შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი. თავი 8 (პირველი ნაწილის დასასრული)


3-04-2019, 00:36
ავტორი guroo
ნანახია 8 281

რაც არ უნდა გულწრფელი გრძნონები გქონდეს, თუკი ურთიერთობაში რაიმე ეშმაკობას მიმართავ, ყოველივე თვალთმაქცობად იქცევა.
ნოეს მართლა მოსწონდა ზოი. მისდამი გრძნობას სიყვარულს არ ეძახდა, რადგან შეგნებული ჰქონდა რაოდენ სერიოზულია ეს საკითხი და ამიტომ დროს მიანდო ამ უკანასკნელთან დაკავშირებული გარემოებები. მანამდე კი, ზოი ძლიერ მოსწონდა და თავადაც უნდა ყოფილიყო ზოისთვის მიმზიდველი.
ფიქრობდა, რომ სატრფო მისით უფრო მეტად დაინტერესდებოდა, თუ თავის სახელს არ გაუმხელდა. ამაში მართლაც იყო რაღაც მიმზიდველი, ზოისაც ხიბლავდა ამგვარი “დისტანცია”.
საერთოდ, სხვათა სიმპათიების დამსახურების მოტივით რაიმის გაკეთება არასოდეს არის ერთჯერადი. ეს არის უწყვეტი ციკლი, დაუსრულებელი თამაში, რომელიც გაშიფვრის შემთხვევაში, საზიზღარ და ამაზრზენ პიროვნებას წარმოგვაჩენს.
ნოე იჯდა პატარა, მრგვალ მაგიდასთან და ხვალინდელი დღის გეგმას ადგენდა, აპირებდა ხვალ მთელი დღე ზოისთან ერთად გარტარებინა.
მე-8 პუნქტზე იყო გაჩერებული, როცა ტელეფონზე წერილი მოუვიდა. ყურადღება არ მიუქცევია. მაშინ ნახა, როცა გეგმის დაწერას მორჩა.
ტელეფონში წერილს კითხულობდა, სახე დამანჭვოდა, ღაწვები აწითლებოდა და თუ კარგად დააკვირდებოდით, შეამჩნევდით ნერწყვებს რა მძიმედ ყლაპავდა.
წერილი ზოისგან იყო. იგი სწერდა:
“ ძვირფასო მხატვარო,
შენ ჩემს სიცოცხლეს განსაკუთრებული და ერთობ დასამახსოვრებელი ცეცხლი შეუნთე. დიდ მადლობას გიხდი ამისათვის.
შენთან პირველი შეხვედრის შემდეგ დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური დღეები, უსიამოვნო ფაქტები ერთიმეორეს მიჰყვებოდნენ, როგორც ძალიან გრძელი მატარებლის ვაგონები. და იცი, ეს არ წყდებოდა, არ ჩერდებოდა, უსასრულობის ბეჭედი ისე ღრმად ჰქონდა დარტყმული ამ ყველაფერს, რომ ვერანაირად ვერ შევძელი როგორმე სასრულად მექცია. უსასრულობა ტყუილად არ მიხსენებია, დღეს ჩვენი პირველი შეხვედრიდს შემდეგ მერვე უსიამოვნება შემემთხვა, მერვედ გარდაიცვალა ჩემი სული, მაგრამ ჩემი სხეული თითქოს არ მეკუთვნის, ვერაფერს გრძნობს, იგი ერთხელაც არ მომკვდარა.
სასოწარკვეთილმა ამ უსასრულობისთვის ბოლოს მოღება განვიზრახე. ხოდა, დღევანდელი უბედურება უკანასკნელად გამოვაცხადე, რვა “სიკვდილი” უკვე საკმარისია, მერვე უკანასკნელია! დღეს ჩემი სხეული მოკვდება, სული კი უკვდავების კანონიდან გამომდინარე, არსებობას გააგრძელებს.
აი, რა მომიტანა შენმა გამოჩენამ ცხოვრებაში:
