შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 15)


3-04-2019, 21:28
ავტორი kiira
ნანახია 1 670

დღეს კვირაა.ხელის ცეცებით დავიწყრ ტელეფონის ძებნა ,მაგრამ ვერსად მივაგები,თვალები გავახილე და ტუმბოზე დადებულ,სატენზე შეერთებულ ტელეფონს დავხედე.უცნაურია.გუშინ არ შემიერთებია.ან შეიძლება არ მახსოვს.ჩემს წინ დაკიდებულ კედლის საათს შევხედე.ათს აკლია თერთმეტი წუთი.ადგომაზე პრეტენზია გამოვთქვი და საწოლში ნებივრობა გავაგრძელე. ცოტა ხანში ესეც მომბეზრდა და გადავქყვიტე დენილი ჩემთან ფილმის საყურებლად მომეწვია.ავდექი.საწოლი გავასწორე.პირი დავიბანე და გარდერობში შევიჭყიდე. სხვადასხვა სტილის ტანსაცმელი სხვადასხვა თაროებზე და უჯრებში მიწყვია.გამოსასვლელი კაბები ზედა თაროზე, ქალაქში წასასვლელი ტანსაცმელი მეორეზე, სასკოლო მესამეზე,სახლის მეოთხეზე და სპორტული ტანსაცმელი ქვედა თაროზე.თაროების გვერდით საკიდებზე ჟაკეტები, პალტოები და ა.შ.ცალკე განყოფილებაში მაქვს ფეხსაცმელი.ისინიც ისეთივე თანმიმდევრობით მიწყვია, როგორც ტანსაცმელი.სახლის ტანსავმლის თაროდან.ღია ნაცრისფერი დიდი ზომის სვიტრი რომელიც მუხლებამდე მწვდებოდა.თმა აბურდულ კოსად გავიკეთე.წინ კი ცოტა ჩამოვიშალე.ფეხზე არაფერი ჩამიცვამს,მაინც სახლში ვიქნებით.საწოლზე ჩამოვჯექი.ტელეფონი ავიღე და დენიელს მივწერე.
-დილამშვიდობისა.
მალევე მიპასუხა,დილიდან ტელეფონშია ჩამძვრალი.
-დილამშვიდობის.
-მოხვალ?
-სად?
-ჩემთან.
-ახლა?
-კი.
-გეგმა გაქვს?
-ფილმს ვუყურებთ.დანარჩენი შენც მიხვდი. ჩახუტება ბევრი იქნება.
-კარგი.10 წუთში მანდ ვარ.
ეს ათი წუთი როგორღაც გავიყვანე. ხან ლოგინზე ვეგდე.ხან იატაკზე ვიჯექი.ხან ფანჯარასთან.ბოლოს ისიც კი ვიფიქრე არ მოდის მეთქი მაგრამ კარზე ზარის ხმა გაისმა და მეც წამოვვარდი, ტელეფონს დავავლე ხელი ,კარები გამოვაღე და სწორედ ამ დროს გაიღო სკაის ოთახის კარი დილის კოშმარივით დამხვდა წინ. მაგრამ არ იკითხავთ როგორი კოშმარი? მუქი თაგვისფერი შარვალი,ზემოდან აბსოლუტურად შიშველი,აჩეჩილი შავი თმები,ნამძინარევი სახე.ისიც კარებში იდგა,მაგრამ არაფერი უთქვამს ისე წავიდა კიბეებისკენ.გზად კი გაიზმორა და სხეულზე თითოეული კუნთი დაეჭიმა. დაჰიპნოზებულივით გავაყოლე თვალი.უცებ აზრზე მოვედი.თავი გავაქნიე და ავედევნე.მინდოდა კარი თვითონ გაეღო და ამ დროს მისი სახე მენახა როცა ამ დილა უთენია დენიელს დაინახავდა. კარებში იდგა და ახალმოსულ დენის შეჰყურებდა და არ იცოდა რა ეთქვა.ალბათ არ ელოდა.ჯერ სად ხარ.რაღაცაზე ლაპარაკობდნენ მაგრამ კარგად ვერ გავიგე.დენიელმა ჩემკენ გამოიხედა.
-აი ისიც.
სკაიმაც მობრუნება დააპირა და ამ დროს ისე ჩავიარე კიბეები თითქოს პირდაპირ ოთახიდან გამოვედი.
- დენიი როგორც იქნა მოხვედი.
სკაის ჩავუარე და დენის ლოყაზე ვაკოცე.მან გამიღიმა.
-როგორ ხარ პატარა ქალბატონო.
-კარგად.ჯერჯერობით
მოუთმენლად გავუცინე.
-ერთი წუთი.მეგონა გუშინ გითხარი რომ ჩემი ნებართვის გარეშე არსად გახვიდოდი სახლიდან.
-ჯერ ერთი სახლიდან არ გავდივარ.დენი ფილმის საყურებლად დავპატიჟე და მგონი მე შენ უკვე გითხარი ,რომ შენს ერთ-ერთ ნაშ...
თვალების ბრიალით გამომხედა და მეც გავჩერდი.
-ანუ შემოვიდე თუ სხვა დროს გადავდოთ მიაკო?ჩემთვის პრობლემა არ არის.
ახლა მზერა დენიელზე გადაიტანა. ისეთი სახით უყურებდა,თითქოს ეუბნებოდა ,,რას ბოდიალობ?''
-კი
-არა
ზუსტად ერთდორულად წარმოვთქვით და ერთმანეთს მამისმკვლელი მზერა ვესროლეთ.
-მე ვამბობ რომ არა.
-შენ არავინ გეკითხება.
-ნახვამდის.
დენის კარი მიუხურა, სანამ დაიკეტებოდა მისი ,,ახლა რა ვქნა'' მზერა დავაფიქსირე.მე კი სკაისგან დაფარულად ხუთი თითი ვაჩვენე.
სკაის გაოცებულმა შევხედე.
-სერიოზულად?
ხელები ჰაერში ავასავსავე.
-არ შემოვა და მორჩა.
-შინა პატიმრობაა? რა ჯანდაბა ხდება . ფილმის ყურების უფლებაც აღარ მაქვს საკუთარ სახლში?
-კი .ოღონდ ამასთან.-თითის დახურულ კარზე მანიშნა-არა
არაფერი მიპასუხა.მერე გამახსენდა ,რომ აქ ლეია,ჰანტერი და ბლუ უნდა იყვნენ. კიბეს ავხედე და წამის შემდეგ უკვე მასზე ავრბოდი.მან მითხრა რომ როცა სახლი ცარიელია მხოლოდ მაშინ ვყავარ ჩაბარებული.ისინი კი ახლა აქ არიან.არა?გზად დენის მივწერე პარკში ჯიხურთან დამლოდებოდა, როგორმე გამოვაღწევდი.სამივეს ოთახში შევიხედე.ცარიელია.მათი კვალიც კი არ ჩანს.ასე ადრე სად უნდა წასულიყვნენ?მისაწერად ტელეფონი მოვამზადე და სწორედ ამ დროს ამაცალეს ის ხელიდან. ჩემ წინ ნახევრად შიშველი სკაი იდგა და ჩემს ტელეფონს ათამაშებდა ხელში.
-რას აკეთებ?
-მე თუ შენ.დამიბრუნე ტელეფონი.
-არა.
-დამიბრუნე.
-ჯერ მითხარი ამას აქ რა უნდოდა.
-უკვე გითხარი.ფილმის საყურებლად დავპატიჟე. ანგარიშის ჩაბარება არ შედის ჩემს პატრონობაში.ახლა მომეცი.
-კი ბატონო.მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეტყვი იმ სი*თან რა საქმე გაქვს.
-სხვის საქმეში შენს კეხიან და გრძელ ცხვირს ნუ ყოფ.
-აჰა .ესეიგი მე მაქვს კეხიანი და გრძელი ცხვირი და შენ გაქვს კურნოსა და პატარა არა?
რეალურად მისი სახის ყველა ნაკვთი იდეალური იყო,მაგრამ ამას ხომ არ ვეტყოდი.რათქმაუნდა ნერვების მოსაშლელად.
-დიახ.
-აბა დააკვირდი.
ხელი ჩემს თავთან კედელს მიადო და სახე ძალიან ახლოს მომიტანა. სუნთქვა შევწყვიტე.გულმა ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით ბაგა-ბუგი დაიწყო.ეჭვი მაქვს მასაც ესმის.
-ხომ გითხარი.
მისი ბოხი ბარიტონი ჟრუანტელს მგვრიდა.პასუხს თავი ძლივს მოვაბი და ენის ბორძიკით ვუპასუხე.
-რ...რა მმითხარი?
-გრძნობები გაგცემენ მეთქი.
მისი ნათქვამი მხოლოდ ახლა გამახსენდა.ჯერაც ვერ მივხვდი რა მხრივ გამცემდენენ გრძნობები .ან რას გულისხმობდა.
-რას გულისხმობ?
თავი დახარა და გულის მხარეს ყური ახლოს მომიტანა,მაგრამ არ შემხებია.ახლა უფრო ამიჩქარდა გული.რას აკეთებს?გასწორდა.
-შენი გულის ბაგა-ბუგის ხმა ასეც კი ისმის. ნეტავ რამდენად სწრაფად უნდა გიცემდეს რომ ასეთ დონემდე მიხვიდე?პატარა ჩიტივით რომელიც გალიაში ჩაკეტეს?
-ეს არაფერს ნიშნავს.
-ანუ გინდა მითხრა,რომ დილით დანახული სექსუალური ბიჭის,თანაც ნახევრად შიშველის, დანახვა შენი ანერვიულების მიზეზი არ არის?
-ზუსტად.
-კარგი.მაშინ ამაზე რას იტყვი. იცოდი,რომ როცა იმ ადამიანს უყურებ რომლის მიმართაც თუნდაც პატარა გრძნობა გაგაჩნია შენი თვალების ფერი მოყვითალო-მწვანეა?ვინც გძულს კი მუქი ლურჯი.
ეს რაღაც ახალია.ასეთი რამ არასოდეს შემიმჩნევია.ეჭვი არ მეპარება იმაში,რომ ამ ყველაფერს იგონებს.ვნახოთ ამაზე რას მიპასუხებს.
-დაამტკიცე.
-მითხარი ადამიანი რომელიც გძულს.
დავფიქრდი და ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი,რომ ამ მომენტისთვის არავინ მძულდა ისე,როგორც ჩემი გამტაცებელი. ასეც ვუთხარი.მან კი თავისი ტელეფონი ამოიღო და რაღაცის ძებნას შეუდგა.ერთ წუთში კი ტელეფონის ეკრანს ჩემკენ ატრიალებს.ისევ ის გაბღენძილი ბებერი.სახეზე ისევ სიწითლე დაჰკრავს.ერთი დანახვის თანავე მიხვდები რა ნაგავიცაა.პირდაპირ გულის რევის შეგრძნება მიჩნდება მას რომ ვუყურებ.ალბათ საინფრმაციოს დრო ჩართო და იმ მომენტზე გააჩერა სადაც ის ლაპარაკობდა.სკაი ტელეფონს არა და არ მაშორებს.რაუნდა რომ გავაკეთო?
-თვალები დახუჭე.
დავხუჭე.
უცებ ხელი მომკიდა და საერთო აბაზანაში შემათრია.გამაჩერა და მითხრა.
-გაახილე.
არვიცი რატომ,მაგრამ მეშინოდა. სიმართლეს რომ მეუბნებოდეს?თუმცა არა.ვიცი რომ მანიპულირებს და ასე უნდა რომ დამჯეროს.მაგრამ აქ რატომ მომიყვანდა?ერთი სიტყვით გავახილე და სარკეში ვხედავ გოგონას.გოგონას ლურჯი თვალებით.
გავშეშდი.ჩემს თვალებს მზერას ვერ ვაცილებდი. თავში ერც ერთი კონკრეტული აზრი არ მოდმიოდა. მხოლოდ რაღაცები ბუნდოვნად გაირბენდა.
უცებ მხრებში ხელი ჩამავლო და მიკენ შემატრიალა.
-მიყურე.
მოულოდნელობისგან თვალებს სწრაფად ვახამხამებდი.
-თვალებში მიყურე.
ისევ ეს. ისევ კოსმოსი.
პირდაპირ თვალებში ვუყურებდი. მეშინოდა იმის რაც ახლა მოხდებოდა. რა მოხდება თუ ის სიმართლეს ამბობს? მართლა რომ გამიმწვანდეს?
გული საშინლად სწაფად მიცემდა. მართალია იმედი არაფერს მომცემს მაგრამ თავს ვარწმუნებდი რომ ასე არ მოხდებოდა.
ნერვიულობის მიუხედავად უცნაური გრძნობა მეუფლებოდა. ჩემს რაღაც ნაწილს სიამოვნებდა მისი ყურება. მაგნიტივითაა. ის დიდი მაგნიტია მე-პატარა.
-დახუჭე.
ნერწყვი ყელში მძიმედ გადავაგორე და მცირე ყოყმანის შემდეგ დავხუჭე.
ისევ სარკისკენ შემატრიალა.
-მიდი.
მივხვდი,რომ გახელას გულისხმობდა.თითქოს ქუთუთოები ერთმანეთზე მიმეწება. უარს ამბობდნენ დაშორებაზე. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და სწორედ ამ მომენტში დარეკა ტელეფონმა.დენი მიხვდა რომ ხუთი თითით ხუთ წუთში დარეკვა ვიგულისხმე,იმის გასაგებად თუ რას ვიზამდი.სანამ სკაი ჩემს ტელეფონს ჩაჰყურებდა ხელი ვკარი,ტელეფონი დავარდა ავიღე, გავიქეცი და ოთახში შევვარდი.დენიელისთვის მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
-როგორც ჩანს დღეს დარხეული მაქვს.აქ იყავი.არ წახვიდე თუ რამე შეგეხმიანები...
ჩემი ოთახის კარები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ჩამოიღეს. გაშმაგებული სკაი შემომივარდა ოთახში.თითქოს მის მხრებს ორთქლი ასდიოდა. იმდენად გაცხარებული იყო.ახლა გავაანალიზე რა გავაკეთე. ნამდვილად არ მინდოდა მორიგი დალურჯება.მცირედ შიშსაც კი ვგრძნობდი. ტელეფონი საიმედოდ ჩავბღუჯე ხელში, რომ უკიდურეს შემთხვევაში დენიელისთვის დამერეკა. კედელს ავეკარი. სუნთქვა შემეკრა, მას თვალს არ ვაშორებდი. სრულიად მოულოდნელად წელში მოიხარა, მუხლებზე დაეცა და სიმწრის ტირილი დაიწყო.
-არა გთხოვ არ გინდა...მე ხომ შენი შვილი...ააააა!!!
ოთხზე დავარდა.
თავი აწია, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ვიღაც გაავებული როზგავდა.
-გაჩერდი გთხოვ!!!
იკლაკნებოდა და კვნესოდა. ფეხები იატაკში ჩამეზარდა. ადგილიდან ვერ ვიძროდი. ჩემს თვალწინ ის პატარა ბიჭად გადაიქცა.ბიჭად რომელსაც ძალა არ შესწევს შეეწინააღმდეგოს და ამას უბრალოდ ეგუება. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს მას რეალურად ურტყამდა ვიღაც, ის კი ჩემთვის უხილავია და ვერ ვხედავ.
უეცრად გაჩუმდა.თავი დახარა. მთელი სხეული დაეცვარა. ისევ მუხლებზე იდგა ღრმად სუნთქავდა და ოხრავდა.ამოსუნთქვის დროს ხმა უკანკალებდა.მთელი სხეული დაეჭიმა.ვენები დაეტყო მის უნაკლო ტანს. მის შემხედვარე ვერც კი შევნიშნე როგორ ჩამომიგორდა ლოყაზე პატარა ბურთულა,რომელმაც გზა ყელისკენ გაიკვლია. ახლა ერთადერთი სურვილი მქონდა, რომელმაც ყველა ჩემი გრძნობა გადაფარა. ტელეფონს ხელი გავუშვი, სკაისკენ წავედი , მუხლებზე დავდექი, კისერზე მკლავები შემოვხვიე და გულში ჩავიკარი. ისე არასდროს მდომებია ადამიანის დამშვიდება როგოც ახლა. ეს დენიელის ტკივილზე მეტიც კი ჩანს, რადგან სკაი მის გრძნობებს გამოხატავს და ამის არ შემჩნევა შეუძლებელია. მისი ხმა,ნებისმიერ ადამიანს გულს მოუკლავს. მას ისეთი ტანჯული ხმა ჰქონდა, თითქოს დიდი ხანია მომენტს ელის რომ ყველა ის ბრაზი, სევდა და ტკივილი გამოუშვას, რასაც წლების განმავლობაში ინახავდა. ბოლოს კი იფეთქა.
თავი გულზე დამადო,ისევ ღრმად სუნთქავდა.ჩემი თითები მის თმაში გავხლართე.მალე კი ვიგრძენი როგორ მოეხვია მისი ხელები ჩემს წელს და მისკენ მიმიზიდა.არ შევწინააღმდეგებივარ.ახლა მას უბრალოდ დამშვიდება სჭირდება. მე უბრალოდ თვალები დავხუჭე და მის სუნთქვას ვუსმენდი.თანდათან დამშვიდდა.როცა მოშორება დავაპირე თვალები გავახილე და გავჩერდი.სკაის მიერ გაღებული მისივე ოთახიდან მოჩანდა კედელში ჩაშენებული სარკე. სადაც მე და სკაი ვჩანდით. მე სრულიად ნორმალური ვიყავი .აი სკაი კი...
მის ზურგზე უზარმაზარი სიწითლეები,გრძელ ხაზებად ეტყობოდა,სისხლჩაქცევები. მთელი ზურგი დაფარული ქონდა ასეთი სიწითლეებით. თავიდან მეგონა უბრალოდ მეჩვენებოდა. თვალები დავახამხამე და თავი ცოტათი წინ გავწიე რომ უკეთ დამენახა.არაფერი იცვლება. ნამდვილ სკაის ზურგზე დავხედე. ესეიგი არ შევშლილვარ.ისინი ნამდვილია. მათ დანახვაზე გამაჟრჟოლა.
გავსწორდი.ხელები ჩამოვუშვი და მუხლებზე დავიდე.არაფერს ვამბობდი. ვუყურებდი ოდნავ თავდახრილ სკაის რომელიც ჯერ კიდევ ოფლში იწურებოდა. მისი სხეული თითქოს მიხმობდა. როგორ უნდა დაგრჩეს ასეთი სხეულის პატრონი უყურადღებოდ? მაგრამ ახლა ეს ნაკლებად მადარდებს.მე მხოლოდ ის მაინტერესებს რა მოხდა ორი წუთის წინ და საიდან გაუჩნდა ეს ახალთახალი დაზიანებები.თუმცა ჩაძიებას არ ვაპირებდი,თუ მოუნდებოდა თავადაც მეტყოდა. ცოტა ხანი ასე უხმოდ ვიჯექით. შემდეგ ავდექი, ხელი სკაისკენ გავიწოდე, მცირე ყოყმანის შემდეგ ხელი ჩამკიდა და წამოდგა.წინ გავუძეხი. მის ოთახში შევედით. საწოლის გადაწევის გარეშე ზედ დავაწვინე, ისე რომ ზურგი ზევით ჰქონოდა.ჩემს ოთახში შევბრუნდი. მალამო ამოვიღე კომოდის უჯრიდან,სკაისთან დავბრუნდი,საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და მალამოს წასმა დავუწყე.ნაცნობი სითბო თითებ ქვეშ.მისი კანი უბრალოდ ხურდა.გზადაგზა უსწორმასწორო ზედაპირი მხვდებოდა. სიწითლეები და სისხლჩაქცევები განსაკუთრებიც ცხელი იყო.ახალივით ჩანდა.შეხების თანავე თვალები დაეხუჭა და შიგადაშიგ ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა.ამისდა მიუხედავად ეტყობოდა რომ სრულიად ძალაგამოცლილი იყო. ჩემი საქმე დავასრულე და ავდექი.
-დაისვენე.
ვუთხარი და კარებისკენ წავედი.უკვე კარებს ვხურავდი რომ მისი ჩურჩული შემომესმა. ვერ გავარჩიე რა მითხრა.
-ვერ გავიგე სკაი.
-სარ..კე
ამოიბუტბუტა.
წამით მას მივაშტერდი.შემდეგ კი იმავე სარკეს შევხედე საიდანაც ცოტა ხნის წინ სკაის ზურგი დავინახე, ამჯერად კი იქედან ორი მომწვანო-მოყვითალო პატარა მძივი შემომყურებდა,რომლის პატრონიც მე ვარ.ისევ სკაის შევხედე, მას კი უკვე ეძინა. სარკეში კიდევ ერთხელ შევავლე ჩემს თვალებს თვალი, ამოვიოხრე და კარები მოვხურე.



№1 სტუმარი სტუმარი მმმ

ძაან კარგია და ძაან მომწონს მალე დადე

 


№2 სტუმარი დვჯბ

ვერაფერი გავიგე.. რა მოუვიდა :/

 


№3  offline წევრი kiira

სტუმარი მმმ
ძაან კარგია და ძაან მომწონს მალე დადე

ვეცდები ❤

დვჯბ
ვერაფერი გავიგე.. რა მოუვიდა :/

შემდეგ თავში გაიგებ ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებ შემდეგს?

როდის დადებ შემდეგს?

 


№5  offline წევრი kiira

სტუმარი მარი
როდის დადებ შემდეგს?

როდის დადებ შემდეგს?

კვირაზე ნაკლებ დღეში

 


№6  offline წევრი kiira

Anan'o Ani Mexrishvili
ვნახოთ,ვნახოთ ❤

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუ შეეცადე მალე დადო????რამდენი ხანია ველოდები

 


№8  offline წევრი kiira

სტუმარი მარიამი
აუ შეეცადე მალე დადო????რამდენი ხანია ველოდები

გუშინ დავდე და :დდდ

 


№9 სტუმარი A.A

მალე დადე რა!!!! თან შაბათ კვირაა და დადე

3 დღე გავიდა და ცოტა დროზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent