ბევრი ნახვით შეყვარება. (1)
ვზივარ კალათბურთის მატჩზე , რომელიც არ მომწონს. ვსვამ კოკა-კოლას , რომელსაც წყლის გემო აქვს და ვცდილობ გვერდით მჯდომი კაცის ხელები ავიცილო , რომელიც სიხარულისგან ყოველ წამოხტომაზე იმხელაზე იქნევს ხელებს მალე ნაწლავებს გამაყრევინებს. თუ არც თამაში მომწონს , არც ეს კაცი პირი , რომ არ გაუჩერებია მთელი თამაშია , არც ეს ადგილი და საერთოდ არაფერი , რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ? ჰო , გამახსენდა. ჩემი ქერა დაქალი. რატომღაც იფიქრა , რომ კარგი აზრი იქნებოდა თუ შუალედურების წინ კალათბურთს ვუყურებდით , გაგვამხნევებს და უფრო გულმოდგინედ ვიმეცადინებთო , მაგრამ განა არ ვიცი , რომ აქ მხოლოდ იმიტომ ვზივარ, რომ თავის საყვარელ მოთამაშეს უყუროს? ყოველ ჯერზე , როდესაც ბურთს კალათში აგდებს ჩემი დაქალი იმხელა მიტყაპუნებს ალბათ გამოცდაზე ტვინის შერყევით ან რამე მძიმე დიაგნოზით შევალ. -ჰო , გავიგე. მართლა მაგარია , მაგრამ მე რა დავაშავე? ჩემს გვერდით მჯდომ კაცს , მაინც ურტყი იქნებ ტვინი დაუბრუნდეს , გვერდიდან ეს , უკნიდან შენ და ალბათ წინიდან რომელიმე ჭკვიანი ბურთით გამიტეხავს ცხვირს და ავშენდები მეც! -ნუ წუწუნებ , ნახე რა მაგარი თამაშია. -ჰო , თან ხომ იცი მე როგორი ფანი ვარ ? ისიც არ ვიცი ვის ვეთამაშებით , არც ის რატომ ვარ გამოჭენებული პირველი რიგის მე-13 სკამზე, მაგრამ შემეფერება , თარსი რიცხვი თარს ადგილს , თარს დღეს! ელენე ყურადღებას აღარ მაქცევს , როდესაც ანდრია კეკელიძის ბურთი კალათში ვარდება და ელენეც სხვებთან ერთად ხტუნვას იწყებს , რაზეც ტრადიციულად ვატრიალებ თვალებს და აქედან გაქცევის გეგმას ვადგენ , რომელიც უნდა ვაღიარო წარმატებით არ მიდის. -ტყუილად აცეცებ თვალებს , თავს ვერ დააღწევ. გამაფრთხილებლად მიღიმის ელენე და მე ნამდვილად არ ვინუსხები მისი ღიმილით , მაგრამ შემიძლია დავიფიცო , რომ მოედანზე მდოგმი ელენეს პრინცი ამ წამს მას უყურებს და ნამდვილად უცნაური სხივი უკიაფებს თვალებში! ოჰო , აქ ასეთი წყვილი იქმნება და მე და მთელი დანარჩენი მილიონი ადამიანი ზედმეტები , რომ ვართ არა?! რა სამწუხაროა , რომ ამას მხოლოდ მე ვგრძნობ! -კატო, მე მიყურებს თუ მეჩვენება? -ღმერთო თუ არსებობ კითხვა მაქვს, თავი სასოწარკვეთილ დიასახლისებში რატომ მგონია? თამაშზე ვიწყებ დაკვირვებას , რამდენიმე წუთში დამთავრდება და ჩემი წამებაც მორჩება, იმედი მაქვს. -მეჩვენება თუ აქეთ იყურება გუნდის კაპიტანი?! -ელენე , გავიგე , რომ შენი ანდრია ყველაზე მაგარი მოთამაშეა , კაპიტანია და მოგწონს , მაგის ნასკების ფირმაც კი დამახსოვრებული მაქვს უკვე, გთხოვ აღარ გააგრძელო , თუ არ გინდა , რომ ხვალ ჩემს ქელეხში ჭამდე ლობიოს! -არა გოგო, არ ვამბობ ანდრიაზე , კაპიტანი სხვაა. მობეზრებული ვუყურებ მოედანს და ვცდილობ ვინმეს მზერა დავიჭირო , მაგრამ ფაქტია აქეთ არავინ იყურება. -სიყვარულმა გაგიჟება , რომ იცის მსმენია , მაგრამ შიზოფრენიასაც თუ ბადებდა წარმოდგენა არ მქონდა. ელენემ ცხვირი აიბზუა და თამაშის, უფროსწორად ანდრიას ყურება განაგრძო. ვიცი , რომ ძალიან საინტერესო თამაშია , მაგრამ ვერ ვიგებ და რა ვქნა? ის მაინც ხომ უნდა ვიცოდე ვის ვეთამაშებით? მომესმინა რა თავიდანვე , ასე მაინც არ ვიჯდებოდი. -კიდევ აქეთ იყურება! -ჯანდაბა, ვინაა ასეთი?! -მათე მერლანი, ნახე რა სიმპატიურია , ჯანდაბა, სრულყოფილია. -შენ გაორება გჭირს? მერლანი თუ ანდრია? -უხ , რა შუაშია?! ანდრია რათქმაუნდა , მაგრამ ზოგადად ვამბობ , რომ ძალიან კარგი ბიჭია მათე. -კარგი , არავინ მოგტაცოს გაუფრთხილდი. მოედნისკენ ვიყურები , მაგრამ ან დავბრმავდი ან რაღაც მაფიაა ამ საქმეში. უეცრად ბურთი ერთ ბიჭს უვარდება ხელში. ჩვენი რიგისკენ იხედება და იღიმის. აჰ , ეს ყოფილა კაპიტანი , გასაგებია. კომენტატორთან მიდის და რაღაცას ეუბნება , ისიც იღიმის და ღიმილით აცხადებს. "მერლანი ამბობს , რომ ბურთს მხოლოდ მაშინ ჩააგდებს თუ პირველი რიგის მე-13 სკამზე მჯდომი გოგონა შეხვედრაზე დათანხმდება." ვცდილობ მოედანი მოვათვალიერო და ადგილები გადავთვალო , მაინტერესებს ვინაა ის უბედური თუ იღბლიანი. -ვაიმე, კატო... ელენე უკნიდან გაოცებული მიტყაპუნებს ხელს. -ჰო? -მე-13 სკამზე შენ ზიხარ! მართლა ვაიმე, კატო! რა ჯანდაბაა? დედა მეუბნებოდა ხოლმე ყველა შარს შენ იკიდებო და ეგ ამბავია ვითომ? რატომ არ მომწონს ეს აზრი? -არავითარ შემთხვევაში! ვამბობ დარწმუნებით და წარბშეკრული ვუყურებ მომღიმარ ხალხს და თვითკმაყოფილ კაპიტანს. ყველა მხრიდან ხმა ისმის , რომ დავთანხმდე. ამ იდიოტმა მართლა გააჩერა ამხელა მასშტაბიანი თამაში მხოლოდ იმიტომ , რომ შეხვედრაზე დავთანხმდე? დავიჯერო ასეთი მაგარი გუნდის კაპიტანს გოგოების ნაკლებობა აწუხებს ? გოგოების თუ ტვინის? -კატო! ელენე "ყელს გამოგჭრი შე უბედურო" სახით მიყურებს. -არა, ელენე! კაპიტანი მხრებს იჩეჩს და მოწინააღმდეგეებს იგერიებს, ჯანდაბა, ჩააგდე ბურთი! დარჩენილია 10 წამი... -კარგი, ჯანდაბას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩააგდებ! გაკაპასებული ვყვირი და ასაფეთქებლად გამზადებული ბომბივით ვუყურებ მერლანს. ყოჩაღ, ეკატერინე , ამ წამს დედაშენის ნასწავლი "უცხოებს არ დაელაპარაკო და არსად გაყვე" წესი ჯანდაბაში მოისროლე. თავდაჯერებული ღიმილით ოდნავ უახლოვდება ფარს და ბურთს უკნიდან ისვრის. ესეც ასე, ვერ ჩააგდებს! ცოტაც და... ღიმილი სახეზე მაშრება მერლანს კი პირიქით , უათმაგდება. არა რა, კარმა ჩემსკენ ნამდვილად არაა! გასაქცევს ვეძებ , მაგრამ ელენეს ხელი და ჩემს წინ მდგომი მერლანი ერთდროულად მაჩერებენ. ჯანდაბა, არ მომწონს არც ეს ამბავი და არც ეს ჰოლივუდიდან გამოგდებული ბიჭი! ღიმილი სახეზე მაშრება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.