1) ერთ მსახურს ცილი დავწამე და სამსახურიდან გავათავისუფლე. რამდენიმე კვირის წინ იმ ქალს ქუჩაში შევხვდი, თავის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა. როცა დამინახა, მომვარდა და უდიდესი სიბრალულით აღსავსე თვალებით კარგახანს მომაშტერდა, შემდეგ ავსული და ბოროტი ქაჯი მეძახა. მითხრა, რომ ქმარი შიმშილისგან გარდაეცვალა, თავად კი საჭმელს ნაგვის ურნებში ეძებს, რათა ჩემს მიერ გაუბედურებული მისი ოჯახის დანარჩენი წევრებიც თავისი ქმრის გზას არ დაადგნენ. მე ხმა არ ამომიღია. მისი ქალიშვილი ძალიან მეცნო. იმ დღეს სახლში, რომ დავბრუნდი, გამახსენდა, რომ ის გოგო მართლაც მყავდა ნანახი. თვალწინ ნათლად დამიდგა, როგორ აიღო გზაზე დაგდებული სიგარეტი, მერე როგორ გააბოლა. მაშინ კი მუხლებში მოვიკეცე, ძალა აღარ შემწევდა, რომ ფეხზე ვმდგარიყავი. გული განმეგმირა რადგან იმ მსახურის უბედურების მიზეზი მე ვიყავი. ალბათ, ვერ წარმოიდგენ რა მძიმე ასატანი იყო ყოველივე. მხატვარო, არ დაგავიწყდეს, რომ ეს შენთან შეხვედრის მერე მოხდა!
2) ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლო გამოაშკარავდა. ეს მართლაც სიკვდილის ტოლფასი აღმოჩნდა. დედაჩემმა წამართვა ყველაზე სანუკვარი რამ, რაც კი ოდესმე მქონია. მხატვარო, არ დაგავიწყდეთს, რომ ეს შენთან შეხვედრის მერე მოხდა!
3) უკვე მოგახსენე დედაჩემმა როგორ გამანადგურა. სწორედ მისი ამ “უზურპატორობის” გამო დავშორდი ოჯახს. 24 წელი გავატარე მათთან ერთად და მაინც ვუძლებდი, მაინც ვუმკლავდებოდი იმ “უჰაერობაში” ცხოვრებას. მეზიზღებოდნენ, ვერ ვიტანდი, მე იქ დათრგუნული და შებოჭილი ვიყავი, მაგრამ იქიდან მაინც არ წამოვსულვარ. მაში ძლიერი ვიყავი, რაღაც ძალა გამაჩნდა, რომლის მეშვეობით თავს უფლებას არ ვაძლევდი დამეჩოქა და დავნებებულიყავი.
თუმცაღა, ერთ დღეს იქიდან წამოვედი და მას მერე აღარ მინახავს არც დედაჩემი, არც მამაჩემი. ის ძალა წამერთვა, რომელიც იქ მახერებდა. მე ძლიერი აღარ ვარ. და, მხატვარო, არ დაგავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი შენთან შეხვედრის მერე მოხდა!
4) თურმე დედაჩემი გარდაცვლილა. მე ეს ძალიან გვიან გავიგე, ჩემმა მეგობარმა, ლიკამ მითხრა. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარდა, ვერ ვიტანდი და მუდამ გული მერეოდა მასზე, მაინც ძალიან მწარე გამოდგა ტკივილი, სულიერი ტკივილი, რომელიც ყველაფერთან ერთად იმასაც მახვედრებდა, რომ სინამდვილეში დედაჩემი იოტისოდენად მაინც მიყვარდა. არადა, სულ ამის საპირისპიროს ვუმტკიცებდი საკუთარ თავს. ღმერთო, საკუთარ თავს ვატყუებდი! ხვდები რა საზიზღრობაა ეს?! ხვდები?! მე საკუთარი თავიც შემზიზღდა... მხატვარო, არ დაგავიწყდეს, რომ ესეც შენთან შეხვედრის მერე მოხდა!
5) შემდეგ ლიკამ დაკარგა ჩემი მეგობრის სტატუსი. ბოლო დონეზე შევზიზღდი, ჩემთან ურთიერთობა საერთოდ გაწყვიტა. მე არასოდეს მომწონდა ლიკა, არასოდეს ჭეშმარიტ მეგობრობას არ ვუწევდი, მინდოდა კიდეც, რომ ერთ დღეს თავიდან მომეშორებინა და ხელი მეკრა, მაგრამ მან დამასწრო, პირველმა მან მკრა ხელი. ოჰ, რა საწამებელი განცდა მეუფლება ხოლმე, როცა მაგონდება, რომ ლიკამ მიმატოვა. რატომ? იმიტომ, რომ საშინელი ადამიანი ვარ; იმიტომ, რომ მთლიანად ხელოვნური ვარ. ნეტავ, დარჩა რაიმე რეალური ჩემში? მე უკვე შევეგუე იმას, რომ არა! არ დარჩა. სამწუხაროდ, ამასაც მივხვდი. დავინახე რა არარაობაც ვარ. მხატვარო, არ დაგავიწყდეს, რომ ეს შენთან შეხვედრის მერე მოხდა!
6) ოჯახიდან რომ წამოვედი, მათეს მოვადექი. მან ნება დამრთო თავის სახლში მეცხოვრა, გულისყურით მისმენდა ხოლმე, როცა ჩემს პრობლემებზე ველაპარაკებოდი. ის შესანიშნავი მეგობარი იყო, შესანიშნავი! მაგრამ მერე ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მათეს ვუყვარდი და ეს მისი მხრიდან ღალატი იყო. მან ყველაზე მეტად მომიკლა გული. ღალატს ვერასოდეს ვერავის ვაპატიებ. მე მას საკუთარ სახლში მოსვლის უფლებას აღარ ვაძლევდი, კარს ვუკეტავდი, ვუყვიროდი აქ აღარ მოხვიდე-მეთქი. ეს ყველაფერი სულ რაღაც 4 დღე გაგრძელდა, მათე მეტი აღარ გამოჩენილა. მათე დავკარგე. დაკარგვა კი მიტოვებაზე უარესია... როცა რამეს ან ვინმეს კარგავ, უფრო მეტად განიცდი, რადგან საკუთარ თავს უყურადღებობაში ადანაშაულებ და საბოლოოდ, სრულიად გაუცნობიერებლად, მთლიან პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებ. როცა მიგატოვებენ, თავს იმით იმშვიდებ, რომ შენზე ბევრი რამ არ იყო დამოკიდებული, თითქოს კონკრეტულ ქმედებაში შენ არ მიგიღია მონაწილეობა. არ დაგავიწყდეს, მხატვარო, რომ მათე შენთან შეხვედრის მერე დავკარგე!
7) მე შენ ძალიან, ძალიან შემიყვარდი. შენზე ფიქრები სულ თან დამდევდნენ და ზოგჯერ ღამითაც არ მაძლევდნენ მოსვენებას. ჩემი გონება მუდამ შენს ირგვლივ ტრიალებდა. მე ვიხედებოდი სარკეში და ვხედავდი, რომ ვიცინოდი ხოლმე. შენი არსებობა მახალისებდა. მაგრამ არ ვთვლიდი, რომ ბედნიერების უფლება მქონდა. ხოდა, კიდევ უფრო ვეღარ ვიტანდი ჩემს თავს, რადგან შენზე ვიყავი შეყვარებული, რაც საკმარისი იყო, რომ უსაზღვრო ბედნიერება განმეცადა. მხატვარო, არ დაგავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი შენთან შეხვედრის მერე მოხდა.
8) დღეს იცი, რა ვქენი? მათეს სახლს ცეცხლი წავუკიდე. ვიდექი ქუჩაში და ვუყურებდი როგორ შთანთქავდა ცეცხლი ყველაფერს. არასოდეს დამავიწყდება ყველაფერი ფერფლად როგორ იქცა. საკვირველი ის არის, რომ ირგვლივ მყოფმა ხალხმა არაფერი მოიმოქმედა ხანძრის ჩასაქრობად. რაღაცნაირი სუნი გავრცელდა ჰაერში, მომეჩვენა, რომ მათეს სურნელი იფრქვეოდა. ცრემლები წამსკდა, ბევრი ვიტირე. ძალიან მინდოდა ტირილი, რადგან ზუსტად ვიცოდი ეს უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებდა. შთამბეჭდავი იყო შავად შეფერილი თოვლის ფიფქების ფარფატი ჰაერში, გულს მიხარებდა ის, რომ იმ უსასრულო სითეტრეს შავად ვღებავდი, ბუნებაში მრავალფეროვნება შემქონდა. მხატვარო, გთხოვ, არ დაივიწყო, რომ ეს შენთან შეხვედრის მერე მოხდა.
ციფრი 8 რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოვხაზოთ, უსასრულობის ნიშანი გამოვა, არა?! დღეის ჩათვლით, სულ რვა განსაცდელი მაწვნიე. რა სიმბოლურია! მე ხომ მეჩვენება, რომ ეს უბედურება უსასრულოდ გრძელდება. თურმე მართლაც არტყია უსასრულობის ბეჭედი ყოველივე ამას...
იცი, რა? ბევრი რამ მენატრება. მენატრება შეყვარებული ზოი, მენატრება ყველა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც კი ერთი წამი მაინც გამიტარებია ბედნიერად. მომენატრა მათესთან ლაპარაკი, მის გასულელებას რომ ვცდილობდი, ისიც მენატრება. შენ წარმოიდგინე, ლიკამ თავისი წასვლით დიდი სიცარიელე დამიტოვა და რას არ მივცემდი, რომ როგორმე ისევ უკან დაბრუნდეს. დედა და მამაც მომენატრა... ღმერთო, დამრჩა რაიმე, რასაც არ შევნატრი?! აღარაფერი მაქვს, საერთოდ აღარაფერი. მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სხეული დავიარები ამქვეყნად, მაგრამ მაინც ძალიან მძიმედ ვაწვები თითოეულ გოჯ მიწას, რომელსაც ფეხს ვადგამ. ალოგიკურად ჟღერს, მაგრამ ასეა! მე კიდევ მკლავს, შინაგანად მღრღნის და მფიტავს ეს ალოგიკურობა. მშვენივრად ვხედავ ჩემს საცოდაობასა და უსუსურობას და მებრალება საკუთარი თავი.
მე ბედნიერება მწყურია, სიცოცხლე კი უბედურებათა ერთ დიდ ციკლად გადამექცა. მე უკვე მოგახსენე ჩემი გადაწყვეტილების შესაბ, რომ დღევანდელი უსიამოვნება უკანასკნელი გავხადო. ვიდრე ჩემი სხეული ცოცხალია, უსასრულობა სასრული არასოდეს შეიქნება და ამიტომ მე თავს ვიკლავ... რათა კვლავ გავუსინჯო გემო ბედნიერებას.
არ ვიცი როგორ მოვხვდი ამ ადგილას. ქალაქიდან შორს არის. სხვათაშორის საკმაოდ ლამაზი ხედი იშლება აქედან. ირგვლივ სითეთრეა. ერთადერთი შიშველი ხე დგას მხოლოდ. თოვლის სიქათქათე თვალებს მჭრის. მშრალი, ძალიან ცივი და სუსხიანი ქარი უბერავს. ვერ ვიტან ქარს. ცუდია, რომ აქ არ ცვივა შავი ფიფქები. ხელში თოკი და ტელეფონი მიჭირავს. როგორმე ხეზე ავძვრები და... თავადაც ხომ იცი? არ მინდა იმ სიტყვის გამეორება.
მე ბედნიერი ვიქნები- ეს ზუსტად ვიცი.
და კიდევ ერთი რამ, არასოდეს დაივიწყო, რომ ეს ყველაფერი შენთან შეხვედრის მერე მოხდა”.
ნოემ შესაშური სიმშვიდით დადო ტელეფონი მაგიდაზე, თავისი გეგმა დაფხრიწა და ზანტი ნავიჯებით ერთ-ერთი კედლისკენ წავიდა. იქ მიყუდებული ტილო შემოატრიალა და ყურადღებით დააკვირდა. ტილოზე ფოთოლგაცვენილი ხე ეხატა, რომელიც ტრიალ მინდორზე ეულად იდგა, მასზე ორი ყულფი იყო ჩამოკიდებული, ერთში ვიღაცას ჰქონდა თავი გაყოფილი და მოგეჩვენებოდათ, რომ ჩამომხრჩვალი ქარს ბურთივით გაეგდო. მეორე ყულფი ცარიელი ეკიდა, თითქოს მსხვერპლს ელოდა...
ნოემ კარი გააღო, რომელიც მისი მყუდროებისა და გარე სამყაროს ქაოსის მიჯნაზე ეკიდა და ზოისავით გარესამყაროს ქაოსთან დასაჩოქებლად გაემართა.



№1  offline წევრი izabella

რა ბოროტი ქალია, ყველაფერი ნოეს როგორ გადააბრალა? მას არაფერში მიუძღვის ბრალი, თავისი არასწორი ქმედებები ნოეს სინდისს შეაწმინდა და ჯოჯოხეთში უნდა წაიყოლოს თან? არა, ეგ უკვე მეტისმეტია.

 


№2  offline მოდერი guroo

izabella
რა ბოროტი ქალია, ყველაფერი ნოეს როგორ გადააბრალა? მას არაფერში მიუძღვის ბრალი, თავისი არასწორი ქმედებები ნოეს სინდისს შეაწმინდა და ჯოჯოხეთში უნდა წაიყოლოს თან? არა, ეგ უკვე მეტისმეტია.


დამშვიდდი, თავს არ მოვაკვლევინებ ნოეს:დდდ

 


№3  offline წევრი Rania

Mivesalmebi zois gulaxdilobass. Magram dagvianebuliaaa. Yvelaferi rac gaaketaaaa. Daushava sakutar tavss. Aramgonia noes abralebdesss. Arceseti ugulo unda iyoss. Ubralod esiyo ubedurebis dacyebis dge da agnishnavss. Ubralod sheuyvardaaa da am gadmosaxedidan mixvda ra monstric iyoo. Arcisetti zlieri agmochnda rogirc megonaaa. Ubralod uguneri da cinikosi. Msaxiobi da imdenad hqonda michqmaluli grznobebi. Ar azlevda sashualebas gaegvizebinaa. Sxva garemoshi agzrdisas kargi gogo iqnebodaa. Ubralod genebi. Plius garemo da agzrdaaaa. Sxvas arc velodii. Gamonaklisebic arsebobenn. Tumca zoi ar agmochna im procentul umciresobashi. Rompebic ugulvebwlyofen samive faqtors da xdebian magali faseulobbeit savse adamiani. Ar mivesalmebi kiaraa. Mzuls tvitmklelobaaa. Tumca rtulia roca patieba ar shegizlia. Tavad mdabali sxvas uceseb magal standartebs. Kargav im ramdenime mnishvnelovan adamiansac da cydeba damakavshirebwli zafi shensa da samyaros shoriss. Logikuri gamosavali mozebna misi chkuitt. Vnaxot meore nacilis gagrzelwbaaaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№4  offline მოდერი guroo

Rania
Mivesalmebi zois gulaxdilobass. Magram dagvianebuliaaa. Yvelaferi rac gaaketaaaa. Daushava sakutar tavss. Aramgonia noes abralebdesss. Arceseti ugulo unda iyoss. Ubralod esiyo ubedurebis dacyebis dge da agnishnavss. Ubralod sheuyvardaaa da am gadmosaxedidan mixvda ra monstric iyoo. Arcisetti zlieri agmochnda rogirc megonaaa. Ubralod uguneri da cinikosi. Msaxiobi da imdenad hqonda michqmaluli grznobebi. Ar azlevda sashualebas gaegvizebinaa. Sxva garemoshi agzrdisas kargi gogo iqnebodaa. Ubralod genebi. Plius garemo da agzrdaaaa. Sxvas arc velodii. Gamonaklisebic arsebobenn. Tumca zoi ar agmochna im procentul umciresobashi. Rompebic ugulvebwlyofen samive faqtors da xdebian magali faseulobbeit savse adamiani. Ar mivesalmebi kiaraa. Mzuls tvitmklelobaaa. Tumca rtulia roca patieba ar shegizlia. Tavad mdabali sxvas uceseb magal standartebs. Kargav im ramdenime mnishvnelovan adamiansac da cydeba damakavshirebwli zafi shensa da samyaros shoriss. Logikuri gamosavali mozebna misi chkuitt. Vnaxot meore nacilis gagrzelwbaaaaa


ზოის შემდეგ მათეს ჯერია. ახლა მათეზე უნდა დაგაფიქროთ :დდდ

 


№5  offline მოდერი guroo

ესეც ექვსქულიანი კომენტარი :დდდ
წინ მოდერობისკენ! :დდდდდ

 


№6  offline მოდერი guroo

კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

 


№7 სტუმარი სტუმარი ლილიანა

შემაძრწუნებელი აღსარებაა, მაგრამ რამხელა წერილია ტელეფონისთვის ))
ერთგან წავიკითხე რომ, 1-ლი ნაწილი 15-16 წლისამ დაწერე.. შეშლილი ხარ. როგორ შეძელი ასე ღრმად ადამიანის სულში შეძრომა...

 


№8  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
შემაძრწუნებელი აღსარებაა, მაგრამ რამხელა წერილია ტელეფონისთვის ))
ერთგან წავიკითხე რომ, 1-ლი ნაწილი 15-16 წლისამ დაწერე.. შეშლილი ხარ. როგორ შეძელი ასე ღრმად ადამიანის სულში შეძრომა...

მგონი, ამას ჰქვია კვდომა და მერე ფერფლიდან აღდგომა, გაცოცხლება.
შინაგაად მოვკვდი, როცა ეს თავი დავწერე. მხატვრულად დიდ არაფერი, მაგრამ მართლა შემაძრწუნებელია.

 


№9  offline წევრი khatia khatia

მოკლეთ ამ თავმა გამომაშტერა ლამის სამჯერ წავიკითხე ეს თავიიი მოკლედ შოკშI ვარ რა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№10  offline მოდერი guroo

khatia khatia
მოკლეთ ამ თავმა გამომაშტერა ლამის სამჯერ წავიკითხე ეს თავიიი მოკლედ შოკშI ვარ რა

მიყვარს შოკირებული მკითხველი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent