ქალბატონო "Malena"
ქალბატონო ქალბატონო , გამიღიმეთ , დამაბრმავეთ ... აღმაგრძენით ტუჩის საცხით , ტუჩებით გამაგიჟეთ , გამიღიმეთ , დამატყვევეთ ... ამირიეთ გზები , ტბები , ქუჩები . დაიმოკლეთ გრძელი კაბა , ვგიჟდები ... სუნამო კი ოდნავ მეტი დაისხით . გითვალთვალებთ მთვარის შუქზე შიშვლდებით თქვენს სილუეტს მოუხდება მაისი . გაიშალეთ თმა კოჭამდე ჩამოუშვით , ქუსლებიდან ნუ ჩამოხვალთ გიხდებათ ეგ ღიმილი ცოტა ჩემსკენ გამოუშვით ... რომ ვერ ვხედავ მერე უფრო მინდება . გაიკეთეთ მაკიაჟი სახეზე ... თან დიდ მკერდზე შეიხსენით ღილები წამოვეგე უკვე მე თქვენს მახეზე თქვენზე ფიქრში დამეხვია ტილები . ტანგოს ცეკვას გასწავლით და მომბაძეთ ... ნაბიჯებზე ნაბიჯ - ნაბიჯ მომყევით , ეგ ტუჩები ჩემს ტუჩებზე მომართეთ დაქალებში ჩემზე ბევრი მოყევით . გაუკიდეთ ოდნავ ნაზად "პაპიროზს" , ტუჩის საცხი "ბიჩოკზე" რომ დაეტყოს ... მე ხომ უკვე მიგამსგავსეთ ცაფირუზს ვერ მოვშორდი თქვენს მისამართს და ეზოს ... თვალზე შავი კონტურები წაისვით ... თეთრეული უფრო შავი არჩიეთ , მკერდზე მთვარე ოქროს ღილად დაისვით და მერე კი ... თქვენს კაცად მე მაქციეთ . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.