რაე (თავი 1)
„სიჩუმე ცარიელი არ არის. ის სავსეა პასუხებით.“ თავი 1 ქუჩებში ალაგ-ალაგ შეიმჩნეოდნენ სირბილით მიმავალი ადამიანები, ჭექა-ქუხილისა და კოკისპირული წვიმისაგან რომ გარბოდნენ. სველი, ცივი ქარი დაუნდობლად აწნიდა სახეში სილას წვიმის წვეთებს. სიბნელეში მაღალი ხეები შრიალებდნენ, ზანტად გარდი-გარდმოდიოდნენ ერთმანეთში, თითქოს რაღაც მაქინაციისთვის ემზადებოდნენ და შემაძრწუნებლად ჩურჩულებდნენ. მიწურული შემოდგომის სუსხიან ღამეში, ყვითელი ფოთლების შრიალს საიდუმლოს ხმა ჰქონდა. ზუზუნებდნენ, ირხეოდნენ, შრიალებდნენ, თვითმხილველებისგან ათავისუფლებდნენ ქუჩებს. აქა-იქ მანქანების სიგნალის ან დაგუბებულ წყალში ბორბლების გასმისაგან აფეთქებული წყლის შხეფების ტანდემი, კიდევ უფრო მარტოსულს ხდიდა ქარიანი წვიმისგან ამღვრეულ გარემოს. გზის პირას ჩამწკრივებული ლამპიონებიდან, უმეტესი ჩამქრალი იყო, ამიტომ ქუჩა თითქმის უკუნს მოეცვა. მოშორებით, შავი სილუეტი გამოჩნდა, რომელიც გზის პირას მდგარ კორპუსებს უახლოვდებოდა. ამინდის შეუფერებლად, ნაბიჯაუჩქარებლად მოძრაობდა. ერთ-ერთ მბჟუტავ ლამპიონთან კი შეჩერდა. შავი, გრძელი მოსაცმელი მუხლებამდე სწვდებოდა, კაპიუშონი კი თვალებს და ცხვირის შუა ნაწილს უფარავდა. ცხვირის დანარჩენ ნაწილს კი, ტუჩებთან და ნიკაპთან ერთად, შავი კაშნე ფარავდა. ერთიანად გალუმპულიყო, ისედაც დიდი ტანსაცმელი, უფრო დაემძიმებინა წვიმას. ფრთხილად მიიხედ-მოიხედა, შემდეგ კი, ზურგჩანთა მოიხსნა, იქიდან გრაგნილი ამოიღო სწრაფად და ბოძზე მიაკრა. შემდეგ კი, კვლავ ნაბიჯაუჩქარებლად განაგრძო სვლა. თუკი ამ შემზარავ ხმებს ყურს მიაჩვევდით და კარგად დაძაბავდით სმენას, იქვე, შორიახლოს, გაიგონებდით ყრუ გუგუნის ხმას, რომელიც ახლოახლო ჩამწკრივებულ კორპუსებს შორის ვიწრო შესასვლელიდან ისმოდა. შავკაპიუშონიანი უცნობი, ვიწრო შესასვლელმა ჩაყლაპა. *** -‘ბუბა“ - მიმოიხედა გაკვირვებული სიყეყეჩით. -არაფერს გეუბნებათ? არაფერს გეუბნებათ სახელი „ბუბა“, თქვე ნაბიჭვრებო? -ზიზღით დაიღრიალა და ოდნავ მოიხარა წელში. კისრის ძარღვები გამოეკვეთა და სახეზე ოდნავ აჭარხლდა. შემდეგ კი, წელში გაიმართა. წინ ჩამოყრილი მოკლე, შავი თმა გაისწორა და ზიზღით გახედა სივრცეს. შემდეგ, სახე კმაყოფილი მზერით შეეცვალა და ყელი მოიღერა. -ჩემი დრო დგება, ბუბას დრო დგება, ჩვენ მოვდივართ! ორი საფეხურით დაბლა ჩამოვიდა გოგონა. ოთახს არა, უფრო დიდ საკონცერტო დარბაზს ჰგავდა იქაურობა. უსარკმლო დარბაზში, აქა-იქ ენთო ორი-სამი მბჟუტავი ნათურა. უბრალო ჩახველებასაც კი აჟღერებდა ბეტონის შეუღებავი, ჭუჭყიანი კედლები. აქა-იქ მიყრილ-მოყრილი ლუდის ბოთლები, ჩიფსის ცელოფნები, სიგარეტის ნამწვავები და მისთანანი ეყარა. სიცივის, ალკოჰოლ-სიგარეტისა და ჭუჭყის შერეული სუნი, გულს აურევდა გარედან შესულს. დარბაზის შუაგულში, ორი დიდი ბოძი იდგა, მათ შორის კი მრგვალად ამაღლებული, ორი საფეხურით ასასვლელი სცენა. სცენის შუაგულში კი, ჭერიდან ჩამოშვებული მიკროფონი ეკიდა. მოკლეთმიანი ბოძს მიეყრდნო. სრულიად მარტო გახლდათ დარბაზში. გამხდარი გოგონა იყო, დაახლოებით 175სმ. სიმაღლის. ძალიან არაქალური ფორმები ჰქონდა. უკანალი და მკერდი თითქმის საერთოდ არ ემჩნეოდა. თოვლივით თეთრი კანი ჰქონდა, იმდენად თეთრი იყო, რომ ასეთ ბნელ ოთახშიც კი გამოჰკვეთოდა ნაკვთები. სამხედროს შარვალი ეცვა, ჭიპის თავზე მაგრად მოჭერილი. ფეხზე დიდი ბათინკები და აქა-იქ მიხეულ-მოხეული შავი ტოპი. სუსტი და გრძელი კისერი ჰქონდა, სახე კი ოვალური. შემოდგომის ფოთლის, ოდნავ სიყვითლეშეპარული მწვანე თვალები ერთმანეთისგან დაშორებული და ბუდეში ღრმად ჩამჯდარი ჰქონდა. წამწამები კი თითქმის არ ემჩნეოდა. წარბები სწორი და წვრილი ჰქონდა, ხოლო ცხვირი ოდნავ უსწორმასწორო, თუმცა მოკლე და ბოლოში აპრეხილი. განიერი ტუჩები არ ჰქონდა. ეს იყო მოკლე და მსხვილი, შევსებული, კარგად გამოკვეთილი ხაზით. მუდმივად ატარებდა წითელ პომადას. მოკლე თმა ჰქონდა, ლოყის ძვალთან გადაჭრილი, წინ მოკლე ჩოლკით. რომ იღიმოდა, ძალიან მაცდური იყო, ზედმეტადაც კი. როცა ბრაზდებოდა, ძალიან ძლიერი, საშიში ქალის იერი ეძლეოდა უმალვე, ხოლო როცა მარტო რჩებოდა, ძალიან სევდიანი სახე ჰქონდა. სევდა რაღაცნაირად, ყოველთვის ემჩნეოდა სახეზე, თუმცა ამას მხოლოდ გაბე ამჩნევდა. ჯაჭვების შეჯახებისა და კარის ღრჭიალის ხმაზე, თავი გაასწორა გოგონა. -ჰეი, რომელი ხარ? -მოესმა შორიდან. -ევა? -ჰო, მე ვარ. შენ ხარ, სანი? -რამოდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა ევამ. -სულ სველი ხარ. -ხო, ამის დედას შევე*ცი, ტო. თავსხმაა. -კაპიუშონი გადაიძრო, შემდეგ მთლიანად გაიხადა მოსაცმელი და ამაღლებულ სცენაზე მიაგდო. თვითონ კი, იქვე ჩამოჯდა. -სიგარეტი არ გაქვს? ევამ ჯიბიდან ამოიღო სიგარეტის კოლოფი, ერთი თავად გაიჩრა ტუჩებს შორის, მეორე კი სანის მიაწოდა. შემდეგ, გვერდით მიუჯდა, სანთებელა აანთო და გაუკიდეს. -რა ქენი? -გარეუბნებზე ვიმუშავეთ დღეს. ცენტრალურ უბნებზე ჯერ მაინც ვბრთხილობთ. ერთი კვირის ბაზარია რა, თანდათან ხალხი ალაპარაკდება. -რაც შეიძლება მალე მინდა მივუახლოვდეთ იმ ნაბი*ვარს! -ზიზღით წამოიძახა ევამ და ღრმად მოქაჩა. -ეგ ყველას გვინდა, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. გაბეს მითითებებს მივყვებით. შენ კი, ემოციები გვერდზე გადადე. არც ზედმეტი ზიზღი ვარგა. ევა წამოდგა, სიგარეტი ბოძზე ჩააქრო და ნამწვავი იქვე დააგდო. -მაღლა, რა ხდება? -ჩვენებს მოვკარი თვალი, მაგრამ პირდაპირ აქ ჩამოვედი. ირი და კოკა დავინახე, ზასაობდნენ. მაგათ ერთმანეთი როდის მერე ევასებათ? -ირონიულად ჩაიცინა სანიმ. -დაიკიდე, კაიფში ყველას ყველა ევასება. -გაბეს გარდა, ხო? -გემრიელად ჩაიხარხარა სანიმ. -იმედია საქმეშიც ისეთივე კვერცხი არ ხარ, როგორც ღადაობაში. -გაცეცხლებით გადმოხედა ევამ. -კარგი, რა. მე ვერაფერს გამომაპაებ. -წამოდგა სანი და ევას მიუახლლოვდა. -გაბე გიყვარს, ხო? ევა გაჩუმდა. -ხომ იცი, რომ შანსი არ გაქვს? გაბეა რა... -მხრები აიჩეჩა სანიმ. -წადი, შენი. -ხელი კრა ევამ და სწრაფად დატოვა იქაურობა. დარბაზიდან გამოვიდა ევა, კარი მარტივად არ იხურებოდა. მესამე ცდაზე მაგრად მოაჯახუნა და დერეფანს გაუყვა. მალევე გამოჩნდა კიბე და სწრაფად აუყვა საფეხურებს. ორი სართულის ავლის შემდეგ, წითელი შუქი მოეფინა სახეზე და კლუბური მუსიკის ბიტებიც თანდათან მატულობდა. ბოლოს, ერთიანად მოიცვა ხმამ და შუქმა. სამი ამაღლებული სცენა იყო კლუბში, გრძელ ბოძზე მოხვეული შიშველი ქალებით, რომლებიც გისოსებით იყვნენ გარშემორტყმული. აქ ღიპიან მაღალჩინოსნებსაც მოჰკრავდით თვალს; უბრალოდ, ქუჩაში თვალსშეჩვეულ ყმაწვილებსაც, შუა ხნეს გადაშორებულებსაც და იმათაც, მორალს რომ ქადაგებენ და ხალხის თვალწინ, სორაიასავით რომ ჩაქოლავდნენ იმ ქალს, ახლა რომ გაშმაგებული, აღგზნებული სხეულით შეჰყურებდნენ და ოცნებად ჰქონდათ გადაქცეული, თუნდაც ერთხელ შეჰხებოდნენ. მაინც, როგორ დაგვათრევს ყურით საკუთარი უსუსურობა?! ზოგს კი, სულაც არ გვაწუხებს რომ ამისთანა საცოდავები ვართ. -აუ, რამე ძაან გრადუსიანი დამალევინე, რა. -ჩამოჯდა ბართან ევა. წამებში გოგონას წინ სავსე ჭიქა მისრიალდა, ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა. მალე ჩაახრიალა ყელში, სახე დაეჭყანა. -ეს რა ჯანდაბაა? -ცარიელი ჭიქა ისევ ბარმენისკენ გაასრიალა ევამ და სკამიდან ჩამოცურდა. -ირი, ირი... -დაუყვირა ჟღალთმიანს. -ევა, სად იყავი? -ტყავის მრგვალი სავარძლიდან დაუქნია ხელი. ევაც მალევე მიუჯდა გვერდით. -დაბლა ვიყავი, ჩვენთან. -კიდევ, ვინ არის იქ? ხო იცი, რო გაბეს არ ევასება მის გარეშე რო ვიკრიბებით. -მათკენ ჩაიწია მელოტი. -მარტო მე ვიყავი. მერე, სანი მოვიდა და მე ამოვედი. მაგრად მკ*დია გაბეს რა ევასება და რა არა. -სიგარეტს გაუკიდა ევამ. -გაბეს გარეშე რაე არ არსებობს. გაბეა იდეა, გესმის? -ხაზგასმით უპასუხა მელოტმა. -ჩვენ ისევე გვჭირდება გაბე, როგორც გაბეს ჩვენ. რაე მხოლოდ გაბე არ არის, რაე ჩვენ ვართ! -იგივე ტონით უპასუხა ევამ. -კარგით, გეყოფათ. ევა, ლეო - გაჩერდით. -ჩააგდო სიტყვა კოკამ. -ხო, მართლა. გაბე სად არის? -იკითხა ირიმ. ყველა გაჩუმდა. ევას კი გაეცინა. -ის ხომ გაბეა. არასოდეს ვიცით სად არის. -სიგარეტი ჩააქრო ევამ და ბარისკენ წავიდა. *** -რატომ არ გძინავს? -საწოლზე ჩამოჯდა თავზე პირსახოცშემოხვეული ქალბატონი და ხელის კრემი კარგად შეიზილა თითებსა და მაჯებზე. -მარიამი რომელზე ჩამოდის? -სათვალე მოიხსნა მამაკაცმა და ლოგინში კარგად მოთავსდა. -შუადღის 12ზე უკვე სახლში იქნება. ინტერნეტი უკვე გადავსებულია ახალი ამბით, პრეზიდენტის ქალიშვილი პარიზიდან ჩამოდისო. -ღიღინით წარმოთქვა ქალმა, პირსახოცი თავიდან მოიხსნა და კვლავ სააბაზანოსკენ გაეშურა. პრეზიდენტს უკვე ჩასძინებოდა. *** აეროპორტში ჩოჩქოლი ამტყდარიყო. დაცვის თანამშრომლები და უსაფრთხოების სამსახური ცდილობდა ჟურნალისტებისგან გაეთავისუფლებინათ გზები. მათ ხელში ფოტოსურათის გრაგნილები ეჭირათ. მასზე გამოსახულიყო პრეზიდენტი, რომელიც სტრიპტიზ კლუბის სავარძელში იჯდა და მისი დაცვის თანამშრომელი, რომელიც ფულს უკუჭავს მოცეკვავეს. რამოდენიმე წუთში, აეროპორტიდან დაცვის თანმხლებით გამოვიდა 169სმ. სიმაღლის, საშუალო სისქის გოგონა - ამაყი, დინჯი ნაბიჯებით. მკერდამდე სიგრძის ტალღოვანი, სქელი, მუქი წაბლისფერი თმა, მუქი ფერის თვალები და შოკოლადისფერი კანი ჰქონდა. ცხვირი უსწორმასწორო, შუაში გატეხილი და ოდნავ წვეტიანი. ტუჩები სქელი და განიერი ჰქონდა, ყბები და ლოყის ძვლები კი გამოკვეთილი. სქელი წარბები ჰქონდა, ლამაზად დავარცხნილი. ყველაზე მეტყველი მის სახეზე თვალები გახლდათ. მუდამ მომცინარნი იყვნენ მისი მუქი ყავისფერი თვალები. ეცვა ისე, როგორც პრეზიდენტის ქალიშვილს შეეფერებოდა. ნოემბერი იდგა. ამ თვის ხასიათის შესაბამისად, შავი კლასიკური კოსტიუმი და შავი შარვალი ეცვა. ფეხზე კლასიკური 3სმ. სიმაღლის ერთი შეხედვით არაკომფორტული ფეხსაცმელი ეცვა და პატარა ხელჩანთა უმშვენებდა მარჯვენა ხელს. მიუხედავად იმისა, რომ მოკრძალებულად ეცვა, მაინც შეიმჩნეოდა მასში ქალური ფორმები. ჟურნალისტებს ძლივს იგერიებდნენ დაცვის თანამშრომლები და ცდილობდნენ რაც შეიძლება მალე მიეყვანათ პრეზიდენტის ქალიშვილი მანქანამდე. -მარიამ, თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით? -მარიამ, ქალბატონი ნინო რა აზრის არის ამ ყველაფერზე? ის აპატიებს თავის მეუღლეს? -მარიამ, თვლით რომ ქვეყნის პრეზიდენტს არ ეკადრება მსგავს დაწესებულებებში სიარული? -მარიამ, ევროპაში ცხოვრების დროს თქვენც ხომ არ სტუმრობდით სტრიპტიზ კლუბებს? -თვლით რომ მამათქვენის აღვირახსნილობა ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე? -მართლმადიდებლურ და მითუმეტეს ისეთი მენტალობის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თვლით რომ ქართველი ხალხი შეეგუება მრუშ პრეზიდენტს? -მარიამ, გთხოვთ იქნებ ორიოდე სიტყვა გვითხრათ. -მარიამ, მოგვიყევით თქვენ თავად როგორ ერთობოდით ევროპაში? ძლივს ჩასვეს პრეზიდენტის ქალიშვილი მანქანაში. გოგონა სწრაფად მოთავსდა და თავზე იტაცა ხელი. -სრულ კოშმარში მოვხვდი. -ჩაილაპარაკა თავისთვის და სავარძლის საზურგეზე გადააგდო თავი. ფანჯარაში არ გაუხედავს, თუმცა ფოტოაფარატის ჩხაკუნისა და ჟურნალისტების ყიჟინის ხმები მანქანაშიც აღწევდა. მანქანაც მალევე დაიძრა. *** -ინტერნეტში შესვლაც არ მინდა, იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ ქვეყანაში სრული პანიკაა. -მთელი ძალით მოისროლა მაგიდაზე ნაბეჭდი ქაღალდი ბატონმა ზურაბ ერისთავმა. -სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ გადაიღო ეს ფოტო და ვინ გამოააშკარავა. უშიშროება, შსს... რას მიკეთებთ? -და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გადაიღო, ბატონო პრეზიდენტო? ვიღაცამ გადაიღო და გააბაზრა. არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, თანაც რაც გაბაზრდა ვეღარაფერს ვუშველით. -ბოლოსდაბოლოს, ვიტყვით რომ ძველი ფოტოა, რა. -ანერვიულებულად წამოიყვირა პრემიერმა. -რა ძველი, რის ძველი?! მერედა, როგორ გავაპრავო, ადრე გარყვნილი ვიყავი, ახლა გამოვსწორდი მეთქი? -ანერვიულებული წამოვარდა ფეხზე პრეზიდენტი. -კაცი მართლმადიდებლობას ვიჩემებ, მთელი ჩემი კამპანია მართლმადიდებლურ და პატრიოტულ მოტივებზე მქონდა აწყობილი და უცებ, ხალხი მხედავს როგორ ვუყურებ შიშველ ქალს და როგორ უკუჭავს ჩემი დაცვა ნიფხავში ფულს ვიღაც ნაბო*არს? -თავი ვეღარ შეიკავა პრეზიდენტმა. -სასწრაფოდ გაარკვიეთ, ვინ გადაიღო ფოტო. ყველა დაკითხეთ იმ კლუბიდან ვინც იმ დღეს იყო იქ, რაც გინდათ ის ქენით, მიწიდან ამოთხარეთ ამის გადამღები და გამვრცელებელი. ვინც არ უნდა იყოს, ის ამით არ გაჩერდება და ახლა თუ შევარჩინეთ, მომავალში უარესს იზამს. -თქვა პრემიერმა. -სასწრაფოდ პრესკონფერენციაა მოსაწყობი. -თქვა პრეზიდენტმა. *** -რა ხდება, დედა? -მარიამ. -შემოეხვია ოთახში შესულ ქალიშვილს ნინო. -მე ჯერ აზრზეც ვერ მოვსულვარ. მამაშენს ვურეკავ, არ მპასუხობს. -ხელების სრესვით და აკანკალებული ხმით საუბრობდა ნინო. -ძლივს გამოვაღწიე აეროპორტიდან, სრულიად პარალიზებული ვიყავი ჟურნალისტებისგან. ეს რა კოშმარია, ღმერთო ჩემო. -მთელი ქალაქის კედლები, თუ ბოძები ამ ფოტოებითაა სავსე, ცალკე ინტერნეტი. ხალხი გაგიჟებულია. ტელევიზორის ჩართვას, ან ინტერნეტში შესვლას სიკვდილი მირჩევნია. -განაგრძობდა პრეზიდენტის მეუღლე. -ვიღაც აშკარად ებრძვის მამას. -ჩაფიქრებულად წარმოთქვა მარიამმა. -ოპოზიციიდან იქნებიან, მაგრამ ამხელა კაცი ასე რამ გამოასულელა, რომ სტრიპტიზ კლუბებში დადის?! პრეზიდენტი რომ ხარ, ასეთი რამ როგორ უნდა დაგემართოს?! პირველი ლედის სტატუსი რომ არა, მე ვიცი რასაც ვიზამდი. -თანხმოვნების გამოკვეთით საუბრობდა განრისხებული ქალი. -დამშვიდდი, დედა. -მიეფერა მარიამი დედას. -ცოტა დრო გავა და დაავიწყდება ხალხს ეს ამბავი. პრეზიდენტიც ჩვეულებრივი ადამიანია. -ბოლო წინადადება ცოტათი შიშით, ფრთხილად წარმოთქვა მარიამმა. -ჩვეულებრივი არა მარიამ, გარყვნილი ადამიანია, რომელიც ქვეყნის სახეა. როგორ წარმოგიდგენია პრეზიდენტი, რომელიც მოცეკვავე, შიშველ ქალს მიშტერებია და ფულებს უყრის?! ასეთი კაცის იმედი უნდა ჰქონდეს ხალხს? მაშინ, როცა ზოგი ადამიანი მშიერი კვდება და ქუჩაში სძინავს. -იმედია, მწარედ დაისჯება ის, ვინც ეს გააკეთა. -უპასუხა მარიამმა. *** -მოგესალმებით. -ნერვიულად ჩაახველა ქვეყნის პრეზიდენტმა. -მივესალმები, ჩემს ხალხს. მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით და მწარედ გავაფრთხილო ყველა ჩემი, ანუ ქვეყნისა და ქართველი ხალხის მტერი. -საჩვენებელი თითის ქნევით წარმოთქვა მამაკაცმა. -ვინაიდან, ის ვინც ჩემი იმიჯის ნგრევით არის დაკავებული, პირველ რიგში ქართველი ხალხის მტერია. არ შევარჩენ არავის, ჩემი ხალხის შეურაცყოფას... -ხალხი რა შუაშია, ბატონო პრეზიდენტო? -შეაწყვეტინა ჟურნალისტმა. -თუ შეიძლება, დამასრულებინეთ. კითხვები ბოლოს. -შეჩერების ნიშნად, მარჯვენა ხელის ხუთივე თითი გაშალა მამაკაცმა და განაგრძო. -ხალხი იმ შუაშია, რომ ჩემი მტრები ცდილობენ ხალხს ჩემი თავი შეაზიზღონ და მომაშორონ მათი სამსახურიდან. მათ მშვენივრად იციან, რომ მე, ზურაბ ერისთავი მთელი ჩემი არსებით ვარ ხალხის სამსახურში და ყველაფერს ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის. ჩვენ აუცილებლად დავადგენთ, თუ ვინ გაავრცელა ეს ამორალური ფოტო, რომელიც დამუშავებულია ფოტოშოფით, რათა შელახოს ჩემი რეპუტაცია და ხალხს გაუქრეს ჩემი ნდობა. ვინც მე მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ მე მსგავს ადგილებს არ ვსტუმრობ და ჩემი ხალხიც რა თქმა უნდა, მე დამიჯერებს. -ანუ, უარყოფთ რომ ფოტოზე თქვენ ხართ? -მაშ, რისთვის ვილაპარაკე ამდენი, გოგონა? ეს არის ერის შეურაცყოფა და მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვაცხადებ რომ ეს არავის შერჩება. -ნერვიულად გაიცინა პრეზიდენტმა. *** -შე, ნაბი*ვარო ! -შეაფურთხა ტელევიზორს ევამ. 20მდე ადამიანი შეკრებილიყო საიდუმლო დარბაზში. ძველი, დიდი ტელევიზორი ძლივს აჩვენებდა. ევა სულ წინ იდგა, მის უკან კი ახალგაზრდების მთელი კლანი შეკრებილიყო. -მოგვაგნებენ. -შიშით თქვა ირიმ. -ფეხებს ვერ მოგვჭამენ. -გამოეხმაურა ლეო. -ამ კლუბს იპოვნიან და ყველას დაგვკითხავენ, ვინც იქ ვიყავით. -წამოიძახა ერთ-ერთმა. -ჰოდა, რა პრობლემაა?! ცოტას გავერთობით. -სიცილით თქვა სანიმ. -გაბეს მინიშნებებს დაველოდოთ. -თქვა კოკამ. -სადაცაა მოვა, წეღან ველაპარაკე. -თქვა ლეომ. ევა მათკენ მობრუნდა, შემდეგ იქვე, ბოძთან ჩაჯდა და სიგარეტს გაუკიდა. თავჩახრილი იჯდა, ტელევიზორისკენ ეჭირა თვალი და სახეზე ზიზღი ეფინებოდა. ჯაჭვების ხმა გაისმა და ყველამ კარისკენ გაიხედა, მხოლოდ ევა იჯდა ზიზღიანი თვალებით ბოძთან ჩამჯდარი. კარი გაიღო და შემოვიდა მაღალი სილუეტი. სიბნელეში მხოლოდ გრძელი დრედები, მამაკცის სიმაღლე და ფართე ბეჭები ჩანდა. სწრაფი ნაბიჯებით მოემართებოდა მათკენ, სიარულის მანერა ისეთი ჰქონდა, გეგონებოდათ მუშტის დასარტყმელად ემზადებოდა. სულ შავები ეცვა. გრძელი, კოჭებამდე მოსაცმელი ჰქონდა მოცმული და შავი დიდი შარვალი ეცვა, უზარმაზარი ბათინკებით. 192 სმ. სიმაღლის იქნებოდა, ძვალმსხვილი და დაკუნთული იყო. მუქი კანის ფერი ჰქონდა, მკერდამდე შავი დრედები ამჯერად უკან შეეკრა. შავი ფერის თვალები, განიერი ცხვირი და მსხვილი ტუჩები ჰქონდა. მზერა დაკვირვებული და დაჟინებული. ახალგაზრდები ორად გაიყვნენ, გზა დაუთმეს გაბეს, რომელიც სცენისკენ მოემართებოდა და რამოდენიმე წამში მიკროფონთან იდგა. ხელი ჩაავლო და მიმოიხედა. -წინ კარგი გართობა გველის, არა? -გაისმა ცოტათი ხრინწიანი ხმა. ყველას სიცილი წასკდა. -ახლა ყურადღებით! -განაგრძო გაბემ. -მგონი, იმის შეხსენება არ მჭირდება, რომ დაკითხვის შემთხვევაში, არავინ არაფერი იცით. რაც შეეხება, ჩვენს შემდეგ სვლას. ჩვენი შემდეგი სამიზნე, პრეზიდენტის ქალიშვილია. რა ვიცით მასზე? -პარიზში სწავლობდა, ახლა როგორც ვიცით აქ აპირებს სწავლის გაგრძელებას. -თქვა ერთ-ერთმა. -ინფორმაცია მხოლოდ კულვარული გვაქვს. -წამოიძახა მეორემ. -თქვენი დავალებაა, მოიძიოთ მასზე ყველანაირი ინფორმაცია. ხოლო, რა ფორმით დავარტყამთ, მაგას მე გადავწყვეტ. -თქვა გაბემ. -იმ ნაბიჭვარს, როდის ჩამოვაგდებთ? -ზიზღით წამოიყვირა ევამ. გაბემ ჰაერში აასავსავა ხელები, ახალგაზრდებს ანიშნა გაწეულიყვნენ, რომ ევასთვის შეეხედა. როცა ევას მზერას გადააწყდა, რომელიც იატაკზე იჯდა, მიკროფონში ჩასძახა. ისე, რომ ევასთვის თვალი არ მოუშორებია. -ემოციები. -თქვა გაბემ. -არასოდეს მისცეთ ემოციებს უფლება, დაგიმონონ. არ არსებობს იმაზე დიდი მტერი ადამიანისთვის, ვიდრე ემოციებია. შემდეგ, თვალი მოაშორა გაბემ ევას და დანარჩენებს მიმართა. -ჩემს მითითებებს დაელოდეთ. ვმოქმედებთ ნელა, აუჩქარებლად. რაც მთავარია, რაე უნდა გადარჩეს. რაე უნდა დარჩეს საიდუმლო ორგანიზაციად, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს. გასაგებია? -გასაგებია. -გაისმა ყველა მხრიდან. -კარგი, შეგვიძლია დავიშალოთ. დარბაზი რამოდენიმე წუთში დაცარიელდა. მხოლოდ ევა იდგა ტელევიზორთან, ისევ პრეზიდენტის კადრებს ატრიალებდნენ. -ემოციები ძალიან გასუსტებს, ევა. -მოესმა ხრინწიანი ხმა ზურგს უკან. -მე ის მეზიზღება. -სიყვარული, სიძულვილი. ორივე ერთნაირად გვაჩმორებს. ევამ გამოხედა. თვალებში წამზე დიდხანს ვერ უყურებდა გაბეს და მალევე აარიდა მზერა. რაღაცის თქმა უნდოდა, ტუჩებს თავს ვერ უყრიდა, მაგრამ ვერაფერი თქვა. გრძნობდა გაბეს დაჟინებულ მზერას და იმასაც გრძნობდა რა ადვილად შესამჩნევი იყო მისი აღელვება გაბეს მიახლოვებისას, ამიტომ სწრაფად მოშორდა იმ ადგილს და დარბაზი დატოვა. გაბემ სიგარეტს გაუკიდა, ღრმად მოქაჩა და ცალყბად ჩაეცინა. -სულელი. -თქვა მან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.