შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბევრი ნახვით შეყვარება. (2)


7-04-2019, 11:52
ავტორი A-R-T-H-E-M-I-S
ნანახია 1 242

მადლობა ყველას ასეთი დადებითი შეფასებისთვის... თქვენ ხართ მეტი სტიმული და მეტი ემოცია , მეტი სურვილი , რომ ვწერო.
გულით ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ, დიდს და საინტერესოს არაფერს ვქმნი , მაგრამ მართლა ვცდილობ, რომ სულ ოდნავი წვლილი შემოვიტანო თქვენს განწყობაში , იმედია გამომივა.

ბევრი ნახვით შეყვარება. (2)

-კატო , რომელზე გამოგივლიო რა თქვა?
ელენე მოუსვენრად მეკითხება უკვე ათასჯერ დასმულ შეკითხვას და იმის გახსენებაზე , რომ მერლანთან ერთად სადღაც მივდივარ , უაზროდ ცქმუტავს.
-ვაიმე , ელენე! კაცის ამოყვანა გინდა და იმიტომ მაგდებ? არა , საერთოდ არც ნომერს ვეტყოდი და არც მისამართს , მოვატყუებდი რამეს, რას გამოხტი მშვიდობის მაძიებელი და ჩამოუკაკლე ჩემი ბიოგრაფია?! ისიც კი გაიგო რა ზომა ლიფს ვიყენებ!
-კარგი ბიჭია მათე !
-მერე რა ისტვიკელი ალქაჯივით გვიწყობ საქმეებს , რომელი შინაბერა ან ბიჭებზე გადაკიდებული მე მნახე?!
-ჰოდა , ბოლოს 5 წლისას , რომ მოგეწონა ბიჭი სწორედ მაგიტომ ვფიქრობ , რომ დროა !
-შენ ბევრ რამეს ფიქრობ, გახსოვს სტალინზე , რომ ამბობდი კარგი კაცი იყოვო?
-მერე რა , მაკედონელში მეშლებოდა ეგ ხო კარგი კაცი იყო?
ელენეს პირდაღებული ვუყურებ და ვერ ვიჯერებ , რომ ახლა ეს მართლა თქვა. ზოგადად, სულ ასე ბოდავს ხოლმე , მაგრამ მგონი ახლა სიცხე აქვს 60-ს ზემოთ.
-ღმერთო , ამას ტვინი და მე მერლანის მოშორება , გთხოვ და აღარ შეგაწუხებ !
გაბუტული ელენე ოთახისკენ მიჩანჩალებს , რომ ჩემთვის კაბა შეარჩიოს , სავარაუდოდ ბოლოს მაინც ჩვეულებრივი დახეული ჯინსებით და კედებით წავალ , მაგრამ დავაცდი, გულს გაიხარებს.
მეც უკან მივყვები და მიუხედავად იმისა , რომ ორი წამის წინ შევიდა უკვე იპოვნა მსხვერპლი.
-ამაზე რას იტყვი?
-ჰო , ძალიან ლამაზია. ჩემს დიდ ბებიას ქორწილში დაახლოებით ასეთი ეცმეოდა და ალბათ ძალიანაც უხდებოდა.
ელენე მიბღვერს და კაბას უნდობლად ისვრის გვერდით.
-ეს?
-კი , ძალიან ლამაზია თუ ვინმეს გასვენებაში მიდიხარ , მაგრამ მოიცა , მომეცი , გასვენება და სიკვდილია მერლანი აბა ვინ არის?!
ხელს ვიშვერ , მაგრამ ხელზე ხელს მიტყაპუნებს და კაბას სასწრაფოდ ჩურთავს გარდერობის ბოლოში , ისე ასე თუ შეტენის კედლის იქითაც გავა და ჩემი არვიცი , მაგრამ მეზობელი თამრიკო ნამდვილად ჩაიცმევს სადმე.
-ეს?
-კი , ეგ მართლა მაგარია , თან ისე მიჭერს შეიძლება კუჭ-ნაწლავი გადმომაყრევინოს და რო რამე სოციალურ ქსელში მაინც გავიჩითები წლის ყველაზე უბედურ ადამიანად.
-ვაიმე, კატო! გახდა 7 საათი და ჯერ კიდევ არ ხარ მზად!
-დიდი ამბავი, მელოდოს!
საბოლოოდ ნამდვილად ლამაზ კაბას მატენის. შინდისფერია , მკერდთან ლამაზად ჩაჭრილი , მუხლს ოდნავ ჩაცდენილი და ფეხთანაც ჩაჭრილი.
ფეხზე შავ მაღლებს ვირგებ და თმას გაშლილს ვტოვებ, როგორც ყოველთვის აბურძგნულს და ხვეულს.
შინდისფერ პომადას ვისვამ , როგორც ყოველთვის და როგორც კი ოთახიდან ელენე გადის ჩანთაში კედებს , დახეულ ჯინსსა და თეთრ მაისურს ვტენი.
-ძალიან ლამაზი ხარ , ნამდვილად მოეწონები.
აღფრთოვანებული ელენე ხელებს ასავსავებს და გაბრწყინებული მიყურებს.
-ჰო , ეგღა დამრჩა სადარდებელი , რა!
-არა ისე, მე წავედი კალათბურთზე ჩემი ბედის საპოვნელად და შენი ვიპოვეთ , უცნაურია.
-ვიპოვეთ კი არა გამასაღე თორე წამოვიდოდი მშვიდად !
რაღაცის თქმას აპირებს , მაგრამ ტელეფონი გვაწყვეტინებს. მობრძანებულა ბატონი კაპიტანი ბედოვლათი.
წაკითხვას ვაპირებ , მაგრამ მაცდის ვინმე? ელენე ტელეფონს მგლეჯს და ხმამაღლა კითხულობს. ჰო, ნამდვილად მოსულა. ცხელი წყალი , რომ გადავასხა ზემოდან ვითომ მაინც წავალთ? ჰო , კარგი.
აღტაცებულ ელენეს თვალების ტრიალით ვემშვიდობები და ფეხის თრევით მივიწევ ქვემოთ.
სადარბაზოს ქურდულად ვზვერავ და ლიფტში ვაპირებ შესვლას მერლანის ხმა , რომ მაჩერებს.
-სერიოზულად? სად მიდიხარ?
მობეზრებული ვუყურებ და ყველა არსებას ვწყევლი, რომლის წყალობითაც დღეს ასეთი "ბედნიერი" ვდგავარ აქ.
-შემომხედე რანაირად ჩამაცვა ელენემ , საპნის ოპერაში მგონია თავი ან დიდი დიდი საკუთარ ქორწილში , მაგრამ არც შენ ხარ პრინცი და არც მე პრინცესა და მგონი არც რომელიმე ვართ საპნის ოპერის გმირები , ხოდა ვაპირებ, რომ გამოვიცვალო და 5 წუთში გამოვალ.
-არც შენ ხარ პრინციო? რატომ ვითომ? შენ კი ხარ პრინცესაზე მეტად ბოროტი ბაბაიაგა , მაგრამ მე რაღას მერჩი?
-ხო , პრინცი არ ვიცი და შრეკის დონემდე კი გაქაჩავ , მაცდი ახლა?!
-არავითარ შემთხვევაში, კაცმა არ იცის კიდევ როდის გიხილავ გოგოსავით ჩაცმულს ასე, რომ გაჩუმდი და წამომყევი.
ხელზე ხელს მკიდებს და მანქანისკენ მივყავარ.
-ეი, ორი წლის ბავშვივით რატომ ვგრძნობ თავს , რომელიც მამამ უმიზეზოდ დატუქსა?!
-რავიცი, შენ გრძნობ და მე მეკითხები?
-ისა და, ხელს ხომ არ გიშლი? არა, შენ მიშლი და მეთქი მეც ხომ არ გიშლი-თქო!
შეაყარე კედელს ცერცვიო ხომ გაგიგიათ? ასეა ესეც , ისე ნეტავ ცერცვი მქონოდა ხო შევაყრიდი და დავთხრიდი ლამაზ თვალებს!
მოიცა , ლამაზი ქვეცნობიერმა თქვა, ისიც ელენეს მხარესაა, თორემ მეც და ჩემი ტვინიც დიდად ვეწინააღმდეგებით იმ სიტუაციას , რომელშიც ახლა გამოგვამწყვდიეს.
-სხვათაშორის , დღეს ანდრია და ელენე შეხვდებიან.
რა?! სად ?! როდის ?!
-კი აბა , ელენე არ მეტყოდა შენი აზრით?
ცინიკურ მზერას ვავლებ , მაგრამ , როდესაც იღიმის ვხვდები , რომ რაღაც გამოვტოვე. ელენე არ დამიმალავდა!
-თვითონაც არ იცის.
-ეგ რანაირად?
-მე მოვაწყვე.
-ხოდა , როგორ გენიოსო?
-ხო , მადლობა ამ წოდებისთვის , მიხარია ჩემს ტალანტს , რომ აფასებ. როგორ და ელენე ხო სახლშია დღეს, ხოდა ანდრიას ვუთხარი თქვენი მისამართი თან მივაყოლე საღამომდე იქ დამელოდე ფეხი არ გაადგა საქმე მაქვს და მოვალ-თქო. ილაპარაკონ იქნებ.
-არ ყოფილხარ შენ მთლად დებილი , ხო იცი!
-და უნდა მიხაროდეს ეგ?
-უმადურო , აღარც გეტყვი მეტჯერ!
-მეტჯერ? აჰა , ანუ უკვე შემდეგი შეხვედრაც დანიშნე და თან მე არც მეკითხები?
-სერიოზულად? თავში ყველაფერი რიგზე გაქვს?
-თუ ელოდები , რომ გეტყვი შენმა სიყვარულმა გამაგიჟა-თქო , უნდა იცოდე ,რომ რომანტიკულობის ნასახიც არ გამაჩნია.
-არა რატომ , ნამდვილად რომანტიკულია მილიონი კაცი , რომ გიყურებს და შენ თამაშს გააჩერებ მარტო იმისთვის, რომ გოგო შეხვედრაზე დაითანხმო, ან რომანტიკულია , ან იდიოტიზმი , მე მეორეს ვემხრობი , მაგრამ გული , რომ არ გეტკინოს რომანტიკას მივაწეროთ.
-გარეგნულად ბელი , შინაგანად შრეკი !
-ვინაა ბიჭო შენი შრეკი?!
-გული გატკინე , პატარა?
-ხო , კარგია პატარას , რომ მეძახი , ალბათ ამით შენს ასაკს უსვამ ხაზს.
-უფრო შენსას , მაგრამ გული , რომ არ დაგწყდეს როგორც გინდა ისე იყოს.
-სადმე გამოსართველი ღილაკი არ გაქვს? გზას უყურე , თორემ სადმე გადავიჩეხებით , ნუ აქ შენთან ერთად წამოსვლა ისედაც სიკვდილის ტოლფასია , მაგრამ უნდა ვაღიარო არასოდეს მიოცნებია შენთან ერთად სიკვდილზე , ასე რომ , გზას უყურე , გენიოსო!
რაღაც ჩაიბურტყუნა ჩუმად, რაც რათქმაუნდა ვერ გავიგე.
-ენა გადმოყავი და წავიკითხავ, აბა ტუჩების მოძრაობით ვერ ვკითხულობ და!
-არადა მე მეგონა შენ ყველაფერი შეგეძლო.
-არასწორად გეგონა.
-თმა ბუნებრივია?
-რა?
-ბუნებრივად გაქვს ხუჭუჭა თმა თუ დაიხვიე?
-ვგავარ გოგოს , რომელიც სპეციალურად შენთან ან ზოგადად ვინმესთან შესახვედრად სარკის წინ იჯდებოდა ორი საათი და თმას დაიხვევდა? ან მინიმუმ პომადას მაინც წაისვამდა?
-ჰო , ნამდვილად გამაჩუმე.
კმაყოფილი ვიღიმი და სახეზე ღიმილი მაშრება როგორც კი ვხედავ სად გავჩერდით.
-სერიოზულად?!
-სამაგიეროს გადახდის ჯერია.
-არა, რა შევცოდე?! კაბა მაცვია, მათე!
-ჰოდა, ძალიან კარგი.
-ნამდვილად მეღადავები! გაგანია მზეა, სიცხე, მთელი ამბები , სად ჯანდაბაში იპოვე ყინულის მოედანი?! ან რომელი ციგურების დედოფალი მე ვარ?!
-სამაგიეროდ მე ვარ მეფე, ციგურების, არა სხვა რამეებისაც , მაგრამ მაინც.
-მარტო მათე მერლანი თუ წამოიყვანს გოგოს ყინულის მოედანზე, რომელსაც კარალევა მარგოს კაბა აცვია , გაჩახჩახებული პომადა უსვია და ახლა უკვე იყინება კიდეც!
-მოსაცმელს გათხოვებ!
-რამეს ხომ არ გადმომდებ?
-კი, ცოტა სითბოს.
უცბად მახვევს და ხელმოკიდებულს ციგურების ასარჩევად მიმათრევს, ჯანდაბა , არასოდეს მიცდია!
-მათე.
-ჰო.
თან მელაპარაკება და თან ჩემთვის შერჩეულ ციგურებს აქეთ-იქით აქნევს.
-სიარული არ ვიცი.
-დიდი ამბავი , ციგურების გარეშე ძლივს დადიხარ და მაგით როგორ გეცოდინება?!
-აღარასოდეს შევხვდები ბიჭს , მართლა , ოღონდ ახლა გადავრჩე!
სკამზე მსვამს და თვითონ ცდილობს ფეხზე მომარგოს.
-არც მე ვარ კონკია და არც შენ პრინცი, ჩამაცვი სწრაფად და მალე მოვკვდები თუ სიკვდილი მიწერია!
-რა რომანტიკული მომენტი გააფუჭე!
შეწუხებულმა გააქნია თავი და თვითონაც ჩაიცვა.
-თუ აქედან ცოცხალი ვერ გავალ, ელეს უთხარი, რომ გარდერობს ვუტოვებ და იმ კნუტს აჭამოს ხოლმე კართან, რომ დაჩანჩალებს. ლამარას უთხარი , რომ იმ ორ თავ ხახვს ვუტოვებ 2014-ში , რომ წაიღო და აღარ დაუბრუნებია . შენ კიდევ მთელი გულით გიტოვებ მამაჩემის სანადირო დანას , რომ თავი დაისაჭურისო!
-რა ამაღელვებელი მომენტია, სამწუხაროა , რომ თეატრალურზე არ სწავლობ.
-მე არა , მაგრამ შენ გეტყობა სწავლობდი.
ხელი მომკიდა და ჩემი წამებაც დაიწყო , ჯანდაბა , ვითომ რამე გამოვა? არა , ნამდვილად მოვკვდებით.

ელენე

გამოიცანით ვისთან ერთად ვზივარ მისაღებ ოთახში?! ჰო , მე , მეზობელი ლამარა და ანდრია კეკელიძე ვსხედვართ და ჩაის ვსვამთ , თან ვლაპარაკობთ. უფროსწორად , ლამარა ლაპარაკოს და მე და ანდრია გაქცევის გეგმას ვსახავთ.
-ჩემი ვასია ისეთი რომანტიკული კაცი იყო , ხელის გულზე მატარებდა! თქვენ დიდი ხანია ერთად ხართ?
არა-თქო უნდა მეთქვა , მაგრამ გაცდის ვინმე?!
-კი , 1 წელია.
ყოჩაღ ანდრუშ , ამ წამს მთელ საქართველოს გააგებინე , რომ 1 წელია ერთმანეთს ვეტრფით!
-რატომ არ ვიცოდი კაცო , ალბათ მალავდით.
-ჰო ლამარა დეიდა , ანდრია ისეთი რომანტიკული ბიჭია სულ მეხვეწებოდა კორპუსსთან გულს დაგინთებო , მაგრამ მე ვფიქრობდი რას იტყვიან მეზობლები-თქო , მერე ჩემს გამო "რომეო და ჯულიეტას" ყველა ფრაზა , რომ დაისწავლა და მეხვეწებოდა იყავი ჩემი ჯულიეტაო გაულღვა ჩემს გულსაც ყინული და ასე გავხდი მეც ამის ჯულიეტა.
მზერით ციმბირში გადასახლება , რომ შეიძლებოდეს დამიჯერეთ იქ ვიქნებოდი.
-ეხ, შვილებო , პატარები ხართ ჯერ, ყველაფერი წინაა. ისე , ხახვზე ჩამოვედი და რამდენი ხანი დავრჩენილვარ კაცო, მასესხეთ და დაგიბრუნებთ.
კატო , რომ აქ იყოს იტყოდა ამ ხახვსაც ის ბედი ეწია , რომელიც იმ საწყალ ორ ხახვს 2014 წლის შემდეგ არავის , რომ აღარ უნახავსო.
-კი, რა პრობლემაა.
სამზარეულოში გავდივარ და ხახვის მოძებნას ვაჭიანურებ, მოიცა, ეს , რომ წავა მარტო ვრჩები კეკელიძესთან? პეპლებო , ნუ დაფრინავთ! ჩაკვდით მუცელშივე!
-აი , ლამარა დეიდა , არ გინდათ დაბრუნება ხახვია სხვა ხომ არაფერი.
-ხო , ხახვია კაცი ხომ არა.
უცბად ისეთი ხველა მიტყდება მგონი კატო გაიგებს პაემანზე, ჩემს ხველას თუ არა ანდრიას სიცილს მაინც ყველანაირად გაიგებს!
-კარგი , წავედი.
კარებს ვხურავ თუ არა შეშფოთებული მივდივარ მისაღებისკენ.
-ესეიგი რომეო და ჯულიეტა , ცეცხლით დანთებული გულიო, როგორი ფარული ოცნებები გქონია გოგო შენ!
კეკელიძეს მტრული მზერით ვუყურებ.
-ყავას ხომ არ დალევ შიგ ჩაყრილი დარიშხანით?
-დარიშხანის ნაცვლად შაქარი თუ იქნება კი , ოღონდ ვიმეორებ , შაქარი და არა მარილი.
-არადა დარიშხანის იდეა საკმაოდ მაცდურად ჟღერდა.
"შეწუხებული" მივდივარ სამზარეულოსკენ და ჩინეთის დიდი კედელიც მომსდევს.
-ისე, რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ?
სასხვათაშორისოდ ვსვამ კითხვას , არა , სულ არ მიხარია აქ რომ არის!
-მიწისძვრამ სახელად მათემ.
-უი , სად წაიყვანა კატო?
-ყინულის მოედანზე.
უცბად სულ მავიწყდება ყავაც და დარიშხანიც.
-სერიოზულად?! პირველად ჩავაცმევინე კაბა , მაღლები და შენმა უტვინო ძმაკაცმა ყინულის მოედანზე წაიყვანა?! ღმერთო !
-ნეტავ რას შვრებიან.
-დაჭამენ ერთმანეთს, რას უნდა შვრებოდნენ?
ზუსტად ამ დროს ტელეფონზე კატო მირეკავს.
ტელეფონს ვიღებ და ანდრიაც მაშინვე ყურს ადებს ტელეფონს, ერთი მხრიდან მე მეორედან ის.
-ელ , არ შეგეშინდეს, მოკიდე კეკელიძეს ხელი და რესპუბლიკურში მოდით.
-ვაიმე, რომელი მოკვდით?!
-მე, ელენე!
-მოვდივართ , ახლავე.
ტელეფონს ვთიშავ და უცბად ვიღებ ჩანთას.
-მითხარი , რომ მანქანით ხარ!
-მანქანით ვარ.
-კიდევ კარგი.
-ხო, ეს იმიტომ გითხარი , რომ მითხარი , რომ მითხარი მანქანით ხარო , ხოდა ახლა წამოდი, ტაქსი გავაჩეროთ.
ნამდვილად იდიოტია , ვფიცავ!
-ეგ ორნი ან დაღუპავენ ერთმანეთს...
-ან დაღუპავენ.
აბოლოვებს კეკელიძე და ტაქსიში ვსხდებით.



№1 სტუმარი სტუმარი ანანო

აი თან ძალიან საინტერესოა და თან სასაცილო :დდ <3 ველოდები ახალ თავს და წარმატებებს გისურვებ!

 


№2  offline წევრი forever-321

ამაზე სასაცილო ისტორია მე ჯე არ მინახია,რა ნიჭს კარგავს მსოფლიო შენი სახით დამეფლითა გული :D :D

 


№3  offline წევრი samudamod tqventan

ძაან ბევრი ვიცინე მომეწონა

 


№4  offline წევრი fluctus Oceani

მამეწონა, ნამეტანი კარგი იყო ტკბილო

 


№5 სტუმარი ანდ

ხოარ მოისვენა მათემ :დ

 


№6  offline წევრი scooby doo pa pa

ვაიიმეეეე მოვკვდი სიცილით რა მაგაი ისტორიააააა გავგიჟდი ახალს ველოდები რაააა ძმურად თუ დურად თუ დაქალურად მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent