შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ რას გრძნობ?!(15)


6-04-2019, 12:16
ავტორი kesane123
ნანახია 2 812

ჩემმა დაწურულმა ღვინომ აშკარად დაათრო ხალხი და არც თავად ყოფილა გამონაკლისი.
-ვეღარ გაუძელი თოკუნკულ?-გამეცინა მაგრამ თვალი არ გამიხელია.
-კარგი ღვინოა.
-მე დავწურე.
-პოლიფუნქციური გოგო ყოფილხარ.-გაიცინა.
-მონოფუნქციური შენც გვეყოფი.-ირონიულად ჩავიქირქილე.
-მთვარესავით ცვალებადი ხარ.-გაიცინა და ერთი ხელის მოსმით ჰამაკში ჩემს ქვემოთ მოექცა.
-ანუ?-არ დავიბენი და თავი ამაყად დავიჭირე.
-ხან სავსე ხარ ხან არა, ხან ჩანხარ და ხან არა. ხან მეხუტები ხან მენაგლები. რა ხდება პატარა ქალბატონო?
-ცვალებადი ხასიათი მაქვს, ხოიცი.-გავუღიმე და თავი მის მკერდზე ჩამოვდე.-ძალიან აჩქარებულია, იცი?-გამეცინა და გულზე მივანიშნე.
-შენიც არ არის ნაკლები.-მთვარის შუქზე დავინახე როგორ გამიღიმა მთვრალი ღმილით და თვალი ჩამიკრა. თვალები სასმლისგან და მთვარისგან უბრწყინავდა, გამეღიმა მის თვალებზე.
-სულ სხვადასხვა ფერის თვალები გაქვს იცი?
-გააჩნია ვის ვხედავ და სად ვარ. ზღვაზე მომწვანო-მოშავო თვალები მაქვს, აქ არვიცი...შენ მითხარი.
-უფსკრულივით რღმა და შავი, ღამესავით ბნელი მაგრამ მაინც დღესავით ნათელი და წრფელი.
-სწავლა როდის გეწყება?
-ორ კვირაში.
-მასწავლებლებთან უნდა იარო?
-არა.
-რატო?-გულწრფელად გაიკვირვა.
-არასდროს დამჭირვებია, პოლიფუნქცური ვარ ჰოიცი.-გადავიკისკისე და თვალი ჩავუკარი.
-აქაურობა გიყვარს არა?
-მე ყველა ადგილი მიყვარს სადაც ჩემი საყვარელი ადამიანები არიან, მაგრამ სვანეთი მიუხედავად იმისა რომ არასდროს ვიყავი ნამყოფი, უნახავად მიყვარდა, რაღაც ყოველთვიუს მიზიდავდა იქეთ. ახლა უკვე მიზეზი მაქვს რომ მიყვარდეს.-მხრები ავიჩეჩე და მის მკერდზე თითების სრიალი დავიწყე.
-შენი წიგნი რაზეა?
-სვანებზე, სვანეთის სასტიკ ტრადიციებზე და აკრძალულ სიყვარულზე.
-აკრძალულზე?
-ჰო, ისეთზე როგორიც მხოლოდ წიგნებშია.-გამეღიმა.-დამერწმუნ ასეთ სიყვარულს სანამ არ გამოვცდი საერთოდ არ დავიჯერებ.
-ანუ ჯერ არ გამოგიცდია?
-შეიძლება კი, შეიძლება არა.-ცოტახანს ჩუმდ ვიწექით ჰამაკში, მერე ავდექი და სახლში შევედი, რას არდავთმობდი მასთან ერთად დაძინებაზე იმ ჰამაკში მთვარის ქვეშ მაგრამ წამოვედი. რატომ? არვიცი! ნათლიაჩემთან მივედი და მაგრად მივეხუტე. ნათლიაჩემი ყოველთვის მიყვებოდა მის ძმაზე, დამიანეზე. 5 წლის წინ დამიანე რომ გავიცანი მივხვდი რომ საოცარი ადამიანები იყვნენ ორივე.
-ჩემო გოგო დაიღალე?
-მე რა დამღლის ნათლი?-გავუცინე და ლოყაზე ვაკოცე. სტუმრები ღამის 2 საათზე დაიშალნენ, ჩვენ კი ყველაფრისგან დაღლილები ოთახებში გადავნაწილდით. სახლი იმხელა იყო, თავისუფალი 2 ოთახი დაგვრჩა, ჩემ ძმასთან სევძვერი ბიჭების ოთახში, სხეულზე ავეკარი, მის კისერში ჩავრგე თავი მანაც ხელები მომხვია და მალევე ჩამეძინა. სიზმარში ყვავილებით გადავსებული მინდორი ვნახე, დავრბოდი და ვკისკისებდი, მთელი ღამე მშვიდად მეძინა, ერთ საწოლში მე და დაჩი მეორეში კი თორნიკე იწვა. დილით მზის სხივებმა და დაჩის ღუტუნმა გამაღვიძა.-დაჩი გაჩერდიიიი.-ვკისკისებდი და ხელებს კისერზე ვხვევდი.
-გაიღვიძე დაო, მგონი დედამ და მამამ დაიმხეს სახლი.-ამის თქმა და ოთახში დედაჩემის შემოვარდნა ერთი იყო რომელსაც მამაჩემი შემოყვა, დაიჭირა, მხარზე გადაიგდო და ოთახიდან გაიყვანა.
-აი ეს მესმიიის.-ჩაილაპარაკა ახლახანს წამომხტარმა თორნიკემ და ისევ ბალიშზე დაეცა.-თავიიიი. ეს რა ღვინოა გოგო, ცოფივითააა.-ფრუტუნებდა და თავზე ხელებს იჭერდა.
-საწოლთან მინერალური ტყუილად კი არ დაგიდგით ყველას.-გავიცინე და საწოლიდან წამოვდექი.
-ეს კიდე ვერ გადაეჩვია ამ იხვებიან საღამურებს რაა.-ისევ ამოიფრუტუნა და ბორჯომის ბოთლი მოიყუდა. ქვემოთ რომჩავედი ბებიაჩემმა თვალები დამიჭყიტა, საღამურების გამო, მერე კი ხალხს გადავხედე, მამრები კვდებოდნენ მდედრებიც კვდებოდნენ ოღონდ სიცილით და ტოქსიკოზით. ღმერთო! მათ დანახვაზე ავკისკისდი და წყლის ჭიქამდე ძლივს მივედი რომ ჭის წყლით გახურებული სხეული გამეგრილებინა. მთელი დღე მხიარულებასი გავატარეთ, მერე სახლში, გორში დავბრუნდით. მანქანიდან რომ გადავედით, სახლში ავირბინეთ მე და დაჩიმ და საქორწინო მარში სასწრაფო ვითარებაში ჩავრთეთ, პირადად ჩემს ფირსაკრავში. დედა და მამა სიცილით ამოვიდნენ და ორივეს ჩაგვეხუტნენ. საღამოს მე და დაჩიმ გარეთ გასვლა გადავწყვიტეთ. სახლთან ახლოს ერთი სტადიონი იყო. მთელი ახალგაზრდობა იქ იკრიბებოდა, დაჩის მეგობრები და ჩემი ორი დაქალი ვიცოდით რომ იქ იქნებოდნენ ამიტომ სურპრიზი მოვუწყვეთ და საღამოს რვა საათზე კალათბურთის ბურთით ხელში სტადიონისკენ დავიძარით. სპორტული ელასტიკი, შავი ტოპი და შავი ჟაკეტი ჩავიცვი, დაჩიმაც სპორტულად ჩაიცვა და 5 წუთში უკვე სტადიონთან ვიდექით. შორიდანვე ისმოდა მანქანების ბღუილი და დაჩის თვალებშივხედავდი ბრაზს. იცოდა რომ იქიქნებოდა ადამიანი რომელსაც დასანახად ვერ იტანდა. მკლავზე ხელები შემოვხვიე და მთავარ მოედანზე ისე გავაბიჯეთ. სტადიონთან სანამ მივიდოდით განიერი გზა უნდა გადაგველახა რომელზეც მანქანები იშვიათად დადიოდნენ ამიტომ ამ ადგილს ძირითადად დრიფტისთვის იყენებდნენ. გავედით თუარა 2 მანქანა მომხვდა თვალში წრეებს არტყამდნენ და მუსიკები ხმამაღლა ისმოდა მანქანის ფანჯრებიდან. დაჩი დაიძაბა და მუშტები შეკრ. მე მანქანებს გვერდი ბურთისკენწვლით ავუარე დაჩისთან ერთად და იქ მდგარ ბავშვებს ჩავეხუტე. მართა და ანა კივილით ჩამეხუტნენ, ხალხი გაოცებული გვიყურებდა სამივეს. დაჩი ბიჭებს ესალმებოდა და იცინოდა. კალათბურთის მოედანზე შევედით და იქაც ვნახე ნაცნობები. ბურთი კალათში ვისროლე მაგრამ ავაცდინე და ზურგსუკან ფხუკუნის ხმებიც გავიგე. ნელა მივტრილდი ირონიული ღიმილით და ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე. ვაღიარებ მათგან ერთ-ერთი ჩემზე ბევრად უკეთესად თამაშობდა, გიორგი. ყველაზე მეტად ვერვიტან ქალაქში მას.
-სასაცილოს რამეს ხედავ?-მის ირონიულ სიფათს ჩემი ირონიული ღიმილით შევეჩეხე.
-რაო პატარა თამაში არგამოგდის?
-გინდა შევეჯიბროთ?-ცალი წარბი ავუწიე და მოფხუკუნე ჩემს ძმას გადავხედე. მაგრამ ვიცოდი კიდევ რამე რომ ეთქვა ისე ებრდღვნებოდა ხელიდან ვერ გამოვგლეჯდით.-ნახევარი საათი გექნება ჩემთვის მოსაგებად.
-დარწმუნებული ხარ პატარავ?
-მე შენი პატარა არ ვარ!-შევუღრინე და ბურთი ვესროლე, რომ არდაეჭირა იმპოტენტი გახდებოდა ვშიშობ.-მეზობლის იმედზე არ დაგტოვე იმედია.-გავუცინე და ბურთი მარტივი მოძრაობით წავართვი. ნელნელა მაყურებლების რაოდენობა იზრდებოდა, მე კი მოტივაცია მემატებოდა. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ანგარიში 55-53 დავამარცხე და თვითკმაყოფილი ღიმილით ჩავაცქერდი გაცოფებულ თვალებში.-არაუშავს, მეორე ადგილსაც დასჯერდები იმედია.-თვალი ჩავუკარი და გამობრუნება დააპირე ხელი რომ დამიჭირა და თავისკენ შემაბრუნა, ხელს მაგრად მიჭერდა, მაგრამ ჯიუტად არ ვტყდებოდი.
-შენ გოგო მე დებილი გგონივარ?!-დამიღრიალა, აქეთ-იქით გავიხედე, დაჩი არ ჩანდა. ჯანდაბა!
-რაც ხარ ის მგონიხარ ლაჩარო!-მეც არ დავაკელი და ხელის დახსნას შევეცადე უშედეგოდ. პირიქით უფრო დამიჭირა ხელი და მეც თვალები ამიცრემლიანდა როცა ვენაში მთელი ძალით ჩამაჭირა თითები.
-ხელს ან გაუშვებ ან ძირში მოგენტვრევა და დამიჯერე გამკეთებელი ვარ!-საიდანღაც გამოჩენილმა ჩემი სვანის ხმამ დაიგრგვინა და გავშრი. ბედნიერებით ავივსე და ირონიულად ავხედე ჩემს წინ მდგარ თვალებში შიშჩამდგარ მაგრამ მაინც აუღებელ ციხესიმაგრე გიორგის. მერე თორნიკესკენ, დაჩისკენ და მათესკენ გავიხედე, თორნიკემ თვალი ჩამიკრა და მერე ისევ გიორგის გახედა და წამში აუელვდა თვალები.
-ესეიგი გავუშვა?-ჩაიცინა და ხელი გადამიტრიალა, ხმა მაინც არ ამომიღია, თორნიკეს გავხედე, კისერი გადახარა და სიცილით წამოვიდა ჩვენკენ, თვალებსი ჯიქურად ჩააშტერდა გიორგის და მაჯაზე მთელი ძალით წაავლო ხელი, მანაც ხელი გამიშვა და მეც დაჩისთან მივედი და ჩავეხუტე, ხელები მომხვია და თავზე ხელი დამისვა. თორნიკესკენ გავიხედე, გიორგის ხელს დაჰყურებდა.
-ვფიქრობ რა გავაკეთო, ძირში გადაგიტრიალო?-ხელი გადაუტრიალა მწარედ.-არაა, ზედმეტად ადვილია.-თავი გააქნია. პირველად ვხედავდი ასეთ თორნიკეს, თითქოს მხეცი იყო. მათეს გავხედე ღიმილით უყურებდა ისევე როგორც დაჩი.-იქნებ მაჯა მოგტეხო?-ახლა მაჯა გადაუტრიალა.-არაა, არც ეს მაწყობს. მოდი იცი რას ვიზამ? სათითაოდ დაგატეხ ყველა თითს, პლიუს მაჯასაც და მერე გატარონ ყველაზე მაგარ ტრავმატოლოგებთან გაწყობს?-დაუყვირა, წამების წინ ირონიულად მომღიმართი მხეცი გაქრა და ნამდვილმა მხეცმა ჩაანაცვლა.-მიპასუხე გირჩევნია?!-დაუღრიალა. მის ხმაზე კი მთელი ბიჭები მოცვივდნენ მაგრამ დაჩიმ ანი შნა გაჩერდითო.-კარგი იყო მასზე ხელის აღმართვა არა?-ჩემკენ გამოახედა და ხელი წელს უკან გაუქვავა.-კიდევ ერთხელ ხელს თუ დააკარებ აქ ნებისმიერ გოგოს პირობას ვდებ არცერთ ძვალს არ დაგიტოვებ მთელს! ეხლა დაიკარგე აქედან და იმ გოგოს გადაუხადე მადლობა,-ჩემკენ გამოახედა.-ცოცხალი და საღსალამათი რომ მიდიხარ აქედან!-ხელი გაუშვა და მნაც მტრული მზერა მტყორცნა და ტერიტორიას გაეცალა თავის ლეკვებთან ერთად.-აბა კარგად ხარ პატარა ქალბატონო?-სიცილით წამოვიდა ჩემკენ და მეც ჩემ ლამის ცამდნარ, დასველებულ გოგოებს გადავხედე ხან მათეს რომ უყურებდნე, ხან მათეს და ხან ჩემ ძმას. თვალები ავატრიალე და მადლობა გადავუხადე.
-აქ რაგინდათ თქვენ?-ბოლოს სიცილით ვკითხე.
-დიმიტრისთან ვრჩებით. უფროსწორად დაგვიტოვა. სწავლის დაწყებამდე.-მხრები აიჩეჩა მათემ და ხელი მომხვია.
-სესი.-ნინის წკრიალა ხმა მომესმა და გული გამითბა, მისკენ გავიხედეთ, ის კი გაწითლდა მაგრამ არ შეიმჩნია, ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.-სოფელში ვერ წამოვედი მარა აქ მოვედი.-ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა და გაიცინა.
-ჩემი ფერიაა.-მოეხვია დაჩი და შუბლზე აკოცა.-ბიჭებო გაიცანით ესაა ნინია ჩვენი ბიძაშვილი. ნინჩ ეს თოკუნაა ის კიდევ მათე.-მათეს შევხედე გაშტერებული უყურებდა ნინიას და ბოლოს აზრზე რო მოვიდა გაიღიმა და სასიამოვნოაო თქვა.-აბა ჩემო ფერია რატო ვერწამოხვედი სოფელში?
-ღამისთევაზე გვიანობამდე დავრჩი, მერე იოანე მელაპარაკა ტვინი გამიბურღა.-თვალები სასაცილოდ აატრიალა.-გამთენიისას მივედი სახლში მერე კიდე დაღლილი ვიყავი და აღარ გამაღვიძეს.-მხრები აიჩეჩა, ბურთი აიღო, კალათიდან ზურგით დადგა და ბურთი პირდაპირ ჩააგდო კალათში.
-გეფიცები სუპეროჯახი ხართ.-სიცილით თქვა თორნიკემ და მათეს შეხედა.-ამოიღე ხმა თორე არავინ დაიჯერებს რო ენას არ აჩერებ დღე და ღამე.-გადაიხარხარა.
-შენი სისხლი უნდა დავლიო დადეშქელიანო!-სიცილით გამოსცრა კბილებში და მხარი გაკრა.-ქალებით დაჭკვიანებული.-აფხუკუნდა ისიც. მერე გაიქცა და სიცილით ვკვდებოდი იმის დანახვაზე როგორ აშველებდა დაჩი ორ ერთმანეთე გადახლართულ სილუეტს. ნინია გულზე მივიკარი და თავზე ვაკოცე. რა ვქნა რომ ასე ძალიან მიყვარს?
-მოგეწონა ჩვენი მათებიჭი?-წარბები ავუთამაშე.
-ააა.. რავი არაარის ცუდი ბიჭი.-მხრები აიჩეჩა, ქერა თმა უკან გადაიყარა და ცისფერი თვალები ამიფახუნა.
-რას მატყუებ გოგო?
-უიმეეე, შენ ჰო ვერავინ ვერაფერს გამოგაპარებს რააა.
-თქვენ შვილს ლამაზი თვალები ექნება.-გავიცინე და ისიც ავიყოლიე. მერე მართა და ანა მოვიდნენ და გამოცდებზე დამიწყეს ლაპარაკი. გვიან დავიშალეთ და მას შემდეგ რამდენიმე დღე თორნიკე აღარ მინახავს. 13 სექტემბერს, დაჩის მანქანასი ჩავსხედით მთელი ოჯახი და საყიდლებზე წავედით. ისთ ფოინტში მივედით და მეც სიხარულით დავხტოდი, სულ ასეა, საყიდლებზე წასვლის წინ სულ ვხტუნაობ და მიხარია, დასასრულში კი ქანცგაწყვეტილს მეძინება. იმდენი რამ ვიყიდეთ ყველამ ერთად რო საბარგულში ვეღარ ვტევდით და ზოგი რამ წინაც დავალაგეთ. მამაჩემი ჩვენზე ხალისობდა, დაჩი ჩემ გემოვნებას ენდობოდა, დედა დაღლილი მამას ეკიდებოდა მხარზე ხოლო მე ვწუწუნებდი, ვწუწუნებდი და კიდევ ვწუწუნებდი. ბოლოს მაინც ყველაზე მეტი ტანსაცმელი მე ვიყიდე. მერე სუშის საწმელად წავედით, ბოლოს კი უკვე 9 ხდებოდა ქალაქში რომ დავბრუნდით. დაჩის იმედნი ვეწუწუნე ყველა მეწყვილით მოდის რესტორანში და შენც წამომყევითქო ბოლოს დავითანხმე და მე თავად ავურჩიე ტანსაცმელი. მიუხედავად იმისა რომ ნინია ჩემზე პატარაა მაინც ჩემი კლასელი იყო. ნინიას დიდი ძმა ყავს. აკო ჩვენზე დიდია, 22 წლისაა მასზე სერიოზული არავინ მინახავს მთელი ჩემი ცხოვრების მანზილზე. ნინიას და მას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. გიჟდებიან ერთმანეთზე მაგრამ სულ ჩხუბი აქვთ. ამერიკაში დაამთავრა სწავლა და ახლა მალე ჩამოვა. 15ში დილით დიდი ხალისით ავდექი და დაჩის დავახტი თავზე. ოქტომბრამდე სიცოცხლე უნდა გავუწამო სანამ სწავლა დაეწყება მასაც. 23ში დაბადებისდღე მომდის, სრულწლოვნობას ეხუმრებით თქვენ? ჰოდა სად გავჩერდით? გამახსენდა. მოკლედ წამოვაგდე საწოლიდან და სულ ძალით ჩავაცვი რომ სკოლამდე წავეყვანე. თეთრი უყელო ზედა ჩავიცვი და ღილებით შევიკარი, შავი კლასიკუი შარვალი და შავი პიჯაკი მოვიცვი. ფეხზე წითელი ვანსები და ნაჭრის წითელი ჩანთა, აინსტაინის გამოსახულებით. მორჩა მზად ვარ! სკოლაში ყველა კლასელი და ნაცნობი მოვისიყვარულე და მალევე დავბრუნდი სახლში, საღამოსთვის მზადება დავიწყე. შავი ნაწრის ომბინიზონი ცავიცვი, არცისე ღრმა დეკოლტით, ზურგი მთლიანად დახურული და ფეხზე კრემისფერი მაღალქუსლიანები. თმა მაღლა ავიჭიმე და კოსა გავიკეთე. მსუბუქი მაკიაჟი ანუ ჩემ ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ტუში, ჰაილაითერი, თვალის ლაინერი და კონტური წავისვი და მისაღებში ჩემ ზესიმპატიურ ძმასთან გავედი. შავი კლასიკური შარვალი, ტეთრი პერანგი და ტეთრი კეტები ეცვა. -აბა როგორი გოგო ვარ?
-ბიჭი ჯობია.-წაიგველა დაჩიმ.-მართლა კიარა გოგო ჩემი მზეთუნახავი ხარ შენ.- მამას გადახედა და თვალი ჩაუკრა.-მოკლედ დაიკო, წიოკი არ ატეხო, მე საქმეზე ვარ გასასვლელი, მოწვავ იმედია რა საქმეზეც ჰოდა ახლა მოვა ჩემი ძმადნაფიცი და ის წაგიყვანს.-შუბლზე მაკოცა და უკანალზე მომცხო ხელი.-ჭკვიანად.-მომაძახა და სახლის კარი გაიხურა.
-ეს ვერარის ჰო?-მშობლებს შევხედე და კარისკენ გავახედე.-ვინ მოვაო რათქვა?
-ჩვენც არვიცით.-მხრები აიჩეჩა მამამ და წამოდგა.-ჩემი პრინცესა სკოლას ამტავრებს ჰოდა ბებომ ეს გამოგიგზავნა და გადმოგცა გამოცდებს რომ ჩააბარებს უკეთეს რამეს ვაჩუქებო.-გაიცინა. ჯიბიდან გრძელი ბარხატის ყუთი ამოიღო და თავსაფარი ახადა. ვერცხლის სამაჯური საქართველოს გამოსახულებით. ზედ ეწერა ჩემი წილი საქართველო და წითლად მონიშნული უკოპირებული ტერიტორიები. ისე მომეწონა ხტუნვა დავიწყე. იცის ბებომ როგორი პატრიოტი შვილიშვილი ყავს და ზუსტად იცის მისი ხასიათი და გემოვნება! დაჩიმ დამირეკა და მითხრა ქვემოთ ჩადიო. შავი ხელჩანთა ავირე და კიბეზე დავეშვი. დაბლა ჩასულს მანქანაზე აყუდებული თორნიკე რომ დავინახე, ჯერ გავვოცდი მერე კი სიხარულით ლამის ცას ვეწიე. თეთრი პერანგი და შავი პიჯაკი და შარვალი. პიჯაკის გულის ჯიბეში თეთრი ხელსახოცი და შავი ბანწიკი. ნუ მოკლედ რო დაინახავ ქალი და დასველდები ისეთი იყო. მასთან მივედი და უნდა გადამეკოცნა, ხელი რომ დამავლო და ჩამიხუტა.
-ულამაზესი ხარ.-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
-მადლობა.-მორცხვად ვუთხარი და ბანწიკი გავუსწორე.-შენც არაგიშავს.-ცალყბად ჩაეცინა და მერე მანქანის წინა კარი გამომიღო. მანქანასი მისი სურნელი იყო გამეფებული და მეც გაბადრულმა ჩავისუნთქე საყვარელი სურნელი.
-მოდი დღეს ყველანაირი ირონიის ცინიზმის და კბენების გარეშე ვიყოთ რმინდა ჩავიშხამოთ.-მითხრა და გაიცინა.-თუ გამოგვივა.
-დროებითი ზავი?
-დროებითი ზავი!-გამიცინა და ჩემი ხელი ტავის ტორში მოიქცია. ტუჩებტან მიიტანა და თითებზე შემახო თავისი ფაფუქი ტუჩები, გამაჯრჟოლა, სიამოვნებსგან ავცახცახდი. ჩაიცინა და სიჩქარეს უმატა. რამდენიმე წუთში სკოლის წინ გავაჩერეთ მანქანა. წვეულება სკოლაში იმართებოდა, დირექციისგადაწყვეტილებით. მანქანა სკოლის წინ გააჩერა და კარი გამიღო. ათობით დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი და გულში სიამაყით ვივსებოდი ასეთი მეწყვილის ყოლის გამო. ხელკავი უნდა გამომედო როცა თითები ჩემს თითებში ახლართა და ისე ავუყევით სკოლის კიბეს. კარში მდგომ კარისკაცს მივესალმე.
-გამარჯობა, ვახო ძია როგორ ხართ?-გავუღიმე თბილად და თვალი ჩავუკარი.
-გაგაძიავებ გოგო მე შენ რამდენჯერ გითხარი ძიას ნუ მეძახითქო.-გაიცინა.-აბა ყმაწვილო სახელი და გავრი გვამცნობე.
-თორნიკე დადეშქელიანი.-ამაყად განუცხადა და ოდნავ გაიღიმა, ვახუნამ ბლოკნოტში ჩაინიშნა და გზა დაგვითმო, სპორტდარბაზისკენ გავუყევით გზას, გზაში ათასი ნაცნობი შემხვდა და ყველა თბილად მოვიკითხე, ისე რომ თორნიკეს ჩემი ხელი არგაუნთავისუფლებია. ყველა დრესკოდს ემორჩილებოდა ჩემს გარდა, კაბის შარვლით ჩანაცვლებას ვგულისხმობ. დარბაზში შევედი და ასობით წყვილი თვალი ჩვენსკენ წამოვიდა, მასწავლებლები, ბავშვები, დირექტორი, სასწავლო ნწილი და მანდატურები. თორნიკეს შევხედე და გამეცინა მის შეჭმუხნულ წარბებზე.
-აბა რაგეგონა სკოლის წამყვანი სტუდენტის მეწყვილეობა?-წარბები ავუთამაშე და მასწავლებლების მისასალმებლად წავედი. ყველა დიდი სითბოთი შემხვდა და კარგად გაიცნეს თორნიკე. ჩემი დამრიგებელი მოიხიბლა რა ნიჭიერი ახალგაზრდა წამოგიყვანიაო და მაზე გამეცინა ლამის ვუთხარი მონოფუნქციურიათქო.
-მერჩივნა ოროსანი ყოფილიყავი.-ამოიბურტყუნა და შამპანიურის ჭიქა მოიყუდა.
-ჰო და ვერც იმ სასამართლოს წააგებდი არა?-გამეცინა. დავინახე ჩემი საყვარელი სამოქალაქო-ისტორიის მასწავლებელი როგორ წამოვიდა ჩვენკენ.-გამარჯობა ნონა მას როგორ ხართ?-თბილად გადავეხვიე და მისი პატარა შვილი ავიტაცე ხელსი რომელიც სასაცილოთ კისისებდა.-ესეც სვანია.-ვუთხარი თორნიკეს და მის ჩატეხილ ტუჩზე მეც გამეცინა.
-შენ როგორ ხარ სესილი?-მხარზე ხელი თბილად დამისვა ნონამ.-საიდანღაც მეცნობა ეს ყმაწვბილი.-ეჭვით შეხედა.
-სასამართლოდან ალბათ.-თავაზიანად უთხრა და ხელი გაუწოდა.-თორნიკე დადეშქელიანი.-გაუღიმა მომაკვდინებლად და ჩემი მასწავლების კმაყოფილ სახეზე გამეცინა. გიჟდება მოწესრიგებულ და სერიოზულ ადამიანებზე.
-გამახსენდი, შენ ის ბიჭი ხარ ამ ქალბატონს რომ რქებით შეერკინა?-გახსენებაზე გაიცინა.-არადა როგორ დაჭამეთ ერთმანეთი.
-ახლაც მასე ვართ.-გაიცინა თორნიკემ და პატარა ანდრია ხელიდან გამომტაცა.-გამარჯობა პატარა სვანო, მე დიდი სვანი ვარ.-გუცინა და ლოყაზე აკოცა დამორცხვილ ბავშვს.
-დადეშქელიანი და ვიბლიანი ერთად? მას წამოდით გავეცალოთ ამათ თორემ მალე ქარბორბალა დატრიალდება?-მედა ონამ ერთად გავიცინეთ და სვანების ერთნაირად შეჭმუხნულ წარბებზე უფრო ავკისკისდი.
-სიცილის ხასიათზე ბრძანდებით ქალბატონო სესილია?-უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა და თვალები ბედნიერებისგან ამიკიაფდა. მისკენ მივბრუნდი და ხელში აკო რომ შემრჩა, ვის ახსოვდა, ამდენ ხალხი? მისკენ გავიქეცი ა ისე ჩავეხუტე კაციშვილმა ვერ ჩამომხსნა აკოს კისრიდან.-დვიხრჩე გოგო რაიყო?-მოჩვენებით გამიბრაზდ და ძალით ჩამომიხსნა კისრიდან.
-როდის ჩამოხვედი?
-გუშინ.
-წამპალო, არუნდა დაგერეკა?-შევუბღვირე.
-მეწყვილეს არ გამაცნობ?-თორნიკეზე მანიშნა.
-ჰო რათქმაუნდა... ეს აკოა ჩემი ბიძაშვილი ნინიას ძმა. ეს თორნიკეა დაჩის ძმაკაცი და ჩემი მეწყვილე.-ღიმილით გავაცანი ერთმანეთს და მათი მზერაც ცოტა მოლბა. ცოტახანში ხალხმა გართობა დაიწყო, დარბაზში შემოსული გვანცა, დაჩი და მათე რომ დავინახე ბედნიერებისგან ავფარფატდი. მერე ჩვენც დავიწყეთ გართობა და ქართული ცეკვებიო რომ თქვეს და დირექტორმა სულ ძალით გამაგდო საცეკვაოდ მეწყვილესთან ერთად გულში ვლოცე ის ქალი. თორნიკეს საცოდავად გადავხედე მას კი წარბიც არ შეუხრია. აი პიჯაკი რომ გაიხადა, ბანწიკი მოიხსნა, პერანგის ღილი შეიხსნა და მკლავები აიკეცა პირღიამ შევხედე.
-მასე ნუმიყურებ მართლა მონოფუნქციური კიარვარ.-გაიცინა და დიჯეის რაღაც გადაულაპარაკა. მალე დარბაზში ლაზურის მელოდია გაისმა და მეც გაკვირვებულმა თორნიკეს გდავხედე, თვალი ჩამიკრა და მანიშნა დაიწყეო. მეგონა აჭარულის გარდა სხვა არაფერი იცოდა, ჰაჰ. ცეკვა დავიწყე და ცოტახანში თვითონაც ამყვა, იმდენად კარგად ცეკვავდა საკუთარ თავსი ეჭვიც კი შევიტანე. ცეკვის ბოლოს ხელი დამავლო, ლოყაზე მაკოცა და მხურვალე აპლოდისმენტებიც გაისმა. მის საქციელზე გამეცინა და მხარზე ხელი მსუბუქად მივცხე. -ცეკვა სად ისწავლე სესუნ?-მკითხა როცა სკოლის დერეფანში მივდიოდით.
-ეს ახალი სახელია?-თვალები ავატრიალე.-სუხიშვილებში.-ენა გამოვუყავი და სერთიფიკატისკენ გავახედ სადაც ჩემი სახელი და გვარი ეწერა.-თავად?
-თვითნასწავლი ვარ.-გაიღიმა მეკი დამტოვა პირღია.
-მეღადავები ჰო?
-არა.-თავი გააქნია.-ადვილია.-მხრები აიჩეჩა და თვალები აატრიალა მასზე მოშტერებული გოგოებისკენ რომ გაიხედა. აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა თვალი ჩამიკრა და ტუჩის კუთხეში მაკოცა, მერე ჩამეხუტა და მეც ყელზე. მოვხვიე ხელები.-დროებითი ზავი იწურება, თორმეტს 5 აკლია.-გაიცინა და თმაზე მაკოცა.
-თავი კონკიაში მგონია.-გამეცინა და ყელში ვაკოცე.
-რას დამიტოვებ სამახსოვროდ?
-შენ რა გინდა?
-რას გაიმეტებ?-წარბები ამითამაშა.
-გააჩნია უფლისწულს რა ეამება.
-მე?მე აი ეს...-დაიხარა და ტუჩებზე შემახო მისი რბილი ტუჩები, კოცნაში გაუაზრებლად ავყევი, კისერზე მოვხვიე ხელები და მალე ვიგრძენი სიცარიელე, მომშორდა და გამიღიმა.-და აი ეს..-ხელნაკეთი ვერცხლის ყელსაბამი მომაძრო, კესანეები რომ იწონებდნენ შუშის შიგნიდან თავს.-12 გახდა კონკია, ძმასთან გაიქეცი.-შუბლზე მაკოცა და გულში ჩამიკრა. აზრზე ვერ მოვდიოდი, მერე გამეღიმა და აზრზე რომ მოვედი მანქანაში ჯდებოდა, სწრაფად გავიქეცი და გავძახე.
-თორნიკე!
-გისმენ კონკია.-გამიღიმა და მანქანის სახურავს ხელებით დაეყრდნო.
-მიპოვე!-გავძახე და შიგნით შევბრუნდი. მალე მანქნის საბურავების ხმაც გაისმა და მე ბედნიერი ღიმილით დავბუნი დარბაზში. მათეც მიდიოდა უკვე ოღონდ თორნიკესგან განსხვაებით ის ატენში მიდიოდა, ბიძასთან. ნინიას ხელზე აკოცა და ისე დაემშვიდობა, სულ ამიწითლა საწყალი ბიძასვილი. ამ ცისფერთვალება გვრიტებისგანაც კარგი წყვილი შედგება. ბიჭებს დაემსვიდობა და წავიდა. ნინიას და აკუნას ისე ჩავეფსკვენი კიდევ ვერ გამომგლიჯავდნენ ხელიდან თორნიკე რომ არ ეხსენებინა დაჩის. სწრაფად მოვშორდი აკოს და დაჩის გამოწვდილ ტელეფონს ხელი დავავლე, ყურზე მივიდე და გავიბადრე.-გისმენ.
-აშკარად ყელსაბამს მეორე სახსოვარი ჯობდა. ამ ღამეს ჩემზე იფიქრებ ამიტომ ღამემშვიდობის პატარა ქალბატონო.-მითხრა და გათიშა. დაჩი ეშმაკური ღიმილი მიყურებდა, ისევე როგორც აკო. გოგოები იცინოდნენ და თვალს მიკრავდნენ. ღამე მართლაც რომ ტკბილად ჩამეძინა ჩემი ცხენის სათამასოსთან ერთად, კედელზე დიდად დახატულ სვანეთის კოშკებს ვუყურებდი და მღიმებოდა. გაორმაგებული ძალებით დავიწყე სწავლა და თორნიკე მხოლოდ ღამით თუ ეწვეოდა ჩემს ფიქრებს. დაჩისგანაც ვერაფერს ვიგებდი მასზე, არც ჩემს დაბადებისდღეზე ჩამოსულა, მხოლოდ ყვავილები და მთვარის ქვის ყელსაბამი გამომიგზავნა, მოლოცვის ტექსტით. გამოცდების დრო რო დადგა ყველა სკოლის ფოიეში მელოდა, ყველა თორნიკეს გარდა. დამიანე და სანდრაც კი ჩამოვიდნენ მაგრამ თვითონ არა. არ ჩანდა და ეს მკლავდა. მისი ხმა მენატრებოდა, გამოხედვა, მისი ტუჩების გამო. ყველა გამოცდიდან კმაყოფილი რომ გამოვედი, ატყდა ერთი ორომტრიალი. ეროვნულებზე ისეთი საკითხები მქონდა ზეპირად რომ ვიცოდი და უნივერსიტეტი გარანტირებული მქონდა ესეც ვიცოდი. ჟურნალისტიკა და იურიდიული დავწერე. უნარებმა თუარ დამჩაგრა იურიდიულზე მოვხვდები. ბანკეტზე და ბოლოზარზე დაჩისთან და მათესთან ერთად ვიყავი. თორნიკესგან მხოლოდ ბარათებით მოლოცვები, მინდვრის ყვავილები და საჭუქრები მომდიოდა. საშუალო ზომის სკივრი ვიყიდე, შიგ ვდებდი ყველაფერს რასაც თორნიკე მიგზავნიდა დღესასწაულებზე, ბარათებსაც და ყველა თაიგულიდანთითო გამხმარ ყვავილსაც პატარა პაკეტში ვდებდი და შიგ ვინახავდი. კლიტით ვკეტავდი და რომ მენატრებოდა ვხსნიდი. იმ ზაფხულს სვანეთში არ წავსულვარ, გაბრაზებული ვიყავი, ერთხელ რომ არ დამირეკა და მხოლოდ ბარათებით მიკითხავდა. იქნებ სულერთი ვიყავი მისთვის? არვიცი! საერთოდ არაფერი არვიცი. აგვისტოში გამოცდის პასუხებიც დაიდო და სულ ხელისკანკალით გავხსენი შედეგები. იურიდიული რომ ამოვიკითხე ჯერ ამაზე გავგიჟდი, მერე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და ბოლოს 100% გრანტი ამაზე სულმთლად შევიშალე, ყველოას ვეხუტებოდი და ზედ ვახტებოდი, მერე დაჯდომა დავაპირე და კარზე კაკუნმაც არ დააყოვნა. ბედნიერი სახით გავაღე კარი და კურიერს გავუღიმე.
-სესილია ცერცვაძე აქ ცხოვრობს?
-დიახ მე ვარ.
-თქვენთვის ამანათია, ხელი მომიწერეთ.-მითხრა და ფურცელი გამომიწოდა, მერე საჩუქარი მომცა და წავიდა. ვიცოდი ამანათი თორნიკესგან იყო, ადრე არასდროს გამოუგზავნია ფოსტით ამანათი, გამეცინა იმის წარმოდგენაზე როგორ იდგა თორნიკე ფოსტაში და მისამართს უთითებდა. ამანათი გავხსენი და ჯერ წერილს დავხედე. მისი გახსნა გადავწყვიტე და წავიკითხე:
„გილოცავ ჩაბარებას! იმედია კარგი იურისტი იქნები, რაშიც ეჭვი არმეპარება. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ახალწვეულების მიღებას რომ აღნიშნავს ეს ყველაფერი მაშინ გამოგადგება წინა საჩუქრებთან ერთად. დარბაზის შუაგულში დადექი ზუსტად 12 საათზე და მე თავად გიპოვი.“
კითხვა ჩავამთავრე და გამეღიმა, იმას თუ საიდან გაიგო ჩემზე ადრე ეს ყველაფერი აზრი დაეკარგა. ყუთი გავხსენი და შიგ ულამაზესი ნაცრისფერი ატლასის კაბა იდო. წვრილი ბრეტელით, გრძელი, ლამაზი ჭრილით მკერდტან, ნიღაბიც რომელიც ლამაზი ორნამენტებით იყო გაკეთებული და ლენტით იკვრებოდა. უცბათ თავში დამცხო რაღაცამ და სკივრს მივვარდ, მისი გამოგზავნილი ყველა ნივთი ამოვიღე და კაბასთან ერთად დავდე. ნაცრისფერი მთვარის ქვის ყელსაბამი, სამაჯური და სადა საყურეები. გამეცინა, ისტერიული სიცილი ამიტყდა ამის გააზრებისას. ჯანდაბა სვანო! რა ეშმაკი ხარ!
-დაჩიიი.-მისაღებში გავვარდი სიცილით და მათეს და დაჩის ჩავეხუტე.
-რაო ჯვახიშვილის სტუდენტო?
-ჩვენო ძვირფასო უნივერსიტეტელო.-დაჩიმ დაიწყო მათემ კი დაასრულა, ორი მასხარა რომ არ მყოლოდა ამ გამოცდების ჟამს ალბათ ნერვიულობისგან მოვკვდებოდი.
-საიდან იცოდა თორნიკემ ჩემზე ადრე სად მოვხვდებოდი?-გავიცინე.
-რავი ეგ ყველგანააა მოდებული და გაიგო ალბათ.-მხრები აიჩეჩა მათემ.-მოიცა მოიცა რა თორნიკეო?-გაიცინა და ჩემოთახში გავარდა, კიდევ კარგი წერილები სკივრის „საიდუმლო“ განყოფილებაში მედო.-ეს იმ სვანმა მოიფიქრა?
-დროდადრო გზავნიდა.-მხრები ავიჩეჩე და გავიცინე.
-ეს რომანტიკოსი ნახე რაა, მეც ვერ მოვიფიქრე ამდენი ტოო.
-რაგინდა მშვენივრად უთხარი ნინიას ბოლო ეროვნულიან რო გამოვიდა. ორიგინალური იყო.-მხრები ავიცეჩე და მომავალ სიძეს მხარზე დავარტყი ხელი.
-წიგნზე რასშვრები აბა?
-ალბათ მარტში იქნება პრეზენტაცია.-მხრები ავიცეჩე და 8 მარტს გამოგზავნილ სამაჯურს შევხედე, გამეღიმა. მთელი აგვისტო ხან გურიაში ვიყავი ხან გორში ხან დედაჩემის სოფელში. სექტემბრის ბოლოს დედასთან და მამასთან ერთად ჩავბარგდით და თბილისისკენ დავიძარით, ჩვენი სახლისკენ. 23 სექტემბერს, ჩემს აბადებისდღეს არაფრის აღნიშვნა არ გადმიწყვიტავს, მხოლოდ დაჩი, ნინია, გვანცა, აკო და მართა იყვნენ, ამ დღესაც მივიღე საჩუქარი, ცისფერი წინწკალების თაიგული და მთვარის ღამის სანათი. ვიცოდი რომ ბიჭებმა ამის შესახებ ყველაფფერი იცოდნენ მაგრამ ჯიუტად თავს ისულელებდნენ და მეც არ ვაცივდებოდი დიდად. თბილისში ჩასვლისთანავე მე და დედა სალონში წავედით. თმა შევიღებე უფროსწორად ბოლოები შევიღებე. ჩემი ყავისფერი თმა ბოლოებში რომ ნაცრისფერი გახდა, იმდენად მომეწონა ემოციები ვერ დავმალე. მერე შილაკი გავიკეთე, ვერცხლისფერი სარკის ეფექტით და სალონიდან გულდამშვიდებული გამოვედი. 1 ოქტომბერს უნივერსიტეტში წავედი, არც იქ იყო თორნიკე, განრიგი გავიგე და სახლში წამომიყვანა დაჩიმ. ჩემი თმა მათეს დაჩის და მამაჩემსაც მოეწონათ. საღამოსთვის თმა, დავიტალღე და გავიშალე, კაბა ჩავიცვი, დანარჩენი ატრიბუტებიც ავისხი, ნიღაბიც გავიკეთე. ფეხზე ნაცრისფერი მაღალქუსლიანი სანდლები ჩავიცვი და ჩემს სიმპატიურ სმოკინგიან ძმასთან ერთად წავედი უნივერსიტეტისკენ. იმდენი წყვილი თვალი მოგვაშტერდა იქ მისულებს, ახლა ვიგრძენი როგორი ცნობილია ჩემი ძმა, გამეცინა და გვანცასკენ წავედით, რომელსაც წითელი კაბა ეცვა და ჩვენ გველოდებოდა მათესთან ერთად. მათე კი ნინიას აკოს და მართას ელოდებოდა იდეაში ისე კი მხოლოდ ნინიას. მათე ისევ არ ჩანდა, ჯანდაბა! მთელი საღამოს განმავლობაში იმდენმა ადამიანმა მთხოვა ცეკვა ვინ მოსთვლის. მე კი ჯიუტად ვიდექი მარტო და საათს წამდაუწუმ ვამოწმებდი. 12 ხუთი წუთი აკლდა, დარბაზს ბოლოდან ცენტრში გადავინაცვლე და 1000 ნიღბიანადამიანსი მისი ძებნა დავიწყე. დაჩი და გვანცა კარგახნის მომტყდრები იყვნენ. მათე და ნინია ცეკვავდნენ, აკო ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა, მაგისტრატურაზე კი სწავლობს მაგრამ მაინც პატარა ბავშვივით იქცევა, მართა კი ცეცხლებს ყრის თავისი ცეცხლისფერი თვალებიდან, რომელიც ასევე მის ცეცხლისფერ თმას უფრო სექსუალურს ხდიდა. ნელნელა ვბრაზდებოდი 12ს ერთ წუთი აკლდა როცა ტრიალი შევწყვიტე და სცენისკენ გავიხედე, მერე ნაცნობი ხმა გავიგე, ნაცნობი სუნთქვა ჩემს კისრში და მთელ ტანზე ეკლებმა დამაყარეს, მისი სუნთქვა ჩემს ყელში იფრქვეოდა მე კი სიამოვნებისგან თვალები მელულებოდა.
-მე მეძებ?-მკითხა უჩვეულოდ დაბოხებული სმის პატრონმა თორნიკემ და მუცელზე ხელები მომხვია, მისკენ ახლოს მიმიზიდა და ნელ მუსიკას ავაყოლეთ ტანი, მერე მარტივი მოძრაობით შემაბრუნა მისკენ და მის ცეცხლ აკიაფებულ თვალებს ჩავაცქერდი, მის სახეს ვერ ვხედავდი, ნიღაბი ფარავდა, მაგრამ მისი ტუჩები მადიანად მიმზერდნენ, წვერი მოზრდოდა ოდნავ და უფრო მამაკაცურს ხდიდა. 21 წლის ასაკში ასეთი მომაკვინებელი სიმპატიურობა დამღუპველია.
-არაა, აქვე ბავშვი დამეკარგა და იმას ვეძებდი.-ირონია გავურიე ხმაში და კისერზე შემოვხვიე ხელები.-გაბრაზებული ვარ.
-მოგენატრე არა?-გაიცინა და ხელები წელზე მომხვია.
-ვითომ მომენატრე?
-ვიცი ადამიანს როგორ მოვნატრო თავი.-მითხრა და ყბის ძვალზე მაკოცა.
-მიპოვე.
-არც დამიკარგიხარ.-მითხრა და ახლა შუბლზე მომაწება ტუცები.-თმა მოგიხდა.-მითხრა და ჩემს თმას წაეთამაშა.
-შენ არ მოგენატრე პრინცო?
-მე სულ შენთან ვიყავი კონკია.-მითხრა და ვნებიანად წამეტანა ბაგეებზე, წინააღმდეგობა არც გამიწევია ავყევი და უფრო ამიკრო სხეულზე. მიყვარდა სულის, სხეულის, ძვლების ტკივილამდე! მე, ჩემი სვანი მიყვარდა!



№1 სტუმარი mari

Au Ra jigari xar, dzaan magari iyo shemdegs rodis dadeb?

 


№2  offline წევრი kesane123

mari
Au Ra jigari xar, dzaan magari iyo shemdegs rodis dadeb?

ხვალ <3

 


№3  offline წევრი sofo_sofia13

ოჰოოჰოჰოცხელა

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა მაგარია ძალიან მომწონს საინტერესო იყო ეს თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent