, რომ შენგან დიდი ზომის ნაწარმოებს ვარ მიჩვეული. თან თავებით და არა სრულიად sweat_smile წარმატებები heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ninano

რატომღაც იაკობი ქერა კულულა საყვარელი ბიჭი რატომ წარმოვიდგინე ? flushed დელაილაზე ვაგვგიჟდი, ძალიან მომეწონასახელი. ყოჩაღ!

 


№4  offline მოდერი Moonlight17

დიდი მადლობა kissing_heart ქერასი და კულულასი რა მოგახსენო, მაგრამ ნამდვილად საყვარელი ბიჭია წარმოსადგენი, გეთანხმები grin
სტუმარი ninano
რატომღაც იაკობი ქერა კულულა საყვარელი ბიჭი რატომ წარმოვიდგინე ? flushed დელაილაზე ვაგვგიჟდი, ძალიან მომეწონასახელი. ყოჩაღ!

 


№5 სტუმარი iako4

შაქრის მომენტზე იმდენი ვიცინე ვერ წარმოიდგენ:დდდდ რაგიჟები არიან. ბევრი არაფერი იყო თითქოსმაგათი წარსულიდან მარა ეტყოობოდათ რომ გიჟური წლებიჰქონდათ ერთად გატარებული.
სიმართლე გითხრა ასეთ დასასრულს არ ველოდი ისე მიდიოდა მოვლენები. კარგიიყო <3

 


№6  offline მოდერი Moonlight17

კი, გიჟები ნამდვილად არიან :დ მადლობები <3
iako4
შაქრის მომენტზე იმდენი ვიცინე ვერ წარმოიდგენ:დდდდ რაგიჟები არიან. ბევრი არაფერი იყო თითქოსმაგათი წარსულიდან მარა ეტყოობოდათ რომ გიჟური წლებიჰქონდათ ერთად გატარებული.
სიმართლე გითხრა ასეთ დასასრულს არ ველოდი ისე მიდიოდა მოვლენები. კარგიიყო <3

 


№7 სტუმარი სტუმარი Guruli

Kargi iyo. Dasasruli gandakutrebit
Imedia gamiznul shxams male gaagrdzeleb

 


№8  offline მოდერი Moonlight17

კიკი, ძალიან მალე იქნება <3
სტუმარი Guruli
Kargi iyo. Dasasruli gandakutrebit
Imedia gamiznul shxams male gaagrdzeleb


კიკი, ძალიან მალე იქნება <3
სტუმარი Guruli
Kargi iyo. Dasasruli gandakutrebit
Imedia gamiznul shxams male gaagrdzeleb

 


№9 სტუმარი gosha

ყოჩაღ დელაილას.მე მართლა ტანსაცმელსაც დავწვავდი

 


№10  offline მოდერი Moonlight17

:დდდდდ ეგრეც ვერ გაიმეტა
gosha
ყოჩაღ დელაილას.მე მართლა ტანსაცმელსაც დავწვავდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent