შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 16)


7-04-2019, 19:45
ავტორი kiira
ნანახია 2 129

გარეთ გავედი. დენიელი სახლის კედელს მიყუდებოდა,ხელები გადაეჯვარედინებინა და თავიც მიედო, თვალები დახუჭული ჰქონდა.ალბათ კარების გაღების ხმა გაიგონა ,რადგან როგორც კი მივუახლოვდი მაშინვე გამოფხილზდა და ჩემთან მოვიდა.
-რა მოხდა.
დაბნეულობაზე შემატყო რომ რაღაც რიგზე ვერ მქონდა.
-არვიცი.უბრალოდ...
-დაგიშავა რამე?
გამაწყვეტინა და დაჟინებით მომაჩერდა.
-არა..არა უბრალოდ ისეთი რაღაც ვნახე რომ ...არ ვიცი . საერთოდ საიდან გაჩნდა. მანამდე არაფერი შემიმჩნევია ასეთი.თითქოს არსაიდან მოვიდა.
მან წარბები შეჭმუხნა. მივხვდი რომ ვერ გაეგო რას ვბდოიალობდი.
-მან მითხრა,რომ როცა სახლი ცარიელია მარტო მაშინ მპატრონობს. როგორც კი კარები მიხურა ჩხუბი დავიწყეთ,მერე გამახსენდა,რომ ახლა სხვებიც აქ უნდა ყოფილიყვნენ, გუშინ მომწერა ლეიამ ღამით, რომ მალე მოვიდოდნენ.ყველა ოთახი დავიარე.არავინ იყო.მიწერას ვაპირებდი და ტელეფონი წამახია. ისე ახლოს მოვიდა ჩემთან რომ ავნერვიულდი,მითხრა,რომ გრძნობები ისევ გამცემდნენ. შემდეგ თვალებზე დამიწყო ლაპარაკი. როცა ვიღაცის მიმართ რაიმე სახის გრძნობა მაინც მაქვს ჩემი თვალები...
გავჩერდი და ჯერ დენის მივაშტერდი მერე კი გარემოზე გადავიტანე მზერა.ნეტავ ახლა რა ფერისაა ისინი.თუ მართალს მეუბნებოდა სკაი, მეშინოდა ისინი ახლა ცისფერი არ ყოფილიყვნენ.
-გააგრძელე, რატომ გაჩერდი.
ფიქრებიდან გამომიყვანა და რეალობაში დამაბრუნა.
-ბოდიში.მითხრა,რომ თუ ვინმეს მიმართ რამე გრძნობა მაქვს ჩემი თვალები, ისინი მოყვითალო-მწვანეა.ვინც მძულს ლურჯი. არ დავუჯერე და დამტკიცება ვთხოვე, მაჩვენა ჩემი გამტაცებლის ფოტო და შემდეგ სააბაზანოში შემიყვანა, სარკეში რომ ჩავიხედე მართლა ლურჯი იყო.
გავჩერდი. მცირე პაუზა.
-შემდეგ, მითხრა რომ მისთვის თვალებში მეყურებინა,ასეც მოვიქეცი.თითქოს ტრანსში შევყავდი.არვიცი ასე რამდენი ხანი ვუყურებდი.თვალები დამახუჭინა,სარკისკენ შემატრიალა და როცა მითხრა, რომ გამეხილა ამ დროს შენც დარეკე. ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა.სკაის ხელი ვკარი და ტელფონი წავართვი.ოთახში შევვარდი და რაც გითხარი გითხარი.ისიც შემომყვა , კარებში იდგა გააფთრებული,შიშისგან ლამის იქვე ჩავისვარე, ისეთი თვალებით მიყურებდა მეგონა ადგილზე ჩამფლავდა.კედელს ავეკარი და უცებ მუხლებზე დაეცა, ტირილი და ყვირილი დაიწყო. ვიღაცას ემუდარებოდა,რომ გაჩერებულიყო.მის ტანჯვას ვეღარ ვუყურე და ჩავეხუტე ,თითქოს დამშვიდდა კიდეც და ამ დროს სკაის ოთახში სარკეში მის ზურგზე უზარმაზარი სიახლჩაქცევები დაგრძელი ჭრილობების მაგვარი სიწითლეები დავინახე. მეგონა მეჩვენებოდა სანამ ოთახში არ შევიყვანე და თვითონ არ შევეხე. ისინი უბრალოდ ჰაერიდან გაჩნდნენ გეფიცები, ასეთი რამ აქამდე არ ქონია.პირველივე დღეს ვნახე ასეთივე ფორმაში და კიბეებზე რომ ჩამოდიოდა მაშინაც ,არაფერი სჭირდა.ოთახიდან გამოვდიოდი რომ ერთი სიტყვა მითხრა და ეგრევე გაითიშა.სარკე.ჩავიხედე და ჩემი თვალები გამწვანებული დამხვდა. ის არ იტყუება. ან როგორ უნდა მოიტყუოს ლინზებს კი ვერ ჩამისვამდა.
მთელი მონოლოგის განმავლობაში დენიელისთვის წამითაც არ შემიხედავს.მაგრამ მის მცირე ჩაღიმებებს ვგრძნობდი იმ მომენტში როცა ვლაპარაკობდი.ბოლოს მაინც შევხედე.
-ანუ იმას ამბობ რომ ,როცა უყურებ იმ ადამიანს რომელიც არ გძულს თვალები მწვანე გაქვს და შესაბამისად...უფროსწორად, სკაის რომ უყურებ გიმწვანდება.
პასუხის მისაღებად წარბები აწია.
თავი დავუქნიე.
-მაშინ როგორმე უნდა გადაგაჩვიოთ.
მე უკვე ჩემს ფიქრებში წავედი როგორ უნდა შემეჩერებინა ეს ანომალია, რომელიც ცხოვრებში პირველად მოვისმინე. უყურო ადამიანს იმ თვალებით როგორი გრძნობაც გაქვს მის მიმართ. უცებ ისეთი რამ გამახსენდა რაც ნორმალურ ადამიანს წესით პირველ რიგში უნდა გახსენებოდა.
თითები დავატკაცუნე,საჩვენებელი თითი დენიკენ გავიშვირე.
-ლინზები.
-ლინზები.
წარმოვთქვით ერთდროულად და სიცილი აგვიტყდა.
-აქამდე როგორ ვერ მივხვდით.
-აბაა.
დავეთანხმე ხითხითით.
-რა ფერის გინდა.
-ჰმმმ.
ჩაფიქრებული სახე მივიღე თან მას არ ვაშორებდი მზერას.ის კი მოთმინებით მელოდებოდა.
-არცერთი ღია ფერი არ მინდა ,ზედმეტად დამეტყობა რომ ნამვილი თვალის ფერი არაა.ისეთი უნდა იყოს,რომ თვალის გუგა არ ჩანდეს , ასე ნაკლებად ადვილი მისახვედრი იქნება.
ჩავიღიმე და ,,აჰაამ'' სახით ვთქვი.
-შავი.
-შავი ლინზები მეც მაქვს.
მახარა.
-მართლაა?მაშინ ჩემსას რომ ვიყიდი გავიკეთოთ ორივემ.
რევერანსი გააკეთა და მითხრა.
-როგორც ინებებთ მადამ.
გამეცინა.წამებში დავსევდიანდი. სკაის ამბავი გამახსენდა. ძალიან უცნაური რაღაც მოხდა საიმისოდ რომ ასე მალე დაივიწყო.
-ისივ იმაზე ფიქრობ არა?
არ ვუპასუხე.
-იქნებ როგორმე გაარკვიო რა სჭირს.ასეთი რამის უყურადღებოდ დატოვება დიდი ეგოიზმია. როგორია დაგინახონ,რომ მთელი ზურგი დაშავებული გაქვს და შემდეგ ისე ჩაგიარონ გვერდით თითქოს არც კი არსებობდე. არამგონია რომელიმე ჩვენგანს ესიამოვნოს.
-მე მის სიამოვნებაზე არ ვზრუნავ, უბრალოდ ზრდილობას ვიჩენ.
ვიუარე სწრაფად.
მას ჩაეღიმა.
-ცოტა დრო გავიდა და ეჭვიანობა დავიწყე,რომ მის მიმართ გულგრილი საერთოდაც არ ხარ, როგორც ამას შენ ამბობ.
გული ამიჩქარდა.
-მითუმეტეს სკაის ნათქვამის შემდეგ შენს თვალებზე.შენ თვითონ თქვი,რომ არ იტყუება და თუ ეს ასეა იმას ნიშნავს,რომ მართლა მოგწონს.
მშვიდად მელაპარაკებოდა. ჩემს გულს კი სიმშვიდის არაფერი ეტყობოდა. ანერვიულების მიზეზს ვერ ვხვდებოდი.
-ჯობია უბრალოდ აღიარო მია. ამის დამალვა კარგს ვერაფერს მოგიტანს.
უბრალოდ ვუყურებდი და არაფერს ვამბობდი.როგორ უნდა მეღიარებინა ის რის პასუხი მეც კი არ ვიცი. ისეთი დაულაგებელი გრძნობაა.სკაი უბრალოდ სიმპათიურია, სიმპათიური ბიჭები კი გოგონებს იზიდავს. იქნებ მეც ასე ვარ? და თვალებიც ამის გამო გამწვანდა. იმის გამო,რომ მის მიმართ მხოლოდ სიმპათიას ვრძნობ. ესეც ხომ გრძნობაა.თანაც ჩემს სახლში ცხოვრობს და ეს კიდევ ერთი მიზეზია.
-კარგი მომისმინე.-მისმა უეცარმა ხმის ამოღებამ შემაკრთო-დაივიწყე ყველანაირი გეგმა, ძალიან დიდი სისულელეა. ერთადერთი იდეა მაქვს ,არვიცი რამდენად გაამართლებს.რამდენიმე დღეში იმართება კარნავალი.იქნება ცეკვები.ვალსი, ტანგო,სალსა არვიცი ყველანაირი.ხალხი გამოწყობილი იქნება კლასიკურად.უნდა მოხვიდეთ. იმიტომ,რომ იქ დასალევიც იქნება და ეს ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი უნდა გახდეს.ნუ ხოიცი ფილმებში როგორც ხდება.თუ მართლა უყვარხარ,მთვრალს რომ დაგინახავს სახლში უნდა წამოგიყვანოს,თუ არა და...
ტუჩები გააწკლაპუნა.
-მაგრამ შენც უნდა ეცადო რომ კონტროლს ექვემდებარებოდე. სულ კი არ უნდა გაილეშო და გაითიშო.ყველაფერს ჩააშხამებ. რა თქმა უნდა მეც იქ ვიქნები. ორივეზე მეჭირება თვალი, შენზეც და სკაიზეც. თუ რამე ისე არ წავა სახლში მე წაგიყვან.ეცადე რომ ბიჭებს ეცეკვო,არც ისე გამომწვევად,მუშტი კრივი არ გვჭირდება.იცოდე თუ რამის შეცვლა მოგინდება მაშინვე მანიშნე.იცი...მართალია გეხმარები მაგრამ სკაი მაინც მეცოდება. მის ადგილას რომ ვიყო, ნამდვილად არ მესიამოვნებოდა ასეთი საქციელი.გოგო,რომელიც მომწონს გამოცდას მიწყობს?ალბათ ჩემი გრძნობა მის მიმართ 360 გრადუსით შეიცვლებოდა. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია. შეიძლება სკაი სულ სხვას ფიქრობს. ერთი შეხედვითაც მიხვდები რომ ჩვეულებრივ ბიჭს არ გავს. შეიძლება რეაქციაც არ ჰქონდეს ,შეიძლება ეს გრძნობა გაუქრეს ან უფრო გაუღვივდეს... თუმცა არა,ბოლო ვარიანტი გამორიცხე, ასეთი რამის მერე არავის გაუღვივდება სიყვარული.-ხელი აიქნია და დაივიწყეო-მოკლედ. მიხვდი ალბათ რა გეგმაც მაქვს.თუ რამე ვერ გაიგე ახლავე მკითხე,თორემ მერე მაგის თავი არ მექნება.
თავს დაპროგრამირებულიბით ვუქნევდი, მაშინაც გავაგრძელე როცა ლაპარაკი დაასრულა. უცებ მივხვდი და გამოვფხიზლდი.თავი სწრაფად გავაქნიე.
-ა ისა ხო. კი ყველაფერი გავიგე. სიმღერები,ბრეიქდანსი, თავისუფალი სტილს ტანსაცმელი და სიმთვრალე.
-ხო.ოღონდ ცეკვები,ვალსი, კლასიკური სტილი და ბოლო სწორია.
წამით გავშტერდი და ამოვიოხრე.
-არავარ კარგად. ესეც კი ვერ დავიმახსოვრე და იქ რას ვიზამ. ყველაფერს ჩავშლი. ამდენს ვერ გავქაჩავ.
-არინერვიულო თავს გაართმევ. იმაზე იფიქრე რომ სასურველ შედეგს მიიღებ და ბოლოსდაბოლოს გაარკვევ რას განიცდის და...
უკუსვლა დაიწყო. რას აკეთებს?
-შენც გაარკვევ რა ხდება შენს გულშიი.
შუა და საჩვენებელი თითები ზევით აწია, მიტრიალდა და უკანმოუხედავად გაიქცა.სირბილის დროს იცინოდა და თავს უკან ხრიდა.ახლა მივხვდი რატომ გაიქცა. არ უნდოდა რომ ბოლო სიტყვების დროს გამელახა.
-ოხ შე!
შუბლზე ხელი ნერვიულად გადავისვი.ამოვისუნთქე და სახლის კარი გაუბედავად ,ნელა შევაღე.ისე ვმოძრაობდი თითქოს სხვაგან ვიყო.ხელებს ერთმანეთზე ვახახუნებდი.გამიოფლიანდა. კიბეს ავხედე,პირველ საფეხურზე შევდგი ფეხი და ამ დროს გაისმა სკაის ხმა.
-მიაკო.
გავჩერდი,ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და წამის შემდეგ კიბეები სწრაფად ავირბინე. დერეფანში სვლა შევანელე.სკაის კართან მიახლოებისას თანდათან ვხედავდი მას.საწოლზე ჩამომჯდარიყო და დიდ ფანჯარაში იყურებოდა. კარის ზღურბლთან რომ მივედი გავჩერდი და სკაის მივაშტერი.კონკრეტულად მის ზურგს.არც ერთი ნაკაწრი არ ჰქონდა. ისიც კი ვიფიქრე გავგიჟდი მეთქი.ნამდვილად მოჩვენებები დამეწყო.ნერვიული სიცილი ამიტყდა და ცრემლებიც წამოყვა მათ. კარის ჩარჩოს მივეყუდე,მარჯვენა მაჯა პირთან მივიტანე და ჩავიკეცე.ნამდვილად რაღაც მჭირს.აბა ამას სხვა ახსნას ვინ მოუძებნის.საერთოდ იმაშიც მეპარება ეჭვი ეს ყველაფერი ახლა ჩემი წარმოსახვის ნაწილი ხომ არ არის.თუ ასეა ძალიან რეალურად გამოიყურება.
სკაიმ ჩემს ქვითინზე გამოიხედა და მაშინვე წამოდგა.ჩემთან მოვიდა.ჩაიმუხლა.
-რამოხდა? კარად ხარ?ისევ ცუდად ხდები? რა გჭი...
-შენი...
ტირილის გამო სიტყვების წარმოთქმა მიჭირდა.
-შენი ზზ..ურგ..ი.
როცა ეს გაიგო თავი დახარა და ამოიოხრა.
შემდეგ ხელები ფეხებქვეშ ამომდო და ხელში ნაზად ამიყვანა.
გულზე მიმიკრა.თავი გულზე დავადე და მისი გულისცემის ხმას მოვუსმინე. ის ისეთივე სწრაფი იყო როგორც ბოლოს.სლუკუნი შევწყვიტე და ახლა მხოლოდ ცრემლები მომდიოდა.ჩემმა ცრემლებმა მისი გულმკერდი დაასველა.
მალე რბილი ზედაპირი ვიგრძენი. ლოგინზე დამაწვინა.მისკენ ზურგით ვიწექი.საბანი დამაფარა და თვითონ მასზე დაწვა.ზურგიდან მომეხუტა და გაშეშდა.მოკუნტული ვიწექი ის კი ჩემს ირგვლივ კიდევ ერთ შრეს ქმნიდა.მჭიდროდ მიხუტებდა.უცებ წამოდგა და ჩემს თმაზე დაიწყო ხელის ცეცება. მალე კი ვიგრძენი როგორ გაიშალა ისინი.შემდეგ ისევ წინა პოზიციას დაუბრუნდა. ნაცნობმა გრძნობამ დამიარა მთელს სხეულში. გრძნობამ,რომელიც მეუბნებოდა რომ დაცულად ვარ. გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა და შემდეგ ორმაგად დაიწყო ძგერა.ისევ დამცხა.თუმცა ძალიან უხერხულ სიტუაციაში.მივხვდი რომ შიშველი ბიჭი მეხუტებოდა და ასადგომად სკაის ხელებიდან თავის დაღწევა ვცადე.რაღა თქმა უნდა საიმედოდ ვიყავი შებოჭილი. ვერაფერს გავხდი.როცა ისევ დავაპირე ცდა დახშულმა ხმამ მითხრა.
-არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ ასე ყოფნა მინდა, გეფიცები არცერთი ზედმეტი მოძრაობა. უბრალოდ ჩახუტება მინდა. მხოლოდ ერთხელ.მხოლოდ ამას გთხოვ.
მისმა სიტყვებმა ჩემთვის უცნაური სითბო ჩამიღვარა გულში.მისი გულისცემა ჩემს ზურგს უკან კი ამ გრძნობას ამძაფრებს.
როცა არაფერი ვუპასუხე ისევ გააგრძელა.
-გასაგებია.
ხელები მოადუნა.
-შეგიძლია წახვიდე.არ მინდა დაგაძალო.
წამიერი ფიქრის შემდეგ მის ხელებს ჩემი ხელები მოვკიდე და ჩემს წელზე დავაბრუნე.მან კი საპასუხოდ მისკენ მიმიზიდა და ღრმად ჩაისუნთქა.ამოსუნთქვას კი ეს სიტყვები ამოაყოლა.
-მადლობა.
არაფერი მითქვამს.თვალები დავხუჭე და შევეცადე დამძინებოდა.შევეცადე!
მთელი ერთი საათი გაუნძრევლად ვიწექი და გულს ვერ ვიმშვიდებდი.
ზურგი მეწვოდა.მისი შეხება კანს მიწვავდა. მისი სუნთქვა რომელიც კისერზე მეფრავეოდა ჟრუანტელს
მგვრიდა.მოდი და ასეთ პირობებში დამშვიდდი.
უცებ სკაიმ ხელები ფრთხილად მომაშორა.ნელა წამოდგა საწოლიდან.გულმა ძგერა უფრო გაახშირა.თვალები არ გამიხელია. საწოლს შემოუარა და ვიგრძენი რომ ჩემს წინ დადგა. ჩაიმუხლა. საწოლს სიმძიმე დააწვა.მისი სახსე ჩამთან ახლოსაა. პირდაპირ მე მიყურებს.ამაში დარწმუნებული ვარ.
მოულოდნელად სახეზე თბილი თითების შეხება ვიგრძენი.ჩემს ლოყებზე დარჩენილი ცრემლები მომწმიმდა, რომელიც აქამდე არ შემშრობია. ძალიან ნაზად მეხებოდა, თითქოს ფაიფურის თოჯინა ვიყო და ერთი შეხებით დამსხვრევის ეშინოდეს. ვიგრძენი რომ ავწითლდი.,,ოღონდ არ შეამჩნიოს.ოღონდ არ შეამჩნიოს'' ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში როცა...
-ერთადერთი შესაძლებლობა რომ გელაპარაკო,უფრო ზუსტად ჩემი გრძნობები გამოვხატო,არის დრო როცა გძინავს.იმიტომ რომ როცა მიყურებ უბრალოდ...არვიცი ფიქრებს თავს ვერ ვუყრი და არც არაფერი ამომდის პირიდან.
ძალიან გემრიელი სურნელი გაქვს. თითქოს ცოცხალი არომატი ხარ. გეფიცები სადაც არ უნდა წახვიდე მხოლოდ სურნელით შემიძლია მოგაგნო.-ამოიოხრა-არც კი იცი ჩემში რა ხდება როცა სხვასთან ერთად გხედავ.ჩემს საკუთრებად არ მიმაჩნიხარ მაგრამ როცა სხვასთან გხედავ მგონია რომ ჩემი სულიდან რაღაც ნაწილი ამაგლიჯეს.დღეს შენ ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლო დაინახე და ამის მიუხედავად გვერდში დამიდექი და ზოგი ადამიანივით არ გადამთელე.ეს არ უნდა გაგეკეთებინა. ახლა უფრო შემიყვარდი. ყველაფერი შენი ბრალია მიაკო.ასეთი უბრალო რომ ხარ.იცი პირველ დღეს რომ დაგალურჯე საკუთარი თავი უფრო შემძულდა და ამის გამო დავსაჯე კიდევაც.-თითებზე შემეხო და თამაში დამიწყო-არ იცი რამდენად ხარ ჩემს სხეულში გავრცელებული.მე კი ბოლომდე ვცდილობ,რომ ეს დავმალო და გარეთ არ გამოვუშვა, ზოგჯერ დაუკითხავად მეპარება და ალბათ ამას შენც ამჩნევ.შენი ერთი შეხება მილიონ რამეს მირჩევნია.ვიცი რომ არც შენ ხარ ურეაქციოდ როცა შენი კანი ჩემსას ეხება და პირიქით. გგონია ვერ ვხვდები რომ ბუსუსები გაყრის?ვერ ვხვდები რომ გული საშინლად,გიჟივით გიცემს? ვერ ვხვდები რომ შენი თვალები ჩემთვის მწვანეა?მარად მწვანე.შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ და შენს მოსაპოვებლად,რაც არ უნდა დამიდონ წინ, ყველაფერზე ერთმანეთის მიყოლებით ვიტყვი უარს.ჩემი საქციელებით შეიძლება უფრო დამშორდე, მაგრამ თავს ვერ ვთოკავ.ჩემი ცხოვრება შეცვალე და ხელიდან არ გაგიშვებ.მეტჯერ არა.
წამოიწია, შუბლზე მაკოცა,თავი დამადო და მითხრა ერთადერთი სიტყვა,რომელმაც გადაფარა მთელი ეს მონოლოგი და ჩემი გული ნოკაუტში ჩააგდო.
-მიყვარხარ.
ჩამჩურჩულა და ოთახიდან გავიდა.
თვალებ გაფართოებული წამოვჯექი.
ახლაღა მივხვდი რომ არ ვსუნთქავდი.
სივრცეში ვიყურებოდი.
პირი ოდნავ დამეღო და გულზე ორივე ხელი დამედო.
ოთახში რაც კი ჰაერი იყო ყველა შევისუნთქე.
ჩემი გული უბრალოდ გულს აღარ გავდა. ის იყო ფსიქოპატი, რომელიც ფსიქიატრიიდან თავის დაღწევას გიჟივით ცდილობდა. ეს იდეალური შედარებაა ამ წუთას ჩემს მდგომარეობასთან.
-რა გჭირს მია. რა გემართება.
ვუმეორებდი ჩემს თავს. პასუხი კი არა და არ ისმოდა.
უცებ ნაბიჯების ხმა შემომესმა და სწრაფად დავწექი.
სკაი შემოვიდა.ოთახში მიმოდიოდა.დროდადრო ჩერდებოდა.ვცდილობდი გამეგო საითკენ მიდიოდა.
-არ უნდა დაგენახა.
ხმა ოთახის ბოლოდან მოდიოდა.
-ჯანდაბა.რატომ მაინცდამაინც შენს წინ.
მეტს ვეღარ მოვითმენდი. უნდა გემეგო რა მოხდა.
ისე გავიწელე საწოლში თითქოს მართლა ვიღვიძებდი.სკაის მხარეს გადავწექი თითქოს რომ ვერ ვიგრძენი მისი იქ ყოფნა თვალები გავახილე.ოთახში მიმოვიხედე და მზერა სკაიზე შევაჩერე.რომელიც ჩაშენებულ ტანსაცმლის კარადასთან დამჯდარა და ზურგით მას მიყუდებოდა.
არაფერს ვამბობდით. უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით.ასე, დებილებივით.
თავი გადააქნია და თვალები დახუჭა.
-ნუ მიყურებ ასე.
ვერ ვიჯერებ რომ ცოტა ხნის წინ ეს ბიჭი თბილ სიტყვებს ამბობდა. თან ამ სიტყვებს მე მეუბნებოდა. ვინმეს რომ ეთქვა ნამდვილად არ დავიჯერებდი.მაგრამ ყველაფერი თვითონ გავიგონე.
- და როგორ უნდა გიყურო მას შემდეგ რაც დავინახე.გგონია ასე მალე დავივიწყებ?
გადავიფიქრე იმის კითხვა თუ რა მითხრა ცოტა ხნის წინ.თუ ვეტყოდი შეიძლებოდა აღარც გაემეორებინა.მე კი ეს მომწონდა.
თვალები გაახილა და ზემოდან დამხედა.
-არც უნდა გენახა.საერთოდ არავის უნდა ენახა. ასეთი რამ არავის თვალწინ არ მომსვლია.
-მინდა ვიცოდე ეს რა იყო.
პირდაპირ ვუთხარი სათქმელი. რაღა შორიდან მომევლო.როგორი ფორმითაც არ უნდა მეთქვა თუ უნოდა მეტყოდა, თუ არა და ესეიგი არა.
თვალები დახუჭა.თავი კარადას მსუბუქად მიარტყა.ისევ გაახილა და შავი ღრმულები ჭერს მიაპყრო. ტუჩებს იკვნეტდა.
თითქმის ერთ წუთიანი პაუზა
თავი ჩაქინდრა და მითხრა.
-რახან დაინახე ვფიქრობ პასუხიც უნდა მიიღო ამ კითხვაზე.მაგრამ უნდა დამპირდე, რომ ამას არავინ გაიგებს.ეს მხოლოდ შენ გეცოდინება. თუ ვინმე გაიგებს, არ ვიცი ამას რა მოჰყვება. დარწმუნებული ვარ კარგი არაფერი.
უხმოდ , ნელა დავუქნიე თავი. მან ერთი ამოისუნთქა და მოყოლა დაიწყო.
-როგორც უკვე გაიგე , არც ისე კარგი ბავშვობა მქონდა.ქალს რომელმაც გამაჩინა , მთელი არსებით ვძულდი. არვიცი მერამდენეჯერ გეუბნები,მაგრამ მან თითქმის სიკვდილამდე მიმიყვანა.საავადმყოფოში ბევრჯერ მოვხვდი,ყოველ ჯერზე სხვადასხვა ტყუილებით გამოძვრებოდა ხოლმე.რომ შესძლებოდა იქვე დამტოვებდა. საავადმყოფკში მზრუნველი დედის როლს თამაშობდა, რამე რომ მეთქვა ნამდვილად არ მაცოცხლებდა.იმდენად ხშირად მაწამებდა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ვინმე ოდნავადაც რომ შემხებოდა თავისით მეფიქრებოდა რომ დამარტყამდნენ და დაშავებული ადგილები მიხურდა.იმდენად ვიყავი მათზე კონცენტრირებული რომ სრულიად შეხორცებულიც რომ ყოფილიყო მიღიზიანდებოდა.შიშისგან. ბოლოს ჩვევად გადამექცა და ჩვეულებრივ შეხებაზე ვრეაგირებდი.პირველ დღესაც სახეში რომ გამარტყი სადამცეც შემეძლო მოვითმინე,იმის წყალობით რომ ამდენი ხნის შემდეგ ისევ გიპოვე.შემდეგ ჰანტერი მოვიდა და ხელი შემიწყო,ზედა გადავიცვი და შენც ვერაფერი დაინახე.მოკლედ რომ ვთქვათ,ზედმეტად დიდი ზეწოლის შედეგად მიღებული ტრავმის გამო, როცა ისევ მეორდება მსგავსი რამ, ზურგი მთლიანად მიშავდება და მიწითლდება.მახსენდება წარსული და ჩემი ნაიარევებიც ახლდება.ტკივილს რეალურადაც ვგრძნობ,მხოლოდ მაშინ თუ დარტყმა ძალიან მოქმედებს.როცა დავივიწყებ ისევ ქრება. ასერომ თუ იფიქრე რომ მოგეჩვენა არა. ყველაფერი ნამდვილი იყო. შენ მათ შეეხე.
გაჩუმდა. ოთახში სიჩუმე გამეფდა. მთელი ამ დროის განმვლობაში თითოეულ წინადადებას ცხადში წარმოვიდგენდი. როგორ ვარტყამდი სახეში და მის ზურგზე ნაკაწრები ჩნდებოდა. მოკუნტული სკაი,რომელსაც ბავშვობაში ფსიკიკა შეურყიეს. ნაკაწრები ჩნდება და ქრება. პირველ დღეს ნანახი ნახევრად შიშველი სკაი.დაბოლოს მე,სკაის ახურებულ სხეულზე ცივ მალამოს ვუსვამ,მას კი სიამოვნებისგან ეღიმება.თვალები დავახამხამე და ისევ ოთახში დავბრუნდი.
-მე... არ ვიცი...რა ვთქვა.
ეს სიმართლე იყო.მისმა მონაყოლმა ენა გადამაყლაპინა. არც კი ვიცოდი რა უნდა მეთქვა.
-ნორმალურია.შენს ადგილას მეც ასე ვიქნებოდი.შენი რეაქცია არ მიკვირს.
წამით შევყოყმანდი.
-რატომ მითხარი რომ ჩახუტება გინდოდა.
-ორი მიზეზი მაქვს.
-კარგი. ეს უკვე საინტერესოა.
-ერთი ის რომ შენ დამემშვიდებინე.ერთხელ ამან გაამართლა,ვიფიქრე ამჯერადაც გამოვიდოდა.
-და მეორე მიზეზი?
-მეორე მიზეზი უკვე იცი. არასდოდეს არავის არ ჩავხუტებივარ და სითბო არ მიგრძნია.როცა ეს შენ გააკეთე, ტკივილი თითქოს არც ყოფილა. შენ მას ჩრდილავ.არ ვიცი როგორ მაგრამ განკურნების უნარი გაქვს.
-არა მხოლოდ მე.
წამომცდა და ენაზე ვიკბინე.სინამდვილეში ვგულისხმობდი რომ მასაც ასეთი ნიჭი ჰქონდა.
მან თავი გაასწორა და გამომხედა წარბშეხრით.
-რას გულისხმობ.
თვალების ცეცება დავიწყე მაგრამ არავინ იყო რომ მომშველებოდა.
-ისა... მხოლოდ მე კი არ შემიძლია, შეიძლება სხვამაც შეძლოს ეს...რაღაც.
ასეთი სისულელე ცხოვრებაში არ მითქვამს.
თვალები დავხუჭე და ტუჩები მოვკუმე.
,,ჯანდაბა'' გავიფიქრე ჩემთვის.
ასე თუ იჯდება ჩემს წინ ბოლოს აზროვნების უნარს დავკარგავ.
-მინდა დავრწმუნდე რომ მართლა არაფერი გაქვს ზურგზე. რავიცი რომ ამას არ იგონებ?
რათქმაუნდა ამას მე ვიგონებ.მისი ნათქვამი მჯერა. მიუხედავად იმისა რომ ნაკლებად დასაჯერებელია.
-გინდა რომ ისევ ნახო?
წარბები აწია.
-უბრალოდ მინდა დავრწმუნდე.
-გინდა ნახო როგორ მიშუშდება იარები?
წარბები უფრო მაღლა აუვიდა.
რატომაც არა. თუმცა ვიცოდი ამის სანახავად რის გაკეთება მომიწევდა,მაგრამ არაფერი ვთქვი. მინდა ბოლომდე დავრწმუნდე.
-რაიყო,ხომ არ გამოგიჭირე?
ეშმაკურდ გავიღიმე.
ის, რომ ხმას არ იღებდა , ოდნავ ეჭვს მიჩენდა.
უცებ წამოდგა,მე სახეზე ღიმილი შემეყინა.ლოგინთან მოვიდა.
-რას აკეთებ.
-შენ არ გჯერა.ერთადერთი გზა რომ დაგაჯერო ეს არის.
მაჯაზე ხელი მომკიდა და მის ლოყასთან ახლოს მიიტანა.
-გააჩნია რამდენად ეფექტური გინდა რომ იყოს.
-შენ ხომ გეტკინება. უკვე ვნახე როგორ იტანჯებოდი, ამას არ გავაკეთებ.
-მინდა რომ სიმართლე გაიგო დამამტკიცებელი საბუთებით, რომელსაც თავად შექმნი.
-კი მაგრამ...
-უბრალოდ გააკეთე და მორჩა. არ მინდა ჩემში ეჭვი გეპარებოდეს.
ნაწილობრივ ჩემს სათქმელს ამბობდა.მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი არ მქონდა დავთანხმდი, ერთი პირობით.
-კარგი. მხოლოდ ერთი პირობით.
-რაც გინდა.
-ჩემს საქმეში აღარ ჩაერევი.
სინამდვილეში ეს იყო ტესტი, რომლის არ ჩაბარების ან ჩაბარების შემთხვევაში გაირკვეოდა მისი გრძნობა ჩემს მიმართ.
ყბები დაეჭიმა.ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.ხმაც კი გავიგე.
-კარგი.
თქვა აშკარა უკმაყოფილებით. თუმცა მაინც თქვა.
თვალები დახუჭა, ჰაერი ჩაისუნთქა,მეც მოვემზადე დარტყმისთვის და უცსბ გავჩერდი.
-მოიცადე.
ამოიოხრა.
-რა.
-რა მოხდება თუ... ანუ
-თუ ისევ დაგიპირებ რამის დაშავებას?
-ხო.
-მაქსიმალურად შევეცდები ეს არ მოხდეს,თუ მაინც მოხდა უნდა მოძებნო გზა რომ გამაჩერო.მე ამას ვერ გავაკონტროლებ.იმიტომ რომ შენ ვერ გხედავ. სხვა ადამიანი მგონიხარ.
-იცი რა მგონი აღარ მინდა...ამდენი ტკივილი დღეში...
-დარწმუნდი და მორჩა, მე კი შენს საქმეში არ ჩავერევი , შენც ეს გინდა. თუ შეგეშინდება ეცადე გამომაფხიზლო, გპირდები არასოდეს განმდორდება.
-არა მე არ...
უეცრად ჩემკენ დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა.
-იმ დღეს, კლუბში წასვლამდე მოკლე კაბაში ძალიან სექსუალური იყავი.
მთელი სხეული ამიხურდა, წამოვენთე,წამოვიწიე და სახეში გავარტყი.
-იდიო...
და აი აქ გავჩერდი.
თავი გვერდზე გადაეხარა და ცალყბად იღიმოდა.
თვალები გაახილა და გვერდულად შემომხედა.ახლა ისე უელავდა ისინი როგორც არასდროს.მეგონა სადაცაა ცოცხლად დამმარხავდა. მთელ სხეულში უსიამოვნოდ გამცრა.საწოლზე უკუსვლით გადავძვერი,თან სკაის თვალს არ ვაშორებდი.გული ამიჩქარდა. საითაც წავიდოდი საპირისპირო მხარეს მიდგებოდა.სახეზე კი მზაკვრული ღიმილი ეხატებოდა. არ უნდა გამეკეთებინა ეს . რა სულელი ვარ. როგორ წამოვეგე მის დაგებულ მახეზე.ის სიტყვებიც ხომ სწორედ ამისთვს მითხრა. ნუთუ ყველაფერზეა წამსვლელი იმისთვის რომ მისი მჯეროდეს.
ლოგინიდან გადავძვერი.კარები ჩემს ზურგს უკან იყო.სკაი ნელნელა ჩემკენ მოდიოდა. მკვეთრად შევბრუნდი და კარებს ვეცი.ნერვიულობისგან კარიც კი ვერ გავაღე,ამასობაში თავზე დამადგა და კარებს მიაწვა.მისკენ მივტრიალდი და ზურგს უკან დანახულისას უფრო შევშინდი. ისევ იმ სარკეში ირეკლებოდა სკაის ზურგი.ნაიარევები ნელ ნელა ფარავდა მის ზურგს.ესეიგი არ მატყუებდა.მას ჩემს რეაქციაზე ღიმილი გაუფართოვდა.ეს სულ არ იყო ღიმილი რომელიც მომწონდა.ეს სკაის ღიმილი არ იყო.
მისი წინ გადმოდგმული ნაბიჯი ჩემს უკან დახეულ ნაბიჯს უდრის. ყოველ მის ნაბიჯზე მე ერთით უკან მივდიოდი.უცებ,სახიდან ღიმილი შორდება და ერთით უკან იხევს. წამებში კი სახეზე ისევ ღიმილს იკრავს და გეზს ჩემკენ იღებს.,,რას მეთამაშება''. გავიფიქრე მანამ, სანამ მივხვდებოდი რაში იყო საქმე.ნამდვილი სკაი ცდილობდა თავის მოთოკვას, რომ ჩემთვის არაფერი ევნო.ამას მის თვალებშიც ვხედავდი. როგორ ებრძვის საკუთარ თავს, რომ კონტროლი დაიბრუნოს.მას დრო უნდა მივცე რომ გაიმარჯვოს. ფიქრიც კი არ მინდა იმაზე რა მოხდება ამას თუ არ იზამს. მაშინ ჩახუტება მომიწევს ისევე როგორც წინა ჯერზე.
საწოლზე გადავძვერი და ჩვენს შორის ბარიერი ჩავდგი.არც ისე საიმედო მაგრამ მაინც ბარიერია. საწოლზე თუ დადგება ყველა გზა მომეჭრება.
საწოლს მარჯვენა მხრიდან შემოუარა, მე ისევ საწოლის თავზე ავედი.კედელს მივეკარი.იდგა და მიყურებდა,ერთი მოძრაობით ისიც საწოლზე ამოვიდა.შიშისგან ფეხები მომეკვეთა და ჩავიკეცე.სკაი ზემოდან დამყურებდა.საწოლის თავს რაც შემეძლი მივეკარი.
-სკაი მომისმინე...
შიშისგან ხმა დამწვრილებოდა.
-გისმენ ლამაზო.
მის ხმაზე ნერწყვი გადავყლაპე. ხმაც კი არ იყო მისი.თითქოს ვიღაც ჩაუსახლდა და სკაის სახით ის მელაპარაკრბოდა.
-ვიცი რომ არ გინდა რამე დამიშავო,არ იცი რას აკეთებ. უბრალოდ დამშვიდდი.
ხმა მიკანკალებდა. მე თვითონაც არ მჯეროდა ჩემი ნაბოდიალები.
-რათქმაუნდა არაფერს დაგიშავებ ლამაზო, უბრალოდ გავერთობით.
-არა არა მოციადე...
უკვე ძალიან ახლოს იყო.
-მია ვარ სკაი გესმის?მია.
-ასეთს არავის ვიცნობ საყვარელო.
რა?არავის იცნობს? ახლა კი დავრწმუნდი რომ ეს სკაი არ არის.და უცებ გამახსენდა რაღაც.
-მიაკო.მიაკო ვარ.
სახიდან ღიმილი მოშორდა. თვალები ჩაუქრა.გავისუსე.
-გაგახსენდა?
ვკითხე შეპარვით.
ნელ-ნელა თავს აქნევდა. ამოვისუნთქე. ისევ თავს აქნევს და მისი ტუჩის კუთხეები ზწვით აიწია. არაფერიც არგახსენებია. საზარლად იღიმოდა.
-ოჰ ჯანდაბა.
წარმოვთქვი სინანულით და სიმწრით.კარებს გავხედე,ლოგინიდან გადავხტი, კარების სახელურისკენ გავიწვდინე ხელი , რამდენიმე სანტიმეტრი მქოაა დარჩენილი რომ მკლავში ხელი ჩამავკო და ლოგინზე დამანარცხა.
-სად მიიპარები ლამაზო?
ხელები მკლავებზე დამადო და ლოგინზე დამაკრა. ზემოდან მომექცა.ფეხები მის ფეხებს შორის მქონდა.თავისუფლად შემეძლო ფეხებშუა ამომერტყა და თავს გავუთავისუფლებდი მაგრამ ასე ყველაფერს გავაუარესებდი. მერე ნამვილად ვერ გადავურჩებოდი.
მის თვალებში ვხედავდი აგიზგიზებულ ცეცხლს რომელშიც ნამდვილი სკაი იწვოდა. ვერაფერს გახდა.თავს ვერ აკონტროლებს. ზემოდან დამცქეროდა და გამარჯვებულის ღიმილით მიყურებდა.
ახლაღა გამახსენდა რომ შემიძლია ჩახუტებით დავამშვიდო. შემდეგ ჩემს ხელებს შევხედე რომლებსაც სკაი იჭერდა და ეს ვარიანტი ავტომატურად გამოვრიცხე.ახლა რა ჯნდა ვქნა.ხელ-ფეხი შეკრული მაქვს.მორჩა, ახლა მთლიანად მის ხელში ვარ.კიდევ ერთხელ ვინანე რომ დარწმუნება ვთხოვე.იმედი თითქმის ამომეწურა და ამ დროს თავში ერთმა გიჟურმა აზრმა გამიელვა. შეიძლება გაამართლოს შეიძლება არც.ცდად ღირს. გული ამიჩქარდა.ძალა მოვიკრიბე და...
-რა ხდება ლამაზო, ხომ არ...
ჩემი და სკაის ტუჩები შეერთდა. სკაი გაჩუმდა.თვალები გაუფართოვდა.სუნთქვა შეწყვიტა. ისევე როგორც მე. აი თურმე როგორია კოცნა.დიახ.ეს ჩემი პირველი კოცნა იყო,17 წლის განმავლიბაში.რომელიც საკუთარ თავს თვითონ მოვპარე.საერთოდ ასეთ სიტუაციაში არ წარმომედგინა ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარი სიტუაცია კიარა გრძნობაა.მისი ტუჩები იმდენად ფაფუკი და რბილია,რომ ძლივს ვგრძნობ.როცა მის ტუჩებს შევეხე ჩემმა გულმა ზედიზედ ორი დარტყმა გამოტოვა და შემდეგ მაქსიმალური სისწრაფით დაიწყო ცემა. მუცელში სითბო ჩამეღვარა.შიგნეულობა ამიწრიალდა.მისი სხეულიდან წამოსული სიმხურვალე გადმომედო.ვიგრძენი როგორ მოადუნა სკაიმ ხელები. თვალები დაეხუჭა და კოცნა გააღრმავა.კოცნაში ავყევი. მარჯვენა ხელი კისერთან დამადო, ცერა თითი კი ლოყაზე.მინდოდა გავჩერებულიყავი მაგრამ ჩემდა გასაკვირად თავს ვერ ვეწინააღმდეგებოდი,გონება დამებინდა.მსიამოვნებდა თუ არა სკაის კოცნა?
კი.
თანაც ძალიან.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს გეგმებში ყველაზე ბოლო იყო მაინც მსიამოვნებდა.
არ მინდოდა დამთავრებულიყო, მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო,მაგრამ მივხვდი რომ ეს არასწორი იყო. რაღაც ძალით სკაის მკერდზე მივადე ხელი და ოდნავ გავწიე.ისევ მისი გულისცემა.უჩვეულოდ ჩქარა უცემს გული.არც ჩემი იყო შესაშურ მდგომარეობაში.ორივე გახშირებულად ვსუნთქავდით.წამოვჯექი.თავი ჩახრილი მქონდა.
-მგონი იპოვე საუკეთესო გზა.
სკაის გავხედე.
-მეღადავები?
შებრუნდა და ზურგი მაჩვენა.
ჩემს თვალწინ მის სიწითლეებს სუფთა კანი ფარავდა.ისინი ხორცდებოდა.
გაშტერებული ვუყურებდი.
-შეეხე.
ხელი გაუბედავად წავიღე ერთ-ერთ ჭრილობასთან და შევეხე. სკაი ოდნავ წინ წაიწია.თითებ ქვეშ სიმხურვალეს ვგრძნობდი რომელიც თანდათან ქრებოდა და ნორმალურ ტემპერატურას უბრუნდებოდა.მაშინაც კი როცა კანი გლუვი გაუხდა ხელი არ მომიშორებია. დაპროგრამირებულივით დავიწყე ნაკვთების მოხაზვა მის დაკუნთულ სხეულზე.იდეალური სხეული ჰქონდა.არცერთი ზედმეტი გრამი ცხიმი.თითებს ნელა დავატარებდი ხორბლისფერ კანზე,მას კი ბუსუსები აყრიდა და კუნთები ეჭიმებოდა.მისი თმები ისევ ისეთი არეული იყო, თავს იქეთ-აქეთ აქნევდა როცა ვეხებოდი. დაუოკებელი სურვილი გამიჩნა მის თმებში თითები შემეცურებინა. ხელები პრესისკენ გამირბოდა როცა ბოხი ბარიტონი მომესმა.
-ლამაზო...
რეალობაში დავბრუნდი და გავაანალიზე რას ვაკეთებდი. დამწვარივით მოვაშორე ხელები. უხერხულად ჩავახველე და დაბნეულმა ძლივს წამოვდექი.თმა გავისწორე და ვითომც არაფერიო მისკენ შევბრუნდი.კარი გავაღე და ჩარჩოს მივადე ხელი.
-გაგიარა.
-ახლა მაინც დაიჯერე?
-მჰმ.-მივუგე უსიტყვოდ.-და წეღანდელისთვის ბოდიში.მეტი გზა ვერ ვიპოვე.
-საბოდიშო არაფერია.ეს სიტუაცია რომ არა შენს კოცნას საუკუნე ვერ ვეღირსებოდი.
-კმაყოფილი ხარ კიდეც?
-მთავარია არაფერი გიჭირს. ისიც უნდა აღიარო რომ მოგეწონა.
თავი გავაქნიე.
-ნამდვილი შეშლილი ხარ.შენ რაიცი იქნებ არ მომეწონა.
-ვერ მომატყუებ,ხომიცი.
წარბები აზიდა.მივხვდი ეომ თვალებს გულისხმობდა. მზერა მოვაცილე და ღრმად ჩავისუნთქე.
-მინდა რომ ეს მომენტები წარსულს ჩაბარდეს.
-მე შენს პირობას შევასრულებ, შენს საქმეში არ ჩავერევი.შევეცდები.ამას კი ვერ დაგპირდები.
გვერდულად მიყურებდა,ოდნავ წელში მოხრილი.
-წინა პირობაც მაკმაყოფილებს.-ვუთხარი, გავბრუნდი და ჩემს ოთახში არეული ნაბიჯებით წავედი. ზურგს უკან სკაის კმაყოფილი ხითხითი შემომესმა,რომელიც ზურგზე გადაწვა და საწოლზე გაირთხა, მაგრამ იმდენად ვიყავი გრძნობების გახსენებაში გართული რომ ყურადღება არ მიმიქცევია.
ოთახში შევედი,კარები მივხურე.საწოლთან მივედი, მიცელზე დავწექი,სახე ბალიშში ჩავრგე და კივილი მოვრთე , თან ფეხებს ვაფართხალებდი.გული საშინლად მიცემდა და გრძნობებს თუ გავითვალისწინებთ ახლა გულის შეტევა უნდა მქონდეს.
გვერდითა ოთახში კი სკაი ბედნიერებისგან ბრწყინავდა და მის კივილს უსმენდა.
-მოდი და ეს არგიყვარდეს.



№1  offline წევრი თეკკლას

gulii maqvs cudad
esraaaiyooo vaime saocrebaxae

 


№2  offline წევრი kiira

თეკკლას
gulii maqvs cudad
esraaaiyooo vaime saocrebaxae

:დდდ მადლობაა

 


№3 სტუმარი nino

Gagrdzeleba agar eqnebaa??

 


№4  offline წევრი scooby doo pa pa

ახლა დროზე დადე ახალი თავი,შენი ბრალია ასეთ კარგ ისტორიას რომ წერ მერე გეუბნებიან ახალი დროზე დადეო ხოდა დროზე დადე ახალი სასწრაფოდ,მიყვარს სკაი მეეე

 


№5  offline წევრი kiira

nino
Gagrdzeleba agar eqnebaa??

რასქვია არიქნება ილოცეთ მალე დამთავრდესო :დდდ

scooby doo pa pa
ახლა დროზე დადე ახალი თავი,შენი ბრალია ასეთ კარგ ისტორიას რომ წერ მერე გეუბნებიან ახალი დროზე დადეო ხოდა დროზე დადე ახალი სასწრაფოდ,მიყვარს სკაი მეეე

აჰაჰა . მადლობაა :დდდ ვნახოთ ვნახოთ.

 


№6 სტუმარი ფც

მორჩეს ეს გოგო უაზრო ეჭვიანობის სცენების დადგმას...ზედმეტია უკვე.
სკაი მომწონს

 


№7  offline წევრი kiira

ფც
მორჩეს ეს გოგო უაზრო ეჭვიანობის სცენების დადგმას...ზედმეტია უკვე.
სკაი მომწონს

რა ეჭვიანობის სცენები :დდდ

Anan'o Ani Mexrishvili
ვეცდები ❤

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმეეე საოცრებაა გთხოვ მალე დადე შემდეგი და მაგრად წერ

 


№9  offline წევრი kiira

სტუმარი მარიამი
ვაიმეეე საოცრებაა გთხოვ მალე დადე შემდეგი და მაგრად წერ

მადლობაა დიიიიიიდი ❤❤❤❤❤❤❤

 


№10  offline წევრი kiira

Diamond
vuaime saswauli xar shen♥dzaan magrad wer♥male dade ra shemdegi tavi))

^_^ მადლობა დიდი, მიხარია, რომ მოგწონთ. ვეცდები მალე დავდო მაგრამ საინტერესოდ ეომ გავაგრძელო დრო ხომ მჭირდება. თუმცა ვეცდები დიდზანს არ გავწელო ❤❤

 


№11 სტუმარი Mari

Dzalian momwos ❤️saocreba xar ❤️dzalian magrad wer moutmenlad veli shemdeg tavs ❤️

 


№12  offline წევრი kiira

Mari
Dzalian momwos ❤️saocreba xar ❤️dzalian magrad wer moutmenlad veli shemdeg tavs ❤️

❤❤❤❤ მადლობაა

 


№13 სტუმარი ცხ

როდის დადებ

 


№14  offline წევრი kiira

ცხ
როდის დადებ

არვიცი , ვერ ვიცლი დასაწერად . ვეცდები მალე დავდო.

 


№15 სტუმარი სტუმარი თამთა

აუ ძაააან მაგარია უკვე რამდენედ წავიკითხე ახალი თავის მოლოდინში მალე დადე რა

 


№16  offline წევრი kiira

სტუმარი თამთა
აუ ძაააან მაგარია უკვე რამდენედ წავიკითხე ახალი თავის მოლოდინში მალე დადე რა

დღეს დავდებ ღამე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent