შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიური (მეოთხე ნაწილი)


3-04-2019, 17:55
ავტორი ფუმფულა ))
ნანახია 865

იმედია მართლა გულით უყვარხარ და მორიგი ტყუილი ლოგინში ჩაგორებისთვის არაა
–დარწმუნებული ვარ ადრიანი ასეთ კატეგორიას არ მიეკუთვნება
თაია ღამით ბარბარესთან დარჩა. იმდენი ისაუბრეს, თავზე ისე დაათენდათ ვერც კი მიხვდნენ. მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინათ. ასეც იქნებოდა მოსალოდნელი წელიწად ნახევრის უნახავი ჰყავდა მეგობარი და სასაუბროც ბევრი დაგროვდა.
დილით გაღვიძება თაიამ დაასწრო, ისეთ მხიარულ განწყობაზე იყო, მოუნდა ბავშვივით მოქცეულიყო, გადაწყვიტა მძინარე ბარბისთვის წყალი დაესხა, სამზარეულოში გავიდა, მოძებნა დიდი ზომის ჭიქა, აავსო წყლით და ისევ საძინებლისკენ გაემართა. ბარბი მშვიდად ფშვინავდა, არც კი გაუგია თაიას ადგომა. თაია ფრთხილად მიუახლოვდა, ნელ–ნელა წყალმა ჭიქიდან ბარბის სახეზე იწყო დენა, გოგონა უცნაურად შეიშმუშნა, მაგრამ გაღვიძება მაინც არ იკადრა! თაიამ ჯიუტად განაგრძო წყლის დასხმა და აი უცებ შეშინებული შეხტა საწოლში ბარბიტო, თავიდან გაბრაზდა, ვინ გაბედა მისი გაღვიძება, თან ასეთი ხერხით, თუმცა სიბრაზემ იმ წამსვე გადაუარა, როგორც კი მოცინარი თაია დაინახა:
–დამაცა, მე გაჩვენებ სეირს_ვითომდა გაბრაზებით თქვა ბარბიმ...წავიდა და სამზარეულოდან მანაც დიდი ჭიქით წყალი მოიტანა და თაია რომ არ ელოდებოდა იმ მომენტში შეასხა. პატარა ბავშვებივით იცინოდნენ თავიანთ საქციელზე და თან დასველებულ იატაკს წმენდნენ. ყავა და ნამცხვარი მიირთვეს, დილაობით მსუბუქად უყვარდათ საუზმობა. დასვრილი ჭურჭელი გარეცხეს და ვითომდა დაღლილები დივანზე მოკალათდნენ.
–აუ მოდი რა, რამე ფილმს ვუყუროთ_წამოჭრა წინადადება ბარბიმ
–მიდი მონახე რამე და არ ვარ წინააღმდეგი_სიხარულით დაეთანხმა თაიაც
–„Mamma Mia” ნანახი გაქვს? მშვენიერი მუსიკალური ფილმია
–მიდი ჩართე
საკმაოდ სახალისო საყურებელი გამოდგა. ორივეს მოეწონა ფილმი. დამთავრების შემდეგ თაიამ სახლში წასვლა მოისურვა, წასვლის წინ გოგონები კიდევ ერთხელ ჩაეხუტნენ ერთმანეთს შეჰპირდნენ სადმე გაესეირნათ ერთად. გოგონამ ტაქსით ამჯობინა შინ დაბრუნება. გადაწყვიტა სახლში მისვლამდე ნენეს მოსანახულებლად შესულიყო. მოხუცის გაბრწყინებული სახის დანახვისას თაიასაც გულწრფელი ღიმილი მოეფინა სახეზე:
–ჩემო პატარა გოგო, სად იყავი, რომ არ ჩანდი?
–სეირნობის ხასიათზე ვიყავი და მთელი დღე ქალაქში დავხეტიალობდი, მერე დიდიხნის უნახავმა მეგობარმა დამირეკა და მასთან დავრჩი
–გატყობ მოშიებული იქნები_მიაპყრო მზრუნველი თვალები თაიას
–არა მადლობა, არ მშია
–ცუდად ხომ არ ხარ შვილო?! რატომ არ გშია?_დაფეთიანდა ნენე
–არა ნენე დეიდა, კარგად ვარ, მადლობა ასე რომ ზრუნავ ჩემზე_ბარის დახლს მკვირცხლად შემოუარა, მიირბინა და ჩაეხუტა ისე კინაღამ დაახრჩო ქალი. ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით გაემართა. სახლის კარი შეაღო, რაღაცნაირად მონატრებოდა თავისი ბუდე. ტანსაცმლის გამოსაცვლელად თავისი ოთახისკენ გაეშურა, გაიხადა საგარეო და ოთახის გრილი და კომფორტული ტანისამოსი მოირგო, ფუმფულა საწოლზე ბავშვივით შეხტა, კომფორტულად მოიკალათა და უჯრისკენ გააპარა ხელი, გამოაღო და ნაცნობი ყდის დანახვისას გააჟრჟოლა.
***
ჩანაწერი N2

მასთან შეხვედრიდან დაახლოებით ერთი კვირა გავიდა. ძალიან შევიცვალე, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი, სულ მასზე ვფიქრობდი. მისი ლანდი სულ თან მსდევდა. თვალებს დავხუჭავდი და ნათლად წარმომესახებოდა. ყოველ მის დანახვაზე გული გამალებით მიცემს. მისკენ გამირბის თვალი, თუმცა დიდად არც მსურს შემამჩნიოს, გამიგონია: „სიყვარულსა მალვა უნდა ვითა ცხენსა ნაპარავსა“. იმ გრძნობას, რომელსაც ზოგისთვის ბედნიერება მოაქვს, მე დიდ ტკივილს მაყენებს. რთულია ხედავდე მას, არ შეგეძლოს ჩახუტება ან უბრალოდ მიახლოება და მისი სურნელის შეგრძნება. ყველაფერთან ერთად გონებაში სულ ის მიტრიალებს ოდნავ მაინც თუ ვაინტერესებ. ერთადერთი გაკვეთილი ფიზკულტურა გვემთხვევა. ის და მისი თანაკლასელები კალათბურთს ხშირად თამაშობენ, მე კიდევ ვდგავარ და მის გუნდს ვგულშემატკივრობ. სიხარულით შემოვკრავ ხოლმე ტაშს ქულის მოპოვებისას. ლილემ იცის რომ ვეტრფი და ხანდახან ეცინება ჩემს უნებლიე ქცევაზე.
***

ჩანაწერი N3

მალე მოახლოვდება ახალი წლის არდადეგები. მთელი სკოლა საახალწლო მეჯლისისთვის ემზადება. ყველა წყვილში მივა 30 დეკემბრის საღამოს წვეულებაზე. ვიმედოვნებ, ის მე ამირჩევს!
და აი, დადგა ის დღე. 30 დეკემბერი. გული ამოვარდნაზე მაქვს. წვეულება 6 საათზე იწყება. გასავწყვიტე ადრე მივიდე. ლამაზად მოურთავთ სკოლის დარბაზი. ყველანი ულამაზესები იყვნენ, თუმცა სხვები ნაკლებად მაინტერესებდა, მე უფრო მას ველოდი.
***
ლილეს სურდა ღიმილიანი ენახა ადა
–თავს რატომ იტანჯავ? ხომ ხედავ ყურადღებას არ გაქცევს, ამას იმიტომ კი არ გეუბნები ცუდი მინდა შენთვის, უბრალოდ არ მინდა გული გეტკინოს. გაიღიმე ყველაფერი კარგად იქნება და ეს შენც იცი ჩემო ადა და არ თქვა ასე არააო!_გამხიარულების მიზნით ხელი გაჰკრა ლილემ
–არც გეწინააღმდეგები! ხომ გაგიგია „იმედი ბოლოს კვდება“–ო, ჰოდა ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს.
–ჩემი სიცოცხლე, ჰო იცი, როგორ მიყვარხარ და არ მინდა იტანჯებოდე! ბედნიერს მინდა გხედავდე_ჩაეხუტა ლილე მეგობარს
–მეც მიყვარხარ, შენ რომ არა ამ ქვეყანაზე მარტო დავრჩებოდი და ძალიან გამიჭირდებოდა, შენ მიმსუბუქებ ამ წყეულ ცხოვრებას_ოდნავ გამოუკეთდა ხასიათი ადას.
ძალიან შეცვალა პატარა, მიამიტი გოგონა სიყვარულმა. გაღიმება მწუხარებამ შეცვალა. იშვიათად თუ მოჰკრავდით თვალს გაღიმებულს, მას ისე უხდებოდა ღიმილი, კუპრივით შავი თვალები უბრწყინდებოდა. ვინმე აუცილებლად დაბრმავდებოდა დიდხანს თვალებში რომ შეეხედა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent